თხოვნა

ლოცვები-თხოვნა

ითხოვეთ და მიიღებთ იმას, რაც თქვენ გადაგარჩენთ, და არა იმას, რაც შეგბოჭავთ. თქვენ მთხოვთ მე ათას ყოფით ნივთებს, მაგრამ ძალიან იშვიათად თქვენ მთხოვთ თვით `ჩემს თავს~. ამიტომ მე იშვიათად მოგმართავთ თქვენ, თქვენთვის ბჰაკტების (ღმერთის ერთგულების) სახელწოდებით. მე ჩვეულებრივ მოგმართავთ თქვენ დივიიატმა სვარუპალიარრა (ღმრთიური ატმანის განხორციელებებო)! სწორედ ეს დივიია-ატმანი არის თვით ღმრთიურება. თუმცა თქვენ არ იცით ამის შესახებ, მაგრამ ეს არის ფაქტი. ამიტომ მე სრული საფუძვლიანობით შემიძლია გიწოდოთ თქვენ ასე. მე შემიძლია თქვენ გიწოდოთ თუნდაც დივია დივია სვარუპალიაპპა (ღმრთიური განხორციელება ღმრთიურებისა)! მაგრამ რაც შეეხება `ბჰაკტის~ (ღმერთისადმი ერთგულებას), ეს კი ისეთი თვისებაა, რომელიც გაიძულებთ თქვენ ისურვოთ მხოლოდ ღმერთი და სხვა არაფერი (პრაშანტი ნილაიამი, 29.11.95) (20, გვ. 208).

* რთულ სიტუაციაში ყოფნისას იმის წინ, ვიდრე მიიღებდეთ გადაწყვეტილებას, თხოვეთ ღმერთს დაგაყენოთ გზაზე ჭეშმარიტზე. ადამიანებს შეუძლიათ მოგცენ თქვენ რჩევა, მხოლოდ საკუთარი ჭკუისმიერი უნარების მიხედვით, უფალი კი, თვით შუქის მომფენი შემეცნება, მიგითითებთ თქვენ გამოსავალს გართულებული მდგომარეობიდან. იყავით თავმდაბალნი და მუდამ ლოცვის მდგომარეობაში. ლოცვას შეუძლია განახორციელოს შეუძლებელი. იგალობეთ ღმერთის დიდებულება და იმეორეთ მისი სახელი. ეს თქვენ მოგიტანთ წარმატებას (33).

* კითხვა: ლოცვა, მიმართული ღმერთისადმი, ხომ არ ჰგავს გასაკითხის თხოვნას?
საი: თუ თხოვ თანაბარს, მაშინ ეს გამცირებს შენ, იმას კი ამაღლებს. მაგრამ როცა თხოვ ღმერთს, მაღლდები მის დონეზე. თქვენ უნდა თხოვოთ ღმერთს. თხოვო ღმერთს – ეს სრულიად სწორია. ეს არ არის წყალობა.

კითხვა: მაგრამ მე ვფიქრობდი, რომ რამდენადაც ღმერთმა იცის ყველა პრობლემები, რომლებიც წარმოექმნებათ ადამიანებს, და თუ ეს პრობლემები აღმოფხვრილი უნდა იქნეს, მაშინ ღმერთი გააკეთებს ამას მასზე მიმართვის გარეშე.
საი: ის, რაც თქვენ თქვით, ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ეს არ არის სწორი, რადგან შესთხოვოთ ღმერთს – არის თქვენი ვალი. სიტყვები უნდა წარმოითქვას, და ისინი უნდა შეესაბამებოდნენ აზრებს. აზრები უნდა ჩაიდოს გულწრფელ სიტყვებში. სრული სიმართლეა, რომ ღმერთმა იცის ყველაფერი, მაგრამ ის მოითხოვს, რომ გულწრფელი სიტყვები იყოს წარმოთქმული. დედამ იცის, რომ ბავშვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად საჭიროა საკვები, მაგრამ რძე მიეცემა მხოლოდ მაშინ, როცა ბავშვი ითხოვს მას.

კითხვა: ნათელი არ არის ადამიანმა როდის უნდა თხოვოს ღმერთს და როდის არა? მაგალითად თქვენ დღეს გაქვთ თავის ტკივილი, რომლის განკურნებაც არ შეუძლიათ ექიმებს. მე არ ვთხოვ, რომ სვამიმ გიხსნათ ტკივილისგან და არ ვლოცულობ გამოჯანმრთელების შესახებ. ამის უმეტეს, სვამი წერს: `როგორ არის თქვენი ჯანმრთელობა? არ შეწუხდეთ მასზე, თქვენი ღმერთი ყოველთვის თქვენთან არის, თქვენში არის, თქვენს გარშემო არის~.
საი: სრულიად მართალია. ის, რაც თქვა ბაბამ, საკმარისია. თქვენთვის სხეულთან გაიგივება მოქმედებს დამასუსტებლად. დღეს თქვენ გაქვთ თავის ტკივილი, ხვალ გტკივათ მუცელი. დატოვეთ ყველაფერი ისე როგორც არის. არ შეწუხდეთ ამაზე. თქვენ – არ ხართ სხეული. თუ ბაბამ გითხრათ თქვენ `არ უნდა შეწუხდეთ~, მაშინ არ ღირს ზედმეტი კითხვების დასმა. არ გაიგივდეთ სხეულთან.

კითხვა: სვამის მხედველობაში აქვს თუ არა ის, რომ ადამიანებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ მთლიანად აიგივებენ თავის თავს სხეულთან, მუდმივი თავის ტკივილი შეიძლება იყოს საგანი ლოცვისთვის?
საი: დიახ, მაგრამ რად უნდა შეაწუხოთ სვამი მხოლოდ თავის ტკივილის საბაბით? თქვენ შეგიძლიათ უთხრათ ამის შესახებ სხვებს.

კითხვა: სინამდვილეში როდის არის სწორი რომ თხოვო ღმერთს?
საი: ღმერთს უნდა თხოვო, როცა ამაში ნამდვილად არის აუცილებლობა. ბავშვი მშობლებს თხოვს პიტნის კანფეტს, და ის მას ღებულობს. როცა ის ხდება დიდი, ის თხოვს მშობლებს ქონებას და ის ამას იღებს. ბავშვი თხოულობს უფლებით და ასევე უფლებით ღებულობს. ბავშვმა შეიძლება უცნობს თხოვოს კანფეტი ერთხელ ან ორჯერ და ჰქონდეს მისი მიღების იმედი. მაგრამ თუ ის სთხოვს ქონებას, საეჭვოა რომ მას აქვს უცნობისგან მისი მიღების იმედი. ღმერთისთვის გაძნელებული არ არის წვრილმანი თხოვნების სიმრავლე, და ის ვალდებულად მოგცემს ქონებასაც (დიდი ღირებულების ნივთებს), ამიტომ თითოეულმა ყოველთვის უნდა თხოვოს ღმერთს დაეხმაროს მას გაჭირვებაში. ეს არის ადამიანის უფლება თხოვოს მას, აქ არ არის არავითარი ლაპარაკი მოწყალებაზე (19, გვ. 63-64).

* ძველი ბრძენები იმეორებდნენ თავიანთ ლოცვებში: `ო ღმერთებო, ჩვენ მოგესალმებით თქვენ! ო დემონებო წადით ჩვენგან!~ ვინ არიან ეს ღმერთები? ისინი არიან – კეთილი აზრები, კეთილი გრძნობები, კარგი ქცევა. ბრძენები ლოცულობდნენ, რომ ეს ზეციური ფორმები შესულიყვნენ მათ ჭკუებში. დემონები, რომლებისგანაც მათ უნდოდათ მოცილება, ეს არის ბოროტი გრძნობები, ბოროტი აზრები და ბოროტი ქცევები. აი მაგალითი, რომელსაც უნდა მისდიოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. დღითი დღე ჩვენ ვირჩევთ კარგს და გაურბივართ ცუდს. ჩვენ ვრჩეულობთ კარგ საკვებს და უკუვაგდებთ არასრულფასოვანს. ეს არის – ცხოვრების ძირითადი წესი. თქვენ უარი უნდა თქვათ ცუდზე, რათა გაუთავისუფლოთ ადგილი კარგს. ასეთია გაკვეთილი გამოტანილი ყოველდღიურობიდან. სამწუხაროდ, დღეს ადამიანები აგდებენ სრულყოფილს და სასარგებლოს და უპირატესობას აძლევენ იმას, რაც მავნეა. ამას, ჯამში მივყევართ თანამედროვე მსოფლიოში ისეთი მოვლენების მოჭარბებასთან, როგორიცაა უკანონობანი და უბედურებები. ამიტომ მთავარი ამოცანაა – საკუთარ თავში კარგი თვისებების გამომუშავება. ცუდი აზრებისა და ჩვევებისგან საჭიროა ჩამოშორება. ამ ჭეშმარიტების არ შეცნობით, ადამიანი ხდება გულგატეხილობისა და მწუხარებების მსხვერპლი. შეიძლება ითქვას, რომ ეს უბედურებები და შფოთვები ძირსჩამოშვებულია განგებით? არა, არ შეიძლება. თქვენი საკუთარი ცუდი აზრები და საქმეები არის მიზეზი ყველა თქვენი უბედურებებისა. რასაც დასთეს, იმასვე მოიმკი. ნაყოფი განისაზღვრება თესლით. როცა ადამიანი თავისუფლებას აძლევს ცუდ აზრებს, მას ელოდებიან ცუდი შედეგები. როცა მას ნათელი აზრები აქვს, შედეგებიც ასევე იქნება კარგები (6, გვ. 206-207).

* დრაუპადი იყო კრიშნას ღრმა ერთგული. ის ელოცვებოდა მას: `ო კრიშნა! მე თაყვანს გცემ დღისით და ღამით. ო უფალო! გამოიჩინე სიბრალული და დამიცავი მე. თუ შენ გამოიჩენ ჩემდამი სიბრალულს, ყველაფერი დანარჩენი ჩემთვის იქნება უმნიშვნელო~. დრაუპადი შეეჯახა ბევრ სირთულეებსა და განსაცდელებს, მაგრამ მისი კრიშნასადმი ერთგულება დარჩა უცვლელი.

ტიაგარაჯამ თქვა: `ო უფალო! მე განუწყვეტლივ გელოცვები შენ, შენ რატომ მაკლებ მე შენს სიყვარულს და სიბრალულს? მე შენ კიდევ რა არ მოგეცი? მე მოგეცი შენ ჩემი სიმდიდრე, ოჯახი და სულიც კი. გევედრები, მოდი ჩემს დასახმარებლად. შენ ხარ ჩემი ერთადერთი თავშესაფარი~ (შლოკა სანსკრიტზე). როცა თქვენ ლოცულობთ, მხოლოდ სიტყვები საკმარისი არ არის. თქვენ უნდა მისცეთ ღმერთს თქვენი გული (28).

* ღმერთს მარაგში აქვს ბევრი ფასდაუდებელი ნივთები. თქვენ თხოვთ მას წვრილმანი და უმნიშვნელო ნივთების შესახებ, იმიტომ რომ თქვენ არ იცით, როგორი ძვირფასი საჩუქრებით შეუძლია მას თქვენი დასაჩუქრება. მის მარაგში არ არის დანაკლისი რაიმეში. ამიტომ თქვენ არ უნდა თხოვოთ ღმერთს რაიმე განსაკუთრებულის შესახებ. როცა დრო მოვა ის მოგცემთ თქვენ იმას, რაც ყველაზე უკეთესია თქვენთვის. ღმერთმა ეს იცის და მოქმედებს შესაბამისად, დაყრდნობით ხელსაყრელ დროზე, ადგილსა და სიტუაციაზე. აი თქვენ ხანდახან რატომ აღმოაჩენთ, რომ ის თვითონ მოდის და გაძლევთ თქვენ იმას, რაც თქვენ არ გითხოვიათ. ამიტომ ძალიან რთულია გაუგოთ ღმერთს. უმეცარი, რომელსაც არ შეუძლია ამ პრინციპის გაგება, ხშირად არასწორად განმარტავს მას (22.03.2007) (35).