VI. ბრიჰადაარანიაკოპანიშადი

ბრიჰადაარანიაკოპანიშადი არის მიერთებული სუკლა იაჯურ ვედასთან; მას აქვს ექვსი ნაწილი, რომელთაგან ყველა მესამეს და მეოთხეს გამოკლებით, აღწერს უპასანას ან თაყვანისცემას ასოცირებულს კარმასთან ან რიტუალურ მოქმედებებთან. მესამე და მეოთხე ნაწილი ეხება იაჯნავალკიას სწავლებებს სულიერ ჭეშმარიტებაზე რომელიც გადასცა ჯანაკას. ამ ბრძენის ინტელექტუალური სიმაღლის სიდიადე არის შთამბეჭდავად გაცხადებული ამ უპანიშადში. გათავისუფლების მიზნის მიღწევის მგზნებარე მაძიებლებისთვის, ეს ნაწილი ბრიჰადაარანაიკა სთავაზობს საუკეთესო ხელმძღვანელობას. ამ ნაწილებს ამიტომაც ასახელებენ როგორც იაჯნავალკია კანდას. ეს არის ბოლო ცნობილი ათი უპანიშადიდან. მისი ზომის ანგარიშზე, მას ეწოდება ბრიჰატ ან დიდი; რამდენადაც მის შესასწავლად საუკეთესოა სიჩუმე ტყის ან არანიაკას, ეს არის არანიაკა; ეს ასწავლის ბრაჰმაჯნანას და ამიტომ კლასიფიცირდება როგორც უპანიშადი. სწავლულებს აღნიშნული აქვთ პირველი ორი ნაწილი ამ ტექსტის როგორც მადჰურა-კანდა, მომდევნო ორი როგორც მუნი-კანდა და ბოლო ორი როგორც კჰილა-კანდა. კჰილა ნიშნავს დანართს და ამიტომ სახელი არის შესაფერისი. პირველი ნაწილი ეხება ძირითად პრინციპებს, ისე როგორიც ეს პრინციპები არის; მეორე ამტკიცებს მათ სინამდვილეს გამოცდილებაზე მითითებით. მესამე აჩვენებს როგორ უნდა მოხდეს იგივეს პრაქტიკა და მათზე მბრძანებლობის მიღება. პირველი ნაწილი ასწავლის ჯნანას, აუცილებელს სულიერი პროგრესისთვის; ეს დაკავშირებულია კარმას და უპასანას გზასთან. ეს არ არის უბრალოდ მშრალი ინტელექტუალური დისციპლინა. ჯნანას გამომუშავების დიდად მსურველთათვის არსებობს ოთხი ინსტრუმენტი ან საშუალება ამ სიბრძნის შესაძენად. ეს არის:Lპადა, ბიჯა, სანკჰია და რეკჰა. პადა ნიშნავს ვედებს, და სმრიტებს რომლებიც ცდილობს მათ ახსნას. ბიჯა ნიშნავს მანტრების მთელ გამას ნასწავლს პირდაპირ გურუსგან. სანკჰია არის ორი სახის, ვაიდიკა და ლოუკიკა. ვაიდიკა-სანკჰია ნიშნავს სხვადასხვა მანტრების გამოთვლებს და რაოდენობრივ ანალიზს; ლოუკიკა-სანკჰია ეხება რიცხვებს და მათ შინაგან კავშირებს რამდენადაც ესენი უკავშირდება გარე სამყაროს და ადამიანის საქმიანობის ურთიერთობებს. რეკჰასაც აქვს ორი ასეთი კატეგორია, ვიდიკა-რეკჰა როგორც ვედებში ნასხენები უპასანას საქმიანობის ნაწილი და ლოუკიკა-რეკჰა როგორც სამყაროს მათემატიკის ნაწილი. მადჰურა-კანდა აღწერს ბრაჰმატატვას ან ბრაჰმა პრინციპს წერილებში საყოველთაოდ ავტორიტეტულად აღიარებული კატეგორიების თვალთახედვაში. პურუშა არის პირველყოფილი ადამიანი, რომლისგანაც ან რომელზეც ყველა ეს მრავალფეროვანი სახელ-ფორმები გამოსხივდა. ჩვენ ვგულისხმობთ ცხენს აშვამედჰაში როგორც თვით პრაჯაპატის. ის არის მიმართული ცხენზე პრაჯაპატის დახასიათების და ატრიბუტების მიცემაზე, ისე რომ მან შეძლოს ამ რიტუალის ნაყოფის შეძენა. ეს ნაწილი ცნობილია ასევე როგორც ასვა-ბრაჰმანა. კიდევ ერთხელ, ცეცხლი რაც არის ცენტრალური ფიგურა მსხვერპლშეწირვაში ასევე უნდა იგრძნო და აკურთხო როგორც პრაჯაპატი აქ არის აღწერილობა პრაჯაპატის ხარისხების მიწერის აგნიზე. ამიტომ ის იწოდება აგნი-ბრაჰმანად. ეს ჯაგატი, მიღებული როგორც ჭეშმარიტი შეცდომაში შეყვანილთა მიერ, არის უბრალოდ სახელებისა და ფორმების ნარევი, მოკლებული მუდმივობას რაც მარტო ატმას შეიძლება ჰქონდეს. აქედან გამომდინარე, ეს ბადებს სიძულვილს და უკმაყოფილებას და იწვევს უარის თქმის ზრდას. ჭკუა მალე თავისუფლდება გრძნობითი სიამოვნების ობიექტებისგან და ის მიდის მისი ბუნებრივი მიდრეკილებით თვით ბრაჰმანისკენ. ყველა ხმა არის სახელი; ვააკ ან ხმა არის მიზეზი მათ გამოსამჟღავნებლად. რუპა ან ფორმა არის შედეგი ხედვის ან მხედველობის; ეს გამოდის თვალიდან. კარმასაც აქვს სხეული როგორც მისი წყარო; სხეული არის მხოლოდ ადგილი ხმის და სხვა ინსრტუმენტების მოქმედებისთვის. დაფიქრება ასეთ ჭეშმარიტებებზე ეხმარება ატმა ვიჩარას პროცესს სტარტსა და პროგრესში. პრანა ან სასიცოცხლო ჰაერი, სარირა რაც არის მისი ბაზისი, სირას (თავი), რაც არის ცოდნის შესაძენი ინსტრუმენტების ადგილი, ძალა რაც მოდის საკვებიდან – ეს ყველა განხილულია ამ უპანიშადში. როგორც სიტკბო ათასობით ყვავილის არის დაგროვილი თაფლში, ეს ჯაგატი არის ელემენტების ურთიერთგადაბმულობა. დჰარმა, სატია, და ასეთი აბსტრაქტული პრინციპები, ადამიანი და ასეთი კონკრეტული ცოცხალი არსებები, ვირატ-პურუშა და ასეთი კონცეპციები – ყველა ეს კვლავ არის იგივე ბრაჰმატატვას, ე.ი., უკვდავი უცვლელი ტატვას ეფექტი. იმის გაცნობიერება რომ ტატვა თანდაყოლილია ყველა ინდივიდში არის ბრაჰმა-ჯნანა. ჯანაკა, ვიდეჰას მეფე, სახელგანთქმული მსხვერპლგაღებით არიგებდა დიდ სიმდიდრეს საჩუქრებად. ბევრი ბრაჰმინი დაესწრო ამ იაგას კურუ-პანჩალას ტერიტორიიდან. მეფეს ჰყავდა ათასი ძროხა მორთული ოქროს ფეხის ბრასლეტებით, ყელსაბამებით და რქების სამკაულებით; მან გამოაცხადა რომ ეს ძროხები გადაეცემოდა მას, ვინც მას ასწავლიდა ბრაჰმანს. ბევრი ბრაჰმინი, თუმცა დიდი სწავლული თავისი საკუთარი განხრით, წარუმატებლობის შიშის გამო, შეყოყმანდა ძროხების მოთხოვნაზე. მაგრამ, იაჯნავალკია იმდენად იყო დარწმუნებული რომ მან სთხოვა თავის მოწაფეებს წაეყვანათ ძროხები მის აშრამში! სხვა ბრაჰმინები განრისხდნენ მისი თავხედობით და დაიწყეს მისი სწავლულობის და გამოცდილების ტესტირება. პირველი ვინც წინ გამოვიდა იაჯნავალკიას გამოსაწვევად იყო ჯანაკას ოჯახის ქურუმი. პასუხებმა რომელიც ბრძენმა გასცა მის შეკითხვებს განმარტა პრანებში შეფუთული ატმას მიღწევის მეთოდები, კარმას და ბჰაკტის იოგათა გაერთიანების მეშვეობით. იაჯნაში, რიტვიკას ხმა არის აგნი, კალა არის ვაიუ, შემსრულებლის ჭკუა არის ჩანდრა – ასეთი არის ხერხი რომლითაც ადამიანმა უნდა გაიგოს რიტუალის მნიშვნელობა და გაათავისუფლოს თავისი თავი მოკვდავობის შეზღუდულობიდან. შემდეგი ვინც მიმართა ბრძენს იყო ბუჯიუ; მისი კითხვა იყო: არსებობს პირი სახელწოდებით პურუშა, ვინც იმართება გრძნობებით და ვინც გახლართულია ამ დინებაში სახელწოდებით სამსარა? თუ არ ასებობს პურუშა ამ ტიპის? თუ არსებობს ვინმე ასეთი, რა არის მისი დამახასიათებლები? იაჯნავალკიამ უპასუხა ასე: შენი ატმა არის პირი რომლის შესახებაც შენ კითხულობ; სწორედ ისე როგორც ხის გამოგონება ვერ შეძლებს ოპერირებას საკუთრად თავისით, არამედ უნდა გადააადგილდეს რაიმე გარეთა ენერგიით ან შინაგანი ძალით, ან როგორც ეს მკლავი შეიძლება ამოძრავდეს მის მსგავსად მხოლოდ მაშინ როდესაც ნება ოპერირებს მასზე, ასევე თუ ზესულიერი ძალა არ თავმჯდომარეობს, სხეული ვერ შეძლებს მოქმედებას, ვერც სასიცოცხლო ძალები იფუნქციონირებს როგორც ეს ძალები ამას აკეთებს. ის არის მხედველი სხეულის ხედვის ფუნქციის; ის ისმენს და არა ყური. ეს ჩეტანა ან ზეცნობიერება რომელიც ხედავს და ისმენს და გრძნობს არის მხოლოდ ატმას ანარეკლი ჭკუაზე. ეს ჩეტანა ხედავს მხედველსაც კი; რაც ხდება ეს არის რომ ჩეტანა არეკლილი ჭკუაში გამოდის გარეთ გრძნობების მეშვეობით და იპყრობს ხუთი ელემენტის გარე სამყაროს და ამიტომ ეს ჩანს თითქოს ჩეტანა არის დაკავებული საქმიანობით. სიმართლე რომ ვთქვათ, მას არ აქვს მოქმედება. ეს ჩეტანა არის ატმა; ეს არის გრძნობების მისაწვდომობის მიღმა, ეს არის წმინდა და თუნდაც მიზეზობრივი სარირის მაღლა და ფარგლებს გარეთ. ის შეიძლება გაიგოთ განცდით სადაც ატმა მიღწეულია მთლიანი უარის თქმით. მიბმულობაზე შვილებზე, სიმდიდრეზე, ცოლზე და ა.შ. – ყველაფერზე უნდა ითქვას უარი; ესენი წარმოიშობა კამაში, სურვილში. რადგან, ყველა მოქმედება, იქნება ეს ჩვეულებრივი თუ რიტუალური ან თაყვანისცემის, არსებითად არის კამას პროდუქტი. ნაყოფის სურვილი არის წარმოდგენილი კამა-სადჰანაშიც. არ არსებობს ამის უარყოფა. და აქედან გამომდინარე ამასთან დაპირისპირებული არიან ჭეშმარიტი სანიასები. სინათლე და სიბნელე არ შეიძლება იყოს ერთად, იგივე ადგილზე და იგივე დროს. ასევე კარმა-საქმიანობა და ატმა-ჯნანა არ შეიძლება იყოს ერთად. სანიას არის სარვაკრივა-პარიტიაგა; საკვების მათხოვრობა არის კარმა და საწინააღმდეგოა სანიას. ძველი დროის ბრაჰმინებმა იცოდნენ ეს; მათ უარი თქვეს მიბმულობაზე, და, ნივრიტის ან განდგომის გზით, გააცნობიერეს სინამდვილე. ის არის მარტო ბრაჰმინი ვინც გამოხსნა თავისი თავი ყველაფრიდან, რაც კი ეხება არა ატმიურ დასასრულს. ყველა დანარჩენი რწმუნებულება არის მეორეხარისხოვანი. ამ უპანიშადში, აღწერილია ატმას სარვანტარიამიტვა. მთელი ეს მიწა ხდება საცხოვრებლად ვარგისი წყალთან გაერთიანების მეშვეობით. ან ის დაიშლებოდა ბრინჯის ფქვილის გუნდის მსგავსად. გარგიმ ჰკითხა იაჯნავალკიას რაზე არის მიწა დაარსებული. ეს კითხვა და პასუხი გვაძლევს ინფორმაციას რომ მიწა, წყალი, აკასა, სურია, ჩანდრა, ნაკშატრა, დევა, ინდრა, პრაჯაპატი, ბრაჰმა-ლოკა – ყველა ეს, ერთი მეორედან, იყო მოქსოვილი პარამატმატატვით, რაც არის ქსელი და მისაქსელი ქმნილების სამოსელის. ეს ჭეშმარიტებები არის ადამიანის წარმოსახვის მისაწვდომობის მიღმა. ესენი უნდა შეთვისდეს გაწმენდილი გონებით სასთრებიდან. იაჯნავალკიამ უარყო გარგის არგუმენტები, ვინაიდან მისი კითხვები ვერ იქნება გადაწყვეტილი უბრალო ინტელექტუალური სიმარჯვით; ეს შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ გურუს ხელმძღვანელობით გამომუშავებული ინტუიციით. მიწა გავრცელებული და დაცული არის ვაიუს ან ჰაერის საშუალებით. ინდივიდუალიზებული მსოფლიო, ინდივიდუალიზებული წინა ცხოვრებებში გამოვლილი შთაბეჭდილებების შესაბამისად, არის დაკავშირებული 5 კარმენდრიასთან, 5 ჯნანენდრიასთან, 5 პრანასთან, მანასთან და ბუდჰისთან – ამ ჩვიდმეტ ინსტრუმენტთან. კონკრეტული სხეული არის ვიკარა ან მუტაცია მიწის: ეს არის გავრცელებული ვაიუს ან ‘ჰაერის’ საშუალებით. არსებობს ორმოცდაცხრა ‘მიწა-ბიტი’, ან ანგა რომლებიც შეიძლება იდენტიფიცირდეს სხეულში და როგორც სიმი რომელიც იჭერს მარგალიტებს ერთად, ‘ჰაერი’ იჭერს მათ ერთად როგორც ერთ თანაბარს მთლიანად. როდესაც ‘ჰაერი’ ტოვებს სხეულს სამუდამოდ, ანგები ხდება გამორჩეული და თავდანებებული. სხეული შემდეგ ხდება ‘გვამი’. არსებობს, თუმცა ანტარიამი, იმანენტი სული სხეულ-კომპლექსში მობინადრე, საიდუმლო რომელიც არის ამ კომპლექსით მიღწევადობის მიღმა, ამ კომპლექსის იმპულსებისა და განზრახვების მოტივირების ძალა; ამ ანტარიამის არ აქვს სიკვდილი; ის არის ატმა. გარგიმ დააყენა მისი მეორე კითხვა, მას შემდეგ რაც მიიღო ამის ნებართვა შეკრებილთაგან, რადგან თავაზიანი არ არის პრობლემების ტყორცნა ამგვარი წინასწარი შეტყობინების გარეშე. მისი შეკითხვა იყო: ამ დუალურ მსოფლიოში რაზე ისვენებს შინაგანი ბირთვი – ატმა – წარსულში, აწმყოსა და მომავალში? გარგის განზრახვა იყო იაჯნავალკიას დისკომფორტის გამოწვევა, რადგან ის იძულებული იქნებოდა ეღიარებინა `მარადიული პირი არის სიტყვებს მიღმა და არ შეიძლება მისი აღწერა საერთოდ~. ეს ასევე აჩვენებს რომ გარგი აგრეთვე იყო ბრაჰმაჯნანას მცოდნე და აქედან თქვენ შეგიძლიათ დაასკვნათ რომ ბრაჰმავიდიას სფეროში, არ არსებობს სქესის საფუძველზე განსხვავებების ადგილი. `ბრაჰმავიდები ან ბრაჰმიკური სიბრძნის მასწავლებლები აცხადებენ რომ პარაბრაჰმა არის მუდმივად გაუცხადებელ აკასაში~ თქვა იაჯნავალკიამ, ამგვარად თავი დააღწია გამოსაცდელ მდგომარეობას, რომელშიც გარგის უნდოდა მისი შეყვანა. შემდეგ მან აღწერა ურღვევი აკშარას ბუნება ასე: მას არ აქვს უხეში, წმინდა ან ამგვარი ცვლილებები; მას არ აქვს მატერიალური კვალიფიკაციები როგორიც არის ფერი, სუნი, ფორმა და ა.შ. არ არსებობს ‘საზომები’ მის გასაგებად. დრო არის მხოლოდ მისი ნების განხორციელება. რისთვის დავწვრილმანდეთ? მზე და ხუთი ელემენტი ყველა ასრულებს მის ნებას. გარგიმ შემდეგ თხოვა შეკრებილ ბრაჰმინებს ქედი მოეხარათ იაჯნავალკიას წინაშე და ეცნოთ მისი აღმატებულობა. ასე შეჩერდა შემდეგი დაკითხვები. ატმა არის სხივმოსილი, როგორც მზე არის თავისი ბუნებით. ადამიანები ამბობენ რომ ისინი ‘ხედავენ’ ატმას ან მის სხივმოსილებას. მაგრამ არ არსებობს მისი დანახვა. ვინაიდან მას არ აქვს მეორე, არაფერია მის გარეთ. ის არ დაინახება და არც შეუძლია დანახვა. მას არ აქვს ორგანოები მხედველობის ან ყნოსვის; არც აქვს რაიმე ნაწილი, რომელიც კოორდინირების შემთხვევაში შეძლებს რაიმე ფუნქციის შესრულებას. ყველაზე დაბალი სიხარულიდან უმაღლეს ბრაჰმანანდამდე, ყოველი ნაბიჯი არის გაზრდა შეგრძნების. სიტყვები მსგავსი პარამანანდამის უჩვენებს მხოლოდ ანანდას სტადიას. სინამდვილეში, ანანდას ყველა ტიპი მიიღება პირველი საბაზისო წყაროდან, ბრაჰმანანდამიდან. იაჯნავალკიამ აუხსნა ეს ყველაფერი ჯანაკას, ის იღებდა დიდ სიამოვნებას მეფის ინსტრუქტირებით ყველაფერზე რაც მან იცოდა. მსგავსად ხის რომელიც იზრდება პაწაწინა თესლიდან სხეულიც იზრდება და თესლი ნაყოფში იზრდება სხვა ხედ, მაშინ როდესაც სხეული მწიფე ნაყოფის მსგავსად ეცემა გრუნტზე. ვააკი და სხვა ინდრიები ასევე მისდევენ მას; სუნთქვაც აგრეთვე იღებს მის საკუთარ გზას. მარტო ატმა არ ზიანდება ამა თუ იმ გზით. ის რჩება როგორც მუდამ: შეუხებელი, უძრავი. ცოდვილი საქმეებით ცოდვა; საქები საქმეებით, ქება… ამგვარად პაპა და პუნია გროვდება. ესენი აწარმოებს იმპულსებს ახალი სხეულისთვის, როგორც სარირას ძირითად მამოძრავებელ ძალას. ატმა ტოვებს ძველ სხეულს, თავისი ხედვით მიმართულით ახალზე რომელიც უნდა დაიკავოს, მსგავსად ბუკნის რომელიც აფიქსირებს თავის წინა ფეხებს ადგილზე, შემდეგ წევს უკანა ფეხებს. ატმაჯნანის, ამის მიუხედავად, არ აქვს იმპულსი სხეულისმიერი საქმიანობის მიმართ და ამიტომ ატმა ამ შემთხვევაში არ წუხდება ახალი სხეულით საერთოდ. ჯნანამარგა არის ბრაჰმავიდის, ბრაჰმანის მცოდნის გზა. კარმა-ენთუზიასტები მიდიან ტაფასით, ატმაჯნანი გაექცა კამას ან სურვილს და ამიტომ მისმა ჭკუამ არ იცის გამოუთქმელი ტანჯვა ან ძლიერი ტკივილი ან მწვავე ნაღველი, რაც არის ტაფასის ნიშანი. ის არის ვისვაკარტა – ნამდვილი მხატვარი ვისაც განვითარებული აქვს ვისვა ან შექმნა. მას ვისაც მიღწეული აქვს ბრაჰმამობის ხედვა მეტი არაფერი აქვს მისაღწევი, ან შესაცნობი ან დასაცავი ან საძებნი. ინსტრუქცია რომელსაც იაჯნავალკია აძლევს ამ უპანიშადში მაიტრეიას, თავის მეუღლეს, გვაჩვენებს ჩვენ ნათლად ატმაჯნანას რომელიც მოდის სასთრების შესწავლის შემდეგ თარკასთან ერთად როგორც მუდმივი კომპანიონი; იგი ასევე აღწერს სანიას პრინციპებს, რომელიც არის ინსტრუმენტი ამ ჯნანას მიღებისთვის. მთელი გრძნობითი მსოფლიო და გრძნობები ასევე უნდა იყოს გაიგივებული სიზმარ-სინამდვილესთან მხოლოდ; არ არსებობს სარგებელი მათი როგორც საბოლოოს და ღირებულის დევნაში. მხოლოდ ატმა უნდა იყოს საყვარელი; ყველა დანარჩენი ნივთები საყვარელი უნდა იყოს მხოლოდ ატმანის გულისთვის. როდესაც ატმანი არის გაგებული, ყველაფერიც არის გაგებული. ყველა ეფექტი მიეკუთვნება კატეგორიას წარმოქმნით. ოკეანე არის მიზანი ყველა წყლის, ასევე გემო პოულობს თავის მიზანს ენაში; ყველა ფორმა რეალიზებს თავის თავს თვალებში; ყველა ხმა არის ყურისთვის; ყველა გადაწყვეტილებას ჭკუა აქვს როგორც მისი მიზანი. ე.ი. მთელი ჯაგატი შთაინთქმება ბრაჰმანში. თავის პასუხში ბჰუჯიუსთვის, იაჯნავალკია ამჟღავნებს თავის ცოდნას სამყაროს ევოლუციის, ბრაჰმანანდა-ნირვანას პროცესების შესახებ. თავის პასუხში გარგის ორ კითხვაზე, ის აჩვენებს და ასწავლის ბრაჰმანის სვარუპას, რაც არის აპაროკშა. საკალიაბრაჰმანაში, ბრძენი აკვირვებს თითოეულ ადამიანს თავისი ერუდიციით სულიერ საიდუმლოებებში. მან მოიპოვა გამარჯვება ჯანაკას დარბაზში ქვეყნის უბრძენესთაგან. მან აკურთხა ის თავისი სწავლებით. ის ერთნაირი სიმშვიდითა და ოსტატობით შეხვდა მრუდე ბჰუჯიოს მძიმე გამოცდებს და გამოკითხვის ძლიერ მოსურნე გარგის უფრო მძიმე გამოცდებს. ის იყო აღიარებული როგორც სწავლულების სამეფო ხაზინის ძვირფასეულობა. რა თქმა უნდა მან თავის მხრივ აღიარა მათი სიდიდე ვინც მას შეხვედრია; ის იყო საკმარისად გულუხვი მასწავლებლების სიდიადის მიმართ ვინც აქამდე იყო ჯანაკას ინსტრუქტორი. ბოლოს მან იგრძნო რომ მას მეტი არაფერი აქვს სასწავლი და ამიტომ ის გახდა ბერი. გაიგო რა რომ მაიტრეიაც, მისი მეუღლე, ასევე ცდილობდა რეალიზების მიღწევას, მან ასწავლა მას ბრაჰმა-ჯნანა, რადგან იმ დროს, ქალები განიხილებოდნენ თანაბრად შესაფერისად ჯნანა-მარგას პრაქტიკისათვის, რომელსაც მიჰყავს გათავისუფლებამდე. დაფიქრდით ამაზე და ამაღლდით ცნობიერების ტურიია დონეზე. შემდეგ ნამა, რუპა, ვასტუ, რჰავა, ყველა შეირწყმება ერთ ყოვლისშემვსებ, ყოვლისმომცველ ატმაში! ეს უპანიშადი ასწავლის ადამიანს ფილოსოფიის რაობას, ყველაზე მოკლე ვადაში. ეს უმცირესადაც არ ეხება კარმას და მონათესავე თემებს. ეს დაკავშირებულია მხოლოდ და მხოლოდ თვით ატმატატვას მეცნიერებასთან.