ივნისი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 1 ივნისი.
ჩვენ როგორ უნდა გამოვიყენოთ მიტევების უმაღლესი სათნოება? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს ასე რომ ჩვენ შევძლოთ წონასწორობის ნიუანსის სწავლა.
დღეს საზოგადოებაში ვითარება არის ისეთი რომ ადამიანები ცდილობენ ბოროტად გამოიყენონ სხვისი კარგი ქმედებებიც კი. მაშინაც კი თუ თქვენ ეხმარებით მათ, ისინი ცდილობენ ზიანი მოგაყენონ თქვენ. ეჭვგარეშეა, ადამიანი უნდა დაეხმაროს მათაც კი, ვინც აზიანებს. მაგრამ თქვენ უნდა გამოიყენოთ თქვენი დისკრიმინაცია იმ დროს როდესაც სხვებს ეხმარებით.
დაფიქრდით რა ზომით შეგიძლიათ თქვენ დაეხმაროთ ასეთ ადამიანებს. მე ეს ამბავი ადრეც მოვყევი. როდესაც მოჰამედ გორი თავს დაესხა პრიტვი რაჯს, ის მთლიანად დამარცხდა მის მიერ. მაგრამ პრიტვი რაჯმა, მყოფმა დიდსულოვან მმართველად, მიუტავა მას და გაუშვა დაუსჯელად.
მოგვიანებით, მოჰამად გორიმ კვლავ შეუტია პრიტვი რაჯს და დაამარცხა ის. მოჰამად გორიმ პრიტვი რაჯი დაატყვევა და დააბრმავა ის. მას არ ჰქონდა მადლიერება პრიტვი რაჯის მიმართ, ვინც ადრე ანება მას უკან დაბრუნებულიყო უვნებლად.
თქვენ უნდა, აქედან გამომდინარე, იყოთ ფრთხილი მიტევების პრაქტიკაში ურთიერთობისას სასტიკ ადამიანთან. ეჭვგარეშეა, მიტევება არის დიდი სათნოება, მაგრამ იგი აკეთებს უფრო მეტ ზიანს ვიდრე სიკეთეს თუ ეს პრაქტიკებულია პატივისცემით ავგულა ადამიანებზე.
თქვენ უნდა მიუტევოთ ასეთ ადამიანს ერთხელ ან მაქსიმუმ ორჯერ. არ მიუტევოთ მას ყოველ ჯერ როცა ის რამე ზიანს მოგაყენებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ჩადგებით საფრთხეში.
– ღმერთის საუბარი, 1996 წლის 12 ივლისი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 2 ივნისი.
რატომ არის ნათქვამი რომ სიჩუმე არის ბრძენთა ენა? ბჰაგავანი სიყვარულით განმარტავს მშვენიერი ანეკდოტის მეშვეობით.
ადამიანები ვინც არ შეხებიან დედაქალაქის გარეუბნებს ბედავენ კამათს იმპერატორის გარეგნობისა და დიდების შესახებ, ვინც ცხოვრობს ქალაქის გულში მდებარე სასახლეში! ეს არის სწავლულთა სავალალო მდგომარეობა დღეს.
ერთხელ ბურდვანის მაჰარაჯამ გამართა კონფერენცია, სადაც განიხილებოდა შივას და ვიშნუს ბრწყინვალება. შივას პანჩაკშარის (ხუთ ასოიანი) მანტრა და ვიშნუს აშტაკშარის (რვა ასოიანი) მანტრა იყო მეტოქე პანდიტების მიერ ვრცლად გადმოცემული და განდიდებული. მაჰარაჯას სურდა მისი სასახლის მღვდელმთავარს, ვინც იყო დიდი მეცნიერი და სადჰაკა, გამოეტანა თავისი განაჩენი.
მან თქვა რომ არცერთ პანდიტს არ ჰყავს ნანახი შივა ან ვიშნუ, თუმცა ისინი ყველა მზად იყვნენ მათი გულისთვის საკამათოდ. მან განაცხადა, რომ ვისაც უნახავს ორიდან ერთ-ერთი გაჩუმდება არა მხოლოდ იმაზე რაც უნახავს, არამედ იმაზეც რაც არ უნახავს. ამ განცხადებამ ბოლო მოუღო ჩხუბს და თითოეული დაბრუნდა სახლში ცოტათი შერცხვენილი თავიანთ გამოუცდელობაში!
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 30 იანვარი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 3 ივნისი.
ჩვენ რატომ უნდა ვაპრაქტიკოთ მუდმივად სადჰანა და ჩვენ რას მივიღებთ? ბჰაგავანი დღეს გვახსენებს ჩვენთვის ორი დასამახსოვრებელი მაგალითის მოყვანით.
გულის გასაწმენდად, ადამიანმა უნდა აპრაქტიკოს შამა, დჰამა (ჭკუისა და გრძნობების თვითშეზღუდვა) და სხვა სადჰანები რომელსაც შეუძლია გააკონტროლოს აღქმისა და მოქმედების გრძნობები. ეს შეიძლება რთულად ჩანდეს ადრეულ ეტაპზე მაგრამ ნებისმიერ სამუშაოს რომლის გაკეთებაც ღირს აქვს ეს ნაკლი.
მაგალითად, ავიღოთ ველოსიპედის ტარება. თქვენ მოგიწევთ მრავალი დაცემის და ნაკაწრის გავლა და კანის მრავალი კვადრატული სანტიმეტრის დაკარგვა, სანამ ისწავლით წონასწორობას და პედლების დაჭერას სწორ ხაზზე. მაგრამ მას შემდეგ რაც დაეუფლეთ ხელოვნებას, შეგიძლიათ უსაფრთხოდ იმოძრაოთ ველოსიპედის საჭეზე მოჭიდების გარეშე.
ეს არის იგივე იმ ადამიანისთვის ვინც მანქანის მართვას სწავლობს. თავდაპირველად, როცა თქვენ აჭერთ თქვენს ფეხს მის გადაბმულობას ან აწევთ იქიდან, თქვენ არ შეგიძლიათ საჭის ბორბლის დაჭერა; როცა თქვენ იჭერთ ბორბალს და მართავთ ორივეს, თქვენ ივიწყებთ მუხრუჭს. როცა თქვენ ყურადღებით ხართ სამივეზე, თქვენ თვალყურს ვერ ადევნებთ ფეხით მოსიარულეებს ვინც შემთხვევით გხვდებიან.
მაგრამ როდესაც თქვენ დაეუფლეთ ხელოვნებას, თქვენ იცით აღმართები და დაღმართები, გაჩერებები და შუქები, და გზები საკმაოდ სპონტანურად და თქვენ შეგიძლიათ უსაფრთხოდ და სწრაფად იმოძრაოთ თქვენს მარცხნივ და უკანა სავარძელზე მჯდომ ადამიანებთან, და თუნდაც იმღეროთ სიმღერა მათი მოწონების მოსაპოვებლად.
– ღმერთის საუბარი, 1981 წლის 13 აპრილი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 4 ივნისი.
რა მართებულობა აქვს უანგარო საქმიანობას ჩვენს ცხოვრებაში? ბჰაგავანი იყენებს მშვენიერ მაგალითს და გვკარნახობს ჩვენ დავხვეწოთ საკუთარი თავი დღეს.
საქმიანობით კაცი აღწევს ცნობიერების სიწმინდეს. ფაქტობრივად, ადამიანმა კეთილად უნდა მიიღოს საქმიანობა ამ მიზნით.
და რატომ ვისწრაფით სუფთა ცნობიერებისკენ? წარმოიდგინეთ ჭა დაბინძურებული და ტალახიანი წყლით ისე რომ ჭის ფსკერის დანახვა არის შეუძლებელი. მსგავსად, კაცის გულში, ღრმად დაბლა მის ცნობიერებაში, ჩვენ გვყავს ათმანი (ღმრთაებრივი სული). მაგრამ მისი შეცნობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ როცა ცნობიერება არის გაწმენდილი.
თქვენი წარმოსახვები, თქვენი დასკვნები, თქვენი განსჯა და ცრურწმენები, თქვენი ვნებები, ემოციები და ეგოისტური სურვილები ამღვრევს თქვენს ცნობიერებას და აქცევს მას გაუმჭვირვალედ. მაშინ თქვენ როგორ შეგიძლიათ გააცნობიეროთ ათმანი რომელიც არის სწორედ ფუძეზე?
სევას (მსახურების) მეშვეობით გაწეულით ადამიანის ეგოს დამშვიდების სურვილის გარეშე და მხოლოდ სხვების კეთილდღეობის გათვალისწინებით, შესაძლებელია ცნობიერების გაწმენდა და ათმანის გამოვლენა.
– ღმერთის საუბარი, 1977 წლის 6 მარტი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 5 ივნისი.
რატომ არის რელიგიური თუ კომუნალური კონფლიქტები და განხეთქილება უაზრო? ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის ჩვენ დღეს. არის კაცი ვისაც შვილი მიმართავს როგორც მამას. რძალი მას მამამთილს ეძახის, შვილიშვილები კი პაპას. ინდივიდი არის იგივე მაგრამ მანერა რომლითაც სხვადასხვა ადამიანები მიმართავენ მას იცვლება.
მსგავსად, ერთსა და იმავე ღმერთს აძლევენ სხვადასხვა სახელს სხვადასხვა რელიგიის მიმდევრები; ისინი შესძახებენ მას, როგორც ალაჰს, იესოს, რამას, კრიშნას, ბუდდჰას და ა.შ. თუმცა სახელები იცვლება, ღმერთი არის ერთი და იგივე. ამიტომ, ნამდვილად არ არის ადგილი კამათისთვის სხვადასხვა რელიგიის მიმდევარ ადამიანებს შორის.
თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ ღმერთს თქვენი არჩეული სახელით მაგრამ ყველა ზარი მიდის იმავე დანიშნულების ადგილზე. მიზანი არის ერთი და ღმერთიც არის ერთი. ამრიგად, ღმერთის პატივისცემაში, არ უნდა არსებობდეს აზრთა სხვადასხვაობა. სინამდვილეში, სარვა ჯივა ნამასკარამ კესავამ პრატიგაკჩატი. არ აქვს მნიშვნელობა თქვენ ვის ესალმებით და უხრით თავს, ესები ყველა მიდის თვით ღმერთთან. ვინაიდან ერთი და იგივე ღმერთი ბინადრობს ყველაში, სად არის ადგილი კასტაზე, სარწმუნოებასა, რასაზე და ა.შ. დაფუძნებული არგუმენტებისთვის?
– ღმერთის საუბარი, 2000 წლის 21 მაისი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 6 ივნისი.
არის განთავისუფლება სამოთხეში ადგილის პოვნა ან რამე ასეთი უმაღლესი სამეფოს მიღწევა? ბჰაგავანი გულთბილად განმარტავს ჩვენთვის და გვიძღვება ჩვენ ყველაზე ეფექტურ გზაზე.
ადამიანში თანდაყოლილი სიყვარულის პრინციპი თანაბრად არის წარმოდგენილი ყველა ცოცხალ არსებაში, ფრინველებისა და მხეცების ჩათვლით. მაშასადამე, ადამიანმა უნდა მიაკუთვნოს ერთი და იგივე მნიშვნელობა ყველა არსების სიცოცხლეს.
გააზიარეთ სიყვარული დაფარული თქვენში არა მხოლოდ თანამოძმეებთან არამედ ყველა ქმნილებასთან ბუნებაში. ეს არის ნამდვილი უნივერსალური სიყვარულის პრინციპი. მხოლოდ ასეთი პრინციპი უნდა იყოს ადამიანის ცხოვრების საფუძველი.
ადამიანებს აქვთ უცნაური იდეები გათავისუფლების შესახებ, წარმოიდგენენ რომ ეს რთავს სამოთხეში ასვლას და იქ მარადიულ არსებობას. ეს არ არის გათავისუფლების აზრი. ეს ნიშნავს უანგარო სიყვარულის მიღწევას, რომელიც არის მუდმივი, შეუსუსტებელი და სრული. ეს არის მდგომარეობა, რომლის მიღწევაც ადამიანმა უნდა ეცადოს; მხოლოდ მაშინ როცა ეს მდგომარეობა მიიღწევა ადამიანი არის ჭეშმარიტად გათავისუფლებული.
გათავისუფლების სახელით, მაძიებლები სინჯავენ ყოველგვარ სულიერ გზას. ყველა ასეთი ვარჯიში საუკეთესო შემთხვევაში იძლევა დროებით კმაყოფილებას. მხოლოდ სუფთა სიყვარულის გზას შეუძლია ნამდვილად მიგიყვანოთ თქვენ იქ და მოგანიჭოთ მუდმივი ნეტარება.
– ღმერთის საუბარი, 2000 წლის 21 მაისი.

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 7 ივნისი.
ჩვენ როგორ შეგვიძლია ვთქვათ რომ ინდივიდი არის ღმრთაებრიობის ასპექტი? ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის და შთაგვაგონებს ჩვენ გამოვავლინოთ ჩვენი ღმრთაებრივი პოტენციალი.
ღმერთი ცნობილია სხვადასხვა სახელით და მათგან, ყველაზე დიდი და შესაფერისი არის სათჩითანანდა.
სათ ნიშნავს მას რაც უცვლელი რჩება დროს სამივე პერიოდში – წარსულში, აწმყოსა და მომავალში. ჭეშმარიტების ზედმიწევნით მიმდევრობა შესაძლებლობას მისცემს ადამიანს განიცადოს სათ. ჩით ნიშნავს მთელ ცნობიერებას ან სრულ ცოდნას. ეს არის ის რაც შესაძლებლობას აძლევს ადამიანს განიცადოს ღმრთაებრიობა მის ყველა ასპექტში. როგორც კი სათ და ჩით განიცდება, ანანდა ან ნეტარება მოჰყვება ავტომატურად.
ყველას სურს იყოს ბედნიერი. ასეთი სურვილი ბუნებრივია და იგი წარმოიშობა ფაქტიდან რომ ადამიანის ნამდვილი ბუნება არის ნეტარება. ნეტარება არის ღმერთი მაგრამ ადამიანი არ იგებს ამას. მას არ ესმის რომ ის წარმოშობილია ღმერთისგან, რომ სიცოცხლის ქვედინება არის ღმერთი, და რომ მისი საბოლოო დანიშნულების ადგილიც არის ღმერთი. კაცი არის დაბადებული ანანდასგან, მისი ცხოვრების საფუძველი არის ანანდა და მისი მიზანიც არის ანანდა.
ადამიანის ტანი არის დროებითი; სიამოვნება რის მოცემაც მას შეუძლია ასევე არის სწრაფწარმავალი. მაშასადამე, ადამიანმა უნდა ეძებოს ის რაც არის მუდმივი, ე.ი. ღმერთი, ან ნეტარება, რაც არის იგივე რამ.
– ღმერთის საუბარი, 2000 წლის 21 მაისი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 8 ივნისი.
როგორ გამოვიყენოთ საუკეთესოდ უნარები რითაც ღმერთმა ჩვენ დაგვაჯილდოვა? ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის და შთაგვაგონებს ჩვენ გამოვავლინოთ ჩვენი ღმრთაებრივი პოტენციალი.
ის რაც ჩანს, რაც გვეჩვენება რეალურად, დროს დინებაში აუცილებლად გაქრება. ყველაფერი რაც აშკარაა ფენომენალურ სამყაროში, ოდესღაც გაქრება. ჩვენ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ საცოდნელად იმის რაც არის უხილავი მაგრამ საუკუნო.
არ არის სწორი რომ კაცი, ვინც დაჯილდოებულია უზარმაზარი შესაძლებლობებით, იყოს კმაყოფილი იმით რასაც ფიზიკური თვალით ხედავს. ასეთ თვალებს თანაბრად ფლობენ მხეცები და ფრინველები, ისევე როგორც მწერები და მიკრობები.
მაშინ რა არის ადამიანისათვის მინიჭებული მხედველობის უნიკალურობა? გაცნობიერებული უნდა იყოს რომ ძნელია ადამიანად დაბადების უზრუნველყოფა. ამ პრივილეგიის მოპოვების შემდეგ, ადამიანი არ უნდა იყოს კმაყოფილი იმით რაც ფიზიკური თვალებით არის დანახული. ადამიანმა უნდა შეიძინოს სიბრძნის თვალები.
შეიძლება საკამათო იყოს რომ თუნდაც ფიზიკური თვალები ეხმარება ცოდნის მიღებას. თვალები ხედავს ყველაფერს მაგრამ ვერ ხედავს საკუთარ თავს. თვალები, რომლებიც ვერ ხედავს საკუთარ თავს, ესები როგორ დაინახავს ჭკუას ან დაინახავს მადჰავას (უფალს)? უფლის ხილვისთვის ფიზიკური თვალები არ არის კომპეტენტური. ადამიანმა უნდა შეიძინოს სიბრძნის თვალები ამ მიზნისთვის.
– ღმერთის საუბარი, 1995 წლის 22 ოქტომბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 9 ივნისი.
ჩვენ როგორ უნდა უზრუნველვყოთ ბალანსი ბუნებაში? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს პარალელების გავლებით ადამიანის ტანთან.
ტანის ტემპერატურა უნდა შენარჩუნდეს გარკვეულ ნორმაზე. თუ ტემპერატურა მიდის ზემოთ ან ქვემოთ ამ ნორმაზე ეს არის ავადმყოფობის ნიშანი. მსგავსად თუ ხუთი ელემენტი რომლებიც წარმოქმნის ბუნებრივ გარემოს არის შენარჩუნებული წონასწორობაში, სამყარო არის ჯანსაღ მდგომარეობაში.
თუ ეს ბალანსი დარღვეულია ან თუ ელემენტები დაბინძურებულია, მაშინ ქვეყნები იტანჯება სხვადასხვანაირად. თუ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პროდუქტები იწვევს ბუნების ბალანსის დარღვევას და აბინძურებს ატმოსფეროს ან მდინარეებსა და ზღვებს, ბევრი მავნე შედეგი მოჰყვება. დაბინძურება ბადებს ბევრ ახალ დაავადებას.
დღეს სუფთა ჰაერიც კი იქცა იშვიათ საგნად. დედამიწის სამი მეოთხედი დაფარულია წყლით. არსებობს ბევრი მინერალი ოკეანის ფსკერზე. მაგრამ მათ ამოღებაში, გარკვეული შეზღუდვები უნდა იყოს დაცული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოკეანეც კი, რომელიც ერთგულებს თავის საზღვრებს, გადაამეტებს ამ საზღვრებს. მიწისძვრები და ვულკანური ამოფრქვევებიც კი გამოწვეულია ბუნებაში ეკოლოგიური ბალანსის დარღვევით.
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 16 ივნისი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 10 ივნისი.
რა არის მეცნიერული შესწავლისა და კვლევის ჭეშმარიტი მიზანი? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს.
როდესაც მე ვესწრებოდი სიმპოზიუმს “მეცნიერებასა და სულიერებაზე” ბომბეიში, გამოჩენილმა მეცნიერმა თქვა, რომ დიდი სახელმწიფოების ბირთვული არსენალი შეიცავს საკმარის ატომურ ბომბს მსოფლიოს ათჯერ გასანადგურებლად.
რა აზრი აქვს ასეთი არსენალის შექმნას? თუ თქვენ ერთხელ გაანადგურეთ მსოფლიო, რა დარჩება დანარჩენი ბომბებისთვის? ამ პროცესში თქვენ გაანადგურებდით თქვენ თავს.
ისინი დაკავებულნი კვლევაში მოჩანან უფრო მეტად მზრუნველად ამაღლებაზე მათი სახელისა და დიდების მათი კვლევებით ვიდრე საზოგადოების კეთილდღეობის ამაღლებაზე მათი კვლევების შედეგებით. ისინი არც მოჩანან შეწუხებულად მათი აღმოჩენების საზიანო შედეგებზე. არაფერია დიდი ზიანის მიყენებაში სხვებზე. ერთი ბომბით მილიონი ადამიანის განადგურება არ არის დიდი რამ. გაკეთება სიკეთის ერთი ინდივიდისთვის მსოფლიოში არის უფრო მეტად სადიდებელი.
ჩვენი შეძენილი მეცნიერული ცოდნა უნდა იყოს გამოვყენებული ჩვენი თანამემამულეების სარგებლად. მხოლოდ ეს არის სათანადო განათლება რომელიც ამზადებს მოსწავლეს განათლებული მოქმედებისთვის. უზენაესი სულის მეცნიერებისკენ სწრაფვა (პარარტა ვიჯნანა შასთრა) უფრო მეტად მნიშვნელოვანია ვიდრე ჩახლართვა ფიზიკურ მეცნიერებებთან (პადჰარტა ვიჯნანამუ).
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 16 ივნისი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 11 ივნისი.
რა არის მოდური ჩვევა, რომელიც საზიანოა საკუთარი თავისთვის? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს ასე რომ ჩვენ ვიყოთ ფრთხილი.
უბრალოდ იმის გამო რომ გემრიელი საჭმელი არის ხელმისაწვდომი და არის შეთავაზებული, ადამიანი ცდუნება ზედმეტ ჭამაზე. ჩვენ გვაქვს ჰაერი მთლიანად ჩვენს გარშემო მაგრამ ჩვენ არ ვსუნთქავთ იმაზე მეტს ვიდრე ჩვენ გვჭირდება. ტბა სავსეა, მაგრამ ჩვენ ვსვამთ მხოლოდ იმდენს რამდენიც წყურვილს სწადია. მაგრამ ზედმეტი ჭამა გახდა სოციალური ბოროტება, მოდური ჩვევა.
კუჭი ტირის: „კმარა“, მაგრამ ენა იჟინებს უფრო მეტზე, და კაცი ხდება ავადმყოფობის უმწეო სამიზნე. ის იტანჯება სიმსუქნისგან, მაღალი წნევისა და დიაბეტისგან. ზომიერი საკვები საუკეთესო წამალია ავადმყოფობის თავიდან ასაცილებლად. ნუ ჩქარობთ საავადმყოფოსკენ ყოველი პატარა შენაწუხის გამო. ზედმეტი წამლის მიღება ასევე ცუდია.
ანებეთ ბუნებას სრული მოქმედება ებრძოლოს დაავადებას და თქვენ გამოგისწოროთ. მიიღეთ უფრო და უფრო მეტი ბუნებრივი სამკურნალო პრინციპები. საკვების ტიპი რასაც თქვენ მოიხმართ განსაზღვრავს კონცენტრაციის ხარისხს რაც თქვენ შეიძლება მართოთ; მისი ხარისხი და რაოდენობა განსაზღვრავს რამდენად არის შემცირებული ან ამაღლებული თქვენი თვითკონტროლი. დაბინძურებული ჰაერი და წყალი სავსეა მავნე ვირუსებითა და მიკრობებით და უნდა იყოს თავიდან აცილებული ნებისმიერ ფასად.
არსებობს ოთხი დაბინძურება რაზეც კაცი უნდა იყოს ფხიზლად – ტანის (მოცილებადია წყლით); ჭკუის (მოხსნადია სიმართლით), გონების (მოხსნადია სწორი ცოდნით) და მე-ს (მოხსნადია ლტოლვით ღმერთისადმი).
– ღმერთის საუბარი, 1979 წლის 21 სექტემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 12 ივნისი.
როგორც სტუდენტებმა სკოლასა და კოლეჯში, და ასევე ცხოვრების სტუდენტებმა, რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ ჩვენი თავდაპირველი სიწმინდის დასაბრუნებლად? ბჰაგავანი სიყვარულით იძლევა უსწრაფეს გადაჭრას დასამახსოვრებელი მაგალითით.
დრო არის უსასრულოდ ძვირფასი. თქვენ არ უნდა დაკარგოთ თუნდაც ერთი წამი. კაცის ცხოვრებაში სტუდენტობის პერიოდი არის ყველაზე მეტად ღირებული და წმინდა. თქვენ უნდა გამოიყენოთ იგი საუკეთესოდ. წყალთან შეზავებული რძე ვერ იბრუნებს მის პირვანდელ სისუფთავეს, რამდენადაც შეიძლება თქვენ სცადოთ მისი გამოყოფა. მაგრამ მას შემდეგ როცა თქვენ გაქვთ რძე გარდაქმნილი კარაქად, იგი ვერ იქნება დაზიანებული წყალთან შეერთებით. იგი იტივტივებს წყალზე და შეინარჩუნებს თავის განსაკუთრებულ ხარისხს.
მსგავსად, სამსარა (მიწიერი მიჯაჭვულობა) არის როგორც წყალი. კაცის ჭკუა არის როგორც რძე. როდესაც სუფთა, წმინდა, დაუბინძურებელი ჭკუა შერეულია მიწიერი სურვილების წყალში, ძნელია თავდაპირველი სიწმინდის აღდგენა.
თუმცა, თუ სწავლის ამ წმინდა პერიოდში, თქვენ მიიღებთ თქვენი დაუზიანებელი ჭკუისგან, ცოდნის, სიბრძნისა და სწორი ქცევის კარაქს, თქვენ იქნებით შემძლე დარჩეთ დაუბინძურებელი მსოფლიოს მიმზიდველობებით მაშინაც კი როცა თქვენ ხართ მასში.
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 16 ივნისი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 13 ივნისი.
ცოდნის შეგვძინამ ჩვენ რა უნდა გაგვიკეთოს? ბჰაგავანი სიყვარულით მეგზურობს დღევანდელ სტუდენტებს რომ იყვნენ ხვალინდელი ძვირფასი მოქალაქეები.
ცოდნის ჭეშმარიტი ფორმა არის თავმდაბლობა. სიამაყესა და თავგასულობაზე თავის არიდების მიზნით, მისდიეთთ სწორ მიზანს. დღეს სტუდენტები იძენენ მნიშვნელოვან სამეცნიერო ცოდნას. ის ემსახურება მხოლოდ ცივილიზებული ცხოვრების ხელშეწყობას ფენომენალურ მსოფლიოში.
მაგრამ რაც სტუდენტებს სჭირდებათ დღეს არის გულის დაწმენდა. ეს შესაძლებელია მხოლოდ შინაგანი პროცესით. სტუდენტებმა, ვისაც შეთვისებული აქვთ თანამედროვე კულტურა უნდა განავითარონ არა მხოლოდ თავიანთი ინტელექტი არამედ ასევე უნდა განავითარონ ფართო მსოფლმხედველობა.
ამ დროს სტუდენტებს აქვთ ორმხრივი მოვალეობა: ერთი არის თანამედროვე ცივილიზაციის გამოწვევების წინაშე დადგომა და მეორე ქვეყნის უძველესი სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და შენარჩუნება. სტუდენტები უნდა ბრწყინავდნენ როგორც ერის იდეალური მოქალაქეები. სრული განათლება არის ის რაც კაცს ხდის თანამგრძნობს. ტანზე სათანადო ვარჯიშების მიცემის გარდა, მოსწავლეები უნდა ცდილობდნენ გულის კულტივირებას და მის სუფთად შენარჩუნებას.
– ღმერთის საუბარი, 1993 წლის 4 მარტი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 14 ივნისი.
რა არის ის ორი რამ რაც აუცილებელია აზრიანი ცხოვრების გასატარებლად? ბჰაგავანი სიყვარულით გვმეგზურობს ჩვენ დღეს კრისტალურად სუფთა გამონათქვამებით!
მოხმარებულ საკვებში გულმოდგინების გამოვლენის გარდა, ასევე უნდა იყოს დაივა ჩინთანა (ღმრთიურზე ფიქრი). იმის გამო რომ ადამიანები არ ფიქრობენ ღმერთზე ისინი ზეგავლენილნი არიან უამრავი უბედურებისგან.
ღმრთიური აზროვნების გარეშე, კაცი იფარებს ორ ცუდ ხარისხს თავისში. ერთი – ის მალავს ბევრ ნაკლსა და ბოროტ ხარისხებს საკუთარ თავში. მეორე – ის ადიდებს თუნდაც მცირე ხარვეზებს სხვებში. ადამიანებში ასეთი ბოროტი ხარისხების გამო, დაავადებებიც არის მატებაზე.
მხოლოდ მაშინ როცა არსებობს ადამიანური ძალისხმევა, ღმერთის მადლით, კარგი შედეგები მიიღწევა. სანსკრიტული გამონათქვამი აცხადებს “დჰარმარტა კამა მოკშანამ აროგიამ მულამ უთტამამ” (სიცოცხლის ოთხი მიზნის მისაღწევად კარგი ჯანმრთელობა არის აუცილებელი). იმ შემთხვევაშიც კი როცა ადამიანს შეიძლება ჰქონდეს მსოფლიოში არსებული მთელი სიმდიდრე, თუ მისი ჯანმრთელობა არის შესუსტებული, ის არის უბედური.
იქნება სოფლელი თუ ქალაქის მცხოვრები, კარგი ჯანმრთელობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი შენაძენი რისკენაც უნდა ისწრაფვოდეს ადამიანი აზრიანი ცხოვრების გასატარებლად.
– ღმერთის საუბარი, 1994 წლის 29 იანვარი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 15 ივნისი.
როგორ გზასაც კი ჩვენ ავიღებთ მიზნის მისაღწევად, რომელია ის ხარისხები რაც არის არსებითი? ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის ჩვენ დღეს ასე რომ ყველა ასპირანტი შეიძლება იყოს შთაგონებული.
საის ერთგულებმა უნდა გაიგონ ჩვენი კულტურის არსი. მსხვერპლი და მსახურება არის ორი ძირითადი ელემენტი.
არსებობს ღმერთის შეცნობის ორი გზა. ერთი არის ერთგულების გზა სადაც ერთგული თავის თავს თვლის ღმერთის მსახურად. არაერთხელ გაცხადებით, დასოჰამ (მე შენი მსახური ვარ) ის მიდის თავისი ეგოს შემცირებაზე სანამ მიწიერი მიჯაჭვულობის მონობა არ მოიშლება.
მეორე გზა არის ჯნანა მარგა (ცოდნის გზა). ღმრთაებრივთან ერთიანობის გრძნობის მუდმივი განვითარებით – შივოჰამ (მე ვარ ღმრთაებრივი) მისი ცნობიერება ფართოვდება მომენტამდე სადაც ის ხდება ერთიანი უნივერსალურ ცნობიერებასთან და ყველა მიწიერი კავშირი იშლება.
თუ ყოველი შეისწავლის მის პოზიციას ამ უზარმაზარ კოსმოსში, ის გააცნობიერებს თავის უსასრულო სიმცირეს. ეგოიზმი წარმოიქმნება უმეცრებისგან. განდევნეთ ეგო და განავითარეთ სიყვარული. სიყვარულით განავითარეთ მსხვერპლი. მარტო მსხვერპლშეწირვას შეუძლია უკვდავების მინიჭება, ამბობს უპანიშადები. მსხვერპლს შეუძლია მიანიჭოს ნეტარება და ჯანმრთელობა. განიცადეთ გაზიარების სიხარული. უარის თქმა არის საღი ჯანმრთელობის გასაღები.
– ღმერთის საუბარი, 1997 წლის 11 აპრილი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 16 ივნისი.
ჩვენ ყველას გვსურს ბჰაგავანის ნახვა და განცდა ყველა დროში. მაგრამ ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ ამ განცდით დალოცვისთვის? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ მეშვეობით მშვენიერი დიალოგის პრაჰლადასა და ჰირანიაკაშიპუს შორის.
პრაჰლადამ უთხრა ჰირანიაკაშიპუს რომ ღმერთი არის ყველგან, როგორც მეცნიერები საუბრობენ ატომზე.
„არ ჩავარდე ეჭვში რომ ის არის აქ მაგრამ არა იქ. სადაც კი შენ იხედები, შენ გამოაჩენ მას“, – თქვა მან.
ჰირანიაკაშიპუმ თქვა: „მართლა? არის ღმერთი ყველგან? კარგი, მაჩვენე ის მე. ” პრაჰლადამ უპასუხა: „მამა! გრძნობებისა და ტანის ცნობიერების მონობაში ჩაძირულს გსურს ღმერთის დანახვა. ეს შეუძლებელია. შენ იბრძვი დიდებისა და მიწიერი უსაფრთხოების მოსაპოვებლად, მაგრამ არ გწყურია ღმერთი. ღმერთი გაძლევს რაც შენ გინდა. შენ გსურს რომ შენი ძალა და პოპულარობა გაიზარდოს. შენ ცხოვრობ ეგოსა და მიჯაჭვულობის ბატონობის ქვეშ. სანამ “მე” და “ჩემი” გრძნობები ჭარბობს, შენთვის შეუძლებელია ათმას პრინციპის გაგება.”
დღესაც კი, კაცი ეძებს ღმერთს იმ დროს როდესაც იდენტიფირდება ტანთან და აძლიერებს თავის გრძნობებს „მე“ და „ჩემი“. ისინი ვერ იპოვიან ღმერთს, მნიშვნელობა არ აქვს ისინი რამდენ ხანს ეცდებიან. ჯერ გაგებული უნდა იყოს არაორბითი ათმას პრინციპი. თქვენ უნდა შესთავაზოთ საკუთარი თავი ღმერთს! ეს რას ნიშნავს? ყველა მოქმედება უნდა შესრულდეს ღმრთიური გრძნობებით.
– ზაფხულის თავსხმები 1995, თავი 8.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 17 ივნისი.
რატომ არის მნიშვნელოვანი თვითკონტროლი და დისციპლინა სადჰანას გზაზე? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს.
კონტროლი იძლევა ძალას; რეგულირება იძლევა უფრო დიდ ძალას; დისციპლინა ავლენს ღმრთაებრიობას. ადამიანები ნაღვლობენ ბედნიერებისთვის. მაგრამ, შეუძლია ადამიანს მოიპოვოს იგი გრძნობებისადმი თავისუფალი მართვის ნების მიცემით? შეიძლება ადამიანი იყოს ბედნიერი დღეში ოთხჯერადი კვებით, ან პრესტიჟული მანქანებით სიარულით ან მრავალოთახიან ბუნგალოებში ცხოვრებით? არა.
ბედნიერება არის სხვების დახმარებაში. ეს გამოიხმობა დათმობით, არა დაგროვებით. გრძნობების კვება ხდის ადამიანს ცხოველურს და შეიზიდავს მას ჭუჭყსა და შერცხვენაში.
იოგი არის პიროვნება ვისაც თავისი ჭკუა ფიქსირებული აქვს ღმრთაებრივზე, არა საერისკაცოზე. გიტა მოუწოდებს კაცს გარდაქმნას საკუთარი თავი როგორც “სათათამ იოგინაჰი – მყოფი მუდმივად იოგი”. მაგრამ კაცი არის იოგი დილით, ბრუნდბა ბჰოგად (გრძნობად კაცად) შუადღეზე და როგად (დაავადებით დასნებოვნებულ პიროვნებად) როცა დღე მთავრდება! ადამიანი დღეს ცხოვრობს რწმენის გარეშე და იდეალების გარეშე. დჰარმა (უბიწო ცხოვრება) უნდა იყოს საფუძველი და მოკშა (განთავისუფლება), ზედნაშენი; მაგრამ მსოფლიოს ორივე აქვს უგულვებელყოფილი და იგი ეყრდნობა არტას (სიმდიდრეს), და კამას (სურვილს) ბედნიერებისა და განთავისუფლებისთვის!
– ღმერთის საუბარი, 1981 წლის 13 აპრილი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 18 ივნისი.
რა ცოდვები არის ის რაც უნდა ავიცილოთ ჩვენ თავიდან როცა ჩვენ ვატარებთ ცხოვრებას საზოგადოებაში? ბჰაგავანი სიყვარულით აღნიშნავს პრაჰლადასა და მამამისს შორის დიალოგის ფორმით.
პრაჰლადამ უთხრა ჰირანიაკაშიპუს: „შენ იდენ დანაშაულს საზოგადოების წინააღმდეგ ბრაჰმას სიკეთეების სიძლიერეზე დაყრდნობით. შენი ეგო გაგანადგურებს შენ მთლიანად. შენ გჭირდება თავმდაბლობა, რათა მიაღწიო ღმერთს. მამა! განათლება ხასიათის გარეშე, თაყვანისცემა მსხვერპლის გარეშე, სიმდიდრე ძალისხმევის გარეშე, პოლიტიკა პრინციპების გარეშე – ეს ცოდვები არის საფუძველი ყველა უბედურებისა მსოფლიოში.”
რა არის საზოგადოების ცოდვები? განათლება ხასიათის გარეშე არის ერთი. სიმდიდრე ძალისხმევის გარეშე არის მეორე. ჩვენ უნდა ვაკეთოთ ძალისხმევა! ძალისხმევის გარეშე როგორ შეიძლება შენ ელოდო რამეს სამაგიეროდ?
შემდეგი, თაყვანისცემა მსხვერპლის გარეშე. დიახ, შენ სრულად ლოცულობ. მაგრამ ეს არის ლოცვა მსხვერპლის გარეშე. მარტო მსხვერპლშეწირვა ანიჭებს ნეტარებას თაყვანისცემაში. პოლიტიკა პრინციპების გარეშე და მეცნიერება ადამიანური ღირებულებების გარეშე არის ზრდაზე. თუ მეცნიერებას აქვს პრინციპები, როგორ შეძლებდა ბომბები და არეულობის სხვა საშუალებები მოსვლას? ადამიანური ფასეულობები დაცემულია მეცნიერებაში.
– ზაფხულის თავსხმები 1995, თავი 8.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 19 ივნისი.
ჩვენ როგორ უნდა დავაბალანსოთ სიმდიდრისკენ სწრაფვა და ცხოვრების მიზნისკენ სწრაფვა? ბჰაგავანი სიყვარულით გვმეგზურობს ჩვენ დღეს.
ალალმართლად რომ ვთქვათ, ადამიანის სიცოცხლე არის წმინდა, ამაღლებული, წმინდათა წმინდა, მუდამ ახალი და მუდამ სუფთა. უპანიშადები ცდილობს გააღვიძოს და აღძრას კაცი ამ ჭეშმარიტების ცნობიერებაში რადგან კაცი თვლემს უმეცრებაში, გახვეული მის ეგოსა და სურვილებში. “გაიღვიძე და თაყვანი ეცი მზეს და აღიარე შენი რეალობა მისი სხივების სინათლეში”, ეს არის მოწოდება არეკლილი უპანიშადებიდან.
მაგრამ, კაცი არის ყრუ ამ ვედრებაზე. სამი ეშანა (მხურვალე სურვილი) იჭერს ადამიანს უკან: ის შეყვარებულია სიმდიდრეზე, მეუღლესა და შვილებზე. ესები აბრკოლებს მას ყოველ ნაბიჯზე და მოქმედებს როგორც წინააღმდეგობები მისი სულიერი წინსვლისთვის.
რა თქმა უნდა, ფული რაც აუცილებელია ცხოვრების პროცესისთვის და შრომა ამისთვის ვერ იქნება თავიდან აცილებული. მაგრამ, სიმდიდრე საზღვრებს მიღმა აფუჭებს ჭკუას და ბადებს ქედმაღლობას. ესები უნდა იყოს გამოყენებული კარგი მიზნებისთვის, სათნოებისა და კეთილდღეობის წახალისებისთვის, დჰარმას (სათნოების) გასაძლიერებლად და წინ ღმრთაებრივ გზაზე საკუთარი მოვალეობების შესასრულებლად. თუ სიმდიდრეები იხარჯება წარმავალი სურვილების რეალიზებისთვის, ესები არასოდეს იქნება საკმარისი, და ეგო აღმოაჩენს გამომუშავებისა და დახარჯვის უფრო ახალ და საზარელ გზებს.
– ღმერთის საუბარი, 1981 წლის 13 აპრილი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 20 ივნისი.
რატომ არის ჩვენი აზრები და ემოციები ასე მნიშვნელოვანი და რატომ უნდა ვეცადოთ მუდმივად და განვწმინდოთ ესები? ბჰაგვანი სიყვარულით განმარტავს ჩვენი ყურადღების მიზიდვით საინტერესო ფაქტზე ბჰაგავათამში.
განსხვავება ადამიანსა და დემონს შორის წარმოიშბა მხოლოდ ხარისხებიდან. დემონებს არ აქვთ რამე განსაკუთრებული ფიზიკური თვისებები როგორც ეს კინოებსა და წიგნებშია განსახიერებული. ისინიც ადამიანები არიან. მხოლოდ ხარისხებით ხდება ადამიანი დემონად.
ბჰაგავატამში არის კარგი მაგალითი. კრიშნა იყო ღმერთი თვით. მისი მშობლები, დევაკი და ვასუდევა იყვნენ ნამდვილი ადამიანები. და დევაკის ძმა, კამსა, იყო დემონი.
ამრიგად, სამივე კატეგორია – ღმრთაებრივი, ადამიანური და დემონური – შეიძლება არსებობდეს ერთ ოჯახშიც კი! კამსა დემონი იყო მისი ბრაზისა და სისასტიკის გამო. დევაკი და ვასუდევა იყვნენ ადამიანები მათი სიკეთისა და თანაგრძნობის გამო. მფლობელი ღმრთიური თვისებების, რაც არის ყოველგვარი ატრიბუტების მიღმა, კრიშნა იყო ღმერთი.
– ზაფხულის თავსხმები 1995, თავი 8.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 21 ივნისი.
ჩვენ რატომ უნდა ვაპრაქტიკოთ ღმერთის ხელის დანახვა ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტში, მიუხედავად წვიმის ან მზის სინათლის? ბჰაგავანი სიყვარულით გვმეგზურობს ჩვენ დღეს კრისტალურად სუფთა ტერმინებით!
კარგი და ცუდი – ყველაფერი არის ღმერთის ნება. ჩვენ არ უნდა განვასხვავოთ ეს ორი. ადამიანებს სჯერათ, რომ კარგი მოვლენები არის ღმერთის ნება და ცუდი არა. ამ მსოფლიოში არავინ ჭამს მხოლოდ ტკბილ ან მხოლოდ მწარე საკვებს. ყველა ჭამს ორივეს ტკბილსაც და მწარესაც. სხვა სიტყვებით, ყველა განიცდის ორივეს კარგსაც და ცუდსაც.
თუ ჩვენ გამოვიკითხავთ, მწარე გამოცდილება არის აუცილებელი! მხოლოდ მაშინ შეგვიძლია ჩვენ დავაფასოთ სიმშვიდის, კმაყოფილების და ნეტარების ღირებულება. სირთულეები და სიხარული ერთად დადის. არავის შეუძლია მათი განცალკევება. ბედნიერება არ არსებობს მარტოდ სადმე. ბედნიერება წარმოიქმნება, როდესაც სირთულეები გადაილახება.
ბავშვი თანდათან ხდება პაპა, ბაბო. მაგრამ ეს ორი არ არის განსხვავებული. მსგავსად, კარგი ჩვენში შეიძლება გახდეს ცუდი და ცუდი შეიძლება გახდეს კარგი. ჩვენ უნდა განვიცადოთ ორივეს ერთიანობა. ის რაც გვაიძულებს ჩვენ გავიგოთ ეს ერთიანობა არის ჩვენი ღმრთიურება. როდესაც ჩვენ ვშორდებით ღმრთიურებიდან, ჩვენ ვუარესდებით დემონურ და ცხოველურ მდგომარეობამდე.
– ზაფხულის თავსხმები 1995, თავი 8.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 22 ივნისი.
შეუძლია ჩვენგან თითოეულს მონაწილეობა ბჰაგავანის ღმრთაებრივ მისიაში? რა არის ის ღმრთაებრივი ამოცანა რისთვისაც ის მოვიდა? ბჰაგავანი ნათლად და ხაზგასმით გვიხსნის ჩვენ დღეს.
მიზანი რისთვისაც მე მოვედი არ არის პატარა სურვილების ასრულება ან დასწრება მცირე ინციდენტებზე.
არსებობს დიდი ჭეშმარიტება რაც მე უნდა დავაარსო. არსებობს მნიშვნელოვანი ცვლილება ადამიანურ მსოფლმხედველობაში რაც მე უნდა მოვიტანო. ვერავინ გამაჩერებს და ვერ შემაჩერებს ამოცანების შესრულებისგან რისთვისაც მე მოვედი, კერძოდ ერთი მარადიული ჭეშმარიტების დასამკვიდრებლად.
თქვენ უნდა ითამაშოთ როლი საის მისიის შესრულებაში, რომელიც ჩვენს წინ არის. დჰარმას დაარსება არის ამოცანა რომელზეც ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა ვიზრუნოთ და მე ვიმედოვნებ რომ თქვენ ყველა შეასრულებთ თქვენს როლს, როგორი მცირეც კი შეიძლება იყოს იგი, საის სამუშაოს შესრულებაში.
ვინაიდან ყველაფერი დამოკიდებულია ჭეშმარიტებაზე, ასეთი ჭეშმარიტება არ არის რამე რაც ვინმეს უნდა დაემორჩილოს. ტყუილი უნდა დაემორჩილოს თითქმის ყველას ვისთანაც იგი შედის კონტაქტში. ჭეშმარიტება არასოდეს არის ვინმეს მორჩილი. ეს ფორმა არის ფორმა სატია საის ვინც არის ჭეშმარიტების განსახიერება.
– ზაფხულის თავსხმები 1974, თავი 32.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 23 ივნისი.
როგორი არის მდგომარეობა საზოგადოებაში რის მოწმენიც ჩვენ ვართ ჩვენს ირგვლივ აწმყო დროებში და როგორ შეგვიძლია ჩვენ გავაუმჯობესოთ? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ პრობლემის შესახებ და ასევე იძლევა გადაწყვეტას.
განათლებულ ადამიანებს არ სჩანს ჰქონდეთ რამე პატივისცემა მორალური ფასეულებების მიმართ. მათ არ აქვთ მადლიერება მათ მიმართ ვინც დაეხმარა მათ გაჭირვების დროს. მათ არ აქვთ პატივისცემა თავიანთი ნათესავებისა და ახლობლების მიმართ და არ ყოყმანობენ მათთვის ზიანის მიყენებაზე. სტუდენტებს ვინც გაიარეს მრავალი წლის უმაღლესი განათლება მოგეხსენებათ აქვთ ყოფაქცევა უღირს მანერაში. განათლებული ახალგაზრდა კაცები და ქალები არ იქცევიან როგორც კულტურული ადამიანების არსებები ქორწინების ცხოვრების რამდენიმე თვის შემდეგ. ბევრი ატარებს საცოდავ ცხოვრებას.
რა ფასი აქვს განათლებას რომელიც არ აძლევს კაცს შესაძლებლობას შეასრულოს თავისი მოვალეობა მისი ცოლისა და შვილის მიმართ? პირველი აუცილებელი პირობაა განათლებულ ადამიანებში გაბატონებული ცუდი ხარისხების თავიდან მოშორება. ისინი უნდა დაბრუნდნენ მორალისა და სწორი ქცევის გზაზე.
ბევრ განათლებულ ადამიანს არ აქვს არც ცოდვის შიში და არც ღმერთის სიყვარული. ამიტომ ყველამ უნდა დაიწყოს საკუთარი ცუდი თვისებების მოშორება და ღმრთაებრივი ხარისხების ჩანერგვა. კაცმა უნდა გააცნობიეროს ღმრთაებრივი შიგნით. ამისათვის, სუფთა სიყვარულის გზა არის საუკეთესო გზა!
– ღმერთის საუბარი, 1984 წლის 2 აპრილი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 24 ივნისი.
რა არის ის ანალიზი რაც ყველა ჩვენგანმა როგორც სულიერმა ასპირანტმა უნდა გავაკეთოთ როცა ჩვენ ვეჯახებით ჩვენს შეცდომებს? ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის ჩვენ დღეს.
თუ ასპირანტები წარუმატებლები არიან მიდევნაში ერთი დისციპლინის, მათ უნდა ეძებონ და იპოვონ მათი დამარცხების მიზეზი. ეს ანალიზი არის აუცილებელი. შემდეგ მათ უნდა ყურადღება მიაქციონ, რომ მეორე ეტაპზე ეს თვისება არ იყოს გამეორებული. ისინი უდიდესად უნდა ეცადონ თავის დაცავას ამის წინააღმდეგ.
ასეთ საკითხებში, ადამიანი უნდა იყოს სწრაფი და აქტიური, როგორც ციყვი. სიმარდე და სიფხიზლე უნდა იყოს შერწყმული გონების სიმახვილესთანაც. ეს ყველაფერი შეიძლება მოპოვებული იყოს მხოლოდ მშვიდობით. სტაბილური და უდრეკი სერიოზულობა არის ძალზე მნიშვნელოვანი ჭკუაში კონფლიქტების თავიდან ასაცილებად და დასაძლევად. ადამიანი უნდა იყოს მშვიდი და აუღელვებელი.
სიმამაცე, ბრძნული გარჩევა და სიმყარე – ესები ხდის ნების-ძალას (იჩჩა-შაკთის) ძლიერს და მტკიცეს. ბზინვარება სახეზე, ბრწყინვალება თვალებში, გადამწყვეტი მზერა, კეთილშობილური ხმა, გრძნობის დიდსულოვანი ქველმოქმედება, ურყევი სიკეთე – ესები არის ნების-ძალის განვითარებისა და პროგრესის ნიშნები. ჭკუა მღელვარების გარეშე, სამხიარულო და უმწიკვლო მსოფლმხედველობა – ესები არის ნიშნები ადამიანის ვისშიც მშვიდობას აქვს გადგმული ფესვები!
– პრაშანტი ვაჰინი, თავი 6.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 25 ივნისი.
ჩვენ რატომ ვმარცხდებით ჩვენში ღმრთაებრიობის გაცნობიერებასა და ჩვენს გარშემო მყოფ ადამიანებში? ბჰაგავანი სიყვარულით მიგვანიშნებს ჩვენ დღეს და მსუბუქად გვიბიძგებს ჩვენ ამაზე.
რა არის მიზეზი ამ უუნარობისთვის ღმრთაებრიობის გაცნობიერებაში? ეს არის იმიტომ რომ ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ მოთხუპნულ საფარს რომელშიც იგი არის გახვეული. თუ ჩვენი ტანსაცმელი ბინძურდება, ჩვენ ვიცვლით მას რადგან გვრცხვენია გამოჩენა ჭუჭყიან ტანსაცმელში. თუ ჩვენი სახლი ჭუჭყიანია, ჩვენ ვცდილობთ გავწმინდოთ იგი ასე რომ მნახველებმა არ მიიღონ ცუდი შთაბეჭდილება. მაგრამ როცა ჩვენი ჭკუები და ჩვენი გულები არის დაბინძურებული, ჩვენ არ გვრცხვენია!
უცნაური არ არის რომ ჩვენ ასე ვზრუნავდეთ ჩვენი ტანსაცმლისა და ჩვენი სახლების სისუფთავეზე, მაგრამ არ ვზრუნავდეთ ჩვენი გულებისა და ჭკუების სისუფთავეზე რაც ვნებს მთელს ჩვენს ცხოვრებას? ჩვენი გულებისა და ჭკუების გასაწმენდად, პირველი რამ რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ არის ცხოვრების უბიწოდ გატარება. ჩვენი ქმედებები უნდა იყოს დაფუძნებული ზნეობაზე.
გათამამება სხვების შეურაცხყოფაში ან ტკივილის მიყენება მათზე არ არის ადამიანური ბუნების ნიშანი. ბოროტება რასაც ჩვენ ვაკეთებთ სხვების მიმართ საბოლოოდ უკუეცემა ჩვენზე!
– ღმერთის საუბარი, 1984 წლის 2 აპრილი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 26 ივნისი.
ჩვენ რატომ უნდა გვქონდეს უფლის სახელის რწმენა და რატომ უნდა ჩავეჭიდოთ მასზე გულწრფელად? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს დიდ ერთგულთა ძვირფასი მაგალითებით.
გჯეროდეთ, რომ სახელი არის ნავი რომელიც გადაგიყვანთ ამსოფლიური ცხოვრების ზღვაზე. სახელი არის უფრო ეფექტური ვიდრე ფორმის განჭვრეტა.
დრაუპადიმ არ გაგზავნა ეტლი კრიშნას მოსაყვანად მის საშველად; მან წარმოთქვა სახელი თავის აგონიაში და კრიშნამ უპასუხა, და იხსნა ის გარდაუვალი სირცხვილისგან.
ტრეტა იუგაში, როცა რამაიანა ხდებოდა, ნალა და მისი მაიმუნები ზღვაზე აშენებდნენ ხიდს ლანკასკენ; ლოდები რომლებზეც მათ დაწერეს წმინდა სახელი რამა, ტივტივებდა წყლებზე, მაგრამ, მათ ნახეს რომ ლოდები ცურავდა ურთიერთდაშორებულად ქარისა და ტალღის გამო. მათ ვერ მისცეს ფორმა უწყვეტ ხიდს ჯარის გასავლელად მასზე. ზოგიერთმა გენიალურმა ადამიანმა შესთავაზა ერთ ლოდზე დაეწერათ “რა” და მეორეზე “მა” და მათ ნახეს რომ ორი შეიკრა მაგრად ერთად.
სახელი იმსახურებს ტივად თქვენთვისაც; ის მიგამაგრებთ თქვენ ღმერთთან და მოგიტანთ თქვენ მის წყალობას!
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 24 ოქტომბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 27 ივნისი.
რა არის ის ხარისხი რომელიც გვამყოფებს ჩვენ დამკვიდრებულად აწმყოს რეალობაში? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ პატარა მოთხრობით დღეს.
კმაყოფილება, თავმდაბლობა, განმარტოება – ეს გამყოფებთ თქვენ ჭეშმარიტების გზაზე. ქუჩის მოვაჭრეს თავის თავზე ჰქონდა ცარიელი ბოთლებით სავსე კალათა, როცა ის მიდიოდა ბაზრისკენ. მას იმედი ჰქონდა გაყიდდა ბევრს ათი რუპიის მოგებით და, ათ დღეში, მან დათვალა მისი შემოსავალი უნდა დაგროვილიყო ას რუპიამდე. ამით როგორც კაპიტალით, მან დაგეგმა უფრო მომგებიან გარიგებებზე გადართვა, ასე რომ მან წარმოიდგინა მას რამდენიმე თვეში შეეძლო გაეკეთებინა მილიონი რუპიის დანაგროვი და აეშენებინა ბუნგალო მრავალი მსახურის ზრუნვის ქვეშ მყოფი, მთელი სახლის ირგვლივ მოკაშკაშე მშვენიერი ბაღით. იქ, მან დაინახა საკუთარი თავი დივანზე სიმწვანეში და თამაშში თავის შვილიშვილებთან. როცა ის ჩაფლული იყო ამ მომხიბვლელ სცენაში, მოულოდნელად მან დაინახა თავის შვილიშვილებს შორის ერთ-ერთი მსახურის შვილი; ის გაბრაზდა ამ არასასურველ შემოჭრაზე. დაიჯერა მისი ფანტაზია იყო რეალობა, მან უეცრად ხელი ჩაავლო ბავშვს და მისცა მას ძლიერი ბიძგი, მაგრამ აღმოაჩინა რომ ბოთლების კალათა გზაზე დაეცა და ყველა იმედი ათი რუპიისაც კი დაკარგა! ეს იყო სიხარბის სუსტ საფუძველზე აგებული ოცნების დასასრული.
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 24 ოქტომბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 28 ივნისი.
რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ არ შეგეშინდეთ ყველაზე ცუდი შედეგის? რა არის ყველაზე სასარგებლო ხარისხი საკულტივიროდ? ბჰაგავანი სიყვარულით გვმეგზურობს ჩვენ დღეს ტკბილად, კრისტალურად სუფთა ტერმინებით!
ადამიანს ყოველთვის უნდა ჰქონდეს მშვიდი აზრები. მხოლოდ მაშინ შეიძლება ადამიანის ჭკუას ჰქონდეს სიმშვიდე. ეს არის მხოლოდ ჭკუის დისციპლინის საკითხი – რთული დასაწყისში, მაგრამ როცა დაუფლებულია, ყველა უბედურებისა და საზრუნავის დაძლევის უნარის მქონე!
მშვიდი ჭკუა არის ძალზედ აუცილებელი ყოველი ასპირანტისთვის, ვინც წინ მარშირებს; ეს არის ძალიან სასარგებლო ხარისხი. ასეთი ჭკუა იძლევა ნამდვილ ძალასა და ბედნიერებას. შეეცადეთ მოიპოვოთ იგი. უბედურებაც რომ მოხდეს, თქვენ არ უნდა გაიტეხოთ გული. ჭკუა ყოველთვის უნდა იყოს სუფთა, უმანკო და მშვიდი, სიმამაცით სავსე.
წარსულისთვის უტირლობა, დაკისრებული დავალების შესრულებაში შეუფერხებლობა – ეს არის ასპირანტის ნიშანი. სიამოვნება მოგებაზე, სიხარულსა და ხალისზე; დანაკარგის და უბედურების გამო სევდა – ეს არის ბუნებრივი მახასიათებლები საერთო ყველა მოკვდავისთვის. მაშ, რა არის ასპირანტების უპირატესობა? მათ არ უნდა დაივიწყონ პრინციპი: იყავი ფხიზლად და იტანჯე აუცილებლად მხიარულად.
როცა სირთულეები და დანაკარგები წაგლეკავთ, არ გაიტეხოთ გული და არ დააჩქაროთ რამე მოქმედება, არამედ მშვიდად დაფიქრდით იმაზე, თუ როგორ წარმოიქმნა ესები. შეეცადეთ იპოვოთ რამე მარტივი საშუალებები მათ დასაძლევად ან თავიდან ასაცილებლად სიშვიდის ატმოსფეროში.
– პრაშანტი ვაჰინი, თავი 6.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 29 ივნისი.
რა არის წარმატების გასაღები, იქნება ეს მიწიერი თუ სულიერი? ბაკრიდის წმინდა დღესასწაულზე, ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ იმ ექვს ხარისხს რაც ჩვენ უნდა ვკულტივიროთ.
სადაც წარმოდგენილია გულმოდგინების, სიმტკიცის, გამბედაობის, გონიერების, უნარისა და გმირობის ექვსი ხარისხი, იქ ვლინდება ღმრთიური დახმარება.
სიყვარულის ტანმოსილნო! ნებისმიერ სფეროში, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი კაცისთვის ვინც დაჯილდოვებულია ამ ექვსივე ძვირფასი ხარისხით, წარმატება არის გარანტირებული. ეს ხარისხები ეხმარება კაცის ყოვლისმომცველ კეთილდღეობას. ყველა წარმატება მოდის ადამიანთან ამ ექვსი ხარისხით.
თუმცა, ეს ხარისხები აწყდება სხვადასხვა სირთულეებს დროდადრო. როგორც სტუდენტს უწევს სხვადასხვა გამოცდის გავლა, ეს ხარისხებიც ექვემდებარება გამოცდას. ასეთი განსაცდელები უნდა განიხილებოდეს როგორც საფეხურები ადამიანის მაღალი მიღწევებისკენ. ეს განსაცდელები არის დანაკარგების, უსიამოვნებების, ტკივილების, ტანჯვებისა და ცილისწამების ფორმით. ადამიანმა უნდა გადალახოს ეს უსიამოვნებები გამბედაობით და თავდაჯერებულობით და წინ უნდა წავიდეს.
სტუდენტებმა განსაკუთრებით უნდა განივითარონ თავდაჯერებულობა. თავდაჯერებულობის გარეშე ექვსი ხარისხის მიღწევა შეუძლებელია. სინამდვილეში, თავდაჯერებულობა უნდა იყოს ყველა ადამიანის სიცოცხლის სუნთქვა.
– ღმერთის საუბარი, 1997 წლის 14 იანვარი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 30 ივნისი.
რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი სათნოება რაც სტუდენტებს, და სინამდვილეში ჩვენგან ყველას გვჭირდება საკულტივიროდ? ბჰაგავანი სიყვარულით გვმეგზურობს და შთაგვაგონებს ჩვენ დღეს.
ვიშვამიტრა, დაყრდნობილი თავის ინტელექტზე, ფიზიკურ ძალასა და თავისი იარაღის ძალაზე, ცდილობდა ომის დაწყებას ვასიშთასთან, ვინც ეყრდნობოდა ღმრთიურ ძალას. ბოლოს და ბოლოს მან გააცნობიერა ჭეშმარიტება რომ მისი ძალები არ იყო სახეირო სულიერი ძალის წინააღმდეგ, უარი თქვა თავის სამეფოზე და შეუდგა სასტიკ მონანიებას.
ფიზიკური მამაცობა საერთოდ არ არის ძალა. ეს ნამდვილად არის სისუსტის ნიშანი. ყველა ფიზიკური ძალა არის მართლაც უძლური. მთელი მიწიერი ქონება არის არამუდმივი. კაცი დღეს მისდევს ამ წარმავალ სიამოვნებებს, ივიწყებს თავის თანდაყოლილ ღმრთიურებას.
სტუდენტებმა უნდა კულტივირონ თავდაჯერებულობა და გამოავლინონ თავიანთი ღმრთაებრიობა თავიანთ მეტყველებაში, თავიანთ სიმღერებში, თავიანთ თამაშებში და ყველა მოქმედებაში. თუმცა, შემთხვევით სისუსტე მათში შეიძლება გამოვლინდეს. მაგალითად, როდესაც ისინი ემორჩილებიან უსიამოვნებებს, დაძლეული არიან მწუხარებით და უძლური არიან დანაკარგების პირისპირ დგომაზე, ისინი აჩვენებენ თავიანთ შინაგან სისუსტეს.
სტუდენტები უნდა დაუპირისპირდნენ ასეთ სიტუაციებს სიმტკიცით. იყავით უშიშარნი. როდესაც თქვენ ხვდებით სირთულეებს გაბედულად, თქვენ მიდიხართ წარმატებამდე. ამიტომ, გქონდეთ რწმენა საკუთარ თავში და მიაღწიეთ წარმატებას ცხოვრების ყველა სფეროში.
– ღმერთის საუბარი, 1997 წლის 14 იანვარი.

სატია საი ბაბა