აგვისტო

01.08.20.
არ იდარდოთ, რომ უფალი გცდით თქვენ და გტყორცნით თქვენ რთულ განსაცდელებს გამოცდების ჩასაბარებლად, რადგან მხოლოდ მაშინ როცა თქვენ ხართ გამოცდილი ამით თქვენ შეგიძლიათ დაარწმუნოთ საკუთარი თავი წარმატებაზე, ან გახდეთ თქვენი შეზღუდვების მცოდნე. შემდეგ თქვენ შეგიძლიათ კონცენტრირდეთ საგნებზე რომლებშიც თქვენ ხართ ნაკლოვანი და დაუთმოთ უფრო მეტი ინტენსიური ყურადღება, იმიტომ რომ თქვენ გაიაროთ მათში ასევე როდესაც თქვენ კვლავ იქნებით გამოცდაზე. კარგი სტუდენტები არ ემზადებიან გამოცდისთვის ბოლო მომენტში; ისინი კარგად სწავლობენ წინასწარ და მზად იქნებიან საჭირო ცოდნითა და სიმამაცით და ამ ცოდნისა და ოსტატობისგან დაბადებული გამბედაობით. რაც თქვენ კარგად შეისწავლეთ წინასწარ უნდა შემოწმდეს ჭკუაში ხშირად სწორედ ვიდრე გამოცდაზე წასვლამდე; ეს არის მთელი მომზადება, რაც აუცილებელია! ეს არის გამარჯვების გზა.
– ღმერთის საუბარი, შივარათრი, მარტი 1963.
02.08.20.
პრაჰლადამ უთხრა მამამისს ჰირანიაკასიპუს, “შენ გსურს დაიპყრო სამი სამყარო, მაგრამ შენ მარცხს განცდი შენი გრძნობების დაპყრობაში!” იცოდეთ! თუ თქვენ არ დაძლიეთ თქვენი შინაგანი მტრები როგორიცაა გაბრაზება, სიძულვილი და ა.შ., როგორ შეიძლება თქვენ გქონდეთ ოდესმე თქვენი გარეგანი მტრების დაპყრობის იმედი? შინაგანი მტრები შეიძლება დაიპყროთ მხოლოდ ერთი გზით, სიყვარულის მეშვეობით! აუცილებელია ჩვენი ცხოვრების ღირებულქმნა სიყვარულის პრაქტიკით, ექვსი შინაგანი მტრის (სურვილი, გაბრაზება, შური, სიხარბე, ეგო და ვნება) დამორჩილებითა და ჩვენი ყველა მოქმედების ღმერთისადმი მიძღვნით. ამ მიმდინარე მომენტში, თითოეული და ყველა ერთგულის მოვალეობაა ღმერთის მამობისა და კაცობრიობის ძმობის გაცნობიერება და იმ ბოროტი ძალების განეიტრალება რომლებიც კაცობრიობაზე არტყამს ურიცხვ ტანჯვას. დახმარებისთვის მიმართვით სიყვარულის ძლიერ იარაღზე, თითეული უნდა ეცადოს კაცობრიობის მიმართ მსახურებას დღეს გაბატონებული ძალადობისა და ბიწიერების ძალების აღმოსაფხვრელად.
– ღმერთის საუბარი, 1986 წლის 23 ნოემბერი.
03.08.20.
ჩვენ ვამბობთ, ყველანი ჩვენი ძმები და დები არიან, მაგრამ რამდენმა გადასცა ეს იდეალი მოქმედებაში? ჩვენი ქმედებები უნდა შეესაბამებოდეს ჩვენს სიტყვებს. იესომ ასწავლა „ადამიანთა ძმობა და ღმერთის მამობა“. ეს ჭეშმარიტება არის ასევე ბჰარათის კულტურა. თქვენ შეიძლება არ გქონდეთ მატერიალური სიმდიდრე; საკმარისია თუ თქვენ გაქვთ თავდაჯერებულობა და საკუთარი ღირსების გრძნობა. პატივი ეცით ყველას. შესთავაზეთ თქვენი ნამასკარი (მიმშვიდობება) უხუცესებს გულითადად. რა არის ნამასკარის შინაგანი მნიშვნელობა? როდესაც თქვენ აკეთებთ ნამასკარს, თქვენ აერთებთ ხელის გულებს და მიგაქვთ ეს თქვენს გულთან ახლოს. თითოეული ხელის ხუთი თითი სიმბოლირებს მოქმედების ხუთ გრძნობას (კარმენდრიას) და აღქმის ხუთ გრძნობას (ჯნანენდრიას). ამ ათმა გრძნობამ უნდა მისდიოს თქვენი გულის კარნახს (სინდისს). ეს არის ნამდვილი ნამასკარი. ყოველდღე, დათესეთ კარგი აზრების თესლი, მორწყეთ კარგი მოქმედებებით და მოიცილეთ ბოროტი თვისებების სარეველები. მხოლოდ მაშინ მიიღებთ თქვენ ნეტარების მოსავალს.
– ღმერთის საუბარი, 2002 წლის 16 მაისი.
04.08.20.
უფალმა მოგცათ მთელი თავისი სიმდიდრე და ღმრთიური შესაძლებლობები. თქვენ ხართ ამ სიმდიდრის მემკვიდრე. თქვენ უნდა აღმოაჩინოთ რა არის ეს სიმდიდრე. საის სიმდიდრე არის სუფთა, უანგარო და უსაზღვრო სიყვარული. ეს არის ჭეშმარიტება. რაც არის საის ქონება ეს არ არის შენობები რასაც თქვენ აქ ხედავთ. ეს არის მხოლოდ სუფთა, უანგარო სიყვარული. თქვენ უნდა მემკვიდრეობით მიიღოთ ეს სიყვარული, შეავსოთ საკუთარი თავი ამით და შესთავაზოთ იგი მსოფლიოს. ეს არის თქვენი როგორც საის ერთგულის უმაღლესი პასუხისმგებლობა. რა შეგიძლიათ თქვენ შესთავაზოთ უფალს ვინც ყოვლისშემძლე, ყოველგანმყოფი და ყოვლისმცოდნეა? სხვადასხვა საგნები რასაც თქვენ ღმერთს სთავაზობთ მიღებულია ილუზიისგან. ღმრთიურის ტანმოსილებო! უფლის გასაცნობიერებლად, სიყვარული არის ყველაზე ადვილი გზა. როგორც მთვარე შეიძლება დაინახოთ მხოლოდ მთვარის შუქით, ღმერთი, ვინც არის სიყვარულის ტანმოსლება, შეიძლება მიღწეული იყოს სიყვარულით. მიიჩნიეთ სიყვარული თქვენს სასიცოცხლო სუნთქვად. სიყვარული იყო პირველი ხარისხი რაც წარმოიშვა ქმნილების პროცესში. ყველა სხვა ხარისხი მოვიდა მის შემდეგ. ამიტომ, შეავსეთ თქვენი გული სიყვარულით და დააფუძნეთ თქვენი ცხოვრება მასზე!
– ღმერთის საუბარი, 1986 წლის 23 ნოემბერი.
05.08.20.
თქვენ არ შეგიძლიათ ყოველთვის გქონდეთ სიამოვნება. სიამოვნება ინტერვალია ტკივილის ორ პერიოდს შორის. ესები არის როგორც მზის შუქი და ჩრდილი. თქვენ უნდა გააკეთოთ ძალისხმევა რომ ორივეზე შეხედოთ სიმშვიდით. ადამიანებს უნდათ მიიღონ ყველაფერი რაც მათ სურთ და ისინი ხდებიან განხიბლული და იმედგაცრუებული. სიცოცხლის ამ ოკეანისთვის იმედის შუქურა არის ღმერთი, ვინც არის ერთადერთი მუდმივი არსება. ეს შუქურა არასოდეს გაგიცრუებთ იმედს. ასე რომ თქვენ უსაზღვრო ერთგულებით უნდა დააკავოთ თქვენი თავი ღმრთისმოსავ საქმიანობაში. ღმრთიური ათმას ტანმოსილებო! გაატარეთ თქვენი ცხოვრება მეხსიერებაში კარგი აზრების შენახვაში, კარგი რამეების მოსმენაში, კარგი სიტყვების ლაპარაკში, და კარგი საქმეების კეთებაში. თუ თქვენ ყველა მიიღებთ ამ გზას ბედნიერება და აყვავება გამეფდება მსოფლიოში. ვერც ერთი მთავრობა ან პოლიტიკოსი ან ნებისმიერი ვინმე მსოფლიოში ვერ შეძლებს თქვენს დაცვას უსიამოვნებებისა და უბედურებებისგან. არის მხოლოდ ერთი ვისაც შეუძლია დაგიცვათ თქვენ და ეს არის უზენაესი უფალი. მისი დაცვის მისაღწევად, ყველა თქვენგანმა გულწრფელად უნდა ილოცოთ: “დაე მსოფლიოს ყველა ადამიანს ჰქონდეს ნეტარება”.
– ღმერთის საუბარი, 1993 წლის 14 აპრილი.
06.08.20.
დღეს ადამიანები არიან შეშინებულები რადგან მათ აკლიათ თავდაჯერებულობა. ცხოვრება არის უაზრო თავდაჯერებულობის გარეშე. თავდაჯერებულობისგან, თქვენ იღებთ სიმამაცეს. ჩვენი წინაპრები ატარებდნენ წმინდა ცხოვრებას და რაიმე შიშის გარეშე ასრულებდნენ ეფიტიმიას უღრან ტყეებში ველურ ცხოველებსა და ბოროტ დემონებს შორის. რა იყო მათი სიმამაცისა და ძალის წყარო? მათ არ ჰქონდათ ტანთმიჯაჭვულობა (დეჰაბჰიმანა). ისინი მიჯაჭვულნი იყვნენ უზენაეს მეზე (ათმაბჰიმანაზე). რა იყო იარაღი რასაც ისინი ატარებდნენ თავისთან? თვითდაჯერებულობის იარაღი! ამით, მათ შეეძლოთ ლომებისა და ვეფხვების მსგავსი ველური ცხოველების მოთვინიერებაც კი, და მათთან უშიშრად თამაში! დღეს ხალხს არ აქვს რწმენა უზენაეს მეში (ათმაში). ისინი კითხულობენ: “სად არის ათმა?” ათმა არის ყველგან! ხედეთ იგივე ათმა (ღმრთიური) ყველა არსებაში (ათმავალ სარვაბჰუთანი). ავსებს რა ყველა არსებას ხელებით, ტერფებით, თვალებით, თავებით, პირითა და ყურებით, ღმერთი ვრცელდება მთელს სამყაროში.
– ღმერთის საუბარი, 2002 წლის 16 მაისი.
07.08.20.
დღე ხდება წმინდა მხოლოდ მაშინ როდესაც თქვენ მას განწმენდთ სადჰანით (სულიერი პრაქტიკით), არა სხვა საშუალებით. სადჰანა შეიძლება გაიზარდოს მხოლოდ სიყვარულით განოყიერებულ მინდორში. უანგარო სიყვარული ან პრემა არის ღმერთისადმი ერთგულების (ბჰაკთის) აუცილებელი პირობა. სურვილი და ღრმა სიყვარული რაც დღეს თქვენ გაქვთ მატერიალური საგნების, სახელის, დიდების, მეუღლისა და შვილების მიმართ, უნდა იყოს განწმენდილი და დაქვემდებარებული უფრო ძლიერი – ღმერთისადმი სიყვარულის ძალით. დაამატეთ ორი კოვზი წყალი ორ ლიტრ რძეში, წყალი ასევე იქნება ფასეული ღირებულებით როგორც რძე! ამჟამად თქვენი სადჰანა შეიძლება აღწერილი იყოს მხოლოდ ორი ლიტრი წყლის და ორი კოვზი რძის შერევით! გქონდეთ ღმერთის სიყვარული თქვენი გულის შემავსებლად და წარმტაცად; შემდეგ, თქვენ ვერ შეძლებთ ვინმეს შეძულებას, თქვენ ვერ დაკავდებით არაჯანსაღ კონკურენციაში, და თქვენ ვერ აღმოაჩენთ შეცდომებს ვინმეში. თქვენი ცხოვრება გახდება რბილი, ტკბილი და მშვიდი!
– ღმერთის საუბარი, 1967 წლის 1 იანვარი.
08.08.20.
უანგარო მოქმედება არის იდეალი, რომლიც მიზანში უნდა ამოიღოთ. მაგრამ ახლა, ყველაფერი იზომება შედეგით, მოგებით, რომელიც მიიღება. თუ თქვენ უნიავებთ ადამიანს სიყვარულის გამო, როდესაც თქვენ შეჩერდებით, ის ვერ დაგადანაშაულებთ თქვენ, მაგრამ როდესაც ანაზღაურებადი მსახური შეჩერდება, პატრონი მას ავალდებულებს. პირველ შემთხვევაში, მოქმედება სრულდება ეგოისტური სურვილის გარეშე (ნიშკამის გზით); აქ მიზანი არ არის მოგების მიღება. მოგების სურვილი არის როგორც შხამიანი ეშვები; როდესაც ესები ამოღებულია, კარმას გველი გარდაიქმნება უვნებლად. სწორი დისციპლინა უსურვილებო (ნიშკამა) დამოკიდებულების მისაღწევად არის მიძღვნა და, ეს არის შესაძლებელი მხოლოდ მაშინ როცა თქვენ გაქვთ ძლიერი რწმენა ღმერთში. ეს რწმენა ხდება მყარი სულიერი ძალისხმევის მეშვეობით. ახლა სულიერი ძალისხმევა ჰგავს საუზმის ჭამას; მთელი მსოფლიოს ძირითადი კერძები, არის მსოფლიოდან. თუმცა, საკვების დიდი ნაწილი უნდა იყოს სულიერი.
– ღმერთის საუბარი, 1963 წლის 15 სექტემბერი.
09.08.20.
არსებობს დიდი განსხვავება ახლანდელ და ხუთი საუკუნის წინანდელ ინდოეთს შორის, გრძნობების კონტროლის სფეროში. დღეს, გრძნობები მიშვებულია თავისუფალ თამაშზე; ხალხი ემონება სიხარბეს, ვნებასა და ეგოიზმს. ბრალი დევს მთლიანად მშობლებსა და უხუცესებზე. როდესაც ბავშვები მიმართავენ სულიერებას, ბევრი ადამიანი აბუჩად იგდებს მათ და აფრთხილებს გონებასუსტობის ნიშანზე! ბევრს ჯერ კიდევ სჯერა რომ რელიგია არის მოხუც ადამიანთა საქმე, არა ახალგაზრდების! თუ თქვენ მხოლოდ ამხნევებთ შვილებს ამით, ისინი შეძლებენ თვით აღჭურვას უკეთესად ცხოვრების ბრძოლისთვის! გაზეთებში თქვენ კითხულობთ დიდი წარმატების მოთხრობებს, მაგრამ ესები არის ყველა მატერიალური! თითეული უნდა ჩაებას ბრძოლაში გრძნობების ცდუნებების წინააღმდეგ, თითეულმა უნდა დაიპყროს შინაგანი მტრები, და ისწავლოს გამარჯვება თავის ეგოზე. ეს არის ნამდვილი გამარჯვება, რაც ჭეშმარიტად იმსახურებს მილოცვას! ეს არის რაც მე ვახსენე როგორც სვარაჯია (თვითმმართველობა). თქვენ ყველამ უნდა აპრაქტიკოთ და ურჩიოთ თქვენს შვილებს: “იყვნენ დარწმუნებული რომ არსებობს ღმერთი, ჩვენი მეგზური და დამცველი. გაიხსენეთ ის მადლიერებით. ელოცეთ მას თქვენს განწმენდაზე. გიყვერდეთ ყველა; ემსახურეთ ყველას. გაერთიანდით კარგ კომპანიაში“.
– ღმერთის საუბარი, 1967 წლის 1 იანვარი.
10.08.20.
ქმნილებაში არსებობს მხოლოდ ერთი მამრობითი (პურუშა); ყველაფერი დანარჩენი არის მდედრობითი (სთრი). არ არსებობს სულელიც; ეს არის მხოლოდ როლი შესრულებული სულიერი ცოდნის ტანმოსილების ამ განსაკუთრებული გამომჟღავნების, ანუ უზენაესი მეს (პარამათმას) მიერ. გახსოვდეთ ეს და არ შეყოვნდეთ თქვენს მოგზაურობაზე ღმერთისკენ. თქვენ ავსებთ ბენზინის ავზს საწვავით იმ მოგზაურობისთვის რომელიც წინ დევს, არა? თუ თქვენ მანქანას ინახავთ გარაჟში, მიდიხართ თქვენ და ავსებთ ავზს ყოველდღე? თქვენი ტანი ასევე იკვებება საწვავით ასე რომ მან შეძლოს წასვლა მოგზაურობაში: შინაგან მოგზაურობაში ღმერთისკენ. ეს მოგზაურობა არის კარგი კარმის, სუფთა მოქმედებების მეშვეობით მათი შედეგების ღმერთისადმი შეთავაზებით (ნიშკამა კარმა). გულმოდგინედ გაარჩიეთ და შეასრულეთ ტანთან დაკავშირებული მოვალეობები იმ მიზნით რომ ტანის ძალისხმევა უნდა იყოს მასში დაპატიმრებული სულის გათავისუფლებისკენ! გახსოვდეთ, წვიმის არა ყველა წვეთი რომელიც ციდან ჩამოვარდება, ახერხებს ზღვის მიღწევას. მხოლოდ რომლებიც მიედინება მიმდინარე მდინარეში აღწევს მიზანს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ყველა წვეთი მოდის ზღვიდან, მხოლოდ რამდენიმეს წყურია დაბრუნება წყაროში!
– ღმერთის საუბარი, 1963 წლის 15 სექტემბერი.
11.08.20.
კრიშნამ, დაპირების შესრულებით რაც მას მიცემული ჰქონდა დედა მიწისათვის, გაათავისუფლა მსოფლიო მრავალი ბოროტი მმართველისგან და სიკეთის დასაცავად ძებნიდა უბიწოების მეფობის დამყარებას. ღმრთიური ინკარნირება საუკუნიდან საუკუნემდე იცავს სათნოთ, სჯის ბიწიერთ და აარსებს უბიწოებას. ამბობენ, კრიშნამ მრავალი ბოროტი ადამიანი გაანადგურა. მაგრამ ეს არ არის სულ მთლად სწორი. ეს არის მათი საკუთარი ბოროტება რამაც გაანადგურა ეს ბოროტი პირები. შეიძლება დაისვას კითხვა: “განა კრიშნა არ არის, ის ვინც მოკლა კამსა?” სულაც არა. ეს არის სახელმძღვანელოების ვერსია. სინამდვილეში, ეს იყო კამსას საკუთარი გაცეცხლებული ბჰრამა (მცდარობა), რამაც ის მოკლა. მას ყოველთვის თან სდევდა კრიშნას შიში. მისი სიკვდილი იყო ამ შიშის შედეგი და რეაქცია. ადამიანის აზრები განსაზღვრავს მის ბედს. აქედან გამომდინარე, ადამიანმა უნდა კულტივიროს კარგი აზრები და თავიდან უნდა აიცილოს ყველა ცუდი გრძნობა. ღმერთს არ აქვს სიძულვილი ვინმესთვის. მას არ შურს ვინმესი. მას არ აქვს არაკეთილმოსურნეობა ვინმეს მიმართ. არ ჰყავს მას არც ფავორიტები. წყალობა რომელსაც ვინმე იღებს არის მისი საკუთარი გრძნობების შედეგი.
– ღმერთის საუბარი, 1994 წლის 29 აგვისტო.
12.08.20. კრიშნა ჯანამსტამი
კაცობრიობას რომ ასწავლოს ჭეშმარიტება ღმრთიური სიყვარულის შესახებ ის სიყვარული თვით ინკარნირებს დედამიწაზე ადამიანის ფორმაში. წერილებში ნათქვამია რომ ღმრთიური ჩამოდის დედამიწაზე კაცობრიობისთვის დჰარმას, სამართლიანობისა და ჭეშმარიტების გზების სასწავლებლად. „დჰარმა სამსტაპანარტაია სამბჰავამი იუგე იუგე“ (მე ვინკარნირებ დედამიწაზე საუკუნიდან საუკუნემდე დჰარმას დასაარსებლად) – ეს არის კრიშნას განცხადება გიტაში. როგორც კი ადამიანები აღივსებიან სიყვარულით, ყველა დჰარმა, ყველა სამართლიანობა და ყველა ჭეშმარიტება დაარსდება მათში. სიყვარულის გარეშე უბიწოება იქნება მექანიკური რიტუალი. უბიწოების რა სახე შეიძლება იყოს სიყვარულის გარეშე? რა სახეობის სამართლიანობამ შეიძლება იარსებოს? ეს იქნება უსიცოცხლო გვამი. სიყვარული არის სიცოცხლე. სიყვარულის გარეშე ვერცერთი ადამიანი ვერ შეძლებს არსებობას ერთი წამით. აქედან გამომდინარე, სიყვარული არის უზენაესი უფლის ფორმა. ეს არის სიყვარულის მოძღვრების ქადაგება რაც კრიშნა ავატარმა და სხვა ღმრთიურმა ინკარნირებებმა გააკეთეს მათი მოსვლით დედამიწაზე.
– ღმერთის საუბარი, 1991 წლის 2 სექტემბერი.
13.08.20.
მცდარი მცნება რომ მსოფლიო არის რეალური და რომ შენ ხარ ტანი ისე ღრმად იქნა ჩანერგილი დაბადების შემდეგ დაბადების მეჩვეობით, რომ ეს შეიძლება იყოს ამოღებული მხოლოდ ძალიან ძლიერი წამლის მეშვეობით გამოყენებულით მუდმივად. პრეპარატი „რამ რამ რამი“ (ღვთის სახელის გალობა) უნდა იყოს გადაყლაპული და ათვისებული უწყვეტად. მისი სამკურნალო ესენცია იმოგზაურებს ყველა კიდურში, ყველა გრძნობის ორგანოში, ყველა ნერვსა და სისხლის ყოველ წვეთში. ყოველი ატომი თქვენში გარდაიქმნება რამად. თქვენ უნდა გადნეთ მძიმე განსაცდელებში და გასუფთავდეთ რამას ჩამოსასხმელ ფორმაში და გახდეთ რამა. ეს არის რეალური სიბრძნის, ნამდვილი ერთგულების სასურველი მიზნის მიღწევა! რამას, კრიშნას ან რომელიმე სხვა სახელის გალობის ეს შედეგი განიცდება ვინმეს მიერ, როდესაც განუწყვეტლივ იგალობებს სუფთა გულით და როდესაც შეითვისებს ჭკუაში! სახელი მხოლოდ დაგეხმარებათ გააკონტროლოთ გრძნობების ყველა კაპრიზი რომლებიც გითრევენ თქვენ ამაოებაში.
– ღმერთის საუბარი, 1967 წლის 1 იანვარი.
14.08.20.
მე დაინტერესებული ვარ სულიერი ხელოვნებით, ყველაზე დახვეწილი ხელოვნებით, ვიდრე ლამაზი ხელოვნებით. მე მინდა სულიერება ამამაღლებელი სუბიექტების იყვნენ გამოსახული ცეკვით, როგორც რადჰა და კრიშნა და მათი ამაღლებული ურთიერთობა, რაც არის ადამიანების აღქმის სფეროს მიღმა. უარი უნდა ითქვას ისეთ თემებზე, როგორებიცაა ლოთები, ბოროტი კაცები, ძალიან მთვრალი პიროვნებები და კლოუნები, რომლებიც ვულგარული გემოვნებით ერთობიან. გამოიყენეთ ცეკვის და დრამატული წარმოდგენის ყველა ელემენტი სულიერი აღძვრისთვის კაცობრიობაში; წაახალისეთ იგი, გაანაყოფირეთ იგი, და მიიყვანეთ ადამიანები ცოტა ახლოს მიზანთან. ადამიანი არის ნაერთი ცხოველისა და ანგელოზის, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ. ადამიანს მასში ჰყავს მგელი, მაიმუნი, ხარი, ტურა, გველი, ფარშევანგი, დათვი, მაგრამ ამ ყველაფრის ქვეშ, ღმრთიურის სუფთა ნაპერწკალიც არის ასევე. ეს არის მოვალეობა ყველას ვინც ართობს გრძნობებს ტრანსფორმიროს დაბალი ფასეულობები რომლებიც ახლა ავსებეს და გარდაქმნას ესები უმაღლეს ფასეულობებში.
– ღმერთის საუბარი, 1963 წლის 14 დეკემბერი.
15.08.20.
ჩვენ რეალურად რას ვნიშნავთ ინდივიდის თავისუფლებით? მსოფლიოში არავის აქვს აბსოლუტური თავისუფლება. ზოგი ადამიანი ფიქრობს რომ თავისუფლება არის იყოს შემძლე ილაპარაკოს ყველაფერი რასაც ის გრძნობს. ჭეშმარიტი თავისუფლება მოიცავს იმ ღმრთიურობის აღიარებას, რომლის ცოდნითაც, ყველაფერი დანარჩენი არის ცნობილი. თავისუფლება უნდა თვით გამოიხატოს გულიდან. “გული” აქ არ არის თქვენი ფიზიკური გული, ან დაკავშირებული რომელიმე კონკრეტულ ადგილთან, დროსთან, ინდივიდთან ან ქვეყანასთან! ‘ჰრიდაიამ” ეხება ღმრთიურ პრინციპს რომელიც თანაბრად არის წარმოდგენილი ყველგან, ყველა დროსა და ყველა ხალხში, თითოეულ ქვეყანაში. მხოლოდ მაშინ როდესაც ერთიანობა და ჰარმონია მიიღწევა შიგნიდან, თავისუფლება იქნება აზრიანი. ამის გარეშე, თავისუფლებაზე ლაპარაკი ნიშნავს ცარიელ სიტყვებს, რეალურ ცხოვრებაში რაიმე გამოცდილების გარეშე. ასევე, არ იფიქროთ რომ სულიერება ნიშნავს მარტო ყოფნას და მარტოობაში ცხოვრებას. სულიერების მიზანია სიყვარულის თესლის დათესვა მთელ კაცობრიობაში და მშვიდობის კვირტებზე შესაძლებლობის მიცემა აყვავდეს ყოველ ჭკუაში.
– ღმერთის საუბარი, 1990 წლის 31 მაისი.
16.08.20.
ჰაერი რასაც თქვენ სუნთქავთ, წყალი რასაც თქვენ სვამთ, დედამიწა რომელზეც თქვენ დადიხართ ყველა არის ღმერთის საჩუქარი. რამდენად მადლიერი ხართ თქვენ მზის, ვინც უზრუნველყოფს სინათლეს, რომელიც შეუძლებელია გათანაბრდეს ყველა ელექტრო ნათურით მსოფლიოში? შეუძლია ყველა ტუმბოს მსოფლიოში უზრუნველყოს იმდენი წყალი რამდენიც შემოთავაზებულია წვიმის ერთი თავსხმით? შეუძლია ყველა ვენტილატორს მსოფლიოში უზრუნველყოს იმდენი ნიავი რამდენსაც თქვენ იღებთ, როცა ქარი ქრის? ღმრთიურ საჩუქრებზე მადლიერად ყოფნის გარეშე, ბევრი თქვენგანი ეძებს უმნიშვნელოს და კარგავს ძვირფას სიცოცხლეს. უძველესი დიდი ბრძენები ერთგულებას თვლიდნენ როგორც მათ საშუალებას მადლიერების გამოსახატად განგების მიმართ. პირველი ხარისხი რაც ყველა ჩვენგანმა უნდა კულტივიროს არის ღმრთიურისადმი მადლიერება. ადამიანები მადლიერი არიან თუნდაც მათთვის გაწეული მსახურების მცირე მოქმედებაზე. არ არის აუცილებელი მადლიერი ვიყოთ ღმრთიურის ვინც უზრუნველგვყო ჩვენ ამდენი აუცილებელი სარგებელის მიღებით ბუნებისა და ხუთი ელემენტის მეშვეობით?
– ღმერთის საუბარი. 1989 წლის 14 იანვარი.
17.08.20.
ღმერთი არის სიყვარულის განსახიერება. სიყვარული არის მისი ბუნება. მისი სიყვარული ავსებს მთელ კოსმოსს. ეს ღმრთიური სიყვარული წარმოდგენილია თითოეულში და ყველაფერში. სუფთა სიყვარული (პრემა) აღწერილია როგორც მეტყველებისა და ჭკუის მიღმა (ანირვაჩანიიიამ – აღუწერელი). ღმრთიური სიყვარული შეუძლებელია მიღებული იყოს სწავლულობის, სიმდიდრის ან ფიზიკური ძალების მეშვეობით. ღმერთი, ვინც არის სიყვარულის ტანმოსილება, შეიძლება მიიღწეს მხოლოდ სიყვარულის მეშვეობით, ისევე როგორც მანათობელი მზე შეიძლება იყოს დანახული, მხოლოდ მისი საკუთარი სინათლის მეშვეობით. არ არსებობს რაიმე უფრო ძვირფასი ამ მსოფლიოში ვიდრე ღმრთიური სიყვარული. ღმერთი არის ყველა ატრიბუტის მიღმა. შესაბამისად მისი სიყვარულიც ატრიბუტების მიღმაა (გუნათითა). მაგრამ ადამიანის სიყვარული, რადგან იგი იმართება ატრიბუტებით (გუნებით), შედეგდება მიჯაჭვულობასა და სიძულვილში. სიყვარული არ უნდა ეფუძნებოდეს ჯილდოს ან დაბრუნების მოლოდინს, საქმიანი გარიგების მსგავსად. სიყვარული არ არის სავაჭრო ნივთი, როგორც სესხი დაფარვის გრაფიკით. სუფთა სიყვარული, რომელიც სპონტანური შეთავაზებაა, შეიძლება წარმოიშვას მხოლოდ სუფთა გულიდან.
– ღმერთის საუბარი, 1995 წლის 14 იანვარი.
18.08.20.
ოთხი პაციენტი ეწვია ექიმს. ექიმმა გასინჯა პირველი პაციენტი და უთხრა მას: “თქვენ არაფერი გჭირთ. თქვენ უკეთესად იგრძნობთ თქვენი კუჭისთვის ადუღებული ცხელი წყლით!” მეორეს, ის აძლევს წამალს მისი გაზის პრობლემის განსაკურნად. მესამეს, ის უწერს გამწმენდს. მეოთხე კაცის გასინჯვის შემდეგ, ექიმი აცხადებს რომ მან დაუყოვნებლივ უნდა გაიაროს ოპერაცია. ექიმი ატარებს მის მიმართ რაიმე მტრობას? სულაც არა. მისი დაავადება განსხვავებულია. ის იტანჯება აპენდიციტით, რაც იწვევს დაუყოვნებლივ ოპერაციას. ზუსტად ასე, სხვადასხვა ადამიანების აზრებისა და ქცევებისგან განსჯით, მე ვნიშნავ სხვადასხვა ტიპის მკურნალობას შესაფერისს თითოეული მათგანისთვის. მე არ ვიხედები ზოგიერთ ადამიანზე. მე არ ვლაპარაკობ ზოგირთ სხვასთან. მე პირს ვიბრუნებ ზოგიერთისგან. ეს ყველა არის რეცეპტების სხვადასხვა ტიპი. როგორც კი თქვენ გააცნობიერებთ რომ თქვენი ქცევა არის პასუხისმგებელი სვამის დამოკიდებულებაზე, თქვენ გამოასწორებთ თქვენ თავს და მოიქცევით სწორად მომავალში.
– ღმერთის საუბარი, 1990 წლის 31 მაისი.
19.08.20.
წვიმის დამადასტურებელია ნიადაგის სისველლე; ერთგულების დამადასტურებელი საბუთი არის მშვიდობა რაც ერთგულს აქვს, მშვიდობა რომელიც მას იცავს როგორც წარმატების ასევე წარუმატებლობის, დიდების, შეურაცხყოფის, მოგებისა და დანაკარგის სწრაფი თავდასხმის წინააღმდეგ. სულიერი სიბრძნე არის პირდაპირი მატარებელი; თქვენ უბრალოდ უნდა ჩაჯდეთ მასში, ეს საკმარისია, და ის პირდაპირ მიგიყვანთ დანიშნულების ადგილზე. ერთგულება არის გამჭოლი გადამზიდი. მისი მეშვეობით შეიძლება ჩაეხსნათ ერთი მატარებლიდან და შეუერთდეთ მეორეს, თუ თქვენ შეხვალთ მასში, თქვენ არ უნდა შეწუხდეთ; იმ პირობით რომ თქვენ დარჩებით თქვენს ადგილზე, იგი ვალდებულია მიგიყვანოთ თქვენ დანიშნულების ადგილზე. კარმა (მოქმედება) ჩვეულებრივი მატარებელია. თუ თქვენ ჩაჯდებით მასში, თქვენ უნდა გადაჯდეთ, ახვიდეთ და ჩახვიდეთ ყველა კვანძზე, დატვირთოთ ბარგი და გადმოტვირთოთ იგი, და უამრავი სამუშაო გააკეთოთ თქვენი დანიშნულების ადგილამდე მისაღწევად. მხოლოდ ერთგულება საკმარისია სულიერი სიბრძნის მისაღწევად. იგი მთავრდება მხოლოდ ბრაჰმანის დანახვაში ყველაფერში და ეს ანგრევს ეგოიზმს. სიბრძნე ასევე გაძლევთ თქვენ ამას.
– ღმერთის საუბარი, 1963 წლის 15 დეკემბერი.
20.08.20.
დღეიდან აღკაზმეთ ახალგაზრდობის ენთუზიაზმი მიიტანონ ყველა ქუჩასა და ხეივანზე, უფლის სახელის დიდება. მთელი ატმოსფერო გადატვირთულია ელექტრო- მაგნიტური ტალღებით. ამ ტალღების დაბინძურების გამო, ადამიანთა გულებიც ბინძურდება. ამ ატმოსფეროს განწმენდისთვის, თქვენ უნდა იგალობოთ უფლის სახელი და განწმინდოთ რადიო ტალღები. დაბინძურებაა ჰაერში, რომელსაც ჩვენ ვსუნთქავთ, წყალში რომელსაც ჩვენ ვსვამთ და საკვებში რომელსაც ჩვენ მოვიხმართ. ჩვენი მთელი ცხოვრება დაბინძურებულია. ეს ყველაფერი განიწმინდება ატმოსფეროს ავსებით ღმრთაებრივი სახელით. ადამიანებს აღტაცებს ბუნების სილამაზე, მაგრამ არ იციან სილამაზე მათ გულებში. გაალამაზეთ თქვენი გული მისი შემკობით ღმერთის წმინდა სიყვარულით. იგალობეთ სახელი სიხარულით თქვენს გულებში.
– ღმერთის საუბარი, 1995 წლის 14 იანვარი.
21.08.20.
ვინაიაკას ასევე უწოდებენ განაპატის. ეს ტერმინი ნიშნავს რომ ის არის განების (ღმრთიური არსებების კლასის) ბატონი. ეს ტერმინი ასევე ნიშნავს რომ ის არის ადამიანში ინტელექტისა და დისკრიმინაციული ძალის პატრონი. ის ფლობს დიდ ინტელექტსა და ცოდნას. ასეთი ცოდნა გამოიცემა სუფთა და წმინდა ჭკუიდან. ამ ცოდნას მიჰყავს ვიჯნანასთან (სიბრძნესთან). ის აღწერილია როგორც ბუდდჰის (გონების) და სიდდჰის (სიბრძნის ან რეალიზების) უფალი. ბუდდჰი და სიდდჰი იხსენიება როგორც ვინაიაკას მეუღლეები. თაგვი არის ვინაიაკას სატრანსპორტო საშუალება. ეს არის ამსოფლიურ მიდრეკილებებთან მიჯაჭვულობის სიმბოლო. კარგად ცნობილია რომ თუ თქვენ გინდათ თაგვის დაჭერა თქვენ დებთ ძლიერი სუნის მქონე საკვებს თაგვის ხაფანგის შგნით. თაგვს შეუძლია კარგად ხედვა სიბნელეში. როგორც ვინაიკას სატრანსპორტო საშუალება, თაგვი ნიშნავს ობიექტს რომელსაც კაცი მიჰყავს სიბნელიდან სინათლისკენ. ვინაიაკა პრინციპი, ამგვარად, აშორებს ყველა ცუდ ხარისხს, ცუდ პრაქტიკასა და ცუდ აზრს კაცში, და ნერგავს მასში კარგ ხარისხებს, კარგ ქცევას და კარგ აზრებს.
– ღმერთის საუბარი 1991 წლის 12 სექტემბერი.
22.08.20. ვინაიაკა ჩათურტი
ვინაიაკას კიდევ ერთი სახელია “ვიგჰნესვარა”. ესვარა არის ის ვინც დაჯილდოებულია სიმდიდრის ყველა შესაძლებელი ფორმით: განძით, ცოდნით, ჯანმრთელობით, ნეტარებით, სილამაზით და ა.შ. ვიგჰნესვარა არის სიმდიდრის ამ ყველა ფორმის წამხალისებელი და აშორებს ყველა დაბრკოლებას მათ დასაუფლებლად. ის ჩუქნის სიმდიდრის ამ ყველა ფორმას მათზე ვინც მას თაყვანს სცემს. ვინაიაკა აღწერილია როგორც “პრატამა ვანდანა” (პირველი ღმრთაება, ვისაც უნდა სცენ თაყვანი). რამდენადაც მსოფლიოში ყველას სურს სიმდიდრე და კეთილდღეობა, ვიგჰნესვარას თაყვანისცემას ყველა აძლევს პირველ ადგილს. მხოლოდ მაშინ როდესაც ღმრთიურთან დაკავშირებული სხვადასხვა ასპექტების შინაგანი მნიშვნელობები გაგებულია, თაყვანისცემა შეიძლება შეთავაზებული იყოს ღმრთიურზე აზრიანად. საუბედუროდ, რადგან ამ დღეებში მხოლოდ სულიერი ტექსტების ზედაპირული და ამსოფლიური მნიშვნელობებია გადმოცემული, ხალხის ერთგულება მუდმივად სუსტდება. ყველასათვის აუცილებელია ვედანტური ტექსტების შინაგანი მნიშვნელობის გაგება.
– ღმერთის საუბარი, 1991 წლის 12 სექტემბერი.
23.08.20.
განსაკუთრებული მნიშვნელობა არის ვიგნესვარას წინა პლანზე მოთავსებაში რაიმე საქმით დატვირთვის წინ. ტყეში როდესაც სპილო მოძრაობს ჯუნგლების გავლით, ის გზას უსუფთავებს სხვა მიმდევნებს. ამის მსგავსად, განეშას მოხმობით, გზა იწმინდება ჩვენი წამოწყებებისთვის. სპილოს ფეხი იმდენად დიდია რომ როდესაც იგი მოძრაობს მას შეუძლია გათელოს ნებისმიერი სხვა ცხოველის ფეხის ნაკვალევი. აქ კიდევ სიმბოლური მნიშვნელობა არის რომ გზაზე ყველა დაბრკოლება იხსნება როდესაც განეშა პატივდებულია ღირსეულ ადგილზე. ცხოვრების მოგზაურობა განეშას წყალობით ხდება უფრო გლუვი და უფრო ბედნიერი. ვინაიაკა ჩათურტის დღეს, სტუდენტები განათავსებენ წიგნებს განეშას იდოლის წინ და სთავაზობენ თაყვანისცემას. ისინი ღმრთაებას ელოცებიან თავიანთი ჭკუების შუქმოსაფენად. აქედან გამომდინარე, განეშა ცნობილია როგორც ბუდჰი პრადაიაკა, ის ვინც ჩუქნის გონებას. ვინაიაკა არის ღმრთაება ვინც თავისში მოიცავს სამყაროს. ის არის უსასრულო ძალის ღმრთაება.
– ღმერთის საუბარი, 1989 წლის 4 სექტემბერი.
24.08.20.
ფულს შეუძლია შეისყიდოს წამლები მაგრამ მარტო გონებრივ სიმშვიდეს და კმაყოფილებას შეუძლია ჯანმრთელობის გარანტირება. სამედიცინო ექსპერტების დაქირავება შესაძლებელია მაგრამ ცხოვრება შეუძლებელია იყოს გარანტირებული იჯარით. ღმერთი ინკარნირებს სადჰუთა აღსაზრდელად, ასეა ნათქვამი. სადჰუებად, ისინი არ გულისხმობენ ბინადრებს ჰიმალაის განდეგილობაში; ისინი გულისხმობენ სათნო ადამიანს ვინც ფორმას აძლევს ყველა თქვენგანის შინაგან რეალობას, გარეგანი შესახედაობა კი მხოლოდ ნიღაბია საკუთარი თავის შეცდომაში ჩასაგდებად. ყოველი ადამიანი არის სადჰუ, რადგან ის არის პრემა სვარუპა, შანთი სვარუპა, ამრუტა სვარუპა (ტანმოსილება ნეტარების, მშვიდობის, და უკვდავების). მაგრამ ეგოს ქერქზე სქელი და სწრაფი ზრდის ნების მიცემით, რეალური ბუნება არის გაფერმკრთალებული. სათსანგის (ღმერთზე განწყობილ ადამიანთა კომპანიის) მოქმედებებით, საკუთარი თავის კონტროლისა და თვითგაუმჯობესების სისტემატური ყურადღებით, შეგიძლიათ სძლიოთ ილუზიას რომელიც ადამიანს აიძულებს საკუთარი თავი გააიდენტუროს სხეულთან და მის საჭიროებებსა და წყურვილებთან.
– ღმერთის საუბარი, 1966 წლის 7 სექტემბერი.
25.08.20.
როდესაც თქვენ კვებავთ ძროხას ფერმენტებული თხელი ფაფით იმიტომ რომ მან მოგცეთ უფრო მეტი რძე, რძე გამოსცემს უსიამოვნო სუნს. როდესაც ადამიანი ზედმეტად აკავებს თავის თავს ამსოფლიური წვრილმანებით, მისი საქციელი და ხასიათი ხდება არასასიამოვნო. ნამდვილად ტრაგიკულია სასოწარკვეთილებასა და ხიფათში მებრძოლი უკვდავების ბავშვის დაცემის მოწმედ ყოფნა. თუკი ყოველი მათგანი გამოიკვლევს ამას: ”რა არის ჩემი კვალიფიკაცია? რა არის ჩემი პოზიცია?” მაშინ ისინი მალევე გააცნობიერებენ თავიანთ ვარდნას. ისურვებს ვეფხვი, როგორი მშიერიც გინდა იყოს, ბატი-ბუტის ან მაიმუნის კაკლის შეჭმას? დაუმიზნეთ მიზანს რომლის უფლებასაც თქვენ გაძლევთ თქვენი წარმოშობა; როგორ შეძლებს თუთიყუში მანგოს სიტკბოს დაგემოვნებას თუ იგი უნისკარტებს ბამბის ხის ნაყოფზე? დაე თქვენი ძალისხმევა იყოს მიზნის ღირსებით შესრულებაში. არასოდეს შეანელოთ ძალისხმევა, როგორც არ გინდა შეფერხდეთ, ან რაც არ გინდა გახანგრძლივდეს მოგზაურობა. მიზანი თქვენს მახლობლად უფრო სწრაფად იქნება ვიდრე მიხვალთ ნაბიჯებით რომლითაც თქვენ უახლოვდებით მიზანს. ღმერთი ისევე არის მოწადინებული თქვენს გადასარჩენად, როგორც თქვენ ხართ მოწადინებული რომ გადარჩეთ.
– ღმერთის საუბარი, 1966 წლის 7 სექტემბერი.
26.08.20.
ოდესღაც იყო იმპერატორი ვინც ეკითხებოდა ბრძენებს რომლებიც სტუმრობდნენ მის სასახლეს – ”ვინ არის საუკეთესო კაცთა შორის? დროს რომელი მომენტია ყველაზე მეტად კურთხეული? რომელი მოქმედება არის ყველაზე სასარგებლო? ” მან დიდხანს ვერ შეძლო დამაკმაყოფილებელი პასუხის მიღება. ბოლოს მისი სამეფო დაინგრა და მას მოუწია ჯუნგლებში გაქცევა. იქ ის ჩავარდა პრიმიტიული ტომის კლანჭებში ვინც შეარჩია ის თავიანთი ქალღმერთის მსხვერპლად. ამ სახიფათო მდგომარეობაში, ის დაინახა ასკეტმა, ვინც გადაარჩინა ის და წაიყვანა თავის განდეგილობის საყუდარში სადაც მან და მისმა მოწაფეებმა სიყვარულით მოვლით მას დაუბრუნეს ჯანმრთელობა და ბედნიერება. შემდეგ მან აღმოაჩინა პასუხები მის კითხვებზე. კაცთა შორის საუკეთესოა ის, ვისაც თანაგრძნობა აქვს; ყველაზე კურთხეული დრო არის “აწმყო”, სწორედ ეს წამი და საუკეთესო მოქმედება არის ტკივილისა და მწუხარების შემსუბუქება. თქვენ გადაწყვიტეთ დაიწყოთ ნამასმარანა (ღმრთიური სახელის ხსენება) ‘შემდეგ ხუთშაბათს’, თითქოს სიკვდილმა წერილობით დაგარწმუნათ რომ იგი არ დაგირეკავთ თქვენ ამ თარიღამდე. არ გადადოთ ის რისი გაკეთებაც შეგიძლიათ დღეს, ახლა, სწორედ ამ მომენტში.
– ღმერთის საუბარი, 1966 წლის 7 სექტემბერი.
27.08.20.
სისუსტისგან თავის დასაღწევად საუკეთესო გზა არის დარტყმა სწორედ ხის ღერძულა ფესვზე – შეცდომაზე რომ თქვენ ხართ ტანი, ამ სახელითა და ამ ფორმით, ამ გრძნობებით, ამ გონებითა და ამ ჭკუით. ეს ყველა არის ბარგი რასაც თქვენ ატარებთ. თქვენ არ ამბობთ, „ჩემი ცხვირი, ჩემი ჭკუა, ჩემი ხელი და ჩემი გონება“, ისევე როგორც ამბობთ, „ჩემი წიგნი, ჩემი ქოლგა“? ეს არის ნამდვილი “შენ”. ეს იყო იქ, როდესაც თქვენ დაიბადეთ, როდესაც გეძინათ ყველაფრის დავიწყებით, დავიწყებით თუნდაც თქვენი ტანის, მთელი მისი შინაგანი და გარეგანი აღჭურვილობით. ეს ‘მე’ არ შეიძლება იყოს დაზიანებული; ის არ იცვლება, მან არ იცის სიკვდილი ან დაბადება. ისწავლეთ დისციპლინა რომელიც გაიძულებთ თქვენ ამ ჭეშმარიტების გაცნობიერებას და თქვენ იქნებით მუდამ თავისუფალი და მამაცი. ეს არის ნამდვილი ვიდია, აათმავიდია (ცოდნა უზენაესი მეს შესახებ), რასაც ბრძენებმა თავი მოუყარეს თქვენთვის. ათასობით ადამიანი ვინც ჩამოდის პუთთაპარტში მოდის აქ ამ ძვირფასი სიმდიდრისთვის; თქვენც ასევე, ამა თუ იმ დღეს, უნდა ისწავლოთ ეს და გადაარჩინოთ საკუთარი თავი. ყველამ უნდა მიაღწიოს მიზანს, სიბრძნის გზაზე მოგზაურობისას.
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 20 თებერვალი.
28.08.20.
როდესაც არჯუნა ელოცა კრიშნას ეთქვა მისთვის მყარი სიბრძნის პიროვნების ჭეშმარიტი მახასიათებლები, მან უპასუხა: ”პარტა! ასეთი ადამიანი იქნება თავისუფალი ყოველგვარი სურვილისგან და სტაბილური ათმას ცოდნასა და გაცნობიერებაში მხოლოდ.” ახლა, ამაში არის ორი პროცესი: უარის თქმა სურვილის ყველა კარნახზე ჭკუაში არის ნეგატიური პროცესი; მასში მუდმივი სიხარულის ჩანერგვა არის დადებითი ასპექტი. ნეგატიური პროცესი არის მცდარი და ბოროტი ყველა თესლის აღმონაცენის ამოღება ჭკუიდან; პოზიტიური პროცესი არის, ამგვარად გასუფთავებულ მინდორზე, ღმერთზე მიჯაჭვული მოსავლის გაზრდა! სარეველების ამოგლეჯა არის ნეგატიური ეტაპი; კულტივირება მოსავლის რომელიც თქვენ გჭირდებათ არის პოზიტიური ეტაპი. სარეველები არის სიამოვნება რასაც გრძნობები მოიპოვებს ობიექტური მსოფლიოსგან; მოსავალი არის მიჯაჭვულობა ღმერთთან. ჭკუა არის სურვილების ფუთა, და, მანამ სანამ ეს სურვილები არ ამოიძირკვება თავისი ფესვებით, არ არსებობს იმედი მოისპოს ჭკუა, რომელიც არის დიდი დაბრკოლება სულიერი პროგრესის გზაში.
– გიტა ვაჰინი, თავი 5.
29.08.20.
ადამიანები უნდა იყვნენ ბედნიერნი, რომ უმაღლესმა უფალმა (პურუშოტამამ) განათავსა მათ გარშემო უფრო ახალი და ახალი მასალები მისი მსახურებისთვის და მისთვის სხვადასხვა ფორმით შესრულებული თაყვანისცემის მისაღებად. ხალხმა უნდა ილოცოს უფრო ახალი და ახალი შესაძლებლობებისთვის და იხაროს შანსით რასაც მათი ხელები იღებს. ეს დამოკიდებულება იძლევა განუზომელ სიხარულს. ამ სიხარულით სავსე ცხოვრების გატარება ნამდვილად არის ნეტარება. რაც კეთდება მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე უნდა იყოს ნაკურთხი, თითქოს ეს არის უფლის თაყვანისცემა. ისევე როგორც ზრუნავენ რომ მოკრიფონ მხოლოდ ახალი ყვავილები და შეინახონ ესები სუფთად და დაუჭკნობლად, ასევე, უწყვეტი ძალისხმევა უნდა გაკეთდეს შესასრულებლად საქმეების რომლებიც არის სუფთა და უმწიკვლო. თუ ეს ხედვა დაჭერილი იქნება ჭკუის თვალის წინ ყოველდღე და ცხოვრება იქნება წარმართული შესაბამისად, შემდეგ იგი გახდება უფლის ერთი ხანგრძლივი უწყვეტი მსახურება. გრძნობა “მე” და “შენ” მალე გაქრება; მეს ყველა კვალი მოისპობა. ცხოვრება შემდეგ გარდაიქმნება ჭეშმარიტ ერთგულებად უფლისადმი (ჰარიფარაიანად).
– პრემა ვაჰინი, თავი 8.
30.08.20.
ყოველი მომდევნო დღის უწყვეტ მძიმე შრომას აქვს თავის მიზნად და გამართლებად ეს დასრულება: გახადოს ადამიანის ბოლო დღეები ტკბილი და სასიამოვნო. მაგრამ ყოველ დღეს ასევე აქვს თავისი საღამოც. თუ დღე გატარებულია კარგ საქმეებში, მაშინ საღამო გვაკურთხებს ჩვენ ღრმა, ძალის მომნიჭებელი და გამაცოცხლებელი ძილით, ძილით რომლის შესახებაც ნათქვამია რომ ეს არის მსგავსი სამადჰის. ადამიანს აქვს დედამიწაზე სიცოცხლის მხოლოდ დროს მოკლე შუალედი. მაგრამ ამ ხანმოკლე ცხოვრებაშიც კი შეიძლება ღმრთიური ნეტარების მიღწევა დროს ბრძნულად და გულმოდგინედ გამოყენებით. ორი ადამიანი, გარეგნობით ერთიდაიგივე, სავარაუდოდ ერთი და იგივე ფორმის, იზრდება ერთი და იმავე პირობებში, მაგრამ ერთი მათგანი ხდება ანგელოზი, მაშინ როცა მეორე რჩება მისი ცხოველური ბუნებით. რა არის ამ განსხვავებული განვითარების მიზეზი? ჩვევები, ამ ჩვევებისგან ჩამოყალიბებული ქცევა, და ხასიათი რომელშიც ეს ქცევა გამყარდა. ადამიანები არიან ხასიათის ქმნილებები.
– პრემა ვაჰინი, თავი 5.
31.08.20.
ჭკუა შედგენილია სურვილების ქსელით და მისაქსელით. ასე რომ პირველი რაც უნდა დაიპყროთ არის სურვილის დემონი. ამისთვის, უზარმაზარი ომის წარმოება ზედმეტია. ასევე არასაჭიროა სასიამოვნო სიტყვების გამოყენება გაქრობაზე სურვილის დასაჯერებლად. სურვილები არ გაქრება ერთის შიშით ან მეორის კეთილგანწყობით. სურვილები ობიექტურია; ესები მიეკუთვნება “დანახულის” კატეგორიას. დარწმუნებით, რომ ”მე ვარ დამნახველი მხოლოდ და არა დანახული”, მყარსულოვანი ადამიანი ითავისუფლებს თავს მიჯაჭვულობისგან. ამ საშუალებით, სურვილი დაიპყრობა. თქვენ უნდა დააკვირდთ ჭკუის მუშაობას მის გარედან; არ ჩაებათ მასში. ეს არის ამ დისციპლინის მნიშვნელობა. ჭკუის უნარი არის როგორც ელექტრობის ძლიერი დინება. ეს უნდა იყოს ნათვალთვალები შორიდან და არა დაკონტაქტებული ან შეხებული. შეეხეთ დენს, და თქვენ გადაიქცევით ფერფლად. ასევე, კონტაქტი და მიჯაჭვულობა აძლევს ჭკუას თქვენი განადგურების შანსს. თქვენ რაც უფრო შორს ხართ მისგან, მით უკეთესი. მარჯვე მეთოდებით, თქვენ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ იგი საკუთარი კეთილდღეობისთვის.
– გიტა ვაჰინი, თავი 5.

შრი სატია საი ბაბა