საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
სატია საი ბაბა
2025 წლის 1 ნოემბერი.
რა არის ძირითადი ხარისხები რაც აუცილებელია ღმრთაებრივის განსაცდელად? ბჰაგავანი გვაძლევს ჩვენ ძვირფას რჩევებს რასაც მიჰყავს ღმრთაებრივის განცდამდე.
რას აკეთებთ თქვენ მასალასთან რაც არის უგემური, რაც არის არასასიამოვნო? თქვენ აგდებთ მას. მსგავსად, როცა თქვენ არ მოქმედებთ სათანადოდ, საზოგადოება უარგყოფთ თქვენ. ამიტომ, თქვენ უნდა იყოთ ერთიანი საზოგადოებასთან. ეს არის პირველი ნაბიჯი ერთობისკენ. როცა არის ერთობა, შემდეგ თქვენ გექნებათ სიწმინდე შიგნით. როცა სიწმინდე დამკვიდრდება, მხოლოდ შემდეგ გექნებთ თქვენ ღმრთაებრიობა. მაშასადამე, ღმრთაებრივი სწავლება ადამიანის ცხოვრებაში არის ამ სამის კომბინაცია: ერთობა, სიწმინდე, ღმრთაებრიობა. ეს არის სიყვარული მხოლოდ რასაც მოაქვს ერთობა ყველაში. როცა არის სიყვარული, არ იქნება განსხვავებები რასის, ეროვნების და ა.შ. საფუძველზე. სადაც არ არის სიყვარული, იქ არის სიძულვილი. როცა არის სიძულვილი, არ შეიძლება იყოს ნათესაობა, თუნდაც ბავშვსა და დედას შორის. როცა არის სიყვარული, არ არსებობს განსხვავება „ჩემის“ და „შენის“. ამგვარად, სიყვარულის მეშვეობით, ჩვენ შეგვიძლია ყველაფრის მიღწევა. სიყვარულის გარეშე, ძლიერი რწმენის გარეშე, თქვენ ვერ გექნებათ რამე გამოცდილება. ბჰაკთი, პრაპათთი, ვიშვასა (ერთგულება, დანებება, რწმენა). ეს არის სამი ნაბიჯი და ტრანსცენდენტული გამოცდილება არის დაფუძნებული მათზე.
– ღმერთის საუბარი, 1993 წლის 26 აპრილი.
2025 წლის 2 ნოემბერი.
რა არის ყველაზე ძვირფასი როლი რასაც გურუ ან დიდი მასწავლებლების სიტყვები თამაშობს ჩვენს ცხოვრებაში? ბჰაგავანი გვიხსნის და შთაგვაგონებს ჩვენ ლამაზი მაგალითებით.
ღმერთი არის თქენში, მაგრამ როგორც ქალი ვისაც ეშინია რომ მისი ყელსაბამი მოიპარეს ან დაიკარგა, აღმოაჩენს რომ მას აქვს იგი მისი კისერის გარშემო როცა ის სარკეს გაუვლის, კაციც ასევე აღიარებს რომ ღმერთი არის მასში როცა რომელიმე გურუ შეახსენებს მას ამის შესახებ. სიხარული რასაც თქვენ იღებთ მაშინ არის შეუდარებელი. ყველა ინდოელმა უნდა გააცნობიეროს, რომ თვითაღმოჩენის მეცნიერება არის თვითმემკვიდრეობა; მან უნდა დააფასოს იგი და მოიპოვოს იგი. ახლა, ბევრ სწავლულს შეუძლია ამ მემკვიდრეობის განმარტება, მაგრამ ცოტა პრაქტიკებს მას და შოულობს ჯილდოს. ეს მეცნიერება იყო ბრძენების მიერ გამოკვლეული და ჩამოყალიბებული მკაფიო და მარტივი ტერმინებით. მისი არ ცოდნა და არ პრაქტიკა არის ყველაზე დიდი დანაკარგი რისგანაც ეს ქვეყანა იტანჯება. გატაცება ნავინამისთვის (თანამედროვესთვის) უპირატესობით სანატანამზე (კლასიკურსა და მარადიულზე) არის ამ უბედურების მიზეზი. შაქრის ლერწამი არ უნდა გაიგივდეს არცერთ ლერწამთან! მხოლოდ ისინი ვინც არ იციან შაქრის გემო გააკეთებენ ასე.
– ღმერთის საუბარი, 1964 წლის 16 დეკემბერი.
2025 წლის 3 ნოემბერი.
ჩვენ რატომ უნდა გავიზარდოთ ნელ-ნელა სტადიამდე სადაც ჩვენ არ ვეძებთ რამეს ღმერთისგან ჩვენი ლოცვებით? ბჰაგავანი სიყვარულით გვასწავლის ჩვენ დღეს, ამგვარად რომ ჩვენ შევიძლოთ გაზრდა ჩვენს სიყვარულში.
ვედრება და რაღაცის თხოვნა დაკავშირებულია მიწიერებასთან და აღნიშნავს პრავრიტი დჰარმას (მიწიერების ბუნებას). ჭეშმარიტი და წმინდა სიყვარული დაკავშირებულია ნივრიტი დჰარმასთან (სულიერების შინაგან ბუნებასთან). როცა თქვენ ერთგულებთ ნივრიტის პრინციპს, პრავრიტის ყველა ტენდენცია გაქრება თავისით. არავინ იცის რამდენად ძვირფასი და ღირებული ნივთებია ღმერთის საგანძურში. შეიძლება თქვენ ითხოვდეთ მინის ნაჭრებს მაგრამ ღმერთს შეიძლება სურდეს თქვენზე მოცემა ძვირფასი ბრილიანტების. თქვენ შეიძლება ითხოვდეთ წვრილმანებს როცა ღმერთს გადაწყვეტილი ჰქონდა თქვენზე მოცემა რაღაც ძალიან ძვირფასის. ამიტომ, დატოვეთ ყველაფერი ღმერთის ნებაზე. მხოლოდ მაშინ მოგცემთ ის თქვენ იმას რაც თქვენ ნამდვილად გჭირდებათ. თქვენ არ იცით რა გჭირდებათ თქვენ ნამდვილად და რა არ გჭირდებათ. თქვენ ასევე არ იცით რა არის კარგი თქვენთვის და რა არ არის კარგი თქვენთვის. ის თავისით მოგცემთ თქვენ რაც არის კარგი თქვენთვის, რაც არის სასარგებლო თქვენთვის და რაც არის იდეალური თქვენთვის. ეს ყველაფერი დამოკიდებულია მის ნებაზე როდის მისცეს და რა მისცეს. როცა თქვენ სთავაზობთ ყველაფერს ღმერთს ურყევი ჭკუით და აკეთებთ ყველა მოქმედებას მის საამებლად, ის თავად მიხედავს თქვენს ყველა მოთხოვნას!
– ღმერთის საუბარი, 1996 წლის 20 ივნისი.
2025 წლის 4 ნოემბერი.
რა კორელაცია არის სიყვარულსა და უბიწოებას შორის, და რა არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ხარისხები რაც უნდა კულტივირდეს? ბჰაგავანი ნათლად გვიხსნის ჩვენ დღეს.
პრემას (სიყვარულის) ღვრა არის დჰარმა (უბიწოება). ის ვინც გაიგებს დჰარმას გაზრდის პრემას. ადამიანს ვინც განივითარებს ღმერთისადმი სიყვარულს შეუძლია ადვილად მიჰყვეს დჰარმას. დჰარმა და პრემა არის ტყუპები. მაგრამ დღეს კაცს დაკარგული აქვს ეს ორივე ხარისხი. ცხოვრება დჰარმასა და პრემას გარეშე არის უნაყოფო როგორც უდაბნო. მაჰაბჰარატას ომის დროს დურიოდჰანა მივიდა თავის დედასთან, განდჰარისთან, მის ფეხებთან დაემხო და შეეხვეწა კურთხევას ომში გამარჯვებისთვის. მაგრამ განდჰარიმ იცოდა რომ დურიოდჰანა არ მიჰყვებოდა დჰარმას გზას მის ცხოვრებაში. ამიტომ, განდჰარიმ არ მისცა მას თავისი კურთხევა ომში გამარჯვებისთვის, მისი ვედრების მიუხედავად. მისი ერთადერთი კურთხევა იყო: „სადაც არის დჰარმა, იქ იქნება გამარჯვება“. განდჰარიმ არ თქვა რომ დურიოდჰანა იქნებოდა გამარჯვებული. მოგვიანებით, დურიოდჰანა მივიდა თავის მოძღვარ დრონაჩარიასთან მის კურთხევათა სათხოვნელად. დრონაჩარიამაც თქვა: „სადაც არის დჰარმა, იქ არის ღმერთი; სადაც არის ღმერთი, იქ არის გამარჯვება. ღმერთს უყვარს ერთგული ვინც მიჰყვება დჰარმას კარნახებს“.
– ღმერთის საუბარი, 1996 წლის 24 აპრილი.
2025 წლის 5 ნოემბერი.
რა არის ღმერთის თაყვანისცემისა და განდიდების საუკეთესო გზა? ბჰაგავანი გვიაშკარავებს ჩვენ დღეს.
გურუ ნანაკი არჩევდა საზოგადოებრივ ლოცვებს უპირატესობით ინდივიდუალურ ლოცვებზე განმარტოებაში. როცა ყველა ადამიანი ერთიანდება შეწყობილად ღმერთისადმი სალოცად, მათი ლოცვები გაადნობს ღმერთის გულს. დიდ შეკრებაზე უნდა იყოს სულ მცირე ერთი ვინც ლოცულობს სუფთა გულით. ეს ლოცვა მიაღწევს ღმერთს. ამიტომ, ერთგულებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ საზოგადო ბჰაჯანებში. მათ მონაწილეობა უნდა მიიღონ საზოგადოების მსახურებაში და ჩართონ საკუთარი თავი საზოგადოების ცხოვრებაში. ეს არის ყველაზე კეთილშობილური გზა. კულტივირეთ სიყვარული. სიყვარული არის ღმრთაებრივის ფორმა, და ღმერთი შეიძლება რეალიზდეს მხოლოდ სიყვარულის მეშვეობით. ღმერთზე მიცემული მირიადი სახელიდან, ერთი რომელიც ყველაზე მეტად სათუთად უნდა იყოს მოვლილი არის სატ-ჩიტ-ანანდა (არსება-შეცნობა-ნეტარება). სატ წარმოადგენს ჭეშმარიტებას. ჩიტ წარმოადგენს ჯნანას (სიბრძნეს). სადაც სატ და ჩიტ არის წარმოდგენილი, ანანდა (ნეტარება) გარდაუვლად წარმოდგება. რადგან ღმერთი არის ჭეშმარიტება, ის უნდა რეალიზდეს ჭეშმარიტების მეშვეობით. რადგან ღმერთი არის ჯნანა, ის უნდა რეალიზდეს ჯნანა მარგას (ცოდნის გზის) მეშვეობით. რადგან ის არის ანანდა (ნეტარება), ის უნდა რეალიზდეს ნეტარების მეშვეობით. მიჰყევით სიყვარულის გზას და მიაღწიეთ ერთობის მიზანს. განდევნეთ ყველა განსხვავება. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი თქვენთვის დღეს.
– ღმერთის საუბარი, 1990 წლის 25 დეკემბერი.
2025 წლის 6 ნოემბერი.
რა კვალიფიკაცია არის საჭირო უფლის ხილვის მისაღწევად? ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის და შთაგვაგონებს ჩვენ დღეს.
ყველა ადამიანიდან მთელ მსოფლიოში, მხოლოდ ღმერთის ერთგულს შეუძლია მიაღწიოს მის ხედვას. ბევრ განათლებულ ადამიანს აქვს წმინდა წერილების საფუძვლიანი ცოდნა, მაგრამ უბრალოდ სწავლულობა არ ეხმარება ადამიანს უფლის ხედვის ქონაში. ეს არის სუფთა სიყვარული რაც ავლენს ღმერთს ერთგულის წინაშე. მთელი სამყარო მოთავსებულია სიტყვა „პრემაში“ (სიყვარულში). პრემას გარდა, არაფერი კიდევ ღირებული არსებობს სამყაროში. სიყვარულის გზა არის უზენაესი გზა ღმერთის მიღწევისთვის. სიყვარულის უწყვეტი მოზღვავება ბოძებს ბედნიერებას ყველაზე. ეს არის ღმერთის მიღწევის უმარტივესი გზა მთელი კაცობრიობისთვის. არსებობს სიყვარულის სამი მთავარი პრინციპი: არ ითხოვო; ყოველთვის გაეცი და არ აიღო; და იყავი ბედნიერი. კაცის ბედნიერება დამოკიდებულია სიყვარულის გზის გაყოლაზე. ღმერთიც იქნება ბედნიერი როცა თქვენ გაუყვებით სიყვარულის გზას. შემდეგ ის გაიძულებთ თქვენ იცეკვოთ სიყვარულის ექსტაზში.
– ღმერთის საუბარი, 1996 წლის 24 აპრილი.
2025 წლის 7 ნოემბერი.
რატომ უნდა განვიხილოთ მსახურება მნიშვნელოვან სადჰანად? ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის და შთაგვაგონებს ჩვენ დღეს.
უანგარო მსახურება (ნიშკამა სევა) გააკეთილშობილებს კაცს და აამაღლებს მის რეპუტაციას. იგი უზრუნველყოფს კაცს ადამიანური ბუნების დასახვეწად საჭირო ინტელექტითა და უნარებით. ადამიანის მოვალეობის გულმოდგინედ შესრულება არ არის საკმარისი. კაცებმა უნდა კულტივირონ სხვა ხარისხები როგორიცაა სიყვარული, სიმპათია, სამართლიანობა, თანაგრძნობა და მიტევება. ამ ხარისხების გარეშე, კაცი ვერ შეძლებს ნიშკამა კარმას (უანგარო მოქმედებების) შესრულებას. სიხარულები და მწუხარებები, სიმპათიები და ანტიპათიები, განცდილი კაცის მიერ, და გრძნობით ობიექტებთან დაკავშირებული შთაბეჭდილებები რაც გროვდება ყველა არის გონებრივი დარღვევევების შედეგი. და ეს არის „ჩემის“ და „შენის“ დუალიზმის გრძნობა რაც არის მიზეზი ამ დარღვევებისთვის. ეს დუალიზმი ფესვგადგმულია ეგოიზმში, რაც აიძულებს ადამიანს იფიქროს, რომ სანამ ის არის კარგად, იმას არ აქვს მნიშვნელობა რაც ხდება მსოფლიოზე. ასეთი ეგოცენტრული ადამიანი, ვინც ეპყრობა თავის ტანს, სიმდიდრეს და ოჯახს როგორც ყველაფერს რაც მნიშვნელოვანია მისთვის, აღიქვამს ჭეშმარიტს არაჭეშმარიტად და ყალბს ჭეშმარიტად. ამ ღრმად ფესვგადგმული სისუსტისგან თავის დასაღწევად, კაცებმა უნდა დაასაქმონ თავიანთი თავი მსახურებით. მათ უნდა გააცნობიერონ რომ ტანი მიეცათ არა საკუთარი ინტერესების სამსახუროდ არამედ სხვების სამსახუროდ.
– ღმერთის საუბარი, 1988 წლის 21 ნოემბერი.
2025 წლის 8 ნოემბერი.
რა არის ნამასმარანას ან ღმრთაებრივი სახელის გამეორების სულიერი პრაქტიკის ძალა? როცა ჩვენ ვემზადებით წლევანდელ აკჰანდა ბჰაჯანში მონაწილეობის მისაღებად, ბჰაგავანი გვახსენებს ჩვენ.
ნამასმარანამ იხსნა პრაჰლადა წამების ტანჯვისგან. მან იმეორა ეს და შეიწოვა მისი ნექტრის გემო. მაშინაც კი როცა განრისხებული სპილო მირბოდა მისკენ, მან არ დაიყვირა: „ო მამა“ ან „ო დედა“, დასაყოლიებლად თავისი ფიზიკური მშობლების მის გადასარჩენად; მას არ ჰქონდა მათი არსებობის შეგნება საერთოდ; ის იძახდა ნარაიანაზე და არავინ სხვაზე. ნარაიანა არის ძალის წყარო სუსტებისა და ძლიერთათვის; ის არის უზენაესი ძალა; ამიტომ, სპილოებმა დაიხიეს უკან ბიჭისგან, ცეცხლმა ვერ დაწვა მისი თმაც კი; ქარმა ვერ აწია ის; კლდეებმა ვერ ჩააგდეს ის; და შხამმა ვერ ავნო მას. სახელი იყო მისი ჯავშანი, მისი ფარი, მისი სუნთქვა, მისი სიცოცხლე. ანჯანეია ასევე აჩვენებს სახელის ძალას. სახელით აღბეჭდილით მის გულზე და მის ენაზე მოტრიალეთი, ის გადაახტა ზღვაზე; ცდუნებები მოუწოდებდნენ მას გაჩერებულიყო გზაზე; საშინელებები თხოვდნენ უკან დახევას; მაგრამ სახელი უბიძგებდა მას და წინ მიჰყავდა ის, სივრცის მეშვეობით, შორეულ ლანკამდე, სადაც იყო სიტა. მას არ ჰქონდა ადგილი მის ჭკუაში სხვა რამისთვის თავისი ბატონის სახელის გარდა.
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 3 ოქტომბერი.
2025 წლის 9 ნოემბერი.
ჩვენ რატომ უნდა გვქონდეს ყოველთვის ღმერთის სახელი ჩვენს ჭკუებში? ბჰაგავანი სიყვარულით განმარტავს ასე რომ ჩვენ შევძლოთ სადჰანას გაგრძელება აკჰანდა ბჰაჯანის დასრულების შემდეგაც კი.
თქვენ შეიძლება შეუდგეთ ნებისმიერ სულიერ პრაქტიკას, მაგრამ არასოდეს დაივიწყოთ ღმერთის სახელი ერთი წამითაც კი. მხოლოდ მაშინ იქნებით თქვენ დაცული. არასოდეს გააკეთოთ რამე რაც დაგაშორებთ თქვენ ღმერთიდან. თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ ყველაფერს ლოცვით. თქვენ არ გჭირდებათ ხმამაღლა ლოცვა; საკმარისია თუ თქვენ ილოცებთ გონებით. ზოგიერთ ადამიანს მცდარი წარმოდგენა აქვს, რომ ღმერთი არ მოვა მათ დასახმარებლად თუ ისინი ხმამაღლა არ ილოცებენ. ღმერთი ცხოვრობს თქვენს გულში. ის ისმენს თქვენს ლოცვებს. თუ თქვენ ესწრაფით მისი მადლის მიღწევას, თქვენ უნდა იფქროთ მასზე განუწყვეტლივ. მიწიერი სირთულეები მოდის და მიდის. ადამიანმა არ უნდა მიანიჭოს მათ დიდი მნიშვნელობა. თუმცა, ლოცვით შეიძლება ნებისმიერი სირთულის დაძლევა. მხოლოდ ღმერთის მადლია ჭეშმარიტი და მარადიული. ადამიანი უნდა ისწრაფვოდეს მის მიღწევაზე. სიყვარულის ტანმოსილნო! იგალობეთ ღმერთის სახელი დღითი დღე. მხოლოდ ეს დაგიცავთ თქვენ ყოველთვის. ისევე, როგორც ჰაერია ყოვლისმომცველი, ღმერთი არის წარმოდგენილი თქვენში, თქვენთან, თქვენს გარშემო, თქვენს ქვემოთ, თქვენს ზემოთ. ამიტომ, თქვენ უნდა იყოთ მუდმივ ზიარებაში ღმრთაებრივთან.
– ღმერთის საუბარი, 2005 წლის 21 ივლისი.
2025 წლის 10 ნოემბერი.
რაზე უნდა იყოს ჩვენი ჭკუა ცენტრილი თუ ჩვენ გვსურს ნამდვილი ბედნიერების პოვნა? ბჰაგავანი ნათლად განმარტავს დღეს.
თუ თქვენი ფიქრები ტანზე არის ცენტრილი, თქვენ გექნებათ წუხილი ტკივილებსა და დაავადებებზე, რეალური ან წარმოსახვითი; თუ ესები სიმდიდრეზეა ცენტრილი, თქვენ შეწუხდებით მოგებასა და წაგებაზე, გადასახადსა და გათავისუფლებებზე, ანაბარსა და ხელმოკლეობაზე; თუ ესები დახეტიალობს დიდების გარშემო, მაშინ თქვენ განწირული ხართ ტანჯვაზე სკანდალის, ცილისწამებისა და შურის აღმავლობისა და დაღმავლობისგან. ამიტომ, მიეცით მათ საშუალება ცენტრდენ ძალისა და სიყვარულის საყრდენზე რაც იმსახურებს ნებაყოფლობით მორჩილებას და დაე მთელი თქვენი არსება მინდობილი იყოს მათზე. შემდეგ, თქვენ იქნებით ბედნიერი სამუდამოდ. ვედური კულტურის ბრძენთათვის, რიშებისთვის, უფლის სახელი იყო ნამდვილი სუნთქვა; ისინი ცხოვრობდნენ საზრდოზე ნიშანდობილზე უფლის დიდების ჭვრეტაში. როდესაც ვედების რძის ოკეანე შედღვიბეს გონებით როგორც ძელით და ერთგულებით როგორც თოკით, სამი დიდი კლასიკური ნაწარმოების: რამაიანას, მაჰაბჰარატას, შრიმად ბჰაგავატას კარაქი წარმოიშვა, ნამასმარანას (ღმრთიური სახელის გალობის) მშვიდობისა და სიხარულის გზის გზავნილის გასავრცელებლათ. სწორედ ამ გზავნილის აღსადგენად და სახელისადმი რწმენის აღსადგენად მოევლინა ეს ავატარი მსოფლიოში, კალი იუგაში.
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 3 ოქტომბერი.
2025 წლის 11 ნოემბერი.
სად შეიძლება არადუალიზმის პრინციპების გამოყენება და სად არ უნდა იყოს გამოყენებული? ბჰაგავანი განმარტავს რამდენიმე პრაქტიკული მაგალითით.
სახელები და ფორმები არის წამიერი. ვეფხვის ფორმა არის წამიერი. გველის ფორმა არის წამიერი. რადგან სახელები და ფორმები არის წამიერი, მიიღეთ ესები როგორც ასეთები. მაინც, არადუალიზმის პრინციპი არ უნდა იყოს არასწორად განმარტებული. თქვენს ჯიბეში, თქვენ გაქვთ კალამი. მეორე კაცსაც აქვს კალამი თავის ჯიბეში. თქვენ არ შეგიძლიათ სხვა კაცის კალმის ამოღება მისი ჯიბიდან. სწორია ეს? არა! მიწიერ დონეზე, თქვენი კალამი გეკუთვნით თქვენ, ჩემი კალამი მეკუთვნის მე. თუ თქვენ დაგისხლტებათ ფეხი, თქვენ განცდით ფეხის მოტეხილობას. მაშინ თქვენ შეიძლება გქონდეთ სახვევი. თქვენს დედას აქვს ძლიერი სიყვარული თქვენს მიმართ. თქვენი დედა შეიძლება იყოს სევდიანი, რადგან თქვენ იტანჯებით. მაგრამ მისთვის შეუძლებელია ჰქონდეს სახვევი თავის ფეხზე. ინდივიდუალები არიან განსხვავებულები, მაგრამ ტკივილი შეიძლება იყოს ორივესთვის ერთნაირი. თქვენ გექნებათ მოტეხილობის ტკივილი; თქვენს დედას ექნება ტკივილი რომ თქვენ იტანჯებით. მაგრამ დედას არ აქვს მოტეხილი ფეხის ტკივილი. დედა სევდიანია ვაჟიშვილის ტანჯვის, არა მოტეხილობის გამო. ასე რომ, თქვენ შეგიძლიათ მისდიოთ არადუალიზმს გრძნობაში, მაგრამ არა მოქმედებაში.
– ღმერთის საუბარი, 1993 წლის 26 აპრილი.
2025 წლის 12 ნოემბერი.
რა კავშირია შიგნით სულსა და გარეთ მსოფლიოს შორის? ბჰაგავანი ხსნის მშვენიერი მაგალითის მოცემით დღეს.
გაიგეთ ნამდვილი ურთიერთობა გარე ფენომენალურ მსოფლიოსა და შიგნით სულის მსოფლიოს შორის. გარე მსოფლიო არის შინაგანი არსების ანარეკლი. ყველა ბედნიერება რასაც თქვენ ეძებთ გარეგანი ობიექტებიდან არის თქვენს შიგნით. ავიღოთ ოკეანის მაგალითი. წყალი, რომელიც ოკეანიდან ორთქლად გარდაიქმნება იღებს სხვადასხვა ფორმასა და ხარისხს. იგი იძენს სიწმინდესა და სიტკბოს და ბრუნდება ოკეანეში სხვა ფორმით. შეხედეთ ცვლილებებს, რომლებსაც იგი გადის ამ პროცესში. ადის მაღლა ორთქლად, იქცევა ღრუბლად, მოდის დაბლა წვიმად, მიედინება ნაკადულებად და უერთდება ოკეანეს მდინარედ. გარდაქმნა ორთქლად არის სატია (ჭეშმარიტება). ღრუბლად გახდომა არის დჰარმა (სწორი ქცევა). წვიმის წვეთებად ჩამოსვლა შეესაბამება პრემას (სიყვარულის წვეთებს). როდესაც წვეთები ერთდება მდინარედ გადასაქცევად, არის ანანდას (ნეტარების) დინება. ნეტარების ეს ნაკადი შთაინთქმება მადლის ოკეანეში. ადრე თუ გვიან, რაც მოვიდა ღმრთაებრივიდან უნდა შთაინთქას ღმრთაებრივში. ეს არის ყველა ცოცხალი არსების ბუნებრივი ბედი – დაბადება მანავად (ადამიანად), ჯივის (ინდივიდუალი არსების) ცხოვრების გატარება, კვლავ დაბრუნება მადჰავას (ღმრთაებრივის ბუნების) ფორმაში და საბოლოოდ შთანთქმა ღმრთაებრივში.
– ღმერთის საუბარი, 1997 წლის 7 მარტი.
2025 წლის 13 ნოემბერი.
ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ სვამის მოსაზიდად ჩვენსკენ და მისი მადლის დასამსახურებლათ? ბჰაგავანი უდიდესი სიყვარულით გვახსენებს და გვარწმუნებს ჩვენ დღეს.
ბევრი ადამიანი ვისაც აქვს გარკვეული კითხვები სვამის შესახებ ვერ აცნობიერებს ღმრთაებრივის გზებს. ისინი ხედენ ყველაფერს მიწიერი თვალსაზრისიდან. მათ უნდა ხედონ საგნები ღმრთაებრივი თვალსაზრისიდან. შეცვალეთ თქვენი ხედვის კუთხე. როცა თქვენ პრაქტიკებთ მსოფლიოს ხედვას ღმრთაებრივის ყველგანმყოფობის თვალსაზრისიდან, თქვენ მიიღებთ გარდაქმნას. თქვენ განცდით ღმრთაებრივის ძალას ყველაფერში ქმნილებაში. თქვენ ვერაფერს დამალავთ ღმერთისგან. ბევრი ფიქრობს რომ სვამი ვერ ხედავს რასაც ისინი აკეთებენ. ისინი ვერ აცნობიერებენ რომ სვამის აქვს უამრავი თვალი. თქვენი თვალებიც კი ღმრთაებრივია. მაგრამ თქვენ არ იცით თქვენი ნამდვილი ბუნება. როცა თქვენ გაქვთ რწმენა საკუთარ თავში, თქვენ გექნებათ რწმენა ღმერთში. გააცნობიერეთ რომ არ არსებობს რამე ღმერთის ძალის მიღმა. შეიყვარეთ ღმერთი ამ უზენაესი რწმენით. მაშინ თქვენ მიიზიდებით ღმერთისკენ. ამას სჭირდება სიწმინდე. მაგნიტი ვერ მიიზიდავს რკინის ნაჭერს დაფარულს ჟანგით. მსგავსად, ღმერთი არ მიიზიდავს თავისკენ უწმინდურ ადამიანს. ამიტომ, შეცვალეთ თქვენი გრძნობები და აზრები და განივითარეთ რწმენა რომ ღმერთი არის ყველაფერი. ღმერთი არ მიგატოვებთ თქვენ როცა თქვენ გაქვთ ეს რწმენა.
– ღმერთის საუბარი, 1995 წლის 27 თებერვალი.
2025 წლის 14 ნოემბერი.
როგორც ახალგაზრდა ბავშვების მშობლებისა და მასწავლებლების, რა არის ჩვენი მოვალეობა მათ მიმართ? – ბჰაგავანი, მტკიცედ და სიყვარულით, გვიხსნის ჩვენ დღეს.
ახალგაზრდა ბავშვები არიან სუფთა გულით. მხოლოდ განათლების სისტემაში ნაკლების გამო, ისინი ეძებენ დამანგრეველ გზებს. მოსწავლეები არიან უანგარო და წმინდა. მშობლები სახლში და მასწავლებლები სკოლაში გზას აცდენენ მათ. მშობლებისთვის ბუნებრივია სიყვარულის ქონა თავიანთი შვილებისადმი, მაგრამ ეს უნდა იყოს საზღვრებში. მშობლები უნდა იყვნენ ყოველთვის ფხიზლად თავიანთი შვილების ქცევაზე. დღევანდელმა მშობლებმა თავად არ იციან რა არის სწორი ქცევა. როგორ შეუძლიათ მათ უხელმძღვანელონ შვილებს? არის ძალიან ბევრი თავისუფლება. დიახ, თავისუფლება არის სასურველი. რა სახის თავისუფლება? „სიბრძნის მიზანი არის თავისუფლება. კულტურის მიზანი არის სრულყოფილება. ცოდნის მიზანი არის სიყვარული. განათლების მიზანი არის ხასიათი“. დიახ, ამ სახის თავისუფლება ნამდვილად ღირს მისადევნად. მაგრამ ბავშვებისთვის თავისუფლების მიცემით მოიქცნენ ისე როგორც მათ სურთ, სახლში დაბრუნების უფლებით ღამის 1 ან 2 საათზე, მათი ადგილსამყოფელის შეუკითხავად, მშობლები მთლიანად ანადგურებენ მათ. მოსწავლეებს არ აქვთ მანერები და დისციპლინა. თუმცა, ეს არ არის მთლიანად მათი ბრალი. ეს არის მშობლების მიერ ცუდი იდეალების მაგალითის მიცემის გამო. ზედმეტ სიყვარულს გამოვლენილს მათ მიერ მიჰყავს ბავშვები არასწორი გზის შესადგომად.
– ზაფხულის თავსხმები, 1991 წლის 20 მაისი.
2025 წლის 15 ნოემბერი.
რა გადაწყვეტა არის იმ უკეთურობებისთვის რითაც მსოფლიო იტანჯება? – ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის ჩვენ დღეს.
სამი რამ არის დღეს ყველაზე არსებითი. მორალი ბიზნესში, პოლიტიკა პრინციპებით და განათლება ხასიათით. თქვენ საითაც კი შებრუნდებით, ყველგან არის არეულობა, უბედურება და შიში. როგორ უნდა იყოს ეს დაავადებები მოშორებული? სიყვარული არის ერთადერთი საშუალება. სიყვარული არის ღმერთი. იცხოვრეთ სიყვარულში. როცა სიყვარული არის განვითარებული, სიძულვილს აღარ ექნება ადგილი. უსამართლობა იქნება საზღვრებს მიღმა. ადამიანები არ ჩაერთვებიან სიცრუეში. ისინი არ მიმართავენ ბოროტ გზებს. ადამიანები გაჰყვებიან სწორ გზას. ამიტომ, ჩათვალეთ სიყვარული ღმერთად. ბუდდჰამ განაცხადა: „აჰიმსა არის უპირველესი სათნოება“. სატია საი აცხადებს: „სიყვარული მარტო არის ღმრთაებრივის ფორმა“. გიყვარდეთ ყველა. სიყვარული არის ღმერთის ერთადერთი საკუთრება. ეს არ ეკუთვნის კაცს. ეს არ არის ფულით შესაძენი საქონელი. ეს გამოდის გულიდან. ეს მარტო შეიძლება ითქვას არის ღმრთაებრივი. ღმრთაებრივი სიყვარული განსხვავებულია ადამიანური მიჯაჭვულობებისგან. ეს არის მარადიული. ეს არის ყველგანმყოფი. გახადეთ ეს თქვენი ერთადერთი იდეალი. ეს არის თანდაყოლილი თქვენში. გამოავლინეთ ეს სათანადოდ.
– ღმერთის საუბარი, 1997 წლის 7 მარტი.
2025 წლის 16 ნოემბერი.
საკმარისია თუ ჩვენ ვამტკიცებთ რომ გვაქვს ერთგულება სვამისადმი, თუ არის კიდევ რაღაც მეტი ჩვენ უნდა ვისწრაფვოთ რისკენაც? ბჰაგავანი სიყვარულით ხსნის ჩვენს კურთხევით სიბრძნის ძვირფასი მარგალიტებით.
თქვენ უნდა ისწავლოთ გამორკვევა როგორ შეგიძლიათ დაიმსახუროთ ღმერთის მადლი და განასხვავოთ კარგი ცუდისგან. მე იმედი მაქვს რომ თქვენ გექნებათ ყველა ეს უნარი და მოიპოვებთ ღმერთის მადლს. ეს არ არის საკმარისი თუ თქვენ გაქვთ ერთგულება სვამისადმი. თქვენი პრემა (სიყვარული) სვამის მიმართ აუცილებლად არ მოვა სვამის პრემად თქვენზე. თუ თქვენ არ იპოვებთ გზებს და საშუალებებს რითაც თქვენ შეგეძლებათ მოიპოვოთ სვამის მადლი, თქვენი ძალისხმევა არის უსარგებლო. თქვენ უნდა მიჰყვეთ გზას რომლითაც თქვენ შეძლებთ განცდას და ტკბობას პრემით. ცოდნა გზის რითაც თქვენ მიიღებთ პრემას არის უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე უბრალოდ თქმა რომ თქვენ გაქვთ პრემა. თქვენი პრემა მარტო არის უბრალოდ ცალმხრივი მოძრაობის მსგავსი. თუ თქვენი პრემა შედეგდება პრემას თქვენს მიღებაში მეორე მხრიდან, მაშინ იგი ხდება ორმხრივი მოძრაობა. ეს არის გაცემა და მიღება. თუ გაქვთ კარგი იდეები, ივითარებთ კარგ აზრებს და ითვისებთ კარგ პრაქტიკებს, მაშინ არ გიწევთ თხოვნა ღმერთის მადლისთვის. ღმერთი თავისით დაგაღვრით თავის მადლსა და პრემას როგორც ჯილდოს თქვენი კარგი ქცევისთვის.
– ზაფხულის თავსხმები, 1974 წლის17 ივნისი.
2025 წლის 17 ნოემბერი.
რატომ მოდის ღმერთი ჩვენთან თავისი უმაღლესი სამყოფლიდან და როგორ შეგვიძლია ჩვენ გავუმჯობესდეთ ამით? ბჰაგავანი უდიდესი სიყვარულით განმარტავს დღეს.
ნაკლი რაც აღელვებს ჭკუას არის ილუზია. ის ჰგავს მძვინვარე ძაღლს რომელიც არ აძლევს უფლებას ვინმეს მიუახლოვდეს პატრონს. თქვენ შეგიძლიათ მისი გვერდის ავლა მხოლოდ პატრონის რუპამის ან ფორმის მიღებით, რასაც ეწოდება სარუპიამ, ან პატრონის ისე ხმამაღლა დაძახებით, რომ ის ჩამოვიდეს დაბლა და თანშემოგყვეთ თქვენ სახლში, ანუ მისი წყალობის, სამიპიას (სიახლოვის) მოპოვებით. ილუზია არის მისი ნებიერი და ამიტომ, იგი არ დაგაზიანებთ თქვენ თუ ის უბრძანებს თავი შეიკავოს თქვენთვის ზიანის მოყენებისგან. მბრძანებელი მოდის დასახსნელად ილუზიისგან არა ერთი კარგი კაცის, არამედ მთელი კაცობრიობის. რა თქმა უნდა, ის უნდა მოვიდეს ისეთი ფორმის მიღებით რაც კაცმა შეიძლება შეიყვაროს, პატივი სცეს და დააფასოს. მას შეუძლია მოგცეთ თქვენ სიხარული და გამბედაობა, მხოლოდ თუ ის ლაპარაკობს ადამიანური საუბრის ენაზე. ბევრს ეშინია ჩემთან მოახლოების, რადგან მათ იციან, რომ მე ვიცი მათი იდუმალი ფიქრები და უღრმესი სურვილები. მაგრამ ნება მომეცით მე გითხრათ თქვენ, მხოლოდ უმწეო ცხოველებს აქვთ შიში. კაცს, ვინც არის უკვდავების შვილი, არ უნდა ჰქონდეს შიში. ხალხი ლოცულობს გველი ღმერთის ქვის ქანდაკებების წინაშე, მაგრამ როცა ნამდვილი გველი ჩნდება მათი ლოცვების პასუხად, ისინი გაურბიან, შეშინებულები გამოვარდებიან სალოცავიდან! უფალი აცხადებს თავის თავს მხოლოდ წყალობის დასაღვრელად, არასდროს შიშის ჩასანერგად.
– ღმერთის საუბარი, 1964 წლის 1 იანვარი. br>
2025 წლის 18 ნოემბერი.
რატომ არის ღმერთის სიყვარული ერთადერთი ღირებული ინვესტიცია რის გაკეთებაც ჩვენ გვჭირდება ცხოვრებაში? ბჰაგავანი მშვენივრად აღწერს ღმერთი როგორ აყალიბებს ერთგულებს.
სიყვარულის ტანმოსილნო! სიყვარულით, თქვენ შეგიძლიათ ყველაფრის მიღწევა. სიყვარულის გარეშე კაცი არის ისე კარგი როგორც მკვდარი. ემსახურეთ ყველას სიყვარულით. ღმრთაებრივი არის ორივე მოსიყვარულეც საყვარელიც. ის არის სპექტაკლის რეჟისორი და ის არის ასევე მსახიობი. „ის მოადენს ცრემლებს თქვენს თვალებზე; ის მოწმენდს თქვენს ცრემლებს“. როგორ აკეთებს ის ამას? როცა თქვენ ხართ ჩაფლული მიწიერ საქმეებში, ის მოადენს ცრემლებს თქვენს თვალებზე. როცა თქვენ ხართ ჩაძირული სულიერებაში, ის წაშლის თქვენს მწუხარებას. „ის გაგაგიჟებთ. ის განდევნის თქვენს სიგიჟეს; ის არის სათჩითანანდა საი რამა“. ის ერთგულს სვამიზე აგიჟებს და ატირებს – „სვამი! სვამი! სვამი!“ ის იხსნის ერთგულს მსოფლიოზე გიჟური მიჯაჭვულობისგან. „ის გადააქცევს ჯოგის ბჰოგად; ის გადააქცევს ბჰოგის ჯოგად“ – სიამოვნების მაძიებელი გარდაიქმნება სულიერ მაძიებლად, და სულიერი მაძიებელი გადაიქცევა ნეტარებით მტკბობად. როცა შეძლებული კაცი (ბჰოგი) გახდება მათხოვარი (ჯოგი), ის დაიწყებს ფიქრს ღმერთზე.
– ღმერთის საუბარი, 1997 წლის 7 მარტი.
2025 წლის 19 ნოემბერი.
რა ხდის ქალად დაბადებას განსაკუთრებულს? როცა ჩვენ აღვნიშნავთ ქალბატონების დღეს, ბჰაგავანი ნათლად და მტკიცედ გვახსენებს ჩვენ დღეს.
სიყვარულის ტანმოსილნო! ამ უსაზღვრო სამყაროში, უამრავ ცოცხალ არსებებს შორის, კაცობრიობა არის ამაღლებული. ადამიანებს შორის, ქალად დაბადება არის პრივილეგია. არსებობს ქალების უპირატესობის დემონსტრირების მრავალი მაგალითი. არ იყო რამა დაბადებული როგორც ღმრთაებრივი ინკარნირება კაუსალიას საშვილოსნოში? არ გახდნენ ლავა და კუშა (ტყუპები) დიდებულები რადგან ისინი დაიბადნენ სიტაში? არ იყო ეს ჯიჯიბაის მოსიყვარულე მზრუნველობა რამაც გახადა შივაჯი დიდებული? არ იყო ეს პუთლიბაის ღმრთისმოსაობა რამაც გახადა განდი მაჰათმა? ყველა დიდი ბრძენი და წმინდანი, გმირი და მეომარი დაიბადა ქალებში ვინც გახადეს ისინი დიდებულები. ქალი არის ბუნების ქალღმერთი. გაიატრი, რომელიც განასახიერებს ვედების არსს, არის ქალღმერთი, თაყვანცემული როგორც ვედა მატა (ვედების დედა). აშკარაა რომ ქალური დაბადება არის პატივნაცემი, გაღმერთებული და ამაღლებული. ვედა ასევე აღმერთებს ქალურ პრინციპს სხვადასხვა გზით. ვედიკ რიტუალები და პრაქტიკები ქალებს აძლევს მაღალ ადგილს.
– ღმერთის საუბარი, 1995 წლის 19 ნოემბერი.
2025 წლის 20 ნოემბერი.
როგორც ბჰაგავანის ერთგულები, რა არის ის ერთადერთი შეცდომა რისგანაც ჩვენ ყველა უნდა ვიყოთ ფრთხილად? ბჰაგავანი მტკიცედ გვახსენებს ჩვენ დღეს.
არ ილაპარაკოთ რომ თქვენ ხართ სექტა გამორჩეული და განსხვავებული მათგან, ვინც ეთაყვანებიან ღმერთს სხვა ფორმებში და სახელებით. ამით თქვენ ზღუდავთ თვით იმ ღმერთს ვისაც თქვენ ადიდებთ. ნუ გამოაცხადებთ თქვენი ენთუზიაზმით: „ჩვენ გვინდა მხოლოდ საი; ჩვენ არ ვართ დაინტერესებული დანარჩენით“. თქვენ უნდა დაარწმუნოთ საკუთარი თავი რომ ყველა ფორმა არის საის; ყველა სახელი არის საის. არ არსებობს „დანარჩენი“; ყველა არის ის. თქვენ ალბათ შენიშნეთ რომ მე არ ვლაპარაკობ საის შესახებ ჩემს საუბრებში და მე არ ვმღერი საიზე ბჰაჯანის დროს, რითაც მე ჩვეულებრივ ვამთავრებ ჩემს საუბრებს. და თქვენ გინდოდათ გცოდნოდათ, რატომ. ნება მომეცით გითხრათ მიზეზი. მე არ მინდა შეიქმნას შთაბეჭდილება რომ მე მსურს მოვიპოვო საფუძველი რომ ეს სახელი და ეს ფორმა იყოს გასაჯაროებული. მე არ მოვედი ახალი კულტის დასაარსებლად; მე არ მინდა ხალხი იყოს შეყვანილი შეცდომაში ამ შემთხვევაში. მე ვადასტურებ რომ ეს საის ფორმა არის ყველა იმ სხვადასხვა სახელის ფორმა, რომელსაც ადამიანი იყენებს ღმრთაებრივის თაყვანისცემისთვის. ამგვარად, მე ვასწავლი რომ არ უნდა გაკეთდეს განსხვავება სახელებს შორის რამა, კრიშნა, იეშვარა, საი – რადგან ეს ყველა არის ჩემი სახელი.
– ღმერთის საუბარი, 1968 წლის 17 მაისი.
2025 წლის 21 ნოემბერი.
რა ძვირფას შეთავაზებას ითხოვს უფალი ჩვენგან? როცა ჩვენ ვუახლოვდებით ბჰაგავანის ასწლოვან იუბილეს, ის შთაგვაგონებს ჩვენ ამ მნიშვნელოვანი შეხსენებით.
ეს არის ჩვეულება რომ როცა თქვენ უახლოვდებით უფალს, თქვენ თან მიგაქვთ რამე; ეს არის ქმედება რასაც ადამიანები აკეთებენ როცა ისინი მიდიან რამე სურვილის ასრულებისთვის ან წყალობის მისაღებად რამე სურვილის ასასრულებლად. მათ მიაქვთ პატრამ, პუშპამ, ფალამ, ტოიამ (ფოთოლი, ყვავილი, ხილი, წყალი), როგორც გიტა ამბობს. დამოკიდებულებაა „მე ვარ ჯივა (ინდივიდუალი); ის არის დევა (უფალი)“. მაგრამ, ეს არის ისეთივე ცუდი ხრიკი როგორც ზოგიერთი კაცი აკეთებს: მოიყვანს ერთ ძროხას როცა რძეს ვთხოვთ და წველის მეორეს ჩვენზე რძის მოსაცემად. ისინი უფალს აძლევენ ფოთოლს, ყვავილს და ნაყოფს გაზრდილს რომელიმე ხეზე და შემდეგ წყალობის ჯილდო მიდის ხეზე, არა მათზე! მიეცით ფოთოლი, ყვავილი, ნაყოფი, რაც გაიზარდა თქვენი ცხოვრების ხეზე; თქვენი გონებრივი გადაწყვეტებისა და გეგმების სურნელოვანი ფოთლები, თქვენი საკუთარი საქმიანობისა და აზრების ტკბილი, წვნიანი ნაყოფი. მე ვიცი ამ ორის შედარებითი ღირებულება; მე მჭირდება რაღაც რაც არის თქვენი ნამდვილი საკუთარი, არა რაღაც ბაზარში ნაყიდი ან რომელიმე ხეზე გაზრდილი ან ვინმეს ინტელექტით ან ერთგულებითა და სიმტკიცით წარმოებული. ღმერთმა მოგცათ „გული“, ცხოვრებაში გამოსაყენებლათ; დაუბრუნეთ ის მას ისეთივე სუფთა და წმინდა, როგორც მაშინ როცა მან მოგცათ იგი, მისი გამოყენების შემდეგ სიყვარულის, მშვიდობის, სიმართლისა და ჭეშმარიტების დასაგროვებლად და მათ გასანაწილებლად ყველაზე ვინც არიან კონტაქტში თქვენთან.
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 3 ოქტომბერი.
2025 წლის 22 ნოემბერი.
სტუდენტები რატომ უნდა ფოკუსდნენ კეთილობაზე უპირატესად დიდებულებაზე? შრი სატია საის უმაღლესი განათლების ინსტიტუტის მოწვევის გამო, ბჰაგავანი აკურთხებს ყველა სტუდენტს ამ მნიშვნელოვანი შეხსენებით.
შეიძინეთ მაღალი ხარისხები, მოიპოვეთ დიდება. არ იწვევს ზიანს. წადით საზღვარგარეთ, იშოვეთ ფული და რეპუტაცია; არაფერია ცუდი ამაში. მაგრამ არასოდეს დაივიწყოთ თქვენი საკუთარი კულტურა. არ გააკრიტიკოთ სხვისი კულტურა. სადაც კი თქვენ ხართ, აქციეთ თქვენი ცხოვრება იდეალად სხვებისთვის. ისაუბრეთ სასიამოვნოდ. აკეთეთ კარგი საქმეები. მაშინ თქვენ იქნებით კარგი კაცი. ნუ ეცდებით დიდი კაცის სტატუსის მოპოვებას. ყოველთვის ეცადეთ გახდეთ კარგი კაცი. დიდმა კაცებმა შეიძლება გააკეთონ ბევრი ბოროტი საქმე, მაგრამ კარგი კაცის ქმედებები ყოველთვის დგება იდეალებად სხვებისთვის. რავანა იყო დიდი კაცი. რამა არის კარგი კაცის სრულყოფილი მაგალითი. ორივეს ჰქონდა დაუფლებული ერთნაირი ნასწავლი; მაგრამ რამდენად განსხვავებული იყო მათი ბუნებები! რავანა, თუმცა არაჩვეულებრივი ცოდნით იყო დაჯილდოებული, თავად განადგურდა და გამოიწვია მთელი თავისი კლანის განადგურება სურვილის ერთი ცუდი ხარისხის გამო. ჰირანიაკაშიპუ, ყველა ხუთი ელემენტის მბრძანებელი, განადგურდა რისხვის თავისი ბოროტი ხარისხით. დურიოდჰანა განადგურდა სიხარბით. მან უარი თქვა პანდავებისთვის ხუთი სოფლის მიცემაზეც კი. ყველა ამ ადამიანმა არა მხოლოდ გაანადგურა საკუთარი თავი, მათ გამოიწვიეს მთელი თავიანთი კლანების სრული განადგურება. ერთი ბოროტი თვისებაც კი საკმარისია განადგურების გამოსაწვევად! მაშინ წარმოიდგინეთ ადამიანის ბედი ვისაც აქვს ექვსივე ბოროტი ხარისხი: ვნება, რისხვა, სიხარბე, სიამაყე, შური და სიძულვილი?
– ღმერთის საუბარი, 1999 წლის 22 ნოემბერი.
2025 წლის 23 ნოემბერი.
ბჰაგავანის მეასე წლის ყველაზე ხელსაყრელ და სასიხარულო დღეს, ჩვენი საყვარელი უფალი გვახსენებს ჩვენს ბედს და მის მოლოდინებს ყველა ჩვენგანიდან.
სინამდვილეში, ეს კალის ერა არის ყველაზე კეთილშობილი ოთხიდან, რადგან თქვენ ახლა გყავთ თქვენს შორის ანანდას (ნეტარების) მარადიული ტანმოსილება იმ ფორმით რასაც თქვენ შეგიძლიათ მიუახლოვდეთ, აღმერთოთ, და ისწავლოთ მისგან. თქვენ მღერით ჩემთან ერთად, საუბრობთ ჩემთან და ავსებთ თქვენს თვალებს, ყურებსა და გულებს ჩემი სიტყვებითა და საქმიანობებით. ეს არ არის მხოლოდ ფიზიკური ტანი შედგენილი ხუთი ელემენტისგან, არც ეს დღე არის ჩემი დაბადების დღე, თუმცა თქვენ შეიძლება უწოდოთ მას ასე. ამ ტანს შეიძლება ჰქონდეს დაბადების დღე, მაგრამ მე არ მაქვს დაბადება. თქვენ აკუთვნებთ ასაკს ჩემზე, მაგრამ მე არ მაქვს ასაკი რაც შეიძლება დაითვალოს. მარადიული, რომელიც არც შედის არც გადის; ის ვინც არც იყო, არც არის და არც იქნება; უკვდავი პიროვნება თავისუფალი დაბადებისა და სიკვდილისგან – ეს მარად კაშკაშა ათმა არის საი მარად. იგრძენით ჭკუით, დაგეგმეთ გონებით, და გამოიყენეთ ტანი მათ მსახურებაში ვისაც მსახურება სჭირდებათ. შესთავაზეთ მსახურების ეს აქტი ღმერთს; თაყვანი ეცით მას ამ ყვავილით. ჩადეთ ყოველდღიურ პრაქტიკაში იდეალები რასაც სატია საი ავრცელებდა და გახადეთ ესები ცნობილი მთელ მსოფლიოზე ლიდერის პოზიციით მათი სიდიადის ცოცხალი მაგალითებით წარმოსაჩენად.
– ღმერთის საუბარი, 1979 წლის 23 ნოემბერი.
2025 წლის 24 ნოემბერი.
რა არის ავატარის მნიშვნელობა და რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ ამ შესაძლებლობის საუკეთესოთ გამოსაყენებლად? ბჰაგავანი განმარტავს შესაფერისი ილუსტრების მეშვეობით.
გქონდეთ სიყვარული და ანანდა (ღმრთაებრივი ნეტარება) თქვენს გულში. ანანდა მოდის სუფთა ხედვიდან, სუფთა სმენიდან, სუფთა მეტყველებიდან და სუფთა ქმედებებიდან. დღე როცა თქვენ დაამკვიდრებთ თქვენს თავს ამ ანანდაში, ეს დღე იქნება ჩემი დაბადების დღე თქვენთვის. ავატარი (ღმრთაებრივი ინკარნება) არის ატმა-შაკტი (უზენაესი სულის ძალა), რამაც ჩაიცვა კრია-შაკტის და იოგა-შაკტის (მოქმედების ძალის და ღმრთაებრივი ზიარების ძალის) ტანსაცმელი. ზოგადად, ავატარანა (ინკარნების პროცესი) აღწერილია, როგორც „დაბლა ჩასვლა“ უფრო მაღალი სტატუსიდან უფრო დაბალზე. მაგრამ არა! როდესაც აკვანში მყოფი ბავშვი ტირის, ღრიალებს და დახმარებას ითხოვს, დედა იხრება და იყვანს მას თავის ხელებში. მისი დახრა არ უნდა აღიწეროს როგორც „დაბლა ჩასვლა“. თუ თქვენ მოიპოვებთ საჭირო რწმუნებულებებს, ინკარნება მოვა და გიხსნით თქვენ. თუ, მეორეს მხრივ, თქვენ გაამრავლებთ თქვენს ნაკლოვანებებს და უფრო და უფრო დაბლა დაეშვებით, თქვენ როგორ შეიძლება იყოთ გადარჩენილი?
– ღმერთის საუბარი, 1978 წლის 23 ნოემბერი.
2025 წლის 25 ნოემბერი.
რას უნდა მივაღწიოთ სადჰანას მეშვეობით? ბჰაგავანი განმარტავს სიმბოლოების მეშვეობით პრაშანტის დროშაზე რასაც ის აღმართავდა წინა წლებში.
თქვენ უნდა მიუძღვნათ თავი სადჰანას – უწყვეტ და შეგნებულ სადჰანას (სულიერ პრაქტიკას). პრაშანტის დროშაზე სიმბოლო ნათლად უნდა იყოს გაგებული ყველას მიერ. დაამარცხეთ ვნება, რისხვა, სიძულვილი, და იხეტიალეთ თანაბარი და მიუკერძოებელი სიყვარულის სივრცეში ყველა შექმნილი არსების მიმართ და შემდეგ თქვენ შესაფერისი იქნებით იოგასთვის (შინაგანი ზიარებისთვის ღმრთაებრივთან), რომელიც გახსნის თქვენი გულის ფურცლებს. შემდეგ, ამ ლოტოსის სურნელებიდან და სილამაზიდან წარმოიშობა ჯნანას (სულიერი სიბრძნის) ალი, რომელიც გაფანტავს მაიას (მსოფლიო ილუზიას) სანამ თქვენ და ჯიოტი (ალი) არ გახდებით ერთნი. ეს არის როცა თქვენ უახლოვდებით ალს რომ იგი ჩნდება მთელი თავისი დიდებულებით, მთელი თავისი უზარმაზარი ზომით. დავუშვათ თქვენ ხედთ მას პატარად, რას მიუთითებს ეს? არა რომ ეს არის პატარა, არამედ იმას რომ თქვენ ხართ შორს! გახსოვდეთ, მზე და მთვარე უზარმაზარი და უფრო დიდი ჩანს, ვიდრე ვარსკვლავები, რადგან ესები არის ახლოს და ვარსკვლავები არის შორს. მიუახლოვდით უფალს და გააცნობიერეთ ის როგორც დიდი; ნუ დგახართ შორს და ნუ ლაყბობთ რომ ის არის პატარა!
– ღმერთის საუბარი, 1961 წლის 23 ნოემბერი.
2025 წლის 26 ნოემბერი.
როგორ ხდება სიყვარული ძლევამოსილ საშუალებად ნეტარების მისაღწევად? ბჰაგავანი გვიხსნის დღეს კრისტალურად სუფთა ტერმინებით.
გული არის სიხარულის წყარო. ეს წყარო უნდა იყოს შეხებული მუდმივი მედიტებით, რეპეტებით, ზეპირი გამოკითხვით, და შენაცვლებითი ფიქრით უფლის დიდებაზე, მადლსა და ამოუწურავ გამოვლინებებზე: სმარანაზე, ჩინტანასა და მანანაზე. მტკიცედ ჩაეჭიდეთ მიზანს; ბჰაკტა (ერთგული) არასდროს უნდა დაბრუნდეს უკან. არასდროს მისცეთ გზა ეჭვს ან სასოწარკვეთას. მანქანის მმართავი ადამიანი, კონცენტრდება გზაზე, რადგან მას სურს საკუთარი თავის და სხვების გადარჩენა უბედური შემთხვევისგან. შიში არის რაც იწვევს მიზანდასახულობას მის შემთხვევაში. სიყვარული არის უფრო დიდი ძალა კონცენტრების მოცემისთვის. თუ თქვენ გაქვთ სტაბილური და მტკიცე სიყვარული, კონცენტრება ხდება ინტენსიური და ურყევი. რწმენა ვითარდება სიყვარულში და სიყვარული შედეგდება კონცენტრებაში. ლოცვა შესაძლებელია და იწყებს ნაყოფის გამოღებას ასეთ პირობებში. ილოცეთ, გამოიყენეთ სახელი როგორც უფლის სიმბოლო; ილოცეთ, შეინარჩუნეთ ჭკუის ყველა ტალღა დაწყნარებული. ილოცეთ, როგორც მოვალეობის შესრულება თქვენი რეალური არსებობისთვის, როგორც ერთადერთი გამართლება თქვენი კაცად მოსვლისთვის მსოფლიოში.
– ღმერთის საუბარი, 1961 წლის 23 ნოემბერი.
2025 წლის 27 ნოემბერი.
ჩვენ რატომ ვიტანჯებით და რა შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ ამის შესაცვლელად? ბჰაგავანი გვიხსნის და გვენთუზებს ჩვენ დღეს!
სიმდიდრე შეიძლება მოვიდეს და წავიდეს. ძალა შეიძლება გაიზარდოს ან დაეცეს. მსოფლიოში ყველაფერი შეიძლება მიიცვალოს. მაგრამ ერთი რამ არის უხრწნელი და უცვლელი. ეს არის მუდმივი ღმრთაებრივი სიყვარული. სიყვარულის ყველა სხვა ფორმა საერთოდ არ არის ნამდვილი სიყვარული. ესები არის დროებითი, მიწიერი მიჯაჭვულობები, დაფუძნებული ფიზიკურ, საზოგადო, ან სხვა სურვილებზე. ჭეშმარიტი სიყვარული დაკავშირებულია მხოლოდ ჰრიდაიასთან (გულთან). კაცი დღეს სათუთად არ უვლის ასეთ უცვლელ და მუდმივ სიყვარულს. ის კარგავს თავის ცხოვრებას, მისდევს დროებით ხიბლს. უმიზნოდ ხეტიალობს წარმავალი და უმნიშვნელო სიამოვნებების დევნაში, კაცი ჩაძირულია უბედურებათა ყველა სახეობაში. მას შეუძლია იპოვოს თავისი ნამდვილი გზა მხოლოდ სულიერი განათების ძებნით. სულიერება არ ნიშნავს რიტუალური თაყვანისცემის შესრულებას. ეს მოითხოვს ცხოველური თვისებების მოცილებას კაცში. მხოლოდ შემდეგ წმინდა გრძნობები აღმოცენდება მასში. ეს არის ნამდვილი სულიერება. ხედეთ ყველა არსება ღმერთის შვილად. არ ატაროთ ბოროტება ვინმეს მიმართ. მხოლოდ სიძულვილისა და ბოროტების გამო კაცობრიობა ჩაძირულია ძალადობასა და სისხლისღვრაში.
– ღმერთის საუბარი, 1993 წლის 23 ნოემბერი.
2025 წლის 28 ნოემბერი.
რატომ არის აწმყო ასე მნიშვნელოვანი და რა აქტივობით უნდა შევავსოთ ჩვენი აწმყო მის დასაგვირგვინებლად? ბჰაგავანი სიყვარულით გვიძღვება ჩვენ დღეს.
ყველაფერი ამ ობიექტურ მსოფლიოში არის არამუდმივი და არარეალური. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ მარადიულ ჭეშმარიტებასა და რეალობაზე. ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ჩვენი დრო წარსულზე ჩაფიქრებაზე ან მომავლის განჭვრეტაზე. დიდი სისულელეა დარდი მომავალზე ან წარსულზე, აწმყოს დავიწყება. აწმყო არის მხოლოდ რეალური. წარსული არის წარსული; თქვენ ვერ დაიბრუნებთ მას, რამდენიც გინდა ილოცოთ მისთვის. მომავალი დამალულია დროს საშვილოსნოში. მისი ვიზუალიზება შეუძლებელია. ამიტომ, მხოლოდ აწმყოა მნიშვნელოვანი. უძლური ამ ჭეშმარიტების გაცნობიერებაზე, ხალხი შეწუხებულია წარსულითა და მომავლით. უპირველესი საქმიანობა კაცმა რაც უნდა გააკეთოს, არის თანამოძმეების მსახურება. ამის ნაცვლად, ხალხი თავის ძვირფას დროს კარგავს ფიქრში ან წარსულზე ან მომავალზე. ამიტომ, სიყვარულის ტანმოსილნო! თქვენ ყოველთვის უნდა დაასაქმოთ თქვენი თავი თანამოძმე ადამიანების მსახურებით. არ არსებობს უფრო დიდი სადჰანა (სულიერი ვარჯიში) ვიდრე ასეთი მსახურება.
– ღმერთის საუბარი, 2004 წლის 1 იანვარი.
2025 წლის 29 ნოემბერი.
რა არის მსახურების ნამდვილი განმარტება და რა ადგილი უნდა მივუჩინოთ ჩვენ მას ჩვენს ცხოვრებაში? ბჰაგავანი ნათლად გვიხსნის ჩვენ დღეს.
თქვენი სიტყვით გადმოცემით, რა არის მსახურება? თქვენ მიიჩნევთ გაჭირვებაში მყოფი ადამიანების დახმარებას მსახურებად. ეს არ არის ასე მარტივი. თქვენი ტანი უნდა იყოს მუდმივად დაკავებული სხვების მსახურებაში. ადამიანის ტანი შედგება ცალკეული ნაწილებისგან. ყველა ეს ნაწილი განკუთვნილია თქვენი თანამემამულეების მსახურებისთვის და არა სხვა საქმიანობისთვის. საუბედუროდ, ჩვენ გვავიწყდება ეს ძირითადი ფაქტი. ყველა ნაწილი ადამიანის ტანში ნაჩუქარია ღმერთის მიერ კარმოპასანასთვის (ღმერთის თაყვანისცემისთვის მსახურების მეშვეობით). კარმოპასანა არის ერთადერთი საშუალება რითაც ადამიანის სიცოცხლე შეიძლება განიწმინდოს. ჩვენ ვაშენებთ ცალკეულ ტაძარებს. ჩვენ თავზე ვიღებთ სხვადასხვა სადჰანას. მაგრამ ყველა ამას შეუძლია მოგვცეს მხოლოდ დროებითი კმაყოფილება, არა მარადიული სიხარული. ჩვენმა უძველესმა რიშებმა შეძლეს მარადიული სიხარულის მიღწევა შეგნებული ძალისხმევით. ამიტომ, თქვენ უნდა განივითაროთ მტკიცე რწმენა იმ ჭეშმარიტებაში რომ ვერაფერი ვერ მოგცემთ მარადიულ სიხარულს კაცობრიობის მსახურების გარდა. თავზე აიღეთ მსახურება ტანჯული კაცობრიობის მიმართ.
– ღმერთის საუბარი, 2004 წლის 1 იანვარი.
2025 წლის 30 ნოემბერი.
ისინი მასწავლებლების როლის შემსრულებლები როგორ უნდა მოეპყრონ თავიანთ სამუშაოს და მასწავლებლობას? ბჰაგავანი სიყვარულით და ნათლად გვიხსნის ჩვენ დღეს.
სკოლა არის ყოველთვის ღმერთის სახლი. მისი მოპყრობა როგორც ქარვასლის, ციხის ან გამოსასწორებელი სახლის არის მკრეხელობა. მოეპყარით მას როგორც წმინდა ადგილს სადაც სარასვატი, ცოდნისა და ხელოვნების თავმჯდომარე ღმრთაება, არის და თაყვანს სცემენ. მაშინ, ამ მოწიწების ატმოსფეროში, მოსწავლეები ჩამოაყალიბებენ საკუთარ თავებს მთელი მსოფლიოსთვის ღირსეულ მაგალითებად. ამ ზრუნვით, მასწავლებელი გამოავლენს ინტელექტუალურ სიყვარულს ბავშვის მიმართ. ის წაახალისებს მოსწავლეებს თავიანთი ქცევის ჰარმონიზებაზე სკოლის წმინდა ატმოსფეროსთან. ბოლოს და ბოლოს, ბავშვის დედამაც კი შეიძლება არად ჩაადოს მისი რამე ნაკლი ან თუნდაც დააფასოს მისი რამე თავისებური მანერები, მაგრამ მასწავლებლები უნდა იყვნენ საკმარისად ფხიზლად მათ გათვალისწინებაზე და უნდა გამოასწორონ ისინი რბილი, ტკბილი დარწმუნებით. მოსწავლე უეჭველად მოუსმენს და დაემორჩილება თუ ის იგრძნობს გულწრფელობას მასწავლებლის სიყვარულის მიღმა. თუმცა, თუ მასწავლებელი ქადაგებს სიყვარულს მაგრამ იქცევა ისე თითქოს მას კაცს თუ ქალს არ აქვს სიყვარული, დარწმუნება არ გამოუვა.
– ღმერთის საუბარი, 1978 წლის 30 ივლისი.
-
ბოლო ჩანაწერები
ბოლო კომენტარები
არქივები
კატეგორიები
მეტა