ლოცვები
სიმშვიდისა და ნეტარების შესახებ
* სიტყვა შანტის, სიმშვიდეს, რატომ იმეორებენ სამჯერ? თქვენ ითხოვთ სიმშვიდეს ყველა სამივე დონეზე – ფიზიკურზე, მენტალურზე და სულიერზე, თქვენი პიროვნების სამი ასპექტისთვის – იმისთვის, ვინადაც თქვენ აღიქვამთ თქვენს თავს (ფიზიკური ტანი), იმისთვის, ვინადაც აღგიქვამენ თქვენ სხვები (მენტალობა) და იმისთვის, ვინც თქვენ სინამდვილეში ხართ (ატმა, სული). თქვენი პიროვნების ყველა სამივე შემადგენელი უნდა იყოს სიმშვიდეში. თვით სვამი არის ამის მტკიცებულება. სვამის ერთადერთი სიმდიდრე – ეს არის აბსოლიტური სიყვარული. განა ვინმემ დააგზავნა მოწვევები ამ დიდ შეკრებაზე? თქვენ ყველა აქ მოგიყვანათ თქვენმა სიყვარულმა სვამის მიმართ და სვამის სიყვარულმა ყველას მიმართ. ამიტომ დარწმუნდით იმაში, რომ ყველაფერს შეიძლება მიაღწიოთ სიყვარულის დახმარებით. უნდა გადაყაროთ ცუდი ხარისხი – სიძულვილი, შური და სიამაყე. ეს ადამიანური კი არა, ცხოველური ხარისხებია. თქვენ ხართ ადამიანი. სიყვარული – ადამიანის მთავარი ხარისხია, ჭეშმარიტება – მისი საფუძველია, უბიწოება კი – თვით მისი სიცოცხლე. ამ ხარისხების შერწყმას მოაქვს სიმშვიდე. თუ თქვენ ფლობთ ამ სამ ხარისხს, სიმშვიდე – თქვენი კანონიერი საკუთრებაა (7, გვ. 16).
* როცა ადამიანები ელოცებიან ღმერთს, მათ არ უნდა ეძებონ არავითარი წყალობა. თქვენ არც კი უნდა ილოცოთ ნებისმიერი დაავადებისგან განკურნებაზე, იმიტომ რომ მსოფლიო სავსეა დაავადებებით. თქვენ უნდა გქონდეთ გრძნობა, რომ ის, რითაც დაავადებული არის ბევრი სხვა, იმითვე ხართ თქვენც ავად. მსოფლიო სავსეა სიმდიდრით, სახლებით და ბევრი სხვა ნივთებით. თქვენ უნდა ეძებოთ ღმერთში ის, რისი პოვნაც ასე ადვილად შეუძლებელია სამყაროში. თქვენ არ გაქვთ სიმშვიდე. თქვენ უნდა ილოცოთ სიმშვიდეზე. მხოლოდ ღმრთიურს აქვს სიმშვიდე. ღმრთიური როგორც თვით სიმშვიდის განხორციელება აღწერილი იყო ლოცვაში, მიმართულში უფლისადმი, დაწყებული სიტყვებით „საანტაკარამ“. ვერავინ, ღმერთის გარდა, ვერ შეძლებს მოგცეთ ნამდვილი სიმშვიდე.
მეორე ნივთი, რაზეც თქვენ უნდა ილოცოთ – არის „სუკჰამ“ (ბედნიერება). ნამდვილი ბედნიერება შეუძლებელია მიღებული იყოს სხვებისგან. მათ შეუძლიათ წარმავალი ყოფითი სიამოვნების მოცემა. მაგრამ მხოლოდ ღმერთს აქვს მტკიცე ბედნიერება, მუდმივი ნეტარება. ერთს მხოლოდ ღმერთს შეუძლია ამის მოცემა. ის – არის ნეტარების მეუფე. თქვენ უნდა ევედროთ ღმერთს მტკიცე მშვიდობისა და ნეტარების შესახებ, და არა მიწიერ საჩუქრებზე, რანაირიც გინდა იყოს იგი.
ტიაგარაჯამ ერთხელ გამოიარა დაეჭვების პერიოდი რაამას უნარში გაეთავისუფლებინა ის გაჭირვებისგან. მაგრამ შემდეგ გაფიქრებაში მან გაიგო, რომ თუკი იყო რაიმე ნაკლი, მაშინ ეს იყო მხოლოდ თვითონ მასში, და არა რაამას ძალაში. მან იმღერა სიმღერა, რომელიც აქებდა რაამას დიდ სრულყოფილებას, რომელმაც შეძლო თავისკენ მიეპყრო თაყვანისცემა ლაკშმის, სიმდიდრის ქალღმერთისა, ლაკშმანასი – ბჰარატას ძლევამოსილი მეომრისა, ვინც დაჯილდოებული იყო უმაღლესი ინტელექტით, და ვინც დააჯილდოვა ჰანუმანი ოკეანეზე გადახტომის უნარით (29).
ტანჯვები და სიმშვიდე. ადამიანი განიცდის ტანჯვას დაბადებიდან და თვით სიკვდილამდე. სიხარული ან ის, რასაც ის უწოდებს სიხარულს, არის მხოლოდ შუალედი ორ ტანჯვას შორის, და ეს ნამდვილად ასეა.
არსებობს ტანჯვის წარმოქმნის სამი მიზეზი: ადჰიიატმური (სულიერი), ადჰიდაივური (ღმრთიური) და ადჰიბჰოუტური (მატერიალური). მატერიალური ობიექტები, რომლების მიღებასაც ადამიანი ასე ილტვის, და ღრმად განიცდის, როცა მათ კარგავს, არის ბჰაუტურები (ფიზიკურები), და ამიტომ ტანჯვები, წარმოქმნილი ასეთი დანაკარგებისგან, იწოდება ადჰინჰაუტურებად (მატერიალურებად). გრძნობები – ეს არის შეცნობის ინსტრუმენტები, და ადამიანები ხედავენ ობიექტებს თვალებით, მაგრამ თვალები ხედავენ არა თავისთავად, არამედ ღმრთაების მადლით, რომელიც მათ მართავს, – მზის მადლით. თქვენ ხომ არ შეგიძლიათ დაინახოთ სიბნელეში! მზე გეხმარებათ თქვენ დაინახოთ, და მის გარეშე თქვენ უმწეონი ხართ! ადამიანის ორგანიზმის ყოველ გრძნობას, წევრს, ნერვს, უჯრედს, ძარღვს და ჯირკვალს, მართავს გარკვეული ღმრთაება, რომელიც აცხოველქმედებს ამა თუ იმ ორგანოს და იმყოფება მის შიგნით. თუ ეს ღმრთაებები განწყობილი არიან მტრულად ან გული მოსდით, მაშინ ტანი იტანჯება. ეს არის მეორადი მიზეზი, რომელიც ბადებს ტანჯვებს, წოდებული ადჰიდაივურად. ყოველი ადამიანის გულში იმყოფება „ჭეშმარიტი მე“, მოწმე პასიურობისა და აქტიურობისა, სიხარულისა და მწუხარებისა, ლხენისა და აღშფოთებისა. მოწმის იგნორირებით და შინაგანი სამყაროს ამ წყაროს შეცნობის სურვილის არ ქონით, თქვენ თქვენს თავზე იწვევთ ადჰიიატმურ, ანუ სულიერ ტანჯვებს. ამ ჯვარს ატარებს ყოველი დედამიწაზე მცხოვრები ადამიანი.
შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ეს მიზეზები იწვევს მიწაზე ადამიანის განმეორებით დაბადებას, რომლებიც აუცილებელია იმისთვის, რომ თავიდან ჩამოიცილოს გზააბნეულობა და შეიცნოს ჭეშმარიტება. ყოველი მანტრის ბოლოს ჩვეულებრივ იმეორებენ: „ომ! შანტი, შანტი, შანტიჰ!“ რატომ? ომ სიმბოლირებს ბრაჰმანს, ან აბსოლუტს. ადამიანებს, რომლებსაც სწყურიათ შეცნობა ღმრთიური საწყისისა, ვინც იმყოფება ყოველი ადამიანის შიგნით, რეკომენდირებენ მუდმივად იმეორონ ომ და იმედიტონ მასზე. შანტი – ეს არის შინაგანი სამყარო. ამ სიტყვის გამეორება საჭიროა სამჯერ, რათა შევარბილოთ ზემოთ ხსენებული სამი სახის ტანჯვა: მატერიალური, მენტალური და სულიერი (2, გვ. 271-272).