სანდჰაია, ლოცვის სულიერი პრაქტიკა
და ინტენსიური მედიტირება უფალზე
* როგორც თქვა ძველმა რიშიმ (ბრძენმა): `როცა ორჯერდაბადებული უარს ამბობს დილის ან საღამოს თაყვანისცემის (სანდჰიის) რიტუალისგან, მას ელოდება დაღუპვა. ისინი, ვინც უგულვებელყოფს სანდჰიას , არა აქვთ უფლება სხვა არანაირ რიტუალებზე~.
ასე ამბობენ ყველა ავტორიტეტული ტექსტები (სმრიტები) და ვედები. სწორედ იმიტომ, რომ ძველი დროის ბრძენები ასრულებდნენ დილის და საღამოს თაყვანისცემას მრავალი წლების განმავლობაში, მათ შეიძინეს ხანგრძლივი სიცოცხლე, ცნობილობა, დიდება, სიბრძნე და სიდიადე ღმრთიურებისა. ამის შესახებ იხსენებს მანუც (კაცობრიობის წინაპარი, რომელმაც დაამკვიდრა დედამიწაზე უბიწო ქცევის წესები, დჰარმა). ამიტომ, რომელი თვალსაზრისითაც არ უნდა განვიხილავდეთ ჩვენ ამ საკითხს, არც ერთი ბრაჰმანი არ იმსახურებს თავის სტატუსს, თუ ის არ მედიტირებს გაიატრიზე. რასაკვირველია, ბრაჰმანის ქვეშ გაიგება ადამიანი, რომელმაც შეიცნო ბრაჰმანის არსება (ბრაჰმატატტვა) და რომელმაც გაწმინდა საკუთარი თავი ბრაჰმანის განუწყვეტელი ჭვრეტის პრაქტიკით. აქ საუბარი არ მიდის არანაირ გარკვეულ ვარნაზე ან რელიგიაზე. არამედ იმათზე, ვინც ატარებენ ბრაჰმანის საგვარეულო სახელს, აწევთ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა დილის და საღამოს რიტუალების და გაიატრის კითხვის მიმდევრობაზე.
რა არის სანდჰია? `სან~ ნიშნავს `კარგად, სწორად~, `დჰია~ კი წარმომავლობს `დჰიიანიდან~ (მედიტირებიდან), და ამიტომ სანდჰია გულისხმობს სწორ, ღრმა მედიტირებას უფალზე, ანუ სრულ გამახვილებას უზენაესზე. რომ დააფიქსირო შენი ჭკუა ღმერთზე, აუცილებელია აკონტროლო შენი საქმიანობა. კონტროლის ამ პროცესში წარმატებისთვის ადამიანმა უნდა გადალახოს ბუნებრივი თვისებების (გუნების): სატტვის, რაჯასის და ტამასის შეზღუდვები. როცა ბუნებრივი იმპულსების ეს სახეობები იღებენ სიმაღლეს და ცდილობენ ადამიანი მიმართონ თავიანთი არხებით, საჭიროა ელოცოთ ღმერთს, რომ მოხსნას მათი ზემოქმედება. ეს არის პირველი მოვალეობა ადამიანისა, რომელსაც სურს ღმერთის მიღწევა.
ბუნების კანონით, დილა – ეს არის სუფთა გუნის (სატტვის) დრო, შუადღეს ბატონობს აქტიურობა, ვნება (რაჯასი), საღამოს ბინდი კი – ეს არის ინერტულობის, მოთენთილობის (ტამასის) დრო. გამთენიისას, როცა ჭკუა ეს ეს არის აღდგა ძილის სიჩუმიდან, ის თავისუფალია გაღიზიანებისა და დათრგუნვილობისგან, და ამიტომ მშვიდი და ნათელია. ყველასთვის ცნობილია, რომ ამ დროს, ჭკუის ამ მდგომარეობაში მეიდტირება უფალზე ძალიან ნაყოფიერია. ამაში არის მიზეზი, რატომ არის მიწერილი პრატაჰ-სანდჰია, დილის ლოცვა. მაგრამ, ამ მზეზის შესახებ არცოდნით, ადამიანები აგრძელებენ რიტუალების შესრულებას ბრმად და მექანიკურად უბრალოდ იმიტომ, რომ ძველთაგანვე დადგენილი იყო ასეთი წესი. ადამიანის მეორე მოვალეობაა – იგებდეს დილის თაყვანისცემის შინაგან და სიღრმისეულ არსს.
დღის განმავლობაში ადამიანი ივსება აქტიური მოქმედების გუნით, რომელიც მოითხოვს ძალისხმევას, ის მთლიანად შრომაში და გარჯაშია. დღის ტრაპეზის წინ მას აგრეთვე მიწერილი აქვს მედიტირება უფალზე და თავისი სამუშაოს და მისი შედეგების მიძღვნა თვით უფლისთვის. მას შეუძლია დაიწყოს ჭამა ერთგულებისა და მადლიერი გახსენების ამ აქტის შემდეგ. ამაში არის შუადღისას თაყვანისცემის აზრი. ამ რიტუალის დაცვა კონტროლში იჭერს რაჯოგუნას, რომელიც გადაიფარება სატტვიური ბუნებით. ეს არის მესამე ვალდებულება ყველა ადამიანებისა.
შემდეგ ადამიანი ივსება მესამე თვისებით, ტამასით. როცა დადგება საღამო, ის მიიჩქარის სახლისკენ, ჭამს გაძღომამდე, და მას ერევა ძილი. მაგრამ არის კიდევ ერთი მოვალეობა, რომელიც მას ელოდება. უსაქმურებისა და მუქთახორების ხვედრია – მხოლოდ ჭამა და ძილი. როცა ყველაზე უარესი გუნებიდან, ტამასი, ემზადება თავისზე ადამიანის დასაქვემდებარებლად, აუცილებელია განსაკუთრებული ძალისხმევების მიღება, რათა გამოეხსნათ მისი მახეებიდან. ამისთვის კარგია ლოცვა კომპანიაში ადამიანებისა, რომლებიც ადიდებენ უფალს, წიგნების კითხვა მისი დიდების შესახებ, მუშაობა საკუთარ თავზე, მიმართული სათნოებათა განვითარებაზე და კარგი ქცევის წესების ათვისება. ამაში მდგომარეობს მიწერილი საღამოს თაყვანისცემა, სანდჰია-ვანდანამ.
ამიტომ ჭკუა, რომელიც იღვიძებს ძილის უმოქმედობისგან, საჭიროა სათანადო სახით ვავარჯიშოთ და ვაკონტროლოთ. უნდა ვაიძულოთ ის იგრძნოს, რომ მედიტირების ნეტარება და გარე სამყაროსგან განდეგილობის სიხარული არის უფრო მნიშვნელოვანი და მუდმივი, ვიდრე დასვენება, რომელსაც აძლევს ადამიანს ჩვეულებრივი ძილის ყოველდღიური დოზა. ეს ნეტარება, ეს სიხარული შეიძლება შეიგრძნოს და განიცადოს ნებისმიერმა. განსხვავების უნარი მიგიყვანთ თქვენ ამასთან. ეს არის ადამიანის მეოთხე ვალდებულება.
ადამიანი, რომელიც მთელი სიცოცხლის მანძილზე დღეში სამჯერ ასრულებს ღმერთის თაყვანისცემას, ჭეშმარიტად ეკუთვნის ადამიანთა უმაღლეს ტიპს; ის ყოველთვის მშვენიერია, ის აღწევს ყველაფერს, რაც სურს. უფრო მეტიც, ის ხდება გათავისუფლებული, ამ სამყაროში ცხოვრებისასაც კი, ის ხდება ჯივანმუკტა.
საჭიროა ყურადღებით ვადევნოთ თვალი იმას, რომ სანდჰია არ გახდეს სარიტუალო წესი მათთან ერთად, რომლებიც ამორჩეულია დასაცავად. ის უნდა ჩატარდეს, მისი მნიშვნელობის შეცნობით, მის შინაგან მნიშვნელობაზე კონცენტრირებით. საჭიროა ნათლად გაიგებოდეს გაიატრი-მანტრის აზრი. აუცილებელია იგრძნობოდეს იგივეობა მასში ნახსენებ გასხივოსნებულ არსებას, ატმასვარუპასა და თვით საკუთარ თავს შორის. მხოლოდ მათ, ვინც ვერ იგებენ გაიატრის მნიშვნელობას, შეუძლიათ მისი უგულებელყოფა.
მანუ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს შემდეგზე: ის აცხადებს, რომ გაიატრი არის თვით სიცოცხის სუნთქვა ბრაჰმანისთვის. ეს უბრალოდ დეკლარაცია არ არის, ეს არის ჭეშმარიტება. რა შეიძლება იყოს უფრო ეფექტური სულიერი წინწაწევისთვის, ვიდრე არის მედიტირება ბრწყინვალე ციალზე, რომელიც აცისკროვნებს და კვებავს ადამიანის ინტელექტს? რა შეიძლება იყოს უფრო ნაყოფიერი სიცოცხლისთვის, ვიდრე ლოცვაა, რომელიც მოუწოდებს ჭკუას ცოდვილი მიდრეკილებებისგან გადარჩენისკენ?
ადამაინისთვის არ არის უკეთესი იარაღი, ვიდრე სათნოება. მანუ აცხადებს, რომ ბრაჰმანი არ დაკარგავს თავის სტატუსს, ვიდრე ის მიჰყვება გაიატრის და შთაგონებული იქნება მისი მნიშვნელობით. ის ამბობს, რომ თუ ის ძალიან სუსტია, რათა მისდიოს ვედების შესწავლის გზას, მან უნდა, უკიდურეს შემთხვევაში, იმეოროს გაიატრი და ეს პრაქტიკა აკეთოს სულ ბოლომდე. ტრადიციული ტექსტები ასევე ამბობენ, რომ არ არსებობს უფრო დიდი სიმდიდრე, ვიდრე არის გაიატრი.
სულის ძალას შეუძლია გადაწყვიტოს ყველა ამოცანები სამყაროში. და რადგან გაიატრი აჯილდოებს შინაგანი ძალით, მაშინ, ამ ძალის განვითარებისთვის საჭიროა გაიატრის მოკიდება ყურადღებით, უპატივცემლობის კვალის გარეშე და მისი კითხვა შესაფერის დროს. სხეულის ზრდისა და განვითარებისთვის საჭიროა სუფთა (სატტვიური) საკვები, ასე არ არის? ზუსტად ასევე აუცილებელია მზის ციალის მიზიდვა, რათა გაძლიერდეს შინაგანი ციალი შემოქმედებითი აზრის (ბჰავანის) ფორმაში.
როცა სულის სიძლიერე მოდის, გრძნობებიც ასევე აქტიურდებიან და მიემართებიან ნაყოფიერ საქმიანობაზე. როცა ის მიდის, გრძნობები კნინდებიან და ჩვენც ვკნინდებით. ამიტომ თუ ამ მომენტში მიიზიდება მზის ენერგია, ჩვენი ძალა იქნება, როგორც მარცვალი, დათესილი დროულად: მოსავალი იქნება უზრუნველყოფილი. შეძლებს კი სიბნელე დამალოს რაიმე ან შეგაშინოთ თქვენ, როცა მზე ამოდის და მობანს მიწას თავისი ციალით? შეიძლება დარჩეს დარდი თუ ჩვენ ავავსეთ ჩვენი თავი ამ შუქმფენი სინათლით? როგორ შეიძლება ჩვენ არ გვყოფნიდეს ძალა – ძალა მიღებული თვით წყაროდან – ბრაჰმანიდან?
ამ პროცესის ტექნიკა დადგენილი იყო ძველად ყველა მაძიებელის სასიკეთოდ. შეისწავლეთ და აკეთეთ მისი პრაქტიკა, და თქვენი საკუთარი განცდით თქვენ შეძლებთ დაამოწმოთ მათი გზის ჭეშმარიტება (13, გვ. 61-65).