სექტემბერი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 1 სექტემბერი.
როგორ ხდის ღმერთის ყოფნის მუდმივი შეგნება და ურყევი რწმენა ერთგულს შემძლეს განიცადოს და მიიღოს მისი მადლი? ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის ჩვენ დღეს.
კრიშნამ აჩვენა რომ თუ თქვენ პრაქტიკებთ ღმერთის მუდმივი ყოფნის სადჰანას, თქვენ აუცილებლად მიაღწევთ გამარჯვებას. მიიღეთ ის როგორც მეეტლე; ის გაგიყვანთ თქვენ ყველაზე მძიმე დაბრკოლებების გავლით. მას არ ჰყავს ფავორიტები ან მეტოქეები. ცეცხლის მსგავსად, ის ავრცელებს სითბოს ყველაზე ვინც არის მასთან ახლოს. თუ თქვენ ვერ გრძნობთ სითბოს, არ დაადანაშაულოთ ის: დაადანაშაულეთ საკუთარი თავი რომ თქვენ ხართ მისგან შორს. შეხედეთ ბჰიშმას! ის ელოცებოდა იმავე კრიშნას ვისაც აღთქმული ჰქონდა მისი მოკვლა; ის ლოცულობდა რომ კრიშნას მიეცა მისთვის თავისი ღმრთაებრივი ბრწყინვალების ხილვა! ეს არის ნამდვილი ბჰაკტი (ერთგულება), ნამდვილი ჯნანა (სიბრძნე)! მას ჰქონდა რწმენა და ხედვა, და კრიშნამ აკურთხა იგი. ჰირანიაკაშიპუმ თქვა: „ის (უფალი) არსად არის“ და ამიტომ, ის არსად იყო მისთვის; პრაჰლადამ განაცხადა: „ის ყველგან არის“ და ის გამოჩნდა სვეტიდან დასამტკიცებლად მისი სიმართლის. ღმერთს არ სჭირდებოდა გაქცევა სვეტში იქიდან გამოსასვლელად, პასუხად მამის გამოწვევაზე. ის იყო ყოველთვის იქ, ისევე როგორც ყველაფერში. მას უნდა მხოლოდ გაეხადა საკუთარი თავი ხილვადი! მეც ვარ ასეთი; თუ თქვენ მიმიღებთ და იტყვით „დიახ“, მეც გიპასუხებთ და ვიტყვი: „დიახ, დიახ, დიახ“! თუ თქვენ უარმყოფთ და იტყვით „არა“, მეც გავიმეორებ: „არა“. მოდით, გამოიკვლიეთ, განიცადეთ, და გქონდეთ რწმენა; ეს არის ჩემი გამოყენების მეთოდი.
– ღმერთის საუბარი, 1964 წლის 23 ნოემბერი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 2 სექტემბერი.
რა არის დამოკიდებულება რაც ჩვენ უნდა განვავითაროთ ასე რომ ჩვენ შევძლოთ ვიყოთ განცალკევებული მსოფლიოდან? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს მარტივი მაგალითებით!
მატერიალურ სიმდიდრეს თავისთან მოაქვს არა მხოლოდ სიხარული არამედ მწუხარებაც. სიმდიდრის დაგროვებას, სურვილების გამრავლებას – ამებს მიჰყავს მხოლოდ ცვალებადობასთან სიხარულსა და მწუხარებას შორის. მიჯაჭვულობა არის ორივეს სიხარულის და მწუხარების ფესვი; განცალკევება არის მხსნელი. ასაკტი (მიჯაჭვულობა) არის მარაკა (სიკვდილი); ანასაკტი (მიჯაჭვულობის არარსებობა) არის ტარაკა (მხსნელი). მილიონერი იხდის საშემოსავლო გადასახადს ცრემლიანი თვალებით; დირექტორი სიხარულით უარს ამბობს სკოლის ავეჯსა და ლაბორატორიულ ტექნიკაზე როცა ის გადაყვანილია რამე სხვა ადგილზე. რატომ? იმიტომ რომ დირექტორმა იცის რომ ის არის მხოლოდ დარაჯი, არა მფლობელი. ის არ არის მიჯაჭვული ამ ნივთებზე; მან იცის რომ ესები ეკუთვნის მთავრობას. ასევე, იგრძენით, რომ თქვენი ოჯახი, თქვენი სახლი, თქვენი მინდვრები, თქვენი მანქანა, ყველაფერი არის უფლის საკუთრება და რომ თქვენ ხართ მხოლოდ მეურვე; მზად იყავით, რომ მათზე უარი თქვათ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე განცხადების მომენტში. ტიაგა (მსხვერპლი) არ ნიშნავს რომ თქვენ არ უნდა დააფასოთ ნივთები; თქვენ შეიძლება იზრუნოთ კიდეც მათთვის. მაგრამ ყოველთვის გახსოვდეთ რომ ესები არის წარმავალი, რომ სიხარული რასაც ესები იძლევა არის უმნიშვნელო და დროებითი. ანუ, არ განივითაროთ მოჰა (მიჯაჭვულობა) მათ მიმართ. იცოდეთ მათი ნამდვილი ღირებულება; არ შეაფასოთ ესები გადაჭარბებულად.
– ღმერთის საუბარი, 1964 წლის 19 აგვისტო

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 3 სექტემბერი.
რა არის კრიშნა ავატარის ბუნება? ბჰაგავანი ააშკარავებს დღეს „კრიშნა“ სახელის არსებითი მნიშვნელობის ახსნით.
„კრიშნა“ მომდინარეობს ძირიდან „კრიშ“, რაც ნიშნავს (1) მიზიდვას, (2) მოხვნას და კულტივებას და (3) ღმრთაებრივ პრინციპს დროს, სივრცისა და ქმნილების მიღმა. კრიშნა, როგორც ყველა ავატარი, იზიდავს არა მხოლოდ მაძიებლებს, წმინდანებსა და ბრძენებს, არამედ უბრალოებს, უმანკოებსა და კეთილებსაც. ის ასევე იზიდავს ცნობისმოყვარეებს, კრიტიკოსებს, სკეპტიკებს და მათ, ვინც იტანჯება ათეიზმისგან. ის მათ თავისკენ იზიდავს თავისი პიროვნების დაუძლეველი ხიბლით, თავისი უძლეველი მზერით, თავისი ხმით, თავისი ფლეიტით, თავისი რჩევითა და თავისი უშიშარი გმირობით. ის ყოველთვის არის ნეტარების მდგომარეობაში, ავრცელებს ჰარმონიას, მელოდიას და სილამაზეს თავის გარშემო. ის მღერის ყველგან – მშვიდ მინდვრებზე და ბრინდავანის მიწებზე და სისხლით გაჟღენთილ კურუკშეტრას ბრძოლის ველზე. მას ხელში უჭირავს ფლეიტა ერთ ადგილში, და უპყრია შოლტი მეორეში. მაგრამ რაც ჩნდება, არის აზრიანი და მამოძრავებელი მუსიკა, ან ვენუგანამი ან ბჰაგავად გიტა! განამი და გიტა ორივე ნიშნავს სიმღერას! რატომ იზიდავს ის ყველას თავის თანდასწრებაზე? გულის დასამუშავებლად, მის მოსამზადებლად მადლის წვიმის მიღებისთვის, სიყვარულის თესლების გასაზრდელად, მის გასასუფთავებლად ყველა ბოროტი აზრისგან რაც ახშობს სიხარულის მოსავალს და სიბრძნის მოსავლის აღების შესაძლებლობას. ეს სიბრძნე თავის აღსრულებას პოულობს თვით კრიშნაში, რადგან კრიშნა ასევე ნიშნავს სუფთა არსს, უზენაეს პრინციპს, სატ-ჩიტ-ანანდას.
– ღმერთის საუბარი, 1972 წლის 31 აგვისტო

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 4 სექტემბერი.
რა არის შრი კრიშნა ჯანმაშტამის მშვენიერი დღესასწაულის საუკეთესოდ აღნიშვნის წესი? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ კრიშნას მოსვლის ამ წმინდა დღეზე.
ღმრთისმსახურების დისციპლინებს შორის, სახლში უფლის სურათის ან კერპის დადგმა და მისი თაყვანისცემა, არის ყველაზე ნაკლებად ღირებული. კრიშნა ჯანმაშტამის აღნიშვნა არ უნდა შემოიფარგლოს განსაკუთრებული თაყვანისცემითა და დამატებითი კერძებით სადილისთვის. ადამიანები აკეთებენ ამას კრიშნას მადლის მისაზიდად. მაგრამ ეს მადლი შეიძლება იყოს მოპოვებული მხოლოდ კრიშნას სწავლებების დაცვით. ესები არ იქნება ნაბოძები სიამაყესა და პომპურ ჩვენებაზე. კრიშნას თაყვანისცემა და მისი სწავლებებისგან თავის არიდება არის მკრეხელობა. თქვენ შეგიძლიათ უარი თქვათ თაყვანისცემაზე; მიუხედავად ამისა, თქვენ შეგიძლიათ დაიმსახუროთ მადლი თუ თქვენ გულწრფელად ეცდებით გადასვლას გზაზე რაც მისგან არის მონიშნული. კრიშნა იყო სიყვარულის ტანმოსილება. ამიტომ, სიყვარული არის სათნოება რასაც ის ყველაზე მეტად აფასებს. სიყვარული უნდა გადაიზარდოს თანაგრძნობის კონკრეტულ აქტებში. კულტივირეთ თანაგრძნობა და განავითარეთ თანაგრძნობის გაგება სანამ არ მიაღწევთ შერწყმის მიზანს სიყვარულის ტანმოსილებაში, კრიშნაში. ბევრი არის თქვენ შორის ვინც დაკავებულია სადჰანით. რა არის სადჰანას ძირითადი მიზანი? სადჰაკას (სულიერი მაძიებლის) თითოეული ვარჯიში არის ნაკადი რომელიც მიდის მადლის ზღვაზე. დაიჯერეთ რომ სიყვარული რაც გიბიძგებთ თქვენ მსახურებისა და თანაგრძნობისკენ არის ღმერთის სიყვარულის ნაპერწკალი.
– ღმერთის საუბარი, 1979 წლის 14 აგვისტო

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 5 სექტემბერი.
რა არის მასწავლებლის სამმაგი პასუხისმგებლობა? ბჰაგავანი ნათლად განმარტავს დღეს, როცა ჩვენ აღვნიშნავთ მასწავლებლის დღეს ინდოეთში.
გურუს მიმართავენ პატივისცემით როგორც ბრაჰმას, სამებისგან პირველს დასაქმებულს შექმნით; როგორც ვიშნუს, დასაქმებულს შენარჩუნებით; და მაჰეშვარას, როგორც დატვირთულს განადგურებითა და დაშლით. ეს აღწერა არის სიმბოლიკალად სწორი, როგორც ჩვენ შუგვიძლია ვნახოთ როცა ჩვენ ვაანალიზებთ სამუშაოს რასაც ელიან მასწავლებლისგან ან გურუსგან შესასრულებლად. გურუ თესავს სათნოების, სიბრძნისა და რწმენის თესლს მოსწავლის გულში. ის არის ამიტომ ბრაჰმა. ის ჰგავს ფერმერს ვინც რგავს ნერგებს თავისი მინდვრის კარგად მომზადებულ ნიადაგში. მაგრამ ფერმერი არ ზის ხელებდაკრეფილი ამის შემდეგ. ის განუწყვეტლივ ზრუნავს ნახოს რომ ნერგები იზარდება კარგად, და ის ფხიზლად არის რწყავაზე მზარდი მოსავალის და კვებავს სასუქებით ზრდის შესაბამის ეტაპებზე. ეს არის ვიშნუს როლი. გურუს არ შეუძლია უკან ჯდომა და მოსწავლის ბედის ჩუმად მზერა პირველი რამდენიმე გაკვეთილის შემდეგ. მან უნდა უხელმძღვანელოს მოსწავლეს ყოველ ნაბიჯზე, ხელი შეუწყოს და წაახალისოს კარგი ჩვევები, ჯანსაღი მსჯელობა და სწორი ემოციები, და იმოქმედოს როგორც ვიშნუმ. გურუს ასევე აქვს მოვალეობა გააფრთხილოს მოსწავლე როცა ის დგამს არასწორ ნაბიჯს, ან ინვითარებს ცუდ ჩვევას, ან იღებს მავნე ეჭვს. ფერმერის მსგავსად ვინც უნდა იყოს ფხიზლად სარეველების ზრდისა და მავნებლების გამრავლების წინააღმდეგ, გურუც უნდა იყოს ყოველთვის ფხიზლად მანკიერების მავნებლების და სიზარმაცისა და არამდგრადობის სარეველების განადგურებაზე.
– ღმერთის საუბარი, 1974 წლის 3 იანვარი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 6 სექტემბერი.
როგორ უნდა იყოს შესწავლილი წმინდა ტექსტები? ბჰაგავანი განმარტავს და გვაძლევს მნიშვნელოვან გზავნილს ჩვენ დღეს.
წიგნები არ არის განზრახული მხოლოდ წასაკითხად. წმინდა წერილებს, როგორიცაა ყურანი, ბიბლია, უპანიშადები, ზენდ ავესტა, გრანტ საჰები და სხვა დღეს თაყვანს სცემენ სალოცავებში. მაგრამ არ კეთდება მცდელობა ცხოვრებაზე მათი სწავლებების შესაბამისად. ადამიანები ივიწყებენ იმ მიზანს რისთვისაც ეს წმინდა წიგნები გაჩნდა. წიგნების უბრალოდ შესწავლით, ვერანაირ ცვლილებას ვერ ექნება ადგილი ჩვენს ცხოვრებებში. რაც შეისწავლება უნდა ჩაიდოს პრაქტიკაში. ცოდნა, რაც არ ჩაიდება პრაქტიკაში არის როგორც მოუნელებული საკვები. როცა თქვენ გსურთ საკვების მონელება, თქვენ უნდა დაღეჭოთ იგი კარგად და მიიღოთ იგი ადვილად მოსანელებელი ფორმით. ეს ნიშნავს რომ საკმარისი არის არა წიგნის გადაფურცვლა, არამედ ადამიანმა უნდა შეისწავლოს იგი ღრმად, დაფიქრდეს მის შინაარსზე და აითვისოს მისი მნიშვნელობა ასე რომ მან შეძლოს პრაქტიკა იმის რაც მან ისწავლა. აი ამიტომ ყველა რელიგიური წიგნი ხაზს უსვამს მოქმედების დოქტრინას. ასეთ კონტექსტში, აზრი არ აქვს ჩაბმას ინტელექტუალ სპეკულაციებში ცოდნის ჩადების გარეშე პრაქტიკაში.
– ღმერთის საუბარი, 1984 წლის 14 ივლისი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 7 სექტემბერი.
რით განსხვავდება სულიერი სიყვარული მიწიერი სიყვარულისგან? ბჰაგავანი განმარტავს წმინდა ერთგულების ბუნებას გოპებისა და პრაჰლადას მაგალითების ახსნით.
თუ თქვენ აიღებთ გოპების (ბრინდავანის რძის მწველავების) სიყვარულს, თქვენ შეიძლება იკითხოთ რა მიზნით უყვარდათ მათ კრიშნა. მათ არ ჰქონდათ ინტერესი მიწიერი საგნებისთვის. ისინი დაინტერესებული იყვნენ მხოლოდ სულიერი ძიებით. ვინმე გოპების ქცევაზე მხედმა მიწიერი თვალსაზრისით შეიძლება ჩათვალოს მათი ქმედებები არასათანადოდ. მსგავსად, პრაჰლადას სიყვარული ღმრთაებრივის მიმართ არ ესმოდათ მათ ვინც განსჯიდნენ მას მიწიერი თვალსაზრისით. შეეძლო პრაჰლადას აეტანა გულგრილად ყველა ის წამება რასაც ის იყო დაექვემდებარებული თუ ის იქნებოდა მიწიერი ადამიანი? მან გაიარა განსაცდელები როგორც ბავშვმა რის გაძლებაც არ შეეძლო არცერთ კაცს. როცა მეფის მსახურები ურტყამდნენ მას შუბებით, ის ელოცებოდა უფალს და ადიდებდა მის დიდებულებას ცრემლის ღვრის ან შიშის რამე ნიშნის ჩვენების გარეშე. თუ მისი ერთგულება ეხებოდა მიწიერ სურვილებს, მას არ უნდა დაეღვარა ცრემლები? მას არ უნდა ეჩვენებინა შიში, მყოფს უბრალო ბავშვად? მან არ გააკეთა ასე რადგან უფალი ნარაიანა იყო დამკვიდრებული მის გულში. უფლის სახელი იყო ყოველთვის მის ენაზე. ნარაიანას ცნობიერებამ შეავსო მისი მთელი არსება თავიდან ფეხებამდე. ამის გამო, ფიზიკური ინსტრუმენტებით მიყენებული არცერთი ტკივილი არ მოქმედებდა მასზე საერთოდ. მისი აზრებით დაცენტრილით ღმერთზე, მიწიერი ტკივილები არ ეხებოდა მას.
– ღმერთის საუბარი, 1984 წლის 14 ივლისი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 8 სექტემბერი.
რა არის მნიშვნელოვანი გაკვეთილი რაც ჩვენ უნდა ვისწავლოთ კალინგას დამორჩილების ეპიზოდიდან, პატარა კრიშნას ცხოვრებიდან? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ ლილას არსს!
ყველა საოცარ თავგადასავალს შორის რამაც გააკვირვა ადამიანები კრიშნას ბავშვობაში, რომელმაც გამოუვლინა მათ ღმრთაებრიობა რაც მოსული იყო მათ შორის, კალინგას ეპიზოდი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. გველი კალინგა წამლავდა იამუნას წყლებს და ატმოსფეროს მის ზემოთ თავისი სუნთქვით; ყველა ვინც ამ ადგილს მიუახლოვდებოდა კაცი თუ პირუტყვი, კვდებოდა. მაგრამ კრიშნა, ღმრთაებრივი ბიჭი, გადახტა სიღრმეში, აიძულა საზიზღარი გველი მდინარის დონიდან მაღლა აწეულიყო, და, ხტუნვით მის სწრაფ კაპიუშონებზე, ის ცეკვავდა მათზე თავისი ნაზი ლოტოსის ფეხებით. ამ რბილი აბრეშუმის ლანჩების ზეწოლა იყო საკმარისი უზარმაზარი კობრას ეშვებიდან სასიკვდილო შხამის გამოსადენად და მის გასაუვნებელსაყოფად სამუდამოდ. კალინგას ეპიზოდი არის ძვირფასი გაკვეთილი სულიერ სადჰანაში. ყველა კაცის მანასა-საროვარში (ღრმა მშვიდი ჭკუის ტბაში), იქ იმალება შხამიანი კობრა, ექვსი კაპიუშონით – ვნება, რისხვა, სიხარბე, მიჯაჭვულობა, სიამაყე და სიძულვილი – ავსებს ჰაერს და ანადგურებს ყველას ვინც არის მის ახლოს. უფლის სახელი, როცა ის ყვინთავს სიღრმეში, აიძულებს მას ამოვიდეს ზედაპირზე, ასე რომ ეს შეიძლება იყოს განადგურებული. ამიტომ, ანებეთ ღმერთს თქვენში, კრიშნას, გაბატონდეს ჭკუაზე; დაე, მან გათელოს მსტუნავი კაპიუშონები და მოათვინიეროს ბოროტი გველგესლა; დაე, მან ამოანთხიოს შხამი, გახდეს სატვიკი (ღმრთისმოსავი) და ტკბილი. ეს არის სადჰანა რასაც ეპიზოდი ასწავლის, მოვალეობა რასაც იგი აკისრებს.
– ღმერთის საუბარი, 1967 წლის 28 ივლისი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 9 სექტემბერი.
მაშინაც კი როცა ჩვენ მივყვებით ჩვენს მისწრაფებებსა და ამბიციებს, რა არის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი რაც ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს? ბჰაგავანი უდიდესი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს.
მსახურება შესრულებული უანგაროდ თანამგრძნობი გულით არის მარტო ჭეშმარიტი მსახურება. ადამიანი აუცილებლად მიაღწევს მშვიდობის სამყოფელს თუ ის იმსახურებს მეგობრული სულით. ეს არის ჭეშმარიტება (ტელუგუს ლექსი). ღმრთაებრივი ატმას ტანმოსილნო! თქვენ უნდა აღიაროთ რომ ცხოვრება განკუთვნილია უანგარო მსახურებისთვის და არა ეგოისტური მიზნებისთვის. მხოლოდ ასეთი მსახურებით შეიძლება იყოს განცდილი კაცობრიობის ერთიანობა. უანგარო მსახურება არის კარმა იოგას (მოქმედების მეშვეობით ღმრთაებრივი მიძღვნის) საყრდენი. იოგას საფუძველია ჭკუისა და ტანის დისციპლინება უანგარო მსახურებით. საზოგადოება პატივს სცემს მხოლოდ ისეთ ადამიანებს ვინც ემსახურებიან საზოგადოებას. ასეთი ადამიანები იმსახურებენ ღმერთის მადლს. ყველა ინდივიდმა უნდა გააცნობიეროს უანგარო მსახურების უდიდესი მნიშვნელობა. მსახურების სული უნდა იყოს შერწყმული მსხვერპლისთვის მზადყოფნასთან. მხოლოდ მაშინ შეიძლება ეწოდოს მას უანგარო მსახურება, თავისუფალი ეგოიზმის ნებისმიერი ლაქისგან. ასეთი მსახურება მსგავსია მარილის რაც სიცოცხლეს აძლევს გემოს. უნივერსალური სიყვარული არჩენს სიცოცხლეს თავისი კვებით. სიყვარული არის კაცის სასიცოცხლო სუნთქვა. სულის სიდიადე სურნელს აძლევს სიცოცხლეს.
– ღმერთის საუბარი, 1987 წლის 19 ნოემბერი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 10 სექტემბერი.
რა არის მიზანი ავატარების უკან როგორიცაა რამა და კრიშნა, და როგორ მიდიან ისინი მის მიღწევაზე? ბჰაგავანი სიყვარულით გვიაშკარავებს ჩვენ დღეს!
კაცი არის ადამიანობის, ცხოველობისა და ღმრთაებობის ნაზავი. ეს არის ტრაგედია თუ ის ვერ შეძლებს ცხოველობის მოშორებას; ეს არის უფრო დიდი ტრაგედია თუ მას არ შეუძლია კულტივიროს თავისი ღმრთაებრიობა. რამას და კრიშნას ავატარების და მათი ლიილების (ღმრთაებრივი თამაშების) და მაჰიმას (სასწაულის ძალების) ჭვრეტა არის ღმრთაების კულტივების ყველაზე საიმედო მეთოდი კაცში. ყოველი ინკარნების წინ, ამოცანისთვის რაზეც ინკარნება მოდის ასევე ჩნდება ორი თანამშრომელი – მაიაშაკტი (მაცდური ძალა) და იოგაშაკტი (ღმრთაებრივთან ზიარების ძალა). მაია მოდის როგორც უფროსი და ბოროტთა საყურადღებოდ; იოგა მოდის როგორც უფროსი ძმა აღსაფრთოვანებლად და მუდმივი კომპანიის სარჩენად. მაია უბიძგებდა კამსას სულ უფრო და უფრო ღრმად დაღუპვაში, ასე რომ მისი დაცემა ყოფილიყო უფრო საშინელი და საგანმანათლებლო. მაგრამ, ამ კალის ეპოქაში, ბოროტი უნდა რეფორმდეს და აღდგეს სიყვარულისა და თანაგრძნობის მეშვეობით. სწორედ ამიტომ მოვიდა ეს ავატარი შეუიარაღებელი. ის მოვიდა სიყვარულის გზავნილით. ერთადერთი იარაღი, რასაც შეუძლია ტრასფორმოს ბოროტი და მანკიერი, არის უფლის სახელი წარმოთქმული სიყვარულით.
– ღმერთის საუბარი, 1967 წლის 28 ივლისი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 11 სექტემბერი.
რა არის საფუძველი აუცილებელი ნამდვილი ერთგულებისა და რწმენისთვის ღმერთში? ბჰაგავანი სიყვარულით გვიაშკარავებს ჩვენ დღეს.
ბჰარატიების ერთგულებაში, ჩვენ ზოგჯერ ვპოულობთ სიტუაციებს აბსურდის ზღვარზე. მაგრამ სულიერი გრძნობები და სიყვარული არის ქვედინებები ამ გარეგნულად უაზრო საქციელშიც კი. სტუდენტი ელოცება ღმერთს გამოცდაზე კარგად გასვლაზე. კაცი ელოცება ღმერთს სასამართლოში საქმის მოგებაზე. რატომ წავიდეთ ასე შორს? ხალხი ლოცულობსი ადგილის დასაკავებლადაც კი ავტობუსში! ამ წესით, ბჰარატიები დამოკიდებულნი არიან ღმერთზე ყველაფერში, ყველაზე პატარიდან ყველაზე დიდ რამეებამდე. ამას შეიძლება ეწოდოს ღმრთაებრივი სიგიჟე. ზოგი მას უწოდებს სისულელეს. რასაც კი შეიძლება ამბობდეს ვინმე, თითოეულს აქვს მიცემული უფლება თავის საკუთარ შიმშილზე, თავის საკუთარ რწმენაზე, თავის საკუთარ სიგიჟის სახეობაზე. არავის აქვს უფლება უარყოს სხვების რწმენა. მაგრამ გარკვეული საფუძვლები აუცილებელია რწმენისთვისაც კი. საქმროს ყოლა არ ნიშნავს რომ ქორწინება შესრულებულია. ფულის ქონა არ ნიშნავს რომ თქვენ შეგიძლიათ ბიზნესის დაწყება. რაღაც დამატებითი ცოდნა არის საჭირო. თქვენ ვერ ჩაითვლებით მწერლად ანბანის ცოდნით. მხოლოდ ის ადამიანი ვისაც ესმის სიტყვების მნიშვნელობა შეიძლება იყოს ავტორი. მსგავსად, თქვენ არ შეგიძლიათ გაიგოთ ღმერთი მიწიერი ცოდნით. სულიერი ცოდნა არის აუცილებელი. მის შესაძენად, იკვლიეთ ჭეშმარიტება.
– ზაფხულის თავსხმმები, 1995 წლის 20 მაისი

2026 წლის 12 სექტემბერი.
ჩვენ რატომ უნდა ვემსახუროთ ღარიბებს, სუსტებსა და უმწეოებს მათ ნაცვლად ვინც არიან ჩვენზე მაღლა ან ჩვენი თანასწორნი? ბჰაგავანი ნათლად გვიხსნის ამას ჩვენ დღეს.
ადამიანი უნდა იყოს მზად სხვების მსახურებაზე ნაცვლად არჩევის იყოს მომსახურებული მათ მიერ. უფრო მეტიც, არაფერია საქებარი მათ მსახურებაში ვინც არის ჩვენზე მაღლა. მაგალითად, მათ შეუძლიათ უბრძანონ თანმხლებ პირებს მსახურება. მსახურება მათზე ვინც არის იგივე პოზიციაზე როგორც ჩვენ თვით არ არის საქებარი. მსახურება უნდა შესრულდეს მათზე ვინც არიან ჩვენზე უარეს მდგომარეობაში და ვინც უგულვებელყოფილია მსოფლიოს მიერ. არსებობს სამი დონის ადამიანი მსოფლიოში. უმაღლეს დონეზე არიან ისინი ვინც შეიძლება მოხვდნენ ლაკშმი ნარაიანას კატეგორიაში. ისინი ვინც არიან იმავე სტადიაზე რომელზეც ჩვენ არიან აშვატჰა ნარაიანას კატეგორიაში. ისინი ვინც არიან ღარიბები ვიდრე ჩვენ თვით შეიძლება აღიწერონ როგორც დარიდრა ნარაიანა. არ არის საჭირო მსახურების გაწევა მათზე ვინც არიან ლაკშმი ნარაიანა, რადგან იქნებიან მათზე მზრუნველი მსახურები. აშვატჰა ნარაიანა არის ადამიანის ტიპი ვინც სავსეა დაუსრულებელი სურვილებით და არასდროს არის კმაყოფილი, როგორიც კი იქნება მისი მიღწევები ან შემოსავალი. ასეთი ადამიანის მსახურება არის ზედმეტი. ეს არის სუსტები, გაჭირვებულები და უმწეოები ვინც უნდა იყოს მომსახურებული. თუნდაც ასეთ პირებზე მსახურების გაწევისას არ უნდა არსებობდეს განცდა რომ ჩვენ ვემსახურებით „სხვებს“. ჩვენ უნდა ვიგრძნოთ რომ ვემსახურებით უფალ ნარაიანას ვინც ბინადრობს მათში.
– ღმერთის საუბარი, 1987 წლის 19 ნოემბერი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 13 სექტემბერი.
რატომ არის განეშა მიჩნეული ინტელექტის, გარჩევისა და ცოდნის ტანმოსილებად? ბჰაგავანი განმარტავს როცა ჩვენ ვემზადებით წმინდა ვინაიაკა ჩატურტის ფესტივალის აღსანიშნავად.
რა არის განეშას სპილოს თავის ეზოთერიკი მნიშვნელობა? სპილო ცნობილია თავისი მახვილი ინტელექტის გამო. განეშას სპილოს თავი სიმბოლიზებს ინტელექტის სიბასრეს და გარჩევის უმაღლეს ძალას. მისი ინტელექტის სიწმინდის გამო, ვინაიაკას ასევე უწოდებენ ბუდჰის (გონების) მომცემს. ერთხელ ვიასა შედგა მაჰაბჰარატას წერაზე. მილიონობით ლექსის ჩაწერის ამოცანის თვალუწვდენელობის გამო, ვიასამ სღხოვა დახმარება ბრიჰასპატის, დევების მოძღვარს, საჭირო მწერლობისთვის. ბრიჰასპატიმ უთხრა ვიასას რომ ვინაიაკას გარდა ვერავინ შეასრულებდა ამ სამუშაოს. ვიასამ მიმართა ვინაიაკას დახმარებისთვის. ვიასამ დაუთქვა რომ ყველაფერი რაც დაიწერებოდა უნდა გაეგო წერა კითხვის მცოდნეს. განეშამ, თავის მხრივ, დადო პირობა რომ ვიასა არ უნდა შეჩერებულიყო ლექსების კარნახში ასე რომ კალამს რითაც ის ამოტვიფრავდა ლექსებს პალმის ფოთლებზე არ დაესვენა. ვინაიაკას შეეძლო მთელი მაჰაბჰარატას ჩაწერა რადგან ის იყო ყველა ცოდნის ტანმოსილება. ვიასამ შეძლო თავისი საოცარი ამოცანის შესრულება განეშას დახმარებით.
– ღმერთის საუბარი, 1989 წლის 4 სექტემბერი

აი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 14 სექტემბერი.
რატომ და როგორ უნდა აღვნიშნოთ ვინაიაკა ჩატურტის მსგავსი ფესტივალები როგორც სულიერი ტრანსფორმის შემთხვევები? ბჰაგავანი განმარტავს ასე რომ ჩვენ შევძლოთ ამ დღესასწაულის სწორი სულით აღნიშვნა დღეს.
უფლის ოჯახი არის იდეალური, შემნარჩუნებელი ჰარმონიისა და მშვიდობის მის შიგნით წარმოდგენილი ანტაგონისტური ელემენტების მიუხედავად. მატარებელი შივას (ხარი), პარვატის (ლომი), განეშას (თაგვი) და სუბრაჰმანიას (ფარშევანგი) არიან, თავის ბუნებრივ მდგომარეობაში, მტრული ერთიმეორის. მაგრამ უფლის თანდასწრებით ცხოვრებით, ესები აცვენენ მტრობას და ცხოვრობენ მშვიდობით. ჰარმონია ღმრთაებრივ ოჯახში აჩვენებს რომ სადაც არის ღმრთაებრიობა, იქ არის მშვიდობა და მეგობრობა. სიძულვილი და შური ჩნდება როცა ღმრთაებრივის ყველგანმყოფობა არის დავიწყებული ან უგულვებელყოფილი. ვინაიაკა ჩატურტის მსგავსი წმინდა დღეები უნდა აღინიშნოს მხოლოდ შესახსენებლად ჩვენი თავების ასეთი წმინდა ჭეშმარიტებების და შესაბამისად განსაწმენდად ჩვენი ჭკუებისა და ცხოვრებების. ესები არ უნდა იყოს ჩატარებული როგორც დღესასწაულები ნადიმებისა და გართობებისთვის. განაპატი უნდა იყოს თაყვანცემული ასე რომ ყველა განა (სული) გახდეს მეგობრული და დამხმარე ჩვენზე. ტიაგარაჯა მღეროდა რომ თუ მას ექნება დაივანუგრაჰამ (უფლის მადლი), ყველა გრაჰა (პლანეტა) იქნება მის ხელში. ჩვენ უნდა განვწმინდოთ ჩვენი გულები ასე რომ უფალმა შეძლოს თავისი მადლის მოფენა ჩვენზე.
– ღმერთის საუბარი, 1984 წლის 10 სექტემბერი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 15 სექტემბერი.
რა არის გრძნობა რითაც სევა უნდა იყოს თავზე აღებული და რა არის ასეთი უანგარო მსახურების სარგებელი? ბჰაგავანი ნათლად გვიხსნის ჩვენ დღეს, მისი ინსტრუქციებით მათზე ვინც მსახურებს შრი სატია საი სევას ორგანიზაციების მეშვეობით.
აქტიურ მუშაკებს (შრი სატია საი სევას ორგანიზაციების) არ უნდა ჰქონდეთ ქედმაღლობის ან კვეხნის გრძნობა თავიანთი საქმიანობის განხორციელებაზე. ისინი უნდა იყვნენ ფართო მოაზროვნეები, სრულიად თავისუფალი ეგოისტური საზრუნავებისგან და უნდა განავითარონ სიყვარული ყველას მიმართ. აქტიური მუშაკები არიან საის ორგანიზაციის ზურგის ტვინი. მათ უნდა გაიგონ რა არის ადამიანური ხარისხები და გამოიყენონ ესები ცხოვრებაში. სწორი დამოკიდებულების გარეშე, მსახურება შესრულებული დემონსტრტულად თავმოყვარეობის სულით არის მსახურების მიბაძვა. მათ უნდა მოიცილონ გრძნობა „ჩემი“ და „შენი“. ზრუნვა ადამიანის საკუთარი კეთილდღეობითა და ბედნიერებით არის დუალისტური მენტალიტის უბედურება. ეს ზრდის უკმაყოფილებას და მწუხარებას. მიჯაჭვულობისა და ზიზღის გრძნობა ამდაბლებს ჭკუას, და მხოლოდ მსახურებით შეიძლება ასეთი ჭკუის განწმენდა. გარეგანი წესჩვეულებები როგორიცაა დღეში რამდენჯერმე ბანაობა და ვიბჰუტის ცხება ყველაფერზე და მანტრების მექანიკურად საზეიმო თქმა არ მოემსახურება ჭუჭყისაგან ჭკუის გაწმენდას. ესები არის მხოლოდ გარეგნული შოუები, არაფერით სულიერით მათში.
– ღმერთის საუბარი, 1987 წლის 19 ნოემბერი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 16 სექტემბერი.
რატომ არის ატმას ცოდნა მნიშვნელოვანი ყველასთვის? ბჰაგავანი განმარტავს დღეს ჩვენი შეხსენებით რომ ეს არის ძვირფასი მემკვიდრეობა გადმოცემული ბრძენებისგან.
ინდოეთის ბრძენებმა უარი თქვეს ზედაპირული პომპეზობისა და დროებითი უსაფრთხოების გზებზე; ისინი ცდილობდნენ შინაგანი სიმშვიდისა და ხანგრძლივი სიხარულის მოპოვებას. მათ აღმოაჩინეს რომ ესები შეიძლება იყოს მიღებული მხოლოდ სიცოცხლის წვენის შეწოვით ადამიანის საკუთარი შინაგანი რეალობის ფესვებით წიდებულით ატმა (სული). თუმცა ეს გაკვეთილი, რაც გაცხადებული იყო მათზე ღმერთის მიერ, მეორდება, მუშავდება და ვრცელდება საუკუნეების განმავლობაში უამრავი მეცნიერის, პოეტისა და მთხრობელის მიერ, ძალიან ცოტა იღებს მას სიცოცხლის საფუძვლად. მფრინავ მწერს იჭერს ბაყაყის მხტუნავი ენა; ბაყაყს იჭერს უცაბედად გველის ყბები; გველს კლავს ფარშავანგი; ფარშავანგს კლავს მონადირე. ერთი ცოცხალი არსება არის საკვები მეორესთვის; სიკვდილი მომლოდინეა დღისა და ღამის ყოველ მომენტში. კაცი შეუჩერებლად დევნილია სიკვდილით; მას შეუძლია თავდასხმა ნებისმიერ წამს თავის მსხვერპლზე. კაცი არ არის ამ თანამგზავრის მცოდნე; მას არ აქვს ნასწავლი როგორ შეხვდეს მას და გაძარცვოს მისი აღსრულების ნაყოფებისგან. ატმა არ კვდება; მხოლოდ ტანი კვდება. როცა კაცმა იცის ეს, სიკვდილი კარგავს თავის ნესტარს; სიკვდილი არ არის საშიში; სიკვდილი არის მხოლოდ კეთილი მიბრძანება ნაცნობ პორტში.
– ღმერთის საუბარი, 1968 წლის 23 თებერვალი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 17 სექტემბერი.
რა არის ბჰაკტი, კარმა და ჯნანა (ერთგულება, მოქმედება და სიბრძნე)? ბჰაგავანი ხელახლა განსაზღვრავს ამ ცნებებს ჩვენთვის დღეს ასე რომ ჩვენ შევძლოთ სწორი პერსპექტივის განვითარება.
რა არის ადამიანის ცხოვრების მიზანი? რა არის კაცის მოვალეობა? ეს არის აღმოსაჩენად ამ ჭეშმარიტების რომ ღმერთს უზრუნველყოფილი ჰყავს კაცი ტანით სხვებზე დახმარების გასაწევად – პაროპაკარარტჰამ იდამ შარირამ. ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, დამოკიდებული მასზე ჩვენი საჭიროებებისთვის. თუმცა, ივიწყებენ რა ისინი ეკუთვნიან საზოგადოებას ადამიანები ატარებენ ეგოისტურ და საკუთარ თავზე ორიენტირებულ ცხოვრებას. საზოგადოებაზე მსახურება არის უმთავრესი კარმა (მოვალეობა). ყველას კეთილდღეობაზე ზრუნვა არის ბჰაკტი (ერთგულება). „დაე ყველა ადამიანი იყოს ბედნიერი“. ამ გრძნობის გაცნობიერება არის ჯნანა (ჭეშმარიტი ცოდნა). საზოგადოებაზე მსახურების მოვალეობის ცნობის გარეშე და მისი კეთილდღეობისადმი ზრუნვის გარეშე, როგორ შეიძლება ყოვლისმომცველი სურვილი ყველას ბედნიერებისთვის, რაც არის ერთგულება, აღიძრას ვინმეში? ეს სამი რამ არის მჭიდროდ დაკავშირებული როგორც ყვავილი, ნორჩი ნაყოფი და მწიფე ნაყოფი. ერთგულების ნაყოფი გვჩუქნის სიბრძნეს რაც აბათილებს განსხვავებებს. ერთგულება არის ღმრთაებრივის ნაწილი. ერთგულების გარეშე, ღმრთაებრივის შეცნობა შეუძლებელია იყოს განცდილი. იგივენაირად, ერთგულებამ ღმრთაებრივის შეცნობის გარეშე შეიძლება მხოლოდ გამოკვებოს აჰამკარა (ეგოიზმი).
– ღმერთის საუბარი, 1994 წლის 21 აგვისტო

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 18 სექტემბერი.
რა არის ბჰაკტის სხვადასხვა გამოთქმები? დღეს ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის ჩვენ მის სხვადასხვა მნიშვნელობას, როგორც გაგებულია დიდი წმინდანებისა და სულების მიერ.
ბჰაკტი (ერთგულება) აღნიშნავს მეგობრობის გრძნობას შერწყმულს მოწიწებასთან. ადამიანისთვის ვინც არის გუნების (სატვა, რაჯასი, ტამასი) ქმნილება, გასაგებად რა აღემატება გუნებს, საჭირო არის თავმდაბლობისა და მოწიწების დამოკიდებულება. „ბჰაჯა სევაიამ“ (თაყვანი ეცით ღმრთაებრივს სევას მეშვეობით). ბჰაკტი მოითხოვს ჭკუის, მეტყველებისა და ტანის, და სამი გუნას გამოყენებას, უფლის თაყვანსაცემად. ერთგულება და სიყვარული არის განუყოფელი და ურთიერთდამოკიდებული. ბჰაკტი არის ხსნის საშუალება. სიყვარული არის ბჰაკტის გამოსახვა. ნარადამ განაცხადა რომ უფლისადმი უსაზღვრო სიყვარულით თაყვანისცემა არის ბჰაკტი. ვიასა თვლიდა რომ თაყვანისცემის შესრულება სიყვარულითა და ღრმა პატივისცემით არის ბჰაკტი. გარგა რიშიმ განაცხადა რომ უფლის მსახურება ჭკუის, მეტყველებისა და ტანის სიწმინდით არის ბჰაკტი. იაჯნავალკია თვლიდა რომ ჭეშმარიტი ბჰაკტი გამოიხატება ჭკუის კონტროლით, მისი შიგნით შეტრიალებით, და ტკბობით ღმრთაებრივთან ერთობის ნეტარებით. ბჰაკტის კიდევ ერთი სახე არის ჭკუის კონცენტრება ღმერთზე და ღმრთაებრივთან ერთობის განცდა. თუმცა ბევრ ბრძენს აქვს გამოხატული განსხვავებული მოსაზრება ბჰაკტის ბუნების შესახებ, ერთგულების მთავარი დამახასიათებელი არის სიყვარული.
– ღმერთის საუბარი, 1986 წლის 8 ოქტომბერი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 19 სექტემბერი.
რა არის სრული ერთგულება უფლისადმი? როგორ ვითარდება იგი? ბჰაგავანი სიყვარულით განმარტავს დღეს.
ღმრთისმოსავის გული ივსება უფლისადმი სიყვარულით უფლის სახელის მუდმივი გახსენებითა და წარმოთქმით. სიყვარულის ამ ნაკადიდან, წარმოიშობა ერთგულება. მას ვინც ნაკვებია ბჰაკტის ნექტარით არ ექნება სურვილი რამესთვის კიდევ. ყოფნა შეუხებლად სიხარულითა და მწუხარებით, მოგებითა და წაგებით, ქებითა და გაკიცხვით, და დარჩენა მტკიცე და ურყევ რწმენაში – ეს არის ჭეშმარიტი ერთგულების ნიშანი. მოწონება, მიჯაჭვულობა, და სურვილი არის ბუნებრივი ხარისხები კაცში; როცა ეს ხარისხები მიმართულია ღმერთისკენ და როცა ადამიანი არის მუდმივად დაკავებული კეთილი საქმეებით, ეს ხარისხები იძენს სისუფთავესა და სიწმინდეს. შემდეგ კაცი ხდება არა მხოლოდ დიდი სული არამედ შეიძლება გახდეს ღმრთაებრივი. ერთგული არის მუდმივად მცოდნე რომ სამყარო არის ღმრთაებრიობის გაცხადება და გავრცელებულია ღმრთაებრივით. მისი ცხოვრება არის დაფუძნებული ყველაფერში ღმერთის იმანენტობის აღიარებაზე. ჭკუის ამ მდგომარეობას ეწოდება პრემა ადვაიტამ (ერთობა სიყვარულში). ამ სიყვარულის მეშვეობით, ერთგული განიცდის თავის მთლიანობას ღმრთაებრივთან. ამ გამოცდილების ნეტარებით ტკბობისას, ერთგულს არ სურს მოკშაც კი. უფლისადმი დაუცხრომელი სიყვარული არის ყველაფერი მისთვის. ასეთი ერთგულება ცნობილია როგორც ანანია-ბჰაკტი.
– ღმერთის საუბარი, 1986 წლის 19 იანვარი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 20 სექტემბერი.
რატომ არის მნიშვნელოვანი გრძნობების კონტროლი და განწმენდა? ბჰაგავანი სიყვარულით შეგვახსენებს ჩვენ დღეს.
სიყვარულის ტანმოსილნო! გრძნობები არის როგორც სასიცოცხლო პრინციპები თითოეული კაცისთვის. როგორც კი თქვენ მოითოკებით თქვენს გრძნობებში, თქვენი ცხოვრება გახდება მშვიდი. თქვენ არა მხოლოდ ცუდ საუბარს უნდა აარიდოთ თავი, არამედ უნდა ასევე ილაპარაკოთ ნაკლები. თქვენი მეტყველება უნდა იყოს მოკლე და სასიამოვნო. ბრძენებმა მსგავსებმა ვალმიკის, ვიასას, და პოტანას მსგავსმა დიდმა ერთგულებმა შეთხზეს წმინდა ტექსტები და განწმინდეს საკუთარი ცხოვრებები. მიჰბაძეთ მათ იდეალებს და გახადეთ თქვენი ცხოვრება სამაგალითო. იკითხეთ ასეთი კეთილი სულების მიერ შეთხზული წმინდა ტექსტები. დღეს, ადამიანები კითხულობენ წიგნებს რომლებიც აბინძურებს ჭკუას. ეს არის ძალიან ცუდი პრაქტიკა. იქნება ეს კითხვა, წერა, ხედვა თუ საუბარი, დაე ყველაფერი იყოს კარგი. არ დაუშვათ რამე შეცდომა შეგნებულად. თქვენ შეგიძლიათ განიცადოთ ღმრთაებრიობა ადამიანობაში გრძნობების ჩადებით სწორ გამოყენებაში. ადამიანმა შეიძლება ცხადად წარმოიდგინოს ღმრთაებრივის გამოვლინებები და გახდეს ღმრთაებრივი თვით მხოლოდ გრძნობების წმინდა გამოყენებით.
– ღმერთის საუბარი, 2001 წლის 5 ივლისი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 21 სექტემბერი.
რა არის გრძნობები ჭეშმარიტი ერთგულის ვინც ჩაძირულია სიყვარულში ღმერთის მიმართ? ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის და შთაგვაგონებს ჩვენ დღეს.
მუდმივი ჭვრეტა უფლის ფორმაზე და უფლის სახელის ხშირი გამეორება არის საშუალებები რითაც გული ივსება ღმერთის სიყვარულით. როცა არსებობს ეს სიყვარული, ერთგული ივსება გამოუთქმელი ექსტაზით. აი ასეთი ექსტაზიდან იყო რომ კულასეკჰარა ალვარმა, სამეფო წმიდანმა, წამოიძახა: „ოჰ, უფალო! ხალხი საუბრობს მოკშაზე (განთავისუფლებაზე) როგორც სიცოცხლის გამოსყიდვისა და დაბადებისა და სიკვდილისგან თავის დაღწევის საშუალებაზე. მე არ ვითხოვ ასეთ გამოსყიდვას. მე კმაყოფილი ვიქნები შენ მიყვარდე და შენ გემსახურო უთვალავ სიცოცხლეში. ნება მომეცი მე მიყვარდე შენ და გემსახურო შენ – ეს არის ის ერთადერთი კურთხევა რასაც მე ვეძებ შენგან და არა მოკშა“. სამყარო გაჟღენთილია სიყვარულით. ეს არის ვიშნუს ტანმოსილება. არაფერია კოსმოსში, არ არსებობს ადგილი მასში, სადაც ის არ იმყოფება. სამყაროს მიჩნევა ღმერთის გაცხადებად და მისი განცდა ასეთად არის ნამდვილი ერთგულება. ბრძენი ნარადა იყო ამ დოქტრინის უმაღლესი წარმომადგენელი. მან შეამჩნია: ტიაგო ბჰავატი, თრიპთო ბჰავატი, ათმარამო ბჰავატი – ღმერთის მოყვარული უარს ამბობს ყველაფერზე; ის არის უაღრესად კმაყოფილი. ის არის ჩაძირული უზენაესი მე-ს ნეტარებაში. უზრუნველმყავ მე ასეთი სიყვარულით, ოჰ უფალო!
– ღმერთის საუბარი, 1986 წლის 19 იანვარი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 22 სექტემბერი.
როდის მიგვიყვანს ერთგულების გზა ჭეშმარიტი ნეტარების განცდამდე? ბჰაგავანი მოწყალედ ხსნის ჩვენთვის დღეს.
ადამიანები გრძნობენ თავს ცუდად როცა რომელიმე მათ ახლობლებს შორის არის ავად. თუ ასეთია სიყვარული რასაც ისინი ატარებენ იმ ნათესავების მიმართ ვინც დაკავშირებულია მათთან ხანმოკლედ, რამდენად უფრო დიდი სიყვარული უნდა ჰქონდეს ადამიანს მარადიული უფლის მიმართ! ადამიანმა უნდა მიიჩნიოს ღმერთისადმი სიყვარული უდიდეს საგანძურად რაც მას შეიძლება ჰქონდეს. როცა თქვენ გიყვართ ღმერთი, თქვენ გექნებათ სიყვარული ყველას მიმართ რადგან ღმრთაებრივი არის თითოეულში. ამიტომ, ატარეთ ჭკუით: გიყვარდეთ ყველა და ემსახუროთ ყველას. ღმერთისადმი მსახურების საუკეთესო გზა არის გიყვარდეთ ყველა და ემსახუროთ ყველას. თქვენი ერთგულება გამტკნარდება თუ თქვენ დაუშვებთ განსხვავებებს ადამიანებს შორის. რამასსადმი ან კრიშნასადმი ერთგულება ხდება უაზრო თუ თქვენ არ პრაქტიკებთ მათ მოძღვრებებს. უფლის თაყვანისცემა თანხლებული უნდა იყოს ღმრთაებრივი ცხოვრების გატარებით; მხოლოდ მაშინ შეიძლება ნეტარება იყოს განცდილი. დღეს, ადამიანები კითხულობენ გიტას ან ბიბლიის მსგავსი წმინდა წერილების ტექსტებს. ეს არ ემსახურება რამე მიზანს თუ ისინი არ ცხოვრობენ წმინდა და მართალი ცხოვრებებით. მათ უნდა გული აავსონ ღმერთისადმი სიყვარულით და გააზიარონ ეს სიყვარული სხვებთან.
– ღმერთის საუბარი, 1994 წლის 21 აგვისტო

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 23 სექტემბერი.
ადამიანმა რატომ უნდა გაიგოს ჯერ ადამიანური ბუნება ღმრთაებრიობის განცდის მცდელობამდე? ბჰაგავანი სიყვარულით შეგვახსენებს ჩვენ დღეს.
წმინდა წერილები აცხადებს რომ ღმრთაება დედამიწაზე ეშვება ადამიანის ფორმით შესამსუბუქებლად ტანჯვის მათზე ვინც არის სნეული ტანის ან ჭკუის. კაცი დღეს ცდილობს ჰქონდეს ზეადამიანური ტრანსცენდენტული არსების ხედვა. ეს არის სრული სისულელე, რადგან სანამ ადამიანს აქვს განცდა რომ ის არის ადამიანის არსება, მან შეიძლება ისწრაფოს ღმერთის ნახვისკენ მხოლოდ ადამიანურ ფორმაში და არის უუფლებო ხედოს უზენაესის ტრანსცენდენტული ფორმა. როცა ადამიანი აბიჯებს თავისი ადამიანურობის გრძნობის საზღვრებს, ის იძენს პრივილეგიას ტრანსცენდენტული ღმრთაებრიობის წარმოსახვაზე. ეს არის ახსნა რამა და კრიშნა რატომ მოვიდნენ ავატარებად ადამიანური ფორით. იმის მტკიცება რომ როცა თქვენ ხუჭავთ თვალებს და მედიტებთ ხედავთ ნათელ შუქს არის მხოლოდ ილუზია. არსებობს უთვალავი რამ რაც დაუნახავია თქვენი შეუიარაღებელი თვალით და რაც სცილდება თქვენს თვალთახედვას. როგორ ელით თქვენ მათ ნახვას ან ცოდნას? თქვენ იცით მხოლოდ ადამიანის ფორმა. ასე რომ, დასაწყისში, შეეცადეთ გაიგოთ ადამიანობა. თქვენ უნდა გესმოდეთ ცხოვრების პრინციპი რაც აცოცხლებს ადამიანს. ცხოვრების პრინციპიდან (ჯივა ტატვადან), თქვენ უნდა ეცადოთ ღმრთაებრივი ბუნების (პარა ტატვას) გაგებას.
– ღმერთის საუბარი, 1994 წლის 26 ივნისი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 24 სექტემბერი.
რა გვაჩერებს ჩვენ ერთობის აღიარებიდან ქმნილებაში? ბჰაგავანი განმარტავს და მიგვიძღვება ჩვენ ერთობის გაცნობიერების გზაზე.
ეგო კაცში აყენებს მას ყველა დანარჩენის წინააღმდეგ; თუ მას დაადუმებთ, ყველა გახდება თქვენი ახლობელი და ნათესავი. ეგო არის პირველი აღმონაცენი უმეცრების თესლიდან; რაც არის არა დადებითი შენაძენი, არამედ მხოლოდ ცოდნის უქონლობა. როცა ცოდნა ანათებს, შინაგანი და გარეგანი ბუნება ორივე აღიქმება ღმრთაებრივად. არ არსებობს რამე, რაც არ არის ის. როცა ეს განიცდება, სიყვარული ტბორავს გულს და გადმოედინება ყველასკენ. არ არსებობს დამოუკიდებლობა, არსებობს მხოლოდ ურთიერთდამოკიდებულება, რადგან ყველა ტალღა თანაბრადაა დამოკიდებული ზღვაზე მათ ქვეშ. თქვენ იყენებთ სიტყვას „ჩემი საკუთარი“; ვინ არის ეს „ჩემი“, ვისაც თქვენ ფლობთ როგორც საკუთარ თავს? ეს არის ღმრთაებრივი თქვენში, და ყველაში. „სვიჩჩჰა“ არის სიტყვა სანსკრიტში „ადამიანის სურვილისთვის“ – „სვას“ (საკუთარი თავის) „იჩჩჰა“ (სურვილი). ვინაიდან ინდივიდის „მე“ და სხვათა „მე“ არის ერთი და იგივე, „სვიჩჩჰა“ უნდა იყოს საერთო ფაქტორი ყველა სურვილში, სახელდობრ, სიყვარული. უსმინეთ ღმერთის ხმას, რაც გაფრთხილებთ, მიგმართავთ, გკარნახობთ და გარიდებთ; თქვენ მაშინ ვერ შეცდებით.
– ღმერთის საუბარი, 1972 წლის 26 სექტემბერი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 25 სექტემბერი.
როგორ შეგვიძლია ჩვენ გვქონდეს ჩვენი ჭკუები მტკიცე და საკუთარი კონტროლის ქვეშ? ბჰაგავანი ხსნის და სიყვარულით გვაძლევს ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვან ინსტრუმენტს ამ მიზნის მისაღწევად.
როცა ჩვენ ვინვითარებთ ღმერთისადმი სიყვარულს, ჭკუა შეიძლება გაკონტროლდეს ძალიან ადვილად. მეორე მხრივ, თუ ჭკუა არ არის მიმართული ღმერთისკენ, იგი ვერასდროს გაკონტროლდება. რასაც კი თქვენ აკეთებთ, მიიჩნიეთ იგი ღმერთის საქმედ. ყველაფერი ხდება ღმერთის ნებისამებრ. ნუ იფიქრებთ რომ თქვენს ნებას მარტო შეუძლია ნივთების ამიძრავება. თუ ეს ასეა, მაშინ თქვენ რატომ არ ხართ შემძლენი განახორციელოთ კონტროლი განსაზღვრულ მოვლენებზე რასაც ადგილი აქვს თქვენს ცხოვრებაში? გააცნობიერეთ რომ ყველაფერი მოძრაობს ღმერთის ნების მიხედვით. თუ რამე კარგი ხდება თქვენზე, მიიჩნიეთ ეს ღმერთის ნებად; თუ რამე ცუდი ხდება, მიიღეთ ესეც ღმერთის ნებად. არსებობს გარკვეული მიზანი მის უკან რასაც ის აკეთებს, რაც თქვენ არ შეგიძლიათ გაიგოთ. რასაც კი ის აკეთებს არის თქვენი საკუთარი სიკეთისთვის. ამიტომ, დაუტოვეთ ყველაფერი მის ნებას. „სუკჰა-დუჰკჰე სამე კრიტვა ლაბჰალაბჰაუ ჯეიაჯეიაუ“ (ადამიანმა თანაბარი სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს ბედნიერებასა და მწუხარებაში, მოგებასა და წაგებაში, გამარჯვებასა და დამარცხებაში). რაც კი შეიძლება მოხდეს, მიიჩნიეთ ეს ღმრთაებრივი სიყვარულის ქმედებად და მიიღეთ იგი კეთილად მთელი გულით.
– ღმერთის საუბარი, 2008 წლის 22 ივლისი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 26 სექტემბერი.
ჩვენ შეგნებულად რატომ უნდა ამოვიცნოთ სიძულვილი და აღმოვფხვრათ შური ჩვენი გულიდან? ბჰაგავანი შეგვახსენებს და გვაფრთხილებს ჩვენ დღეს.
კაცის ყველა საზრუნავისა და უბედურების ძირეული მიზეზი არის შური. ჩვენ შეგვიძლია მივაგნოთ გიტაში რომ კრიშნა აფრთხილებს არჯუნას ხანხანობით: „არჯუნა, შენ უნდა იყო შურს მოკლებული. არ დაინფიცირდე შურით“. შურს უცვლელად თან სდევს სიძულვილი. ეს ორი არის ბოროტების ტყუპი ავკაცი; ესები არის გესლიანი მავნებლები. ესები თავს ესხმის ადამიანის პიროვნულობის ფესვებს. ხე შეიძლება იყოს დამშვენებული ყვავილებითა და ნაყოფებით. მაგრამ როცა მავნე მატლები ჯდებიან სამუშაოდ მის ფესვებზე, წარმოიდგინეთ რა ხდება მშვენებაზე! მაშინაც კი როცა ჩვენ აღფრთოვანებით ვხედთ მის სილამაზეს, ყვავილები ჭკნება, ნაყოფი ცვივა, ფოთლები არის გაყვითლებული და მიმოფანტული ქარით. ბოლოს, ხე ხმება; იგი კვდება და ეცემა. ასევე, როცა შური და სიძულვილი ასნებოვნებს გულს და შედის მუშაობაში, როგორი მაღალი ინტელიგენტი და როგორი უმაღლესად განათლებულიც კი არის კაცი, ის ეცემა. ის გადაიქცევა საზოგადოების მტრად. ის ხდება დაცინვის სამიზნე, რადგან ის უკვე აღარ არის ადამიანი. საბოლოოდ, მისი უახლოესი მეგობრებიც კი ტოვებენ მას და ხდებიან მისი მტრები. იგი კარგავს თავისი ჯგუფის პატივისცემას და ვეღარ იწვევს ელემენტარულ თავაზიანობასაც კი სხვებისგან; ის ატარებს თავის დღეებს მუდმივად ტანჯვაში. არცერთ მტერს შეუძლია იყოს ისეთი ვერაგი როგორიც არის შური.
– თავი 17, ვიდია ვაჰინი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 27 სექტემბერი.
როგორ წმენდს ღმერთისადმი ერთგულება გულს და გარდაქმნის ადამიანის ხედვას მსოფლიოზე? ბჰაგავანი სიყვარულით შეგვახსენებს ჩვენ დღეს.
ღმრთაებრივისადმი სიყვარული არის ერთგულება. ერთგულება არ არის რაღაც ობიექტური და კონკრეტული; ეს არის შინაგანი განცდა რაც წარმოიშვება გულიდან. როგორც თქვენ ფიქრობთ, თქვენ ისეთი ხდებით. ამიტომ, გული სავსე უნდა იყოს კეთილი გრძნობებით. გრძნობები უნდა იყოს ჩართული კეთილ საქმეებში. როცა თვალები შეტრიალებულია ღმერთისკენ, მთელი სამყარო ჩანს ღმრთაებრივად. როცა თქვენ ატარებთ სათვალის სწორ ტიპს, თქვენ ხედთ ყველაფერს ნათლად; მაგრამ თუ სათვალე არ არის სწორი, თქვენ იღებთ დამახინჯებულ სურათს და თვალები ფუჭდება. მსგავსად, თუ თქვენი გული სავსეა ღმერთის სიყვარულით, ყველა თქვენი გრძნობა განიწმინდება ამ სიყვარულით. სხვა არასასურველი ფიქრები წყდება. ერთგულნი ელოცებიან უფალს მოვიდეს და დაბინავდეს მათ წმინდა და მშვიდ გულებში. სადაც გული უწმინდურია, იქ არ არის ადგილი ღმერთისთვის. ბჰაგავად გიტაში არის თავი, მიძღვნული უფლის ვიბჰუტებზე. რა არის ეს ვიბჰუტები – ღმერთის დიდებები? ყველაფერი სამყაროში ამტკიცებს ღმერთის დიდებას; ყველაფერი არის საჩუქარი ღმრთაებრივისგან. მათთვის ვისაც აქვთ ურყევი რწმენა ღმერთში, არ არსებობს რამე კარგი ან ცუდი. ისინი იღებენ ყველაფერს ერთნაირად.
– ღმერთის საუბარი, 1988 წლის 9 იანვარი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 28 სექტემბერი.
რა ურთიერთობაა ინდივიდუალსა და უზენაესს შორის? ბჰაგავანი ნათლად ხსნის დღეს მარტივი მაგალითებით.
დეჰა + ატმა (ტანი + სული) ქმნის დეჰატმას. ჯივა + ატმა (სიცოცხლე + სული) ქმნის ჯივატმას. პარამ + ატმა (უზენაესი + მე) ქმნის პარამატმას. მიუხედავად იმისა, რომ დეჰა (ტანი), ჯივა (ინდივიდუალი) და პარამ (უზენაესი) არის სხვადასხვა ტერმინები, ატმა (სული) არის საერთო და არის თანაბრად წარმოდგენილი სამივეში. ატმა არის ყველგანმყოფი. მას ეწოდება სატ (არსება). ეს შეიძლება მიემსგავსოს შაქარს, რაც ინარჩუნებს სიტკბოს, რაშიც კი იგი შეიძლება იყოს გამოყენებული, იქნება ეს ყავა, ჩაი, რძე, პაიასამი თუ სხვა რამე. სახელები ყავა, ჩაი და სხვა იცვლება, მაგრამ შაქრის სიტკბო არის იგივე. ჩიტ (ცნობიერება) ექვემდებარება ცვლილებასა და მოძრაობას. როცა თქვენ ურევთ შაქარს წყალში, გაქვთ არა შაქარი ან წყალი, არამედ მხოლოდ სიროფი. როცა სატ რაც განასახიერებს ღმრთაებრივს და ჩიტ, რაც წარმოადგენს სიცოცხლის პრინციპს, ერთიანდება, თქვენ გაქვთ ანანდა (ნეტარება). ეს არის სატ-ჩიტ-ანანდა. იგი არის როგორც ოკეანე, რაშიც უამრავი არსება ჩნდება და ქრება როგორც ტალღები. მათი სახელები და ფორმები იცვლება, მაგრამ არსებითად ისინი არიან იგივე ოკეანე. ყველა ისინი არიან ცოცხალი არსებები, წარმოშობილნი სატ-ჩიტ-ანანდადან.
– ღმერთის საუბარი, 1994 წლის 26 ივნისი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 29 სექტემბერი.
რა არის ჭეშმარიტი ერთგულის ხარისხი? როგორ აგვარებს ღმერთის პიროვნება პრობლემებს ცხოვრებაში? ბჰაგავანი ნათლად განმარტავს დღეს, დარმარაჯას მაგალითით.
არჯუნამ ერთხელ ბრალდებულჰყო დარმარაჯა გულგრილობით სხვა ძმების, დრაუპადისა და მისი შვილების ტანჯვაზე; მან ზიზღის ისრები ესროლა მას მისი ბრმა ერთგულების გამო ‘ზნეობასა და უბპწოებაზე’. დარმარაჯამ, აღშფოთების რამე ნიშნის გარეშე, უპასუხა მშვიდად: „მოთმინება, შემწყნარებლობა და სიყვარული – მათ მარტო შეუძლია წარმატების მოტანა; რა სარგებელი მოაქვს გამარჯვებას, თუ ეს არის მოპოვებული სიცრუითა და სისასტიკით? ასეთი ომი შობს ომებს მუდმივად. ჩვენ ყოველთვის ისე უნდა ვიმოქმედოთ თითქოს ჩვენ ვართ ღმერთის დასწრებაში, თითქოს ღმერთი უთვალთვალებს და აფასებს ჩვენს თითოეულ აზრს, სიტყვასა და ქმედებას. ხედოთ საკუთარი თავი ყველაში და ხედოთ ყველა საკუთარ თავში; ეს არის გზა ხანგრძლივი მშვიდობისა და სიხარულისკენ. დაე ჩვენ არ ვეძებოთ გარე იმპერია; დაე ჩვენ გავხდეთ შინაგანი იმპერიის მმართველები. დაე ჩვენ არ ვეცადოთ გარეგანი მტრის დამარცხებას, შინაგანი მტერის დატოვებით ძლიერების გაზრდაზე. ჩვენ გვყავს კრიშნა ჩვენთან; ვინ შეძლებს ჩვენს დამარცხებას? ჩვენ გავიმარჯვებთ მისი მადლის მოპოვებით“. არასოდეს გადაუხვიოთ სიმართლის გზას, რაც კი იყოს უსიამოვნება ან ცდუნება. არ ანებოთ რწმენას შერყევა. თუ თქვენ აძლევთ მნიშვნელობას სიმდიდრეს ან შვილებს ან დიდებას ან ბედს, ამით თქვენ აცხადებთ რომ ხართ ერთგული, არა ღმერთის, არამედ სიმდიდრის, შვილებისა და დანარჩენის. თუ თქვენ ხართ ღმერთის ერთგული, როგორ უნდა გამოხატოთ ეს ერთგულება? ღმრთაებრივი ხარისხების, ღმრთაებრივი სათნოებების, ღმრთაებრივი სიყვარულისა და ღმრთაებრივი ძალის გაცხადებით, გახდით საი, იყავით საი.
– ღმერთის საუბარი, 1972 წლის 26 სექტემბერი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 30 სექტემბერი.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ქმნილების მრავალსახოვნების საფუძვლადდებული ერთობის აღიარება? ბჰაგავანი სიყვარულით შეგვახსენებს ჩვენ დღეს, ასე რომ ჩვენ შევძლოთ სწრაფვა ერთობის განვითარებისკენ.
სიყვარულის ტანმოსილნო! ეს არის ძალიან ადვილი ხედო მრავალსახოვნება ერთობაში; ნებისმიერს შეუძლია გააკეთოს ეს. ამ მსოფლიოში არსებული მთელი მრავალსახოვნების საფუძვლადდებული ერთობის აღქმა კი საჭიროებს ბევრ ძალისხმევას. კაცი დღეს უნდა ისწრაფოდეს იმ ატმიკ პრინციპის შეცნობისკენ, რაც ერთფორმად არის მსუფევი ყველაში. მან ვინც იცის ატმას პრინციპი იცის ყველაფერი. ჩათვალეთ ყველა ადამიანი ამ მსოფლიოში როგორც ერთი და აღიარეთ მთელი კაცობრიობის ერთობა. რელიგიები არის მრავალი, მაგრამ მიზანი არის ერთი. ტანსაცმელი არის ბევრი, მაგრამ ძაფი არის ერთი. სამკაულები არის ბევრი, მაგრამ ოქრო არის ერთი. ძროხები არის ბევრი, მაგრამ რძე არის ერთი. ღმერთის მთელ ქმნილებაში სუფევს ერთობა, მაგრამ კაცი წარმოშობს ბევრ დაყოფას მასში. მთელი კაცობრიობის ერთობა არის დროს საჭიროება. როცა თქვენ განივითარებთ ერთობას, თქვენს გულში იქნება სიწმინდე. სადაც არის სიწმინდე, იქ არის ღმრთაებრიობა. ერთობა, სიწმინდე და ღმრთაებრიობა არის ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული და ურთიერთდამოკიდებული.
– ღმერთის საუბარი, 2008 წლის 31 მაისი

ბაბა