1.08.2012
ბავშვების ხასიათი უნდა იყოს ძლიერი და სუფთა. მიეცით მათ ყველა ნდობა და გამბედაობა რომელიც მათ სჭირდებათ რომ გახდნენ კარგები, პატიოსნები და თვითკმარები. საკმარისი არ არის თუ ისინი სწავლობენ რომ იცხოვრონ – ცხოვრების წესი არის უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ცხოვრების დონე. ბავშვები ასევე უნდა იყვნენ განსწავლულნი თავიანთი რელიგიის, კულტურის და საგანმანათლებლო მიღწევების თაყვანისცემის მიმართულებით. ბავშვებმა კარგად უნდა ისწავლონ მშობლიური ენა, რათა მათ შეძლონ დიდი პოეტური ნამუშევრების და მათი ქვეყნის წინასწარმეტყველთა მიერ დაწერილი ეპიკური პოემების დაფასება. ეს მისცემს მათ ფასეულ მითითებებს მათი ცხოვრების მშფოთვარე დღეებში. უპირველეს ყოვლისა მათ უნდა განავითარონ ღრმა თაყვანისცემა თავიანთი სამშობლოს მიმართ.
2.08.2012
მუდმივი პრაქტიკით თქვენ მიიღებთ ორივე შედეგს – გათავისუფლებას ცოდვებიდან და გათავისუფლებას. არასდროს დაუკარგოთ ფასი პრაქტიკის ძალის მნიშვნელობას! თქვენ გეცოდინებათ მაგალითები პრაქტიკა როგორ ხდის თუნდაც ცხოველს ძნელი ამოცანების შემსრულებლად – მაგალითად, შეხედეთ ცხენებს შებმულს ორთვალა ურემში, სპილოებს ბრძოლაში! ეს სპილოები უწევენ ისეთ დახმარებას ბრძოლაში რომლის გაკეთება არ შეუძლია თუნდაც ამ მიზნით უმაღლესად აღჭურვილ ადამიანს! განვიხილოთ როგორ გახდა შესაძლებელი დამორჩილება სპილოების რომლებიც ცხოვრობენ ტყეებში ჯოგებად? ბრძოლა ბრძოლის ველზე არ არის მათი ბუნება. ეს არის პრაქტიკის მნიშვნელობის საკმარისი მტკიცებულება. მიიღეთ სიმტკიცე და ნდობა პრაქტიკის მნიშვნელობაში. ივარჯიშეთ ჭკუის დასაშორებლად გრძნობებისგან; ის ნელა და მყარად განავითარებს ჩვევას რომელიც გაგათავისუფლებთ თქვენ მონობისგან.
3.08.2012
ადამიანის გული როდესაც არის ახალგაზრდა არის ძალიან რბილი. ის რეაგირებს ახლობელი ადამიანების მწუხარებასა და ტკივილზე. უფროსების მაგალითი, გაკვეთილები რომლებსაც ისინი იღებენ მშობლებისგან, კომპანიიდან რომელშიც შედიან, და არასწორი სწავლებიდან სკოლაში და საზოგადოებაში ეს არის რაც ამაგრებს და აქვავებს მათ გულებს. ბავშვების სიახლოვეს მშობლებმა არ უნდა ეძებონ სხვების შეცდომები ან აჩვენონ თავიანთი სიძულვილი ან შური მათი მგრძნობიარე ჭკუის წინაშე. ბავშვებს უნდა ასწავლოთ სხვების დარდის და სიხარულის განაწილება; და სხვების ბედნიერებისა და წარმატების არშეშურება. იმის მაგივრად რომ მისცენ საბინადრო შურის გრძნობას, ასწავლეთ მათ შეჯიბრება ბეჯითი მუშაობით წარმატებულებზე, ლოცვა საზრიანობაზე ან უფრო მკვეთრ მეხსიერებაზე. შეინახეთ ეს ახალგაზრდა გულები რბილად.
4.08.2012
როდესაც ერთგულის დიდი გულის ტკივილი გამოიხატება როგორც კივილი, კვნესა ან ოხვრა, უფალი მიქრის დასახმარებლად; უფალი არის მხოლოდ იმ სიშორეზე სადამდეც სასოწარკვეთის ამ ხმას შეუძლია მიღწევა. ის არის ყოველთვის ფხიზლად რომ მოისმინოს კივილი ან ძახილი თავისი შვილების. მისი ადგილსამყოფელი ყოველთვის არის გულის დარდით მოცული ყველასგან ყოველი კივილის სმენადობის ფარგლებში. გახსოვდეთ, უფალი არის მოკლებული მიბმულობას და სიძულვილს. მისი ბუნებაა კეთილთა მხარდაჭერა, აღზრდა და დაცვა და უკეთურთა შეგონება. ის არის ყოველთვის გამახვილებული რომ აღუდგინოს ადამიანის არსებებს ხედვა რომ შეაბრუნონ თავიანთი ნაბიჯები ზნეობრიობისა და თვითკონტროლის გზისკენ, იმიტომ რომ მათ შეძლონ თვითშეცნობის მიღწევა.
5.08.2012
უფალი აცხადებს თავის თავს წერილების მეშვეობით. ბჰაგავად გიიტა არის ერთი ასეთი ტექსტი რომლიდანაც თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ავატარის (ღმრთიური ინკარნირების) ბუნებისა და ხასიათების სრული სურათი. უფალი მოქმედებს როგორც თავისი ერთგულების მეგობარი, ამხანაგი, მეეტლე, მასწავლებელი, ხელმძღვანელი და დამცველი. მაჰაბჰარატას ომი არ არის თავი ანტიკურ ისტორიაში – ეს ხდება ყველა ადამიანის გულში სიკეთისა და ბოროტების ძალებს შორის. ის ვინც აღიარებს უფლის თავის მეეტლედ დაყენების ღირებულებას, უეჭველად გაიმარჯვებს. სხვები განიცდიან წარუმატებლობას ბოროტი ძალების გაბრიყვებით და წყვეტენ მათზე წინააღმდეგობას. მიიღეთ უფალი თქვენს პატრონად. მიანდვეთ ყველა მოქმედება მას, მიუძღვენით თქვენი სიტყვები და საქმეები და აზრები მას როგორც არის ყვავილები მის ტერფებთან – გიიტაში. ვინც მიენდობა უფალი მას არწმუნებს: `მე შენ გაგათავისუფლებ~; ის ამშვიდებს: `არ დაიდარდო~.
6.08.2012
თქვენ უნდა იყოთ მადლიერი თქვენი მშობლების. მათ მოგცეს თქვენ სხეული და აღზარდეს საზრიანობა და სიყვარული რომელიც არის ჩამაგრებული მასში – ამიტომ მათ აქვთ უფლება მადლიერებაზე. ყოველდღე ისინი ლოცულობდნენ თქვენი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის; ისინი ლოცულობდნენ იმისთვის რომ თქვენ მოგეპოვებინათ კარგი სახელი. თუ თქვენ პატივს არ სცემთ მათ ვინც არიან თქვენი სიცოცხლის ღმერთები როგორ შეძლებთ თქვენ ყოვლისშემძლის, ყველაფრის შემქმნელის პატივისცემას? მშობლები არიან ისინი ვინც გაჩვენებენ ღმერთის დიდებას და მისი თაყვანისცემის საშუალებებს. ისინი არიან პირველი ხელისუფლები რომელსაც ბავშვი ხვდება, ხელისუფლება ხორციელდება სიყვარულისა და ზრუნვის საშუალებით. ისწავლეთ თქვენი მორჩილება მათზე და თქვენ გეცოდინებათ როგორ დაემორჩილოთ ღმერთს. თქვენ უნდა მოიქცეთ და გქონდეთ ისეთი ქცევა რომ თქვენი მშობლები იყვნენ ბედნიერები. ეს არის თქვენი მოვალეობა და მხოლოდ მაშინ როდესაც თქვენ ასრულებთ ამ მოვალეობას თქვენ ხართ კურთხეული ღმერთისგან.
7.08.2012
ერთგულების გზაში მათთვის ვინც ვაჭრობს და აქვს ძლიერი სურვილი მოგებისთვის პატივისცემა არის გაიგივებული დაბრუნებასთან; ისინი დამაკმაყოფილებელი პასუხის ერთეულით ყიდიან პატივს. ისინი ანგარიშობენ რამდენის მიღება შეუძლიათ მათ, მსგავსად როგორც ყვირიან მოსამსახურეები ხელფასისთვის, ზედმეტი საათების გასამრჯელოზე, პრემიებზე და სხვა ამგვარზე. ადამიანი უნდა იყოს ღმერთის ოჯახის წევრი, ნათესავი, მეგობარი ღმერთის. თქვენ უნდა გრძნობდეთ რომ თქვენ ხართ ღმერთის ჭეშმარიტი საკუთრება. მაშინ თქვენი სამუშაო არ იქნება დამღლელი, თქვენ შეძლებთ მის შესრულებას საუკეთესო სახით და ის მოიტანს მეტისმეტ კმაყოფილებას. თავის მხრივ თვით უფალი გამყოფებთ თქვენ ნეტარებაში. დაუტოვეთ დანარჩენი მას. მან იცის უკეთესად. მისი პატრონობის სიხარული არის საკმარისი საჩუქარი. ეს არის ადამიანის ბედნიერების საიდუმლო. ატარეთ თქვენი ცხოვრება ამ ხაზებზე და თქვენ არასდროს მიხვალთ მწუხარებასთან.
8.08.2012
უფალი არ გთხოვთ თქვენ მონანიებას და ასკეზობას. მას მხოლოდ სურს რომ თქვენი ჭკუა მიპყრობილი იყოს მასზე. შეწირეთ და მიუძღვენით თქვენი ჭკუა ღმერთს. თუ თქვენ გამოდიხართ როლში რომელშიც არ გაქვთ ჭკუის ძალა ამის გასაკეთებლად, ჰკითხეთ თქვენს თავს, საიდან მოდის ძალა თქვენი თავის მისაძღვნელად როგორც ამას აკეთებთ ახლა ფუყე იდეალებზე და ოჯახის, სიმდიდრის და დიდების ამაო ფანტაზიებზე? არ შეგიძლიათ თქვენ გამოიყენოთ ეს ძალა ამ უზენაესი მიძღვნისთვის? ადამიანები იოლად სთავაზობენ თავიანთ ყველა მომწამლავ სასიამოვნო მიზანს, მაგრამ იკლაკნებიან და პროტესტს გამოხატავენ როდესაც მოწოდება არის გაკეთებული მათი აზრების, გრძნობების და ქმედებების მისაძღვნელად ყოვლისშემძლესთვის! ყველამ ვინც გულწრფელი სურვილით ჩქარობს ნაყოფის მიღებას უნდა გადალახოს ყველა წინააღმდეგობა და ცდუნება, დაეჭვება და იმედგაცრუება, და დამკვიდრდეს აზრებზე ღმერთის შესახებ. შემდეგ ღმერთი თქვენზე საჩუქრად გამოიღებს ერთობის კურთხევას.
9.08.2012
მსოფლიო გაჯერებულია ღმრთიურებით; აქ არ არსებობს არაფერი რაც არ არის ღმრთიური. ყოველთვის გახსოვდეთ რომ ღმერთი არის ბაზისი და ასევე ზედნაშენი, შინაგანი მოტივი და გარეგანი მოძრაობა. სხეული არის უფლის ტაძარი; ატმოსფერო ამ ტაძრის მისი ჭეშმარიტი ბუნებით სავსე არის ყველა არსების სიყვარულით. წერილები ნათლად აცხადებს რომ ეს გაგება შეიძლება მიღწეული იყოს ადამიანის მოვალეობის შესრულების მეშვეობით, და შემდეგ უფლის თაყვანისცემით მისთვის ამ მოვალეობების მიძღვნით. ადამიანის გონება იწმინდება ეჭვებისა და ილუზიის მტვრისგან მორჩილებისა და მიძღვნის მეშვეობით.
10.08.2012 შრი კრიშნა ჯანმაშთამი
ჯანმაშთამი არის წმინდა დღე რომელიც აღნიშნავს უფორმო, აღუწერელი, და საუკუნო აბსოლუტის ხლშემწყობ ძირსჩამოსვლის მოსვლას ცხოვრებისა და სიყვარულის ფორმაში. ღმრთიურება გამოჩნდა როგორც კრიშნა კაცობრიობის მოსახიბლად მისი ხუმრობის, მისი თამაშის, მისი სიმღერის და სიტკბოს მეშვეობით და ასწავლიდა კაცობრიობას თავისი მოძღვრებითა და წყალობით. რაც ადამიანმა უნდა გააკეთოს ამ ღირსშესანიშნავ დღეს არის მკვიდრობა ამაღლებულ აზრებზე ცენტრირებულზე უფლის ირგვლივ ამ ფორმაში და გადადგმა პირველი ან შემდეგი ნაბიჯების სულიერ გზაზე. გამოიყენეთ ეს წმინდა დღე როგორც საწყისი წერტილი გულის მოსალბობად ღმრთაების ფორმის რომელიც თქვენ გაქვთ არჩეული პატივისცემის შესათავაზებლად, ფორმის რომელზეც მიეზიდება თქვენი შინაგანი ძლიერი სურვილი. არ მიაწეროთ ბოროტება რომელიმე დღეს. ყოველი დღე არის კარგი როცა თქვენ ატარებთ მას ღმერთისთვის. ყოველი ვარსკვლავი არის კარგი იმ პირობით თუ მისი სინათლე უჩვენებს თქვენს ფეხებს გზას ღმერთისკენ. ეს არის ჩემი რჩევა თქვენთვის, ამ დღეს.
11.08.2012
გიიტაში როდესაც არჯუნა საგონებელში ჩააგდო კითხვამ, `ზუსტად რა სარგებლობა არის შენს მიღწევაში?~ კრიშნამ გაიღიმა და უპასუხა, `არჯუნა! რა უფრო დიდი სარგებლობა არსებობს ვიდრე ღმერთთან ერთობის მიღწევაა? ეს არის წმინდა გამარჯვება რომელიც ხდის ადამიანს მაჰათმად. იმ დროს როდესაც ნორმალური ადამიანი განმტკიცებულია სხეულის ცნობიერებაში, და ბორგავს ყოველდღე სიხარულით და დარდით, მაჰათმები არიან თავისუფალი ყველა ორობითი განცდიდან და არიან ყოველთვის გახარებულნი. ისინი არიან ზევით და მის ფარგლებს გარეთ. ისინი არიან სუფთა გულში და არ აქვთ შემდგომი დაბადება და სიკვდილი. მათ აქვთ გათავისუფლებული თავისი თავი განსაკუთრებულობიდან; ისინი ხდებიან უნივერსალური, მარადიული, უცვლელი. ისინი არ არიან არც დაბინდული არც აღძრული სურვილებით. ისინი არიან ხელშეუხებელი მიბმულობით ან სიძულვილით.~
12.08.2012
რატომ იკარგება ძვირფასი დრო სკანდალურ საუბრებსა და სხვების ქცევის კრიტიკაში? განვითარება შურის, ბოროტების, სიძულვილის და რისხვის სხვების მიმართ არის ცუდი დროსტარება რომელიც უკან დაბრუნდება თქვენზე. თითოეულ ადამიანში არსებობს ერთიდაიგივე ღმრთიური ნაპერწკალი, ამიტომ შარის მოდება მეზობელზე არის შარის მოდება ღმრთიურებაზე. სიცოცხლის თამაში არის ღირებული და ხდება საინტერესო მხოლოდ მაშინ როდესაც არსებობს საზღვრები და წესები რომლებიც ზღუდავენ და აკონტროლებენ. წარმოიდგინეთ ფეხბურთის თამაში რაიმე წესების ან საზღვრების გარეშე – ის იქნება ქაოსი; ის იქნება თავისუფალი ბრძოლა, ბუნტი. ვერავინ იტყვის ვინ გაიმარჯვებს და როგორ. სათნოების გზა (დჰარმა მარგა) არის მინდვრის საზღვარი სიცოცხლის თამაშში. ითამაშეთ თამაში ყურადღების მიქცევით გაფრთხილებებზე `წესების დარღვევასა~ და `საზღვრის გადაკვეთაზე~, და დაე თქვენმა სათნოებამ გაიმარჯვოს თქვენს შიდა ბოროტ მიდრეკილებებზე.
13.08.2012
სკოლაში სწავლა არ არის უბრალოდ ჭამისა და განცხრომისთვის, თავის სარჩენი ფულის საშოვნელად და თავისუფალ დროს დასვენებით დასატკბობად. მისი ნამდვილი მიზანი უნდა იყოს სიბრძნის ხარისხების ამოქმედება საქმეში, მიუბმელობასა და განსხვავების ძალაში (ვივეკა, ვაირააგია და ვიჩაკშანა). ფესვი არის განათლება და ნაყოფი უნდა იყოს სათნოება. ყოველმა სკოლამ უნდა ჩამოაყალიბოს თავისი მოწაფეები მოქალაქეებად, რომლებიც იქნებიან ქვეყნის ძვირფასი მემკვიდრეობის და სულიერი სიმდიდრის ღირსი. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა სწავლა სკოლაში არის დროის ფუჭად კარგვა. სკოლები არის ტაძრები სიბრძნის ქალღმერთის რომელიც საჩუქრად აძლევს თითოეულ ბავშვს სიბრძნეს რომ გაიგოს აბსოლუტური ჭეშმარიტება და შეიძინოს ცოდნა რომელიც გაფანტავს უმეცრებას სამუდამოდ. სკოლამ უნდა გააადვილოს ეს და უზრუნველყოს სტაბილურობა ყველა მოწაფეში ჭეშმარიტების, სათნოების და მშვიდობის ღირსების პრაქტიკით სიყვარულის აყვავების მეშვეობით.
14.08.2012
თუ ჭკუა ჩაძირულია ნეტარებაში, სხეული არ დაიტანჯება ავადმყოფობით. ადამიანის სხეული არის სატრანსპორტო საშუალება რომელიც თქვენ გაქვთ ნეტარების მდგომარეობის მიღწევისთვის გამოსაყენებლად, და ამიტომ ის უნდა შეინახოთ უსაფრთხოდ და ძლიერად ამ კეთილშობილური მიზნისთვის. ის არის ინსტრუმენტი სულიერი ძალისხმევისთვის რომელიც გამომუშავებული იყო წინა დაბადებების დამსახურებით. ყოველ წუთს სხეული სწრაფად მიდის სიკვდილისკენ, ამიტომ დრო არ უნდა დაიკარგოს ფუჭად ამაოების დევნაში. არ შეხვიდეთ სხეულთან მიბმულობაში; მოეპყრეთ მას როგორც ჭრილობას რომელიც დახურულია სახვებით (ტანისამოსით), უმკურნალეთ წამლებით (საკვებით) და ასევე დაბანეთ რეგულარულად. მაშინ თქვენ შეძლებთ მოშორებას ზედმეტი მიბმულობიდან, და ეს არის აუცილებელი იმიტომ რომ მხოლოდ შემდეგ მიიღებთ თქვენ ჭეშმარიტ სურვილს და შთაგონებას სხვების მსახურებისთვის!
15.08.2012 დამოუკიდებლობის დღე
ძალიან ძველი დროიდან ბჰარატიელები (ინდოელები) განიხილავდნენ ჭეშმარიტებას როგორც ღმერთს, უყვარდათ ის, გულში ატარებდნენ და იცავდნენ მას და ამის საშუალებით აღწევდნენ ღმრთიურებას. ისინი იყვნენ მიძღვნილი ჭეშმარიტებაზე, ერთგული დჰარმაზე (უბიწოებაზე) და ხედავდნენ ზნეობას საზოგადოებაში როგორც თავიანთ უპირველეს მოვალეობას. დღეს იმიტომ რომ ადამიანებმა დაივიწყეს ჭეშმარიტება და უბიწოება მათ არ შეუძლიათ ეროვნული პრობლემების გადაჭრა ან კომუნალური განსხვავების დასრულება. ჩვენ გვაქვს ბენგალის ყურე აღმოსავლეთზე და არაბეთის ზღვა დასავლეთზე და ორივე ირწყმება ინდოეთის ოკეანეში. მსგავსად, ბჰარატ მაგალითით ხსნის მსოფილო კეთილდღეობის და სულიერი პროგრესის კომბინაციას. ბჰარატ არის ქვეყანა, სადაც ერთობა ჯივას (ინდივიდუალური სულის) და ბრაჰმანის (კოსმიური სულის) იყო შექნნილი. გახსოვდეთ რომ ტერმინი ბჰარატ არ მიეკუთვნება რომელიმე ინდივიდს ან ქვეყანას. ჭეშმარიტი ბჰარატიელი არის ის ვინც ტკბება თვით შეცნობით. მაშასადამე, ნებისმიერი ვინც ბრწყინავს თავისი საკუთარი თვითმნათი ძალით არის ბჰარატია.
16.08.2012
იგივე დენი ამოქმედებს ყველაფერს. ამის შეცნობა და შერწყმა ამ ერთობასთან არის სიცოცხლის მიზანი ადამიანის სხეულში. ამ სასურველი ბოლო მიზნისთვის, გრძნობით საგნებთან მიბმულობის თესლები უნდა იყოს სკურპულოზურად თავიდან მოცილებული. მინდორი შეიძლება მოჩანდეს უნაყოფოდ და მკვდრად, მაგრამ პირველი თავსხმა წვიმა გადააქცევს მას მწვანე ხალიჩად. ბალახის თესლები ნიადაგში ჩაიზრდება სინესტის შეხებით. ასე აგრეთვე, პირველ კონტაქტზე ცდუნებასთან, გრძნობით ობიექტებთან მიბმულობის თესლები ჩაიზრდება და ხელს უშლის სულიერ ზრდას. სულიერი პრაქტიკა უნდა შესრულდეს გულითადად, პასუხისმგებლობის სრული გრძნობით. ის არ უნდა იყოს დაყვანილი ცარიელ რუტინამდე. შეიცანით რომ უფლის დანახვა როგორც ყველაფერში მცხოვრების და ყველაფერზე პასუხისმგებლის არის ღმრთისმოსაობის განმასხვავებელი ნიშანი.
17.08.2012
ჭეშმარიტებაში (სათჰიაში), არ არსებობს მოჩვენება (მითჰია). მაგრამ მოჩვენებით მსოფლიოში თქვენ უნდა მოძებნოთ ჭეშმარიტება და განცადოთ ის. თქვენ შეგიძლიათ ამის მიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენ მოაშორებთ თქვენს ჭკუას ყველა მოდიფიცირებას და მოდულირებას. დაე ის იყოს მსგავსი ცის, რომელიც არ ატარებს რაიმე ანაბეჭდს თუმცა მილიონობით ფრინველი დაფრინავს მისი მეშვეობით და ათასობით თვითმფრინავი მოძრაობს მასზე გავლით. დაე თქვენი ჭკუა იყოს მიუბმელი, ხელშეუხებელი და ხალასი. სულიერი დისციპლინა არის ის რაც გამოააშკარავებს სინამდვილეს და უზრუნველგყოფთ თქვენ როგორც ფიზიკური ასევე სულიერი სიმშვიდით.
18.07.2012
ადამიანები დღეს არიან ყველაზე მეტად გაუფასურებულნი, ყველაფერმა კიდევ მკვეთრად აიწია ფასში. ადამიანები მიიჩნევენ თავის თავს იაფად ვინაიდან მათ არ იციან თავიანთი საკუთარი სიდიადე ან ფასი. ამის გამო ისინი ფლანგავენ თავიანთ დროს უმნიშვნელო საქმიანობაზე და წვრილმან სიამოვნებაზე, იკლებენ თვითპატივისცემას და აზიანებენ თავიანთ ფიზიკურ და გონებრივ ღირსებას. მათ არ იციან ალქიმია რომლითაც ყოველი წარუმატებლობა ან იმედგაცრუება შეიძლება გარდაიქმნას ოქროს შანსად თვითდანებებისთვის და ერთგულების ბურჯის ასაშენებლად. ისწავლეთ როგორ აამაღლოთ თქვენი უმცირესი მოქმედება უფლის წყალობის რეალიზების შესაძლებლობაში. წერილები აცხადებს რომ ეს შეიძლება მიღწეული იყოს უფლის თაყვანისცემით მისთვის ადამიანის მოვალეობის მიძღვნის საშუალებით.
19.08.2012
სიბრძნის სხვადახვა ფორმა რომელსაც ადამიანი იძენს არის ყველა სასარგებლო ადამიანის სულიერი განსავითარების ამა თუ იმს სტადიაზე. მაგრამ ვერცერთი მათგანით ვერ შეძლებ გაქცევას დაბადებისა და სიკვდილის ციკლიდან! მარტო ანუბჰავაჯნანას, ცოდნას რომელსაც შენ შენთავზე განცდი, შეუძლია გაგხადოს შენ თავისუფალი. მასწავლებელი შეიძლება რაიმეთი დაგეხმაროს შენ ამ პროცესში მაგრამ არ შეუძლია გაჩვენოს შენ შენი ნამდვილი მე. შენ ის შენ თვითონ უნდა დაინახო! ამისთვის ადამიანი უნდა ჩაიძიროს სერიოზულობაში. გულწრფელობა აუცილებელია თუნდაც სულ პატარა მოქმედების შესასრულებლად მსოფლიოში – იქნება ეს ადამიანის არსება, ფრინველი, მხეცი, ჭია თუ ვირუსი – ყველა უნდა იყოს დარწმუნებული წარმატების მიღწევაში თავის ამოცანებში. როდესაც არ არსებობს სერიოზულობა მოქმედებაში, არ იქნება ნაყოფი. და კიდევ ადამიანი უნდა იყოს თავისუფალი ისეთი ნაკლებისგან როგორიც არის შური. პიროვნება ვისაც აქვს რწმენა ამ სიბრძნეში, ვინც არის მიძღვნილი მის მისაღწევად, და არის სავსე წყურვილით რომ იშოვოს ის, უეჭველად შეიცნობს ღმერთს.
20.08.2012
საცხოვრებელი, სამოსელი და საკვები იძლევა ფიზიკურ კომფორტს და ბედნიერებას. განათლება, ჩვევების განვითარება და ცოდნა მსოფლიოს შესახებ იძლევა საშუალებებს არსებობისთვის. ამიტომაც ძველი ანდაზა ამბობს რომ ნამდვილი და ხანგრძლივი ბედნიერება შეუძლებელია იყოს მოპოვებული ფიზიკური ბედნიერებით (`ნა სუკჰაათ ლაბჰათჰე სუკჰამ~). ხანგრძლივი ბედნიერება – ბედნიერება რომელიც არ შეირყევა, არ შემცირდება ან არ შეიცვლება ბედის ბორბლის ცვლილებით შეიძლება მოვიდეს ჭკუის დისციპლინით და რწმენით უმაღლეს ძალაში. ნათურა სულიერი გაცნობიერების უნდა იყოს ანთებული და იკვებოს მუდმივად, იმგვარად რომ ადამიანის ნაბიჯებმა შეძლოს მიიღოს ის გზა და გააგრძელოს უვნებლად ეს ნამდვილი ბედნიერების მდგომარეობა.
21.08.12
თქვენი ჭკუა დაფრინავს სადღაც ყველგან და ცუცქდება ყოველ ცალკეულ საგანზე ამ მსოფლიოში. მსგავსად ბუზის რომელიც ჯდება მშვენიერზე და ჭუჭყიანზე, თქვენი ჭკუაც აგრეთვე გარბის ერთი აზრიდან მეორესთან. ბუზი ისპობა თუ ის ჯდება ცეცხლზე. სწორედ ასევე თქვენი ჭკუა ისპობა როდესაც ის ბინადრობს ღმერთზე. იცოდეთ რომ თქვენი ჭკუა არის მხოლოდ სურვილების ნაჭერი მოქსოვილი ქსელით და მისაქსელით იგივე მასალის. როდესაც რამა (ღმერთი) შემოდის თქვენს ჭკუაში, კამა (სურვილი) მიფრინავს შორს. ამ მდგომარეობას ეწოდება ჭკუის სიკვდილი (მანო-ნააშანა) ან შერწყმა თქვენი ჭკუის. თითოეულმა თქვენთაგანმა უნდა გახადოს თავისი საკუთარი გული მშვიდობის საბინადროდ (პრაშანტი ნილაიამად). გააანალიზეთ თქვენი სიტყვები, საქმეები და აზრები. დაეღწიეთ ნელა მაგრამ დამაჯერებლად ბოროტისგან რომელიც გაზიანებთ თქვენ და სხვებს. განივითარეთ სულის სიმტკიცე, გაიმყარეთ მშვიდობა და ილაპარაკეთ მხოლოდ ჭეშმარიტება. დაე ეს ტრანსფორმირება დაიწყოს სწორედ ამ წუთიდან თქვენში!
22.08.2012
ნავი შეიძლება იყოს პატარა მოწყობილობა მაგრამ მას შეუძლია გადაგიყვენოთ თქვენ მდინარის გაღმა. ლამპა შეიძლება იყოს ძალიან პატარა მოწყობილობა, მაგრამ მას შეუძლია გაანათოს თქვენი გზა ჯუნგლების გავლისას. ჩირაღდანი შეიძლება ანათებდეს მხოლოდ ორი იარდის მანძილზე და თქვენ შეიძლება გასავლელი გქონდეთ ორი მილის მანძილი. არ დაიდარდოთ. რაც გჭირდებათ არის თქვენი შეუპოვარი ძალისხმევა! დაიჭირეთ ჩირაღდანი თქვენს ხელებში და გასწიეთ წინ. ყოველი ნაბიჯით ჩირაღდანი გაანათებს რამდენიმე ნაბიჯით მეტს და თქვენ მშვიდად შეძლებთ ორი მილის გადალახვას. მაგრამ თქვენ უნდა იაროთ გზის გვერდულზე უსაქმოდ დაჯდომის გარეშე. გააკეთეთ ძალისხმევა, გადადით ერთი სტადიიდან მეორეზე ღმერთის დიდების მოსმენაში, გაიმეორეთ მისი ტკბილი გზავნილები და კონცენტრირდით ღმერთზე. დაე თქვენი ყოველი მოქმედება გაჯერებული იყოს ღმრთისმოსაობით. ღმრთისმოსაობა არ უნდა იყოს რაღაც ისეთი რაც უმატებს სანელებელს თქვენს ცხოვრებაში – ის სინამდვილეში უნდა იყოს თვით თქვენი სიცოცხლის სუნთქვა. ღმრთისმოსაობამ უნდა აღაფრთოვანოს თქვენი ყველა მოქმედება, აზრი და სიტყვა.
23.08.2012
ადამიანების დიდი ნაწილი ხარჯავს მათთვის განკუთვნილ ან მათ მიერ მოპოვებულ სიცოცხლის ხანგრძლივობას ძვირფასი მაგრამ მავნე საკვები პროდუქტების და სასმელების დაგემოვნებასა და მომხიბვლელ მავნე დროსტარებაში. რა პათეტიკურია ფლანგვა ძვირფასი სიმდიდრის! ადამიანის არსებებს აქვთ გაცილებით უფრო მეტი შესაძლებლობები ფიზიკური, მენტალური და ზნეობრივი თვალსაზრისით. მათ აქვთ დიდებული შანსი დაინახონ თავისი იდენტურობა საიდუმლოსთან რომელიც არის გაცხადებული როგორც ეს მსოფლიო. ადამიანთა არსებებმა დაივიწყეს თავისი ბუნება წინსვლის ღმერთობისკენ. ეს არის მონათესავე ცეცხლის რომელსაც დაავიწყდა მისი უნარი რომ დაწვას ან წყლის რომ დაასველოს. ადამიანის ყოველ არსებას აქვს უნარი რომ ეძებოს და დაიცვას მსოფლიოს ჭეშმარიტება რომლის ნაწილიც ის არის; მას აქვს საშუალება რომ აღზარდოს თავისი თავი სათნოებაში, სამართლიანობაში, სიყვარულსა და სიმპატიაში რომ გაიქცეს კერძოდან უნივერსალურისკენ.
24.08.2012
ხშირად ჩვენ ვკითხულობთ მოხსენებებს რომ პაციენტთა რაოდენობა იზრდება ყოველ მომდევნო წელს. ეს არის შემაშფოთებელი. ავადმყოფობა არის გამოწვეული არა იმდენად საკვებით რომელსაც ადამიანები ჭამენ ან პირობებით რომელშიც ისინი ცხოვრობენ, არამედ გონებრივი სისუსტით და დამოკიდებულებით, წინასწარ შექმნილი ცუდი აზრით და მიდრეკილებით. სურვილები, იმედგაცრუებანი, სასოწარკვეთილება – ეს ასევე იწვევს დაავადებებს. ბევრი დაავადებისთვის, ჭკუის ავსება აზრებით ღმერთის შესახებ არის სამკურნალო საშუალება. სხვა დაავადებისთვის, ორგანიზებული დიეტა, ძილი, გასართობი თამაშები და საქმიანობა არის ეფექტური წამალი. წერილები ასწავლიან ამ რეჟიმს და სათანადო მენტალურ დამოკიდებულებას, და ეს სწავლება არის ფასდაუდებელი წარმოდგენილ კონტექსტში. გახსოვდეთ, `მითჰია თჰინდი, ათჰი ნააიი~ – ზომიერი კვება იძლევა შესანიშნავ ჯანმრთელობას. ჭამეთ რომ იცოცხლოთ – არ შეიქმნათ რწმენა რომ თქვენ ცოცხლობთ ჭამისთვის.
25.08.2012
რომ დაიბადო ადამიანის არსებად არის დიდი ბედნიერება. ადამიანის არსებებისთვის შეიძლება მხოლოდ ღმრთიურების მდგომარეობის მიღწევა თავისი არსების სინამდვილის გამოცნობით. არც ერთ მხეცს ან ფრინველს არ შეუძლია ასეთი უმაღლესი მიხვედრა. ძალიან ტრაგიკული იქნება თუ ნაცვლად შანსის დაფასების და მისი გამოყენების, ის არის ფუჭად აქა-იქ და კვდება შინაგანი სინათლის შეცნობის გარეშე. თქვენ ხართ დაბადებული როგორც შედეგი საქმიანობის რომლითაც თქვენ იყავით დაკავებული თქვენს წარსულ დაბადებებში. გაიგეთ ნათლად რომ სულიერ საკითხებში რწმენა არის აუცილებლად საჭირო წინსვლისთვის. თქვენი რწმენა უნდა იყოს გულმოდგინედ დაცული. ჩაბარდით უფალს რომელიც არის თქვენთვის უფრო მეტად ნათესავი ვიდრე თქვენი საკუთარი მშობლები. არ დანებდეთ სხვებს. არ მისცეთ თქვენს რწმენას მერყეობის ნება ქარის ყოველ დაბერვაზე. თქვენი მოვალეობაა ატაროთ ცხოვრება სულიერ პრაქტიკებზე, სიმშვიდის დაუკარგავად იმით რაც სხვებმა შეიძლება თქვან, ჩაებღაუჭეთ მძიმე განსაცდელს თქვენს საკუთარ გამოცდილებაზე.
26.08.2012
გიიტაში კრიშნამ უთხრა არჯუნას, `მე ვარ მოწმე; ჩემი მეშვეობით ფორმირდება, ეს კონგლომერატი ხუთი ელემენტის წოდებული მსოფლიოდ, ყველა ეს მოძრავი და უძრავი ობიექტები. სახელისა და თაყვანისცემის ფორმის მიუხედავად მე ვარ რეციპიენტი (მიმღები); ვინაიდან მე ვარ ყველაფრის მიზანი. მე ვარ მხოლოდ ერთი. არ არსებობს მეორე. მე თვით გავხდი თაყვანისმცემელი ჩემი მრავალი სახელისა და ფორმის მეშვეობით. არა მხოლოდ ეს, მე ვარ ნაყოფი ყველა მოქმედების, მე ვარ მჩუქებელი ნაყოფის და მოკარნახე. ჩემი შეცნობა არის ნამდვილი გათავისუფლება. ის არის ჯივანმუკთჰა (გათავისუფლებული ჯერ კიდევ სიცოცხლეში) ვინც აღწევს ამ შეცნობას. არჯუნა თუ ადამიანი ცდილობს რომ გახდეს ჯივანმუკთჰა, მან უნდა ამოძირკოს მიბმულობა სხეულთან.
27.08.2012
პატარა დაფიქრებით შენ შეგიძლია გაიგო შნთვის გზა რომლით სვლაც გჭირდება, აქედან დაწყებული, მასზე შეიძლება იარო ნაბიჯ-ნაბიჯ იმ დრომდე ვიდრე არ იქნება მიღწეული მიზანი. როგორიც არ უნდა იყოს ეს გზა, გახსოვდეთ ეს ცოდნა, რომ მიბმულობა იწვევს ტკივილს და მიუბმელობის შედეგი არის სიხარული. მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ ადვილად გამოხსნათ თქვენი თავი საქმიანობიდან; ჭკუა ეკრობა ამა თუ იმ რაიმეზე. მიაკარით ის ღმერთზე, დაე მან ყველაფერი აკეთოს ღმერთისთვის და დაუტოვეთ წარმატება ან წარუმატებლობა, წაგება და მოგება, აღფრთოვანება და დარდი ღმერთს. მაშინ თქვენ გაქვთ მშვიდობის და კმაყოფილების საიდუმლო. დანებების და მიძღვნის დამოკიდებულების მისაღებად თქვენ უნდა გქონდეთ რწმენა ღმერთში. ღმერთში, ვისი თამაშიც არის ეს მსოფლიო. ეს მსოფლიო არ არის ფუჭი ოცნება, მას აქვს დანიშნულება და გამოყენება. მისი დანიშნულება არის იმისთვის რითაც ადამიანს შეუძლია ღმერთის აღმოჩენა. შეხედეთ ღმერთს ბუნების სილამაზეში, სიდიადეში, წესრიგსა და უდიდებულესობაში.
28.08.2012
უზომო მიბმულობით ხილულზე ადამიანი ხდება უცხო უხილავი სამეფოდან. იცოდეთ რომ უხილავი არის ბაზისი ხილულის. უხილავი აძლევს სტაბილურობას და ფასეულობას ხილულს. უხილავი არის ღმერთი რომელიც არის ჭეშმარიტი და ფასეული. მიუხედავად გაფრთხილების რომელსაც იძლეოდა უთვალავი ბრძენი საუკუნეთა განმავლობაში, ადამიანებმა მიატოვეს უხილავი ხილულის გულისთვის. უხილავს მარტო შეუძლია გაჩუქოთ კმაყოფილება და გამბედადობა პირისპირ დაგაყენოთ ბედთან ისევე როგორც უბედობასთან. უარყოფა უხილავის იწვევს უკმაყოფილებას და უბედურებას. თავის გასართმევად ამაზე, განავითარეთ ღმრთისმოსაობა და თქვენ იქნებით თავისუფალი, რადგან უფალი აიღებს ტვირთს რომელსაც თქვენ ატარებთ.
29.08.2012
წმინდა ტექსტები მიუთითებს მარადიული სიხარულის შოვნის მნიშვნელობაზე, მაგრამ ადამიანები მიეზიდებიან ჩრდილოვანი სიხარულისა და სწრაფმავალ სიამოვნებათა შოვნისკენ რომლებიც სავსეა ბოროტებით და ზიანით. ისინი ცდილობენ ამოიღონ წყალი ქოთნით რომელიც სავსეა ხვრელებით. გრძნობებიდან იჟონება სიხარული რომელსაც ისინი იღებენ. გრძნობები არის ველური გაუზრდელი მსახურები, რომლებიც კარნახობს პირობებს თავის პატრონს – ჭკუას. ჭკუა უნდა იყოს დაჭერილი თქვენს ხელში. მაშინ მსახურები დაიწყებენ კუდის ქიცინს თქვენს ფეხებთან. ჭკუა არის მონარქი; გრძნობები არიან ჯარისკაცები; ჯარისკაცებს ახლა მართავს მეფე, რადგან ისინი უსმენენ მას და არა გონებას, რომელიც არის პრემიერ მინისტრი. დაე თქვენმა გონებამ განიცადოს ცვლილება. მზის (თქვენი სულის) სინათლე არის გადაღობილი, გრძნობითი საგნებისა და საგნობრივი სიამოვნებების სურვილის სქელი ღრუბლებით. დაე ძლიერმა ქარმა მონანიებისა და გამბედაობის გაფანტოს ღრუბლები, ისე რომ აათმამ შეძლოს ბრწყინვა ამიერიდან კაშკაშით.
30.08.2012
დაავადება გამოწვეულია უფრო ჭკუის ცუდი კვებით ვიდრე სხეულის. როგორც ექიმები ლაპარაკობენ ვიტამინის ნაკლებობაზე, მე წარმოგიდგენთ ძირეულ მიზეზს მსგავს შტრიხებში როგოც ‘ვიტამინ ღ-ს ნაკლებობას’. ამის სამკურნალოდ მე გირჩევთ ღმერთის რომელიმე სახელის გამეორებას, მისი დიდებისა და წყალობის განჭვრეტასთან ერთად. ეს არის წამალი ვიტამინ ღ-ს ნაკლებობის დასაძლევად. რეგულირებული ცხოვრება და ჩვევები არის მკურნალობის ორი მესამედი და წამლები ეხმარება ერთ მესამედს. ყოველმა თქვენთაგანმა უნდა გამოავლინოს ხარისხები სიყვარულის, თავმდაბლობის, მიუბმელობისა და კამყოფილების ყველა თქვენი მოქმედების მეშვეობით. როდესაც თქვენი ჭკუა არის მიუბმელი ცხოვრების აწევებსა და დაწევებთან, მაგრამ არის შემძლე შეინარჩუნოს სიმშვიდე ნებისმიერ ვითარებაში თქვენი ფიზიკური ჯანმრთელობა იქნება შესანიშნავი.
31.08.2012
ერთხელ ვაჭარმა ჰკითხა მეზღვაურს როგორ შეხვდნენ მისი პაპა და მამა თავიანთ დასასრულს. ისინი ჩანს ორივე დაიღუპა ზღვაში. ამიტომ ვაჭარმა ჰკითხა მეზღვაურს ასეა თუ ისე მას რატომ არ ეშინია ზღვაზე ცურვის. მეზღვაურმა შემდეგ ჰკითხა ვაჭარს სად მოკვდნენ მისი წინაპრები. მან უთხრა რომ ისინი ყველა მოკვდა საწოლში. ახლა მეზღვაურმა ჰკითხა ვაჭარს მას რატომ არ ეშინია საწოლში დაწოლის! ყოველი ადამიანის სიცოცხლე უნდა მივიდეს დასასრულთან სადღაც და როგორღაც; მაგრამ მხოლოდ ბრძენი აღწევს ღმრთიურ ხედვას დასასრულის წინ. თუ თქვენ გაქვთ ღმრთისმოსაობის ცივი წყარო თქვენს შიგნით, მღელვარების ცეცხლი ვერ შეძლებს თქვენს დაზიანებას. მაშინ უბედურების ყოველი სტუმრობა აიღებს თავისზე ახალ მნიშვნელობას, როგორც წყალობის ნიშანს, გაგამაგრებთ და გაგამკვრივებთ თქვენ და გაქცევთ თქვენ გამომშრალ ხე-ტყედ მისი მიზნებისთვის. იყავით ინსტრუმენტი ღმერთის ხელებში; დაე მან გამოგიყენოთ თქვენ რაიმე მიზნისთვის რომელსაც ის ამჯობინებს.
ბაბა