1.01.22.
ჩვენ ვართ მოწმენი მსოფლიოში ყველანაირი ტკივილისა და მწუხარების. მაგრამ არცერთი მათგან არ არის მუდმივი. ტკივილის ყოველ გამოხატვას სიამოვნება მოსდევს. სიამოვნების განცდა გაწმენდილი და გადიდებულია ტკივილის ადრე განცდით. ისევე როგორც ოქრო იწმინდება ტიგელში დნობისას, ტკივილიც აკურთხებს სიამოვნებას რომელიც მას მოსდევს. ახალ წელს ან ახალ თვეს არ მოაქვს თავისთან ახალი სიხარული და მწუხარება. ყოველი წამი არის ახალი, იმიტომ რომ იგი ამცნობს დროის მსვლელობას. წელი ფაქტობრივად არის წამების თანმიმდევრობა გადაქცეული წუთებად, დღეებად და თვეებად. მხოლოდ მაშინ, როცა ყოველი მომენტი განცდილია როგორც ახალი, ახალი წელი ხდება ახალი. წმიდა გზა რომელშიც ყოველი წამი არის გატარებული განსაზღვრავს წლის ნაყოფიერებას. თუ თქვენ გსურთ გაატაროთ წმინდა ცხოვრება და გქონდეთ წმინდა გამოცდილება, თქვენ უნდა დაასაქმოთ თქვენი თავი წმინდა მოქმედებებში. სიკეთე და ბოროტება შეიძლება შეიცვალოს მსოფლიოში მხოლოდ ცვლილებით კაცთა ქმედებებში. საზოგადოების ტრანსფორმირება უნდა დაიწყოს ინდივიდების ტრანსფორმირებით.
– ღმერთის საუბარი, 1998 წლის 1 იანვარი.
2.01.22.
თქვენი პრობლემები ხშირად არის თვით-შექმნილი. თუ თქვენ განივითარებთ მტკიცე რწმენას ღმერთში და დაემორჩილებით მის ნებას, ის არ გაგიცრუებთ იმედს. ეს არის შარანაგათის (ღმრთაებრივი ნებისადმი დამორჩილების) ცნება. ნეტარება რომელიც შეიძლება მიღებულ იქნეს ღმერთისადმი ამ დანებების შედეგად, ვერ მიიღწევა სხვა რომელიმე საშუალებით. შეხედეთ რაც კი თქვენ გხდებათ როგორც რაღაც თქვენს სასიკეთოს. აღმოაჩინეთ ნეტარება, რაც შეიძლება მიღებული იყოს განსაცდელებისა და დარდებისგან. სწორედ მათი ტყეში გაძევების თორმეტი წლის განმავლობაში განვითარდა პანდავების ერთგულება უმაღლეს დონემდე. ჭეშმარიტი ერთგულების ნიშანი არ არის იმის მოლოდინი, რომ ცხოვრება უნდა იყოს ბედნიერებისა და კომფორტის ერთი განუწყვეტელი ჯაჭვი. არის ეს საერთოდ ნამდვილი ბედნიერება? თიაგარაჯამ იკითხა ბედნიერება სად დევს სიმდიდრის ფლობაში თუ უფლის მსახურებაში. მან ვერ ჰპოვა სიხარული სიმდიდრის შეძენით. მან განცადა უდიდესი სიხარული უფლის ყველგანმყოფობის აღიარებით. მსგავსად, ყველა ერთგულმა უნდა გააცნობიეროს ღმერთის იმანენტურობა ყველაფერში და შეასრულოს თავისი ყოველდღიური მოვალეობები, როგორც ღმერთისადმი მიძღვნა!
– ღმერთის საუბარი, 1994 წლის 14 იანვარი.
3.01.22.
ცნობიერება „მე-ვარ-ტანი“ უნდა წავიდეს, თუ „მე-ვარ-ტანმოსილი“ ცნობიერება, უნდა გაჩნდეს. სანამ თქვენ ხართ დეჰი (მე-ვარ-ტანმოსილი) ცნობიერებაში, ვერანაირი ტკივილი ან მწუხარება, სიამაყე ან ეგოიზმი ვერ გაგამკრთალებთ თქვენ. ეს არის როგორც ზღვის წყალი. აიღეთ მცირე რაოდენობით ზღვის წყალი და შეინახეთ იგი ცალკე ბოთლში; იგი გახდება მყრალი რამდენიმე დღეში. მაგრამ, სანამ ის ზღვაში იყო, ვერაფერმა წაბილწა იგი. იყავი ზღვაში, როგორც მისი ნაწილი; არ განაცალკევოთ საკუთარი თავი, არ განახორციელოთ საკუთარი თავის ინდივიდუალიზება, არ იგრძნოთ რომ თქვენ ხართ დეჰა (ტანი), განცალკევებით დეჰისგან (‘მე’-სგან). ეს უნდა იყოს თქვენი დიკშა (მყარი მიდევნა). და, დიკშა უნდა თვით გამოიხატოს რეალურ პრაქტიკაში, როგორც ნიშტა და სიკშანა. ნიშტა ნიშნავს დისციპლინას, კონტროლს; სიკშანა ნიშნავს გრძნობების ვარჯიშს, ემოციებს და ა.შ. ნაშტა (საკვები) უნდა დაექვემდებაროს ნიშტას. ტანი (დეჰა) მხოლოდ ინსტრუმენტია მაცხოვარის (დეჰის) შესაცნობად.
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 29 იანვარი.
4.01.22.
ბედნიერებისა და სიმშვიდის (სანტოშასა და შანთის) მისაღებად თქვენ უნდა განავითაროთ სუფთა და შეუბღალავი ჭკუა, შეულახავი ეგოიზმითა და მისი შთამომავლებით – ვნებით, სიხარბით, შურით, ბრაზით, სიძულვილითა და უძრაობით. ამისათვის თქვენ უნდა ეძიოთ კარგი კომპანია (სათსანგა), შეასრულოთ კარგი საქმეები (სათკარმა), მიიღოთ მხოლოდ კარგი აზრები (სათ ალოჩანა) და წაიკითხოთ კარგი წიგნები (სათგრანტას). თქვენ შეიძლება დაინახოთ ათასი კარგი რამ ან მოისმინოთ ათასი კარგი სიტყვა ან წაიკითხოთ ათასი კარგი წიგნი, მაგრამ თუ თქვენ ერთს მაინც არ ჩადებთ პრაქტიკაში, ნაკლები თქვენი გულის სარკეში არ წაიშლება. უფალი მასში ვერ აირეკლება. მუდმივი პრაქტიკა სრული რწმენით გადააქცევს ნარას ნარაიანად, მანავას მადჰავად (ადამიანს ღმერთად); რადგან ღმრთაებრიობა (ნარაიანა) არის თქვენი ნამდვილი ბუნება, მადჰავა არის თქვენი ნამდვილი არსი. თქვენ ხართ მხოლოდ ზღვის ტალღა; შეიგნეთ ეს, და თქვენ ხართ თავისუფალი!
– ღმერთის საუბარი, 1966 წლის 17 მარტი.
5.01.22.
წარმოიდგინეთ კრიალოსანი მძივების რამდენიმე ტიპისგან. სიმი გადის თითოეულში და იჭერს ყველა მძივს ერთად, უდაოდ; მაგრამ ეს არის მხოლოდ გამჭვირვალე მძივებში, რომ სიმი არის ხილული! ასევე, გახდით გამჭვირვალე, განთავისუფლდით სურვილისა და ნებისგან რაც მალავს ან ბინდავს; მხოლოდ მაშინ შეიძლება შინაგანი მოტივატორი იყოს ხილული. თქვენ ვერ დაასაბუთებთ რომ რადგან ეს არ ჩანს, ეს იქ არ არის! თქვენ შეიძლება მიიღოთ ეს გამჭვირვალობა განზრახვის, იმპულსისა და ინსტინქტის სიწმინდით; ეს მიიღწევა სისტემატური და გულწრფელი სულიერი დისციპლინით. კიბე უნდა იყოს იმ სიმაღლის რა სიმაღლის მიღწევაც თქვენ გსურთ; თქვენი სადჰანა უნდა იყოს იმდენად ხანგრძლივი რა დროც დაკავდება მიზნის მისაღწევად! როდესაც კედლები დასრულდება, ხარაჩოებს ამოიღებენ; როდესაც რეალობის ხედვა მიიღწევა, სულიერი დისციპლინების ფორმები როგორიცაა ჯაფა, ვრათა, პუჯა, არჩანა, სრავანა, კირთანა (გამეორება, რელიგიური აღთქმა, თაყვანისცემა, შესაწირავი, მოსმენა და სიმღერა) შეიძლება იოლად წავიდეს.
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 30 იანვარი.
6.01.22.
კაცი არის არსებითად ღმრთაებრივი, და ამიტომ, ბუნებრივია, რაც უფრო მეტად ავლენს ადამიანი სიყვარულის, სამართლიანობის, ჭეშმარიტებისა და მშვიდობის ღმრთაებრივ ატრიბუტებს, მას შეუძლია მით მეტი ანანდა (ნეტარება) განცადოს და გასცეს. რაც ნაკლებად ავლენს ის მათ, მით უფრო მეტად უნდა იყოს ის დარცხვენილი რადგან ცხოვრობს ადამიანის მემკვიდრეობის საწინააღმდეგოდ. სიცოცხლის ხე უნდა მოირწყას ფესვებთან, ახლა კი ვინც ცხოვრების დონის ამაღლებას გეგმავს, რწყავს ტოტებს, ფოთლებს და ყვავილებს. ფესვები არის სათნოებები; ესები უნდა აღიზარდოს იმიტომ რომ ქმედებების, სიტყვებისა და აზრების ყვავილებმა შეძლოს სურნელოვნად აყვავება და ანანდის ტკბილი წვენით სავსე სევას (მსახურების) ნაყოფის მოცემა. საკვების, ტანსაცმლისა და თავშესაფრის დაგეგმვა მხოლოდ ეტლის კეთილდღეობის ხელშეწყობაა; ასევე დაგეგმეთ ცხენისთვის, ადამიანის ჭკუისთვის, რამაც უნდა გამოიყენოს საკვები, ტანსაცმელი, თავშესაფარი და სხვა მატერიალური ინსტრუმენტები „ეგოდან უნივერსალურში გაქცევის“ მაღალი მიზნისთვის.
– ღმერთის საუბარი, 1966 წლის 3 აგვისტო.
7.01.22.
სულიერი დისციპლინის ყველა ტიპისთვის, შესაფერი კომპანია არის ძალიან საჭირო. კაცი ყალიბდება კომპანიით რომელშიც ის დადის; ასე რომ, ყოველთვის იყავით ფხიზლად ჰაერის მიმართ რომელსაც თქვენ სუნთქავთ; იგი დაბინძურებულია იმ კაცების ცუდი აზრებით რომელთა შორისაც თქვენ მოძრაობთ. სუფთა წყალი რომელიც მოდის ციდან როგორც წვიმა იცველება ას გემოდ და ფერად ნიადაგით რომელზეც იგი ეცემა. მაგრამ, ლორწოვან ტალახსაც კი აქვს იგივე სუფთა წყლად კვლავ გადაქცევის გარკვეული იმედი; რადგან, როდესაც მზე ანათებს, მას შეუძლია ორთქლის სახით ავიდეს ღრუბლებში და დაიბრუნოს თავისი სუფთა ბუნება. ჭკუის გასაწმენდად, ლოცვა არის წყალი და მონანიება არის საპონი. უბრალო წყალს ან სარეცხ საშუალებას არ შეუძლია სამუშაოს შესრულება; მონანიება მიდევნილი უნდა იყოს მცდარობის არ გამეორების მტკიცე გადაწყვეტილებით. თქვენ უნდა ილოცოთ დახმარებისთვის სადჰანაში, წყალობის მეშვეობით! დაიცავით სიბრძნე მოპოვებული მიჯაჭვულობისა და ზიზღის ხაფანგიდან – ეს უნდა იყოს თემა. რადგან, სადაც არის ორობითობა, იქ არის შიში, დაცემა და სიკვდილი.
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 30 იანვარი.
8.01.22.
იყავით მდუმარე თვით; ეს გამოიწვევს მდუმარებას სხვებში. არ დაეჩვიოთ ყვირილს, დიდხანს და ხმამაღლა ლაპარაკს. შეამცირეთ კონტაქტები მინიმუმამდე. ატარეთ თქვენთან ერთად მდუმარე ფიქრის ატმოსფერო, სადაც კი მოხვდებით. არიან ისეთებიც ვინც ცხოვრობენ მუდმივ ყვირილში, ხმაურის ტორნადოში. სადაც კი ისინი არიან გამოფენაზე, ბაზრობაზე თუ სასტუმროში, ტაძარში თუ პრაშანტი ნილაიამში, ისინი ატარტარებენ თავის ენას და არ ჩერდებიან. ეს ვერ წაიყვანს შორს გზაზე ღმერთისკენ. არიან სხვებიც ვინც ტკბება განხილვებითა და კამათებით; ისინი არასოდეს არიან კმაყოფილი აშკარა ფაქტებით; მათ უნდა შექმნან ეჭვები სადაც მანამდე არ არსებობდა, და შეარყიონ რწმენა. ისინი კამათობენ არის თუ არა რამა კრიშნაზე უმაღლესი, ან კრიშნა არის ღმრთაებრიობის უფრო სრული თუ დაბალი ინკარნირება! ხალხი ვინც არ შეხებია დედაქალაქის გარეუბნებს, ბედავს კამათს იმპერატორის გარეგნობისა და დიდების შესახებ, ვინც ცხოვრობს ქალაქის გულში მდებარე სასახლეში!
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 30 იანვარი.
9.01.22.
როცა თქვენ ხართ ჩაძირული უფლის ანანდაში (ნეტარებაში), თქვენ ხართ ბატონი ყველა მცირე ანანდისაც ასევე. როცა თქვენ ყვინთავთ ზღვაში, თქვენ უნდა ეძებოთ მარგალიტი; როდესაც თქვენ მიდიხართ კალპავრიკშასთან (სურვილების შემსრულებელ ხესთან) თხოვეთ უმაღლესი ნეტარება. ნუ მოითხოვთ პატარას როცა ყველაზე დიდი მისაწვდომია, ცოტა მეტი ძალისხმევით. ადამიანში არის ბუნებრივი წყურვილი გახდეს ერთიანი უზარმაზართან, უზენაესთან, უსაზღვროსთან, რადგან, მისი გულის მღვიმეში, ბინადრობს თვით-იგივე უზენაესი. ეს არის როგორც ახალგაზრდა ხბოს მიმაგრება ძროხაზე. ყოველი ხბო ცნობს მის დედას. თქვენ შეიძლება გყავდეთ ათასი ხბო და ათასი ძროხა. გაათავისუფლეთ ხბოები და თითოეული იპოვის თავის საკუთარ დედას. ასევე, თქვენ უნდა იცოდეთ თქვენ საიდან იღებთ თქვენს თანდაყოლილ საკვებს და დასაყრდენს – ეს არის ღმერთი, ვისგანაც თქვენ მოხვედით.
– ღმერთის საუბარი, 1966 წლის 20 თებერვალი.
10.01.22.
მნიშვნელობა არ აქვს თქვენ სწავლობთ თუ არ სწავლობთ, აღჭურვეთ საკუთარი თავი იმ ძალით რომელიც აუცილებელია იმისთვის რომ იყოთ სათნო, გაუძლოთ ობიექტური მსოფლიოს ცდუნებასა და მოტყუებას. დისკრიმინაცია არის არა ნიჭიერება რასაც დღეს ენიჭება გადაჭარბებული ღირებულება არამედ უნარი საგნების დანახვის მათი სათანადო პროპორციით, შეფასების დროებითისა და მუდმივის, განსაკუთრებულისა და უნივერსალურის, ზედაპირულისა და სიღრმულის. თქვენ ასევე უნდა გქონდეთ პატივისცემის დამოკიდებულება წარსულის მიმართ, ასევე უხუცესების მიმართ, რომლებიც არიან წმინდა სულიერი სიბრძნის საცავები, ამდენადვე ძალიან საჭირო გამოცდილება, რაც თქვენ უნდა შეიძინოთ. გქონდეთ რწმენა – რწმენა თქვენს საკუთარ არსებით ღმრთიურებაში, რწმენა უმაღლეს ფასეულობებში, რომლებიც მიიღწევა გულწრფელი პრაქტიკით და განჯაჭვულობის ვარჯიშით. ცხოვრება ხდება უფრო ტკბილი უარყოფის მცირე დოზითაც; თუ თქვენ მიიღებთ ყველა თქვენს სურვილს, იგი იწყებს წახდენას. უარი თქვით თავად ბევრ რამეზე რომლისკენაც თქვენი ჭკუა მიდის და თქვენ აღმოაჩენთ რომ გახდით მაგარი საკმარისად რომ განცადოთ კარგი ბედიც და ცუდიც.
– ღმერთის საუბარი, 1963 წლის 12 სექტემბერი.
11.01.22.
ენა არის გულის ჯავშანი; იგი იცავს ადამიანის სიცოცხლეს. ხმამაღალი საუბარი, ხანგრძლივი საუბარი, დაუფიქრებელი ლაპარაკი, საუბარი სავსე ბრაზითა და სიძულვილით – ეს ყველაფერი გავლენას ახდენს კაცის ჯანმრთელობაზე. ესები ამრავლებს რისხვას და სიძულვილს სხვებში; ესები ჭრის, ესები აღიზიანებს, ესები აბრაზებს, და ესები აშორებს. რატომ ამბობენ დუმილი ოქროა? ჩუმ კაცს მტრები არ ჰყავს, თუმცა შეიძლება მას არ ჰყავდეს მეგობრები. მას აქვს თავისუფალი დრო და შანსი ჩაყვინთოს თავის თავში და გამოიკვლიოს მისი საკუთარი ნაკლები და სისუსტეები. მას აღარ აქვს მიდრეკილება ეძებოს ესები სხვებში. თუ თქვენი ფეხი გასრიალდება, თქვენ მიიღებთ ტეხვას; თუ თქვენი ენა გასრიალდა, თქვენ გატეხთ ვინმეს რწმენას ან სიხარულს. ეს გატეხვა ვერასოდეს გამოსწორდება; ეს ჭრილობა სამუდამოდ გატანჯავს. ამიტომ, გამოიყენეთ ენა დიდი სიფრთხილით. თქვენ რაც უფრო რბილად ლაპარაკობთ, თქვენ რაც უფრო ნაკლებს ლაპარაკობთ და თქვენ რაც უფრო ტკბილად ლაპარაკობთ – მით უკეთესი თქვენთვის და მსოფლიოსთვის.
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 29 მარტი.
12.01.22.
მხოლოდ მაშინ როცა კაცი აღმოაჩენს საბოლოო უცვლელ საფუძველს ამით მას შეუძლია მიიღოს მუდმივი მშვიდობა; მანამდე მას მოუწევს დაკიდება და ქანაობა ცვალებად მსოფლიოში, სიხარულსა და მწუხარებას შორის. ვივეკანანდასა და ნაგამაჰაშაიას მსგავსად, ადამიანები უნდა იყვნენ აღძრული წყურვილით შეიცნონ შემქმნელი ქმნილების უკან, პიროვნება მარიონეტი თოჯინების უკან. ნაგამაჰაშაიამ დაიწყო დასოჰამის (მე ვარ მსახურის) დამოკიდებულებიდან და თავისი ინდივიდუალობის შემცირებით იმდენად დაიპატარავა თავი რომ მან შეძლო ბორკილებისგან თავის დაღწევა და საყოველთაო მარადიულ ჭეშმარიტებაში გაქცევა. ვივეკანანდამ, მეორეს მხრივ, დაიწყო სოჰამის (მე ვარ ის) დამოკიდებულებიდან; მან თავისი თავი იმდენად ვრცელი და დიდი გახადა, რომ მან დაამტვრია ბორკილები და შეურთდა უზენაეს სუვერენულ ჭეშმარიტებას. როდესაც თქვენ მოიპოვეთ ამ ჯნანას თქვენი რეალობის იდენტურობის სამყაროს უკან რეალობასთან, მაია (ილუზია) ვერ მოახდენს გავლენას თქვენზე.
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 4 ოქტომბერი.
13.01.22.
მზის ჩრდილოეთისკენ მოგზაურობა არის მიმნიშნებელი გზაზე რომელიც კაცმა უნდა გაიაროს ღმერთის შესაცნობად. მზე არის უანგარო და დაუღალავი მსახურების უმაღლესი მაგალითი. მსოფლიო ვერ გადარჩება მზის გარეშე. სიცოცხლე დედამიწაზე არის შესაძლებელი მხოლოდ მზის გამო. მზე ასწავლის კაცს მოვალეობისადმი თავმდაბალი ერთგულების გაკვეთილს, ნებისმიერი ამპარტავნების გარეშე. მზე არის უზენაესი მაგალითი ყველასთვის რომ ადამიანმა უნდა შეასრულოს თავისი მოვალეობა ერთგულებითა და მიძღვნით. შესრულება ადამიანის მოვალეობის არის უდიდესი იოგა, როგორც კრიშნამ აღნიშნა გიტაში. დაე თქვენი ქმედებები და აზრები იყოს კარგი. შემდეგ თქვენ განცდით ღმრთაებრივ ნეტარებას. სანკრატი გამიზნულია ადამიანის დამოკიდებულებაში სხვადასხვა ცვლილებების მოსატანად ასე რომ ადამიანმა შეძლოს თავისი სიცოცხლის განწმენდა. ეს არის ფესტივალი განკუთვნილი არა მხოლოდ ბჰარათიებისთვის. მის გზავნილს აქვს მნიშვნელობა ყველასთვის მსოფლიოში. მას აქვს გზავნილი ყველა კლიმატის, აღმსარებლობისა და ქვეყნის ადამიანებისთვის.
– ღმერთის საუბარი, 1992 წლის 15 იანვარი.
14.01.22. მაკარ სანკრანტი
სანკრატის დღე აღნიშნავს მისვლას ფერმერთა სახლებში მარცვლეულის რაც არის მათი შრომის ნაყოფი. სანკრატი არის ამსოფლიური მიღწევების წმინდა დღესასწაული. ასევე ეს არის გრილ გარემოში დასვენების მეტისმეტად ძვირფასი დღე. კაცს სჭირდება დასვენების დღეები მძიმე შრომის პერიოდის შემდეგ. მხოლოდ მაშინ ის შეიძლება დატკბეს ჭკუის სიმშვიდით. სამიაკ კრანტი ითი სანკრანტი (ის რასაც კარგი ცვლილები მოაქვს არის სანკრატი). სანკრატი ანიჭებს მშვიდობას და აუწყებს კეთილი ცვლილების მოსვლას. იგი ავლენს შინაგან სიხარულს ადამიანებში. იგი მოქმედებს ცხოვრების წესის შეცვლაზე. იგი წარმოშობს წმინდა აზრებს. დღეს ადამიანები არ შეიცნობენ ამ წმინდა ცვლილებებს. ისინი ყველა არიან ჩაძირული მიწიერ შენაძენებში და არ აქვთ თაყვანისცემა უმაღლესი საგნების მიმართ. მათ ნაცვლად უნდა ეძებონ ყველა შესაძლებლობა კარგი ხარისხების კულტივირებისთვის. ეს კარგი ხარისხებია უთსაჰამ, საჰასამ, დჰაირიამ, ბუდდჰი, შაკთი, პარაკრამამ (გულმოდგინება, სიმტკიცე, მამაცობა, დისკრიმინაცია, უნარიანობა და გმირობა).
– ღმერთის საუბარი, 1997 წლის 14 იანვარი.
15.01.22.
სანკრანტის ფესტივალი უნდა ჩაითვალოს დღედ, რომელზეც კაცი აბრუნებს თავის ხედვას ღმერთისკენ. კაცის ცხოვრება შეიძლება შედარდეს შაქრის ლერწმის ღეროს. ლერწმის მსგავსად, რომელიც მძიმეა და აქვს ბევრი კვანძი, ცხოვრება სავსეა სირთულეებით. მაგრამ ეს სიძნელეები უნდა გადაილახოს ღმრთაებრივი ნეტარებით სიამოვნების მისაღებად, ისევე როგორც შაქრის ლერწამი უნდა დაინაყოს და მისი წვენი გადაკეთდეს ჯაგერად (ლერწმის გაუწმენდავ შაქრად) დასატკბობად ჯაგერის მუდმივი სიტკბოთი. ნეტარების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ გამოცდებისა და მწუხარებების დაძლევით. ოქრო არ შეიძლება გახდეს მიმზიდველი ძვირფასეულობა მისი ტიგელში დნობის პროცესზე დაქვემდებარებისა და სათანადო ფორმით გამოჭედვის გარეშე. როდესაც მე ერთგულებს მოგმართავთ როგორც ბანგარუ (ოქრო), მე გთვლით თქვენ ძვირფას არსებებად. მაგრამ მხოლოდ ცხოვრების ცვლილებათა მოთმინებით გავლამ შეიძლება თქვენ გაგხადოთ მიმზიდველი ძვირფასეულობები. თქვენ არ უნდა მისცეთ თავს სირთულეებით შეძრწუნების უფლება. განივითარეთ თავდაჯერებულობა და გქონდეთ მტკიცე რწმენა ღმერთში.
– ღმერთის საუბარი, 1992 წლის 15 იანვარი.
16.01.22.
როცა ძლიერი სურვილი და რისხვა (კამა და კროდჰა) ამოდის ცხელ ცეცხლად გულიდან, როგორ შეძლებს გრილი სხივები შანტის (მშვიდობის), სატიას (ჭეშმარიტების), აჰიმსას (არაძალადობის) და პრემას (სიყვარულის) იქიდან გამოსხივებას? ეს ადამიანად დაბადება არის იშვიათი შანსი! გამოიყენეთ იგი გასავრცელებლად სიხარულის, არა მწუხარების. რა თქმა უნდა, ბუნებრივია კაცისთვის წყენა, გაბრაზება. მაგრამ თქვენ არ უნდა ანებოთ რისხვას თავისუფალი და გააფთრებული გასაქანი. თქვენ იცით რომ ჯერ თქვენ უნდა მოხნათ მიწა და გამოკვებოთ იგი წყლით, შემდეგ დათესოთ თესლი, ამოიღოთ სარეველები, დაიცვათ მოსავალი ღობით ძროხებისა და თხებისგან, და მოთმინებით დაელოდოთ მოსავლის აღების დროს. ასევე, გული უნდა მოიხნას სათნოებათა საშუალებით გამოიკვებოს ღმრთიური სიყვარულის წყლით, სანამ ღმრთიური სახელის თესლი დაითესება; მოგვიანებით, სარეველები უნდა მოისპოს. უმჯობესია თავიდან აიცილოთ მერყეობისა და ეჭვის პირუტყვები, დისციპლინის ღობის აღმართვით; მაშინ, უფლის სახელი აყვავდება მედიტირებაში და ცოდნის მდიდარი მოსავალი შეიძლება იყოს მომკილი.
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 29 მარტი.
17.01.22.
ყველა მოქმედების მიძღვნას ღმერთისადმი და მისი ნებისადმი ჩაბარებას ეწოდება ბჰაკტი მარგა (ერთგულების გზა). ბჰაკტი უნდა აშენდეს მყარ რწმენაზე, არა ბრმა განუსჯელ ნდობაზე. ამიტომ მე ყოველთვის ხაზს ვუსვამ ინტელექტის როლს. ინტელექტი არის ღმერთის განსაკუთრებული საჩუქარი კაცისთვის; იგი ანიჭებს გარჩევის ძალას სწორსა და მცდარს შორის. სიმშვიდე ან ბედნიერება დამოკიდებულია სწორი საშუალების არჩევაზე და ეს არის საკითხი გადასაწყვეტი ინტელექტით. კეთილდღეობა ასევე დამოკიდებულია არსებული, ადამიანური და სხვა, რესურსების გონივრულ ექსპლუატაციაზე. კაცის მერყევი „ინტელექტი“ რამაც დაკარგა მისი ერთმნიშვნელოვნება და სიწმინდე, პასუხისმგებელია ყველა იმ კონფლიქტებსა და ჩხუბებზე რაც დღეს არის ფართოდ გავრცელებული. ამიტომ, მე გთხოვთ თქვენ ელოცოთ ღმერთს მოგცეთ თქვენ უნარი, იფიქროთ პირდაპირ და სწორად, და მიჰყვეთ ერთხელ მიღებულ სწორ გადაწყვეტილებას, ეგოიზმის, სიხარბის ან სიძულვილის ზეგავლენაში ყოფნის გარეშე. ილოცეთ ცრურწმენებითა და ვნებებით შეუხებელი გაწონასწორებული ჭკუისთვის.
– ღმერთის საუბარი, 1973 წლის 17 მარტი.
18.01.22.
ადამიანმა ყურადღება უნდა მიაქციოს სამ ძირითად მოვალეობას თავის ძებნაში ბედნიერებისთვის: (1) მან უნდა დაივიწყოს რაც მან უნდა დაივიწყოს, კერძოდ, მის გარშემო არსებული მსოფლიო და მისი მტაჯველი სიამოვნებები. (2) მან უნდა მიაღწიოს იქ სადაც მისაღწევი აქვს, კერძოდ, ღმრთაებრივის მიზანს, ყოვლისშემძლეს ყოფნას და (3) მან უნდა დათმოს რაც მას დასათმობი აქვს, კერძოდ, მატერიალური სურვილები და მისწრაფებები. ვედური ლოცვა ასატო მა სატ გამაია, ტამასო მა ჯიოტირ გამაია, მრუტიორ მა ამრიტამ გამაია (წამიყვანე მე არაჭეშმარიტიდან ჭეშმარიტებისკენ, წამიყვანე მე სიბნელიდან სინათლისკენ, წამიყვანე მე სიკვდილიდან უკვდავებისკენ) ძალიან ლამაზად აჯამებს ამ მისწრაფებებს. შეეცადეთ წახვიდეთ არაჭეშმარიტისგან ჭეშმარიტებისკენ; შეეცადეთ შეიძინოთ ცოდნა საკუთარი თავისა და ყოველი მე-ს წარმოშობის შესახებ და ამით გაფანტოთ თქვენი ფუნდამენტური უმეცრება. მოშორდით ფიქრებიდან და წუხილიდან ამ ტანის შესახებ რომელიც ექვემდებარება გახრწნას და სიკვდილს, და გააცნობიერეთ უკვდავი სული, რომელიც თქვენ ნამდვილად ხართ!
– ღმერთის საუბარი, 1973 წლის 17 მარტი.
19.01.22.
გირლანდებმა შეიძლება გასწავლოთ თქვენ დიდი სულიერი გაკვეთილი. ამ ერთმა ძაფმა აასხა ყველა ეს განსხვავებული ყვავილი ერთად მშვენიერ ჰარმონიაში. მას ეწოდება სუტრა (შემაერთებელი ძაფი) სანსკრიტზე. ასევე, არსებობს ბრაჰმა სუტრა, უნივერსალური „ბრაჰმა პრინციპი“, რომელიც გადის ყველა ჯივიში (ინდივიდში) და კრავს მათ „ათმური კავშირით“. ვინაიდან თქვენ ხართ ღმრთაებრივი ათმას ტანმოსილება, ნუ შეგეშინდებათ მწუხარებისა და დანაკარგების, რომლებიც შეიძლება თქვენს გზაზე მოვიდეს. ფორთოხალი არის შეხვეული მწარე კანში. თქვენ უნდა მოაშოროთ კანი და მიირთვათ ტკბილი ხილი რასაც იგი იცავდა ამდენი ხნის განმავლობაში. ტკბილი ხილი, რაც არის, თქვენი ცხოვრება, შეხვეულია ვნების, ბრაზის, სიხარბის, ამპარტავნების, მიჯაჭვულობისა და ეჭვიანობის მწარე კანით. მოაშორეთ კანი და გადაყარეთ, ასე რომ სიტკბოს გემო გასინჯოთ.
– ღმერთის საუბარი, 1973 წლის 17 მარტი.
20.01.22.
ხედეთ რომ თქვენი სიტყვით, საქმით ან აზროვნებით თქვენ არ ვნებთ სხვებს, ფიზიკურად ან გონებრივად. როცა თქვენ ხედავთ უსამართლობას და ბოროტებას სხვებში, ჯერ გამოიკვლიეთ თქვენი ქცევა და ხასიათი; რადგან ის, რასაც თქვენ ხედავთ სხვებში, შეიძლება იყოს იმის შედეგი რაც არის საკუთრივ თქვენში! ატარეთ პრემას (სიყვარულის) სათვალე; მთელი მსოფლიო შეივსება პრემით. ღმერთი იმყოფება იქ, სადაც მხოლოდ სიკეთე ვრცელდება და ბატონობს. თუ თქვენ შეამოწმებთ კაცის ამჟამინდელ ქცევას, თქვენ აღმოაჩენთ რომ მათი ხედვა და მოსმენა არის ცუდი, და მათი აზრები არის უწმინდური, და ასე რომ, ადამიანური ბუნებაც კი თქვენში ხდება გასვრილი და ცხოველური, თუ უარესი არა! როდესაც ღმერთი შემოვა თქვენს ხედვაში ის რასაც თქვენ უსმენთ, ისევე როგორც საგნები რაზეც თქვენ ფიქრობთ, თქვენი ცხოვრება გახდება ბედნიერი და სასარგებლო. აკონტროლეთ ჭკუა და დაარეგულირეთ მისგან გამომავალი იმპულსები გაწმენდილი ინტელექტის საშუალებით. ესები არის უპირველესი რეკვიზიტები ბედნიერი ცხოვრებისთვის!
– ღმერთის საუბარი, 1973 წლის 17 მარტი.
21.01.22.
თუ თქვენ შეისწავლით ჭკუის ბუნებას, თქვენ აღმოაჩენთ რომ ის ძალიან მსგავსია კამერის ლინზის. ტანი არის კამერა, ჭკუა არის ობიექტივი, გული არის ფოტოგრაფიული ფირფიტა, აზრი არის გაელვება და გონება, ჩამრთველი. შეატრიალეთ ობიექტივი ბედნიერების წყაროსკენ, არა შფოთვისა და შიშის ადგილისკენ; შემდეგ, თქვენ დაჯილდოვდებით თქვენს გულზე აღბეჭდილი ლამაზი სურათით. ძნელია, უფრო მეტიც, თითქმის შეუძლებელია ლინზის შეტრიალება მიმართულებით რასაც ჩვენ გვეუბნებიან წმინდანები და წინასწარმეტყველები; რადგან, ჭკუა ძალიან ჭეშმარიტად ხასიათდება როგორც მაიმუნი! რატომ, ის მაიმუნზეც უფრო ახირებულია, რადგან ის ხტება ერთი მდგომარეობიდან მეორეზე, რომელიც დაშორებულია მილებით სივრცეში და საუკუნეებით დროში, თვალის დახამხამებაზე ნაკლებ დროში! ჭკუა ხტება ერთი სურვილიდან მეორეზე და ჩვენ გვითრევს თავის ხვიებში. შეამცირეთ სურვილი, გაასახლეთ ეგო, გააგდეთ რისხვა და ჭკუა გახდება თქვენი მონა, თქვენს ბატონად ყოფნის ნაცვლად. სიყვარული არის მთავარი გასაღები, რასაც შეუძლია ამ ყველაფრის მიღწევა.
– ღმერთის საუბარი, 1973 წლის 17 მარტი.
22.01.22.
დაიწყეთ დღე სიყვარულით, გაატარეთ დღე სიყვარულით, შეავსეთ დღე სიყვარულით და დაასრულეთ დღე სიყვარულით – ეს არის გზა ღმერთისკენ. ამ გზაზე თქვენ არ უნდა იყოთ შეპყრობილი ბრაზით, ლტოლვით ან სიხარბით. თქვენ გექნებათ მხოლოდ კარგი და სათანადო შესაძლებლობების კომპანია სწრაფი წინსვლისთვის. ასრულეთ თქვენი მოვალეობა სიყვარულით, თითქოს ამით ეთაყვანებით ღმერთს. დღეს ბევრი ლიდერი ითხოვს თავისუფლებას სვიკჩას მისადევნად, რაც არის სვა-იკჩა, ადამიანის საკუთარი მიდრეკილებები. მაგრამ ნამდვილი თავისუფლება მოიპოვება მხოლოდ მაშინ როცა თქვენ ხართ თავისუფალი მავნე გავლენისგან ვნებების როგორიცაა გულისთქმა, შური, სიამაყე, სიხარბე და სიძულვილი. სვა-იკჩა არ ნიშნავს მიჰყვეთ ნებისმიერ და ყოველ სურვილს რომელიც წარმოიქმნება თქვენს ჭკუაში; ეს ნიშნავს თქვენი ჭეშმარიტი მეს მიდრეკილებას ღმერთისკენ. თუ თქვენ იხრებით ღმერთისკენ, ვნებები რომლებიც გიმონებთ თქვენ აღმოჩნდება უძლური. მაშინ თქვენ შეასრულებთ თქვენს ‘მოვალეობას’ როგორც სვიკჩას, რადგან თქვენ გეყვარებათ იგი მთელი თქვენი გულით!
– ღმერთის საუბარი, 1973 წლის 17 მარტი.
23.01.22.
მიჰყევით თქვენი საკუთარი სუფთა სინდისის კარნახს. არ დააკოპიროთ სურვილები და გადაწყვეტილებები ვინმესგან; ეს არის ის რასაც ბრმა კაცი აკეთებს; მაგრამ, ძალიან ხშირად ის მიჰყვება თანაბრად ბრმა კაცს. ღმერთი დაფარულია თქვენს გულში; ის ყოველთვის მზად არის გიხელმძღვანელოთ თქვენ. ის არ აფასებს გარეგნულ პომპეზურობასა და ექსჰიბიციონისტურ ქცევას. ის არ ითვლის საათების რაოდენობას რომელშიც თქვენ აკეთებთ ბჰაჯანს (ჯგუფურ გალობას) ან ჯაფამს (უფლის სახელის გამეორებას), ან მილების რაოდენობას რაც თქვენ გაიარეთ ნაგარასანკირტანის (სულიერების ქუჩის გალობის) დროს. ის იკვლევს თქვენი გულის სიწმინდეს, როგორ ცხადდება თქვენი სიტყვებიდან და საქმიდან. არ იქადაგოთ; აპრაქტიკეთ! ყველგან, ჩვენ გვაქვს მქადაგებელთა ზედმეტობა მაგრამ ნაკლებობა პრაქტიკოსებში! გმირები პლატფორმებზე ამტკიცებენ თავიანთ თავებს ნულებად როდესაც ისინი ეშვებიან მიწაზე. მაშასადამე, აჩვენეთ თქვენი საკუთარი ცხოვრებებით, როგორ შეუძლია სიყვარულს სიმშვიდისა და სიხარულის მონიჭება, როგორ მიჰყავს ყველა რწმენას ერთსა და იმავე მიზნამდე და როგორ არის ყველა ადამიანი ერთმანეთის ძმა!
– ღმერთის საუბარი, 1973 წლის 17 მარტი.
24.01.22.
ეგო არის თქვენი სულიერი პროგრესის ნომერ პირველი მტერი. ეგოიზმი არის კალის (რკინის) ხანის მთავარი აღმასრულებელი. ეს არის ეგოიზმი და მისი თანმდევი ბოროტება რაც ედევნება დღეს მსოფლიოს. ეგოიზმი შობს სიხარბისა და სიძულვილის მათრახებს. ასკეტური ორდენების წინამძღოლები და სამონასტრო დაწესებულებების მეთაურებიც კი იტანჯებიან ეგოიზმით და თავს აძლევენ ნებას სხვა ორდენებთან და დაწესებულებებთან შეჯიბრებსა და კონფლიქტებში გაატარონ დრო. ზოგიერთი მათგანი ატარებს სულიერი ბრწყინვალების დახვეწილ გარეგნულ სიმბოლოებს, განსაკუთრებით როდესაც კამერა არის დამიზნებული. არსებობს პოპულარული ანდაზა რომელიც ამბობს რომ ასპირანტმა (სადჰაკამ) უნდა ჭამოს როგორც ძაღლმა და იხეტიალოს როგორც მელამ მნიშვნელობით რომ ის კმაყოფილი უნდა იყოს იმით, რისი მიღებაც შეუძლია და დაისვენოს სადაც კი შეუძლია. კაცი არის მხოლოდ ინსტრუმენტი ღმერთის ხელებში; მისმა გეგმებმა შეიძლება გაიმარჯვოს მხოლოდ როცა ესები არის მისი (უფლის) გეგმების თანხვედრაში!
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 4 ოქტომბერი.
25.01.22.
მე ხშირად ვეუბნები კოლეჯის ახალგაზრდა სტუდენტებს რომ მათ შეუძლიათ თაყვანი სცენ ხატს როგორც ღმერთს, მაგრამ არ უნდა სცენ თაყვანი ღმერთს როგორც ხატს. მათ შეუძლიათ გააცნობიერონ კონცეფცია რომ ამოკვეთილი ქვა არის ღმერთი ან ეს ხის ნაჭერი არის ღმერთი. რადგან ამ პროცესში ისინი ამაღლებენ ამ ნივთიერებას ამ მაღალ სტატუსში. მაგრამ, მე ასევე ვაფრთხილებ მათ რომ მათ ღმერთი არ უნდა დაამცირონ ქაღალდის, ხის ან ქვის სტატუსში. რა თქმა უნდა, ღმერთი არის სამყაროს ყველა ატომსა და უჯრედში იმანენტური და თუ თქვენ შეგიძლიათ მისი აღიარება და მისი თაყვანისცემა მათში, თქვენ ნამდვილად ხართ კურთხეული. დაადასტურეთ თქვენი რწმენით რომ თქვენ ხართ ათმა, რომელიც არის თქვენში არსებული ღმრთაებრივი ნაპერწკალი, და შემდეგ, იმოძრავეთ მსოფლიოში როგორც გმირებმა ვისაც წარმატება ვერ გაანებივრებს ან დამარცხება ვერ დათრგუნავს. ჩემი განზრახვა არ არის ადამიანების ღმერთისკენ მოქცევა; რადგან მათ უკვე ჰყავთ ღმერთი მცხოვრები მათში. არ არის საჭირო მისკენ გამგზავრება ან მასზე მოწოდება რომ მოვიდეს საიდანმე თქვენს გარედან. გააცნობიერეთ ის, როგორც თქვენი შინაგანი მოტივატორი (ანტარიამინი) – ეს საკმარისია.
– ღმერთის საუბარი, 1973 წლის 22 მარტი.
26.01.22.
თქვენ უნდა მუდმივი ჭვრეტით გააცნობიეროთ რომ სამყარო არის ღმერთის ტანი. და თქვენ ხართ უჯრედი ამ ტანში. მსოფლიოს კეთილდღეობა არის თქვენი კეთილდღეობა; იგრძენით ასე, იფიქრეთ ამ პირობებით და იმოქმედეთ ამ სულით. ეს არის ნამდვილი სულიერება. სულიერ ასპირანტს (სადჰაკას) არ შეუძლია სამყაროსგან თავისი მოკვეთა და გაქცევა მარტოობაში, რადგან სამყარო მას მიედევნება ღრმა გამოქვაბულში ან ყველაზე ბნელ ტყეში. სადჰაკას შეუძლია მოითხოვოს პროგრესი მხოლოდ მაშინ როცა თავისში დაამყარებს რწმენას კაცობრიობის ერთიანობაში. ყველაფერი და ყოველი არსება არის მხოლოდ ტალღები უკიდეგანო უსაზღვრო მარადიული ოკეანის ზედაპირზე, რომელიც არის ღმერთი. ტალღები ოკეანეს ეკუთვნის და მასზეა დამოკიდებული მათი ინდივიდუალური არსებობა; მაგრამ, ოკეანეს არ სჭირდება ტალღები. აქედან გამომდინარე, თქვენ განუყრელად ხართ დაკავშირებული ყველაფერთან და ყველასთან.
– ღმერთის საუბარი, 1973 წლის 22 მარტი.
27.01.22.
მარკანდეიამ მჭიდროდ დაიჭირა შივალინგა და ამგვარად, იამას მარყუჟი მოსდო თავის თავსაც და შივასაც; ეს იყო მიზეზი ბიჭი რომ გადარჩა. ეს მოთხრობა გასწავლით თქვენ იყოთ მუდამ ღმერთთან კონტაქტში, რადგან თქვენ არ იცით მარყუჟი როდის იქნება ნასროლი. მიამაგრეთ თავი უმაღლესს, დაუძახეთ მას რომელიმე სახელით, ან წარმოიდგინეთ ის ნებისმიერი ფორმით. მაგრამ გახსოვდეთ, დჰარმას (უბიწოების) გარეშე თქვენ ვერ მიაღწევთ მას. არ გადაუხვიოთ განცალკევებულ გზებზე; დარჩით გზატკეცილზე. თუ თქვენ მიიღებთ ალპაბუდჰის (დაბალ აზრებს), თქვენ დაკარგავთ აკჰანდა-თათვას (უნივერსალის პრინციპს). ისწავლეთ წყალობის მოპოვებისა და სიწმინდის მიღების საშუალებები მათგან ვინც იცის – ეს არიან, უხუცესები და მეცნიერები ვინც თავიანთი სწავლა ჩადეს პრაქტიკაში. არ დაკარგოთ იმედი; არ იყოყმანოთ. წყალობას შეუძლია გაწმინდოს წარსული; სათ-პრაიანთას, სათ-სანგას და სადაჩარას (კარგ თვითძალისხმევას, კარგ კომპანიას და კარგ პრაქტიკას) შეუძლია უზრუნველყოს ბედნიერება მომავალში.
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 1 აპრილი.
28.01.22.
კაცი ამჯობინებს დაწვას სანდალის ხეები ნახშირად გასაყიდად, რადგან, მან არ იცის ხის ფასი. მიზანი რაც მან თავის წინაშე დააყენა, არის სუკჰასა და შანთის (ბედნიერებისა და მშვიდობის) მოპოვება; ეს არის მართებული რამ საკეთებლად, მაგრამ, ის ჩერდება რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ, შეცდომით იღებს ფსევდოს რეალურად – ეს არის ტრაგედია. მას მიაჩნია რომ თუ ის მიიღებს ორ სრულ საკვებს დღეში, რამდენიმე იარდის ქსოვილს სატარებლად, და ჭერს თავის თავზე, ცოტა სხვადასხვა ფუფუნების საგნებით, მას მიღწეული ექნება მიზანი; მაგრამ სიხარული რასაც ის იღებს არის მწირი, შერეული მწუხარებასთან, ადვილად გადატრიალდება ტკივილში, საზიანოდ სხვებისთვის და სავსეა სიამაყით, შურით, ბოროტებით, სიხარბით და სხვა არასასურველი ინგრედიენტებით. როგორ შეიძლება ტანი რომელიც არსებობს საკვებზე, რაც არ რჩება გაუფუჭებელი თუნდაც რამდენიმე საათის განმავლობაში, დიდხანს იყოს დაუძველებელი? ის რაც დამზადებულია და ფუჭდება სწორედ ამ მიზეზით არ შეიძლება იყოს ჭეშმარიტება; რადგან, ჭეშმარიტება არ შეიძლება შეიქმნას და დაზიანდეს. ეს არის, იყო და იქნება, ყოველგვარი ცვლილების გარეშე.
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 6 აპრილი.
29.01.22.
რა არის კაცის უკვდავი ასპექტი? ეს არის სიმდიდრე რაც მან დააგროვა, რეზიდენციები რაც მან ააშენა, ფიზიკური მონაცემები რაც მან განივითარა, ჯანმრთელობა რაც მან შეიძინა თუ ოჯახი რომელიც მან აღზარდა? არა, ყველაფერი, რაც მან გააკეთა, განავითარა ან მოიპოვა, არ გაჰყვება ბოლომდე; მან უნდა დატოვოს ეს ყველა დროს განადგურების გამო. მას არ შეუძლია თან წაიღოს ერთი მუჭა მიწაც კი, მიწა რომელიც ასე ძლიერ უყვარდა. იპოვეთ უკვდავი „მე“ და იცოდეთ რომ ის არის ღმერთის ნაპერწკალი თქვენში; იცხოვრეთ უკიდეგანო უზომო უზენაესის კომპანიონობაში და თქვენ გახდებით უზარმაზარი და უზომო. როცა თქვენ გიჭირავთ ვალუტის კუპიურა თქვენს ხელში და ამაყად ამბობთ: „ეს ჩემია“, ეს კუპიურა იცინის თქვენზე, რადგან, ის ამბობს: „ოჰ, რამდენ ათას ადამიანს ვიცნობ მე, ვინც თავის თავს ამის მსგავსად აამაყებს!“ ტანი არის მხოლოდ კარავი; არ მოეალერსოთ ამ ილუზიას. მოიწყურეთ დეჰი (მაცხოვარი), ვინც მასში ბინადრობს და ააქტიურებს მას, აიძულებს მას იფიქროს და გაძლევთ თქვენ შესაძლებლობას იმოქმედოთ.
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 6 აპრილი.
30.01.22.
ძილის სტადიაზე გრძნობები უკუგდებულია და ბუდჰი (ინტელექტი) არ მუშაობს. მხოლოდ ჭკუა არის მბრძანებელი და იგი ქმნის მის საკუთარ “სამყაროს”. ვეფხვი გასახიჩრებთ თქვენ ძილში, ან გველი ღრმად კბენს თქვენს ფეხზე. თქვენ გრძნობთ უკიდურეს ტკივილს და უდიდეს შიშს. თქვენ როგორ განკურნავთ უბედურ კაცს? არ არის საჭირო ექიმის ან ჯადოქრის მოყვანა თავისი ხიბლით. გააღვიძეთ ის! მან იცის რომ არ იყო არც ვეფხვი არც გველი არც ნაკბენი არც ტკივილი. ასევე, ჯნანა დაუყოვნებლივ იცილებს სიხარულისა და მწუხარების ყველა ორმაგ გამოცდილებას, მიღებულს ამ არარეალური ობიექტებიდან. თქვენ ამბობთ: “მე მეღვიძა”, “მე ვხედავდი სიზმრებს” ან “მე მშვიდად მეძინა”. ახლა, ვინ არის ეს “მე”? ვინ არის ეს “მე”, რომელსაც არ აქვს არცერთი ამ სამი სტადიიდან, რომელიც გრძელდება დაბადებიდან სიკვდილამდე, რომელსაც საქმე აქვს ტანთან და ყველა ორგანოსა და გრძნობასთან, ყველა სხვადასხვა შეგრძნებასთან, იმპულსსა და განცდასთან, როგორც “თავისასთან”, “თავის ქონებასთან”, “თავის ინსტრუმენტებთან” და ასე შემდეგ? ეს “მე” არის ის, რაც უნდა იცოდე და მას შემდეგ როცა შეიცნობ, არ უნდა ანებო შენს ჭკუას მისგან შორს წავიდეს.
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 6 აპრილი.
31.01.22.
ადამიანებმა უნდა აკეთონ რამე მოქმედება (კარმა) ან სხვა გაღვიძების მომენტიდან ძილის მომენტამდე – როგორც ამბობენ, დაბადებიდან სიკვდილამდე. მათ არ შეუძლიათ მშვიდად ჯდომა მოქმედების გარეშე. ვერავინ აიცილებს ამ მძიმე მდგომარეობას! მაგრამ თითოეულმა ნათლად უნდა წარმოიდგინოს რა სახის მოქმედებაში უნდა დაკავდეს. არსებობს მხოლოდ ორი ტიპი: (1) სენსორული ან სავალდებულო მოქმედებები (ვიშაია კარმა) და (2) მოქმედებები, რომლებიც ათავისუფლებს (შრეიო კარმა). დამავალდებულებელი მოქმედებები წამოიწევს კონტროლს იქით; შედეგად, იზდებაა მწუხარება და დაბნეულობა. ამის მეშვეობით, ჭკუის ვერანაირი ბედნიერება და მშვიდობა ვერ იქნება მოპოვებული. მეორე მხრივ, მოქმედებები რომლებიც ათავისუფლებს იძლევა პროგრესულ სიხარულსა და კეთილდღეობას ყოველ ცალკეულ მოქმედებასთან ერთად. ესები იძლევა მე-ს ნეტარებას (ატმა-ანანდას) და არ არის დაკავშირებული უბრალო გარეგან სიხარულთან! თუმცა მოქმედებები შეიძლება იყოს გარეგანი, მიზიდულობა არის მთლიანად შინაგანისკენ. ეს არის სწორი გზა, ჭეშმარიტი გზა!
– დჰიანა ვაჰინი, თავი 1.
ბაბა