1.12.17.
თქვენგან ბევრს სწყურია ჩემგან ნექტრის (ამრიტის) მიღება. მაგრამ რა სარგებელი არის უბრალოდ ჩემს მიერ შექმნილი რამდენიმე წვეთი ნექტრის ჩაყლაპვიდან? მხოლოდ მაშინ როდესაც სათვური (სუფთა) ხარისხი იმარჯვებს და იმორჩილებს რაჯასურ და თამასურ (ვნების და უმეცრების) ხარისხებს ბრძოლაში რომელიც ხდება ყველა გულში, ეს ამრიტი იქ წარმოიქმნება! ეს ამრიტი, რომელიც იძლევა უკვდავებას, მოპოვებული უნდა იყოს თქვენი საკუთარი სულიერი პრაქტიკების (სადჰანას) მეშვეობით. მედიტირების მპრაქტიკებელი ადამიანები სწავლობენ სავარჯიშოებს რომლებსაც ეწოდება ურდჰვა-დრიშთი (ზემოთ მიმართული ხედვა), რაშიც ორი თვალი მიმართულია ზემოთ, წერტილზე წარბებს შორის. უდჰვა ნიშნავს ზემოთ მიმართულს და დრიშთი ნიშნავს ხედვას, ამგვარად ტერმინი ნიშნავს არა მხოლოდ ფიზიკურ ვარჯიშს, არამედ ძალისხმევის ხანგრძლივობას თქვენი ჭკუის მისამართად უმდაბლესი სურვილების თავიდან აცილებასა და მათგან თავშეკავებაზე, და თქვენს ამაღლებაზე თვით კეთილშობილურ აზრებამდე. ასეთი ძალისხმევა მოიპოვებს ამრიტს, ეს გადმოვა გულის წყაროდან.
– ღმერთის საუბარი, 11 იანვარი, 1968.
2.12.17.
ისწავლეთ გაკვეთილი ხისგან. როდესაც იგი დამძიმებულია ნაყოფით ეს არ სწევს მის თავს მაღლა სიამაყით, იგი იხრება დაბლა, იხრება, თითქოს ეს არ იმსახურებს რაიმე აღიარებას თავისი მიღწევისთვის და თითქოს იგი გეხმარებათ თქვენ რომ მოწყვიტოთ ნაყოფი. ამის მსგავსად ისწავლეთ გაკვეთილი ფრინველებიდან. ისინი კვებავენ მათ ვისაც არ შეუძლია შორს ფრენა. ფრინველი კამეჩს უამებს ქავილს თავისი ნისკარტით ფხაჭნით; ესენი ეხმარებიან და ემსახურებიან ერთი მეორეს, ჯილდოს აზრად არ ქონით. რამდენად უფრო მეტად უნდა იყოთ თქვენ ყურადღებიანი, ვიდრე ფრინველები და ხეები თქვენი უმაღლესი ჩვევებითა და უნარებით? გახსოვდეთ, მსახურება არის საუკეთესო წამალი ეგოიზმისთვის, და ამიტომ თქვენ უნდა დაკავდეთ მასში შესამსუბუქებლად ტკივილის და დარდის რამდენადაც თქვენ შეგიძლიათ. შეეცადეთ შეარბილოთ სხვათა უბედურება, იმდენად რამდენადაც თქვენ შეგიძლიათ; როცა გულწრფელად კეთდება, ეს არის საუკეთესო პრაქტიკა ჭეშმარიტი სულიერი მაძიებლისთვის.
– ღმერთის საუბარი, 13 იანვარი, 1968.
3.12.17.
ადამიანი დადის ორი ფეხით: იჰა და პარა (ეს მსოფლიო და მეორე), დჰარმა და ბრაჰმანი, უბიწოება და ღმერთი! თუ ადამიანი მთლიანად ჩაძირულია ამ მსოფლიოში, ის ირჩევს მოგზაურობას მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში დაბრკოლებებით, ერთ ფეხზე ხტუნვით. ეს არის აღსავსე სირთულეებით: ადამიანი შეიძლება დაეცეს ნებისმიერ მომენტში და მოიტეხოს წვივი. და ის აკეთებს! სიკეთეს ამ მსოფლიოში და ღმრთისმოსაობას სიკვდილის შემდეგ – საჭიროა ორივეს დაეთმოს ერთნაირი ყურადღება. ადამიანი უნდა იყოს ფხიზელი როდესაც დგამს ნაბიჯს, ეს რომელი ფეხიც გინდა იყოს. ორივე არის აუცილებელი ბედნიერი მოგზაურობისთვის სიცოცხლის განმავლობაში. თქვენ უნდა გადადგათ მარჯვენა ფეხი, ბრაჰმანის ნაბიჯი, როდესაც შედიხართ გაცნობიერების სფეროში. იმჟამად გრძნობები უნდა იყოს დაპყრობილი. გო ნიშნავს გრძნობებს და გო-პი ნიშნავს ადამიანს რომელსაც დამორჩილებული აქვს გრძნობები, როგორც შედეგი დანებების გო-პალაზე, გრძნობების პატრონზე. კრიშნამ ერთხელ უთხრა არჯუნას რომ მას შეუძლია შევიდეს ვრაჯამანდალაში (რეგიონში სადაც გოპები ცხოვრობენ), მხოლოდ თავისი ემოციებისა და იმპულსების, და გრძნობებზე დათმობის მისი მიდრეკილებების დაძლევის შემდეგ.
– ღმერთის საუბარი, 13 იანვარი, 1968.
4.12.17.
ზოგიერთი ადამიანი, შეშინებული ურწმუნოთა ცინიკური კრიტიკით, უხალისოდ დააბიჯებს ქუჩებზე ჯგუფებში, სადაც გალობენ ღმერთის დიდებას ადრე დილის საათების განმავლობაში! როდესაც შენ გაქვს შენს გულში დაყენებული თვით უშიშრობის განსხეულება, რატომ უნდა იმოქმედოს შენზე შიშის პატარა თრთოლვამ? შენ მოხვედი ამ მსოფლიოში მარტო, არა კომპანიონებით, ასე არ არის? სიცოცხლის წლების განმავლობაში შენ შემოიკრიბე მეუღლე და შვილები, ნათესავები და ახლობლები, და მეგობრები და ნაცნობები რომლებიც შემოგიერთდნენ შენ. როდესაც შენ დაბრუნდები იმ სამეფოში საიდანაც მოხვედი, შენ შეხვალ იქ მარტო და არავინ სხვა კომპანიის გასაწევად. ასე რომ დაე იყოს მოგზაურობა ნაგასანკირთანით. გამოდი ქუჩაში მარტო, შეკრიბე ნათესავები და ახლობლები თუ ისინი მოდიან შენთან, იმოძრავე მათთან ერთად უდარდელად და შეუხებლად, მოილხინე შენს საკუთარ ტკბილ განმარტოებაში, და ბოლოს შედი შენს სახლში კმაყოფილებით რომ შენი სამუშაო კარგად შესრულდა. ადამიანებმა შეიძლება გაიცინონ შენზე როგორც შეურაცხადზე მაგრამ ეს შეურაცხადობა არის ინფექცია და ძალიან მალე, უპატივცემულოებიც კი იქნებიან ინიცირებული მრევლად.
– ღმერთის საუბარი, 13 იანვარი, 1970.
5.12.17.
მიუხედავად მრავალი ნავარათრის და შივარათრის (ხელსაყრელი დღესასწაულის) რომელსაც თქვენ დაესწარით წმინდა ადგილებში, თუ თქვენ არ გააცისკროვნებთ თქვენს გულს და არ გახდით მის ბრწყინვალებას წმინდას და სუფთას, ეს იქნება დაბურული სიბნელით, ჩაძირული რათრიში (ღამეში) მხოლოდ. თქვენ შეიძლება თქვათ რომ პროგრესი შესაძლებელია მხოლოდ ჩემი წყალობით, მაგრამ თუმცა ჩემი გული არის რბილი როგორც კარაქი, ეს დნება მხოლოდ მაშინ როცა თქვენს ლოცვაში არის სითბო. თუ თქვენ არ აკეთებთ ცოტაოდენ დისციპლინურ ძალისხმევას და არ ასრულებთ რომელიმე სადჰანას (სულიერ საქმიანობას) წყალობა ვერ გადმოვა თქვენზე. შეუსრულებელი მიზნის დარდი და აგონია ადნობს ჩემს გულს. ეს დარდი (აავედანა) მოიპოვებს წყალობას. სადჰანამ თქვენ უნდა გაგხადოთ მშვიდი, აღუშფოთებელი, ზომიერი და გაწონასწორებული. თქვენი ჭკუა უნდა იყოს ცივი და მანუგეშებელი როგორც მთვარის სინათლე, ვინაიდან მთვარე არის ღმრთაება რომელსაც აქვს ხემწიფობა ჭკუაზე. იყავით მშვიდი საუბარში, და თქვენს პასუხებში ბოროტებაზე, შარსა და ქებაზე.
– ღმერთის საუბარი, 13 იანვარი, 1969.
6.12.17.
სულიერი მოგზაურობისთვის არსებობს მხოლოდ ერთი სამეფო გზა – სიყვარული, სიყვარული ყველა არსების მიმართ, როგორც ერთი და იგივე ღმრთიურების გაცხადების მიმართ, რაც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია. მხოლოდ ეს რწმენა უზრუნველყოფს ღმერთის თქვენთან მუდმივ ყოფნას და გაძლევთ სრულ სიხარულსა და გამბედაობას იმისთვის, რომ შეასრულოთ თქვენი სასიცოცხლო მლოცვარეობა ღმერთისკენ. როდესაც წყალსაცავი სავსეა წყალით და თქვენ გახსნით ონკანებს, მაშინ ვედროები ივსება. კულტივირეთ სიყვარული და ერთგულება, მაშინ თქვენი საქმიანობა გაჯერებული იქნება თანაგრძნობითა და გულმოწყალებით და მიიღებთ სიხარულისა და მშვიდობის ოქროს მოსავალს. სიყვარული უნდა იყოს უანგარო და უნივერსალური. შენ თვითონ განსაჯე შენთვის როგორია შენი სიყვარული ვიწრო თუ ფართო და როგორია შენი ერთგულება ზერელე თუ ღრმა. კმაყოფილი ხარ შენი მიღწევით? გამოიკვლიე იგი თვით და განაჩენი გამოუცხადე საკუთარ თავს, საკუთარი გარჩევის გამოყენებით.
– ღმერთის საუბარი, 1970 წლის 13 იანვარი.
7.12.17.
სიცოცხლე უნდა იყოს გატარებული დაგროვებაში და დაცვაში სათნოების, არა სიმდიდრის. ისმინეთ და დაფიქრდით მოთხრობებზე წარსულის მორალურ გმირებზე, ამგვარად რომ მათმა იდეალებმა შეძლოს ჩაბეჭდვა თქვენს გულებში. ამჟამად, სათნოება გახდა იშვიათი ადამიანში, ოჯახში, საზოგადოებასა და თანამეგობრობაში, ისევე როგორც ყველა სფეროში, იქნება ეს ეკონომიკური, პოლიტიკური და თუნდაც ‘სულიერი’. ასე აგრეთვე, არსებობს დაცემა დისციპლინაში, რაც არის ნიადაგი რომელზეც სათნოება იზრდება. პატივი ეცით თითოეულს და ყველას. თუ ნებისმიერი ვინმე არ არის პატივცემული, როგორიც გინდა იყოს მათი სტატუსი, ეკონომიკური მდგომარეობა, ან სულიერი განვითარება, ცხოვრებაში არ იქნება მშვიდობა და ბედნიერება. ეს პატივისცემა შეიძლება აღიძრას მხოლოდ რწმენით რომ იგივე ათმა (მე) რომელიც არის თქვენში თამაშობს როლს სხვა ადამიანში. ხედეთ ეს ათმა სხვებში, იგრძენით რომ მათაც აქვთ შიმშილი, წყურვილი, დარდი და სურვილი როგორც თქვენ გაქვთ; განივითარეთ სიმპატია და ზრუნვა მსახურებისკენ და იყავით სასარგებლო.
– ღმერთის საუბარი, 1968 წლის 22 თებერვალი.
8.12.17.
თქვენ შეიძლება გინახავთ ეტლების დღესასწაულები (რატოთსავამ) მლოცვარების ცენტრებში. უზარმაზარი სატაძრო ეტლები არის დიდებულად მორთული დროშებითა და გირლიანდებით, კაცების მედგარი ჯგუფები ეწევა მათ გზაზე მილჩასაბერი და ნიჟარების მუსიკისკენ, და მოცეკვავე ჯგუფები და მომღერლები წინ მიუძღვიან მათ და ამხიარულებენ ვითარებას. ათასობით ადამიანი გროვდება წმინდა ეტლის გარშემო. მათი ყურადღება ბუნებრივად მიზიდულია გასართობებისკენ, მაგრამ ისინი გრძნობენ ბედნიერებას მხოლოდ მაშინ როდესაც ისინი აერთებენ თავიანთ ხელისგულებს და თავს ხრიან იდოლის წინაშე რომელიც ეტლშია. დანარჩენი არის ყველაფერი მეორე ხარისხოვანი, შეუსაბამოც კი. ასეა კიდევ სიცოცხლის პროცესში, ტანი არის ეტლი, და ათმა არის იდოლი დაყენებული მასში. გამომუშავება და ხარჯვა, სიცილი და ტირილი, და სხვადასხვა ჯამბაზობა ყოველდღიურ ცხოვრებაში არის მხოლოდ დამხმარე ღმერთის განდიდებისა და ღმერთთან გაერთიანებისკენ.
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 13 იანვარი.
9.12.17.
ძროხა ტრანსფორმებს ბალახს და ფაფას ტკბილ ძალის მომცემ რძეში და აძლევს მას სიუხვით მის პატრონს. განივითარეთ ეს ხარისხი, ეს ძალა თქვენი მოხმარებული საკვების ტრანსფორმის ყველასთვის თანაგრძნობის ტკბილ აზრებში, სიტყვებსა და საქმეებში. როდესაც თქვენი გული სავსეა სათნოებით, უფალი გადმოღვრის თავის წყალობას უხვად. დრაუპადიმ დაიმსახურა უფლის წყალობა თავისი ერთგულებითა და სათნოებით. რწმენის სიმტკიცისა და სიღრმის გარეშე, ვერავინ შეძლებს წყალობის მიღებას. მთელი ძალღონე მოანდომეთ წყალობის მოპოვებას მზერით სწავლებაზე რომელსაც მე ძალიან მსურს რომ თქვენ მისდიოთ. უარი თქვით სიხარბით, ვნებით, ბოროტებით და სიამაყით გამომუშავებისა და ხარჯვის, შენახვისა და დაგროვების თქვენს ძველ მიწიერ გზებზე. არ გაფლანგოთ დრო ფუჭ ჭორებზე. ილაპარაკეთ რბილად და ტკბილად, და ილაპარაკეთ ცოტა რამდენადაც შესაძლებელია. ემსახურეთ ყველას როგორც ძმებს და დებს მათში უფლის გაღმერთებით. დაკავდით სადჰანით: გადადგით ყოველი ნაბიჯი ისე როგორც შეეფერება ადამიანს რომელიც ესწრაფვის ღმერთის გაცნობიერებას.
– ღმერთის საუბარი, 1968 წლის 11 იანვარი.
10.12.17.
ყოველ დილას თქვენ თავს დაუსვით კითხვა: „რა არის ეს დიდი გამარჯვება რისთვისაც მე უნდა ვესწრაფო ამ ცხოვრებაში, რისთვისაც ეს ბრძოლები მამზადებს მე? შეახსენეთ თქვენ თავს რომ თქვენი სხეული არის ეტლი, გონება (ბუდჰი) არის მეეტლე, სურვილები არის გზები რომლებზეც თქვენ მიდიხართ დაჭიმული გრძნობითი მიბმულობის თოკებით, და გათავისუფლება (მოკშა) არის მიზანი; ღმრთიური მე შიგნით უნდა იყოს თქვენი გზის მაჩვენებელი და მიზანი. თუ თქვენ ესწრაფვით დაბადებისა და სიკვდილის შედეგებიდან თავის დაღწევას, გაასუფთავეთ თქვენი ჭკუა იმდენად ეფექტურად რომ ეს იყოს თითქმის გამოთიშული! ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ როდესაც თქვენ იდენტიფიცირებთ თქვენ თავს თქვენს შიგნით მაცხოვართან (დეჰისთან), უფრო ვიდრე ტანთან (დეჰასთან)! თქვენი სხეული არის ათმას ზარდახშა, მიღებული როგორც ჯილდო ჭკუის და ტანის საქმიანობისთვის. როდესაც თქვენ ცხოვრობთ ყველგანმყოფი ღმერთის შეგნებით, თქვენ ცხოვრობთ სიყვარულში – სიყვარულში რომელიც მოედინება თქვენგან და თქვენი მეშვეობით, ყველასკენ თქვენს ირგვლივ. თქვენ ბუნებრივად განცდით სიყვარულს, მშვიდობასა და სიხარულს, ყოველთვის!
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 13 იანვარი.
11.12.17.
თევზაობაში მეთევზე იყენებს ანკესს და მკედს; მკედს აქვს ტივტივა საიდანაც წყალში ჩაკიდებულია წვეტიანი კაუჭი ჭიაყელით. თევზს იზიდავს ჭიაყელა კაუჭზე, ტივტივა ირყევა, მეთევზე გრძნობს თევზის მისვლას ანკესთან და მას ამოაქვს ეს მიწაზე სადაც იგი არის უმწეო და უძლური რომ ისუნთქოს. თქვენი სხეული არის ღერო, თქვენი სურვილი ან წყურვილი არის მკედი, თქვენი გონება არის ტივტივა, გარჩევა არის კაუჭი და ცოდნა არის ჭიაყელა, ჭკვიანი მეთევზე იჭერს ღმერთის თევზს (ათმას)! როდესაც თქვენ იღებთ სულიერ სიბრძნეს, თქვენ მიეზიდებით ღმერთისკენ (კაივალიამისკენ). კაივალიამ არის მდგომარეობა რომელშიც თქვენ განცდით უფალს როგორც ყოვლისმომცველს, როგორც ნებას, როგორც მოქმედებას, როგორც ნეტარებას, როგორც გონებას და როგორც არსებობას. ამ ღმრთიურ მდგომარეობაში მყარად დასამკვიდრებლად, თქვენ უნდა ჩაახშოთ თქვენი უმეცრება (თამასი), აამაღლოთ თქვენი ვნებები (რაჯასი) და ბეჯითად დანერგოთ სისუფთავე (სატვა).
– ღმერთის საუბარი, 1968 წლის 26 თებერვალი.
12.12.17.
მილიონები იმეორებენ უფლის სახელს მაგრამ ცოტას აქვს მყარი რწმენა! უფრო ცოტა ეძებს ნეტარებას (ანანდას) რაც შიგნით ღმერთის დიდებულებაზე, ათმაზე, დაფიქრებას შეუძლია მისცეს. ზოგიერთი ადამიანი ჩივის რომ გამეორება (ჯაფამ) არ კურნავს მათ ტკივილს, დარდს ან სიხარბეს! ეს არის იმიტომ რომ ისინი მექანიკურად იმეორებენ ლოცვებს და მედიტირებენ ჩვევიდან ან სოციალური დამორჩილებით ან რეპუტაციის მისაღებად რელიგიურობისთვის! როდესაც ადამიანები რომლებსაც ნასწავლი აქვთ ათმა-ვიდიას (მეს შესახებ ცოდნის) გამომჟღავნებელი ძვირფასი წერილები არ დებენ პრაქტიკაში რასაც ისინი იმეორებენ ზეპირად და არ აქვთ რწმენა მტკიცებებში, რა სარგებლობა შეიძლება მიიღონ მათ იქიდან? ეჭვის წყლულმა შეარყია მათი მოკრძალებული დამოკიდებულება წერილებთან. მათ გააუფასურეს წერილები ფულის-ან-დიდების-გამომუშავებელ ხელსაწყოებად, და როდესაც ისინი ვერ იღებენ ფულს ან დიდებას მისი მეშვეობით, ისინი არიან იმედგაცრუებულნი. ისინი შურობენ მათ ვინც მისდევს საყვარელ საერო საქმიანობას. მაგრამ თუ ისინი განივითარებენ მხოლოდ რწმენას, წერილები წაახალისებს მათ და უზრუნველყოფს მათთვის ბედნიერ და კმაყოფილ ცხოვრებას.
– ღმერთის საუბარი, 1968 წლის 23 თებერვალი.
13.12.17.
არ დამწუხრდეთ, არც გახდეთ დარდის მიზეზი. თვით ანანდა (ნეტარება) განსხეულებულია თქვენში, ისევე როგორც სხვებში, და ყველაფერში კიდევ. კონტეინერების სიმრავლის მიუხედავად, შიგთავსი არის იგივე. ეს არის პრინციპი სატ, ჩიტ და ანანდა (მაცხოვარი, შეცნობა და ნეტარება). პატარა ატომი და უდიდესი ვარსკვლავი არსებითად არის ერთი. ყველაფერი არის, ჭეშმარიტად, ბრაჰმანი ან ღმერთი. თქვენ კითხულობთ წმინდა წიგნებში რომ უფალ ვიშნუს ჰყავს გარუდა (არწივი) როგორც მისი გადამყვანი, რომ შივას ჰყავს ნანდი (ხარი) როგორც მისი სატრანსპორტო საშუალება, რომ უფალი ბრაჰმა დაიარება ჰამსაზე (გედზე), რომ უფალი სუბრამანია მოგზაურობს ფარშევანგზე, და რომ შანის ჰყავს ყვავი როგორც მისი ეტლი. განეშა დადის თაგვზე, თუმცა ის არის გასაოცრად ახოვანი და აქვს სპილოს თავი! ეს არ ნიშნავს რომ ღმერთები არიან უმწეონი ამ ცხოველებისა და ფრინველების როგორც გადაადგილების ინსტრუმენტების გარეშე. ეს მხოლოდ აჩვენებს რომ არცერთი ფრინველი და არცერთი მხეცი არ არის საზიზღარი, ვინაიდან ღმერთი იყენებს თითოეულს როგორც მის ინსტრუმენტს. დანახული როგორც დეჰა (ტანი), ყველა არის განსხვავებული; დანახული როგორც დეჰი (განსხეულება), ბრაჰმანი, ყველა არის ერთი.
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 13 იანვარი.
14.12.17.
თქვენი ჭკუა მეტისმეტად არის გაამქვეყნიურებული და თქვენი კუჭი მოითხოვს თქვენს ძალიან ბევრ დროსა და ენერგიას. სურვილები და ნდომა მრავლდება მეტად სწრაფად ვიდრე თქვენი შესაძლებლობები მათ დასაკმაყოფილებლად, და თქვენი ოცნებები არის ზედმეტად ფანტაზიური, რასაც შეჰყავხართ თქვენ ყალბ გამარჯვებებსა და აბსურდულ თავგადასავლებში. გართულებმა მატერიალური სამყაროს ანალიზით, თქვენ დაკარგეთ სულის, სიტკბოს და ამაღლებულობის ყველა გრძნობა. ამ ახალ განაწილებაში, ჭეშმარიტება ჯერ კიდევ სხვა სიტყვაა ლექსიკონში. თანაგრძნობა დამცირებულია უაზრო პაროდიამდე. ადამიანებს არ აქვთ თვითრწმენა. თუნდაც უმცირეს პროვოკაციაზე, თქვენ სწრაფად გარდაიქმნებით ველურ და ავ მხეცად. თავმდაბლობა, მოთმინება, პატივისცემა – ესენი არის უმოქმედო ისევე როგორც უალო ლამპა შორ მანძილზე. ერთადერთი რის იმედიც თქვენ უნდა გქონდეთ დღევანდელ საშინელ სიბნელეში არის ღმერთის სახელი. ეს არის ტივი რომელმაც უნდა გადაგიყვანოთ თქვენ ამ ქარიშხლიან ზღვაზე, ჩაბნელებულზე სიძულვილით და შიშით, და მდღვებარეზე მღელვარებითა და ტერორით. მიიღეთ ეს მთელი სერიოზულობითა და მყარი რწმენით.
– ღმერთის საუბარი, 1968 წლის 26 თებერვალი.
15.12.17.
სულიერი სწრაფვა (სადჰანა) გაგიხსნით ყველგანარსება ღმრთიური მეს ჭეშმარიტ იდენტურობას. მაგრამ იყავით ფრთხილად; სადჰანამ შეიძლება ხელი შეუწყოს სიამაყესაც და შურსაც როგორც პროგრესის შუალედურ პროდუქტებს. თქვენ ითვლით რამდენი და რა დროის განმავლობაში აკეთეთ სადჰანა და ცდუნდებით ზემოდან დახედვით სხვებზე, ვისი ანგარიშიც ნაკლებია. თქვენ ამაყობთ იმით რომ თქვენ გაქვთ გამეორებული ან დაწერილი უფლის სახელი ათ მილიონჯერ, თქვენ ლაპარაკობთ ამის შესახებ სადაც კი გეძლევათ შანსი რომ სხვებმა შეძლონ აღფრთოვანება თქვენი რწმენითა და ვაჟკაცობით. მაგრამ ეს მილიონები არ არის ის რაც ითვლება, რასაც მნიშვნელობა აქვს ეს არის ჭკუის სისუფთავე რომელიც შედეგდება ნამდვილი კონცენტრირებიდან სახელზე. თქვენი სადჰანა არ უნდა იყოს მსგავსი წყალის გადატანის ლერწმის კალათით! თქვენ ვერ მიიტანთ წყალს რამდენად ხშირად და ხანგრძლივადაც გინდა იაროთ. ყოველი დეფექტი არის ნახვრეტი ლერწმის კალათში. შეინახეთ გული სუფთად და მთელად. თქვენ კიდევ გულმოდგინედ უნდა გაასუფთაოთ თქვენი გულიდან ბოროტება, სიხარბე, სიძულვილი და რისხვა.
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 13 იანვარი.
16.12.17.
ბრძენი პათანჯალი განსაზღვრავს იოგას როგორც თქვენი ჭკუის (ჩითთას) მღელვარების (ვრითთის) კონტროლს (ნიროდჰას). როდესაც თქვენი ჭკუა დამშვიდებულია და თავისუფლდება სურვილების ქარით წარმოებული ტალღებისგან, შემდეგ თქვენ ხდებით იოგი! გიტაში უფალი კრიშნა წოდებულია იოგიშვარად, რადგან, როგორც უმაღლესი იოგი ის არის ოკეანე რომელიც შეუხებელია ტალღებით რომლებიც აღელვებს ზედაპირს. მართლაც, ახალგაზრდა უფალი კრიშნა ცეკვავდა გველ კალიას კაპოტზე და აიძულებდა მას გადმოენთხია თავისი შხამი! შინაგანი მნიშვნელობა ის არის რომ მან მიაგო გველის შხამს (გრძნობით სურვილებს) უვნებლობა! იოგა რომელიც საშუალებას გაძლევთ თქვენ აპრაქტიკოთ გრძნობების კონტროლი და არა უბრალოდ სუნთქვის კონტროლი, არის საუკეთესო გზა იოგეშვარას მისაღწევად. გადალახეთ ‘ბევრცნობიერება’ (ანეკათჰა ბჰავა) და კულტივირეთ ‘ერთცნობიერება’ (ეკათვა ბჰავა)! ეს დაასრულებს ბრძოლას, დარდს, ტკივილს და სიამაყეს. ხედეთ ყველაფერი როგორც ერთი უფლის მრავალი გამოხატვა, როგორც ერთი და იგივე ელექტრული დენით სხვადასხვა ფერის და სიმძლავრის მრავალგვარი ნათურის ნათება.
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 10 მაისი.
17.12.17.
აღმატებულობის და არასრულფასოვნების იდეები აღმოცენდება მხოლოდ ეგოიზმით წახდენილ გულში. თუ ზოგიერთი ვინმე ამტკიცებს რომ ის არის აღმატებული და მისი გზა თაყვანისცემის არის უფრო წმინდა, ეს არის მტკიცებულება რომ ისინი ასცდნენ რწმენის ნამდვილ არსს. სულიერმა ძალისხმევებმა (სადჰანამ) უნდა გახსნას ერთობა მთელ ქმნილებაში. დაუსვი შენ თავს ეს კითხვა: როდესაც შენ დგები ბჰაჯანების ან მედიტირების შემდეგ, ხედავ შენ ყველას უფრო სუფთა სინათლეში როგორც დაჯილდოებულს ღმრთიურებით? გიყვარს შენ მეტად, ლაპარაკობ ცოტას, შენ ემსახურები სხვებს მეტად სერიოზულად? ესენი არის სადჰანაში წარმატების ნიშნები. თქვენი პროგრესი უნდა იყოს დადასტურებული თქვენი ხასიათით და ქცევით. რიყის ქვაც კი, მზის, წვიმის, სითბოს და სიცივის მოქმედებით, იშლება შლამად და ხდება საკვები ხისთვის. სადჰანამ უნდა გარდაქმნას თქვენი დამოკიდებულება არსებებისა და ნივთების მიმართ; სხვაგვარად ეს არის გაბრიყვება და თქვენი დროის კარგვა! გახსოვდეთ, თუნდაც უმაგრესი გულები შეიძლება დარბილდეს და ღმრთურება ჩაიზარდოს მასში – ასე რომ არ დანებდეთ!
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 13 იანვარი.
18.12.17
კრიალოსანი (ჯაფამალა) არის ძალიან ძლევამოსილი ახალბედებისთვის სულიერ გზაზე, მაგრამ თქვენი პროგრესი, ჯაფა ან სახელის გამეორება უნდა გახდეს ნამდვილი სუნთქვა თქვენი სიცოცხლის და ამიტომ, მძივების ტრიალი ხდება ზედმეტი. პრაქტიკამ უნდა მიგიყვანოთ თქვენ ‘სარვადა სარვა კალეშუ სარვატრა ჰარი ჩინტანამ’-თან, რაც ნიშნავს, ადამიანს შეუძლია იმედიტიროს უფალზე ყოველთვის, ყველა დროსა და ყველა ადგილში. ისევე როგორც თქვენ აგდებთ სარტყელს მას შემდეგ რაც ისწავლით ცურვას, და საყრდენებს როდესაც იწყებთ სიარულს, ჯაფამალა არის მხოლოდ გამოგონება კონცენტრირებისა და სისტემატიური განჭვრეტის დასახმარებლად. უფრო მნიშვნელოვანია, არ გქონდეთ სიძულვილის ეკალი თქვენს ჭკუაში, და განივითაროთ პრემა (სიყვარული) ყველას მიმართ. სურვილი არის ქარიშხალი, სიხარბე არის მორევი, სიამაყე არის უფსკრული, მიბმულობა არის ზვავი, ეგოიზმი კი ვულკანი. დაიჭირეთ ეს ნივთები შორს იმიტომ რომ, როცა თქვენ აკეთებთ ჯაფა-დჰიანას (მედიტირებულ განჭვრეტას) მათგან არ დაგერღვეთ სიმშვიდე. დაე სიყვარული იყოს აყვანილი ტახტზე თქვენს გულში. მაშინ, იქ იქნება მზის სინათლე, ცივი ნიავი, და ჩხრიალი კმაყოფილების წყალის, რომელიც კვებავს რწმენის ფესვებს.
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 10 მაისი.
19.12.17.
რა სარგებლობა აქვს თუ თქვენ უბრალოდ ეთაყვანებით თქვენი არჩეული ღმერთის სახელსა და ფორმას, და არ კულტივირებთ სამათვას (თანაბარ სიყვარულს ყველას მიმართ) რაც ღმერთს აქვს, და მის შეუშფოთებელ სიმშვიდეს (შანტის), მის უხვ სიყვარულს (პრემას), მის უსასრულო მოთმინებას და მამაცობას (საჰანას), და მის მარად-ნეტარ ბუნებას (ანანდას)? თქვენს ლექციებში თქვენ დეტალურად ჰყვებით შემთხვევებზე რომლებიც აღწერილია ‘სასწაულებად’ ჩემზე, როგორც საის უნიკალურ ძალებზე ვინმეს მიერ დაწერილ წიგნებში. მე გთხოვთ თქვენ არ მისცეთ მნიშვნელობა მათ. არ გააზვიადოთ მათი მნიშვნელობა; ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი და არსებითი ძალა არის ჩემი უანგარო სიყვარული (პრემა). მე შემიძლია გადავაქციო ცა მიწად ან მიწა ცად, მაგრამ ეს არ არის ღმრთიური ძალის ნიშანი. უხვი სიყვარული რომელიც არის უნივერსალური და ყველგან მყოფი – ეს არის ღმრთიურების ერთადერთი ნიშანი. არ შეხვიდეთ ზოგიერთის თაყვანისცემის ღირსად და ზოგის უღირსად ჩათვლის შეცდომაში. საი არის ყველაში, ამიტომ ყველა იმსახურებს თქვენს პატივისცემას და მსახურებას!
– ღმერთის საუბარი, 1968 წლის 17 მაისი.
20.12.17.
ღმერთი არის იმანენტური მსოფლიოში. ამიტომ მოეპყარით მსოფლიოს ისევე სიყვარულით როგორც თქვენ ეპყრობით თქვენს პატრონს. ემსახურეთ, როგორიც გინდა იყოს დაბრკოლებები ან ცინიკური დაცინვები, რაც თქვენ შეიძლება მიიზიდოთ. წამება რასაც მისი მამა აყენებდა მისი ჭკუის შემოსატრიალებლად ღმერთიდან დაეხმარა პრაჰლადას ურყევი ერთგულების გამოვლინებას. რავანას ბოროტება ემსახურა რამას მშვილდის ძალის ჩვენებას. ავადმახსენებლები, როგორებიც იყვნენ შიშუპალა, დანთავაკრა, რავანა, და კამსა არიან გარდაუვალი აქსესუარები ყოველი ინკარნირების. როდესაც თქვენ ცდილობთ სათნოების კულტივირებასა და განაწილებას, უანგარო სიყვარული და მხნეობა, დაბრკოლებები და მძიმე შრომა ბუნებრივად მოჰყვება. თქვენ უნდა მიემშვიდობოთ მას, ვინაიდან ამის გარეშე უკეთესობა თქვენში ვერ გამოვლინდება. თუ იქნებოდა ოქრო ისე უხვი როგორც მტვერი ან ბრილიანტები ადვილად მისაწვდომი, როგორც ხრეში, არავინ იზრუნებდა მათთვის. გახსოვდეთ, ძვირფასი მეტალები მოიპოვება უზარმაზარი ძალისხმევისა და ხარჯების შემდეგ, ამიტომ არის ესენი დიდი მოთხოვნილების მქონე მუდმივად!
– ღმერთის საუბარი, 17 მაისი, 1968.
21.12.17.
ჩვენ აღმოვაჩენთ რომ თუნდაც უმაღლესად განათლებულებს შორის, ცოტა ეხმარება თავიანთ ხნოვან მშობლებს და აძლევს მათ კომფორტის ნაწილს რასაც ისინი თვით განკარგავენ. თითოეული ჩაძირულია თავისი საკუთარი ცხოვრების დონის უზრუნველყოფაში. რამდენად დიდ ხანს შეიძლება იცხოვროთ ამ ცხოვრების დონით? მოვა დღე როდესაც თქვენ გამოემშვიდობებით ყველაფერს რაც მომარაგებული გაქვთ ეშმაკობითა და მოხერხებით, ბევრზე თავს მოხვევით ტკივილისა და დარდის, უკმაყოფილებისა და ტანჯვის. მსახურება მშობლების, უფროსების და ტანჯულების იძლევა შეუდარებელ სიხარულსა და კმაყოფილებას. სათნოება და უბიწოება – ესენი იმოწმებენ თქვენი სახელით განსჯის დღეს; არც თქვენი საბანკო ანგარიში და არც თქვენი საგადასახადო დეკლარაცია არ ილაპარაკებს სათქვენოდ. ახლა ღმრთური პრინციპი არის თქვენი განცდის მიღმა, ვინაიდან თქვენ არ ხართ მზად რომ მისცეთ თქვენი საუკეთესო სხვებს, ვისშიც არის ასევე მოთავსებული თვით იგივე პრინციპი. როდესაც თქვენ მზად იქნებით გასცეთ, თქვენ უფლებამოსილი გახდებით მიიღოთ; არა მანამდე. გიყვარდეთ და ითანამშრომლეთ. დაეხმარეთ და ემსახურეთ.
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 22 ნოემბერი.
22.12.17.
დჰარმაკშეთრა და კურუკშეთრა არ არის უბრალოდ ინდოეთის რუკაზე ადგილები დელჰისთან ან ჰასთინაპურთან ახლოს. არც პანდავები და კაურავები არიან უბრალოდ სამეფო კლანები ფიგურირებული მოთხრობაში. ადამიანის ტანს ეწოდება კშეთრა (ველი), და ამიტომ დჰარმაკშეთრა, არის ყველაში. როდესაც ტანის მფლობელი ყრის ყველა სურვილს, ვნებასა და იმპულსს, მაშინ ტანი ხდება დჰარმა-კშეთრა (უბიწოების ველი)! ბავშვს აქვს თავის გულში მხოლოდ დჰარმაკშეთრა, რადგან მას არ აქვს განვითარებული გრძნობითი სურვილები. ის იღებს ყველაფერს რასაც სთავაზობენ. მისი ეგო არ არის განშტოებული ამ სიმრავლის საგნობრივ მსოფლიოში. მაგრამ შემდეგ, როცა მას ეზრდება ტოტები და ფოთლები, დჰარმაკშეთრა იღებს ფორმას კურუკშეთრის – ბრძოლის ველის სადაც ჭკუა იბრძვის იმედსა და იმედგაცრუებას შორის, და იძულებულია მოიხმაროს სხვადასხვა ნაყოფი, ტკბილი და მწარე, როგორც მოქმედების მისი საკუთარი არჩევანის შედეგი. მოქმედებებს განათებულს ჯნანით ან სიბრძნით მოაქვთ წარმატებები. ჯნანამ რომ მხოლოდ ღმერთი არსებობს შეიძლება მიიღოს წყალობა!
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 12 მაისი.
23.12.17.
იყავით რეგულირებული საათებში რომელსაც თქვენ უთმობთ ჯაფამს ან ღმერთის სახელის გამეორებას. დღესასწაულებში, როდესაც თქვენ არ წუხხართ ოფისზე ან საყიდლებზე, აკეთეთ მეტი ჯაფამ დილით გვიანობამდე. აკეთეთ სიყვარულითა და ენთუზიაზმით. თქვენთვის ბუნებრივი უნდა გახდეს ამის კეთება. გურუს წყალობა დიდად ეხმარება; თქვენ შეიძლება მოიპოვოთ მისი წყალობა თქვენი ძალისხმევით და ბეჯითი ლოცვით. ვივეკანანდა იყო შესრიალებული ათეიზმსა და აგნოსტიციზმში როდესაც კითხულობდა სულ უფრო და უფრო მეტ წიგნს, მაგრამ შრი რამაკრიშნა პატამაჰამსას ხელით შეხებამ მთლიანად ტრანსფორმირა ის. თქვენც ასევე შეიძლება მოიპოვოთ ეს წყალობა, თქვენი ძალისხმევებითა და ბეჯითი ლოცვით. იმის წინ ვიდრე თქვენ დაიწყებთ მედიტირებას, იგალობეთ სოჰამ სო შეისუნთქეთ და ჰამ ამოისუნთქეთ. სოჰამ ნიშნავს ‘ის მე ვარ’, ეს გაიდენტიფირებთ თქვენ უსასრულოსთან და აფართოებს თქვენს შეგნებას. ჰარმონირეთ თქვენი სუნთქვა და აზრები. ისუნთქეთ მშვიდად და ბუნებრივად, არ გააკეთოთ ეს ხელოვნურად და რთულად. ეს უნდა ჩადინდებოდეს და ამოდინდებოდეს რბილად და ჩუმად.
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 10 მაისი.
24.12.17,
გაცილებით უფრო სასარგებლო, ვიდრე დიდთა პატივისცემაა, არის მათდამი სიყვარული. ქება და ხოტბა აიყვანს მათ მიუწვდომელ პედესტალზე. სიყვარული აკავშირებს ერთ გულს სხვა გულებთან. მადლიერებამ შთაგონებისა და ინტრუქციისთვის საყოველთაოდ უნდა შეკრას გულები სიყვარულით. შობის დღესასწაულმა არ უნდა მოიცვას რამდენიმე სადღესასწაულო სიმღერა, თვალწარმტაცი სურათი, ხელოვნური ხე და სანტა კლაუსი. ეს გაჟღენთილი უნდა იყოს განცხადებით საპრაქტიკოდ უკიდურეს შემთხვევაში რამდენიმე გაკვეთილის. იესო გვასწავლიდა ჩვენ. ყველაზე პირველი საჭიროება ეს არის რწმენა ღმერთსა და ჩვენს საკუთარ ღმრთიურ ბუნებაში. ღმერთის სულიერი სიხარული, გაგება, და ხილვა (დარშანი) უნდა გახდეს სიცოცხლის ბუნებრივი სუნთქვა და თვით მიზანი თქვენი არსებობის. იესო მცნებით და მაგალითით ასწავლიდა კაცობრიობას ათმას პრინციპს რაც არის ნეტარების უშრეტი წყარო. თქვენ რასაც გინდა აკეთებდეთ, სადაც გინდა იყოთ, სადაც გინდა მოგზაურობდეთ, იყავით დარწმუნებული რომ თქვენ ხართ მუდამ ღმერთში. იცოდეთ რომ ყველაფერი არის ღმერთი და მოქმედებები არის შეწირულობა ღმერთის დიდებისადმი. ამ მანერით გახადეთ თქვენი სიცოცხლე ნაყოფიერი.
– ღმერთის საუბარი, 1982 წლის 25 დეკემბერი.
25.12.17. ქრისტეშობა
იესო იყო უმაღლესად სუფთა და წმინდა. იესოს მოძღვრების დავიწყება და მისდამი სიყვარულის მოჩვენება არ არის სიყვარული საერთოდ. თქვენ ყველას უნდა გახსოვდეთ: „ღმერთი არის ერთი. სიყვარული არის ღმერთი. იცხოვროთ სიყვარულში.“ აზრი არ აქვს იესოს სახელის უბრალოდ მინიშნებას და მის მიმართ ლოცვას პატივისცემის გარეშე მისი ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილის: „ღმერთი არის თითოეულში. არ შეურაცხყოთ ვინმე. არ მიაყენოთ ვინმეს ზიანი.“ ეს იყო იესოს უდიდესი გზავნილი. იესომ თავისი სოცოცხლე შესწირა „დედამიწაზე მშვიდობის და ადამიანებს შორის კეთლგანწყობის“ დანერგვას. მშვიდობის გარეშე კაცობრიობა ვერ შეძლებს პროგრესის მიღწევას ნებისმიერ სფეროში, იქნება ეს მატერიალური, სულიერი თუ მორალური. რაც მსოფლიოს სჭირდება დღეს არის გამოსყიდვა და გაერთიანება სიყვარულის ძალის რომელიც იესომ მოგცათ – სიყვარული, რომელიც მუდმივად ფართოვდება და მოიცავს უფრო და უფრო მეტ ადამიანს. კაცობრიობა უნდა გახდეს ერთი ოჯახი. სამყარო მაშინ გახდება სამოთხე. აქედან გამომდინარე დღეიდან დათმეთ თქვენი რელიგიის, ერის, კასტისა თუ რწმენის შესახებ ვიწრო იდეები და განივითარეთ ფართო მსოფლმხედველობა. მე გისურვებთ თქვენ ყველა ბედნიერებას.
– ღმერთის საუბარი, 1985 წლის 25 დეკემბერი.
26.12.17.
იესო იყო თანაგრძნობა (კარუნა) მოსული ადამიანის ფორმაში. ის ავრცელებდა თანაგრძნობის სულს და აძლევდა ნუგეშს ტანჯულებსა და წამებულებს. კარგი საქმეები ყოველთვის აღიზიანებს ბოროტებს. მაგრამ ადამიანი არ უნდა შედრკეს და არ უნდა შეშინდეს როდესაც ოპოზიცია ეწინააღმდეგება. გამოწვევა იძლევა სიხარულს, ეს მოიხმობს ძალის ფარულ წყაროებს და ჩამოიზიდავს მწყალობლობას ძალების გასამაგრებლად. სიამოვნება გადმოედინება ორ ტკივილს შორის დროს ინტერვალის განმავლობაში. ადამიანი უნდა ებრძოლოს სიძნელეებს გამარჯვების სიხარულის დაგემოვნებისთვის. იესო იყო ბევრი მძიმე დაბრკოლების სამიზნე და ის მამაცურად შეხვდა ამ ყველაფერს. იესო იყო სიყვარულის განსხეულება. მან გამოავლინა სიყვარული მსახურების ფორმით. იესო ძალ-ღონეს ლევდა ასეთ მსახურებაში. გული სავსე თანაგრძნობით ნამდვილად არის ღმერთის ტაძარი. განივითარეთ თანაგრძნობა. მიეცით საკვები მშივრებს, ანუგეშეთ უბედურები, და ანუგეშეთ ავადმყოფები და ტანჯულები. იცხოვრეთ სიყვარულით. იყავით კეთილი, აკეთეთ კარგი და ხედეთ კარგი. ეს არის გზა ღმერთისკენ.
– ღმერთის საუბარი, 1981 წლის 25 დეკემბერი.
27.12.17.
განივითარეთ ძმური გრძნობები ყველას მიმართ. ღმერთი არის ერთი. სიყვარული არის ერთი. ნამდვილი სიყვარული აღემატება კასტას, ფერს და სარწმუნოებას. მიზანი არის ერთი. რადგან ყველა გზამ უნდა მიგიყვანოთ ერთ ღმერთთან. მაშინ შენ როგორ შეიძლება იდავო და იჩხუბო შენს თანამოძმეებთან? ჩვენი კულტურა ხაზს უსვამს იმ მართებულ გზებს, რომლითაც თქვენ უნდა ხარჯოთ ენერგია და ფული – შეწუხებულების, დაავადებულების, მშიერთა, გაუნათლებელთა, ცუდად მოსახლეთა და ცუდად ჩაცმულთა დასახმარებლად. იგი გმობს ენერგიისა და ფულის ხარჯვას პომპების, შურისძიების, კონკურენტული ფრაქციისა და მატერიალური ტრიუმფებისთვის. სიმდიდრე უნდა იმართოს მინდობით და გამოყენებული უნდა იყოს ადამიანთა ძმობისა და ღმერთის მამობის წასახალისებლად. ეს ასევე ნათლად აწესებს რომ არაფერი არ უნდა გაკეთდეს ნებისმიერი ვინმეს ღმერთში ან მის საკუთარ მეში რწმენის საზიანოდ. რწმენა არის სუსტი ნერგი და მას სჭირდება ყველა საზრდო რაც თქვენ შეგიძლიათ რომ მისცეთ.
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 12 მაისი.
28.12.17.
ფარისევლობა გავრცელებულია სულიერ სფეროში ახლა უფრო მეტად ვიდრე ოდესმე უწინ. არსებობს რკინა და მაგნიტი. მაგნიტმა უნდა მიიზიდოს რკინა თავისკენ, ეს არის ორივეს ბედი. მაგრამ თუ რკინა არის დაფარული ჟანგით მაგნიტის მიზიდულობამ შეიძლება ვერ იმოქმედოს საკმარისი ძალით რკინის ახლოს მისატანად. სიხარბე გრძნობითი სიამოვნებისთვის უსათუოდ იმოქმედებს როგორც ჟანგი! ეს მოქმედებს როგორც მტვერი, რაც ინდუცირებს ჟანგს; ჟანგი ბოლოს შეჭამს თვით რკინას და შეცვლის მის თანდაყოლილ ბუნებას. ამიტომ რკინა მუდმივად უნდა შემოწმდეს და გაიწმინდოს მტვრისგან. შემდეგ, როდესაც ეს კონტაქტირებს მაგნიტთან, ეს აგრეთვე გამოიმუშავებს მაგნიტის ხარისხს და აღწევს თავის საძებნს. ეს მიღწევა არის საუკეთესო ორივესთვის მაგნიტისთვისაც და რკინისთვისაც. გრძნობითი სიხარბის მტვერი შეიძლება თავიდან აცილებული იქნეს კარგი კომპანიის მფლობელობით, და პრაქტიკაში იმ კარგი ქცევის აქსიომების ჩადებით რასაც სწავლობს ადამიანი აქედან.
– ღმერთის საუბარი, 1968 წლის 11 მარტი.
29.12.17.
მოგწონთ თქვენ ყვავის ხმა? თქვენ შორს დევნით ყვავს როდესაც იგი იწყებს ‘ჩხავილს’! მისი ხმა არის მჭახე და მაღალი! მეორეს მხრივ, გუგული შესახედავად ისეთია როგორც ყვავი მაგრამ ყველას უყვარს მისი ტკბილი ხმა, ასე არ არის? ღმერთმა გაკურთხათ ენით თქვენი აზრების, იდეების, გრძნობების, სურვილების, ლოცვების, სიხარულებისა და დარდების გამოსახატად. როდესაც თქვენ ბრაზობთ, თქვენ იყენებთ მას უკმეხი სიტყვების წარმოსათქმელად მაღალი ტონით. როდესაც თქვენ ხართ ბედნიერი თქვენ იყენებთ მას რბილი სიტყვების სათქმელად დაბალი და სასიამოვნო ხმით. მე გთხოვთ რომ თქვენ გამოიყენოთ თქვენი ენა თქვენი სიკეთისა და სხვათა სიკეთისთვის. თუ თქვენ უკმეხად ლაპარაკობთ სხვებთან, ისინიც გიპასუხებენ ასევე ხმამაღლა და უკმეხად; ბრაზიანი სიტყვები მიგიყვანთ უფრო მეტად ბრაზიან რეაქციებთან. მაგრამ თუ თქვენ იყენებთ რბილ და ტკბილ სიტყვებს როდესაც სხვები არიან გაბრაზებული თქვენზე, ისინი დამშვიდდებიან და ინანებენ რომ მათ გამოიყენეს თავიავთი ენა ამგვარად. ამიტომ ყოველთვის ილაპარაკეთ რბილად და ტკბილად!
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 16 მაისი.
30.12.17.
შეადგინეთ ყველა ნივთების სია რომლებისთვისაც თქვენ ტიროდით. თქვენ აღმოაჩენთ რომ თქვენ იმუდარებოდით მხოლოდ წვრილმანი ნივთებისთვის, მომენტალური განსხვავებებისთვის, და წარმავალი დიდებისთვის. ამიერიდან, თქვენ უნდა იტიროთ მხოლოდ ღმერთისთვის, თქვენი საკუთარი განწმენდისა და აღსრულებისთვის. თქვენ უნდა იტიროთ, მომთქმელად ექვს კობრაზე რომლებმაც თავი შეაფარეს თქვენს ჭკუაში, წამლავენ მას თავისი ღვარძლით – გულისთქმის, რისხვის, სიხარბის, მიბმულობის, სიამაყის და ბოროტების. მიამშვიდეთ ესენი როგორც გველების შემლოცველი აკეთებს თავისი მოქანავე ფლეიტით. მუსიკა რომელიც მოათვინიერებს მათ არის ღმერთის სახელის ხმამაღლა გალობა. და როდესაც ესენი არიან ძალიან დამთვრალი სამოძრაოდ და ზიანის მოსაყენებლად, დაიჭირეთ ესენი კისრით და ამოაძვრეთ შხამიანი კბილები როგორც გველების შემლოცველი აკეთებს. ამის შემდეგ ესენი შეიძლება იყოს თქვენი სათამაშოები; თქვენ შეგიძლიათ მოექცეთ როგორც თქვენ ინებებთ. როდესაც ესენი ჩალაგდებიან, თქვენ მიიღებთ აღუშფოთველობას. თქვენ შეუხებელი იქნებით პატივისცემით და უპატივცემულობით, მოგებითა და წაგებით, სიხარულითა და დარდით.
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 26 მარტი.
31.12.17.
სიყვარული ღმერთისადმი შეიძლება გაიზარდოს მხოლოდ კარგად მოხნულ გულში, თავისუფალში სარეველებისგან. ამიტომ მოამზადეთ თქვენი გული ნამასმარანას (ღმერთის სახელის მუდმივი გამეორების) მეშვეობით. ამას ეწოდება ჩიტა შუდჰი იოგა – შეგნება-გასუფთავების გზა. დამუხტეთ დროს ყველა წამი ღმერთის დენით რომელიც წარმოიქმნება სახელიდან. იქონიეთ უფლის სახელი ყოველთვის თქვენს ენაზე და თქვენს სუნთქვაში, მუდამ. ეს მოიხმობს მის ფორმას, როგორც შინაგან ბირთვს ყველაფრის, ყოველი აზრის და მოვლენების ცვლის. ეს უზრუნველგყოფთ მისი კომპანიით, და დაგაკავშირებთ მის უშრეტ ენერგიასა და ნეტარებასთან. ეს არის სათსანგა (კარგი გაერთიანება) რომელიც გაძლევთ თქვენ მაქსიმალურ სარგებლობას. ილაპარაკეთ ღმერთთან ვინც არის თქვენში, და მიიღეთ მამაცობა და ნუგეში მისგან. ის არის გურუ ყველაზე მეტად დაინტერესებული თქვენს პროგრესში. არ ეძებოთ გურუ თქვენს გარეთ, განდეგილების საცხოვრებლებში ან წმინდა ადგილებში. ღმერთი თქვენში არის მამა, დედა, მოძღვარი და მეგობარი. ღმერთი არის სიყვარული; იცხოვრეთ სიყვარულში – ეს არის მიმართულება ნაჩვენები ბრძენთა მიერ.
– ღმერთის საუბარი, 1968 წლის 1 მარტი.
ბაბა