1.05.2012
მეტყველება არის ყოველი ადამიანის შეიარაღება. ცხოველებს აქვთ ჩქარი ფეხები, ბასრი კლანჭები, შხამიანი კბილი, რქა, ეშვი, ნისკარტი, ბრჭყალი და ა.შ. მაგრამ ადამიანის არსება დასაჩუქრებული არის მეტყველებით როგორც უნარით და შეიარაღებით. ნამდვილი პირველი გაკვეთილი ანბანში სულიერი მაძიებლისთვის არის `მეტყველების კონტროლი~. თქვენი მეტყველების სიტკბოს საშუალებით თქვენ შეგიძლიათ განაიარაღოთ ყველა მოწინააღმდეგე და დაამარცხოთ სიძულვილის ყველა განზრახვა. სიტკბო გხდით თქვენ პაშუპათჰიდ (ღმრთიურად). ულმობლობა გხდით თქვენ პაშუდ (მხეცურად). უბრალო გარეგანი თავაზიანობა ან სიტკბო არის ფარისევლობა. გულწრფელი სიტყვა უნდა მოედინებოდეს გულის ნამდვილი სიტკბოდან, გულის რომელიც სავსეა სიყვარულით. მოაცილეთ ყველა ბოროტება თქვენი ჭკუის გამჭვირვალე ტბიდან და გახადეთ ის შესაფერის საცხოვრებლად ღმრთიურებისთვის.
2.05.2012
ბევრი ძერა შეიძლება დაფრინავვდეს მაღლა ცაში, მაგარმ ყველა ის იწევს მაღლა და ინარჩუნებს სიმაღლეს იგივე ჰაერით, იგივე ქარით; ძერებს არ აქვთ ცალკე ნება თავიანთი საკუთარი. ქოთნები წყლის რომლებშიც მზე აირეკლება შეიძლება იყოს ბევრი, მაგრამ მზე არის ერთი! სწორედ ერთიდაიგივე დენი გადის ყველა ხელსაწყოების გავლით და ამოქმედებს მათ. ეს არის მნიშვნელობა წერილების ციტატის `ისაავაასი იდამ სარვამ~ – ღმერთი არის წარმოდგენილი ყველა ადამიანში თანაბარი ზომით არაფრით მეტად და არაფრით ნაკლებად! მსახურება არის საუკეთესო ნაგებობა ამ მყარ საძირკველზე `თჰათ-თჰვამ-ასი~ – ის და ეს შენ ხარ; არსებობს მხოლოდ ერთი, არ არსებობს მეორე! ყველა დახმარება რომელსაც თქვენ გასცემთ არის დახმარება გაცემული თქვენთვის; ყველა მსახურება არის გაცემული საკუთარ თავზე მარტო. როდესაც სხვა არის ღარიბი თქვენ ვერ იქნებით მდიდარი. როდესაც ვინმე არის დარდიანი თქვენ არ გექნებათ სიხარული. ყოველთვის გახსოვდეთ რომ დახმარება და მსახურება რომელიც მიგებულია ღირსეულად, არის გაკეთებული საკუთარი თავისთვის მარტო.
3.05.2012
განავითარეთ სიყვარულის და თანამშრომლობის ატმოსფერო ცალკე თითოეულ და ყველა ადამიანთან და თქვენ შეძლებთ სიხარულის უზრუნველყოფას სულ უფრო მეტად. არ ეძებოთ არგუმენტები რომ დადგეთ შორს სხვებისგან; ეძებეთ უპირატესად ერთად მუშაობის გზები საერთო სიკეთისთვის. გრძნობა ‘მე’ და ‘ჩემი’ სპობს სიყვარულს და თანამშრომლობას. დაიყვანეთ ის მინიმუმზე და შემდეგ დაიწყეთ მსახურება გაჭირვებულებისა და ტანჯულებისთვის. განავითარეთ ხასიათი ამასთანავე გონებრივი უნარი და ჯანმრთელობა. ძალის ყველაზე საიმედო წყარო არის არა ფულში, ან ნათესავებში, ან ფიზიკურ გამჭრიახობაში არამედ საკუთარ თავში; ათმანში. ჩაიძირეთ ღრმად მასში და ამოიღეთ საზრდო მისგან; ხედეთ ის ყველაში; ემსახურეთ მას ყველაში. დისციპლინა არის ხასიათის კიდევ ერთი გასაღები. ყოველმა ადამიანმა და ყოველმა ერმა უნდა ისწავლოს ვნებების და ემოციების ველური ბუნების კონტროლი; მათ დამყოლობას მოაქვს მხოლოდ დაღუპვა. დისციპლინა, თვითკონტროლი და მსახურების სურვილი – ეს არის იარაღი რომელიც შეიძლება გამოიყენოს თუნდაც ყველაზე სუსტმა და მოიგოს სიცოცხლის ბრძოლა.
4.05.2012
არ ესწრაფოთ ღმერთის მსახურებას, ხელფასისთვის მუშაობით; თქვენ დაამცირებთ თქვენს თავს ამ დონემდე თუ თქვენ ითხოვთ ამას და მისგან პასუხს იმის საფასურად რაც თქვენ შესთავაზეთ ან რა შეწირვაც გააკეთეთ! აგრეთვე დაივიწყეთ ვაჭრობის დამოკიდებულება თქვენს ჭკუაში, და არ იგრძნოთ გულგატეხილობა რომ ღმერთმა არ მოგცათ თქვენთვის სასურველი ნივთი ყველა იმ უსიამოვნების სანაცვლოდ რომელიც თქვენ აიღეთ მისთვის სიამოვნების მისაგვრელად. არ იანგარიშოთ მოგება, არ გაითვალოთ უკუგება, არ დაგეგმოთ შედეგები! აკეთეთ, ვინაიდან ეს არის თქვენი მოვალეობა და თქვენ აკეთებთ! ეს არის ნამდვილი პუჯა (თაყვანისცემა). მიუძღვენით მას საქმეები ისევე როგორც შედეგები. მაშინ თქვენ ხდებით მისი საკუთარი არა მუშა ხელფასის მომთხოვნი. ეს არის უმაღლესი დონე ღვთისმოსავის (ბჰაკტის) რომლის მიღწევა შესაძლებელია სადჰანის (სულიერი ძალისხმევის) მეშვეობით.
5.05.2012
გული შეიცავს ნეტარების (ანანდას) ძვირფას საგანძურს მაგრამ ადამიანებმა არ იციან გასაღები კლიტის გასახსნელად! გასაღები ნეტარების კარების გასახსნელად არის ნამასმარანა – უფლის სახელის გამეორება სუფთა გულით. გაისუფთავეთ გული ჭეშმარიტების, უბიწოების, სიმშვიდის და სიყვარულის (სათჰიის, დჰარმის, შანთჰის და პრემას) ინსტრუმენტების მეშვეობით. ყოველთვის ეცადეთ სხვებისთვის სიკეთის კეთება, მათზე კარგი ფიქრი და კარგი საუბარი. ეს პრაქტიკა მოგაცილებთ თქვენ ეგოიზმს, და მიბმულობას ნივთებზე რომლებიც განიჭებენ თქვენ სიამოვნებას. არ მოიქცეთ ფრინველების და მხეცების მსგავსად, მუდმივად არ დაიტვირთოთ შრომით საარსებო საშუალების გამომუშავებაში ან ოჯახის აღზრდაში. იბრძოლეთ მაღალი და კეთილშობილი მიზნებისთვის ტალანტების გამოყენებით რომლითაც თქვენ ხართ დაჯილდოებული!
6.05.2012 იშვარამას დღე
წერილების სწავლება, `მადჰუ დევო ბჰავა~, ნიშნავს ‘პატივი ეცით დედას როგორც ღმერთს’. თქვენ უნდა პატივი სცეთ დედას რომელმაც მოგიყვანათ სიყვარულით. მზრუნველობით და სიწმინდით. როგორი სახელგანთქმულებიც არ უნდა იყვნენ ადამიანები თუ ისინი არ სცემენ პატივს თავიანთ დედებს, ისინი არ იმსახურებენ პატივისცემას. ადამიანი ვისი გულიც არის ისე მაგარი რომ ის არ ლბება დედის თხოვნაზე, არ იმსახურებს არაფერს დაცინვის გარდა. სიყვარულის და პატივისცემის ეს გრძნობა უნდა გამოიყენოთ აგრეთვე იმ ქვეყნის მიმართ რომელმაც თქვენ დაგბადათ. თქვენ უნდა მოექცეთ თქვენს ქვეყანას დიდი პატივისცემით და უნდა მისდიოთ მის კულტურას. პატივი ეცით თქვენს დედაენას და ისწავლეთ მისი სწორად გამოყენება. ამავე დროს თქვენ არ უნდა განავითაროთ ზიზღი და სიძულვილი სხვა ენების ან ქვეყნების მიმართ. გახადეთ თქვენი თავი დედისა და დედასამშობლოს დაცვის, სიყვარულის და მზრუნველობისთვის გამოსადეგ ინსტრუმენტად.
7.05.2012
ზოგიერთი თვლის თავის თავს დიდად რადგან აქვს ქონება ან სიმდიდრე. მაგრამ ნამდვილი სიმდიდრე და ჭეშმარიტი დიდობა არის სათნოება რომელიც იმსახურებს ღმერთის წყალობას. ეპოსში მაჰაბჰარატა, კაურავებს ჰქონდათ ყველაფერი რასაც მსოფლიო აფასებს და რაც საშურია – იარაღი, ამბიცია, მეგობრები, მოკავშირეები, ძალა და სიმდიდრე. მაგრამ ღმერთი არ იყო მათ მხარეს, ვინაიდან ისინი იყვნენ ბოროტები. ბოლოს მათ მოიმკეს უბედურება და სირცხვილი. აქედან თქვენ უნდა შეძლოთ დასკვნის გაკეთება რომ ყოფითი ფასეულობების ქონა არის წუთიერი სიამოვნება. ის მოგვაჩვენებს ბედნიერებას როდესაც მოდის, მაგრამ გვტოვებს ჩვენ დარდით როდესაც ის უჩინარდება და სიხარული არის დროებითი. რაც არ უნდა იყოს ღმერთის წყალობა რჩება ცვლილების გარეშე ყოველთვის და ნებისმიერ ადგილზე. ის არის სუფთა, დაუჭუჭყიანებელი, მთლიანი და ძლიერი. ეცადეთ გამომუშავებას ამ წყალობის და სიხარულის რომელიც მოედინება იქიდან.
8.05.2012
მე უნდა გაგაფრთხილოთ თქვენ ორი ინფექციური დაავადების შესახებ რომელიც ძალიან გავრცელებულია დღეს. ეს არის ეგოურობა და სხვების შეურაცხყოფის ჩვევა. გამოიკვლიეთ და შეისწავლეთ მაშინ გექნებათ უფლება წარმოთქვათ განაჩენი. როდესაც თქვენ ნამდვილად გააკეთებთ ამას თქვენ შეიცნობთ რომ ‘მე’ არის უკეთესად მომსახურებილი სხვების მსახურებით ვიდრე მათი კრიტიკით. თქვენ მალე მიხვალთ დასკვნამდე რომ არსებობს უფრო მეტად სასარგებლო გზები იმ მცირე დროის გასატარებლად რომელიც თქვენ გაქვთ აქ, ამ სიცოცხლეში ვიდრე სხვების დაცინვა ან შექებაა. არ შეეხოთ თვითონ სხვების ნაკლთან ან სრულყოფილებასთან. ამის სანაცვლოდ სერიოზულად და გულწრფელად იზრუნეთ თქვენი საკუთარი ნაკლების შესახებ. წაახალისეთ უფრო მეტად გულმოდგინედ და გულწრფელად, თქვენი საკუთარი საუკეთესო ხარისხები. ეს არის ჩემი რჩევა დღეს თქვენთვის.
9.05.2012
როდესაც თქვენ ხელში გიჭირავთ ფულის ნიშანი და ამბობთ ამაყად, `ეს არის ჩემი~. ეს ნიშანი იცინის თქვენზე, რადგან ის ამბობს, `ოჰ რამდენი ათასი ვიცი მე ვისაც ჰქონდა სიამაყე ამის მსგავსი!~ განიხილეთ ყველა საგანი რომლიც თქვენ დააგრვეთ აქ, ამ ცხოვრებაში, როგორც მოცემული `მინდობილად~ რომ გამოყენებული იყოს ამ ქარვასლაში, მოქმედებათა სფეროში (კარმაკშეტრაში) თქვენი მომლოცველობის განმავლობაში. თქვენ უნდა დააბრუნოთ ისინი როდესაც თქვენ წახვალთ – ისინი მიეკუთვნებიან სხვას. სხეული არის მხოლოდ კარავი სიცოცხლის მოგზაურობაში. არ მოეალერსოთ ილუზიას – ‘ჩემი სხეული’. იდარდეთ ბინადრისთვის, დეჰისთვის. აღმოაჩინეთ უკვდავი `მე~ და იცოდეთ რომ ის არის ღმერთის ნაპერწკალი, წარმოდგენილი თქვენში. იცხოვრეთ უზენაესის ამხანაგურ ურთიერთობაში.
10.05.2012
უფლისადმი სიყვარული არ უნდა გადაგვარდეს ფანატურობაში და სხვა სახელების და ფორმების სიძულვილში. მიმდინარე დროში ამ ტიპის კიბო გავლენას ახდენს ბევრ ცნობილ ადამიანზე; თქვენ უნდა გააკეთოთ ყველაფერი რომ აიცილოთ თავიდან ის. დაიჯერეთ რომ ყველა ვინც პატივს სცემს უფალს და დადის ცოდვის შიშით არის თქვენი ძმა და და, თქვენი უახლოესი ნათესავი და ახლობლი. მათი სამოსი ან ენა ან კანის ფერი ან მეთოდები რომელსაც ისინი იყენებენ თავიანთი პატივისცემის და შიშის გამოსახატად ღმრთიურების მიმართ სრულიად არ არის მნიშვნელოვავნი. შაქრის ნატეხი ფასობს შაქრისთვის, არა ფორმისთვის რომელიც მისცა მწარმოებელმა, იქნება ის სპილო, ძაღლი, ლომი, კატა, ტურა თუ ნებისმიერი სხვა. ადამიანები ყიდულობენ შაქრის თოჯინას სიტკბოს გამო, არა ფორმის გამო. ზუსტად ასევე ადამიანები მიიწევენ იმავე ღმერთისკენ, რადგან ის არის ტკბილი და ჩუქნის ნეტარებას.
11.05.2012
ადამიანები ამჯობინებენ სანდალოზის ხის დაწვას ნახშირად გასაყიდად, რადგან მათ არ იციან სანდალოზის ხის ფასი. მიზნები რომლებსაც ადამიანები თავის წინაშე აყენებენ არის კეთილდღეობისა და მშვიდობის მოპოვება. ეს რასაკვირველია არის შესაფერისი რამ, მაგრამ ისინი ჩერდებიან თავიანთი პირველი ნაბიჯის შემდეგ მგზავრობაში, ცდებიან ყალბის სინამდვილედ მიღებით. ადამიანებს მიაჩნიათ რომ თუ ისინი იღებენ ორ სრულ კვებას დღეში, რამდენიმე მეტრ ქსოვილს ტანისამოსად და საკუთარ ჭერს თავშესაფრად, რამდენიმე სხვადასხვა სიჭარბით, მათ მიაღწეული აქვთ სიცოცხლის მიზანი! შეიძლება მათ მიღწეული ჰქონდეთ ვერსის ქვა, მაგრამ სიხარული რომელსაც ადამიანი იღებს ამ ნიშანსვეტიდან არის უმნიშვნელო. ეს სიხარული არის შერეული დარდთან და ადვილად ტრიალდება ტკივილში; ეს საზიანოა სხვებისთვის და არის მასში რაღაც სიამაყე, შური, სიხარბე და სხვა საზიანო ინგრადიენტები. არ უგულებელყოთ დიდი შესაძლებლობა და მიიღეთ ეს ცხოვრება სწორედ ადამიანად ყოფნით. მიუძღვენით ეს სიცოცხლე უკვდავი ‘მე’-ს აღმოჩენას რომელიც არის თქვენში.
12.05.2012
დიდმა ბავშვმა ღვთისმოსავმა პრაჰლადამ იცოდა ჭეშმარიტება რომ ეს მთელი მსოფლიო შევსებულია ღმერთით, ამიტომ როდესაც ღმერთი გაჩნდა მის წინ და იყო დიდად მოსურნე ეჩუქებინა მისთვის სიკეთე, მან თხოვა არა ხანგრძლივი სიცოცხლის, სიმდიდრის ან დიდების არამედ ყველა არსების ტკივილისა და დარდის შემსუბუქების შესახებ. პრაჰლადამ იცოდა რომ ღმერთი გაცხადებული იყო როგორც ყველა არსება ამ მსოფლიოში და ღმერთის მსახურება იყო ამ გაცხადებებისთვის მსახურება და მათთვის ნუგეშისა და სიხარულის მიცემა. ზუსტად ასევე თქვენმა ენამ უნდა გაამართლოს მისი არსებობა ტკბილი დამამშვიდებელი სიტყვებით, და თქვენმა ხელებმა ნაზი და უწყინარი მოქმედებებით. სხეული უნდა გაისარჯოს უპა-ვაასაში, რაც ნიშნავს მოქმედებების კეთებას რომლებიც გადაგიყვანთ თქვენ ახლოს ღმერთთან. ჭეშმარიტი უპავაასა წმინდა დღეებში ნიშნავს არა უბრალო მარხვას, ის დამატებით ნიშნავს რომ ყველა თქვენი აზრები, საქმეები და სიტყვები ამ დღეს, უნდა იყოს ღმერთის შესახებ, თქვენ უნდა გაატაროთ დღე ‘ახლოს’ მასთან, მასში და მისთვის.
13.05.2012
როფორც ხარატი აძლევს ფორმას ხეს, მჭედელს გამოყავს რკინა და ოქრომჭედელი ქმნის ლამაზ მოსართავებს ოქროდან, უფალიც აგრეთვე მისი საკუთარი წესით ქმნის ყოველ არსებას. იცოდეთ რომ უფალი არის საფუძველი ყოველი არსების დასწრებისთვის ამ მსოფლიოში. ამ ცოდნით კარგავთ ყველა შიშს. განახორციელეთ დისკრიმინირება ყოველთვის და გამოიყენეთ სიბრძნე რომელსაც თქვენ ფლობთ, თქვენი წინ წაწევისთვის. პაწაწინა ბეღურა ზის ქარიშხალით მბორგავ ხის ორკაპზე რადგან მან იცის რომ მისი ფრთები არის ძლიერი. იგი დამოკიდებული არ არის ტოტების რხევაზე მის მხარდასაჭერად. ამის მსგავსად მთლიანად მიენდეთ ღმერთის წყალობაზე, გამოიმუშავეთ ის და შეინახეთ ის. მაშინ როგორიც არ უნდა იყოს სიდიდე უბედურების რომელსაც თქვენ შეეჯახებით, თქვენ შეძლებთ მის გადატანას რაიმე ზიანის გარეშე.
14.05.2012
ყოველთვის გახსოვდეთ რომ ადვილია იმის კეთება რაც სასიამოვნოა, მაგრამ ძნელია იყო დაკავებული იმით რაც სასარგებლოა. ყველაფერი არ არის სასარგებლო რაც სასიამოვნოა. წარმატება მოდის მასთან ვინც უარყო ვარდებით მოფენილი გზა, და უძლებს ჩაქუჩის დარტყმებს და მომართულ მახვილებს საშიშროებით აღსავსე გზაზე. სინამდვილეში გზა არ არის ვარდების საწოლი. ცხოვრება არის ბრძოლის ველი – დჰარმაკშეტრა სადაც მოვალეობები და სურვილები ყოველთვის არის კონფლიქტში. დაახრჩვეთ ცეცხლოვანი კვამლი სურვილების, მტრობის და რისხვის რომელიც მაღლა იწევს თქვენს გულში. მათზე დანებება არის სრული სიმხდალე, ვინაიდან ეს დაგაბრუნებთ თქვენ მხეცებში.
15.05.2012
ცარიელი რკინის ყუთი იღებს დიდ მნიშვნელობას როდესაც ის შეიცავს ძვირფას თვლებს. ასე აგრეთვე სხეული იქნება პატივნაცემი მაშინ როცა ის შეიცავს ძვირფას თვლებს ღმრთიური ცნობიერების და ძვირფას ქვებს რომლებსაც ეწოდება სათნოება. სიცოცხლე უნდა იყოს ნაცხოვრები ხელსაყრელი შემთხვევებით რომლებიც უზრუნველყოფს ადამიანური ფასეულობების გაგამომჟღავნებას. სხვა შემთხვევაში ადამიანი ხდება ტვირთი დედამიწაზე, უბრალოდ მომხმარებელი საკვების. სიცოცხლე არის მუდმივი მარში მიზნისკენ; ეს არ არის უაზრო ვადა დაპატიმრების ან შემთხვევითი პიკნიკი. მაშინაც კი თუ თქვენ არ გაქვთ მყარი რწმენა ღმერთში ან ამ იმანენტური ძალის რომელიმე კონკრეტულ სახელში ან ფორმაში, დაიწყეთ ჭკუის ახირებების კონტროლით, ეგოს, და გრძნობა-მიბმულობების ცდუნებათა შეკავებით. იყავით სასარგებლო სხვებისთვის; მაშინ თქვენი სინდისი თვით დაგაფასებთ თქვენ და გამყოფებთ ბედნიერად და კმაყოფილად, თუმცა სხვები შეიძლება არ იყვნენ თქვენი მადლიერი.
16.05.2012
არ დაირღვიოთ სულიერი სიმშვიდე უბედურებებისას, ამის ნაცვლოდ მიიღეთ ის როგორც წყალობის ქმედებები. თუ ვინმე კარგავს ხელს უბედური შემთხვევისას, ეს ადამიანი უნდა იყოს დარწმუნებული რომ ეს იყო უფლის წყალობა რომ გადარჩა მისი (ქალის, კაცის) სიცოცხლე. როდესაც თქვენ დაიჯერებთ რომ არაფერი შეიძლება მოხდეს მისი გადაწყვეტილების გარეშე, თქვენ გააცნობიერებთ რომ ყველაფერი რაც ხდება თქვენს ცხოვრებაში, ჯამში აქვს ფასი. თქვენ შეიძლება უგულებელყოფდეთ მხოხავ მცენარეს თქვენს ეზოში, მაგრამ თუ გამოივლის ბრძენი და იტყვის რომ ეს არის იშვიათი წამალი რომელსაც შეუძლია განკურნოს ადამიანი გველის ნაკბენიდან, თქვენ აღმართავთ გალავანს მის ირგვლივ და ნებას არ მისცემთ არც ერთ ბავშვს რომ მოწყვიტოს მისი ფოთლები თუნდაც გასართობად, ასე არ არის? გაიგეთ საფუძვლიანად რომ უფალი არის მიზეზი, წყარო ყველაფრის. და ამის ცოდნით, მორიგდით ყველასთან თავმდაბლად და მოკრძალებით. ეს არის გზა რომელიც სწრაფად მიგიყვანთ თქვენ მიზანთან.
17.05.2012
მსახურება ყველა მის ფორმაში, რომელიც არ უნდა ავიღოთ ჩვენს თავზე არსებითად არის სულიერი დისციპლინა; გონებრივი გასუფთავების ფორმა. თუ ვინმე არ თვლის მსახურებას ამგვარად, მაშინ მსახურების განზრახვა იკლებს და იზრდება გულგრილობა, ან ის შეიძლება მიიკლაკნოს სიამაყესა და პომპაში. დაფიქრდით ერთი წამით თქვენ ემსახურებით ღმერთს თუ ღმერთი გემსახურებათ თქვენ? როდესაც თქვენ სთავაზობთ რძეს მშიერ ბავშვს, ან საბანს ტროტუარზე აკანკალებულ ძმას თქვენ ხართ მხოლოდ ღმერთის საჩუქრის გადამცემი, მეორეს ხელებში არის ღმერთის საჩუქარი! თქვენ დებთ ღმერთის საჩუქარს ღმრთიური პრინციპის საცავში! ყოველთვის გახსოვდეთ – ღმერთი მსახურებს! და ის ყოველთვის გაძლევთ საშუალებას თქვათ რომ თქვენ მსახურებთ! მისი ნების გარეშე, ბალახის ერთი ღერიც კი ვერ შეირხევა ნიავზე. აავსეთ ყოველი მომენტი საჩუქრების გამცემის და მიმღების მადლიერებით!18.05.2012
ყოველი ადამიანი ჭამს თავისი შიმშილის დასაკმაყოფილებლად. ამგვარად აგრეთვე, თითოეულმა თქვენთაგანმა უნდა აღმოაჩინოთ საუკეთესო გზა თქვენი სულიერი შიმშილის დასაოკებლადაც. არ აყვეთ სხვების დაცინვას ან რეკომენდაციებს. რჩევა ჰკითხეთ საკუთარ სინამდვილეს რომელიც იქმნება თქვენი გრძნობების დამშვიდებით და თქვენი ჭკუის კონტროლით; არსებობს ხმა რომელიც თქვენ შეგიძლიათ მოისმინოთ ამ სიმშვიდეში. ჭეშმარიტი ნიშანი რომ თქვენ ისმენთ ამ ხმას არის თქვენი მოქმედება! დიდი ხე თავს იმაგრებს და იკვებება მისი პატარა ფესვებით რომლებიც ყვინთავენ ჩუმ მიწაში. სწორედ ასევე, თუ თქვენ შედიხართ ღრმად თქვენი შინაგანი შეგნების სიწყნარეში, თქვენი სულიერი აყვავება არის გარანტირებული.
19.05.2012
ადამიანის თანდაყოლილი ღმრთიურების შეცნობა, და ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების რეგულირება შესატყვისად ამ ჭეშმარიტებასთან არის გზამკვლევი ვარსკვლავები ყველა მათთვის ვინც არის დაჭერილი კამათისა და ბრძოლის დინებებში. ამ თვით შეცნობის გარეშე სიცოცხლე ხდება ხუმრობა, დაცინვა! მე-ს ამ შეცნობის შეძენა ხდის ცხოვრებას სერიოზულს, ტკბილს და ნაყოფიერს. ბევრმა ადამიანმა არ იცის ამ კეთილშობილური მიზნის შესახებ სიცოცხლის ხანგრძლივ მოგზაურობაში. ისინი დებენ თავიანთ რწმენას თავიანთ გარეგან საქმეებში და გეგმავენ სიხარულის მიღებას იქიდან და მათი მეშვეობით, და ბოლოს განიცდიან ტკივილს და უბედურებას. იცოდეთ რომ ყველა სიხარული გადმოდის მხოლოდ გულიდან თქვენს შიგნით. როდესაც თქვენ განიცდით სიხარულს ყოფითი საგნებიდან ან ადამიანებიდან, მიხვდით რომ ეს არის თქვენი საკუთარი სიხარული არეკლილი უკან თქვენზე.
20.05.2012
როდესაც ცეცხლი მძვინვარებს და იღებს დამანგრეველ ძალას, თქვენ დაუყოვნებლივ ცდილობთ მის ჩაქრობას ქვიშის დაყრით და წყლის დასხმით, ასე არ არის? უმეტეს შენობებში ადამიანები ინახავენ ამის მარაგს მზადყოფნაში. თქვენ გაქვთ შეგნებული რომ თქვენ გაქვთ ექვსი ალი რომელიც ანთია თქვენს შიგნით? ეს არის ვნება, ბრაზი, სიხარბე, მიბმულობა, სიამაყე და სიძულვილი. მათი გამოჩენა შესაძლებელია ნებისმიერ დროს. თქვენ რა გაქვთ მარაგში მათ ჩასაქრობად? ყოველთვის შეინახეთ მზადყოფნაში მარაგი ჭეშმარიტების, უბიწოების, მშვიდობის, სიყვარულის და არაძალადობის დიდი რაოდენობით. ეს ხუთი დაგეხმარებათ თქვენ უვნებელყოთ თქვენი ექვსი მტრის ალი, როდესაც არ უნდა აენთოს ის; ეს ფასეულობები არის ძალიან ეფექტური ცეცხლმქრობი საშუალებები.
21.05.12
სხეული ექვემდებარება დაშლას ადრე თუ გვიან. ყველა არის გაცნობიერებული ამაში. მიუხედავად ამისა ყველა არის სიკვდილის შიშით შეპყრობილი; არავის არ სურს პირისპირ შეხვდეს ბოლო წამს. ყველაფერი რაც იბადება უნდა მოკვდეს რომელიმე დღეს – სიკვდილი არის გარდაუვალი და აუცილებელი! გასაღებით დაკეტილი ამ პარადოქსული გამოცდილების გასახსნელად, კითხვა დასვით ამგვარად: რა არის ის რაც ხვდება სიკვდილთან? რა არის ის რაც მიდის და რა არის ის რაც რჩება? პასუხი: ეს არის სხეული რაც კვდება და ეცემა. რაც არ კვდება ეს არის ათმა. თქვენ შეცდომაში შეგყავთ თქვენი თავი რომ ეს არის ათმა ან `შენ~ რაც კვდება; ეს არის არასწორი. ათმას (მეს) არაფერი ესაქმება სიკვდილთან ან დაბადებასთან. ის არის მარადიული, ჭეშმარიტი და სუფთა. შეიგნეთ ეს და გახსოვდეთ რომ თქვენ ხართ მარადიული, ჭეშმარიტი და სუფთა ათმა – თქვენ არ ხართ სხეული.
22.05.2012
სიცოცხლე არის აღმართული ოთხ სვეტზე – უბიწოებაზე, სიმდიდრეზე, სურვილსა და გათავისუფლებაზე (დჰარმაზე, ართჰაზე, კამასა და მოკშაზე). როდესაც ორი ძირითადი სვეტი უბიწოება და გათავისუფლება დაკარგულია, ეს არის ბრძოლა გადარჩენისთვის დარჩენილი ორით, სურვილითა და სიმდიდრით. შემდეგ ბუნებრივია დარდი, სიხარბე, ფარისევლობა და მღელვარება გულს ტკენს ადამიანის არსებას. თითოეული სვეტი უნდა თანამშრომლობდეს დანარჩენ სამ სვეტთან და ავსებდეს მათ. უბიწოებამ უნდა შეაღწიოს სიმდიდრესა და სურვილში და გააძლიეროს ის, ისე რომ შესაძლებელი იყოს გათავისუფლების მიღწევა. მარტო უბიწოების მეშვეობით უნდა იყოს მიღებული სიმდიდრე და ის უნდა იყოს გამოყენებული უბიწო მიზნებისთვის. სურვილი უნდა იყოს მიმართული მონობიდან გათავისუფლებისაკენ – არა სიკვდილის ახალი ჯაჭვების გამოჭედვისკენ ან ჯაჭვში უფრო მეტი რგოლების დამატებისკენ. ადამიანის არსება, მოკლებული უბიწოებას და გათავისუფლების წადილს, დაქვეითდება მხეცის და ფრინველის დონეზე.
23.05.2012
როცა თქვენ ცდილობთ საჭმელის მომზადებას თქვენ შეიძლება თქვენთან გქონდეთ ყველა მასალა – ბრინჯი, დალი (ოსპი), მარილი, ლაიმი, სანელებლები, ბოსტნეული და ა.შ. მაგრამ თუ თქვენ არ გაქვთ ცეცხლი მათ მოსახარშად კერძი ვერ მომზადდება. ზუსტად ასევე, ყველა ფორმა თაყვანისცემის, განჭვრეტის, იოგის ან მედიტირების არის უმოქმედო თუ არ არსებობს ადამიანის ფუძემდებლური სინამდვილის და იდენტურობის ცოდნა, რომ გაახუროს პროცესი. ათმა არის დასაბამი და წყარო ყველა სიხარულის და მშვიდობის; ეს უნდა იყოს შეცნობილი და უნდა იცხოვროთ ამით. ამ გაცნობიერების გარეშე ადამიანის სიცოცხლე არის შესაძლებლობა რომელიც დაკარგულია. ადამიანის ჭეშმარიტი იდენტურობის შეცნობა არის სიბრძნის ნიშანი, ნათება ლამპის რომელიც ფანტავს სიბნელეს.
24.05.2012
როდესაც თქვენ გსურთ ნიავი თქვენ რთავთ ვენტილატორს; როდესაც თქვენ გსურთ სინათლე თქვენ აწვებით ნათურის ჩამრთველზე; როდესაც თქვენ გსურთ საჭმლის მომზადება თქვენ რთავთ ღუმელს; თუ თქვენ გსურთ ფართო აუდიტორიისთვის მიმართვა თქვენ აწყობთ მიკროფონს და დინამიკებს და რთავთ მათ. თუ თქვენ გჭირდებათ ბეჭდვა თქვენ ოპერირებთ პრინტერის ღილაკებით. განიხილეთ ყველა ეს როგორც ცალკეული ოპერაცია და თქვენ შეამჩნევთ რომ ეს არის ერთი მეორესგან დამოუკიდებელი. სინათლე და ჰაერი, სითბო და ხმა არის დაუკავშირებელი, ეს არის ნათელი ყველა მიმართებაში ასე შეიძლება გვეჩვენოს. მაგრამ ყველა მათთვის კართჰა, ენერგია, არის იგივე – ელექტრული დენი. გამოხატვა და გამომჟღავნება შეიძლება იყოს სხვადასხვა; მაგრამ საფუძველი, შთაგონება, დაფარული ძალა, ან ფუძე არის იგივე. როგორც ელექტრობა, ღმერთიც ასევე მოქმედებს ყველა ინსტრუმენტის მეშვეობით, და საჩუქრად გასცემს თითოეულის მიერ შესრულებული მოქმედების შედეგს; ის არის ყველა არსების შინაგანი მამოძრავებელი.
25.05.2012
ყველას აქვს თავისი სიმაგრეები და სისუსტეები, ნაკლები და შიშები, უნარები და წინააღმდეგობები, ამიტომ არავისი რეცეპტი არ შეიძლება იყოს შეთავაზებული ყველასთვის. ყოველი ინდივიდისთვის აუცილებელია გააკეთოს მკაცრი თვითანალიზი მთლიანი ბოროტების მოსაცილებლად თავისგან. პაციენტმა უნდა მიიღოს წამალი და დაიცვას ინსტრუქციები რომლებიც სასარგებლოა ავადმყოფობის სამკურნალოდ. ავადმყოფს არ შეუძლია მოითხოვოს ტკბილი წამლები და კომფორტი. სწორედ ასევე ადამიანები მიბმული არიან ფიზიკურ კომფორტთან და ობიექტურ სიამოვნებასთან და ცდილობენ დამალონ თავიანთი ნაკლოვანებები, მათი მოცილების მცდელობის ნაცვლად. ადამიანები ყიდულობენ მუქ ტანსაცმელს, იმიტომ რომ მათ ვერ შეძლონ მისი გაჭუჭყიანების აღმოჩენა; ისინი არ არჩევენ თეთრ ტანსაცმელს, რადგან ის ნათლად აჩვენებს მის დაჭუჭყიანებულ მდგომარეობას. მაგრამ არ ეცადოთ თქვენი ჭუჭყის დამალვას სიბნელეში; იყავით სინანულით სავსე დაჭუჭყიანებული ბუნების და ეცადეთ მის სწრაფ გასუფთავებას.
26.05.2012
განსხვავება ადამიანსა და დემონს (მაანავასა და დაანავას) შორის არის სწორედ ეს – ადამიანის არსებას უნდა ჰქონდეს ზნეობა, თვითკონტროლი და თანაგრძნობა (დჰარმა, დჰამა და დაია). დემონს არ აქვს ეს, არ ცდილობს მათ მიჩნევას როგორც სასურველი თვისებების; ისინი უარყოფენ მას და ყურადღებას არ აქცევენ ამ სათნოებებს. პირიქით, ეს სამი სინამდვივლეში არის აუცილებელი ხარისხი ყველა კაცისთვის. ყოველი არსება მსოფლიოში არის მოგზაური დემონიდან ადამიანისკენ, ღმრთიურისკენ. სტადიების რიცხვი ამ მოგზაურობაში არის ისე მრავალი როგორც გულების რაოდენობაა ამ მსოფლიოში! ყოველი მოგზაური მოძრაობს თავისი საკუთარი სიჩქარით და სახელით და ფორმით რომელიც აღაფრთოვანებს მას.
27.05.2012
თითოეული ადამიანი იღებს შედეგს რასაც მისი სულიერი პრაქტიკა (სადჰანა) იმსახურებს, რასაც მისი მოქმედება ამ და წინა დაბადედებში ჩუქნის მას. ეპოსში რამაიანა დემონების მეფე რავანას ჰქონდა სწავლულობა, ძალა, სიმდიდრე, ძალაუფლება, უფლებამოსილება და ღმერთის წყალობაც კი – მაგრამ ახირებისა და სიამაყის ვირუსმა რომელმაც დაისადგურა მის ჭკუაში მიიყვანა ის მის განადგურებასთან, ყველა ცოდნის მიუხედავად. მას არ შეეძლო ყოფნა სიმშვიდესა და სიხარულში თუნდაც ერთი წამით ინფექციის შემდეგ რომელმაც დაიწყო მუშაობა. სიცოცხლე არის მუდმივი კამპანია ბევრი მტრის წინააღმდეგ, ეს არის ბრძოლა წინააღმდეგობებთან, ცდუნებებთან, სირთულეებთან და დაეჭვებებთან. ეს მტრები წარმოდგენილი არის ყველა არსებაში და ამიტომ ბრძოლა არის უწყვეტი და მარადიული. თითოეული ადამიანი გამოირჩევა სხვებისგან ამ ბრძოლაში შინაგანი თავდამსხმელების წინააღმდეგ. მსგავსად ვირუსის რომელიც ყვავის სისხლზე, ნაკლები ახირების, სიხარბის, სიძულვილის, სიავის, სიამაყის და შურის ფიტავს ადამიანის ენერგიას და რწმენას და მიჰყავს ის უდროო დაცემასთან.. აქედან გამომდინარე ყოველთვის გახსოვდეთ ეს – სათნოება არის ძალა, ხარვეზი არის სისუსტე.
28.05.2012
კარმას კანონი არ არის შეუქცევადი რკინის კანონი. მიძღვნა ღმრთიურზე და გასუფთავება აზრების, სიტყვების და საქმეების მოიპატიჟებს ღმრთიურ კურთხევას. კარმას ეფექტები შეიძლება იყოს შეცვლილი და მისი სიმკაცრე შერბილებული წყალობის მეშვეობით. როდესაც ნაკლები ბატონობენ თქვენს გულზე, ის ხდება უსუფთაო და ჭვარტლიანი. ალები სურვილის, რისხვის და სიძუნწის (კაამა, კროდჰა და ლობჰა) ტოვებს ნახშირს თქვენს გულში. არ გაიტეხოთ გული და არ დაეცეთ სულით თუ ნაკლები გაწუხებენ თქვენ. არ არსებობს ადგილი სადაც ღმერთი არ ესწრება. არ არის არსება რომლისთვისაც ის უარყოფს კურთხევას. წყალობა ამჟღავნებს თავისთავს ალების ჩაქრობით თქვენს გულში და გჩუქნით ნეტარებას რომლის ჩუქებაც არასოდეს არ შეუძლია სურვილს, რისხვას და სიძუნწეს. ღმერთი არის მუდმივი და უცვლელი. მკაცრი დისციპლინით მისდიეთ გზას და დაემორჩილეთ იდეალებს დადგენილს უფლის მიერ. თქვენი ჭკუა უნდა გასუფთავდეს და ღმრთიური წყალობა აირეკლება მასში.
29.05.2012
სიცოცხლე არ არის მათემატიკური ფორმულა, სადაც 2-ს პლუს 2 ყოველთვის უდრის 4-ს. ზოგჯერ ის შეიძლება იყოს 3, სხვა შემთხვევაში 5. ეს დამოკიდებულია თითოეულ მნიშვნელობაზე რიცხვის ’2’. სულიერ გზაზე თითოეულმა ადამიანმა უნდა იმოძრაოს წინ იქიდან სადაც ის უკვე იმყოფება, სანათის სინათლით რომელიც თითოეულს უჭირავს თავის საკუთარ ხელებში. ესწრაფეთ რომ დასვათ თქვენი საკუთარი ხასიათის დიაგნოზი, აღმოაჩინოთ ნაკლები რომლებიც შემოჭრილია მასში; არ ეცადოთ სხვების ხასიათის გაანალიზებას და არ ეძებოთ მათი მანკების ლაქები. ეს თვითანალიზი არის ძალიან აუცილებელი რომ გამოავლინოთ ნაკლოვანებები რომლებიც ძირს უთხრიან თქვენს სულიერ კარიერას. დემონები როგორც წესი არიან ძალიან პატივმოყვარე რომ ქედი მოიხარონ უფლის წინაშე; ისინი ასევე ძალიან დიდად ენდობიან იარაღს და ციფრებს, უარყოფენ წმინდა და ძლიერ ძალას სულის, რომელსაც შეუძლია მოსპოს ნაკლები მათში. არასდროს ეცადოთ თქვენი ნაკლების დამალვას; იყავით დარცხვენილი მათ გამო და ეცადეთ მათ სწრაფ გასუფთავებას.
30.05.2012
მე უნდა ვამხილო მადლიერების არ არსებობა რომელიც ძალიან გავრცელებულია დღეს ადამიანებს შორის. დღეს ადამინები არიან თავმდაბალი და მორჩილი ვიდრე მათი სურვილები შესრულდება. როდესაც მათი სურვილები შესრულდება ისინი ხანდახან ცდილობენ გაანადგურონ ადამიანი, ვინც დაეხმარა მის განხორციელებაში. ეს ქცევა არ შეეფერება ადამიანის არსებას. ადამიანი უნდა იყოს ცნობიერი უპირატესობის მიღებაში და დიდად მოსურნე ვალის გადახდაში, ან სულ ცოტა გატაცებული იყოს ზიანის გამოწვევის თავიდან აცილებაში ადამიანებისთვის, რომლებიც დაეხმარნენ მას მწუხარებაში. დღეს თუმცა, პომპით და სიამაყით ადამიანები აჩვენებენ რომ ისინი არიან უმეცრები, სავსე ეგოურობითა და მედიდურობით. წუთიერ სიხარულზე სირბილით დევნით ისინი გაიქცნენ ღმერთის სამეფოდან. ადამიანის დაბადების ფასეულობა არის ღმრთიურების მიღწევა. დაფიქრდით ამ ბედნიერ შემთხვევაზე ადამიანად დაბადების, რომლითაც თქვენ ხართ დაჯილდოებული. მიუძღვენით თქვენი დღეები ფიქრს ღმერთზე, და იდეებზე რომლებიც აგამაღლებთ და შთაგაგონებთ. მიესალმეთ მადლიერების გამოხატვის შესაძლებლობის შემთხვევებს, გააფართოვეთ თქვენი გული და გააღრმავეთ თქვენი რწმენა.
31.05.2012
ყველა სხვადასხვა გემოს, ფერის, სუნის მრავალფეროვანი საკვები პროდუქტები თუ მათ განვიხილავთ გულახდილად და პირდაპირ, არის უბრალოდ წამალი შიმშილის დაავადების სამკურნალოდ; ყველა სასმელი რაც კაცმა გამოიგონა არის მედიკამენტი წყურვილის დაავადების შესამსუბუქებლად. ადამიანთა უმეტესობა დღეს იტანჯება გრძნობების ავადმყოფობისგან და ისინი ცდილობენ დასვენებას, სიამოვნებას, პიკნიკების, ბანკეტების, ცეკვების ექიმბაშური საშუალებებით, მხოლოდ აღმოაჩინეს რომ მათი სიცხე არ დავარდნილა. ეს ავადმყოფობა ჩაცხრება მხოლოდ მაშინ როდესაც უხილავი ვირუსი გახდება უმოქმედო და ეს მოხდება მხოლოდ მაშინ როდესაც ჯნაანას (სიბრძნის) სხივები დაეცემა მასზე. ჭეშმარიტი ექიმი დაინტერესებულია თქვენი ყველა დაავადების განკურნვაში, გირჩევთ იმას რაც არის ჰათჰა (მარგებელი) თქვენთვის ჯანმრთელობის აღსადგენად, იმის ნაცვლად რაც არის პრივა (სასიამოვნო); თქვენი გურუ არის როგორც ეს ექიმი. დაემორჩილეთ მას, თუნდაც მისი რეცეპტი იყოს არასასიამოვნო, თქვენი სიცხე შეიძლება განიკურნოს მხოლოდ მის მიერ. ამჯობინეთ მარგებელი სასიამოვნოს იმიტომ რომ სასიამოვნომ შეიძლება დაგასრიალოთ გზიდან დაბლა უფსკრულში.
ბაბა