ნაწილი III

                                                                                           უკან: ნაწილი II

 საის დარშანი

მე მოვედი, რათა გავფანტო თქვენი შიში.

თქვენი შიში სიმართლის წინაშე.
თქვენი შიში მარტოობაში დარჩენაზე.
შიში, რომ ვინმე მოგაყენებთ ტკივილს.
ჩემი დასწრების შიში.
შიში ღმერთში რწმენის.

თქვენი შიში ჩაგეძინოთ, ჩამოვარდეთ, და მოკვდეთ.
შიში სიცოცხლის წინაშე, შიში სიყვარულის წინაშე.

ამ შიშებს ზოგიერთი თქვენთაგანი მიჰყავს უგუნურებამდე.

სვამი მოგვითხრობს

სულიერმა მაძიებელმა სულიერი რეალიზების ძებნაში გადაწყვიტა ჯუნგლებში განმარტოება და გზას მიიკვლევდა ხშირ ქვეტყეზე გავლით, როცა გაიგონა ლომის მძვინვარე ღრიალი. ცხოველისგან, რომ გადარჩენილიყო, ის აფოფხდა ხეზე, მაგრამ ლომმა დაინახა ის ტოტებს შორის, და გაცოფებულმა დაიწყო ხის გარშემო ტრიალი.

ხეზე სულიერ მაძიებელს თავს დაესხა დათვი, და ამიტომ მას მოუწია ძირს ჩამოსრიალება ფესვებით, რომლებიც ჩამოშვებული იყო ბანიანის ხის ერთ-ერთი ტოტიდან. საბედნიეროდ ტოტიდან დაკიდული იყო ორი  ფესვი, ასე რომ ის მათზე ხელებჩაბღაუჭებით მათ შორის შუაზე ჩამოეკიდა.

მაგრამ აქ მან დაინახა ორი ვირთხა, შავი და თეთრი, რომლებიც ხრავდნენ ფესვებს ზუსტად მათ დასაწყისში, რაც საფრთხეს უქმნიდა მის სიცოცხლეს.

ვიდრე ის იმყოფებოდა ასეთ მდგომარეობაში, ტკბილი თაფლით სავსე ფიჭებიდან, რომელიც იყო ერთ-ერთ ზედა ტოტზე, თაფლმა დაიწყო წვეთა და პირდაპირ მის წინ დაღვრა. უბედურმა გამოყო ენა, რათა გაესინჯა სასწაულებრივი ნექტრის ერთი წვეთი მაინც. მაგრამ არც ერთი წვეთიც არ მოხვდა მის ენაზე.

მან იმედგაცრუებულმა და შიშში მყოფმა წამოიყვირა: “გურუ-ჯი, მოდი და გადამარჩინე მე”.

გაიგონა რა მისი ხმა, გურუ მივიდა მის დასახსნელად. მან ამოიღო მშვილდი და ისრები და მოკლა ლომი და დათვი, დააფრთხო ვირთხები და გადაარჩინა მოწაფე სიკვდილის შიშისგან. შემდეგ ის წაიყვანა თავის აშრამში და ასწავლა, როგორ დადგეს გათავისუფლების გზაზე.

ეს მოთხრობა არის თითოეული ჩვენთაგანისთვის.

ეს
სამყარო – არის ჯუნგლები,  რომლებშიც თქვენ გზას მიიკვლევთ.
შიში – არის ლომი, რომელიც თქვენ გაიძულებთ სამსარის, ყოფითი საქმიანობის ხეზე ასვლას.
მოუსვენრობა – არის დათვი, რომელიც სამსარაშიც მოგდევთ თქვენ კვალში. ამიტომ თქვენ ცურდებით ძირს, მიბმულობებში და თქვენს შემბოჭველ ქმედებებში, ორ ფესვს შორის – იმედისა და იმედგაცრუების.

ორი ვირთხა – ეს არის დღე და ღამე, რომლებიც ხრავს თქვენთვის გამოყოფილ სიცოცხლის მონაკვეთს.

მიუხედავად ამისა თქვენ ცდილობთ გამოგლიჯოთ პატარა სიხარულები ეგოურობის და საკუთრების გრძნობის ტკბილი წვეთებიდან.  როცა შეამჩნევთ, რომ ეს არის არაფრით გამორჩეული და თქვენთვის არაფრის მომცემი წვეთები, თქვენ უარყოფის ტანჯვებში ყვირიხართ, და იხმობთ მასწავლებელს.

მასწავლებელი მოდის და გიხსნით თქვენ შიშისა და მოუსვენრობისგან.

თქვენ უნდა გქონდეთ ერთი შიში-
შიში კარმას წინაშე.

კარმა არ ინდობს არავის.
თქვენ არ შეგიძლიათ მისგან ვალის აღება.

კარმას კანონი ელოდება იმ მომენტს,
როცა თქვენ მოგიწევთ ანგარიშების მიხედვით გადახდა.

იცხოვრეთ შიშით თქვენი კარმის წინაშე,
და არა შიშით ღმერთის წინაშე,

ადამიანთა რასა თავისი ევოლუციის გზას გადის სამი ხაზით: სულიერით, ფსიქიურით და ფიზიკურით. ის, რაც მიასწრაფებს მის ზრდას და განვითარებას გზაზე სრულყოფილებისკენ, არის მონადა და პირადი “მე”.

მათ ერთობლივ მოქმედებებზეა დამოკიდებული კარგი ან ცუდი ქმედებების დათესვა, რომლებსაც ტოვებს ყოველი ადამიანის სიცოცხლე, და ის მოსავალი, რომელსაც შედეგად იმკის ადამიანი კარმას კანონის, – ყოფითი სამყაროს მმართველი მთავარი კანონის, ულმობელი ხელის ქვეშ.

ტერმინი “კარმა” სიტყვა-სიტყვით ნიშნავს “მოქმედებას” ან, უფრო სწორად “შედეგის მწარმოებელ მიზეზს”.

ეს კანონი არაფერს და არავის წინასწარ არ უნიშნავს.

კარმას ერთადერთი ბრძანება – მარადიული და უცვლელი – არის მატერიის სამყაროში აბსოლიტური ჰარმონია, ისე როგორც ეს არსებობს სულიერ სამყაროში.
როცა მატერიის სამყაროში იქმნება მიზეზები – და სახელდობრ ადამიანი ქმნის მათ, – მსოფლიოს ჰარმონია ირღვევა, რაც არის შედეგი. და ამ შედეგებს კანონი ალაგებს ისეთნაირად, რომ დააბრუნოს ჰარმონიული წონასწორობა მის პირველსაწყის მდგომარეობაში.

ჩვენი ყოველი ცუდი ქმედება მსგავსია მშვილდის ლამბის დაჭიმვის. ძალიან მაგრად დაჭიმული ლამბი მაშინ როცა – თქვენი ქმედების ისარი გასროლილია, – სათანადო ძალით უკუარტყამს თქვენს ხელში.  და თუ ამასთანვე – მიზღვის კანონის თანახმად – მოხდება ხელის ამოვარდნა, მაშინ ჩვენ ვიტყვით, რომ სახელდობრ მშვილდმა – კარმამ – მოგვტეხა ხელი, თუ მაინც ვიტყვით, რომ ჩვენმა საკუთარმა სიბრიყვემ მოგვიტანა ჩვენ სიმწარე?

მაშასადამე, ეს კარმა კი არ გვაჯილდოვებს ან გვსჯის ჩვენ, არამედ ჩვენ თვითონ ვაჯილდოვებთ ან ვსჯით ჩვენს თავს – იმის შესაბამისად, ვმუშაობთ თუ არა ჩვენ, ბუნებისა და მორალის კანონების დამორჩილებით, რომლისგანაც დამოკიდებულია სრულიად მსოფლიოს ჰარმონია, თუ ვარღვევთ ამ კანონებს. 

ანუ, აცხადებს ხალხური სიბრძნე:
“ქვევრს რასაც ჩასძახებ, იმასვე ამოგძახებს”.

სვამი მოგვითხრობს
ერთ მდიდარ მოვაჭრეს ჰყავდა ერთადერთი ვაჟი. ცოლი მან დაკარგა, როცა ბიჭი იყო მხოლოდ ხუთი წლის. ვაჭარი იყო შვილისთვის მამაც და დედაც, ის სიყვარულით ზრუნავდა მასზე, მისცა კარგი განათლება და დააქორწინა მშვენიერ გოგონაზე.

გოგონას აღიზიანებდა მამამთილის მათთან ყოფნა. იგი მას თვლიდა დასანან წინააღმდეგობად თავისი თავისუფლებისკენ და ქმარს არწმუნებდა მეურვეობა აეღო მთელ მის ავლა-დიდებაზე. მაგრამ ქმარმა უთხრა: “ნუ წუხხარ, მე ვარ ერთადერთი ვაჟი, ეს კი ნიშნავს რომ ვარ საკუთრების ერთადერთი მფლობელი”.

მაგრამ პატარძალი ვერ მშვიდდებოდა. დღითიდღე ის ჩასჩიჩინებდა ქმარს, ვიდრე ერთხელ შვილმა არ უთხრა მამას: “მამა, შენ უკვე მოხუცი ხარ. შენთვის ძნელი უნდა იყოს ქონების მართვა და ბიუჯეტის ბალანსირებაზე თვალყურის მიდევნება. შენ რატომ არ გინდა მე გადმომცე მართვის სადავეები?”

მამამ, რომელსაც ყველაფერი მშვენივრად ესმოდა, დაუთმო და გადასცა მას ყველა საბუთი საკუთრების უფლებაზე, აგრეთვე სეიფის გასაღებიც.

ერთი-ორი თვის შემდეგ პატარძალმა გადაწყვიტა, რომ მოხუცს, რომელიც მუდმივად ახველებდა და ცხვირს აცემინებდა, არ უნდა ეკავოს მათი საუკეთესო ოთახი. და ერთხელ უთხრა ქმარს:
“ძვირფასო, ჩვენ მალე გვეყოლება ბავშვი. ჩვენ ალბათ დაგვჭირდება დიდი ოთახი. უმჯობესი იქნება თუ შენ მამისთვის უკანა ეზოში ააშენებ ჩალით დახურულ საბძელს”.

ქმარს ძალიან უყვარდა თავისი ცოლი და მას თვლიდა ისეთ ბრძენად,
რომ ასრულებდა ყველა მის სურვილს.

მამამთილთან პატარძალს საუზმე ჩვეულებრივ ძალიან გვიან მიჰქონდა,
შუადღის შემდეგ, თანაც თიხის უხეში ჯამით.

ერთ მშვენიერ დღეს მათ შეეძინათ ვაჟი. ის იზრდებოდა ძლიერ, ცოცხალ და მოსიყვარულე ბავშვად. მთელ თავის დროს ის ჩვეულებრივ ატარებდა პაპასთან. ის ხარობდა და მხიარულობდა მისი მოთხრობების და ხუმრობების მოსმენისას. მას სრულიად არ მოსწონდა თავისი დედის დამოკიდებულება პაპისადმი, მაგრამ მან იცოდა თავისი დედის მტკიცე ხასიათი, და რომ მამა მთლიანად იყო მის მორჩილებაში.

ერთხელ დედა და მამა შუადღის საუზმის შემდეგ სახლში რაღაცას ხანგრძლივად, საათზე მეტ ხანს ეძებდნენ. დაინახა რა, რომ მშობლები რაღაცას ეძებენ, მან ჰკითხა: “მამა, რას ეძებ?”

“ოჰ, დაიკარგა პაპაშენის თიხის ჯამი, და ხომ უკვე გვიანაა, უნდა ვაჭამოთ მას. შენ არ გინახავს ეს ჯამი?”

და ხუთი წლის ბავშვმა გაბრწყინებული ღიმილით უპასუხა: “რა თქმა უნდა ვნახე. მე შევინახე ის ჩემს ყუთში”.

“რა? შენ იგი ყუთში შეინახე? მაგრამ რატომ?” – წამოიძახა მამამ. ”წადი მოიტანე იგი”.

მაგრამ შვილმა უპასუხა:  “არა მამა. მე მსურს ეს მომავლისთვის შევინახო. ეს ხომ მე დამჭირდება, შენთვის საჭმელის მოსატანად, როცა შენ გახდები ისეთივე მოხუცი, როგორც პაპაა”. 

მისი ახალგაზრდა მშობლები იდგნენ გაქვავებულები და მეტყველების უნარდაკარგულები. მათ გაეხსნათ ბავშვის გული და შერცხვათ თავიანთი საქციელის გამო.

ამ დღიდან მათ დაიწყეს მოხუცი ადამიანისადმი სიყვარულით და პატივისცემით მოპყრობა.

 ”კარმას კანონი განკერძოებულად ეყრდნობა მოქმედებაზე. თქვენ იმკით იმას, რაც დათესეთ ან ამ, ან წინა დაბადებებში:

როცა თქვენ კვდებით, მაშინ სხვა სამყაროში თან მიგაქვთ არა თქვენი მიწიერი საკუთრება, არამედ მხოლოდ თქვენი ქმედებები და დანაშაულებები.

კარმას კანონი დაფუძნებულია მოქმედებაზე და მის შედეგზე, შესრულებასა და მის შედეგზე, და წინასწარ განსაზღვრავს, როდის, სად, როგორ და რატომ დაიბადებით თქვენ ხელახლა”.

ბაბა

ვინც გაიგო კარმას დოქტრინა, ბუნებრივად აითვისებს ბედის არსებობის ჭეშმარიტებას. პირადი ბედის, რომელსაც ყოველი ადამიანი დაბადებიდან სიკვდილამდე ძაფიდან ძაფამდე ქსოვს თავის ირგვლივ. როცა ბოლო ძაფი ჩაქსოვილია და ადამიანი გარსშემორტყმულია თავისი ქმედებების ბადით, ის ხედავს თავის თავს მთლიანად მის მიერ შედგენილი ბედის ხელისუფლებაში.

“თქვენ ხედავთ მხოლოდ აწმყოს. ბაბა ხედავს ასევე წარსულსაც.

ოთხი წლის ბიჭს თავს დაესხა მძარცველი, რომელიც ნადირობდა ბავშვის კისერზე ჩამოკიდებულ ოქროს ჯაჭვზე. ბანდიტმა დააბრმავა ბიჭი, რომ მას არ შეძლებოდა ამოცნობა. ბიჭი მწარედ ტიროდა, რადგან არ შეეძლო დანახვა. მისი მშობლებიც ტიროდნენ. და გაემგზავრნენ ბაბასთან.

წინა ცხოვრებაში ბიჭი იყო სასტიკი ადამიანი, რომელმაც დააბრმავა რამდენიმე ადამიანი. ბიჭი დარჩება ბრმად, მაგრამ თუ ის გაზრდილი, დაიწყებს შეცნობას, რომ დაბრმავდა წარსულში თავისი ოთხი საქმის გამო, გულითადად მოინანიებს, გამოიყენებს მთელ ძალისხმევას იმისთვის, რათა შეიცვალოს, შეევედრება ღმერთს პატიებას, შესაძლებელია ბაბა აპატიებს მას, გაათავისუფლებს მას ამ კარმისგან, და დაუბრუნებს მას მხედველობას”. 

ბაბა

შენ, უპირველესად უნდა გახსოვდეს, ეუბნებოდა შინაგანი მასწავლებელი თავის მოწაფეს: ყველაფერ იმაში, რაც შენ გხდება, შენ უნდა დაადანაშაულო მხოლოდ საკუთარი თავი. ყველაფერი შენს თავზე დატრიალებული, არის შენი საკუთარი მოქმედებების შედეგი.

ადამიანებს ყოველთვის აქვთ დამნაშავეების სხვაგან ძებნის მიდრეკილება. იმის გამო, რომ არ სურთ სიმართლისთვის თვალებში ჩახედვა, ისინი, მხოლოდ აძლიერებენ თავის სიბრმავეს და უმეცრებას და ამძაფრებენ თავის უბედურებებს – ახლანდელს და მომავალს.

როგორ ხშირად გვესმის ჩვენ საჩივრები ცხოვრების უსამართლობაზე და საკუთარ უბედურ ბედზე, მაგრამ არ ვჩივით საკუთარ უმეცრებაზე, რომელსაც ასე ერთგულად ვიცავთ.

“დღეს კარგი ადამიანები იტანჯებიან ცუდი კარმისგან, რომელიც მათ მიერ წინა დაბადებებშია შექმნილი. ბოროტები კი კეთილდღეობენ ყველა იმ სიკეთის მადლით, რომელიც წინა დაბადებებში მათ მოიმოქმედეს.
მსოფლიოში წარმოქმნილ ყველა კონფლიქტსა და არეულობებზე, პასუხისმგებელია ადამიანთა გრძნობები და აზრები”
ბაბა

სვამიმ თქვა:
“მე კოსმოსს მივეცი ბრძანება დააჩქაროს ყველა მოვლენა”,

ვისაც უნდა დანახვა, შეძლებდა შეემჩნია: როგორც კი რომელიმე რეგიონში იზრდება სოციალური დაძაბულობა, კონცენტრირდება უსამართლობა და ბოროტება, იქ ძალიან მალე ხდება მიწისძვრები, წყალდიდობები, ბუნებრივი კატაკლიზმები და კატასტროფები. იტანჯებიან და იხოცებიან უბრალო ადამიანები, რითაც იხდიან საფასურს ხალხის, ქვეყნის და პლანეტის კარმისთვის.

იბადება კითხვა
გარკვეული პიროვნება რატომ ებადებათ გარკვეულ ადამიანებს?

“მიზეზი არის კარმას ვალი. თქვენი მოქმედებების გამო თქვენ რჩებით ვალდებულნი გარკვეული ადამიანების წინაშე. და ამ ვალის გადახდა მოგიწევთ ადრე თუ გვიან. ეს აუცილებლად ფინანსური ვალი არ არის. შესაძლებელია თქვენ მათ რაღაცა გაუკეთეთ ან მათ გაგიკეთეს რაღაცა. მიყენებული ზიანი უნდა ანაზღაურდეს, ვალი გალიკვიდდეს – ამ დაბადებაში თუ არა, მაშინ შემდეგში”.

თვრამეტი წლის ახალგაზრდა გოგოს, სახელად ტარას¸ნაწლავების დაავადების გამო ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ, მოულოდნელად დაემართა დამბლა. ხუთი წლის განმავლობაში ის მიჯაჭვული იყო საწოლზე, მისი სხეული სრულიად გახევდა და დაკარგა მოძრაობის უნარი.

ბოლოს და ბოლოს ის მოიყვანეს ბაბასთან, რომელმაც მას მისცა ცოტაოდენი ვიბჰუტი და უბრძანა მისი მიღება მცირე წყალთან ერთად.

რამდენადაც მისი მდგომარეობა არ შეიცვალა, უფროსმა ძმამ ის კვლავ ჩამოიყვანა პრაშანტი ნილაიამში. ბჰაგავანმა მას მისცა რუდრაკშა, მარჯნის მარცვლები, და უთხრა, რომ მათ ყოველდღე უნდა დაასხან წყალი, და შემდეგ გოგოს ეს წყალი უნდა დაელია. მაგრამ ამანაც არ უშველა.

როცა ის მესამედ ჩამოიყვანეს პრაშანტი ნილაიამში, ბჰაგავანმა ჟესტით უბრძანა ძმებს შეეყვანათ ის ინტერვიუს ოთახში. ორ წუთზე ნაკლები დროის შემდეგ ტარა გამოვიდა ოთახიდან, და იქ მყოფ ადამიანთა ტაშის გამაყრუებელ გრიალში, რომლებიც ესალმებოდნენ საი ბაბას, ნელი სვლით სამჯერ შემოუარა ტაძარს, დედისა და დის დახმარებით.

მოგვიანებით, ამ ინციდენტის გახსენებით, ერთმა ერთგულმა ჰკითხა ბაბას, რატომ განკურნა მან ტარა მხოლოდ მესამე ვიზიტისას, მაშინ როცა მას ამის გაკეთება შეეძლო პირველ ჯერზე.

“მის შემთხვევაში ეს იყო სრულიად აუცილებელი”, – აუხსნა ბაბამ,- “იმიტომ, რომ მას კიდევ უნდა გადაეხადა კარმის ვალი. აგრეთვე მე უნდა განმემტკიცებინა მისი ოჯახის რწმენა და გამომეცადა იგი. ძმები არც ერთ წამს არ მერყეობდნენ და აგრძელებდნენ მის განკურნებაზე  ჩემი დაპირების რწმენას.

“ის, ვინც სულიერად განვითარებულია, ახალ დაბადებას მიიღებს ღვთისნიერ და რელიგიურ ოჯახში, რომელიც ხელს შეუწყობს მის შემდგომ სულიერ ზრდას.
ყველა მნიშვნელოვანი ურთიერთობა: ბავშვი-მშობლები, ცოლი-ქმარი, და-ძმა, მასწავლებელი-მოწაფე – განისაზღვრება წარსულის კარმით.

მშობლებს, რომლებსაც აქვთ კარგი კარმა, ბედნიერი იქნებიან შვილებში, არ ექნებათ მათ გამო საზრუნავი და განგაშები. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავისი ცუდი კარმის გამო, ისინი გაიტანჯებიან თავიანთი შვილების შეურაცხმყოფელი ქცევებით.
მშობლების მოქმედებები და გადაცდომები ამ დაბადებაში ბავშვებზე იმოქმედებს მხოლოდ თვით ამავე დაბადებაში. მათი ეფექტი არ იქნება გადატანილი შემდეგ დაბადებაზე.

მშობლების წინა დაბადების კარმა გავლენას არ ახდენს ბავშვებზე. თითოეული იბადება თავისი ინდივიდუალური კარმით.  და ის, რაც გხდებათ თქვენ ამ ცხოვრებაში, დამოკიდებულია მხოლოდ თქვენს საკუთარ კარმაზე ანუ წარსულში მოქმედებაზე, და არა სხვა ადამიანების კარმაზე”.
ბაბა

სვამი, როგორ არის საქმე ოჯახურ ცხოვრებასთან მიმართერბაში?

“ამ არსებობაში თქვენი პარტნიორის ტიპი განისაზღვრება თქვენი წარსული კარმით. სწორედ თქვენი კარმა გკარნახობთ, იქნებით თუ არა ბედნიერი ქორწინებაში.

ორი ადამიანი ხვდება ერთად წარსულის კარმის და კარმისეული ვალის მადლით, რომელიც მათ გააჩნიათ ერთმანეთის მიმართ.

როცა ვალდებულებები შესრულებულია და ვალი ურთიერთ დაფარულია, ისინი შორდებიან ბუნებრივი სიკვდილის სახით. სიკვდილი ბუნებრივი აქტია. მაგრამ გაყრა და განშორება – არის არაბუნებრივი. ეს ადამიანების შემოქმედებაა და არა ღმერთის ნება.

თუ ორი ადამიანი გადაწყვეტს განშორებას, ისინი ამას აკეთებენ, როცა მათ შორის ჯერ კიდევ არსებობს კარმის ვალი.

მათ ის გადააქვთ შემდეგ დაბადებაზე და იქნებიან მისი ზემოქმედების ქვეშ, ვიდრე ურთიერთ ვალი მთლიანად არ იქნება ანულირებული”.
ბაბა

სვამი, ზოგიერთი ადამიანი რატომ იბადება ფიზიკურად და გონებრივად არასრულყოფილი?

“წინა დაბადებაში ასეთი ადამიანები იყვნენ სრულიად ამორალურები, ყურადღებას არ აქცევდნენ სიკეთისა და ბოროტების სტანდარტებს, არ არჩევდნენ, რა არის მართალი და რა – არა. მათი ქცევის ზნეობრივი კოდექსი იყო ძალიან დაბალი. მათი მოქმედებები მოწმობდნენ მათ მორალურ დაცემასა და დეგრადირებაზე.

ასეთი ადამიანები დაიბადებიან ფიზიკური და გონებრივი სიმახინჯეებით, და ასეთნაირად გაიტანჯებიან თავისი წარსული დანაშაულებებისთვის”.

ბაბა

  ერთი ერთგული ყვებოდა: აშრამში ყოფნისას ის ერთხელ, ადამიანებს შორის გზის გაკვლევით, ცდილობდა სატურატორის სადგართან წყალის დასალევად მიღწევას. უცებ მან იგრძნო, რომ თითქოს ყელზე ჩამოკიდებული საფულე უვარდება. მან ის დაიჭირა ხელით – ის იყო მოჭრილი. ქალი რომ შემოტრიალდა თავის სიახლოვეს დაინახა ახალგაზრდა ინდოელი გოგო ჩვილით ხელში, რომელმაც გადაჭრა თასმა და ცდილობდა მისი ფულის და საბუთების მოპარვას.
“სვამი! – აზრობრივად წამოიძახა ერთგულმა. “ეს როგორ შეიძლება იყოს – შენს სახლში, პირდაპირ შენი თვალების წინ – და ასეთი მკრეხელობა!”
და აი იმავე წამში მისი აზრობრივი მზერის წინ აყვავებული ქურდის ნაცვლად წარსდაგა უსახური ქალი დამახინჯებული ხელებით – ადამიანები სიმახინჯეებით მრავლად მოედინებიან ბრინდავანში. და მან გაიგო, რომ სვამიმ აჩვენა მას ცოდვილის მომავალი ბედი.

და კიდევ – აგვიხსენი, გეთაყვა, ბავშვები რატომ კვდებიან ადრეულ ასაკში?

“მათი დაბადება განპირობებულია მათი კარმით, როცა მათ რჩებათ ფიზიკურ სამყაროში მხოლოდ რამდენიმე თვის გატარება, რათა გამოიმუშაონ თავიანთი კარმას ვალი.

ფაქტიურად ისინი არიან მაღალგანათლებული სულები, რომლებსაც იმ რამდენიმე თვეში უმთავრდებათ კარმას მოქმედება, და ისინი კვდებიან. და მეტად უკვე აღარ იბადებიან.

ასეთი ბავშვების მშობლებმა თავიანთი თავი უნდა ჩათვალონ ბედნიერ, ღმერთის წყალობით აღნიშნულ ადამიანებად”.

ბაბა 

სვამი გვიყვება:

“ერთმა ქალმა დატოვა ქმარი, წაიყვანა ერთადერთი ვაჟიშვილი და გაემართა მეზობელ სოფელში საცხოვრებლად. გზად, კორომის გავლისას, ის დასასვენებლად ჩამოჯდა ხის ქვეშ. მოულოდნელად ბავშვმა ყვირილით გაიღვიძა და დაიწყო ტირილი. დედას გამოეღვიძა და დაინახა კობრა, რომელმაც დაკბინა მისი ვაჟი და მიცურავდა უკან ჭიანჭველების ბუდეში. ის მთლიანად თვალცრემლიანი უმწეოდ აკვირდებოდა ვაჟის აგონიას.

რამდენიმე წუთის შემდეგ ბავშვი მოკვდა.
ქალის ტირილი გაიგონა ახლოს მიმავალმა ყაჩაღმა და მივარდა მასთან:
“დედავ, რა მოხდა?”

            და უბედურმა დედამ უპასუხა: “ჩემს ერთადერთ ვაჟს უკბინა გველმა”.

ყაჩაღმა გადაწყვიტა ამოეძვრინა გველი ჭიანჭველების ბუდიდან და მოეკლა.

მაგრამ ქალმა დაიჭირა მისი ხელი: “შვილო, გეთაყვა, ნუ მოკლავ კობრას. განა ამით დაუბრუნებ ჩემს შვილს სიცოცხლეს?”

“ეს უბრალოდ ჩემი ვალია მოვსპო შხამიანი ქმნილება”.– შეეწინააღმდეგა ყაჩაღი. მაგრამ ქალმა უთხრა: “ჩემო ძვირფასო! კობრამ უკბინა ჩემს ვაჟს როკას ბრძანებით. მისი სიკვდილი შედეგია მისი საკუთარი წარსული კარმის. არავის არ ძალუძს თავი აარიდოს მის მიერვე შექმნილი კარმის შედეგებს”.

და ბოლოს სვამი: ნამდვილ ერთგულებს რატომღა
ეკისრებათ ტანჯვებისა და უბედურებათა განცდა?

“თუ ეს ადამიანები ხანდახან ავლენენ ნამდვილ ერთგულებას, მაშინ ღმერთიც ხანდახან უგზავნის მათ განგაშებს, რათა გამოსცადოს მათი ერთგულება.

თუ ერთგულები შეიცნობენ, რომ ადამიანის მთავარი მიზანი არის დაბადებებისა და სიკვდილების წრიდან გამოსვლა, მაშინ მათ ჩაუსაფრდება ენით აღუწერელი უბედურებები და ტანჯვები, რომლებიც არის წარსული დაბადებების მთლიანი კარმის დაწვის საშუალება.

დიდ ინდურ ეპოსში არის არაკი, ერთი დედა, რომლის მთელი ოჯახი შედგებოდა მეომარი შვილებისგან, რომლებიც მოკლეს ომში, როგორ ჩიოდა კრიშნასთან, რომ მიუხედავად მისი ისეთი სულიერი ხედვისა, რომლითაც შეეძლო დაენახა წარსული თავისი ხუთი განხორციელების უკან, მაინც ვერსად ვერ მოძებნა თავისი ისეთი ცოდვა, რომელსაც შეეძლო გამოეწვია ასეთი საშინელი კარმა.

და კრიშნამ მას უპასუხა:
“შენ რომ შეგძლებოდა ჩაგეხედა უკან შენს 51 განხორციელებაში, როგორც მე შემიძლია, მაშინ შენ დაინახავდი, რომ თვითონ ვნებითი სისასტიკით მოკალი იმდენი ჭიანჭველა, რამდენი ვაჟიც შენ გყავდა”.

ეს პოეტური სახეა, მაგრამ სახე ღრმად შთამბეჭდავი, იმის მაჩვენებელი თუ როგორი დიდი შედეგები შეიძლება წარმოიქმნას უმნიშვნელო მიზეზებისგან.

და ყველაფერ ამაზე არის უფლის განსჯა და წყალობა”.

ბაბა

1
საჭიროა თუ არ არის საჭირო
გწამს, თუ არ გწამს –
სულის სასწაულების
სამყაროში უეცრად
თვით უფალმა ჩვენთვის გახსნა
ყველა კარები.
2
გინდა თუ არ გინდა,
გესმის თუ არ გესმის –
ღმერთის ხმა ისმის სულში
და მიჰყავს ის თავის
კვალდაკვალ
სულ უფრო მაღლა.
3
იცი თუ არ იცი –
სასწაული მოხდა: ჩვენ,
უბრალოებს და ცოდვიანებს,
აქ,
მიწაზე შეგვეხო
ღმერთის წყალობა.
4
ჩვენ სიხარულისგან ვტირით –
გულიდან გადმოგდებულია ქვა.
უსაზღვრო სიყვარულის ძღვენს
ჩვენ ყველა შენს ტერფებთან
ვაწყობთ სვამი.
ომ!

ერთხელ მოწაფეს უღალატა მისმა მეგობარმა – ეს მისთვის იყო მოულოდნელი და მომაკვდინებელი. “როგორი სისაძაგლეა!” მძვინვარებდა მასში გულისწყრომა. “დაე ყველამ გაიგოს, მან რა საზიზღრობა ჩაიდინა!”
“არა” – წყნარად და მტკიცედ უთხრა მასწავლებელმა. “შენ ამას არ გააკეთებ!”
“მაგრამ მე ხომ ყველაფერში მართალი ვარ! განა შეიძლება აპატიო ასეთი გამყიდველობა?”
“წყნარად” – იყო პასუხი.
ქარიშხალმა დაიწყო ჩაცხრობა. “ეს ყველაფერი საძაგლობაა. და თუ ის გამოჩნდება, მე ვეტყვი მას ყველაფერს, რასაც მასზე ვფიქრობ”.
“არა, ასე არა”,
“მაგრამ ხომ… კარგი. როცა ის მოვა, მე უარს ვიტყვი მასთან დალაპარაკებაზე. უბრალოდ ზიზღით შევაქცევ ზურგს”.
“არა!
შენს წინაშე ის რაშია დამნაშავე? ის მოიქცა თავისი ნატურის შესაბამისად. მისი ბრალი არ არის, რომ შენ არ გინდოდა დაგენახა ის სინამდვილეში როგორია.
შენ თითონ იტყუებდი შენს თავს, იმით რომ სხვად ღებულობდი მას. და ახლა ცდილობ ამაში ის დაადანაშაულო.
შეხედე, ვის ენდობი. თვითმოტყუებული ბრმაზე უარესია”.

“ღმერთო, ეს ხომ მართლაც ასეა!”
თუ შენ გიკბენს გველი, ეს მისი ბუნებაა – მას არ შეუძლია შენ გაკოცოს. და ის თავს არ იკატუნებდა – შენ თითონ წარმოიდგინე ის ისეთად.

მოწაფის შემეცნებაში თითქოს უცბად გადმოიღვარა ნივთებზე სრულიად ახალი შეხედულების სინათლე, სინათლე გაგებისა და მიტევების. ქარიშხალი ჩადგა, გაქრა წყენის ყველა კვალი. ყოფილი მეგობარი წყნარად დაიკარგა მისი ცხოვრებიდან. მოწაფის წინაშე თითქოს გაიხსნა ვნებებით დაუბინდავი ახალი ჰორიზონტები.

გაშლილი ხელის წესი
თუ შენ ვინმე “დაგარტყამს”, არ დაიწყო მასთან ურთიერთობების გარკვევა – უბრალოდ მოსცილდი “გაშლილი ხელის” მანძილზე. და მაშინ უკვე ვერავითარი დარტყმა უკვე ვერ მოგწვდება. 

ვის არ სმენია დიდი მეცნიერის ისააკ ნიუტონის სახელი? 20 წლის განმავლობაში ის ყოველ დღე რამდენიმე საათს აკეთებდა თავისი კვლევითი სამუშაოების ბრწყინვალე შედეგების ჩანაწერებს.

ერთხელ, მან თავისი ქაღალდები დატოვა მაგიდაზე, რომელზეც იდგა სანთელი და წავიდა სასეირნოდ. აქვე ოთახში იწვა მისი საყვარელი ქოფაკი “ალმასა”.

პატრონის წასვლიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, ქოფაკი თამაშისას, შეხტა მაგიდაზე. ამ დროს მან გადააყირავა სანთელი, ცეცხლმა მოიცვა მანუსკრიპტების შეკვრა. და მძიმე ოცწლიანი შრომების შედეგები გადაიქცა ნეშტად.

როცა ნიუტონი დაბრუნდა სახლში, შეძრწუნდა ნანახით: მისი ძვირფასი ქაღალდები გადაქცეული იყო ფერფლის გროვად.

სხვა ალბათ ქოფაკს სცემდა სიკვდილამდე. მაგრამ ნიუტონმა უბრალოდ თავზე ხელი გადაუსვა ქოფაკს და მასზე ნაღვლიანი მზერით ჩაილუღლუღა: “ეჰ ალმას, ალმას, შენ არც კი იცი, შენ რა ჩაიდინე”.

ის შეუდგა ყველაფრის ხელახლა წერას. ამ ამოცანის შესასრულებლად მას დასჭირდა კიდევ რამდენიმე წელიწადი.

ნიუტონს ჰქონდა დიდი გული და გამორჩეული ჭკუა.

სვამი ამბობს:
“ჭკუა – ეს არის ფასდაუდებელი განძი. ღმერთის უდიდესი საჩუქარი ადამიანისთვის.

    ჭკუა არსებობს
ექვსი სხვადასხვა სახის:
– ორდინარული ჭკუა
– სუპერ-ჭკუა
– უმაღლესი ჭკუა
– გაცისკროვნებული ჭკუა
– ინტუიციური ჭკუა
– გადალახული ჭკუა.

ამ ექვსივე დონის ჭკუის საფუძველი არის ორდინალური, ჩვეულებრივი ჭკუა. ორდინალური ჭკუა – ეს არის ფიზიკური ადამიანის გარე სამყაროსთან ურთიერთქმედების დონე, რეფლეკტორული რეაქციების და გარე გამღიზიანებლებზე პასუხის დონე.

შეგნება (ათმას პრინციპი), რომელიც ავსებს მთელ სხეულს, იწოდება “სხეულის შეგნებად” – ეს არის სუპერ-ჭკუის დონე. როცა თქვენ იმყოფებით სუპერ ჭკუის დონეზე, მაშინ ფიქრობთ, რომ თქვენ გამორჩეული ხართ სხვებისგან. ეს არის დუალობა. მასზე ნათქვამია: “ადამიანი, ვისი ჭკუაც გაორებულია, ნახევრად ბრმაა”.

ამ დონეზე ადამიანს უკვე აქვს ჭკუაზე კონტროლის განხორციელების უნარი. ამისთვის მან საკუთარ თავში უნდა ჩანერგოს მაღალი სიყვარული, ანუ თავისთვის არაფრის მსურველი სიყვარული. სწორედ ამის შესახებ მე ხშირად გეუბნებით თქვენ: სიყვარული – ეს არის ღმერთი, იცოცხლეთ სიყვარულში. დაიწყეთ დღე სიყვარულით, გაატარეთ დღე სიყვარულით, შეავსეთ დღე სიყვარულით და დაასრულეთ დღე სიყვარულით – ეს არის გზა ღმერთისკენ.

იმ დროს, როცა თქვენ დაიწყებთ თქვენი სიყვარულის ყველასთვის განაწილებას, მთელი მსოფლიო გადაიქცევა ერთ ოჯახად. ამასთანავე აზრების კონტროლის განხორციელებით, თქვენ თანდათანობით ადიხართ უმაღლესი ჭკუის პლანზე, სადაც შეიგნებთ თქვენს ჭეშმარიტ ბუნებას. ამ დონეზე “სხეულის შეგნება”, რომელიც მუშაობს მხოლოდ ფიზიკურ დონეზე, ხდება “აზრის შეგნებად”, “აზრობრივ შეგნებად”, რომელსაც უნარი აქვს იმოგზაუროს ნებისმიერ მანძილზე. სწორედ ამიტომ იგი იწოდება უმაღლეს ჭკუად.

მის კვალდაკვალ, ზემოთ მნიშვნელობის სკალაზე მოდის გაცისკროვნებული ჭკუა – მდგომარეობა, სადაც აბსოლიტურად არ არის არც აზრები, არც საქმიანობა.

ადამიანის ყოველ სხეულში მიედინება დენი, ის თავის თავად არის გენერატორი. გაცისკროვნებული ჭკუა, რომელიც დაკავშირებულია ამ დენთან, განსაკუთრებულად ძლიერია. როცა ადამიანი აღწევს ამ დონეს, დენი იწყებს მის გამსჭვალვას თავიდან ფეხებამდე, უფრო სწორად ფრჩხილების წვერებიდან თმების წვერებამდე.

ჩვეულებრივი მიწიერი ადამიანი არ გრძნობს არავითარ ტკივილს, როცა აჭრიან ფრჩხილებს, მაგრამ, გაცისკროვნებული ჭკუის დონის მიღწევისას, ის განიცდის შოკს, როცა ცდილობს ფრჩხილების დაჭრას. სწორედ ამიტომ ძველი ბრძენები იზრდიდნენ თავიანთ ფრჩხილებს.

გაცისკროვნებული პიროვნების აზრები, სიტყვები და საქმეები ნიშანდებულია ღმრთიურებით. მის სხეულში წარმოიქმნება განსაკუთრებულად ძლიერი “სამფაზიანი დენი”. ამგვარ ადამიანებში დენი გადის თმებშიც კი, და თუ მათ შეეხებით, თქვენ შეგიძლიათ იგრძნოთ ელექტრული განმუხტვა.

ჩვეულებრივ ადამიანშიც კი გულის მადლით დენი მოძრაობს მთელ სხეულში. ექიმები და მეცნიერები ამბობენ, რომ ფილტვები უბრალოდ ამდიდრებს სისხლს ჟანგბადით და აგზავნის მას გულთან. მაგრამ სინამდვილეში ფილტვებში დამსწრე სასიცოცხლო ძალა, ვიბრირების შედეგად გადაიქცევა დენად. ამ დენს უნარი აქვს გავრცელდეს უზარმაზარ მანძილზე.

გული სისხლს გადატუმბავს ძარღვების – არტერიების, ვენების, კაპილარების და ა.შ. საშუალებით, რომლებსაც საერთო ჯამში აქვს 12 000 მილის (დაახლოებით 20 000კმ) სიგრძე.

როგორც გენერატორს შეუძლია აანთოს სადენებით მასთან დაკავშირებული ნათურა, რომელიც მდებარეობს 100 მილის მანძილზე, ზუსტად ასევე წმინდა და ამაღლებული აზრებით გულში დაბადებულ დენს უნარი აქვს გაიაროს ნებისმიერი მანძილი.

ადამიანები ფიქრობენ, რომ მოძრაობის უნარს ფლობენ სისხლის ცირკულირებისა და ნერვების ფუნქციონირების მადლით. მაგრამ, როცა ისინი აღწევენ გაცისკროვნებული ჭკუის მდგომარეობას, სისხლის ცირკულირება წყდება. თქვენ შეიძლება გადაწყვიტოთ, რომ სისხლის მიმოქცევის გარეშე არ არის სხეული. მაგრამ მასში მოძრაობას იწყებს სუპერ-სისხლი, რომელიც აიძულებს სხეულს ფუნქციონირებას. როცა სხეული მოიბანება სუპერ-სისხლით, ის ხდება უმაღლესი ბუნების, ღმრთიური თავისი არსებით. მაშინ ყველაფერი, რასაც ადამიანი ხედავს, აკეთებს და განცდის, ხდება ღმრთიური.

ასეთია გაცისკროვნებული ჭკუის ძალა.

გაცისკროვნების დონეზე ჭკუა განიცდის უზარმაზარ ცვლილებებს და გადაიქცევა წმინდა სასიცოცხლო ძალად, რომელიც შედგება სამი ძალისგან, რომელიც მიეკუთვნება სიცოცხლეს, გონებასა და სიბრძნეს.

თქვენ შეიძლება მოასვენოთ თქვენი სხეულის ნებისმიერი ნაწილი, გარდა გულის. ვერც ექიმები და ვერც მეცნიერები ამას ვერ ჩაწვდებიან. გული ფუნქციონირებას აგრძელებს, მაშინაც კი, როცა თქვენ გძინავთ. ასეთია ღმერთის ქმნილება, დაფარული, წმინდა და საკვირველი.

ადამიანის მკვრივი სხეული იქმნება საკვებით. ჭკუა, ინტელექტი, მეხსიერება და უმდაბლესი მე შეადგენს წმინდა სხეულს – სწორედ ის განიცდის ტკივილს და კმაყოფილებას. გაცისკროვნებული ჭკუა შეადეგნს კაუზალურ, მიზეზობრივ სხეულს.  ის გადის მიწიერი აზრებისა და გრძნობების გარეთ. მასში სურვილების, ბოროტების, სიხარბის, ეგოურობის, სიამაყის და შურის არავითარი კვალიც კი არ არის. გაცისკროვნებული ჭკუის დონე მიიღწევა, მხოლოდ მაშინ, როცა ყველა ყოფითი აზრები დათრგუნულია.

ელექტრული დენის ძალა რკინასაც კი ადნობს. გაცისკროვნებული ჭკუა ზუსტად ასევე სპობს სიკეთისა და ბოროტების დუალობას. გაცისკროვნებული ჭკუა აერთიანებს სიკეთეს და ბოროტებას და ანვითარებს ერთობის სულს. სულიერ პლანზე ეს ნიშნავს სამადჰის მდგომარეობას. რა უნდა გააკეთოთ თქვენ, რომ ამ მდგომარეობას მიაღწიოთ? სიყვარულით უნდა ემსახუროთ ყველას. ღმერთისკენ გზაზე ინტელექტს შეუძლია აღმოგიჩინოთ დახმარება მხოლოდ მოკლე დისტანციაზე. დანარჩენ გზას თქვენ გინათებთ ინტუიცია. ინტუიცია – ეს არის პირდაპირი კავშირი ყველაზე უმაღლესთან.
ძველი ინდოელი იოგების მაღალმგრძნობიარე შინაგანი თვალის ინტუიციურ ხედვას უნარი შესწევდა გაეხსნა მსოფლიოს ბევრი საიდუმლოება და საშუალებას აძლევდა ჩაეხედათ როგორც წარსულში, ასევე მომავალში ისე შორს, როგორც მათ სურდათ.

გავიდა უკვე ორმოცდაათ წელზე მეტი, რაც ბრიტანეთმა დატოვა ინდოეთი. ეს მოვლენა კი წინასწარნამეტყველები იყო 5000-ზე მეტი წლის უკან იოგების მიერ, რომლებმაც გამოაცხადეს, რომ ინდოეთი გათავისუფლდება შორი დასავლეთის უცხომიწელთა მმართველობისგან ნანდას წელში. ასევე მიწისძვრა ბიჰარაში წინასწარნამეტყველები იყო ვარანასის ასტროლოგების მიერ ორი წლით ადრე. რაზე ეყრდნობოდა თავის წინასწარმეტყველებებში სასთრები, ძველი სიბრძნის ტექსტები, და რაზე ეყრდნობოდნენ ვარანასის ასტროლოგები? არა თანამედროვე სამეცნიერო მონაცემებზე. ისინი ეყრდნობოდნენ ინტუიციურ სულიერ გამოცდილებას, რომელსაც იძლევა ინტუიციური ჭკუა.

თანდათან თქვენ გადალახავთ გაცისკროვნებული ჭკუის სფეროს და მიაღწევთ გადალახული ჭკუის მდგომარეობას. ვედურ ტრადიციაში ამას ეწოდება ა-მანასკა, ჭკუის არარსებობის მდგომარეობა. ერთხელ ჭკუა გაქრება, და არსებობს მხოლოდ პარამათმას პრინციპი, უმაღლესი შეგნება.
სწორედ აი ეს არის თქვენი მიზანი”.
ბაბა

საის დარშანი
იცხოვრე ადამიანებს შორის და ასრულე შენი მიწიერი ვალი,
მაგრამ იცოდე, რომ შენი სიცოცხლე მეკუთვნის მხოლოდ მე.
შეიგნე, რომ ყველა შენი მოქმედება – ეს არის ჩემი მოქმედება.
მე ვარ, ის ვინც მოქმედებს, შენ კი ხარ ის, ვინც მე მომდევს.
მე ვარ, ის ვინც მბრძანებლობს, შენ კი ხარ ის, ვინც მმორჩილებს.
მე ვარ, ის ვინც სუფლირებს, შენ კი ხარ ის, ვინც იმეორებს.
მე ვარ, ის ვინც კარნახობს, შენ კი ხარ ის, ვინც იწერს.
მაშინ საკითხავია: ვინ ვარ მე და ვინ ხარ შენ?
შეეკითხე შენს თავს: “ჩვენ რა ურთიერთობები გვაქვს?
დედისა და ბავშვის? ან მასწავლებლისა და მოწაფის?
თუ ღმერთისა და ერთგულის?
ან იქნებ ჩვენ ერთი ვართ?”

მე ვიღებ ადამიანის ფორმას,
რათა მქონდეს თქვენთან ზიარების საშუალება – ეს არის ყველაზე უბრალო და გასაგები გზა.  მე მოვდივარ, რათა მოვიდე თქვენთან ყველასთან და თითოეულამდე და შემოგთავაზოთ თქვენ სიყვარული და ხელმძღვანელობა, რომელიც თქვენ გჭირდებათ, რათა გახდეთ ღმერთის
სამეურვეო.
ჩემი მიდგომა თითოეული თქვენგანისადმი არის განსაკუთრებული და უნიკალური.

ბავშვობაში მოწაფე ზაფხულს ატარებდა სოფელში, და მას ტყეში ხშირად ხვდებოდა გველები. ესენი იყო ლამაზი და გამოუცნობი და იწვევდა მასში საოცარ გაორებულ გრძნობას: მას ეშინოდა ამ კონკრეტული გველის, რომ არ ეკბინა, მაგრამ თანადროულად მისი სულის სიღრმიდან ამოდიოდა გველებისადმი სიყვარული, და ეს განსაცვიფრებელი კონტრასტი ბადებდა კითხვას: “გველების მიმართ საერთოდ თუ რომელიმე გარკვეულ გველთან?”
და შინაგანმა მასწავლებელმა ერთხელ გასცა პასუხი: მან აჩვენა ტაძარი: და ახალგაზრდა გოგონა მსუბუქ მფრინავ კაბაში. და მოწაფემ გაიგო, რომ ეს ის იყო – ქურუმი ქალი ამ სვეტებიან ტაძარში, ქურუმი ქალი – მოსამსახურე უზარმაზარ წმინდა გველთან.
გველი ყოველთვის იყო ადეპტის და მისი სიბრძნისა და ღმრთიურების უკვდავი ძალების სიმბოლო. ძველი დროის ყველა ხალხები პატივს სცემდნენ ამ სიმბოლოს.
არასდროს და არავის მოწაფე არ უყვებოდა ამ თავისი ხილვის შესახებ. მაგრამ ბევრი წლის გასვლის შემდეგ, საი ბაბას აშრამში ყოფნისას, მან, თავისი ნაცნობის გულის ჩაკრას გახსნით გამოწვეული ტანჯვებისგან ყურადღების გადასატანად, მას შესთავაზა: “გინდა, მე შენ გაჩვენებ ერთ-ერთს შენი ხორცშესხმებიდან?”
“მიდი”.
“ხედავ კედელს?”
”დიახ, ეს რომელიღაც ტაძარია”.
“შედი”.
მარმარილოს იატაკი… მოფენილია ყვავილებით… გოგონა
“ეს არის ქურუმი”.
         ”ოი, ეს რა არის – სვეტი?”
 “არა”.
”ღმერთო, ეს ხომ უზარმაზარი გველია”. 
 “დიახ, პიტონის მსგავსი. ქურუმი მასთან ერთად – მე ვარ. ამ ქალს მთელ ქვეყნიერებაზე არავინ არ უყვარდა – მხოლოდ ის”.
მოწაფემ კვლავ იგრძნო გველის კანის სიცივე და მოქნილობა, ღრმა სიყვარული, რომლითაც ეხვეოდა თავის მეგობარს. და დაეუფლა მას წარსული გრძნობა სრული განმარტოების: სამყაროში არიან მხოლოდ ისინი – და ღმერთი.
“ის მოკვდა ახალგაზრდა, მაგრამ კარგად არ მახსოვს რისგან: თითქოს ასე ითვალისწინებდა რიტუალი ან აღთქმის შესაბამისად”.

და უცებ გავიგე: “ჩვენ მოვკვდით ერთდროულად”.

”დიახ, ვხედავ, ქალი წევს მკვდარი, გველს კი მის მკერდზე უდევს ვეებერთელა თავი, წამოიწია და ისიც მოკვდა”.

        მოწაფე ჩაფიქრებული მიდიოდა თავის ბინისკენ, იაზრებდა, როგორი საკვირველია ასეთი, სხვის წარსულში შემღწევი ნათელხილვის უნარი. და გაშეშდა: მის გზაზე ნარინჯისფერ სამოსელში იყო სვამი, საწყალი ბრამინის სახით.
 “ეს მე გაჩვენებდით თქვენ თქვენი წარსულის სურათებს – უთხრა მან – მისმა შინაგანმა ხმამ.
“შენ ვერ იგებდი, რას ნიშნავს “სიცოცხლე – ეს არის სიზმარი”. მაშ ასე – თქვენი სიცოცხლეები – ეს არის ჩემი სიზმარი”.
და აქ თითქოს ყველაფერი ადვილად გადაადგილდა და დაიფარა კვამლით, და სცენებმა მათი წარსული არსებობებიდან გაცურა, როგორც ღმერთის მზერის წინ გამავალმა, ძილის ღრუბლების სურათების უწყვეტმა კინოფირმა.
გავიდა კიდევ ორიოდე წელი, და მოწაფემ მოულოდნელად მიიღო პასუხი თავის გაოცებაზე – ადამიანები ტაძრის მიმდებარე სოფლებიდან ასე რატომ ეთაყვანებოდნენ იმ ქურუმს? – მას ახსოვდა ეს.

ერთ-ერთ დარშანზე სვამიმ, რომელიც ერთგულების წინ იჯდა სავარძელში, უეცრად გაუხსნა მას სმენა – და მოულოდნელად, თითქოს გადნა საუკუნეები, მან (ბიჭმა) გაიგონა მისი(ქალის)-თავისი დაბალი, ღრმა, მომაჯადოებელი ხმა, რომელმაც დაიწყო მელოდიის გამოცემა. ის სულ უფრო მაღლა წმინდა, მაღალ ტონებამდე მიიწევდა ბნელი ცისკენ. და ყოველ ხმასთან ერთად სულ უფრო მაღლა იწევდა გველი, მთელი ოლქის ადამიანებს კი მოიცავდა თრთოლვა, ისინი შეშდებოდნენ და, როგორც მოჯადოებულები, თავდავიწყებით, თითქოს გაზავდებოდნენ ღმერთისადმი სიყვარულისა და თაყვანისცემის მელოდიაში.

და მაშინ მან გაიგო ძველი კულტის არსი, რომელსაც ის ოდესღაც მსახურებდა.
  “ოჰ, უფალო! დაე მე ვიქცე ნეშტად
შენს ღმრთიურ ფეხებთან

მე სულ მთლიანად შენი ნება ვარ.

მაგრამ ნება მიბოძე სამარადისოდ დავემხო
შენს ღმრთიურ ტერფებთან,
ოჰ ჩემო შეყვარებულო ღმერთო!“

ვერცხლის საუკუნე შეიცვალა სპილენძის საუკუნით.
დადგა დვაპარა იუგა.


“კრიტა და ტრეტა იუგებში ადამიანები ღმერთთან ახლო ურთიერთობებში იყვნენ. მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო დჰარმა, უბიწოება. მთელი კოსმოსი დაყრდნობილია დჰარმაზე. დვაპარა იუგაში იწყება უბიწოების დაცემა და ყველაზე მნიშვნელოვანი ხდება სიმდიდრე. სიმდიდრე ხდება მსოფლიოს საფუძველი.
როცა ადამიანები ივიწყებენ ზნეობის შესახებ, უფალი ჩამოდის მიწაზე ადამიანის ფორმაში. მისი მიზანია – კვლავ და კვლავ დაამკვიდროს დედამიწაზე დჰარმა, უბიწოების უმაღლესი კანონი.
ავატარი ჩამოდის, რათა დაუახლოვოს ზეციური სამეფო დედამიწას და ააგოს ზეციური სრასახლები თითოეული ადამიანის გულში.

ის ჩამოდის, რათა ადამიანის დაბალ ხარისხებში გადახსნას მისი ღმრთიური ბუნება და აჩვენოს, რა არის ღმერთის ნაშრომი, რომლის მადლითაც ადამიანს შესწევს უნარი მიაღწიოს ერთობას მასში მცხოვრებ ღმერთთან”.

ბაბა

“დვაპარა იუგაში უფალმა ხორცი შეისხა, კრიშნას, შანტის და პრემას – სიმშვიდისა და სიყვარულის განხორციელების სახით”.

“კრიშნა მუდმივად ახდენდა სხვადასხვა სახის სასწაულებს. მაგრამ მისი ლიილები ადამიანის გაგებაზე მაღლაა.

მისი მოძრაობა, მისი სიარული, მისი საუბრები, ღიმილი, სიცილი, მისი ჟესტები, სიტყვები და სიმღერები – ყველაფერი უნიკალური არტისტობით ხიბლავდა გარშემომყოფთ. მაგრამ ის სადაც არ უნდა წასულიყო, ის ყველგან ყველანაირ შესაძლო ოინებს ჩადიოდა. მიწის ზედაპირზე გადავლილი ტაიფუნის მსგავსად, თითოეულ სახლში, რომელშიც ის შედიოდა, თავის უკან ყველაფერს თავდაყირა გადაბრუნებულს ტოვებდა, იწვევდა უამრავ კრულვას, ჩხუბს, გოდებას და ცრემლს.

საჭირო არ იყო ყოველგვარი ცერემონიებით მისი სახლში მიპატიჟება.
მას შეეძლო მისვლა დაუპატიჟებლად და ამის შესახებ წინასწარ არ ატყობინებდა. ყოველი სახლი მას ეკუთვნოდა. მას შეეძლო მიეღო ყველაფერი რაც კი მოესურვებოდა და სადაც არ უნდა ყოფილიყო იგი დამალული, და შეეჭამა ეს უდიდესი სიამოვნებით. მას შეეძლო ნებისმიერი სახლიდან, სრულიად დაუსჯელად აეღო რაც მოეწონებოდა. მაგრამ არა თავისი საკუთარი კმაყოფილებისთვის. მას მიჰქონდა იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე ეს მას თვითონ სჭირდებოდა, რადგანაც ის ყველაფერს ურიგებდა თავის მეგობრებს. ისინი ძალიან ბევრნი იყვნენ. ყველასთვის ის იყო ყველაზე ძვირფასი ნათესავი, ყველაზე ერთგული მეგობარი.

მოტაცებულის მფლობელებს შეეძლოთ დაეტირათ თავისი დანაკარგი და ელანძღათ ქურდი, მაგრამ ეს მას სრულიად არ აწუხებდა. მას მიჰქონდა ნივთები ისე, თითქოს იყო მისი საკუთარი. და არავის არ შეეძლო ხელი შეეშალა მისი გართობებისთვის. ვერავინ ვერ ბედავდა მის წინააღმდეგ გამოსვლას. და თუ მაინც ვინმე ბედავდა მისთვის უარის თქმას, წინააღმდეგობის გაწევას ან დამუქრებას, ტანჯვები, რომლებიც მის თავზე დატრიალდებოდა იყო ენით აღუწერელი.

“მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას. მისი ყველაზე პატარა ქმედებები გაჯერებული იყო სიყვარულის უმაღლესი სიტკბოთი. ტანჯვები კი, რომლებსაც ის განაცდევინებდა მათ, ვისი დასჯაც უნდოდა, იყო ძალიან რბილი. ამიტომ მის მიმართ საბოლოოდ არავინ არ განიცდიდა სიძულვილს. ამის სანაცვლოდ ყველა ისწრაფვოდა მასთან თამაშის გაგრძელებას, მასთან საუბარს და მასთან ახლოს დარჩენას რაც შეიძლება მეტი ხნის განმავლობაში. როგორი ოინებიც გინდა გაეკეთებინა და როგორი ხუმრობებიც არ უნდა მოეწყო, მსხვერპლი არასდროს არ გრძნობდა გაღიზიანებას მის წინააღმდეგ და სინანულს.

მიზეზი იყო პრემა, ღმრთიური სიყვარულის ნაკადი, რომელიც იყო მისი ყველა სიტყვისა და საქციელის მოტივი.

მწყემს ქალებს შეეძლოთ გამოკიდებოდნენ მას ჯოხით, რათა მიებერტყათ, მაგრამ როგორც კი დაეწეოდნენ მას და სტყორცნიდნენ მას მზერას, მათი გულები გადაივსებოდა ღმრთიური სიყვარულით, და ისინი მასზე ლოცვა-კურთხევით მიემართებოდნენ სხვა მხარეს. მას რაც არ უნდა გაეკეთებინა ყველაფერი აღიქმებოდა ღმერთის თამაშად. 

ღმერთის სიყვარულის ბუნება შეიძლება გასაგები იყოს მხოლოდ მაშინ,
როცა ღმრთიურება,
რომელმაც მიიღო ადამიანის ფორმა,
როგორც ადამიანი ადამიანს გასწავლით თქვენ ღმერთის სიყვარულს.

სიყვარულის იმპულსი სხვადასხვა ადამიანებში გამომჟღავნდება სხვადასხვანაიარდ.
უმაღლესი ერთგულება, – გოპების, მწყემსი ქალების, ერთგულება მჟღავნდებოდა იმაში, რომ მათთვის შრი კრიშნა იყო თვით მათი სიცოცხლის სუნთქვა და თაყვანისცემის ერთადერთი ობიექტი.

 “ამ ქვეყანაზე შენ ჩვენთვის ყველაფერი ხარ”, აცხადებდნენ ისინი.

ერთხელ შრი კრიშნამ დადგა პატარა დრამა, რათა ეჩვენებინა, რომ, ბრინდავანის უსწავლელი მწყემსი ქალების ერთგულება არის უფრო ღრმა და სრული, ვიდრე დედოფალ რუკმინისა ან ბრძენ ნარადასი.

კრიშნამ მოიმიზეზა, რომ იტანჯება თავის ძლიერი ტკივილებისგან და მხოლოდ ერთგულების ფეხის მტვერს შეუძლია მისი განკურნება.

ვერც რუკმინიმ, ვერც ნარადამ ვერ გადაწყვიტეს შეეთავაზებინათ მტვერი საკუთარი ფეხებიდან. მათ ეშინოდათ, რომ მისჯილი ექნებოდათ სამსჯავროს ცეცხლში დაწვა, თუ ისინი ნებას მისცემდნენ თავიანთი ფეხების მტვერს, დაესვარა უფლის ღმრთიური თავი.
როცა ნარადამ სიტუაციის შესახებ აცნობა გოპებს, მწყემს ქალებს, მათ არ წარმოექმნათ არავითარი მერყეობა, თავიანთი ფეხებიდან მტვრის შეგროვებას ან არშეგროვებას შორის, რადგან მათი ერთადერთი საზრუნავი იყო მათი საყვარელი კრიშნას თავის ტკივილებისგან დაუყოვნებლივ გათავისუფლება, და არ დასდევდნენ იმას თუ შედეგად რა მოუვიდოდათ თვით მათ. მიუხედავად იმისა, რომ ნარადამ გააფრთხილა ისინი თავიანთი მოქმედების შესაძლო შედეგების შესახებ, მათ მას განუცხადეს, რომ მათ არ ადარდებთ უარესიც, რაც მათ შეიძლება შეემთხვეთ, ოღონდ მათი კრიშნა გათავისუფლდეს ტკივილისგან.
კრიშნას ტკივილმა გაუარა იმ წამსვე, როგორც კი მწყემსმა ქალებმა მას შესთავაზეს თავიანთი ფეხების მტვერი.
მაშინ ნარადამ გაიგო, რომ ის ერთგულება, რომელიც აჩვენეს გოპებმა სრულიად მოკლებულია ეგოურობას და იყო ერთგულების უმაღლესი ფორმა. ღმერთი ბინადრობს ყველაფერში, ყოველ არსებაში, ყოველ ტერფში, ზუსტად ისევე, როგორც მტვერში ადამიანის ფეხებზე.
თქვენი სიყვარული უნდა იყოს ყოვლის მომცველი და ყოვლის შემვსები.
ასეთია კრიშნას ცხოვრების პირველი გზავნილი.
კრიშნას მეორე გზავნილია – სიმშვიდისა და სიწყნარის, შანტის დაცვა.
“მშვიდობა” – ეს არის შინაგანი სიჩუმის, სიმშვიდისა და ემოციური გაღიზიანებისგან თავისუფლების მდგომარეობა.
მშვიდობა – ეს არის არა ზეიმი ან ზარმაცობა, არამედ – ჭკუის ჯანმრთელობა და გაწონასწორებული მდგომარეობა, რომელსაც შეუძლია იპოვოს დამშვიდება საქმიანობაში და რომელიც იყენებს ადამიანისთვის დამახასიათებელ სასიცოცხლო ენერგიებს, რათა შექმნას ირგვლივ სრულყოფილი ჰარმონია.
ყველაფერს, რასაც ადამიანი ფიქრობს ან აკეთებს, იქნება ეს სწორი თუ არასწორი, მიმართულია მის მიერ ბედნიერებისა და სიმშვიდის მიღწევაზე.
მშვიდობა – ეს არის ადამიანებში შინაგანად არსებული მენტალური სიმშვიდის ღრმა რეზერვუარი. დროებით დაკარგული, გაწონასწორებული მდგომარეობა შეიძლება კვლავ შეძენილი იქნეს ცხოვრების ჯანმრთელი წესისა და დისციპლინის მადლით, რომლებიც თანდათანობით ათავისუფლებს ადამიანს ყოველგვარი მღელვარებისგან.

“ადამიანი ღმრთიურია. ის მოდის დედამიწაზე ღმერთის მისიით. და დაბადების უფლებიდან გამომდინარე უნდა ფლობდეს ღმერთის სიმშვიდეს.
მშვიდობის დანაკლისი არაბუნებრივია, რადგან მშვიდობა შინაგანად დამახასიათებელია ადამიანის ბუნებისთვის.
ზედმეტად ხმაურიანი ადამიანები ვერ შეიძენენ მშვიდობას.
მდუმარება – არის თვით-რეალიზება”.
ბაბა

 “ომის არარსებობა – ეს ჯერ კიდევ არ არის მშვიდობა”. თანამედროვე საზოგადოებაში სულ უფრო მეტი და მეტი ადამიანი შეიცნობს ამ ანდაზის ჭეშმარიტებას. ფიზიკური კონფლიქტების არარსებობას ჯერ კიდევ არ მოაქვს შინაგანი სიწყნარე, რომელიც ასე ძლიერ სწყურია ყოველ ადამიანს.

მაშინ რა არის “მშვიდობა”? მთელი კაცობრიობისთვის, ყოველი ინდივიდისთვის მხოლოდ მენტალური შფოთვის არარსებობას შეუძლია მშვიდობის მოტანა, და ამ მშვიდობასთან ერთად მოვა შინაგანი ბედნიერება და ცხოვრებით კმაყოფილება.
ვერავითარი გარე აგენტები, იქნება ეს ქმარი, ცოლი, ძმა, და, ჩვენი მდგომარეობა, ქონება, ჯანმრთელობა, სახელი თუ ცნობილობა, ვერ მოგვცემს ჩვენ ხანგრძლივ შინაგან სიწყნარეს. მათ ყველას უნარი შესწევს ჩვენ მოგვიტანოს მხოლოდ დროებითი ბედნიერება, შეუძლია გამოიწვიოს სიამაყე, მაგრამ ყოველი პიროვნება ან ობიექტი, რომელსაც შეუძლია ჩვენ მოგვანიჭოს ბედნიერება, ფლობს ჩვენთვის მწუხარების მოყენებისა და სიმშვიდის დარღვევის  უნარს აგრეთვე!

ჰკითხეთ თქვენს თავს, ვინ ან რა არის თქვენი ჭკუის სიმშვიდის დარღვევის ცოტა ხნის წინანდელი მიზეზი?
სავარაუდოა, რაღაც ან ვიღაც, ვინც თქვენთვის იყო განსაკუთრებით ძვირფასი.
“მე მინდა სიმშვიდე” –
ეს არის ყოველი ინდივიდის სულის ძახილი.

 აი
“გზა სიმშვიდისაკენ”,
ფიქრობს ბევრი,
სასმელი, ფ
ული, ძალაუფლება.
მაგრამ ეს სუფთად
თავის მოტყუებაა.

 “მშვიდობა – ეს არის ჭკუის
მდგრადობის სხვა სახელწოდება…
სრულყოფილი მშვიდობა მიიღწევა, როგორც სურვილების, რისხვის, გაუმაძღრობის და სიძულვილის არარსებობის შედეგი. ის უნდა გამოიხატოს სურვილებში, სიტყვებში, ჟესტებსა და მოქმედებებში.
ნამდვილი მშვიდობა შეიძინება გრძნობების კონტროლით”
ბაბა

როცა ვინმე ჩვენზე ლაპარაკობს რაღაცა ისეთს, რაც არანაირად არ შეესაბამება ჩვენს საკუთარ წარმოდგენას ჩვენს თავზე, ჩვენ გული მოგვდის. მაგრამ თუ ჩვენი “მე” შემძლეა მშვიდად მიიღოს არასასიამოვნო შენიშვნა, მაშინ ჩვენი შინაგანი წონასწორობა არ დაირღვევა.

მაგალითად, თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენ დიდი მომღერალი ხართ, ვიღაცა კი გეუბნებათ, რომ თქვენ არ მღერით, უბრალოდ ჩხავით. თქვენ აღშფოთდებით: “ის როგორ ბედავს მე დამიწუნოს სიმღერა! მე ხომ სრულიად შესანიშნავად ვმღერი!”
ეგო უკუაგდებს ნათქვამს და შედეგად წარმოიქმნება რისხვა, რომელსაც მიჰყავს სიძულვილთან და სიმშვიდის დაკარგვასთან.

მაგრამ, თუ ადამიანი ფლობს მკაცრ თვითკონტროლს და თავის თავში შინაგან დაჯერებულობას, მაშინ ის, ალბათ უბრალოდ გაიღიმებს და იტყვის: :”დიახ, ეს მხოლოდ თქვენი შეხედულებაა”, – და ყველაფერს გადაგვის თავისგან.

თუ თქვენ თქვენს ანგარიშზე არ მიიღებთ შენიშვნას, და უბრალოდ გაიღიმებთ, მაშინ ვერავინ ვერ დაარღვევს თქვენს სიმშვიდეს. თქვენ სრულად ფლობთ თქვენს თავს.

გრძნობები – ეს არის დამრბევები, – ამბობს სვამი, – ეს გრძნობები თქვენ გინერგავთ შეცდომას, რომ თქვენ ხართ სხეული.

თქვენ უნდა დაიპყროთ ეს გრძნობები, როგორც იპყრობენ ხარს რგოლით ცხვირში, ცხენს – ლაგამით პირში, სპილოს – სამკურცხლით.

როცა პანდავები გადადიოდნენ ჰიმალაიზე, დჰარმარაჯა იყო მენტალური მოუსვენრობის ძალაუფლების ქვეშ და ამიტომ კრიშნას დაუწყო თხოვნა დარჩენილიყო მასთან რამოდენიმე ხნით.

როცა მოვიდა განშორების დრო, კრიშნამ დჰარმარაჯას მისცა ჩანაწერი და უბრძანა წაეკითხა ის, როგორც კი მას თავს დაატყდებოდა რაიმე მწუხარება ან სიხარული.

წერილში ჩაწერილი იყო:

“ეს არ გაგრძელდება მარადიულად”.

ეს არის ერთ-ერთი მეთოდი, რომლის დახმარებითაც შეიძლება ჭკუის მღელვარების დამშვიდება.


სვამი ამბობს:
“შანტი, მშვიდობა, ნიშნავს “გრძნობების აქტიურობაზე უარის თქმას”. ნამდვილი მშვიდობა და სიწყნარე მიიღწევა მხოლოდ გრძნობებზე კონტროლით. მშვიდობა, შანტი, შეიძლება აგრეთვე განისაზღვროს, როგორც ღმერთისადმი, სიმართლისა და უბიწოებისადმი ჭეშმარიტი სიყვარული.

დაკმაყოფილება – ეს ზეცანია, მწუხარება – ეს არის ჯოჯოხეთი.
რისხვა – მტერია, სიწყნარე – ჯავშანია, თანაგრძნობა – მეგობარია.

თქვენ სამჯერ იმეორებთ შანტი-ს, ხომ მართალია? ეს არის იმისთვის, რომ შეინარჩუნოთ მშვიდობა ადამიანში და კეთილდღეობა ირგვლივ გარემოში. აგრეთვე ეს არის სხეულში, ჭკუასა და ინტელექტში სიწყნარის განვითარებისთვის.

მშვიდობა – ეს არის ჭკუის მდგრადობის სხვა სახელწოდება. სიმშვიდე – არის წმინდა ქველმოქმედი, ხორცშესხმული უმაღლესი მე. ის არის ადამიანის ყველაზე უკეთესი სამკაული. და მისი საბინადროა ადამიანის უანგარო გული.

სრულყოფილი მშვიდობა ნიშნავს სიმშვიდის იმ ტიპს, რომელიც ხდება სურვილების, გაღიზიანების, სიავის, სიხარბისა და სიძულვილის არქონის შედეგი. სიმშვიდე აირეკლება ადამიანის გრძნობებსა და სიტყვებში, პოზასა და მოძრაობაში, მისი ჭკუის მდგომარეობასა და თავის ვალდებულებასთან დამოკიდებულებაში – ყველაფერზე ადევს თანაბარი ქცევის ანაბეჭდი. ამის მადლით სიმშვიდე ხდება სრული, უმაღლესი და ყველაზე უფრო მდგრადი.

ბაბა

 გასაღები სიმშვიდისათვის
“ნუ იკაკანებ დადებულ კვერცხზე”
 

“ჩემო ძვირფასო, თუკი მოვლენა უკვე მოხდა, მიიღე ის, როგორც მოცემულობა, და შეურიგდი გარდუვალობას. მოიშორე შენგან უკმაყოფილება იმის გამო, ყველაფერი როგორც გაკეთდა, – ყველაფერი უკვე მოხდა, და მხოლოდ უფალი ღმერთისთვის არის ცნობილი, როგორ და რისი გაკეთებაა უკეთესი.

არასასიამოვნო გრძნობებისგან
გათავისუფლების ტექნიკა

ღრმად შეისუნთქე, სუნთქვის შეყოვნებაზე შენს წინ “შეაგროვე” ყველა უარყოფითი ემოცია და შეგრძნება – ეს თითქოსდა კონცენტრირდება შენს წინ ბნელი ნისლის ღრუბლად.

ამის შემდეგ კი გააკეთე სამმაგი მკვეთრი ამოსუნთქვა – ჰა-ჰა-ჰა.
და გამოყარე მასთან ერთად, ღრუბლის გაფანტვით, ყველა არასასიამოვნო შეგრძნება.

გაიმეორებ რა ამას მაქსიმუმ სამჯერ, შენ იგრძნობ, რომ გახდი სუფთა და მშვიდი.

და ელოცე ღმერთს:

“უფალო, მომეცი მე:
სულიერი სიმშვიდე, რათა მე შევძლო
იმის მიღება, რისი შეცვლაც არ შემიძლია;
ვაჟკაცობა – შევცვალო ის რისი შეცვლაც შემიძლია; და
სიბრძნე – რათა ყოველთვის გავარჩიო ერთი მეორისგან”.

“სიმშვიდე – ეს არის ადამიანის ჭკუის დახასიათება. ეს არის ჭკუის შინაგანი თვისება. სიმშვიდე რომ იპოვო, არსად წასვლა არ არის საჭირო.

როგორც ოქრო და ვერცხლი დამალულია მიწის წიაღში, მარგალიტი და მარჯანი კი – ზღვის სიღრმეებში, ასევე მშვიდობა და სიხარული დამალულია ჭკუის მოქმედებაში. მასში შენახული განძის მოპოვების მსურველი უნდა ჩაიძიროს თავისი ჭკუის სიღრმეში და ჩააბრუნოს მისი მენტალური შემოქმედება თავის შიგნით – და მაშინ ის შეივსება სიყვარულის ღრმა გრძნობით.

სუფთა სიყვარულს ასხივებს მხოლოდ სიწყნარითა და მშვიდობით სავსე გული.
მაშინ თქვენთვის სრულიად ბუნებრივი ხდება შეცნობა:
“ყველაფერი არის ღმერთი”.

ნამდვილი მშვიდობა მიიღწევა სულის სიღრმეში, ჭკუის დისციპლინისა და მრავალსახეობად მიჩნეული ყველაფრის, ერთიან საფუძველში რწმენის მადლით.

ადამიანის ნამდვილი შინაგანი ბუნება – ეს არის ღმრთიური მშვიდობა. მხოლოდ მაშინ გამოგარჩევთ თქვენ უბიწოება, შინაგანი სინათლე და ნეტარება, მხოლოდ მაშინ დამყარდება თქვენს სულში ღმრთაებრივი მშვიდობა და სიწყნარე. ვინც, ზედმეტად ხმაურიანია სიმშვიდეს ვერ მოიპოვებს. თვითშეცნობის ენა არის – მდუმარება.

მაგრამ ასეთი სიწყნარის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ დაუღალავი შრომით, ადამიანის გულიდან ძალადობისა და გაუმაძღრობის გაძევებით.

სიწყნარე ბრწყინვალეა, მოწყალეა და დაკავშირებულია სიბრძნესთან. ის მართლაც არის ღმერთის ჩაწვდომის განცდა. გახარებული მზერა შინაგან სიმშვიდეს ეხმარება გაშლაში. ადამიანის ბუნება თავისუფალი უნდა იყოს პომპისა და მოჩვენებითობისგან.

კრიშნა დაბადებიდან რამდენიმე თვის იყო, როცა ნანდის სახლში მივიდა ერთი ასკეზი. იაშოდას ჩვილი ეჭირა ხელში. რა თქმა უნდა ეს ეპიზოდი არ შევიდა არც ერთ წიგნში. მე თითონ მოგიყვებით თქვენ ამის შესახებ, – ამბობს სვამი.

აქვე გამოცვივდნენ მსახურები – ისინი შიშობდნენ, რომ ბავშვი დაიწყებდა ტირილს ამ საკვირველი ფიგურის დანახვაზე. ამის მიუხედავად ასკეზი შევიდა სახლში, და იაშოდამ შეამჩნია, რომ ბავშვმა ყვირილი დაიწყო არა მაშინ, როცა ის მიუახლოვდა მას, არამედ მაშინ, როცა ის შორდებოდა.

აქ ასკეზმა განაცხადა, რომ მოვიდა კრიშნა-პარამათმას სანახავად. ეს სახელი მთელი ოჯახისთვის იყო ახალი.

საკვირველი არ არის, რომ ჩვილმა დაიყვირა, როცა გამოჩენილმა მისმა მნახველმა სთხოვა წასვლის ნებართვა! დევაკის ჰქონდა ხილვა, რომ კრიშნა – თვით ღმერთი არის, მაგრამ ამ მუნიმ, ყოვლისშემძლეს წყალობით, გაუხსნა მათ ჭეშმარიტება ავატარის მოსვლის შესახებ.

ეს იყო ღმრთიური ბავშვი, რომელმაც მიიპატიჟა მუნი თავის დარშანზე.

მოიბანეთ თქვენი გული სიხარულის ცრემლებით, რათა მასში უფალმა შეძლოს გამეფება. როცა ღმერთი ირჩევს ერთგულის გულს, ეს არ ნიშნავს, რომ სხვა გულები მას არ ეკუთვნის. ეს გულებიც ასევე მისია, მაგრამ ისე სუფთა არ არის. ამიტომ საჭიროა გქონდეთ სრული რწმენა ღმერთში და თქვენ თავში. თქვენ ყოველთვის დაკავებული უნდა იყოთ კეთილი და სასარგებლო საქმეებით.

ილაპარაკეთ სიმართლე, არ მიაყენოთ ტკივილი სიტყვებით, ან საქმეებით, ან თუნდაც აზრებით. ეს არის – გზა, რომლითაც შეიძლება მიაღწიოთ ნამდვილ მშვიდობას და სიწყნარეს – და ეს იქნება თქვენი ყველაზე უფრო უმაღლესი მიღწევა ამ ცხოვრებაში.

ყოველ ადამიანის არსებას სურს რომ ფლობდეს სიწყნარეს. მაგრამ ეს შინაგანი მშვიდობა არსებობს არა სადმე დაშორებულ ადგილზე. ფუჭია დროის კარგვა მის საძებნელად რელიგიაში. ის, ვინც ისწრაფის მშვიდობისკენ, უარი უნდა თქვას მის ძებნაზე რელიგიაში და უნდა ეძებოს თავის საკუთარ ჭკუაში.

სიწყნარე – არის თქვენს ჭკუაში. მაგრამ რამდენადაც თქვენ მშვიდობას ეძებთ გარეთ, თქვენ აღწევთ მხოლოდ ქაოსს. სიწყნარე უნდა განივითაროთ თქვენს შიგნით. ის უნდა აღზარდოთ ოჯახში. ოჯახიდან ის უნდა გაავრცელოთ მთელს სოფელზე. იქიდან ქვეყანაზე და შემდეგ მთელს ხალხზე. თუ ადამიანმა არ იცის სიმშვიდე, საიდან მოვა ერის სიმშვიდე?

სამწუხაროდ, დღეს ლოზუნგის ქვეშ “დავამყაროთ მშვიდობა მთელს მსოფლიოში” ჩვენ ვქმნით ქაოსს და უბედურებებს ოჯახებში, სოფლებსა და მთელს ქვეყანაში.

ამიტომ საჭიროა გახდეთ მშვიდობის დესპანები, და არა მონსტრები, რომლებიც ავრცელებენ სიძულვილსა და ძალადობას. თითოეულმა თავისში ინდივიდუალურად უნდა აღზარდოს სიმშვიდე”.

ბაბა

სვამი ამბობს:


“რაამას და კრიშნას ინკარნაციები კაცობრიობისთვის ავატარებს შორის არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, რადგანაც
ადამიანს, მათი მაგალითის ათვისებით, შეუძლია მისდიოს პრობლემების გადაწყვეტის მათ მეთოდებს
და, მათ გამოჩენილ თვისებებზე გაბრწყინებისა და მათი მოძღვრებების გააზრების მადლით,
მასზე გადმოვა ღმერთის კურთხევა”.

“ტრეტა იუგაში უფალი ჩნდება როგორც ადამიანის არსება რაამას ფორმაში და იყენებს საკუთარ ოჯახს მაგალითისთვის, რომლის დახმარებითაც ის ცდილობდა უბიწო ქცევის იდეალის, როგორც იმ ეპოქის მთავარი დამახასიათებლის დამკვიდრებას.

იმ ხანებში დამკვიდრდა მდგომარეობა, როცა რაამა იყო სიყვარულის ხორცშესხმა, ლაკშმანა კი (მისი ძმა) – თანაგრძნობის, და სწორედ უბიწოებისა და თანაგრძნობის ურთიერთშერწყმა ქმნიდა ქველმოქმედი ადამიანის არსებას.

რაამა სარგებლობდა საყოველთაო სიყვარულით, მაგრამ მხოლოდ ძალიან მცირენი აცნობიერებდნენ მის ღმრთიურ ბუნებას. ამას, მისი მამაც კი ვერ იგებდა. მაშინ, ხომ ვერ შეძლებდნენ, ღმერთის გაგზავნას უღრან ტყეებში, გასახლებით.

როცა დადგა დვაპარა იუგა, ღმერთი მოვიდა ადამიანის ფორმაში, როგორც ავატარი კრიშნა, რათა მოეწოდებინა ადამიანებისადმი სიყვარულის იდეალური მაგალითი. სწორედ კრიშნას ეს ასპექტი იზიდავდა მისკენ ყველა ადამიანს. ისინი უბრალოდ თავგზას კარგავდნენ ბედნიერებისა და ნეტარებისგან, რომელიც მოედინებოდა, ადამიანების ყველა გასაჭირზე, ნაზად მზრუნველი კრიშნა ავატარისგან.

მთელი კაცობრიობა და საერთოდ ყველაფერი მსოფლიოში დაკავშირებულია ერთიანი კვანძებით, და ეს კვანძები – არის სიყვარული.
მთელი ქმნილება შეკრულია სიყვარულის ნათესაობით.

რა არის ღმერთი?
რა არის ენერგია?
რა არის შეგნება?
სხვა არაფერი, თუ არა სიყვარული.

ღმერთი – ეს არის სიყვარული.
მხოლოდ სიყვარულის ძალა კრავს ერთად მთელ კაცობრიობას. სწორედ ეს შეუგრძნობადი ძალა შეიმოქმედებს მთელი ქმნილების ერთიანობას.

თუ თქვენ შეგიძლიათ შეიგრძნოთ ეს სიყვარული, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ შეიცანით უმაღლესი ჭეშმარიტება.

სწორედ სიყვარული აახლოებს მჭიდროდ ადამიანებს, ამაღლებს ადამიანს ცხოველურიდან ადამიანურ დონემდე. სიყვარული – ეს არის ადამიანის სიცოცხლის ძალა, და თვით სიცოცხლის ძალა – ეს არის სიყვარული. ის, ვინც არ იცის სიყვარული, – უსიცოცხლო გვამია.

აუცილებელია სიყვარულის ორმაგი ბუნების შეცნობა.

ერთია – დეჰა პრემა, სიყვარული, დაკავშირებული სხეულთან.
მეორეა – ღმერთის სიყვარული, დაივა პრემა.

დეჰა პრემა ეკუთვნის ყველა ფიზიკურს, გრძნობითს, ბუნებრივს. ის გაიგივებულია სხეულთან, განწირულთან ტანჯვისა და უბედურებებისთვის. ის წინასწარ ამცნობს რაღაცა ცუდს და იძლევა არასახარბიელო შედეგებს.

ღმერთის სიყვარული, პირიქით, – არის წმინდა სიყვარული, რომელსაც მიჰყავს ხანგრძლივ კეთილდღეობასთან. მას ვერ შეეხება გაჭირვებები და უბედურებები. ის თვით ინარჩუნებს თავის თავს და გრძელდება მარადიულად.

სხეულისმიერი სიყვარული დამოკიდებულია სხვებზე და ხანმოკლეა.
ამ ყოფით ცხოვრებაში ის გამომჟღავნდება სხვადასხვა სახით: როგორც სიყვარული დედას და შვილს, ქმარსა და ცოლს, და ნათესავებს შორის. ეს სიყვარული ეყრდნობა ფიზიკურ ურთიერთობებს, რომლებიც წარმოქმნილია ეგოური მოტივებით და პირადი ინტერესებით.

სიყვარულზე ადამიანთა წარმოდგენა მთლიანად არეულია.
ავიღოთ მაგალითი: დედას და მამას უყვართ თავიანთი ბავშვი სუფთა სიყვარულით. ისინი მას კოცნიან ეფერებიან, გადმოღვრიან მასზე მთელ თავის სინაზეს – ეს არის მოქმედებები ნაკარნახევი სუფთა სიყვარულით, ჟინის მინარევების გარეშე.

სხავა მაგალითი: ორმოცი წლის მამა, ცოლი და თვრამეტი წლის ქალიშვილი. თავისი ოჯახის მოსიყვარულე მამა კოცნის თავის ქალიშვილს, და ეს სუფთა სიყვარული და მოფერებაა, მასში არ არის სიბრალული, მასში არ არის ჟინი. მაგრამ აი ქმარი კოცნის თავის ცოლს, და ამ კოცნას ერევა ჟინი. ორივე შემთხვევაში კოცნა არის სიყვარულის გამომჟღავნება, მაგრამ სიყვარული აქ სრულიად სხვადასხვაა.

თქვენთვის ადვილი არ არის სიყვარულის ჭეშმარიტი ბუნების ჩაწვდომა. თქვენ გესმით მხოლოდ მიწიერი მიბმულობა, რომელიც განიცდის მაღლა აფრენებს და ძირს დაცემებს.

მიბმულობა ქმარსა და ცოლს შორის, დედასა და ბავშვს, მეგობრებს, ნათესავებსა და ახლობლებს შორის – ეს ყველაფერი არაზუსტად იწოდება სიყვარულად, პრემად. მაგრამ ეს ყველა არის მიბმულობა, რომელიც არის დროებითი ურთიერთობების შედეგი, და ბუნებით ეს არის წარმავალი.

პრემა – ეს არის სიყვარული, რომელიც გრძელდება დროის სამიდან ნებისმიერ კატეგორიაში – წარსულში, აწმყოსა და მომავალში.

ასეთი სიყვარული შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ღმერთსა და ერთგულს შორის, და ეს არ შეიძლება თანდაერთოს არანაირი სხვა ტიპის ურთიერთობას.

ყოველი ადამიანი უნდა ისწრაფოდეს ღმერთის ასეთი სიყვარულის მისაღწევად. მაგრამ, სხეული არის წინააღმდეგობა ამ გზაზე. მთელი მსოფლიო დაჭერილია მიბმულობების გიგანტურ ბადეში. ეს მიბმულობა – განსაცვიფრებლად მატყუარა ფენომენია. ხუთი საბაზო ელემენტისგან შედგენილ სხეულსა და ათმას შორის არ არის კავშირი. მაგრამ მააიას მაცდუნებელ ძალას, მიბმულობის ფორმით, როგორღაც მიჰყავს მათ შორის კავშირის არსებობასთან.

თუ ეს არა, მაშინ როგორი ურთიერთობები შეიძლებოდა წარმოქმნილიყო ორ ადამიანს შორის?

ვინ არის ცოლი და ვინ ქმარი?
ვინ არის დედა და ვინ არის შვილი?
ყველა ეს ურთიერთობა გამოწვეულია მიბმულობით, რომელიც დაბადებულია სურვილით, და არა სიყვარულით.

ბავშვის დაბადებამდე არ არსებობდა დედასა და შვილს შორის მიბმულობა. მაგრამ მისი დაბადების შემდეგ წარმოიშვა დედობრივი სიყვარული. ეს სიყვარული ბაზირდება სხეულების ურთიერთობაზე და აქვს დროებითი ბუნება.

ავატარის როლი ყველაზე უფრო მეტად ჩანს ავატარ კრიშნას მოღვაწეობაში.

ყოველი ავატარი შეესაბამება დედამიწაზე თავისი ძირსჩამოსვლის დროს.

ეს შეიძლება ვაჩვენოთ პატარა მაგალითით.

თუ ქუჩაში მოხდება პატარა ჩხუბი, საკმარისია პოლიციელის ჩარევა. თუ იკრიბება აბუნტებული ბრბო, მასთან საქმე აქვს პოლიციის ინსპექტორს.

აჯანყების შემთხვევაში სიტუაციის განვითარებაზე მეთვალყურეობას უწევს პოლიციის უფროსი.

როცა დჰარმამ დაიწყო დაცემის ნიშნების შემჩნევა, მოვლინდა ავატარი რაამა მიწის, მეუღლის და უბიწოების დასაცავად.
ავატარ კრიშნას დროს ბოროტების ძალები გაიზარდა უზარმაზარ ზომებამდე. კრიშნა დიდად არ ზრუნავდა მიწაზე და ცოლზე. მისი მთავარი საზრუნავი იყო დჰარმა. როცა უბიწოება დამკვიდრდება, მიწაც და ცოლიც საიმედოდ იქნებიან დაცული.

ამ კონტექსტში რაამა აღიწერება, როგორც “მააიია ადამიანის ფორმაში”. რაამას ისტორია მოგვითხრობს, რომ რაამა წუხდა სიიტას დაკარგვის გამო.

ავატარ კრიშნას შემთხვევაში სურათი სხვა არის. ქალები თითონ იტანჯებოდნენ კრიშნას გამო.

ავატარი რაამა აღაგზნებდა აღემართათ იარაღი ბოროტმოქმედების წინააღმდეგ.

ავატარი კრიშნა პროვოცირებდა ბოროტმოქმედებს კონფლიქტებსა და ბრძოლებზე.

ავატარ რაამას ეპოქაში პირველ ადგილზე იყო მოვალეობა და მხოლოდ ამის შემდეგ სიხარული.

კრიშნა-ავატარის დროს ჯერ იყო სიხარული და მხოლოდ მას შემდეგ მოვალეობა.

თუ საქმეს ამდაგვარად შევხედავთ, მაშინ ნათელი გახდება განსხვავება მააიია-ავატარ რაამას და ლიილა-ავატარ კრიშნას შორის.

კრიშნა ყოველთვის იყო სავსე ნეტარებით. იყო ეს სასაფლაო ბრძოლის შემდეგ, თუ ზეცანი, ის რჩებოდა იმადვე, რაც იყო. ორ უზარმაზარ მოწინააღმდეგედ მებრძოლ არმიათა შორის მდგომი, კრიშნა მღეროდა სიმღერას. ვისთვისღა შეიძლებოდა ემღერა ასეთ სიტუაციაში?

კრიშნას, რომელიც იყო სიხარულის ხორცშესხმა, ძალა შესწევდა ემღერა ბრძოლის ველზე.

“ის, რაც ექვემდებარება ცვლილებას, არ შეიძლება იწოდებოდეს სიყვარულად”.

ჭეშმარიტი სიყვარული უცვლელია. ის ღმრთიურია. სიყვარული ეს არის ღმერთი.

და ღმრთიური სიყვარული არ არის თავისთვის ანგარების მცირედი კვალის მატარებელიც კი. ამას ეწოდება ბჰაკტი, ერთგულება.

ასეთი სიყვარულის პირველი დახასიათებაა – გაცემა, და არა მიღება.
მეორე დახასიათებაა – ამ სიყვარულმა არ იცის შიში.
და მესამე – ის არსებობს თვით სიყვარულისთვის, მისთვის უცნობია ეგოური მოტივები.

მხოლოდ საკუთარ თავში ასეთი სიყვარულის, ჩანერგვით თქვენ შეგიძლიათ დაიმსახუროთ ღმერთის წყალობა. მაგრამ პრემა რასა, სიყვარულის ნექტარი, დაიწყებს გადინებას თუ თქვენს სულიერ გულში ხვრელებს გააკეთებს უკეთური გრძნობები და ცუდი აზრები. თუკი თქვენ ამოავსებთ ამ ხვრელებს, თქვენს მომაკვდინებელ თვისებეზე გამარჯვებით, სიყვარულის ნექტარი მიაღწევს ადრინდელ დონეს.

სიყვარული – ეს არის ღმერთი.

დაიწყეთ დღე სიყვარულით. აღავსეთ დღე სიყვარულით. დაასრულეთ დღე სიყვარულით. იცოცხლეთ სიყვარულში.

და არაფრის არ შეგეშინდეთ. შიში ჭკუის ქმნილებაა.

გაზარდეთ სიყვარული და მაშინ თქვენ შეძლებთ ღმერთის ჩაწვდომას.

დაბრუნდით ღმერთის სიყვარულთან, ნება მიბოძეთ მე აგიხსნათ, რომ ერთგულთა 99 პროცენტი ვერ იგებს, რას აღნიშნავს სიტყვა პრემა, სიყვარული. ეს უმაღლესი სიყვარული კონსტრუირდება ყოფითი გრძნობების ანალოგიურად. ეს ადამიანებს აცდენს ჭეშმარიტების გზიდან.

ღმერთის სიყვარულის გზაზე შედგომით, თქვენ აუცილებლად იწევთ წვრილ კმაყოფილებებზე ზევით და უმნიშვნელო დანაკარგებზე მაღლა. ღმერთის სიყვარული მარადიული და უცვლელია. შეეცადეთ გაიგოთ, რა არის ღმერთის სიყვარული.

ეს როგორ უნდა გავაკეთოთ?

უპირველეს ყოვლისა ჩაინერგეთ გრძნობა – რაც არ უნდა შეგემთხვეთ თქვენ, სასიამოვნო თუ არასასიამოვნო, ყველაფერი ეს არის თქვენი საკუთარი სიკეთისთვის.


იყო ერთი სამეფოს მინისტრი, რომელიც მეფეს ყოველთვის თან ახლდა და რომელსაც ჩვევად ჰქონდა განეცხადებინა, რომ ყველაფერი ყოველთვის უკეთესობისკენ ხდება.

ერთხელ მეფემ ლერწმის გაჭრისას მოითალა თითი. უმზერდა რა სისხლმდინარ ჭრილობას, მინისტრმა, როგორც ჩვეულებრივ ჩაილაპარაკა: “ღმერთი ყველაფერს აკეთებს უკეთესობისკენ”.

მეფე განრისხდა და განაცხადა: “მე ვიტანჯები, და შენ კი აცხადებ, რომ ღმერთი ყველაფერს აკეთებს ჩვენი კეთილდღეობისთვის. ჩემთვის საკმარისია შენი ფილოსოფია. ეს რა – შენი მეთოდია ჩემს დასამშვიდებლად? ეს როგორ შეიძლება იყოს უკეთესობისკენ, როცა მე ასე ძალიან დავიჭერი?”

და მან ბრძანა მინისტრი დაუყოვნებლივ გაეგზავნათ ციხეში.

მაგრამ მინისტრი მაშინაც დარჩა აღუშფოთეებლი: “ეს განაჩენიც კი უკეთესობისკენ არის მიმართული”.

რამდენიმე დღის შემდეგ მეფე მარტო წავიდა ტყეში სანადიროდ. ნადირობის შემდეგ ის ჩამოჯდა ხის ქვეშ დასასვენებლად. და სწორედ აი აქ ის დაიჭირეს ტყის ერთი ტომის ბელადის მსახურებმა და გაუკრეს ხელ-ფეხი.

“თქვენ მე რატომ გამთოკეთ? რის გაკეთებას მიპირებთ?” აყვირდა მეფე.

და ტომის ბელადმა განაცხადა: “ჩვენ ვაპირებთ შენს მსხვერპლად მიყვანას ჩვენს ქალღმერთ ქალი-სთან. ჩვენ გვაქვს წესი წელიწადში ერთხელ გავუკეთოთ მას ადამიანის მსხვერპლშეწირვა. ახლა სწორედ მოვიდა ამის დრო. ჩვენ ვეძებდით ამისთვის შესაფერის ადამიანის არსებას,
და აი წარმატება – ჩვენ გიპოვეთ შენ”.

ტყვემ გააპროტესტა:  “მე ამ ქვეყნის მეფე ვარ, თქვენ ვერ შეძლებთ ჩემ მოკვლას მსხვერპლშეწირვის მიზნით”.

მაგრამ ბელადმა გადაიხარხარა და თქვა: “ჩვენ მოხარულები ვართ იმის, რომ ამ წელში იქნება ასეთი უნიკალური მსხვერპლი და ჩვენი ქალღმერთი იქნება ძალიან კმაყოფილი იმით, რომ ჩვენ ვაპირებთ შევთავაზოთ მას მსხვერპლად ასეთი დიდებული პიროვნება”.

მეფე სათანადო სახით დააწვინეს სამსხვერპლო საკურთხეველზე. ყველაფერი მზად იყო სასიკვდილო დარტყმის მისაყენებლად.

მაგრამ აქ წმინდამსახურმა შეამჩნია, რომ მეფის მარცხენა ხელზე საჩვენებელი თითი შეხვეულია. და განაცხადა: “ეს ადამიანი არ გამოდგება მსხვერპლად ქალღმერთისთვის – მის სხეულში არის დეფექტი. გაათავისუფლეთ ის”.

 მეფეს გაახსენდა მინისტრის სიტყვები: “ღმერთი ყველაფერს აკეთებს ჩვენი კეთილდღეობისთვის”. და გაიგო, რომ მხოლოდ მის თითზე ჭრილობამ, გადაარჩინა ის სიკვდილს.
მან სწრაფად გასწია სახლისკენ და გაემართა პირდაპირ საპყრობილეში, რათა გაეთავისუფლებინა მინისტრი.
“მე გთხოვ შენ პატიებას შენდამი ჩემს უხეშ და მკაცრ მოქცევაზე”, – უთხრა მეფემ.

პასუხად მინისტრმა განაცხადა: “თქვენო უდიდებულესობავ, თქვენ არ მომაყენეთ მე არავითარი ზიანი. თქვენ არაფერი გაქვთ საბოდიშო”.

“შენ ასე რატომ ამბობ?” – კვლავ ჰკითხა მეფემ. “განა უკეთესობისკენ იყო შენი დღეების საპყრობილეში გატარება?”

და მინისტრი პასუხობდა: “მე რომ არ ვყოფილიყავი საპყრობილეში ჩამწყვდეული, მე თქვენ გახლდებოდით ნადირობაზე. როცა ბელადი გაიგებდა, რომ თქვენ არ გამოდგებით მსხვერპლად შეწირვისათვის, ის ამომირჩევდა მე და შემთავაზებდა მსხვერპლად ქალღმერთს.
ასე რომ ყველაფერი, რასაც ღმერთი აკეთებს, – ყველაფერი არის უკეთესობისკენ, ყველაფერი არის ჩვენი კეთილდღეობისთვის”.

როცა თქვენთან მოვა ამაში მყარი დარწმუნება, თქვენში ღმერთის სიყვარულის ფასი გაიზრდება”.

“თქვენ თქვენში უნდა დანერგოთ სიყვარული ყველას მიმართ, იმის მიუხედავად, ისინი რას აკეთებენ და მათ რა უყვართ”.

“ერთად, ყველა ერთად, ზიარებით ჩვენ ვიშრომებთ და წავიწევთ წინ. ერთად, ყველა ერთად, ზიარებით ჩვენ მუდმივად გავიზრდებით.
ერთად, ყველა ერთად, ზიარებით ჩვენ აღვივსებით ენერგიით და სიკეთით, და ჩვენი თანმხლები იქნება წარმატება და მეგობრობა”.

და ნება მიბოძეთ გკითხოთ – ვისთან ერთად?
“ოჰ”,
– უპასუხებთ ჩვენ, – “ეს რა კითხვაა – ვინღა იტყვის, რომ უკეთურ ადამიანებთან ერთად?

ჩვენ ყველა ვლაპარაკობთ სათსანგის, – კარგი ადამიანების, კომპანიის შესახებ”.

“და თქვენ როგორ უნდა იცნოთ, ვინ არის კარგი და ვინ – ცუდი?

ის, ვინც ხედავს ცუდს კარგშიც კი, – ცუდი ადამიანია.
და ის, ვინც ხედავს კარგს ცუდშიც, – კარგი ადამიანია.
ასე რომ ისწრაფეთ მხოლოდ კარგი ადამიანების საზოგადოებისკენ.

თუ თქვენს მეგობრებს შორის ერთ რომელიმეს სძულს მეორე და იწყებს ჩხუბს, ნუ დაასხამთ ცეცხლზე ზეთს – ეს მხოლოდ გააძლიერებს მათ სიძულვილს. პირიქით შეეცადეთ სიყვარულით და სიმპათიით აღადგინოთ მათი უწინდელი მეგობრობა…

არ ჩათვალოთ თქვენს მეგობრებად ისინი, ვინც დაკავებულია მიწიერი კავშირების გამრავლებით და განმტკიცებით, ვის პრაქტიკაშიც არის ტყუილი და უსამართლობა, – მოსცილდით ასეთ ადამიანებს ნებისმიერ ფასად. მათი საზოგადოება არის არა სათსანგი, არამედ დუსანგი – არაკეთილი ადამიანების კომპანია. თავი დაიჭირეთ რაც შეიძლება შორს ასეთი ადამიანებისგან – ეს თქვენივე კეთილდღეობისთვისაა საჭირო. გაწყვიტეთ მათთან ყველა ურთიერთობა.

თუ თქვენ დაუკავშირდებით მათ, მაშინ თქვენი ნების საწინააღმდეგოდ, დაიწყებთ სიავის კეთებას, იმ სიტყვების წარმოთქმას, რომლებიც არ უნდა წარმოითქვას, ჩაიდენთ ქმედებებს, რომლებიც არ უნდა გაკეთდეს და ამ ყველაფერის შედეგად ჩაგორდებით გზაზე, მიმავალზე თქვენი სრული თვითგანადგურებისკენ.

ადვილი მისაღწევია ეს თუ არა, მაინც ყოველთვის ეძებეთ მხოლოდ კარგი საზოგადოება და შეუერთდით მხოლოდ კარგ კომპანიას.

მაგრამ, თუ თქვენ ვერ ახერხებთ რომ გაიჩინოთ ნამდვილი მეგობრები, მაშინ უმჯობესია იყოთ მარტო, ვინმესთან რაიმე კავშირების დაჭერის გარეშე, მაგრამ არც კი გაიფიქროთ ცუდი ადამიანების კომპანიის შესახებ.

ფაქტიურად, თქვენ არც კი უნდა იყოთ იქ, სადაც ისინი უბრალოდ
იმყოფებიან.

და არასდროს არ უნდა განიხილოთ ის ბოროტება, რასაც სხვები ჩაიდენენ, იმიტომ რომ ეს თქვენ შეურაცხგყოფთ”.

ჩემო ძვირფასებო, თქვენ ხომ ნაბოძები გაქვთ დიდი საჩუქარი – გარჩევის უნარი. გამოიყენეთ ის ყოველ საათსა და ყოველ წუთში, მხოლოდ არა განსასჯელად, არამედ სიტუაციებისა და ადამიანების გასაგებად. სიმშვიდეში და გამსჭვალვით შეხედეთ ნივთებს და ცუდ ემოციებს არ მისცეთ თქვენი დაუფლების ნება.

“შორს დაიჭირეთ სხეული იმ ადამიანებისგან, რომლებიც თქვენს გრძნობებს აძლევენ ცუდ საკვებს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადამიანი ერთიმეორის ძმა არის.
დაე სულები იყვნენ ერთიანი ღმერთში, ხოლო სხეულები იმყოფებოდეს ეულად”.

არ განსაჯოთ ადამიანები – შესაძლებელია, ოდესღაც თქვენ თივთონაც ასეთი იყავით. არ დაიჩივლოთ მათ ცუდ თვისებებზე – ალბათ, სწორედ თქვენმა კარმამ მოგისაჯათ თქვენ ეს შეხვედრა.
უბრალოდ მიიღეთ გაკვეთილი – და, ვალის გადახდის შემდეგ შედით სიმშვიდეში თქვენს გზაზე – ღმერთის სიყვარულის გზაზე.

“თქვენ უფლება არ გაქვთ განსაჯოთ, კარგია ადამიანი თუ ცუდი, კარგია მისი ქმედებები თუ ცუდი.
ეს განსასჯელად მიეცით ღმერთს.
მხოლოდ ის არის ყველა ადამიანის, ნივთისა და ქმედების განმსჯელი.
ყველაფერი, რაც თქვენ უნდა გააკეთოთ, – ეს არის ის, რომ სხვებს შესთავაზოთ სიყვარული”.

ოქროს წესი
ყველას შეხვდი გამართლებით
მეგობარი აგვიანებს შეხევდრაზე
-როგორი ღორობაა მისი მხრიდან – თითონ დანიშნა დრო და მაინც მაიძულებს მე მოცდას, – გულისწყრომა აღავსებს თავადობას.
– ალბათ, ის შეაფერხა რაღაც გაუთვალისწინებელმა. ოღონდ არაფერი დაემართიოს, – შეწუხებული ფიქრობს შეწყნარება.
ოჰ, მაპატიე, მე უბრალოდ სამარცხვინოდ დამეძინა.
-ყოველთვის შენი ლოდინი მიწევს, არ შეგეძლო მაღვიძარა მოგემართა – შფოთავს თავადობა.
– არაფერია, ყველაფერი ხდება. მთავარია შენ კარგად ხარ. – ამბობს გულდამშვიდებული შეწყნარება.


“როგორი არაშთამაგონებელი სიყვარულითა და სრული სიძულვილითაც არ უნდა იყოს სავსე ადამიანი, თქვენ მისდამი უნდა გამოავლინოთ სიყვარული, სიმპათია, გაგება, მომთმენობა, თანაგრძნობა, მოწყალება და შემწყნარებლობა. ეს ყველაფერი სატვიური, ღვთისმოსავი თვისებებია. და ეს არის ერთადერთი ხერხი. მხოლოდ სიყვარული არის წამალი, ადამიანების დაავადებების საწინააღმდეგო   სამკურნალო საშუალება. და ეს არის ერთადერთი გზა, რომელზეც თქვენ მიიღებთ ღმერთის დადებით და ხელსაყრელ გამოხმაურებას.

ასე ამბობს ბაბა.
დვაპარას საუკუნეში ძალიან ცოტამ იცოდა კრიშნას ღმრთიური წარმოშობის შესახებ.
მათ შორის იყო არჯუნაც.

სვამი ამბობს:
“თქვენ შეიძლება დაინტერესდეთ, ღმერთი რატომ გადასცემდა ბჰაგავად გიტას მაინც და მაინც არჯუნას. პანდავებს შორის სხვა ძმები, მაგალითად დჰარმარაჯა, შეიძლება ჩათვლილიყო სულიერად უფრო მეტად განვითარებულად. წმინდა გიტა, რატომ არ იყო გადაცემული დჰარმარაჯაზე, რომელიც ცნობილი იყო გამორჩეული ზნეობრივი თვისებებით? ან თუ მხედველობაში მივიღებთ ფიზიკურ სილაღეს, მაშინ ძმებში ყველაზე ძლიერი ბჰიმა, უპირობოდ ღირსია წმინდა მოძღვრების მიღების. კრიშნას შეეძლო გადაეცა გიტა ბჰიმასთვის, მაგარმ მან ეს არ გააკეთა. რატომ? მან ის რატომ გადასცა სწორედ არჯუნას?

დჰარმარაჯა იყო დჰარმას ხორცშესხმა, მაგრამ ის არ ფლობდა წინასწარხედვის უნარს, არ ფიქრობდა თავისი მოქმედებების შედეგებზე. და მხოლოდ მას შემდეგ, როცა მოვლენა მოხდებოდა, ის ნანობდა იმაზე, რაც გააკეთა. ასეთივე იყო დაშარათა, რაამას მამა.

თუ ავიღებთ ბჰიმას, ის, რა თქმა უნდა, იყო დიდი ფიზიკური ძალის მქონე. მაგრამ ის არ იყო ძალიან გონიერი. მას უნარი ჰქონდა ფესვებიანად ამოეგლიჯა ხე, მაგრამ მას არ ჰყოფნიდა გარჩევის უნარი.

ამავდროულად არჯუნას ჰქონდა შორსმჭვრეტელობა და გამჭრიახობა. კრიშნა ყველა ნიშნით ძალიან მიბმული იყო არჯუნაზე, მაგრამ იყო კი ეს მთავარი მიზეზი, რის გამოც მან გიტა გადასცა არჯუნას, და არა ძმათაგან რომელიმე სხვას?

არა, კრიშნამ გადახედა ყველა შესაძლო მოსალოდნელ შედეგს და იპოვა, რომ მხოლოდ ერთი, არჯუნა იყო მისგან გიტას მიღების ღირსი. მხოლოდ არჯუნა ხედავდა წინასწარ, რა მოხდებოდა ომის შემდეგ, და ამიტომ განაცხადა, რომ არ უნდოდა ეომა, რადგან ამას მოჰყვებოდა ცუდი შედეგები.

სინანულის გრძნობა, რომელიც წარმოიქმნება მოქმედების შესრულებამდე, და არა მის შემდეგ, შეიძლება წარმოიქმნას მხოლოდ სუფთა გულში. ასეთი სუფთა და ამაღლებული გულის მფლობელი იყო არჯუნა”.

მაგრამ რა არის აქ ყველაზე საკვირველი?!

“კრიშნა და არჯუნა განუყრელები იყვნენ 75 წლის განმავლობაში, იმიტომ რომ არჯუნა იყო სისუფთავისა და სიწმინდის ხორცშესხმა. მაგრამ მართალია მათ ერთად იცხოვრეს 75 წელი, ამ დროის განმავლობაში კრიშნა არასდროს არ ცდილობდა გიტას არჯუნასათვის გადაცემას.

რატომ?

კრიშნა მთელი ეს წლები არ გადასცემდა გიტას არჯუნას, იმიტომ რომ არჯუნა კრიშნას ექცეოდა ისე, როგორც თავისიანს და ახლო მეგობარს. მთელი ამ ხნის განმავლობაში არჯუნა ცხოვრობდა თავისი სხეულის შემეცნების ხელისუფლების ქვეშ.
მხოლოდ როცა არჯუნამ მთლიანად გადასცა თავისი თავი კრიშნას და მიიღო მოწაფეობა, კრიშნა გახდა მისი მასწავლებელი, და ის კი – მისი მოწაფე”.

რწმენაზე და ერთგულებაზე შეიძლება ილაპარაკო რამდენიც გინდა, მაგრამ ვიდრე ადამიანი არ გასულა სხეულის შემეცნების გარეთ, მას სინამდვილეში, ავატარის წინ მდგომს, არ სჯერა, რომ ის – არის ღმერთი.

ადამიანისთვის ადვილია ჰქონდეს “რწმენა ღმერთში” საერთოდ, თუ ამას ხელს უწყობს საზოგადოებრივი პირობები.
რამდენადმე უფრო რთულია ღმერთის ავატარის ფორმაში ყოფნის იდეის მიღება, თუ ეს გადის მისი რელიგიური წარმოდგენების ჩარჩოებიდან.

თითქმის შეუძლებელია ადამიანის ფორმაში იცნო თვით ღმერთი, თუ ადამიანმა არ იცის, სინამდვილეში რა არის უფლისთვის საკუთარი თავის სრული გადაცემა, მას არ გააჩნია გარჩევის უნარი.
მაშინ მას არ ესმის საკუთარი შინაგანი ხმა.

და მაშინ ადამიანი ღმრთიურ რეალობას, ავატარს, ღებულობს, როგორც მიწიერ ილუზიას, და ილუზორულ ადამიანის არსებას, მიწიერ გურუს, გინდაც მაღალი ღირსებების მქონეს, თაყვანს სცემს, როგორც ღმერთს.

გავიდა წლები. მოწაფე იყო სვამის აშრამში. და ერთხელ რაღაცნაირად უხილავმა მასწავლებელმა, მაგნიტივით დაიწყო მისი მიზიდვა განცხადების დაფისკენ.

იდგა მცხუნვარე შუადღე, ქუჩებში თითქმის არ იყო ხალხი. ბოლო მოსახვევის გავლის შემდეგ, მოწაფე უცებ შეეჩეხა კაშკაშა და ბრწყინვალე გამოხედვას – მის შემხვედრად მოდიოდა დაბალი, მოკრძალებულად ჩაცმული ინდოელი ჯოხით ხელში.

“და სვამი შეიძლება იყოს ასეთ ფორმაში”,  – ამ მკაფიო შინაგანმა ხმამ, ზუსტად რომ ვთქვათ, ის ადგილზე მიაჯაჭვა. ის გაოცებული შემობრუნდა, თვალი მიადევნა ფიგურას, რომელიც წყნარად შორდებოდა და ნელა აცნობიერებდა, რომ მოხდა გაუგონარი: სვამი… აქ… ჩნდება… სხვა ფორმაში.

ეს ასე დაიწყო.

გრძელ რიგს კოდაიკანალის აშრამის შესასვლელთან, ერთი მეორეს მიყოლებით გარს უვლიან მდაბიოები, რომლებიც ცდილობენ მოასწრონ ოქროს ამ მოკლე სეზონში ერთხელ მაინც რაიმეთი გამდიდრდნენ.

“სვამი!” – მოულოდნელად ერთ-ერთ მათგანში იცნობს-ესმის მოწაფეს.

ის უბრალოდ მოძრაობს ხალხის მწკრივის გასწვრივ გაწვდილი ხელით, ყურადღებით იხედება სახეებში. მაგრამ არაფერს არ თხოულობს. მას უმზერენ, “როგორც კედელს”, და თითქმის არავინ არ განიკითხავს.

იგივე ხდება ბრინდავანშიც, და პუტაპარტშიც. სვამი იღებს სხვადასხვა შესახედაობას, ძირითადად უბრალო მდაბიოების ან ღარიბი ბრამინების, მაგრამ ადამიანები არ უსმენენ თავის შინაგან ხმას – მათ არ სჯერათ იმის, რაც არ განცხადდება ყველას გასაგონად.

ისინი მხოლოდ მკაცრად იცავენ რიტუალებს.


                 საის დარშანი
ბევრი თქვენთაგანი, ჩემი ცნობის შემდეგ,
ითვისებს წოდებას “ერთგული”,
ასე სიამაყით თქვენ წარუდგენთ თქვენს თავს სხვებს.

ამ სიტყვის ერთხელ გაგების შემდეგ,
თქვენ იმით დაქრიხართ, ცდილობთ იბრწყინოთ და თავი გამოიჩინოთ,
ისე, თითქოს ის ყოფილიყოს მტკიცებულება თქვენი
ქველმოქმედი ხასიათისა.

თვით ეს სიტყვა თქვენ გაბამთ თქვენზევე,
მაგრამ ის მე არ მეკარება.
მე არ მიხმობს.

ტაძრების მონახულება ჩემზე არ ახდენს შთაბეჭდილებას,
ვიდრე თქვენ არ შეიცნობთ, რომ ტაძარი თქვენს შიგნით არის,
და საჭიროა მისი სუფთად შენახვა.

სწორედ თქვენი მოქმედებები უნდა ყვიროდეს: “ერთგულია”,
იმიტომ რომ, როცა თქვენ ნამდვილად ჩემი ერთგული ხართ,
ყველა გზა ხდება ნათელი, და ეჭვები არ აღიძვრება.

თუ თქვენ მემსახურებით მე, ირგვლივ ყველას მსახურებით,
მაშინ მე არ მაქვს ურწმუნობა თქვენს სიყვარულში.
შემეხეთ მე თქვენი სიყვარულით.
ყოველთვის მიხმეთ მე თვალებით და ბაგეებით.

ჩემზე შთაბეჭდილებას ახდენს მხოლოდ თქვენი ქცევები.

”არჯუნამ თავისი თავი მთლიანად გადასცა კრიშნას.

შენ ხარ ჩემი დედა.
შენ ხარ ჩემი მამა.
შენ ხარ ჩემი ახლო ნათესავი,
შენ ხარ ჩემი საუკეთესო მეგობარი.
შენ ხარ ჩემი სიბრძნე. შენ ხარ ჩემი საგანძური.
შენ ხარ ჩემთვის ყველაფერი. შენ ხარ ჩემი ბატონი, ჩემი ერთიანი უფალი.

და კრიშნამ მიიღო ის მოწაფედ, თან უთხრა: შენ ასრულებ ჩემს სამუშაოს. გააკეთე ყველაფერი ჩემთვის, მე კი ვიზრუნებ შენზე”.

“მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო კრიშნამ მისთვის გიტას გადაცემა”, – ამბობს სვამი.

“ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენ ნამდვილად გინდათ ვინმესგან სულიერი ცოდნის მიღება, მაშინ მას უნდა მოექცეთ, როგორც მოწაფე მასწავლებელს, უფრო ადრე ვიდრე გადმოსაცემი მოძღვრება თავისუფლად დაიწყებს თქვენსკენ დენას.

იყო ერთი დიდი მასწავლებელი, სახელად უდდალაკა. მას ბადალი არ ჰყავდა. მაგრამ თავისი ვაჟიშვილი სხვადასხვა წმინდა წიგნების შესასწავლად გაგზავნა სხვა მასწავლებელთან. თვითონ მამას არ შეეძლო ესწავლებინა. მამა-შვილური ურთიერთობა ხელს უშლიდა მას გადაეცა ბიჭისთვის მოძღვრება.

მსგავსი სიტუაცია შეიქმნა კრიშნას და არჯუნას შემთხვევაში. ვიდრე მათ შორის არსებობდა ახლობლური დამოკიდებულება, არჯუნას უნარი არ ჰქონდა მიეღო მოძღვრება კრიშნასგან.

მაგრამ ერთხელ ძმურმა გრძნობებმა დატოვა არჯუნას გული, და მასში შევიდა შეგნება, რომ ის იმყოფება პარამათმას, უმაღლესი ღმრთაების თანდასწრებაში.

და მაშინ არჯუნამ შეიძინა უნარი ესწავლა კრიშნასგან.
მხოლოდ მაშინ, როცა არჯუნამ თავისი თავი სრულად გადასცა უზენაესს, და მასში განვითარდა გრძნობა, რომ კრიშნა არის ღმერთი, ავატარმა დაიწყო მისი სწავლება.

საის სიტყვა

დაამუშავეთ თქვენი გულის მინდორი.
მოხანით და გააფართოვეთ ის.
და დაე ჭკუა გემსახუროთ თქვენ გუთნად,
დადებითი ხარისხები – ხარებად,
და ვივეკა, შეცნობა, კი – მეგუთნედ.

ოჰ, ადამიანო!
შენი ცხოვრების ყოველდღიურ მოგზაურობაში გასვლისას,
ატარე სულში ჭეშმარიტება, უბიწოება, მშვიდობა და სიყვარული და იცოდე:
შენი ძალისხმევა და მცდელობა – ეს არის ადამიანის დჰარმა,
მაგრამ წარმატება და წარუმატებლობა – არის ღმერთის ხელში.

ერთი მასწავლებელი ალანდიიდან გაემართა სოფელ შირდიში, რათა მიეღო ბაბას დარშანი. ის ძალიან იტანჯებოდა ყურში ტკივილებისგან. მიუხედავად იმისა, რომ მუმბაიში მას ქირურგმა უკვე გაუკეთა ოპერაცია, მას ამისგან არ მიუღია არავითარი შვება და ყოველ ღამეს ათენებდა უძილოდ.

შამამ, ბაბას დიდი ხნის და მხურვალე ერთგულმა, ხვეწნა დაუწყო შირდი საი ბაბას ტანჯვა შეემსუბუქებინა ალანდი სვამისთვის.

ბაბამ ის დაამშვიდა სიტყვებით:

“ღმერთის ნებით ის კარგად იქნება”.

ბაბას კურთხევისა და დარწმუნების მიღების შემდეგ, ალანდი სვამი დაბრუნდა სახლში და რამდენიმე დღის შემდეგ მიწერა შამას შეტყობინება, რომ ბაბას წყალობით ტკივილები გაქრა. მაგრამ რადგანაც იქ იყო პატარა სიმსივნე, ის წავიდა მუმბაიში, მის მოსაცილებლად. ქირურგმა, ყოველმხრივი გამოკვლევის შემდეგ, მას უთხრა, რომ ყველაფერი ნორმაშია და ოპერაცია საჭირო არ არის.

ბაბას სიტყვებმა მოახდინა სასწაულებრივი სამკურნალო ზემოქმედება ალანდი სვამიზე და გაათავისუფლა ის ყველა ტანჯვისგან.

სხვა შემთხვევაში დიდმა ასტროლოგმა ნანასაჰებ დენგალიმ უთხრა ბაპუსაჰებ ბუტის: “დღეს შენთვის არასასურველი დღე არის. შენს სიცოცხლეს ემუქრება საშიშროება”.

ამის მოსმენის შემდეგ, ბაპუსაჰები სრულიად მოიშალა და მან დაკარგა სიმშვიდე.
როცა ისინი ორივე მივიდნენ მასჯიდში (მეჩეთში), ბაბამ ჰკითხა ბაპუსაჰებს:  “მაშ რა გითხრა შენ ნანამ? მან გიწინასწარმეტყველა სიკვდილი. ჰო, კარგი, შენ არ უნდა გეშინოდეს. გულადად განუცხადე მას – ვნახოთ მოვა თუ არა ჩემთან სიკვდილი, როცა ბაბა აქ არის”.

იმ საღამოს, როცა ბაპუსაჰები მსახურთან ერთად გავიდა ქარამდე მინდორში, მან თავის სიახლოვეს დაინახა გველი. მართალია ის ძალიან შეშინდა, მაინც შეეცადა სიმშვიდის შენარჩუნებას.
გველის დანახვაზე, მსახურმა ხელი დასტაცა ქვას, რათა  მოეკლა ის. მაგრამ ბაპუსაჰებმა მას ურჩია ეპოვა დიდი ჯოხი.


და ჯერ კიდევ მის დაბრუნებამდე გველი გასრიალდა სხვა მხარეს და გაქრა მინდორში. ბაპუსაჰებმა სიხარულით და მადლიერებით გაიხსენა შირდი ბაბას სიტყვები უშიშრობის შესახებ.’

ღმერთის წინასწარხედვამ და მისმა კურთხევამ დაიცვა და გადაარჩინა ბაპუსაჰები, ასტროლოგის მიერ წინასწარნათქვამი საშიშროების
თავიდან აცილებით.

ღმერთის წყალობა იცავს მის ერთგულებს ბოროტებისგან და

კოსმოსური ზემოქმედებისგანაც კი, რომელსაც ასტროლოგიური მეცნიერების თანახმად ახდენს ცხრა პლანეტა.

სვამი შენიშნავს:

“ადამიანები ლაპარაკობენ უბედურების შესახებ, რომელიც მოაქვს ცხრა პლანეტას.
მაგრამ ღმერთის წყალობით მათ შეუძლიათ თავი გაართვან ნებისმიერ სიტუაციას”.

 “ხუთი ათასი წლის უკან არსებობდა პლანეტები, რომლებიც ბრუნავდნენ დედამიწის გარშემო. ზოგიერთი მათგანი დროდადრო ქრებოდა.

ერთი პლანეტა სახელწოდებით ნარაკა მუდმივად ბრუნავდა დედამიწის გარშემო. მთვარე და ნარაკა თავის ორბიტებზე მოძრაობისას ხანდახან უახლოვდებოდა ერთმანეთს. ერთხელ პლანეტა ნარაკა ძალიან ახლოს მოვიდა დედამიწასთან. დედამიწის ბინადრები გადაივსნენ მოახლოებული კატასტროფის შიშით. მათ დაიწყეს ლოცვა უფალზე, რომ მას აეცილებინა გარდაუვალი უბედურება და გადაერჩინა ისინი.

მაშინ საი კრიშნამ გამოიყენა თავისი არაჩვეულებრივი ცოდნა და მოსპო ეს პლანეტა.

კრიშნას ეს არაორდინალური ცოდნა ატარებს სახელწოდებას ჭეშმარიტება, სატია. კრიშნამ, ასე ვთქვათ, შერთებულმა ჭეშმარიტებასთან, მოსპო პლანეტა ნარაკა.

დედამიწის მოქალაქეებმა მოაწყვეს დღესასწაული, და მას შემდეგ აღნიშნავენ ამ დღეს, ლამპების ანთებითა და ღმერთის თაყვანისცემით, რომელმაც ისინი გადაარჩინა.
ეს დღე ღმერთის ტრიუმფისა გახდა სადღესასწაულო დღე.

როცა თქვენ საჩუქრად გეძლევათ ღმერთის წყალობა, ვერავითარი ზემოქმედება, წინასწარნამეტყველები ჰოროსკოპით, ვერ შეძლებს ზიანის მოყენებას. მაგრამ საჭიროა ეცადოთ დაიმსახუროთ მისი წყალობა გულითადი ლოცვით, ერთგულებითა და სიყვარულით”.

მან გააკეთა წრიული მოძრაობა თავისი მარჯვენა ხელით, ყვებოდა საი ბაბას შესახებ კასტური (იმ დროს მისი ბიოგრაფი), და მე თვალებში თითქოს მომარტყა კაშკაშა სინათლემ. ეს იყო ოქროს რგოლი, მოჭედილი ძვირფასი თვლებით, ამღერებული ლეგენდებში, როგორც ქვები, რომლებსაც აქვს უნარი მოუპოვონ მას, ვინც მათ ატარებს, ცხრა პლანეტის საჩუქარი: მარგალიტი, ლალი, ტოპაზი, ალმასი, ზურმუხტი, ლიაპის-ლაჟვარდი, მარჯანი, საფირი და ცირკონი, სამ-სამი სამიდან თითოეულ სექციაში.

მან მე თითზე გამიკეთა რგოლი – ის ზუსტად მომერგო. და თქვა:
“ასეთ ბეჭედს ატარებენ ისინი, ვისაც სჯერა, რომ საჭიროა გული მოულბოს ცხრა პლანეტას. მალე შენ აღმოაჩენ, რომ ჩემ წყალობას უნარი აქვს გადალახოს ცხრა პლანეტის ცუდი ზემოქმედება. მანამდე კი ატარე ეს”.
მე გამოვედი ოთახიდან გაღიმებული ყურიდან ყურამდე
.

წინ: ნაწილი IV