საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
სატია საი ბაბა
2025 წლის 1 დეკემბერი.
ჩვენ რატომ არ უნდა დავჩეთ კმაყოფილი უბრალოდ ღმერთის განდიდებით? ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის და შთაგვაგონებს ჩვენ დღეს.
დაფიქრდი, ო კაცო, იმსახურებ თუ არა რამე მუდმივ სიხარულს საერთოდ შენი შრომიდან დილით შენი გაღვიძების მომენტიდან ღამით დასაძინებლად წასვლამდე, დაუსრულებელი და უსაზღვრო შრომიდან, შრომიდან რომელიც ხშირად არ გტოვებს შენ თუნდაც წამის ინტერვალით გაიხსენო ღმერთის ბრწყინვალება და დიდებულება! გასაკვირი არ არის მიუხედავად იმისა რომ ღმერთი არის ყველგან, ისინი ვინც მას ხედავენ არიან ცოტანი და იშვიათნი. გოვინდა, როგორც ანდაზა ამბობს, ეკუთვნის ყველას, მაგრამ ძალიან ცოტანი არიან ვინც სინამდვილეში მას თავიანთ ყველაფერად მიიჩნევენ. ათასობით არიან ვინც ადიდებს ღმერთის სილამაზესა და დიდებულებას მომხიბვლელ პროზაში ან პოეზიაში, მაგრამ ჩამოსათვლელად რამდენიმე სულია რომ იზიარებს მის მადლს. რადგან ნექტარის სიტკბო ცნობილია მხოლოდ მათთვის ვინც მას ენაზე ათავსებს, და არა მათთვის ვინც აგროვებს მას თასებში, სკივრებში ან თუნდაც კასრებში! არსებობდა სამი ანდჰრას მისტიკოსი ვისაც ჰქონდათ ნექტარი თავიანთ ენაზე, ასე ვთქვათ, და ამიტომ იყვნენ შემძლე ემღერათ მათ განცდილ ექსტაზზე, მათ შეცნობილ ღმერთზე. ისინი იყვნენ პოტარაჯუ, გოპარაჯუ და ტიაგარაჯუ (პოთანა, რამადასი და ტიაგარაჯა). ისინი ყოველთვის აცნობიერებდნენ ღმრთაებრივ პრინციპს, ქსელსა და მისქსელს, მიზეზსა და შედეგს, მთელი კოსმოსის დასაწყისსა და დასასრულს. ისინი ოდნავადაც არ უხვევდნენ ღმერთისადმი ერთგულებისა და მასში შთანთქმის გზიდან. ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ მათ არ შეეძლოთ დაყრდნობა მის გარდა ვინმე სხვაზე როგორც ბატონზე ან მფარველზე.
– ღმერთის საუბარი, 1978 წლის 30 ივლისი.
2025 წლის 2 დეკემბერი.
რა არის წმინდა წერილების არსებითი გზავნილი? ბჰაგავანი განმარტავს ნათლად მარტივი მაგალითით.
ვედები, შასტრები (წმინდა წერილები) და პურანები (მითოლოგიური ტექსტები) გვთავაზობს ცხოვრების მრავალ იდეალს. თუმცა, მათი ძირითადი პრინციპი არის ერთობა ან ერთიანობა აშკარა სხვადასხვაგვარობაში. ეკამ სატ ვიპრაჰ ბაჰუდჰა ვადანტი (ჭეშმარიტება არის ერთი, მაგრამ ბრძენნი ახსენებენ მას სხვადასხვა სახელით). ეს ერთიანი პრინციპი, რაც არის ატმა, წარმოდგენილია მთელ ჩვენს ტანზე თავიდან ფეხებამდე. არსებობს პატარა მაგალითი. დავუშვათ თქვენ ფარავთ ანთებულ სანთელს ათნახვრეტიანი ქოთნით. ამ ათი ნახვრეტის გამო, იგივე ერთი ცალკეული ალი გამოჩნდება როგორც ათი სხვადასხვა ალი. ახლა დაფარეთ ქოთანი სქელი ქსოვილით, და თქვენ ვერ დაინახავთ რამე ალს. თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ ალი არ არის, მაგრამ ეს არის შეცდომა. თქვენ არ ცნობთ ატმას სინათლეს რაც მუდამ წარმოდგენილია თქვენს საკუთარ ტანში. ეს პარამ ჯიოტი (უზენაესი ღმრთაებრივი ალი) არის დავიწყებული რის შედეგადაც კაცი დაპირისპირებულია უსიამოვნებებითა და მწუხარებებით. ის თქვენთვის უხილავია მისი მბზინავი არსებობის მიუხედავად, რადგან თქვენ ის ტამო გუნას (ინერციის ხარისხის) სქელი ქსოვილით დაფარეთ. როდესაც ქსოვილს მოიხსნით, ათ ცეცხლს აღმოაჩენთ. ხოლო როდესაც რაჯო გუნას (ვნების ხარისხის) ქოთანი გატყდება, რაც რჩება არის იგივე ერთი ალი, რომელიც არის ყველგანმყოფი.
– ღმერთის საუბარი, 1997 წლის 8 მაისი.
2025 წლის 3 დეკემბერი.
რატომ არის მნიშვნელოვანი ღმერთის თაყვანისცემა ყველა ადამიანში და სიცოცხლის ყველა ფორმაში რასაც ჩვენ ვხვდებით? ბჰაგავანი ნათლად გვახსენებს ჩვენ დღეს.
ყველა ადამიანი უნდა მიიჩნეს ავატარად, რადგან თითოეულს აქვს ღმრთაებრივის ზოგიერთი ასპექტი თავისში. სწორედ იმიტომ რომ ის წარმოიშვა ღმრთაებრივიდან, მას აქვს უფლება იწოდებოდეს ავატარად. ღმერთმა არ მისცა კაცს ღმრთაებრივის ცალკე ხედვა რამე სხვა ფორმით. სპილოები, ვირთაგვები ან ადამიანები არის ფორმები რომლებიც ჭურჭელს ჰგავს. როდესაც ესები მიდის ღმრთაებრივის ოკეანეში, ესები თვით ივსება ღმრთაებრივის წყლით, მათი ფორმის შესაბამისად. ფორმები შეიძლება იყოს განსხვავებული, მაგრამ წყალი მოთავსებული ჭურჭელში არის ღმრთაებრივის არსი. სწორედ ამიტომ ამბობენ, რომ ერთი და იგივე ღმერთი გამოვლენილია ყველა ადამიანში. თქვენ არ უნდა წახვიდეთ სხვა ადგილზე ღმერთის საძებნელად. პატივი ეცით ყველა ადამიანს. გამოამჟღავნეთ სიყვარული ყველა ადამიანის მიმართ. სიყვარული არ არის მოსავალი რაც შეიძლება გაიზარდოს მიწაზე ან საქონელი რაც შეიძლება შეძენილი იყოს მაღაზიაში. ადამიანი იქნება ის მონარქი თუ მდაბიო, მხოლოდ მაშინ როცა ის უკუაგდებს ეგოისტურ სიამაყეს და იქნება მზად მსხვერპლისთვის სიყვარული აყვავდება მასში.
– ღმერთის საუბარი, 1988 წლის 23 ნოემბერი.
2025 წლის 4 დეკემბერი.
რა არის ჩვენი თავგადასავლების ამჟამინდელი მდგომარეობა, და როგორ შეგვიძლია ჩვენ მივიღოთ უფლის ხელმძღვანელობა და მისი მადლი? ბჰაგავანი, ჩვენი მოსიყვარულე უფალი, მტკიცედ და ნათლად გვიხსნის ჩვენ დღეს.
ეს მსოფლიო არის ჯუნგლები რომელშიც თქვენ ხეტიალობთ; შიში არის ლომი, რომელსაც აყავხართ თქვენ სამსარას – მიწიერი საქმიანობების ხეზე. შფოთვა არის დათვი რაც გაძრწუნებთ თქვენ და მოსდევს თქვენს ნანიჯებს სამსარაში; ამიტომ, თქვენ ეშვებით დაბლა მიჯაჭვულობებსა და დავალებულ საქმეებში იმედისა და სასოწარკვეთის წყვილი ჩამოშვებული ფესვის მეშვეობით. ორი ვირთხა არის დღე და ღამე, რომლებიც ღრღნის სიცოცხლის ხანგრძლივობას. ამასობაში, თქვენ ცდილობთ მიიტაცოთ პატარა სიხარული ეგოიზმისა და „ჩემი გრძნობის“ ტკბილი წვეთებიდან. ბოლოს აღმოაჩენთ რომ წვეთები არის უმნიშვნელო და მიუწვდომელი, თქვენ ყვირით უარის თქმის ტანჯვით, მოუხმობთ გურუს. გურუ ჩნდება, ან შიგნიდან ან სხვანაირად, და გიხსნით თქვენ შიშისა და შფოთვისგან. როცა თქვენ მოუხმობთ მთელი გულწრფელობით, პასუხი აუცილებლად მოვა. ნუ ილოცებთ ტუჩებიდან, როგორც თქვენ ახლა აკეთებთ, პუჯას ოთახიდან, რაც არის მხოლოდ სამზარეულოს კუთხე; თქვენ თაყვანს სცემთ უფალს თვალით ღუმელში მზადებად საკვებზე, ცხვირით ხარბად შესუნთქვით მდუღარე კარის სურნელის. უარი თქვით ყველა დაბალ სურვილზე და მოუხმეთ ტანჯული გულიდან.
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 24 ნოემბერი.
2025 წლის 5 დეკემბერი.
ჩვენ რა თაყვანისცემა უნდა ვასრულოთ თუ ჩვენ გვსურს ღმრთაებრივის ხილვა? მოდით ჩვენ მოვისმინოთ თავად ბჰაგავანისგან ის როგორ შეგვახსენებს ჩვენ კიდევ ერთხელ დღეს.
ნუ დაიტვირთებით განცდით რომ ადამიანური მდგომარეობა არის სუსტი და ექვემდებარება ილუზიებსა და უმეცრებას. დაბადება ადამიანად არ არის ადვილი. თუ, მიუხედავად ამისა, ადამიანი ვერ აცნობიერებს თავის ნამდვილ ბუნებას და წარმოიდგენს რომ ღმერთი არის გარე სამყაროში, ეს არის სრული უმეცრების ნიშანი. ამიტომ, დროს დაკარგვის გარეშე, შეასრულეთ თქვენი მოვალეობები და დაიწყეთ მოგზაურობა ღმერთის შეცნობისკენ. თუ გსურთ ღმერთისადმი თაყვანისცემა, თაყვანი ეცით მას ადამიანის ფორმაში მარტო. ყველა სხვა ფორმა არის ხელოვნური და წარმოსახვის ქმნილება. ესები არის ილუზიის პროდუქტები. სანამ ბჰრამა (ილუზია) რჩება, ბრაჰმანის განცდა არის შეუძლებელი. მრავალი ადამიანი აღწერს ღმერთს მრავალმხრივ. წმინდა წერილებიც აღწერს ღმერთს მრავალმხრივ. გადმომცებები კმაყოფილდებიან აღწერილობების წარმოთქმით მაგრამ არ ცდილობენ ღმრთაებრივის განცდას. რა არის ღმრთაებრივის ფორმა? თუ თქვენ გსურთ ღმრთაებრივის დანახვა, თქვენს მიერ გათვალისწინებული ფორმა იქნება მხოლოდ კარიკატურა. განიხილეთ თქვენი საკუთარი ფორმა ღმრთაებრივის გამოვლინებად. აღიქვით საკუთარი თავი ღმრთაებრივად. პატივი ეცით სხვებს. გიყვარდეთ საკუთარი თავი და გიყვარდეთ სხვები. ეს არის ჭეშმარიტი თაყვანისცემა.
– ღმერთის საუბარი, 1988 წლის 23 ნოემბერი.
2025 წლის 6 დეკემბერი.
მშვიდობიანი ცხოვრების გასატარებლად, რა არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა რაზეც ყველა ჭეშმარიტმა მაძიებელმა უნდა იპოვოს პასუხი? ბჰაგავანი, ღრმა სიყვარულითა და ზრუნვით შენთვის და ჩემთვის, გარკვევით გამოთქვამს ჩვენთვის დღეს.
ადამიანი არ უნდა იყოს აღფრთოვანებული სიამოვნებით და არც დათრგუნული ტკივილით. ჩვენ უნდა განვივითაროთ სიმშვიდის სული ცხოვრებაში წინსვლისთვის. სამატვამ (თანასწორობა) არის ძალიან მნიშვნელოვანი სამაჯამისთვის (საზოგადოებისთვის) წინწასასვლელად. სუკჰადუჰკჰე სამეკრუტვა ლაბჰალაბჰაუ ჯაიაჯაიაუ (ადამიანმა უნდა შეინარჩუნოს წონასწორობა ბედნიერებასა და მწუხარებაში, მოგებასა და დანაკარგში, გამარჯვებასა და დამარცხებაში). მაგრამ, კაცი, მიუხედავად ყველა კომფორტისა და სიამოვნებისგან ტკბობისა, ვერ იტანს მცირე სირთულესაც კი. ის შეწუხებული და დამწუხრებულია უმცირესი უსიამოვნებით! თუ თქვენ ჰკითხავთ შეძლებულ ადამიანს, ის არის თუ არა ბედნიერი, ის რას გიპასუხებთ? ის გეტყვით: „ბატონო, მე არ მაქვს ფულის ნაკლებობა. ჩემი ვაჟშვილები კარგად არიან დაფუძნებულნი ცხოვრებაში. ჩემი სახლი კარგად არის გაწყობილი ყველა კომფორტითა და ხელსაყრელობებით. მე მაქვს ყველაფერი ცხოვრებაში, ჭკუის სიმშვიდის გარდა!“ როგორ შეიძლება ადამიანმა მიაღწიოს ჭკუის სიმშვიდეს? ეს შესაძლებელია მხოლოდ როცა ადამიანი აცნობიერებს თავის თანდაყოლილ ღმრთაებრიობას. ჩვენ რატომ ვართ სიმშვიდის განცდის უუნარო? სად იმალება შეცდომა? ჩვენ გამუდმებით ვეკითხებით სხვებს: „ვინ ხარ შენ?“ მაგრამ ჩვენ არ ვცდილობთ, საკუთარ თავში გამოვიკვლიოთ: „ვინ ვარ მე?“ აქ დევს შეცდომა. როცა ჩვენ ვაცნობიერებთ ვინ ვართ ჩვენ სინამდვილეში, ჩვენ ვთავისუფლდებით მწუხარებისა და სირთულეებისგან სამუდამოდ.
– ღმერთის საუბარი, 2005 წლის 23 ნოემბერი.
2025 წლის 7 დეკემბერი.
რა მოგვცემს ჩვენ დამსახურებას ღმერთის წყალობის მოპოვებისთვის? ბჰაგავანი აცხადებს ასე რომ ჩვენ შევძლოთ საკუთარი თავის მომზადება.
ადამიანები ელოცებიან ღმერთს მისი მადლისა და კურთხევისთვის. მაგრამ ჯერ, მათ უნდა მოიპოვონ დამსახურება. აი, პატარა მაგალითი. როცა ადამიანები მგზავრობენ ავტობუსით, ადამიანი, ვინც პირველი ადის ავტობუსში ჯდება პირველ ადგილზე, და ის ვინც ბოლოს ადის ავტობუსში ჯდება ბოლო ადგილზე. მაგრამ როცა ჩამოდიან ავტობუსიდან, ადამიანი მყოფი ბოლო ადგილზე ჩამოდის პირველი, ხოლო პირველ ადგილზე მყოფი ჩამოდის ბოლოს. ამ გზით, ის ვინც პირველი ადის ავტობუსში რჩება ავტობუსში უფრო დიდხანს. უფრო მეტიც, თუ მას აქვს ჩანთა ძვირფასი ნივთებით, ის იღებს დროს მათ ფრთხილად გამოსატანად. ამას ეწოდება პრაპტი (დამსახურება). ჭკუის სიწმინდის მქონე ადამიანს აქვს ეს დამსახურება. მაშასადამე, ადამიანმა უნდა ჩამოირეცხოს ჭუჭყიანი აზრები თავისი ჭკუიდან და შეავსოს იგი წმინდა აზრებით. შემდეგ მხოლოდ მიაღწევს ის ჯნანა დრიშტის (სიბრძნის ხედვას), რაც შეაძლებინებს მას ხედოს სამყარო როგორც ღმერთის კაშკაშა კოსმიური ფორმა.
– ღმერთის საუბარი, 1996 წლის 18 აპრილი.
2025 წლის 8 დეკემბერი.
რატომ არის უაზრო მთელი ჩვენი დროსა და ენერგიის ფულის შოვნასა და უნარების შეძენაზე ხარჯვა? – ბჰაგავანი, ჩვენი მოსიყვარულე უფალი, გვახსენებს ჩვენ დღეს.
ადამიანის დაბადების მიზანი არ არის კვლავ და კვლავ დაბადება დედის მუცლიდან, ცხოვრების გატარება უმიზნოდ და საბოლოოდ ამ მსოფლიოდან წასვლა! არსებობს სპეციფიკი მიზანი, რისთვისაც ადამიანი იბადება ამ მსოფლიოში. აქედან გამომდინარე, ადამიანმა უნდა გააცნობიეროს მიზანი და განწმინდოს თავისი ცხოვრება. ჩვენი განათლება, ჩვენი შრომა და ფული რასაც ჩვენ ვშოულობთ – ყველაფერი უნდა დაიხარჯოს მიზანმიმართულად. დღევანდელი სტუდენტები განათლებას მისდევენ საარსებო წყაროს საშოვნელად. ისინი ხარისხებს იძენენ ფულის შოვნის ერთადერთი მიზნით. რა არის ასე დიდი ბრძოლაში საკუთარი მუცლის შესავსებად? ძაღლები და მელიებიც ივსებენ თავის მუცლებს! თქვენ შეიძლება შეგინიშნავთ ცირკში რომ მაიმუნებიც კი სწავლობენ სხვადასხვა სახის ოსტატობებს და აჩვენებენ მათ. თქვენ, ვინც დაბადებული ხართ ადამიანებად, არ უნდა მოიქცეთ ძაღლების, მელაების და მაიმუნების მსგავსად. თუ თქვენ ასე იქცევით, რა სარგებლობა აქვს თქვენს განათლებას? განათლება რასაც თქვენ დაეუფლეთ უნდა იყოს გამოყენებული სათანადოდ. მხოლოდ შემდეგ გახდება ეს აზრიანი და მისცემს ძალას თქვენს პერსონალობას.
– ღმერთის საუბარი, 2004 წლის 23 ნოემბერი.
2025 წლის 9 დეკემბერი.
ჩვენ როგორ უნდა გავატაროთ ჩვენი ცხოვრებები ნამდვილი ბედნიერების საპოვნელად? ბჰაგავანი გვიხსნის და გვაკურთხებს ჩვენ დღეს.
ნამდვილი ბედნიერება შეიძლება მოიძებნოს მხოლოდ ჭეშმარიტებაში, და არა სადმე სხვაგან. ნეტარება არის იქ სადაც არის ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება არის წარმოდგენილი იქ სადაც ნეტარება არის წარმოდგენილი. ნათქვამია: „სატიანნასტი პარო დჰარმა“ (არ არსებობს დჰარმა უფრო დიდი ვიდრე ერთგულება ჭეშმარიტებისადმი). ადამიანის სიცოცხლე იწმინდება მხოლოდ როცა კაცი აცნობიერებს რომ არ არსებობს დჰარმა სატიას (ჭეშმარიტების) მიღმა, და რომ ჭეშმარიტება არის ჩვენი ძირითადი ხარისხი ან ბუნება, სიყვარული არის ჩვენი სისხლი, და მოთმინება არის ჩვენი ძირითადი პრინციპი. მაგრამ, საუბედუროდ, კაცი მოგზაურობას დაადგა, მინდობით თავის ჭკუაზე. კეთილდღეობისა და უსაფრთხოების განცდა ერიდება მათ, ვინც მინდობილია თავიანთ ჭკუებზე. მაშინ, როცა ისინი რწმენადამყარებულები თავიანთ გულებზე, გადალახავენ დაბრკოლებებს ადვილად. ამიტომ, ისინი ვინც თვლიან ღმერთს მყოფად თავიანთ გულებში არიან ნამდვილი მორწმუნეები. ცხოვრება ხდება წმინდა როცა ძლიერი რწმენა ვითარდება ღმერთსა და დჰარმაში (უბიწოებაში). მხოლოდ ამ ტიპის რწმენას შეუძლია წაახალისოს მშვიდობა, ბედნიერება და უსაფრთხოება. ისინი, ვინც ჩაფლულნი არიან მიწიერ საქმიანობებში რწმენის გარეშე ღმერთსა და უბიწოებაში, ვერასდროს იპოვიან მშვიდობას, ბედნიერებასა და უსაფრთხოებას ცხოვრებაში.
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 23 ნოემბერი.
2025 წლის 10 დეკემბერი.
რა არის ჭეშმარიტი მინდობა და მსახურება უფლისადმი? ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის ჩვენ მაგალითებით რამაიანადან.
ღმრთაებრივი უნდა იყოს პატივნაცემი ყველა დროში; რაც სიამოვნებს ღმრთაებრივს უნდა იყოს გაგებული და გაყოლილი. რამაიანა იძლევა ასეთი მიძღვნილი ცხოვრების ორ მაგალითს, ანჯანეიასი და ლაკშმანასი. ანჯანეია უძღვნიდა თავისი ცხოვრების ყოველ წამს, ფიქრის ყოველ ტალღას, კუნთის ყოველ ტოკვას თავის მასწავლებელს, რამას. როდესაც რამამ ის სამხრეთის მიმართულებით გაგზავნა სიტას ძებნის მისიაზე, ის იყო არც აღფრთოვანებული ამგვარად ეფექტურ ინსტრუმენტად აღიარებაზე არც დამწუხრებული თავისი დავალების სახიფათო ბუნებზე. მან იცოდა რომ რამა ჩუქნიდა მას საჭირო უნარსა და ძალას დავალების შესასრულებლად; სინამდვილეში, მთელი მისი უნარი და ძალა იყო „მისი საჩუქრები“. შეგრძნება რომ ის იყო ძალიან სუსტი ინსტრუმენტი, რაც მან დაასკვნა, იყო შეურაცხყოფის მიყენება რამას ყოვლისმცოდნეობასა და მადლზე. ლაკშმანაც ასევე იყო ძლიერი გმირი, რადგან ის ძალას იღებდა თვით ღმრთაებრივიდან. და, მას არ ჰქონდა სხვა ძალა. ერთხელ, როცა გადაადგილდებოდნენ ტყეში როგორც გადასახლებულები, რამამ დაავალა, რომ აერჩია კარგი ადგილი და იქ სიტასა და საკუთრივ მისთვის აეშენებინა ქოხი. ლაკშმანა იყო იმდენად დაშოკილი ტკივილით ამაზე რომ ის დაეცა მიწაზე; ის კვნესოდა რომ მიტოვდა მადლისგან. „მაქვს მე შენი ნებისგან განსხვავებული ნება? როგორ შეგეძლო ოდესმე წარმოგედინა რომ მე შემეძლო ჩემი გადაწყვეტილება გამომეტანა დამოუკიდებლად და ადგილი შემერჩია ჩემით? მითხარი მე, სად და როგორ უნდა აშენდეს იგი და აშენდება. მაგრამ, მე არ მაქვს საკუთარი განსჯა; მე მაქვს დანებებული იგი დიდი ხნის წინათ.“ – ეს იყო ლაკშმანას პასუხი.
– ღმერთის საუბარი, 1974 წლის 21 თებერვალი.
2025 წლის 11 დეკემბერი.
რატომ არის მნიშვნელოვანი ყურადღების მიქცევა ჭკუის ნამდვილ მოთხოვნილებებზე? ბჰაგავანი სიყვარულით განმარტავს ჭკუის სამუშაოთა გამოაშკარავებით.
ადამიანი ცდილობს უზრუნველყოს საკუთარი თავი საკვებით, ტანსაცმლითა და საცხოვრებლით ტანის გულისთვის; მან ასევე უნდა უზრუნველყოს საკუთარი თავი რამეებით ჭკუის ჯანმრთელად და ბედნიერად შესანარჩუნებლად. სწორედ ჭკუა განაპირობებს ტანსაც კი. ჭკუა არის ინსტრუმენტი, მფრინავი ბორბალი, კაცის ყველაზე სქელი ამხანაგი. მისი მეშვეობით ადამიანს შეუძლია ან საკუთარი თავის განადგურება ან საკუთარი თავის გადარჩენა. რეგულებული და კონტროლებული, სათანადოდ არხირებული, მას შეუძლია გაათავისუფლოს; თავხედი და თავაშვებული, მას შეუძლია გახლართოს და გათოკოს სწრაფად. შეეცადეთ გაარკვიოთ ზუსტად როდის აქვს კაცს სრული და დაურღვეველი სიმშვიდე. თქვენ ნახავთ რომ ის არის სიმშვიდეში მხოლოდ სუშუპტის (ღრმა ძილის) განმავლობაში. რადგან, ამ დროს, გრძნობები არის არააქტიური, ჭკუა არის ინერტული და მიუბმელი გრძნობებთან ან მათ სამიზნეებთან. ასე რომ, როცა გრძნობები ხდება უეფექტო ჭკუის მიზიდვაზე, კაცს შეუძლია მიაღწიოს სიმშვიდეს. ეს არის ნამდვილი სადჰანა, ძირითადი სადჰანა: გრძნობების გაყვანა ობიექტური მსოფლიოდან (ნივრიტიმარგა). ავარჯიშეთ ჭკუა გამახვილდეს შინაგან სამყაროზე უფრო ვიდრე გარეგან ცდუნებებზე.
– ღმერთის საუბარი, 1967 წლის 21 აპრილი.
2025 წლის 12 დეკემბერი.
ჩვენ სად შეიძლება ვიპოვოთ სიმშვიდე და ნეტარება ამ ცხოვრებაში? ბჰაგავანი შეგვახსენებს ჩვენ და შთაგვაგონებს ჩვენ ჩვენი პოტენციალის მისაღწევად.
კაცს აქვს თავისში ყველა ნეტარება, ისევე როგორც ყველა აღჭურვილობა საჭირო მის გასახსნელად; მაგრამ ის არის დაჭერილი საკუთარი შინაგანი რესურსების საშინელი უვიცობით. მას შეუძლია ჰქონდეს უმაღლესი სიმშვიდე, მაგრამ არ ცდილობს მის მოპოვებას; მისი მცდელობები სუსტდება ეჭვითა და მერყეობით, და ამგვარად, ისინი განწირული არიან დასამარცხებლად. რა თქმა უნდა, არსებობს წყლის ნაკადი მიწის ქვეშ. მაგრამ როგორ შეგვიძლია ჩვენ ვისარგებლოთ მისგან თუ არ გავაკეთებთ ძალისხმევას ამ წყაროში ჩასაღრმავებლად? დიდი რაოდენობა „სურვილი გრძნობების დაკმაყოფილებისთვის“ უნდა მოიხსნას მშვიდობისა და სიხარულის შინაგანი წყაროს დაჭერის შეძლებამდე. თქვენი ცხოვრება არის არსებითად შანტის (მშვიდობის) ბუნების; თქვენი ბუნება არის არსებითად სიყვარული; თქვენი გულები გაჯერებულია ჭეშმარიტებით. გაითავისუფლეთ თავი დაბრკოლებებისგან, რომლებიც ხელს უშლის მათ გამოვლენას; თქვენ არ აკეთებთ რამე მცდელობას ამისკენ, და ამიტომ, არ არსებობს მშვიდობა, სიყვარული და ჭეშმარიტება ოჯახში, საზოგადოებაში, ერსა და მსოფლიოში. ქმარი და ცოლი არ ცხოვრობენ ჰარმონიაში; მამა და მისი ვაჟები ჩართულნი არიან ფრაქციებში; მეგობრებიც კი ვერ თანხმდებიან! ტყუპები ადგანან სხვადასხვა გზას. რადგან ისინი ცხოვრობენ ვნებებისა და ემოციების კონკურენტუნარიან, მებრძოლ მსოფლიოში. მხოლოდ მაშინ როცა ღმერთია მიზანი და გზამკვლევი, შესაძლებელია რომ იყოს ნამდვილი მშვიდობა, სიყვარული და ჭეშმარიტება.
– ღმერთის საუბარი, 1974 წლის 21 თებერვალი.
2025 წლის 13 დეკემბერი.
როგორ უნდა გავცეთ ჩვენ პასუხი, როგორც სულიერმა მაძიებლებმა, ბედნიერებასა და მწუხარებას? ბჰაგავანი, აშკარად, მისი როლი ემოციებში რასაც ჩვენ გავდივართ ცხოვრებაში.
დღეს კაცსა და მსოფლიოში გაბატონებული ყველა დაბნეულობისა და კონფლიქტისთვის, სწორედ ადამიანების გრძნობები და აზრებია პასუხისმგებელი. ჩვენ არასდროს უნდა გავაკრიტიკოთ სხვები, თქმით მათ დაგვაზიანეს ჩვენ, ან გადავუხადოთ სამაგიერო, თქმით მათ გვატკინეს ჩვენ. ეს ადამიანი არის მხოლოდ ინსტრუმენტი. ეს მავნე თქვენს ჭკუაში რაც გტკენთ თქვენ. მსგავსად, თუ ვინმე აკეთებს სიკეთეს თქვენს მიმართ, ის არის მხოლოდ ინსტრუმენტი. ეს არის თქვენი საკუთარი კარგი ქმედებების შედეგი რაც მოგიტანთ თქვენ სიკეთეს. ამიტომ, ჩათვალეთ ნებისმიერი კარგი ან ცუდი, რაც თქვენ გემართებათ, თქვენი საკუთარი ქმედებების შედეგად და არა წყალობად ან სასჯელად ღმერთისგან. ღმერთი არის როგორც ფოსტალიონი. ფოსტალიონს ერთი წერილი მიაქვს ერთ მისამართზე, და სახლში მყოფები ხარობენ მასში მოცემული კარგი ამბით. მას მიაქვს მეორე წერილი მეორე სახლში, და აქ არის მწარე ტირილი წერილში მოცემული სამწუხარო ამბის გამო. არის ფოსტალიონი პასუხისმგებელი წერილების მიმღებთა სიხარულსა თუ მწუხარებაზე? არა. პასუხისმგებელია შესაბამისი წერილების შინაარსი. რასაც თქვენ განიცდით სიხარულის თუ მწუხარების გზით არის თქვენი საკუთარი ქმედებების შედეგი. ღმერთი არის მხოლოდ მოწმე.
– ღმერთის საუბარი, 1994 წლის 23 ნოემბერი.
2025 წლის 14 დეკემბერი.
რატომ არის დჰარმას ერთგულება ასეთი მნიშვნელოვანი სულიერ გზაზე? ბჰაგავანი გვახსენებს ჩვენ ძალიან დამაჯერებელი მაგალითის მოცემით ეპოსებიდან!
ღმრთაებრივი სწავლებები შეიძლება იყოს ათვისებული მხოლოდ მაშინ როცა არსებობს რწმენა დჰარმას პრინციპებში. როცა უგულვებელყოფილია, ეს სწავლებები გადაიქცევა გრამოფონის ფირფიტებად, ამაოდ მბრუნავად, გულებზე გავლენის მოუხდენლად. გიტას შეგონებები და არჯუნას რეფლექშები გვიზიარებს ჩვენ ღრმა გაგებას. კრიშნასთან 84 წლის განმავლობაში მჭიდრო მეგობრობის მიუხედავად, არჯუნას არ ჰქონდა უფლება მიეღო ღმრთაებრივი გიტას შეგონება კრიშნასგან. როდის მოიპოვა არჯუნამ უფლება კრიშნასგან სწავლებებისა და ნეტარების მიღებაზე? მან ეს მოიპოვა მხოლოდ როცა ის მთლიანად თვითჩაბარდა, დაადასტურა თავისი რწმენა უბიწოებასა და ღმერთში, და უთხრა კრიშნას: „ჩემთვის, არავინ არის შენ გარდა“. მხოლოდ მაშინ გახდა არჯუნას გული სუფთა. როცა კრიშნამ მას უბიძგა წასულიყო საბრძოლველად ომში, არჯუნამ დაინანა, თქვა: „სვამი! ამდენი ახლო ნათესავისა და მრავალი ადამიანის მოკვლის შემდეგ, რა სარგებელი აქვს სამეფოსა და კომფორტს? მე არ მინდა ეს სისხლის საკვები საერთოდ. შენი სიახლოვე არის ყველაფერი რაც მე მინდა“. „ჩემი ერთადერთი მიზანი არის დჰარმას დაცვა“. მხოლოდ არჯუნასგან ამ მტკიცე განცხადების შემდეგ, კრიშნამ გადაწყვიტა ექადაგა მასზე გიტა.
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 23 ნოემბერი.
2025 წლის 15 დეკემბერი.
ჩვენ როგორ უნდა გამოვიყენოთ შრი სატია საის ორგანიზაცია ჩვენი სულიერი მოგზაურობისთვის? ბჰაგავანი, ვინც გვაჩუქა ეს ორგანიზაცია, თვით ხსნის დღეს ჩვენთვის.
გამოიყენეთ ჭკუა გრძნობების, იმპულსების, დამოკიდებულებების, მიდრეკილებებისა და ცნობიერების დონის გასასუფთვებლად. არ დააგროვოთ ჭუჭყი გარე სამყაროდან და არ შეიტანოთ ესები შიგნით თქვენში. თუ ეს მიბმულია სამუშაოზე, შრომის შედეგებიც ებმება მასზე. მიუბმელი სამუშაო არის უსუფთავესი; იგი არ ტვირთავს ჭკუას აღტაცებით ან იმედგაცრუებით. „მე გავაკეთე ეს“, „ეს არის ჩემი“: ესები არის ორი ეშვი რაც ინდივიდუალს ხდის შხამიანს. ამოიღეთ ეშვები, გველი შეიძლება აიღოთ ხელით და ითამაშოთ მასით როგორც შინაური ცხოველით. შრი სატია საის ორგანიზაციები უნდა იყვნენ ფხიზლად სახედად რომ ეგოიზმი და პირადი საკუთრების, სიამაყის, ან მიღწევის გრძნობა არ შეეჭრათ მათ. ეს არის მიზანი დასაჭერი ხედვაში. როდესაც ორგანიზაცია იქმნება, მან უნდა დაადგინოს თავისთვის გარკვეული წესები და რეგულაციები. მაგრამ ჩვენი წესები არის სრულიად განსხვავებული ბუნების. ჩვენი წესები ხაზს უსვამს, რომ წევრებმა ჯერ უნდა პრაქტიკონ რასაც ისინი სთავაზობენ. რასაც კი თქვენ უსურვებთ სხვებს გასაკეთებლად, ჯერ თქვენ უნდა ჩადოთ ყოველდღიურ პრაქტიკაში გულწრფელად და ურყევობით. თქვენ უნდა ასრულოთ ბჰაჯანი რეგულარად და სისტემატიკალი, სანამ თქვენ ურჩევთ სხვებს ბჰაჯანების ეფექტურობის შესახებ. როცა თქვენ გსურთ იყოთ პატივნაცემი სხვების მიერ, თქვენ უნდა ისწავლოთ მათდამი პატივისცემა უწინ.
– ღმერთის საუბარი, 1967 წლის 21 აპრილი.
2025 წლის 16 დეკემბერი.
რა არის განსხვავება სათნოებით დაბადებულ სიბრძნესა და გონიერებას შორის? ბჰაგავანი განმარტავს და ნათელყოფს დღეს.
ღმრთაებრივი სიყვარულის ტანმოსილნო! მიუხედავად იმისა, რომ თიხა არის ერთი, ნაწარმები მისგან არის მრავალნაირი ფორმითა და სახელით. ოქრო არის ერთი, მაგრამ მრავალი სხვადასხვა სამკაული მზადდება მისგან. რძე იგივეა, თუმცა შეიძლება იგი იყოს მიღებული სხვადასხვა ფერის ძროხებისგან. თუმცა ღმრთაებრივი არის ერთი, ის აჩვენებს თავის თავს სხვადასხვა ფორმაში სხვადასხვა სახელით. განუზომელი, ოკეანიდან უთვალავი ტალღა ამოდის. თუმცა ტალღები ჩანს განსხვავებულად ერთიმეორესგან, ოკეანე არის ერთი. მსგავსად, თუმცა ცოცხალი არსებები ჩანს სამყაროში უამრავი ფორმით, მათგან ყველა არის ტალღა რომელიც წარმოიშვა სატ-ჩიტ-ანანდას (არსება-შეცნობა-ნეტარების) ოკეანიდან. სიხარულები და მწუხარებები რასაც კაცი განიცდის ყოველდღიურ ცხოვრებაში, მისი მიჯაჭვულობები და ანტიპათიები, მისი მიდევნა გრძნობით სიამოვნებებზე, ყველაფერი არის ჭკუის კაპრიზების გამო. სანამ კაცი ექვემდებარება დუალობის გრძნობას, ის ვერ გათავისუფლდება მიჯაჭვულობისა და სიძულვილისგან. შეუძლებელია თავის დაღწევა დუალიზმისგან სანამ კაცი არ აღიარებს თავის თანდაყოლილ ღმრთაებრიობას. დღეს ცოტა თუ აღიარებს ერთობას სხვადასხვაგვარობაში, თუმცა არსებობს უამრავი ინტელექტუალი ვინც ჩაბმულია განხეთქილებებისა და განსხვავებების ხელშეწყობაში. ერთ მართალ კაცს შეუძლია მსოფლიოს დაცვა უფრო მეტად ვიდრე ათას ინტელექტუალს. ამიტომ, სათნოება არის უფრო წმინდა და კეთილშობილი, ვიდრე გონებამახვილობა.
– ღმერთის საუბარი, 1994 წლის 18 დეკემბერი.
2025 წლის 17 დეკემბერი.
ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ ყველა პრობლემის დასასრულებლად და ბედნიერად და მშვიდობიანად საცხოვრებლად? ბჰაგავანი ტკბილად და მტკიცედ გვახსენებს ჩვენ დღეს.
ღმერთი წარმოდგენილია თქვენში მხოლოდ. ღმერთი არის სიყვარულის ტანმოსილება. ის არის თქვენში სიყვარულის ფორმით. არ დაკარგოთ და არ დააბინძუროთ ღმრთაებრივი სიყვარულის ეს პრინციპი. მიმართეთ ეს სიყვარული წმინდა გზისკენ. არ დააყენოთ იგი არაწმინდა და ბოროტ გზაზე. არ მიმართოთ იგი თქვენი ტანის ბოროტი სურვილებისკენ ან სიმდიდრისკენ. სიყვარული არის სიყვარულის გულისთვის. განძივით შეინახეთ სიყვარულის ეს ღმრთაებრივი პრინციპი თქვენს გულში და ილოცეთ ღმერთზე. თუ თქვენ მიაღწევთ ღმერთის სიყვარულს, თქვენ მიაღწევთ ყველაფერს. როგორ მივიდა კუჩელას პრობლემები დასრულებამდე? მისი ყველა პრობლემა დასრულდა მხოლოდ კრიშნას სიყვარულის მიღებით. თქვენ შეგიძლიათ ყველაფრის მიღწევა ღმერთის სიყვარულით. არ არსებობს რამე რის მიღწევაც შეუძლებელია ამით. თქვენი მტრები გახდებიან თქვენი მეგობრები და ისინი, ვინც თქვენგან შორს არიან, გახდებიან თქვენი ახლობლები და ძვირფასები სიყვარულის საშუალებით. მსგავსად, თქვენს სიყვარულს შეუძლია მიგიყვანოთ თქვენ ახლოს ყველასთან ვინც დაშორდა თქვენგან. ამიტომ, თქვენ უნდა განავითაროთ უფრო და უფრო მეტი სიყვარული, რაც არის წმინდა, ამაღლებული და ძვირფასი.
– ღმერთის საუბარი, 1996 წლის 24 ივნისი.
2025 წლის 18 დეკემბერი.
არის ადამიანის სიცოცხლის სულიერი მიზანი საპოვნი საზოგადოების კონტექსტის გარეთ? ბჰაგავანი, ჩვენი მოსიყვარულე უფალი, მტკიცედ გვიხსნის ჩვენ დღეს.
რა კავშირი აქვს სოციოლოგიას ან სოციალურ მეცნიერებებს სულის მეცნიერებებთან ან ადამიანის სულის გამოკვლევებთან? ეს არის კითხვა რაც ხშირად ისმის. ასევე ბევრი კითხულოს: რა საქმე აქვს სულიერ სტუდენტს და სადჰაკას საზოგადოებასთან და მის პრობლემებთან? უნდა ითქვას რომ ორივე ეს დამოკიდებულება არის არასწორი. ვერც ერთი საზოგადოება ვერ იპოვის თავის დაგვირგვინებას და ვერც ერთი სოციალური იდეალი ვერ იმსხმოიარებს ადამიანის სულის აყვავების გარეშე. კაცობრიობა ვერ გააცნობიერებს ღმრთაებას ვისი გამოსახვაც ის არის, სულის კულტივირებაზე ფრთხილი და მუდმივი ყურადღების მიგების გარეშე. კიდევ როგორ შეუძლია ამ ღმრთაებას საკუთარი თავის გამოსახვა თუ არა ინდივიდუალებში და მათი მეშვეობით? ჩვენ შეგვიძლია შჩავწვდეთ მხოლოდ ჯაგატს (მსოფლიოს), ამ მოძრავ და არამუდმივ წარმოდგენას; ჩვენ არ შეგვიძლია ვხედოთ, ვისმინოთ, ვყნოსოთ, ვიგემოთ ან ხელი ვახლოთ სპექტაკლის რეჟისორს, ღმერთს. იგივენაირად, ჩვენ შეგვიძლია ჩავწვდეთ ინდივიდუალს, მაგრამ არა არსებას წოდებულს საზოგადოებად. რადგან საზოგადოება არ არის ცალკეული და განსხვავებული კომპლექსი ჩამოყალიბებული ელემენტარული კომპონენტებისგან. საზოგადოება არის ღმრთაებრივის ოდენობის ზრდა ნაწარმოები უზენაესი ნებით. საზოგადოებას არ შეუძლია გაამართლოს თავისი თავი ბუნებისგან მოპოვებული ნადავლის თანაბრად ან არათანაბრად გაწილების დაგეგმვით. დაგვირგვინება რამაც უნდა შთააგონოს საზოგადოება უნდა იყოს ჩამოყალიბება და შემუშავება ყოველ სოციალურ ქმედებასა და გადაწყვეტილებაში, ერთიანი უნივერსალური ატმას ცოდნის და იმ ნეტარების რასაც ცოდნა ანიჭებს..
– ღმერთის საუბარი, 1974 წლის 1 მარტი.
2025 წლის 19 დეკემბერი.
რა არის სიყვარულის სამი კატეგორია, და ჩვენ როგორ უნდა წავიდეთ უმაღლესი ფორმის კულტივებაში? ბჰაგავანი ნათლად გვიხსნის ჩვენ დღეს.
კაცი ატარებს სიცოცხლეს სამი სახის სულიერ მცდელობაში. მას უყვარს ღმერთი ამ გზების გავლით. პირველი კატეგორია, სვართჰა პრემა ანუ ეგოისტური სიყვარული, ეხება მხოლოდ ფიქრს საკუთარ ბედნიერებაზე, კომფორტსა და სიამოვნებაზე, სხვებზე მცირე ზრუნვას კი არა. მეორე კატეგორია, ანიონია პრემა ანუ ორმხრივი სიყვარული, ეხება მას ვინც საკუთარ ოჯახზე ფიქრობს და ეძებს მათ კეთილდღეობას ვისაც ის თვლის როგორც მის საკუთარს. მესამე კატეგორია, პარართჰა პრემა ანუ უანგარო სიყვარული, ეხება მას ვისაც სურს რომ თითოეული საზოგადოებაში იყოს ბედნიერი. ლოკა-სამასტჰა სუხინო ბჰავანტუ არის ამ კატეგორიის ადამიანების ლოცვა. ეს არის უმაღლესი სიყვარული. პირველი კატეგორია შეიძლება შედარდეს ერთ ოთახში არსებულ სინათლეს, რაც გაანათებს მხოლოდ ამ ოთახს. მეორე შედარებადია მთვარის შუქთან, რომელიც გეხმარებათ თქვენ საგნების დანახვაში, მაგრამ არც ისე მკაფიოდ. ეს გაძლევთ ეჭვის საფუძველს. მაგალითად, თქვენ შეიძლება ხედოთ თოკი და შეცდომით მიიღოთ იგი გველად ან ჯირკი ადამიანად ამ არც-ისე-კაშკაშა მთვარის შუქზე. მესამე კატეგორია არის როგორც მზის შუქი, რაც გეხმარებათ თქვენ ხედოთ ყველაფრი ნათლად რამე ეჭვის გარეშე. თუ თქვენ გაქვთ სულიერი მსოფლმხედველობა, თქვენ არ გექნებათ სიყვარული შემოფარგლული საკუთარი თავით და ოჯახით მხოლოდ.
– ღმერთის საუბარი, 1998 წლის 28 აპრილი.
2025 წლის 20 დეკემბერი.
რატომ არის მნიშვნელოვანი ჩვენი ერთგულების აღზრდა სიჩუმესა და მარტოობაში? ბჰაგავანი, ღრმა სიყვარულითა და მზრუნველობით, განმარტავს დღეს.
საკმევლის პატარა ჯოხში, არსებობს ცეცხლი. სიგარეტის მოწევისას, არის ცეცხლი აქ ასევე. თუ არის ტყის ხანძარი გორაკზე, ჩვენ ვხედთ დიდ ცეცხლს მასშიც ასევე. ცეცხლი, რასაც ჩვენ ვხედთ საკმევლის ჯოხზე, სიგარეტზე და ტყის ხანძარში – ყველა შეადგენს ცეცხლს. იმ განცდით, რომ სამივე ცეცხლს შეადგენს, თუ თქვენ მოიტანთ შეშის მორებს და სიგარეტზე ან საკმევლის ჯოხზე დადებთ, ცეცხლი ჩაქრება, შეშას ცეცხლი არ მოეკიდება. მეორეს მხრივ, თუ ჩვენ ავიღებთ თუნდაც ნაზ მწვანე ფოთლებს და ჩავდებთ მათ ტყის მძვინვარე ცეცხლში, მათ ცეცხლი მოეკუდება და დაწვავს! იგივენაირად, თუ სიყვარულის ცეცხლი თქვენში არ არის ვრცელი საკმარისად, თქვენ ვერ შეძლებთ ღმერთის დიდი სიყვარულის ცეცხლის განცდას. თუ თქვენ დაიწყებთ საუბარს უფლის ყოვლისმომცველ სიყვარულსა და ფართოდ გავრცელებულ პრემაზე, მაშინ არსებობს თქვენში სიყვარულის სუსტი ცეცხლის ჩაქრობის საფრთხე! სანამ თქვენ განცდით ამ სიყვარულს ყველაში, პირველი ნაბიჯი არის სიყვარულის ამაღლება საკუთარ თავში და მისი აწევა საკმარისად მაღალ დონეზე. ამისათვის თქვენთვის საჭიროა ამოიცნოთ ფორმა და შესაფერისი დრო ამისთვის. თუ თქვენ არ გაითვალისწინებთ სიტუაციას და დროს თქვენს გარშემო, მაშინ თქვენ ვერ შეძლებთ პრემას ამაღლებას თქვენში.
– ღმერთის საუბარი, 1976 წლის 3 ივნისი.
2025 წლის 21 დეკემბერი.
რა არის უპირატესობები წახალისების სუფთა სიყვარულის ნაცვლად სიძულვილისა და უთანხმოების? ბჰაგავანი განმარტავს და გვახსენებს ჩვენ დღეს.
ღმერთი არის განპიროვნებული სიყვარული, და იგივე სიყვარული არის თანდაყოლილი ყველა ადამიანის გულში. ისევე როგორც ღმერთს უყვარს ყველა თანაბრად, მსგავსად, კაცმა უნდა გააზიაროს თავისი სიყვარული ყველასთან. ეს არის კაცის უპირველესი მოვალეობა. ადამიანმა უნდა გამოიყენოს ღმერთისგან ბოძებული სიყვარული არა ეგოისტური მიზნებისთვის, არამედ უნდა გააზიაროს იგი ყველასთან. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება გახდეს ადამიანი ღმერთის მადლის მიმღები. კაცი იღებს სარგებლის ორ ტიპს სიყვარულის პრინციპიდან. მას შეუძლია გააზიაროს თავისი სიყვარული სხვებთან და გააბედნიეროს ისინი. ღმერთს უყვარს ის ვინც ყველას უყვარს. ღმერთი ჩუქნის თავის სიყვარულსა და მადლს მათზე ვისაც უყვართ თავისი თანამემულეები. თუ ადამიანს სურს გახდეს ღმერთის სიყვარულის მიმღები, მან აუცილებლად უნდა აღიაროს თავისი თანდაყოლილი სიყვარულის პრინციპი. სადაც კი კომპასი არის მოთავსებული მისი ისარი ყოველთვის მიემართება ჩრდილოეთისკენ! მსგავსად, კაცის სიყვარული ყოველთვის უნდა იყოს მიმართული ღმერთისკენ. მხოლოდ ასეთი პიროვნება არის ჭეშმარიტი ადამიანი. კაცმა უნდა გადალახოს „მე“ და „ჩემის“ გრძნობა, აღიაროს ერთობის პრინციპი ყველა არსებაში და მოიქცეს შესაბამისად.
– ღმერთის საუბარი, 2001 წლის 22 ოქტომბერი.
2025 წლის 22 დეკემბერი.
როგორ გვისურვებს სვამი ცხოვრებასთან და ჩვენს მოვალეობებთან მოქცევას? ბჰაგავანი შთაგვაგონებს და გვაიარაღებს ჩვენ სიბრძნის თავისი სიტყვებით დღეს.
საი მოგმართავთ თქვენ აღიაროთ ატმა თქვენს უახლოეს ნათესავად, უფრო ახლობლად ვიდრე თქვენი ოჯახის წევრები, თქვენი სისხლით ნათესავები და თქვენი ყველაზე ძვირფასი შთამომავლები. როცა ამას გააკეთებთ, თქვენ არასდროს გადაუხვევთ სიმართლის გზას, რასაც მარტო შეუძლია ამ ნათესაობის შენარჩუნება. ოჯახური მიჯაჭვულობა მოქმედებს ადამიანის ლეგიტიმური მოვალეობების შესრულების წინააღმდეგაც კი. მაგრამ, ღმრთაებრივთან მიჯაჭვულობა ამ მოვალეობას ავსებს ახალი ერთგულებით რაც უზრუნველყოფს ორივეს სიხარულსაც და წარმატებასაც. იგი ააქტიურებს კაცს როგორც კიდევ სხვა არაფერს შეუძლია: იგი ჩუქნის მასზე უმაღლეს სიბრძნეს მოვალეობის შესრულების პროცესის განმავლობაში. აქედან რჩევა: ნუ შეხვალთ პრაკრიტში (ობიექტურ მსოფლიოში) ატმას გაცნობიერების იმედით; შედით ობიექტურ მსოფლიოში, ატმას გაცნობიერების შემდეგ; რადგან მაშინ თქვენ ხედთ ბუნებას ახალ სინათლეში და თქვენი ცხოვრება ხდება სიყვარულის ხანგრძლივი ფესტივალი. ბევრი არის ვინც თავის სწავლებასა და ინტელექტს, თუნდაც ვედურ სწავლებას, იყენებს მოსაწყენი დებატებისა და კონკურენტული შეჯიბრებისთვის. ისინი მოხიბლულნი არიან მათი წვრილმანი ტრიუმფებით. ისინი აცხადებენ რომ საზოგადოება არის არენა ასეთი ტრიუმფების მოსაპოვებლად. მაგრამ, საი მოგიწოდებთ თქვენ ეძიოთ და გააძლიეროთ სხვა ტიპის საზოგადოება, სადაც არ იქნება ადგილი ასეთი ტრივიალი სურვილებისთვის.
– ღმერთის საუბარი, 1974 წლის 1 მარტი.
2025 წლის 23 დეკემბერი.
ჩვენ როგორ უნდა მივუდგეთ ცხოვრების ამ მოგზაურობას? რისკენ უნდა ვისწრაფოთ? ბჰაგავანი ნათლად გვიხსნის და გვენთუზებს ჩვენ შევხვდეთ ცხოვრებას გამბედაობითა და მიზნით.
ტანი არის პრაკრიტი (ბუნება). ჩვენ არ უნდა დავემორჩილოთ ტანს. ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ იგი. თუ თქვენ აკონტროლებთ ტანს, ჭკუაც ასევე იქნება გაკონტროლებული და თქვენ გექნებათ ატმას (ჭეშმარიტი მეს) ხედვა. თქვენ გაქვთ სამივე ბუნება – ადამიანური, ცხოველური და დემონური, წარმოდგენილი ადამიანის გულში. ამიტომ, ადამიანური ცხოვრების გასატარებლად, თქვენ უნდა გააერთიანოთ სამივე. თანდათანობით, ატმასა და ჭკუის პრინციპების შენარჩუნებით, თქვენ უნდა უკუაგდოთ მიჯაჭვულობა ტანზე. მაშინ ცხოველური ბუნება მიგატოვებთ თქვენ. შემდეგ, უარის თქმით ტანსა და ჭკუაზე, თქვენ უნდა აღზარდოთ მხოლოდ ატმას პრინციპი. მაშინ ჩვენი ბუნება გახდება ღმრთაებრივი. თქვენ უნდა გქონდეთ სრული რწმენა რომ ყველაფერი არის ღვთაებრივის ნება, ღმრთაებრივის ბრძანება და ღმრთაებრივის წესრიგი. თქვენ უნდა აიტანოთ ყველა გამოწვევა და ითამაშოთ ცხოვრების თამაში და გამოხვიდეთ გამარჯვებული. ცხოვრება არის გამოწვევა, შეხვდით მას; ცხოვრება არის თამაში, ითამაშეთ ეს; ცხოვრება არის სიყვარული, განცადეთ ეს; ცხოვრება არის სიზმარი, გააცნობიერეთ ეს. ნუ დადარდიანდებით დაბრკოლებების გამო. არასდროს თქვათ უარი თქვენს ძალისხმევაზე და არც კი მოეშვათ. როცა თქვენ გაუძლებთ ცხოვრების ყველა გამოწვევას, თქვენ მიაღწევთ ღმრთაებას. არასდროს მისცეთ ეჭვებს მოქმედების არეალი. თუ ეჭვები მოვა, ეს მიგვიყვანთ დაბნეულობამდე. როცა არსებობს დაბნეულობა, გულის ალი გაქრება! ამიტომ არ მისცეთ მოქმედების არეალი ამისთვის.
– ღმერთის საუბარი, 1998 წლის 28 აპრილი.
2025 წლის 24 დეკემბერი.
ჩვენ როგორ უნდა აღვნიშნოთ ისეთი წმინდა დღესასწაულები როგორიცაა ქრიტეშობა? ბჰაგავანი გვაძლევს ჩვენ მნიშვნელოვან შეხსენებას ამ წმინდა ქრისტეშობის წინა დღეს.
24-ში (ქრისტეშობის წინა დღეს), ხალხი ესწრება გარკვეულ წირვა-ლოცვას ეკლესიაში, სახლში ბრუნდებიან მაგრად დასალევად, საჭმელის ხარბად ჩასაყლაპად და საქეიფოდ. ეს არ არის ქრისტეშობის ან დიდსულოვანის დაბადების დღის მნიშვნელობა. დღესასწაულები არის არა სასმელ-საჭმელად, არამედ ჩასახედად ჩვენს გულებში. გულის გაწმენდა ჭუჭყისგან, საკუთარ თავზე შეხსენება დიდსულოვანთა იდეალების და მცდელობა ფოკუსის ამ იდეალებიდან ერთზე მაინც არის ამ საზეიმო დღეების სწორად აღნიშნვნა. დღეს კაცი ცხოვრობს სურვილებისთვის იდეალების ნაცვლად. ის ისწრაფვის დიდხანს ცხოვრებაზე, მაგრამ არა ღმრთაებრივი ცხოვრებისთვის. ის არ აკეთებს ძალისხმევას ამ დიდსულოვანთა ნაკვალევის მიდევნაზე. ეს არის რაც დღევანდელმა სადჰაკებმა (სულიერმა მაძიებლებმა) უნდა გააკეთონ. ყველა სადჰაკა უნდა ეცადოს იყოს სახლის პატრონი და არა უბრალოდ მსახური. მსახურმა იცის მხოლოდ გარეთ არსებული ნივთები. მაგრამ ბატონმა მარტო იცის სახლში სად არის ძვირფასი ნივთები დაცული. ვინაიდან ჩვენ ვრჩებით მსახურებად, ჩვენ ყურადღებას ვაპყრობთ სახელებსა და ფორმებზე გარე სამყაროში. როცა ჩვენ გავხდებით პატრონები, ჩვენ შევეცდებით შევიცნოთ სად არის ჩვენში კარგი ხარისხების, სათნოებათა და უბიწოების ძვირფასი ქვები, და ასევე დავიცვათ ესები. თითოეულ ადამიანს შეუძლია გამოიკვლიოს თავისთვის იცავენ ისინი ამ ძვირფას ხარისხებს, თუ იკარგებიან გარეგან, არაფასეულ და წარმავალ სახელებსა და ფორმებში.
– ღმერთის საუბარი, 1982 წლის 25 დეკემბერი.
2025 წლის 25 დეკემბერი.
როცა ჩვენ ვზეიმობთ ქრისტეშობას მთელ მსოფლიოში, ჩვენ რა შეგვიძლია ვისწავლოთ იესო ქრისტეს მოგზაურობიდან, ღმერთის მაცნეობიდან ღმერთთან ერთიანობის განცდამდე? ბჰაგავანი განმარტავს დღეს და გვაძლევს ჩვენ ქრისტეშობის თავის კურთხევას!
კაცის მწუხარებას დღეს აქვს სამი ძირითადი მიზეზი: მან დაივიწა რომ მასში არის უამრავი მზის ბრწყინვალება ატმას ფორმით, მან დაივიწა ჭეშმარიტება რომ ის არის უკვდავების შვილი, და მან დაივიწა რეალობა რომ ის არის ნეტარების ტანმოსილება. სწორედ ამ სამი წმინდა ჭეშმარიტების გამოსაცხადებლად მოდის ყველა კაცი ღმერთის მაცნედ მსოფლიოში. საკვებით, ძილით, შიშითა და გამრავლებით ტკბება ყველა ცხოველი და ფრინველიც ასევე. თუ კაცი, დაჯილდოებული ინტელექტით, გარჩევითა და სიბრძნით, ცხოვრობს იმავესთვის, ეს არის ცხოველის არსებობა და არ შეიძლება ეწოდოს ადამიანის სიცოცხლე. იესო ქრისტე თავდაპირველად მოვიდა როგორც მაცნე, შემდეგ ღმრთაებრიობის აყვავების, საზოგადოებისთვის მსახურების და ყველა არსებას შორის თანასწორობის აღიარებისა და ამ ყველაფრის ყველასთან გაზიარების მეშვეობით, ის ავიდა მეორე სტადიაზე სადაც მან თავისი თავი გამოაცხადა ღმერთის ძედ. ის ვინც აცხადებს თავის თავს ღმერთის ძედ უნდა ჰქონდეს მხოლოდ ღმერთის ხარისხები, და უნდა ემსახუროს საზოგადოებას სუფთა და უანგარო სიყვარულით. ამ წმინდა თვისებების გამოვლენის შემდეგ, საბოლოოდ, იესო ამაღლდა სტატუსამდე „მე და ჩემი მამა ვართ ერთი“. მსგავსად, როცა ჩვენ ვცდილობთ შევითვისოთ ღმერთის ხარისხები როგორც მისმა შვილებმა, ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ ღმრთაებრივი მამის სტადიას.
– ღმერთის საუბარი, 1976 წლის 25 დეკემბერი.
2025 წლის 26 დეკემბერი.
რა არის რწმენა რითაც ჩვენ უნდა ველოცოთ ღმერთს? ჩვენი საყვარელი ბჰაგავანი გვმრჩევლობს ჩვენ დღეს.
იესო ასწავლიდა: „ყველა არის ღმერთის შვილი“. როცა თქვენ გაქვთ ასეთი მტკიცე რწმენა, თქვენ შეგიძლიათ შეასრულოთ ნებისმიერი დავალება. თქვენ არ გჭირდებათ ტომეული წიგნების წაკითხვა. შეავსეთ თქვენი გული სიყვარულით და ყველაფერი მიანდეთ უფლის ნებას. თქვენ აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას თქვენს ყველა მცდელობაში. სიყვარულის ტანმოსილებო! სიყვარული არის ჩემი სწავლებების კვინტესსენსი. ჩემი ძალა არის სიყვარულის ძალა. არ არსებობს რამე სიყვარულზე უფრო დიდი. როცა თქვენ განავითარებთ სიყვარულს, თქვენ შეძლებთ ყველაფერის მიაღწევას, მიღწევას ადგილების მიუღწევლის აქამდე, ადვილად შეხვდებით ცხოვრებისეულ გამოწვევებს და გამოხვალთ გამარჯვებული. ღმერთი ყოველთვის იქნება თქვენთან, თქვენში და თქვენს გარშემო, და იზრუნებს თქვენზე. ნებისმიერი დიდი დავალების შესრულება შესაძლებელია ლოცვის მეშვეობით. თუმცა, თქვენი ლოცვა ერთნაირი უნდა იყოს შიგნით და გარეთ. ლოცვა რასაც თქვენ აკეთებთ თქვენში მოისმინება სვამის მიერ შიგნით. ამიტომ თქვით რაც არის თქვენს ჭკუაში. რის მიღწეასაც კი თქვენ ესწრაფვით, მიაღწევთ მას სიყვარულით; დაე სიყვარული თვით იყოს თქვენი მთავარი ლოცვა.
– ღმერთის საუბარი, 2004 წლის 25 დეკემბერი.
2025 წლის 27 დეკემბერი.
როგორ და სად უნდა ვეძებოთ ჩვენ სულიერი სიმშვიდე? ბჰაგავანი ხსნის ნათლად ჩვენთვის დღეს.
ამბიცია მსოფლიოში დიდების მოპოვებაზე, თანამემამულეებზე გარკვეული ავტორიტეტის მოპოვებაზე, მდიდრული ცხოვრების გატარებაზე – ეს ვერასდროს უზრუნველყოფს შანტის (გონებრივ სიმშვიდეს). შანტი არის სრულიად განსხვავებული მიღწევების შედეგი. სიმდიდრეს არ შეუძლია მისი მბრძანებლობა, არც ხელისუფლება მბრძანებლობს მას! ეს უნდა იყოს მოპოვებული რთული გზით – მედიტებით, ნამასმარანით, და ყოვლისშემძლესთან მისასვლელი ცხრა ნაბიჯით. ეს უნდა იყოს მოპოვებული დედამიწაზე, რომელსაც კაცი ეკუთვნის სამართლიანად; და, არა სხვა რომელიმე ზეციურ სამეფოში რომლისკენაც მას შეუძლია გაბედოს წასვლა. თქვენ ამრავლებთ მწუხარებას წარსულის გახსენებით და ნათელი უსიამოვნო მომავლის წარმოდგენით. თქვენ ავსებთ აწმყო მომენტს შიშით, აჯამებთ წარსულს და ფიქრობთ მომავალ მოვლენებზე! ნემსი დადის გრამოფონის ფირფიტაზე და იწვევს მუსიკის დაკვრას. ფირფიტა არის ინერტული მატერია. როდესაც ჭკუა (ნემსი) უკავშირებს თავის თავს ბუნებას და ეხება ბუნებას, ისმის სიხარულისა და მწუხარების სიმღერა. შეცდომა არის არა ბუნებაში, არა ჭკუაში, არამედ კონტაქტში! დადექით განზე, იყავით განცალკევებული – მაშინ, არ არის რეაქცია საერთოდ. ეს არის გზა გონებრივი სიმშვიდის მოსაპოვებლად.
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 21 ნოემბერი.
2025 წლის 28 დეკემბერი.
ბევრი ამაყობს თვით ინტელექტუალად მყოფობაზე. მაგრამ რა ცოდნა ხდის ინტელექტს ჭეშმარიტად დიდებულს? ბჰაგავანი გვახსენებს ჩვენ ცხოვრების არსებითი ძებნის შესახებ.
პრაჰლადას, როგორც სტუდენტს, ჰქონდა საუბარი თანაკლასელების მიმართ ამგვარად: „არ არის არც სიწმინდე და არც ღმრთაებრივი დიდება მასში; რატომ არის ეს ტანჯვა დაბადების, სიკვდილისა და ხელახლა დაბადებისა? დიდი ინტელექტი ეძებს არ დაბადების და არ სიკვდილის გზას“. ჩვენ ვაკვირდებოდით ყოველთვის. ადამიანები კვდებიან. ადამიანები იბადებიან. რა არის მიზანი? „ეძებეთ გზა“, – თქვა მან. რა არის ეს გზა? ნამდვილი გზა არის იგივე გზა რითაც ჩვენ მოვედით. ჩვენ ვეძებთ რადგან ჩვენ დაგვავიწყდა გზა და ფესვი. ჩვენ დაგვავიწყდა წარმოშობა მიწიერ სიამოვნებათა ილუზიის გამო. თქვენ იცით რომ ბავშვი, როგორც კი იბადება, ტირის: „კვა კვა“, რაც ნიშნავს „რა არის ჩემი წარმოშობა?“. ეს ძებნა რჩება მხოლოდ მანამ, სანამ ბავშვი არ შევა კონტაქტში ამ გარეგან ატმოსფეროსთან. ამის შემდეგ, ბავშვი იღებს ამ სამყაროს ყველაფრად და მთლიანად ეფლობა მასში. ამ ილუზიასთან ან დავიწყებასთან დაკავშირებით, ვედანტა გვაფრთხილებს ჩვენ: „დიდმა ინტელექტმა უნდა ეძებოს გზა“. ეს გვევედრება: „რამდენ ხანს გსურთ დაბანაკება ამ ადგილას?“ ცხოველური ინტელექტი ივიწყებს, იმ დროს როცა რეფორმებული ინტელექტი ეძებს სწორ გზას.
– ღმერთის საუბარი, 1987 წლის 30 დეკემბერი.
2025 წლის 29 დეკემბერი.
როცა ჩვენ ყველანი ვშესახედაობთ განსხვავებულად ერთიმეორისგან, როგორ შეგვიძლია ჩვენ განვაცხადოთ რომ ჩვენ ვართ ერთი? ბჰაგავანი მშვენივრად ხსნის მარტივი ანალოგიით დღეს.
დედას ჰყავს ოთხი ვაჟი. პირველი ვაჟი სთხოვს მას წითელი ფერის წვენს, მეორე მწვანე ფერის წვენს, მესამე შავი ფერის წვენს და მეოთხე თეთრი ფერის წვენს. თუ წვენის ფერი შეიცვლება, წვენი გაფუჭდება. რას აკეთებს ინტელიგენტი დედა? ის ასხამს იგივე წვენს წითელ, მწვანე, შავი და თეთრი ფერის ჭიქებში თავისი ვაჟების დასაკმაყოფილებლად. ჩვენი ტანები არის ამ ჭიქებს მსგავსი. ჩვენ არ უნდა ვიაროთ ტანების განსხვავებებით. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ სულის ერთობა მათში. ჭიქები და ფერები შეიძლება იყოს განსხვავებული, მაგრამ წვენი (ატმა) არის იგივე ყველაში. ტანი განწირულია კვდომაზე ამა თუ იმ დღეს. თქვენ მოგიწევთ დგომა ტანჯვის წინაშე თუ თქვენ ხართ მიჯაჭვული ტანზე. უკვდავების მისაღწევად და ნეტარების განსაცდელად, თქვენ უნდა გადააბიჯოთ ფორმას. სანამ თქვენ გაქვთ ტანი, თქვენ უნდა იზრუნოთ მასზე. მაგრამ თქვენ ზედმეტად არ უნდა ეჯაჭვებოდეთ მასზე ან ღელავდეთ მასზე. უმეცრება არის წუხილის ძირითადი მიზეზი. რაც უნდა მოხდეს მოხდება დროთა განმავლობაში. ამიტომ, გწამდეთ, რომ შემცველობა არის იგივე, მაშინაც კი როცა ჭიქები იცვლება. შემცველობა არის ატმური პრინციპი.
– ღმერთის საუბარი, 2001 წლის 25 დეკემბერი.
2025 წლის 30 დეკემბერი.
როგორ შეგვიძლია ჩვენ მოვიპოვოთ უზენაესი უფლის თანდასწრება? წმინდა ვაიკუნთჰა ეკადაშის დღეზე, ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის და შთაგვაგონებს ჩვენ.
დღეს, ვიშნუს განსაზღვრულ ტაძარებში, სპეციალური კარი წოდებული ვაიკუნთჰა-დვარად არის ღია, და ადამიანებს შეუძლიათ მისით შესვლა დასწრებაში. ვაიკუნთჰა-დვარა არის სამოთხის კარიბჭე, ანუ თვითრეალიზების ჭიშკარი. ამ სამოთხის ჭიშკარი მხოლოდ იქ არ მოიძებნება; იგი გაიხსნება სწორედ თქვენს წინაშე, სადაც კი თქვენ ხართ. დააკაკუნეთ, და იგი გაიღება. ვიშნუ ნიშნავს სარვა ვიაპის (ის ვინც არის ყველგან). ამიტომ, მისი რეზიდენცია, ვაიკუნთჰა (სამოთხე), უნდა იყოს ყველგან. თქვენ შეგიძლიათ შესვლა დაკაკუნებით სწორი პაროლით თქვენს ტუჩებზე. თქვენი გული შეიძლება გახდეს ვაიკუნთჰა თუ თქვენ გაწმენდთ მას, და გაასუფთავებთ მას, და ანებებთ ღმერთს გამოვლინდეს მასში. ვაიკუნთჰა ნიშნავს – „ადგილს სადაც არ არის მწუხარების ჩრდილი“. როდესაც ღმერთი თქვენს გულში ვლინდება, ყველაფერი არის სავსე და თავისუფალი. ძროხა გარდაქმნის ბალახსა და ფაფას ტკბილ, ძალისმომცემ რძეში და უხვად აძლევს მას თავის პატრონს. განივითარეთ ეს ხარისხი, ეს ძალა, გარდასაქმნელად საკვების რასაც თქვენ მოხმართ თანაგრძნობის გამომხატველ ტკბილ აზრებში, სიტყვებსა და საქმეებში ყველასთვის.
– ღმერთის საუბარი, 1968 წლის 11 იანვარი.
2025 წლის 31 დეკემბერი.
რა მნიშვნელოვანი გამოკვლევა უნდა გავაკეთოთ ჩვენგან თითოეულმა ახალი წლის მოახლოებასთან ერთად? ბჰაგავანი გვიბიძგებს ჩვენ დღეს თავისი გზავნილით.
ყოველ წელს, კაცი ეთხოვება ძველ წელს და ხვდება ახალ წელს; ეს მოდის კაცის ისტორიიდან მოყოლებული. მაგრამ რა არის სუფთა შედეგი? მხოლოდ სასოწარკვეთა და ტანჯვა, შფოთვა და გიჟური შიში! ეს არის შემთხვევა გამოსაკვლევად და აღმოსაჩენად ეს რატომ გახდა ასე. ყველა ეძებს და ცდილობს იყოს მშვიდობაში საკუთარ თავთან და საზოგადოებასთან. კაცი ცდილობდა ამ სიმშვიდის მოპოვებას სიმდიდრის დაგროვებით, რაც აძლევდა მას სხვებზე ძალაუფლებას და მართვისა და კომფორტის ხელსაყრელ პირობებს. მან სცადა საკუთარი თავის აწევა ავტორიტეტულ და გავლენიან პოზიციებზე ასე რომ მას შეძლებოდა ჩამოყალიბება მოვლენების მისი მიზნებისა და ფანტაზიების შესაბამისად. მაგრამ, მან გააცნობიერა რომ ეს ორივე გზა არის გადაღობილი შიშით და ამით დაცული მშვიდობა მიდრეკილია სწრაფ და ზოგჯერ ძალადობრივ შეწყვეტაზე. მაშ როგორ შეუძლია კაცს მშვიდობის მიღწევა? მხოლოდ სიყვარულის მეშვეობით! მშვიდობა არის სიცოცხლის ხის ნაყოფი; მის გარეშე ხე არის უნაყოფო ჯირკი. ნაყოფი შეფუთულია მწარე კანით ასე რომ ტკბილი წვენი შეიძლება იყოს შენახული და დაცული მძარცველებისგან; თქვენ უნდა მოაცილოთ კანი შინაგანი სიტკბოს გასინჯვამდე და თქვენს გაძლიერდებამდე. სქელი ქერქი სიმბოლურად გამოხატავს ექვს ბოროტ გატაცებას რაც ფუთავს კაცის მოსიყვარულე გულს: ვნება, ბრაზი, სიხარბე, მიჯაჭვულობა, სიამაყე და სიძულვილი. ისინი ვისაც შეუძლიათ ქერქის მოშორება მკაცრი და თანმიმდევრული დისციპლინის მეშვეობით აღწევენ იმ სიმშვიდეს რაც ჩვენ ყველას გვსურს; ეს სიმშვიდე არის მარადიული, უცვლელი და უძლეველი.
– ღმერთის საუბარი, 1971 წლის 1 იანვარი.
-
ბოლო ჩანაწერები
ბოლო კომენტარები
არქივები
კატეგორიები
მეტა