უკან: ნაწილი IV
“რას ნიშნავს რიცხვი 9?
რიცხვი 9 მიუთითებს ბრაჰმანზე.
ადამიანის სხეულში 9 ნახვრეტია.
თუ ჩავიხედავთ საკითხის სიღრმეში, მაშინ გამოვლინდება, რომ კაცობრიობა დამოკიდებულია 9 პლანეტისგან.
მაგრამ, მართალია ასტროლოგები ლაპარაკობენ 9 პლანეტის შესახებ, სინამდვილეში მნიშვნელობა აქვთ მხოლოდ 2 პლანეტას – ეს არის რაგა, მიბმულობა და დვეშა, სიძულვილი.
მიბმულობისა და სიძულვილის ძირითადი მიზეზი
არის
ჭკუა.
ჭკუაშია გახვეული ყველაფერი და ის გარს ერტყმის ყველაფერს. სადაც არ არის ჭკუა, იქ სამყარო არ არსებობს. სადაც არ არის სამყარო იქ წყვეტს არსებობას მიბმულობა და სიძულვილი. სადაც არ არის სიძულვილი და მიბმულობა, წყვეტს არსებობას მწუხარება და სიხარული.
ასეთი არსებობა, თავისუფალი მწუხარებისა და სიხარულისგან, არის სწორედ
ადამიანის ჭეშმარიტი მდგომარეობა.
ადამიანის მწუხარებისა და ტანჯვის მიზეზი არის მიბმულობა და სიძულვილი.
სიძულვილისა და მიბმულობის მიზეზი არის ეს სამყარო, სამყაროს საფუძველი კი არის ჭკუა.
ამ სამყაროს მიბმულობები არ არის ხანგრძლივ-მარადიული.
ადამიანები დაბადებული არიან უკვე მრავალჯერ და ბევრჯერ გაატარეს თავიანთი ცხოვრება, უყვარდათ, იყვნენ საყვარელნი და მიებმებოდნენ სხვა ადამიანებთან.
მაგრამ თუნდაც ვინმეს დარჩა ამ ყველაფრისგან რაიმე კვალი?
იცის კი მან, ეს ყველაფერი სად ხდებოდა?
დარდობს კი თუნდაც ვინმეზე იმათგან, ვინც ოდესღაც უყვარდა?
იხსენებს კი მათ, უკიდურეს შემთხვევაში, დრო და დრო მაინც?
არა.
მაშინაც ხომ ის განიცდიდა ისეთივე სიყვარულს და მიბმულობას, მაგრამ დროის გავლის შემდეგ ეს ყველაფერი დავიწყებულ იქნა.
და ზუსტად ასევე, როცა ადამიანი დატოვებს ამ სამყაროს, მისი სიყვარული სხვების მიმართ, ამ სიყვარულის სიხარული, ტკივილი და ბედნიერება – ყველაფერი დავიწყებული იქნება. მაშ რა სარგებლობაა განიცდიდე მიბმულობას ამ წარმავალი სხეულის მიმართ?
სხეულთან და მის ორგანოებთან მიბმულობის გამო ჩვენ განვადიდებთ სამყაროს სილამაზეს. ვიდრე ადამიანი მიბმულია გარე ბუნებასთან, მას არ ძალუძს თავი აარიდოს მწუხარებისა და სიხარულის, დამარცხებისა და წარმატების, უბედურებისა და ბედნიერების დარტყმებს.
თანამედროვე მსოფლიოში ყველა მღელვარების, გარჩევებისა და ქაოსის მთავარი მიზეზი არის სხეულთან მიბმულობა, რომელიც ბადებს ეგოურობას და ეგოცენტრულობას.
სხეულზე ზრუნვა აუცილებელია, მაგრამ გარკვეულ ფარგლებამდე. სხეული, რა თქმა უნდა საჭიროებს დაცვას, დასვენებას და გართობას. მაგრამ ეს ყველაფერი იმისთვისაა, რომ მან შეძლოს თავისი მოვალეობების შესრულება.
როცა ოჯახში ვინმე კვდება, განა სახელდობრ სიკვდილი ამწუხრებს? არა. მწუხარების მიზეზი არის მიბმულობა მომკვდარ ადამიანთან. როცა კვდება ბავშვი, ჰკითხეთ თქვენს თავს: “განა ის ჩემთვის დაიბადა?” ის დაიბადა, რათა შეასრულოს თავისი საკუთარი დანიშნულება, გამოიმუშაოს თავისი საკუთარი ისტორია.
ცხელი ზაფხული გიგზავნით თქვენ კონდიციონერს. მწუხარება თქვენ გამოგიგზავნათ ღმერთმა. ამიტომ მიიღეთ თქვენზე თავსდატეხილი გაჭირვებები, როგორც გამოცდა, რომელიც თქვენ გაძლევთ ხელსაყრელ შესაძლებლობას შეისწავლოთ მიუბმელობა”.
ბაბა
მოწაფეს ჰყავდა მეურვე – გამორჩეული ჭკუის, დიდი შესაძლებლობებისა და ფართო ინტერესების პიროვნება. და ის ყოველთვის ხატავდა რომელიღაც არსების გამოსახულებას ოთხი კიდურით, მაგრამ არა ადამიანის სახისას.
“შენ იცი ეს ვინ არის?” – ჰკითხა ერთხელ მოწაფე გოგონამ, რომელიც ინტერესით იმეორებდა იმას, რასაც მას მასწავლებელი ეუბნებოდა.
“ვინ?” – მეურვემ აშკარად იცოდა პასუხი.
“ეს არის სუბადამიანური არსი, რომელიც შენ გმართავს”. მეურვის სახეზე გამოიხატა აშკარა კმაყოფილება და დაფარული გრძნობა რჩეულობის და აღმატებულობის.
“მაგრამ ჩვენი ზიარების მადლით”, – იმეორებდა გოგონა მასწავლებლის სიტყვებს, – “მისი ზემოქმედება შენზე სულ უფრო სუსტი ხდება – სურათებზე ის სულ უფრო გამხდარი და პატარაა…
“და თუ ჩვენ შემდეგშიც ვიქნებით შენთან”, – აიტაცა მეურვემ, – “მაშინ ის სრულიად გაქრება ჩემი ცხოვრებიდან”.
გამარჯვებულთან სიმბიოზი არსებობს ორმხრივი სიამოვნებისთვის. მოხეტიალის გამოსაკვების ძებნაში მოწყურებული მეურვის სული მოითხოვდა ფართო ურთიერთობებს – შეპყრობისას ადამიანი კარგავს მორალისა და ზნეობის პრინციპებს.
მოწაფე გოგონამ გაიგო, რომ მას ჰყავს დუბლიორი ქალი. ასეთმა გამყიდველობამ ის გააოგნა.
მაგრამ – თვითონ ვარ დამნაშავე.
“თუ მიდიხარ – წადი”. მან უცბად გაწყვიტა ყველა ურთიერთობები. და, რომ დაებრუნებინა დაკარგული წონასწორობა, აიღო შვებულება და გაემართა “ბუნებაში”. მასწავლებელი მკაცრად მოითხოვდა აეყვანა თავისი თავი ხელში, მაგრამ ეს არ გამოსდიოდა – ჩანს, ხელები რამდენადმე დასუსტდა.
ერთხელ მათი ჯგუფი ჩასვეს ავტობუსში და წაიყვანეს ექსკურსიაზე. ამინდი იყო ჟინჟღლიანი, ცვალებადად მოდიოდა წვიმა და თოვლი.
ავტობუსი მოსრიალდა თოვლის ფაფაზე და გზიდან კიუვეტში გადავარდა. მოწაფე, როგორც მან შემდეგ გაიგო, გამოვარდა ფიზიკური სხეულიდან და სადღაც მაღლიდან თვალს ადევნებდა, სალონი შენელებული ტემპით როგორ იხრებოდა გვერდზე.
“თუ ავტობუსი რამდენიმეჯერ გადარტიალდება…”, – იყო დაუსრულებელი აზრი – იმ გაგებით, რომ მაშინ დაბრუნება არ ღირს. მაგრამ ავტობუსი დაწვა გვერდზე და გაჩერდა.
ამაში დარწმუნების შემდეგ, მან ჩაყვინთა უკან და შემდეგ გაელვებაში აღმოაჩინა, რომ წევს ცოცხალი ახალგაზრდების გროვის ზემოთ.
ისინი ამოძვრნენ სახურავის საძვრენიდან. არავინ განსაკუთრებულად არ დაშავდა. და მხოლოდ მის ლოყაზე აღმოჩნდა სისხლი.
იყავით ყურადღებით – თქვენს გარშემო არის ნიშნები.
სისხლი – აქ საქმე ტრამვაში არ იყო, ეს იყო სერიოზული გაფრთხილება: მან დაარღვია ღმერთის გეგმის შესრულების ვადები, რადგან მიეცა თავის თავისადმი უზომო სინანულს.
შეცნობა იყო მკვეთრი და თვალისმომჭრელი.
“მაგრამ, სვამი, მე არ მაქვს ძალა ამის გასამკლავებლად. დამეხმარე მე!”
და მან გოგონას მისცა მაგიური ოთხეული – შეასწავლა მას დამოკიდებულებიდან გათავისუფლების ხერხი. დაუყოვნებელი მოქმედების მიტევების ხერხი.
მაგიური ოთხეული
შენ წარმოიდგენ შენთვის იმის სახეს, ვისთან მიბმულობის, დამოკიდებულებისა და კავშირებისგანაც შენ გინდა გათავისუფლება.
და
1
თხოვ მას პატიებას ყველაფერზე, რისი მიზეზიც შენ გახდი ნებით თუ უნებლიეთ.
2
თხოვ უზენაესს პატიებას ყველაფერზე, რაშიც თვითონ იყავი დამნაშავე, შენ ამის შესახებ გახსოვს თუ არა.
3
თხოვ უზენაესს პატიებას იმის მაგიერ და ყველაფერზე, რაშიც ის იყო დამნაშავე და რისი მიზეზიც ის გახდა.
4
მთელი სულით პატიებ მას და მიმართავ შენს წინაშე მდგომ სახეს მაღლა, შინაგანი სივრცის ლურჯ ცაში, ვიდრე ის არ გაიხსნება და მთლიანად არ გაქრება ბრწყინვალე სინათლეში.
ხმაურობდნენ მაღალი ფიჭვები. მთვარის შუქი ეფინებოდა დედამიწას. მადლიერი გული დიდებას უმღეროდა მასწავლებელს – მოწაფე გოგონა იყო თავისუფალი.
იმ დროიდან ბევრ ადამიანს გადასცა გათავისუფლების ეს მეთოდი. და არ იყო არც ერთი, ვისაც ის არ დაეხმარა.
მეურვე კი გადასახლდა მეორე ქალაქში და იქ შეუერთდა მსხვილ რელიგიურ თემს.
“მას აქვს ეგრეგორის მთელი ძალის გამოყენების იმედი”, – აღუშფოთებლად განუმარტა მასწავლებელმა.
“და როგორ არის მისი მპყრობელი?” – დაინტერესდა მოწაფე.
და დაინახა დიდი ზომის, კარგად გამოკვებილი და სიცოცხლის მოტრფიალე არსება, რომელიც კენტავრის მსგავსი გამხდარიყო მისი ყოფილი მეურვის ხუჭუჭთმიანი თავით – ეს იყო სრული და დაუნაწილებელი ხელისუფლება.
ღმერთო, როგორიღა იქნება გადასახადი?!!
“ოჰ, ღმერთო, გმადლობ შენ! შენ მე უბრალოდ გადამარჩინე!”
მწარე კაპსულის წესი
ტანჯვაშიც უნდა გახსოვდეს, რომ რაც ჩვენ გვხდება –
ჩვენი სიკეთისთვისაა.
“მთხოვეთ მე, როცა თქვენ გჭირდებათ დახმარება. მთხოვეთ, როგორც ბავშვი თხოვს მამას, გრძნობით, რომ ღმერთი თქვენთვის არის ყველაზე ახლობელი და ძვირფასი.
წყალობა გადმოიღვრება იმაზე, ვინც მას ეძებს,
დააკაკუნეთ და კარები გაიღება;
ითხოვეთ და საკვები მოგეცემათ;
ეძებეთ და საგანძური გახდება თქვენი.
გაჭირვებულ მდგომარეობაში ჩავარდნისას,
ილოცეთ მძღოლობაზე.
უფალი გაჩვენებთ თქვენ გზას.
თხოვეთ მას, და
ის თქვენ გიპასუხებთ.
ის წაგიყვანთ თქვენ,
ის თქვენ დაგეხმარებათ.
მაგრამ მხოლოდ ერთი პირობით – თქვენ მას უნდა თხოვოთ დახმარების შესახებ.
ზოგიერთებს ეშინიათ თხოვონ ღმერთს რაიმე – ისინი ელოდებიან რომ ის დასჯის მათ. მაგრამ ეს არ არის ღმერთის სამუშაო. მისი გზა არის არა დასჯა, არამედ სიყვარული.
გადალახეთ შიში ღმერთის წინაშე, თხოვეთ მას დახმარების შესახებ. და ღმერთი მოგცემთ მეტს, ვიდრე თქვენ თხოვდით, თუ კი თქვენ მისდევთ მის ბრძანებებს და მთელი გულით ეთაყვანებით მას”.
ბაბა
მიბმულობა, მოჰა, დამახასიათებელია ყველა ცოცხალი არსებისთვის, მაგრამ მხოლოდ ადამიანს აქვს უნარი გადალახოს ის და მიაღწიოს გათავისუფლებას.
მააიიას, ესე იგი ილუზიას, რომელიც გარს ახვევია ადამიანს, ის მიჰყავს არასწორი მიმართულებით.
მააიიას, აქვს სამი თვისება: ეს არის სათვა, რაჯასი და თამასი – სისუფთავე, ვნებიანობა და ინერტულობა. ამ თვისებების გამო ადამიანი ივიწყებს თავისი ღმრთიურების შესახებ და იწყებს მოქცევას ისე, როგორც ცხოველი.
მააიიას სამი თვისება და მოჰას სამი ფორმა,
შეთანწყობით,
ადამიანს გადააქცევს ეშმაკად.
მოჰას სამი ფორმა – ეს არის სიმდიდრის წყურვილი, მიბმულობა ცოლთან და მიბმულობა შვილებთან. ეს სამი ხდის ადამიანს მიბმულობის მონად. თუ თქვენ მიბმული ხართ ცოლთან და შვილებთან, მიწასთან და სახლებთან, საბანკო ანგარიშებთან და ბალანსებთან, მაშინ პირველები გტოვებენ თქვენ, სხვები კი განიცდიან ზიანს, თქვენ ვარდებით იმედგაცრუებაში.
სრულიად ნათელია, რომ ადამიანმა უარი უნდა თქვას გრძნობითი ობიექტების დევნაზე, თუ ის ისწრაფვის ხანგრძლივი სიმშვიდისა და სიხარულისკენ.
მატერიალურ სიმდიდრეს თან მოაქვს არა მარტო სიხარული, არამედ მწუხარებაც.
მიბმულობა არის როგორც სიხარულის, ასევე მწუხარების წყაროც, მიუბმელობა კი ათავისუფლებს”.
სვამი მოგვითხრობს:
ზებუნისსა იყო დიდი მოგოლების დინასტიის იმპერატორ აურანგაზებას ქალიშვილი. ის იყო არა მარტო ლამაზი და მომხიბვლელი, არამედ ცნობილი პოეტიც და დიდი მეცნიერიც. ამის გარდა ინდური კულტურის დიდი მცოდნე და გულმხურვალე თაყვანისმცემელიც.
ერთხელ აურანგაზებმა მას დაბადების დღეზე აჩუქა სასწაულებრივი სარკე. ზებუნისსას ის ძალიან უყვარდა.
ერთხელ მსახურ ქალს სარკე ეჭირა ზებუნისას წინ, ვიდრე ის აბაზანის მიღების შემდეგ თმებს ივარცხნიდა და იწნავდა. და უცებ სარკე გასხლტა მსახურის ხელიდან და დაიმსხვრა პატარა ნაწილებად. მსახური სასიკვდილოდ შეშინდა. მან იცოდა, რომ სარკე იყო ძალიან ძვირფასი საჩუქარი და ზებუნისას ის ძალიან უყვარდა. ის დაემხო იმპერატორის ქალიშვილის ფეხებთან, მომზადებული ნებისმიერი სასჯელის მისაღებად.
მაგრამ მან (ზებუნისამ) ღიმილით და ძალიან წყნარად უთხრა მას: “ადექი. მე მოხარული ვარ, რომ ბრწყინვალების ეს ინსტრუმენტი დაიმსხვრა. განა ღირს კი შეწუხება დამსხვრეულ სარკეზე? ეს სხეულიც კი, რომელსაც კმაყოფილებას ანიჭებს ყველა ეს ნივთები, ადვილად შეიძლება დააშავო და მოსპო”.
განა ეს არ არის გაკვეთილი მიუბმელობის?
ადამიანის ყოველი არსება ფლობს სამ თვისებას: სათვურს, რაჯასურს და თამასურს. ეს სამი გუნა (ქცევის სამი ტიპი, თვისებების სამი ჯგუფი) შეიძლება წარმოიდგინო, როგორც ვენტილატორის სამი ფრთა. როცა ისინი ერთი მიმართულებით ბრუნავს, მაშინ მოაქვთ ცივი ჰაერის ჭავლი. მაგრამ ჩვენში ეს გუნები მოქმედებს ცალ-ცალკე.
შეუძლებელია იმ სიხარულის რაიმესთან შედარება, რომელიც განცდილია ადამიანისგან, როცა ის სხვას მოუტანს სიხარულს. თქვენი გული უნდა დატბოროს თანაგრძნობამ, როცა თქვენ ხედავთ სხვის გასაჭირს. ეს არის სათვური ინდივიდის ნიშანი. თამასური პიროვნება ასეთ მდგომარეობაში იქნება განუსხვავებელი, ის ზედმეტად ბლაგვია, ზედმეტად ნელია, რომ მას რაიმემ გული აუჩუყოს.
რაჯასური ადამიანი მზად იქნება იბრძოლოს და დაიპყროს ის, ვინც მიაყენა ტანჯვა, და ამასთან ერთად შეუძლია უბრალოდ დაივიწყოს იმის შესახებ, რომ როგორმე შეუმსუბუქოს ტანჯვა დაშავებულს.
აიღეთ ნებისმიერი ქვეყანა პლანეტის ნებისმიერ კუთხეში, და ყველგან სისასტიკის მთავარი მიზეზი, რომელიც ამახინჯებს ადამიანის ღმრთიურ ბუნებას, აღმოჩნდება მისი უსულობა და უგულობა.
სათვური მოსმენა – ეს არის ისტორიის მოსმენა ბრძენებისა და წმინდანების ცხოვრებისეული გამოცდილებისა და გზავნილების შესახებ, რომლებიც მიისწრაფოდნენ ღმერთისკენ და მიაღწიეს მას.
სათვური შეხედვა – ეს ნიშნავს უმზირო მათ, ვინც ეთაყვანება ღმერთს, წმინდანების პორტრეტებზე, ტაძრების დღესასწაულების სურათებზე და ა.შ.
რაჯასური შეხედვა მიიზიდავს ფუფუნების სცენების სანახაობას, გრძნობითი სიხარულის სურათებს, პომპეზურობას და ძალების ბრწყინვალე დემონსტრირებას, მდგომარეობას და ეგოურ ძალაუფლებას.
რაჯასურ სმენას ხიბლავს გრძნობითი სცენებისა და შემთხვევების აღწერა, ძალის, ძალაუფლების და ა.შ. დემონსტრირება. ასეთი ადამიანები აღფრთოვანებაში მოჰყავს სისასტიკეს და დაშინების ტაქტიკას, და ისინი იღებენ კმაყოფილებას, თავისთვის ასეთი სურათების წარმოდგენით. ისინი ეთაყვანებიან დემონურ სისხლისმოყვარულ ღმერთებს და ტკბებიან მოჩვენების და ბოროტი სულების შესახებ მოთხრობებით.
თქვენში როცა კი არ უნდა გამომჟღავნდეს შიში, ზიზღი, სიზარმაცე, ინერტულობა, მოწყენილობა, ძილის მორევა, ეს ყოველთვის ნიშნავს, რომ თქვენ დაგეუფლათ თამო-გუნა.
როცა თქვენზე ძალაუფლებას იძენს რაჯო-გუნა, თქვენ ივიწყებთ თქვენი ადამიანური ბუნების შესახებ. რაჯო-გუნა გამოავლენს ადამიანის ცხოველურ ბუნებას და დემონურ არსებას.
ერთხელ კრიშნა უყვებოდა მწყემსებს ათმას შესახებ.
იდგა წვიმების სეზონი, და მთელი ცა დაფარული იყო შავი ღრუბლებით. დროდადრო ანათებდა ელვა და ქუხდა ჭექა.
კრიშნამ თქვა, რომ
შავი ღრუბლები წარმოადგენს ადამიანის თამასურ ბუნებას,
ჭექა – რაჯასურს,
ელვა კი – სათვურს.
თამო-გუნას გამო ჩვენ არ გვაქვს ცათა სიდიდის დანახვის უნარი, რაც არსში არის ღმერთი.
როგორც ელვა ანათებს ბნელ ღრუბლებს, ასევე სიბრძნეც, ჯნანა, ბრწყინავს უმეცრების ღრუბლებს ზემოთ.
ბაბა
მთელი სამყარო – ეს არის სამი გუნას ფორმა.
იმ დრომდე, ვიდრე ეს სამი გუნა ცხოვრობს თქვენს გულში და ბინდავს თქვენს გაგებას, თქვენ რჩებით მონობაში. სამ გუნას შორის სწორედ რაჯასი და თამასი არის პასუხისმგებელი ყველა სიმწარესა და გაჭირვებაზე, უბედურებასა და პრობლემაზე, რომლებსაც თქვენ განცდით. ვიდრე ეს ორი გუნა ფლობს თქვენს გულს, ის დარჩება უსუფთაოდ – ეს განუწყვეტლივ აჭუჭყიანებს მას. ვიდრე გული დაჭუჭყიანებულია, ღმრთიურება მასში არ შევა.
რაჯო-გუნით აღვსილი ადამიანი, ყოველთვის ჩქარობს, მას არ ჰყოფნის მოთმინება და დაჟინება. მას არცერთი წუთი არ შეუძლია დარჩეს წყნარი. მასში ძლიერია გაღიზიანება და სიავე. მაგრამ არა მხოლოდ ეს. ის მუდმივად შეპყრობილია უსასრულო სურვილებით. ეს ყველაფერი არის რაჯო-გუნას დახასიათება.
სწორედ რაჯო-გუნას გამო თქვენ მუდმივად იმყოფებით მოძრაობაში. მაგალითად, როცა თქვენ ჯდებით რომელიმე ადგილზე, მაშინ აღმოაჩენთ, რომ არ გაქვთ იქ დიდხანს ჯდომის უნარი.
მისი მოქმედება ხდება ნათელი, როცა თქვენ აკვირდებით ცხოველებს ზოოპარკში, იქნება ეს ლეოპარდი, ვეფხვი თუ მელა – ისინი არც ერთ მომენტში არ რჩებიან მშვიდები. მიზეზი იმაშია, რომ ცხოველები ჭარბად არიან შევსებული რაჯო-გუნით.
როცა რაჯო-გუნა შედის ადამიანის გულში, ის მოუსვენრად აქცევს მის სხეულსა და ჭკუას. მაგრამ ამაზე უფრო მეტიც – მას ის შეჰყავს შეცდომაში. მის სიცრუეს ერთხელ დანებებული ადამიანი იძენს ყოფითი ობიექტების ფლობის დიდ სურვილს. და მაშინ გამოჩნდება, რომ სურვილები, შეცდომები და კარმა – ეს არის სამი ძლიერი თვისება, რომელიც ახასიათებს რაჯო-გუნას თავისებურებას.
რაჯო-გუნას მოქმედების ნიმუშად შეიძლება გამოდგეს რავანა, დემონების ხელმწიფე. თამო-გუნასთვის ეს იყო კუმბაკარნა, დემონი, რომელსაც დროის უმეტესი ნაწილი ეძინა. სათვა-გუნა წარმოდგენილი იყო ვიბჰიშანაში – ისიც აგრეთვე იყო დემონების ოჯახიდან, მაგრამ თავისი თავი მთლიანად გადასცა რაამას და დადგა სიკეთის მხარეს.
სამივე – რავანა, კუმბაკარნა და ვიბჰიშანა – იყვნენ ძმები. სამივე, როგორც გუნებიც, ეკუთვნის ერთ ოჯახს და ერთმანეთთან არიან ძმურ ურთიერთობებში.
მაჰბუბ ხანი, ინგლისური ენის მასწავლებელი სკოლაში, სადაც ბიჭობაში სწავლობდა სატია საი ბაბა, ერთხელ როცა მივიდა კლასში გაკვეთილზე, დაინახა, რომ სატია დგას სკამზე.
მაჰბუბ ხანი განცვიფრებული იყო იმით, რომ მასწავლებელმა, რომელიც ატარებდა წინა გაკვეთილს, სატიას მისცა ასეთი სასჯელი. მაგრამ მას ელოდა უფრო მეტი გაუგებრობა – მასწავლებელი ბრიყვულად ატრიალებდა თვალებს და არ აპირებდა მისთვის სკამის გათავისუფლებას. მაგრამ აი მასწავლებელმა ანიშნა ხანს მისულიყო მასთან ახლოს და ყურში უჩურჩულა მას საკვირველი ახსნა თავისი “მჯდომარე გაფიცვის”.
“ის კი არა, რომ მე ვეჭიდებოდე დასაჯდომს. მე თითქოს წებოთი ვარ მიწებებული ამ სკამთან. თუ მე ავიწევი, სკამიც იწევა ჩემთან ერთად. და აი მე ვზივარ, რათა ბავშვებმა არ დაიწყონ ჩემი დაცინვა”.
ხანს არ დაუწყვია დროს კარგვა ვარაუდებზე, რომ მასწავლებელს “თავმჯდომარის” ფუნქციები მიანიჭა ნაწყენმა სატიამ, რომელიც სკამზე იდგა უდანაშაულოდ შეურაცხყოფილი. მან უცბადვე ჰკითხა:
“თქვენ რისთვის დასაჯეთ სატია?”
“აჰ, ეს!” – ჩაყლაპა უბედურმა პანდიტმა.
“დადის ხმები, რომ ეს ბიჭი თავის მეგობრებს ურიგებს ნივთებს, აცხადებს, რომ ეს არის დედა-სატიას პრასადი. ზოგიერთ ბავშვებს, ვისაც გაუჩნდათ ფანქრები, რვეულები და მისი მსგავსები, დაინტრიგებული მშობლები ეკითხებოდნენ, საიდან არის ეს ყველაფერი. და ისინი პასუხობდნენ, რომ ეს საჩუქრები და ტკბილეულობა – დედა-სატიას ძღვენია.
მე ეს ყველაფერი მეჩვენება მონაჩმახად და მატყუარობად. ამ ბიჭმა ან სადმე მოიპარა ფული და გაასაღა თავის საკუთრად, ან კიდევ, უნდა იყოს კიდევ რაღაცა თაღლითობა. მე მას ყურადღებით ვაკვირდებოდი, რომ დამეჭირა და დამესაჯა. ბუნებრივია მან მე არ მომცა ხელსაყრელი შემთხვევა ამისთვის, სწავლასა და ქცევაში მას ყველაფერი წესრიგში აქვს. როგორც იქნა მე ბოლო გაკვეთილზე მომეცა შანსი. მე ვხსნიდი მასალას, ის კი სავარაუდოა, წერდა რაღაცა სხვას. “შენ რას წერ?” – ვკითხე მე.
მან დაიწყო მოტყუება და მიპასუხა, რომ აკეთებს წმინდა სახელების ასლებს სხვა ბიჭებისთვის, რომ მათ იმეორონ ეს პუჯაზე (ღვთისმსახურებაზე). და თავაზიანად დაამატა:
“მე უკვე ვიცი ეს გაკვეთილი. თქვენ შეგიძლიათ შემეკითხოთ მე. თუ მე არასწორად გიპასუხებთ დამსაჯეთ მე”.
ჩემში ათამაშდა შურისძიების გრძნობა, მე არ ვიყავი კმაყოფილი. “დადექი სკამზე!” – უბრძანე მე. ახლა კი გავიგე რა ხათაბალაში მოვხვდი”.
ხანმა ძლივს შეიკავა თავი, რომ ხმამაღლა არ ჩაეხითხითა. მან, ცელქობისთვის თავისი ადგილის მიჩენით, თავისთვის ჩაილაპარაკა: “სატია! შენც შეგიძლია იყო მავნე?”
მისი საყვარელი ბავშვის ცელქობა იყო უბრალოდ საკვირველი.
“მაშ კარგი მეგობარო!” – მიმართა მან მასწავლებელს. “უკიდურეს შემთხვევაში ახლა მაინც თხოვეთ მას ჩამოვიდეს და შემდეგ შეეცადეთ ადგეთ. მაშინ ჩვენ გავიგებთ პუტტაპარტში ხდება საიდუმლო ტრიუკები თუ ნამდვილი სასწაულები”.
მკაცრმა მასწავლებელმა გააუქმა სასჯელი: “ჩამოდი ბიჭო”, – უთხრა მან, სატიას ისე თვალის არიდებით.
სატია ჩამოვიდა. მისი ღირსება აღდგა. და მან იქვე გამოიჩინა კეთილი ნება, რათა ოთხფეხა სკამს გაეთავისუფლებინა მასწავლებელი.
ასე იყო დასჯილი რაჯასი, გამძაფრებული შურისძიება, და თამასიც, ბლაგვი კონსერვატიზმი და მასწავლებლის შეზღუდულობა.
“ავატარი” სიტყვა-სიტყვით ნიშნავს “ძირს ჩამოსული”. როცა ღმერთი ჩამოდის მიწაზე, ეს ჩვენთვის არის მაღლა ასვლა, გათავისუფლება – აზრის, ჭკუის, ინტელექტისა და ეგოს – ოთხი მიბმულობისგან.
“ვედებში ნათქვამია, რომ
მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანი გაიმარჯვებს სამივე გუნაზე,
ის შეძლებს გათავისუფლდეს მააიიასგან, რაც მას აიძულებს არარეალური მიიღოს როგორც რეალური”.
და ამ სამუშაოში მისი მთავარი ინსტრუმენტი არის – ჭკუა.
ადამიანი, რომელსაც აქვს ხუთი გრძნობა, ლახავს სამსარის, თავისი ილუზორული არსებობის ოკეანეს. სხეული ემსახურება როგორც ჯავშანი, რომელიც იცავს მის ჭკუას.
ადამიანი იმყოფება ცრუ შთაბეჭდილების ქვეშ, რომ ჭკუა გამომწყვდეულია მის სხეულში და ამიტომ იმყოფება დამოკიდებულების მონობაშიც. ჭკუა არის – ამ სამყაროს საფუძველი. ის უსასრულოა და დამოუკიდებელი. სხეული – არის როგორც ჭკუის ინსტრუმენტი. და საჭიროა ძალისხმევა, რათა ამ ინსტრუმენტს მიეცეს სათანადო გამოყენება.
ადამიანი, როცა ფიქრობს, რომ ის არის – ეს სხეული, უძლურია შეიცნოს თავისი თავი, ღმრთიურ არსებად. როგორც ძვირფას სამკაულს ინახავენ ფოლადის სეიფში, ჩვენი ფასეული ხარისხები შენახულია ჩვენს სხეულში, რომელსაც თავისთავად ფასეულობა არ გააჩნია.
თქვენ არ ხართ სხეული.
ყოველთვის გახსოვდეთ ამის შესახებ.
“ჭკუა არის ყველაფრის საფუძველი.
სწორედ ამიტომ არის ნათქვამი: “ჭკუა – არის სამყაროს ფუნდამენტი”.
მაგრამ ჭკუა ასევე არის – ბასრი მახვილიც.
ადამიანი შეძლებს თავისი თავის გაგებას, მხოლოდ მაშინ, როცა ჩაწვდება საკუთარი ჭკუის ბუნებას.
ადამიანს თავისი რეალიზება შეეძლება, თუ ის ჩაწვდება ჭკუის წმინდა და საიდუმლო სამუშაოს.
ადამიანი – სინამდვილეში ეს არის მისი ჭკუა, ჭკუა კი არის აზრების კომპლექსი.
თუმცა ადამიანის სხეული მოკვდავია, აზრები – უკვდავია.
ჭკუა მისწრაფებული და ძლევამოსილია, ის ეთერზე მსუბუქია, ელექტროობაზე უფრო მოუხელთებელი და სინათლეზე უფრო სწრაფი.
ჭკუა ქმნის ვიბრირებებს, ეს ვიბრირებები მიედინება განუწყვეტლად, და მათ არ აქვთ დასასრული.
აზრობრივი ვიბრირებები მოიცავს მთელ სამყაროს. მენტალური ტალღების გამოსხივება მსგავსია სითბური, ელექტრული, რადიო და სინათლის ტალღების გამოსხივების. ადამიანს სჭირდება ამ ტალღების ძლევამოსილების შეცნობა, და მისი ქცევა უნდა ბაზირებდეს ამ შეცნობაზე. მთელი კოსმოსი შევსებულია მენტალური ტალღებით. ამიტომ წმინდა წიგნებში ნათქვამია: “კოსმოსის საფუძველში დევს ჭკუა”. არ არის ისეთი ადგილი, ფორმა ან მოქმედება, სადაც თან არ დაესწრება ჭკუა.
ადამიანის სიცოცხლე ივსება აზრით, როცა ის იქცევა, აზრობრივი ვიბრირებების ძალის მთლიანი შეცნობით.
საჭირო არ არის ჭკუის განსჯა, მისი დასახელება მაიმუნის ჭკუად. ის არის – წმინდა ინსტრუმენტი, რომლის დახმარებითაც ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ ან გათავისუფლებას, ან მონობას. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ ჩვენ თვითონ როგორ განვკარგავთ მას.
ადამიანი და ჭკუა განუყოფელია ერთმანეთისგან.
და პირველი მოთხოვნაა – ეცადო სწორად გამოიყენო ჭკუის ძალა.
ჩვენ ვთესავთ აზრების თესლს – და ნაყოფად ვიმკით მოქმედებებს.
ჩვენ ვთესავთ მოქმედებების თესლს – და ნაყოფად ვიმკით ხარისხებს.
ჩვენ ვთესავთ ხარისხების თესლს – და ვიმკით ხასიათს.
ჩვენ ვთესავთ ხასიათის თესლს – და ვიმკით ბედს.
აქედან თვალნათლივ ჩანს, რომ ჩვენი ბედი დამოკიდებულია ჩვენი აზრებისგან. ადამიანის როგორც აღმაფრენის, ასევე დაცემის მიზეზი არის მისი აზრები. აზრები – ეს თვით სუნთქვაა ადამიანის ცხოვრების.
თქვენ შეგიძლიათ შეისწავლოთ წმინდა ტექსტების სიმრავლე და მოისმინოთ მრავალი წმინდა დარიგება. თქვენ ასევე შეგიძლიათ მიიღოთ წმინდა ადამიანების დარშანი. მაგრამ აქედან რა სარგებელი იქნება? ცუდი საკვებისა და ცუდი კომპანიის გავლენით თქვენი ყველა კარგი აზრი დაითრგუნება. კეთილ აზრებს შეუძლია თავისი თავის გამომჟღავნება, მხოლოდ როცა თქვენ გათავისუფლდებით ცუდი აზრებისგან. თითოეულმა უნდა მოუხმოს ძალისხმევას, რათა გაფანტოს ცუდი აზრები.
განვიხილოთ ასეთი მაგალითი: თქვენ აშენებთ სახლს საზეიმო კარებით და მრავალი ფანჯრით უკეთესი ვენტილირებისთვის. მაგრამ იმის მადლით, რომ თქვენ ერთი შესასვლელი გაქვთ, თქვენ ქუჩის ძაღლებს და ღორებს არ აძლევთ შესაძლებლობას შემოვიდნენ თქვენს სახლში. თქვენ კარებს აღებთ მხოლოდ თქვენი ოჯახის წევრების, მეგობრებისა და ნათესავებისთვის. სწორედ ასევე მთავარი კარები არის ჭკუა, გრძნობები კი მსგავსია ფანჯრების სხეულში, რომელიც არის ღმერთის ტაძარი.
“სხეული – ეს არის ტაძარი, მისი ბინადარი კი არის – მარადიული ღმერთი”.
თქვენ უნდა გაერკვეთ, ვის
აქვს ამ ტაძარში შესვლის უფლება, და ეს ვის არ ებოძება.
მაშასადამე საჭიროა დისციპლინა. თქვენ არ უნდა იმეგობროთ პირველ შემხვედრთან. უპირველეს ყოვლისა უნდა გაერკვეთ, კეთილია თუ არა ეს ადამიანი. მაგრამ ამასთანავე არავის მიმართ არ უნდა განიცდიდეთ სიძულვილს. ისევე როგორც საჭირო არ არის გამოხვიდე ზოგიერთი საზღვრებიდან, როცა საქმე გაქვთ სხვებთან. შეზღუდეთ თქვენი კავშირები და კონტაქტები. და მაშინ კეთილი დამოკიდებულება ყველას მიმართ და კეთილი აზრები სრულიად შეცვლის თქვენს ცხოვრებას.
როგორც ოკეანის ტალღები ფლობს თვით ოკეანის ბუნებას, ასევე ადამიანის აზრებიც ატარებს ჭკუის ანაბეჭდს. სწორედ აზრები განსაზღვრავს მის ბედს. ეს აზრები აფორმირებს, წინასწარ განსაზღვრავს და მიმართულებას აძლევს ყველა ყოფით მოვლენას.
ის, ვინც არ შეიცნობს ჭკუის ძალასა და ძლევამოსილებას, თავის თავს ნებას აძლევს დღითიდღე სულ უფრო ღრმად ჩაიძიროს უძირო მორევში. ცუდი აზრები, დღეს თუ არა ხვალ, აუცილებლად გამოამჟღავნებს თავის თავს. ადამიანმა შეიძლება იფიქროს, რომ მის მიერ ჩადენილი უკეთური ქმედებები უმნიშვნელოა და მას არ მიაყენებს არავითარ ზიანს, მაგრამ სინამდვილეში ცუდი მოქმედებები დაბრუნდება მასთან ბუმერანგად გაათმაგებული ძალით.
როგორც პატარა მარცვალი დროთა განმავლობაში იქცევა დიდ ხედ, ზუსტად ასევე ცუდი აზრი დროის მსვლელობასთან ერთად ღებულობს გიგანტურ ზომებს. თუ ცუდ აზრებს არ მოვსპობთ თვით ჩანასახში, ეს მიგვიყვანს კატასტროფულ შედეგებთან. ტყუილად არ არის ნათქვამი, რომ “პატარა გველსაც კი უნდა დაარტყა დიდი ჯოხით”.
ასე რომ თვით ყველაზე უმნიშვნელო აზრსაც კი საჭიროა მოეკიდო სრული სერიოზულობით.
აზრები იმდენად ძლევამოსილია და იმდენად ძლიერ გავლენას ახდენს, რომ შეუძლია სრულიად შეცვალოს და ძლიერადაც დაამახინჯოს ჩვენი შეხედულებები, მეტყველება და სმენა.
თავისთავად ჭკუა არ აყენებს ბოროტებას და არ ქმნის მოუსვენრობას, ვიდრე ის არ შეერთდება სხეულის გრძნობებთან.
ავიღოთ მაგალითი: ჭკუა მოინახულა აზრმა თეატრის შესახებ. აზრი სრულიად უდანაშაულოა. მაგრამ თუ ჭკუა წამოაყენებს სხეულს და აიძულებს მას წავიდეს თეატრში, შემდეგ ჩაერთვება სანახაობაში, ადამიანებთან ურთიერთობაში, ემოციებსა და გარჩევებში, მთელი – სიმშვიდე დაიკარგება.
ჭკუა არ უნდა შევიდეს კავშირში სხეულის გრძნობებთან. მათ უნდა იმსახურონ სხეულის საჭიროებისთვის.
ჭკუის წინაშე კი დგას ხუთი მიზანი – ეს არის ჭეშმარიტება, კონცენტრირება, მშვიდობა, სიყვარული და ნეტარება. ვიდრე ის მათით არის დაკავებული, ყველაფერი წესრიგშია, და ადამიანი მშვიდი და ბედნიერია.
მაგრამ ჭკუა მუდმივად მოუსვენარია, მთლად ისე, როგორც ვირთხა, რომელმაც ყოველთვის რაიმე უნდა ღრღნას, ან გველი, რომლის ბუნებაც მოითხოვს ვინმე დაგესლოს.
ჭკუის ბუნება ისეთია, რომ ის ყოველთვის რაღაცით უნდა იყოს დაკავებული. როგორც ფარშევანგის ბუმბულის სამოსი მუდმივად ელვარებს, მაშინაც კი როცა ირგვლივ სიწყნარეა, ასევეა ჭკუაშიც, მიუხედავად სიმშვიდისა, ხდება აშკარა მოძრაობა. როგორც ვერხვის ფოთლები შრიალებს წყნარ დილასაც კი, ასევე ჭკუასაც ესაჭიროება რაიმეთი მუდმივად დაკავება.
ამიტომ ჭკუის აქტივობა უნდა მივმართოთ კეთილ საქმეებზე, კეთილ აზრებზე, ღმერთის სახელის გამეორებაზე და არ უნდა მივცეთ მას ზიანის მომტან ობიექტებზე, ცუდ საქმეებსა და ბოროტ აზრებზე დამიზნების ნება. ამ ხერხით ჭკუის ბუნებრივი მოთხოვნილება იყოს მუდმივად დაკავებული დაკმაყოფილდება, და ის შეიძლება შევაკავოთ ზიანის მიყენებისგან.
ჭკუის საზიანო საქმიანობისგან შეკავების მეორე ხერხი – ეს არის მუშაობა. თუ ადამიანი დაკავებულია ღმერთისთვის ამა თუ იმ შრომითი მსახურებით, ჭკუას არ დარჩება დრო თავისი თავი მისცეს უსარგებლო და უსაქმურ აზრებს. ჭკუა შეიძლება ჩავაბათ მუშაობაში ისე, რომ ჩვენ ვიყოთ ჩვენს შიგნით ღმერთის შეცნობის შემძლე.
სვამის ნაამბობებიდან
ერთი ახალგაზრდა ადამიანი წავიდა ჯარში, ისე რომ ამის შესახებ არ აცნობა თავის მშობლებს. ის ყველა ოფიცერს, რომლების დაქვემდებარებაშიც იყო, გამრჯე შრომისა და სრული მორჩილების მადლით შთააგონებდა სიყვარულს. სრულიად მოულოდნელად ბანაკში მოვიდა ახალი ამბები, რომ ომი დამთავრდა. ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც ჩვეულებრივ დაკავებული იყო მძიმე სამუშაოთი, ვერ ძლებდა უსაქმოდ ჯდომას, მაგრამ სამუშაო მისთვის არ იყო. მაშინ მისი აზრები ბუნებრივია მიემართა სახლის, მშობლების, დების და ძმებისკენ.
ჩვეულებრივ ის იჯდა ხის ქვეშ და ფიქრობდა თავის ნათესავებზე. ოფიცერმა შეამჩნია ცვლილებები, რომლებიც მოხდა ახალგაზრდა ადამიანში. ის უკვე აღარ იყო ცოცხალი და აქტიური, დასუსტდა და გახდა, მუდმივად იყო შეუხედავი.
ერთხელ ოფიცერმა გამოიძახა ის და უთხრა: “ჩემო ძვირფასო! მე მინდა, რომ შენ ამოთხარო დიდი ორმო ზომით 4X4 ფუტი (1,2X1,2მ). წადი და დაიწყე დაუყოვნებლად. შენ უნდა ამოთხარო ის იმ ადგილზე სადაც საღამოს ჩვეულებრივ ზიხარ”.
ახალგაზრდა ადამიანმა სამუშაო დაამთავრა 2 საათში და ამის შესახებ მოახსენა ოფიცერს.
მან განუცხადა: “ჩემო ძვირფასო! სადილის შემდეგ წადი და მიწით ამოავსე ორმო, რომელიც ამოთხარე”.
ახალგაზრდამ ეს სამუშაო დაამთავრა საღამოს და გაკეთებულზე მოახსენა ოფიცერს. მან დაინახა, რომ ახალგაზრდა ადამიანი აქტიური და ენერგიულია და ჰკითხა: “შენ დღეს კარგად ჭამე?”
“დიახ, სერ”, უპასუხა ახალგაზრდამ, – “მე დღეს სინამდვილეში ვიპოვე ძალიან გემრიელი სადილი”,
”დღეს შენ რამდენ ხანს ფიქრობდი სახლზე და შენს მშობლებზე?” – დაინტერესდა ოფიცერი.
და ახალგაზრდამ უპასუხა: “ოჰ, დღეს მე არ მქონდა დრო მათზე მეფიქრა, სერ. მე ვიყავი დაკავებული სამუშაოთი, რომელიც თქვენ მე დამავალეთ”.
ამრიგად ოფიცერმა ახალგაზრდა ადამიანი არაპირდაპირ მიახვედრა, რომ საჭიროა საკუთარი ჭკუა გეჭიროს დაკავებული.
“უსაქმურის ჭკუა – ეს არის ეშმაკის სახელოსნო”.
საჭიროა დაიწყოთ ჭკუის დამჯერ მსახურად გადაქცევა, მხოლოდ თუ თქვენ იცით ეს როგორ უნდა გააკეთოთ.
თუ არ არის არავითარი გარე სამუშაო, მაშინ საჭიროა გამოიყენოთ სულიერი ძალისხმევა – დაკავდეთ მედიტირებით, იმეოროთ ღმერთის სახელი, იკითხოთ კარგი წიგნები, ისაუბროთ კეთილ ადამიანებთან და ა.შ.
ჭკუა – ეს არის ქარი, რომელსაც მოაქვს სამყაროს ყველა სურნელება. თუ ის მიპყრობილია მყრალი სუნის ნივთებზე, ეს გამოიწვევს თქვენში ზიზღს. თუ კი ეს არომატული სურნელია, თქვენ ბედნიერი ხართ. აკონტროლეთ თქვენი ჭკუა და დარჩით აღუშფოთებლები. ამაშია სრულყოფილი სიმშვიდის საიდუმლო.
ჭკუა მუდმივად ისწრაფვის ბედნიერებისკენ. მას მიაჩნია, რომ ბედნიერება ამ სამყაროში შეიძლება მიღებული იყოს დიდების, სიმდიდრის, მიწების და საკუთრების შეძენის მადლით, სხვა ადამიანებთან ურთიერთობის საშუალებით.
ჭკუა ცნობილია, როგორც გრძნობების შინაგანი ორგანო. ის ყოველთვის ჩაძირულია მოგონებებში წარსულის შესახებ, რეფლექსიაში (თვითანალიზი), იძახებს მეხსიერებაში წარსულის სურათებს. შედეგად ის იღებს და უკუაგდებს სურვილებს. თქვენ შეგიძლიათ იმყოფებოდეთ მარტოობასა და მდუმარებაში, მაგრამ თქვენი ჭკუა მაინც მკვირცხლობს – სურვილები, მიზნები, გეგმები რაღაცა გააკეთოს, და რაღაცა არ გააკეთოს.
მაგრამ ვიდრე მასში ნავარდობენ აზრები ან მბრძანებლობს ნება, განსხვავების ძალა მოქმედებს სუსტად.
ადამიანი უნდა ცდილობდეს თუნდაც დროებით შეჩერდეს, რათა თვითონ გაერკვეს სიტუაციაში და გამოიტანოს საკუთარი დასკვნა.
განივითარეთ თქვენში ვაჟკაცობა არ დაუთმოთ სხვის აზრს, ვიდრე თქვენ არ დარწმუნდებით, რომ ის სწორია, და სულის ძალა, რათა გაუძლოთ კრიტიკას და მედგრად შეხვდეთ ავსიტყვობასა და ცილისწამებას.
ადამიანი მუდმივად ცდილობს დაფაროს თავისი ნაკლოვანებები, სირაქლემას მსგავსად, რომელიც თავს მალავს ქვიშაში, დაიმედებით, რომ ამ შემთხვევაში მონადირე ვერ შეამჩნევს მას.
სინამდვილეში კი ის ხდება მონადირისთვის ადვილ სამიზნედ.
ზუსტად ასევე ეგოურობით და სიავით სავსე ადამიანი, წარმოიდგენს, რომ მისი აზრები მის გარდა არავისთვის არ არის ცნობილი. მაგრამ ყველა მისი აზრი ირეკლება მის სახეზე, თუმცა ის ამას ვერ ამჩნევს. უკეთური აზრებით სავსე ადამიანის სახე, ჰგავს მუწუკებით დაფარულ ფიზანომიას. ის, როგორც ღია სცენა დემონსტრირებს იმას, რაც ხდება ამ ადამიანის ჭკუაში.
ფაქტიურად ის ატყუებს არა სხვებს, არამედ თავის თავს. და მხოლოდ დეგრადირებს, ცუდი აზრების კვებით.
მაგრამ გულითადი ძალისხმევებისა და განსხვავების უნარის გამოყენებით მას შეუძლია შეცვალოს ცუდი აზრები კეთილით. ადამიანის ჭკუა ბრწყინავს სისუფთავით, მხოლოდ მაშინ როცა ადამიანი ზრდის კეთილ აზრებს, იდეებს და გრძნობებს.
ადამიანების აზრები წინასწარ განსაზღვრავს ადამიანთა იმ ტიპს, რომელთანაც ეს აზრები არის დაკავშირებული.
ლოთი ეძებს ლოთების კომპანიას, ქურდი კი უერთდება ქურდების საზოგადოებას. ამიტომ კეთილი მიზნების მქონე ადამიანმა უნდა ეძებოს მეგობრობა ჭკუის იგივე მიმართულების ადამიანთან. და თუკი ის შევა ბოროტად მოაზროვნე პირების კომპანიაში, მაშინ მისი კეთილი აზრებიც შეიძლება გახდეს უსუფთაო.
ერთხელ მონადირემ დაიჭირა ორი თუთიყუში. ერთი მან მიყიდა მეხორცეს, მეორე კი – ჰარიდასას, რომლის გარშემოც შეიკრიბნენ ერთგულები და ადიდებდნენ უფალ ჰარის.
ნახევარი წლის შემდეგ მონადირეს კვლავ მოუწია მეხორცის ჯიხურის სიახლოვეს გავლა. მას გაახსენდა თუთიყუშის შესახებ, შევიდა ჯიხურში და მაშინვე გაიგონა გამგმირავი ყვირილი: “დაიჭირე, მოკალი, დაჭერი, დააქუცმაცე!”
მონადირემ დატოვა ჯიხური, იმაზე ფიქრით, რასაც ჩიტი ამბობდა. და მას მოუნდა მეორე თუთიყუშზე შეხედვა.
ის, გალიაში მჯდომარე, სიხარულით აქანავებდა ფრთებს და ამოიძახებდა: “გეთაყვა! გთხოვთ! ჰარე რაამა, ჰარე რაამა, ჰარე რაამა, ჰარე ჰარე…” მონადირე აღტაცებული ისმენდა ამ სიტყვებს.
მას თავის ქოხისკენ მიმავალს, არ ტოვებდა გაკვირვება იმისგან, რასაც ამბობდა ორივე თუთიყუში – მათი სიტყვები იყო პირდაპირ პოლარული ტონით, ტემპერამენტით და შინაარსით.
პირველის სიტყვები იყო აღმაშფოთებელი და უკუმგდები, მაშინ როცა მეორისა – იყო მეგობრის მოყვარული, მისასალმებელი და ამაღლებული.
ეს განსხვავებები გაპირობებული იყო გარემომცველი მდგომარეობითა და საზოგადოებით, რომელშიც ისინი გაიზარდნენ.
სწორად ამბობენ: “მითხარი მე ვინ არიან შენი მეგობრები, და მე შენ გეტყვი, შენ ვინ ხარ“.
თანამედროვე ადამიანის ჭკუა არის მოწამლული, იმიტომ რომ მთლიანად მინდობილია გრძნობების ძალაუფლებას.
ასეთი სახით ჭკუის დამცირებით ადამიანი, თავის თავს აცლის ადამიანობას და ხდება ცხოველის ან დემონის მსგავსი.
როცა ადამიანი გაიფართოვებს თავისი გონების არეს, მაშინ შეძლებს შეიცნოს თავისი ღმრთიურება. თუ ერი ისწრაფის პროგრესისკენ, თუ თქვენ გსურთ განცადოთ, რას წარმოადგენს ღმრთიურება, რომელიც მოიცავს მთელ კოსმოსს, თქვენ უნდა დანერგოთ კეთილი აზრები.
მხოლოდ კეთილი და ამაღლებული აზრების მადლით შეიძლება უზრუნველყო ერისა და მთელი მსოფლიოს აყვავება.
მოუსვენარი ჭკუა არის ადამიანების დაავადების მიზეზი.
“ავადმყოფობათა უმეტესობას აქვს მენტალური წარმომავლობა”, –
ამბობს სვამი.
“მთელს მსოფლიოში მკვეთრად გაიზარდა ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იტანჯებიან მენტალური დაავადებებით.
უმეტეს მენტალურ დაავადებებთან ადამიანი მიჰყავს
აჩქარებას და გაუმაძღარ სიხარბეს.
თუ თქვენ ყოველთვის ლაპარაკობთ, თქვენ ამაზე ხარჯავთ ბევრ ენერგიას. როცა ენერგია ეცემა, ჭკუა სუსტდება, ამას კი მიჰყავს მენტალურ დაავადებებთან. სწორედ ამიტომ დასავლეთის ქვეყნებში ადამიანთა დიდი რაოდენობა დაავადებულია მენტალური დაავადებებით. მათ მომენტზეც კი არ შეუძლიათ დაიჭირონ თავისი ჭკუა სიმშვიდეში. მაგრამ სიმშვიდე მიიღება არა გარედან – არამედ მხოლოდ შიგნიდან.
დაავადებების მიზეზი ასევე არის ცუდი ხარისხები, ცუდი აზრები და უკეთური გრძნობები, ნაკლოვანებები და საზიზღარი ქცევა.
მხოლოდ ჭკუის ტრანსფორმირებას შესწევს უნარი კაცობრიობას მისცეს ჯანმრთელობა და კეთილდღეობა. ეს ტრანსფორმირება შეიძლება იყოს წარმოებული საკუთარი აზრებისა და ემოციების ალაგმვის გზით.
ჭამის დროს ჭკუა უნდა იყოს მშვიდი. სადილობისას ადამიანი არ უნდა ჩაერთოს მგზნებარე კამათებში. აუცილებელია აგრეთვე ტელეგადაცემებისა და ვიდეოფილმების ნახვაზე მორიდება, თუ ეს ხდება მენტალური მღელვარების მიზეზი.
ცხოვრება არასწორად გამომუშავებულ ფულზე ასევე არის ცუდი ჯანმრთელობის მიზეზი. არსებობის საშუალებები, მოპოვებული უკანონო გზით, არის აქამდე უცნობი ბევრი დაავადების წარმოქმნის ძირითადი მიზეზი.
წარსულში დაავადებები იკურნებოდა უბრალო საშუალებებით, რომელსაც იძლეოდა ბუნება, – ეს იყო ფესვები, ბოლქვები, ნაყოფები, ფოთლები, და მათთან ერთად – საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, რეჟიმის, დიეტის დაცვა, სადჰანას შესრულება და ა.შ.
მაგრამ ახლა ადამიანები ცხოვრობენ ტაბლეტებისა და ინექციების საუკუნეში. არ დაიჯეროთ, რომ ჯანმრთელობა შენარჩუნდება ექიმების მიერ, და რომ წამლები გარანტირებენ მას. ეს რომ ასე ყოფილიყო, ყველა განსვენებული ახლა ცოცხალი იქნებოდა.
საჭიროა ჭკუის ტრანსფორმირება.
კეთილშობილ პიროვნებებზე, რომლებიც ცხოვრობენ სულის სამეფოში, და არა წმინდად მიწიერი ინტერესების სფეროში, ვერ იხელისუფლებს სხეულისა და ჭკუის დაავადებები. ისინი გაატარებენ კეთილშობილ, ჯანმრთელ და სუფთა ცხოვრებას”.
და რომ დაამარცხო შენი ვნებები და მიბმულობები, საჭიროა მყარი გადაწყვეტილება, გულითადობა და შრომა.
ღმერთო, მაგრამ ამ ყველაფრზე მე სად ავიღო ძალები? შენ ხომ აქ ხარ, დედამიწაზე, და, იქნებ, ხელის უბრალო მოძრაობით შეცვალო ჩემი ბედი?
აი რა, ჩემო მეგობარო, უთხრა მასწავლებელმა, შენ უკვე გაიზარდე ბავშვობიდან.
ბავშვობა? ეს ის არის როცა ადამიანის ბავშვი ყოველდროს ითხოვს: “მომეცი!” მომეცი მე…, თითქოს ითხოვს სათამაშოს…
მომეცი მე
სიმშვიდე –
საი რამ, საი რამ… დღეს კიდევ უნდა ჩავირბინო მაღაზიაში… საი რამ… შემდეგ კი შეურბინო მკერავს… საი რამ…
მომეცი მე სიყვარული – სვამი, სვამი, მე შენ ისე მიყვარხარ…
ჰეი, თქვენ სად მიძვრებით – ეს ჩემი ადგილია
მომეცი მე
წონასწორობა –
საი რამ, საი რამ… იფ, რა ლამაზი სარია…საი რამ… ჩემზეც ზუსტად წავიდოდა… საი რამ, საი რამ… მაგაზე უკეთესს
მომეცი მე უბიწოება – სვამი, გეთაყვა, წაგვიყვანე რა, ინტერვიუზე! სვამი! წავიდა… საი რამ…
თქვენ წაგიყვანათ? იმიტომ რომ მას მიჰყავს ისინი, ვისაც პრობლემები აქვს და ჯგუფში არ არის ერთობა. და აი მან თქვენ წაგიყვანათ. და არა ჩვენ… საი რამ, საი რამ…
შენ გაიზარდე. მაგრამ ნამდვილად დიდი რომ გახდე, საჭიროა ბევრი იშრომო.
შენ თვითონ უნდა აქციო შენი თავი ადამიანად.
ჩვენს რანჩოზე ტეკატაში ხდებოდა სხვადასხვა დრამატული შემთხვევები, იხსენებს ი. დევი.
ერთხელ განუწყვეტელმა წვიმამ დატბორა მთელი ქვედა სართული, ჰოლი, ბიბლიოთეკა, სალექციო დარბაზი, და მედიტირების ოთახი ნამდვილ ტბად გადააქცია. და ვიდრე გრძელდებოდა თავსხმა, რაიმეს გაკეთება შეუძლებელი იყო.
“ბჰაგავანო”, – ვთქვი მე, მის გამოსახულებაზე მიმართვით, “შენ ხომ ყველაფერი შეგიძლია. გეთაყვა შეწყვიტე წვიმა”. რამდენიმე წუთის შემდეგ უწყვეტი ნაკადი უეცრად გამოილია, და ყველამ, ჩვენი სტუმრების ჩათვლით დაიწყო მსახურების დახმარება წყლის ამოტუმბვაში.
მაგრამ აქ ერთ-ერთმა სტუმართაგანმა განაცხადა: “თუ საი ბაბამ შეძლო წვიმის შეწყვეტა, მას ასევე არ შეუძლია ამოტუმბოს წყალიც?”
“ოჰ, არა!” – გამოვეხმაურე მე, – “ეს ჩვენი სამუშაოა, მან თავისი გააკეთა”, და შევახსენე ბაბას სიტყვები, რომ ინდივიდუალური ძალისხმევა და ღმერთის წყალობა ურთიერთდამოკიდებულია, და რომ პირადი ძალისხმევის გარეშე უმაღლესი წყალობა არ იქნება ნაბოძები.
და ეს პირადი ძალისხმევები მთლიანად უნდა ემორჩილებოდეს მაძიებლის სულიერ დისციპლინას.
ცხრა კითხვა სულიერი დისციპლინის შესახებ
პირველი კითხვა
რა არის სულიერი დისციპლინა?
პასუხობს სვამი:
“სულიერი დისციპლინა – ეს არის უნარი ამყოფო შენი თავი სიმკაცრეში.
ის გვხვდება სამი სახის:
სიმკაცრე სხეულთან მიმართებაში
სიმკაცრე ჭკუასთან მიმართებაში
სიმკაცრე მეტყველებასთან მიმართებაში”.
მეორე კითხვა
რისთვის არის საჭირო სულიერი დისციპლინა?
“დისციპლინა მნიშვნელოვანია წარმატების მისაღწევად ყოველ წამოწყებაში, რომელ სფეროშიც არ უნდა იყენებდეს მას ადამიანი – ეკონომიკურში, სოციალურში, განათლებაში თუ უბრალოდ ყოფითში, სუფთა მატერიალურში. მაგრამ ის კიდევ უფრო არსებითია წარმატების მისაღწევად სულიერ ძალისხმევებში.
მაგალითისთვის, კონცენტრირების დისციპლინა სრულიად აუცილებელია ისეთი უბრალო მოქმედებისთვის, როგორიცაა სიარული, ლაპარაკი, წერა და კითხვა. და სულიერი პროგრესი დამოკიდებულია დისციპლინირებულ ძალისხმევაზე. დისციპლინა და ყურადღების გამახვილება მსგავსია ჯებირისა, რომელიც მდინარის ნაკადს მიმართავს უსაფრთხო და საჭირო კალაპოტში.
დღეს მშობლები თავიანთ შვილებს აძლევენ შეუზღუდავ თავისუფლებას, და ეს უბრალოდ კატასტროფაა. თუ ბავშვები უმართავები არიან ნორჩ წლოვანებაში, მაშინ სადმე მათი გაკონტროლება უკვე აღარ იქნება შესაძლებელი. მათ შორის დისციპლინირებულობა საჭიროა აღვზარდოთ თვით ბავშვობიდან და ამას მივაჩვიოთ მუდმივი პრაქტიკით.
დისციპლინა არის ინტელექტუალური არსებობის ნიშანი.
ის გასწავლით ცოდნას შეურიგდეთ წარუამტებლობასა და იმედგაცრუებას”.
მესამე კითხვა
რას ემსახურება სულიერი დისციპლინა?
ის დაინიშნება ადამიანის სრული ტრანსფორმირებისთვის.
“დისციპლინა არის მნიშვნელოვანი საშუალება ნებისმიერი მიზნის მისაღწევად. თუ მიზანი არის ადამიანის ტრანსფორმირება, მაშინ მოითხოვება შინაგანი დისციპლინის მაღალი ხარისხი”.
მეოთხე კითხვა
რაზე არის მიმართული სულიერი დისციპლინა?
“სულიერმა დისციპლინამ თქვენ უნდა გაქციოთ მშვიდად, აღუშფოთებლად, გაწონასწორებულად და ჰარმონიულად.
ის საშუალებას იძლევა აქციოს თქვენი ჭკუა “ცივად” და მშვიდად, როგორც მთვარის შუქი, იმიტომ რომ მთვარე არის ღმერთი, რომელსაც აქვს ხელისუფლება ჭკუაზე.
თქვენ წყნარად ირეაგირებთ სიავეზე, შარზე და ლანძღვაზე.
თქვენ გაიგებთ, რას ნიშნავს გრძნობების, ვნებების, ემოციების და იმპულსების დაწყნარება, რომელიც საჩუქრად იძლევა ნამდვილ მოსვენებას და დამშვიდებას”.
მეხუთე კითხვა
რაში მდგომარეობს სულიერი დისციპლინის აზრი?
“ადამიანები ყველა არიან – ერთიანი ღმერთის ორგანიზმის, ერთი ღმერთის სხეულის, უჯრედები. ამაში რწმენა უნდა იქცეს თქვენს ბედნიერებად და ბედად, თქვენს სიმაგრედ, ძალად და უმაღლეს მიღწევად.
მხოლოდ ამ ჭეშმარიტების შეცნობა იძლევა უფლებას თავს უწოდო ადამიანი.
ისწავლეთ ადამიანური ცხოვრება.
აი ეს არის სულიერი, და სწორედ ეს არის საის გზავნილი”.
ანთაჰკარანას, უზენაესთან დამაკავშირებელ ვერცხლის ძაფს, აქვს ოთხი ინსტრუმენტი: ჭკუა, ინტელექტი, მეხსიერება და ეგო.
სულიერი დისციპლინის საშუალებით ჭკუისთვის ლაგამის ამოდებით, ინტელექტის გაწმენდით, მეხსიერების გახსნით და ეგოსგან გათავისუფლებით, ადამიანი გახსნის გზას უმაღლესი მე-სკენ,
“რათა ისმინოს ღმერთის ხმა და სიხარულით შეასხას ხორცი მის სიტყვებს ყოველდღიურ ცხოვრებაში”.
მეექვსე კითხვა
როდის უნდა დაადგე სულიერი დისციპლინის გზას?
“დისციპლინა დასახმარებლად მოდის კრიზისის დროს, როცა მსოფლიო მოზღვავდება თქვენზე სიძულვილისა და დაცინვის ბნელი ნაკადით. დისციპლინის გარეშე ადამიანის ჭკუა გადაიქცევა ველურ სპილოდ. თქვენ უნდა დაიჭიროთ ის, ვიდრე ის ახალგაზრდაა, და წვრთნათ, რათა კეთილი საქმეებისთვის მისი ძალის გამოყენება გახდეს შესაძლებელი.
ახლა დადგა დრო დავდგეთ სულიერი დისციპლინის გზაზე.
დღესვე დაიწყეთ სვლა აუცილებელი დისციპლინის კვალდაკვალ. როგორც ბავშვი იწყებს ანბანის შესწავლას ადრეულ ასაკში, რომ შემდგომში გახდეს სპეციალისტი მეცნიერებასა და ხელოვნებაში, ზუსტად ასევე სულიერმა ბავშვმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს სულიერი დისციპლინის ანბანის შესწავლა და შემდეგ გააგრძელოს თავისი სწავლა”.
მეშვიდე კითხვა
როგორ წავიწიოთ წინ სულიერი დისციპლინის გზით?
“სიცოცხლე ხანმოკლეა, და დრო სწრაფმდინარე. მათთან შედარებით თქვენ ძლივს-ძლივს მოძრაობთ სულიერი დისციპლინის გზაზე.
მაგრამ მოძრაობის უფრო სწრაფ საშუალებებს ხანდახან მიჰყავთ კატასტროფებამდე. რაც უფრო სწრაფმავალია საშუალება მით, მეტია რისკი.
წაიწიეთ სულიერ დისციპლინებში საფეხურით საფეხურის შემდეგ, ჯერ დამკვიდრდით ერთ საფეხურზე, ვიდრე გადახვალთ შემდეგზე.
არ დასრიალდეთ უკან ორ ნაბიჯზე, როცა უკვე წინ გადადგმული გაქვთ ერთი ნაბიჯი. პირველი საფეხურიც კი არამყარი იქნება, თუ თქვენ არ გაქვთ რწმენა. სულიერი დისციპლინის პრაქტიკაში ყოველ თქვენგანს შეუძლია თვით შეაფასოს მიღწეული წარმატებები და წარუმატებლობები.
როგორც სხეული უნდა მოამარაგო საჭმელით და სასმელით რეგულარული ინტერვალებით, ზუსტად ასევე თქვენ რეგულარულად უნდა იზრუნოთ საჭიროებებზე, რომლებსაც გკარნახობთ თქვენი შინაგანი სულიერი ბუნება”.
მერვე კითხვა
რამდენად დიდხანს არის საჭირო სულიერი დისციპლინის აღვირში ყოფნა?
“თქვენ უბრალოდ კი არ უნდა მისდიოთ სულიერ დისციპლინებს, არამედ მუდმივად უნდა ატაროთ მოწესრიგებული სიცოცხლე, სიცოცხლე, რომელიც ხელს უწყობს კეთილი აზრების აღმოცენებას, ბუნებრივი საკვების მიღებით და ამაღლებული საქმიანობის კეთებით.
დღეები, ღამეები, წელიწადის დროები – ეს ყველა “იცავს დისციპლინას”. თუ კი კოსმოსში არ იქნებოდა დისციპლინა, არ იქნებოდა დღეები და ღამეები. მათ გარეშე არ იარსებებდა წელიწადის დროები. წელიწადის დროების გარეშე კი არ იქნებოდა სიცოცხლე დედამიწაზე.
ასე რომ დაიცავით დისციპლინა – ეს არის გადაუდებელი აუცილებლობა.
ვიდრე სიკვდილმა არ გაწყვიტა არსებობის ძაფი
და არ უბიძგა ადამიანს ახალი დაბადებისკენ,
მან სულიერი დისციპლინის დახმარებით უნდა
შეისწავლოს თავისი უმაღლესი მე-ს საიდუმლო.
უფალი გირჩევთ თქვენ: დაბადებიდან სიკვდილამდე ადამიანმა თავისი თავი უნდა მიუძღვნას ჭეშმარიტების შესწავლას. მაგრამ ამის მაგიერ თუ თქვენ გადადებთ სულიერი დისციპლინის შესწავლას ბოლო მომენტზე, მაშინ დაემსგავსებით სტუდენტს, რომელიც პირველად მიმართავს თავის სახელმძღვანელოს მხოლოდ იმის წინ, როცა საგამოცდო დარბაზში უნდა შევიდეს.
დისციპლინის გარეშე არ შეიძლება იყოს ერთგულება. ჩვეულებრივ მე ვლაპარაკობ რბილად და მოფერებით, მაგრამ სულიერ დისციპლინასთან მიმართებაში მე არანაირ დათმობებზე წასვლას არ ვაპირებ. მე დავჟინდები მკაცრ მორჩილებაზე. მე არ წავალ არანაირ შესუსტებაზე იმის გულისთვის, რომ მოვხერხდე თქვენს დონესთან, რადგანაც ეს მხოლოდ დაგღუპავთ თქვენ. ბოლო ჯამში, მე ვმოქმედებ ასე თქვენივე სიკეთისათვის”.
მეცხრე კითხვა
რაში მდგომარეობს სულიერი დისციპლინა?
სულიერი დისციპლინა შედეგბა: სხეულის დისციპლინისგან – ცოდნისგან მართო ის და იზრუნო მასზე, როგორც ღმერთის ტაძარზე; ჭკუისა და მეტყველების დისციპლინისგან, რაც მიიღება ნამასმარანით, კონცენტრირებით, გააზრებით და მედიტირებით, მანთრების კითხვით და ლოცვით, რეფლექსიით და თვითგარდასახვის შრომით.
“თქვენ ახლა უბრალოდაც არ აცნობიერებთ, ეს როგორი იღბალია მიმიღოთ მე თქვენს ხელმძღვანელად.
მე არ დავწყნარდები იმ დრომდე, ვიდრე თქვენ ყველას არ გამოგასწორებთ და არ გარდაგსახავთ”.
ბაბა
საკუთარი ტრანსფორმირება, თქვა მასწავლებელმა, აუცილებელია დაიწყოთ სხეულისგან: საკვები, განწმენდა, ფიზიკური ვარჯიშები, სუნთქვა, რეჟიმი, თვითმასაჟი.
ამ დროისთვის მოწაფე მოხვდა მისი ჯანმრთელობის რღვევის მძიმე ზოლში. ასეთ შემთხვევებში მიღებული სტერეოტიპები როგორც ერთადერთ გადარჩენას უჩვენებენ – საექიმო საამქროს. მოწაფემ ნახევარი წელი გაატარა საუკეთესო კლინიკებში საუკეთესო ექიმებთან. მას მზრუნველად გადასცემდნენ ხელიდან ხელში გამოკვლევების შედეგების სულ უფრო გასქელებული ტომით. და დახმარების უძლურებაში გამოწერეს საკაცეზე, დიაგნოზების დიდებული თაიგულით. სამახსოვროდ მას დარჩა პატარა ბლოკნოტი, რომელშიც ის იწერდა განკურნების ხალხურ რეცეპტებს.
მაშ ასე, ამ ეპოპეის დასასრულს უთხრა მას მასწავლებელმა, ახლა კი შენ დაიწყებ გამოძრომას, საკუთარ ძალებზე დაყრდნობით.
უპირველეს ყოვლისა საჭიროა მიხედო კვების საკითხებს.
თუ შენ არ გაქვს სულიერი მისწრაფებები, შენ შეგიძლია არ შეზღუდო შენი თავი საკვებში.
“მათთვის, ვინც გამახვილებულია თავის სხეულზე და სურს ძალის მოკრება, კარგია ხორცის ჭამა. მაგრამ სულიერი მაძიებლებისთვის ეს არ ვარგა.
ბევრი ექიმი უსვამს ხაზს პროტეინების ფასეულობას და ამიტომ რეკომენდირებს ხორცის, კვერცხის და ა.შ. ჭამას. პროტეინები ამ ფორმაში აშენებს სხეულს, მაგრამ ზიანს აყენებს გონებას. ექიმები კი უპირველეს ყოვლისა ზრუნავენ ხორცის, ფიზიკურ, სხეულზე. ისინი მცირე ყურადღებას უთმობენ ადამიანის წმინდა შემადგენლობას.
ხორცით სხეული იღებს პროტეინებს, მაგრამ მასში არ არის მენტალური პროტეინები. თუ თქვენ მგზნებარედ მიილტვით სულიერი ცხოვრების გასატარებლად, ხორცი არ უნდა ჭამოთ.
მაგრამ თუ თქვენ გიზიდავთ ყოფითი ცხოვრება, ხორცის ჭამა კარგია.
თუ ადამიანი ჭამს ხორცს, ეს მასში აღვიძებს მხოლოდ ცხოველურ თვისებებს, რადგან ნათქვამია, რომ საკვები, რომელსაც ჩვენ ვღებულობთ, წინასწარ განსაზღვრავს ჩვენს აზრებს. სხვადასხვა ცხოველების ხორცის მოხმარებით, ადამიანი ითვისებს ამ ცხოველების თვისებებს. ეს ბადებს მასში დემონურ მიდრეკილებებს”.
ერთხელ მაჰათმა განდიმ თქვა:
“მე ვგრძნობ, რომ სულიერი პროგრესი გარკვეულ სტადიაზე მოითხოვს, რომ ჩვენ შევწყვიტოთ ქმნილების მიხედვით ჩვენი თანამოძმეების ხოცვა ჩვენი სხეულის საჭიროებისათვის”.
“არის წმინდა სულიერი ხასიათის მოსაზრებებიც. როცა თქვენ კლავთ ცხოველს, თქვენ მას აყენებთ ტკივილს, ტანჯვას, ბოროტებას”.
ერთხელ ემერსონმა თქვა, რომ, თუ სასაკლაოების კედლები, სადაც ხოცავენ ცხოველებს, იქნებოდა მინის, მაშინ ამ სამყაროში ადამიანთა უმეტესობა იქნებოდა ვეგეტარიანელი. ჩვენ უბრალოდ ჩვენთვის ვირჩევთ უმეცრის პოზიციას, არ გვსურს ვიცოდეთ იმის შესახებ, რაც ხდება სასაკლაოებზე.
ჩვენ შეგვიძლია განსჯა იმის შესახებ, რომ კლავს მხოლოდ ყასაბი, ჩვენ კი მხოლოდ ვჭამთ ხორცს, და ამიტომ ჩვენზე არ არის ცოდვა.
მაგრამ სვამი ამბობს:
“ცოდვა დევს თანაბრად მასზე, ვინც ჭამს, ისევე როგორც მასზეც, ვინც კლავს”.
“ცხოველები დედამიწაზე მოსული არიან არა იმისთვის, რომ ესენი მოიხმარონ საკვებში ადამიანის არსებებმა. ესენი მოსული არიან, რომ შეასრულონ თავისი სამუშაო ამ სამყაროში.
როცა ადამიანი კვდება, მისი სხეული შეიძლება შეჭამოს მელამ ან სხვა ცხოველმა, მაგრამ აქ ჩვენც არ ვართ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ საკვებით ეს ცხოველები, რომლებიც ჭამენ ადამიანის ხორცს. ჩვენ სრულიადაც არ მოვედით ამ მიზნით.
მაშასადამე, საჭიროა უარი ვთქვათ ხორცის ჭამის ჩვევაზე.
საკვები წინასწარ განსაზღვრავს ჭკუის ბუნებას.
ჭკუა ბადებს აზრებს.
აზრები განხორციელდება მოქმედებაში.
მოქმედებები იწვევს შესაბამის შედეგებს.
ეს ჯაჭვი, რომელიც აკავშირებს საკვებს, რომელსაც ჩვენ ვჭამთ, ჩვენი მოქმედებების შედეგებთან, ნათლად აშუქებს იმ ფაქტს, რომ ხორცისმჭამელობას მიჰყავს საშინელ ცხოველურ ქცევასთან და მის თანმდევ ცუდ ეფექტებთან.
ასე რომ დაე დღეს თითოეულმა უკეთესია უარი თქვას საკვებად ხორცის გამოყენებაზე. დიდი ცოდვაა იკვებო ცხოველებით, რომლებიც შედგება იმავე ხუთი ელემენტისგან, რისგანაც ადამიანის არსებები. ამას მიჰყავს ეშმაკისეული მიდრეკილების წარმოქმნასთან, და გარდა ამისა, ცხოველებთან სასტიკი მოპყრობის ცოდვის ჩადენასთან. ამიტომ მათ, ვისაც ნამდვილად სურს გახდნენ ღმერთის ერთგულები, უარი უნდა თქვან არავეგეტარიანულ საკვებზე.
სხვები, რომლებიც თავს უწოდებენ კრიშნას და რაამას ერთგულებს, გულიანად შეექცევიან ქათმებს და წიწილებს. ისინი რა უფლებით თვლიან თავს ერთგულებად?”
საცნობისმოყვარო ისტორია მოყვა ლევ ტოლსტოის ქალიშვილმა. ერთხელ ლევ ნიკოლოზის ძემ სტუმრად მიიწვია დეიდა და გადაწყვიტა მიეცა მისთვის გაკვეთილი ხორცის ჭამასთან მიმართებაში.
დეიდას უყვარდა ხორცი, და როცა მას შესთავაზეს წმინდად ვეგეტარიანული დიეტა, განრისხდა და განაცხადა, რომ არ შეჭამს არანაირ სისაძაგლეს და მოითხოვს, რომ მას მისცენ წიწილა.
შემდეგ ჯერზე, სადილად მოსული, ის იყო უკიდურესად გაკვირვებული, როცა შეამჩნია ცოცხალი წიწილა, მიბმული მის სკამთან, და დიდი დანა, რომელიც იდო მის ლარნაკზე.
“ეს რა არის?” – იკითხა დეიდამ.
“თქვენ ხომ წიწილა გინდოდათ”, – უპასუხა ლევ ნიკოლოზის ძე ტოლსტოიმ, ღიმილის ძნელად დამალვით. “ჩვენგან არავის არ სურს მისი მოკვლა. ამიტომ ჩვენ მოვამზადეთ ყველაფერი იმისთვის, რომ თქვენ თვითონ შეძლოთ ამის გაკეთება”.
ქალი იყო აღშფოთებული, მაგრამ იძულებული იყო გაჩუმებულიყო.
“ძალადობა ნებისმიერ ფორმაში არის ბოროტება, უდანაშაულო ცხოველების ხოცვა კი არის აღმაშფოთებელი ველურობისა და სისასტიკის თანაბარძალოვანი”.
“მამა, მაგრამ მოთხოვნილების საწინააღმდეგოდ თუ უეცრად უარს იტყვი ხორცზე, – ესეც ხომ რაღაც სახით ძალდატანებაა?”
“ჩემო ძვირფასო, ის, ვინც ნამდვილად ისწრაფვის გახდეს ღმერთის ერთგული, უარი უნდა თქვას არავეგეტარიანულ საკვებზე. რა თქმა უნდა, მოგიხდება შენს თავზე დაწოლა – უცბადვე არაფერი არ კეთდება. მაგრამ თუ ძალიან მოინდომებ…”
“იყო ერთი მეფე. ერთხელ მან შეკრიბა თავისი სამეფოს ყველა მწყემსი და მიმართა მათ სიტყვით: “მე ვაპირებ რომ თქვენ თითოეულს მოგცეთ თხა. თქვენ მას კარგად უნდა მოუაროთ. ორი თვის შემდეგ მე კვლავ შეგკრებთ თქვენ. თქვენ თხა უნდა მოიყვანოთ უკან. თუ თქვენ აიძულებთ თხას უარი თქვას იმაზე, რომ ჭამდეს ბალახსა და ფოთლებს, მე თქვენ ჯილდოდ მოგცემთ ათას რუპიას. მე თქვენ ახლავე მოგცემთ ფულს, რომ თქვენ შეძლოთ კარგად კვებოთ თქვენი თხა”.
დამსწრეები იყვნენ სრულიად ბედნიერი და მხოლოდ უკვირდათ ის ინტერესი, რომელიც მეფემ გამოამჟღავნა უბრალო მწყემსების მიმართ. მწყემსებს ეგონათ, რომ ძალიან ადვილი იქნება აიძულო თხა უარი თქვას ფოთლებსა და ბალახზე.
“უპირველეს ყოვლისა, გარკვეული საკვებისადმი მიდრეკილება”, – ფიქრობდნენ ისინი – “ეს არის ჩვევის საქმე. ჩვენ შეგვიძლია თხა ვკვებოთ სხვა საკვებით, და სულაც არა ფოთლებით”.
ორი თვის შემდეგ ყველა მწყემსს თხოვეს მოეყვანათ თავიანთი თხები დედაქალაქში. უზარმაზარი მოედანი დასუფთავდა და შემოიღობა. მის ცენტრში შემოღობილის იქით აზვინული იყო ფოთლების დიდი მთა. მითითებულ დღესა და საათზე მოვიდნენ მწყემსები თავიანთი ჩასუქებული და გატკეცილი თხებით. მეფე შევიდა ღობის შიგნით და უბრძანა მწყემსებს გაეშვათ თხები. და ყველა ცხოველი ხარბად მივარდა ფოთლებს.
მეფე ყურადღებით იხედებოდა ირგვლივ. და იქ მისი მზერა დაეცა ახალგაზრდა გოგონაზე, რომლის სიახლოვეს მშვიდად იდგა თხა. მან შეამჩნია, რომ თხა უთვალთვალებს ჯოხს, რომელიც გოგონას უკავია ხელში. მეორე ხელში გოგონას მოკუჭული ჰქონდა ფოთლების ბღუჯა. თხა არ იყო ბოძზე მიბმული, არ იყო არც გაკოჭილი. ის იყო თავისუფალი და შეეძლო გაქცევა, მაგრამ ამას არ აკეთებდა.
მეფე სრულიად გაკვირვებული და კმაყოფილი იყო. მან უთხრა მწყემს გოგონას:
“ოჰ, ქალიშვილო! მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ამდენ მწყემსს შორის ერთმა მაინც შეძლო თხის აღზრდა ჩემი მოლოდინის შესაბამისად. თხას გააჩნია ფოთლებისადმი ინსტინქტური სიყვარული. შენ როგორ შესძელი ასეთი გამარჯვების მიღწევა?”
გოგონა მიესალმა მეფეს და უპასუხა: “ოჰ მეფეო! ჩვენი მიდრეკილებები და ანტიპათიები დამოკიდებულია ჩვენს ჩვევებზე. თუ ჩვენ რაღაცას ვჭამთ ბევრი დღისა და თვის განმავლობაში, ჩვენ გვივითარდება გემო ამასთან, და ეს ხდება ჩვევა.
სწორედ ასე თუ ჩვენ დღითიდღე რაიმეზე მყარად ვამბობთ უარს, ჩვენს მცდელობებს აუცილებლად მოაქვს წარმატება.
იმ დღიდან, როგორც კი მე დავბრუნდი სახლში თხით, მე მივდევდი განსაკუთრებულ სტრატეგიას. მე მიმქონდა ფოთლების ბღუჯა თხის სიფათთან. მაგრამ როგორც კი თხა მოემზადებოდა მათ შესაჭმელად, მე მას ჯოხს ძლიერად ურტყამდი ტუჩებში. ასე გრძელდებოდა ერთი თვის განმავლობაში. ბუნებრივია ამის შემდეგ თხა უკვე აღარ იჩენდა თავის მგზნებარებას ფოთლების მიმართ, ტუჩებში დარტყმის მიღების შიშით. დაინახავდა თუ არა ჯოხს ის მაშინვე წყნარდებოდა.
მაგრამ ჩემს თხას მე ვკვებავდი სხვა საკვებით და სიყვარულით ვზრუნავდი მასზე. ოჰ, მეფევ! ჩვენ თითოეულისთვის შეუძლებელი არაფერი არ არის. მნიშვნელოვანია მხოლოდ მუდმივი ძალისხმევა და პრაქტიკა”.
მეფემ მადლობა გადაუხადა მწყემს გოგონას მის მიერ მიცემული ცხოვრებისეული გაკვეთილისთვის. და როგორც დაპირებული იყო დააჯილდოვა ქისით, რომელშიც იყო ათასი რუპია”.
ჩემო ძვირფასებო! განა ჩვენ აღმოვჩნდებით დაუყოლიებელი…
ჰოდა, მაპატიეთ – იმ თხაზე უფრო დაუყოლიებელი…
სვამი ხომ ამბობს – საჭიროა!
თავისუფალი ნება, ნაბოძები ადამიანისთვის, ნიშნავს მის მიერ ღმერთისგან ნაბოძები სინდისის გამოყენებას, რათა მიიღოს საპასუხისმგებლო, ეთიკური და ზნეობრივი გადაწყვეტილებები. სხვათა შორის ადამიანი არის – ერთადერთი ცოცხალი ქმნილება, რომელიც კლავს კმაყოფილებისთვის.
ამერიკელი ინდიელები, დიდი ქვეყნის ძირეული მცხოვრებნი, თავისთვის საკვების მოპოვებისას, კლავდნენ ჯოგის მხოლოდ სუსტ წევრებს, ამ დროს მოკვლის საკითხი წამოიჭრებოდა სასიცოცხლო აუცილებლობის გამო, მაგრამ არა კმაყოფილებისთვის.
უფალმა კრიშნამ თქვა:
“ის, ვინც ცხოველებს კლავს ყოველგვარი სიბრალულის გარეშე, შემდეგ ცხოვრებაში დამარცხებული იქნება ამ ცხოველებისგან”.
დიდმა წმინდანმა ვიჯავალკიამ დაადგინა, რომ ხორცის გულისთვის ცხოველების მოკვლის სამი საშინელი დანაშაული გადაეცემა სამსჯავროს:
1. უდანაშაულო სიცოცხლის წართმევა
2. უდანაშაულო ცხოველისთვის ტანჯვების მიყენება მისი დაკვლის დროს
3. მკვლელობით ცხოველისთვის მისი ძალის ჩამორთმევა.
სასჯელი ყველა სამივე დანაშაულისთვის არის 12 განმეორებითი დაბადების დანიშვნა.
პირველი დანაშაულისთვის ადამიანს ელოდება ვადამდელი და ტანჯული სიკვდილი.
მეორესთვის ის გადაიხდის ტკივილით, ტანჯვებით და უბედურებებით, ოჯახური მტრობის და მუდმივი დარდის ჩათვლით.
მესამესთვის ის გადაიხდის ცუდი ჯანმრთელობით, რის გამოც მისი სიცოცხლე დაიხარჯება ფუჭად.
ამიტომ ადამიანისთვის დაუშვებელი უნდა გახდეს ცხოველების სიცოცხლის წართმევა, უპირველეს ყოვლისა – მათ შესაჭმელად. მაგრამ ეს არის თითოეულის არჩევანი.
ამრიგად ვეგეტარიანობაზე გადასვლა – ეს არა უბრალოდ ცხოველურ საკვებზე უარის თქმაა. ეს ნიშნავს სიცოცხლის ახალ გზაზე დადგომას.
შემდეგ მასწავლებელმა მოწაფეს მისცა
წიგნი იოგას შესახებ. და მეორადად გადაატრიალა მისი სიცოცხლე, რითაც გადასცა
სხეულის კულტურის ზოგიერთი საჭირო წესი
• ნელა და განუხრელად გადადი ვეგეტარიანულ დიეტაზე,
ამავე დროს თავს არ ეძალადო
• თანდათანობით და დაუყოვნებლივ უარი თქვი ჭკუის გამაბრუებელ საშუალებებზე, სპირტიანის და მოწევის ჩათვლით.
• მუდმივად შეასრულე გასაწმენდი პროცედურები, როგორც გარეგანი, ასევე შინაგანი
• პერიოდულად წლის განმავლობაში მიიღე გამწმენდი და გამამაგრებელი მცენარეული ნახარშები
• ჭამე მხოლოდ მაშინ როცა მშიერი ხარ და არ დაჰყვე მადის ცდუნებებს
• დალიე მოთხოვნილების შესაბამისად, მუდმივად გქონდეს შენს სიახლოვეს ჭიქა წყალი
• კვებაში და სმაში გრძნობიერად ირეაგირე ორგანიზმის მოთხოვნაზე, რადგან მან უკეთ იცის რა სჭირდება
• დაიცავი ზომიერება ყველაფერში – ჭამაში, შრომაში, დასვენებაში, სხვებთან ურთიერთობაში და სხვ.
• თვალყური ადევნე შენს ფიზიკურ ფორმას, მიჰყევი ვარჯიშების რომელიმე სისტემას
• რეგულარულად “ისუნთქე სინათლით”, შენი აურის გარსის სისუფთავისა და ძალის შენარჩუნებით.
სვამი ამბობს:
“ჩვენ ყველას გარს გვაკრავს ჰაერი, მაგრამ ჩვენ ხომ არ ვსუნთქავთ მეტს ვიდრე საჭიროა.
ტბა სავსეა წყალით, მაგრამ ჩვენ ვსვამთ იმდენს, რამდენიც საჭიროა წყურვილის დასაოკებლად.
კვებაში ზომიერებას მიჰყავს შესანიშნავ ჯანმრთელობასთან. მსუნაგობა აჩენს მიდრეკილებას უსაქმურობისა და სიზარმაცისკენ.
დღეს ადამიანს არ სჭირდება ბევრი საკვები. მას უნარი აქვს იცოცხლოს მის მნიშვნელოვნად მცირე რაოდენობაზე, ვიდრე მოიხმარს, და მიუხედავად ამისა ჰქონდეს კარგი ჯანმრთელობა”.
ნუ მივარდებით საავადმყოფოში ყოველი პატარა შეუძლოობისას. ზედმეტად ბევრი წამალი – ესეც ცუდია. მიეცით ბუნებას სრული გასაქანი ებრძოლოს დაავადებას და იქნებით მართალი.
“ღმერთი – ყველაზე უკეთესია ექიმებს შორის.
ისწრაფეთ მისკენ. მიმართეთ მას. ენდეთ მას. დაეყრდნეთ მას.
და თქვენ ყველა გათავისუფლდებით ყველა დაავადებისგან”.
ბაბა
მილიონერიც კი იძულებულია დაკმაყოფილდეს ჩვეულებრივი საკვებით – მას არ შეუძლია შეჭამოს თავისი ოქრო.
არახელსაყრელ დროს ჯოხსაც კი შეუძლია გველად გადაიქცეს. სამაგიეროდ ხელსაყრელში – მტვერიც კი შეძლებს ოქროდ გადაქცევას.
დროს ბორბალს შეუძლია მეცნიერი გადააქციოს უგუნურად, უგუნური – კი წმინდანად,
და მდიდარი ადამიანი აქციოს ცხოვრების უკუღმართობების სათამაშოდ.
თქვენ კი, როგორც არ უნდა ეცადოთ, ვერ შეძლებთ მიიღოთ ის რაც თქვენთვის ბედით არ არის დანიშნული.
ოჰ, ადამიანო! ნუ აყვები შენს ამბიციებს.
წარმართე დარბაისლური ცხოვრება, შენი ინტელექტისთვის ღირსეული გამოყენების მოძებნით.
სვამის პოემა
ძვირფასო მეგობარო, ეს კი ნიშნავს, – ამბობს მასწავლებელი, –
შეასრულე სადჰანა.
“რა არის სადჰანა, სულიერი პრაქტიკა, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ?
ეს უპირველეს ყოვლისა არის სხეულის, ჭკუის და მეტყველების გაწმენდა”.
როგორ გავწმინდოთ სხეული?
საკმარისი არ არის თუ ჩვენ უბრალოდ დავიბანთ წყალით და საპნით, იმიტომ რომ ეს თანაბარმნიშვნელოვანია მხოლოდ გარეგანი გასუფთავების.
აუცილებელია გაიწმინდო კეთილი აზრებით, კეთილი სიტყვებით და კეთილი საქმეებით, რომლებიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, როცა ჩვენ მივდივართ შინაგანი გზით.
იქამდე ვიდრე თქვენი სხეული მიიღებს რაიმე შემოქმედებას, თქვენ უნდა განიხილოთ და გამოიკვლიოთ ახალი საქმის ყველა “თანახმა” და “წინააღმდეგი”, გარჩევის თქვენი უნარის გამოყენებით.
თქვენ რასაც კი აკეთებთ, გააკეთეთ ეს წმინდა გრძნობებით. ააცილეთ სხეულს ყველა უსულო მოქმედება და გამოიყენეთ იგი მხოლოდ კეთილი მიზნებით.
ადამიანმა ღირსეულად უნდა გამოიყენოს მისთვის მიცემული ჭკუა, ბედი, მდგომარეობა და სიმდიდრე, რომლითაც ღმერთმა დააჯილდოვა ის, იმის მაგივრად, რომ ხდებოდეს ექვსი ნაკლის: სურვილების, მრისხანების, სიხარბის, ბრმა ვნებების, სიამაყის და შურის მსხვერპლი.
ეს ნაკლები ღმერთისგან არ არის შექმნილი. ეს მომდინარეობს უვარგისი საკვებიდან და ადამიანის ცუდი ჩვევებიდან. სწორედ საკვები და ჩვევები არის პასუხისმგებელი ადამიანების ცუდ და კარგ ხარისხებზე.
ჭკუას, ბედს, მდგომარეობას და სიმდიდრეს აქვს ღმერთის წარმოშობა. წმინდა ხარისხები გამოდის გულიდან. და ეს შეესაბამება შინაგან გზას, ნივრიტის. იმ დროს, როცა ადამიანის ყველა ყოფითი მოქმედება – სიმდიდრის მოპოვება, მუშაობა, თამაშები, ძალაუფლებისა და მდგომარეობის წყურვილი, ეს არის – გარეგანი გზა, პრავრიტი.
მიწიერი მისწრაფებები წარმოიქმნება თავიდან და განიცდის ცვლილებებს.
მხოლოდ შინაგანი სწრაფვები, წამოსული გულიდან, არის ნამდვილად არაწარმავალი.
შინაგანი მოთხოვნილებების იგნორირებით, ადამიანი დგება გარეთა გზაზე. შედეგად, აღმოჩნდება, რომ მას არ აქვს უნარი მიაღწიოს ნამდვილ ბედნიერებას. ის მიდის პრავრიტის გზით, შედეგებს კი ელოდება ისეთს, რომელთა მიღწევაც შეიძლება მხოლოდ შინაგან გზაზე, ნივრიტიზე. მაგრამ ყოფით გზაზე მას არასოდეს არ შეეძლება მყარი ბედნიერების მიღწევა.
პოეტმა შეიძლება შეადგინოს ღმერთის სადიდებელი დიდი ლექსები და ევედროს მას დაცვაზე.
მნიშვნელოვანია გრძნობები და არა ის მანერა, რომელშიც შედგენილია ლექსები.
თითოეულს აქვს შესაძლებლობა ქება შეასხას უზენაესს მხოლოდ თავისი საკუთარი უნარების შესაბამისად, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს სუფთა, მედეგი და წმინდა გრძნობებით.
ადამიანმა შეიძლება იგალობოს ბჰაჯანები, თაყვანი სცეს და გასწიოს მსახურება მრავალი წლის განმავლობაში. მაგრამ ეს ყველაფერი აღმოჩნდება ფუჭი, თუ მასში არ მოხდება გულის ტრანსფორმირება. გული უნდა იყოს აღვსილი თანაგრძნობით. მხოლოდ მაშინ შეიძლება მას ეწოდოს ღმერთის ტაძარი. წინააღმდეგ შემთხვევაში ის გახდება ჭეშმარიტად ეშმაკის ბუნაგი”.
ერთხელ სამი ადამიანი იდგა და კამათობდა. პირველი იყო რაბინი, მეორე –ქურუმი, მესამე – იმამი (როგორც თქვენ იცით ისინი არიან წმინდამსახურები იუდეური, ქრისტიანული და მუსულმანური რელიგიების).
რაბინმა, რომელიც ჩაცმული იყო შავებში, თქვა: “მე პატივს ვცემ თქვენს სამოსელს, მაგრამ შავი სამოსელი უფრო მეტად უკეთესია, ვიდრე ყვითელი და ცისფერი”.
ყვითელ სამოსში ჩაცმულმა წმინდანმა წარმოთქვა: “მეც აგრეთვე პატივს ვცემ თქვენს სამოსელს. მაგრამ ყვითელი უფრო მეტად უკეთესია ვიდრე შავი და ცისფერი”.
იმამმა, თავის მხრივ დაიწყო მტკიცება, რომ ცისფერი მაინც უკეთესია, ვიდრე შავი და ყვითელი.
აქ კი სამი მამაკაცის თავზე აციალდა ცისარტყელა და უთხრა მათ: “ჩემო ძვირფასებო, ყველა რელიგია უპირატესობას აძლევენ თავის საკუთარ ფერს, ეს სწორია, მაგრამ თითოეული ფერი წარმოიშობა მზის ერთიდაიგივე სხივისგან, რომელიც გარდატყდება ერთიდაიგივე წყალის წვეთში.
ჩვენთვის, ცისარტყელებისთვის ეს ცნობილია ოდითგან, ჩვენში ყველა ფერი ჩაწნულია ერთად, როგორც მქსოველი ფერადი ძაფებისგან წნავს ყველაზე სასწაულებრივ არშიებს”.
და მან აჩვენა სამ მამაკაცს ყველაზე ფანტასტიური სურათები.
და შემდეგ ცისარტყელა კვლავ ალაპარაკდა “ძვირფასო რაბინ, განა შენ მართლა ვარაუდობ, რომ ღმერთს შენ უყვარხარ უფრო მეტად, ვიდრე იმამი? განა უფალი არ ღვრის მზის შუქს მუსულმანის მინდორზე ისევე, როგორც ებრაელის მინდორზე?”
სამი მამაკაცის გარშემო მდგომი ხეები ერთხმად ახმაურდა.
ვაშლის ხემ კი თქვა: “ძვირფასო იმამ, განა მე, რომელიც ვდგევარ შენს ბაღში, ვამბობ – მხოლოდ მუსულმანებს შეუძლიათ მოწყვიტონ ჩემი ვაშლები?”
და ქარმა წაიმღერა: “ძვირფასო ქურუმო, განა ღმერთის სამყაროში ქარი სიცხეში შემოევლება მხოლოდ ქრისტიანებს, მუსულმანებისა და იუდეველების გვერდის ავლით?”
სამი მამაკაცი არ პასუხობდა, იმიტომ რომ მათ ეუფლებოდათ გაურკვევლობა, შინაგანი გაურკვევლობა, რომელიც ეხებოდა სიცოცხლის არსს.
ცისარტყელამ კი თქვა: “ღმერთის კანონი მოწყალეა, ჩვენ კი ვლაპარაკობთ ღმერთის კანონზე. შემიძლია მე მოგცეთ თქვენ კითხვა – თქვენ ლაპარაკობთ ღმერთის კანონის შესახებ თუ თქვენი საკუთარი კანონის შესახებ?”
სამმა მამაკაცმა არ იცოდა რა ეპასუხათ.
ყოფითი ვნებები მათში მათ სულიერ დანიშნულებაზე ძლიერი იყო.
რა ხერხით შეგიძლიათ თქვენ ჭკუის გაწმენდა?
თქვენ ამის გაკეთება შეგიძლიათ მხოლოდ გრძნობების კონტროლის მადლით. გამოიყენეთ თქვენი ყველა ათი გრძნობა მხოლოდ წმინდა მიზნებისთვის.
ნუ შეხედავ ცუდს, შეხედე მხოლოდ კარგს.
ნუ მოისმენ ცუდის შესახებ, უსმინე მხოლოდ კარგს.
ნუ ილაპარაკებ ცუდის შესახებ, ილაპარაკე მხოლოდ კარგზე.
ნუ იფიქრებ ცუდზე, იფიქრე მხოლოდ კარგზე.
ეს არის გზა ღმერთისკენ.
მაგრამ ამისთვის ხომ, ალბათ, საჭიროა გაერჩიო იმასთან, რაც ადიდებს ჩვენს ჭკუას…
“აი ხერხი, რომელსაც იყენებენ გლეხები მაიმუნებთან საბრძოლველად. როცა გლეხს სურს მაიმუნების დაჭერა, ის მახედ იყენებს დიდ ქოთანს ვიწრო ყელით. ქოთანში ის დებს რაიმე საჭმელს, რომელიც უყვართ მაიმუნებს.
მაიმუნი პოულობს ქოთანს და მასში შიგნით ყოფს თათს, მცდელობით მოხვეჭოს იმდენი საჭმელი, რამდენსაც დაიჭერს. მაგრამ ამის გაკეთებით, ის უკვე უძლურია ამოიღოს თათი ქოთნის ვიწრო ყელიდან. ის წარმოიდგენს, რომ იქ შიგნით ვიღაცამ დაიჭირა მისი თათი, მასთან ბრძოლა და ქოთნით გაქცევა კი აბამს მას მახეში.
მაიმუნს არავინ არ იჭერს, ის თვითონ ებმება მახეში თავისი სიხარბის გამო. თუ ის თავისი თათიდან გაუშვებს ნადავლს, მაშინ გათავისუფლდება ბორკილისგან.
ამაზევე ვეუბნები მე ადამიანებს. ყოფითი ცხოვრება იზიდავს ადამიანს სიმდიდრით და სიამოვნებებით, აცდუნებს მას სურვილებით. როცა ის ნახულობს ზიანს და იტანჯება თავისი სიხარბის შედეგებისგან, მაშინ ფიქრობს, რომ მას რაღაცა ძირს ეწევა, დაიჭირა ის და სწყურია მოსპობა. ის ვერ იგებს, რომ თავის ბორკილებზე ის თვითონ არის პასუხისმგებელი.
იმ მომენტში, როცა ის უარს იტყვის მატერიალურ სიმდიდრესა და სურვილებზე, ის გათავისუფლდება.
მე ვაიძულებ მას გაიგოს თავისი მიბმულობა მაიმუნურ ჭკუასთან და ვათავისუფლებ მას.
რომ გაწმინდოთ გრძნობები, თქვენ ეს გრძნობები უნდა მიმართოთ მხოლოდ სულიერ მიზნებზე.
გრძნობების გაწმენდა ნიშნავს – ჭკუის გაწმენდას. ჭკუა არის გრძნობების მბრძანებელი. თუ ჭკუა სუფთაა, მაშინ გრძნობებიც სუფთა იქნება.
თქვენში შეიძლება ნებისმიერ მომენტში წარმოიქმნას ცუდი გრძნობები – ისეთი, როგორიცაა სურვილები, ბოროტება, რისხვა და სიძულვილი, მაგრამ მათ არ უნდა მისცეთ ნება თქვენს ჭკუაში შეჭრის. საკმარისია მათ ერთხელ უთხრათ უარი მასში შესვლის ნებართვაზე და ესენი ავტომატურად უკან დაიხევს. თუ კი ესენი მიიღებს დაშვებას თქვენს ჭკუაში, ესენი იქვე დარჩება.
აი პატარა მაგალითი:
დავუშვათ, ვიღაცა თავისი ბარგით მოდის თქვენი სახლის ზღურბლთან.
თუ თქვენ ალერსიანად მოეპყრობით მას და დაიწყებთ მასთან თავაზიანობის გაზიარებას, ის მაშინვე შემოვა თქვენს სახლში და მოეწყობა მასში.
მაგრამ თუ თქვენ სრულიად არ შეამჩნევთ მას, ის საცხოვრებლად წავა სასტუმროში.
ზუსტად ასევე, როცა ცუდი გრძნობები ცდილობს თქვენი ჭკუის დაკავებას, უბრალოდ უგულებელყავით ეს გრძნობები. მაშინ მათ სხვა არაფერი დარჩებათ, იმის გარდა რომ დაბრუნდნენ თავიანთი წარმოშობის ადგილში. მეორე მხრივ, თუ თქვენ დაკავდებით მათით, ეს გრძნობები დაიწყებს თქვენს მართვას.
როცა თქვენ გიწევთ შეხვედრა რაიმე ცუდთან, ნუ შეხედავთ ამ ცუდს, არ ილაპარაკოთ ამ ცუდზე და ყური არ უგდოთ მას. უბრალოდ უგულებელყავით ეს ცუდი. სწორედ ეს არის ჭეშმარიტად ადამიანური თვისება.
თქვენ თქვენი სახლის ზღურბლის გადაბიჯების ნებას რთავთ მხოლოდ მეგობრებს და ნათესავებს. მაგრამ განა თქვენ ნებას მისცემთ ვირებს და ღორებს შემოვიდნენ თქვენს სახლში მხოლოდ იმიტომ, რომ მასში არის კარები?
ადამიანის სხეული არის გამონაკლისად კეთილშობილი, ფასეული, წმინდა და ღმრთიური. ნუ გამოიყენებთ მას ბოროტად, ცუდი ხარისხებისთვის გასაქანის მიცემით. გამოიყენეთ განსხვავების მთელი თქვენი ძალა, რათა მისცეთ სათანადო გამოყენება თქვენს გრძნობებს.
თქვენს სხეულში არის ცხრა კარები. თქვენ მათში გავლის ნება უნდა დართოთ მხოლოდ იმას, რაც წმინდა და სულიერია. არ მისცეთ ამით სარგებლობის ნება სხვა არაფერს. მხოლოდ მაშინ შეძლებთ თქვენ შეიძინოთ მარადიული მშვიდობა და სიწყნარე.
და მაშინ თქვენს სულში აჟღერდება ღმერთის ხმა.
“ერთხელ მეფემ მიმართა ერთ ცნობილ მხატვარს თხოვნით თავისი დურბარ ჰოლის უზარმაზარ კედელზე შეექმნა ფრესკა, რომელიც გამოსახავდა სცენას მაჰაბჰარატას ბრძოლიდან.
იქ მასთან მივიდა სხვა მხატვარი და თხოვა ნება მიეცა საწინააღმდეგო მხარის კედელზე შეექმნა ფრესკა, იმავე თემაზე და ფაქტიურად ზუსტი ასლი პირველისა, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის ჩამოკიდებული იქნება ფარდა.
გახსნისთვის დანიშნულ დღეს ფარდა ჩამოხსნეს, და მეფე იყო განცვიფრებული, როცა მეორე კედელზე აღმოაჩინა მაჰაბჰარატას ბრძოლის იგივე სცენის ზუსტი ასლი, ზუსტი წვრილმან დეტალებამდე.
მეფემ ჰკითხა მხატვარს, მან როგორ შეძლო ეს. და მან უპასუხა, რომ არ გამოუყენებია არც ფუნჯები, არც საღებავები. მან უბრალოდ გააპრიალა კედელი ისე, რომ ის ბრწყინავდა, როგორც სარკე. მეორე ფრესკა იყო უბრალოდ ორიგინალის ანარეკლი.
ჩვენც ზუსტად ასევე უნდა გავასუფთაოთ ჩვენი ჭკუა, რათა ღმერთის დიდებულება და სილამაზე აისახოს ჩვენს გულში”.
სვამის მონათხრობებიდან.
როგორ შეძლებთ თქვენ თქვენი მეტყველების დაწმენდას?
თქვენ მისი დაწმენდა შეგიძლიათ, სიმართლის ლაპარაკით, დჰარმას მიდევნებით და სიყვარულისა და მშვიდობის დანერგვით.
მაგრამ ჭეშმარიტი სადჰანა – ეს არის მსახურება.
ემსახურეთ საზოგადოებას. თითოეულს მოექეცით, როგორც საკუთარ ძმას და დას.
მხოლოდ უანგარო მსახურებით შეძლებთ თქვენ გამოისყიდოთ თქვენი სიცოცხლე.
სხვებისთვის მსახურება განიხილეთ, როგორც ღმერთისთვის მსახურება.
იყო დრო, როცა ელექტროობა ქუჩების გასანათებლად გამოიყენებოდა ინდოეთის მხოლოდ რამდენიმე დიდ ქალაქში.
ერთ ქალაქში ქუჩის ყოველ ბოძზე იყო 3-4 შუშით დაფარული ზეთის ლამპა. მუნიციპალურმა ხელისუფლებამ დაიქირავა რამდენიმე მუშა საღამოს 6 საათზე ლამპების ასანთებად. ზეთზე, ფითილზე და ლამპის შუშაზე ხარჯები თავის თავზე აიღო მუნიციპალიტეტმა.
მათ შორის, ვინც ლამპებს ანთებდა, იყო ერთი მუშაკი, რომელიც თავის სამუშაოს ასრულებდა სიხარულით და მთელი შესაძლო გულმოდგინებით. მასში ცოცხლობდა უზარმაზარი რწმენა ღმერთში, და ის ყოველთვის იმეორებდა მისთვის ძვირფას რაამას სახელს. თავის სამუშაოს ის აკეთებდა პუნქტუალურად და სკურპულოზურად.
ჩვეულებრივ ის თავის სამუშაოზე მოდიოდა ზუსტად საღამოს 5 საათზე, წმენდდა ლამპებს, ასხამდა ზეთს კონტეინერებში, უკეთებდა ახალ ფითილს და ანთებდა ლამპას. ამ სამუშაოს დროს ის შეუსვენებლად მღეროდა: “ოჰ, უფალო ჯანაკა, მე მხოლოდ შენს სამუშაოს ვაკეთებ, მე მხოლოდ შენ გემსახურები”.
მუნიციპალიტეტში მოდიოდა მოხსენებები, რომ ლამპები, ანთებული ამ ერთგულის მიერ, ანათებდა კაშკაშად და ენთო მთელი ღამის განმავლობაში, მაშინ როცა სხვების მიერ ანთებული ლამპები, იყო მბჟუტავი, და მათი უმეტესობა ენთო მხოლოდ ღამის ნაწილში.
ჩატარებული იყო გამოკვლევა. შემმოწმებელმა ჩინოვნიკმა ხელისუფლებს წარუდგინა მოხსენება, რომ ყველას, ვინც ქალაქში ანთებდა ლამპებს ეძლეოდათ ერთიდაიგივე ზეთი და სხვა მასალები და ეძლეოდათ ერთნაირი ხელფასი.
და რა არის იმ ქუჩაზე, სადაც ლამპები კაშკაშად ენთო მთელი ღამის განმავლობაში, განსხვავებული სხვა დანარჩენ ქუჩებთან, ეს არის უნიკალური შემთხვევა – ის, ვინც იქ ანთებს ლამპებს, ცნობილია, როგორც ძალიან ღვთისნიერი ადამიანი, რომელიც იხდის თავის ვალს, როგორც ღმერთისადმი მსახურებას. ნებისმიერი სამუშაო, გულითადად შესრულებული როგორც ღმერთისადმი მსახურება, დაუყოვნებლივ ასახავს მის სიყვარულსა და დიდებას.
სვამის მონათხრობებიდან.
დიდობა დევს პატარა ნივთებში. ეჭვს გარეშეა, გზების დაგვა და საავადმყოფოების მონახულება – კარგი რამაა, მაგრამ თავის თავად ეს არ წარმოადგენს მსახურებას. ნამდვილი სადჰანა – ეს არის საკუთარი მოვალეობების ღირსეული შესრულება.
“დრო – არის ღმერთი, ნუ დახარჯავთ მას ტყუილუბრალოდ;
გაფლანგო დრო – ნიშნავს ფუჭად გახარჯო სიცოცხლე”.
ჭეშმარიტად სულიერი პრაქტიკა – ეს არის დროს ღირსეული გამოყენება. განიხილეთ დრო, როგორც ღმერთის მთავარი ფორმა, და მაშინ თქვენი სიცოცხლე განიწმინდება.
ზოგიერთი ადამიანი ჩივის, რომ მას არ აქვს საკმარისი დრო, რათა იფიქროს ღმერთზე.
ის, ვინც ამ თემას წამოსწევს, ზარმაცია ნატურით. როგორც კი თქვენ უარს იტყვით თქვენს სიზარმაცეზე, მაშინვე ადვილად შეძლებთ წმინდანობის გზაზე დადგომას.
“სიზარმაცე – ეს არის მიწა და ჟანგი;
შეცნობა – არის საუკეთესო დროსტარება და სიმშვიდე”.
ბაბა
დისციპლინის წლებმა მთლიანად შეცვალა მოწაფე გარეგანად და შინაგანად. ის მეტად აღარასოდეს არ მიმართავდა ექიმებს, იმ ჭეშმარიტების ჩაწვდომის შემდეგ, რომ ყველაფერი არის ადამიანისა – და ღმერთის ხელში.
რაჯა იოგა კი გადაიქცა სინათლის იოგად საი-იოგად, რომელიც ანათებს მათ გზას, ვინც მივიდა სვამისთან და მზად არის იშრომოს.
ვინც გამოვიდა საბავშვო “მომეცი!”-დან და დიდობისას, ამბობს: “წამიყვანე, მიბრძანე, მე გემორჩილები!”
საის დარშანი
მცირედი მერყეობა – და მე არ მოვალ.
მცირედი შიში – და მე არ მოვალ.
მცირედი სიძულვილი – და მე არ მოვალ.
მცირედი შური – და მე არ მოვალ.
თქვენი მხრიდან პატარა ძალისხმევა –
და მე მოვალ.
მე მოვალ და მიგმართავთ.
მე დაგიცავთ.
მე მხოლოდ ველოდები, ყველაფერს როდის იღონებთ თქვენ.
მე არ გეხმაურებით თქვენს ჩივილებზე.
მე არ გეხმიანებით თქვენს ქებაზე.
მე ყოველთვის გამოგძახებთ
მხოლოდ თქვენს გულითად გადაწყვეტილებაზე
მომაღწიოთ მე.
1972 წლის შივარათრიმდე რამდენიმე კვირით ადრე მე კვლავ დავბრუნდი ინდოეთში, მოგვითხრობს ი.დევი.
დილით შივარათრიმდე, როცა სვამი შეჩერდა, მე ვაცნობე მას, როგორ აღმოცენდა საი-იოგა და ვთხოვე მას ნებართვა მესარგებლა მისი სახელით. მაშინ მან გამოიკითხა, ხომ არ შემეძლო მე მესწავლებინა საი-იოგა სტუდენტებისთვის ზაფხულის კურსების დროს, რომლებსაც ის ხსნის მაისში.
სახლში სწრაფად გადაფრენიდან სამი კვირის შემდეგ მე დავბრუნდი უკან, ბედნიერი ჩემთვის მოცემული შესაძლებლობით წამეყვანა საი-იოგა ინდური კულტურისა და სულიერების შესახებ ბჰაგავანის პირველი საზაფხულო კურსების დროს. და შემდეგ ორ წელიწადს მე ვაგრძელებდი ჩემს მასწავლებლობას.
საი-იოგას პრაქტიკით შეიძლება თქვენი სიცოცხლის მთლიანად შეცვლა, განსაკუთრებით თუ თქვენ ნეგატიურად, პესიმისტურად ან ცინიკურად ეპყრობით თქვენს ოჯახს, მეგობრებს ან სიცოცხლეს საერთოდ. ის დაგეხმარებათ თქვენ დაიხსნათ თავი ირაციონალური სიმპათიების ან ანტიპათიების ქსელისგან, გათავისუფლდეთ ყოველდღიურობის ანგარებითი გაწამაწიისგან და აღმოაჩინოთ თქვენი ცხოვრების ახალი ფურცელი.
საი-იოგას პრაქტიკა ძალიან ეფექტურია, მაგრამ თუ თქვენ ხართ ახალბედა იოგაში, თქვენ უპირველესად უნდა შეისწავლოთ ღრმა სუნთქვის ტექნიკა.
ღრმა სუნთქვის ტექნიკა თავისთავად წარმოადგენს სრულიად უნიკალურ ხერხს უზრუნველყოს პრანას მძლავრი მოდინება ორგანიზმისკენ.
თქვენ როდისმე სუნთქვისთვის მიგიქცევიათ სერიოზული ყურადღება? თავში მოგსვლიათ კი, რომ ჩვენი ფიზიკური და გონებრივი უმწეობებიდან მთავარი აიხსნება იმით, რომ ჩვენ არასწორად ვსუნთქავთ?
სიცოცხლე და სუნთქვა – სინონიმებია. სიცოცხლე არის სუნთქვა, და მისი არარსებობა არის სიკვდილი. სხეულის მთელი მოქმედება, საჭმლის მონელებიდან შემოქმედებით აზროვნებამდე, დამოკიდებულია ჟანგბადით მომარაგებაზე. და მიუხედავად ამისა ჩვენ სრული იგნორირებით ვეკიდებით სუნთქვას და სრულიად არ ვაქცევთ მას ყურადღებას. სხვათა შორის სუნთქვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე აბაზანა ან თუნდაც საუზმე.
ღრმა სუნთქვის ტექნიკის აღწერა ადვილი არ არის.
დაჯექით ფარდაგზე ლოტოსის პოზაში ან უბრალოდ ფეხებგადაჯვარედინებით, ან სკამზე, მუხლებზე ხელებდაწყობილი. წელი და ხერხემალი უნდა იყოს სრულიად სწორი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
სვამი ამბობს:
“სწორად დაჯდომა ძალიან მნიშვნელოვანია. მე-9 და მე-12 მალებს შორის მდებარეობს სასიცოცხლო ძალის მიდამო. თუ ხერხემალს დავაზიანებთ ამ მიდამოში, დადგება პარალიჩი.
თუ სხეული იმყოფება სწორ მდგომარეობაში, მაშინ სასიცოცხლო ძალა შეძლებს აიწიოს მაღლა ხერხემლის ბოძის გასწვრივ და უზრუნველყოს ჭკუის ინტენსიური კონცენტრირების უნარი. უფრო მეტიც, როგორც მეხამრიდი, დაყენებული სახლის სახურავზე, იზიდავს ელვას, ზუსტად ისევე სრულიად სწორი სხეული მსახურებს, ასე ვთქვათ, ღმერთის ძალის გამტარად, რომელიც შედის თქვენი სხეულის ტაძარში და გაძლევთ თქვენ ძალას შეასრულოთ თქვენი ამოცანა და მიაღწიოთ მიზანს.
აიღეთ სხვა მაგალითი.
თქვენთვის წარმოიდგინეთ ბოთლი, პირამდე ზეთით შევსებული. თუ თქვენ ის გიჭირავთ მკაცრად ვერტიკალურად, მისგან ერთი წვეთი ზეთიც კი არ გადმოვარდება. მაგრამ მოიყვანეთ ის დახრილ მდგომარეობაში – და მთელი ზეთი გადმოიღვრება.
ზუსტად ასევე წელში მოხრილ ადამიანს ემჩნევა პრანას – და მაშასადამე სიბრძნის, მეხსიერების და ენერგიის დანაკლისი. ის სუსტია. ამის საწინააღმდეგოდ ის, ვინც ზის სწორი წელით, სარგებლობს კუნდალინის აღმავალი ძალით, და შედეგად იძენს სიბრძნის, მეხსიერების და ენერგიის ახალ სიმდიდრეს”.
მაგრამ თუ თქვენ არ შეგიძლიათ სწორად ჯდომა, მაშინ უმჯობესია იდგეთ. თუ თქვენ ლოგინზე ხართ მიჯაჭვული, დაწექით წაგრძელებული.
ახლა დაიწყეთ სუნთქვა, პირი მოკუმეთ და მცირედ შეკუმშეთ საყლაპავი (ეს გამოიწვევს მის ნაწილობრივ დაკეტვას).
გააკეთეთ ნელი შესუნთქვები. თქვენ მოისმენთ წყნარ შიშინა ხმას, მომავალს საყლაპავის უკანა ნაწილიდან. ეს არის იმის ნიშანი, რომ თქვენ სწორედ სუნთქავთ.
არ მისცეთ მკერდს საშუალება აიწიოს შესუნთქვისას, და აიძულეთ გულმკერდი გაიშალოს გვერდებში.
ახლა ნელა ამოისუნთქეთ იმავე მოშიშინე ხმით, გულმკერდის შეკუმშვით.
თქვენ სულ ახლახანს ღრმად ჩაისუნთქეთ.
შეიგრძენით კი თქვენ სასაზე და საყლაპავის უკანა კედელზე შესუნთქვისა და ამოსუნთქვის წნევა? თუ დიახ, მაშინ ყველაფერი მიდის შესანიშნავად.
ჰაერის ნესტოებით შეწოვა, თითქოს ყნოსავდეთ, არასწორია.
სისწორის ნიშანია მოშიშინე ხმა.
თუ კი საყლაპავი შეკუმშულია უზომოდ, მაშინ მცირე შიშინი გადადის ხრუტუნში. ეს ასევე არასწორია, რადგანაც გადატვირთავს საყლაპავს.
ახლა გაიმეორეთ სუნთქვა, სამჯერ შესუნთქვით და ამოსუნთქვით. პირველი ჯერისთვის მეტი არ გინდათ.
პირველ კვირაში არ გააკეთოთ ერთ ჯერზე ოთხზე მეტი სუნთქვა. შემდეგ ყოველ კვირაში დაამატეთ თითო სუნთქვა.
თუ თქვენ სწორად აკეთებთ ღრმა სუნთქვას, მაშინ ძალიან მალე შეამჩნევთ თქვენი თვითშეგრძნების აშკარა გაუმჯობესებას.
შემდეგ თქვენ უნდა შეისწავლოთ იოგას პოზები – ასანები, რათა, საი-იოგას, შესრულებისას თქვენ არ იფიქროთ თქვენი სხეულის, ხელების და ფეხების მდგომარეობაზე, არამედ მთლიანად კონცენტრირდით აზრებზე, რომლებიც თანახლავს სავარჯიშოების შესრულებას.
რომ ავხსნათ საი-იოგას, პრინციპი მოვიყვანთ ბჰუჯანგ ასანას – კობრას პოზის შესრულების მაგალითს.
ღრმა შესუნთქვის გაკეთების შემდეგ, თქვენ ნელა წევთ თავს და მხრებს, თანადროულად წარმოიდგენთ, რომ იწევთ სინათლისკენ, გარშემო კი მწვანე ბალახი და ყვავილებია.
თავის უკან გადაწევით, თქვენ შეიწოვთ ამ სინათლეს, რომლის ნაკადებიც ბანს თქვენს სახეს, აღწევს გულში და თანდათანობით ავსებს მთელ თქვენს არსებას.
თქვენ ტკბებით შესაძლებლობით ამაღლდეთ სიბნელის საფარზე, შეანჯღრიოთ თქვენი გარემომცველი ობობას ქსელი და სიცოცხლის მძიმე ტვირთი, რომელიც გითრევთ სულ უფრო ღრმად და ღრმად მორევში.
როცა თქვენ მზად ხართ დაბრუნდეთ საწყის მდგომარეობაში, დაიწყეთ ნელა ამოსუნთქვა, იატაკზე თქვენი სხეულის რბილად დაშვებით. შეინახეთ თქვენში ეს აზრები და
ახლა თქვენ იცით, რომ ყოველ ჯერზე, როცა თქვენ ასრულებთ ამ ასანას, თქვენ შეგიძლიათ ამაღლდეთ უმეცრების რუტინას რუხობაზე, მაგრამ მხოლოდ მაშინ თუ ამისთვის გამოიყენებთ ძალისხმევას.
მალე თქვენ შეამჩნევთ, რომ თქვენი ძალები და რწმენა საკუთარ თავში გაიზრდება, რადგანაც სულ უფრო შეიცნობთ ღმერთის სინათლის მუდმივ თანდასწრებას.
და შემდეგ თქვენ წაუღებთ სინათლის გზავნილს მათ, ვინც ჯერ კიდევ ხელის შეხებით დახეტიალობს სიბნელეში. რადგან, სინათლის დანახვის შემდეგ, თქვენ ვალდებული ხართ ის გაუნაწილოთ მათ, ვინც საჭიროებს სიყვარულის, თანაგრძნობის და სიკეთის თუნდაც ნაწილს.
და დადგება დღე, როცა ისინიც გახდებიან სინათლის ნაწილები.
ძნელია სიტყვებით გადმოიცეს ის ზემოქმედება, რომელიც მოახდინა საი-იოგამ მის მიმდევარ ბიჭებზე და გოგონებზე. ბევრი მოვიდა აშკარად მოუნდომებლად, ძალდატანებით თავისი მშობლებისგან, მაგრამ, საი-იოგას კურსის გავლის შემდეგ ისინი სრულიად შეიცვალნენ და იყვნენ ღრმად მადლიერნი ამ განცდისთვის.
შემდეგ წელს ზაფხულის კურსების დროს მოხდა
ორი ინციდენტი.
საერთო საცხოვრებლიდან სიბნელის საფარქვეშ გაიპარა სამი ახალგაზრდა. მათ ცოტა დალიეს, ჭამეს ხორცი და წავიდნენ კინოში. მათ ადრე დილით უკან დაბრუნებულებმა, გაიხარეს, რომ მათი ნამოქმედარი შეუმჩნეველი დარჩა.
როცა ბაბა მივიდა მეცადინეობაზე, მან ახსენა ეს შემთხვევა და თქვა, რომ ჭაბუკებმა, ალბათ შეძლეს მოეტყუებინათ ყველა, მაგრამ მხოლოდ ის არა. მან დაწვრილებით აღწერა მომხდარი, წინადადება მისცა ახალგაზრდებს ფეხზე ამდგარიყვნენ თავისით ვიდრე, ის დაასახელებდა მათ. ისინი ადგნენ, სირცხვილისგან თავდახრილი.
მეორე სტუდენტი, რომელიც იყო თავგამოდებული მწეველი, რამდენჯერმე დაპირდა ბაბას ამ ცუდ ჩვევაზე თავის დანებებას. ერთხელ, როცა ის შევიდა საკლასო ოთახში, საძროხის უკან დამალვით მოწევის შემდეგ, ბაბამ განაცხადა, რომ მან დაარღვია მის მიერ მიცემული პირობა. მაგრამ ჭაბუკი ყველაფერს უარყოფდა.
მაშინ, ყველას გასაკვირად, ბაბამ გაამატერიალა ფოტო ამ ჭაბუკის გამოსახულებით, რომელიც ეწეოდა სიგარეტს ზუსტად იმ ადგილზე, სადაც ეს მოხდა. ამის დანახვის შემდეგ ჭაბუკმა ფიცი დადო არასოდეს აღარ მოეწია.
სვამი ამბობს:
“თუ ყველაზე სასოწარკვეთილი ძალისხმევების მიუხედავად, თქვენ არ გტოვებთ სიძულვილის, სიავის ან ცხოველურობის საზიზღარი და საშიში იდეები, თქვენ უნდა გააკეთოთ დასკვნა, რომ ეს განპირობებულია ან კვების არასწორი ჩევვებით, ან კომპანიით, რომელშიც თქვენ შედიხართ, ან კიდევ მეგობრებით, წიგნებით, ფილმებით და გართობის სხვა სახეებით.
დადექით ამ ყველაფრისგან შორს და ელოცეთ ღმერთს, თქვენს დამცველს, გადაგარჩინოთ თვითმკვლელობის უფსკრულისგან, რომელშიც მათ შეიძლება შეგიყვანონ.
სუიციდის იდეა, ნება მომეცით მე ვთქვა, იბადება მხდალობისა და დაბალსულიერების ყველაზე საზიზღარი ფორმებისგან. ნება არ მისცეთ მათ გავლენა იქონიონ თქვენზე.
და გახსოვდეთ: შემდეგ სიცოცხლეში თვითმკვლელი ხდება მკვლელობის მსხვერპლი – იმ წლოვანებაში, რომელშიც ამ არსებობისას მან თვითონ დაიწყო ხელები თავის გულზე.
“იყავით გულადი – გულადი იმდენად, რომ წინაღუდგეთ ნებისმიერ უბედურებას, რომელიც თქვენ შეგხვდებათ.
თუ თქვენს გულში გამეფდა უფალი, განა ვინმეს შესწევს თქვენი სიკვდილამდე მიყვანის უნარი?
და ამატებს:
“თქვენ ჩემი სიმდიდრე ხართ, თუნდაც თქვენ უარმყოფდეთ მე.
მე თქვენი სიმდიდრე ვარ, თუნდაც თქვენ ამბობდეთ: “არა”.
მე ჩემს თავზე ავიღებ ყველა იმ უსასრულო მზრუნველობას, რომელიც საჭირო იქნება, რათა ჩემი სამფლობელო დარჩეს დაცული ჩემი მზრუნველობის ქვეშ.
ყველა ძალას, რომელსაც მე ვფლობ, მე ვიყენებ თქვენს სასიკეთოდ. მე უბრალოდ დარაჯი ვარ, ვისაც ეს მზადყოფნაში უკავია, რომ ეს თქვენ მოგცეთ, თქვენ ამის შესახებ როცა კი არ უნდა ითხოვოთ.
ზოგიერთი ჩივის, რომ მე არ მივეცი მათ ესა თუ ის, მაგრამ ეს გამოწვეულია იმით, რომ მათი მსოფლმხედველობა შეზღუდულია ახლო მომავალით ან აწმყოთი, მაშინ როცა ჩემთვის ცნობილია ის, რაც მათთვის არის მომზადებული, და მე უნდა გადავღობო ისინი უფრო დიდი უბედურებისა და მწუხარებისგან.
ისინი მე მლანძღავენ კიდეც და გროვად ყრიან ბრალდებებს ბრალდებებზე, მიუხედავად ამისა მე მათზე უარს არ ვიტყვი.
ვერავინ ვერ შეძლებს გავლენის მოხდენას ჩემზე – გახსოვდეთ ამის შესახებ.
მე ვარ ყველაფრის ბატონი.
მე მკვახედ ვლაპარაკობ ცალკეულ პიროვნებებთან და ვსჯი მათ, მაგრამ მხოლოდ მათდამი სიყვარულის გამო. მე ვცდილობ გამოვასწორო ისინი და გავაკეთო ისე, რომ ისინი, როგორც ინსტრუმენტები, გახდნენ უკეთესები”.
ერთგულისთვის დიდი პრივილეგიაა იცხოვროს ღმერთის ფეხებთან.
მაგრამ ეს ასევე დიდი პასუხისმგებლობაცაა.
თქვენ გულმოდგინედ უნდა აკონტროლოთ თქვენი თავი და მისდიოთ ქცევის მაგარ დისციპლინას.
ბაბამ ეს ნათლად აჩვენა, მაგალითად, როცა მკაცრად ლაპარაკობდა ერთ ქალბატონთან ოოტში ბჰაჯანების დაწყების წინ.
“თქვენ არ გაქვთ ხასიათი”, – თქვა მან ძლიერად.
და მის ბაგეებზე ეს იყო ყველაზე მკაცრი განაჩენი.
სვამის მოძღვრების საფუძველში დევს ხასიათის ფორმირების აუცილებლობა.
ძველი ინდოელი ყველა მანუსკრიპტი აყენებს პირად ხასიათს ყველაფერზე მაღლა.
და ბაბაც ამბობს:
“სადჰანა, სულიერი დისციპლინა, რომელიც არ ეყრდნობა ხასიათზე, ბრმის მოგზაურობის მსგავსია”.
სიტყვაზე კი, რომ ვთქვათ, ხასიათს, ჩემო ძვირფასებო, ცხოვრებაში აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა.
სვამი ამბობს:
“ადამიანი დღეს იტანჯება ყველა სახის უბედურებისგან თავისი შეცდომის გამო, რომ თვით ის არის სწორედ ეს სხეული. ადამიანი ანვითარებს თავის სხეულთან მიბმულობებს, ცოდვიანი მოქმედებების შესრულებით.
ამის გამო ის ხდება ხასიათის არმქონე და ივიწყებს მასში დაფარულ ღმრთიურებას.
ხასიათი გამორჩეულად ფასეულია ადამიანისათვის.
და აგრძელებს:
ერთხელ ინდრამ დაკარგა თავისი სამეფო და გაემართა წმინდა ბრიჰასპათისთან.
წმინადნმა მას უთხრა: “ჩემო ძვირფასო ვაჟიშვილო! ამჟამად პრაჰლადა შთანთქმულია ვიშვაჯიტ იაგასაგნ და მზად არის რაც მოგესურვება მოგცეს მოწყალებისა და გულუხვობის გამო. აბა წადი საწყალი ბრამინის სახით და სთხოვე მას გასაკითხი”.
ინდრამ დაუჯერა წმინდანის რჩევას და წავიდა პრაჰლადასთან საწყალი ბრამინის სახით და სთხოვა, მოწყალების სახით მისთვის მიეცა თავისი ხასიათი.
პრაჰლადამ, გაიღიმა და დაინტერესდა: “შენ რა სარგებელი გექნება ჩემი ხასიათისგან? ძღვენის სახით შენ შეგიძლია მთხოვო ის, რაც გამოასწორებს შენს ყოველდღიურ პრობლემებს”.
ბრამინი, თავის მხრივ აგრძელებდა დაჟინებით მოთხოვნას, რომ მას სჭირდება მხოლოდ პრაჰლადას ხასიათი. რომ დაეკმაყოფილებინა საწყალი ბრამინის სურვილი, პრაჰლადამ დაუთმო მას, მისცა თავისი ხასიათი.
პრაჰლადას სხეულიდან გამოვიდა გაბრწყინებული პიროვნება და შევიდა ბრამინში. მანამდე ვიდრე ის მასში შევიდოდა, პრაჰლადამ მას მისცა შეკითხვა, ვინ არის ის და რატომ შედის ბრამინის სხეულში.
პიროვნებამ უპასუხა, რომ ის არის – პრაჰლადას ხასიათი. და უთხრა: “რადგანაც შენ გასაკითხის სახით მიმეცი ბრამინს, მე შევდივარ მასში”.
რამდენიმე ხნის შემდეგ პრაჰლადასგან წარმოიქმნა სხვა მოელვარე ფორმა. როცა მას ჰკითხეს, ვინ არის ის, ფორმამ თავი წარმოაჩინა ხასიათის მომსახურების მთავარ მბრძანებლად. და თავისი წასვლა დაასაბუთა იმით, რომ ხასიათი არ ესწრება.
შემდეგი პრაჰლადასგან გამოჩნდა მშვენიერი ქალი. ის იყო სამეფოს ქალღმერთი. მანაც მოიყვანა მიზეზი, რის გამოც მიდის, – იმიტომ რომ როგორც ხასიათი, ისევე მისი დამცველიც უკვე წავიდნენ.
მაშინ პრაჰლადა შეფუცხუნდა.
მან შეიცნო ხასიათის ფასეულობა.
ხასიათის გარეშე ადამიანი კარგავს თავის სიმდიდრეს.
იმ დღიდან პრაჰლადამ დაიწყო ჭეშმარიტების ქადაგება ხასიათის ფლობის მნიშვნელობის შესახებ.
ასე რომ დღეს მოზარდებმა უნდა შეიცნონ, რომ ახალგაზრდობა და სიმდიდრე ამ სამყაროში არახანგრძლივია, და თითოეულმა უნდა განივითაროს თავისი საუკეთესო ხარისხები. თითოეული ადამიანის ქცევა აღვსილი უნდა იყოს ღირსებით. თქვენ არასოდეს არ გმართებთ აღელვება ან სხვებზე ზიანის მიყენება”.
იმ საღამოს ოოტში მან აჩვენა, რომ მისთვის ცნობილია ერთგულების ქცევის ყოველი დეტალი.
მაგალითად, ერთ ქალს მან ჰკითხა მკაცრი ხმით: “სად არის თქვენი ვიზა?”
მეორეს კი მკაცრად უთხრა: “წადით” და სევადალებს უბრძანა ეჩვენებინათ მისთვის დარბაზიდან გასასვლელი.
საკვირველი იყო ასეთი ძალით გამომჟღავნებული ბაბას შივა-ასპექტის ნახვა. და ეს ნერგავდა მოწიწების შიშს.
როგორც ცნობილია, შივა ფლობს დამანგრეველ ძალას, რომელსაც იყენებს იმისთვის, რომ მოსპოს ძველი და გაიყვანოს გზა ახლისკენ. შივას ასპექტმა გახსნა ბაბას ღმრთიურების სრულიად შესანიშნავი და უკომპრომისო მხარეები. თუ მის გამოთქმასვე გამოვიყენებთ, აქ სვამი
“მაგარია, როგორც ალმასი”.
“ჭკუა მსგავსია ქვის, რომელიც ინტელექტის დახმარებით ტრანსფორმირდება გამოსახულებაში, როგორც ამას აკეთებს სკულპტორი”, – ამბობს ბაბა.
“თუ ინტელექტი ნებას მისცემს გრძნობებს უკარნახონ მას ჩანაფიქრი, ქვა გადაიქცევა საშინელ იდოლად.
თუ კი გრძნობები გახდება ამაღლებული სულის მოქმედებით, გამოსახულება შექმნილი ინტელექტით, იქნება თაყვანისცემის ღირსი.
ჭკუა უნდა ემორჩილებოდეს სულიერ დისციპლინას, და არა ეწინააღმდეგებოდეს ტრანსფორმირებას ყოველ ნაბიჯზე.
მან არ უნდა დაუშვას შემოქმედება, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის უბიწოებასთან ან საზიანოა სულიერი პროგრესისთვის”.
წინ: ნაწილი VI