საი შთაგვაგონებს 2022 წლის 1 ნოემბერი.
როდესაც ჩვენ ვხედავთ და განვიცდით უბედურებას ცხოვრებაში, რა არის ერთი ჭეშმარიტება რაც ჩვენ არასოდეს უნდა დავკარგოთ მხედველობიდან? ბჰაგავანი გვიზიარებს და ხელახლა გვიდასტურებს შეხედულებას მოცემულს ჩვენზე ძველი ბრძენების მიერ.
ქმნილება დებს ნივთიერებებს ერთად; რაც ჩადებულია ერთად უნდა დაიშალოს დროთა განმავლობაში და განთავისუფლდეს. ინდივიდი შექმნილია, ამიტომ მოხდება დაშლა და სიკვდილი. ახლა, ზოგი დაბადებულია ბედნიერი; ზოგი ტკბება ჯანმრთელი, ბედნიერი ცხოვრებით. ზოგი დაბადებულია უბედურად; სხვები დაბადებული არიან ხელებისა და ფეხების გარეშე. ზოგიერთი იბადება ჭკუასუსტად ან დეფექტურად. ვინ დააზიანა ან დაჭრა ისინი? ღმერთი გამოცხადებულია როგორც სამართლიანი და კეთილი. როგორ შეიძლება ასეთი ღმერთი იყოს ასეთი მიკერძოებული და წინასწარ ცუდად განწყობილი? როგორ შეიძლება ასეთი განსხვავებული მოპყრობა მოვიდეს ღმერთის მიერ მართულ სფეროში? ასეთი ეჭვები ბუნებრივია. ხედვამ ინდოეთის ბრძენების ვინც ჩამოაყალიბეს აზრები ამ მიწის შესახებ გამოააშკარავა მათთვის რომ ღმერთი არ არის ამ განსხვავებების მიზეზი; ესები არის იმ ქმედებების შედეგები რომლების ნებასაც აძლევდა ინდივიდი თავის თავს ამის წინა ცხოვრებებში! ესები შედეგდება ბედნიერებასა და უბედურებაში, ჯანმრთელობასა და უნარშეზღუდულობებში. კარგი და ცუდი არის თვითნაკეთი, შედეგი იმის რაც იყო გაკეთებული წინა ცხოვრებებში.
– სატია საი ვაჰინი, თავი 3.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 2 ნოემბერი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 3 ნოემბერი.
რატომ არის კარმა (მოქმედებები რომლებსაც ჩვენ ვაკეთებთ ყოველდღიურად), ძალიან ძლიერი გამვლენი ჩვენს მომავალზე? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ ასე რომ ჩვენ ვიყოთ შეგნებული.
ადამიანთა ტანმოსილებები, მათი მდგომარეობა, ავკარგიანობა რაც ადამიანებს შეიძლება შეხვდეთ ცხოვრებაში, არ შეიძლება ეს იყოს მემკვიდრეობითი გავლენისა და ტენდენციების დაგროვილი შედეგი? ორი რამ დგას პარალელური ხაზივით როდესაც ჩვენ ამ საკითხს ვიხილავთ: გონებრივი და მატერიალური. თუ დამაკმაყოფილებელი ახსნები შეიძლება მოიძებნოს მატერიალიზმში ადამიანის ბუნებასთან და მის განსაკუთრებულ ხარისხებთან დაკავშირებული პრობლემებისთვის, მაშინ არ შეიძლება იყოს საფუძველი დასაჯერებლად რომ არსებობს ფაქტორი, რომელსაც ეწოდება ათმა ან ღმრთიური! მაგრამ შეუძლებელია იმის დემონსტრირება რომ აზროვნების უნარი, მაგალითად, წარმოიშვა ფიზიკური მატერიიდან. როდესაც სამუშაოს ნაწილი სრულდება, ისევ და ისევ, ის იქცევა ჩვევად, უნარად; არა? მაშასადამე, უნარები ან ჩვევები რასაც ახალშობილი გამოფენს უნდა იყოს განპირობებული მათი მუდმივი გამეორებით დიდი ხნის წინათ თავის გართობის ტკბობით. რა თქმა უნდა, ამას ადგილი უნდა ჰქონოდა ბევრ წინა ცხოვრებაში. ასე რომ, აუცილებელია ამ რწმენის დასაბუთებულობის პოსტულატად მიჩნევა წარსულ და მომავალ ცხოვრებებში ყველა ცოცხალი არსებისთვის! პირობები რომელშიც ჩვენ უნდა გავატაროთ მომავალი განისაზღვრება იმით რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ. ერთ ცხოვრებასა და მეორეს შორის, ადამიანი კვდება და შემდეგ, ინდივიდი ან პროგრესირებს ან რეგრესირებს, ფართოვდება ან იკუმშება.
– სატია საი ვაჰინი, თავი 3.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 4 ნოემბერი.
როგორ შეიძლება ჩვენ დავძლიოთ ცოდვა, ტანჯვა და უმეცრება? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს ასე რომ ჩვენ შევძლოთ შეუპოვრობა ამაში, შეგნებულად.
ზრდა სამი ტრაგედიის: პაპამის, ტაპამისა და აჯნანამის (ცოდვა, ტანჯვა და უმეცრება) არის ვედანტას ცოდნისა და პრაქტიკისგან თავის გარიდების შედეგი. სახელი რომელიც ჩვეულებრივ მიცემულია რეალობაზე რაც შენ ხარ – “რამა”, არის წამალი სამივესთვის. ათმა ცნობილია როგორც ათმა-რამა რადგან რამა ნიშნავს იმას რაც ასიამოვნებს და არაფერი ანიჭებს ისეთ უზარმაზარ ამოუწურავ სიხარულს როგორც ათმა. ასე რომ, სიტყვა რამა ნიშნავს ათმას. ეს სიტყვა შედგება სამი კომპონენტისგან: “რა”, “ა” და “მა”. „რა“ არის აგნის (ცეცხლის) პრინციპის მისტიური წარმომდგენი; იგი წვავს ცოდვას ფერფლად, „ა“ არის სურია (მზის) პრინციპის სიმბოლო; იგი სპობს უმეცრების სიბნელეს. „მა“ არის ჩანდრას (მთვარის) პრინციპის სიმბოლო; იგი აგრილებს ტანჯვის სიცხეს. ასე რომ, “რამა” გადალახავს სამივე ტრაგედიას და ავლენს ჭეშმარიტებას, სილამაზეს და სიკეთეს. გაიმეორეთ სახელი “რამა” ამ მნიშვნელობით ჭკუაში და თქვენ შეიძლება იგრძნოთ მისი ეფექტი ძალიან მალე!
– ღმერთის საუბარი, 1967 წლის 22 აპრილი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 5 ნოემბერი.
რა არის ჩვენი ჭეშმარიტი წარმომავლობა და მემკვიდრეობა, რაც ჩვენ არასოდეს უნდა დავივიწყოთ? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს კრისტალურად სუფთა ტერმინებით.
ოჰ, უკვდავების შვილებო! ისმინეთ! ისმინეთ პასუხი მოცემული იმ ბრძენთა (რიშთა) გზავნილში რომლებსაც ჰქონდათ ხედვა ყველაზე დიდებული პიროვნების (პურუშოათთამას), ვინც ცხოვრობს ილუზიისა და სიბნელის მიღმა: ოჰ, თქვენ ადამიანებო! ძმებო! ერთადერთი საშუალება თქვენთვის საკუთარი თავის გასათავისუფლებლად სიკვდილის მემკვიდრეობისგან, არის „მისი შეცნობა“. ნუ წარმოიდგენთ რომ თქვენ ხართ ცოდვილები, რადგან თქვენ ხართ მარადიული ნეტარების (ანანდას) მემკვიდრეები. თქვენ ხართ ღმერთის სახეები, მონაწილენი შეუმცირებელ ნეტარებაში. თქვენ ხართ ბუნებით წმინდა, ძალიან-სრული; თქვენ ხართ სინამდვილეში ღმერთი მოძრავი დედამიწაზე. არსებობს ცოდვა უფრო დიდი რაც თქვენნაირების ცოდვილებად წოდებაა? თქვენ სახელს იტეხთ და აძაგებთ საკუთარ თავს როდესაც აღიარებთ სახელწოდებას “ცოდვილები”! ადექით! განდევნეთ გრძნობა რომ თქვენ ხართ ცხვარი. არ იყოთ შეცდომაში შეყვანილი ამ იდეით. თქვენ ხართ ათმა. თქვენ ხართ უკვდავების ღმრთაებრივი ნექტრის წვეთები, რომლებმაც არც დასაწყისი იციან და არც დასასრული. ყველაფერი მატერიალური არის თქვენი მონა; თქვენ არ ხართ მათი მონები.
– სატია საი ვაჰინი, თავი 4.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 6 ნოემბერი.
რა არის საუკეთესო დაცვა რაც ჩვენ შეგვიძლია ყოველდღიურად ვაპრაქტიკოთ ჩვენი წარსული მოქმედებების შედეგების წასაშლელად? ბჰაგავანი სიყვარულით გვმეგზურობს ჩვენ დღეს.
კარმას (მოქმედების) შედეგები შეიძლება გაიწმინდოს მხოლოდ კარმას მეშვეობით, როგორც ეკალი შეიძლება ამოღებული იყოს მხოლოდ მეორის საშუალებით! აკეთეთ კარგი კარმა ცუდი კარმას ტკივილის შესამსუბუქებლად, რაც თქვენ გააკეთეთ და რისგანაც თქვენ იტანჯებით ახლა. საუკეთესო და უმარტივესი კარმა არის უფლის სახელის გამეორება; დაკავდით მუდამ ამით. ეს თავიდან აგაცილებთ ბოროტ მიდრეკილებებს და ბოროტ აზრებს. ეს დაგეხმარებათ თქვენ სიყვარულის გამოსხივებაში თქვენს ირგვლივ. ძველი ბრძენები კარმას ყოფდნენ ვიკარმად (იმად რაც განზრახვით კეთდება) და აკარმად (შესრულებულად რამე განზრახვის გარეშე შედეგების მიღებაზე). მისდიეთ აკარმას და გადაირჩინეთ თავი ტანჯვისგან. ყველა სხვა საქმიანობა როგორიც გამომუშავებაა სიმდიდრის, რეპუტაციის, დიდების – შედეგდება ტანჯვაში. მოიპოვეთ შინაგანი სიმშვიდე და სიხარული; ეს შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ მაშინ როდესაც თქვენ მოქმედებთ მოგებაზე თვალის დაჭერის გარეშე. ქმედება უნდა იყოს მისი საკუთარი ჯილდო; ან უფრო სწორად, ქმედება უნდა იყოს შიგნით მყოფი ღმერთის კარნახით ასე რომ მისი შედეგი შეეთავაზოს მას. აპრაქტიკეთ ეს დამოკიდებულება თანმიმდევრულად და თქვენ იპოვით დიდ სიმშვიდეს გამეფებულს თქვენში და თქვენს ირგვლივ.
– ღმერთის საუბარი, 1966 წლის 26 მარტი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 7 ნოემბერი.
რა არის ბჰაგავანის ნათელი მოწოდება სულიერი ასპირანტებისადმი ვინც კითხულობენ უპანიშადების დიდ პერსონაჟებზე? მოდით ჩვენ მოვისმინოთ მისგან და ვიმარშიროთ შთაგონებულებმა და აღფრთოვანებულებმა.
პრაქტიკა გაძლევთ თქვენ ნეტარების გამოცდილების ოქროს მოსავალს. თუ თქვენ ხარჯავთ მთელ თქვენს დროს ღობის აშენებაზე, როდის წახვალთ თქვენ მოსავლის გამოსაზრდელად? როცა თქვენ ხარჯავთ მთელ თქვენს დროს წაკითხვაში სოფლის მეურნეობისა და შესანიშნავი კულტურების შესახებ რომელთა მიღებაც შესაძლებელია მაღალი მოსავლიანობის ჯიშების თესლის, სასუქების, პესტიციდების და ა.შ. გამოყენებით, მაგრამ არ ხნავთ, არ თესვათ, არ ასხურებთ, არ თხრით ან არ იღებთ სარეველებს, შეიძლება ბეღელი იყოს სავსე? წაკითხვა, წარმოთქმა, მოსმენა – ეს არ არის საკმარისი; პრაქტიკა არის ის, რაც საჭიროა. თუ თქვენ გეტყვიან, ნაჩიკეტამ გააკეთა ეს ან სვეტაკეტუმ თქვა ის, ეს რა სასარგებლო არის? თუ თქვენ არ მიიღებთ მათ იდეალებად, მაგალითებად და მეგზურებად, ეს ბიბლიური ტექსტები დარჩება ზღაპრად! გაიგეთ მათი ურყევობა და რწმენა, მათი ფასეულობების გრძნობა და მათი სამართლიანობა. და მოიწყურეთ მათი შეძენა. მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩვენ გვყავდეს მეორე ნაჩიკეტა და მეორე სვეტაკეტუ. ან კიდევ კაცობრიობის ისტორიის მთელ მსვლელობაში იქნება მხოლოდ ერთი ნაჩიკეტა და ერთი სვეტაკეტუ!
– ღმერთის საუბარი, 1967 წლის 22 აპრილი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 8 ნოემბერი.
ხელსაყრელ კარტიკა პოურნიმაზე, რომელიც ასევე არის გურუ ნანაკის დაბადების დღე, ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ სადჰანას პოპულარიზებულს გურუ ნანაკის მიერ.
ღმრთაებრივი სიყვარულის ტანთმოსილნო! სამიაკ-კირტანამ სანკირტანამ (ერთგულთა სიმღერის საუკეთესო ფორმა არის ჯგუფურად სიმღერა). არსებობს დიდი განსხვავება კირტანამსა და სანკირტანამს შორის. კირტანამ არის ინდივიდის საქმე. ეს არის ინდივიდის სიმღერა მისი ლოცვების შესასრულებლად. სანკირტანამი უმიზნებს მთელი სამყაროს კეთილდღეობაზე. ეს ასევე აღწერილია როგორც სამაჯიკა ბჰაჯანი (ჯგუფური გალობა). ბჰაჯანების სიმღერის ეს მეთოდი პირველად ინიცირებული იყო სიქიზმის ფუძემდებელის გურუ ნანაკის მიერ. სანკირტანა უმიზნებს ერთობის დემონსტრირებაზე მრავალფეროვნებაში. როდესაც ყველა მონაწილე ერთიანდება სამღერად უნისონში ერთი ხმით, ეს აღიწერება როგორც სანკირტანა. სანკირტანას ძირითადი მიზანი არის ღმერთის სიყვარულის მოპოვება. საკუთარი ხმის, მელოდიის, განცდისა და რიტმის შერწყმით სიმღერის შესაბამის რიტმზე, ერთგულმა უნდა ჩაძიროს თავისი თავი სიმღერაში. ჰარმონიზება გრძნობის ერთგულებასთან და სიყვარულთან, სიმღერის წმინდა სიტყვები უნდა იყოს ღმერთისადმი სიყვარულის გამომჟღავნება. ეს მარტო არის ღმრთისმოსავი სიმღერა.
– ღმერთის საუბარი, 1992 წლის 3 მარტი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 9 ნოემბერი.
როცა ჩვენ ვემზადებით გლობალური აკჰანდა-ბჰაჯანისთვის თქვენ და მე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს.
სიყვარულის ტანმოსილებო! მხოლოდ მაშინ როცა ჩვენ გავაცნობიერებთ ბრილიანტის ძვირფასეულობას ჩვენ ვიზრუნებთ მის დაცვაზე. მსგავსად მხოლოდ მაშინ როცა ჩვენ ვართ უფლის სახელის გალობის ფასეულობის მცოდნე ჩვენ გავაკეთებთ ძალისხმევას მის საპრაქტიკოდ და მისგან სასარგებლოდ. ყველა ვერ აცნობიერებს უფლის სახელის წარმოთქმის ძალასა და ეფექტურობას. პირველი აუცილებელი პირობა არის აზროვნების, სიტყვისა და საქმის სისუფთავე. სახელი რომელიც წარმოითქმება ენით უნდა მედიტირდეს ჭკუით. რაც წარმოითქმება და რაზეც მკვიდრობენ უნდა მიესალმონ ხელების ტაშისცემით. ეს სამმაგი კონცენტრირება ღმერთის სახელზე – ჭკუის, სიტყვისა და მოქმედების ერთიანობა – განწმენდს გულს და კვებავს ერთგულების გრძნობას. უკეთესი ვიდრე უფლის ხარისხების ჩამოთვლა, მისი დიდების გალობა ან მისი ქმედებებისა და სწავლებების გადმოცემა, სახელის გალობა არის უმაღლესად დამმოძღვრელი.
– ღმერთის საუბარი, 1986 წლის 8 ნოემბერი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 10 ნოემბერი.
რატომ არის მნიშვნელოვანი კეთილსინდისიერი ცხოვრების გატარება? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს.
ისინი ვინც არიან სუფთა თავიანთი გულებით ყოველთვის წარმატდებიან. რა საქმესაც კი თქვენ წამოიწყებთ, აკეთეთ იგი კეთილსინდისიერად. განავითარეთ ჭკუის სისუფთავე. თუ თქვენ იწყებთ საქმეს ამ სიწმინდით და შემდეგ ელოცებით ღმერთს, უეჭველად თქვენ მიაღწევთ შედეგს. გიტა ამბობს, მამაივამსო ჯივა-ლოკე ჯივა ბჰუთაჰ სანათანამ (ყველა ინდივიდუალი არსება ამ მატერიალურ მსოფლიოში არის ჩემი მარადიული მე-ს ფრაგმენტი). თქვენ ყველა ხართ ჩემი ღმრთაებრიობის ნაწილი. ამიტომ, თქვენ ყველა უნდა მომედევნოთ მე. ჩემი სიყვარული არის ღმრთაებრივი და წმინდა. ასეთივე იქნება თქვენი სიყვარული. თუ თქვენ მიყვებით ამ პრინციპს, თქვენ ავტომატურად მიაღწევთ სიწმინდეს. სადაც არის სიწმინდე, იქ არის ღმრთიურება. ყველაფერი არის ანარეკლი, რეაქცია და გამოძახილი. უძველესი დროიდან, თქვენ ყველა ხართ ჩემი საკუთარი ამსა (ნაწილი). არასოდეს დაივიწყოთ ეს ჭეშმარიტება! თუ მხოლოდ თქვენ განივითარებთ რწმენას ამ ჭეშმარიტებაში, ეს გაუთანაბრდება მთელი ბჰაგავად გიტას წაკითხვას.
– ღმერთის საუბარი, 2007 წლის 13 ნოემბერი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 11 ნოემბერი.
რა არის უფლის სახელის “ნამა”-ს ღრმა მნიშვნელობა? გლობალური აკჰანდა ბჰაჯანის წინა დღეს, ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ კრისტალურად სუფთა ტერმინებით.
ნამა შედგენილია სამი ასოსგან: “ნა”, “აა” და “მა”. ყველა მუსიკა დაფუძნებულია შვიდ სვარაზე, შვიდ ნოტზე. ნუმეროლოგიის მეცნიერების თანახმად, ასოებს “ნა”, “აა” და “მა” აქვთ რიცხვითი მნიშვნელობები: 0, 2 და 5, რაც მთლიანობაში შვიდს შეადგენს. შვიდი ნოტია “სა, რი, გა, მა, პა, და, ნი”. გოპიკაებმა გამოიყენეს ეს შვიდი ნოტი მუსიკის, რიტმისა და ერთგულების გასაერთიანებლად რასა კრიდას ცეკვაში კრიშნასთან. ამ ჯგუფურ ცეკვაში, გოპიკაები იყვნენ ისე მთლიამად დაკარგულნი ერთგულებაში და სიმღერაში, რომ განიცადეს ერთიანობა ღმრთაებრივთან. ამ გზით, სანკირტანა (ერთობის სიმღერა) კრიშნას სადიდებლად გახდა პოპულარული და დამხმარე ერთგულების განვითარების და ხელის შემწყობი კოლექტიური ლოცვების მსოფლიოს კეთილდღეობისთვის. მსგავსად, ერთობლივი სიმღერა რამას სახელით ასევე შევიდა მოდაში. ნუმეროლოგიურად, ასოები რამას სახელში ჯამდება შვიდად. შვიდი ნოტის გარდა, მისტიური რიცხვი შვიდი დაკავშირებულია ბევრ წმინდა რამესთან როგორიც არის შვიდი კუნძული, შვიდი ოკეანე, შვიდი ბრძენი და ა.შ. ამ კონცეფციის შესაბამისად ტარდება შვიდდღიანი ფესტივალები და იაჯნები.
– ღმერთის საუბარი, 1986 წლის 8 ნოემბერი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 12 ნოემბერი.
რა არის მიზანი აკჰანდა ბჰაჯანის რასაც ვაკვირდებით ყოველ წელს? ბჰაგავანი სიყვარულით იმეორებს ჩვენთვის როცა ჩვენ ვიწყებთ ამ წლის გლობალურ აკჰანდა ბჰაჯანს.
დღეს ჩვენ გვაქვს აკჰანდა ბჰაჯანი (შეუჩერებლად ოცდა-ოთხ-საათიანი ბჰაჯანი საის ერთგულებთან მთელ მსოფლიოში). ეს კეთდება არა ერთი ინდივიდის, ერთი ერის ან ერთი საზოგადოების გულისთვის. ეს არის მთელი კაცობრიობის კეთილდღეობისთვის! ბჰაჯანები რაც იმღერება ვრცელდება ეთერში ხმოვანი ტალღების სახით და ავსებს მთელ ატმოსფეროს. ამით მთელი გარემო იწმინდება. ამ განწმენდილ ატმოსფეროში სუნთქვით ჩვენი გულები იწმინდება. უფლის სახელის წარმოთქმა არის გაცემისა და აღების პროცესი. უფლის სახელის გალობა უნდა გახდეს ვარჯიში სიხარულისა და სიწმინდის ურთიერთგაზიარებაში. ეს უნდა გვახსოვდეს რომ ხმები რასაც ჩვენ გამოვცემთ გაისმის ატმოსფეროში. ესები მუდმივად რჩება ეთერში როგორც ტალღები და ცოცხლობს ბგერის წარმომთქმელ ინდივიდზე უფრო მეტ ხანს. დღეს ატმოსფერო დაბინძურებულია უწმინდური და მანკიერი ხმებით. ეს შედეგდება ბოროტი აზრებისა და გრძნობების ზრდაში, რასაც მიჰყავს ბოროტ საქმეებთან. თუ ატმოსფერო უნდა იყოს განწმენდილი, იგი უნდა იყოს სავსე სუფთა და წმინდა ხმებით. აქედან არის საჭიროება სიწმინდის კულტივირების აზრებში, სიტყვებსა და საქმეებში.
– ღმერთის საუბარი, 1986 წლის 8 ნოემბერი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 13 ნოემბერი.
რა არის საუკეთესო თავდაცვა მღელვარე ბედისწერების ამ მშფოთვარე მსოფლიოში? ბჰაგავანი სიყვარულით გვმეგზურობს ჩვენ დღეს!
ღმრთიური სახელის ძალა უბადლოა. ადამიანები ხშირად ამას დაუდევრად იღებენ. ეს არის შეცდომა. ადამიანმა შეცდომით არ უნდა მიიღოს მბზინავი შუშის ნაჭერი ბრილიანტად. ნამდვილი ბრილიანტი არის მთლიანად განსხვავებული. რა არის ეს ბრილიანტი (diamond) ? (‘Die mind’) “მვდარი ჭკუა”. ღმერთის სახელი არის ნამდვილი ბრილიანტი. შეინახეთ იგი უსაფრთხოდ და დაცულად. არასოდეს შეწუხდეთ ტკივილითა და ტანჯვით, დანაკარგებითა და სირთულეებით. ესები უბრალოდ მოდის და მიდის. ეს არ არის თქვენი ნამდვილი ბუნება. თქვენი თანდაყოლილი მე არის ძლიერი, მარადიული და რეალური (სათ). თქვენ არ უნდა გაჰყვეთ წარმავალ და არარეალურ ტალღებს, მიატოვოთ თქვენი საკუთარი ჭეშმარიტი და მარადიული ბუნება. სამწუხაროდ, დღეს ხალხი მიჰყვება მხოლოდ არარეალურ და გამვლელ ტალღებს. თუ თქვენ ებღაუჭებით წარმავალ და არარეალურ ნივთებს, თქვენ ყოველთვის მოტყუვდებით. როდესაც თქვენ ეძებთ თავშესაფარს ღმერთის ლოტოსის ტერფებში, თქვენ არასოდეს უნდა დანებდეთ. სადაც კი თქვენ წახვალთ, ღმრთაებრივი ტერფები დაგიცავთ თქვენ. თუ თქვენ დააყენებთ ღმრთიურ სახელს მყარად თქვენს გულში, თქვენი ცხოვრება გახდება ნაკურთხი. ეს არის ბჰაკტი (ერთგულება). ეს არის თქვენი შაკტი (ძალა). ეს არის მუკტი (განთავისუფლება!
– ღმერთის საუბარი, 2007 წლის 13 ნოემბერი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 14 ნოემბერი.
ნათქვამია რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ბავშვივით ღმერთის სამეფოში შესასვლელად. რა არის ეს ბავშვივით ყოფნა? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს მარტივი მაგალითებით.
შრი სატია საი სევას ორგანიზაციის ერთეულებმა ხაზი უნდა გაუსვან მაგალითისა და პირადი პრაქტიკის საშუალებით რომ არანაირი სიხარული არ არის გაზიარების, გაცემის და უარის თქმის სიხარულის თანასწორი. თქვენ შეიძლება ეს გაიგოთ უკეთესად როცა თქვენ აქცევთ ყურადღებას ბავშვების ყოფაქცევას. ისინი არიან როგორც რეალიზებული სულები, მიუჯაჭველები. შეამოწმეთ ბავშვის ჯიბის შიგთავსი. თქვენ შეიძლება იპოვოთ რამდენიმე კენჭი, შუშის ნაჭერი, ყლორტი ან ყვავილი. ბავშვი ამეებით იღებს უფრო მეტ სიხარულს, ვიდრე მოზარდები იღებენ ვალუტის ფუთებიდან. ბავშვებს არ სწყურიათ დაუფლება და სხვების უარყოფა. ეს არ გროვდება უახლოესი დღეებისთვის, ან უბრალოდ სიამოვნებისთვის გახდეს ცნობილი როგორც მომხვეჭი! ბავშვს შეიძლება ჰქონდეს ჭუჭყით დაფარული ტანი, მაგრამ მისი ჭკუა თავისუფალია ჭუჭყისაგან; უხუცესები არიან სკრუპულოზები ფიზიკურ სისუფთავესთან დაკავშირებით მაგრამ, მათი ჭკუები არის სურვილის, სიძულვილის, შურისა და დამამძიმებელი ტალახის სანაგვე ორმოები.
– ღმერთის საუბარი, 1972 წლის 24 ნოემბერი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 15 ნოემბერი.
როგორ შეგვიძლია ჩვენ საუკეთესოდ გამოვიყენოთ ეს ადამიანური ცხოვრება? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს და გვაძლევს ჩვენ ძვირფას მითითებებს.
სიცოცხლე იყო ბოძებული არა მხოლოდ ჭამისა და მონელებისთვის, ხეტიალისა და დაწოლისთვის, არამედ, ბევრად უფრო დიდი მიზნისთვის – ღმრთაებრიობის რეალიზებისთვის ჩვენში, ყველაფერში რაც ჩვენს ირგვლივ არსებობს და თუნდაც ყოველი რამის მიღმა რაც ჩვენს გრძნობებს აღწეევს! ასეთი ცხოვრების ფუჭად გაფლანგვა უბრალო გრძნობა-სიამოვნებაში არ არის ინტელექტუალური ადამიანის ნიშანი. დაიმსახურეთ ღმერთის წყალობა სუსტთა და ღარიბთა, ავადმყოფთა და ინვალიდთა, ტანჯულთა და დაჩაგრულთა დახმარებით. არ დასცინოთ სხვებს ან არ დატკბეთ მათი შეურაცხყოფით ან მათი დამამცირებელი ისტორიებით. არ არსებობს უფრო საშინელი ცოდვა, ვიდრე სხვისი გრძნობების ტკივილის გამოწვევა. ადამიანმა უნდა განივითაროს ორი ხარისხი: ცოდვის შიში და ღმერთისადმი ერთგულება. ღმერთისადმი ერთგულების საკულტივიროდ, ეცადეთ შეერიოთ კარგ ადამიანებთან, ჩაერთეთ ნამასმარანაში (ღმრთიური სახელის გალობაში) დღის ადრეულ საათებში, შეუერთდით საგუნდო ჯგუფებს, რომლებიც მღერიან ღმერთის სახელებს და მოძრაობენ ქუჩებში ათრთოლებული სიხარულით რომელიც ამოჩქეფს როცა თქვენ ასე აკეთებთ.
– ღმერთის საუბარი, 1975 წლის 28 იანვარი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 16 ნოემბერი.
რა არის მიზნი რისთვისაც უფალი იღებს დაბადებას ადამიანის ფორმაში? ბჰაგავანი განმარტავს დღეს ასე რომ ჩვენ შევძლოთ ამ ძვირფასი ხელსაყრელი შემთხვევის საუკეთესოდ გამოყენება.
ღმერთი ინკარნირებს არა უბრალოდ ბოროტების განადგურებისთვის; ეს არის მხოლოდ საბაბი, ერთი აშკარა მიზეზთაგან. სინამდვილეში, ღმერთი ინკარნირებს რწმენით სავსე ერთგულთათვის. ძროხას აქვს რძე უპირველეს ყოვლისა ხბოს საზრდოდ. მაგრამ იგი გამოიყენება კაცის მიერ თავისი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ასევე ღმერთი ხორცს ისხამს უპირველეს ყოვლისა თავდადებულთა, ერთგულთა, სათნოთა და კეთილთა საზრდოდ. მაგრამ ურწმუნონი და ცუდებიც კი იყენებენ შანსს თავიანთი საკუთარი მიზნისთვის. ამიტომ, ბჰაგავატაში, ასეთი ბოროტი ადამიანების ისტორიები ჩარეულია ღმერთის დიდებათა და წყალობათა შორის. ეს არ ხდის ბჰაგავატას რამე ნაკლებად წმინდას. როდესაც შაქრის ლერწმიდან ტკბილი წვენი გამოწურულია, ბაგასი რჩება და გადაიყრება! როდესაც ღმრთაებრივი დიდებულების სიტკბო გასინჯულია, ბაგასი შეიძლება გადააგდოთ. ლერწამს აქვს ორივე ბაგასიც და შაქარიც; იგი არ შეიძლება იყოს მხოლოდ შაქარი. ასევე, ერთგულებიც უნდა იყვნენ ურწმუნოთა შორის; არ შეიძლება იყოს ერთი მეორის გარეშე.
– ბჰაგავატა ვაჰინი, თავი 28.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 17 ნოემბერი.
ჩვენ რას უნდა მივყვეთ დაუღალავად ჩვენს ცხოვრებაში და ვიყოთ წარმატებულები? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს.
საქმიანობა იძლევა სწრაფ შედეგებს; ადამიანები ეძებენ მხოლოდ იმას რაც გამოსადეგია ახლა, კონკრეტულ ფორმაში, ან იმას რასაც აქვს უნარი დაუფლდეს მათი გრძნობებით. საერთოდ, ადამიანები მიდიან რეალობის ძნელად მისაღწევობის დასკვნამდე, ამიტომ ისინი გატაცებული არიან არამდგრადი სიამოვნებების მიმზიდველობით, დაშორებით გრძნობების გარეთ გასვლისგან მოპოვებადი სრული სიხარულიდან. სიბრძნის მიღწევა არის შინაგანი გამარჯვება; ეს მოიპოვება ხანგრძლივი და მძიმე ბრძოლის შემდეგ. ადამიანებს საერთოდ არ აქვთ საჭირო მოთმინება. უფრო მეტიც, ისინი დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ უხეშ ფიზიკურ ტანს. ტანი შეიძლება იყოს ბედნიერი მხოლოდ ობიექტებით რომლებიც ამარაგებს გრძნობებს, ამიტომ ადამიანები არ ეძებენ სიბრძნეს, რაც მათ გაუგზავნის გზებს, სადაც გრძნობები არის ზედმეტი. მათ სწყურიათ წარმატება მოქმედებაში, მაგრამ არა სრულყოფილება სულიერ სიბრძნეში. ისინი, ვინც დაჭერილი არიან ინტელექტის განზრახვებით არიან უფრო ნაკლებნი, ვიდრე ისინი ვინც დაჭერილი არიან გრძნობებითა და მათი წაქეზებით. ცოტა ვინც არიან სულიერად განწყობილნი დარდობს უნივერსალურ აბსოლუტთან შერწყმის უჩინარი, უხილავი ნეტარებისთვის. ეს არის სწორი გზა.
– გიტა ვაჰინი, თავი 08.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 18 ნოემბერი.
ჩვენ რატომ უნდა ვეცადოთ გულის განწმენდას? როდესაც ჩვენ ვზეიმობთ რატოცავამს, ეტლების ფესტივალს, ბჰაგავანი გვახსენებს ჩვენ რა არის ნამდვილი ეტლი რაც მას სურს ჩვენ გვქონდეს მომზადებული.
თუ ჩვენ სახლში მოვიწვევთ რომელიმე დიდ კაცს, ისეთს როგორიც არის წმინდანი ან სწავლული ადამიანი, გარკვეული სამზადისი უნდა გაკეთდეს სახლში, რომ გახდეს იგი წარმოსადეგი. ჩვენ უნდა გავასუფთავოთ სახლი და შემოგარენი ვიდრე სტუმარი მოვა ჩვენს სახლში. სახლი რომელიც არ არის სუფთა აკლია სიწმინდე და დიდი ადამიანები არ წავლენ ასეთ ადგილებში. ასევე, თუ ჩვენ მოვიწვევთ მინისტრს ან გუბერნატორს ჩვენს სოფელში, ჩვენ გავასუფთავებთ გზას, მოვრთავთ ბილიკს და შევინარჩუნებთ ყველაფერს შესაფერისად და ჯეროვნად გამოჩენილი სტუმრის მისაღებად. თუ ჩვენ ვიჩენთ ამდენ ზრუნვასა და სიფრთხილეს როცა ჩვენ ვიწვევთ ადამიანს ვისაც აქვს მხოლოდ დროებითი თანამდებობა, ჩვენ რამდენად უფრო სუფთად უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი გული, როცა ჩვენ ვიწვევთ თვით მსოფლიოს ნამდვილ შემოქმედს და მფარველს შესასვლელად? მხოლოდ მაშინ როცა ჩვენ განვწმენდთ ჩვენს გულს ღმერთი იქნება შემძლე შევიდეს მასში. კრიშნამ თქვა: “არჯუნა, შენ მიღებ მე შენი ეტლის მეეტლედ. მიმიღე მე შენი ცხოვრების მეეტლედ. სავარძელი რომელზეც მე ვზივარ ამ ეტლში არის ძალიან სუფთა და კარგად მორთული. დაფიქრდი რამდენად სუფთა და დიდებული უნდა იყოს შენი გული ჩემთვის დასაჯდომ ადგილად თუ მე გავხდები შენი გულის მეეტლე.”
– ღმერთის საუბარი, 1984 წლის 12 სექტემბერი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 19 ნოემბერი.
რა როლი შეიძლება ითამაშოს ქალმა აწმყო დროში? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ მაშინ როცა ჩვენ აღვნიშნავთ ქალბატონების დღეს.
ყველა ქალს უნდა მიეცეს განათლება კარგად დაგეგმილი მანერით. ის უნდა იყოს შემძლე გაიგოს ქვეყნის პრობლემები. მან უნდა გასწიოს ისეთი მსახურება და დახმარება როგორიც მას შეუძლია, თავისი რესურსებისა და შესაძლებლობების ფარგლებში, ქვეყნისთვის, საზოგადოებისა და ოჯახისთვის. არც ერთი ერი არ შეიძლება აშენდეს, მისი ქალების უკულტუროდ. მომავალი თაობა ყალიბდება დღევანდელი დედების მიერ; ეს თაობა სავსეა ადჰარმით (ბიწიერებით) და უსამართლობით, რადგან მათი დედები არ იყვნენ საკმარისად ფხიზლები და გონიერები. კეთილი, წარსული წასულია. მომავალი თაობის გადასარჩენად ქალები დროულად უნდა იყვნენ გაფრთხილებული და გაძღოლილი წინაპრების ასაღებად თავიანთ მოდელებად. წარსულში, აწმყოსა თუ მომავალში, ამ ყველა დროში, ქალები არიან პროგრესის ხერხემალი, ერის გული, ნამდვილი სუნთქვა. ისინი ასრულებენ მთავარ როლს ცხოვრების დჰარმაში, საკვანძო როლს რომელიც დამუხტულია სიწმინდით.
– დჰიანა ვაჰინი, თავი 05.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 20 ნოემბერი.
როგორც ერთგულებმა და გულწრფელმა ასპირანტებმა, ჩვენ როგორ შეგვიძლია ვასიამოვნოთ უფალს? ბჰაგავანი, სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს, კრისტალურად სუფთა ტერმინებით!
სულიერი მსურველის ბუნება არ არის სხვებში ნაკლთა ძებნა და საკუთარის დამალვა. თუ თქვენი შეცდომები მოთითებულია თქვენთვის ვინმეს მიერ, არ იკამათოთ და არ ეცადეთ დაამტკიცოთ რომ იყავით მართალი და არ ატაროთ წყენა მათ მიმართ ამის გამო. აწონ-დაწონეთ საკუთარ თავში, როგორი არის ეს ნაკლი და გაასწორეთ თქვენი საკუთარი ქცევა. მისი რაციონალიზება თქვენი საკუთარი კმაყოფილებისთვის ან ნებაზე მიშვება შურისძიების იმ ადამიანზე ვინც ეს მოგითითათ – ეს ნამდვილად არ არის სულიერი ასპირანტის ან ერთგულის თვისებები. სულიერმა ასპირანტმა ყოველთვის უნდა ეძიოს ჭეშმარიტი და სამხიარულო, და უნდა მოერიდოს ყოველგვარ აზრს რაც არის არაჭეშმარიტი, სამწუხარო და დამთრგუნველი. დეპრესია, ეჭვი, ამპარტავნება – ეს არის როგორც რაჰუ და კეტუ სულიერი ასპირანტისთვის. ესები ზიანს აყენებს ადამიანის სულიერ პრაქტიკას. ესები შეიძლება იყოს ადვილად უკუგდებული როდესაც ადამიანის ერთგულება კარგად ჩამოყალიბებდება. უმთავრესად უკეთესია სულიერი ასპირანტი იყოს მხიარული, მომღიმარი და აღტაცებული ნებისმიერ ვითარებაში.
– პრემა ვაჰინი, თავი 63.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 21 ნოემბერი.
ჩვენ როგორ უნდა ვასრულოთ მსახურება და რატომ? რა არის ჭეშმარიტად განათლებული ადამიანის ნიშანი? ბჰაგავანი სიყვარულით ახსენებს და განამტკიცებს დღეს ჩვენთვის.
გაწეული მსახურება უნდა იყოს თავისუფალი ვიწრო ეგოიზმის ოდნავი კვალისგან. მსახურებაზე ფიქრი არ უნდა იყოს დაკავშირებული სანაცვლოდ რაღაცის მიღების სურვილთან. თქვენ უნდა შეასრულოთ მსახურება როგორც თქვენ ასრულებთ მნიშვნელოვან მსხვერპლს (იაჯნას). ისევე როგორც ხეები არ ჭამს თავის ნაყოფებს, არამედ სთავაზობს მათ საჭმელად სხვებს განჯაჭვულობის დამოკიდებულებით; ისევე, როგორც მდინარეები წყლის დალევის გარეშე რაც მათ მიაქვთ, კლავს წყურვილს და აგრილებს სითბოს რისგანაც სხვები იტანჯებიან; ისევე, როგორც ძროხები სთავაზობენ თავის რძეს, რომელიც წარმოიქმნება პირველ რიგში მათი ხბოებისთვის, კეთილშობილების სულით რომელიც წარმოიშვა უარის თქმის (ტიაგას) შედეგად, სხვებისთვის საზიაროდ; ასევე, ვინც შეიძინა სულიერი ცოდნა, უნდა შესთავაზოს ის სხვებს მსახურების შესრულების მოტივით და ეგოისტური ინტერესების გათვალისწინების გარეშე. მხოლოდ ამით შეუძლიათ მათ გაამართლონ თავიანთი კეთილშობილი კაცების სტატუსი (საჯანა). ავთენტურმა მეცნიერებმა არ უნდა მიიღონ ეგოიზმი თავიანთ აზრებში, ნებისმიერ დროს!
– ვიდია ვაჰინი, თავი 15.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 22 ნოემბერი.
რა არის ეს იყო ჭეშმარიტად განათლებული? როცა შრი სატია საის უმაღლესი სწავლების ინსტიტუტის სტუდენტები იღებენ თავიანთ ხარისხებს, ღმრთაებრივი კანცლერი, ჩვენი საყვარელი ბჰაგავანი გვახსენებს ჩვენ.
„ილაპარაკე სიმართლე; მიჰყევი სამართლიანობას“. ეს ორი სასიცოცხლო ვედური პრინციპი დღეს წაშლილია. მამონი მეფობს უზენაესად. სიმდიდრე არის თაყვანცემული როგორც ღმერთი. კანონსაწინააღმდეგო მოქმედებები არის ამ ღმრთაებისთვის გაკეთებული შეთავაზებები. ადამიანურობა გაიწირა. უნდა დაბრუნდეს ადამიანური ფასეულობები. განათლება უნდა დამიზნდეს ამ ფასეულობების წახალისებაზე. სიყვარულის თესლის დარგვით და შემწყნარებლობის ხის აღზრდით, მოსწავლეები უნდა შეეცადნენ მშვიდობის ნაყოფის შესთავაზებას საზოგადოებაზე. ეს უნდა იყოს მათი უპირველესი მოვალეობა. სტუდენტებო! თქვენ არ გახდებით განათლებული მხოლოდ ხარისხების მიღებით. თქვენ იქნებით ჭეშმარიტად განათლებულები მხოლოდ მაშინ როცა თქვენ მიაგებთ მსახურებას ადამიანებს. დაასაქმეთ საკუთარი თავი ხალხისთვის მსახურებით. ჭეშმარიტი განათლება არის ის, რაც ადამიანს ამზადებს მსახურებისთვის და არა მხოლოდ სიმდიდრის მოსაპოვებლად. შეავსეთ თქვენი გულები თანაგრძნობით. თანამგრძნობი გული არის ღმრთიურის სამკვიდრებელი.
– ღმერთის საუბარი, 1989 წლის 22 ნოემბერი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 23 ნოემბერი.
ბჰაგავანის დაბადების 97-ე დღის ხელსაყრელ შემთხვევაზე რა შეგვიძლია ჩვენ შევთავაზოთ მას? როგორ შეგვიძლია ვასიამოვნოთ მას? ჩვენი საყვარელი უფალი განმარტავს თავის საკუთარ ბუნებას და ასევე რასაც ის გვისურვებს ჩვენ გასაკეთებლად.
შეეცადეთ გახდეთ სიყვარულის ტანმოსილება. იყავით მზად, შესთავაზოთ ყველა თქვენი შესაძლებლობები და უნარები ყველაფრის უფალს. ეს არის ღმერთის სიყვარული რაც გაჯილდოებთ თქვენ როდესაც თქვენ აკავებთ საკუთარ თავს ჯაფით, ტაფით ან იაგით (ღმერთის სახელის გამეორებით, მონანიებით, მსხვერპლშეწირვის რიტუალით). რა უფრო დიდ მიღწევას შეიძლება თქვენ ესწრაფოთ ვიდრე ღმრთიური სიყვარულის მიღებას ღმერთიდან? სიყვარულის პრინციპს არ აქვს ეგოს ან ნაკლის კვალი. იგი არის სრულიად თავისუფალი ეგოისტური მიჯაჭვულებისგან. რასაც საი აკეთებს, რასაც საი ფიქრობს, რასაც საი ამბობს, რასაც საი აკვირდება, ეს ყველაფერი არის თქვენი გულისთვის, არა საის გულისთვის. ჩემი ერთადერთი სურვილია თქვენი ანანდა (სიხარული). თქვენი ანანდა არის ჩემი ნეტარება. მე არ მაქვს სიხარული, მოშორებით თქვენი ბედნიერებიდან. რაც კი აზრები წარმოიშვება ჩემში არის მხოლოდ მსოფლიოს მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის, ახალგაზრდობის წინსვლისთვის და შესაქმნელად იდეალური ბიჭებისა და გოგონების ვინც სხვებს გაუძღვებიან ამ გზის გამყოლად. თქვენ უნდა მიუძღვნათ საკუთარი თავი ენთუზიასტური მსახურების გაწევას მსოფლიოს ხალხისთვის, აღიარებით რომ საის პრინციპს არ გააჩნია ეგოისტური განზრახვა.
– ღმერთის საუბარი, 1982 წლის 23 ნოემბერი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 24 ნოემბერი.
რა არის ჩვენი მდგომარეობა ამ მსოფლიოში დღეს და ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენი თავის ასამაღლებლად? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ ღრმა გამოსახულების ფორმირებით.
ეს არის თქვენგან თითოეულის ისტორია. ეს მსოფლიო არის ჯუნგლები, რომელშიც თქვენ დაეხეტებით; შიში არის ლომი, რომელიც მიგერეკებათ თქვენ მაღლა სამსარას ხეზე – მიწიერ საქმიანობაზე. შფოთვა არის დათვი რომელიც გაშინებთ თქვენ და მოყვება თქვენს ნაბიჯებს სამსარაში; ასე რომ, თქვენ სრიალდებით ქვევით მიჯაჭვულობასა და დავალებულ საქმეებში, იმედისა და სასოწარკვეთის ტყუპ ფესვთა მეშვეობით. ორი ვირთხა არის დღე და ღამე, რომლებიც ჭამს სიცოცხლის დროს შუალედს. ამასობაში, თქვენ ცდილობთ დაიჭიროთ ცოტაოდენი სიხარული ეგოიზმისა და „ჩემიას-გრძნობა“-ს ტკბილი წვეთებიდან. ბოლოს აღმოაჩენთ რომ წვეთები არის წვრილმანი და მიუწვდომელი, თქვენ ყვირით აგონიაში უარყოფის გამო, უხმობთ გურუს; გურუ ჩნდება, შიგნიდან თუ თქვენს გვერდით და გიხსნით თქვენ შიშისა და შფოთვისგან. როცა თქვენ დაუძახებთ მთელი გულწრფელობით, პასუხი აუცილებლად მოვა! უარი თქვით ყველანაირ მდაბალ სურვილზე და დაუძახეთ ტანჯული გულიდან.
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 24 ნოემბერი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 25 ნოემბერი.
როცა ბევრი ვბრუნდებით სახლში დაბადების დღის პუტაპარტში აღნიშვნის შემდეგ, რა არის ის გზავნილი რომელიც ჩვენ უნდა გავითავისოთ? ჩვენ რა ცვლილები უნდა უზრუნველვყოთ რომ ჩვენ რამემდე მიგვიყვანოს? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს კრისტალურად სუფთა ტერმინებით. ადამიანები ტრაბახობენ, რომ ისინი მოდიან პუტტაპარტში 20, 15 ან 10 წელის განმავლობაში თითქოს ჩვენ გვაქვს უფროსი ან უმცროსი კლასები. რეალურად რომ ვთქვათ, ადამიანმა უნდა დააფასოს მხოლოდ ამ კონტაქტით გამოწვეული სასიკეთო ცვლილებები ინდივიდის ხასიათსა და ქცევაში. რაოდენ გაქვთ თქვენ შეთვისეული აქედან სასწავლი გაკვეთილები? რამდენად წარმატდით თქვენ გაჟონვის შეჩერებაში რადგან გარეგნული გრძნობები ცლის თქვენს გამჭრიახობას და აშრობს შინაგანი სიხარულის წყაროს? თვალები ფანტავს თქვენს ხედვას ასი მიმართულებით; ყურები მიათრევს თქვენს ჭკუას ბევრი ცრუ მელოდიისკენ; ხელებს სწყურია ასი უსაფუძვლო მოქმედების მიდევნა; ესები ამცირებს და ანგრევს კაცს! ღმრთაებრივად მყოფ კაცს უნდა ჰქონდეს ღმრთაებრივი მთლიანად მის გარშენო, ყოველთვის, რომ იყოს ცოცხალი; მსგავსად თევზის, მას უნდა ჰქონდეს ღმრთაებრივი სიხარულის წყალი მის გარშემო! ამის ნაცვლად, ის ახლა ცდილობს შეინარჩუნოს თავი ცოცხლად ხელოვნური სუნთქვითა და ნასესხები სისხლით.
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 23 ნოემბერი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 26 ნოემბერი.
როგორ შეგვიძლია ჩვენ ვიცხოვროთ ბედნიერად და ჯანმრთელად? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ და გვამხნევებს ჩვენ მარშირებაში თავისუფლების ქალაქისკენ!
მოუსვენარი ჭკუა არის ცუდი ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი წყარო. კაცი არის მუდმივად შეწუხებბილი დარდით ან სხვა რამით. ის არასოდეს არის თავისუფალი შფოთვისგან. რატომ? იმიტომ რომ ის საკუთარ თავს აიგივებს ტანთან. მან როგორ შეიძინა ეს ტანი? თავისი წარსული საქმიანობებითა და მოქმედებებით. რით იყო გამოწვეული ესები? სიყვარულისა და სიძულვილის ტყუპთა მიზიდვებით. როგორ გაჩნდა ესები? ესები დაიბადა ორობითობაში, საპირისპიროებში ჩახლართვიდან. და, ის რატომ ებმება მახეში მათით? უვიცობა ჭეშმარიტების, ერთის. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ თითოეული ადამიანი არის პილიგრიმი და ყოველი დაბადება არის მხოლოდ ეტაპი მოგზაურობაში განთავისუფლების ქალაქისკენ. ეს ტანი არის დასასვენებელი სახლი, რომელშიც ჩვენ ვრჩებით მცირე ხნით, პილიგრიმობის განმავლობაში. ჭკუა არის ზედამხედველი, დარაჯი იმ ადგილის სადაც ჩვენ ვისვენებთ. ჩვენ არ უნდა მოვექცეთ მას ისე, თითქოს იგი იყოს ბატონი ან პატრონი. მაგრამ, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ რომ სახლი რის დაკავების უპირატესობაც ჩვენ გვაქვს არ იყოს დაზიანებული ან დაბინძურებული. კარგად ვიზრუნოთ მასზე და მის ავეჯზე და მოვეპყროთ დარაჯს თავაზიანად!
– ღმერთის საუბარი, 1982 წლის 20 ნოემბერი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 27 ნოემბერი.
რა არის ნიშანი უბიწოების გზაზე მიმავალი ადამიანის? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს ასე რომ ჩვენ შევძლოთ თვითდაკვირვება, არეკვლა და სიარული ამ გზაზე.
დაიმახსოვრეთ რომ ჭკუა და სინდისი უნდა იყოს დაჭერილი პირდაპირ მთელი კაცობრიობის კეთილდღეობის გზაზე (სარვა-მანავა-სუკჰა). დჰარმა ბრწყინავს და ანათებს მხოლოდ იმ ადამიანში ვინც ემსახურება ყველას და ანიჭებს სიხარულს ყველას. ასეთი ადამიანი მიიღებს არა მხოლოდ უფლის წყალობას, არამედ მასში შერწყმის უნიკალურ უპირატესობას. შეავსეთ თქვენი ენერგიის ყოველი უნცია დჰარმას არსით და შეეცადეთ პროგრესირდეთ ამ გზაზე უფრო და უფრო მეტად, ყოველ გასულ დღეს. შიშის დამოკიდებულება რომ უფალი ხედავს ყველგან და ყველაფერს, მუდმივი შიში რომ ადამიანი შეიძლება ჩასრიალდეს ცოდვაში, ბუნებრივი მიდრეკილება ჭეშმარიტებისკენ, მისწრაფება სწორი ქცევისკენ – ჭკუა (მანასი) დაჯილდოებულია ასეთი სათნოებებით. თქვენი ამოცანაა მიმართოთ იგი და გამოიყენოთ იგი მთელი კაცობრიობის კეთილდღეობისთვის. დჰარმაზე დამოკიდებულება უზრუნველყოფს ბედნიერებას და გაზრდის მას. მას შეუძლია მოაშოროს ის ზიზღი რასაც ადამიანი ინვითარებს სხვების მიმართ. ეს არ მოგცემთ უფლებას გასივდეთ სიამაყით როცა სხვა იტანჯება ან მწუხრობს.
– დჰარმა ვაჰინი, თავი 13.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 28 ნოემბერი.
რა არის საუკეთესო გამწმენდი საშუალება ჩვენი ხედვის გასასუფთავებლად და უფლის მუდმივ თანდასწრებაში დასამკვიდრებლად? ბჰაგავანი სიყვარულით გვმეგზურობს ჩვენ დღეს!
ჭეშმარიტების ძიება უნდა გახდეს თქვენი ყოველდღიური სულიერი დისციპლინა; ყოველი მომენტი უნდა იქნას გამოყენებული ამ ძირითადი მოვალეობისთვის. ჭეშმარიტება შეიძლება აირეკლოს თქვენს გონებაში მხოლოდ მაშინ როდესაც ის განიწმინდება მონანიებით (ტაპასით). ტაპასი ნიშნავს ყველა ქმედებას შესრულებულს უმაღლესი მოტივებით; ყველა ქმედებას მიმთითებელს წყურვილზე სულისთვის; მონანიებას წარსულის უხეში შეცდომებისთვის; მტკიცე გადაწყვეტილებას სათნოებისა და თვითკონტროლის მიდევნაზე; და უდრეკ ერთგულებას აღუშფოთველობაზე წარმატებებისა თუ წარუმატებლობის წინაშე. ეს არის ტაპასი რაც ახალისებს უარის თქმასა და დისციპლინას. ეს დისციპლინა აუცილებელია განსაკუთრებით ახლა, როდესაც გადახრის ცდუნება არის ასე ბევრი. ამ რკინის ხანაში, როდესაც სიბნელე ფუთავს ადამიანის ჭკუას, ნებისმიერი პატარა ლამპა რასაც შეუძლია გაანათოს ნაბიჯები არის ძალიან კეთილად მისაღები. აი ამიტომ მე გირჩევთ თქვენ მიმართოთ სათკარმას, სადაჩარას და სათპრავართანას (კარგ საქმეებს, კარგ ქცევას და კარგ დამოკიდებულებასა და მომავლის ხედვას), ასე რომ თქვენ შეძლოთ დამკვიდრება უფლის მუდმივ დასწრებაში.
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 23 ნოემბერი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 29 ნოემბერი.
რა არის ეფექტური ტექნიკა ბედნიერად და კარგი ჯანმრთელობით ცხოვრებისთვის? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს სიბრძნის ძვირფასი მარგალიტებით.
ფიზიკური და გონებრივი დაავადებისა და სისუსტის ყველა წყაროს დასაძლევად ერთადერთი ეფექტური გზა არის ადამიანის ათმური რეალობის გაცნობიერება. ეს მოიტანს სიყვარულისა და სინათლის აღზევებას რადგან მაშინ როდესაც ადამიანი აღიარებს რომ ის არის ათმა, ის შეიცნობს იგივე ათმას ყველაფერში, ის იზიარებს ყველას სიხარულს და მწუხარებას, და ის მონაწილეობს ყველას სიმაგრესა და სისუსტეში. როდესაც ადამიანი ილტვის მთელი კაცობრიობის ბედნიერებისა და კეთილდღეობისკენ, ის ნაკურთხია სიბრძნითა და ძალით გზის დასასახად და მისკენ კაცის წასაყვანად. ყველაში, ადამიანი ხედავს მის ღმერთს. მისი ნების ყოველი მოქმედება იქნება ისეთივე სუფთა, გულწრფელი და წმინდა როგორც შესაწირი ღმერთისთვის. ჯანმრთელობა არ არის დამოკიდებული მედიცინაზე. კარგი სიტყვები, კარგი მანერები, კარგი მხედველობა, კარგი აზრები – ესები არის არსებითი. რა შეუძლია თუნდაც ძლიერ ან ძვირადღირებულ წამლებს გააკეთოს თუ ადამიანი დაავადებულია ცუდი აზრებითა და ცუდი გრძნობებით? მეორეს მხრივ, სათნო ცხოვრებას, სასარგებლო აზრებს, ამაღლებულ იდეალებსა და უბიწო ქცევას შეუძლია მიანიჭოს არა მხოლოდ ჯანმრთელობა, არამედ რაც კიდევ უფრო ძვირფასია, ათმანანდა – თვით რეალობის ექსტაზური ცნობიერება.
– ღმერთის საუბარი, 1982 წლის 20 ნოემბერი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 30 ნოემბერი.
რა არის ვედების მიზანი და აქტუალობა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში რაც სავსეა მატერიალური სურვილების ძებნით? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს.
ყოველი არსება რომელიც ცხოვრობს ამ მსოფლიოში ცდილობს დაეუფლოს რაც მას სურს და თავი აარიდოს რაც მას არ მოსწონს. იცოდეთ რომ ვედა გვასწავლის როგორ წარვმატდეთ ამ ორივე მცდელობაში. უფრო სწორად, ის ადგენს რა უნდა გაკეთდეს და რა არ უნდა გაკეთდეს. როდესაც ეს მიწერილობები და აკრძალვები არის მიდევნილი, ადამიანს შეუძლია მოიპოვოს სიკეთე და თავიდან აიცილოს ბოროტება. ვედა დაკავშირებულია ორივესთან მატერიალურთანაც და სულიერთანაც, ამ მსოფლიოსთანაც და მის მიღმასთანაც. თუ სიმართლე უნდა ითქვას, მთელი ცხოვრება არის ვედა-შევსებული. არ შეიძლება მისი მითითებების არდაცვა. ვედა მომდინარეობს “vid”-იდან, რაც ნიშნავს “ცოდნას”. ასე რომ, ვედა ნიშნავს და მოიცავს მთელ სულიერ ცოდნას (ჯნანას). ადამიანები არიან გამორჩეული სხვა ცხოველებისგან სიბრძნით (ჯნანით) რითაც ისინი არიან დაჯილდოებულნი. სულიერ სიბრძნეს მოკლებულნი, ისინი არიან მხოლოდ მხეცები.
– ლიილა კაივალია ვაჰინი, თავი 2.
სატია საი ბაბა