თავი V

ვიიდია და ბჰაკტი


კ: სვამი, მე მსმენია, ადამიანები ხშირად იყენებენ სიტყვას, ამანასკა. როგორია მისი მნიშვნელობა?

პ: ეს არის მთელი ქმნილება, როცა ის არის შეცნობილი მაგრამ როგორც დანახული შიგნიდან მხედველისგან, მოწმისგან, რომელიც უბრალოდ ქრება, როგორც ბინდი მზის წინაშე. ეს საფეხური ცნობილია როგორც ამანასკა.

კ: და რა მოსდის ცოდნას?

პ: ისიც კი ქრება!

კ: ეს მოწმე, რომელზეც შენ ლაპარაკობ, სად არის ძილის მდგომარეობაში?

პ: ის არის ჯივიში; ის არ არის მხოლოდ მოწმე, არამედ თხზავს და ქმნის ყველაფერს, რასაც ხედავს.

კ: და ღრმა ძილის დროს?

პ: ის არის სრული (მოდიფიცირებას მოკლებული) სინამდვილე.

კ: და მეოთხე სტადიაში, ღრმა ძილის იქით სტადიაში, თჰურიიაში?

პ: ის შეირწყმება იშვარა-სთჰანაში, არაცვლად ყოფიერებაში.

კ: რას აღნიშნავს ტერმინი პარამაართჰა?

პ: პარამა არტჰა, ესე იგი, სხეულით და გრძნობებით შემოსაზღვრული ამ სამყაროს ზემოთ და მიღმა.

კ: ისინი ლაპარაკობენ აგრეთვე პარამა-პადას შესახებ. ეს როგორ იქნება?

პ: ისინი მოკლებულია ნამა-რუპას ანუ ფორმა-სახელს, და კრია-რუპას ანუ ფორმა-მოქმედებას.

კ: სვამი! ღმერთი არის სამყაროს საზღვრებს გარეთ, თუ ის მუდმივად არის სამყაროში?

პ: ის ავსებს სამყაროს და ასევე არის მის გარეთ; ასე რომ არ არსებობს რაიმე მის გარეთ; ყველაფერი არის მის შიგნით; ყველა სახელი არის მისი, არავითარი სახელი მისთვის უცხო არ არის.

კ: როგორ მივმართოთ ღმრთიურებას, რომელიც ავსებს სამყაროს?

პ: მას შეიძლება მივმართოთ სხვადასხვა სახელებით: პარამაპადა (უსაზღვრო სივრცე), პარამართჰა (უმაღლესი ჭეშმარიტება), ა-სარირა (არა-სხეული), პარიპურნა (ყველაზე სრული სისრულე); ა-ვააბგ-მანოგოჩარამ (მიუწვდომელი სიტყვით და აზრით). მას აქვს ბევრი სახელი.

კ: არის ეს სათჰ, ეს ყოფიერება არის ძველი თუ ის არის ახალი, სანათჰანა ან ნუთჰანა?

პ: რა თქმა უნდა ის არის სანათჰანა, არ არის ნუთჰანა.

კ: როგორი არის საბოლოო პურუშართჰა?

პ: რასაკვირველია, მოკშა.

კ: სვამი, როცა ლაპარაკობენ ვიდიიაზე, როგორც მე მსმენია, ახსენებენ ოთხ ვიდიიას. რომლებია ისინი?

პ: დიახ; ისინი არის აანვიიკშაკი, თჰრაიიი, ვაართჰა და დანდანიითჰი.

კ: ეს სახელები ყველა ახალია ჩემთვის. რას არის სახელდობრ აანვიიკშაკი?

პ: ვიდიია, რომლის დახმარებითაც ადამიანს შეუძლია გაარჩიოს ატმა და ანატმა.

კ: და თჰრაიიი?

პ: ვიდიია, რომლის დახმარებითაც ადამიანს შეუძლია მიაღწიოს სვარგას ანუ ცას, სათანადო რიტუალებისა და კარმის მეშვეობით.

კ: რას ასწავლის ვაართჰა?

პ: სოფლის მეურნეობას და სხვა მწარმოებლურ ძალისხმევას.

კ: და რას ნიშნავს დანდანიითჰი?

პ: საზოგადოების მმართველობას და მეურვეობას წესებს და დაცვას, ამ ვიდიის შესაბამისად; ის არის მნიშვნელოვანი ფულის შრომით მოსაპოვებლად და სიამოვნების მისაღებად სიმდიდრითა და მოსავლით.

კ: აქედან რომელი ძირავს ადამიანს დაბადების ციკლში?

პ: ყველა, პირველის, აანვიიკშაკის გარდა.

კ: ჭკუის მბრძანებლობის დაუფლება არის აუცილებელი სულიერი გამარჯვებისათვის. მაგრამ ჭკუის გასასუფთავებლად ყველა ბოროტებისგან ჩვენ როგორი სათნოება უნდა განვავითაროთ?

პ: არსებობს ოთხი მთავარი სათნოება: მაითჰრი, კარუნა, მუდითჰა და უპეკშა.

კ: სვამი, მე უნდა შეგაწუხო, რომ ამიხსანა ეს აგრეთვე.

პ: ამხანაგობა და კომპანია თავმდაბალ და კარგ ადამიანებთან; უფლის სახელისა და ფორმის სიყვარული ისინი არის ჩართული მაითჰრიში; კარუნა ეს არის გულკეთილობა რომელსაც ადამიანი გრძნობს გულნატკენთა მიმართ.

კ: რა არის სათნოება, რომელსაც ეწოდება მუდითჰა?

პ: მუდითჰა არის სიხარული, რომელსაც ადამიანი გრძნობს, როცა ხვდება გულმოწყალე ადამიანებს; იმათ ვინც ემსახურება სხვებს, ეხმარება გაჭირვებულებს და ა.შ.

კ: და უპეკშა?

პ: არა-ჩახლართულობა; გულგრილობის გრძნობა ბორტების მიმართ; მათი არც სიყვარული, არც სიძულვილი.

კ: ამ ოთხი სათნოების მსგავსად ლაპარაკობენ ასევე ბჰაკტების ოთხ სახეზე. სვამი, ისინი როგორია?

პ: ჩემო ძვირფასო ადამიანო, ყველა ტიპების მრავალსახოვნება შეიძლება მიაკუთვნო ოთხ კატეგორიას: ართჰა, ართჰ-აართჰა, ჯიჯნაასუ და ჯნანი. ართჰა არის ადამიანი, ვინც არის ნაწამები ტანჯვებით ან დარდებით.

კ: რას ნიშნავს ართჰაართჰა?

პ: ყველას, ვინც ეძებს ართჰას ან სიმდიდრეს ან სულიერ ძალას და ამის გულისთვის ეთაყვანება ღმერთს და ელოცება მას, რათა მიიღოს ეს სიკეთეები.

კ: შენ თქვი, ჯინჯასუ. ვინ არიან ისინი?

პ: ისინი, ვინც ეძებენ განთავისუფლებას მუდმივად და ძლიერად, და შევიდა აბსოლუტის ძებნაში.

კ: და ჯნანი?

პ: ის, ვინც გაურბის გაორებულ ცნობიერებას, დვანდვა ბჰავას; ვინც იცის თავისი იდენტურობის შესახებ სამყაროს ძირითად ჭეშმარიტებასთან.

კ: გვითხარით ჩვენ ზოგიერთის შესახებ, ვინც მიაღწია დიდებას ბჰაკტის ამ ტიპით, სვამი, მაშინ ის გახდება ჩვენთვის უფრო ნათელი.

პ: ოჰ, არსებობს სახელების სიმრავლე. ართჰაბჰაკტებს შორის მე შემიძლია გოთხრათ დრაუპადის, პრაჰლადას, საკკუბაის შესახებ; ართჰართჰებს შორის – დჰურვა, არჯუნა და სხვები; ჯინჯასუთა შორის – უდდჰავა, რადჰა; ჯნანებს შორის – შუკა, სანაკა და სხვები.