აშთაანგა იოგა
: უხუცესები ამბობენ რომ დაბადება სიკვდილის ბედიდან თავის დასაღწევად, იოგა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის რა იოგაა, რომელზეც ისინი ლაპარაკობენ?
პ: იოგა სასთრა აცხადებს, რომ ზოგიერთი ასანა გამოყენებული უნდა იყოს იმისთვის რომ თავიდან მოვიშოროთ გონებრივი მღელვარებების მუდმივად გაფართოებადი წრე და გავწმინდოთ ჭკუა; ასევე გავიმყაროთ რწმენა, განვიმტკიცოთ ჯნანა და გავაღვიძოთ კუნდალინი შაკთჰი დაფარული ადამიანში.
კ: ამბობენ, რომ იოგას აქვს რამდენიმე ანგა, ანუ დამხმარე ხერხი. ისინი რამდენია და მათ რა ჰქვიათ?
პ: მთლიანობაში არსებობს რვა, აშთანგა: იამა, ნიიამა, ასანა, პრანაიამა, პრათჰიიაჰაარა, დჰაარანა, დჰიანა, სამადჰი – ეს არის რვის სახელი.
კ: თუ მუკთი უნდა იყოს მიღწეული, უნდა იყოს მათი ყველას სრულყოფილი პრაქტიკა თუ საკმარისია რომელიმე მათგანის?
პ: ოჰ, მუკთი შეიძლება მოიპოვო პირველი ორის, იამას და ნიიამას ათვისების პირობით. იმიტომ რომ სამყარო შენარჩუნდება მხოლოდ ამ ორით იამით და ნიიამით!
კ: როცა ჩვენ ვლაპარაკობთ იოგას შესახებ, ჩვენ ამაში ვგულისხმობთ მხოლოდ ამ განსაკუთრებულ აშთჰანგა იოგას თუ ჩვენ გვაქვს ბევრი სხვა იოგა აგრეთვე?
პ: იოგა არ არის სწორედ ეს ერთი; არსებობს მთლიანად ოთხი.
კ: რომლებია ისინი? რა არის მათი სახელები?
პ: მათთვის სახელები საქვეყნოდ მიცემულია როგორც მანთჰრაიოგა, რაჯაიოგა, ლაიაიოგა და ჰათჰაიოგა.
კ: რა ანგები ან დახმარებები აქვს ამ ოთხ იოგას თავის მხრივ?
პ: უგნურო ადამიანო! მილიონობით ადამიანისთვის ორი თვალი არის ხედვის ინსტრუმენტი, ასე არ არის? ასეთნაირადვე, ყველა იოგასთვის იამა და ნიიამა არის ორი თვალი; მათ გარეშე შეუძლებელია რაიმეს დანახვა. ჭკუის სისუფთავე არსებითია ყველა იოგასთვის. და ამიტომ იამა და ნიიამა არის აუცილებელი.
კ: შენ რას გულისხმობ იამაში და ნიიამაში? აქვთ მათ ასევე რაიმე შემთხვევითი, დახმარებები, ანგები, ან დახასიათიებები, რომელებიც ნიშანს ადებენ მათ?
პ: რა თქმა უნდა. ყოველ მათგანს ასეთი აქვს ათი. მხოლოდ მაშინ, როცა შენ კარგად განმტკიცდები ამამში ამით შენ ხარ გათავისუფლებული.
კ: მითხარი მე იამას ათი შემადგენელი.
პ: აჰიმსა, სათჰია, ასთჰეიია, ბრაჰმაჩარია, დაია, არჯავამ, კშამა, დჰრითჰი, მითჰააჰაარამ, სოუუჩამ – ყველა ეს ათი არის შედის იამაში.
კ: შემიძლია მე ვიცოდე ნიიამას ათი შემადგენელი?
პ: თჰაპასი, სანთჰოშა, აასთჰიკიაბუდდჰი, დაანა, ისვარა-პუჯა, ვედანთჰავააკიასრავანა, ლაიჯა, მათჰი, ჯაფამ, ვრათჰამ – აი ათი ნიიამადან. ეს არის მოკშას დიდი სახლის ძირითაადი საფუძველი; ყველა იოგი კარგად უნდა იყოს განმტკიცებული ამაში, როგორც იამაში, ასევე ნიიამაშიც.
კ: იოგა მოითხოვს ასევე ასანებს, შენ თქვი. სახელდობრ ეს არას ნიშნავს?
პ: ისინი არის ძალიან დამხმარე ატმაჯნიანების და იოგინების.
კ: ასანებიც ასევე უნდა ჰქონდეს ბევრი სახესხვაობა, ასე არ არის?
პ: დიახ, ისინი აგრეთვე არის ბევრი. მაგრამ ძირითადები არის სიდჰაასანა, ბუდდჰაპადმაასანა, სარვანგაასანა. გარდა ამისა, არსებობს ასანები მსგავსი მაიურას და პასჩიმოთჰაასანას.
კ: რა უპირატესობებია, რომლებიც წარმოიშობა ამ ასანების შედეგად?
პ: ისინი იძლევიან სხეულის გამბედაობას და ჭკუას აძლევენ დიდიხნით კონცენტრირების შესაძლებლობას.
კ: სვამი! ახლა მითხარი მე პრანაიამას შესახებაც. პრანაიამას რამდენი ტიპი არსებობს?
პ: არსებობს პრანაიამას მრავალი ტიპი, მაგრამ ამჟამად ამ წარმოდგენილ მსოფლიოში ბევრი მათგანის პრაქტიკა შეუძლებელია, მხოლოდ ისინი რომლებიც ეხმარებიან დჰიანას უნდა იყოს მიღებული. ეს არის ლაგჰუ-პრანაიამა, ან სუნთქვის კონტროლის გამარტივებული სისტემა.
კ: გამარტივებული სისტემები? რით არის ისინი სასარგებლო?
პ: როგორც მეტალს ასუფთავებენ ცეცხლით ტიგელში, ასევე კარმას წიდა ნადგურდება პრანაიიამას დახმარებით და ჭკუა სუფთავდება დაჭუჭყიანებისგან. ამას და კაიაშუდჰის ორივეს მიჰყავს ამასთან; ჭკუა და სხეული ორივე ხდება სუფთა. არსებობს პრანაიიამას ორი ტიპი: ერთი მანთჰრით და მეორე მის გარეშე. პრანაიიამა მანთჰრის გარეშე ყველაზე კარგად გარდაქმნის სხეულს, მაგრამ მანტრით, ის გარდაქმნის ჭკუასაც ასევე.
კ: სვამი! ჩვენ როგორ უნდა ვაკეთოთ პრანაიამას პრაქტიკა?
პ: ორი წამი გრძელდება პურაკამ (ჩასუნთქვა), ოთხი წამი გრძელდება რეჩაკამ (ამოსუნთქვა), რვა წამი გრძელდება კუმბჰაკამ (სუნთქვის შეჩერება). პრანაიიამა დიდი სიფრთხილით უნდა გაკეთდეს პრაქტიკაში სამი თვის განმავლობაში. შემდეგ პურაკას, რეჩაკას და კუმბჰაკას ხანგრძლივობა შეიძლება გააორმაგო. იმის შემდეგ, როცა გავა მუდმივი პრაქტიკის ექვსი თვე, გრძნობების აქტივობა წავა კლებაზე. თუ პრანაიამას პრაქტიკა იქნება რწმენით და გულითადობით, ის დაამშვიდებს ჭკუის მღელვარებას; წინააღმდეგ შემთხვევაში ის გახდება უბრალო ფიზიკური ვარჯიში, რომელიც გააუმჯობესებს მხოლოდ ფიზიკურ ჯანმრთელობას. სუფთა საკვები, ბრაჰმაჩარიია, ცხოვრება განმარტოებაში, რბილი მეტყველება – ეს პირობები ასევე უნდა უნდა იყოს მკაცრად დაცული.
კ: სვამი! შემდეგ პუნქტად შენ ახსენე პრათჰიაჰარა. პრათჰიაჰარას რამდენი მეთოდი არსებობს?
პ: სამი: სააკაარა, ნირააკაარა და ატმაბჰავა, მიზნისგან დამოკიდებულებით, მიზნებისგან დამოკიდებულებით რომლისთვისაც კონტროლდება გრძნობები და კონცენტრირდება ჭკუა. თუ ეს კეთდება საგუნა უპასანისთვის, მაშინ ეს არის სააკაარა; თუ ნირგუნა უპასანისათვის, მაშინ ეს არის ნირააკაარა, თუ სათჰიიამ-ჯნანამ-ანანთჰამის შეცნობისათვის, მაშინ ეს არის ატმაბჰავა.
კ: და დჰაარანა? სვამი! რა იგულისხმება ამაში? დჰაარანას რამდენი სახე არსებობს?
პ: ჩემო ბიჭო, დჰაარანა არის მხოლოდ ერთი ტიპი. ბრძენკაცი მუდმივად იმყოფება თავისი იშთა-დევათჰაში ან ბრაჰმა-შემეცნებაში, როგორც მიწა ატარებს მთას – ეს არის დჰაარანა.
კ: ერთ-ერთი შემდეგი არის დჰიანა, მე ვთვლი. ეს უნდა იყოს, მრავალი სახესხვაობის.
პ: არა, არა. ისიც ასევე არის ერთი და მხოლოდ ერთი. იმისდა მიუხედავად ის არის ფორმის მქონე თუ ფორმას მოკლებული, თუ ის მიმართულია ერთწერტილოვნად, გადახრების გარეშე, ეს იძლევა უფლებას ეწოდოს დჰიიანა.
კ: ბოლოს არსებობს სამადჰი. ეს რას ნიშნავს?
პ: სამადჰი ნიშნავს ყველანაირი განზრახვებისგან და იმპულსებისგან თავისუფალი ჭკუის მიპყრობას უფალზე ან თავის საკუთარ სინამდვილეზე. ეს აჩვენებს მდგომარეობას რომელშიც ადამიანი არის თავის საკუთარ ნამდვილ ბუნებაში. სამადჰი არის, როცა ადამიანი თავისუფალია ყველა გაორებიდან. ჭკუა მტკიცდება ორმაგი განსაცდელებით; ის ანათებს ალის მსგავსად უქარო ოთახში. ეს არის ნის-ჩალა, უძრავი, არა-მოძრავი.
კ: სვამი! ამ ტიპის ჭკუა, ის როგორ იქცევა? ამიხსენი მე, გეთაყვა, ზოგიერთი მაგალითებით.
პ: ჩემო ძვირფასო ადამიანო! როცა შენ გჭირდება ძაფის ნემსზე აგება, შენ უნდა გქონდეს განზრახვა ამ სამუშაოზე და დასასრულს, ძაფი უნდა იყოს სწორი და წაწვეტებული, ასე არ არის? ასეთნაირადვე, ღმერთის წყალობაში შესასვლელად, რომელიც არის ყველაზე ფაქიზზე უფრო უფაქიზესი, ჭკუა უნდა იყოს მყარი და თვალები და გრძნობები უნდა იყოს გამახვილებული ამავე პროცესზე.