ბჰაკტებს

 

გზავნილი ბჰაკტებს სიცოცხლეში მათი მისიის შესახებ

ღმრთიური სიყვარულის ტანმოსილებო!

თქვენი მისია დაიწყო – ეს არის ჩემი სიტყვები თქვენდამი. ჩემო ერთგულებო, ყოველმა თქვენგანმა უნდა ითამაშოს უნიკალური და ფასეული როლი ამ ცხოვრებაში. მხოლოდ მათ, ვისაც მე მოვუხმე შეუძლიათ მე მემსახურონ. ჩემმა მისიამ ამჟამად მიაღწია იმ მომენტს დროში, როდესაც არის სამუშაო ყოველი თქვენგანისთვის. ამ პლანეტას აქვს მიზანი ამ დიდ გალაქტიკაში, რომელშიც ის იმყოფება. ეს მიზანი იხსნება ახლა თქვენს თვალწინ. მე მოგიწოდებთ თქვენ გამოასხივოთ ერთგულება, რომელიც თქვენშია, რომ მისმა უხილავმა ძალამ მოიცვას ყველა თქვენს ორბიტაში მოხვედრილი, წარმატებით რომ შეასრულოთ თქვენი როლი, დარჩით ცენტრირებული ჩემზე. ადამიანის ყველა არსებას და ყველა ცოცხალ ქმნილებას გადაეცით გულის სისუფთავე, რომელიც თქვენშია, და ნუ ილტვით თქვენი შრომის ნაყოფისკენ. ჩემი მისიის ეს ნაწილი სრულდება აბსოლუტურ დუმილში. თქვენ ხართ ჩემი იარაღი, რომლის მეშვეობითაც გამოედინება ჩემი სიყვარული.

მუდამ გახსოვდეთ რომ იმ მომენტში, როცა თქვენ ნებას მისცემთ თქვენს ეგოს თქვენს დასაუფლებლად, ჩემი მუშაობა შეწყდება. როცა თქვენ გადალახავთ თქვენში ნეგატიურ გულგრილობას, თქვენ კვლავ გახდებით ჩემი წყარო. ჩემი სიყვარულის მატება შეიგრძნობა მთელ მსოფლიოში. მე გამზადებდით თქვენ ამ სამუშაოსთვის ბევრი ხორცშესხმების განმავლობაში. მე მოგიყვანეთ თქვენ ჩემთან. მე წავიწიე უდიდესი ნაბიჯებით ჩემს მისიაში ამ გასული ხორცშესხმების განმავლობაში. ჩემი მუშაობა უსასრულოა და ამიტომ თქვენს მუშაობასაც არ აქვს ბოლო. იცოდეთ, რომ მე ვარ თქვენში და თქვენს გარეთაც, განსხვავება არ არის. დააღწიეთ თავი ყოველგვარი წვრილმანებიდან სამუდამოდ. თქვენ – ეს მე ვარ, და მე – ეს თქვენ ხართ. ჩემი დარშანი (ღმერთის ხილვა) თქვენზე გადმოდინდება თქვენი მეშვეობით. თქვენ შეიძლება ვერ გააცნობიეროთ მისი მუდმივი მოქმედება. იყავით მუდამ სულით და გულით სუფთა, და მთელი თქვენი სიცოცხლის განმავლობაში თქვენ მოუტანთ სიკეთეს კაცობრიობას თქვენი უნიკალური თვისებებით. სხვებიც აგრეთვე შემომიერთდებიან მე ამ მისიაში მაშინ, როცა მე მივიზიდავ მათ.

ახლოვდება დრო, როდესაც მთელი კაცობრიობა იცხოვრებს ჰარმონიაში. ეს დრო მოვა უფრო სწრაფად, ვიდრე შეიძლება მოელოდეთ. მის დადგომამდე იყავით მზად ყველაფრისთვის რაც საჭირო იქნება, რომ ყოველ ცოცხალ არსებას გაუმხილოთ არსებობის ჭეშმარიტი მიზანი. ეს ის არ არის რაც ყოველ ცოცხალ არსებას შეუძლია თავისთვის წარმოიდგინოს. ეს ის არ არის რასაც ადამიანი შეიძლება ესწრაფოდეს. ეს მაღლაა ყოველგვარ გაგებაზე. მე შემიძლია გითხრათ, რომ მისი სილამაზე ისეთი უდიდებულესია, რომ ის მაღლაა ყოველგვარ ოცნებაზე. და იმის მიხედვით თუ ყოველი თქვენგანი როგორ ასრულებს თავის მდუმარე სამუშაოს, მე მიგიღებთ ჩემს გულთან, და მაშინ თქვენი სულები ამაღლდება, და თვალები აღმოაჩენს ჩემს თქვენში ყოფნას. მე ამას ვეუბნები ჩემს ყველა ერთგულს უფლის მთის მწვერვალიდან, სადაც ყველა მსოფლიო ხდება ერთი. ასრულეთ ჩემი სამუშაო, ჩემო საყვარელო ერთგულებო. თქვენი სუნთქვა წაიღებს ზეცათა ყვავილების სურნელს. თქვენი მაგალითი იქნება მაგალითი ანგელოზების. თქვენი სიხარული იქნება ჩემი სიხარული.

შრი სათჰია საი ბაბა

(1995 წლის თებერვალი)