ივლისი

01.07.20.
ამას შეიძლება მოუნდეს კაცის თუ ქალის ბევრი ცხოვრება რომ აღმოაჩნონ რომ მათ იციან რა არის საუკეთესო მათთვის, რომ მათ მოხაზონ თავიანთი საკუთარი მომავალი საკუთარი თავის და სხვების დაზიანების გარეშე, რომ მათ იცოდნენ მახეები გზაზე. ამიტომ უმჯობესია მინდობა ბრძენთა გამოცდილებაზე, ვინც თანაგრძნობით იყვნენ სავსე და ვინც ამ თანაგრძნობით იყვნენ აღძრული განთავისუფლების გზის გასანათებლად. ეს გამოცდილება ასახულია წერილებში (ვედებში). რწმენა ვედებში რწყავს გულს და ხდის მას საყოველთაო სიყვარულის მოსავალის მომცემს. სასთრები გაფრთხილებთ თქვენ მცდარ ნაბიჯებზე, ესები განუგეშებთ თქვენ სტრესების დროს, ესები გაძლიერებთ გასაჭირში, და ესები გაძლევთ თქვენ მორალური დილემების სწორ ინტერპრეტირებას. ესები გინიშნავთ ჩაცმულობას, საჭმელს, სიტყვის ფორმას, საზოგადოებრივი ქცევის მეთოდებს, ურთიერთ ქცევის წესს და წინ მარშით სვლის ხაზებს. ესები არის საზოგადოების სინდისი.
– ღმერთის საუბარი, 1963 წლის 25 იანვარი.
02.07.20.
შინაგანი სისუფთავე, შენახვა ჭკუის და გონების მშვიდად და წმინდად, თავისუფლად ჭუჭყისგან, ძალიან მნიშვნელოვანია მაძიებლისთვის. როდესაც აზრები და გრძნობები არის უსუფთაო და აჟიტირებული, თქვენ ვერ შეძლებთ იყოთ მშვიდი და ბედნიერი. როდესაც ჭკუა დაბინძურებულია, რეაქციებიც დაბინძურებულია. ჭკუის სუფთად შესანახად, თქვენ თანამრგძნობადად უნდა გააანალიზოთ სხვების მომცველი მდგომარეობები და მათი საქმიანობები, და შემდეგ გადაწყვიტოთ როგორ გასცეთ მათ პასუხი. არ იჩქაროთ დასკვნების გამოტანა. სხვისი რეაქციების მიდევნა არ არის სასურველი. ნებისმიერ მოქმედებაზე უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება მხოლოდ გონებრივი გარჩევისა და გამოკვლევის შემდეგ. „ზოგიერთი ჩვენი ადამიანებიდან აკეთებს ამას, ამიტომ ჩვენც უნდა ვაკეთოთ ეს ასევე“ – ეს დამოკიდებულება არის უფერული და დამამცირებელი, ეს არის სისუსტის ნიშანი. ეს არის ძირითადი უმეცრების შედეგი. ცხვარი იქცევა ამგვარად. დაბადებულები ადამიანებად, მოსიარულე როგორც განათლებული პირები, და მაინც სულელურად მიჰყვებიან სხვებს როგორც ცხვარი აკეთებს და აბინძურებენ ჭკუებს სხვების ბაგეებიდან ნასესხები იდეებით – ეს ფაქტები თავიდან უნდა იყოს აცილებული.
– თავი 16, ვიდია ვაჰინი.
03.07.20,
თქვენი დრო გამოყენებული უნდა იყოს არა მხოლოდ ინფორმაციის შეგროვების და გარკვეული უნარების გამომუშავების ამოცანაში რაც მოგცემთ შემოსავალს რომელზეც თქვენ შეგიძლიათ იცხოვროთ; იგი ასევე უნდა იქნას გამოყენებული კმაყოფილად და მშვიდად, ყურადღება მოკრებილად და მამაცად ყოფნის ხელოვნების შესაძენად. თქვენ ასევე უნდა კულტივიროთ ძლიერი წყურვილი სამყაროს და თქვენი საკუთარი მეს ჭეშმარიტების შესაცნობად. დაე თქვენი სიტყვები იყოს თაფლივით; თქვენი გულები იყოს ისეთივე რბილი როგორც კარაქი! თქვენი მსოფლმხედველობა უნდა იყოს ნათურის მსგავსი – მანათობელი, არა დამაბნეველი. იყავით როგორც მსაჯი ფეხბურთის მოედანზე, დააკვირდით თამაშს, განსაჯეთ თამაში დადგენილი წესების მიხედვით, შეუხებლად ერთი გუნდის მეორეს წინააღმდეგ წარმატებით ან პირიქით! გახსოვდეთ, თქვენ ყველანი ხართ მლოცვარები, მოძრავი ამ სამოქმედო მიწაზე (კარმა კშეთრაზე), უბიწოების მიწის (დჰარმა კშეთრას) მიზნისკენ. იყავით თავმდაბალი და ძლიერი ცდუნებაზე წინააღმდეგობის გასაწევად. არ დანებდეთ როგორც მხდალები გრძნობების ცბიერ შემპარაობას.
– ღმერთის საუბარი, 1964 წლის 13 მარტი.
04.07.20.
გიყვარდეთ სიყვარულის გულისთვის; არ გამოავლინოთ იგი მატერიალური საგნების გულისთვის ან ამსოფლიური სურვილების შესასრულებლად. სურვილი ბადებს რისხვას, რისხვა იწვევს ცოდვას და მისი გავლენის ქვეშ, მეგობრები დაინახებიან მტრებად. რისხვა არის უბედურების ყოველი ნაირსახეობის საფუძველი. აქედან გამომდინარე, არ დავარდეთ მის მსხვერპლად. მოექეცით ყველას, ვინც გინდა იყვნენ ისინი, ყველაფრის მომცველი სიყვარულის თანაგრძნობით. ეს კონსტრუქციული თანაგრძნობა უნდა იქცეს მთელი კაცობრიობის სპონტანურ რეაქციად. გააჯერეთ თქვენი ყოველი სუნთქვა, თქვენი ჩასუნთქვა და თქვენი ამოსუნთქვა, სიყვარულით. გადაავსეთ ყოველი წამი სიყვარულით. სიყვარულმა არ იცის შიში. სიყვარული ირიდებს სიცრუეს. შიში ითრევს ადამიანს სიცრუეში, უსამართლობასა და სიბოროტეში. სიყვარულს არ სწადია ქება; ეს არის მისი სიძლიერე. მხოლოდ ისინი ვისაც არ აქვს სიყვარული თავისში ეძებენ ჯილდოს და რეპუტაციას. სიყვარულისთვის ჯილდო არის თვით სიყვარული. უანგარო სიყვარული არის უმაღლესი მოვალეობა, უკეთილშობილესი ღმრთისმოსაობა.
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 29 ივლისი.
05.07.20. გურუ პურნიმა
პურნიმა ნიშნავს მოკაშკაშე სავსე მთვარეს. გურუ ნიშნავს (გუ-უმეცრებას; რუ- განადგურებას) მას, ვინც აცილებს სიბნელესა და სიცრუეს გულიდან და ანათებს მას უმაღლესი სიბრძნით. მთვარე და ჭკუა ურთიერთკავშირშია, როგორც ობიექტი და გამოსახულება. დღეს მთვარე არის სავსე, სამართლიანი და გრილი, მისი შუქი არის ცივი, სასიამოვნო და მშვიდობიანი. ასე ჭკუის სინათლეც უნდა იყოს სასიამოვნო და სუფთა. თქვენი გულის ცის კამარაზე, მთვარე არის ჭკუა. არსებობს სქელი და მძიმე ღრუბლები, გრძნობადი სურვილები და ამქვეყნიური მოქმედებები, რომლებიც აზიანებს თქვენს სიხარულს მთვარის შუქზე. ამიტომ, კეთილად მიიღეთ სიყვარულის ძლიერი ნიავი, რათა მიმოფანტოს ღრუბლები და მოანიჭოს თქვენზე მთვარის შუქის გრილი დიდება. როდესაც ერთგულება ანათებს სრულად, გულში ცა ხდება სილამაზის თასი და თქვენი ცხოვრება გარდაიქმნება ანანდას მომხიბლავ ხეივნად. ეს გულის სილამაზე, ეს ანანდა (ნეტარება), მოპოვებული უნდა იყოს ჭკუის მეშვეობით, მიზიდვით სადჰანაში (სულიერ პრაქტიკაში).
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 29 ივლისი.
06.07.20.
მოქმედება რომ იყოს ღმერთისთვის შესათავაზებლად შესაფერისი და მისი წყალობის მოსაპოვებლად საკმარისი, მან ცხადად უნდა აჩვენოს სიყვარული. რაც უფრო ნათელია გაცხადება, თქვენ მით უფრო ახლოს ხართ ღმერთთან. პრემა არ უნდა მოდიფიცირდეს კასტის, გვარის, რელიგიის და ა.შ. გარჩევით. ის არ შეიძლება გაფერმკრთალდეს შურით, ბოროტებით ან სიძულვილით. დაიცავით სიყვარული ამ ბოროტებებით მოწამვლისგან; ეცადეთ სიძულვილს მოკლებული, განსხვავებებიდან თავისუფალი გრძნობების კულტივირებას. ყველა რელიგიის ფესვი, ყველა წერილის დედაარსი, ყველა გზის დანიშნულების ადგილი, ყველა ინდივიდის შთაგონება არის პრემას (სიყვარულის) პრინციპი. ეს არის მტკიცე საფუძველი თქვენი ცხოვრების მისიისთვის. ეს არის სინათლე, რომელიც უზრუნველყოფს მსოფლიოს მშვიდობასა და კეთილდღეობას. აღავსეთ თქვენი ყოველი სიტყვა სიყვარულით, აღავსეთ თქვენი ყოველი მოქმედება სიყვარულით. სიტყვამ რომელიც გამოდის თქვენი ენიდან, არ უნდა დაარტყას როგორც დანამ, არც უნდა დაჭრას როგორც ისარმა. ეს უნდა იყოს ტკბილი ნექტარის საფუძველი, ყვავილების რბილი გზა და უნდა აშხეფოს მშვიდობა და სიხარული.
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 29 ივლისი.
07.07.20.
რეალობა შეცნობადია ყველგან; რატომ, ეს ყველაზე მეტად აშკარაა თვით თქვენში, როდესაც გულწრფელად ეძებთ მას. თქვენ შეგიძლიათ განცადოთ ეს იმ დროსაც კი როცა უანგაროდ ასრულებთ თქვენს მოვალეობებს საკუთარი თავის და სხვების მიმართ. მე თქვენ დღეს მიგანიშნებთ, ოთხ დირექტივას თქვენი ცხოვრების განწმენდისა და ჭკუის გასუფთავებისთვის, ასე რომ თქვენ შეძლოთ დაკავშირება ღმერთთან თქვენს შიგნით. თიაჯა დურჯანა სამსაგრამ (უარი თქვით უწმინდურთა კომპანიაზე); ბჰაჯა სადჰუ სამაგამამ (კეთილად მიიღეთ კეთილთა შორის ყოფნის შანსი); კურუ მუნიამ აჰორათრამ (აკეთეთ კარგი საქმეები დღეც და ღამეც); და სმარა ნიტიამ-ანითიათამ (გახსოვდეთ რა არის მუდმივი და რა არა). როდესაც ადამიანი არ ცდილობს საკუთარი თავის შეცვლას ასე, სავარაუდოდ ის ადანაშაულებს ღმერთს თავის მწუხარებისთვის, საკუთარი თავის დადანაშაულების მაგივრად არამდგრად რწმენაში! ასეთი ადამიანი ღმერთს ადანაშაულებს რადგან ის ძალიან მალე გამოაცხადებს საკუთარ თავს ერთგულად და მოელის უხვ წყალობას. წყალობის მოთხოვნა არ შეიძლება ასეთი საშუალებით; ღმერთმა უნდა მიიღოს ერთგული როგორც მისი საკუთარი.
– ღმერთის საუბარი, 1985 წლის 2 ივლისი.
08.07.20.
თუ თქვენ იმეორებთ ‘ღმერთო, ღმერთო’, მაგრამ იღებთ რისხვას და სიბრაზეს, სიძულვილსა და შურს თქვენს გულში, თქვენ ვერ შეძლებთ ასვლას ღმრთიურში, თქვენ მხოლოდ ჩასრიალდებით დიაბოლიზმში. როდესაც თქვენ მოწყურებული ხართ დადოთ შეთავაზებები უფლის წინაშე, წარმავალი მასალების ნაცვლად, დაე თქვენი შეთავაზება იყოს სიყვარული. სიყვარული არის მხოლოდ ქცევის სრული კოდექსი. სიყვარული არ არის კომერციული საქონელი; არ ივაჭროთ მის ღირებულებაზე. დაე იგი მოედინებოდეს სუფთად გულიდან, როგორც ჭეშმარიტების ნაკადი, სიბრძნის მდინარე. დაე იგი არ წარმოიშვას თავიდან, არც ენიდან. დაე იგი აღმოცენდეს, სრული და თავისუფალი, გულიდან. ეს არის თითოეული თქვენგანის უმაღლესი მოვალეობა, უკეთილშობილესი ღმთისმოსაობა. დაიწყეთ დღე სიყვარულით. იცხოვრეთ დღე სიყვარულით. შეავსეთ დღე სიყვარულით. გაატარეთ დღე სიყვარულით. დაასრულეთ დღე სიყვარულით. ეს არის გზა ღმერთისკენ.
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 29 ივლისი.
09.07.20.
ადვესთა სარვა ბჰუთანამ (არ ატაროთ არაკეთილგანწყობა ცოცხალი არსების წინააღმდეგ), სარვა ბჰუთა ჰითე რათაჰ (ყოველთვის მისდიეთ კეთილდღეობის სტიმულირებას ყველა არსებაში), სამაჰ შათრაუ ჩა მითრე ჩა ჩა (განიხილეთ მტერი და მეგობარი ერთნაირად) – ამის მსგავსი სამკაულები მოცემული გიტაში, არის, როგორც ყველასთვის ცნობილია, მიმთითებლები საყოველთაო სიყვარულის საჭიროებაზე. ამის გამოცხადებით რომ ადამიანმა არ უნდა ატაროს არაკეთილგანწყობილება ცოცხალ არსებათა მთელი მსოფლიოს მიმართ, გიტა პოსტულატად მიიჩნევს გაკვეთილს ფასდაუდებელი შინაგანი მნიშვნელობით რომ ყველა არსებაში და ყველაფერშიც კი არსებობს მოძრავი, მბრუნავი და აქტიური განათების პრინციპი რომელიც არის ღმრთიური, შესაბამისად წოდებული როგორც ათმა. მცდარია ღმერთის, ამ ყველგანმყოფი ღმრთიურის, წინააღმდეგ ცოცხალი არსებების სიძულვილი, მათზე ზიანის მიყენება; ანუ, ეს არის ისევე ცუდი როგორც საკუთარი თავის დაზიანება – მიზეზი იმაშია რომ დამზიანებელი ღმერთით როგორც მისი ბირთვით, არის ისეთივე ცოცხალი არსება როგორც დაზიანებული.
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 29 ივლისი.
10.07.20.
თქვენი ლოცვების ღმერთთან მისაღწევად, დაუსვით „რწმენის“ ბეჭედი და გაგზავნეთ ის მისამართზე „სიყვარულით“. რწმენითა და სიყვარულით, თქვენი ლოცვები მიაღწევს ღმერთს მანძილის მიუხედავად. ასევე, ღმერთისადმი თქვენი სიყვარული უნდა იყოს სუფთა და უმწიკვლო. მოამზადეთ საკუთარი თავი ღმერთის გამოცდების გაბედულად შესახვედრად. ცხოვრებაში, ყველა თქვენგანი იცდებით იმაზე თუ თქვენ რამდენად ხართ მიჯაჭვული წარმავალ ამსოფლიურ ცდუნებებზე და რამდენად გწყურიათ ღმერთი. რაც უფრო სწრაფად ჩააბარებთ ამ გამოცდებს, მით უფრო მიუახლოვდებით თქვენ ღმერთს. შეუძლებელია იარსებოს სულიერმა წინწაწევამ ღმერთის გამოცდის გავლის გარეშე. თუ თქვენი სიყვარული ღმერთისადმი არის ამქვეყნიური საჩუქრებისადმი თქვენი სიყვარულის უმნიშვნელო ნაწილი, თქვენ როგორ ელოდებით რომ ღმერთი გადმოღვრის თავის წყალობას თქვენზე? შეატრიალეთ თქვენი რწმენა დროებითი და წარმავალიდან უცვლელი მარადიული რეალობისკენ. მრავალი საათიდან რასაც თქვენ კარგავთ ფიქრზე ამქვეყნიური მიჯაჭვულობების შესახებ, თუ თქვენ იფიქრებთ ღმერთზე თუნდაც რამდენიმე წუთს, რამდენად ბევრად სასარგებლო იქნებოდა ეს?
– ღმერთის საუბარი, 1997 წლის 7 სექტემბერი.
11.07.20.
უზენაესმა უფალმა მოგცათ თქვენ მთელი გირლიანდა ყველა სიკეთისა და უხეირობის რაც თქვენ დააგროვეთ წინა ცხოვრებებიდან. დაბადებიდანვე, ამ უხილავ გირლიანდას ატარებს ყველა თავისი კისრის ირგვლივ, თუმცა ფიზიკურად ადამიანი ვერ ხედავს მას. ნაყოფები კარგის და ცუდის რის გაკეთებაც კი თქვენ შესძელით თქვენს წარსულში, მოვიდა თქვენთან ერთად როდესაც თქვენ დაიბადეთ. კარგი ქმედების კეთებით, თქვენ არ იღებთ ბოროტ შედეგს და ცუდი ქმედების კეთებით, თქვენ არ აგროვებთ სიკეთეს. თქვენ რა სახის სამუშაოსაც კი აკეთებთ, შედეგი შეესაბამება სამუშაოს ამ სახეს. ამიტომ, დღეიდან, მოკაზმეთ თქვენი ჭკუა მხოლოდ კარგი საქმეების კეთებისთვის და ამით თქვენ მოიმკით, თქვენს მომავალ ცხოვრებებში კარგი საქმეების სარგებელს მხოლოდ! ვარაუდი და საკუთარი თავის მოტყუება ფიქრში რომ არ არსებობს ვინმე დამნახავი ჩვენი ცუდი საქმის კეთების, არის არასწორი. ღმერთი (ბრაჰმანი) იმყოფება თქვენს გულში და ყოველთვის ფუნქციონირებს როგორც მოწმე!
– თავი 3, ზაფხულის თავსხმები 1974.
12.07.20.
ლოცვა არ ნიშნავს ღმერთზე თხოვნას. ლოცვა არის ათმური ნეტარების გამოცდილების ინდექსი; ეს არის მეთოდი განსაცდელად ამ ნეტარების, მის გასაზიარებლად და მასში ჩასაძირად. ლოცვები უნდა გამოსხივდეს გულიდან. ლოცვა რომელიც არ არის გულწრფელი უკიდურესად უსარგებლოა. უფალი მიიღებს გულს სიტყვების გარეშე, მაგრამ ის არ მიიღებს სიტყვებსა და ლოცვებს რომლებიც არ არის ალალ-მართალი და გულწრფელი. სინამდვილეში, თავად ღმერთი აღწერილია როგორც გულის უფალი (ჰრიდაიეშვა). მხოლოდ მაშინ როცა თქვენ გაქვთ მყარი რწმენა ამაში თქვენ იქნებით შემძლე თქვენი ღმრთიურების გაცხადების. მიიჩნიეთ თქვენი ტანი ტაძრად რომელშიც ცხოვრობს სამება – ბრაჰმა, ვიშნუ და მაჰეშვარა. არ არსებობს ცალკეული ადგილები როგორებიცაა ვაიკუნთა ან კაილაში სადაც ისინი ცხოვრობენ. ეს არის უმეცრებიდან დაბადებული სიცრუეები. ღმერთი არის თქვენს შიგნით, თქვენს გარეთ და თქვენს ირგვლივ. არ იეჭვოთ ეს. თუ თქვენ ამას იეჭვებთ, თქვენ ვერ შეძლებთ მშვიდობისა და ბედნიერების განცდას! მტკიცედ აღიარეთ ეს ჭეშმარიტება და იცხოვროთ შესაბამისად.
– ღმერთის საუბარი, 1988 წლის 29 ივლისი.
13.07.20.
რწმენის ძალა ასახულია ქრისტეს ცხოვრებაში მომხდარ ინციდენტში. ერთხელ უსინათლო კაცი მიუახლოვდა იესოს და ილოცა: “უფალო! აღადგინე ჩემი მხედველობა.” იესომ ჰკითხა მას: “შენ გჯერა, რომ მე შემიძლია აღვადგინო შენი მხედველობა?” “დიახ, უფალო!” თქვა კაცმა. “თუ ეს ასეა, მაშინ გაახილე შენი თვალები და დაინახე”, – უთხრა იესომ. ბრმა კაცმა თვალები გაახილა და დაინახა. ამის მსგავსად, ხალხი მელოცება სვამის ამა თუ იმ რამის მიცემისთვის. გჯერათ თქვენ რომ მე მაქვს ძალა თქვენთვის იმის მოსაცემად რასაც ითხოვთ? ჩემი პასუხი დამოკიდებულია თქვენს რწმენაზე. დღეს ადამიანები ჰგვანან მიწაზე მდგომ ინდივიდს ვისაც სურს დაინახოს პილოტი ცაში მოძრავ თვითმფრინავში. ერთადერთი გზა ადამიანმა რომ შეძლოს პილოტის დანახვა არის თვითმფრინავში მოხვედრა. ღმერთის განსაცდელად თქვენ უნდა ესწრაფოთ ღმერთის ხედვისკენ. ეს არის ხერხი ცხოვრების გატარებისთვის იდეალურად და ნეტარად.
– ღმერთის საუბარი, 1997 წლის 7 სექტემბერი.
14.07.20.
კულტივირეთ სიყვარული ღმერთსთვის. პურანებს (წერილებს) და ძველ ბრძენებს გაცხადებილი აქვთ რომ ღმრთიური ინკარნირებს ცოდვილთა დასასჯელად და სიკეთის დასაცავად. ეს არ არის სწორი. ღმერთი ინკარნირებს ადამიანებში სიყვარულის ჩასანერგად და სასწავლებლად როგორ უნდა იყოს სიყვარული კულტივირებული და პრაქტიკებული. მხოლოდ მაშინ როდესაც ასეთი სიყვარული განვითარდება ადამიანები თავისუფალი იქნებიან დარდისა და უბედურებისგან. ცოდვები განიწმინდება და შიში შეწყვეტს დევნას. ყველა რელიგიის, ყველა სწავლებისა და სულიერი გზის არსი არის მხოლოდ ერთი რამ: სიყვარული. განავითარეთ ეს ღმრთიური სიყვარული. უპირველეს ყოვლისა, როგორიც არ უნდა იყოს თქვენი სირთულეები, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს განსაცდელები რაშიც თქვენ ნებისმიერ სიტუაციაში უნდა გაიაროთ, არ დათმოთ ღმერთი. ღმერთი არის ერთი. თქვენ რაც კი ხართ მდიდარი თუ ღარიბი, როგორიც კი თქვენ ხართ სწავლული თუ უმეცარი, მნიშვნელობა არ აქვს როგორ სირთულეებს შეიძლება თქვენ შეხვდეთ პირისპირ ან როგორი სულიერი პრაქტიკები შეიძლება თქვენ აირჩიოთ, როგორ მიაჩნიხართ თქვენ ცოდვილად თუ წმინდანად, არ დათმოთ ღმერთი ოდესმე, და გააცნობიერეთ რომ ღმერთი არის ერთი.
– ღმერთის საუბარი, 1988 წლის 29 ივლისი.
15.07.20.
ადამიანობა არის ტანისა და ცნობიერების ერთობლიობა. ადამიანმა უნდა დაიწყოს საკუთარი თავის შესწავლა, როგორც პირველი ნაბიჯი სულიერებაში. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება გაიგოთ რეალობა. არავინ იღებს თავის თავზე საკუთარი თავის შემოწმებას, თუმცა ყველა მზად არის სხვების დასაგმობად. მხოლოდ ის ადამიანი, ვინც მზად არის შეამოწმოს და დასაჯოს საკუთარი თავი მისი შეცდომების გამო უფლებამოსილია განსაჯოს სხვები. სტუდენტებმა და ერთგულებმა უნდა გააცნობიერონ რომ გრძნობების კონტროლი საკმაოდ მარტივია. აუცილებელი არ არის უარყოფითი გრძნობების წახალისება როდესაც ისები წარმოიქმნება და იძენს პოზიტიურ დამოკიდებულებებს. მაგალითად, ბუდა დაუპირისპირდა დემონის რისხვას თავისი სიყვარულით და გარდაქმნა ის. დღეს ბევრი სტუდენტი დაქვემდებარებულია დეპრესიაზე და დაბნეულია ჭკუაში. ამის მიზეზი მათი სისუსტეა საკუთარ თავში სათანადო რწმენის უქონლობის გამო. როდესაც იარსებებს სრული რწმენა ღმერთში, მაშინ აღარ იქნება ადგილი დეპრესიისთვის.
– ღმერთის საუბარი, 1997 წლის 7 სექტემბერი.
16.07.20.
სიტყვა დანებება არასწორად იყო გაგებული და ადამიანები ახალისებენ უსაქმურობას დანებების სახელით. ჩვენ ვფიქრობთ რომ ჩვენი ჭკუა, აზრი და ტანი დანებდა უფალს. თქვენი ჭკუა არ არის თქვენივე კონტროლს ქვეშ და ასეთ პირობებში, თქვენ როგორ შეგიძლიათ დაიჭიროთ იგი და მისცეთ იგი უფალს? თქვენ არ გაქვთ კონტროლი თქვენს საკუთარ ტანზე. თუ თქვენ გაქვთ მცირე ჭრილობა, სისხლი წვეთ-წვეთ მოედინება თქვენი ტანიდან და თქვენ მირბიხართ ექიმთან. თუ ეს თქვენი ტანია და თუ თქვენ გაქვთ მასზე სრული კონტროლი, ეს რატომ არის რომ თქვენ არ ხართ სისხლის გამოდინების კონტროლის შემძლე? ამ შემთხვევაში, თქმა რომ თქვენ გაქვთ დანებებული თქვენი ჭკუა და ტანი უფალზე არის განცხადება რომელიც არის არასწორი. ეს სიტყვა “დანებება” მიგვითითებს რომ არსებობს ვიღაც ვინც იძლევა და ვიღაც ვინც იღებს, და რომ თქვენ ანებებთ ვინმეს. არსებობს დუალობის გრძნობა ნაგულისხმევი ამ სიტყვა დანებებაში. დანებების ჭეშმარიტი მნიშვნელობა არის ფაქტის აღიარება რომ ყველაში და ყველგან ღმერთი არის წარმოდგენილი.
– თავი 3, ზაფხულის თავსხმები 1974.
17.07.20.
სამუდრა-მანტანას (ოკეანის შედღვებას) დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენთვის, რადგან თქვენც თქვენი გულის ოკეანე უნდა შედღვიბოთ და საკუთარი თავისთვის მოიპოვოთ უკვდავების ნექტარი. თქვენი გული სავსე სათვა გუნით (სისუფთავითა და სიმშვიდით) არის რძის ოკეანე. ღმერთის მუდმივი ჭვრეტა, ერთ-ერთი როგორც თქვენი საკუთარი რეალობა ან როგორც მისაღწევი იდეალი, არის მანდარას მთა მოთავსებული მასში როგორც სადღვები ძელი. ვასუკი, გველი რომელიც შემოხვეული იყო სადღვებ ძელზე როგორც თოკი, არის თქვენი ყველა გრძნობის ერთობლიობა. თოკი (თქვენი გრძნობები) უჭირავს როგორც კარგ ისე ცუდ იმპულსებს, და ორივე ეწევა დღვების პროცესს; მოწადინებული შედეგებისთვის რომელზეც მათგან თითეულს გული აქვს დადებული. ბრძენი მოთმინებით ელოდება უკვდავი უფლის გამოცხადებას, მყარი სიბეჯითითა და ინტერესით. ღმერთის წყალობა არის კუს ინკარნირება, რადგან თვით უფალი მოდის საშველად, მას შემდეგ რაც მან იცის რომ თქვენ გულწრფელად ეძებთ უკვდავების საიდუმლოს: ის მოდის, ჩუმად და შეუმჩნევლად, როგორც კუმ გააკეთა მანანას (არეკვლის) პროცესის შეუხებლად დაჭერით და ყველა სულიერი პრაქტიკის მყარ საფუძვლად მომსახურებით.
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 13 იანვარი.
18.07.20.
კაცობრიობის ყველა მღელვარებისა და უბედურების ძირითადი მიზეზი არის შური. ბჰაგავად გიტაში კრიშნა აფრთხილებს, ”არჯუნა! შენ უნდა იყო უშურო. არ დაინფიცირდე შურით“. შურს უცვლელად თან ახლავს სიძულვილი. ესები არის ტყუპი ავკაცები როგორც შხამიანი მავნებლები. ესები თავს ესხმიან ინდივიდუალურობის ფესვებს. ხე შეიძლება ბრწყინვალე იყოს ყვავილებითა და ხილით. მაგრამ როდესაც მავნე ჭიები ჯდებიან ფესვებზე სამუშაოდ, წარმოიდგინეთ რა ხდება მის ბრწყინვალებაზე! თუმცა ჩვენ აღტაცებით ვუმზერთ ხის სილამაზეს, მისი ყვავილები ჭკნება, ხილი ცვივა, და ფოთლები ყვითლდება და იფანტება ქარით. ბოლოს, ხე ხმება, იგი კვდება და ეცემა! ასევე, როდესაც შური და სიძულვილი აინფიცირებს გულს და ჯდება სამუშაოდ, როგორი ინტელიგენტი და უმაღლესი განათლებისაც გინდა იყოს ვინმე, ის ეცემა! ამიტომ ისწავლეთ იყოთ ბედნიერი და სიხარულით სავსე, როდესაც სხვებს აღიარებენ, როგორც კარგს და პატივს სცემენ თავიანთი სათნოებისა და იდეალებითვის რაც მათთვის ძვირფასია!
– თავი 17, ვიდია ვაჰინი.
19.07.20.
უფლის სახელის გახსენება არის ამქვეყნიური ცხოვრების ოკეანეზე გადასვლის მეთოდი ამ ხანისთვის; უფლის გახსენება მისი სახელის საშუალებით საკმარისია ადამიანის გადასარჩენად. უფალი არის აანანდამაია (ნეტარების ბუნების); ის ასევე არის აანანდა (ღმრთიური ნეტარება), რაც სახელის მეშვეობით გაისინჯება. ის არის სატ-ჩიტ-ანანდა (არსება-ცნობიერება-ნეტარება აბსოლუტი). თქვენ შეიძლება დაეჭვდეთ ასეთი პატარა სიტყვა რამა, საი ან კრიშნა როგორ შეძლებს გადაგიყვანოთ თქვენ ამსოფლიური ცხოვრების უსაზღვრო ოკეანის გაღმა. ადამიანები კვეთენ უზარმაზარ ოკეანეებს მცირე ზომის ტივზე; ისინი შემძლე არიან გაიარონ ბნელი ჯუნგლები პატარა ლამპარით თავის ხელში. საჭირო არ არის ტივი იყოს ისე დიდი როგორც ოკეანე. სახელს, თუნდაც პრანავა (ომ)-ს რომელიც უმცირესია, აქვს დიდი შესაძლებლობები. სახელის წარმოთქმა არის როგორც ბურღვის ოპერაცია, მიწისქვეშა წყლების საპოვნელად; ეს მსგავსია გამოსაქანდაკებელი დარტყმის რომელიც გამოათავისუფლებს მარმარილოში დაპატიმრებულ ღმერთის გამოსახულებას. შეამტვრიე გარსაცმი და უფალი გამოჩნდება.
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 13 იანვარი.
20.07.20.
არცერთი მტერი არ შეიძლება იყოს იმდენად ვერაგი როგორიც შურია. ეს არის სასიკვდილო ვირუსი. როდესაც ადამიანი ხედავს მეორეს უფრო ძლიერს, უფრო მეტად გათვითცნობიერებულს, ან უფრო დიდი რეპუტაციით, მეტად მდიდარს ან მეტად ლამაზს, ან კიდევ უკეთესი სამოსის მტარებელს ის იტანჯება შურით. თქვენ შეიძლება გაგიჭირდეთ სიტუაციის აღიარება და მიღება. ჭკუა ეძებს საშუალებებს ადამიანების პატივისცემის დასამცირებლად და დასადაბლებად. ეს დააბინძურებს თქვენს ხასიათს. ასეთმა განწყობებმა და ბოროტმა მიდრეკილებებმა არასოდეს უნდა გაიდგას ფესვები ღმრთისმოსავთა და სათნოთა ჭკუებში. იყავით მუდამ ფხიზლად რომ “შური-დემონი” არ დაგეუფლოთ თქვენ. შური ანადგურებს ყველაფერს რაც თქვენში ძვირფასია; ეს ანგრევს თქვენს ჯანმრთელობას და აზიანებს თქვენს საჭმლის მომნელებელ სისტემას. იგი გპარავთ ძილსაც კი, აზიანებს თქვენს ფიზიკურ და გონებრივ გამძლეობას და გამცირებთ თქვენ ქრონიკული დაუძლურების მდგომარეობამდე! აქედან გამომდინარე, იყავით ბედნიერი და გახარებული, როდესაც სხვებს აღიარებენ, როგორც კარგს და პატივს სცემენ თავიანთი სათნოებისა და იდეალებითვის რაც მათთვის ძვირფასია. კულტივირეთ ფართო თვალთახედვა და სუფთა მოტივები მხოლოდ.
– თავი 17, ვიდია ვაჰინი.
21.07.20.
არსებობს ბევრი ვინც მასხარად იგდებს იოგებს (ღმერთზე-ცენტრირებულებს) როგორც ანტი-საზოგადოებრივ უსაქმურებს ვინც გაურბიან თავიანთ მოვალეობებს და საყუდელს ეძებენ მარტოობასა და სიჩუმეში. მაგრამ ახლოს ყოფნა არ უზრუნველყოფს სარგებლიანობას. შორს ყოფნა არ ნიშნავს უსარგებლიანობას. ვირუსები შედის სისხლის ნაკადში და უეჭველად, თქვენთვის არაფერი შეიძლება იყოს უფრო ახლოს; თუმცა ესები არის მკვლელი მტრები. ერთი და იგივე ოჯახის წევრები ერთმანეთის მიმართ არიან შურიანები და საეჭვოები. ეს არ არის რაც ახლოს ყოფნად ითვლება. ეს იოგები გადავიდნენ განმარტოვებულ ადგილებში და მოძებნეს შინაგანი გზის მასწავლებლები, ისევე როგორც დღეს აკეთებენ ახალგაზრდა ტექნიკოსები, საზღვარგარეთ მიდიან იმისთვის რომ ისწავლონ ის უნარები რაც ხელს შეუწყობს უკეთესი ინდოეთის შექმნას. ისინი მიდიან მარადიული სიხარულის საიდუმლოების მოსაძებნად; ისინი მოიპოვებენ მას საკუთარი თავისთვის; და თავიანთი ცხოვრებით ისინი სხვებს შთააგონებენ ძვირფასი საიდუმლოების მოსაპოვებლად. არავინ ეძახის იმ საზღვარგარეთ წასულ კაცს, რომ უკეთ შეძლოს საკუთარი თავის აღჭურვა, როგორც ინჟინერმა ან ექიმმა, ეგოისტს; მაშინ ადამიანი ვინც განიცდის უფრო დიდ ჩამორთმევებს საკუთარი თავის უკეთესად აღსაჭურვად ჭკუის ინჟინრად, გამოყენებით თავისი უდავო შესაძლებლობების, არა მონობისთვის, არამედ გათავისუფლებისთვის, რატომ უნდა იყოს კუპრწასმული როგორც ეგოცენტრული? ეს მხოლოდ აჩვენებს ნამდვილი ფასეულობების უგულვებელყოფას.
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 13 იანვარი.
22.07.20.
დამნახველმა არ უნდა მიაჯაჭვოს საკუთარი თავი დანახულს; ეს არის საიდუმლო თავისუფლებაზე გასაქცევად. გრძნობათა კონტაქტი ობიექტებთან აღვიძებს სურვილს და მიჯაჭვულობას; ამას მიჰყავს ძალისხმევასთან და აღფრთოვანებასთან ან სასოწარკვეთილებასთან; შემდეგ, არსებობს შიში დაკარგვის ან მწუხარების და რეაქციების მატარებელი გრძელდება. მრავალი კარითა და ფანჯრით გაღებულით ყველა ქარისთვის რომელიც უბერავს, როგორ შეძლებს ლამპის ალი მასში არსებობის გაგრძელებას? ეს ლამპა არის ჭკუა, რომელიც უნდა ენთოს მყარად გარე მსოფლიოს ორმაგი მოთხოვნებით შეუხებლად. უფლისადმი სრული დანებება არის ფანჯრებისა და კარების დახურვის ერთ-ერთი გზა, იმიტომ რომ შემდეგ, ღმერთისადმი სრული დანებების (სარანაგათის) ამ დამოკიდებულებაში, თქვენ ხართ ეგო ჩამორთმეული და ამგვარად, თქვენ არ ხართ დარტყმული სიხარულით ან მწუხარებით. სრული დანებება გაღებინებთ თქვენ უფლის წყალობას თქვენს ცხოვრებაში არსებული ყველა კრიზისის შესახვედრად და ამრიგად, ეს გაქცევთ თქვენ გმირულად, კარგად მომზადებულად ცხოვრების გამოცდებისთვის!
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 13 იანვარი.
23.07.20.
გადაწყვიტეთ მიბაძოთ მათ ვინც უკეთესად აკეთებს ვიდრე თქვენ თვითონ და იღებს შესაბამის მაღალ შეფასებას. ეცადეთ შეიძინოთ ცოდნა, სიბრძნე და მიიღოთ წარმატება, რასაც თქვენ ესწრაფვით სამართლიანად. ეს არის ნამდვილი ამბიცია. ამის ნაცვლად, თუ თქვენ გსურთ სხვების დაცემა ვინც წარმატებულია, ეს განზრახვა ააშკარავებს თქვენს სასტიკ ბუნებას. ეს მიგიყვანთ თქვენ უეჭველ დაღუპვასთან. საკუთარი თავის ქება და სხვების გაკიცხვა ისეთივე მომაკვდინებელია როგორც შური. ცდა საკუთარი სისაძაგლისა და სიბოროტის დამალვის, კეთილობის ნიღბის ტარება, გამართლება საკუთარი შეცდომების და გაზვიადება საკუთარი მიღწევების – ეს ასევე არის ცალსახად შხამიანი თვისებები. თანასწორად შხამიანი არის სხვებში სიკეთის იგნორირების და ბეჯითად მხოლოდ მათი შეცდომების ძებნის ჩვევა. არასოდეს ილაპარაკოთ ის სიტყვები რომლებიც ვინმეს ამცირებს. როდესაც ჩვენ ვართ ზოგიერთებთან მეგობრულად და გვიყვარს ისინი, რასაც კი ისინი აკეთებენ უდაოდ ახდენს ჩვენზე შთაბეჭდილებას როგორც კარგი. როდესაც ქარი იცვლება და იგივე ადამიანები არ მოგეწონება, თუნდაც სიკეთე რასაც ისინი აკეთებენ ჩვენთვის სჩანს უსამართლოდ. ორივე ეს რეაქცია არ არის საქები!
– თავი 17, ვიდია ვაჰინი.
24.07,20.
ბზრიალასავით უბრალოდ ბრუნვა, იქამდე სანამ თქვენ ვერ შეძლებთ უფრო დიდხანს ბრუნვას, და შემდეგ დაცემა უმოწყალოდ და ინერტულად, არის პირქუში გამანადგურებელი არსებობა. ბზრიალას არ აქვს რწმენა საკუთარ თავში; იგი უნდა იყოს აღებული და დატრიალებული სხვისი ხელით. იყავით თავდაჯერებული, უფრო სწორად, გქონდეთ მტკიცე რწმენა თქვენს საკუთარ „მე“-ში. რადგან, საკუთარი მე არის ღმრთიური; მას თავისში აქვს ყველა ძალა, მთელი სიტკბო ათმანის, რომელიც არის მხოლოდ ტალღა პარამათმას (უზენაესი სინამდვილის) ოკეანის. იმიტომ რომ უზრუნველყონ ბედნიერება და მშვიდობა, ადმინისტრატორები იგონებენ ხუთწლიან გეგმებს, და აშენებენ ხიდებს, კაშხლებს, ქარხნებსა და სკოლებს. მაგრამ სულის გაწმენდის, განჯაჭვულობის განმტკიცების, თანაგრძნობისა და ნათესაობის განვითარების გარეშე, ეკონომიკური წინსვლა ახალისებს მხოლოდ სიძულვილს, ფრაქციასა და შურს. თვითდაჯერებულობამ, თვითკონტროლმა და თვით ცოდნამ – მხოლოდ შეიძლება მიიყვანოს ადამიანი მშვიდობასა და სიხარულთან.
– ღმერთის საუბარი, 1971 წლის 14 იანვარი.
25.07.20.
თვალსაზრისი ყველაზე ხშირად არის დამახაინჯებული; მიმართულება, რომელშიც აზროვნება მიედინება არის, „რამდენი შეიძლება გამოვიტანო მე ამ ყველაფრისგან, რა სარგებელი შეიძლება მივიღო წევრობიდან, რამდენად სასარგებლოა ეს ჩემი სტატუსის, პროფესიისა და კონტაქტებისთვის.” ეს უნდა შეიცვალოს სრულ წრეზე. პრობლემა უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „რამდენი შემიძლია მე მივცე ჩემს თანამოძმეებს ამ წევრობით? რა წვლილი შემიძლია მე შევიტანო მათი იდეალების შესრულებაში?“ ყველა მოწადინებულია მიღებაში, არავინ არის თავგამოდებული გაცემაზე. მიზეზი არის სიყვარულის არარსებობა; სიყვარულის რომელიც აბიჯებს კასტის, აღმსარებლობის, ფერის და კაცის მიერ კაცთა შორის აგებული ღობეების საზღვრებს. შეავსეთ თქვენი გული სიყვარულით, გაუნაწილეთ ეს სიყვარული ყველას. სიყვარული იზრდება სიყვარულის ყოველი ჩუქებით; გახსოვდეთ, გული რომელიც ღვრის სიყვარულს არის მუდამ სავსე! ღმერთი თქვენს გულში იმყოფება როგორც სიყვარული და თქვენ მხოლოდ ხაპავთ მისგან, როდესაც აზიარებთ სხვებთან. გავრცელება არის სიყვარული; გავრცელება არის სიცოცხლე. შეკვეცა არის სიკვდილი!
– ღმერთის საუბარი, 1971 წლის 18 იანვარი.
26.07.20.
სახელისა და ფორმის თაყვანისცემა საწინააღმდეგოა ვედანტას ძირითადი სწავლების; რადგან, თქვენ თავად უნდა განსწავლოთ საკუთარი თავი უგულვებელყოფაში ქრობადის, დროებითის და ზედაპირულის. თუ თქვენ არ აღმოაჩენთ თქვენს იდენტურობას ყველასთან, და ყველას იდენტურობას შიგნით თქვენში, თქვენ ვერ შეძლებთ არამღელვარე სიმშვიდისა და მყარი ალის მოპოვებას! უარი თქვით ფანტასტიკური ობიექტური სამყაროს წარმოსახვაზე, უარი თქვით სანამ არ მიაღწევთ მდგომარებას, როდესაც არ არსებობს “მჩუქებელი-საჩუქარი-ჩუქება”, როდესაც არ არსებობს “დასაწყისი-გაგრძელება-დასასრული”. ბრძენმა ნარადამ ისწავლა ბრძენ სანატკუმარისგან რომ მას შეეძლო შანთის (სიმშვიდის) შეძენა მხოლოდ როცა მას ეცოდინებოდა რომ ის არის შანთის ტანმოსილება! აშანთი (მოუსვენრობა) არის რაღაც რაც ეუფლება ადამიანს როგორც ფობია რასაც საფუძველი არ აქვს! გაიბერტყეთ ეს! თქვენ ხართ თავისუფალი! ეს არის როლი რაც ტრაგიკულია; არა მსახიობი! შეახსენეთ საკუთარ თავს რომ ეს არის სპექტაკლი და რომ თქვენ თამაშობთ ტრაგიკული გმირის როლს! ბრძენმა ნარადამ შეისწავლა ეს და მისი სიმშვიდე აღარასოდეს დარღვეულა!
– ღმერთის საუბარი, 1971 წლის 14 იანვარი.
27.07.20.
მეტყველება დამუხტულია უზარმაზარი ძალით. როდესაც მეტყველების საშუალებით ვატყობინებთ პიროვნებას რამეს, რაც მათ ბალანსს არღვევს ან შოკირებს მათ მწუხარებაში, სიტყვები მთლიანად შრეტს მათ ფიზიკურ ძალასა და გონებრივ სიმამაცეს. ადამიანი მიწაზე ეცემა, გონებრივად უძლური იდგეს მის მიწაზე. მეორე მხრივ, როდესაც, მეტყველების საშუალებით, ჩვენ ვინმეს ვატყობინებთ რამე ბედნიერს ან მოულოდნელად ტაშის დასაკვრელს, ადამიანი იღებს სპილოს ძალას. სიტყვები არ ღირს რამე მაგრამ ესები არის შეუფასებელი. ამრიგად, ესები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული. ესები უნდა იყოს დასაქმებული არა ჭორებისთვის, რაც უნაყოფოა, არამედ მხოლოდ სუფთა და პროდუქტიული მიზნებისთვის. ანტიკური მწერლები რეკომენდირებდნენ დუმილის აღთქმას მეტყველების გასაწმენდად მისი ბოროტებებისგან. ჭკუა შეტრიალებული შიგნით ღმერთის შინაგანი ხედვისკენ და მეტყველება მიმართული გარეთ უფლის გარეგანი ხედვისკენ – ორივე წაახალისებს სულიერ ძალასა და წარმატებას.
– თავი 18, ვიდია ვაჰინი.
28.07.20.
მილიონერი იხდის საშემოსავლო გადასახადს ცრემლებით თვალებში; სკოლის დირექტორი სიხარულით უარს ამბობს თავისი სკოლის ავეჯსა და ლაბორატორიის ტექნიკაზე სხვა ადგილზე გადასვლისას. რატომ? იმის გამო რომ სკოლის დირექტორმა იცის რომ ის არის მხოლოდ მეთვალყურე, არა მესაკუთრე. ის არ არის მიჯაჭვული ამ ნივთებზე. მან იცის რომ ესები ეკუთვნის მთავრობას. ასე, აგრეთვე, იგრძენი რომ შენი ოჯახი, შენი სახლი, შენი მინდვრები, შენი მანქანა, ყველა არის უფლის ქონება და რომ შენ ხარ მხოლოდ მინდობილი მესაკუთრე; იყავით მზად ბუზღუნის გარეშე მათზე უარის სათქმელად შეტყობინების მომენტში. თქვენ უნდა უარი თქვათ გრძნობითი ობიექტების დევნაზე, თუ თქვენ ეძებთ მუდმივ სიმშვიდესა და სიხარულს. მატერიალურ სიმდიდრეს თან ახლავს, არა მხოლოდ სიხარული არამედ მწუხარებაც. სიმდიდრის დაგროვება, მოთხოვნილებათა გამრავლება – ეს იწვევს მხოლოდ სიხარულისა და მწუხარების ურთიერთ მონაცვლეობას. მიჯაჭვულობა არის სიხარულის და მწუხარების ფესვი; განჯაჭვულობა არის მხსნელი. მიჯაჭვულობა (ასაკტი) არის სიკვდილი (მარაკა); არამიჯაჭვულობა (ანასაკტი) არის როგორც მხსნელი (თარაკა)!
– ღმერთის საუბარი, 1964 წლის 19 აგვისტო.
29.07.20.
ქვეყანა არ ნიშნავს დედამიწის ნაკვეთს. ხალხი ქმნის ქვეყანას. და ტრანსფორმირება არ უნდა იყოს ერთგანზომილებიანი. ეს გაწმენდის მთელი პროცესია, რითაც ადამიანები თავიდან იცილებენ თავიანთ ცუდ ფიქრებსა და მოქმედებებს, კულტივირებენ კარგ აზრებს და აკეთებენ კარგ მოქმედებებს ყოველდღიურ ცხოვრებაში. პიროვნების ღირებულება არ მიიღება მარტო კაცის ან ქალის საგანმანათლებლო კვალიფიკაციიდან. ასევე აუცილებელია ადამიანის ცხოვრების სტილის კულტურული დახვეწილობა. ცხოვრება კულტურის გარეშე არის სახლი სინათლის გარეშე. პიროვნება კულტურის გარეშე ჰგავს უსიმო ფრანს, რომელიც ბორგავს აქეთ და იქით. განათლება კულტურის დაკარგვით არის უხეირო როგორც ყალბი მონეტა. რას ნიშნავს კულტურა? ეს არის ადამიანში თანდაყოლილი ღმრთიურობის გაცნობიერება და მისი ცხადად ჩვენება ცხოვრების წესით.
– ღმერთის საუბარი, 1997 წლის 22 ნოემბერი.
30.07.20.
აშანთი (უმშვიდობობა) რატომ აწუხებს მსოფლიოს? რაგას, დვეშასა და მოჰას (მიჯაჭვულობის, სიძულვილისა და ბრმა გატაცების) გამო. ესები იბადება უმეცრებისგან, რაც იწვევს ილუზიას. სიბნელეში დანახული ნივთები არ შეიძლება იყოს მკაფიო; ეს შეიძლება მცდარად აღქმული იყოს კიდევ სხვა რამედ. თოკი შეცდომით აღიქმება გველად; ჯირკი მცდარად აღიქმება ქურდად. შუშის ნაჭერი შეიძლება იყოს მოწყურებული როგორც ალმასი. ამიტომ, ეს არასწორი წარმოდგენა, ეს ბუნდოვანი სინათლე, უნდა წავიდეს. ეს შეიძლება წავიდეს მხოლოდ როცა ჭეშმარიტების აღმოჩენის მეთოდები იქნება შესწავლილი. ეს არის რასაც შასთრები (წერილები) ასწავლის და რის თქვენთვის სწავლების უფლებამოსილნიც არიან პანდიტები (სწავლული მეცნიერები). ისინი გეტყვიან, თქვენ რომ გარეთ მაძიებელი გრძნობები უნდა იყოს მიმართული შიგნით; იმპულსების, ინსთინკთების, ჩვევების, ცრურწმენების დამოკიდებულებების შინაგანი სამფლობელო უნდა გაიწმინდოს მასში ღმერთის ნათლად და კაშკაშად არეკვლამდე.
– ღმერთის საუბარი, 1964 წლის 18 აგვისტო.
31.07.20.
აუცილებელია ინტიმური ურთიერთობის განვითარება ღმერთთან. თქვენ დაიმუხტებით ღმრთიური ენერგიით როდესაც თქვენ მიაღწევთ კავშირს ღმრთიურებასთან. ღმერთის კომპანიაში ცხოვრება არის ნამდვილად კარგი კომპანია (სათსანგა). სათსანგათვე ნისსანგათვამ, ნისსანგათვე ნირმოჰათვამ, ნირმოჰათვე ნისჩალათათვამ, ნისჩალათათვე ჯივანმუკთი (კარგ კომპანიას მიჰყავს განჯაჭვულობასთან, განჯაჭვულობა ხდის ადამიანს თავისუფალს ილუზიისგან, ილუზიისგან თავისუფლებას მიჰყავს ჭკუის სიმყარესთან და ჭკუის სიმყარე ანიჭებს გათავისუფლებას). მაგრამ დღეს ადამიანს არ აქვს მყარი ჭკუა. მთელ დროს ჭკუა მერყეობს გადარეული მაიმუნივით. როდესაც შენ ამბობ, “ჩემი ტანი”, “ჩემი ჭკუა”, “ჩემი ბუდჰი” და ა.შ., ეს ყველაფერი განსხვავებულია შენგან. მაშინ ჰკითხეთ საკუთარ თავს, ვინ ვარ მე? იგივე პრინციპი „მე“ არის წარმოდგენილი ყოველ ადამიანში, სწორედ ღარიბიდან მილიონერამდე. იმისთვის რომ განივითაროთ ეს „მე“ პრინციპი, თქვენ უნდა განივითაროთ მსხვერპლის სული.
– ღმერთის საუბარი, 2001 წლის 10 ივნისი.

შრი სატია საი ბაბა