თავი II

თოთხმეტი ლოკა (პლანი)

კ: მე მსმენია, რომ ყველა ლოკა იმყოფება ადამიანის სხეულში! ზოგიერთი გამოცდილი ადამიანი და შასტრების მცოდნეები ასე ამბობდნენ; ეს მართალია? ისინი სად იმყოფებიან?
პ: დიახ. ესენი არის: ბჰუ-ლოკა – ტერფებში, ბჰუვარ-ლოკა – გენიტალიებში, სვარ-ლოკა – ჭიპში, მაჰარ-ლოკა – გულში, ჯანა-ლოკა – საყლაპავში, თჰაპო-ლოკა – წარბებს შორის და სათჰია – ლოკა თხემზე. ისინი იწოდებიან უმაღლეს ლოკებად, და ყველა იმყოფება ადამიანის სხეულში. არის აგრეთვე ქვედა ლოკები.

კ: რომელი არის ქვედა ლოკები? ისინი სად არსებობენ?
პ: ათჰალამ – ფეხების გულებში, ვითჰალამ – ფრჩხილებში, სუთჰალამ – ქუსლებში, თჰალაათჰალამ – ბარძაყებში, რასაათჰალამ – მუხლებში, მაჰაათჰალამ – თეძოებში და პაათჰალამ – ანუსში.

კ: თუ ყველა ლოკა არის სხეულში – ხუთი შემადგენელი ელემენტი – მაშინ რა მიეკუთვნება საპთჰა სამუდრას – შვიდ ლეგენდარულ ზღვას? ისინიც ასევე არის სხეულში თუ ჭკუაში?
პ: როცა სხეული არის ყველა ლოკას საბინადრო, მარტო შვიდი ზღვა როგორ შეძლებს ცალკე არსებობას? ისინი აგრეთვე არიან `სხეულში”. ლავანა, ანუ მარილიანი ზღვა (შარდი); კანე – წვენის ზღვა (ოფლი); სურა, ან ღვინის ზღვა (გრძნობები); სარპი, ან ერბოს ზღვა (სპერმა); დადჰი, ან კარაქი-რძის ზღვა (ლორწო); რძის ზღვა (ნერწყვი) და წმინდა წყლის ზღვა (ცრემლები).

კ: შენ ლაპარაკობდი აგნის ან ცეცხლის რამდენიმე ტიპზე; როგორია ის ტიპები და რა ეწოდებათ?
პ: მათ ეწოდებათ პანჩაგნი, იმიტომ რომ ისინი არის სულ ხუთი: კაალა-აგნი, დროის ცეცხლი; კშუდჰა-აგნი, შიმშილის ცეცხლი; სიითჰა-აგნი, სიცივის ცეცხლი; კოპა-აგნი, რისხვის ცეცხლი; ჯნანა-აგნი, ცოდნის ცეცხლი.

კ: ისინი სად იმყოფებიან?
პ: ტერფებში, ჭიპში, კუჭში, თვალებში და გულში.

კ: გარდა ამისა, მეჩვენება, რომ არსებობს ნაადას, ანუ ხმის სხვადასხვა სახეები. მე მსმენია, ვიღაცა როგორ ლაპარაკობდა ამის შესახებ.
პ: დიახ, არსებობენ.

კ: ისინიც არიან აგრეთვე სხეულში? ისინი რამდენი სახისაა? და მათი სახელები?
პ: არსებობს ათი სახე; ყველა არის თვით უხეშ სხეულში: ლალადიგჰოშა, ბჰერინაადა, ჩანცენაადა, მრუდანგანაადა, გჰანთანაადა, კალანაადა, კინკინინაადა, ვენუნაადა, ბჰრამარანაადა და, ბოლო, პრანავანაადა. ეს არის ხმის სახესხვაობები.

კ: თუ მთელი ქმნილება მიკუთვნებულია ხუთი ელემენტის კომპოზიციაში, სხეულში, მაშინ რა არის ანდა-ანდა, პანდა-ანდა და ბრაჰმა-ანდა?
პ: ანდა-ანდა არის მთელი ეს ქმნილება, დაქვემდებარებული ევოლუციას და სპირალად ჩახვევას; მოძრავი და უძრავი ბუნება, როგორც მას ხშირად უწოდებენ. პინდა-ანდა არის სახელი მთელი ამ ორობითობის შინაგანი პრინციპის, დამნახავის და დანახულის, მკეთებლის და საქმის და ა.შ. ეს არის ორობითობა, რომელიც აწარმოებს დაბადებას დაბადების შემდეგ ჯანმას კარმის შესაბამისად. ბრაჰმა-ანდა ნიშნავს მაჰაბჰუტას ან ხუთი ელემენტის შინაგანი ძალების ნაკრებს; ათჰმა დაკავშირებულია აკასასთან, ჯივატმა გაერთიანებულია ვაიიუსთან, პრატიია-გატმა წარმოქმნილია აგნისგან, ჩაიტანია-ბრაჰმა ასოცირებულია ჯალა ელემენტთან და პარამათჰმა მიბმულია დჰარანი (მიწა) ელემენტთან ყველა არის დაფარული ამ ბრაჰმა-ანდას კონცეპციით. ეს არის ის ძალა რომელიც აიძულებს ელემენტებს იმოქმედონ; მათ ზემოთ იმყოფება ავიაკთჰა ბრაჰმანი, მიუღწევადი აბსოლუტი.

კ: სვამი! მე ნათლად ვერ გავიგე ეს საკმაოდ რთული საკითხი, რას წარმოადგენს საგანი მთლიანობაში. გეთაყვა, ამიხსენი ეს რაიმე მარტივ მაგალითზე.
პ: კარგი. ანდა-ანდა არის თვალის შავი ბადურა, პინდა-ანდა არის შიგნაგანი წრე მასში; ბრაჰმა-ანდა არის სინათლე, რომელიც ანათებს მასში. ამ სინათლის დიდმშვენიერება არის ბრაჰმა.