მანტრა იოგა

მანტრა იოგა

მანტრა და ჯაფა, პრაქტიკა

მანტრა და ბრაჰმანი. წმინდა მანტერბი არსებობენ უხსოვარი დროიდან, ამიტომ მათი აღწერა სიტყვებით, გაჩენილით გაცილებით გვიან, _ ნიშნავს შექმნა წინასწარ განზრახულად არასრული სურათი. ასევე სიტყვა ბრაჰმანის განმარტებისას არ უნდა გამოვიყენოთ სიტყვები, რომლებიც ხმარებაში შემოვიდნენ მნიშვნელოვნად უფრო გვიან, _ ჩვენი წარმოდგენა მის შესახებ მოცემულ შემთხვევაში არის შეზღუდული და არასრული (9, გვ.207).

სიხარულისა და სადჰანის შესახებ. სინამდვილეში საჭირო არ არის განსაკუთრებული მიზეზის ძებნა, რათა განიცადო სიხარული. `სარვადჰა სარვაკალეშუ სარვათარა ჰარიჩინტანამ~. ყოველთვის და ყველგან დაყ ველა დროებში იფიქრეთ ჰარის შესახებ. დაე ყოველი გაელვება იქცეს წმინდა დღედ. დაე ყოველმა გაელვებამ თავისში მოიტანოს მანტრის (წმინდა ფორმულის) ძალა. აკურთხეთ მიწა, რომელზეც თქვენ დადიხართ, დაე ეს გახდეს სიცოცხლის საქმე. არ დაკარგოთ არც ერთი წუთი. გამოიყენეთ მთელი თქვენი დრო იმისთვის, რომ ცნობა ღმერთის სახელის დიდების შესახებ აღწევდეს ინდოეთის ყველა კუთხეებში (6, გვ.29).

მანტრები და ვედები. საი: ვედები წარმოიშვა ღმერთის სუნთქვიდან; ყოველი მარცვალი წმინდაა. ყოველი სიტყვა არის – მანტრა. ყველა ვედები – ეს არის მანტრები.

კითხვა: მანტრა? რას ნიშნავს `მანტრა~?
საი: მანტრა – ეს არის დაყენებული მიზნის გადმოცემა; ანუ ის, რაც აღძრავს და წინ წასწევს მანანას ანუ გამოკვლევა ჭკუით. მარცვალი `მან~ მიუთითებს გამოკვლევის პროცესზე და მარცვალი `ტრა~ ნიშნავს `უნარს გადალახვის, გათავისუფლების, გადარჩენის~. მოკლედ რომ ვთქვათ, მანტრა – ეს არის ის, რაც გადაარჩენს როცა ჭკუა მახვილდება (იმყოფება) მასზე. როცა სრულდება წეს-ჩვეულებები და რიტუალური მსხვერპლშეწირვები (იაგები და იაჯნები), ადამიანმა მუდმივად უნდა შეახსენოს თავის თავს მათი ბუნებისა და მნიშვნელობის შესახებ. ფორმულები, რომლებიც მან უნდა იმეოროს, რათა მიაღწიოს ამას _ არის მანტრები. მაგრამ დღეს ისინი, ვინც ასრულებენ ამ წეს-ჩვეულებებს, ან იმეორებენ მათ მექანიკურად, ნებას აძლევენ მათ უბრალოდ გადმოფრინდნენ ენიდან. ისინი არ უთმობენ ყურადღებას მანტრის მნიშვნელობას. როცა მანტრები წარმოითქმებიან ფორმალურად, როგორც ცარიელი ლაყბობა, მათ არ მოაქვთ ნაყოფი! ადამიანმა შეიძლება მიიღოს სრული გასამრჯელო მხოლოდ მაშინ, როცა ის მათ იმეორებს აზრის და მნიშვნელობის ცოდნით. ყოველ ვედას აქვს ბევრი სააკჰი, და საერთო მიმართულება და მიზანი ყოველი სააკჰისა ასევე ცნობილი უნდა იყოს ვედების მეცნიერისთვის.

კითხვა: რა არის სააკჰი?
საი: სააკჰა ნიშნავს `განშტოებას~, ტექსტს, გამომდინარეს ძირითადი ვედიდან. ხეს აქვს ტოტები, ყოველ ტოტს აქვს შტოები და ფოთლები. თუ ყველაფერ ამას წარმოვიდგენთ ერთად, მაშინ წარმოსახვაში ჩნდება ხე. ყოველ ვედას აქვს დიდი რაოდენობით მთავარი შტოები და დამხმარე პატარა ტოტები. მათგან ყველა არ შეიმჩნევა თავიდანვე. მხოლოდ მცირედი იყო გამოვლენილი და შესწავლილი. სააკჰების რიცხვი, რომლებიც დავიწყებული და პრაქტიკიდან გამქრალები არიან, შეადგენს ათასებს და ასეულ ათასებსაც კი. მათი დასახელებებიც კი გაქრნენ; ვერავინ ვერ გაიხსენებს მათ. ეს არის იმის მიზეზი, რატომაც აცხადებენ წმინდა წერილები: `ვედები უსასრულოა~ (ანანტო ვაი ვედაა). შედეგად თითოეული დიდი წმინდანთაგანი და ბრძენთაგანი ხელს კიდებდა შესწავლას და პრაქტიკებდა მხოლოდ რამდენიმე სააკჰს ერთი ან მეორე ვედიდან.

კითხვა: რა არის რიგვედა?
საი: რიგვედა _ ეს არის კრებული მანტრების, ან ჰიმნებისა, რომლებიც ადიდებენ ღმერთს. სიტყვა რიგვედა შეიძლება გამოყენებული იყოს ღმერთების მიმართ, რომლებსაც აქებენ (14, გვ.21-23).

* ყოვლისშემძლე (პარამეშვარა) – ეს არის პრაშნაგარბჰა (ის, ვინც შეიცავს მთელ სიცხადეს და სიბრძნეს). სიტყვა გარბჰას აქვს ისეთი მნიშვნელობები, როგორიცაა სისუფთავე, სინათლე, სიწმინდე. ასე რომ ეს სიტყვა მიუთითებს, რომ ყოვლისშემძლეს აქვს ინტელექტი, მოკლებული ნებისმიერი სახის წუნებს. ვედა – ეს არის ამ სიბრძნის დაკონკრეტება სიტყვებში. რიშებმა (ბრძენებმა), რომლებიც ფლობენ გაწმენდილ ცნობიერებას და ნათელ ინტელექტს, მოიპოვეს ყოვლისგამჭოლი ბრაჰმანის (კოსმიური არსების) წყალობა. აღძრული ბრაჰმანით და მისი კურთხევით რიშები შეიძენენ ჰიმნებისა და წმინდა ფორმულების (მანტრების) ვიზუალირების უნარს. ისინი, ვინც შეიცნო ჭეშმარიტება, ყოვლისშემძლეს თაყვანისცემით, ასევე შეიცნობდნენ და აღწერდნენ ბრაჰმანს როგორც პრაშნაგარბჰას.

რიშები, რომლებმაც გააკეთეს მანტრების ვიზუალირება, არ იყვნენ შებოჭილები კარმას (საქმიანობის) ჯაჭვების შედეგებით; ისინი იხსნებიან ბრაჰმანში და ჩნდებიან ბრაჰმანისგან, როცა ქმნილების ციკლი იწყება კვლავ. ამიტომ ისინი იყვნენ გამოცხადებული როგორც აჯაჰები (არშობილნი). ვედა უწოდებს მათ ამ სახელს. თვით რიშების ბუნება – არის უმწიკვლო სისუფთავე. ამიტომ მათ ასევე უწოდებენ პრაშნას. ისინი იყენებდნენ ასევე შეუპოვარ ძალისხმევას წყალობის შეძენის მცდელობაში, რომ ზეცნობიერების მდგომარეობაში (სამადჰიში) ბრაჰმანი მოვლენოდა მათ, გამოემჟღავნებინა თავისი თავი, და დაეჯილდოებინა ისინი ბრაჰმა იაჯნის ხედვით.

კითხვა: რა არის ბრაჰმა იაჯნა?
საი: ბრაჰმა იაჯნა – ეს არის სვადჰიიაიია, ანუ ვედების ინტენსიური შესწავლა და დაცვა. რიშებმა `არშობილებად~ მყოფებმა და ამიტომ ბრაჰმანისგან ჭეშმარიტების გადმოცემის უფლებით მოსილებმა, ჩამოაყალიბეს მათ მიერ დამსახურებული ხედვის შესაბამისად, იაჯნები ან მსხვერპლის წეს-ჩვეულებები, დანიშნულები მთელს მსოფლიოში მშვიდობისა და კეთილდღეობის ხელშესაწყობად. ვედები რიშებად ცნობენ მხოლოდ იმათ, ვინც თავის გულში როგორც საგანძურს ინახავს მანტრების, უმაღლესი ჭეშმარიტების, ბრაჰმანისა (კოსმიური არსებისა) და დჰარმის (სოციალური ჰარმონის და ინდივიდუალური უფლებებისა და მოვალეობების კანონების) აზრის და მნიშვნელობის გაგებას. რიტუალური მსხვერპლშეწირვები, მიღებული და ნებადართული ასეთი ბრძენების მიერ, იწოდებიან იაჯნებად (14, გვ.30-32).
 
* კითხვა: არსებობს კი მანტრა და ჯაფა (მანტრის ან უფლის სახელის გამეორების პრაქტიკა), მომცემი შანტის, აღუშფოთებლობისა და სიმშვიდის მდგომარეობისა, რომლის შესახებაც შენ ეს ეს არის ილაპარაკე? თუ ისინი რამდენიმეა, რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი?
საი: მანტრა და ჯაფა მნიშვნელოვენია ყველასთვის. რა არის მანტრა? `მა~ ნიშნავს ჭკუას (მანასს), `ტრა~ ნიშნავს გადარჩენას, მაშასადამე, მანტრა ნიშნავს `იმას, რაც გადაგარჩენთ თქვენ, თუ თქვენ მედიტირებთ ამაზე~. მანტრას შეუძლია გადაგარჩინოს შენ ყოფითი ცხოვრების ბადიდან, რომელიც სავსეა სიკვდილით, მწუხარებით და ტკივილით. ყველა მანტრებიდან პრანავა (მანტრა `ომ~) ყველაზე მაღალი და ყველაზე უკეთესია. ის არის ჭეშმარიტი საწყისი და გვირგვინი ყველა მანტრებისა.

კითხვა: დავუშვათ, ყოველი ადამიანი იმეორებს იშპადევატის (ამორჩეული ღმრთაების) სახელს შესაბამისად თავისი საკუთარი შემეცნებისა. მე ვფიქრობ, რომ ეს სწორია, თუ არა?
საი: შენ თვლი, რომ როგორი უგუნური და გაუნათლებელიც არ უნდა იყოს ადამიანი, მას არ შეუძლია არ ევედროს ღმერთს. თუ სახელი იგალობება `ომ~-თან ერთად, მას უსათუოდ მოაქვს სარგებელი. ზუსტად ისევე, როგორც ოკეანის წყალი ადის ცაში მზის სხივების დახმარებით და შემდეგ, წვიმად მოსვლით, წარმოქმნის ნაკადულებს და მდინარეებს და მიისწრაფვის ოკეანისკენ, რომ ერთხელ კვლავ იქცეს ოკეანის წყლად, ასევე ყველა ხმები, და მანტრები, რომლებიც ადრე იყვნენ მხოლოდ პრანავა, აღწევენ პრანავას ჯაფის და სხვა რიტუალების მეშვეობით. ისინი ყველა იძირებიან პრანავაში, თავიანთ წყაროში (15, გვ.41).

მანტრა და ბიჯა მანტრები. კითხვა: ძველად ამბობდნენ, რომ რაც მეტია მანტრაში ბიჯა-აკშარი (ასოთა თესლები), ის მით უფრო ეფექტურია. ასეთ მანტრებს უნდა მიეცეს უპირატესობა სხვებთან, რომლებშიც არის ცოტა ბიჯა-აკშარები?
საი: მე არ ვეთანხმები თვალსაზრისს, რომ ბიჯა-აკშარის რაოდენობის შემცირებისას  მცირდება ყურადღების გამახვილების ალბათობა დჰიანაში, მედიტირებაში. სადჰაკები (სულიერი განვითარებისკენ მისწრაფებულები) მეტი სარგებლობის მიღებას შეძლებდნენ, თუ გაიმეორებდნენ პანჩაკშარის ან აშტაკშარის, დასაწყისში პრანავას დამატებით. როცა მათ გაიარეს რაღაც მანძილი ამგვარად, მათ შეუძლიათ უარი თქვან სიტყვებისგანაც კი და კონცენტრირდნენ ფორმაზე, აღწერილზე ხმის დახმარებით, და ტრანსფორმირონ მანტრა თვით დევატაში (ღმრთაებაში). ამიტომ შრუტები (`გაგონილი~ _ ვედები) ამბობენ: `ნისშაბდო ბრაჰმა უჩიატე~ _ (ბრაჰმა – ეს არის დუმილი, ხმის არყოფნა).

კითხვა: ჩვენ როგორ უნდა შევქმნათ ხმის არარსებობა? ის როგორ შეიძლება იყოს ბრაჰმანი?
საი: შრუტებში (ვედებში) ნათქვამია, რომ ეს ობიექტური სამყარო, პრაკრიტი, არის მააია. ის, ვინც იჭერს მააიას კონტროლის ქვეშ, არის იშვარა (უფალი). მაშასადამე, შეეცადე აიყვანო კონტროლის ქვეშ მთელი ქმნილება და თვითონ გახდები იშვარა. მაშინვე, იმის შემდეგ, რაც ეს აღსრულდება, ობიექტური სამყარო შენთვის გადაიქცევა არფრად და ამ სტადიაზე შენ მიაღწევ ბრაჰმანს. ვიდრე შენ ამაზე არ აქცევ ყურადღებას, შენ ვერ შეძლებ ბრაჰმანის მიღწევას, ეს უეჭველია. ისევე, როგორც გველი აგდებს ძველ კანს და იმოსება ახალში, სადჰაკა აგდებს ძველ კანს და იცვამს კანს, მანტრაში გამომჟღავნებული ღმრთაებისა, რომელზეც სადჰაკა მედიტირებს.

კითხვა: მაპატიე მე, სვამი! მე არ შემიძლია ამის გაგება. ამიხსენი ეს მაგალითებზე.
საი: შენ ხომ გინახავს კვერცხი, ასე არ არის? როცა ფრინველი რაღაცა დროს ჯდება კვერცხზე, ბარტყი ვითარდება შიგნით საჭირო ზომებამდე და შემდეგ ნისკარტით გამოტეხს ნაჭუჭს, გამოდის და იღებს რეალურ ფორმას. ასევე, როცა სადჰაკა გაწმენდილი ცნობიერების მადლით იმყოფება მანტრაში და უწყვეტად იაზრებს მის მნიშვნელობას თავის ჭკუაში, მისი ხედვა იზრდება, აჯნიანის (უმეცრების) ნაჭუჭი ინგრევა, და ის იწყებს გამოსხივებას ღმრთიურების ციალისა, რომელიც ჩამოაყალიბა თავის შემეცნებაში (15, გვ.41-42).

მანტრა ღმერთთან ერთობის შესახებ. სულიერება – ეს არის ღმერთთან გაერთიანება. თქვენსა და მას შორის არ არის საზღვრები. თქვენ – ხართ ღმერთი. ღმერთი კი – ეს არის თქვენ. თუ თქვენ მყარად ხართ დარწმუნებული ამაში, თქვენ არა გაქვთ აუცილებლობა აკეთოთ სხვა სულიერი პრაქტიკები. რასაკვირველია, მოიძებნებიან ისეთებიც, რომლებიც, როგორც თუთიყუშები, გაიმეორებენ: `მე და შენ – ერთი ვართ~, თავიანთ ცხოვრებაში ამ ერთობის მთელი აზრის ბოლომდე შეუცნობლად. ამ შემთხვევისთვის არის პატარა ისტორია.

ერთხელ ერთმა გურუმ თავის მოწაფეს მისცა მანტრა `შივოჰამ~, რაც ნიშნავს `მე შივა ვარ~. მოწაფე ბეჯითად იმეორებდა ამ მანტრას: `შივოჰამ, შივოჰამ…~ ამ დროს შორიახლოს მიდიოდა მისი მეგობარი და ჰკითხა, რას ნიშნავს ეს მანტრა. გაიგო რა მისი მნიშვნელობა, მან ჰკითხა: `თუ ეს ასე არის, და შენ _ ხარ შივა, როგორი ურთიერთობები გაქვს შენ პარვატისთან ?~ მოწაფის მყისიერი რეაქცია ამ კითხვაზე იყო მგზნებარე: `ო ჩემო ღმერთო!!! მე არ მინდოდა შენი შეურაცხყოფა! ქალღმერთი პარვატი – ეს არის უმაღლესი სრულყოფილება, მე კი – მისი უმდაბლესი მსახური ვარ, და ის იმსახურებს მოკრძალებულ თაყვანისცემას ჩემი მხრიდან~.

ამ ისტორიის მორალი არის ის, რომ თუ ამ მოწაფეს სინამდვილეში ექნებოდა მყარი რწმენა იმაში, რასაც იმეორებდა, და დარწმუნებული იქნებოდა ძალაში მანტრისა `შივოჰამ~, რომელიც მართლაც აღნიშნავს, რომ ერთიანი ღმრთიური საწყისი გამომჟღავნებულია სახეთა სიმრავლეში და სხვადასხვა სახელებით ღმერთებისა და ქალღმერთებისა, ისევე როგორც ამ მსოფლიოს ყველა ხორცშესხულ არსებებში, – მაშინ მეგობრის კითხვაზე სწორი პასუხი იქნებოდა შემდეგი: `მე ვარ შივა – და ასევე პარვატიც~. ამის მაგივრად მისი პასუხი გამოწვეული იყო ტრადიციული რწმენით იმაში, რომ პარვატი – არის შივას მეუღლე. ასეთი გაუგებრობები და გართულებები ყოველთვის წარმოიქმნებიან, თუ თქვენ იფიქრებთ ღმერთზე, მიწიერი გაგებებისა და წარმოდგენების გამოყენებით, რომლებიც დამახასიათებელია ადამიანური ურთიერთობებისთვის ფიზიკურ პლანზე – მამასთან, დედასთან და ა.შ. ამის მაგივრად თქვენ უნდა გაიმყაროთ თქვენი რწმენა უზენაეს უფალთან ერთობაში, მტკიცებით: `მე – ეს შენ ხარ, შენ კი – ეს მე ვარ. ჩვენ – ერთი ვართ, და არა ორი~. ამაში მდგომარეობს ჭეშმარიტი თავისუფლება, დასაბამიდან ჩადებული თქვენში (10, გვ.189-190).

რწმენა ღმერთში, ექიმში, გურუში, მანტრაში და განკურნება. რწმენა იმაში, რომ ღმერთი იმყოფება ადამიანის გულში, რწმენა მის მუდმივ დასწრებასა და ხელმძღვანელობაში ასაჩუქრებს გულადობით, აჯილდოებს გმირობით და მიჰყავს გასხივოსნებასთან. შასტერბში ნათქვამია, რომ უნდა გქონდეს რწმენა ექიმში, რომ განიკურნო დაავადებისგან, რწმენა მანტრაში (წმინდა ფორმულაში), რომელშიც გაზიარებს გურუ (სულიერი მასწავლებელი), რომ სადჰანა იყოს წარმატებული, რწმენა ცნობილი ტაძრების სიწმინდეში, რომ მათთან მიმლოცველობამ მოგიტანოს სულიერი სარგებელი, რწმენა ასტროლოგების წინასწარმეტყველებაში, რომ ტყუილად არ შეაწუხო ისინი და შენი თავი, რწმენა გურუში, რათა განუხრელად მიჰყვეთ გზას, მიმყვანს თვითშეცნობასთან. რწმენამ გურუში უნდა მოგცეთ თქვენ რწმენა ატმაში (უმაღლეს `მე~-ში), წინააღმდეგ შემთხვევაში გურუ არის წინააღმდეგობა (2, გვ.106).

*თუ უფლის სახელი წარმოითქმება გულითადი სიხარულით, ის ახდენს დიდ გავლენას ადამიანის ჭკუაზე. ღმერთის სახელი, მთვარის მსგავსად, ზემოქმედებს ადამიანის შინაგანი ოკეანის ტალღებზე, იმიტომ რომ ღმერთი, მყოფი შიგნით, ეხმიანება გარეთ მყოფი ღმერთის ძახილს! მაგრამ მეცნიერებამ, რომელსაც საქმე აქვს ობიექტურ სამყაროსთან, ნივთებთან და მოვლენებთან, რომლებიც შეიძლება გაიზომოს, აიწონოს და დაითვალოს, ღმრთიური ნეტარების მძებნელი ადამიანი შეიყვანა, უნაყოფო უდაბნოში!

ჩანდრამოული შასტრი გიყვებოდათ თქვენ მანტრების შესახებ. თუ იმეორებთ მანტრებს რწმენით და კარგად იგებთ მათ აზრს, ისინი ეხმარებიან მისტიური გამოცდილების შეძენაში. მანტრა ნებას გაძლევთ თქვენ ახლოს იყოთ ღმერთთან, რომელიც მიიზიდება მანტრის ფორმულის ძალით, დამუხტულით თქვენი ჭკუის ენერგიით.

რა არის მანტრა? `მან~ – ეს არის მანანა (ხანგრძლივი გააზრება დაფარულ აზრზე), და `ტრა~ – ტრანა (გადარჩენა, თავის დახსნა დარდებისა და ტანჯვებისგან). რა პირობებში შეუძლია ჭკუას მისცეს მანტრას აუცილებელი ენერგეტიკული პოტენციალი? პირველი და მთავარი პირობა არის  მისი უნარი კონცენტრირდეს რაიმეზე ერთზე. ჭკუა – არის ცუდი იარაღი, იმიტომ რომ ის ჩლუნგია. ჭკუა მიმართულია ობიექტების ძალიან დიდ რაოდენობაზე. როცა თქვენ ცდილობთ მის გამახვილებას ღმერთზე, ის მაშინვე იწყებს გახსენებას კინოთეატრების, ბაზრების, კარტის კლუბების და ა.შ. შესახებ. ის იშვიათად ფიქრობს ღმერთის სიდიადეზე, და, როცა თქვენ ცდილობთ ყურადღების მიპყრობას უფალზე, ჭკუა იწყებს მოქცევას ისე, თითქოს თქვენ იმეტებთ მას ჯოჯოხეთურ ტანჯვებზე!

ღმერთზე ყურადღების გამახვილებისას ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს რწმენა. ის ჩნდება არა უცბად, და როგორც წესი ღვთისმოსავ ადამიანებთან ურთიერთობის, წმინდანების ცხოვრების წაკითხვისა და საკუთარი სულიერი გამოცდილების შედეგად. ნამასანკირტან (ღმერთის სახელების გალობა) ძალიან სწრაფად ანვითარებს ასეთ რწმენას. დასაწყისში თავის იძულებით უნდა აკეთო მსგავსი პრაქტიკა, მაგრამ მოგვიანებით თქვენ გაგიჩნდებათ ამ საქმისადმი მიდრეკილება, და ის დაიწყებს თქვენთვის სიხარულის მოტანას. ჩვენ ვამბობთ `გულის ლოტოსი~, რატომ? იმიტომ რომ ლოტოსი იზრდება წყალში და ყვავილობს მზეზე. ამგვარადვე გული იკვებება ბჰაკტით (ერთგულებით) და ყვავილობას იწყებს იმის შემდეგ, რაც აღწევს ჯნანის (სულიერ სიბრძნეს).

ღმერთის სახელების უმეტესობა შეიცავს ორ მარცვალს (რაამა, კრიშნა, ჰარა, ჰარი, დატა, შაკტი, ქალი და ა.შ.). პირველი მარცვალი სიმბოლირებს აგნის (ცეცხლის პრინციპს), რომელიც წვავს დაგროვილ ნაკლოვანებეს ანუ ცოდვებს, ხოლო მეორე წარმოადგენს განმამტკიცებელ და აღდგენის პრინციპს ამრიტისა (ღმრთაებრივი ნექტარისა). მნიშვნელოვანია ეს ორივე პროცესი (2, გვ.152-153).