თებერვალი

1.02.17.
სიცოცხლე არის როგორც საფეხურების კიბე ღმერთისკენ. თქვენი ფეხი არის პირველ საფეხურზე როდესაც თქვენ იბადებით, ყოველი დღე არის საფეხური რომელზეც უნდა ახვიდეთ. ამიტომ იყავით მყარი, ფრთხილი და სერიოზული. არ ითვალოთ ნაბიჯები წინ და არ მოილხინოთ უკანა ნაბიჯებზე. ერთი ნაბიჯი ერთდროულად, კარგად ადგმული, არის საკმარისი წარმატება რომ ამით იყოთ კმაყოფილი და მოგცეთ თქვენ გამხნევება მომდევნო ნაბიჯისთვის. არ დასრიალდეთ ნაბიჯიდან რომელსაც თქვენ მიაღწიეთ. ყოველი ნაბიჯი არის გამარჯვება რომელიც სათუთად უნდა იყოს მოვლილი; ყოველი დაკარგული დღე არის მარცხი შემარცხვენელი. ნელა და მყარად – დაე ეს იყოს თქვენი პრინციპი! მისდიეთ რეგულარულ დროულ რუტინას უფლის სახელის გამეორებისა და მედიტირებისთვის. ისევე როგორც ექიმი ნიშნავს წამლის გარკვეულ ფიქსირებულ რაოდენობას და გაფრთხილებთ თქვენ რომ რაიმე ნაკლები არის არაეფექტური და რაიმე მეტი არის საზიანო, ასევე დააბალანსეთ თქვენი სულიერი ვარჯიშები. არ გადახვიდეთ მათ ზომას ან არ აკეთოთ ეს შემთხვევით სიფრთხილის გარეშე.
– ღმერთის საუბარი, 17 მარტი, 1961.
2.02.17.
სიყვარულის განსხეულებანო, მარტო მუშაობა იძლევა ჭშმარიტ ძალას ადამიანში და აჩვენებს სხვებს მას რა შესაძლებლობა აქვს. როგორც სარკე აირეკლავს ჩვენთვის ჩვენს საკუთარ სახეს, ასევე სამუშაოს სახე რომელსაც თქვენ აკეთებთ, აღწერს თქვენს ჭეშმარიტ ხარისხებს როგორც ბარომეტრი. ამ სამუშაოს ბარომეტრს უნარი აქვს შეაფასოს თქვენი მდგომარეობა და თქვენი ჭკუის სტრუქტურა და აჩვენებს სახეს იმ ხარისხების რომელსაც თქვენ ფლობთ (თამასურს, რაჯასურს ან სათვიურს). ზოგიერთი ადამიანი აჩვენებს რომ არის ძალიან წყნარი და კეთილშობილი (სათვური), მაგრამ როდესაც ისინი თავის თავზე იღებენ სამუშაოს, თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ რომ, სათვიური ხარისხის მანტიის უკან, წარმოდგენილი არის უკმეხობის გარკვეული რაოდენობა. ზოგიერთი ადამიანი აჩვენებს რომ არის ძალიან მკაცრი და სასტიკი თავის სიტყვებში, მაგრამ როდესაც ისინი თავის თავზე იღებენ რაიმე სამუშაოს, ისინი ხდებიან რბილები და კეთილები. აქედან გამომდინარე არასოდეს განსაჯოთ ვინმე მათი გარეგანი შესახედაობით ან მარტო სიტყვებით. სინამდვილეში, არც ერთი გამოცდა ადამიანის ხარისხების არ არის უფრო ზუსტი ვიდრე სამუშაოს შემოწმება რომელსაც ის ასრულებს.
– ზაფხულის თავსხმები ბრინდავანში, 1977, თავი 10.
3.02.17.
იყო ერთი იმპერატორი რომელიც ყოველთვის ეკითხებოდა ბრძენებს ვინც მიდიოდა მის სასახლეში, „ვინ არის საუკეთესო კაცთა შორის? დროს რომელი მომენტი არის ყველაზე კურთხეული? რომელი მოქმედება არის ყველაზე მეტად სასარგებგლო?“ მან ვერ შეძლო დამაკმაყოფილებელი პასუხების მიღება დიდი ხნის განმავლობაში. ბოლოს და ბოლოს მისი სამეფო დაიპყრეს და ის გაიქცა ჯუნგლებში. აქ ის შეიპყრო ტომმა რომელმაც შეარჩია ის მსხვერპლად თავიანთი ქალღმერთისთვის. ამ რთულ მდგომარეობაში, ის გადაარჩინა ასკეტმა ვინც წაიყვანა ის თავის განდეგილობის საცხოვრებელში, სადაც ის და მისი მოწაფეები სიყვარულით ზრუნავდნენ მისი ჯანმრთელობისა და ბედნიერების მხარდასაჭერად. ამ საყვარელ და მშვიდ გარემოში, მეფემ აღმოაჩნა პასუხები თავის შეკითხვებზე. უკეთესი ყველას შორის არის ის ვისაც აქვს თანაგრძნობა. ყველაზე კურთხეული დრო არის ‘აწმყო’ და საუკეთესო მოქმედება არის სხვათა ტკივილისა და დარდის შემსუბუქება. არ გადადოთ მომავლისთვის ის რისი გაკეთებაც შეგიძლიათ დღეს, ახლა, ამ მომენტში.
– ღმერთის საუბარი, 7 სექტემბერი, 1966.
4.02.17.
სამუშაოს სახე რომელსაც ბრძენი აკეთებს შეიძლება მოჩანდეს რომ არის იგივე რასაც აკეთებს ჩვეულებრივი ადამიანი. თუმცა გარეგნულად ეს შეიძლება იყოს იგივე, მაინც შედეგი იქნება განსხვავებული ორივეში. სამუშაო შესრულებული არაბრძენი ადამიანის მიერ ყოველთვის თანხლებულია გრძნობით ადამიანის წივლილის, რომ ის, კაცი ან ქალი ასრულებს სამუშაოს თავის სასარგებლოდ. სამუშაოს ეს სახე შერეულია ეგოსთან; ეგოური სარგებლობის გრძნობა ასევე მიგიყვანთ უბედურებასთან და დარდთან. სამუშაოს სახე რომელსაც ბრძენი ადამიანი ასრულებს ყოველთვის ატარებს გრძნობას რომელიც ხდის მას ინდენტურს ღმრთიურ ასპექტთან; მან იცის რომ ის აკეთებს ღმერთის სახელით და ღმერთის გულისთვის. ის ფიქრობს რომ ღმერთი არის სამუშაოს ნამდვილი მკეთებელი, და რომ ის არის მხოლოდ ინსტრუმენტი. ეს ყოველთვის იძლევა კარგ შედეგს და აძლევს კმაყოფილებას ყველას.
– ზაფხულის თავსხმები ბრინდავანში, 1977, თავი 10.
5.02.17
მოციქულთა შორის, არსებობს სამი ტიპი. პირველი ტიპის არიან ისინი, ვინც იღებენ უფლის ბრძანებებს, არ ემორჩილებიან მას, და აკეთებენ ისეთ მოქმედებებს რომლებიც ეწინააღმდეგება უფლის ინტერესებს. მეორე ტიპის არიან ისინი ვინც ზუსტად იღებენ მას რაც უფალს აქვს ნათქვამი და მისდევენ რაიმეს დამატების ან გამოკლების გარეშე. ასეთი სამუშაოს შედეგებს იღებს უფალი. მესამე ტიპის არიან ისინი ვინც იღებს მასწავლებლის სურვილებს და ასრულებს ამოცანებს იმნაირად რომ ამ გზით უფლის სურვილები სრულდება მთლიანად და ნებისმიერ ფასად. ისინი უკან ბრუნდებიან მასწავლებელთან გამარჯვების გზავნილით. ჰანუმანი არის მესამე ტიპის მაგალითი. ეს იყო იმიტომ რომ ჰანუმანი ყოველ დროს ფიქრობდა რამას შესახებ, და რადგან მან ძალიან კრგად იცოდა რამას ძალა, ის ყოველთვის მისდევდა მის ნატერფალებს. ჰანუმანის ერთგულება და რწმენა მნიშვნელოვნად დაეხმარა მას მასწავლებლის სურვილების შესაცნობად.
– ზაფხულის თავსხმები ბრინდავანში, 1977, თავი 10.
6.02.17.
მხოლოდ მაშინ როდესაც სიწმინდე სხეულის და სიწმინდე ჭკუის მოდის ერთად, შეიძლება ღმრთური ძალა წარმოიქმნას. სხეულის დახმარებით, ჩვენ უნდა შევუდგეთ წმინდა საქმეებს. ჭკუის დახმარებით, ჩვენ უნდა განვივითაროთ ღმრთიური აზრები. ეს სხეული მოცემულია ჩვენთვის და დანიშნულია სხვების დასახმარებლად. სხეულის დახმარებით, ჩვენ უნდა შევძლოთ კარგი მსახურება და საზოგადოების დახმარება. რა სამუშაოსაც ჩვენ არ უნდა შევუდგეთ, ეს უნდა შესრულდეს გრძნობით რომ ეს სრულდება უფლის სასიამოვნოდ. ჰანუმანი იყო ის ვისაც ჰქონდა ეს წმინდა იდეები, და ის ყოველთვის უძღვნიდა თავის სამუშაოს უფალს. ჩვენი სხეული არის პლასტიკური საფარველი სადენზე. ჩვენი ჭკუა არის როგორც სპილენძის სადენი შიგნით. სხეულთან როდესაც ჭკუაც ასევე მიერთდება, ღმრთიური ძალა შეძლებს დენას ჩვენში.
– ზაფხულის თავსხმები ბრინდავანში, 1977, თავი 10.
7.02.17.
დღეს ადამიანები იქცევიან ისეთნაირად, რომ გვეჩვენება ისინი საერთოდ ვერ იგებენ თვითდაჯერებულობის საჭიროებას. თვითდაჯერებულობის გარეშე ადამიანი ვერ შეძლებს ბევრის მიღწევას, თუნდაც მას ჰქონდეს რწმენა და ერთგულება. ამის მსგავსად. ადამიანს შეიძლება ჰქონდეს თავდაჯერებულობა საკუთარ თავში, მაგრამ თუ არ არსებობს ერთგულება და რწმენა, ესეც ვერ დაეხმარება. ერთგულება და თვითდაჯერებულობა არის როგორც ნეგატივი და პოზიტივი. ეს არის ამ ორის კომბინაცია რაც გვხდის ჩვენ შემძლეს შევასრულოთ ჩვენი წმინდა აზრები. პირველი რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ არის წახალისება და გაძლიერება თვითდაჯერების. ეს დაჯერებულობა ადამიანის საკუთარ თავში არის მსგავსი საძირკვლის ფსკერის. დაჯერებულობის ამ საფუძველზე, ჩვენ უნდა ავაშენოთ კედელი თვითკმაყოფილების და შემდეგ დავაფაროთ სახურავი თვითშეწირვის. ასე აშენებულ სასახლეში, ჩვენ უნდა მივაღწიოთ თვითრეალიზებას.
– ზაფხულის თავსხმები ბრინდავანში, 1977, თავი 10.
8.02.17.
გაასუფთავეთ თქვენი გული სიყვარულის წყალით, და ლოცვისა და მონანიების დეტერგენტით ასე რომ სურვილების ლაქები მოსცილდეს მთლიანად. შემდეგ ღმერთი ჩაასხამს თავის უხვ წყალობას მასში. თუ თქვენ მოწყურებული ხართ ღმერთისთვის, თქვენ უარი უნდა თქვათ ლოკაბჰრანტსა და დეჰაბჰრანტზე (მიბმულობაზე გარეგან სამყაროსთან და სხეულთან). აზრი არ აქვს მცდელობას რომ ერთი ფეხი გქონდეთ ერთ ნავში და მეორე ფეხი მეორეში. თქვენ შეიძლება იცხოვროთ პრაშანტი ნილაიამში 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მაგრამ თუ თქვენ წუხხართ უფრო მეტად თქვენს ფიზიკურ საჭიროებებზე, მაშინ თქვენი სულიერი ძალისხმევები იქნება ნამდვილად უსარგებლო; თქვენ ვერ გააკეთებთ პროგრესს საერთოდ. ქაფურის ალის ფრიალი ბჰაჯანების დასასრულს არის მხოლოდ თქვენს შესახსენებლად რომ თქვენი გრძნობების ძლიერი სურვილები მთლიანად უნდა დაიწვას მათ მოსაცილებლად ისე რომ მათ უკან არ დარჩეს რაიმე კვალი, და თქვენ უნდა შესთავაზოთ თქვენი თავი ღმერთს მასთან და მის დიდებასთან შესარწყმელად.
– ღმერთის საუბარი, 8 სექტემბერი, 1966.
9.02.17.
ადამიანისთვის, რომელიც დაჯილდოებულია გულმოდგინების, გულადობის, სულის სიმტკიცის, გონების, ძალისა და მხნეობის (უსთაჰამ, საჰასამ, დჰაირიამ, ბუდდჰი, შაკთი, პარაკრამამ) ექვსი ძვირფასი ხარისხით, წარმატება არის გარანტირებული ნებისმიერ სფეროში, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას. ეს ხარისხები ხელს უწყობს ყოველმხრივ კეთილდღეობას. თუმცა ეს ხარისხები გიწვევთ თქვენ სხვადასხვა სიძნელეებთან, რომლებსაც თქვენ უნდა დაუპირისპირდეთ დროდადრო. როგორც მოწაფემ უნდა გაასუფთაოს გამოცდები და შემოწმებები, რომ მიიღოს წოდება, ეს ხარისხებიც არის განსაცდელების საგანი დანაკარგების, უსიამოვნებების, ტკივილების, ტანჯვების ფორმით და ცილისწამებების ფორმითაც კი. ასეთი განსაცდელები უნდა ჩაითვალოს საფეხურებად თქვენი მაღალი მიღწევებისთვის. ადამიანმა უნდა გადალახოს ეს სიძნელეები სიმამაცითა და თვითდაჯერებით და უნდა იაროს წინ. როდესაც თქვენ პირისპირ ხვდებით სიძნელეებს, თქვენ წინ მიიწევთ მიზნისკენ.
– ღმერთის საუბარი, 14 იანვარი, 1997.
10.02.17.
უპირველესი ხარისხი რაც თქვენ უნდა ჩაინერგოთ და აღზარდოთ არის მადლიერება ღმერთის მიმართ. ადამიანები არიან მადლობელი მათთვის შესრულებული მსახურების თუნდაც მცირე მოქმედებისთვის. საჭირო არ არის ვიყოთ მადლიერი ღმერთის ვინც უზრუნველგვყო ჩვენ ასე ბევრი აუცილებელი კეთილდღეობით ბუნებისა და ხუთი ელემენტის მეშვეობით? ჰაერი რომლითაც თქვენ სუნთქავთ, წყალი რომელსაც თქვენ სვამთ, და მიწა რომელზეც თქვენ დადიხართ ყველაფერი ეს არის ღმერთის საჩუქარი. რამდენად მადლიერი ხართ თქვენ მზის, ვინც უზრუნველგყოფთ თქვენ სინათლით, რომელიც არ შეიძლება იყოს გაწონასწორებული ყველა ელექტრული ნათურით მსოფლიოში? შეძლებს ყველა ტუმბო მსოფლიოში უზრუნველგვყოს ჩვენ იმდენი წყალით რამდენსაც გვაძლევს ერთი ძლიერი წვიმა? შეუძლია ყველა ვენტილატორს მსოფლიოში, უზრუნველგვყოს ჩვენ იმდენი განიავებით რამდენსაც ჩვენ ვიღებთ ქარის დაბერვით? ამ ღმერთის საჩუქრებზე მადლიერად ყოფნის გარეშე, კაცი მიდის ტრივიალურის კვალდაკვალ და ფუჭად ხარჯავს სიცოცხლეს. ძველი დროის დიდი ბრძენები ვინც აღმერთებდნენ ღმერთს სხვადასხვა მეთოდით თვლიდნენ ერთგულებას როგორც მადლიერების გამოხატვის საშუალებას ბედისწერისთვის.
– ღმერთის საუბარი, 14 იანვარი, 1989.
11.02.17.
რა არის დაუკმაყოფილებლობის ძირითადი მიზეზი? ეს არის შური. ეს იყო ადამიანის მუდმივად თანმდევი ნაკლი დროს დასაწყისიდან. მხოლოდ მაშინ როდესაც შური აღმოიფხვრება გულიდან ადამიანს ექნება თვითკმაყოფილება. კმაყოფილი ადამიანი ტკბება სიმშვიდით. როგორ წარმოიქმნება შური? როცა ადამიანი ადარებს თავის თავს მათთან ვინც უკეთესია, ვისაც უკავია მაღალი თანამდებობა, შეფასებულია მაღალი ნიშნებით ან არის უფრო ლამაზი. ასე, ეს ჩნდება მაშინ როდესაც ადამიანი იტანჯება თავისი საკუთარი უფრო დაბალი მდგომარეობის ცნობიერებიდან; ეს არის ძირითადი უკმაყოფილება იმაზე რაც მას აკლია. ამ ცუდი ხარისხის მოსაცილებლად ადამიანმა უნდა შეხედოს მათ ვინც არიან უარესი ვიდრე თვითონ. დროთა განმავლობაში ადამიანი ინვითარებს თანაბარ ხედვას ორივე მათ მიმართ ვინც არიან უკეთესნი და ვინც არიან უარესნი. ასეთი თანაბარი განწყობილება არის ღმერთის ხარისხი. არ არსებობს არაფერი ცუდი უმაღლესი პოზიციისკენ მისწრაფებაში. მაგრამ ადამიანი არ უნდა გრძნობდეს შურს მათ მიმართ ვინც არის ასეთ პოზიციაზე. ასეთი გრძნობების კვება არის ბოროტმოქმედება.
– ღმერთის საუბარი, 19 იანვარი, 1989.
12.02.17.
წერილები აცხადებს რომ ადამიანის სხეულის შეძენა არის ძნელი. ადამიანის სიცოცხლე არის უმაღლესი ყველა ცოცხალ არსებას შორის ქმნილებაში. ამ ყველა შენაძენით თუ ადამიანები განიცდიან ჯნანას (სიბრძნის) დანაკლისს, ისინი არ არიან უკეთესნი ცხოველებზე. სიბრძნე არის ის რითაც ადამიანი განსხვავდება სხვა ცხოველებიდან. მიუხედავად ადამიანის სხეულის მფლობელობის მისი წმინდა უნარებით, ადამიანები მისდევენ მცდარ გზებს და ეძლევიან ბოროტმოქმედებებს, რითაც იუარესებენ თავიანთ ძვირფას მემკვიდრეობას. ის ვინც ვალდებულია მიუძღვნას თავისი თავი ღმერთის – ნივრიტი მარგას (შინაგანი გზის) მიდევნას და განცადოს ნეტარება, თავის თავს უმონებს გრძნობებს და კარგავს ფუჭად თავის სიცოცხლეს გარეგანის – პრავრიტი მარგას (გარეთა გზის) მიდევნაში. ყველა ძალისხმევა მიმართულია გრძნობითი სიამოვნებების განვითარებისკენ, ნაცვლად მიზნის რაც არის თავისში სულის ძალის გაცნობიერება. ყოფითით ეს შეწუხება არის ფესვი ყველა საშიში მდგომარეობისა და უბედურების რასაც ადამიანი განცდის.
– ღმერთის საუბარი, 19 იანვარი, 1989.
13.02.17.
ძველად, ბრძენები და წმინდანები სწირავდნენ ყველაფერს კაცობრიობის კეთლდღეობის გულისთვის. იმ დროინდელი ახალგაზრდებიც მიბაძავდნენ. მათ იხსენებენ დღესაც მათი უანგარო მსხვერპლის გამო. ამის საწინააღმდეგოდ, ახალგაზრდები დღეს გახდნენ ფრიად ხარბები და მთლიანად ეგოისტურები და სიძულვილისა და ეჭვიანობის თავშესაფრები. იმ დროს როდესაც ძველ დროს ატარებდნენ ტიაგას და იოგას (მსხვერპლისა და გრძნობების კონტროლის) სიცოცხლეს აწმყოში ახალგაზრდებს სურთ გაატარონ ბჰოგას (მიწიერი კმაყოფილებისა და სიამოვნების) სიცოცხლე, რომელიც შედეგად დგება როგაში (დაავადებებში). რამდენ ხანსაც ადამიანი ივლის სურვილების გამრავლებაზე, ის გააგრძელებს გაჭირვებაში ყოფნას. როდესაც სურვილები გაკონტროლდება, მაშინ მიიღწევა აყვავება. სიხარბე ხდის ადამიანს უბედურსა და საცოდავს. მხოლოდ მაშინ როდესაც სიხარბე და სიძუნწე იქნება უარყოფილი ადამიანი შეძლებს რომ ჰქონდეს სასიამოვნო და მშვიდი სიცოცხლე.
– ღმერთის საუბარი, 17 ივლისი, 1997.
14.02.17.
მთელი მსოფლიო და საგნები მასში ურთიერთდაკავშირებულია სიყვარულის ძაფებით. სიყვარული არის ის რაც კრავს ადამიანთა რასას ერთად. მსოფლიო ვერ იარსებებს სიყვარულის გარეშე. ღმერთი არის სიყვარული და ცხოვრობს ყველას გულში. სიყვარული არის ბუნებრივი სამფლობელო ყოველი ადამიანის არსების. სიყვარული არის სიცოცხლის ხის ნაყოფი. აქ უნდა გადალახოთ გარკვეული დაბრკოლებები ვიდრე თქვენ დატკბებით ნაყოფით. ჯერ თქვენ უნდა გააცალოთ კანი და ქერქი რომელიც ფარავს რბილობს შიგნით, და ასევე უნდა გამოარჩიოთ თესლი. ამის მსგავსად სიყვარილის ნაყოფიც დაფარულია ეგოს სქელი კანით. თქვენ უნდა გააცალოთ ეს კანი ‘ჩემი და შენი’-ს. შემდეგ თქვენ დააგემოვნებთ ტკბილ ნაყოფს და მის ნოყიერ წვენს. სუფთა სიყვარულით თქვენ უნდა დაამყაროთ ერთობა ღმერთთან. სიყვარულის გზა არის პირდაპირი გზა ღმერთის გაცნობიერებისკენ. ვედები აღწერს ღმერთს როგორც, „რასო ვაი საჰა“ – უზენაესი ტკბილი არსება. ეცადეთ პროგრესს სიცოცხლის ამ მოგზაურობაში ‘მე’- ‘ჩვენ’-‘ის’.
– ღმერთის საუბარი, 17 ივლისი, 1997.
15.02.17.
მიწიერი ცხოვრების მოგზაურობაში, ადამიანები იღებენ ზოგიერთ სიმდიდრეს ხარჯებისთვის და როდესაც ისინი აღწევენ მიზანს, ისინი გადასცემენ ბალანსს რომელიმე საიმედო მეგობარს და სძინავთ მშვიდად. ყველას მოაქვს სიყვარულის სიმდიდრე თავისი დაბადების მომენტიდან. ამ კარმაკშეთრაში (საქმიანობის ველში) რაც არის მსოფლიო, ძნელია დაიცვა პრემას (სიყვარულის) განძი. ამიტომ ყველამ უნდა ეძებოს ერთგული მეგობარი. დღეს ნამდვილი მეგობარი არის მხოლოდ ღმერთი. როდესაც თქვენ გადასცემთ სიყვარულის სიმდიდრეს ღმერთს, თქვენთვის გაადვილდება სიცოცხლის გატარება უსაფრთხოებასა და სიმშვიდეში. არ არსებობს თქვენს გულზე უფრო დიდი მასწავლებელი. დრო არის უდიდესი მქადაგებელი. მთელი მსოფლიო არის წერილობითი ტექსტი. ღმერთი არის საუკეთესო მეგობარი. ამ ოთხში სრული რწმენით, გაატარეთ თქვენი სიცოცხლე ბედნიერად.
– ღმერთის საუბარი, 17 ივლისი, 1997.
16.02.17.
საქმიანობა იძენს სრულყოფილებას როდესაც სიბრძნე მოდის. ნაკურთხი მოქმედება (კარმა) არის გზა სულიერი სიბრძნის (ჯნანას) მისაღწევად. ყოველი საყურადღებო მოქმედება უნდა დაშედეგდეს ჭკუის გაწმენდაში. მაშასადამე, არავინ, თუნდაც განდეგილმა ან ბერმა არ შეიძლება შეწყვიტოს დასაქმება კარგ საქმეებში. ეს საქმეები უნდა წარმოიშვას სპონტანურად და არ უნდა დატოვოს სიამაყის რაიმე კვალი ჭკუაში. არ უნდა იყოს რაიმე მიბმულობაც საქმიანობის შედეგთან, წამყვანთან მათი თქვენთვის დამტკიცების წყურვილისკენ. მხოლოდ განდეგილობა უნდა იყოს სიხარულის წყარო. გიტა რეკომენდირებს ‘უმოქმედობას მოქმედებაში’ და ამტკიცებს რომ ‘უმოქმედობა’ არის ყველაზე უფრო ღირსეული ‘მოქმედება’ მათთვის ვინც ესწრაფის უზენაეს სიმშვიდეს. ეს მდგომარეობა იწოდება კარმა სანიასად (მიუბმელობა მოქმედებებთან). მოქმედება ან საქმიანობა ჩვეულებრივ ასოცირებულია სხეულთან მხოლოდ, მაგრამ ჭკუაც ასევე დაკავებულია მსოფლიოთი. მხოლოდ ათმა არის შეუხებელი მოწმე. ამიტომ (‘უმოქმედობა მოქმედებაშის’) საიდუმლო არის თავშესაფრის მიღება ათმაში და ყველა ცოცხალი არსების საფუძვლიანად ათმად აღიარებაში.
– ღმერთის საუბარი, 2 იანვარი, 1987.
17.02.17.
ღმრთურება არის თანდაყოლილი და მუდმივი ყველა ცოცხალ არსებაში და ამ ფაქტის ადამიანზე შეხსენების პროცესი დაიწყო ადამიანთა ისტორიის თვით გარიჟრაჟზე. რაც უნდა გაკეთდეს ღმრთური სიცოცხლის გასატარებლად არის მხოლოდ მოცილება ნისლის რომელიც ფარავს ჭეშმარიტებას და აიძულებს ადამიანს წარმოიდგინოს რომ ის არის კიდევ რაღაც – რაღაც დაბალი მდგომარეობის, არამუდმივი, მატერიალი, და წარმავალი. ყველა არის წმინდა, სუფთა, და მარადისობის ნაწილი. მაგრამ ეს ნივთები ციალებს ყველაში მათი სულიერი პრაქტიკის პროპორციაში, როგორც ნათურები ავრცელებს ნათებას სიმძლავრის შესაბამისად. არ არსებობს სხეული რომელიც არ არის გახანგრძლივებული აბსოლუტით; არ არსებობს სახელი რომელიც არ აღნიშნავს უნივერსალს. ყველა ობიექტი შევსებულია ამ პრინციპით; ყველა სახელი არის მისი დიდების ატრიბუტი. ღმრთიური ცხოვრება დაფუძნებულია სიწყნარის სიჩუმის ხარისხზე (სათვა გუნაზე), რაც უნდა კულტივირდეს.
– ღმერთის საუბარი, 14 დეკემბერი, 1958.
18.02.17.
ეგო არის ღრმად ფესვგადგმული ყველა ადამიანში მათი უთვალავი წინა ცხოვრებიდან. ეს იზრდება ძალიან სწრაფად ამ ცხოვრებაშიც, დაეძებს გრძნობით სიამოვნებებს, დიდი რაოდენობით სამფლობელოებს, აპლოდისმენტებს და მაღალ შეფასებას, სხვებზე ძალაუფლებას, დიდებასა და მდგომარეობას. ეს შეიძლება მოსცილდეს თქვენი შინაგანი ჭეშმარიტი სინამდვილის დაუღალავი გამოკვლევით. როდესაც თქვენ ხართ მღვიძარე, თქვენ განცდით მრავალ ურთიერთობას. თქვენ ინტერესდებით ადამიანთა სიმრავლით, მფლობელობით და პრობლემებით. თქვენ მიდიხართ სიხარულისა და დარდის, შექებისა და დაცინვის, შეურაცხყოფისა და ტრამვების გავლით. როდესაც თქვენ გძინავთ, მთელი გარე სამყარო უჩინარდება. როდესაც თქვენ იღვიძებთ თქვენ განცდით სიამოვნებასა და ტკივილს; თქვენ იძირებით შიშში და ვარდებით იმედგაცრუებაში. როცა გძინავთ, თქვენ აღარ ხართ ცოცხალი ან მოქმედი. თქვენ ხართ ერთად ღმრთიურ სულთან (ათმასთან), რაც არის თქვენი სინამდვილე. ათმა არის თქვენთან სამივე სტადიის განმავლობაში, მაშინაც კი თუ თქვენ იგნორირებთ მას და შესაძლებელია ყარყოფთ კიდეც მას! ეს ათმა არის ჭეშმარიტება, „ეს შენ ხარ“! (ტატ-ტვამ-ასი).
– ღმერთის საუბარი, 2 იანვარი, 1987.
19.02.17.
ადამიანი ყოველთვის ეძებს ბედნიერებას სურვილების დაკმაყოფილების მცდელობით. თუ სურვილები სრულდება ადამიანი გრძნობს სიხარულს და როდესაც ეს არ ხდება, ადამიანი გრძნობს დარდს. მაგრამ უბედურება ეს არის, სურვილი არის კოცონი, რომელიც იწვის დიდი გაცოფებით, მოთხოვნით უფრო მეტი საწვავის. ერთ სურვილს მიჰყავს ათთან, და ადამიანი იფიტება სურვილის მოთხოვნათა ამოწურვის მცდელობით. ადამიანი უნდა შეტრიალდეს უკან ამ არასოდეს დასრულებადი სურვილების გზიდან შინაგანი კმაყოფილებისა და სიხარულის გზისკენ. ადამიანი წუხს იმიტომ რომ მას აქვს განვითარებული მიბმულობა არარეალურის მიმართ. ის კულტივირებს არაგონივრულ მიბმულობას სიმდიდრესთან, მაგრამ მზად არის მსხვერპლად გაიღოს განძი თავისი შვილების სიცოცხლის გულისთვის, რადგან შვილებთან მიბმულობა არის უფრო ძლიერი ვიდრე სიმდიდრე რომელიც არის გამომუშავებული. იხრება იმდენად დაბლა რაც შვილების არაფრად მიჩნევაა მაშინ როდესაც არჩევანი არის გადარჩენასა და შვილების კეთილდღეობას შორის! მაგრამ ნეტარება რომელიც მიიღება მაშინ როდესაც ადამიანი ბინადრობს ათმაზე არის უსაზღვრო და უხრწნადი. ეს არის ნამდვილი სიხარული.
– ღმერთის საუბარი, 14 დეკემბერი 1958.
20.02.17
განათლება დღეს პირველ პლანზე წამოსწევს ნივთების დაგროვებას. მაგრამ უარყოფაც არის თანაბრად საჭირო. უარისთქმა არ არის დაკარგვა; ეს არის ძალიან სასარგებლო, რადგან თქვენ იძენთ სიხარულს ამგვარად. უარისთქმა ნიშნავს თავისუფლებას, დანებებას ღმერთზე და დანებებას სიყვარულზე. ღმერთი არის სიყვარული. სიყვარულის შეცნობა შეიძლება მხოლოდ სიყვარულის გავრცელებით. როდესაც მოწაფეები ტოვებენ სკოლებს და კოლეჯებს და ერთვებიან ოჯახებში, საზოგადოებებში, სათვისტომოებსა და ქვეყნებში, ისინი უნდა დადგნენ უბრალოების, თავმდაბლობისა და ურთიერთმსახურების მაგალითებად. მათ უნდა დაამაგრონ თავიანთი სიცოცხლეები უბიწოებაში (დჰარმაში) და სიბრძნეში (ჯნანაში). ამიტომ მასწავლებლებმა და მშობლებმა თვით უნდა შეითვისონ ეს და უნდა ასწავლონ მოწაფეებს. ეს დაეხმარებათ მათ ატარონ სანიმუშო სიცოცხლე და გაუძღვნენ სხვებს მშიდობისა და სიწყნარის გამოსამუშავებლად. თქვენ უნდა ისწავლოთ ყველაფერზე უფრო მეტად დისციპლინა და მოთმინება. სიცოცხლე არის სავარჯიშო ‘გაცემის და მიღების’ სადჰანაში. არ მოვა კმაყოფილება ‘მიღებიდან“ მარტო. ‘გაეცით’ და თქვენ გექნებათ ‘მიღების’ უფლება.
– ღმერთის საუბარი, 8 თებერვალი, 1987.
21.02.17.
ძველი ბრძენების სიბრძნის გადმოსასვლელად ყოველ ადამიანზე მაშინ როდესაც მათ ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ, უფროსებმა უნდა აჩვენონ გარჩევის (ვივეკას) და განცალკევების (ვაირაგიას) მაგალითი. თუ უფროსები დარბიან გრძნობითი სიამოვნებების კვალდაკვალ ემოციურ აღგზნებათა ციებ-ცხელებით, როგორ შეიძლება ახალგაზრდა თაობა იყოს დადანაშაულებული მისი ეგოურობისა და სიხარბისთვის? უფროსებმა უნდა აპრაქტიკონ რასაც ისინი ქადაგებენ, უნდა აჩვენონ რომ ღმრთიური სიცოცხლე ჩუქნის სიხარულს, გონებრივ სიმშვიდეს, კმაყოფილებასა და ჭეშმარიტ ბედნიერებას. მათ ყოველდღე გარკვეული დრო უნდა გახარჯონ უფლის სახელის ხსენებაში ან მედიტირებაში, შემდეგ შვილებიც შეითვისებენ ამას და შეიძენენ შესაძლებლობებს თავისთვის მშვიდობის მისაღწევად. ადამიანები ამბობენ რომ არ არსებობს არაფერი უფრო ტკბილი ვიდრე უფლის სახელი, მაგრამ არ იმეორებენ მას საერთოდ. გზა გაფუჭებულია მოუვლელობითა და უმიზეზო ნგრევით, მაგრამ ისინი ურჩევენ შვილებს იარონ ამ გზით. ისინი ამჟღავნებენ გაბრიყვებას. ნამდვილად, პასუხისმგებლობა ნებისმიერი ადამიანის ვისაც წინ უჭირავს იდეალი არის დიდი, რადგან ადამიანი თვითონ უნდა ცდილობდეს მის მიღწევას იმ დროს როდესაც ურჩევს სხვებს მის მიღებას.
– ღმერთის საუბარი, 14 დეკემბერი, 1958.
22.02.17.
ადამიანს შეიძლება სურდეს რაიმე კარგის გაკეთება რაც არის შინაგანი ბიძგის (იჩჩა შაკთის) სათანადო. მაგრამ ადამიანი ვერ განახორციელებს ამ სურვილს თუ არ ექნება შემოსავლები გეგმის მიხედვით რამაც შეიძლება უზრუნველყოს წარმატება. სურვილი უნდა გადაიზარდოს საქმეში. ეს მოითხოვს კრიია შაკთის ან მოქმედების ძალას. ყველაზე მეტად, რეალიზება დამოკიდებულია ჯნანა შაკთიზე, ან ძალაზე სიბრძნის სინათლის, თავდაჯერებულობაზე რომელიც მოედინება სიტუაციის ფლობიდან. ღმერთი დაყენებული გულში – ეს არის წყალობის საჩუქარი ღმერთიდან. ღმერთი არის ყველგანმყოფი. გიტა ამტკიცებს რომ მისი ხელები და ფეხები არის ყველგან; ასევე არის მისი თვალები, თავი, და სახე. არავის არ შეუძლია ღმერთის უარყოფა ან მისი უგულვებელყოფა. როდესაც ადამიანი უარყოფს ღმერთს, ის უარყოფს თავის თავს. თქვენ გულში უნდა ატაროთ რწმენა ღმერთში და უნდა იცოდეთ რომ ის არსებობს ყველაფერში. ეს რწმენა უნდა დაინერგოს თქვენს თავმდაბლობაში, სიმამაცესა და თაყვანისცემაში. რასაც კი ადამიანი გეგმავს და ასრულებს უნდა იყოს გაიდეალებული როგორც შეთავაზება ღმერთისადმი.
– ღმერთის საუბარი, 8 თებერვალი, 1987.
23.02.17.
როდესაც ადამიანი თავს აღწევს უმეცრებას, მას შეუძლია განცადოს უსასრულო სინათლე, ეს სულიერი ალი, აცხადებენ ძველი ბრძენები. სად განცდიან ისინი ამ ღმრთიურებას? არა გარე სამყაროში. ბრძენები თვლიდნენ ადამიანის სხეულს როგორც ტაძარს, რომელშიც ღმერთი არის ბინადარი. ადამიანის სხეულის ხუთი სასიცოცხლო სუნთქვისა და ხუთი გარსის შესწავლით, მათ განცადეს სულის სინათლე თავიანთი გულების შიგნით. მათ გაიგეს, რომ ისინი, ვისაც უყვარს ღმერთი შეძლებენ მის პოვნას უფრო ახლოს თავისთან ვიდრე სხვა ნებისმიერ რაიმეს მსოფლიოში. მათთვის ვისაც არ აქვთ მისწრაფება ღმერთისკენ, ის არის უფრო შორს ვიდრე ყველაზე დაშორებული საგანი პლანეტაში! გახსოვდეთ, ყოველი ინდვიდი არის ღმერთის ნაპერწკალი. თქვენ ხართ არა უბრალოდ ბუნების ნაწილი ან კომბინაცია ხუთი ძირითადი ელემენტის (მიწის, წყალის, ცეცხლის, ჰაერის, სივრცის). თქვენ ნამდვილად ხართ უკვდავი ყოვლის-მეს ჭეშმარიტი ნაწილი (ამსა).
– ღმერთის საუბარი, 19 თებერვალი, 1987.
24.02.17. შივარათრი
შივარათრის დღეს თქვენ უნდა ეცადოთ მეგობრობის დამყარებას თქვენს ჭკუასა და ღმერთს შორის. შივარათრი არის თქვენს შესახსენებლად რომ იგივე ღმრთიურება არის ყოვლისმომცველი და არის ყველგან. ადამიანებს სჯერათ რომ შივა ცხოვრობს კაილასში. სად არის კაილასა? კაილასა არის თქვენი საკუთარი სიხარული და ნეტარება. ეს ნიშნავს რომ შივა ცხოვრობს სიამოვნების კაილასაში. თუ თქვენ ავლენთ სიხარულსა და სიამოვნებას თქვენს ჭკუაში, მაშინ შივა ცხოვრობს თქვენში. როგორ შეგიძლიათ თქვენ ამ სიხარულის მიღება? ეს მოდის როდესაც თქვენ ინვითარებთ სისუფთავეს, სიმყარესა და სიწმინდეს. შემდეგ თქვენი გული ხდება სავსე სიმშვიდითა და ნეტარებით და ნამდვილად შივას კაილასა! შივა ინებეს ცხოვრებას თქვენი გულის ალტარში, ტაძარში რომელიც არის თქვენი სხეული. არ არსებობს სარგებლობა შივარათრიზე უბრალოდ ფიქრისგან წელიწადში ერთჯერ. ყოველი წუთი, ყოველი დღე, ყოველი ღამე, თქვენ უნდა იფიქროთ ღმერთის შესახებ და გაწმინდოთ თქვენი დრო, რადგან დროს პრინციპი გეუბნებით რომ ნამდვილად არის შივა.
– ღმერთის საუბარი, 17 თებერვალი, 1985.
25.02.17.
‘რათრი’ ან ღამე ნიშნავს სიბნელეს. ‘შივა’ ნიშნავს ხელსაყრელობას. ამიტომ, ‘შივარათრი’ ლაპარაკობს ხელსაყრელობას რომელიც არის სიბნელის დამახასიათებელი. ეს ეხება სიბრძნეს რომელიც არსებობს უმეცრებაში. უმეცრება და სიბრძნე არ არის განსხვავებული; ესენი ძირითადად არის ერთი და იგივე. ესენი არის საპირისპირო პოლიარობა ერთი და იგივე ძირითადი პრინციპის. მდგომარეობა სიბრძნისა და უმეცრების საზღვრებს გარეთ არის ღმრთიურება (პარატატვა). ეს არის მდგომარეობა რომელიც დაკავშირებული არ არის რაიმე მოსვლასთან ან წასვლასთან, მდგომარეობა სადაც არ ხდება დაბადება და სიკვდილი. მანამ სანამ არსებობს დაბადება სხეულისთვის, სიკვდილი უნდა მოჰყვეს. რა არის ის რამაც დაბადება უნდა მიიღოს? ეს არის ათმა? არა. ეს არის მხოლოდ სხეული რაც უნდა დაიბადოს. გახსოვდეთ თქვენ ხართ მუდმივი, არასდროს ცვალებადი ათმა. სინათლეს აქვს ფასი მხოლოდ მაშინ როდესაც არსებობს სიბნელე. ამიტომ მწუხარებისა და დარდის დროს, როდესაც წარმოიშობა პრობლემები, გახსოვდეთ გამოხმობა ღმრთიური პრინციპის, რომელიც დაღვრის განათებასა და სინათლეს.
– ღმერთის საუბარი, 17 თებერვალი, 1985.
26.02 17.
არავითარი სადჰანა ან სულიარი პრაქტიკა არ არის გრძნობების კონტროლზე უფრო დიდი. ყველა სულიერი პრაქტიკა როგორიც არის ჯაფა (უფლის სახელის გალობა) და თაფა (ეფიტიმია) იქნება უსარგებლო თუ არ კონტროლდება გრძნობები. თქვენ შეიძლება იყოთ შთაბეჭდილების ქვეშ რომ ადამიანების არსებებისთვის გრძნობების გაკონტროლება არის შეუძლებელი. აქ კონტროლი არ ნიშნავს სრულ შეჩერებას. ასრულეთ თქვენი მოვალეობები როგორც ოჯახის უფროსმა, მოწაფემ ან ბიზნესმენმა. მაგრამ რასაც კი თქვენ აკეთებთ, აკეთეთ ეს გრძნობით რომ ყველა მოქმედებას ასრულებთ ღმერთის სასიამოვნოდ (სარვა კარმა ბჰაგავად პრეითიარტამ). თქვენ გრძნობთ რომ არპითამ (მთლიანი დანებება) ღმერთზე არის საკმაოდ ძნელი, მაგრამ ჩემი მტკიცებით, არაფერი არ არის უფრო ადვილი ვიდრე ეს. როგორც კი თქვენ განივითარებთ ამ გრძნობას, ყველა თქვენი გრძნობა იქნება ბუნებრივად კონტროლირებული. ძველები ამბობდნენ რომ ნეტარება დევს ვიზუალირებასა და განცდაში თქვენი ჭეშმარიტი ფორმის, რაც არის ათმას პრინციპი. გრძნობების სწორი გამოყენება მიგიყვანთ ათმას შეცნობამდე.
– ღმერთის საუბარი, 15 თებერვალი, 1999.
27.02.17.
შიგნით ღმერთის მისაღწევად, თქვენ უნდა გახდეთ უფლებამოსილი გასვლაზე ოთხ კარებში: თვითკონტროლის (შამას), თვითგამოკვლევის (ვიჩარანას), კმაყოფილების (თრუფთის) და ღმრთისმოსავთა და სათნოთა კომპანიის (სათსანგის). შამა მოგიწოდებთ ურყევ რწმენას უფალში, თქვენი გრძნობებისა და ჭკუის კონტროლს. როდესაც თქვენ წარმატებული ხართ შეცნობის გრძნობების (ჯნანენდრიების) კონტროლში, ადვილი ხდება მოქმედებათა ორგანოების (კარმენდრიების) კონტროლი. შამა ხდის ადამიანს ჭკუისა და ინდრიების (გრძნობის და მოქმედების ორგანოების) მბრძანებლად. ასეთი ადამიანი გადის ცხოველური ბუნების ფარგლებს გარეთ და შეუძლია წავიდეს წინ ადამიანიდან ღმერთისკენ. ფრინველები, მხეცები და სხვა არსებები დაკავებული არიან გარეგანი ნივთებისგან ტკბობით. მხოლოდ ადამიანი არის დასაჩუქრებული დროებითისა და მუდმივის გარჩევის უნარით, და გრძნობების კონტროლით და ხრწნად სხეულთან მიბმულობასა და არაჩვეულებრივი სამყაროს წარმავალ ობიექტებზე უარის თქმით ეძებს იმას რაც მუდმივია.
– ღმერთის საუბარი, 19 თებერვალი, 1987.
28.02.17.
ღმრთიური ცხოვრება ეფუძნება წყნარი სიმშვიდის ხარისხზე (სათვა გუნაზე), რომელიც უნდა კულტივირდეს. ეს ხარისხი შეიძლება აშენდეს მხოლოდ სათვურ საკვებზე – საკვებზე რომელიც ახალისებს ჯანმრთელობას, ძალას, სულის „სიმსუბუქეს, და მისწრაფების სერიოზულობას. არ არსებობს სულიერების წვენის გავრცელების სარგებელი გამოუკვებავ და სუსტ ადამიანებზე; გახადეთ ისინი საკმარისად ძლიერი რომ მიიღონ ძლიერი დარწმუნებები და შეინახონ ძლიერი იდეალები. ფიზიკური შიმშლი ჯერ უნდა დამშვიდდეს უბრალო სუფთა (სათვური) საკვებით. შემდეგ სცადეთ გამეორება უფლის სახელის, სახელის რომელიც მეტად გიზიდავთ თქვენ. არ მოექცეთ სახელს მსუბუქად; პატივი ეცით მას თუნდაც თქვენ ისმენდეთ მდაბიოს პირიდან, რომელიც იყენებს მას განსაკითხის უზრუნველსაყოფად. თუმცა ადამიანი ვინც მას წარმოთქვამს შეიძლება არ იყოს კარგი ან შეიძლება არ ჰქონდეს კარგი განზრახვა, არ მოეპყროთ ცუდად სახელს; რადგან მის სისუფთავეს არასოდეს არ შეიძლება მიადგეს ზიანი. ემადლიერეთ მათ რომ შეგახსენეს თქვენ უფლის შესახებ და წადით თქვენი გზით. უპირველეს ყოვლისა არ დასცინოთ და არ გადაათქმევინოთ მათ ვინც მოუწოდებს უფალს.
– ღმერთის საუბარი, 14 დეკემბერი 1958.

სატია საი ბაბა