კაცობრიობას

 

გზავნილი კაცობრიობას

 წერილი სეშამა რაჯუს

1940 წელს, სათჰია იყო თითქმის თოთხმეტი წლის. მიუხედავად ამისა ისეთი იყო რწმენა მასების მის ღმრთიურებაში რომ ხალხი გროვდებოდა, ახალგაზრდა და მოხუცი, მდიდარი და ღარიბი. ერთგულების ამ თავშეყრაში იყვნენ მაჰარაჯები და მცირე მიწის მფლობელი აზნაურობის წევრები. ამის გარდა პრესამაც დაიწყო ყურადღების მიქცევა. უფროსმა ძმამ სეშამა რაჯუმ, ჯერ კიდევ ბოლომდე გაუცნობიერებელმა ბაბას ღმრთიურებაში, დაიწყო დარდი იმ ყურადღების გავლენის გამო რომელსაც მისი უმცროსი ძმა ღებულობდა. ეს თაყავნისცემა აუვარდებოდა თავში ახალგაზრდა სათჰიას? დაეცემოდა ის მსხვერპლად სხვადასხვა ცდუნებების? სეშამა რაჯუმ გამოუხატა თავისი შეშფოთება ბაბას, რომელმაც დაუბრუნა მას პასუხი 1947 წლის 25 მაისს. თუმცა წერილი იყო განზრახული სეშამა რაჯუსთვის, სინამდვილეში ის არის გაგზავნილი “ყველასთვის ვინც არის ჩემი ერთგული”. ეს წერილი არის საი ავატარის მიზნის ბრწყინვალე განცხადება. ამ წერილში, ბაბა წერს:

ჩემო ძვირფასო ადამიანო! მე მივიღე ყველა შეტყობინება რომელიც შენ გამომიგზავნე. მე აღმოვაჩინე შენი ერთგულების და სითბოს აზვირთებულ ნიაღვარში ეჭვების და მღელვარების ქვედინებები, ნება მომეცი მე გითხრა შენ რომ შეუძლებელია შეაღწიო გულებში და

აღმოაჩინო ბუნება ჯნანის (ბრძენკაცის), იოგის, ასკეტის, წმინდანის, ბრძენის და მსგავსის. ადამიანები დაჯილდოებული არიან მრავალფეროვანი მახასიათებლებით და გონებრივი წარმოსადეგობით; ამიტომ, თითოეული ადამიანი განსჯის თავისი საკუთარი კუთხის შესაბამისად, ლაპარაკობს და ამტკიცებს მისი საკუთარი ბუნების გონებრივი უნარით. მაგრამ ჩვენ ვდგევართ ჩვენ საკუთარ გზაზე, ჩვენს საკუთარ სიბრძნეზე, და ჩვენს საკუთარ გადაწყვეტილებაზე ხალხის შეფასებით გატანჯულობის შეძენის გარეშე. როგორც ანდაზა ამბობს, მხოლოდ ხილით დატვირთული ხე იღებს ქვების თავსხმას გამვლელებიდან. კარგი ყოველთვის პროვოცირებს ცუდს ცილისწამებაში; ცუდი ყოველთვის პროვოცირებს კარგს უფრო მეტი კარგის კეთებაში; ეს არის მსოფლიოს ბუნება. ადამიანს უნდა გაუკვირდეს თუ ასეთი რამ არ ხდება.
ადამიანები უნდა იბრალებდნენ უპირატესად ვიდრე კიცხავდნენ. მათ არ იციან. მათ არ აქვთ მოთმინება რომ სწორად განსაჯონ. ისინი ასევე სავსე არიან გულისთქმით, რისხვით და თავის თავზე დიდი წარმოდგენით რომ ხედავენ ნათლად და იციან სრულად. ამიტომ ისინი წერენ ყველა სახის რამეებს. თუკი მათ ეცოდინებოდათ, ისინი თავს შეიკავებდნენ წერიდან ან მისი მსგავსი საუბრებიდან. ჩვენც არ უნდა მივცეთ რაიმე ფასეული მნიშვნელობა ასეთ კომენტარებს და არ უნდა მივიტანოთ ისინი გულთან, როგორც შენ ჩანს რომ აკეთებ. ჭეშმარიტება უეჭველად გაიმარჯვებს რომელიღაც დღეს. სიცრუე ვერასდროს შეძლებს გამარჯვებას. სიცრუე შეიძლება მოგეჩვენოს ჭეშმარიტებაზე მეტად ძლევამოსილად, მაგრამ მისი გამარჯვება გაუჩინარდება და ჭეშმარიტება დამკვიდრდება თავისთავად.
ეს არ არის დიდი ადამიანის წესი ამაღლდე როდესაც ადამიანები გთავაზობენ თაყვანისცემას და მოიკუნტო როდესაც ადამიანები ცივად გშორდებიან. სინამდვილეში, წმინდა ტექსტები არ დევს დიდი ადამიანების ცხოვრების მოსაწესრიგებელ წესებში, ბრძანების გაცემის ჩვეულებასა და დამოკიდებულებაში რომელიც მათ უნდა შეითვისონ. მათ თვით იციან გზა რომელიც უნდა აიღონ. მათი სიბრძნე აწესრიგებს და ხდის მათ მოქმედებებს წმინდას. თვითრწმენა და სასარგებლო მოღვაწეობა – ეს ორი არის მათი განსაკუთრებული ნიშანი. ისინი ასევე შეიძლება დაკავებული იყვნენ ერთგულთა კეთილდღეობის ხელშეწყობასა და მათთვის მათი საქმიანობის ნაყოფების მიცემაში. როგორ უნდა შეგეხოს შენ დაეჭვება და შეწუხება, იმდენ ხანს ვიდრე მე ვარ ამ ორის ერთგული? ბოლოს და ბოლოს ქება და გაკიცხვა არ ეხება ატმას; ისინი შეიძლება შეეხოს მხოლოდ გარეთა ჩარჩოს.
მე მაქვს ამოცანა: ხელი შეუწყო კაცობრიობას და უზრუნველვყო ყველა ადამიანისთვის ანანდით სავსე ცხოვრება.
მე მაქვს აღთქმა: რომ ყველა, ვინც უხვევს სწორი გზიდან, კვლავ მივიყვანო სიკეთესთან და უშველო მათ.
მე მიბმული ვარ ‘სამუშაოსთან’ რომელიც მე მიყვარს: რომ მოუხსნა ტანჯვა გაჭირვებულებს და მივცე მათ რაც აკლიათ.
მე მაქვს ‘ამაყად ყოფნის მიზეზი’: ვინაიდან, მე გადავარჩენ ყველას ვინც თაყვანს მცემს და მაღმერთებს მე.
მე მაქვს განმარტება ;ერთგულების’: მე ვიმედოვნებ რომ ეს ჩემი ერთგული მოეპყრობა სიხარულს და დარდს, მოგებას და წაგებას, სულის თანაბარი სიმტკიცით.
მე არასდროს ვიტყვი უარს მათზე ვინც მე შემომიერთდება. როცა მე ვარ ამგვარად დაკავებული კეთილისმყოფელ ჩემს სამუშაოში, როგორ შეიძლება ჩემი სახელი იყოს ოდესმე გაფერმკრთალებული როგორც შენ შიშობ? მე გირჩევდი შენ არ მიაქციო ყურადღება ამგვარ აბსურდულ საუბრებს. მაჰათმები არ იძენენ დიდობას იმის გამო რომ ვინმე მათ ასე უწოდებს; ისინი არ ხდებიან პატარები უბრალოდ იმიტომ რომ ზოგიერთი უწოდებს მათ პატარას. მხოლოდ ისინი ვინც კნინდებიან მხიარულებით ოპიუმში მაგრამ აქვთ პრეტენზია იოგის მჯობებად ყოფნის, მხოლოდ ისინი ვინც ციტირებენ წმინდა ტექსტებს თავიანთი გურმანობის და სიამაყის გასამართლებლად, მხოლოდ ისინი ვინც არიან მტვერივით მშრალი მეცნიერები გახარებული თავიანთ საკამათო ხელოვნებაში, მოძრაობენ ქებით და გაკიცხვით.

შენ უნდა წაიკითხო წმინდანების და ღმრთიური პერსონაჟების ცხოვრების მოთხრობები. ასეთ წიგნებში შენ უნდა წაიკითხო ასევე საშინელი ტყუილები და საზიზღარი დანაშაულად შერაცხვები გათვლილი მათ წინააღმდეგ. ეს არის მაჰათმების ხვედრი ყველგან და ყოველ დროს. მაშინ რატომ იღებ ამ რამეებს ასე დიდად

გულთან? განა შენ არ გსმენია რომ ძაღლები ყეფენTHE YOUNG SATHYA

ვარსკვლავებს? რამდენად დიდხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს? სინამდვილე მალე გაიმარჯვებს.
მე უარს არ ვიტყვი არც ჩემს მისიაზე არც გადაწყვეტილებაზე. მე უნდა განვახორციელო ეს. მე ვეპყრობი მშვიდად ღირსებას ან უღირსობას რომელიც შეიძლება იყოს შედეგი. შინაგანად მე ვარ მთლიანად უდარდელი. მე ვმოქმედებ მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ გარე სამყაროში. თუ მე ვლაპარაკობ და დავდივარ, ეს არის მთლიანად გარე სამყაროს გულისთვის, და იმისთვის რომ გავხადო ადამიანები გაცნობიერებული ღმრთიურების მოსვლაში. ამის გარდა მე არ მაქვს შეხება სხვა დანარჩენ რაიმესთან.მე არ მივეკუთვნები რომელიმე ადგილს. მე არ ვარ მიბული რომელიმე სახელზე. მე არ მაქვს ‘ჩემი’ ან ‘შენი’. მე ვპასუხობ ნებისმიერ სახელზე რომელსაც შენ გამოიყენებ. მე მივდივარ ყველგან სადაც არ უნდა ვიყო საჭირო ან დაძახებული.
ჩემთვის სამყარო არის რაღაც შორს და გვერდზე. მე ვმოქმედებ და ვმოძრაობ მხოლოდ კაცობრიობის გულისთვის.
არავის შეუძლია გაიგოს ჩემი სიდიადე, ვინც არ უნდა იყოს ის, როგორიც არ უნდა იყოს გამოკვლევის მეთოდი, და მნიშვნელობა არ აქვს რამდენ ხანს იქნება მცდელობა.
შენ თვითონ ნახავ სრულ სიდიადეს გახსნილს უახლოეს წლებში. ერთგულებს უნდა ჰქონდეთ მოთმინება და თავშეკავება.
მე არ ვარ შეწუხებული არც აღელვებული რომ ეს ფაქტები გახდეს ცნობილი. მე არ მჭირდება ამ სიტყვების დაწერაც. მე ვწერდი მათ იმიტომ რომ მე ვგრძნობდი რომ შენ იქნები ნაწყენი თუ მე არ გიპასუხებ.
ასე, თქვენი, ბაბა.

მე არ მივეკუთვნები რომელიმე ადგილს. მე არ ვარ მიბული რომელიმე სახელზე. მე არ მაქვს ‘ჩემი’ ან ‘შენი’. მე ვპასუხობ ნებისმიერ სახელზე რომელსაც შენ გამოიყენებ. მე მივდივარ ყველგან სადაც არ უნდა ვიყო საჭირო ან დაძახებული.
ჩემთვის სამყარო არის რაღაც შორს და გვერდზე. მე ვმოქმედებ და ვმოძრაობ მხოლოდ კაცობრიობის გულისთვის.
არავის შეუძლია გაიგოს ჩემი სიდიადე, ვინც არ უნდა იყოს ის, როგორიც არ უნდა იყოს გამოკვლევის მეთოდი, და მნიშვნელობა არ აქვს რამდენ ხანს იქნება მცდელობა.
შენ თვითონ ნახავ სრულ სიდიადეს გახსნილს უახლოეს წლებში. ერთგულებს უნდა ჰქონდეთ მოთმინება და თავშეკავება.
მე არ ვარ შეწუხებული არც აღელვებული რომ ეს ფაქტები გახდეს ცნობილი. მე არ მჭირდება ამ სიტყვების დაწერაც. მე ვწერდი მათ იმიტომ რომ მე ვგრძნობდი რომ შენ იქნები ნაწყენი თუ მე არ გიპასუხებ.
ასე, თქვენი, ბაბა.