აგვისტო

01.08.21.
ვედები გვასწავლის ჩვენ რომ ყველა წესისა და შეზღუდვის უკან დგას ერთი სუვერენი სამყაროში; ის, ვინც არის თითოეული ობიექტის ბირთვი, ენერგიის თითოეული ერთეული, თითოეული ნაწილაკი, ატომი, ის, ვისი ბრძანებებითაც მხოლოდ მოქმედებს ხუთი ელემენტი – ეთერი, ჰაერი, ცეცხლი, წყალი და მიწა. გიყვარდეთ ის, გააღმერთეთ ის, თაყვანი ეცით მას – ეს არის ის, რასაც ვედები გვასწავლის ჩვენ. ეს არის სიყვარულის დიდი ფილოსოფია განმარტებული ვედებში. უზენაესი საიდუმლო არის: ადამიანებმა უნდა იცხოვრონ სამყაროში სადაც იბადებიან ლოტოსის ფოთლის მსგავსად, რომელიც თუმცა დაბადებულია წყალში, ტიტივებს მასზე მისი ზეგავლენის ან მისით დასველების გარეშე. რასაკვირველია, კარგია გვიყვარდეს და თაყვანი ვცეთ ღმერთს, რომ მივიღოთ ძვირფასი ნაყოფი აქ ან შემდგომში, მაგრამ ვინაიდან არ არსებობს ღმერთზე ძვირფასი ან ღირებული ობიექტი, ვედები გვასწავლის ჩვენ გვიყვარდეს ღმერთი ჩვენს ჭკუებში უსურვილებოდ. გიყვარდეთ, რადგანაც თქვენ უნდა გიყვარდეთ, სიყვარულის გულისთვის; გიყვარდეთ ღმერთი, ვინაიდან რისი გაცემაც მას შეუძლია არის მცირე ვიდრე თვით; გიყვარდეთ ის მარტო, სხვა სურვილის ან მოთხოვნის გარეშე!
– სატია საი ვაჰინი, თავი 1.
02.08.21.
მშვიდობა არის ათმას ბუნება. ათმა მარადიულია. ის არ კვდება, მსგავსად ტანმოსილების და ჭკუის. ის არის უნივერსალური, წმინდა; მისი ნამდვილი ბუნება არის ცოდნა. ამრიგად, მშვიდობა ასევე მონაწილეობს ამ მახასიათებლებში. ათმას ცოდნა ანადგურებს ილუზიას, ეჭვს და მწუხარებას. მაშასადამე, ათმას ცოდნა ანიჭებს ყველაზე მყარ სიმშვიდეს და მასთან ერთად სიწმინდეს და ბედნიერებას. ათმა არ არის ცოდნის ობიექტი; ეს არის ცოდნის ნამდვილი სათავე და წყარო. სულიერი სიბრძნე (ჯნანა) არის ის რაც გვიჩვენებს გზას მომწიფების, ტკბობის, თავისუფლების, უკვდავების, მარადიული ბედნიერებისა და მარადიული მშვიდობისკენ. ისინი ვინც გრძნობის კაპრიზებით არიან გატაცებულნი, ვერ აღწევენ ათმას. ბრაჰმანი არის ერთი, მუდამ უცვლელი ამ ცვალებად სამყაროში. ათმა არის შეუბღალავი გარეგანი ტრანსფორმირებებით, ცვლილებებით ან მოდიფიცირებებით. ტანმოსილების დიდებულება არ არის ათმა; ათმა, მართლაც რომ ვთქვათ, არის აღუწერელი და გამოუთქმელი. ეს არის არც ეს და არც ეს. შეიძლება ითქვას რომ ეს არის მხოლოდ ის, ათმა, ბრაჰმანი!
– პრაშანტი ვაჰინი, თავი 2.
03.08.21.
თქვენ უნდა მოიპოვოთ ღმერთის წყალობა. როდესაც ადამიანი უზრუნველყოფს ამას, ინდივიდუალური სული გათავისუფლდება ტანმოსილებასთან იდენტიფიცირებისგან და შეიძლება იდენტიფიციროს თავისი თავი ათმასთან. ეს დასრულება ვედებში იხსენიება როგორც “ბორკილებისგან განთავისუფლება” (ბანდა-ვიკჩედანა), ან “გათავისუფლება” (მოკშა). ტანმოსილების იდენტიფიცირების ტენდენციის წინააღმდეგ საბრძოლად და ღმერთის წყალობის, როგორც გამარჯვების ერთადერთი საშუალების მოსაპოვებლად, ჩამოყალიბებულია სულიერი ვარჯიშები, როგორიცაა ფილოსოფიური გამოკვლევა, ასევე გრძნობების კონტროლი (დამა) და სხვა დისციპლინები ექვსჯერადი სულიერი დისციპლინისგან. მათი პრაქტიკა უზრუნველყოფს ცნობიერების განწმენდას; ეს შემდეგ გახდება როგორც სუფთა სარკე რომელსაც შეუძლია ობიექტის არეკვლა და ათმა გამოჩნდება მკაფიოდ. უმაღლესი სიბრძნის (ჯნანა-სიდდჰის) მისაღწევად, ცნობიერების გაწმენდა (ჩიტა-სუდდჰი) არის სამეფო გზა. სუფთა გულისათვის, ადვილია ამის მიღწევა.
– სატია საი ვაჰინი, თავი 1.
04.08.21.
ნეტარება (ანანდა) არის ყველას თანდაყოლილი ბუნება. მაგრამ საბრალო ხალხი მას ეძებს ყველგან, გარდა სადაც ის ხელმისაწვდომია. ნეტარება არ არის რაღაც უსიცოცხლო და უმოქმედო. ეს არის სხვა სახელი მიზანდასახული ცხოვრებისთვის. მშვიდობა არის უფლებამოსილება რომლის ქვეშაც ნეტარების წესი ბატონობს. იგი აწესებს შეზღუდვებს და კანონებს ყველა საქმიანობისათვის. იგი იმდენად უნდა გასტაბილურდეს რომ მასზე არ იმოქმედოს მუდმივად მოხეტიალე ჭკუამ ან ხეტიალის მოყვარულმა გრძნობებმა. ეს შეიძლება განცდილი იყოს, პირადად, მხოლოდ სიბრძნის ბუნებრივი მდგომარეობით. ეს არის ყველაზე ძვირფასი განძი. ის ადამიანი ვინც ეჭიდება მას რაც არის უკვდავი, მას რაც შეუძლებელია განადგურდეს, მას რაც არ მოდიფიცირდება – ის არის მშვიდობისგან დამტკბარი და არ აქვს სიკვდილი. მშვიდობა არის უნაპირო ოკეანე; ეს არის სინათლე რომელიც ანათებს სამყაროს. მისი ქონა არის ყველაფრის ქონა. იგი იძლევა ცოდნას როგორც ამ ასევე იმ სამყაროს შესახებ. მას მიჰყავს ბრაჰმანის გაგებამდე, ადამიანის სიცოცხლის ნამდვილ შესრულებამდე!
– პრაშანტი ვაჰინი, თავი 2.
05.08.21.
გამოხატეთ წმინდა ძალა თქვენს შიგნით საკუთარი ძალისხმევით. არ მიმართოთ სხვების მიბაძვის სუსტ ხერხებს. ამის ნაცვლად, მიიღეთ ის კარგი თვისებები, რაც სხვებს შეიძლება ჰქონდეთ. ჩვენ ვთესავთ თესლს ნიადაგში. შემდეგ, ჩვენ ვამარაგებთ მას ინგრედიენტებით რაც მას სჭირდება – წყალი, ჰაერი და სასუქი. თესლი ღივდება, იზრდება ნერგად და ხდება ბოლოს უზარმაზარი ხე. თქვენ შეამჩნევთ რომ ის არ ხდება ნიადაგი, სასუქი, ჰაერი ან წყალი. იგი სარგებლობს მათგან, მაგრამ ერთგულებას იჩენს მისი საკუთარი ბუნების მიმართ და იზრდება ხედ. რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრი გვაქვს სასწავლი სხვებისგან. ვინც უარს ამბობს სწავლაზე ამგვარად აცხადებს თავის თავს სულელად. თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ სხვებისგან რაც კი ხელს შეუწყობს თქვენს სულიერ წინსვლას. შეითვისეთ ესები სრულად, თანახმად მიმართულებების აღწერილების თქვენი საკუთარი პროგრესისათვის თქვენს საკუთარ ზნეობრივ გზაში (დჰარმაში). თქვენ უნდა იცხოვროთ როგორც თქვენ და არა როგორც სხვა ვინმემ კიდევ. არავის მისცეთ უფლება დაგაშოროთ თქვენი თანდაყოლილი ბუნებიდან!
– სატია საი ვაჰინი, თავი 7.
06.08.21.
როდესაც ადამიანი იბადება, ჭკუა ჰგავს ქაღალდის ცარიელ ფურცელს. როგორც კი ფიქრი, გრძნობა და მოქმედება იწყება, ჭკუის დაბინდვის პროცესიც აგრეთვე იწყება. ტანმოსილება დამოკიდებულია ცხოვრების სუნთქვაზე (პრანაზე), ჭკუაზე და სურვილებზე, რომლებიც აღაგზნებს ჭკუას. წესრიგი და ჭეშმარიტება იბინდება მანერების, მოდის, კონვენციის, ჩვეულების და ა.შ. მოთხოვნილებებით და ინდივიდი ხვდება ბრბოში. სიმარტოვე შემოიჭრა და წაიღება. ამიტომ, ჭკუა ჯერ უნდა დამშვიდდეს და დაწყნარდეს. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ტანმოსილება იყოს ჯანმრთელი და გონება მახვილი. ჭკუა პროექტირებულია ერთ დროს მხოლოდ ერთ ობიექტზე, არა ბევრზე. მაგრამ იგი არის მაინც კონგლომერატი აზრების, სურვილების, ფანტაზიის, წარმოსახვისა და დანარჩენის. სინამდვილეში, ჭკუას აქვს მის შიგნით, მოკლედ, ქმნილების მთელი ისტორია. ეს არის ილუზია (მაია) კაცობრიობის ფორმა. რკინა შეიძლება გამოიკვეროს ბრტყლად რკინით მარტო. ასევე, უმცროსი, დაბალი ჭკუა უკეთესად უნდა ჩამოყალიბდეს უფროსი ჭკუით. ადამიანმა უნდა გახადოს თავისი ჭკუა უმაღლესი და ძლიერი პირადი ამაღლების საქმისთვის..
– პრაშანტი ვაჰინი, თავი 3.
07.08.21.
არც მშვიდობა და არც ერთგულება რაც მას იძლევა არ შეიძლება მიღებულ იქნას სხვა ადამიანის მეშვეობით; თითოეულმა თავად უნდა შექმნას და განავითაროს ესები თავისთვის. გარდა ამისა ადამიანს ასევე უნდა ჰქონდეს უფლის წყალობა, რაც არის ფუნდამენტალი. როგორც უპანიშადებშია ნათქვამი, “ის ვისაც ის ირჩევს იღებს მას (იამევა ვრუნუტე ტენა ლაბჰიაჰ)”. მაგრამ სულიერი ასპირანტი შეიძლება დაეჭვდეს: “მაშინ რა საჭიროა სულიერი ვარჯიშები?” მათ, ვინც ფიქრობენ უფალზე ერთგულად შეუძლიათ გადალახონ ნებისმიერი სახის მემკვიდრეობით მიღებული ან დაგროვილი კარმა. მისი წყალობით მათ შეუძლიათ განცადონ მიუწვდომელი ნეტარებაც კი. ეჭვი არ შეგეპაროთ სულიერი დისციპლინის ვარგისობაში; იგი არასოდეს შეიძლება იყოს უნაყოფო, არა, არავისთვის. მტკიცედ გქონდეთ ეს რწმენა. ურყევი ერთგულება მოიპოვებს უფლის წყალობას. გაჯენდრა არის ამის მაგალითი.
– პრაშანტი ვაჰინი, თავი 5.
08.08.21.
ახლა დაიწყო სხვა დაავადების გავრცელება მსოფლიოში მშვიდობის შესუსტებისა და შემცირებისკენ. არის უამრავი ვინც, თუთიყუშის მსგავსსად, აწოდებს სრულყოფილ რჩევებს მორალის, რელიგიისა და დისციპლინის შესახებ მაგრამ ვინც თვითონ არ პრაქტიკებს ამის ერთ ნაწილსაც კი. ასე წოდებულმა უხუცესებმა იციან მხოლოდ როგორ ილაპარაკონ, არა როგორ იმოქმედონ. გამოცდილებას მოკლებული სიტყვები – ეს არის ავადმყოფობა რომელიც აზიანებს მსოფლიოს დღეს. ეს დაავადება უპირველეს ყოვლისა უნდა განიკურნოს და მოშორდეს, ვინაიდან მშვიდობა არის დამახინჯებული ამგვარად კაცობრიობისთვის. ლაპარაკი ადვილია ყველასთვის. ნამდვილი სულიერი ასპირანტი, რაც უნდა იყოს, მოქმედებს და შემდეგ ლაპარაკობს გამოცდილებიდან. ადამიანებს ვინც უბრალოდ ლაპარაკობენ მაგრამ არ მოქმედებენ მოაქვთ გარშემო უბედურება. ასეთი სახიფათო ასპირანტები და მაძიებლები გამრავლდნენ, და მათ დაბნეული აქვთ ჭეშმარიტი გზა. უწყინარი და გულუბრყვილო ერთგულები ვინც თავს აბამენ ასეთებზე არიან ასევე გზასაცდენილნი და გასულელებულნი. დაე მკითხველებმა და ასპირატებმა ჯერ შეხედონ ქცევას და შემდეგ აირჩიონ.
– პრაშანტი ვაჰინი, თავი 4.
09.08.21.
თითოეული იბადება რაღაც ამოცანისთვის, მაგრამ ყველამ შეიძლება იარსებოს მხოლოდ ერთსა და იმავე საკვებსა და სასმელზე – მშვიდობაზე. რადგან მშვიდობის გარეშე, არ არსებობს ნეტარება. მშვიდობა ამშვენებს ყოველ მოქმედებას; იგი არბილებს კაცობრიობის უმაგრეს გულს; მას მიჰყავხართ თქვენ უფლის კვალდაკვალ და იგი მოიპოვებს თქვენთვის ღმერთის ხედვას. მან არ იცის განსხვავება; ეს არის ძალა რომელიც აარსებს თანასწორობას. ეს არის სიყვარულის თაფლი სიცოცხლის მომაჯადოებელ ყვავილში. ეს არის იოგების და სულიერი ასპირანტების მთავარი მოთხოვნილება. მისი მიღწევის შემდეგ, მათ შეუძლიათ გააცნობიერონ რეალობა ხვალ, თუ დღეს არა. მათ უნდა გაუძლონ გზაზე ყველა დაბრკოლებას და მშვიდობა მისცემს მათ საჭირო ძალას ამისთვის. მხოლოდ მშვიდობის წყალობით შეიძლება ერთგულება გაფართოვდეს და სულიერმა სიბრძნემ (ჯნანამ) გაიდგას ფესვი. მშვიდობიდან დაბადებული სიბრძნე არის ერთადერთი საშუალება ცხოვრების სრული ცხოვრებით ან ისეთი ცხოვრებით რომელმაც სიკვდილი არ იცის. გამოკვლევა “ვინ ვარ მე?” წმენდს გზას რეალიზებისთვის. ადამიანები უნდა დაელოდონ მოთმინებით და წყნარად, მათი რწმენის მოთავსებით უფლის წყალობასა და სიბრძნეზე.
– პრაშანტი ვაჰინი, თავი 5.
10.08.21.
ადამიანებს აქვთ უსაზღვროება მათში; ეს არის ბჰარატიას აზრის ბირთვი. ეს ნამდვილად საიდუმლოა როგორ ჩათვალა ვინმემ თავისი თავი განსჯილად დასაცემად! ადამიანმა შეიძლება შთაბეჭდილება მოახდინოს ჩვენზე როგორც დემონურმა ან ღმრთაებრივმა; ორივეში, ათმა არის რეალობა ერთნაირი ზომით. თქვენ არ შეიძლება თქვათ ათმა არის ნაკლები ერთში და მეტი მეორეში. როდესაც შეცდომები აღმოჩნდება ვინმეში, სწორი გზა თქვენთვის არის დაასკვნათ რომ ნაკლოვანება არის ქცევაში, სულ ეს არის! არ დაასკვნათ რომ არ არსებობს ღმრთაებრივი ათმა ამ ადამიანში. ნაკლოვანებები გაიზარდა როგორც შედეგი კომპანიის რომელსაც ადამიანი მისდევს ან საზოგადოების არაეფექტურობის რომელშიც ის გაიზარდა. ესები არ წარმოადგენს ადამიანის თანდაყოლილ ბუნებას, რომელიც არის ათმიკური. თქვენ უნდა უზრუნველყოთ ადამიანი კარგი კომპანიით და სასარგებლო გარემოთი, და დაარწმუნოთ ის რომ შევიდეს მათში. თქვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგმოთ პირი როგორც დაბადებული გამოუსწორებლად და არ უნდა მოიშოროთ ის!
– სატია საი ვაჰინი, თავი 7.
11.08.21.
ძველმა სულიერმა ასპირანტებმა და ერთგულებმა მიაღწიეს მიზანს მხოლოდ მშვიდობის მეშვეობით. მშვიდობამ მისცა რამდას, თუკარამს, კაბირს, თიაგარაჯას, ნანდანარს და ა.შ. სიმტკიცე საჭირო ყველა სიმძიმის, წამებისა და ტანჯვის და მათი წილხვედრი მძიმე შრომის ასატანად. ასპირანტი ვინც ამყარებს ძალისხმევას ამ მაგალითებზე იქნება თავისუფალი რისხვის, უიმედობისა და ეჭვებისგან. მათი ბრძოლებისა და წარმატებების შეფასებები, თუ დაფიქრდებიან მათზე, უფრო სასარგებლოა ასპირანტებისთვის ვიდრე უფლის ძალებისა და ცოდნების ჭვრეტა. ესები დაეხმარება ასპირანტს გულმოდგინედ შეამოწმოს თავისი გამოცდილებით მეთოდები შემუშავებული ამ სხვების მიერ. შეიძლება მშვიდობის მიღწევა გახსენებით როგორ გადალახეს მათ უძლურობები, როგორ გადაიტანეს განსაცდელები და რა გზები გაიარეს მათ მეორე ნაპირზე გადასასვლელად. გაირკვევა რომ მშვიდობა იყო მთავარი ინსტრუმენტი რომელმაც გადაარჩინა ისინი რისხვის, ტკივილის, ქედმაღლობის, ეჭვისა და სასოწარკვეთილების რგოლებად დახვევებისგან. ამიტომ ისმინეთ, ოჰ ასპირანტებო! შეიძინეთ ინსტრუმენტი, მშვიდობა, უფლის წყალობით. მიმართეთ ყველა ძალისხმევა ამ მიზნისკენ.
– პრაშანტი ვაჰინი, თავი 5.
12.08.21.
მწუხარება ან სიხარული არის იმ საქმიანობის გამოსახულება რომელსაც ადამიანი ეწევა. ეს არის გამოძახილი, ანარეკლი და რეაქცია! ინდივიდუალი სული შეიძლება იყოს მოწმე საქმიანობის სიკეთესა და სიცუდესთან თვით არდაკავშირებით. როდესაც მონაწილეობა ხდება, სიკეთე უნდა იყოს განცდილი როდესაც სიკეთე კეთდება; ცოდვა, როდესაც ცოდვა ხდება. ვედანტა ამტკიცებს რომ ინდივიდუალი სული, თავისი ნამდვილი ბუნებით, არის სუფთა და უმანკო. ეს არის მიღებული დოქტრინა, ბჰარათიას აზრის თანახმად. მაგრამ ეს ჭეშმარიტება დაბინდულია იგნორირებით და უგულვებელყოფით, ამიტომ ილუზია (მაია) აბინძურებს გამოცდილებას და უმეცრების ჩრდილი ჩეკავს ბოროტებას. მაგრამ როდესაც სასარგებლო საქმიანობა კეთდება ილუზიის ღრუბლები იფანტება და მეს რეალობა რეალიზდება. ყველა არსება, ყველა სული სუფთაა თავისი ნამდვილი ბუნებით. კეთილი საქმეები აშორებს ბოროტი საქმეების ლაქებს და იცავს ამ არსებით სიწმინდეს. შემდეგ, სული დგება ღმერთობისკენ მიმავალ გზაზე. ღმერთობისკენ სწრაფვა გარდაქმნის პიროვნების აზრებს, სიტყვებს და საქმეებს!
– სატია საი ვაჰინი, თავი 8.
13.08.21.
როგორიც არ გინდა იყოს დაბრკოლება, როგორიც არ გინდა იყოს ტკივილი, გამოიჩინეთ შეუპოვრობა და გაიმარჯვეთ სახელის გახსენების (ნამასმარანას) საშუალებით. გაიხსენეთ ბჰიშმა! მიუხედავად ისრების საწოლზე განთხმობის, ის ითმენდა ტკივილს და მოთმინებით ელოდა ხელსაყრელი მომენტის გამოჩენას. მას არასოდეს მოუწოდებია ღმერთისთვის თავის ტანჯვაში მისი ტანჯულობის ბოლოს მოსაღების სათხოვნელად. ”მე ავიტან ყველაფერს, როგორიც არ უნდა იყოს ტკივილი, რაც არ უნდა ხანგრძლივი იყოს ტანჯვა. მე ვიქნები ჩუმად სანამ მომენტი დადგება. წამიყვანე როცა გათენდება, ” – თქვა მან. ბჰიშმა იყო ბელადი სიმშვიდით აღსავსე ერთგულთა შორის. ის იწვა მყარად და ურყევად. მშვიდობა აუცილებელია ყველასთვის. მისი ქონა არის ყველაფრის ქონა, ხოლო მისი არქონა ართმევს ყველაფრის სიხარულს. თუმცა მშვიდობა არის თითოეული ადამიანის ბუნება, რისხვა და სიხარბე წარმატებულია მის ჩახშობაში. როდესაც ესები მოცილდება, მშვიდობა გაანათებს მის საკუთარ ბრწყინვალებაში.
– პრაშანტი ვაჰინი, თავი 5.
14.08.21.
მშვიდი ჭკუა ძალზედ აუცილებელია ყოველი ასპირანტისთვის ვინც წინ მარშირებს; ეს არის ერთ-ერთი სასარგებლო ხარისხებისგან. ასეთი ჭკუა იძლევა ნამდვილ ძალასა და ბედნიერებას. შეეცადეთ მოიპოვოთ იგი. თუმცა თქვენ შეიძლება დამარცხდეთ თუნდაც შვიდ მცდელობაში, თქვენ იქნებით დარწმუნებული რომ მიაღწევთ წარმატებას მერვეში თუ თქვენ უარს იტყვით გულგატეხილობაზე. ბრიუსის ისტორია, რომელმაც შთაიგონა ობობასგან და მოიპოვა გამარჯვების ღირსება მერვე მცდელობაზე, ღირს გასახსენებლად. რამ მისცა მას გამარჯვება? მშვიდობამ, მშვიდმა ჭკუამ. მან არ მიიღო სასოწარკვეთილება, სიმხდალე ან უმწეობა; ის იყო მშვიდი სავსებით და მან მიაღწია წარმატებას. თუნდაც უბედურება დაატყდეს თავს, ასპირანტი არ უნდა დაეცეს სულით. ჭკუა ყოველთვის უნდა იყოს სუფთა, შეულახავი, მშვიდი და მამაცობით სავსე. აუცრემლებლობა წარსულზე, და წაუბორძიკებლობა დასახული ამოცანის შესრულებისას – ეს არის ასპირანტის ნიშანი. იყავით მომზადებული სიამოვნებით შეხვდეთ ნებისმიერ დაბრკოლებას გზაზე. მხოლოდ ასეთ ადამიანს შეუძლია მიაღწიოს დასახულ მიზანს!
– პრაშანტი ვაჰინი, თავი 6.
15.08.21.
დღეს ინდოელები შეტყუებული არიან “თავისუფლების” კონცეფციით, დასავლური ცივილიზაციის ნიშნით. თავისუფლება არ არის ლიცენზია, ეს არის შეზღუდვა. ჭკუის და გრძნობების შეზღუდვა არის რეალური თავისუფლება. მსოფლიოს ნივთების მიტოვება არ არის თავისუფლება. ინდოეთმა მოიპოვა პოლიტიკური თავისუფლება, მაგრამ არა ეკონომიკური, მორალური და სულიერი თავისუფლება. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ საკუთარი თავის რწმენა. თქვენ არ უნდა იყოთ სხვებზე დამოკიდებული. თქვენ უნდა დაეყრდნოთ საკუთარ თავზე. ეს ცნობილია როგორც თვითუზრუნველყოფა. დღევანდელი სტუდენტები იძენენ საერო უნარებს დასატკბობად ამსოფლიური ცხოვრებით და ამსოფლიური ბედნიერებით. ეგოიზმით შეპყრობილი, ეს ადამიანები ფიქრობენ თავიანთ ოჯახსა და საკუთარ თავზე. თუმცა ისინი დიდ სარგებელს იღებენ საზოგადოებიდან, მათ არ სურთ რაიმე სარგებლის მოტანა საზოგადოებისთვის ნებისმიერი გზით, იგნორირებენ ფაქტს რომ მათი ოჯახის ბედნიერება და მათი ბედნიერება დამოკიდებულია საზოგადოების ბედნიერებაზე. ყველა განათლებული სტუდენტი უნდა ჩაერთოს საზოგადოების მსახურებაში. შემდეგ მარტო, თქვენ შეიძენთ საკუთარი თავის პატივისცემას.
– ზაფხულის თავსხმები, 1993, თავი 14.
16.08.21.
ამაღლებული გრძნობა მოგებაში, სიხარულსა და მოწონებაში; გულგატეხილობა დანაკარგსა და სიღარიბეში – ეს არის ბუნებრივი მახასიათებლები, რომლებიც საერთოა ყველა მოკვდავისთვის. მაშ რა არის ასპირანტთა აღმატებულება? მათ არ უნდა დაივიწყონ პრინციპი: იყავით ფხიზლად და მოითმინეთ გარდაუვალი სიხარულით. როდესაც სირთულეები და დანაკარგები დაგატყდებათ, არ დაეცეთ სულით და არ იჩქაროთ რამე მოქმედება, არამედ მშვიდად იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ წარმოიშვა ესები. შეეცადეთ აღმოაჩინოთ მათი გადალახვის ან თავიდან აცილების რამე მარტივი საშუალებები, მშვიდ ატმოსფეროში. როდესაც დარტყმა მიმართულია თავზე, მიხვდით რომ მხოლოდ ჩალმა იღებს მას – ეს არის ძლიერი ინტელექტის ნიშანი. მშვიდობა არის აუცილებელი ინტელექტის ამ გამჭრიახობისთვის. დაჩქარება და წუხილი აბნევს გონებას. მშვიდობა ანვითარებს ყველა სასარგებლო თვისებას. შორსმჭვრეტელობაც კი იზრდება მშვიდობით და ამის მეშვეობით შესაძლებელია დაბრკოლებებისა და საფრთხეების წინასწარ განსაზღვრა და თავიდან აცილება!
– პრაშანტი ვაჰინი, თავი 6.
17.08.21.
მედიტატორი (დჰიანი) მიიჩნევს ათმური ნეტარების რეალიზებას როგორც მნიშვნელოვანს, მაგრამ მსოფლიოს კეთილდღეობის წახალისება ასევე თანაბრად მნიშვნელოვანი მიზანია. ამ მიზნის განსახორციელებლად, ადამიანმა უნდა მოიყვანოს გარკვეული ფიზიკური, სიტყვიერი და გონებრივი მიდრეკილებები კონტროლში. ესები ჩვეულებრივ ცნობილია როგორც ათჯერადი ცოდვა: სამი ფიზიკური, ოთხი სიტყვიერი და სამი გონებრივი. ფიზიკური ტენდენციებია: სიცოცხლის დაზიანება, მრუშობის სურვილი და ქურდობა. სიტყვიერი ცოდვებია: ცრუ განგაშის გამოწვევა, სასტიკი მეტყველება, ეჭვიანი საუბარი და ტყუილი. გონებრივი დამოკიდებულებებია: სიხარბე, შური და ღმერთის უარყოფა. ადამიანმა, რომელიც აპირებს მედიტირების გზის მიდევნას, უნდა ყველანაირად იზრუნოს რომ ეს ათი მტერი არც კი მიუახლოვდეს. ესები უნდა მოიცილოს თავიდან მთლიანად. ადამიანს სჭირდება ტენდენციები, რაც დაეხმარება წინსვლას და არა ის, რაც უკან დასწევს. ადამიანმა უნდა ილაპარაკოს და იმოქმედოს მხოლოდ სიკეთე (შუბჰა), რადგან მხოლოდ სიკეთე არის ხელსაყრელი (მანგალა) და ხელსაყრელი მხოლოდ არის სივა. სიკეთე არის ინსტრუმენტი შივაში შერწყმისთვის!
– დჰიანა ვაჰინი, თავი 4.
18.08.21.
დაე თანაგრძნობა და მსხვერპლი იყოს თქვენი ორი თვალი; დაე უეგოობა იყოს თქვენი სუნთქვა და სიყვარული იყოს თქვენი ენა. დაე მშვიდობა ისმოდეს თქვენს ყურებში. ეს არის ხუთი სასიცოცხლო ელემენტი რომელზეც თქვენ უნდა იცხოვროთ. ღმერთი არ გკითხავთ თქვენ როდის და სად ეწეოდით თქვენ მსახურებას? ის გკითხავთ: “რა მოტივით გააკეთე ეს? რა იყო განზრახვა, რაც გიბიძგებდა?” თქვენ შეგიძლიათ აწონოთ სევა და დაიკვეხნოთ მისი რაოდენობით. მაგრამ, ღმერთი ეძებს ხარისხს; გულის ხარისხს, ჭკუის სისუფთავეს და სიწმინდეს მოტივებში. თქვენ მრავალი წლის განმავლობაში აკეთებდით სევას ბევრ სფეროსა და მიმართულებაში. თქვენ არ ხართ დამწყები; თქვენ იცით ცხოვრების სევა-წესი. მაგრამ რადგანაც თქვენ ხართ ადამიანები, საფარველი და ნისლი, სარეველები და მატლები თავსესხმის ჭკუას. ეჭვები და შიშები დასდევს თქვენს საქმიანობას. იყავით ფხიზლად ამ იერიშების წინააღმდეგ! ეცადე ყოველდღე, და იყავი ერთგული იმ იდეალის რომელიც შენს წინაშე დააყენე გასაუმჯობესებლად შენი სევა საქმიანობის სუფთა, უანგარო და წმინდა მიმართულებით!
– ღმერთის საუბარი, 1981 წლის 19 ნოემბერი.
19.08.21.
თუ ასპირანტები წარუმატებლები არიან ერთი დისციპლინის მიდევნაში, მათ უნდა მოძებნონ და იცოდნენ მათი დამარცხების მიზეზი. ეს ანალიზი არის აუცილებელი. მათ უნდა შემდეგ იზრუნონ რომ, მეორე ეტაპზე, ეს თვისება არ განმეორდეს. ისინი უნდა ეცადონ ყველანაირად თვით დაცვას მისგან. ასეთ საკითხებში, ადამიანი უნდა იყოს სწრაფი და აქტიური, ციყვის მსგავსად. სისწრაფე და სიფხიზლე უნდა იყოს შერწყმული ინტელექტის გამჭრიახობასთანაც. ეს ყველაფრი შეიძლება მოპოვებულ იყოს მხოლოდ მშვიდობით. მტკიცე და ურყევი ჩაფიქრებულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჭკუაში კონფლიქტების თავიდან აცილებისა და დაძლევისთვის. ადამიანი უნდა იყოს მშვიდი და წყნარი. გამბედაობა, ბრძნული რჩევა და სიმტკიცე – ესები ხდის ნებისყოფას (იკჩასაკტის) ძლიერსა და მტკიცეს. ელვარება სახეში, ბრწყინვალება თვალებში, შეუპოვარი მზერა, კეთილშობილი ხმა, გულწრფელი გრძნობა და ურყევი სიკეთე – ესები არის ნებისძალის განვითარებისა და პროგრესირების ნიშნები.
– პრაშანტი ვაჰინი, თავი 6.
20.08.21.
ვარალაკშმი ვრათა არის წყალობა ყველა ქალისთვის. ქალები ყოველთვის მყარად ისწრაფიან თავიანთი ოჯახის კეთილდღეობისთვის. ისინი ყოველთვის ილტვიან სამათას, სამაგრათას, სამაიკიათასა და სოვბჰრათრუთვასთვის (თანასწორობის, მთლიანობის, ერთიანობისა და ძმობისთვის). მათი ლაპარაკი არის ალალი, მათი გულები სავსეა მშვიდობით და მათი მოქმედებები არის უბიწო. ქალები, მყოფი მიმღებად სიმდიდრის რვა ფორმის, ანიჭებენ კეთილდღეობას და ხელსაყრელობას ოჯახს, საზოგადოებას და მსოფლიოს მთლიანად. თქვენ ალბათ გსმენიათ ისტორია სავიტრის შესახებ, ვინც, თავისი ხასიათის ძალით, გადალახა მრავალი დაბრკოლება გარდაცვლილი ქმრის სიცოცხლეში დასაბრუნებლად. კალის ამ ეპოქაშიც კი, სწორედ ცოლების ლოცვა იცავს მათ ქმრებს საფრთხის დროს. ბევრი ქალი წარსულში ასრულებდა ვარალაკშმი ვრათას ერთგულებითა და გულწრფელობით, და ხდებოდა ქალღმერთ ლაკშმის (ვიშნუს მეუღლის და სიმდიდრის ქალღმერთის) წყალობის მიმღები.
– ღმერთის საუბარი, 2000 წლის 11 აგვისტო.
21.08.21.
სიტყვა ბალის აქვს მნიშვნელობა, რაც არის, გაწეული მომსახურების საფასური, ან გადასახადი. ჩვენ ვუხდით ფულს იმ დეპარტამენტს რომელიც წყლით გვამარაგებს, ვიცით სრულად რომ ის არ არის პასუხისმგებელი წყლის შექმნაზე. მაგრამ რა გადასახადს ვიხდით ჩვენ წყლის შემქმნელისთვის? არაფერს. თუმცა ჩვენ გვსურს მისი წყალობის მიღება. როგორ არის შესაძლებელი მისი წყალობის მიღება გადასახადის (ბალის ან სუნკამის) გადახდის გარეშე? გადასახადი რასაც უფალი ელის არის ერთგულება და გულის სიწმინდე. ეს არის ონამის გზავნილის არსი. ონამი არ უნდა განიხილებოდეს როგორც ფესტივალი რომელიც მოდის წელიწადში ერთხელ, არამედ როგორც მოვლენა, რომლის გზავნილი უნდა გახდეს ცხოვრების წესი ყველასთვის. სამი მოვლენა რასაც ონამი სიმბოლირებს ყოველთვის უნდა იყოს ნათლად ადამიანის ჭკუაში: (1) უფალი ვიშნუს განსახიერება, როგორც ვათუ (2) განთავისუფლების მიღწევა იმპერატორ ბალის მიერ, და (3) ბალის შერწყმა (ანტარდჰანამთან) უფალთან!
– ღმერთის საუბარი 1979 წლის 4 სექტემბერი.
22.08.21.
გაიატრი არის უნივერსალური ლოცვა, რომელიც შენახულია ვედებში, ადამიანის უძველეს წმინდა წერილებში. გაიატრი ჩვეულებრივ მეორდება გამთენიისას, შუადღეს და შებინდებისას. მაგრამ ღმერთი არის დროს მიღმა, ეს არის ჩვენი შეზღუდვების შედეგი რომ ჩვენ ვამბობთ გამთენიისას და შებინდებისას. როდესაც ჩვენ ვშორდებით მზეს ეს არის ბინდი; როდესაც ჩვენ შევდივართ მზის სინათლეში ეს არის განთიადი. ამგვარად თქვენ არ გჭრდებათ შეზღუდვა დროს სამი მომენტით ლოცვის წასაკითხად. მისი გამეორება შესაძლებელია ყოველთვის და ყველგან, მხოლოდ ადამიანმა უნდა უზრუნველყოს რომ ჭკუა იყოს სუფთა. მე მწადია გირჩიოთ თქვენ, ახალგაზრდა ადამიანებო, ზეპირად წარმოთქვით ეს როდესაც თქვენ ბანაობთ. არ იმღეროთ იაფი და გარყვნილი ფილმის სიმღერები. წარმოთქვით გაიატრი. როდესაც თქვენ ბანაობთ, ტანმოსილება იწმინდება; დაე თქვენი ჭკუა და გონებაც გაიწმინდოს. გახადეთ ეს წესად იმეოროთ იგი როდესაც თქვენ ბანაობთ ისევე როგორც ყოველი ჭამის წინ, ასევე როდესაც თქვენ იღვიძებთ ან მიდიხართ დასაძნებლად. უფრო მეტიც, გაიმეორეთ “შანთი” სამჯერ ბოლოს, რადგან ეს გამეორება მშვიდობას მისცემს სამ არსებას თქვენში – ტანმოსილებას, ჭკუას და სულს.
– ღმერთის საუბარი, 1977 წლის 20 ივნისი.
23.08.21.
არასოდეს თქვათ უარი გაიატრი მანტრაზე; თქვენ შეიძლება მიატოვოთ ან იგნოროთ ნებისმიერი სხვა მანტრა მაგრამ თქვენ უნდა ზეპირად წარმოთქვათ გაიატრი დღეში რამდენჯერმე მაინც. ის დაგიცავთ თქვენ ზიანისგან სადაც კი თქვენ ხართ მოგზაურობაში, სამუშაოდ თუ სახლში. დასავლელებმა გამოიკვლიეს ამ მანტრით წარმოქმნილი ვიბრაციები და შეამჩნიეს, რომ როდესაც მას კითხულობენ ვედებში მითითებული სწორი აქცენტით, ირგვლივ ატმოსფერო ხდება აშკარად ნათელი. ასე რომ ბრაჰმაპრაკაშა, ღმრთაებრივის ბრწყინვალება, გადმოვა თქვენზე და გაანათებს თქვენს ინტელექტს და გაანათებს თქვენს გზას როდესაც ამ მანტრას იგალობებთ. გაიატრი არის ანნაპურნა, დედა, დამხმარე ძალა რომელიც აცოცხლებს მთელ ცხოვრებას. ასე რომ არ უგულვებელყოთ ის. უხუცესებმა და ქურუმებმა, ამ მანტრის მეურვეებმა, დააიგნორეს ის. მაგრამ თქვენ, როგორც ამ დიდი კულტურის მემკვიდრეებსა და მცველებს, გაქვთ დიდი პასუხისმგებლობა მის დაცვასა და მისი ეფექტურობისა და ღირებულების დემონსტრირებაზე!
– ღმერთის საუბარი, 1977 წლის 20 ივნისი.
24.08.21.
ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ ვტოვებთ ფართო ადგილს ისეთი არასასურველი თვისებების განსავითარებლად, როგორიცაა სიხარბე, თავკერძობა და ეგოიზმი, რაც დღევანდელ კაცობრიობაში აღწევს გიგანტურ მასშტაბებს. სწორედ ამგვარი სიტუაციის გამო ხდება რომ სამყარო პერიოდულად ყვინთავს ომებში. ბალის ცხოვრებისეული გზავნილია ის, რომ ეს თვისებები ადამიანში უნდა ლიკვიდირდეს ნებისმიერ ფასად, ამგვარად გადაეცეს გული სუფთა უფალს მასში საცხოვრებლად. ბალის ცხოვრების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია მისი დემონსტრირება ფაქტის რომ ტიაგას (უანგარო მსხვერპლის) ხარისხი უნდა იყოს ადამიანის კარმის (ქმედებების) განუყოფელი ნაწილი. ყველა არსება ასრულებს მოქმედებებს, მაგრამ მხოლოდ ადამიანს, თუ მას სურს, შეუძლია იმოქმედოს მსხვერპლის კეთებით მისი ქმედებების განუყოფელ კომპონენტად. კვლავ, ამ თვისების არსებობა ადამიანში შესაძლებელია აზროვნების და ასახვის მისი უნარის გამო. საუბედუროდ, კაცი იყენებს ღმერთის მიცემულ ამ უნარებს თეორიების გადმოსაცემად და ქადაგებისთვის, მაგრამ არასოდეს პრაქტიკისთვის რასაც ქადაგებს.
– ღმერთის საუბარი, 1979 წლის 4 სექტემბერი.
25.08.21.
შაქარა ბანანის ხეს მრავალი დანიშნულება აქვს: ფოთოლი გამოიყენება ადამიანის საჭმლის შესაჭმელად მისგან, ყვავილი გამოიყენება რამდენიმე კერძის დასამზადებლად, ხოლო ტანის გარე საფარი შეიძლება გამოყენებულ იქნას საგნების შესაკრავად და შესაფუთად, როგორც კარგი რბილი ზონარი ნივთიერება. მაგრამ, ხის ძირითადი გამოყენება ბანანის კონაშია! თქვენ იღებთ ყველანაირ ძალისხმევას დარგვისა და გაზრდის ბანანების გულისთვის, არა ფოთლების, სიმების, შიდა რბილი ბირთვის ან ყვავილის გამო. ასევე, ამ ადამიანის ტანმოსილების მთავარი სარგებლობა არის რეალობის გაცნობიერება! დანარჩენი არის ყველაფერი არაძირითადი. ხელები შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა ოპერაციებისთვის, მაგრამ მთავარი მიზანი რისთვისაც ადამიანი დაჯილდოვებულია მათით არის ლოცვა, თაყვანისცემის შესრულება და უფლის ტერფების მოწიწებით დაჭერა. ყურები შექმნილია ღმერთის დიდების მოსასმენად, და თვალები მისი გამოვლინებების მოწმედ დასადგომად! ენა შეიძლება გამოყენებულ იქნას სკანდალის სალაპარაკოდ ან ავტორიტეტების შესაქებად, მაგრამ ეს არის ნამდვილად ბოროტად გამოყენება! გამოიყენეთ ის როგორც ღმერთს ნებავდა გამოგეყენებინათ – ღმრთაებრივი დიდების ჰიმნების გალობისთვის.
– ღმერთის საუბარი, 1971 წლის 21 თებერვალი.
26.08.21.
თქვენ კეთილად უნდა შეხვდეთ დაბრკოლებებს, რადგან, მხოლოდ ამით შეიძლება გაძლიერდეს თქვენი ხასიათი და გამყარდეს თქვენი რწმენა. როდესაც თქვენ კიდებთ სურათს კედელში ჩარჭობილ ლურსმანზე, თქვენ არხევთ ლურსმანს და არკვევთ იგი საკმარისად მყარია თუ არა რომ გაუძლოს სურათის სიმძიმეს, არ აკეთებთ თქვენ? ასევე, იმისათვის რომ თავიდან იქნას აცილებული ღმერთის სურათის დაცემა და ნაწილებად დამსხვრევა, ლურსმანი (ღმერთის სახელი) ჩასობილი გულის კედელში უნდა შეირხეს რამდენიმე მარცხის მეოხებით! დავუშვათ მე ვთხოვ ერთ თქვენგანს ახლა გადახტეს პირველი სართულიდან, თქვენ არ უნდა იყოყმანოთ და აწონოთ დადებითი და უარყოფითი მხარეები, და თავი დააღწიოთ, ფეხის დაზიანების შიშით! ეს არის ლურსმნის შერყევის მეთოდი იმის დასადგენად, არის თუ არა იგი მაგარი და მყარი. თქვენ უნდა მიიღოთ იგი როგორც ლიილა (ღმრთაებრივი თამაში) ჩემგან და გადახტეთ; თუ თქვენ ასე მოიქცევით, არანაირი ზიანი არ მოხდება! თუ არადა, მე არ გთხოვთ თქვენ ამას!
– ღმერთის საუბარი, 1971 წლის 21 თებერვალი.
27.08.21.
ნამდვილი მსხვერპლი მოიცავს ორ რამეს: პირველს, გაცნობიერებას ჩვენი მონობის მიზეზის ამ ცხოვრებაში და მეორეს, ამ მონობის შეწყვეტას. ადამიანი შეცდომით ფიქრობს, რომ სიმდიდრე და ოჯახი არის მისი მონობა და რომ მათთან კავშირის გაწყვეტით ის შეძლებს ყველაფრის მსხვერპლად გაღებას და გახდება მოკშას მიღწევის უფლების მქონე. ეს არ არის ნამდვილი მონობა; ნამდვილი მონობა არის მისი უმეცრება თავისი თავის საკუთარ ტანმოსილებასთან იდენტიფიცირებაში! ის ვინც შეწყვეტს მის მონობას როგორც ბალიმ გააკეთა, მიაღწევს მოკშას. მონობის გასაწყვეტად, გულის განწმენდა არის აუცილებელი. ტანმოსილების გაწმენდა საპნით და წყლით და სუნამოს გამოყენება არ იწვევს ჭკუის განწმენდას. კალიიუგაში ნამასმარანა (გამუდმებით ღმერთის გახსენება) არის ადამიანის ჭკუის განწმენდის უადვილესი ხერხი; ღმერთისადმი სუფთა ჭკუით ჩაბარება არის მოკშას მიღწევის ყველაზე საიმედო გზა!
– ღმერთის საუბარი, 1979 წლის 4 სექტემბერი.
28.08.21.
ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს რაღაც ეჭვი ლოცვის მიმართ. რისგან სასარგებლო არის ლოცვა? ინებებს უფალი დაკმაყოფილებას ყველაფრის რასაც ჩვენ ვთხოვთ ჩვენს ლოცვებში? ის გვაძლევს ჩვენ მხოლოდ რასაც ის გრძნობს რომ ჩვენ გვჭირდება ან ვიმსახურებთ, ასე არ არის? მოეწონება უფალს მოცემა ჩვენთვის ყველაფრის რასაც ჩვენ ვითხოვთ ჩვენი ლოცვებით მის მიმართ? რა თქმა უნდა, ყველა ეს ეჭვი შეიძლება იყოს გადაწყვეტილი. თუ ერთგულმა მიუძღვნა ყველაფერი – ტანმოსილება, ჭკუა და არსებობა – უფალს, ის თავად მოუვლის ყველაფერს, რადგან ის ყოველთვის იქნება ერთგულთან. ასეთ პირობებში არ არსებობს საჭიროება ლოცვისთვის. მაგრამ გაქვთ თქვენ ასე მიძღვენილი საკუთარი თავი და დანებებული ყველაფერი უფალისთვის? არა. როდესაც დანაკარგები ხდება, უბედურება მოდის, ან გეგმები მიდის მრუდედ, ერთგული ადანაშაულებს უფალს. ზოგი, მეორეს მხრივ, ელოცება მას გადაარჩინოს ისინი. თუ თქვენ თავიდან აიცილებთ მათგან ორივეს, ისევე როგორც სხვების ნდობას სრული რწმენის უფალზე განთავსებით ნებისმიერ დროს, მან რატომ უნდა გითხრათ უარი თქვენ მის წყალობაზე? მან რატომ უნდა შეიკავოს თავი თქვენს დახმარებაზე?
– თავი 7, პრაშანტი ვაჰინი.
29.08.21.
ყველა ასპირანტმა იცის იმის შესახებ დრაუპადიმ, მისი დჰარმისა და სიმშვიდის მეშვეობით, როგორ დაიმსახურა უფლის წყალობა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ქმრები იყვნენ ძლევამოსილი გმირები და დიდად ცნობილი მონარქები, იგი თავშესაფარს ეძებდა უფალ კრიშნაში, გრძნობდა რომ ყველა სხვა იყო უსარგებლო. მაგრამ პრაჰლადა თავშესაფარს არ ეძებდა მსგავს ვითარებაში. დაბადებისთანავე მან ყველაფერი გადასცა უფალს. მან იცოდა რომ უფალი ყოველთვის მის გვერდით იყო და რომ ის ყოველთვის უფლის გვერდით იყო, ამიტომ მას არ სჭირდებოდა მისი დაძახება დაცვისთვის. პრაჰლადა იყო არმცოდნე არაფრის უფლის გარდა; მას არ შეეძლო განსხვავება უფლის ერთი ფუნქციის და მეორის. ამგვარად, როგორ შეძლებდა ის ლოცვას დაცვისთვის, როცა არ იცოდა, რომ ის ისჯებოდა? ყველა ასეთი ღმერთით მთვრალი და ერთგული სულისთვის, ლოცვა არის ზედმეტი. მაგრამ სანამ არ მიიღწევა ეს საფეხური, ლოცვა მშვიდობის შესახებ აუცილებელია ასპირანტებისთვის. ამგვარი დამოკიდებულებით ლოცვა წაახალისებს თანაგრძნობას სიამოვნებაში (სამა-რასას).
– თავი 7, პრაშანტი ვაჰინი.
30.08.21.
უდჰავას გული გადნა, როდესაც მან გააცნობიერა რომ კრიშნამ ის გაგზავნა გოპებთან დავალებით ესწავლა მას რა არის ჭეშმარიტი ერთგულება. უდჰავა მიხვდა, რომ კრიშნამ მოიმოქმედა ეს ეპიზოდი მისთვის საჩვენებლად რომ მათაც კი წმინდა წერილებში კარგად გამოცდილებს უნდა ესწალათ შინაგანი ჭეშმარიტება ნამდვილი ერთგულების შესახებ გოპების მიერ კრიშნას მიმართ გამოვლენილი ერთმნიშვნელოვანი, დაუმორჩილებელი ერთგულებისგან. ღმერთის სიყვარული არის საშუალება და მიზანი. ეს იყო საიდუმლო გახსნილი გოპების მიერ. მათ დაინახეს სიყვარული ყველაფერში – კრიშნას ფლეიტის მუსიკაში, რომელმაც შეავსო მსოფლიო სიყვარულით და დატბორა დამშრალი დედამიწა სიყვარულით. ღმრთაებრივი არის ყველაში. მაგრამ ამის გასაცნობიერებლად, არსებობს მხოლოდ ერთი გზა. ეს არის ღმერთისადმი ძლიერი სიყვარულის განვითარება. მხოლოდ ის დღე როცა ადამიანი ცდილობს ღმერთისადმი ასეთი სიყვარულის განვითარებას არის კრიშნას დაბადების დღე. კრიშნა არ იბადება ყველა გოკულაშტამზე. კრიშნა იბადება ჩვენში როდესაც ჩვენ ვცდილობთ ღმრთაებრივი სიყვარულის განვითარებას როგორც საშუალების ჩვენი ბორკილების დასამსხვრევად.
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 31 აგვისტო.
31.08.21.
როცა თქვენ ავსებთ თქვენს გულებს სიყვარულით, თქვენ არ გაქვთ ბოროტი ნება არავის მიმართ. განივითარეთ რწმენა რომ ღმრთაებრივი არის ყველაში. დანებდით ღმრთაებრივს მიძღვნის სულით. სიმბოლური მნიშვნელობა კრიშნასა და გოპიკებს შორის კავშირში ასეთია: გული არის ბრინდავანი (თითოეულ ადამიანში). ადამიანის აზრები არის გოპიკების მსგავსი. ათმა არის კრიშნა. ნეტარება არის კრიშნას თამაში. ყველამ უნდა გარდააქციოს თავისი გული ბრინდავანად და მიიჩნიოს მკვიდრი ათმა კრიშნად. ყოველი მოქმედება დანახული უნდა იყოს როგორც კრიშნას ლიილა. გოკულაშტამი აღინიშნება კრიშნასადმი პარამანნამის (ლერწმის გაუწმენდავი შაქრით მომზადებული ბრინჯის) შეთავაზებით. პარამანნამის ნამდვილი მნიშვნელობა არის ანნამ (საკვები) დაკავშირებული პარამთან (უზენაესთან). პარამანნამი არის ტკბილი. თქვენი სიყვარული უნდა იყოს ტკბილი. რასაც თქვენ სთავაზობთ ღმერთს უნდა იყოს თქვენი ტკბილი სიყვარული. თქვენი სიყვარული უნდა იყოს ყოვლისმომცველი. ეს არის კრიშნავატარის ძირითადი გზავნილი.
– ღმერთის საუბარი, 1988 წლის 3 სექტემბერი.

შრი სატია საი ბაბა