აგვისტო

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 1 აგვისტო.
როცა ჩვენ ვლოცულობთ, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ვენდოთ ღმერთის სიბრძნეს როგორშიც ის პასუხობს მას? ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის ჩვენ დღეს.
თქვენ უნდა იცოდეთ როგორ გაიაროთ ყოველი დღე შესაძლებლად საუკეთესო ყოფაქცევით ძვირფასი დროს დაკარგვის გარეშე. თქვენ ასევე უნდა იცოდეთ რომ ყველაფერი ხდება ღმრთიური ნების შესაბამისად. ღმერთი არ შეიძლება ელოდოს მოქმედებას თქვენი აზრების ან სურვილების შესაბამისად. ღმერთმა სრულად იცის ოჯახის, ქვეყნისა და ზოგადად მსოფლიოს საჭიროებები და გასცემს აუცილებელ დახმარებას სათანადო დროს. მოდით ჩვენ ავიღოთ მაგალითი რანაირად აღმოჩნდება ბუნების ერთი საჩუქარი ზოგისთვის სასარგებლო, იმ დროს როცა ეს არ არის ასე ვინმე სხვისთვის. დავუშვათ ქორწინების დღესასწაულს ზეიმობენ ერთ სახლში და ოჯახი ლოცულობს წვიმისთვის შეწყდეს მათ შესამსუბუქებლად. ამავდროულად, მეზობელი, რომელსაც აქვს საკულტივიროდ ვარგისი მიწა, რომელიც მშრალია, ლოცულობს წვიმისთვის განაგრძოს ღვრად დასხმა მიწაზე მისი კულტივირების გასაადვილებლად. ღმერთი არის მიუკერძოებელი და არ დაემორჩილება კონკრეტული ინდივიდის საჭიროებებს. ის წონის ყველას საჭიროებებს და იჭერს წონასწორობას.
– ღმერთის საუბარი, 1998 წლის 21 აპრილი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 2 აგვისტო.
ჩვენი მოვალეობის შესრულებისას, თუ ჩვენ განვიცდით დონის დაკლებას ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? ბჰაგავანი სიყვარულით და დამარწმუნებლად განმარტავს დღეს.
გულის ნაკლები უნდა გადაირეცხოს მორალური ცხოვრებითა და ადამიანის მოვალეობის შესრულებით. შეიძლება მოვიდეს დრო როცა ადამიანი ხდება დაღლილი და სუსტი, მაშინ, ადამიანმა უნდა ილოცოს ასე: „უფალო, საქმეებმა გადააჭარბა ჩემს შესაძლებლობებს. მე ვგრძნობ შემდგომი ძალისხმევა არის აგრეთვე ძალიან დიდი დატვირთვა. ოჰ უფალო, მომეცი მე ძალა!” თავდაპირველად ღმერთი დგება შორს, აკვირდება ადამიანის ძალისხმევას, მსგავსად მასწავლებლის ვინც დგება მოშორებით როცა მოსწავლე წერს პასუხებს კითხვებზე. შემდეგ, როცა ადამიანი ჩამოიცვენს მიჯაჭვულობას გრძნობით სიამოვნებებთან და დაიწყებს კეთილ მოქმედებებსა და უანგარო მსახურებას, ღმერთი მოდის გამამხნევებლად ახლოს! მსგავსად მზე ღმერთი (სურია-ნარაიანა), ის ელოდება დახურულ კარს გარეთ. მსგავსად მსახურის ვინც იცის თავისი ბატონის უფლებები და საკუთარი შეზღუდვები, ის არ აცხადებს თავის ყოფნას ანდა არ აკაკუნებს კარზე, არამედ უბრალოდ ელოდება! და როცა ბატონი გააღებს კარს ოდნავ, მზე შემოვარდება და უმალ გამოდევნის სიბნელეს გარეთ შიგნიდან. როცა მისი დახმარება არის საჭირო, ის იმყოფება ადამიანის გვერდით, გაშლილი ხელებით დახმარების გასაწევად. რაც სასურველია არის მხოლოდ გამჭრიახობა უფლისადმი სალოცველად და სულიერი სიბრძნე მის გასახსენებლად!
– პრემა ვაჰინი, თავი 11.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 3 აგვისტო.
რა კავშირია ჩვენს მოქმედებებს, ერთგულებასა და სულიერ სიბრძნეს შორის? ბჰაგავანი სიყვარულით და ნათლად გვიხსნის ჩვენ დღეს.
მისორეპააკის (ტკბილი დელიკატესის) ნაჭერს აქვს სიტკბო, წონა და ფორმა; ესები არ შეიძლება განცალკევდეს ერთმანეთისგან. თითოეულ პატარა ნაწილს აქვს სიტკბო, წონა და ფორმა. ჩვენ ვერ ვპოულობთ ფორმას ერთ ნაწილში, წონას მეორეში და სიტკბოს მესამეში! და როდესაც იგი დადებულია ენაზე, გემო ამოიცნობა, წონა იკლებს და ფორმა იცვლება – ეს ყველაფერი იმავე დროს! ასევე, ინდივიდი, სული და უზენაესი უფალი არ არის განცალკევებული; ისინი არის ერთი და იგივე! მაშასადამე, ყოველი ცალკეული საქმე სავსე უნდა იყოს უანგარო მსახურების სულით, ღმრთაებრივი სიყვარულით და სულიერი სიბრძნით. სხვა სიტყვებით, ცხოვრების თითოეული აქტივობა გაჯერებული უნდა იყოს მიძღვნილი მოქმედებით, ღმერთისადმი ერთგულებითა და სულიერი სიბრძნით. ეს არის ნამდვილად უზენაესის იოგა (პურუშოთმა-იოგა). იგი უნდა იყოს წარმოდგენილი პრაქტიკით, არა უბრალოდ სიტყვებით! სულიერი დისციპლინა მუდმივად უნდა შესრულდეს ერთგულებითა და სულიერი სიბრძნით სავსე, მუდმივადგაფართოებადი გულით.
– პრემა ვაჰინი, თავი 9.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 4 აგვისტო.
რა არის ერთი დაავადება რომლისგანაც ჩვენ ყველა ვიტანჯებით და რა არის წამალი მისთვის? ბჰაგავანი გვიხსნის ჩვენ მარტივი სიტყვებით ასე რომ ჩვენ შევძლოთ საკუთარი თავის გადარჩენა.
საერთოდ, ყველა ადამიანი გატანჯულია ერთი განუკურნებელი დაავადებით. ის შეიძლება იყოს მცირე ხარისხის ზოგიერთში იმ დროს როცა უფრო მწვავეა სხვებში. განსხვავება მხოლოდ სიმძიმეშია, მაგრამ ყველა იტანჯება ამისგან. მისი განკურნება შეუძლებელია თუნდაც კვალიფიცირებული სამედიცინო მკურნალობით გამოცდილი ექიმების მიერ. ეს დაავადება არის “ეგო”. სად არის საჭიროება ეგოისტად ყოფნის ჩვეულებრივი მოკვდავისთვის? როცა თქვენ განიხილავთ თქვენს პოზიციას მთელ მსოფლიოსთან შედარებით თქვენ ხართ მხოლოდ უსასრულოდ მცირე ნაწილაკი. მსოფლიო რუკაზე, ინდოეთი არის პატარა ქვეყანა და ტამილნადუ არის ამის ნაწილი. ტამილ ნადუში კოდაიკანალი მხოლოდ პატარა წერტილად შეიძლება მოინიშნოს. ამაში, რა არის თქვენი პოზიცია როგორც ინდივიდის? როცა თქვენ გააანალიზებთ ამგვარად, თქვენ აღმოაჩენთ თქვენ ხართ ერთი უმნიშვნელო საერთოდ. თუ თქვენ ფიქრობთ თქვენ ხართ ასე დიდი, გაბერილი ეგოთი, ეს არის მხოლოდ სრული უმეცრება. თუ ადამიანი იდენტიფირებს საკუთარ თავს ღმრთაებასთან, ადგილი აღარ იქნება ეგოსთვის. ყველა არის ღმრთაებრივი ამ მსოფლიოში, და თქვენ ხართ ასევე ერთ-ერთი რამდენიმე მილიარდი ადამიანიდან. როცა თქვენ აცნობიერებთ ამ ჭეშმარიტებას, სად არის მოქმედების სფერო ეგოსთვის? ეს არის უმეცრების სათანადოდ რომ ადამიანი გრძნობს თავს ეგოისტიკად და პიპისპირ ხვდება უამრავ პრობლემას ამის გამო.
– ღმერთის საუბარი, 1998 წლის 21 აპრილი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 5 აგვისტო.
მყისიერი კმაყოფილებისა და სწრაფი შედეგების ამ დღესა საუკუნეში, ჩვენ რატომ უნდა გვქონდეს გამბედაობა და გულწრფელობა დასარჩენად ჩვენს სულიერ პრაქტიკაში? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს.
ოცი დარტყმა შეიძლება არ იყოს წარმატებული ქვის გატეხვაში, მაგრამ ოცდამეერთე დარტყმამ შეიძლება გატეხოს იგი! ნიშნავს ეს რომ ოცი დარტყმა იყო უსარგებლო? არა! თითოეულმა შეიტანა თავისი წვლილი საბოლოო წარმატებაში! საბოლოო შედეგი იყო ყველა ოცდაერთის კუმულაციური ეფექტი! ასევე, ჭკუა ეწევა ბრძოლას მსოფლიოსთან, შინაგანთანაც და გარეგანთანაც. არასაჭიროა სათქმელად – წარმატება შეიძლება ყოველთვის არ იყოს თქვენი ხვედრი. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ მარადიულ ნეტარებას კარგ საქმეებში ჩაძირვით და თქვენი ჭკუის გაჯერებით ღმერთის სიყვარულით! შეავსეთ ცხოვრების ყოველი წამი ამ სიყვარულით. მაშინ, ბოროტი ტენდენციები ვერ რისკავს გზის გაძნელებას. თუ თქვენი ჭკუა ცხოვრობს ყოველთვის უფალთან, თქვენ ავტომატურად მიიზიდებით მხოლოდ კეთილი საქმეებისკენ. ყველა სულიერი პრაქტიკის საგანი არის ჭკუის განადგურება და ერთხელაც რომელიმე კეთილი საქმე წარმატდება მის განადგურებაში, ისევე როგორც ოცდამეერთე დარტყმამ გატეხა ქვა! წარსულში გაკეთებული ყველა კარგი საქმე ეხმარება ამ ტრიუმფს; თითოეული პატარა საქმე ითვლება; არცერთი კარგი საქმე არ იკარგება!
– პრემა ვაჰინი, თავი 28.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 6 აგვისტო.
რატომ უნდა ვიყოთ ფხიზლად ჭკუის კაპრიზების წინააღმდეგ? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს.
ჭკუა არის შთაბეჭდილებების (ვასანების) ნაკრები. ჭეშმარიტად, ჭკუა არის თავად ქმნილება (ჯაგატი); ეს არის მთელი მსოფლიო ინდივიდისთვის. ღრმა ძილის დროს ჭკუა არ ფუნქციონირებს, ამიტომ ქმნილება პრაქტიკულად არ არსებობს ინდივიდისთვის. ქმნილება იბადება (ან „შედის ცნობიერებაში“) და კვდება (ან „გაქრება ცნობიერებიდან“) ჭკუის შემეცნებითი ძალების მიხედვით. ამიტომ, როცა ჭკუა ნადგურდება, სამყაროც ნადგურდება და ადამიანი არის თავისუფალი და განთავისუფლებული. ვინც წარმატდება ცნობიერების (ჩიტას) კონტროლში, შეუძლია ჰქონდეს ატმას ხედვა. ცნობიერება არის ზრდასრული ხე, იმ დროს როცა თესლი არის “ეგო”, “მე”-ს გრძნობა. როდესაც თესლი “მე” განზე გადადის, ცნობიერების ყველა აქტივობაც ავტომატურად ქრება. სულიერი ასპირანტი, რომელიც მონდომებულია ამ შედეგებისთვის, ყოველთვის უნდა იყოს ფხიზლად. ნებისმიერ მომენტში, გრძნობებმა შეიძლება დაიბრუნოს მათი დაკარგული ბატონობა და დაიმონოს ინდივიდი. ასპირანტმა შესაძლოა დაკარგოს უკვე მოპოვებული თვალთახედვის დიდი ნაწილი. ამიტომ სულიერი ასპირანტები გაფრთხილებულნი არიან განდგომაზე მსოფლიოსადმი მიჯაჭვულებისგან.
– ჯნანა ვაჰინი, თავი 7.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 7 აგვისტო.
რა არის ჭკუის ყველაზე გავრცელებული ტენდენცია, რაც უნდა დაიძლიოს სულიერების ამ გზაზე? ბჰაგავანს დღეს მომხიბლავად მოაქვს რამდენიმე ლამაზი მოსაზრება.
ოკეანე არის ერთი და განუყოფელი, მაგრამ აქ ეს იწოდება ჩრდილოეთის ზღვად და იქ სამხრეთის ზღვად! ასევე, უფალი, წყალობის ოკეანე არის ერთი, მაგრამ მას მიცემული აქვს სხვადასხვა სახელები დროსა და ეპოქის მიხედვით. წმინდა მდინარეები, რომლებიც ცდილობენ ოკეანემდე მისვლას, მიედინებიან ყველა მხრიდან; ასევე, ადამიანები ეძებენ უფალს სხვადასხვა სულიერი დისციპლინების მეშვეობით და საბოლოოდ შეირწყმებიან, ყველა მათგანი, კრიშნაში. კაცობრიობას შეუძლია ბედნიერების მოპოვება მხოლოდ ერთიანობით, და არა სხვადასხვაგვარობით. თუ აზრები და გრძნობები გადის განსხვავებისა და გაყოფის მიმართულებებზე, ბედნიერება არის მისაწვდომობის მიღმა და მშვიდობა შეუძლებელია იყოს განცდილი. მშვიდობის გარეშე, თქვენ არ გაქვთ შანსი იყოთ ბედნიერი. ჩათვალეთ ერთი განუყოფელი ოკეანე მიზნად. რა მნიშვნელობა აქვს დინების მიმართულებას? რა მნიშვნელობა აქვს სახელს? მდინარეები შეირწყმება ერთსა და იმავე ზღვაში, არა? სულიერი ასპირანტები და ერთგულები, რომლებიც მიჰყვებიან იოგას გზას, ან ერთგულების გზას, ან მშვიდობის, დჰარმის, ჭეშმარიტებისა და სიყვარულის გზას, ბოლოს მიაღწევენ წყალობის ოკეანეს და სახელი და ფორმა ქრება; განსხვავებები უჩინარდება. ისინი კურთხეულნი არიან მშვიდობის ზღვაში გაერთიანებით.
– პრაშანტი ვაჰინი, თავი 14.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 8 აგვისტო.
რა არის საუკეთესო გზა ღმერთის განსაცდელად და გასაგებად? ბჰაგავანი უდიდესი სიყვარულით შთაგვაგონებს ჩვენ დღეს.
ღმერთი არის სიყვარულის ტანმოსილება. ღმერთთან მისაღწევად და მისი ღმრთაებრიობის გასაგებად, ერთადერთი შესაძლო გზა, რომელიც არის მისაწვდომი ჩვენთვის არის სიყვარულის გზა. როდესაც მთვარე ამოდის ცაში, თქვენ შეგიძლიათ ხედოთ იგი პირდაპირ. თქვენ არ გჭირდებათ ჩირაღდნის, პეტრომაქსის ლამპის ან სხვა ხელოვნური განათების დახმარება. მიზეზი რის გამოც თქვენ არ გჭირდებათ სხვა შუქი არის ის რომ ჩვენთვის შესაძლებელია მთვარის შეხედვა მთვარის შუქით. იგივენაირად, თუ ჩვენ გვინდა მივუახლოვდეთ ღმერთს, ვინც არის სიყვარულის ტანმოსილება, ან თუ ჩვენ გვინდა ღმერთის გაგება, ეს ხდება შესაძლებელი ასე გასაკეთებლად მხოლოდ სიყვარულით რაც არის მისი დამახასიათებელი. ღმერთი, ვინც არის სიყვარულის ტანმოსილება, არ არის შემოსაზღვრული ერთი მდგომარეობით ან ადგილით. ის იმყოფება ყველგან, მსოფლიოს ყველა კუთხესა და კუნჭულში. ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდა ადამიანებისთვის უყვარდეთ ყველა და მიიჩნიონ ყველას მოსიყვარულება ღმერთის მოსიყვარულებად, ვინც არის ყველა მათგანში. ვინაიდან ღმერთი უანგაროა, ჩვენ ასევე უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სიყვარული ისეთ მანერით რომლითაც იგი გახდება უანგარო სიყვარული.
– ღმერთის საუბარი, 1976 წლის 3 ივნისი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 9 აგვისტო.
როგორ შეგვიძლია ჩევნ გავაფართოვოთ ჩვენი სიყვარული მის გასასუფთავებლად უფლის საყოველთაო სიყვარულის დარად? ბჰაგავანი სიყვარულით გვასწავლის ჩვენ თუ საიდან შეგვიძლია ჩვენ დავიწყოთ.
ღმერთის სიყვარული არის უსასრულო და უსაზღვრო ოკეანეს მსგავსი. უბრალოდ იმის გამო, რომ ღმერთის სიყვარული არის უსასრულო და უსაზღვრო, თქვენ ვერ შეძლებთ მის მთლიანად თქვენთან ტარებას. რაც შეგიძლიათ თქვენ ატაროთ თქვენთან დამოკიდებული იქნება ქოთნის ზომაზე რასაც თქვენ ატარებთ. ასე რომ, პირველი რაც უნდა გააკეთოთ არის თქვენი ქოთნის ზომის გაზრდა, და ეს შეიძლება გაკეთდეს სადჰანას პრაქტიკით. ამ სადჰანაში პირველი ნაბიჯი არის თქვენი დედის პატივისცემა. ბჰაკტი ანუ სიყვარული დედის მიმართ ისეთი უნდა იყოს, რომ აღიაროთ ის დიდი სიყვარული და ერთგულება, რომლითაც თქვენმა დედამ გაგზარდათ. თქვენ უნდა დაუბრუნოთ მადლიერება თქვენს დედას სიყვარულის ან ბჰაკტის ფორმით. დედა ასევე აჩვენებს ბჰაკტის ვათსალიას (ბავშვის მიმართ დედის სიყვარულის) ფორმით, ნაცვლად, ვაჟიშვილის სიყვარულის. დედა აბანავებს, აცმევს, ეფერება ბავშვს და აწვენს დასაძინებლად. ამ ყველაფრის კეთებისას ის თავის ყოველდღიურ მოვალეობებს ემსახურება. ამ გზით, დედასა და ვაჟიშვილს შორის მიჯაჭვულობასა და სიყვარულს შეიძლება შეეწყოს ხელი. თუ ხელის შეწყობა სათანადოა, ეს თვით შეიძლება ჩამოყალიბდეს უფლის მიმართ ბჰაკტის ფორმაში.
– ღმერთის საუბარი, 1976 წლის 3 ივნისი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 10 აგვისტო.
როგორ უნდა მოექცნენ სულიერი ასპირანტები შექებასა და გაკიცხვას, და მათ ვინც ნებივრობს კრიტიკით? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს.
ვერავინ, თუნდაც დიდი სულიერი პიროვნება (მაჰა-პურუშა) ან ავატარი, ვერ შეძლებს გაექცეს კრიტიკასა და გაკიცხვას. მაგრამ ასეთი ადამიანები არ იდრიკებიან. ისინი ეჭიდებიან ჭეშმარიტებას. ჭეშმარიტება არ ემორჩილება მუქარას. დიდი ბრძენისა თუ ავატარის ნამდვილი ბუნება გაცნობიერდება მათ მიერ ვინც ნებივრობს კრიტიკაში ან გაკიცხვაში, მხოლოდ მას შემდეგ რაც ისინი დაძლევენ აუტანელ უბედურებას; შემდეგ ისინიც იწყებენ ქებას! უმეცრების სუსტობა არის ამ წარუმატებლობის მიზეზი. ასე რომ, დაე ასპირანტებმა თავი დაიჭირონ შორს ყველა ასეთი მერყევი და უმეცარი ადამიანებისგან და თავი დაანებონ თავიანთი სარწმუბოებისა და რწმენის განხილვას მათთან. დაე, ისინი ჩაიძირონ წმინდა წიგნებში და იყვნენ უფლის ერთგულთა საზოგადოებაში. მოგვიანებით, რეალიზაციის გამოცდილებით გამდიდრებულებს და გამამაცებულებს რეალობასთან ამ კონტაქტის გამო, მათ შეიძლება ურთერთობა ჰქონდეთ ნებისმიერ კომპანიაში საფრთხის გარეშე და შეეცადონ კიდეც სხვა ჭკუების მიმარმართვას იმ ჭეშმარიტებაზე რომელიც მათ თავად აქვთ ნანახი.
– პრემა ვაჰინი, თავი 17.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 11 აგვისტო.
რომელია სილამაზის გზა რომელიც ჩვენ ყველამ უნდა გავიაროთ? ბჰაგავანი სიყვარულით გვწაფავს ჩვენ დღეს კრისტალურად სუფთა ტერმინებით.
თავი აარიდეთ თქვენს ქცევაში, ქმედებებსა და მეტყველებაში სხვებისთვის ტკივილის მიყენების, სხვების შეურაცხყოფის ან სხვების დანაკარგის ან უბედურების გამოწვევის ყველა კვალს. იპოვეთ საკუთარი თავის ამგვარად რეფორმირების საუკეთესო საშუალება; აპრაქტიკეთ ამ ტიპის ცხოვრება, შეწყვიტეთ საკუთარ თავსა და საკუთარ სიკეთეზე ზიანის მიყენება და ყოველთვის იარეთ ჭეშმარიტების გზაზე. ეს არის ნამდვილად სილამაზის გზა; ეს არის ქცევა რომელიც არის ნამდვილად მომხიბვლელი! ამისთვის დიდსულოვნება არის აუცილებელი. ადამიანებს შეუძლიათ მისი შეძენა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ აქვთ (1) თანდაყოლილი სურვილი (სამსკარა) ამისთვის და (2) ერთგულება ყოველ მოქმედებაში. უფლისადმი ერთგულებით ადამიანი იღებს თავმდაბლობას, ცოდვის შიშსა და რწმენას წმინდა წერილში. ამ ხარისხების წყალობით ჭკუის მცირეზომიანობა იშლება და ადამიანები ხდებიან დიდსულოვნები. ამიტომ, ოჰ თქვენ მაძიებლებო! უპირველეს ყოვლისა, მიმართეთ თქვენს ძალისხმევას ღმერთისადმი რწმენისა და ცოდვის შიშის შეძენისკენ. ეს ორი ხელს შეუწყობს თავმდაბლობას; და გახსოვდეთ, თავმდაბლობა არის მშვიდობა!
– პრაშანტი ვაჰინი, თავი 15.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 12 აგვისტო.
რატომ უნდა ვიყოთ ჩვენ ფხიზლად სათანადოდ წვრთნაში ჩვენი თვალების, ყურების, ჭკუის და ენის? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს.
ხალხმა ასწავლა თვალს, ყურს და ენას მუდმივი სიახლის ფუფუნება. ახლა, საპირისპირო ტენდენციები უნდა ისწავლებოდეს. ჭკუა უნდა იყოს მიმართული სიკეთისკენ; ყოველი წუთის აქტივობა უნდა იყოს განხილული ამ თვალსაზრისით. ყოველი მოქმედება არის საჭრისის დარტყმა ფორმის მისაცემად ადამიანის პიროვნების ქვაზე. არასწორმა დარტყმამ შეიძლება გააფუჭოს და დაამახინჯოს ქვა. ამიტომ, მოქმედებათგან ყველაზე პაწაწაც კი უნდა შესრულდეს დიდი სიფრთხილითა და ერთგულებით. პიროვნებისთვის ვინც იხრჩობა ჩალაც კი არის რაღაც საყრდენი. ასევე, ადამიანისთვის ვინც იბრძვის თანდაყოლილი სურვილების ზღვაში, ვინმეს მიერ ნათქვამი რამდენიმე კარგი სიტყვა შეიძლება იყოს დიდი დახმარება. არც ერთი კარგი საქმე არ შეიძლება წავიდეს ფუჭად; არა, არც ცუდი საქმე, რადგან ამასაც აქვს თავისი შედეგი. ასე რომ, ეცადეთ თავიდან აიცილოთ ბოროტი მოქმედების ყველაზე უმნიშვნელო რაოდენობა. გქონდეთ თქვენი თვალები სუფთა. შეავსეთ თქვენი ყურები სიტყვებით ღმერთის შესახებ და ისტორიებით ღმრთისმოსავი საქმეების შესახებ; არ ანებოთ მათ ისმინონ ცილისწამება. გამოიყენეთ ენა კარგი, კეთილი და ჭეშმარიტი სიტყვების წარმოთქმისთვის. დაე, მან ყოველთვის შეგახსენოთ ღმერთი. ასეთმა მუდმივმა ძალისხმევამ უნდა გაჩუქოთ თქვენ გამარჯვება.
– პრემა ვაჰინი, თავი 27.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 13 აგვისტო.
არის ეს იმიტომ რომ ღმერთი გვაიგნორებს ჩვენ იმის ჩათვლით რომ ჩვენ ვართ მხოლოდ ერთ-ერთი მისი მრავალი ერთგულიდან? ბჰაგავანი სიყვარულით განმარტავს ასე რომ ჩვენ შევძლოთ მივიღოთ მისი სიყვარული და მადლი.
ძალიან ხშირად ადამიანები ვინც განიცდიან ცხოვრებაში უსიამოვნებებს წუწუნებენ: “რატომ მაძლევს უფალი მე ასეთ განსაცდელებს?” სიმართლე არის, რომ უფალი არც სჯის და არც აჯილდოებს ვინმეს. ერთგულმა მხოლოდ უნდა შეასრულოს თავისი მოვალეობა და დაუტოვოს შედეგები ღმერთს. თუ ქმედებები არის კარგი, ნაყოფიც კარგი იქნება. თუ ქმედებები არის ცუდი, შედეგიც იქნება თანაბრად ცუდი. აქედან გამომდინარე, საკუთარი ქმედებების ბუნების შესწავლის გარეშე, აზრი არ აქვს ღმერთის დადანაშაულებას იმისთვის რასაც ადამიანი განიცდის. ნათქვამია ერთმა ერთგულმა წამოიძახა: „ოჰ, უფალო! დედამიწაზე მილიონობით არსებას შორის, როგორ დაეშვება შენი თვალები ჩემზე? შენ არ მიმზერ მე საერთოდ. შენ არ მხედავ მე?“ ერთგულმა მოისმინა ხმა თქვა: „ოჰ ერთგულო! შენ ხარ ჩაფლული იმდენ საქმიანობაში რომ ძლივს იჭერ შენს თვალს ჩემზე. ვის, მაშინ, დაავიწყდა ვინ? ეს ხარ შენ თუ მე?” ადამიანები ჩართულნი არიან საერო საზრუნავებში და ღრმად არიან ჩაძირულნი მიწიერ საქმიანობებში. ყველა მათი აზრი ამ ქმედებებს უკავშირდება. ისინი ფიქრობენ ვინმე ნათესავსა ან მეგობარზე მსოფლიოს რომელიმე დაშორებულ კუთხეში, მაგრამ ვერ ფიქრობენ ღმერთზე, ვინც არის ასე ახლოს მათთან. და როცა ისინი არიან გაჭირვებულები, ისინი ტირიან: „ოჰ უფალო, შენ დამივიწყე მე?
– ღმერთის საუბარი, 1987 წლის 3 მაისი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 14 აგვისტო.
ადამიანზე მინიჭებული უნარებიდან, რომელია ყველაზე გამორჩეული და როგორ გამოვიყენოთ იგი საუკეთესოდ? ბჰაგავანი სიყვარულით განმარტავს დღეს.
სიყვარულის ტანმოსილებნო! კაცობრიობისთვის ნაჩუქარი მეტყველების ძალა არის ძალზე მნიშვნელოვანი და დიდებული. ეს აძლევს მას მთელ სიმდიდრეს. ჩვენ უნდა ვისაუბროთ ტკბილად და რბილად მისაღები ფორმით. მხოლოდ ასეთი ტკბილი საუბარი მოგვცემს ჩვენ სიმდიდრესა და კეთილდღეობას. სიტყვებს შეუძლია მოიპოვოს ბევრი მეგობარი და ურთიერთობა და სამეფოც კი. ჩვენ შეიძლება გვქონდეს რამდენიმე ურთიერთობა, მაგრამ ჩვენი ტკბილი საუბრით, ჩვენ შეგვიძლია განვავითაროთ კარგი ურთიერთობა მთელ მსოფლიოსთან. წმინდა ლაპარაკი მოგვცემს ჩვენ ყველა განათლებას და აგვწევს ჩვენ ამაღლებულ პოზიციებზე. ჩვენ ასევე უნდა ვიცოდეთ რომ ცუდი აზრებითა და გრძნობებით წარმოთქმული სიტყვები არა მხოლოდ მიგიყვანთ თქვენ მონობამდე, არამედ ჩაგდებთ სიკვდილშიც. კარგი და ცუდი წარმოდგენილია ჩვენს წარმოთქმულ სიტყვებში. ტკბილი სიტყვების ადამიანისთვის სამყარო თვით ხდება სასახლე! ის იგრძნობს კაცობრიობის კასტას გაბატონებულს ყველგან. ღმრთაებრიობის მისაღწევად, ადამიანმა უნდა მიიღოს სულიერი გზა. კარგი სიტყვები დაწყვილებული თავმდაბლობასთან გადაგიყვანთ თქვენ უფრო მაღალ დონეზე!
– ღმერთის საუბარი, 1998 წლის 11 სექტემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 15 აგვისტო.
როგორი უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება ჩვენი საკუთარი სამშობლოს მიმართ? ბჰაგავანი სიყვარულით შთაგვაგონებს ჩვენ დასამახსოვრებელი მანერით დღეს.
რავანას გარდაცვალების შემდეგ ვიბჰიშანა რამას ფეხებთან დაეცა და თქვა: „სვამი, მე არასოდეს ვესწრაფოდი ვყოფილიყავი ლანკას მეფე. მე მხოლოდ მინდოდა ჩემს ძმას დაეთმო თავისი ცუდი ხარისხები. მე გელოცები შენ აიღო მმართველობა ლანკას სამეფოზე“. ყველა რაქშასიც მოვიდა და ევედრებოდა რამას, რომ ის გამხდარიყო ლანკას მეფე. ლაქშმანამ ასევე მხარი დაუჭირა მათ და თქვა: ”ო ძმაო, ბჰარატა უკვე მართავს აიოდჰიას. მაშინაც კი, თუ შენ დაბრუნდები აიოდჰიაში, შენ შეიძლება არც იყო მეფედ გვირგვინდადგმული. ასე რომ, მე გთხოვ, აიღო მმართველობა ამ სამეფოზე და გარდაქმნა ყველა რაქშასა. ლანკა სავსეა ოქროს სასახლეებით. შენ კიდევ სად შეგიძლია იპოვო ასეთი ლამაზი ადგილი? მე ვიქნები მოხარული თუ შენ განაგებ ამ სამეფოს.” რამამ სიყვარულით მიიყვანა ლაქშმანა თავისთან და უთხრა: „ლაკშმანა, როგორ შეგიძლია შენ გაიჩინო ასეთი სულელური სურვილი? უბრალოდ იმიტომ, რომ დედაშენი არის მახინჯი, შეგიძლია შენ უწოდო ვინმე სხვა ლამაზ ქალს შენი დედა? მიუხედავად იმისა რომ ჩემი ქვეყანა არის ღარიბი ლანკასთან შედარებით, მე მაინც ვთვლი მას ჩემს დედად. ლანკა შეიძლება სავსე იყოს ოქროთი, მაგრამ მე არ მინდა ის“. სტუდენტებმა უნდა განივითარონ ასეთი სიყვარული და რწმენა თავიანთი ქვეყნის მიმართ. მასწავლებელმა უნდა ჩანერგონ პატრიოტიზმის ასეთი სული მოსწავლეებში.
– ღმერთის საუბარი, 1998 წლის 11 სექტემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 16 აგვისტო.
როგორ არის ჩვენი ინდივიდუალური სიმშვიდე და ბედნიერება დაკავშირებული სამყაროსთან? ბჰაგავანი სიყვარულით განმარტავს ასე რომ ჩვენ შევძლოთ ვიყოთ უფრო ფრთხილი.
ადამიანის სიყვარული სამშობლოსი კარგია. მაგრამ მან არ უნდა ჩამოაგდოს სიძულვილი სხვების სამშობლოთა მიმართ. თქვენი ლოცვა უნდა იყოს: „დაე მთელი მსოფლიო იყოს ბედნიერი და მშვიდობიანი“. რადგან, მხოლოდ მაშინ როცა სამყაროს აქვს მშვიდობა და კეთილდღეობა შეიძლება ინდოეთი იყოს მშვიდობიანი და ბედნიერი. მხოლოდ მაშინ, როცა ინდოეთი არის მშვიდობიანი და ბედნიერი, ანდჰრა პრადეში იქნება მშვიდობიანი და ბედნიერი. მხოლოდ მაშინ როცა ანდჰრა პრადეშს აქვს მშვიდობა და ბედნიერება, ანანტაპურის რაიონს შეიძლება ჰქონდეს მშვიდობა და ბედნიერება. როდესაც ანანტაპურის რაიონში არის მშვიდობა და ბედნიერება, პუტტაპარტი შეიძლება იყოს მშვიდობიანი და ბედნიერი. მხოლოდ მაშინ, როცა პუტტაპარტს აქვს მშვიდობა და ბედნიერება შეიძლება თქვენ გქონდეთ მშვიდობა და ბედნიერება! თქვენი სიმშვიდე და ბედნიერება დაკავშირებულია მსოფლიოს მშვიდობასა და ბედნიერებასთან. სიძულვილის ან ძალადობის ნებისმიერი ქმედება ჩადენილი თქვენს მიერ დააბინძურებს მსოფლიოს ატმოსფეროს. როცა თქვენ ეთაყვანებით რომელიმე ცოცხალ არსებას, ეს თაყვანისცემა აღწევს ღმერთს, რადგან ის არის ყველა არსებაში. შეურაცხყვეთ ნებისმიერი ცოცხალი არსება და ეს შეურაცხყოფაც აღწევს ღმერთს. ასე რომ, გაავრცელეთ სიყვარული ყველას მიმართ, ყველგან.
– ღმერთის საუბარი, 1985 წლის 15 აგვისტო.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 17 აგვისტო.
როგორ შეგვიძლია ჩვენ გავაცხადოთ უზენაესი მშვიდობა რის ტანმოსილებაც ჩვენ ყველანი ვართ? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს.
ადამიანები არიან იმპულსებისა და განზრახვების კონა, და აძლევენ რა იმპულსებს თავისუფალ მართვას ამცირებენ თავიანთ თანდაყოლილ ღმრთაებრიობას და შინაგან სიმშვიდეს. იმპულსები არის საწვავი, განზრახვები არის ცეცხლი. ხანძრის ჩაქრობა შესაძლებელია მხოლოდ საწვავის განზე მოთავსებით. ცეცხლის ჩაქრობა არის მშვიდობის მიღწევა. ჩაყვინთეთ ღრმად მშვიდობის ოკეანეში და მოიპოვეთ ფასდაუდებელი მარგალიტი, ატმას ნეტარება (ატმა-ანანდა). როდესაც ეს შესაძლებლობა არის დაუფლებული, ადამიანი ხდება სხივმოსილი, მშვიდობის წმინდა მდგომარეობის განსახიერება. აი ამიტომ ვედები აცხადებს რომ ადამიანები არიან მშვიდობის ტანმოსილება. აქედან გამომდინარ, ნუ მოიტყუებთ საკუთარ თავს წარმოდგენით რომ თქვენ ხართ წუხილისა და სიცრუის დასაჯდომი ადგილი. იცოდეთ რომ თქვენ ხართ მშვიდობის ტანმოსილება, რომ სიყვარული არის სისხლი რომელიც მიედინება თქვენს ძარღვებში და რომ თქვენი ნამდვილი ბუნება არის სიხარული; გააცნობიერეთ ეს რეალური პრაქტიკითა და გამოცდილებით.
– პრაშანტი ვაჰინი, თავი 20.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 18 აგვისტო.
ჩვენ ხშირად ვისმენთ განცხადებას, “ერთობა მრავალფეროვნებაში”. რა არის ამ განცხადების მნიშვნელობა? ბჰაგავანი სიყვარულით განმარტავს დღეს.
მთელი მსოფლიო არის ერთი, თუმცა თქვენ შეიძლება მოძებნოთ სიმრავლე. ამ სიმრავლის მსოფლიოში არის ერთიანობის ფუძემდებლური პრინციპი. ყველა რიცხვიდან 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9 ყველაზე მნიშვნელოვანი რიცხვი არის 1. ყველა დანარჩენი რიცხვი არის რიცხვი 1-ის უბრალო მოდიფიკაცია. 1+1 ხდება 2. 9–1. ხდება 8. ამგვარად 1ქმნის საფუძველს ყველა რიცხვისთვის. ეს არის ერთიანობა სიმრავლეში, ეს ერთობა არის ჭეშმარიტება. ვედები ამბობს: “ომ ითიეკაკშარამ ბრაჰმამ”, – ომ მარცვალი არის ბრაჰმანი. ღმრთაება არ არის გაცალკევებული ომ-ისგან. ამ ერთიანობიდან, გამოჩნდა მსოფლიო. მაგრამ თქვენ არ იგებთ ამ ჭეშმარიტებას და იღებთ სხვადასხვა გზას, მისწრაფებებითა და ამბიციებით. სინამდვილეში, არ არსებობს განსხვავება მსოფლიოსა და ღმრთაებას შორის. ისევე, როგორც სხვადასხვა ნაწილები ქმნიან ადამიანის სრულ ტანს, იგივენაირად, როგორც ადამიანები არიან როგორც საზოგადოების ნაწილები. საზოგადოება ქმნის მთელი კაცობრიობის ნაწილს, კაცობრიობა ქმნის ბუნების ნაწილს და ბუნება არის ღმრთაებრივის ნაწილი. მაშასადამე, კაცობრიობა, საზოგადოება და ბუნება არის ღმრთიურის ნაწილები.
– ღმერთის საუბარი, 1998 წლის 11 სექტემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 19 აგვისტო.
როგორ განიწმინდოს და შეასრულოს მეტყველებისა და სმენის უნარების მიზნები? ბჰაგავანი სიყვარულით გვიზიარებს ჩვენ დღეს.
ყურადღება მიაქციეთ, რომ სიტყვები, რომლებსაც თქვენ ამბობთ, იყოს წმინდა. „თქვენ ყოველთვის არ შეიძლება იყოთ ვალდებული, მაგრამ ყოველთვის შეგიძლიათ ისაუბროთ თავაზიანად“. შეეცადეთ ისაუბროთ ტკბილად და რბილად. მე გითხარით თქვენ ბევრჯერ: „ილაპარაკეთ ნაკლები, იმუშავეთ მეტი“. ადამიანი ვინც ზედმეტად ლაპარაკობს არ შეუძლია მუშაობა. ის ვინც მუშაობს არ ლაპარაკობს. რა არის იმის მიზეზი რომ თქვენ არ გახსოვთ ყველაფერი რაც თქვენ წაიკითხეთ? ეს არის ზედმეტად საუბარი. ნაკლები საუბრით, თქვენი მეხსიერების ძალა გაიზრდება. არა მხოლოდ ეს, თქვენი ათმიკ ძალაც გაუმჯობესდება. რასაც კი თქვენ ისმენთ, შეეცადეთ გაიმეოროთ და შემდეგ ჩადოთ პრაქტიკაში. მოსმენა, გამეორება და პრაქტიკა (შრავანამ, მანანამ, ნიდჰიდჰიასანამ) არის ძალიან მნიშვნელოვანი. შრავანამ შეიძლება შედარდეს საჭმლის მომზადებას სამზარეულოში. მანანამ შეიძლება შედარდეს საკვების მიტანას სასადილოში და მის მმომსახურებას. ნიდჰიდჰიასანამ შეიძლება შედარდეს კვების პროცესს. როცა ეს სამივე გაერთიანდება, თქვენ გექნებათ ჯანმრთელობა და ბედნიერება. ასე რომ, თუ თქვენ გსურთ გაატაროთ კმაყოფილების ცხოვრება, გაიმეორეთ და აპრაქტიკეთ ყველაფერი რაც კი თქვენ შეისწავლეთ!
– ღმერთის საუბარი, 1998 წლის 11 სექტემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 20 აგვისტო.
რა არის რეალური იმპორტი და ექსპორტი რითაც ჩვენ ყველა უნდა დავკავდეთ? ბჰაგავანი გვაძლევს მშვენიერ გზავნილს დღეს ყველაზე ჩამღწევი გზით.
სტუდენტებო! წმინდა გრძნობები რომლებიც წარმოიშობა თქვენი გულიდან უნდა იყოს ექსპორტირებული და თქვენ უნდა იმპორტიროთ ყველაფერი კარგი რაც არის გარეთ. თქვენ არ გჭირდებათ რამე პასპორტი ან ვიზა ამის გასაკეთებლად! თქვენ უნდა იცოდეთ ჭეშმარიტება რომ ყველაფერი არის თქვენში. თქვენ არ გჭირდებათ ძლიერი წადილი ვინმესადმი, თუნდაც ღმერთისადმი, რადგან თქვენ ყველა ხართ ღმრთიურის ნაპერწკლები. თქვენ გაქვთ ღმრთაებრივი ხარისხები და ღმრთაებრივი ძალები. თქვენში ღმრთაებრივი ძალის გარეშე, თქვენ ვერ შეძლებდით სწავლას და კარგი ნიშნების მიღებას თქვენს საგნებში. ასე რომ, ყველაფერი არის თქვენში. თქვენ ხართ მშვიდობის, სიყვარულისა და ნეტარების ტანმოსილება; თქვენ ხართ ღმერთის განსახიერება. გქონდეთ სრული რწმენა ამ ჭეშმარიტებაში. როცა თქვენ ატარებთ თქვენს ცხოვრებას სრული რწმენით ღმერთში, თქვენ არასდროს ჩადგებით სირთულეებში. „ცხოვრება არის გამოწვევა, შეხვდით მას; ცხოვრება არის სიყვარული, დატკბით ამით; ცხოვრება არის ენერგია, იცოდეთ ეს და არ მოკლათ იგი.(Skill it and do not kill it)” როდესაც თქვენ მოიმარჯვებთ ენერგიას, იარსებებს სრულყოფილი ბალანსი ყველაფერში, რასაც კი თქვენ აკეთებთ. როგორც კი თქვენ გექნებათ ეს ბალანსი, თქვენ გექნებათ მიხვედრის ნიჭი!
– ღმერთის საუბარი, 1998 წლის 11 სექტემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 21 აგვისტო.
რა უნდა გამოვსახოთ ჩვენ ციფრით დროს ამოწურვამდე ამ სიცოცხლის ხანგრძლივობაზე? ბჰაგავანი მტკიცედ გვახსენებს ჩვენ დღეს.
კაცი დღეს არის უძლური გაიგოს რა არის ცხოვრება, რა არის მისი მიზანი, რა არის მისი მოვალეობა და რა უნდა იყოს მისი სწრაფვა. დრო მიდის სწრაფად ქარიშხალივით. კაცის სიცოცხლის განკუთვნილი ვადა დნება ყოველ წამს ყინულის ბლოკივით. ადამიანის სიცოცხლე მთავრდება მანამ, სანამ ის შეიგნებს თავის მოვალეობას.
რა არის მისი მოვალეობა? თითოეულ ინდივიდს აქვს რაღაც მისწრაფებები, რაღაც იდეალები სარეალიზებელი და რაღაც წმინდა გზები გასავლელი. ის არ აკეთებს ძალისხმევას ამ მიზნების მისაღწევად. რა არის ადამიანის ცხოვრების მიზანი და დანიშნულება, რა არის ამის საიდუმლო?
კაცი ძლივს უსვამს საკუთარ თავს ამ კითხვებს. ის კმაყოფილია თავისი ერთგულებით გრძნობადი სიამოვნებისთვის. ეს არ არის ის რაც მან უნდა აკეთოს; ეს არ არის ცხოვრების მიზანი. თითოეულმა ინდივიდმა უნდა გამოავლინოს ღვთაებრივი იდეალი მის ცხოვრებაში. ამ იდეალმა უნდა შთანთქოს ადამიანის მთელი ცხოვრება და საქმიანობა.
– ღმერთის საუბარი, 1995 წლის 18 აგვისტო.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 22 აგვისტო.
როგორ შეიძლება შეზღუდული ფორმის ან საგნის თაყვანისცემა და გაღმერთება დაგვეხმაროს ჩვენ მადლის მოპოვებაში უფლისგან ვინც არის ყველა საზღვარის მიღმა? ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის ჩვენ დღეს.
ბევრი ადამიანი ავად ახსენებს ხატის თაყვანისცემას, მაგრამ მის საფუძველს წარმოადგენს ადამიანის უნარი, დაინახოს მაკროკოსმი მიკროკოსმოში. ხატის თაყვანისცემის ღირებულება დამტკიცებულია გამოცდილებით; ეს არ არის დამოკიდებული ადამიანის მდიდარი წარმოსახვის უნარზე.
რაც იძებნება უფლის ფორმაში (ვირატ-სვარუპაში) ასევე აღმოჩნდება, შეუმცირებელად და სუფთად, ხატის ფორმაში (სვარუპაში). ხატები ემსახურება იგივე მიზანს რასაც მეტაფორები და შედარებები პოეზიაში. ესები ილუსტრირებს, ზრდის და განწმენდს. სიხარული მოდის არა ნივთების ფორმიდან არამედ ურთიერთობის დამყარებით. არა ნებისმიერი ბავშვი არამედ მისი შვილი ხდის დედას ბედნიერს. ასევეა თითოეულთან და ყველაფერთან.
ყველასთან და ყველაფერთან სამყაროში, თუკი ვინმე დაამყარებს ამ ნათესაობას, ამ ღმრთიურ სიყვარულს (ისვარა პრემას), მაშინ ნამდვილად გადამეტებული სიხარული შეიძლება იყოს განცდილი! მხოლოდ ისინი ვისაც ეს უგრძვნია შეძლებენ გაგებას!
– პრემა ვაჰინი, თავი 20.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 23 აგვისტო.
რა არის ღმრთაებრივი ინკარნაციის მიზანი? ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის ჩვენ, ასე რომ ჩვენ შევძლოთ მისი ღვთაებრივი მფარველობის გარანტიის განცდა.
ხალხს სჯერა რომ ღმერთის ინკარნირებები ხდება მხოლოდ ორი მიზეზის: ბოროტთა დასჯისა და უბიწოთა დაცვის გამო. მაგრამ ისინი წარმოიდგენენ ამოცანის მხოლოდ ერთ ასპექტს. ჩუქება მშვიდობისა და სიხარულის მაძიებელთათვის, ვინც იბრძოდა დიდხანს – ესეც არის მისი ამოცანა!
ავატარი, ან ინკარნირებული ფორმა, არის მხოლოდ მაძიებელთა ლტოლვის კონკრეტიზება. ეს არის ღმრთისმოსავ ასპირანტთა ერთგულების გამკვრივებული სიტკბო. უფორმო იღებს ფორმას ამ მსურველთა და მაძიებელთა გულისთვის. ისინი არიან მთავარი მიზეზი.
ძროხა გამოყოფს რძეს ხბოს სარჩენად. ეს არის მთავარი ბენეფიციარი. მაგრამ, როგორც ჩვენ ვხედავთ, სხვებიც სარგებლობენ ამ რძისგან. ასევე, თუმცა ერთგულები (ბჰაკტაები) არიან მთავარი მიზეზი, და მათი გახარება და კვება არის მთავარი მიზანი, სხვა შემთხვევითი სარგებელიც გამომდინარეობს, როგორიცაა დჰარმას აღზრდა, ცუდის ჩახშობა და ბოროტების დაძლევა.
– ბჰაგავატა ვაჰინი, თავი 1.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 24 აგვისტო.
ვინ ან რა არის პასუხისმგებელი ჩვენს ცხოვრებაში ჩვენი გასაძლები უსიამოვნებებისთვის? ბჰაგავანი სიყვარულით განმარტავს ასე რომ ჩვენ შევძლოთ მოვიპოვოთ ბედნიერება.
ყველაფერი დაფუძნებულია კაცის აზრებზე, რომლებიც გამოვლინდება გარეგან ფორმებში – ადამიანის შინაგანი არსების ანარეკლში. ეს შეიძლება ილუსტრირდეს მარტივი მაგალითით.
როდესაც ვინმეს სურს სახლის აშენება, ის გეგმავს წინასწარ როგორ უნდა განთავსდეს სხვადასხვა ოთახები. ეს იდეალები მოგვიანებით ჩართულია მელანქოლიურ პრინტებში. ჯერ მოდის აზრები და შემდეგ მათ ეძლევა კონკრეტული ფორმები.
მსგავსად როდესაც თქვენ გსურთ წერილის დაწერა, ჯერ თქვენ ფიქრობთ რა უნდა დაწეროთ და შემდეგ იწყებთ წერას. აზრებს მივყავართ მოქმედებამდე. არ შეიძლება იყოს რამე ქმედება სანკალპას (მტკიცე აზრების) გარეშე. აქედან გამომდინარე, აუცილებელია წმინდა აზრების მიღება. ყველამ უნდა გააცნობიეროს რომ თანამედროვე კაცის ყველა მწუხარება და უბედურება გამოწვეულია მისი ცუდი აზრებით. ყველა კაცი ფიქრობს რომ მის უბედურებაზე პასუხისმგებელი არის ვინმე სხვა. ეს არ არის ასე. მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი სიკეთეზე და ბოროტებაზე რაც თქვენ გემთხვევათ. თქვენ ადანაშაულებთ სხვებს თქვენი სისუსტის გამო.
– ღმერთის საუბარი 1995 წლის 18 აგვისტო.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 25 აგვისტო.
რა არის ერთიანობის პრინციპი რაზეც ჩვენ უნდა ვიფიქროთ და ეს როგორ უნდა გამოიხატოს? ბჰაგავანი სიყვარულით განმარტავს, ასე რომ ჩვენ შევიძლოთ თვითდაკვირვება.
ღმერთი არის დროსა და სივრცის საზღვრებზე ზემოთ და მიღმა. ის არის ყველა მახასიათებლისა და ხარისხის მიღმა და ვერცერთი სია ვერ შეძლებს მის აღწერას მთლიანად. მისთვის ყველა არსება არის თანასწორი. განსხვავება ადამიანს, მხეცს, ფრინველს, ჭიას, მწერსა და ღმერთს შორისაც კი არის მხოლოდ “ჭურჭლის” (უპადჰის) განსხვავება.
ღმერთი არის როგორც ელექტრული დენი რომელიც მიედინება სხვადასხვა განზრახვებში და გამოხატავს საკუთარ თავს მრავალ სხვადასხვა აქტივობაში. არ არსებობს განსხვავება დენში; ეს არის იგივე. ლაპარაკი მასზე როგორც განსხვავებულზე ნიშნავს საკუთარი უცოდინრობის გამოვლენას. ასევე, ერთადერთი ღმერთი ააქტიურებს ყველა ჭურჭელს და იწვევს განსხვავებულ შედეგს.
ბრძენი ხედავს მხოლოდ ერთ ერთგვაროვან დენს; უცოდინარი გრძნობს რომ ესები ყველა არის განსხვავებული. ღმერთი აფასებს ერთიანობის ცნობიერებას როგორც ქმედებების ძირითად მოტივს. ის არ აფასებს საქმიანობას ერთ თვითმყოფადად მრავალფეროვნების გარეშე; მრავალფეროვნება აკმაყოფილებს სხვადასხვა საჭიროებას.
– ბჰაგავატა ვაჰინი, თავი 1.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 26 აგვისტო.
როგორ უნდა იყოს საჭით მართული ჭკუა და გრძნობები ჩვენს მისაყვანად მშვიდობამდე? ბჰაგავანი სიყვარულით გვატარებს ჩვენ ეტლით დღეს კრისტალურად სუფთა ტერმინებში.
ბევრი იდეა ყალიბდება ადამიანის გულში, მოხეტიალედ რვა მიმართულების სწორედ ბოლოებამდე. ზოგი არის ურთიერთდამხმარე; ზოგი ურთიერთდამღუპველი. მაგრამ ესები ყველა უნდა იყოს არხში მოქცეული და დისციპლინებული რაღაც მაღალი მიზნების შესაწევნად. თქვენ უნდა გქონდეთ ამ კანალიზებისთვის საჭირო ნიჭიერება.
ეს არ არის უბრალოდ ნიჭიერება გარე საგნების გამოყენებაში; ეს მდგომარეობს უფრო გონებრივი შესაძლებლობების კონტროლსა და დამორჩილებაში – ეს აუცილებელია ათმას აყვავებისთვის. თქვენი საკუთარი ჭკუის შესაძლებლობების გასაგებად, თქვენ უნდა იაროთ ამ სფეროში გამოცდილ უხუცესებთან ან იმუშაოთ ჭკუის კაპრიზების სუბლიმაციის მიმართულებით.
სანამ თქვენ გონიერად ფიქსირდებით გარკვეულ მიმართულებაზე ყველა თქვენი აზრისა და საქმიანობისთვის, თქვენ მხოლოდ ჰაერში ააგებთ მოჩვენებით ციხესიმაგრეებს და იტრიალებთ მათში. თქვენი გრძნობებიც კი გაუყვება ურთიერთსაწინააღმდეგო გზებს და გადაიტანს თქვენს ყურადღებას ისეთ მანძილზე რომ თქვენ ადვილად ვერ შეძლებთ გადაწყვეტილების მიღებას იდეალის თაობაზე. ესები თქვენ გაგხდიან იძულებულს იგრძნოთ რომ მათი გზები არის საუკეთესო.
მაგრამ თქვენ ყოველთვის უნდა ეცადოთ გრძნობებისა და წარმოსახვის მიმართულების შეცვლას საგნებისა და სურვილებისკენ რომლებიც ხელს უწყობს იდეალს, როგორიც გინდა იყოს სირთულე და როგორი სერიოზულიც გინდა იყოს კრიზისი. ეს არის ნამდვილი ინტელექტის ნიშანი; ეს არის გზა ნამდვილი მშვიდობისაკენ.
– პრაშანტი ვაჰინი, თავი 22.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 27 აგვისტო.
ჩვენ რატომ უნდა გავიწვრთნათ ჩვენდა თავად ღრმა დისციპლინით სულიერ პრაქტიკაზე? ბჰაგავანი გვაძლევს ძვირფას რჩევებს ჩვენ დღეს.
წვრთნა აუცილებელია გრძნობითი სიამოვნების წესიერი მიდევნისთვისაც კი, რადგან სწორედ ასეთი სიამოვნების ველური გაუწვრთნელი ძებნა არის ის რაც ამაღლებს ბრაზს, სიძულვილს, შურს, ბოროტებასა და ახირებას.
გრძნობების გასაწვრთნელად მარგებლებად და მათი კონტროლის ქვეშ შესანარჩუნებლად აუცილებელია გარკვეული კარგი დისციპლინები როგორიცაა სახელის გამეორება (ჯაფა), მედიტირება (დჰიანა), მარხვულობა (უპავასა), თაყვანისცემა გამთენიისას და შებინდებისას და ა.შ.
მაგრამ რაც გინდა დიდად იყოს მათი ღირებულება ნაქები და მათი პრაქტიკა რეკომენდებული, ადამიანები არ ავლენენ მიდრეკილებას მათკენ. ეს არის იმის გამო რომ გრძნობითი სიამოვნების სურვილმა ღრმად გაიდგა ფესვები ადამიანის გულში. როდესაც ადამიანს სთხოვენ სულიერად სასარგებლო მოქმედებების შესრულებას, მას საერთოდ არ აქვს შინაგანი სტიმული. მაინც, ადამიანმა ხელი არ უნდა ჩაიქნიოს ფრთებჩამოყრილობით.
სანამ გემო გაღივდება, დისციპლინები მკაცრად უნდა იყოს მიდევნილი. ეს გემო არის წვრთნის შედეგი. არავის აქვს ეს თავიდანვე, მაგრამ მუდმივი პრაქტიკა შექმნის ინტერესს!
– ბჰაგავატა ვაჰინი, თავი 1.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 28 აგვისტო.
რატომ უნდა ვიყოთ ჩვენ ღმრთიურის მადლიერნი? რა გადასახადს ელის ის ჩვენგან ჩვენი მადლიერების გამოსახატად? ბჰაგავანი საოცრად განმარტავს საფუძვლებს დღეს.
სინონიმი მსხვერპლშეწირვის (ტიაგას) არის ბალი. ბალი ნიშნავს შეთავაზებას, მიძღვნას, მსხვერპლს და გადასახადს. რა გადასახადს? ბალი ნიშნავს იმას რაც უნდა გაცემული იყოს როგორც შეთავაზება ადამიანის ცხოვრებაში. ძველები ბალის განიხილავდნენ როგორც ცოცხალი ნივთების შეთავაზებას მსხვერპლად. ეს არ არის ბალის სწორი მნიშვნელობა. ბალი არის ღმრთაებრიობის აღიარება ადამიანში. ხალხი წყლის გადასახადს უხდის ხელისუფლებს ვინც აწვდის წყალს მათ საცხოვრებელში შორეული წყაროებიდან. მსგავსად, ხალხი იხდის სათანადო გადასახადს ელექტროენერგიისთვის რომელსაც ისინი იღებენ. რა გადასახადს უხდით თქვენ ღმერთს თქვენში ღმრთაებრიობის ჩანერგვისთვის, როცა თქვენ განიხილავთ თქვენს თავს შორს ღმერთისგან მიწიერ საქმეებში ჩახლართვის გამო? თქვენ იხდით მცირე რაოდენობის წყალმომარაგებისა და ელექტროენერგიისთვის. მაგრამ თქვენ რას იხდით ძლიერი წვიმისთვის, რასაც ღმერთისგან იღებთ? ღმერთი ავსებს წყალსატევებსა და მდინარეებს წყლით. ის ამარაგებს კაცს სიცოცხლის მომტანი ჟანგბადით ჰაერში რასაც ის სუნთქავს. მზე ანათებს მთელ მსოფლიოს თავისი შუქით. რა გადასახადს ვიხდით ჩვენ ყველა ამ მსახურებისთვის? არპიტამი (ღმერთისადმი შეთავაზების შეგრძნება) არის გადასახადი. ამას ეწოდა ბალი. ადამიანი არ უნდა შეაშინოს ტერმინმა ბალი. ეს ნიშნავს მხოლოდ საკუთარი თავის შეთავაზებას ღმრთიურისადმი.
– ღმერთის საუბარი, 1995 წლის 5 სექტემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 29 აგვისტო.
რა მნიშვნელობა აქვს „ტირუ-ონამს“, ფესტივალს რომელსაც ყველა კერალელი აღნიშნავს და რა შეგვიძლია ვისწავლოთ მისგან? ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის ჩვენ დღეს.
ბალიმ გააცნობიერა რომ ბალახის არც ერთი ღერო არ მოძრაობს ღმრთიური ძალის გარეშე. “არავინ იცის ღმერთის ნების უზენაესი ძალა. ის აღწევს ყველაფერს კოსმოსში ჭიანჭველიდან ბრაჰმანამდე. კაცმა არ იცის ეს ჭეშმარიტება”, – განაცხადა მან. იმპერატორმა ბალიმ თავისი თავი მთლიანად დაანება ღმერთს. მისი მეფობის დროს ყველა ქვეშევრდომი იყო ბედნიერი და ატარებდა ღმრთისმოსავ ცხოვრებას. დამწუხრებულმა ფიქრით რომ უნდა წასულიყო თავისი ხალხისგან, მან უთხრა მათ: “ძვირფასო ადამიანებო! მე არ შემიძლია ვიყო თქვენს გარეშე და თქვენ არ შეგიძლიათ იყოთ ჩემს გარეშე. ყოველწლიურად გამოვჩნდები თქვენს წინაშე და გაგახარებთ თქვენ.” ონამი არის დღე, როდესაც ბალი ასრულებს თავის დაპირებას. დილით ადრე გაღვიძება, აბაზანის მიღება, ახალი კაბების ჩაცმა და ღმერთის თაყვანისცემა აღნიშნავს ონამ დღესასწაულებს. რა მნიშვნელობა აქვს ახალი ტანსაცმლის (ვასთრას) ტარებას? ვასთრა გულის ერთ-ერთი სახელია. ახალი ვასთრას (ტანსაცმლის) ტარება ნიშნავს გულის განწმენდას. როდესაც გული სუფთაა ღმერთი ირჩევს მასში დასახლებას. ახალი სამოსის ტარებას აზრი არ აქვს, თუ გული უწმინდური რჩება. ამიტომ გული უნდა იყოს სუფთა. მმართველი უნდა იყოს ქვეშევრდომების ღირსი და ქვეშევრდომები უნდა იყვნენ მმართველის ღირსი. ამ ორს შორის ჰარმონია არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.
– ღმერთის საუბარი, 1995 წლის 5 სექტემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 30 აგვისტო.
რა არის მნიშვნელოვანი გაკვეთილი რაც ჩვენ უნდა ვისწავლოთ იმპერატორ ბალისგან იმაზე როგორ ვასიამოვნოთ ღმერთს? ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის ჩვენ დღეს.
ღმერთისთვის შესაწირავი ყვავილი არის სუფთა გული თავისუფალი ყოველგვარი ბინძურებისგან და ბოროტი ტენდენციებისგან როგორიცაა ვნება, ბრაზი და სიამაყე. შესათავაზებელი ხილი არის გონება თავისუფალი ყოველგვარი ცუდი ფიქრისა და გრძნობისგან. იგი უნდა იყოს სავსე სიკეთის ტკბილი წვენით. წყალი რომელიც ღმერთს უნდა შესწიროთ არის წყალი რომელიც მოედინება თვალებიდან ღმერთის განცდის სიხარულისგან. ცრემლები ორგვარია: ცრემლები, რომლებიც წარმოიქმნება მიჯაჭვულობისგან გამოწვეული მწუხარებით და ცრემლები, რომლებიც სპონტანურად წარმოიქმნება ანანდასგან (ღმრთიური ნეტარების განცდისგან). გახადე ღმერთი შენი სიცოცხლის სუნთქვად, შენი არსებობის სიტკბოდ. სწორედ ასეთი წმინდა გრძნობებით შესწირა იმპერატორმა ბალიმ თავი უფალს ვინც ვაამანას სახით გამოჩნდა. ადამიანები უკეთებენ ღმერთს ყველანაირ შესაწირს. მათგან ყველაზე დიდი არის საკუთარი თავის შეთავაზება. სწორედ ეს გააკეთა ბალიმ. მან გამოაცხადა – “ოჰ უფალო! მე გთავაზობ შენ გულს რომელიც შენ მომეცი მე. კიდევ რა შემიძლია შემოგთავაზო? გთხოვ მიიღე ჩემი შესაწირავი შენს ფეხებთან.” ბალი არის უზენაესი მსხვერპლის ასეთი მაგალითი. ამგვარად მან მიანიჭა სიამოვნება ღმერთს!
– ღმერთის საუბარი, 1995 წლის 5 სექტემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან – 2023 წლის 31 აგვისტო.
რაკშა-ბანდანის ხელსაყრელ დღეს როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ სიყვარულს და ერთობას ძმას, დასა და ოჯახს შორის, ბჰაგავანი სიყვარულით მიმართავს ჩვენს კეთილშობილურ მეს აღდგეს, გაიღვიძოს და იმოქმედოს სწორედ ამ მომენტიდან.
რამას, ლაქშმანას, ბჰარათასა და შათრუღნას ჰქონდათ დიდი სიყვარული ერთმანეთის მიმართ. ისინი მართავდნენ აიოდჰიას დიდი ერთიანობით. რამა არ იყო ის ვინც მარტო განაგებდა მთელ სამეფოს; ყველა მისი ძმა ეხმარებოდა მას სამეფოს საქმეების გაძღოლაში. რამაიანა გვასწავლის ჩვენ ბევრ გაკვეთილს ზნეობასა და ეთიკაში. ამ დიდი ეპოსის ყველა პერსონაჟი იძლევა დიდი იდეალების მაგალითებს კაცობრიობისთვის მისადევნად. შაქარზე ტკბილი, ხაჭოზე გემრიელი, უტკბილესი მართლაც ვიდრე თაფლი არის რამას სახელი. არის რამე უფრო დიდი ვიდრე რამა ნამა (რამას სახელი)? ჩვენ უნდა გავიგოთ ეს ჭეშმარიტება და ვიფიქროთ მის სახელზე დღისით და დღის გარეთ. დიდი ეპოსები როგორიცაა რამაიანა და მაჰაბჰარათა გვასწავლის ჩვენ ბევრ მორალურ და ეთიკურ ფასეულობას. ჭეშმარიტება არის ყველაზე მაღალი ამ ფასეულობებს შორის. „არ არსებობს უბიწოება უფრო დიდი ვიდრე ჭეშმარიტების ერთგულება (სათიან-ნასთი-პარო-დჰარმაჰ). დჰარმა იბადება ჭეშმარიტებიდან და დჰარმადან წარმოიქმნება მშვიდობა, და მშვიდობიდან წარმოიშობა სიყვარული. სადაც არის სიყვარული, იქ არ შეიძლება იყოს სიძულვილი. სიყვარულის მქონე ადამიანი ერთგულებს არაძალადობას. ჭეშმარიტება, უბიწოება, მშვიდობა, სიყვარული და არაძალადობა არის ხუთი ძირითადი ადამიანური ფასეულობა. ვინც ამ ადამიანურ ფასეულობებს პრაქტიკებს, იმსახურებს იწოდებოდეს ადამიანად!
– ღმერთის საუბარი, 2009 წლის 3 აპრილი.

ბაბა