ოქტომბერი

01.10.2014
არჯუნა შევიდა ბრძოლის ველზე, სრულად აღჭურვილი და თავისი მტრების განადგურების ფანატიკური გადაწყვეტილებით. მაგრამ როდესაც მან დაიკავა თავისი პოზიცია ბრძოლის ველზე, მან თვალი გადაავლო, ‘ჩემი მასწავლებლები’, ‘ჩემი პაპა’, ‘ჩემი ნათესავები’, ‘ჩემი ბიძაშვილები’ და ა.შ. და ის წავიდა გრძნობებში ‘მე’ და ‘ჩემი’ იმდენად რომ დადო მშვილდი და სურდა ტყეში დაბრუნება და თავისი დარჩენილი სიცოცხლის მათხოვრობით გატარება ვიდრე ომში ბრძოლა. `მე~-მ, რომელსაც სინამდვილეში არაფერი აქვს საერთო მიწიერ სამფლობელოსთან, დააბრმავა ის. უფალმა კრიშნამ ასწავლა ბჰაგაბად გიტა და მოაშორა ეს ილუზია (მოჰა). თქვენთვის გაკვეთილი არის `იყავ უძრავი დუალობით.~ დაე დამარცხებამ ან წარმატებამ გავლენა არ იქონიოს თქვენს შინაგან სიმშვიდესა და შინაგან სიხარულზე. შეხედეთ თქვენს თავს როგორც სხვებზე ან საგნობრივ სამყაროზე დაუკავშირებელ მე-ს. როდესაც თქვენ იცით თქვენი ნამდვილი მე, თქვენ ხართ გათავისუფლებული! ეს არის მოკშა. გათავისუფლება (მოკშა) არ არის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ან საუცხოო კურორტი. ეს არის უბრალოდ თქვენი საკუთარი რეალობის გაცნობიერება და ყველა საწინააღმდეგო კონცეპციის უარყოფა.
– ღმრთიური საუბარი, 6 ოქტომბერი, 1970.
2.10.2014
ადამიანები განცდიან სიამოვნებას და ტკივილს, მწუხარებას და სირთულეებს ამ მსოფლიოში. როდესაც ისინი განცდიან სიამოვნებას ამბობენ რომ ეს არის მათი დამსახურების (პრაპთის) ჯეროვანი. როდესაც ისინი გადიან სირთულეებს, ისინი მიაკუთვნეებენ ამას თავის ბედს. სიმართლე რომ ითქვას, ორივე სიამოვნებაც და ტკივილიც არის ადამიანის საკუთარი მოქმედების (კარმის) შედეგი. როგორიც არის გრძნობები რომელსაც მოძრაობაში მოყავს მოქმედებები, იმგვარი არის შედეგიც (იად ბჰავა, თად ბჰავათი). ადამიანის ყოველმა არსებამ ამ მსოფლიოში უნდა შეასრულოს გარკვეული სახის კარმა. ამიტომ დაე მოქმედებები (კარმა) შესრულებული ადამიანების მიერ იყოს წმინდა. დასარას დღესასწაულის დანიშნულება არის მოქმედების ხუთი ორგანოთი და აღქმის ხუთი ორგანოთი (დასენდრიით) შესრულებული მოქმედებების გასუფთავება. დევი, რომელიც არის ენერგიის განსახიერება, არის ყველა მოქმედების მამოძრავებელი ძალა. ამიტომ ყველამ თაყვანი უნდა სცეს დურგას (ენერგიის ქალღმერთის), ლაკშმის (სიმდიდრის ქალღმერთის) და სარასვატის (განათლებისა და გონიერების ქალღმერთის) სამებას ამ დასარას დღესასწაულის განმავლობაში.
– ღმრთიური საუბარი, 9 ოქტომბერი, 2008.
3.10.2014
ქალღმერთი დურგა ჩუქნის ადამიანს უხვ ენერგიას. დედა ლაკშმი ჩუქნის სხვადასხვა სახის სიმდიდრეს როგორიც არის ფული, საკვები, ოქრო, და სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებისთვის, იმიტომ რომ თქვენ გაატაროთ ბედნიერი ცხოვრება ამ მსოფლიოში. დედა სარასვატი გაკურთხებთ თქვენ განათლებით და გონებით. აქედან გამომდინარე ყველამ თაყვანი უნდა სცეს სამ ღმრთაებრივ დედას. ყველა ამ თაყვანისცემაში, უბიწო ქცევის პრაქტიკა (დჰარმა) არის პირველხარისხოვანი მნიშვნელობის. თქვენ ასევე წესიერად უნდა გამოიყენოთ თქვენი ინტელექტი და ყოველთვის ხელი უნდა მოჰკიდოთ მხოლოდ კარგ, უბიწო და მსხვერპლგაღების მოქმედებებს საზოგადოების სასიკეთოდ და უნდა განწმინდოთ თქვენი სიცოცხლეები. ადამიანები იჭერენ დისტანციას ერთმანეთს შორის განსხვავებული აზრის გამო. სინამდვილეში თქვენ არ ხართ განსხვავებული ერთიმეორისგან. დღეს ისინი შეიძლება მოჩანდნენ განსხვავებულად, მაგრამ ხვალ ისინი შეიძლება დაგიახლოვდნენ თქვენ. ამიტომ ყველამ უნდა იცხოვროთ როგორც ძმებმა და დებმა სიყვარულით და ერთიანობით. ‘ყველა არის ერთი; იყავით ერთნაირად ყველასთან’. ეს არის ჩემი განსაკუთრებული გზავნილი ნავარატრის ამ წმინდა დღესასწაულზე.
– ღმრთიური საუბარი, 9 ოქტომბერი, 2008.
4.10.2013
ისინი ვინც იბრძვიან ჭეშმარიტების დასაცავად არიან ნამდვილი ერთგულები. ყველა წერილის (ვედას) არსი არის ამ ჭეშმარიტების დამყარებაში. საუბედუროდ, დღეს ვერსად იპოვით ადამიანს ვინც აცნობიერებს ამ მარადიულ ჭეშმარიტებას. თქვენ არასოდეს უნდა მიატოვოთ ჭეშმარიტება. როდესაც ჭეშმარიტება (სატია) და უბიწოება (დჰარმა) არის ერთად, იქნება მშვიდობა (შანტი) და სიყვარული (პრემა). სინამდვილეში, ჭეშმარიტება (სატია) არის ძირითადი ადამიანური ყველა სხვა ფასეულობისთვის, სახელდობრ უბიწოების, მშვიდობის, სიყვარულის და არაძალადობისთვის (დჰარმის, შანტის, პრემასა და აჰიმსასთვის). სიყვარული (პრემა) არ ჩამოდის გარედან. ის გამოვლინდება მხოლოდ შიგნიდან, ადამიანების გულებიდან. ადამიანის ვერც ერთი არსება ვერ იცოცხლებს სიყვარულის გარეშე. ჭეშმარიტი და ნამდვილი სიცოცხლე არის მხოლოდ ის რომელიც სავსეა სიყვარულით. ყველა სათნოება შეირწყმება სიყვარულში. იქ სადაც არის სიყვარული, იქ იქნება ერთიანობა რომელიც გაივლის ყველა ბარრიერს. იქ სადაც არის სიყვარული, ადამიანები დამოუკიდებლად კასტის, კულტურისა და ქვეყნისგან ერთიანდებიან ბუნებრივად.
– ღმრთიური საუბარი, 6 მარტი, 2008.
5.10.2014
ყველა არის ღმერთის შვილი. აქედან გამომდინარე ყველა თქვენგანმა უნდა იცხოვროს როგორც სიყვარულის განხორციელებამ და მსგავსად ძმების და დების, სიყვარულით და მსახურებით. ადამიანებს დაჭერილი ექნებათ დისტანცია მანამ სანამ არ გაიგებენ სიყვარულის ძალას. ერთხელ როდესაც ისინი გაიგებენ და განცდიან სიყვარულს, ისინი გახდებიან ერთიანი. თქვენ შეძლებთ ამ ჭეშმარიტების შეცნობას ადრე თუ გვიან. როდესაც მცენარე ყვავილობს ყველა ყვავილი არ ყვავდება ერთდროულად. ზოგიერთი არის გაყვავების პროცესში, ზოგი მთლიანად გაყვავებულია. სხვები კი იქნება მხოლოდ კვირტის ეტაპზე. მხოლოდ სრულად გაყვავებული ყვავილი ავრცელებს მის სურნელებას. მსგავსად ადამიანებიც არიან ევოლუციის სხვადასხვა სტადიაში – ზოგი არის კვირტის სტადიაში, ზოგი გაყვავების სტადიაში და სხვანი კიდევ არიან სრულად გაყვავებული ყვავილები და ავრცელებენ თავიანთ სურნელებას. მოთმინებით დაელოდეთ სურნელების მოსვლის სტადიას.
– ღმრთიური საუბარი, 27 ოქტომბერი 2006.
6.10.2014
ისევე როგორც თქვენ წერთ მინიმალურ კვალიფიკაციას ნებისმიერი პროფესიისთვის, მინიმალური კვალიფიკაცია წყალობის მოსაპოვებლად არის ეგოიზმის ჩაბარება, გრძნობებზე კონტროლი და რეგულირება კვების და დასვენების (აჰაარა და ვიჰაარა). თქვენ ხართ გაკეთებული ან გაფუჭებული კომპანიის მიერ რომელშიც თქვენ იმყოფებით. ცუდ ადამიანს რომელიც ხვდება კარგ კომპანიაში შეუძლია გადაღვაროს თავისი ბოროტება და სწრაფად გაბრწყინდეს ძლიერად სათნოებაში. კარგი ადამიანი ხვდება რა ცუდ კომპანიაში ხდება დაძლეული მზაკვრული გავლენით და სწრაფად ვარდება ბოროტებაში. წაიკითხეთ გიტაში, კრიშნა ურჩევს უარი თქვას ყველა ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე (დჰარმაზე), ენთუზიაზმის მქონე ერთგული უარს ამბობს ყველა მოვალეობასა და შეზღუდვაზე; მაგრამ მან უნდა თქვას რომ ერთი ვალდებულება კვლავ რჩება ღმერთის წყალობის უზრუნველყოფისთვის: მაამ ეკამ შარანამ ვრაჯა – `დამნებდი მხოლოდ მე~. როდესაც ეს დანებება სრულდება და ყველა მოქმედება, სიტყვა და აზრი მას ეძღვნება, ყველა მათი შედეგებით, მაშინ უფალი გპირდებათ რომ ის გაგათავისუფლებთ თქვენ ცოდვისა და დარდისგან.
– ღმრთიური საუბარი, 27 სექტემბერი, 1965.
7.10.2014
როგორც თქვენ ყოველდღე მისდევთ ვარჯიშებს და მოიხმართ ტონიკებს, ითვლით მიღებულ კალორიებს და ვიტამინებს, და უთმობთ დაწვრილებით ყურადღებას საკვების კვებით ღირებულებას, ასევე მიაქციეთ ყურადღება ჭკუაში მიღებული შთაბეჭდილებების ფონს – ასუსტებს ეს თუ აძლიერებს, უმატებს თუ არა ეს ჭკუას წინააღმდეგობის ძალას დასაპირისპირებლად ვირუსებთან სიხარბის, შურის, სიძულვილის, სიამაყის, სიბოროტის და ა.შ. იკვებეთ მსახურების საქმეების და ღმრთიური აზრების კარგი საკვებით და დალიეთ პრემარასა (სიყვარულის წვენი), იმიტომ რომ ეს გაირეცხოს და შეთვისებული იყოს კარგად. მაშინ თქვენ შეძლებთ კაშკაშს გონებრივი ჯანმრთელობით, ბედნიერებით და ჯანსაღობით.
– ღმრთიური საუბარი, 6 ოქტომბერი, 1970.
8.10.2014
დურიოდჰანა სიმბოლირებს ადამიანს ვისაც ჰქონდა ბოროტი აზრები. მისი მინისტრი იყო დუშასანა. დუშასანა წარმოადგენს მას ვინც გამოსცემს ცუდ კანონებს. ამ ორის კომბინაციამ გამოიწვია სიხარბის გაზრდა. სიხარბის (ლობჰას) შეუზღუდავი ზრდის გამო, კაურავები მთლიანად განადგურდნენ. მეორე შემთხვევაში უფალმა კრიშნამ თქვა, არჯუნა ნიშნავს პირს, რომლის გული არის სუფთა და უმწიკვლო. კრიშნამ აუხსნა არჯუნას ბრძოლის ველზე, `ბედი არის ყოვლისშემძლე. სამართლიანობა ყოველთვის იმარჯვებს. ეგოურობა დასრულდება განადგურებაში. ეს არის სამყაროს კანონი (იუგა დჰარმა). მან ასევე აუხსნა არჯუნას რომ კაურავების სიხარბე გამოიწვევს მათ დაღუპვას~. კაურავები არ იყვნენ მზადმყოფი რომ პანდავებისთვის გადაეცათ კანონიერად კუთვნილი წილი. მათ უნდოდათ ყველაფერი ჰქონოდათ თავისკენ, იმის ჩათვლით რაც სხვებს ეკუთვნოდა. ამ ეგოურობას ეწოდება სიხარბე.
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 2, თავი 17, `გაკვეთილი უკვდავი ინდური ეპიკური პოემებიდან~.
9.10.2014
მადლიერი ადამიანი არის ქების ღირსი და უმადური ადამიანი არის ცოდვილი. თქვენი სიცოცხლის განმავლობაში არასოდეს დაივიწყოთ თუნდაც მცირე დახმარება, რაც ვინმემ აღმოგიჩინათ თქვენ. გახსოვდეთ რომ თქვენ ხართ ის ვინც ხართ იმიტომ რომ ვიღაცა დაგეხმარათ თქვენ წარსულში. სიტყვა პაროპაკარა (სხვებზე დახმარება) წარმოადგენს კომბინაციას სამი ტერმინის – პარა+უპა+კარა. პარა=ატმას, უპა=ახლობელს და კარა=მოქმედებას. თქვენი საქები საქმეების მიზანი უნდა იყოს პროგრესი ღმერთის დაახლოებისკენ. იგივე ღმრთიურება (ატმა) არის თქვენში და ყოველ ადამიანში. არ შეასრულოთ კეთილშობილური საქმეები გრძნობით რომ თქვენ აკეთებთ ქველმოქმედებას. ნამდვილი პაროპაკარა არის მოქმედება რწმენით და მსახურების საქებური მოქმედებების შესრულება სხვებში არსებული ღმრთიურების მსახურებისთვის, გაყოფისა და განსხვავების გრძნობების წახალისების გარეშე. ნათლად გაიგეთ, რომ ცოდვა არის არა მხოლოდ სხვების ფიზიკური დაზიანება ან დაშავება, არამედ ცოდვაა ასევე სხვების დანახვა როგორც განსხვავებულების ღმრთიურებიდან რომელიც არის თქვენში. თქვენ შეიძლება იყოთ განსხვავებული ინდივიდები სხეულებში, მაგრამ უფალი თქვენში არის ერთი.
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 3, თავი 14, `ბავშვობის დიდებული წლები~.
10.10.2014
პრემა (სიყვარული) არის თესლი, ტანმავატვამ ან შერწყმის უძლეველი განცდა, არის ხე და ულევი ნეტარება არის ნაყოფი. ამ ბოლო მიზნისთვის რწმენა არის არსებითი. შეხედეთ არჯუნას! როდესაც არჩევანი დაიდო მის წინ, რომ აერჩია რისი მიღებაც მას უნდოდა, იადავას კლანის კუთვნილი მრისხანე გმირების არმიის თუ მარტო კრიშნას რომელიც იყო შეუიარაღებელი და უარს ამბობდა ბრძოლაზე, მან ითხოვა მარტო კრიშნა! მან იცოდა, ის იყო დარწმუნებული, და ის გადარჩა. იგივე არჩევანი ყველამ უნდა გააკეთოს ახლაც, როდესაც უფალი აქ მოვლინდა თავის სვარუუპაში (ფორმაში). რა სარგებელი აქვს თუ ადამიანი აგროვებს ფულს, ოქროს და მარცვლეულს? ნეტარება მოსული სახელისა და ფორმის თაყვანისცემიდან, რომელიც აღვიძებს სულიერ სიხარულს, არის უფრო სასურველი ვიდრე ეს დანაგროვები. რწმენის ნაკლებობა არის სისუსტის წყარო ყველა სფეროში.
– ღმრთიური საუბარი, 12 ოქტომბერი, 1964.
11.10.2014
თიხა არის ერთი ნივთიერება, მაგრამ მისგან, შეიძლება დამზადდეს სხვადასხვა ფორმის და სახელის რამდენიმე პროდუქტი. ერთნაირად თეთრი რძე მიიღება სხვადასხვა ფერის ძროხებიდან რომლებიც არსებობენ სხვადასხვა ქვეყნებში. ამის მსგავსად ღმერთი არის ერთი, მაგრამ ბინადრობს სხვადასხვა სახელების და ფორმის უთვალავ სხეულში. ავიღოთ ოქროს მაგალითი. იგივე მატალისგან მრავალი სხვადასხვანაირი სამკაული შეიძლება დამზადდეს. თუ თქვენ შეხედავთ კოსმიურ სცენას, თქვენ დაინახავთ რომ იგივე საბაზისო ნივთიერებიდან განსხვავებული ფორმის მრავალი საგანი არის წარმოებული. ერთი თესლიდან მოდის ხე განსხვავებული ტოტებით, ფოთლებით, ყვავილებით და ნაყოფით. ტოტები, ფოთლები, ყვავილები და ნაყოფი არის უნიკალური და განსაკუთრებული განსხვავებული ფორმით სახელით და გამოყენებით; მაგრამ ეს ყველა მოდის ერთი და იგივე თესლიდან, მათი წყაროდან. ეს არის მნიშვნელობა სანსკრიტის ტერმინის, `ეკოჰამ ბაჰუსიამ~ რაც ნიშნავს `ის ვინც გადაწყვიტა გამხდარიყო ბევრი~.
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 3, თავი 16, `შრი ადი შანკარაჩარია: მისი ცხოვრება~
12.10.2014
სრიშთი, სთიტი და ლაია (შექმნა, შენარჩუნება და დაშლა) არის ღმრთიური ნების სამი ფორმა; თქვენ უნდა შეაღწიოთ სრიშთის მნიშვნელობის სიღრმეში კარმა იოგას საშუალებით; თქვენ უნდა გაიგოთ სთიტის მნიშვნელობა ბჰაკტი იოგას საშუალებით და მაშინ როდესაც თქვენ დაეუფლებით ჯნანა იოგას, თქვენ მიხვალთ ლაიას განცდაში, მრავლობითობიდან ერთში. ბჰაკტი (ერთგულება) გაგაცნობთ თქვენ უფალს, ვინც მხარს უჭერს და მხარში უდგას ყოველ არსებას; ეს არის სიყვარული რომელიც არის მარადიული, ჭეშმარიტი და უნაკლო. არ არსებობს ვინმე, ვინც მოკლებულია ბჰაკტის; ღრმად გულში ყოველ ადამიანს აქვს ახლობლობის გრძმნობა მთელ ქმნილებასთან. აი ეს აქცევს განმარტოებულ ადამიანს საცოდავად, და ეს ხდის ყოველ ადამიანს ვინმესთვის სასიამოვნოს ან სხვაგვარს. თუ თქვენ არ გაქვთ სიყვარული; თქვენ ხართ ლამპის მსგავსი რომელსაც არ აქვს ალი, ბრმა და დაბრმავებული. სუფთა სიყვარული არ ერევა სიძულვილთან, და ცხვირს არ ჰყოფს სიხარბეში.
– ღმრთიური საუბარი, 12 ოქტომბერი, 1964.
13.10.2014
ქოთნის გასაკეთებლად საფუძველი არის თიხა. ქოთნის გაკეთების მიზეზი არის მექოთნე და ქოთანი არის შედეგი. ქოთანი შეიძლება გატყდეს მაგრამ თიხა რჩება ისე როგორც არის. მუდმივი ნივთიერებიდან, თიხიდან, მექოთნე აკეთებს ქოთანს. ქოთნის ბედი არ მოქმედებს მექოთნეზე. თიხა რომელიც არის ქოთანში ასევე არ ზემოქმედებს მექოთნეზე. გავაგრძელოთ ანალოგია, ღმერთი არის უცვლელი შემქმნელი, რომელიც ქმნის ურიცხვ ობიექტს ქმნილებაში, რომლებიც ექვემდებარება ცვლილებას სახელსა და ფორმაში. ქოთანი ვერ დამზადდება მექოთნისა და თიხის გარეშე, ორივე არის საჭირო. ანალოგიურად შემოქმედი არის ინსტრუმენტალური მიზეზი ქმნილების (ნიმითთა კარანა). ადამიანის სხეული შეიძლება დაიღუპოს, მსგავსად ქოთნების, მაგრამ შემქმნელი და ელემენტები გამოყენებული შესაქმნელად არის საუკუნო. ადამიანის არსებებს მათი სიცოცხლის განმავლობაში აქვთ არჩევანი – გამოიყენონ თავიანთი სხეულები კარგად სარგებლობისთვის ან ცუდად სარგებლობისთვის.
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 3, თავი 16, `შრი ადი შანკარაჩარია: მისი ცხოვრება~
14.10.2014
მყარად დააფიქსირეთ თქვენი რწმენა უფალში და არა სამყაროს საგნებზე. როდესაც თქვენ გაქვთ ძლიერი რწმენა უფალში, თქვენი გარჩევა იქნება სრულყოფილი. თქვენ იხელმძღვანელებთ თქვენი სინდისით, რაც ყოველთვის წაგიყვანთ სწორად. ვედანტის ენაზე სინდისს ეწოდება ‘ჩით’. ღმერთი არის ‘სატ-ჩით-ანანდა’. სატ ნიშნავს ყოფნას. ჩით ნიშნავს გაცნობიერებულობას. როდესაც და სადაც ეს ორი არის გაერთიანებული, იქ არის ნეტარება. ეს არის მნიშვნელობა ღმრთიური სახელის ბაბა – ყოფნა+გაცნობიერება ნეტარება+ატმა <სპან სტყლე=”ფონტ-სიზე: 12პტ; ტეხტ-ალიგნ: რიგჰტ;”>(BABA-ბეინგ+Aწარენესს Bლისს+Aტმა) <სპან სტყლე=”ფონტ-ფამილყ: LიტNუსხ; ცოლორ: ბლაცკ; ფონტ-სიზე: 12პტ;”>თქვენ ყველა ხართ ნეტარების მაძიებლები. თქვენ უნდა დატკბეთ უწყვეტი ნეტარებით. ამ ანანდას (ნეტარების) მისაღწევად, თქვენ უნდა გააერთიანოთ ‘სატ’ (ყოფნა) და ‘ჩით’ (გაცნობიერებულობა). ღმრთიურების გარეშე არ არსებობს ნეტარება ან სიხარული. ამიტომ ყოველთვის იფიქრეთ მასზე. იცხოვრეთ მისი დასწრებით.
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 2, თავი 17, `გაკვეთილი უკვდავი ინდური ეპოსიდან~.
15.10.2014
კრიშნამ უთხრა არჯუნას, `შენ ხარ ჩემი ერთგული და ჩემი მეგობარი~. არც არჯუნას გამოუცხადებია თავისი თავი ერთგულად არც კრიშნა დაკმაყოფილდა არჯუნას გამოცხადებით მის ერთგულად. რატომ თქვა კრიშნამ `შენ ხარ ჩემი მეგობარი?~ ამ განცხადებას აქვს ღრმა სულიერი მნიშვნელობა. ეს იქნება ნათელი მხოლოდ მაშინ როდესაც ჩვენ პრაქტიკაში გვექნება სულიერი ცხოვრება. თუ უბრალოდ უფალი ეტყოდა არჯუნას, `ჩემი მეგობარი~ მისი ეგო შეიძლება გაბერილიყო და მიეღო ზომაგადასული თავისუფლება კრიშნასთან. თუ ის იტყოდა, `ჩემო ძვირფასო, შენ ხარ ჩემი ერთგული~ ის შეიძლება გამხდარიყო ზედმეტად მორჩილი და შესაძლოა განვითარებოდა შიში უფლის მიმართ. შიში არ უნდა გაჩენილიყო; მას არ უნდა მიეღო არც გადაჭარბებული თავისუფლება. აქედან გამომდინარე ტერმინები ერთგული და მეგობარი იყო გამოყენებული კრიშნას მიერ, `შენ ხარ ჩემი მეგობარი. შენ შეგიძლია იყო თავისუფალი ჩემთან საუბრისას. შენ ხარ ჩემი ერთგული. ამიტომ დაიცავი გარკვეული შეზღუდვები. განახორციელე საკუთარი თავის კონტროლი შენს ერთგულებაზე~.
– ღმრთიური საუბარი, ტრიპლეტი ბრინდავანში, ივლისი, 1988.
16.10.2014
არაძალადობის დაცვა აღწერილი იყო როგორც დჰარმის უმაღლესი ფორმა. დღეს მსოფლიოში ყველა ძალადობა დაკავშირებულია იმასთან რომ ადამიანები არ ატარებენ უბიწო ცხოვრებას. ნათქვამია რომ სხეული მოცემულია ძირითადად დჰარმის მიდევნისთვის. ბუდდას მოძღვრებებს შორის უპირველესი იყო აჰიმსა (არავისზე ზიანის არ გამოწვევა). არაძალადობა არ არის უბრალოდ თავშეკავება სხვებზე ტრავმის მიყენებისგან ადამიანის კიდურების ან იარაღის მეშვეობით. არაძალადობა პრაქტიკებული უნდა იყოს ტრიკარანა შუდდჰით (აზრების, სიტყვების და საქმეების სისუფთავით). იქ არ უნდა იყოს ბოროტი გრძნობები, რაც თავისთავად არის ძალადობის ფორმა. სხვებზე ზიანის მიყენება ადამიანის სხეულით არის ჰიმსა (ძალადობა). არავინ უნდა იყოს დაზიანებული თუნდაც მეტყველებით. მეტყველება უნდა იყოს ტკბილი, სასიამოვნო და სასარგებლო. ყველა მოქმედება უნდა იყოს სხვებისთვის სასარგებლო.
– ღმრთიური საუბარი, 15 მაისი 1996.
17.10.2014
ბჰაგავად გიტაში ან სხვა წერილებში შეიძლება არსებობს რამდენიმე განცხადება რომლებიც შეიძლება მოჩანდეს ერთი მეორეს საწინააღმდეგოდ. მაგალითად გიტაში ერთ ადგილზე უფალი კრიშნა ხაზს უსვამს ზომების მიღების აუცილებლობას, მეორეზე დჰარმას დაცვას და სხვა ადგილზე ყველა დჰარმაზე უარის თქმას და მოუწოდებს სრულ კაპიტულაციაზე უფლის წინაშე. ეს მოჩვენებითი წინააღმდეგობები არ არის წინააღმდეგობრივი. სწავლება ვარირებს პიროვნების სულირი განვითარების მდგომარეობასა და იმ ვითარებასთან დაკავშირებით რომელშიც ადამიანი იმყოფება. აქ გაკვეთილი არის ის რომ ადამიანმა უნდა იზრუნოს და ყურადღება უნდა მიაქციოს ავატარის და ბრძენების დიდი მოძღვრებების შინაგანი მნიშვნელობის სრულად გაგებას რაიმე კრიტიკის დაწყების მცდელობამდე.
– ღმრთიური საუბარი, ტრიპლეტი ბრინდავანში, ივლისი, 1988.
18.10.2014
ღმერთი არ არის ცალკე არსება. ადამიანი არის ღმერთის სახე. წერილები აცხადებს რომ ღმერთი ვლინდება ადამიანის ფორმაში (დაივამ მაანუშა რუპენა). თუმცა ღმერთს არ აქვს ცალკეული ფორმა, ავატარები ჩამოდიან დრო და დრო საჩვენებლად, ადამიანის ცხოვრება როგორ შეიძლება გაღმრთიურდეს. მე ხშირად განმიცხადებია რომ ღმერთი არ ჩამოდის ქვემოთ როგორც ავატარი ინდივიდების შვების მოსაგვრელად მათი სიძნელებისა და მწუხარებისგან და მათზე სიხარულისა და ბედნიერების საბოძებლად. სიძნელეები, წუხილი და შეშფოთება მოდის როგორც თქვენი წარსული ქმედებების ბუნებრივი შედეგი. ადამიანის არსებები დავალებული არიან დამსახურებებით და ნაკლოვანებებით (კარმით) წინა ცხოვრებებიდან (კარმაანუბანდჰიინი მანუშია ლოკე). როგორიც არის თქვენი ქმედება ისეთივეა რეაქცია. როდესაც თქვენ დგეხართ სარკის წინ და სთავაზობთ მშვიდობას, მშვიდობა აირეკლება გამოსახულებით. თუ თქვენ მოიღუშებით სარკეში უკმეხობა ანარეკლად დაბრუნდება უკან თქვენზე.
– ღმრთიური საუბარი, 3 სექტემბერი, 1988.
19.10.2014
თქვენ შეიძლება განახორციელოთ ნებისმიერი სულიერი პრაქტიკა, მაგრამ არასოდეს დაივიწუყოთ ღმერთის სახელი თუნდაც ერთი წამით. არასოდეს გააკეთოთ რაიმე ისეთი რაც დაგაშორებთ თქვენ ღმერთისგან. თქვენ შეიძლება მიაღწიოთ ყველაფერს ლოცვის მეშვეობით. თქვენ არ გჭირდებათ ხმამაღლა ლოცვა; საკმარისია თუ თქვენ ილოცებთ აზრობრივად. ღმერთი იმყოფება თქვენს გულში და ისმენს თქვენს ყველა ლოცვას. თუ თქვენ ისწრაფით მისი წყალობის მისაღწევად, განჭვრიტეთ ის განუწყვეტლივ. მიწიერი სირთულეები მოდის და მიდის. არ მისცეთ დიდი მნიშვნელობა მას. ლოცვის მეშვეობით ადამიანს შეუძლია გადალახოს ნებისმიერი სიძნელე. მხოლოდ ღმერთის წყალობა არის ჭეშმარიტი და მარადიული. ესწრაფეთ მის მიღწევას. იგალობეთ ღმერთის სახელი. დღითი დღე. მხოლოდ ამას შეუძლია თქვენი დაცვა ყოველ დროს. როგორც ჰაერი არის ყველგან შეღწევადი, ასევე ღმერთი არის თქვენში, თქვენთან, თქვენს გარშემო, თქვენს ქვემოთ, თქვენს ზემოთ. აქედან გამომდინარე იყავით მუდმივ ზიარებაში მასთან. როდესაც თქვენ განივითარებთ რწმენას ღმრთიურში, თქვენ ბუნებრივად გაერთიანდებით. შედეგად აღარ იარსებებს გასაქანი მტრობისთვის.
– ღმრთიური საუბარი, 21 ივლისი, 2005.
20.10.2014
‘სა’ ნიშნავს ღმრთიურს, ‘აი’ ან ‘აიი’ ნიშნავს დედას და ბაბა ნიშნავს მამას. სახელი საი ბაბა ნიშნავს ღმრთიურ დედას და მამას. საის ძირს ჩამოსვლა არის მთელი კაცობრიობის, როგორც ძმობის ერთ ოჯახად გაერთიანების უმაღლესი ამოცანის მისაღწევად და ღმრთიურების (ატმიური) სინამდვილის გასამყარებლად და გასანათებლად თითოეულ და ყოველ არსებაში. ღმრთიური იღებს ფორმას როგორც ავატარი, თავის გასაცხადებლად როგორც საფუძველი მთელი კოსმოსისთვის და ყველას სასწავლებლად რომ აღიარონ საერთო ღმრთიური მემკვიდრეობა რომელიც ავალებს თითოეულს იმიტომ რომ ადამიანის არსებებმა შეძლონ ბეჯითად მუშაობა ცხოველური ხარისხებიდან გასათავისუფლებლად. მე ვარ სიყვარულის ხორცშესხმა. სიყვარული არის ჩემი ინსტრუმენტი. მე გიმხელთ ჭეშმარიტებას ჩემს შესახებ იმიტომ რომ მე მინდა თქვენ იფიქროთ ამაზე და მიიღოთ სიხარული. ასევე შესაძლებელია თქვენ იყოთ შთაგონებული დადგენილი დისციპლინის დაცვაზე და პროგრესირდეთ თვითრეალიზების მიზნისკენ. შეიცანით საი ვინც ანათებს თქვენს გულებში.
– ღმრთიური საუბარი, 19 ივლისი, 1974.
21.10.14
ღმერთი არის საიდუმლო. მისი შეცნობა შეუძლებელია გარეგან საგნობრივ სამყაროში; ის არის ნამდვილად გულში ყველა არსების. თქვენ განადიდებთ ღმერთს როგორც ყველგანმყოფს, ყოვლისმცოდნეს და ყოვლისშემძლეს, მაგრამ უარყოფთ მის თქვენში ყოფნას! ვის შეუძლია ამტკიცოს რომ ღმერთი არის ეს ან ის? ვის შეუძლია ამტკიცოს რომ ღმერთი არ არის ამ ფორმის ან არ არის ამ ატრიბუტით? ყველას შეუძლია მოიპოვოს ოკეანის უსაზღვროდ ვრცელი სივრციდან მხოლოდ იმდენი რამდენიც შეიძლება მოთავსდეს ჭურჭელში რომელიც მას მიაქვს მის ნაპირზე. ამ სიდიდიდან, ისინი შეძლებენ გაგებას ამ უსასრულობის მხოლოდ მცირედის. ძვირფასი ქვები უნდა მოიძებნოს ღრმად მიწისქვეშ. ეს ქვები არ დაცურავს ჰაერში.. ეძებეთ ღმერთი თქვენს სიღრმეებში, და არა მტანჯველ კალეიდოსკოპიურ ბუნებაში. სხეული არის თქვენთვის ნაბოძები ამ მაღალი მიზნისთვის; მაგრამ თქვენ ახლა არასწორად იყენებთ მას, მსგავსად ადამიანის რომელიც ამზადებს თავის ყოველდღიურ საჭმელს ძვირფასი თვლებით მოჭედილ ოქროს ვაზაში, რომელიც ხელში ჩაუვარდა მას როგორც საგვარეულო ნივთი.
– ღმრთიური საუბარი, 19 ივლისი, 1974.
22.10.2014
არ აღტაცდეთ სიმდიდრით, სტატუსით, ძალაუფლებით, გონიერებით და ა.შ., რაც თქვენ შეიძლება გქონდეთ. ჩათვალეთ რომ ეს მოგეცათ თქვენ ნდობით იმიტომ რომ თქვენ შეძლოთ სარგებლობის მოტანა სხვებისთვის. ეს ყველა არის მისი წყალობის ნიშანი, მსახურების ხელსაყრელი შემთხვევა და პასუხისმგებლობის სიმბოლო. არასდროს შეეცადოთ გახარებას სხვისი ნაკლოვანებით; მოექეცით თანაგრძნობით შეცდომებს და შეცდომების დაშვებას. ეძებეთ კარგი სხვებში; ისმინეთ მხოლოდ კარგი ამბები მათ შესახებ; არ ისმინოთ სკანდალები. ამ დიპავალის შემთხვევის გამო გადაწყვიტეთ რომ აანთოთ ნაამასმარანას ლამპა და დააყენეთ ეს თქვენი ბაგეების ზღურბლზე. კვებეთ ეს ერთგულების ზეთით, დაე სიმყარე იყოს პატრუქი. დაე ლამპამ გაანათოს თქვენი სიცოცხლის ყოველი წუთი. სახელის ბრწყინვალება განდევნის შორს სიბნელეს თქვენს გარედან ისევე როგორც შიგნიდან. თქვენ გაავრცელებთ სიხარულს და მშვიდობას მათ შორის ვინც თქვენ მოგიახლოვდებათ.
– ღმრთიური საუბარი, 19 ივლისი, 1974.
23.10.2014
დიპავალი არის მადლიერების გამოხატვის დღესასწაული ადამიანში იმ ნარაკას (დემონური) მიდრეკილების დამარცხებაზე, რომელიც მიათრევს ადამიანს დაბლა ღმრთიურებიდან. ნარაკა, ვის სიკვდილსაც კრიშნას ხელით დღეს ვზეიმობთ, ნიშნავს ჯოჯოხეთს. ნარაკასურა არის განსახიერება ხასიათის ყველა შტრიხის, რომელიც აფერხებს ადამიანის ამამაღლებულ იმპულსებს. ადამიანის არსება არის კომპოზიტი ადამიანის, მხეცის და ღმერთის, და გარდაუვალ ბრძოლაში სამს შორის ამაღლებისთვის, თქვენ უნდა დარწმუნდეთ რომ ღმერთი გაიმარჯვებს, უბრალო ადამიანის და დაბლა მდგომი მხეცის დათრგუნვით. გრიჰა (სახლი) სადაც უფლის სახელი არ ისმის არის გუჰა (გამოქვაბული), და მეტი არაფერი. როდესაც თქვენ შედიხართ მასში, როდესაც თქვენ გამოდიხართ იქიდან, იმ დროს როდესაც თქვენ იმყოფებით მასში, რეგულარულად სურნელება დააპკურეთ მას, გაანათეთ და გაასუფთავეთ ის სახელით. გაანათეთ ის როგორც ლამპით სიბნელე და მიემშვიდობეთ მას განთიადისას, როგორც თქვენ ემშვიდობებით მზეს. ეს არის ნამდვილი დიპავალი, ლამპების ფესტივალი.
– ღმრთიური საუბარი, 24 ოქტომბერი, 1965.
24.10.2014
უფლის სახელით, როგორც თვით თქვენი სიცოცხლის სუნთქვით, დაკავდით ყველა ცხოვრებისეულ საქმიანობაში, დაცემაზე უშიშრად. როდესაც ჭკუა ქორწინდება მიწიერ საქმიანობაზე (პრავრიტიზე) შთამომავლობა არის მონობა; როდესაც ის ქორწინდება სულიერ უარყოფაზე (ნივრიტიზე), შთამომავლობა არის თავისუფლება. ნივრიტი იძლევა უშიშრობას, და იძლევა ძალას და სიმამაცეს, რადგან სურვილი არის ის რაც ასუსტებს ადამიანს და აქცევს მას მონა-მორჩილად. განმარტოება უზრუნველგყოფთ თქვენ თვითპატივისცემით და უნარით რომ წინ აღუდგეთ ავად ხსენებას და ცილისწამებას. არსებობენ ადამანები, რომლებიც ტირიან დამარცხების პატარა ნიშნების ან იმედგაცრუებისას. ეს არის საზიზღარი ქცევა. მაშინ როდესაც ღმერთი არის დაყენებული თქვენი გულის საკურთხეველზე, რატომ უნდა გქონდეთ თქვენ შიში ან დარდი? თქვენ არ იცით რომ ის გიცავთ და მეგზურობას გიწევთ თქვენ? ის არის ყველა არსებაში, ყოველთვის. გახსოვდეთ ეს ფაქტი თქვენ სადაც არ უნდა იყოთ და რასაც არ უნდა აკეთებდეთ. თუ კი თქვენ არ დათმობთ მისი სახელის გამეორებას თქვენ მიაღწევთ წარმატებას.
– ღმრთიური საუბარი, 19 ივლისიი, 1974.
25.10.2014
ყოველი ცოცხალი არსება გადის დაბადების, ახალგაზრდობის, სიბერის და სიკვდილის სტადიას. ბავშვობა ტარდება თამაშში, ახალგაზრდობა ოჯახურ ცხოვრებაში და მოხუცებულობა მოვალეობების შესრულებაში. ასე თუ ისე არსებობს გონებრივი ტანჯვა დაკავშირებული თითოეულ ამ სტადიასთან. ჩვენი ურთიერთობა სიცოცხლესთან არის ახლო მონათესავე იმის რაც არის თამარინდში. თამარინდი შედგება სამი ნაწილისგან – თესლის, ქერქის და ნაყოფისგან. ამის მსგავსად ადამიანის არსებას აქვს უხეში სხეული, წმინდა სხეული და მიზეზობრივი სხეული. დავუშვათ, მკვახე თამარინდს დავარტყით ქვა, გარეგანი ფენა ისევე როგორც შინაგანი დაზიანდება. მეორე მხრივ, თუ მწიფე თამარინდს დავარტყამთ ქვას მაშინ მხოლოდ გარეთა ფენა დასკდება და წვენი გახდება ხელმისაწვდომი გამოსაყენებლად. ადამიანი მიწიერი ურთიერთობებით არის მსგავსი მკვახე თამარინდის. თანდათანობით უარი თქვით სურვილებზე, რადგან სურვილების ბუნება არის გამრავლება.
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 3, თავი 16, ‘შრი ადი შანკარაჩარია: მისი ცხოვრება’
26.10.2014
მოდი ჩვენ არ ვეურთიერთოთ ღმერთს როგორც დაფარულად, უხილავად მყოფს. ღმერთი არ ცხოვრობს თქვენი ბინადრობის უცხო ადგილზე. ის დაყენებულია თქვენში ის არის თქვენთან, თქვენში, თქვენს მაღლა, თქვენს ირგვლივ და თქვენს ქვემოთ. ჩვენ დავივიწყეთ ადვილი გზა მის მისაღწევად. ყველა ტანჯვა გაქრება თვალის დახამხამებაშI თუ ჩვენ გულწრფელად მოუწოდებთ მას და ვიგალობებთ მის დიდებას. მხოლოდ უფლის სახელი არის თავშესაფარი ყველა სირთულის გადასალახად. არ არსებობს არაფერი უფრო დიდი და ძლიერი ვიდრე მისი სახელია. იმ მომენტში როდესაც ადამიანი გალობს მის დიდებას და მღერის მის სახელს, ის აღწევს ნეტარებას. მედიტირება და ბევრი რიტუალი სრულდებოდა ბევრ ეპოქაში, მაგრამ კალი იუგაში, ღმერთის სახელის გალობა (ნაამასმარანა) არის ერთადერთი საშუალება უზენაესის მისაღწევად.
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 2, თავი 18, ‘ბჰარატ: მთელი მსოფლიოს მასწავლებელი’.
27.10.2014
აკონტროლეთ თქვენი გრძნობები, განივითარეთ სიყვარული ღმერთისადმი. ეს სიყვერლი დაგასაჩუქრებთ თქვენ ყველაფრით რაც თქვენ გჭირდებათ. თქვენთვის არ იარსებებს საჭიროება ღმერთისგან რაიმეს სათხოვნელად. განა რამამ თხოვნის გარეშე არ მისცა შაბანის რაც მას სჭირდებოდა? დაშარათჰა ლოცულობდა ძალიან დიდხანს რომ მის ვაჟს შეესრულებინა ბოლო რიტუალი მისთვის. მაგრამ მან ვერ მიიღო ის, იმ დროს როდესაც ჩიტი ჯატაიუმიიღო პრივილეგია რამდენიმე წვეთი წყლის რამასგან სიკვდილის წინ და მიაღწია გათავისუფლებას. რამამას კი შეასრულა მისი ბოლო რიტუალი. დედა შაბარი რამდენიმე წლის განმავლობაში მოუთმენლად ელოდა უფალ რამას დაბრუნებას ტკბილი ხილით. მისმა ინტენსიურმა ერთგულებამ უფლისადმი გამოიღო თავისი ნაყოფი – ღმერთი ასაჩუქრებს თავისი წყალობით (ანუგრაჰით) თითოეულ ადამიანს დამსახურების შესაბამისად და ის შეუძლებელია უზრუნველყოთ აგრაჰით (ძალით ან ძალაუფლებით).
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 3, თავი 17, ‘შრი ადი შანკარაჩარია: მისი ცხოვრება’
28.10.2014
ადამიანის სიცოცხლე არის კომბინაცია სხეულის, ჭკუის და სულის. სხეული არის საფუძველი სიბრძნის შესაძენად. აქედან გამომდინარე იგი არ უნდა იყოს გამოყენებული არასწორად. თქვენ უნდა განამტკიცოთ თქვენი სხეული და ჭკუა წმინდა მოქმედების საქმეებით. არ დაუშვათ ადამიანის სხეულის შესაძლებლობების სათანადოდ არშეფასება. სინამდვილეში ადამიანის სხეული არის საფუძველი სიცოცხლის მიზნის მისაღწევად. იმუშავეთ თქვენი სიცოცხლის გამოსასყიდად ღმრთიური სახელის გალობით და წმინდა მოქმედებების განხორციელებით. თქვენ არ გჭირდებათ რაიმე სპეციალური ძალიხმევის გაკეთება ადამიანური ფასეულობების შესაძენად – ეს არის დაფარული თქვენში, სწორედ თქვენი დაბადებიდან. თქვენ დაგავიწყდათ ეს რადგან თქვენ არ ძალგიძთ მისი პრაქტიკა. ნაცვლად იმის რომ მისცეთ ტონალობა გამოსვლებს, აპრაქტიკეთ თუნდაც მცირედი იმის რაც თქვენ ისწავლეთ. ადამიანურობა ეცემა მხოლოდ იმიტომ რომ ადამიანები არ მისდევენ ადამიანური ფასეულობების პრაქტიკას. თქვენ ინვითარებთ სურვილებს (ასალუს) დავიწყებით იდეალების (ადარსალუს).
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 2, თავი 19, ‘გაიატრი მანტრას გალობა’.
29.10.2014
ჰიმალაები ან ‘ჰიმაჩალა’ აფორმირებს ინდოეთის ჩრდილოეთ საზღვარს. ‘ჰიმა’ ნიშნავს ყინულს. ის არის ფერით თეთრი და დნება ადვილად. სითეთრე სიმბოლირებს სისუფთავეს. ‘აჩალა’ ნიშნავს მას რაც არის მყარი. თქვენი გულიც ასევე უნდა იყოს ჰიმაჩალას მსგავსი – სუფთა, მყარი და ისეთი რომ დნებოდეს თანაგრძნობით. ღმერთი ბინადრობს თითოეულ და ყოველ გულში რომელიც არის სუფთა, მყარი და სავსე თანაგრძნობით. მაგრამ დღეს ბევრ გულს დაკარგული აქვს ეს კეთილშობილური ხარისხები უსაზღვრო სურვილების გამო. სიცოცხლე არის ხანგრძლივი მოგზაურობა და თქვენი სურვილები არის ბარგი. თქვენი სიცოცხლის მოგზაურობა გახდება სასიამოვნო როდესაც თქვენ შეამცირებთ თქვენი სურვილების ბარგს. ნაკლები ბარგი, მეტი კომფორტი მგზავრობას ხდის სასიამოვნოს! გიტა გასწავლით რომ თქვენ უნდა მიუძღვნათ ყველაფერი ღმერთს (`სარვა კარმა, ბჰაგავადჰ პრიიტიარტამ~). თქვენ უნდა შეასრულოთ ყოველი ცალკეული მოქმედება მხოლოდ ღმერთის სიამოვნების მიზნით. ეს არის უადვილესი და ძალიან ეფექტური გზა ყველა სიძნელისა და გაჭირვებისგან გასათავისუფლებლად.
ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 2, თავი 19, 10 თებერვალი, 2000.
30.10.2014
კოსმიურ კონტექსტში, ბუნება არის სარკე, ღმერთი არის მნახველი. ყველაფერი რაც არის არეკლილი ბუნებაში არის ღმრთიური. მხოლოდ ღმერთი არის ყველგან. ობიექტი და გამოსახულება ჩნდება სარკის არსებობის გამო. როდესაც არ არსებობს სარკე, არ არსებობს გამოსახულებაც! ღმერთის არითმეტიკა არის განსხვავებული ადამიანის არსებების არითმეტიკიდან. როდესაც სარკე არის განთავსებული თქვენს წინ თქვენ გაქვთ სამი არსება – თქვენ, სარკე და თქვენი გამოსახულება. როდესაც თქვენ აკლებთ ერთს სამიდან, შესაბამისად ნორმალური არითმეტიკის, უნდა დარჩეს ორი არსება, რადგან 3-1=2. თუმცა კოსმიურ არითმეტიკაში, არ რჩება ‘ორი’, იმიტომ რომ როდესაც სარკე მოშორდება, მხოლოდ ‘შენ’ რჩები! ეს არის საიდუმლო დაკავშირებული ბუნებასთან და უფლის სასწაულებთან. უფლის დიდება არის მრავალფეროვანი და საოცარი, სიტყვებით გამოუთქმელი.
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 3, თავი 16, ‘შრი ადი შანკარაჩარია: მისი ცხოვრება’
31.10.2014
ვედები აცხადებს, `მატრუ დევო ბჰავა, პიტრუ დევო ბჰავა~. თაყვანი ეცით დედას და მამას როგორც ღმრთიურს. ყოველმა თქვენგანმა უნდა გააცნობიეროს რომ თქვენი სისხლი, საკვები, თავი და ფული არის თქვენი მშობლების საჩუქრები. არასდროს დაივიწყოთ თქვენი დედა, რომელმაც დაგბადათ თქვენ მას შედეგ რაც ნება მოგცათ გაზრდილიყავით მის შიგნით ცხრა თვის განმავლობაში, და უზრუნველგყოთ თქვენ ყველა მზრუნველობით და კომფორტით, თავის საკუთარ უხერხულობებზე ყურადღების მიუქცევლად. დედას ყოველთვის აქვს თავისი შვილის კეთილდღეობა თავის ჭკუაში ყველაფერზე მაღლა რასაც ის ამბობს და აკეთებს. თქვენ შეიძლება იყოთ უმაღლესად განათლებული და თქვენი დედა იყოს უწიგნური, თქვენ მაინც უნდა გქონდეთ მაქსიმალური ყურადღება და პატივისცემა მის მიმართ. განიხილეთ თქვენი დედის სწავლება როგორც ისეთი ძვირფასი როგორიც არის წერილები თავისთავად. ხასიათს მოკლებულ, ამქვეყნიურ განათლებას არ ძალუძს დასაჩუქრება მშვიდობით ან თქვენი დახმარება ღმრთიური სიცოცხლის გატარებაში.
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 2, თავი 19, 10 თებერვალი, 2000.

სატია საი ბაბა