იესო ქრისტეს ჯვარცმა. ხის ჯვარზე გაკრული იესო ქრისტეს ვერცხლის ქანდაკება. ჯვრის ზომა არის 25 მმ სიგრძეში. ჯვარი შექმნლია ბჰაგავან შრი სატია საი ბაბას მიერ.
იესო ქრისტეს ჯვარცმა
ჯვარცმა შეიქმნა სატია საი ბაბას მიერ ერთ მეტად ხელსაყრელ, მაჰაშივარატრის დღეს. ბაბამ მიიღო გადაწყვეტილება შეეჩერებინა ლინგამის დაბადების ყოველწლიური სახალხო ჩვენება, თუ როგორ ციმციმებს ის მისი ბაგეებიდან და მოდის მის ხელებში აბრეშუმის ბალიშზე დასასვენებლად. თუმცა მაჰაშივარატრის წმინდა დღესასწაულის ეს ღია ნაწილი ახლა იყო დასრულებული, მიუხედავად ამისა ბაბას მიერ ყოველ წელს კვლავ და კვლავ იქმნებოდა ლინგამი, რადგანაც ეს არის ძირითადი ნიშანი, რითაც ჩვენ შეგვიძლია ვიცნოთ ავატარი. ოვალურ, კვერცხისმაგვარ ლინგამთან დაკავშირებით, რომელსაც ის წარმოქმნის თავისი სხეულიდან მაჰაშივარატრის ღამეს, მან თქვა, „თქვენთვის შეუძლებელია მისი მიზნისა და შესაძლებლობების ზომის გაგება, ან მისი გამომჟღავნების მნიშვნელობის შეცნობა. იმისთვის რომ დამოწმდეს ის ფაქტი, რომ ღმრთიურება არის თქვენ შორის, ჩემთვის საჭირო ხდება ჩემგან ამ დამოკიდებულების გამოხატვა. სხვა შემთხვევაში სიძულვილის, სიხარბის, შურის, ულმობლობის ძალადობის და უპატივცემლობის ატმოსფერო წალეკავს სიკეთეს, თავმდაბლობას და ღმრთისმოსაობას. … ეს არის ყველგანმყოფი, ყოვლისმცოდნე და ყოვლისშემძლე უფლის ყველაზე მეტად სათანადო სიმბოლო. ყველაფერი იწყება მისგან და ყველაფერი ცხადდება (აშკარავდება) მასში“.
თქვენ შეიძლება ასევე იცნოთ ავატარი თექვსმეტი ნიშნით, რომლებიც მას თანახლავს: შექმნა, შენახვა, დაშლა, ხორცშესხმათა ცოდნა, განსაკუთრებული მადლი და ძალა რომ ის აჩუქოს; ეს თითოეული წარსულში, აწმყოსა და მომავალში ჯამში არის თხუთმეტი, მეთექვსმეტე არის პარამატმა, ღმრთიურება, მუდმივი მცხოვრები ყველა არსების გულში. ღმრთიური ინკარნირების, ავატარის ამ თექვსმეტ ნიშანს ბაბა ამატებს კიდევ ერთ ნიშანს, რომელსაც ის უწოდებს ყველაზე მეტად მნიშვნელოვანს – ღმრთიურ სიყვარულს, უნივერსალურს და უპიროვნოს, ჯერ კიდევ პიროვნულს.
ავტორმა ლინგამი ვნახე რამდენიმეჯერ. შემთხვევით ერთ მაჰაშივარატრიზე მე ვიჯექი ძალიან ახლოს საი ბაბასთან. როცა მოვიდა მომენტი, მე დავინახე მისი პირიდან დაბადებული ოქროს გაელვება და დავინახე ლინგამი დაჭერილი აბრეშუმის ცხვირსახოცში რომელიც მას ეჭირა ხელებში. ის იყო ოქროსი. როგორ ამოდის შრი სატია საი ბაბას ყელიდან ასეთი ზომის საგნები არ შეიძლება იყოს ახსნილი. სხვა მაჰაშივარატრიზე, ლინგამი იყო გამჭვირვალე, და იქ ლინგამის ცენტრში ნათლად მოჩანდა ალი.
1973 წლის მაჰაშივარატრის დღის წინა საღამოს ჩვენ გვითხრეს ვყოფილიყავით მზად ადრე დილით სამოგზაუროდ; და რომ როცა მანქანები იქნებოდა დატვირთული და მზად ჩვენ გვეცოდინებოდა დანიშნულების ადგილი. სვამიმ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მხოლოდ მცირერიცხოვანი ადამიანი ყოფილიყო მასთან როცა ლინგამი გაჩნდებოდა.
ჩვენი დანიშნულების ადგილი იყო ბანდიპურის გართობათა ნაკრძალი ბანდიპურის ტყეში, რამდენიმე საათის სავალზე მაისორის შტატში. ჩვენ ჩავედით დასვენების ტყეში დღის პირველ ნახევარში. შემდეგ დილით, ჩვენ დავბრუნდით ჩვენ ავტომობილებში და ტყეში მცხოვრებ ადამიანთა მეგზურობით დავადექით სხვადასხვა დაკლაკნილ გზებს, იმ იმედით რომ მივიდოდით ტყის ერთ უკაცრიელ ადგილზე სადაც სპილოები ჯოგად დადიან. როგორც კი ჩვენ გავიარეთ ხეებს შორის და გავედით ღია ადგილზე, ჩვენს ჭკუაში ჩვენ ვიმედოვნებდით დრამატული და მომაჯადოებელი შეხვედრის განმეორებას შრი სატია საი ბაბას და ველური სპილოების ჯოგს შორის, რომელსაც ადგილი ჰქონდა რამდენიმე წლის უკან როცა სვამიმ და რამდენიმე ერთგულმა გააკეთეს სადღესასწაულო ექსპედიცია გართობათა ნაკრძალში.
ამ დროს, თუმცა სპილოები რჩებიან თავიანთ საიდულო ადგილებში მაინც ვერც ერთი ვერ მოვნახეთ. მაგრამ მოგზაურობას ბორცვების გავლით ჰქონდა სხვა და უფრო მნიშვნელოვანი მიზანი. სვამის განზრახული ჰქონდა სწორ ადგილზე მისვლა სადაც ჩვენ შევძლებდით თავმოყრას დაისზე წმინდა ლინგამის დაბადების მოვლენისთვის.
ის იყო ამაზე დიდი და უფრო მეტად იდუმალი შემთხვევა ფართო საზოგადოებისთვის უცნობი და მისი წარმოსახვის მიღმა, რომ ჯვარცმა მოვიდა არსებობაში.
როგორც კი ჩვენ გადავკვეთეთ ხიდით ქვიშიანი, მშრალი კალაპოტი, საი ბაბამ მიგვითითა რომ ეს იქნება ადგილსამყოფელი. მან თქვა ჩვენ უნდა ყველა დავბრუნდეთ აქ დაბინდებისთანავე და ჩვენ ეს გავაკეთეთ. მანქანები გაჩერდა გზის ნაპირზე, და ჩვენ დავიწყეთ ჩასვლა მიწაყრილით ქვიშიანი მშრალი მდინარის კეკანაჰალას ფსკერზე. მე ვიყავი ბაბას გვერდით. როდესაც ჩვენ მივდიოდით ბუჩქის ახლოს ბაბამ მოტეხა ორი პატარა ტოტი, დადო ისინი ერთმანეთზე და მკითხა მე, “ჰისლოპ ეს რა არის?”
„რასაკვირველია, სვამი, ეს არის ჯვარი“, უპასუხე მე. ბაბამ შემდეგ დახურა თითებით ტოტები და რამდენიმეჯერ მიმართა ნელი ამოსუნთქვა მუჭაში დიდსა და საჩვენებელ თითებს შორის. შემდეგ მან გახსნა ხელი რომ ეჩვენებინა ჯვარზე გაკრული ქრისტეს ფიგურა, და მომცა ის მე.
მან თქვა „ეს აჩვენებს ქრისტეს როგორიც იყო ის სინამდვილეში იმ დროს როცა დატოვა თავისი სხეული, არა ისეთს როგორც მხატვრებმა წარმოიდგინეს ის თავისთვის ან ისტორიკოსებმა მოგვითხრეს მის შესახებ. მისი კუჭი არის ჩაწეული და მოჩანს მისი ყველა ნეკნი. ის იყო საკვების გარეშე რვა დღის განმავლობაში“.
მე შევხედე ჯვარცმას მაგრამ ვერ ვიპოვე სიტყვები. შემდეგ ბაბამ გააგრძელა, „ჯვარი არის ხე იმ ნამდვილი ჯვრიდან, რომელზეც ქრისტე იყო ჯვარცმული. იმ ხის ზოგიერთი ნაწილების მოძებნამ 2000 წლის შემდეგ წაიღო პატარა დრო! სახე არის ქრისტე მას შემდეგ რაც ის მოკვდა. ეს არის მკვდარი სახე.“ მე შევამჩნიე რაღაც უცნაური და ვკითხე, „სვამი, რა არის ეს ნახვრეტი ჯვრის ზედა ნაწილზე?“ ბაბამ მიპასუხა რომ ჯვარი იყო ჩამოკიდებული თავდაპირველი სტანდარტიდან გამომდინარე.