იცოცხლეთ ბედნიერი სიცოცხლით,
მთელი კაცობრიობის ერთობის შეცნობით
ბჰაგავან შრი სათია საი ბაბას ღმრთიური გამოსვლა
მის დაბადების დღეს, 2008 წლის 23 ნოემბერს.
ყველა სახელი და ყველა ფორმა – ეს არის გამოვლინება არაგაორებული უმაღლესი არსების,
რომელიც არის ყოფნა, ცოდნა და აბსოლუტური ნეტარება.
ის – ეს არის სათჰიამ, შივამ, სუნდარამ (ჭეშმარიტება, სათნოება და სილამაზე).
(ლექსი სანსკრიტზე)
სიყვარულის განხორციელებებო!
ბჰარატ არის – ძალიან წმინდა ქვეყანა. ამ ქვეყანაში მოთმინება არის კეთილშობილური თვისება, რომელიც ჩვენ უნდა განვავითაროთ. დღეს ბჰარატელები მსგავსნი არიან სპილოსი, რომელიც ვერ შეიცნობს თავის ძალას. სპილო თვინიერად ემორჩილება უმეცარი და გაუნათლებელი მეხრის ბრძანებებს. მიუხედავად იმისა, რომ სპილო დაჯილდოებულია უზარმაზარი ძალით, მას არ შეუძლია მისი გამომჟღავნება. მის მსგავსად თანამედროვე ბჰარატელებს არ შეუძლიათ გამოამჟღავნონ თავიანთი ძალა, თუმცა ისინი ფლობენ მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას, მისდევენ ზნეობის და სამართლიანობის კანონებს. ვედებში ხმოვანდება: „ნა კარმა ნა პრაჯაია დჰანენა ტიიაგენაიკე ამრიტატვამანასუჰუ“ (უკვდავება შეუძლებელია შეიძინო მოქმედების, შთამომავლობის ან სიმდიდრის დახმარებით, ის შეიძინება მხოლოდ მსხვერპლის მადლით). ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი წინააღმდეგობა არის ერთობის უქონლობა ადამიანებს შორის. ამ ქვეყანაში არის ყველაფერი. ჩვენ გვაქვს კეთილშობილური თვისებები. ჩვენ მივდივართ უბიწოების გზით. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ერთობა. ამის შედეგად ყველა დანარჩენ პოზიტიურ ფაქტორებს არ მოაქვს სარგებელი. ამიტომ ჩვენ უნდა განვავითაროთ ერთობა. ჩვენ ყველა ვეკუთვნით ერთ სახეობას, ჩვენ ყველა ვართ – ადამიანები. სამწუხაროდ, თუმცა ჩვენ ვართ ადამიანები, მაინც ვამჟღავნებთ არაადამიანურ და ცხოველებისთვის დამახასიათებელ თვისებებს. ამიტომ დღეს ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, უნდა შევიცნოთ ჩვენი შინაგანი ადამიანური ბუნება. ჩვენ უნდა ჩავთვალოთ სხვა ადამიანების ტანჯვა ჩვენს ტანჯვად. ჩვენ უნდა ჩავთვალოთ სხვა ადამიანების სიძნელეები ჩვენს სიძნელეებად. ჩვენ მეგობრულად უნდა მოვექცეთ ყველას. ჩვენ უნდა განვავითაროთ რწმენა ღმრთიურ „მე“-ში. ჩვენ უნდა ვისწავლოთ განსხვავების გატარება რაც კარგია იმას, და რაც ცუდია იმას შორის, მივიღოთ მხოლოდ კარგი და ყურადღება არ მივაქციოთ ადამიანების ცუდ თვისებებზე. საზოგადოებამ უნდა მისდიოს ამავე პრინციპს. ჩვენ უნდა ვაკეთოთ სიკეთე მათთვის, ვინც ჩვენ ზიანს გვაყენებს:
არაფერი დიდი არ არის იმაში, რომ მივეხმაროთ მათ, ვინც ჩვენ გეხმარება.
კეთილშობილი ადამიანი შეიძლება ეწოდოს მას,
ვინც ეხმარება იმათაც კი, ვინც მას ზიანს აყენებს.
(ლექსი ტელუგუზე)
ჩვენ ყოველთვის უნდა ვიფიქროთ ადამიანებზე კარგი. „შეხედეთ კარგზე, შეასრულეთ კარგი ქმედებები, იყავით კარგები – ეს არის გზა, წამყვანი ღმერთისკენ“. „იად ბჰავამ ტად ბჰავატი“ (როგორიც არის გრძნობა, ისეთივეა შედეგი). თუ ჩვენ კარგი აზრები გვაქვს, მაშინ ჩვენ შევასრულებთ სათჰკარმას (კარგ ქმედებებს). თუ თქვენ ჭამთ მანგოს, მაშინ შეძლებთ თქვენ იგრძნოთ კიტრის გემო? არა. ამის მსგავსად, თუ თქვენ ყოველთვის ფიქრობთ მხოლოდ კარგზე, მაშინ თქვენ ყველგან დაინახავთ მხოლოდ სიკეთეს. თუ თქვენ ფიქრობთ ცუდის შესახებ, მაშინ ყველგან დაინახავთ მხოლოდ ბოროტებას.
ბანგალორთან ახლოს მუდდენაჰალლში არის სათჰია საის კოლეჯი. ზოგიერთი ბავშვი სოფლის ღარიბი ოჯახიდან სწავლობს ამ კოლეჯში. ბევრი ადამიანი ეხმარება ამ კოლეჯს. ზოგიერთი მათგანი არემონტებს კლასებს, სხვები – დარბაზს ბჰაჯანების სიმღერისათვის და ა.შ. ამის მიუხედავად ამ დაწესებულებას არ აქვს უნივერსიტეტის სტატუსი. როცა ახალგაზრდები ამთავრებენ სწავლას ამ კოლეჯში, მაშინ უმაღლესი განათლების მიღებისთვის მათ სჭირდებათ წასვლა ისეთ ქალაქებში როგორიც ბანგალორია. როცა მე ვფიქრობდი მათ გართულებულ მდგომარეობაზე, მაშინ მე მომივიდა კარგი იდეა. პუტტაპარტში არის კოლეჯი და უნივერსიტეტი, რომლებიც განთავსებულია ფართო და ლამაზ კორპუსებში. თუ ჩვენ გავხსნით უნივერსიტეტს მუდდენაჰალლში, მაშინ ახალგაზრდები იქნებიან ძალიან ბედნიერი. განა ასე არ არის? ამიტომ მე გადავწყვიტე გავხსნა მუდდენაჰალლში შრი სათჰია საის უნივერსიტეტი. ასეთია ჩემი ღმრთიური ნება. მე მივიღე გადაწყვეტილება, მე დაკავებული ვიქნები ამ საკითხით, დაწყებული ხვალინდელი დღიდან. ბიჭები, რომლებიც სწავლობენ მუდდანაჰალლში, მოვიდნენ კოლეჯში სოფლებიდან, ისინი ძალიან ღარიბები არიან, ამიტომ არ შეუძლიათ მიიღონ უმაღლესი განათლება ქალაქებში, გააგრძელონ სწავლა და მისდიონ სოფლის მეურნეობას. რასაკვირველია, ესეც საჭიროა. ყოფითი განათლება ეხმარება ადამიანებს კომფორტული არსებობის უზრუნველყოფაში. ამიტომ განათლების მიღება ძალიან მნიშვნელოვანია. როცა ახალგაზრდები მიიღებენ განათლებას, მაშინ შეძლებენ აირჩიონ თავისთვის ნებისმიერი პროფესია, და ასევე მისდიონ სოფლის მეურნეობას. ამიტომ მე გადავწყვიტე მივცე უნივერსიტეტის განათლება ახალგაზრდებს, რომლებიც სწავლობენ მუდდენაჰალლში. მე ვთვლი, რომ ამ სასწავლო დაწესებულებაში აკადემიურ საგნებთან ერთად უნდა ისწავლებოდეს ეპიური და წმინდა ტექსტები როგორიცაა რაამაიანა, ბჰაგავატა და ბჰაგავად გიტა. ახალგაზრდებმა უნდა მიიღონ კარგი განათლება და უნდა გაავრცელონ ამ ტექსტების გზავნილები სოფლებში. ყოფითი განათლება არ მოიტანს სარგებელს, თუ არ ექნება სულიერი საფუძველი.
მსოფლიოში არის მილიონობით განათლებული ადამიანი. მაგრამ რა სარგებლობა მოაქვთ მათ საზოგადოებისთვის? არანაირი. ისინი არც კი ზრუნავენ მოფლიოს კეთილდღეობით არსებობაზე. ისინი მოწყურებულები არიან იცხოვრონ ფუფუნებითი ცხოვრებით ქალაქებში და ანვითარებენ ისეთ ცუდ ჩვევებს, როგორიცაა აზარტული თამაშების თამაში და კლუბებში სიარული. აკვირდებიან რა თავიანთი მშობლების ცხოვრებას, შვილებიც ასევე მიდიან ცუდი გზით. ამიტომ მე ვთვლი, რომ ბავშვებს უნდა ვასწავლოთ სწორი გზით სიარული. მოწიფულებიც მათ გაჰყვებიან, როცა დაინახავენ, როგორ ცხოვრობენ ისინი. ამაზე ფიქრისას, მე გადავწყვიტე გავხსნა მუდდენაჰალლში უნივერსიტეტი. შეიძლება, ეს ეღირება ოცი ან ოცდაათი მილიონი რუპია. მე არ ვფიქრობ ამ ხარჯებზე. მე გადავწყვიტე, რომ უნივერსიტეტი აუცილებელია.
ახალგაზრდები, რომლებიც სწავლობენ პრაშანტი ნილაიამში, ძალიან კარგები არიან. ისინი არიან ოქროს სტუდენტები. შესაძლებელია, მათგან ერთმა ან ორმა გადაუხვიოს სწორი გზიდან, მაგრამ ძალიან მალე ისინი აეწყობიან უნივერსიტეტის სულზე და იმოძრავებენ საერთო ნაკადში. გუშინ სტუდენტები აჩვენებდნენ პიესას. მასში გადმოიცემა დიდი მემკვიდრეობა. პიესაში მოთხრობილი იყო იმის შესახებ, თუ ორი ძმა როგორ დაობდა პატარა სოფელში საკუთრების თავიანთი წილის გამო. მათ ურჩევდნენ: „ძვირფასო ძმებო, თუ თქვენ ასე იდავებთ ერთმანეთთან, მაშინ ჩვენი სოფელი როგორ აყვავდება? თქვენ უნდა გაერთიანდეთ და მეგობრული სიყვარულით მოექცეთ ერთმანეთს“. ბოლო ჯამში, ძმები გამოსწორდნენ. ამიტომ ახალგაზრდებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა ასეთ პროგრამებში. ეჭვი არ არის, რომ თანამედროვე სტუდენტები კარგები არიან. მაგრამ მოწიფულები აფუჭებენ მათ თავიანთი ცუდი ქცევით. ახალგაზრდები მიდიან ცუდი გზით მოწიფულების გავლენის გამო. ამის მიუხედავად, ისინი მალე შეიცნობენ თავიანთ შეცდომებს და ბრუნდებიან სწორ გზაზე. მე ვიცი სტუდენტები, რომლებიც ურჩევდნენ თავიანთ მშობლებს, რომლებსაც მიდრეკილება ჰქონდათ ალკოჰოლის გამოყენებაზე, თავი დაენებებინათ ასეთ ცუდ გზაზე სიარულისთვის, და ეუბნებოდნენ: „ძვირფასო მამა, შენ არ უნდა განავითარო ასეთი ცუდი ჩვევა. თუ შენ ასე მოიქცევი, მაშინ შენ წაგვაქეზებ ჩვენ დალევაზე. ეს არ არის კარგი“. თუ დიდები იყენებენ ალკოჰოლს, ეწევიან და თამაშობენ აზარტულ თამაშებს, მაშინ შვილებიც გაჰყვებიან მათ მაგალითს. ასე ისინი გააფუჭებენ თავიანთ სიცოცხლეს. შვილები იცხოვრებენ სამართლიანი ცხოვრებით, თუ მათი მშობლები იცხოვრებენ იდეალური ცხოვრებით. მე გადავწყვიტე გავხსნა უნივერსიტეტი მუდდენაჰალლში იმისთვის, რომ ვასწავლო ახალგაზრდებს იცხოვრონ იდეალური ცხოვრებით და განუვითარო მათ კარგი ჩვევები. ამ ახალგაზრდებს არ შეუძლიათ მიიღონ უნივერსიტეტის განათლება ქალაქში. მათ მშობლებს არ შეუძლიათ დახარჯონ დიდი ფულები განათლებაზე. ამიტომ მე გადავწყვიტე დავაფუძნო იქ უნივერსიტეტი აღჭურვილი კლასებით ყველა კურსებისთვის და კარგი საერთო საცხოვრებლით. ის გასახსნელად მომზადდება ერთი წლის განმავლობაში. ასეთია ჩემი ღმრთიური ნება.
ბევრი ადამიანი, ისეთი როგორებიც არიან ანილ კუმარი, აჯიტ პოპატი და სხვები მაქებენ მე. მე არ მახარებს ასეთი შექება. მე არ მინდა, რომ ადამიანები მაქებდნენ მე. მე არ ვხარობ და არ ვმწუხრდები ასეთი მოქმედებისგან. მე ვიმყოფები შექებისა და დაცინვის, პატივისცემისა და უპატივცემლობის, რისხვისა და ბედნიერების ფარგლებს გარეთ. მე მაქვს მხოლოდ ერთი თვისება – სიყვარული. მე მიყვარს ისინიც კი, ვისაც მე ვძულვარ. მე მიყვარს ისინიც კი, ვინც ჩემზე ცუდს ლაპარაკობს. მე არავის არ ვთვლი ჩემს მტრად. ყველა ადამიანი არის – ჩემი. მე ვზრუნავ თქვენზე, როგორც დედა. ჩემი სიყვარული ისეთი არ არის როგორიც ერთი დედის სიყვარული. ჩემი სიყვარული უდრის ათასი დედის სიყვარულს. საის სიყვარული – ეს არის ათასი დედის სიყვარული. მხოლოდ ამ სიყვარულის მადლით მე შემიძლია არ მივაქციო ყურადღება თქვენს ნაკლოვანებებზე. როცა ვინმე უშვებს შეცდომას, მე ვიძახებ მას და ვაძლევ მას შენიშვნას აწეული ხმით. მაგრამ მე მასზე არ ვბრაზდები. მე არ ვბრაზდები არავისზე. სინამდვილეში, ჩემში საერთოდ არ არის ბრაზი. ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ ჩემი ჭეშმარიტი ბუნების გაგება, ფიქრობენ სხვაგვარად. ადამიანები რასაც არ უნდა ფიქრობდნენ და ლაპარაკობდნენ, მე მაქვს მხოლოდ ერთი თვისება – სიყვარული. ჩემი გზა – არის სამართლიანი სამეფო გზა. ადამიანები ვერ მიგებენ მე სწორად. როცა ისინი შეიცნობენ ჩემს ჭეშმარიტ ბუნებას, მაშინ უმალვე მოინანიებენ. ასეთი მონანიება – ეს არის გამოსყიდვა არასწორი გაგებისთვის. ამის მიუხედავად ჩემი დამოკიდებულება მათდამი არ იცვლება. მე მსურს: „სამასთჰალოკაჰ სუკჰინო ბჰავანთჰუ“ (დაე ყველა არსება ყველა სამყაროში იყოს ბედნიერი)! ყველა უნდა იყოს ჯანმრთელი, მხნე, ცხოვრობდეს ბედნიერი ცხოვრებით სიყვარულში და ურთიერთგაგებაში და ყველა უნდა გაიფურჩქნოს. თქვენ უნდა შეიძინოთ სიმდიდრე, მაგრამ თქვენ არასწორად არ უნდა გამოიყენოთ ის. მხოლოდ მაშინ ვიქნები მე ბედნიერი. მე დავეხმარები ასეთ ადამიანებს. დღემდე მე არავისთვის არ მითხოვია დახმარების შესახებ. თუ ამ დარბაზში, სადაც შეიკრიბა ასე ბევრი ერთგული, არის თუნდაც ერთი ადამიანი, რომელსაც მე ვთხოვე ფული, მაშინ დაე ის ადგეს. მართლაც, არ არის არც ერთი ადამიანი. ყველაფერი, რაც მე მჭირდება ავატარის ჩემს მისიაში, გამოდის მხოლოდ შიგნიდან. „ფულები ჩნდება და ქრება, ზნეობრიობა კი ჩნდება და იზრდება“. მე ვისწრაფი იმისკენ, რომ ადამიანები ანვითარებდნენ ზნეობრიობას. აუცილებელია მოეწყოს ყველა სოფელი. ამისთვის საჭიროა სოფლების მცხოვრებლებს მივცეთ განათლება. ამასთანავე აუცილებელია ღმერთში რწმენის განვითარება. ადამიანებს, რომლებსაც აქვთ რწმენა თავის თავში, შეუძლიათ მიაღწიონ ყველაფერს. ბჰაკტა რამადასს უნდოდა ბჰაჯაჩალაში აეშენებინა ტაძარი, მიძღვნილი რამასადმი. ამიტომ მან გამოიყენა ამისთვის მთელი შეკრებილი გადასახადები. შედეგად იმპერატორმა ტანისამ რამადასი ჩასვა ციხეში იმისთვის, რომ მან არასწორად გამოიყენა ფული, და აწამა იგი. რამადასმა ვერ აიტანა ფიზიკური ტანჯვები და დაუწყო ლოცვა თავის ძვირფას მბრძანებელ რაამას, უხეში სიტყვების გამოყენებით:
ეს ჩაფხუტი ძვირფასი ქვებით, რომელიც შენ გალამაზებს,
მე დამიჯდა ათი ათასი ოქროს მონეტა.
შენ არ აქცევ ყურადღებას ჩემს ტანჯვებს
და ამაყად ატარებ ამ მოსართავებს,
თითქოს ის იყოს შენი საკუთრება,
რომელიც დაგრჩა შენ წინაპრებისგან.
(ლექსი ტელუგუზე)
ბოლო მომენტში მან შეიგნო თავისი შეცდომა, დაიწყო მონანიება და ლოცვა რაამასადმი შენდობის შესახებ. ამის მსგავსად ზოგიერთ ადამიანს შეუძლია სხვადასხვანაირად იფიქროს და ილაპარაკოს სვამის შესახებ. მაგრამ ძალიან მალე ისინი შეიგნებენ თავიანთ შეცდომას და ინანებენ თავიანთი არაკეთილგონივრული ქმედებების გამო. „ლოკი ბჰინა რუჩიჩი“ (სხვადახსვა ადამიანებს აქვთ სხვადასხვა აზრები). თავიანთი დაბნეულობის გამო ადამიანები ეძლევიან ფუჭ საუბრებს. მაგრამ მე არ ვიმყოფები დაბნეულობაში. ადამიანები რასაც არ უნდა ლაპარაკობდნენ, მე ვსაუბრობ მათთან და ვესალმები სიყვარულით. მე არ ვსჯი მათ უკეთურადუგუნური სიტყვებისა და ქცევის გამო. მათ თვითონ უნდა შეიცნონ თავიანთი შეცდომა და მოინანიონ. თუ ისინი ახლა სახელს მიტეხენ მე, მაშინ მოგვიანებით ისინი შეხვდებიან სირთულეებს. ამიტომ ადამიანებმა ორჯერ უნდა გაიფიქრონ იმის წინ, ვიდრე იტყვიან. სამწუხაროდ, არავის არ აქვს ჩემი ჭეშმარიტი ბუნების შეცნობის უნარი. ადამიანები ქმნიან შთაბეჭდილებას, რომ გაიგეს ჩემი ჭკუა, მაგრამ ვერავინ ვერ შეძლებს გამიგოს მე სულ მცირედაც კი. ადამიანები უმზერენ მხოლოდ გარე გამომჟღავნებებს. ისინი ლაპარაკობენ ჩემი პროგრამების შესახებ და საქმიანობებზე გარე სამყაროში. მათ სრულიად არ აქვთ უნარი გაიგონ ჩემი ღმრთიური სიყვარული, რომელიც ამოდის ჩემი გულის სიღრმიდან. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ერთხელ ეს ადამიანები გაიგებენ მას. მე ყოველთვის უსურვებ კეთილდღეობას მთელ მსოფლიოს და ვმუშაობ მისი სიკეთისთვის. ყველამ უნდა იცოცხლოს სიმშვიდეში. მაშინაც კი, თუ ჩვენ არ გვაქვს არავითარი საკუთრება, ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ ბედნიერად, თუ გვექნება მხოლოდ ერთი საკუთრება – სიყვარული. ამ სიყვარულის საფუძველი უნდა იყოს რწმენა საკუთარ თავში.
ღმერთი ეს არის მთელი მსოფლიოს ერთადერთი წყარო და საფუძველი. ყველაფერი დანარჩენი არის – ილუზია. დარდი და სირთულეები, დანაკარგები და მოგება, დაავადებები – ყველლაფერი ჩათვალეთ ღმერთის ნების გამომჟღავნებად. მაშინ თქვენთვის ყველაფერი იქნება კარგი. თქვენ ამბობთ: „ეს არის ჩემი სხეული“. მაგრამ თქვენ ვინ ხართ? თქვენ ამბობთ: „ჩემი სხეული“, მაგრამ თქვენ არ ამბობთ: „მე – ვარ ეს სხეული “. ამის მსგავსად თქვენ ამბობთ: „ჩემი ჭკუა“, – მაგრამ თქვენ არ ამბობთ: „მე – ვარ ეს ჭკუა“. თქვენ განცალკევებული ხართ თქვენი სხეულისგან, ჭკუისგან და ა.შ. როცა თქვენ ვინმე გეკითხებათ, თქვენ რა გქვიათ, თქვენ არ უნდა უპასუხოთ: „მე ვარ – რაამა“ ან „მე ვარ – კრიშნა“. თქვით ასე: „მე ვარ მე“. რომელი სახელიც თქვენ არ უნდა დაასახელოთ, ის მოცემულია თქვენზე თქვენი მშობლების მიერ. ეს არ არის თქვენი ჭეშმარიტი სახელი. სინამდვილეში, ამ ქვეყანაში თქვენ არაფერი არ გეკუთვნით. მხოლოდ ჭეშმარიტი „მე“ არის თქვენი საკუთრება. აი ჩვენ რატომ ვამბობთ მუდმივად „მე“, „მე“, „მე“.
თქვენ ჭეშმარიტად გახდებით ღმერთი, თუ თავიდან მოიცილებთ ეგოს და მიბმულობებს. მაშინ თქვენში გაჩნდება ჭეშმარიტი „მე“! როცა თქვენ ამბობთ „ჩემი სახლი, ჩემი ხალხი“ და ა.შ., მაშინ მიბმულობები იზრდება. სხეულთან მიბმულობა ავნითარებს ეგოს. ამიტომ, როცა თქვენ ამაღლდებით წარმოდგენებზე „მე“ და „ჩემი“ და შეიძენთ კმაყოფილებას, მაშინ განცდით დიდ ბედნიერებას. დაე თქვენ ყველამ იცხოვროთ სიყვარულით აღსავსე ბედნიერი და ხანგრძლივი ცხოვრებით! დაე თქვენ ყველა გახდეთ ერთიანი!
დაე ჩვენ ყველამ ვიმუშაოთ და ვიცხოვროთ ერთად,
დაე ჩვენ ყველა გავერთიანდეთ და ერთად განვავითაროთ ინტელექტი,
დაე ჩვენ ყველამ ვიცხოვროთ მეგობრობასა და ჰარმონიაში.
(ლექსი ტელუგუზე)
ჩვენ ვერ შევძლებთ ვერანაირი სამუშაოს შესრულებას, ერთი თითის გამოყენებით. თუ იმუშავებს ყველა თითი, მაშინ ჩვენ შევძლებთ ნებისმიერი სამუშაოს შესრულებას. ამის მსგავსად, თუ ადამიანები განცალკევებული არიან, მაშინ შეუძლებელი იქნება რაიმეს გაკეთება. მოგითხრობთ თქვენ პატარა ისტორიას. ერთხელ ხუთმა თითმა დაიწყო დავა იმის შესახებ, თუ რომელი თითია ყველაზე მთავარი. შუა თითმა თქვა: „მე ყველაზე გრძელი ვარ. მე ორივე მხრიდან მყავს „მცველები“. ამიტომ მე ყველაზე მნიშვნელოვანი ვარ“. საჩვენებელმა თითმა თქვა: „შენ შეგიძლია შეასრულო სამუშაო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მე გაჩვენებ შენ იმაზე, რის გაკეთებაც არის საჭირო. სხვაგვარად შენ ვერ შეძლებ ვერაფრის გაკეთებას. ამიტომ მე ვარ -ყველაზე მთავარი“. ნეკა თითი ჩაერია საუბარში და თქვა: „თუმცა მე პატარა ვარ, მაგრამ მე ვჩნდები პირველი, როცა მთავარმბრძანებელს უნდა ადამიანის დასჯა და მისთვის გაკვეთილის მიცემა. ამიტომ მე -ვარ ყველაზე დიდი“. უსახელო თითმა გაიცინა და თქვა: „ადამიანები ატარებენ ბრილიანტის ბეჭდებს და ბეჭდებს ძვირფასი ქვებით მხოლოდ ამ თითზე. ამიტომ მე ვარ მთავარი“. ბოლოს და ბოლოს, მოისმინა რა ყველა არგუმენტები, დიდმა თითმა ხმამაღლა გადაიხარხარა და გადაჭრა დისკუსია ასეთი მტკიცებით: „თქვენგან ვერც ერთი ვერ შეძლებს ვერანაირი სამუშაოს შესრულებას ჩემს გარეშე. ამიტომ მოდით ვიმუშაოთ ყველამ ერთად“.
დაე ყველა ადამიანი გაერთიანდეს. ეს საჭიროა დღეს. თანამედროვე ბჰარატს სჭირდება ერთობა. ჩვენ გვაქვს ყველაფერი: სიყვარული, ჭეშმარიტება, წმინდანობა და უბიწოება, მაგრამ არ გვაქვს ერთობა. ჩვენ ვატარებთ განსხვავებებს და ვღებულობთ სხვადასხვა იდეებს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ არ გვყოფნის ერთობა. ყველას სჭირდება რომ გაერთიანდეს და იცხოვროს ბედნიერი ცხოვრებით, ძმური გრძნობების განცდით. სამწუხაროდ, დღეს დავები წარმოიქმნება მამასა და ვაჟიშვილს შორისაც კი. ჩხუბობენ ცოლი ქმართან, ძმები და დები. მაშინ ოჯახი როგორ შეძლებს იყოს ბედნიერი? შეხედულებებში შეიძლება იყოს განსხვავება, მაგრამ ის არ უნდა იყოს ღრმა. განსხვავება ჩნდება და ქრება, გამცურავი ღრუბლების მსგავსად. მაშინ ადამიანებმა რატომ უნდა იჩხუბონ ერთმანეთთან? თქვენ არ გჭირდებათ ყურადღების მიქცევა ასეთ განსხვავებებზე.
თუმცა მე ვასრულებ დიდ სოციალურ პროექტებს, მაგრამ მე არასდროს არავისთვის არაფერი არ მითხოვია. მე უზრუნველვყავი სასმელი წყლით ჩენაის მილიონობით მცხოვრები. ამ ქალაქის ყოველ სახლში არის წყალი. და არა მხოლოდ ეს, წყალი ყოფნის ასევე მინდვრების მოსარწყავადაც. ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ აღმოსავლეთის და დასავლეთის მდინარე გოდავარის ზეგანზე ანდრა პრადეშის შტატში, იტანჯებოდნენ სასმელი წყლის უკმარისობის გამო. ამიტომ მე დავამუშავე პროექტი ამ ადამიანების სასიკეთოდ. ასევე ადამინების სასმელი წყლით უზრუნველსაყოფად შეიქმნა წყლის გაწმენდის სისტემა. მე ასე ვაკეთებ ყოველთვის რაიმე კარგს ყოველი ადამიანისთვის. ახლა მე მინდა დავაარსო უნივერსიტეტი მუდდენაჰალლში სტუდენტების სასიკეთოდ, რომლებიც სწავლობენ შრი სათჰია საის კოლეჯში. მე ვნახე ჩემი თვალებით როგორ სირთულეებს ხვდებიან სტუდენტები, რომლებსაც არ შეუძლიათ მიიღონ უმაღლესი განათლება, და ამან შეძრა ჩემი გული. ამიტომ მე დავპირდი მათ, რომ უზრუნველვყოფ ყველაფერ აუცილებელს სწავლებისთვის. ესწრება აქ ვინმე მუდდენაჰალლიდან? (სვამიმ მიიხმო შრი ნარაიანა რაო აივანზე და წარუდგინა ის აუდიტორიას). ეს ადამიანი არის – მუდდენაჰალლში შრი სათჰია საის კოლეჯის დირექტორი. ის არის – ძალიან განათლებული ადამიანი და სკოლას ხელმძღვანელობს ძალიან კარგად. როცა მე ჩავდივარ მუდდენაჰალლში, მაშინ ის ლოცულობს ასე: „სვამი გადმოღვარე ჩვენზე შენი სიყვარული“ (სვამიმ მოწყალედ დართო ნება შრი ნარაიანა რაოს რამდენიმე წუთის განმავლობაში გამოსულიყო სიტყვით და გამოეხატა მისთვის თავისი მადლიერება. ამის შემდეგ სვამიმ დაასრულა თავისი ღმრთაებრივი გამოსვლა). გაუნაწილეთ ყველას ის სიხარული, რომელიც მე გაჩუქეთ თქვენ დღეს! იყავით ბედნიერები!
ბჰაგავანმა დაასრულა თავისი გამოსვლა ბჰაჯანით „რაამა რაამა რაამა სიიტა…“