ნოემბერი

1.11.16.
სიძულვილი და შური ამახინჯებს ინდივიდის ჭეშმარიტ მიმზიდველობას. ბრაზი არის საწვავი ყველა სახის ცოდვისთვის. უბრალოდ შეხედეთ თქვენს თავს სარკეში როდესაც თქვენ თავს გეხმით ბრაზი, და თქვენ აღმოაჩენთ რომ ხართ შურფანაკჰას (დემონების მეფე რავანას დის) ნათესავი უძველესი დროიდან. რაჯო გუნა რაც გძალავთ თქვენ ამ დროს არის რაკშასა (დემონური) შტრიხი, რის თავის არიდებაც თქვენ უნდა ისწავლოთ. ამიტომ მათ ვინც ისწრაფიან სულიერ სფეროში წარმატებისთვის უნდა გადაწყვიტონ რისხვის კონტროლი და უნდა დაიმორჩილონ ჭკუის ახირებები. მათ უნდა ჩაახშონ გონებრივი მღელვარებები და შეშფოთებები და ყურადღება უნდა მიაქციონ რომ არ შეუქმნან შეშფოთება სხვებსაც აგრეთვე. მათ უნდა დაარწმუნონ თავიანთი თავები რომ ყველაში არსებობს ღმრთიურება (შივამ), ცნობადი როგორც სუნთქვა (სვასამ); უნდა განივითარონ უნივერსალური სიყვარული (ვიშვაპრემა) და უნდა აჩვენონ ეს თავიანთ სიტყვებსა და საქმეებში. მე გაკურთხებთ თქვენ რომ მოიპოვით სატიამ, შანტი და სუკჰამ (ჭეშმარიტება, მშვიდობა და ბედნიერება) ამ საშუალებით და რომ გაერთიანდეთ ყველა ნეტარების წყაროში.
– სატია საი ბაბა ამბობს, ტომი 6, თავი 38.
2.11.16.
არსებობს ქვეყნები, რომლებსაც არ აქვთ მშვიდობა თუნდაც სიუხვის შუაგულში; ისინი არიან შეპყრობილი შიშით და მოუსვენრობით იმის ხარჯზე რომ მათ თავისთვის მიიღეს ძალიან უხვი მოსავალი. მშვიდობის გარანტორი ინდივიდისა და საზოგადოებისთვის არის მხოლოდ სულიერი პროგრესი და სულიერი დისციპლინა. ინდოეთში ისევე როგორც სხვა ქვეყნებში შეიმჩნევა სამწუხარო უგულებელყოფა მხოლოდ ამ ორი მიზნის. უზრუნველყოფა საცხოვრებლით, ტანსაცმლით და საკვებით იძლევა ფიზიკურ ბედნიერებას (სუკჰას); უზრუნველყოფა ჩვევებში განათლების და გავრცელება ინფორმაციის მსოფლიოს შესახებ იძლევა არსებობის საშუალებებს. მაგრამ ძველი ანდაზა ამბობს, „ნა სუკჰათ ლაბჰათე სუკჰამ“, – ნამდვილი და მყარი ბედნიერება შეუძლებელია მოიპოვო ფიზიკური ბედნიერებით. მყარი ბედნიერება, ბედნიერება რომელიც არ შეირყევა არ შემცირდება არ გარდაიქმნება კარგი ან ცუდი ბედით, შეიძლება მოვიდეს მხოლოდ ჭკუის დისციპლინით და რწმენით უზენაეს ძალაში რომელიც მართავს კაცის ყველა საქმეს და სიტყვას და აზრს. ამ სულიერი ცნობიერების ამაღლების ლამპები უნდა აენთოს და უნდა იკვებოს, ასე რომ კაცის ნაბიჯებმა შეძლოს ამ გზის აღება და დაუზიანებლად გაგრძელება.
– ღმერთის საუბარი, ანანტაპურის უმაღლესი სკოლა გოგონებისთვის, სკოლის დღე, 1966.
3.11.16.
თქვენ უნდა ეცადოთ თქვენი საკუთარი ხასიათის დიაგნოზირებას და აღმოჩენას შეცდომების რომლებმაც დატბორეს იგი; არ ეცადოთ სხვების ხასიათის ანალიზს და არ ეძებოთ მათი ნაკლოვანებების ლაქები. სიცოცხლე არის ლაშქრობა მტრების წინააღმდეგ; ეს არის ბრძოლა დაბრკოლებებთან, ცდუნებებთან, გაჭირვებებთან და მერყეობებთან. ეს ძალები არის ყოველ ადამიანში და ამიტომ ბრძოლა უნდა იყოს უწყვეტი და მუდმივი. მსგავსად ვირუსის რომელიც ყვავის სისხლის ნაკადში, ნაკლოვანებები ვნების, სიხარბის, სიძულვილის, ბოროტების, სიამაყის და შურის ძირს უთხრის ენერგიას და რწმენას, და მიჰყავს ადამიანი უდროოდ დაცემისკენ. რავანას ჰქონდა დიდი სწავლულობა, სიმდიდრე, ძალა, ხელისუფლება, ღმერთის წყალობაც კი – მაგრამ ვირუსებმა ვნების და სიამაყის რომლებიც ჩასახლდა მის ჭკუაში მიიყვანა ის სრულ განადგურებასთან. ის ვერ ცხოვრობდა სიმშვიდესა და სიხარულში, თუნდაც ერთი წამი, მას შემდეგ რაც ეს ვირუსები შეუდგნენ თავის სამუშაოს. გახსოვდეთ, სათნოება არის ძალა და ხასიათის ნაკლოვანება არის სისუსტე.
– ღმერთის საუბარი, 16 მარტი 1966.
4.11.16.
ბევრს არ შეუძლია გაიგოს გოპიკების უანგარო სიყვარულის და ერთგულების სიწმინდე და არასწორად განმარტავენ მათ მოქმედებებს მათზე არასწორი მნიშვნელობის მიწერით. გოპიკებს ჰქონდათ კეთილშობილური აზრები, მათი სიყვარული და ერთგულება უფალ კრიშნასადმი იყო აბსოლუტურად უანგარო. ამ მიზეზით არის რომ ასე მრავალი საუკუნის შემდეგაც ისინი რჩებიან წმინდა მილიონთა ჭკუაში ინდოეთში. ბჰაგავატა ქადაგებს ერთგულების სიწმინდეს უფალ კრიშნასადმი. არ არსებობს სიძულვილი, შური, ან ბრაზი ღმერთის სიყვარულში; სწორედ ამიტომ მას შეუძლია მისცეს ბედნიერება მთელ მსოფლიოს. ჩვენ უნდა ვაღიაროთ უანგარო სიყვარული როგორც ერთგულების არსებითი ტიპი და უნდა ავამაღლოთ ის ჩვენს ქვეყანაში. ეს უნდა იყოს იდეალი მანამ სანამ ჩვენი ურთიერთობა ღმერთთან არის დაკავშირებული. უარი თქვით ნებისმიერ უწმინდურ აზრზე ან ეგოურობაზე თქვენი გულიდან, ამ მომენტიდან, და დანერგეთ უანგარო ღმრთიური სიყვარული და გაასუფთავეთ თქვენი გული.
– ზაფხულის ვარდები ლურჯ მთებზე, 1976, თავი 14.
5.11.16.
თითოეული ადამიანის ბრძოლა თავისი შინაგანი მტრების წინააღმდეგ არის განსხვავებული. ყოველი პიროვნება იღებს შედეგებს მისი სადჰანის (სულიერი პრაქტიკის) შესაბამისად, რაც დაფუძნებულია მათი ამ და წინა დაბადებებში ქცევების დამსახურებაზე. სიცოცხლე არ არის მექანიკური ფორმულა სადაც 2-ს პლიუს 2 ყოველთვის უდრის 4-ს. 2-ს პლიუს ორი შეიძლება იყოს 3 ან 5, მათ მიერ 2-ის ‘პირადი შეფასების’ მიხედვით. სულიერ გზაზე, თითეულმა უნდა იმოძრაოს წინ იქიდან სადაც ისინი უკვე არიან, თავიანთი საკუთარი სიჩქარით, სინათლით ლამპის რომელიც თითოეულს უჭირავს ხელში. გამოავლინეთ დეფექტები რომლებიც ძირს უთხრის თქვენს სულიერ კარიერას, და გაასწორეთ ესენი რომ წინ წაიწიოთ თქვენს მოგზაურობაში მისკენ. ადამიანები ყიდულობენ მუქი ფერის ტანსაცმელს, იმიტომ რომ მასზე არ შეეტყოს მტვერი და ჭუჭყი; ისინი არ ამჯობინებენ თეთრ ტანსაცმელს, ვინაიდან ეს აჩვენებს აშკარად თავის ჭუჭყიან მდგომარეობას. მაგრამ არ ეცადოთ ჭუჭყის დამალვას სიბნელეში; გრცხვენოდეთ ჭუჭყიანი ბუნების და ეცადეთ მის გასუფთავებას სწრაფად.
– ღმერთის საუბარი, 16 მარტი 1966.
6.11.16.
ადამიანები მოგზაურობენ ცაში და ადიან ძალიან მაღლა ცის სიცარიელეში. ისინი ყვინთავენ ოკეანის სიღრმეებში; და ბევრი სხვა ხერხით, ადამიანები აკეთებენ დაუჯერებელ რამეებს. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დახმარებით, ისინი აღმოაჩენენ და გამოიგონებენ საგნებს რომლებიც ადრე არ იყო მისაწვდომი ჩვეულებრივი ადამიანის არსებებისთვის. ისინი აკეთებენ ყოველგვარ ძალისხმევას რომ ისწავლონ და გაიგონ ზოგიერთი მოვლენა მაგრამ არიან მხოლოდ ნაწილობრივ წარმნატებულნი ამ მისწრაფებაში. სინამდვილეში, ადამიანები გამოიგონებენ რთულ და დახვეწილ კომპიუტერებსა და მანქანებს, და ამის მეშვეობით ცდილობენ სამყაროს დაპყრობას. ყველა ამ ძალებისა და შესაძლებლობების შეძენის შემდეგ, თუ ადამიანებს არ აქვთ სიბრძნე მათ კარგად გამოსაყენებლად თავიანთი ბედნიერებისა და მშვიდი ცხოვრებისთვის, ყველა ეს გამოგონება ხდება უსარგებლო.
– ზაფხულის ვარდები ლურჯ მთებზე, 1976, თავი 15.
7.11.16.
თუ ჩვენი სიყვარული, რწმენა და მიბმულობა არის შეზღუდული ჩვენი ახლო ნათესავებით და ახლობლებით, ეს იქნება ეგოისტური სიყვარულის დაბალი სახე. მეორეს მხრივ, თუ თქვენ მცირედ გაშლით თქვენი ოჯახის ვიწრო სფეროს და გააფართოვებთ თქვენს რწმენას და ირწმუნებთ თქვენს თანამემამულეებში, მაშინ ეს გახდება საშუალო. თუ თქვენ ჩათვლით მთელ მსოფლიოს როგორც ერთიანს და შეხედავთ ყველა მასში მცხოვრებ ადამიანს როგორც ერთს, და გაავრცელებთ თქვენს რწმენას და სიმპათიას მათზე ყველაზე, მაშინ ეს არის უანგარო სიყვარულის უმაღლესი სახე. თანდათანობით ჩვენ უნდა გავიდეთ ჩვენი ოჯახის შეზღუდული წრის ფარგლებიდან ჩვენი ქვეყნის ფართო წრისკენ და შემდეგ გავვრცელდეთ სამყარომდე. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჰუმანურობაზე, ეს არ უნდა იყოს შემოფარგლული ადამიანების პატარა ჯგუფით. არსებობს მხოლოდ ერთი კასტა, და ეს არის კაცობრიობის კასტა, და როდესაც ჩვენ ვამბობთ ჰუმანურობას, ჩვენ უნდა გავავრცელოთ ჩვენი უანგარო სიყვარული ყველა კლასზე სამყაროში აგრეთვე.
– ზაფხულის ვარდები ლურჯ მთებზე, 1976, თავი 15.
8.11.16.
ადამიანები დღეს იტანჯებიან ძალიან გრძნობების ციებ-ცხელებით და ცდილობენ შარლატანური საშუალებებით ძალების აღდგენას, სიამოვნებას, დასვენებას, დროსტარებას, სადღესასწაულო სადილობას, ცეკვას და ა.შ. მხოლოდ იმის დასადგენად რომ ციებ-ცხელება იკლებს მაგრამ ბრუნდება შესვენების შემდეგ – ეს არ არის კლება. ყველა მრავალფეროვნება სხვადასხვა დელიკატესი საკვების გემოში, ფერში, სუნში როდესაც თქვენ განიხილავთ პირდაპირ და პატიოსნად, არის უბრალოდ წამალი შიმშილის დაავადების განსაკურნად. ყველა სასმელი რაც ადამიანმა გამოიგონა არის მხოლოდ წამალი წყურვილის ავადმყოფობის შესასუსტებლად. ის რასაც თქვენ უწოდებთ დღეს ფუფუნებას (ბროგას), არის ნივთები რომლებიც ეწევა ადამიანს მღელვარებასა და უაზრო დევნაში. ციებ-ცხელება მოშორდება მხოლოდ მაშინ როდესაც დაფარული ვირუსი აღმოჩნდება უმოქმედო. ზუსტად ასევე, თქვენი ჭკუის დაავადების ვირუსი მოკვდება მხოლოდ მაშინ როდესაც სიბრძნის (ჯნანას) სხივები დაეცემა მასზე. გაარჩიეთ და ყოველთვის ეცადეთ უპირატესობა მისცეთ სასარგებლოს (ჰიტას) სასიამოვნოზე (პრიიაზე), ვინაიდან სასიამოვნომ შესაძლებელია წაგიყვანოთ თქვენ დაბლა უფსკრულში დასასრიალებელ გზაზე.
– ღმერთის საუბარი, 16 მარტი, 1966.
9.11.16.
დღე-ღამის 24 საათიდან, გამოიყენეთ ექვსი გამოსამუშავებლად და დასახარჯად, ექვსი ღმერთზე ფიქრისთვის, ექვსი ძილისთვის და ექვსი სხვა ადამიანთა მსახურებისთვის. ბევრ თქვენგანს არ აქვს თუნდაც ხუთი წუთი რომ ნამდვილად იფიქროს უფალზე, და თქვენ არ ხართ დარცხვენილი. რა ტრაგედიაა! ჩაფიქრდით თქვენს ამჟამინდელ მდგომარეობაზე (შტითი), მიმართულებაზე რომლითაც თქვენ წინ მიიწევთ (გატი), თქვენს ძალაზე (შაკტი), თქვენს მოსაზრებებზე (მატი). შემდეგ დადექით სულიერი პრაქტიკის გზაზე, ნაბიჯ-ნაბიჯ, ამგვარად რომ თქვენ მიუახლოვდეთ მიზანს მყარად და სწრაფად, ყოველდღე. ინდური კულტურა გირჩევთ გრძნობების კონტროლს, არა მათი კვების ორგანიზებას. ავტომობილი იმართება ბორბლით რომელიც არის შიგნით, ასე რომ, მაშინ როდესაც შინაგანი საჭის ბორბალი ტრიალდება, გარეთა ბორბლები მოძრაობს. მარტო გარეთა ბორბლების შეტრიალების მცდელობა არის უმეცრების ნიშანი! შინაგანი კონცენტრირება უნდა განვითარდეს გარეგან უგუნურ კონცენტრირებაზე უპირატესად. განივითარეთ სიწყნარე, უბრალოება, და თავმდაბლობა, ნაცვლად ხმაურის, სირთულეებისა და პატივმოყვარეობის.
– ღმერთის საუბარი, 16 მარტი, 1966.
10.11.16.
არჯუნამ დაიმსახურა სულიერი სწავლება (გიითა უპადეში) თვით უფლისგან, იმიტომ რომ ის განიცდიდა ღრმა მწუხარებას (ვიშადას), განდგომას (ვაირაგიას), დანებებას (შარანაგათის) და მიზანდასახულ კონცენტრირებას უფალზე (ეკაგრათას). როდესაც სწრაფვა გათავისუფლებისკენ ხდება აღუწერლად ძლიერი, თქვენ შეგიძლიათ გვერდზე გადადოთ ყველა სოციალური კონვენცია, ყოფითი ნორმა, და ა.შ. რომლებიც არ ემსახურება ამ უმაღლეს მიზანს. სწორედ ასე პრაჰლადამ უარი თქვა თავის მამაზე, ბჰიშმა დაუპირისპირდა თავის გურუს, მიირამ მიატოვა თავისი ქმარი და შანკარაჩარიამ თავის მხარეზე გადაიბირა გამიზნულად შეცდომაში შეყვანილი დედა. გათავისუფლებისთვის ამ გემოს განსავითარებლად, ნამასმარანა არის საუკეთესო ხერხი. დაე უფლის სახელის სიტკბო გაჯერებული მისი სიდიადის შაქრით მოქმედებდეს თქვენს ენასა და ჭკუაზე ყოველთვის. ეს უბრალო მაგრამ უმაღლესად ძლევამოსილი სავარჯიშო შეიძლება აპრაქტიკოს ყველამ ყოველ დროს, დამოუკიდებლად კასტისგან, აღმსარებლობისგან, სქესისგან, სოციალური ან ეკონომიკური მდგომარეობისგან.
– ღმერთის საუბარი, 16 მარტი, 1966.
11.11.16.
თქვენი სახლი (გრიჰა) უნდა ახმოვანებდეს გოვინდას სახელს; წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება მხოლოდ მღვიმე (გუჰა), სადაც ველური ცხოველები ბინადრობენ. სულს სჭირდება სახლი, და თქვენი სხეული თვით არის მისი სახლი. ამ სახლში აგრეთვე უნდა ისმოდეს ღმერთის სახელი, სხვა შემთხვევაში ეს იქნება ტალახის ქოთანი (გუჰა), და არა ადამიანის არსების სხეული. შემდეგ თქვენი სახლები ჩაიძირება უმაღლეს სიმშვიდეში (შანთიში)! უფლის ბრძანებათა მორჩილება არის თქვენი გათავისუფლების საიდუმლო. მას შემდეგ რაც თქვენ გადაწყვეტთ რომ თქვენი ჭკუის ხეხილის ბაღი ეკუთვნის მას, ყველა ნაყოფი დატკბება! თქვენი ძებნა დასაცავი თავშესაფრისთვის (სარანაგატი) მოგცემთ ყველა ნაყოფს რომელიც მისაღები იქნება უფლისთვის, ამიტომ ესენი ვერ იქნება მწარე. და წყალი კი, რა შეიძლება იყოს უფრო სუფთა და ძვირფასი ვიდრე თქვენი ცრემლები – დაღვრილი არა მწუხარებით, არამედ აღტაცებით უფლისადმი მსახურებისა და იმ გზაზე სვლის შანსით რომელსაც მისკენ მიჰყავხართ.
– ღმერთის საუბარი, 8 თებერვალი, 1963.
12.11.16.
დღეს ბევრი ადამიანი მნიშვნელობას არ აძლევს უფლის სახელის წარმოთქმას. ეს არის დიდი შეცდომა. ბევრი პირისპირ ხვდება მრავალ პრობლემას იმიტომ რომ ისინი არ აკეთებენ ნამასმარანას. ამ (ქალის) ეპოქაში ღმერთის სახელის გალობას მარტო შეუძლია თქვენი სიცოცხლეების გამოსყიდვა. არ არსებობს სხვა თავშესაფარი! უფლის დიდების გალობა არის უმაღლესად წმინდა. თქვენი გულის ჭიანჭველების ბუდეში არსებობს ბოროტი ხარისხების ბევრი გველი. როდესაც თქვენ წარმოთქვამთ ღმერთის სახელს, ცუდი ხარისხების ყველა ‘გველი’ გადის გარეთ. ნამასმარანა არის როგორც ნადასვარამ რაც იზიდავს გველებს და გამოჰყავს ესენი ჭიანჭველების ბუდეებიდან. დაე ეს ტკბილხმოვანი სახელი (ნადასვარამ) იყოს თქვენი სასიცოცხლო სუნთქვა (ჯიივანასვარამ). იმეორეთ უფლის სახელი უწყვეტად იმისთვის რომ მოცილდეთ ცუდი ხარისხებიდან. დაე თითოეული და ყოველი ქუჩა ხმას გამოსცემდეს უფლის დიდების გალობით. დაე ყოველი და თითოეული უჯრედი თქვენი სხეულის სავსე იყოს ღმერთის სახელით.
– ღმერთის საუბარი, 14 აპრილი, 2002.
13.11.16.
სხვა არაფერს შეუძლია მოგცეთ თქვენ ნეტარება, მამაცობა და ძალა, რასაც თქვენ მიიღებთ ნამასმარანადან (ღმერთის სახელის გალობიდან). თუკი ზოგიერთი ადამიანი გამასხარავებთ კიდეც თქვენ, არ შეწუხდეთ ამაზე. თქვენ შეიძლება იყოთ ახალგაზრდა ან მოხუცი, მდიდარი ან ღარიბი, ყველამ უნდა აკეთოს ნამასმარანა. იგალობეთ ღმერთის დიდება გულწრფელად, რაიმე შეფერხების გარეშე, სრული კონცენტრირებით და მთლიანად მიძღვნით. არ შეუშინდეთ არავის. მხოლოდ შემდეგ განცდით თქვენ ღმრთიურ ნეტარებას. დაიწყეთ ეს წმინდა ნამასმარანა სწორედ ამ მომენტიდან. იზრუნეთ რომ დაინახოთ სახელი ამომავალი თქვენი გულის ბირთვიდან. დაუკარით თქვენი გულის ვიინაზე და იგალობეთ ღრმერთის დიდება. დარწმუნდით რომ თქვენ არ გაქვთ ცუდი აზრები რადგან ეს აწარმოებს შეუფერებელ ნოტებს. მხოლოდ მაშინ თქვენ გახდებით ღმერთის წყალობისა და ენერგიის მიმღები. მე გაკურთხებთ თქვენ კურთხეული სიცოცხლის გატარებაზე! თქვენ არ გჭირდებათ ნეტარების ძებნა გარეთ. ეს არის თქვენს შიგნით. დღეიდან, დაე თქვენი ერთგულება და დანებების გრძნობა გაიზარდოს უფრო მეტად. იყავით უშიშარი და იგალობეთ უფლის დიდება სადაც არ უნდა იყოთ და ატარეთ ჭეშმარიტი ადამიანის არსების სიცოცხლე.
– ღმერთის საუბარი, 14 აპრილი, 2002.
14.11,16.
მშობლები და შვილები უნდა გაერთიანდნენ და იგალობონ ღმერთის დიდება. სიყვარულის განსხეულებანო, თქვენი სიცოცხლე მიძღვნილი უნდა იყოს ღმერთისადმი; როგორც პირველი ნაბიჯი, თქვენ უნდა მიეცეთ რამოდენიმე წუთი ყოველდღე მისი დიდების გაღმერთებას და უნდა ისიამოვნოთ ამ დიდების სიღრმით. თანდათანობით, როდესაც თქვენ გაგამხნევებთ ჩვევის სიტკბო, თქვენ დაუთმობთ უფრო და უფრო მეტ დროს და იგრძნობთ სულ უფრო მეტ და მეტ შინაარსს. ‘ცხოვრების’ მიზანი არის ‘ღმერთში ცხოვრების’ მიღწევა. ყველა არის უფლებამოსილი ამ მიძღვნასა და დაგვირგვინებაზე. თქვენ ხართ ჭეშმარიტება; არ დაკარგოთ რწმენა; არ დაიმციროთ თავი. თქვენ ხართ ღმერთი, მაინც ხშირად თქვენ სრიალდებით ადამიანურობიდან ცხოველურობისკენ ან მეტად დაბლა. განავითარეთ სიყვარული, გაინაწილეთ ეს სიყვარული ყველასთან. როგორ შეიძლება თქვენ ერთ პიროვნებას მისცეთ ნაკლები და მეორეს მეტი, მაშინ როდესაც ისინი არიან ორივე იგივე რაც თქვენ? თუ თქვენ დაგავიწყდათ ძირითადი ღმრთიურება, სიძულვილის ყლორტები და შური მაღლა ასწევს მათ სახურავს. ხედეთ ღმერთი (ათმა) ყველაფერში. მაშინ სიყვარულის ყლორტები, და მშვიდობა დაბლა ჩამოვა როგორც ნამი.
– ღმერთის საუბარი, 4 ივლისი, 1968.
15.11.16
მზაკვრული დაავადება არის ახლა ძალიან გავრცელებული ბევრ ადამიანში, სახელდობრ, ურწმუნოება. ეს ცეცხლს უკიდებს რწმენის პატარა ყლორტებს და აქცევს სიცოცხლეს ნაცრად და ფერფლად. თქვენ არ გაქვთ კრიტერიუმი განსასჯელად, მაინც თქვენ პრეტენდირებთ განსჯაზე. ეჭვი, რისხვა, შხამი, ავადმყოფობა – ეს ყველა უნდა მოისპოს მანამ სანამ გაიზრდება. იმეორეთ უფლის სახელი, გაქვთ თქვენ რწმენა თუ არ გაქვთ. ეს თვით აღგიძრავთ რწმენას; ეს თვით შექმნის საფუძველს რაზეც შეიძლება რწმენა აშენდეს. თქვენ აძლევთ მნიშვნელობას რაოდენობას, მაგრამ უფალი მიიჩნევს მხოლოდ ხარისხს. ის ითვლის არა რამდენი საწყაოა ‘ტკბილი ბრინჯი’ რომელიც თქვენ შესთავაზეთ, არამედ რამდენი ტკბილი სიტყვა წარმოთქვით, და რამდენი სიტკბო იყო წარმოდგენილი თქვენს აზრებში. შესთავაზეთ მას ერთგულების სურნელოვანი ფოთოლი, თქვენი ემოციებისა და იმპულსების ყვავილები რომლებიც თავისუფალია ვნების, რისხვის და ა.შ. მავნებლებისგან. მიეცით მას ნაყოფი მოყვანილი თქვენი ჭკუის ბაღში, მჟავე ან ტკბილი, წვნიანი ან მშრალი, მწარე ან ტკბილი.
– ღმერთის საუბარი, 8 თებერვალი, 1963.
16.11.16.
ამოირჩიეთ მისი ნებისმიერი სახელი რომლითაც თქვენ მიმართავთ, ამოირჩიეთ მისი ნებისმიერი ფორმა. ყოველ დღე როდესაც თქვენ იღვიძებთ აღმოსავლეთის ნათების ძახილზე, გაიმეორეთ სახელი, იმედიტირეთ ფორმაზე; გქონდეთ სახელი და ფორმა როგორც თქვენი კომპანიონი, მეგზური და მეურვე ყველგან თქვენი მღვიძარების საათების მძიმე შრომისას. როდესაც თქვენ წვებით დასაძინებლად შესთავაზეთ მადლიერი პატივისცემა ღმერთს ამ ფორმაში, ამ სახელით, ყოფნისთვის თქვენთან, თქვენად, თქვენს გვერდით, თქვენს წინ, თქვენს უკან, მთელი დღის განმავლობაში. თუ თქვენ მოეკიდებით ამ დისციპლინას, თქვენ ვერ შეძლებთ მერყეობას ან მარცხის განცდას. ესწრაფეთ ყოველთვის თქვენი ახლობელი თანამემამულეების სიხარულის და ბედნიერების ხელის შეწყობას; ხალისიანად გაინაწილეთ მათი სიხარული და ბედნიერება. გადაწყვიტეთ თქვენი საკუთარი რეალობის ძებნის გაგრძელება. გადაწყვიტეთ ცხოვრება ღმერთის სახელის მუდმივი გამეორების შთაგონებით. განავითარეთ სიყვარული და გაანაწილეთ სიყვარული. მე გაკურთხებთ რომ თქვენ მიაღწიოთ წარმატებას ამ საქმეში და რომ მიიღოთ დიდი სიხარული იქიდან.
– ღმერთის საუბარი, 4 ივლისი, 1968.
17.11.16.
ყველა რელიგია ასწავლის ერთ ძირითად დისციპლინას – ჭკუიდან მოცილებას ეგოიზმის, მცირე სიხარულის უკან სირბილის ნაკლის. ყველა რელიგია ასწავლის ადამიანის არსებებს თავიანთი გულების ავსებას ღმერთის დიდებით, და პატივმოყვარეობის წვრილმანობის გამოსახლებას. ის გასწავლით თქვენ განმარტოებისა და გარჩევის მეთოდებს, ასე რომ თქვენ შეძლოთ უმაღლესზე დამიზნება და გათავისუფლების მიღწევა. გწამდეთ რომ ყველა გული არის მოტივირებული ერთის და მხოლოდ ღმერთის მიერ; რომ ყველა აღთქმა ადიდებს ერთს და მხოლოდ ღმერთს; რომ ყველა სახელი ყველა ენაში და ყველა ფორმა რომელიც თქვენ შეიძლება წარმოიდგინოთ თქვენთვის, აღნიშნავს ერთს და მხოლოდ ღმერთს; და რომ მისი გაღმერთება არის საუკეთესო საკეთებელი სიყვარულის საშუალებით. განავითარეთ ეს ერთიანობის დამოკიდებულება (ეკა-ბჰავა), ყოველი აღმსარებლობის, ყოველი ქვეყნის და ყოველი კონტინენტის ადამიანებს შორის. რაც მე მოგიტანეთ ეს არის სიყვარულის გზავნილი. ეს არის გზავნილი რომელსაც მე გისურვებთ თქვენ მიიღოთ გულში. გულში ატარეთ სიყვარული, იცხოვრეთ სიყვარულში, გაავრცელეთ სიყვარული – ეს არის სულიერი სავარჯიშო რომელიც მოიტანს მაქსიმალურ სიხარულს.
– ღმერთის საუბარი, 4 ივლისი, 1968.
18.11.16.
დღეს საკვები რომელსაც თქვენ ჭამთ, წყალი რომელსაც თქვენ სვამთ და ჰაერი რომლითაც თქვენ შეისუნთქავთ ეს ყველაფერი არის დაჭუჭყიანებული. ადამიანები თავის თავად არიან ძალიან დაჭუჭყიანებული იმიტომ რომ მათი ჭკუები არის სავსე ნეგატიური გრძნობებით და მიწიერი სურვილებით. უეჭველად თქვენ უნდა გქონდეთ სურვილები, მაგრამ ეს უნდა იყოს შეზღუდვების ქვეშ. ბევრი ადამიანის გული არის ბუნაგი ცუდი ხარისხების როგორიც არის რისხვა, სიძულვილი, სიხარბე, შური, პომპეზურობა და ყოყოჩობა. სიყვარულს მარტო შეუძლია გამოყაროს ეს ნეგატიური ხარისხები. სურვილი, ბრაზი, სიხარბე, შური და ა.შ., თავს ეწევა მხოლოდ სხეულზე მიბმულობის გამო და არასწორი კვების ჩვევიდან. ამიტომ აკონტროლეთ თქვენი მიბმულობა და სურვილები. წერილებს რომლებსაც თქვენ დაწერთ გამოჩნდება ლურჯად მაშინ როდესაც კალამი სავსეა ლურჯი მელნით და წითლად მაშინ როდესაც ის არის სავსე წითელი მელნით. ამის მსგავსად ყველაფერი რასაც თქვენ ხედავთ, ისმენთ და ამბობთ იქნება ნეგატიური თუ თქვენი გულს აქვს ნეგატიური აზრები. აქედან გამომდინარე შეავსეთ თქვენი გული სიყვარულით. შემდეგ ყველაფერი რასაც თქვენ ხედავთ, ისმენთ, იტყვით და გააკეთებთ იქნება სავსე სიყვარულით და თქვენ განცდით მსოფლიოს სავსეს სიყვარულით.
– ღმერთის საუბარი, 11 აგვისტო, 2000.
19.11.16.
ამჟამად, ბევრი კაცი ზემოდან უმზერს ქალს და თვლის მას როგორც უბრალო მსახურს. ეს არის დიდი შეცდომა. რაც მეტად სცემს პატივს კაცი ქალს, იმდენად მეტად იქნება ის პატივნაცემი. კაცი არ უნდა მოიქცეს ქედმაღლურად ქალის მიმართ იმის ფიქრით რომ არის უფრო ძლიერი და ძლევამოსილი. დღეს ადამიანებს მინიჭებული აქვთ სხვადასხვა ტიტულები ან რეპუტაცია, მსგავსი პადმაშრის, პადმა ვიბჰუშანის და ა.შ. მაგრამ ტიტულები მინიჭებული ქალებზე ძველი დროიდან არის გრიჰალაკშმი (სახლის ქალღმერთი), ილლალუ, დჰარმაპატი (უბიწო მეუღლე), არდჰანგანი (კაცის პირველი ნახევარი), და ა.შ. ეს ძალიან მაღალი და წმინდა ტიტულებია. როგორ შეიძლება ქალები ასეთი ამაღლებული ტიტულებით თავის წილად იყვნენ კაცებზე დაბლა მდგომი? ყველა კაცმა უნდა იზრუნოს რომ ქალები მათ სახლებში არ ღვრიდნენ ცრემლებს. ქმარს აქვს უფლება აღნიშნოს მისი ცოლის შეცდომები, მარგამ მან არ უნდა გამოიყენოს მკაცრი სიტყვები და არ უნდა დააზიანოს მისი გრძნობები. არასოდეს გამოიყენოთ მკაცრი სიტყვები ვინმეს მიმართ. ილაპარაკეთ ტკბილად და რბილად. თქვენი ოჯახი მიაღწევს მშვიდობას და აყვავებას მას შემდეგ რაც თქვენ დაიცავთ ამ პრინციპებს.
– ღმერთის საუბარი, 11 აგვისტო, 2000.
20.11.16.
არავინ არ უნდა ჩათვალოს თავისი თავი უშინაარსოდ ან უმნიშვნელოდ. ყველა, პატარა და დიდი არის სასიცოცხლო ნაწილი მთელის და ყველას აქვს არსებითი როლი მსოფლიოში, მსგავსად რაკეტის ყველა ნაწილის. ნებისმიერმა დეფექტურმა მცირე ნაწილმა შეიძლება გამოიწვიოს რაკეტის აფეთქება. ამის მსგავსად ამ თვალუწვდენელ კოსმოსში ყოველ არსებას აქვს მნიშვნელოვანი როლი სათამაშო მისი მოწესრიგებული ფუნქციონირებისათვის. დღეს, არ არსებობს ერთიანობა, სისუფთავე ან ღმერთის გაცნობიერება. როდესაც არსებობს დისონანსი აზრებს, სიტყვებსა და საქმეებს შორის, ადამიანურობა ინაღმება. ერთიანობას ხელი უნდა შეეწყოს ადამიანურობის წასახალისებლად. ჩვენ ვზეიმობთ ბევრ დღესასწაულს და დაბადების დღეს. მნიშვნელოვანი არ არის ზეიმი, არც კაბები ან საუბრები. შეგრძნება არის ის რაც მნიშვნელოვანია. აზრების სისუფთავის გარეშე, შეუძლებელია სიბრძნის სისუფთავის მიღება. ეცადეთ თქვენი ჭკუის გასუფთავებას. განავითარეთ უანგარო სიყვარული ყველას მიმართ და დაასაქმეთ თქვენი თავი სოციალურ მსახურებაში. სოფლის მცხოვრებთა მსახურება არის რამას მსახურება (გრამა სევა არის რამა სევა).
– ღმერთის საუბარი, 23 ნოემბერი 1992.
21.11.16.
სტუდენტებო! სიყვარულის განსხეულებანო! სადაც ექვსი ხარისხი გულმოდგინების, სიმტკიცის, მამაცობის, გონის, ნიჭის და გმირობის არის წარმოდგენილი იქ ღმერთის დახმარება გამომჟღავნდება! ყველა სფეროში, ყოველ დროს, ყველასთვის ვინც დაჯილდოებულია ამ ექვსი ძვირფასი ხარისხით, წარმატება არის გარანტირებული. ეს ხარისხები უზრუნველყოფს თქვენს ყოველმხრივ აყვავებას. თუმცა ეს ხარისხები ხვდება დროდადრო სხვადასხვა წინააღმდეგობას. ისე როგორც სტუდენტი პირისპირ ხვდება სხვადასხვა გამოსაშვებ გამოცდას, ეს კეთილშობილური ხარისხებიც არის ასევე საგამოცდო საგნები. ეს გამოცდები უნდა იყოს როგორც დასაბიჯებელი ქვები ადამიანის უმაღლესი მიღწევებისკენ. ეს გამოცდები არის დანაკარგების, სირთულეების, ტკივილების, ტანჯვების და ცილისწამების ფორმებში. თქვენ უნდა გდალახოთ ეს სირთულეები მამაცობით და თვით დაჯერებით და უნდა წახვიდეთ წინ. თვითდაჯერების გარეშე ექვსი ხარისხი ვერ იქნება შეძენილი. სტუდენტებმა უნდა განივითარონ თვითდაჯერება და უნდა დაადგნენ სიცოცხლის მოგზაურობას რწმენით ღმერთში.
– ღმერთის საუბარი, 14 იანვარი, 1997.
22.11.16.
განათლება არის თქვენი ორნამენტი, ეს არის თქვენი საიდუმლო სიმდიდრე რომელიც გჩუქნით აყვავებას და დიდებას. ეს არის უცვლელი ნათესავი უცხოეთის მოგზაურობაში. სიმდიდრეზე მეტად ეს უზრუნველყოფს პატივისცემას ხელისუფალთაგან. განათლება არის საფუძველი მიზნით აღსავსე სიცოცხლის გასატარებლად ფიზიკურ მსოფლიოში, ჭკუის სამეფოსა და საზოგადოებაში. ეს გაიარაღებთ თქვენ გონებრივი ძალით და მედეგობით ცხოვრების გამოწვევებთან პირისპირ შესახვედრად და ბუნებაში უთვალავი გამოვლინების გასაგებად. მხოლოდ მაშინ როდესაც თქვენ გაიგებთ თქვენი ჭკუის ძალას, თქვენ შეძლებთ შეცნობას ნათესაობის მსოფლიოსა და საზოგადოებას შორის. განათლებამ უნდა აგიმაღლოთ გარჩევა და უნდა დაგიწესოთ თავმდაბლობა, და უნდა მოგცეთ შესაძლებლობა შეიცნოთ თქვენი მოვალეობა თქვენი მშობლებისადმი, და სხვების მიმართ ვინც გაქციათ თქვენ იმად რაც დღეს თქვენ ხართ. მადლიერება არის უმაღლესი სათნოება. იყავით მადლიერნი თქვენი მშობლებისადმი. გააფართოვეთ თქვენი ხედვა. გაცნობიერდით ღმერთში რომელიც არის თანდაყოლილი ყოველ არსებაში. განავითარეთ სიყვარულის სული და აღავსეთ თქვენი სიცოცხლე სიხარულით.
– ღმერთის საუბარი, 22 ნოემბერი, 1988.
23.11.16. ბჰაგავანის დაბადების დღე
ღმერთის სიყვარულის განსხეულებანო! ყველა ისწრაფის ბედნიერებისკენ და ყველას უნდა დარდისგან თავის არიდება. მაგრამ ამ მსოფლიოში, ჭეშმარიტება და არაჭეშმარიტება, უბიწოება და ბიწიერება, სამართლიანობა და უსამართლობა გადადის და იცვლება დროსთან ერთად. ადამიანს უნდა ჰქონდეს რწმენა საბოლოო მიზანში რომლიდანაც წარმოიშობა ორივე კარგიც და ცუდიც. ყოველდღე ადამიანი განცდის ბედნიერებას და მწუხარებას, მასპინძლობს მიბმულობას და ანტიპათიებს და იწვევს დარდებსა და ტანჯვებს. როგორ შეიძლება ადამიანი იყოს სიმშვიდეში ამ პირობებში? ჭეშმარიტი ადამიანი არის ის ვისაც აქვს რწმენა აღუშფოთველობაში – იგივენაირად როგორც ის მოემშვიდობება ბედნიერებას, ის შემძლე უნდა იყოს ასევე მოემშვიდობოს მწუხარებას. თქვენ უნდა გწამდეთ ღმერთი და უნდა განცდიდეთ მის სიყვარულს თქვენს გულებში. თუ თქვენ გინდათ იყოთ პატვნაცემი ყველასგან, თქვენ უნდა პატივი სცეთ ყველას. იქნება მდიდარი თუ ღარიბი, კეთილშობილი თუ არაკეთილშობილი, ყველას აქვს საკუთარი თავის პატივისცემა. ადამიანმა უნდა ჩადოს ძალისხმევა საკუთარი თავის პატივისცემის უზრუნველყოფაში. მას ვისაც ჭეშმარიტად აქვს საკუთარი თავის პატივისცემა ის პატივს სცემს ყველას. არ არსებობს რაიმე ახალი რაც მე შემიძლია გითხრათ თქვენ დღეს. თითოეულმა უნდა მიაღწიოთ ნეტარებას და უნდა დაძლიოთ დარდი; განივითარეთ ჭეშმარიტი სიყვარული და განცადეთ ღმრთიურება. ეს არის ჩემი მთავარი გზავნილი თქვენთვის დღეს.
– ღმერთის საუბარი, 23 ნოემბერი, 2001.
24.11.16.
გახსოვდეთ, არ არსებობს განსაკუთრებული დამსახურება ე.წ. სულიერი ვარჯიშებით. ყოველი ქმედება თქვენს ყოველდღურ ცხოვრებაში უნდა იყოს ნაკურთხი მათი როგორც ღმერთისადმი შეთავაზების შესრულებით. გლეხი რომელიც ხნავს თავის მინდორს უნდა გრძნობდეს რომ ის ხნავს თავისი გულის მინდორს. როდესაც თესავს თესლს, მან უნდა დათესოს კარგი ხარისხების თესლი თავის გულში. როდესაც რწყავს მინდორს, მან უნდა იფიქროს რომ სიყვარულით რწყავს თავისი გულის მინდორს. ამ წესით, თითოეული უნდა მიჰყვეს სულიერ გზას კრიალოსანის დახმარების ან ტყეში წასვლის გარეშე. ფიზიკური და იდეოლოგიური განსხვავებებისგან დამოუკიდებლად, ღმერთის პრინციპი (ათმა) არის საერთო ყველასთვის. თქვენ უნდა გააცნობიეროთ რომ ყოველი არსება სამყაროში მთლიანად დაკავშირებულია საზოგადოებასთან როგორც სხვადასხვა ორგანოებია სხეულში. თვით კაცობრიობა არის ბუნების ნაწილი და ბუნება არის ღმერთის ნაწილი. თუ ამ მთლიან კავშირს გაიგებთ, სადღა იქნება ნიადაგი სიძულვილისთვის? ამიტომ მოიქეცით სამაგალითოდ.
– ღმერთის საუბარი, 23 ნოემბერი, 1992.
25.11.16.
თქვენ უნდა გახადოთ თქვენი საკუთარი შეგნება სანდო, და თქვენ უნდა გქონდეთ რწმენა თქვენში. თქვენი სინდისი არის თქვენი მეგზური და ეს უნდა მბრძანებლობდეს თქვენს ქცევას. კარგისთვისაც და ცუდისთვისაც ორივესთვის პასუხისმგებელია თქვენი სინდისი. ცოდვა თქვენში იწვევს ცუდს; ძალამ და თვითდაჯერებამ უნდა, მაშასადამე გააკეთოს ისეთი საქმეები რომლებიც წაახალისებს თქვენს დარწმუნებულობას თქვენს საკუთარ პიროვნებაში. აი ამის გამო მე ბევრჯერ გეუბნებით თქვენ, რომ თქვენ უნდა მისდიოთ ოთხ F’ს მისდიეთ (Follow) ხელმძღვანელს და ეს არის თქვენი სინდისი. მეორე არის, პირისპირ შეხვდით (Face) დემონს. მესამე არის, ბრძოლა (Fight) ბოლომდე. შემდეგ თქვენ შეგიძლიათ დაასრულოთ (Finish) თამაში. თუ თქვენ გახსოვთ ეს ოთხი მიწერილობა ასე რომ ესენი ხმოვანებს თქვენში ყოველ მომენტში, ვერ იარსებებს თქვენს ცხოვრებაში ვერაფერი უფრო წმინდა ვიდრე ეს.
– ზაფხულის ვარდები ლურჯ მთებზე, 1976, თავი 15.
26.11.16.
თქვენ გქონდათ სახლი და ცხოვრობდით მასში. თქვენ იჩენდით დიდ მზრუნველობას რომ ეს ყოფილიყო კომფორტული, ლამაზი და შთამბეჭდავი. თქვენ ბრაზობდით როდესაც რაიმე პლაკატს მიაკრავდნენ მასზე! შემდეგ ერთ დღეს თქვენ გაყიდეთ ეს. ეს უკვე აღარ არის თქვენი მიბმულობის ობიექტი. სინამდვილეში, მაშინაც კი თუ ელვა არტყამს მას თქვენ არ წუხდებით! ახლა თქვენ ასახელებთ თქვენად ფულს რომელიც მიიღეთ; თქვენ დებთ მას ბანკში და ხდებით მიბმული ბანკის მიერ გამოცემულ შენახვის წიგნაკზე. თქვენ ინახავთ მას რკინის სეიფში და მოსიყვარულედ ათვალიერებთ მის ფურცლებს. ფული რომელიც თქვენ მიეცით ბანკს შეიძლება გასესხებული იყოს მის მიერ ვინმეზე ვინც თქვენ არ მოგწონთ, მაგრამ თქვენ არ ზედამხედველობთ. თქვენ გაქვთ საბანკო საანგარიშსწორებო წიგნაკი. ახლა, სახელდობრ რა არის თქვენი? რაზეც ხართ თქვენ მიბმული ასე ღრმად? სახლი, ფული თუ საბანკო წიგნაკი? თქვენ იყავით მიბმული პრესტიჟზე, კომფორტზე, სანახაობასა და სიხარბეზე – ნივთებზე რომლებიც წარმოიქმნება თქვენს ჭკუაში როგორც სურვილი; თქვენ იყავით მიბმული თქვენს საკუთარ ეგოზე, არსებითად. ეს იყო ის რაც გარწმუნებდათ თქვენ განგეცხადებინათ პრეტენზია ამ ნივთებზე, ერთი მეორეს მიყოლებით, როგორც თქვენსაზე! თითოეულმა თქვენგანმა უნდა გამოიყენოს გარკვეული სულიერი ძალისხმევა იმისთვის რომ გაწმინდოს ჭკუა ვნებისა და სიხარბისგან, შურისა და სიძულვილისგან.
– ღმერთის საუბარი, 27 მარტი, 1966.
27.11.16
დღეს, საქონლის მისაწვდომობა არის შეზღუდული, და სურვილები არის შეუზღუდავი. რამდენადაც ჩვენი მზარდი სურვილები და მოთხოვნილებები არის მისაწვდომობის ფარგლებს გარეთ, მსოფლიოში არსებობს ეკონომიკური დისბალანსი. ბევრი ადამიანი ცდილობს გამოასწოროს ეს საქონლის მისაწვდომობის გაზრდით. სანაცვლოდ, თუ ადამიანები ისწავლიდნენ თავიანთი სურვილებისა და მოთხოვნილებების შეკავებას, არ იარსებებდა არც ძალისხმევის და არც ხარჯების გაზრდის საჭიროება. ჩვენი სურვილებისა და მოთხოვნილებების შემცირების ეს ასპექტი წერილებში იწოდება ‘ვაირაგიად’ (განდეგილობად). სიტყვა ვაირაგია არ ნიშნავს რომ თქვენ უნდა გაიქცეთ თქვენი ოჯახიდან, დაჯდეთ ტყეში, დაიხშოთ ცხვირი და ჩადგეთ ფიზიკურ წამებაში. განდეგილობის (ვაირაგიას) ჭეშმარიტი მნიშვნელობა არის ის რომ თქვენ დარჩეთ საზოგადოებაში, ასრულოთ თქვენი მოვალეობა, და ისწვლოთ თქვენი სურვილებისა და მოთხოვნილებების შეკავება. ჩვენი სიცოცხლე არის ხანგრძლივი მოგზაურობა. სიცოცხლის ამ ხანგრძლივ მოგზაურობაში, გააკეთეთ ყველა ძალისხმევა თქვენი სურვილებისა და მოთხოვნილებების შესამცირებლად. ვაირაგიას პრაქტიკა ასევე მოიცავს საკმარისი საკვების მიღებას, დანაკარგების თავის არიდებას.
– ზაფხულის ვარდები ლურჯ მთებზე, 1976, თავი 15.
28.11.16.
გამოდით ეგოს ჭიდან უნივერსალური სულის ოკეანეში, რომლის ნაწილიც თქვენ ხართ. ძალა დაატანეთ თქვენს ჭკუას ისუნთქოს გრანდიოზული მარადიული ატმოსფერო, შეახსენეთ მას ღმერთის და მისი დიდების შესახებ, ყოველ წამს, ყოველ შესუნთქვაზე, როდესაც თქვენ იმეორებთ მისი მრავალი სახელიდან ერთ-ერთს. ან დაკავდით რაიმე სამუშაოთი, რომელიც წაგიყვანთ თქვენ თქვენი ვიწრო მედან უზარმაზარ სიდიადეში, სადაც თქვენ მიუძღვნით ღმერთს თქვენი ქმედებების (კარმას) ნაყოფს, სადაც თქვენ დაუთმობთ თქვენს დროს და ენერგიას თქვენი სიხარულის, ჩვევების თუ ცოდნის განაწილებას თქვენს ახლობელ ადამიანებთან. ან იყავით თქვენ გარსშემორტყმული ყოველთვის უმაღლესი სიცოცხლის ერთგული ადამიანებით – მათით ვინც გაგამხნევებთ თქვენ მიზნისკენ წინსვლაში. ამ საშუალებებით მიაღწიეთ ჩითთა სუდდჰის (ჭკუის სისუფთავეს) და შემდეგ ჭეშმარიტება აირეკლება ნათლად მასში.
– ღმერთის საუბარი, 27 მარტი, 1966.
29.11.16.
ახალგაზრდები და სტუდენტები უნდა წავიდნენ ქვეყნის ოთხივე კუთხეში, უნდა გაწმინდონ ადგილი და უნდა დადგნენ შორს ექიმებიდან თვით სუფთად ყოფნით. თუ მიზანი არის კარგის კეთება სხვების მიმართ, მაშინ ღმერთი თვით აიღებს მზრუნველობას სიკეთის კეთების უანგარო მიზანზე. ეს არის ვიასას თვრამეტი პურანას არსი. სხვისთვის კარგის კეთების შემძლეობა არის დიდი სათნოება (პუნია) და შემძლეობა დადგე შორს ზიანის მიყენებიდან არის ასევე ღირსება. მაშასადამე, მაშინაც კი თუ არ ხართ კარგის კეთების შემძლე, უბრალოდ დაჯექით წყნარად და იყავით ჩუმად; მაგრამ არ მიაყენოთ ზიანი სხვას. თქვენ უნდა იზრუნოთ რომ ხუთივე ორგანო იყოს რაიმე ნაკლის გარეშე. თქვენ არ უნდა დაინახოთ რაიმე ცუდი თქვენი თვალებით. თქვენ არ უნდა ილაპარაკოთ რაიმე უღირსი თქვენი პირით; და თქვენ არ უნდა შეეხოთ რაიმე უსუფთაოს. თქვენ ამით უნდა დაიჭიროთ თქვენი ხუთივე ორგანო სატვურ (ან წმინდა) მდგომარეობაში.
– ზაფხულის ვარდები ლურჯ მთებზე, 1976, თავი 15.
30.11.16.
ღმრთისნიერთა კომპანია (სათსანგი) თქვენ თანდათანობით გაშორებთ ყოფითი საქმიანობის ხლართებისგან. როდესაც ცივი ნახშირის ნატეხს ათავსებენ გავარვარებულ წიდაზე და როდესაც ცეცხლს უნიავებენ, ნახშირიც ასევე ვარვარდება ცეცხლით. სიბრძნის ცეცხლი (ჯნანა აგნი) მუშაობს ამის მსგავსად. ინდივიდუალური ძალისხმევა და ღმერთის წყალობა ორივე არის ურთიერთ დამოკიდებული. ძალისხმევის გარეშე, არ იარსებებს წყალობის მინიჭება; წყალობის გარეშე გემო არ შეიძლება იყოს ძალისხმევაში. უფლისგან ამ ძვირფასი წყალობის მოსაპოვებლად, ყველაფერი რაც თქვენ გჭირდებათ არის მხოლოდ რწმენა და სათნოება. თქვენ არ გჭირდებათ მისი ქება მისი წყალობის მოსაპოვებლად. ქება კვებავს ეგოიზმის ცეცხლს და ნისლით ფარავს ნამდვილ რწმენას. ღმერთს არ უყვარს უბრალო გარეგანი სიტყვიერი ქება და ამგვარი შეთავაზება. ის არის თქვენი და თქვენ ხართ მისი. მთელი კაცობრიობა არის ღმერთის ოჯახი. დააკაკუნეთ რწმენით: წყალობის კარი გაიღება. გააღეთ თქვენი კარები! გარეთ მომლოდინე მზის სხივები შემოვა ჩუმად შიგნით და აავსებს თქვენს ოთახს სინათლით.
– ღმერთის საუბარი, 27 მარტი, 1966.

ბაბა