აპრილი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 1 აპრილი.
როცა ადამიანები გეგმავენ არდადეგებს, პილიგრიმებსა და ტაძრებში ვიზიტებს, რა მნიშვნელოვანი ასპექტები უნდა ახსოვდეთ? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს.
თქვენ დადიხართ ადგილიდან ადგილზე მსგავსად საფოსტო ამანათების, აგროვებთ შთაბეჭდილებებს გარე შეფუთვაზე, არა თქვენი შინაგანი არსების ბირთვზე. ადგილზე მიმავალ ბრმა კაცს არ ადარდებს ღამეა თუ დღე. ასევე, თქვენ არ განასხვავებთ ერთ ტაძარს მეორესგან. თქვენ იქცევით თანაბრად დაუფიქრებლად, თანაბრად გრძნობებზე ცენტრირებული ყველა ადგილას. თქვენ არ აძლევთ უფლებას წმინდა ადგილის სიწმინდეს იმოქმედოს თქვენს ჭკუაზე. პილიგრიმობის შედეგად თქვენი ჩვევები უნდა შეიცვალოს უკეთესობისკენ; თქვენი მსოფლმხედველობა უნდა გაფართოვდეს; თქვენი შინაგანი მზერა უნდა გახდეს უფრო ღრმა, და თქვენ უნდა გახდეთ უფრო სტაბილური. თქვენ უნდა გააცნობიეროთ ღმერთის ყველგანმყოფობა და კაცობრიობის ერთიანობა. თქვენ უნდა ისწავლოთ ტოლერანტობა და მოთმინება, ქველმოქმედება და მსახურება. პილიგრიმობის დასრულების შემდეგ, თქვენ უნდა გადაწყვიტოთ ძებნა, დაჯდეთ საკუთარ სახლში და იფიქროთ თქვენს გამოცდილებაზე, ღმერთის შეცნობის უფრო მაღალ, მდიდარ და რეალურ გამოცდილებაზე. მე გაკურთხებთ თქვენ რომ თქვენ შეძლოთ ჩამოყალიბება ამ გადაწყვეტილების და, ნაბიჯ-ნაბიჯ, მიაღწიოთ ამ მიზანს.
– ღმერთის საუბარი, 1964 წლის 28 თებერვალი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 2 აპრილი.
როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი ერთგულის დამოკიდებულება მიწიერ საკითხებზე? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს და შთაგვაგონებს ჩვენ თვითგამორკვევაზე.
“უდასეენაჰ” ნიშნავს “გულგრილობას მწუხარებისა და სიხარულის, დანაკარგის ან მოგების, ღირსების ან სახელგატეხვის მიმართ”. თქვენ უნდა იდარდოთ მხოლოდ იმის ხედვაზე არის თუ არა თქვენი ქმედებები სუფთა და უანგარო თქვენი სინდისის შესაბამისად. სხვა არაფერს აქვს მნიშვნელობა, არც ქებას და არც სხვა ადამიანების დადანაშაულებას. როცა თქვენი სინდისი გეუბნებათ თქვენ რასაც თქვენ აკეთებთ არის კარგი, თქვენ შეიძლება წინ წახვიდეთ განურჩევლად სხვების აზრის, იქნებიან ისინი თქვენი ნათესავები, მეგობრები თუ სხვები. ეს არის უდასეენას (გულგრილობის) ნამდვილი მნიშვნელობა. თქვენ არ უნდა იყოთ გავლენილი შიშით ან მუქარით. ამ კონტექსტში, მიზანშეწონილია სევაკები მოშორდნენ პოლიტიკისგან. ხანდახან, აღიარების ან საჯაროობის სურვილიდან, ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს ცდუნება კულტივიროს ურთიერთობა ძალაუფლების მქონე კაცებთან. ეს ცდუნება რყვნის თქვენს ჭკუას. უდასეენათას (გულგრილობის სულის) განვითარებით მისი ნამდვილი გაგებით, თქვენ უნდა ეცადოთ ყველას მსახურებას სიყვარულის გრძნობით. გულგრილობამ არ უნდა მიიღოს ქედმაღლობის ან მოსაჩვენებელი მფარველობის ფორმა. მიჰყევით იმას, რაც სწორია და შებრუნდით ცუდისგან. ეს არის უმაღლესი უდასეენათა.
– ღმერთის საუბარი, 1990 წლის 20 ნოემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 3 აპრილი.
რა არის ორ-ნაბიჯიანი პროცესი მშვიდობის მისაღწევად ამ ცხოვრებაში? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს.
თანამედროვე მსოფლიოში ყოველი ადამიანი ცდილობს მიაღწიოს მშვიდობას, ასრულებს სხვადასხვა სახის სადჰანას. სიმშვიდე ვერ მიიღწევა სულიერი საქმიანობით. იგი ვერ მიიღწევა თუნდაც ტექსტების ცოდნით, ძალაუფლებით ან ცხოვრებაში მაღალი თანამდებობებით. მშვიდობა შეიძლება მიღწეული იყოს მხოლოდ ღმერთის მადლით. თუმცა კაცი დიდად მოწადინებულია მშვიდობის მიღწევაზე, ის აწყდება ბევრ წინააღმდეგობას გზაში. მათ ვინც მოგზაურობენ მატარებლით შეიძლება კარგად იცოდნენ სლოგანი: „ნაკლები ბარგი, მეტი კომფორტი, გახადე მოგზაურობა სასიამოვნო“. ახლა, კაცი ტვირთავს საკუთარ თავს უსაზღვრო სურვილებით. სურვილების ამ ზედმეტი მძიმე ბარგის გამო, მას უკიდურესად უჭირს ცხოვრების მოგზაურობის გატარება. სურვილების ასეთი გამრავლებით, ის კარგავს მის წონასწორობას, შორდება მისი მიზნისგან, და მიდრეკილია გაგიჟებისკენაც კი. სწორედ ამ მიზეზით მე ხაზს ვუსვამდი სურვილებზე ჭერის საჭიროებას. თქვენი სურვილების შეზღუდვით, თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ მშვიდობას რამდენადმე. თქვენ უნდა ივარჯიშოთ თქვენი სურვილების შეჩერებაზე და გააკეთოთ ძალისხმევა ღმრთიური მადლის მისაღებად.
– ღმერთის საუბარი, 1998 წლის 25 აპრილი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 4 აპრილი.
რა არის სიწმინდე სულიერი მაძიებლისთვის? ბჰაგავანი სიყვარულით შთაგვაგონებს ჩვენ დღეს დაუვიწყარი მაგალითებით ასე რომ ჩვენ არასოდეს დავივიწყოთ იგი.
უნდა არსებობდეს როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი სიწმინდე. ტანის სისუფთავე ეხება ფიზიკურს. იგი მოიცავს ისეთ გამწმენდ მოქმედებებს, როგორიცაა დაბანა, სუფთა სამოსის ტარება, სუფთა საკვების ჭამა და სხვა. მაგრამ უბრალო გარეგანი სისუფთავე შინაგანი სიწმინდის გარეშე არის არა ფასეული. ყველა, მეცნიერიდან უბრალო კაცამდე, დარდობს მხოლოდ გარეგან სისუფთავეზე და არა გულის სისუფთავე შიგნით. რაც უნდა სუფთა იყოს ინგრედიენტები, თუ ჭურჭელი, რომელშიც ესები მზადდება არ არის სუფთა, საკვები გაფუჭდება. კაცისთვის მისი გული არის ჭურჭელი და მან უნდა იზრუნოს რომ ეს იყოს შენახული სუფთად და დაუბინძურებელად. გულის განწმენდისთვის ყველა უნდა შეუდგეს უანგარო მსახურებას. მიჯაჭვულობა და ზიზღი რაც აბინძურებს ჭკუას, თავიდან უნდა იქნას აცილებული უანგარო მსახურებაზე კონცენტრირებით. მხოლოდ მაშინ როცა გული არის სუფთა ეს უანგარო მსახურება შეიძლება შესრულდეს. მაშასადამე ფიზიკური და გონებრივი სიწმინდე ორივე არის არსებითი კარგი ერთგულისთვის.
– ღმერთის საუბარი, 1990 წლის 20 ნოემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 5 აპრილი.
როგორ შეგვიძლია ჩვენ შევინარჩუნოთ სიმშვიდე როცა გაკრიტიკებული ვართ სხვების მიერ? ბჰაგავანი სიყვარულით გვწვრთნის ჩვენ დღეს, ასე რომ ჩვენ შევძლოთ ამ ყველაზე მნიშვნელოვანი ხარისხის განვითარება.
სიმშვიდის შენარჩუნება სიამოვნებასა და ტკივილში ან ქებასა და გაკიცხვაში არის ძნელი საქმე. ეს შეუძლებელია იყოს მიღწეული სწავლულობით. ადამიანს შეიძლება აინტერესებდეს ეს როგორ არის შესაძლებელი კაცობრიობისთვის ასეთი სიმშვიდის შენარჩუნება. თქვენ უნდა იკითხოთ ვინ არის ის ადამიანი რომელიც აკრიტიკებს და ვინ არის ის გაკრიტიკებული. თუ თქვენ ჩათვალეთ რომ ეს არის ტანი რომელიც გაკრიტიკებულია, ეს კარგია. იმიტომ რომ ჩვენ თვითონ ვამხელთ ტანს როგორც კონტეინერს უსიამოვნო მასალების როგორიც არის შარდი, განავალი და ა.შ. და შედგენილს უბრალოდ ხუთი ელემენტისგან. მაშინ როცა ასეა, რატომ უნდა იყოთ თქვენ დაზიანებული სხვების კრიტიკით? თუ ეს არის ატმა რაც გაკრიტიკებულია, ერთი და იგივე ატმა არის წარმოდგენილი ორივეში – პიროვნებაში ვინც აკრიტიკებს და ადამიანში რომელსაც აკრიტიკებენ. ასე ეს ნიშნავს ის აკრიტიკებს საკუთარ თავს! ქებაც და გაკიცხვაც მიეკუთვნება მხოლოდ ტანს – ადამიანმა უნდა აღიაროს ეს ჭეშმარიტება და უნდა მოიქცეს შესაბამისად. თუ თქვენ ფიქრობთ რომ სხვა ადამიანი გაკრიტიკებთ თქვენ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით მის შინაარსს. თუ თქვენ ამბობთ რომ თქვენ არ ხართ ის ვინც გაკრიტიკებულია, თქვენ არ იღებთ მას, ეს უკან ბრუნდება გამომგზავნთან.
– ღმერთის საუბარი, 1998 წლის 25 აპრილი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 6 აპრილი.
ჩვენგან უმრავლესობა არის სათნო და ეძებს უბიწო სიამოვნებას. მაგრამ რა არის ის დამოკიდებულება რაც ჩვენ უნდა განვავითაროთ რომელიც გაგვხდის ჩვენ ჭეშმარიტად ძვირფასს უფლის მიმართ? ბჰაგავანი ნათლად გვიხსნის ჩვენ დღეს!
მსოფლიოში, ერთ მხარეზე არის პრეიო-მარგას (სიამოვნების გზის) მიმზიდველობა, და მეორეზე, სრეიო-მარგას (მიზნის გზის). ისინი ვინც ეძებენ გრძნობების სიამოვნებას იღებენ პრეიო-მარგას. მხოლოდ სულიერად ბრძენნი, ვინც არიან გულგრილები სწრაფმავალი მიწიერი გრძნობებისგან მიღებული სიამოვნების მიმართ, და ვინც არიან ასკეტური და სუფთა გულიანი, მისდევენ სრეიო-მარგას. არის კიდევ ერთი გზა, რომელიც სცდება ორივეს საზღვრებს. ეს ორი გზა მოიცავს ადამიანთა ყველა შესაძლო სურვილს. ანაპეკშას ხარისხი გადის ორივეს გარეთ. ანაპექშა აღწერილია, როგორც სურვილებისგან თავისუფალი. მაგრამ ეს არ არის მთლად სწორი. მხოლოდ მაშინ როცა კაცი უარს ამბობს გრძნობაზე: „მე ვარ მკეთებელი“ და „მე ვარ განმცდელი“, ჩნდება ნამდვილი ანაპეკშა. ეს ნიშნავს რომ მკეთებლობა და სასურველი ნივთებით სიამოვნების გრძნობა მთლიანად უნდა იყოს უარყოფილი. ეს არის ანაპეკშას (სურვილნაკლებიანობის) ნამდვილი მდგომარეობა. მხოლოდ მაშინ, როცა ყველა ქმედება სრულდება, როგორც შეთავაზება ღმერთისადმი, ბატონობს ანაპეკშა. როდესაც ასეთი გრძნობა ავსებს ერთგულის გულს, ღმრთიური ჩუქნის განცხრომას მასზე. ასეთი ერთგული ძვირფასია უფლისთვის.
– ღმერთის საუბარი, 1990 წლის 20 ნოემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 7 აპრილი.
რატომ არის აზრსმოკლებული სულიერი სიმწიფის ძებნა მხოლოდ განმარტოების მეშვეობთ? ბჰაგავანი სიყვარულით განმარტავს ასე რომ ჩვენ შევძლოთ განათლება.
საკუთარი თავის ჩაკეტვა ოთახში და ღმერთის სურათზე ან გამოსახულებაზე საკმევლის და ყვავილების შეთავაზება, მისი დიდების გალობა ან წარმოთქმა არის ძალიან არასაკმაო შემცვლელი იმ დისციპლინის რაც გაგათავისუფლებთ თქვენ უმეცრებისგან. ყველა არსება არის ღმერთის გამოსახვა; ყველა კაცი არის მისი ხატი; მაშინ რატომ კეტავ საკუთარ თავს შინ? მთელი ქმნილება მარშირებს მლოცვარებაზე მისკენ; მაშინ რატომ იქცევი ისე, თითქოს შენ მარშირებ მარტოდ? თქვენ გჯერათ, რომ ეკლესიაში ან ტაძარში ან ოჯახურ სალოცავში თაყვანისცემასა და რიტუალურ ღმრთისმსახურებაში გატარებული დრო მიძღვნილია ღმერთზე, დანარჩენი კი გატარებულია სხვა მიზნებისთვის. მაგრამ, თქვენ არ შეგიძლიათ ღმერთისა და ადამიანის სამეფოების სადემარკაციო ხაზის გავლება და გამიჯვნა. ღმერთი არის მუდამ თქვენთან ყველგან. ვასუდევასსარვამიდამ – “ეს ყველაფერი არის ღმერთი”. საზოგადოება არის სკოლა, სადაც ამ გაკვეთილს ასწავლიან მათ, ვინც გულმოდგინედ ეძებს.
– სატია საი ამბობს, ტომი 12, თავი 15.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 8 აპრილი.
რა არის საუკეთესო გზა ამ ძვირფასი ცხოვრების საუკეთესოდ გამოსაყენებლად? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს სიყვარულის სანიმუშო გზაზე.
არ გაფლანგოთ თქვენი ენერგიები სულელურ თამაშებში მოგებასა და წაგებაზე, შეგროვებასა და ფანტვაზე, დროებითი დიდების, სიმდიდრისა და ბედნიერების მოპოვებაზე. იარეთ, პირდაპირ სამეფო გზაზე რომელსაც მიჰყავს თვითრეალიზებისკუნ, და ნუ იხეტიალებთ ყალბი ნეტარების ქუჩაბანდებში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ უნდა თქვათ უარი ნათესავებსა და ოჯახზე და გაიაროთ ყველაფერი მარტომ. საზოგადოება რომელშიც თქვენ ხვდებით არის არენა სადაც თქვენ შეგიძლიათ მოიპოვოთ გამარჯვება, გიმნაზია სადაც თქვენ ინვითარებთ გამარჯვების უნარს. სულიერი მოგზაურობა მოცულია თანაგრძნობით, სიმპატიით, ურთიერთდახმარებითა, და მსახურებით, და ესები წახალისებულია საზოგადოების მიერ და არის გამოსაყენებელი საზოგადოებისთვის. თუ სხვა ადამიანი გიყვართ, თქვენ არ მოისურვებთ ბატონობას მასზე; თქვენ არ შეგშურდებათ მისი ქონება; თქვენ არ გექნებათ შური როცა ის ყვავის, და არც სიხარული როცა ის იტანჯება. სიყვარული არის ყველაზე ძლიერი ანტიდოტი სიხარბისთვის. ეს, აქედან გამომდინარე, არის ფუნდამენტური სულიერი დისციპლინა: გაეცით სიყვარული და მიიღეთ სიყვარული.
– ღმერთის საუბარი, 1970 წლის 6 მარტი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 9 აპრილი.
წმინდა დღესასწაულზე რომელიც იზეიმება როგორც გუდი პადვა, უგადი ან ახალი წელი ბევრის მიერ, რა არის ბჰაგავანის მეგზურობა ყველა ჩვენგანისთვის?
ჩაიხედეთ შიგნით და განცადეთ ღმერთი, ვინც იმყოფება თქვენს გულში. ეს არის ნამდვილი უგადი. გააცნობიერეთ რომ ღმერთი არის ყველგან. ღმერთი არის ერთი, მაინც ხალხი თაყვანს სცემს მას მრავალი სახელით. აქ შეიძლება იყოს ბევრი ტკბილეული როგორიცაა გულაბ ჯამუნი, მისორ პაკი და ჯილები, მაგრამ შაქარი ყველაში არის იგივე. შეიძლება იყოს განსხვავებები ადამიანთა სახელებსა და ფორმებში, მაგრამ ღმრთაებრიობა იმანენტური ყველაში არის იგივე. ჭეშმარიტება არის ერთი, ბრძენი მოიხსენიებს მას სხვადასხვა სახელით (ეკამ სატ ვიპრაჰ ბაჰუდა ვადანტი). თქვენ ხედავთ სურათზე კრიშნას მტარებელს გვირგვინის ფარშევანგის ბუმბულით ან შივას მესამე თვალით. ეს არის უბრალოდ ღმერთის სურათები. ღმერთს არ აქვს ფორმა. ის არის ყველა სახელსა და ფორმის გარეთ. ამიტომ, არ შემოფარგლოთ ღმერთი რამე სახელითა და ფორმით. არ გქონდეთ მცდარი წარმოდგენა რომ ღმერთი იმყოფება მხოლოდ ამ ადგილზე თუ იმ ადგილას. იფიქრეთ ღმერთზე ვინც იმყოფება თქვენს გულში და მოიპოვეთ მისი მადლი. სწორედ უგადის ამ წმინდა დღიდან, ხედეთ ღმერთი ყველაში. ვისაც კი თქვენ წააწყდებით, შესთავაზეთ თქვენი კეთილგანწყობები მათ, მათი მიჩნევით ღმერთის ტანმოსილებად.
– ღმერთის საუბარი, 2010 წლის 16 მარტი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 10 აპრილი.
რატომ არის მნიშვნელოვანი დროს არ გაფლანგვა? და ჩვენ როგორ გავაკეთოთ მისი საუკეთესოდ გამოყენება? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს!
წმინდა და ღმრთისმოსავი ხარისხები იმანენტურია კაცში. მან უნდა გამოავლინოს ეს თანდაყოლილი წმინდა გრძნობები და არა ცხოველური და ხელოვნური ხარისხები. მაგრამ კაცი დღეს მიექანება თავქვე მორალურად. ყველა ამ გამოგონილი სიტუაციის გამო, მსოფლიო გადაიქცა მოღუშულ და მოწყენილ ადგილად. თუ ფული დაიკარგება, იგი შეიძლება მოპოვებული იყოს შრომით კვლავ. თუ ჯანმრთელობა დაიკარგება, იგი შესაძლებელია აღდგეს. მაგრამ თუ დრო დაიკარგა, იგი ვერასოდეს დაბრუნდება. ამგვარად, კაცმა უნდა გამოიყენოს მასზე გადაცემული დრო სწორად. ფული მცირდება მხოლოდ მაშინ როცა თქვენ ხარჯავთ მას. მაგრამ კაცის სიცოცხლის ხანგრძლივობა მცირდება თავისთავად დროს გასვლასთან. თითოეულმა ადამიანმა უნდა იცოდეს ბასრ მოღუნულ ხმალზე სახელად დრო ჩამოკიდებულზე მის თავზე ყოველთვის მზად მოსაჭრელად. თქვენ უნდა იყოთ ფრთხილად. თქვენ არ უნდა გახდეთ მისი მსხვერპლი. დაკარგული დროს დაბრუნება შეუძლებელია. ეს არ ჰგავს ჯანმრთელობას და ფულს, რის დაბრუნებაც შესაძლებელია. სიყვარულის ტანმოსილებო! დროს განსაწმენდად, თქვენ უნდა განახორციელოთ სათნო მოქმედებები. კარგი ქმედებები არის მხოლოდ კარგი გრძნობების შედეგი. თქვენ უნდა კულტივიროთ ასეთი წმინდა და ღმრთაებრივი გრძნობები.
– ღმერთის საუბარი, 2000 წლის 5 მარტი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 11 აპრილი.
როდესაც ჩვენი ისლამიკი ძმები და დები აკვირდებიან ეიდ-ულ-ფიტრს, ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის ჩვენ რამზანის თვის მნიშვნელობას.
რამზანის თვე გამოყოფილია მეხსიერებაში შესატანის წმინდა ამოცანისა და პრაქტიკისთვის სწავლებების რაც ჰაზრატ მუჰამედმა გადმოსცა, და მისაღწევად ერთიანობისა და სიწმინდის იმ საფეხურის რომელიც არის ნამდვილად ღმრთაებრივი. ახალი მთვარის დარშანით (ხილვით), იწყება რამზანის მარხვა და როდესაც ახალი მთვარე კვლავ ჩნდება, მარხვა მთავრდება. „მარხვა“ არ გამოიხატება უბრალოდ საკვებისა და სასმელისგან თავის შეკავებაში. მარხვა იწყება მზის ამოსვლისას და ტყდება მხოლოდ მზის ჩასვლის შემდეგ და იცავენ ძალიან მკაცრად. გაღვიძებით ისევე ადრე როგორც სამზე ან ოთხზე, ბრაჰმა მუჰურტაში, ლოცვა იწყება, და მთელი დღის განმავლობაში, ღმერთის მუდმივ დასწრებას ეძებენ განსაცდელად. ეს არის უპავასას (მარხვის) მნიშვნელობა. ასევე რამზანის თვის განმავლობაში, მეტოქეობა არის თავიდან არიდებული, და სიძულვილი შეჩერებული. ქმარი და ცოლი ცხოვრობენ ცალ-ცალკე თუმცა ერთსა და იმავე სახლში, დედა და შვილები ერთნაირ სულიერ რეჟიმს იცავენ და ძმობის ატმოსფერო არის შენარჩუნებული. ტანი, გრძნობები და ჭკუა დაქვემდებარებულია მკაცრ დისციპლინაზე. თვის მომცველი მარხვის პერიოდები დანიშნულია ყველა რელიგიაში.
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 12 ივლისი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 12 აპრილი.
რა არის ის სადჰანა, რომელიც ჩვენ ყველამ უნდა ავიღოთ, დამოუკიდებლად იმისგან ჩვენ ვინ ან რა ვართ? როცა ჩვენ ვაკვირდებით დღესასწაულების კვირას ინდოეთში, ბჰაგავანი გვახსენებს ჩვენ ამ უნივერსალურ სულიერ ანტიდოტს.
დღეს ბევრია ვინც არ ანიჭებს რამე მნიშვნელობას ნამასმარანას (ჭვრეტას ღმრთიურ სახელზე). ეს არის დიდი შეცდომა. „კალის ამ ეპოქაში მხოლოდ ღმრთიური სახელის გალობას შეუძლია თქვენი სიცოცხლეების გამოსყიდვა. არ არსებობს სხვა თავშესაფარი“. (სანსკრიტის სლოკა) უფლის დიდების გალობა არის უმაღლესად წმინდა. დაე თითოეული ქუჩა ჟღერდეს ღმრთაებრივი დიდების გალობით. დაე თქვენი ტანის თითოეული უჯრედი სავსე იყოს ღმრთიური სახელით. სხვა არაფერს შეუძლია მოგცეთ თქვენ ის ნეტარება, გამბედაობა და ძალა რასაც თქვენ იღებთ ნამასმარანადან. მაშინაც კი, თუ ზოგიერთი ადამიანი მასხრობს თქვენზე, ნუ იდარდებთ ამაზე. ხალხმა შეიძლება თქვას: „ის არის I.A.S. (ინდოეთის ადმინისტრაციის სამსახურის) ოფიცერი. ეს როგორ არის რომ ისიც აკეთებს ნამასმარანას?” ვისაც კი აქვს გული აქვს უფლება ნამასმარანას კეთებაზე. გული ყველაში არის ერთნაირი. რა არის ცუდი, თუ I.A.S. ოფიცერი აკეთებს ნამასმარანას? იქნება ის ახალგაზრდა თუ მოხუცი, მდიდარი თუ ღარიბი, ყველამ უნდა აკეთოს ნამასმარანა. მხოლოდ სულელები მასხრობენ ნამასმარანას მკეთებელ ადამიანებზე. აკეთეთ ნამასმარანა მთელი ჭკუით და სრული მიძღვნით.
– ღმერთის საუბარი, 2002 წლის 14 აპრილი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 13 აპრილი.
რა არის გადაწყვეტილება რაც ჩვენ უნდა მივიღოთ და ვილოცოთ, რაც ჩვენ უნდა მივიღოთ როცა ჩვენ ვუახლოვდებით კიდევ ერთ ახალ წელს? ბჰაგავანი გვახსენებს ჩვენ დღეს, რადგან ბევრი ტრადიცია ინდოეთში ზეიმობს თავისი ახალი წლის წინა დღეს.
თქვენ ხართ საზოგადოების წევრი. თქვენი კეთილდღეობა დამოკიდებულია საზოგადოების კეთილდღეობაზე. ასე რომ, ისწრაფეთ ერთის და ყველას კეთილდღეობისკენ. ლოკაჰ სამასტაჰ სუკჰინო ბჰავანტუ – დაე ყველა მსოფლიო იყოს ბედნიერი! მოერიდეთ ვიწრო ჭკუიანობას; კულტივირეთ ფართო გრძნობები ნეტარების განსაცდელად! ამ ახალ წელს თან მოაქვს რაღაც კარგი შედეგი. ახალი წლის დღე არ აღინიშნება მხოლოდ გემრიელი კერძების ჭამით. შეითვისეთ წმინდა გრძნობები და გადაწყვიტეთ ნაყოფიერი ცხოვრება. მსოფლიოს სიკეთე და სიავე დამოკიდებულია თქვენს ქცევაზე, რაც თავის მხრივ დამოკიდებულია თქვენს აზრებზე. ასე რომ, განავითარეთ კარგი აზრები. მხოლოდ მაშინ იქნებით თქვენ შემძლე გაატაროთ კეთილშობილური ცხოვრება. მიეცით იდეალი თქვენს თანამემამულეებს. მიეცით მათ ბედნიერება. გამოიჩინეთ თანაგრძნობა მათ მიმართ. ესაუბრეთ მათ სიყვარულით. ეს ყველაფერი შესაძლებელია მხოლოდ მაშინ როცა თქვენ შეიძენთ ღმრთაებრივ სიყვარულს. ასე რომ, შეეცადეთ გახდეთ ღმრთაებრივის სიყვარულის მიმღები. იგალობეთ მისი სახელი მთელი გულით.
– ღმერთის საუბარი, 2001 წლის 26 მარტი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 14 აპრილი.
ჩვენ ყველა ველით ხელსაყრელ ცვლილებებს მაშინ როცა ახალი წელი ახლოვდება. მაგრამ რა არის ცვლილება რისკენაც ჩვენ უნდა ვისწრაფოთ? როდესაც ახალ წელს აკვირდებიან ინდოეთის ბევრ კუთხეში, ბჰაგავანი სიყვარულით იძლევა თავის ლოცვა-კურთხევას.
დღეს თქვენ ზეიმობთ ახალი წლის დასაწყისს. მაგრამ, ფაქტობრივად, თქვენ უნდა მოეპყროთ ყოველ წამს როგორც ახალი წლის დასაწყისს. ბევრი ადამიანი წუხს რა ცვლილებებს მოიტანს ახალი წელი სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში. ნებისმიერი ცვლილება, თუ ეს უნდა მოხდეს, არ დაელოდება ახალი წლის მოსვლას. სინამდვილეში, ბევრი ცვლილება ხდება მომენტიდან მომენტამდე. თქვენ შეიძლება გაოცდეთ, იმით რაც შეეხება ცვლილებების სიდიდეს რომელიც უნდა მოხდეს ამ ახალ წელს. რაც კი მოხდა წინა წელს, მოხდება ამ წელსაც ასევე. ადამიანმა არ უნდა ინერვიულოს ამ რამეებზე. თქვენ უნდა იყოთ შეწუხებული რომ არ არის ტრანსფორმაცია თქვენს გულში თუმცა წლები გავიდა. თქვენ უნდა მოსცილდეთ თქვენი ბოროტი აზრების, სიტყვებისა და საქმეებისგან. თქვენ უნდა იზეიმოთ ახალი წლის მოსვლა კეთილშობილური და ღმრთაებრივი გრძნობების დანერგვით. თქვენ უნდა განიცადოთ ნეტარება უჩინარი ატმიკი პრინციპის წარმოსახვით ამ გამომჟღავნებულ მსოფლიოში.
– ღმერთის საუბარი, 2002 წლის 14 აპრილი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 15 აპრილი.
რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ რომ გავხდეთ ჭეშმარიტად წმინდანები და ღმრთისმოსავები? ბჰაგავანი სიყვარულით ნათელყოფს და აშორებს მცდარ წარმოდგენებს ჩვენთვის დღეს.
განსხვავების კეთება ოჯახის უფროსებსა და სანიასებს შორის არ არის რეალური მნიშვნელობისგან. მარტო ყვითელი ფერის სამოსის ტარება არ აქცევს კაცს ღმერთის ერთგულად. მანტრების უბრალოდ საზეიმოდ წარმოთქმით, ადამიანის ცოდვები არ განიბანება. გიტას ტარება და ლოზუნგების ყვირილი არ გახდის ადამიანს ქების ღირსად. მხოლოდ იმ კაცს ვისი აზრები და საქმეები არის ჰარმონიაში შეიძლება ეწოდოს სადჰუ (წმინდა ადამიანი). ვინ არიან სადჰუები? არა მხოლოდ ისინი ვინც ყვითელი ფერის სამოსს იცვამს. ყველა არის სადჰუ. ყველა არსებას აქვს სადჰუთვა (სიკეთე და სიწმინდე) თავისში თანდაყოლილი. მათ უნდა აღზარდონ და გამოავლინონ ეს ხარისხები და არა გარეგანი სამოსი. ეს არის ადამიანის აზრების სიწმინდე რაც ავლენს მის სადჰუთვას. არ არის საჭირო ნარინჯისფერი ხალათის ჩაცმა სადჰუდ გასახდომად. გული უნდა იყოს სუფთა. რავანამ ჩაიცვა ასკეტის ნიღაბი სიტას გასატაცებლად. მისი სამოსი მხოლოდ მალავდა მის ბოროტ განზრახვას. ეს არის ბოროტი ხარისხები რომლებიც უნდა იყოს უართქმული. მაშინაც კი თუ პროცესი მცირედ დაიწყო, ეს დაშედეგდება დიდ სიკეთეში. დაწყება უნდა მოხდეს მაშინ როცა ადამიანი არის ახალგაზრდა.
– ღმერთის საუბარი, 1988 წლის 7 იანვარი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 16 აპრილი.
როდესაც ჩვენ ვუახლოვდებით ყველაზე ხელსაყრელ შრი რამა ნავამის ფესტივალს, როგორ უნდა მოვამზადოთ ჩვენ ჩვენი გულები და სახლები? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს.
თქვენი გული არის რამას ტაძარი. მუდმივად იფიქრეთ რამაზე ვინც არის იმანენტური თქვენს გულში. რამა იქ არის თქვენთან, თქვენში, თქვენს ირგვლივ არა მხოლოდ გაღვიძებულ მდგომარეობაში, არამედ სიზმარში და ღრმა ძილის მდგომარეობაშიც. ის არის მუდმივად თქვენთან. რამა არ შემოიფარგლება კონკრეტული ფორმით. ის იღებს უთვალავ ფორმას. თუმცა ფორმები არის ბევრი, ღმრთიურება მათში არის ერთი. ამიტომ, ვისაც კი თქვენ ხედავთ, მიესალმეთ მას, მიიჩნიეთ ის რამას ფორმად. ახლა სვამის ადიდებენ, როგორც საი რამას და საი კრიშნას, რადგან ის ტანთმოსავს დჰარმას (უბიწოების), პრემას (სიყვარულის) და შანტის (მშვიდობის) იგივე პრინციპებს, რაც უფალმა რამამ და უფალმა კრიშნამ განასახიერეს. რამა არის იმანენტური ყველაში; ესვარა არის ყველაში; რამა არის თქვენში. სინამდვილეში, თქვენ თვითონ ხართ რამა. მტკიცედ დაამკვიდრეთ ეს ჭეშმარიტება თქვენს გულში და გაატარეთ თქვენი დრო სასარგებლოდ. მაშინ თქვენი ცხოვრება იქნება სავსე მარადიული ნეტარებით. გამუდმებით წარმოთქვათ რამას სახელი.
– ღმერთის საუბარი, 2007წლის 27 მარტი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 17 აპრილი.
შრი რამა ნავამის ტკბილ და წმინდა დღესასწაულზე, ბჰაგავანი მოწყალედ განმარტავს რამას სახელის მნიშვნელობას.
ტიაგარაჯამ მიიღო სახელი “რამა” ორი სიმბოლოდან “რა” და “მა” გაერთიანებულიდან ვიშნუსთან და სივასთან ორ მანტრაში (ომ ნამო ნარაიანა და ომ ნამაჰ შივაია). ორი მანტრა, მარცვლების “რა” და “მა”-ს გარეშე, ხდება უაზრო და, ასე ესები ორ მანტრაში არის მაცოცხლებელი სიმბოლოები. ამგვარად, რამას სახელი არის ორი დიდი მანტრის მაცოცხლებელი არსი. ტერმინს “რამა” აქვს კიდევ ერთი ეზოთერული მნიშვნელობა. იგი შედგება სამი მარცვალისგან: რა + ა + მა. “რა” ნიშნავს აგნის (ცეცხლის ღმერთს). “რა” წარმომდგენი აგნის, ცეცხლის ღმერთის, წვავს ყველა ცოდვას; “ა” წარმომდგენი სურიას, მზეღმერთის, ფანტავს უმეცრების სიბნელეს. “მა”, წარმომდგენი ჩანდრას, მთვარე-ღმერთის, აგრილებს ადამიანის განწყობილებას და ქმნის სიმშვიდეს. სახელს რამა აქვს ადამიანის ცოდვების ჩამორეცხვის, ადამიანის უმეცრების მოცილებისა და ადამიანის ჭკუის დამშვიდების სამმაგი ძალა. როგორ შეიტყოს ამ წმინდა სახელის ღრმა მნიშვნელობა კაცობრიობამ? ეს შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ ღმრთაებრივის მოსვლით ადამიანის ფორმით და კაცობრიობისთვის ღმრთიური ძალის დემონსტრირებით.
– ღმერთის საუბარი, 1998 წლის 5 აპრილი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 18 აპრილი.
როგორ შეგვიძლია ჩვენ განვავითაროთ წონასწორობა და კეთილშობილება ტანმოსილი დიდი სულიერი ინდივიდუალების მიერ? ბჰაგავანი სიყვარულით შთაგვაგონებს ჩვენ დღეს საყურადღებო მაგალითებს ეპოსიდან, მაჰაბჰარატა.
როდესაც გული სავსეა ყველა სახის ამქვეყნიური სურვილებით, მასში არ არის სულიერი ძალისხმევის ადგილი. არსებობს დიდი განსხვავება ადამიანსა, ვინც მიჯაჭვულია ამქვეყნიურ საგნებთან და მას შორის ვინც არის დჰარმას ერთგული. ეს შეიძლება ილუსტრირებული იყოს კაურავების ორი მთავარი გურუს დრონასა და ბჰიშმას ქმედებებით. ორივე ბჰიშმა და დრონა იყვნენ უზენაესი ოსტატები ასტრას (მანტრებით მართვადი იარაღის) და შასტრების (ლეტალური იარაღის) გამოყენების ხელოვნებაში. მაგრამ რა განსხვავებაა ამ ორს შორის! ბჰიშმა იყო უაღრესად სულიერად მოაზროვნე. მას შემდეგ, რაც კურუკშეტრას ბრძოლაში მთელი ტანით დაიჭრა, როდესაც სისხლი სდიოდა ჭრილობებიდან, ისრების საწოლზე მწოლიარემ მან ასწავლა დჰარმა (უბიწოება) პანდავებს. მის სწავლებებს შეიცავს მაჰაბჰარატას შანთი პარვა. მეორეს მხრივ, როდესაც დრონაჩარიამ გაიგო, რომ იუდიშტირამ თქვა “აშვათტამა ჰათაჰ” (აშვათტამა მოკლლეს), ის არც კი დაელოდა იმის გაგებას რომ ეს იყო სპილო სახელად აშვათტამა რომელიც მოკვდა, მან დაასკვნა, რომ მისი ვაჟი აშვათტამა გარდაიცვალა, და ის ჩამოვარდა ბრძოლის ველზე. დრონაჩარია სავსე იყო მიწიერი მიჯაჭვულობებით. ბჰიშმაჩარია სავსე იყო დჰარმის (სათნო ქმედების) სიყვარულით.
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 16 იანვარი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 19 აპრილი.
რა არის არსებითი უზრუნველსაყოფად რომ ჩვენმა ლოცვებმა მიაღწიოს პირდაპირ ღმერთამდე? ბჰაგავანი სიყვარულით გამოხატავს დღეს დასამახსოვრებელი მაგალითით.
თუ ჩვენ დავწერდით წერილს, ჩავდებდით კონვერტში, დავაწერდით სწორ მისამართს და მივაკრავდით საფოსტო მარკას, წერილი იქნებოდა ჩაბარებული, იქნებოდა ეს მეზობელ ქუჩაზე თუ დაშორებულ ქალაქში, როგორიცაა დელი, კალკუტა ან ბომბეი. არ არსებობს შორს და ახლოს წერილზე დაწერილი მისამართისთვის ან საფოსტო მარკისთვის. მსგავსად, ღმერთი არ აკეთებს განსხვავებას მის მახლობლად მყოფებსა ან მისგან დაცილებულებს შორის. ჩვენ უნდა ჩავწეროთ რწმენის „მისამართი“ სწორად. რწმენა უნდა იყოს ურყევი, სრული და თავისუფალი ყოველგვარი ეჭვისგან. წერილი რწმენის მისამართით ასევე უნდა ატარებდეს პრემას (სიყვარულის) ბეჭედს. ეს უნდა იყოს უანგარო სიყვარული. ეგოისტური სიყვარული იქნება უსარგებლო. როდესაც მტკიცე რწმენა დაკავშირებულია ასეთ სრულ სიყვარულთან, ლოცვები მიმართული ღმერთზე აუცილებლად მიაღწევს მას. ასეთი სახის რწმენა იშვიათი გახდა დღევანდელობაში. თავდაჯერებულობა საერთოდ არ არის. როგორ შეიძლება ადამიანს საკუთარ თავში მტკიცე რწმენის გარეშე უბრალოდ სამი დღის განმავლობაში ჰქონდეს რწმენა ღმერთში?
– ღმერთის საუბარი, 1997 წლის 25 დეკემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 20 აპრილი.
რა არის წმინდა სიყვარულის ბუნება და რატომ არის მნიშვნელოვანი ასეთი ღმრთაებრივი სიყვარულის კულტივირება? ბჰაგავანი ნათლად განმარტავს მას და გვასწავლის ჩვენ საკუთარი თავის გაღმრთიურების ტექნიკებს.
კაცი დღეს დომინირებულია სამი ბოროტი ხარისხით: ბრაზი, სიძულვილი, და შური. ესები წამლავს კაცის ჭკუას. შედეგად, კაცის ყოველი ქმედება იწამლება. მისი ნათქვამი ყოველი სიტყვა არის გესლიანი. ჭკუის კარნახით შესრულებული ყველა მოქმედება არის დასნებოვნებული. ყველა სენსორული მოქმედება არის თანაბრად დაბინძურებული. ამ ბოროტი აზრებისა და მოქმედებების გადაქმნისთვის კარგებად აუცილებელია სიყვარულის ჩანერგვა ყველა აზრსა და მოქმედებაში. როცა ჭკუა სავსეა სიყვარულით, ყველა მოქმედება წამსკდარია სიყვარულით. დღეს კაცმა საერთოდ არ იცის რა მიინიშნება სიყვარულით. კაცი აიგივებს სურვილს სიყვარულთან. ის წარმოიდგენს რომ რისთვისაც ის არის მოწყურებული არის სიყვარულით ნაკარნახევი. ეს არ არის ჭეშმარიტი პრემა (სიყვარული). პრემა არის სრულიად თავისუფალი სურვილისგან. იგი არის უკიდურესად უანგარო. იგი არ ეძებს სამაგიეროს. იგი არის ყოვლის-გარშემომრტყმელი. იგი არ აკეთებს განსხვავებას მეგობარსა და მტერს შორის. უნივერსალური უანგარო სიყვარულის ამ კონცეფციის დავიწყებით, საკუთარი თავის ავსებით ეგოისტური სურვილებით, კაცი წარმოიდგენს რომ ის სავსეა სიყვარულით. ეს არის ამქვეყნიური მიჯაჭვულობა. იგი სრულიად განცალკევებულია სიყვარულისგან, რაც სულისაგან მოედინება შიგნიდან. სულიერი სიყვარული არის უსაზღვრო. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჭკუის ავსება სიყვარულით და მასში მცხოვრები ექვსი მტერის განდევნა.
– ღმერთის საუბარი, 1997 წლის 25 დეკემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 21 აპრილი.
წმინდა მაჰავირას მოსვლის დღის გამო, ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის ჩვენ ჯაინიზმის ღმრთაებრივ პრინციპს, სარწმუნოებას დაარსებულს მის მიერ.
ქრისტიანობაში ტერმინი „ისუ“ (იესო) გამოყენებულია ქრისტეს აღსაწერად. ეს ტერმინი აღნიშნავს ღმრთაებრიობის ერთიანობას. ტერმინ „ისუ“-ს შინაგანი მნიშვნელობა არის ერთი ღმრთაებრივის აღიარება ყველა არსებაში. ჯაინიზმშიც ასევე, იგივე ჭეშმარიტებას ასწავლიდა მაჰავირა. როდესაც გრძნობები მიშვებულია თავის ნებაზე, ყველა სახის რეაქციას აქვს ადგილი. მხოლოდ მაშინ, როცა გრძნობები მოზიდულია ერთიან კონტროლში, ღვთაებრიობის ბუნება შეიძლება იყოს გაგებული. თვალებს აქვთ ხედვის ძალა. ყურებს შეუძლია მოსმენა. ყველა გრძნობის ორგანოს ძალა – ხედვა, მოსმენა, ლაპარაკი და ა.შ., მიღებულია ღმრთიურიდან. ეს არის ღმრთაებრივი რაც საშუალებას აძლევს თვალებს ხედოს, ყურებს ისმინოს, ჭკუას იფიქროს და ჰქონდეს სხვადასხვა გამოცდილება. მაშინ როცა ყველა ეს სენსორული პროცესი მოზიდულია ერთიანი კონტროლის ქვეშ (გრძნობების დაპყრობით), კაცი ხდება დამპყრობი, “ჯინა” – როგორც ამას ჯაინები უწოდებენ. იმის გამო, რომ მაჰავირამ დაიპყრო მისი გრძნობები, მას მიანიჭეს გამარჯვებულის ტიტული.
– ღმერთის საუბარი, 1991 წლის 25 დეკემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 22 აპრილი.
რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ ღმერთთან დასაკავშირებლად და მისი წყალობის მოსაპოვებლად? ბჰაგავანი მოხდენილად და სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს.
ინდივიდუალური მე-სთვის ტანი არის როგორც ეტლი. ტანის სხვადასხვა ნაწილებს აქვს განსხვავებული ფუნქციები, როგორც მანქანის სხვადასხვა ნაწილებს. ცხოვრების ოთხი მიზანი – დჰარმა, არტა, კამა და მოქშა (ჭეშმარიტება, სიმდიდრე, სურვილების ასრულება და განთავისუფლება) – არის როგორც ოთხი ბორბალი. ბორბლები უნდა შეივსოს ვიშვასამის (რწმენის) ჰაერით რის გარეშეც ესები ვერ იგორებს. ბორბლებს შეუძლიათ გადაადგილება მხოლოდ მაშინ, როცა ესები სათანადოდ იმართება საჭით. საჭით მართვა სრულდება ჭკუით ადამიანის ტანში. ჭკუის ასამუშავებლად, ბუდჰის ჩამრთველი უნდა იყოს ჩართული. კუჭი არის ძრავა ადამიანის ეტლისთვის. საკვები, რომელსაც თქვენ მოიხმართ, არის ბენზინი. ღმრთაებრივი არის მეეტლე ტანში; ეს არის ატმა (მე ყველაში). როდესაც ეს არის გაგებული, ადამიანმა შეიძლება მიაღწიოს თავისი არსებობის დანიშნულებას.
– ღმერთის საუბარი, 1997 წლის 23 სექტემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 23 აპრილი.
ჩვენ რატომ უნდა ვპრიორიტიზოთ ჩვენი ცხოვრება უფლისკენ ლტოლვისთვის, მისი სიყვარულისკენ, მისი დანახვისკენ ყველაფერში და მისი მსახურებისკენ? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს.
სიმდიდრე და ქონება არის ხანმოკლე; ოფისი და ძალაუფლება არის დროებითი; სიცოცხლის სუნთქვა არის მოციმციმე ალი ქარში. ახალგაზრდობა არის სამდღიანი ამაოების ბაზრობა. სიამოვნებები და იღბლები არის მწუხარების ფუთები. ამის ცოდნით, თუ კაცი სწირავს სიცოცხლის ამ შეზღუდულ ვადას უფლის მსახურებას, მაშინ, ის არის ნამდვილად კურთხეული. ეძებეთ თავშესაფარი უფლის ფეხებთან მანამ, სანამ სიცოცხლის სუნთქვა გამოფრინდება ტანის გალიიდან. ეს არის ღია გალია! ნებისმიერ მომენტში, ჩიტი შეიძლება გაფრინდეს გარე რეგიონებში. ეს არის ფაქტი. უმეცარნი ამას ვერ ხვდებიან; ურტყამენ თავიანთ დოლებს და ამაყად აცხადებენ ისინი როგორი მდიდრები არიან ან როგორი ბედნიერები არიან, ვაჟებითა და შვილიშვილებით გარშემორტყმული. აფსუს, ფიზიკური ჩარჩო, რომელიც ასე გულმოდგინედ არის ნაკვები დაბადებიდან, ფუჭდება და ეცემა! მაშინ ჩვენ რას ვამბობთ მათზე, ვინც გრძნობს, რომ ეს ზოგი რამ არის „ჩემი“? მათი არის მხოლოდ გადარეული ჭკუის ილუზია. ყველაფერი არის ცრუ, ყველაფერი არის დროებითი; ციხესიმაგრეები ჰაერში, კონსტრუქციები სიზმარში. დაფიქრდით ამ ჭეშმარიტებაზე; მიუახლოვდით შრი ჰარის და განადიდეთ ის; მხოლოდ ამას შეუძლია ბოძება თქვენზე მუდმივი სიხარულის!
– სატია საი ამბობს, ტომი 6, თავი 38.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 24 აპრილი.
როგორ შეგვიძლია ჩვენ თვალი შევავლოთ ბჰაგავანის ნამდვილ ბუნებას? ეს არის კი შესაძლებელი? ბჰაგავანი ააშკარავებს როცა ჩვენ ვაკვირდებით არადჰანა მაჰოსავამს.
რაც მე მინდა, უნდა მოხდეს; რასაც მე ვგეგმავ, უნდა წარმატდეს. მე ვარ ჭეშმარიტება და ჭეშმარიტებას არ სჭირდება ყოყმანი, ან შიში ან მოდრეკა. “ნებისყოფა” ზედმეტია ჩემთვის. რადგან, ჩემი მადლი ყოველთვის ხელმისაწვდომია ერთგულებისთვის ვისაც აქვთ მყარი სიყვარული და რწმენა. იმ დროდან რაც მე თავისუფლად ვმოძრაობ ყველას შორის, ვსაუბრობ და ვმღერი, ინტელექტუალებსაც კი არ შეუძლიათ ჩემი ჭეშმარიტების, ჩემი ძალის, ჩემი დიდების ან ჩემი როგორც ავატარის ნამდვილი ამოცანის გაგება. მე შემიძლია გადავჭრა ნებისმიერი პრობლემა როგორი ძნელიც გინდა იყოს. მე ვარ ყველაზე ინტენსიური გამოკვლევისა და ყველაზე დეტალური გაზომვის მიღწევადობის მიღმა. მხოლოდ მათ ვინც აღიარა ჩემი სიყვარული და განიცადა ეს სიყვარული შეუძლიათ განაცხადონ რომ თვალი შეავლეს ჩემს რეალობას. რადგან, სიყვარულის გზა არის სამეფო გზა რომელსაც მოჰყავს კაცობრიობა ჩემთან. ნუ ეცდებით ჩემს შეცნობას გარეგანი თვალებით. როცა თქვენ მიდიხართ ტაძარში და დგებით ღმერთის ხატის წინაშე, თქვენ ლოცულობთ დახუჭული თვალებით, არა? რატომ? იმიტომ რომ თქვენ გრძნობთ რომ მხოლოდ სიბრძნის შინაგან თვალს შეუძლია მისი გამოვლენა თქვენთვის. ამიტომ, არ მოისურვოთ ჩემგან ტრივიალური მატერიალური საგნები; მაგრამ, ივედრეთ ჩემთვის, და თქვენ დაჯილდოვდებით.
– ღმერთის საუბარი, 1974 წლის 19 ივნისი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 25 აპრილი.
საი მოდის უზენაესი ამოცანის მისაღწევად მთელი კაცობრიობის ერთი ძმური კავშირის ოჯახად გაერთიანების მეშვეობით, დასადასტურებითა და განათებით თითოეული არსების ატმიკი რეალობის რათა გამოავლინონ ღმრთაებრივი რომელიც არის საფუძველი რაზეც ეყრდნობა მთელი კოსმოსი, და ასწავლოს ყველას აღიარონ საერთო ღმრთაებრივი მემკვიდრეობა, რომელიც აკავშირებს კაცს კაცთან, რათა კაცმა შეძლოს თავის დაღწევა ცხოველისგან და ამაღლდეს ღმრთაებრივში რაც არის მისი მიზანი. მე ვარ სიყვარულის ტანმოსილება; სიყვარული არის ჩემი ინსტრუმენტი. არ არსებობს ქმნილება სიყვარულის გარეშე; უდაბლესსაც უყვარს საკუთარი თავი, მაინც. და მისი მე არის ღმერთი. ასე რომ, არ არსებობენ ათეისტები, თუმცა ზოგს შეიძლება არ მოეწონოს ის (უფალი) ან უარი თქვას მასზე, როგორც მალარიით დაავადებულებს არ მოსწონთ ტკბილეული ან დიაბეტით დაავადებულები უარს ამბობენ ტკბილეულთან რაიმე კავშირზე! ისინი, ვინც თავის თავს აკოპწიავებენ ათეისტად ერთ დღეს, როდესაც მათი ავადმყოფობა გაქრება, დააგემოვნებენ ღმერთს და თაყვანს სცემენ მას. მე ძალიან ბევრი უნდა მეთქვა ჩემი ჭეშმარიტების შესახებ, რადგან, მე მსურს თქვენ დაფიქრდეთ ამაზე და მიიღოთ სიხარული აქედან, ასე რომ თქვენ შეძლოთ იყოთ შთაგონებული დაცავაზე ჩემს მიერ დაწესებული დისციპლინების და წინ წაიწიოთ თვითრეალიზების მიზნისკენ, რეალიზებისკენ საის რომელიც კაშკაშებს თქვენს გულებში.
– ღმერთის საუბარი, 1974 წლის 19 ივნისი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 26 აპრილი.
რა არის ყველაზე საიმედო გზა ღმრთაებრივის განსაცდელად შიგნით? ბჰაგავანი ნათლად გვიხსნის ჩვენ დღეს და გვასწავლის ხერხებს მის (უფლის) სარეალიზებოდ შიგნით.
განავითარეთ ძლიერი რწმენა. ეს გიბოძებთ ყველა სულიერ გამოცდილებას. უპანიშადები აცხადებს: ადექი უმეცრების ძილიდან და წადი წინ საკუთარი მე-ს შეცნობისკენ. სიყვარულის ტანმოსილნო! როგორი სხვა რწმენაც კი თქვენ შეიძლება აღზარდეთ ან არ აღზარდეთ, გქონდეთ მტკიცე რწმენა ღმერთში. მსოფლიოში ყველა ნივთი ექვემდებარება კვდომას. უზენაესი მე მარტო არის მარადიული და უცვლელი. ეს საუბედუროა რომ კაცობრიობის აბსოლუტური უმრავლესობა ატარებს მიწიერ ცხოვრებას ღმერთის დავიწყებით. გახადეთ ღმერთი თქვენი ცხოვრების საფუძვლად. შეასრულეთ თქვენი ჩვეულებრივი მოვალეობები. მოვალეობა არის ღმერთი. მუშაობა არის თაყვანისცემა. გაასულიერეთ ყველა თქვენი ქმედება და განიხილეთ ყველაფერი რაც ხდება როგორც ქმედება თქვენი სიკეთისთვის. ისწავლეთ მრავალწლიანი ნეტარების განცდა ღმერთთან ერთობის ძებნით. არასოდეს დაივიწყოთ ღმერთი. არ მიედევნოთ მიწიერ საქმეებს. არ გქონდეთ სიკვდილის შიში. როდესაც თქვენი ცხოვრება ფესვგადგმული იქნება ამ სამ პრინციპში, თქვენ გააცნობიერებთ ატმანს.
– ღმერთის საუბარი, 1997 წლის 9 ოქტომბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 27 აპრილი.
როგორ შეიძლება ჩვენ მოვუხმოთ „ღმრთაებრივ ძალას“ და ვისარგებლოთ ამით? ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის და შთაგვაგონებს ჩვენ დღეს.
ღმრთაებრივი ძალა არ მოქმედებს ადამიანის ძალისხმევისგან დამოუკიდებლად. სინამდვილეში, თითოეულ ინდივიდს აქვს ეს ღმრთაებრივი ძალა. ისინი მოიხმობენ ღმრთაებრივ ძალას როგორც დამხმარე ძალას მათ საკუთარ ძალაზე, რომელიც მოდის ღმრთიურიდან. წარუმატებლები მათი თანდაყოლილი ღმრთაებრივი ძალის შეცნობაში, ისინი მიაწერენ მას ვინმე სხვას საკუთარი თავის გარდა. ზოგიერთი ერთგული მიდრეკილია ბაბას დადანაშაულებაზე თუ მათი სურვილები არ სრულდება. როდესაც ერთგულები ლოცულობენ წმინდა გულებით, მათი სიწმინდე თვით ეხმარება მათ შვების მიგვრაში. მაგრამ ისინი ემადლიერებიან ბაბას მათი ხსნისთვის. ბაბა არ არის ჩართული არც ერთ ამ შედეგში. ესები არის ერთგულთა ძალისხმევისა და დამოკიდებულების ნაყოფი. ჩვენს კოლეჯში არის პლაკატი, რომელსაც აწერია გამონათქვამი: “დჰარმა იცავს თავის მფარველს. იგი ანადგურებს მის გამანადგურებელს”. აგრეთვე, როცა თქვენი რწმენა ღმრთიურში იქნება სრული, ეს რწმენა დაგეხმარებათ თქვენ. განავითარეთ ეს დაჯერებულობა უზენაეს მე-ში. უზენაესი მე არ არის ხილული ზუსტად როგორც დიდი სასახლის საძირკველი არ არის ხილული. მაგრამ საძირკვლის გარეშე შენობა ვერ შეძლებს დგომას. აგრეთვე, თავდაჯერებულობა არის საფუძველი თვითკმაყოფილებისთვის. სასახლის სახურავი არის თვითშეწირულობა. შემდეგ თქვენ გაქვთ თვითრეალიზება..
– ღმერთის საუბარი, 1997 წლის 9 ოქტომბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 28 აპრილი.
ჩვენ რა შეგვიძლია ვისწავლოთ გოპიკების ლოცვიდან კრიშნასადმი? როგორი უნდა იყოს ჩვენი ყოველდღიური ლოცვა? ბჰაგავანი სიყვარულით გვიხელმძღვანელებს ჩვენ და შთააგონებს ჩვენ დღეს.
ერთგულებმა უნდა განავითარონ ერთმიზნიანი კონცენტრირება. საჭირო არ არის სიარული საძებნელად ღმერთის ვინც არის ყველგანმყოფი. თუ ერთგულები განავითარებენ პრემა ნეტრას (მოსიყვარულე ხედვას) მათ შეიძლება ჰქონდეთ ღმრთაებრივის განჭვრეტა თვით თავისში. ისევე როგორც ვერც ერთი თესლი ვერ გაღივდება წვიმის გარეშე და თესლის გარეშე ვერც ერთი წვიმა ვერ მოიყვანს მოსავალს, ერთგულმა უნდა დათესოს ნამასმარანას (უფლის სახელის გალობის) თესლი და განავითაროს ერთგულება ღმრთიური მადლის წვიმის დახმარებით. ეს იყო გოპიკების ლოცვა კრიშნასადმი რომ მას მოერწყა მათი დამშრალი გულები სიყვარულის ნაკადით თავისი ფლეიტიდან. გოპიკები ელოცებოდნენ კრიშნას დაეკრა მათ ფლეიტაზე ისე რომ ვედების არსი მოდენილიყო მათგან როგორც მელოდიური მუსიკა. ყველა უნდა ეცადოს ტანის გარდაქმნას ფლეიტად ღმრთაებისთვის მისი მუსიკის გასახდომად მათი მეშვეობით მომდინარედ. ტანი უნდა გაკეთდეს შესაფერის ინსტრუმენტად ასეთი მუსიკისთვის. მაშინ იგი ხდება სხვების მსახურების საშუალება. ღმერთის სიყვარულის საუკეთესო გზა არის ყველას სიყვარული, ყველას მსახურება.
– ღმერთის საუბარი, 1997 წლის 23 სექტემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 29 აპრილი.
რატომ არის მნიშვნელოვანი კერპის თაყვანისცემა? ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის ჩვენ დღეს მშვენიერი მაგალითებით.
ჩვენმა ძველებმა გამოიკვლიეს ღმრთაებრიობის ბუნება მრავალი გზით, მაგრამ ისინი ვერ იყვნენ წარმატებულნი რეალობის აღიარებაში. აქედან გამომდინარე, მათ დაიწყეს ბუნების (პრაკრიტის) თაყვანისცემა. ამის შემდეგ ინდოელებმა (ბჰარატიებმა) მიიღეს კერპთაყვანისმცემლობა (მურტი არადჰანა). ყველა არსებას რომელიც იბადება ამ სამყაროში აქვს ფორმა (მურტი). კერპები ბუნებით არის ინერტული და არ გააჩნიათ თანაგრძნობის, სიყვარულის, შემწყნარებლობის და ა.შ. ხარისხები. სწორედ ამ მიზეზით ზოგიერთი ადამიანი არის კერპთაყვანისმცემლობის წინააღმდეგი. ეს არის უმეცრება. თქვენ იყენებთ საჩვენებელ თითს, მისანიშნებლათ კონკრეტული ობიექტის, ვთქვათ, ყვავილი ან ბოკალი. აგრეთვე, კერპები არის როგორც ღმრთაებრიობის მეისრეები. მას შემდეგ რაც თქვენ აღიარებთ ღმრთაებას, თქვენ არ გჭირდებათ მინიშნებები, ვთქვათ, კერპები. ასეთ შემთხვევაში განა სისულელე არ არის კერპთაყვანისმცემლობაზე შესიტყვება? არ ეთაყვანებით თქვენი მშობლების და პაპა-ბებიების სურათებს? ამ სურათებს აქვთ სიცოცხლე თავისში? არა. მათ არ აქვთ არც თანაგრძნობის, სიყვარულის, თავგანწირვის და ა.შ ხარისხები. მაშინ რა აზრი აქვს მათ თაყვანისცემას? სწორედ ამ სურათებით ვიხსენებთ ჩვენ მათი სათნოებების და იდეალების შესახებ რისთვისაც ისინი იდგნენ.
– ღმერთის საუბარი, 2002 წლის 12 მარტი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 30 აპრილი.
რატომ მოითხოვს სვამი რომ ჩვენ ყველამ უნდა ვპრაქტიკოთ ხუთი ადამიანური ფასეულობა? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს.
როდესაც არის შეყოვნება ავტობუსის მოსვლაში ან ფრენის რეისში, მგზავრები იწყებენ კრიტიკას ყველა პასუხისმგებელის ამ დაგვიანებაში. ეს იმის გამო ხდება, რომ მოვალეობები გულმოდგინედ არ სრულდებოდა. აგრეთვე, კაცი ხდება კრიტიკის ობიექტი თუ ის სათანადოდ არ ასრულებს თავის მოვალეობებს. კაცს არ შეიძლება ეწოდოს ადამიანი, თუ ის არ პრაქტიკებს ადამიანურ ფასეულობებს – ჭეშმარიტებას, უბიწოებას, მშვიდობას, სიყვარულს და არაძალადობას. ესები არის როგორც კაცის ხუთი სასიცოცხლო სუნთქვა. ამ სასიცოცხლო სუნთქვების არარსებობა ჯამდება ცოცხალ სიკვდილად. თითოეული ადამიანი პასუხისმგებელია თავის დაცემაზე. ადამიანი იკლავს საკუთარ თავს ამ ადამიანური ფასეულობების არ პრაქტიკით. სიყვარულის ტანმოსილნო! სიყვარული არის თქვენი ყველაზე დიდი ქონება. განავითარეთ სიყვარული და ყოველთვის ილაპარაკეთ სიმართლე. ჭეშმარიტება მწარედ ჟღერს, მაშინ როცა ადამიანები ადვილად ხარობენ სიცრუით. ადამიანებს არ უყვართ რძე, რომელიც მიტანილია მათ კარებთან, მაშინ როცა ისინი მზად არიან ერთად გაიარონ კილომეტრები ერთი ბოთლი ლიქიორის მოსახმარად. სიცრუე გახდა დღის წესრიგი. სიცრუე შეიძლება მოეწონოს სხვებს მაგრამ არა თქვენს სინდისს. ეცადეთ დააკმაყოფილოთ თქვენი სინდისი, სხვების დაკმაყოფილებამდე. ყველა ვითარებაში მიჰყევით ჭეშმარიტების გზას. თუ სიმართლის თქმამ შესაძლებელია გამოიწვიოს რამე საფრთხე, დარჩით მდუმარედ.
– ღმერთის საუბარი, 2002 წლის 12 მარტი.

ბაბა