ივლისი

1.07.2014
სათნო ცხოვრებას, სასიკეთო აზრებს, ამაღლებულ იდეალებს და უბიწო ქცევას შეუძლია გაჩუქოთ არა მხოლოდ კარგი ჯანმრთელობა, არამედ რაც არის უფრო ფასეული, აატმაანანდა, თვით სინამდვილის ესტათიური გაცნობიერებულობა. როდესაც ადამიანი ნაღვლობს მთელი კაცობრიობის ბედნიერებისა და აყვავებისთვის, კაცი იქნება ის თუ ქალი ნაკურთხი იქნება სიბრძნითა და ძალით რომ ნიშანი დაადოს გზას და მიჰყვეს მას ამ მიმართულებით. ასეთი ადამიანი ხედავს ერთ არჩეულ ღმერთს ყველაში. მისი ყოველი მოქმედება იქნება ისე სუფთა, ისე გულწრფელი და ისე წმინდა როგორც მისართმევი ღმერთისადმი. ძალიან ეფექტური გზა ყველა ფიზიკური და გონებრივი დაავედებისა და სისუსტის დასამარცხებლად არის ადამიანის ღმრთიური (ატმიური) სინამდვილის გაცნობიერება. ამას მიჰყავს სიყვარულისა და სინათლის ზრდასთან, იმისთვის, როდესაც კაცი ან ქალი აღიარებს რომ ის არის ატმა, ადამიანმა შეძლოს შეცნობა იგივე ატმას ყველაფერში, და გაზიარდეს ყველას სიხარულსა და დარდში, ყველას ძალასა და სისუსტეში.
– ღმრთიური საუბარი, 20 ნოემბერი 1982.
2.07.2014
ყოველი თქვენგანი არის მომლოცველი მოგზაურობაში გათავისუფლების ქალაქისკენ. ყოველი სიცოცხლე არის მხოლოდ ეტაპი მოგზაურობაში, თქვენი სხეული არის დასასვენებელი სახლი ხანმოკლე ყოფნისთვის მომლოცველობის განმავლობაში. ჭკუა არის თქვენი დასვენების ადგილის დარაჯი. არ მოეპყროთ ჭკუას როგოც ბატონს ან მესაკუთრეს, მაგრამ იზრუნეთ მასზე იმიტომ რომ სახლი რომლის დაკავების პატივიც თქვენ გაქვთ არ დაზიანდეს ან არ დაჭუჭყიანდეს. ჩვენ უნდა მოვექცეთ დარაჯს თავაზიანად და არ უნდა დავანგრიოთ მისი ინტერიერი. დაუმშვიდებელი ჭკუა არის მნიშვნელოვანი წყარო ცუდი ჯანმრთელობის. ბევრი გულნატკენი შეშფოთების ამა თუ იმ წყაროთი, ვერასდროს იქნება თავისუფალი მღელვარებიდან. რატომ? იმიტომ რომ ისინი თავის თავს აიგივებენ სხეულთან! ვინმე იძენს თავის სხეულს, მისი წარსული მოღვაწეობის და მოქმედებების მეშვეობით, რაც გამოწვეულია სიყვარულისა და სიძულვილის ტყუპი ძალით. თქვენ შეიძლება თავი დააღწიოთ ამ ციკლიდან, თუ თქვენ გააცნობიერებთ ერთიანობას ღმრთიურ არსებასთან რომელიც არის თქვენში და ყველაში.
– ღმრთიური საუბარი, 20 ნოემბერი, 1982.
3.07.2014
უფალი კრიშნა აცხადებს ბჰაგავად გიტაში, `სამ სამყაროში არაფერი არსებობს რისი გაკეთების ვალდებულიც მე ვარ, არაფერი დაუსრულებელი რაც მე უნდა დავასრულო, მაგრამ მე მაინც დაკავებული ვარ საქმიანობით (კარმით).~ უფალი კრიშნა ამბობს ამას იმისთვის რომ, თუ ღმერთი არის უმოქმედო, კოსმოსი ჭრიალით გაჩერდება. თქვენც უნდა აიღოთ ეს ინიციატივა და უნდა მისდიოთ მას. გადაიტანეთ თქვენი ძალები საქმიანობაში მოვალეობის გზაზე. ახალგაზრდები მისდევენ უფროსების მაგალითს. ამიტომ უფროსებმა შესაბამისად მაგრად უნდა ჩასჭიდონ ხელი იდელებს და უნდა იმუშაონ თავიანთი გაცნობიერებისკენ იმიტომ რომ მთელმა საყარომ შეძლოს აყვავების და მშვიდობის მიღწევა. დედამიწა ასწავლის თავის შვილებს მსახურებისა და მსხვერპლგაღების ამ გაკვეთილს. კარგი ქცევა უნდა იყოს ყოველი არსების სიცოცხლის მთავარი გასაღები. გახსოვდეთ, ‘ცხოვრების წესი’, სათნოების გზა არის ის რაც დაგტოვებთ თქვენ ადამიანების მეხსიერებაში დიდხანს სიკვდილის შემდეგ.
– ღმრთიური საუბარი, 22 იანვარი, 1982.
4.07.2014
რა ან ვინ არის ღმერთი? როდესაც პასუხი ამ კითხვაზე არის ნაპოვნი, ადამიანი აღმოაჩენს რომ ღმერთი არის ბუნებით მუდმივი დიდება. დედამიწა ბრუნავს თავისი ღერძის გარშემო საათში ათასობით მილის სიჩქარით. როგორც შედეგი ჩვენ გვაქვს მონაცვლეობა დღისა და ღამის, რაც გვეხმარება ჩვენ ამ პლანეტაზე ცხოვრაში. ამის გარდა ის მოძრაობს მზის გარშემო საათში 66000 მილის სიჩქარით, იწვევს სეზონებს რომლებსაც მოაქვთ წვიმა მოსავლისთვის და მცენარეებისთვის რომლებიც ხელს უწყობს ადამიანის სიცოცხლეს. დედამიწა არ იღებს უმცირეს სარგებლობასაც კი ამ ბრუნვებიდან მაგრამ ადამიანების არსებები განცდიან, სიცოცხლის სიამოვნებას და აყვავებას მის ხარჯზე. ბუნება ნამდვილად უნდა იყოს გაცინებული უნაყოფო გიჟური, უსასრულო დევნით, და აურაცხელი უბედურებებით რომელთაც ადამიანის არსებები უმორჩილებენ თავის თავს მიუწვდომელის მიღწევის ძებნაში! თქვენ უნდა ეძებოთ ბუნებაში წმინდა გაკვეთილები რომელიც მას აქვს თქვენთვის; მაშინ თქვენ გაიგებთ რამდენად ღრმა და რამდენად მარადიულია ჭეშმარიტება რომელსაც ის თქვენ გადმოგცემთ!
– ღმრთიური საუბარი, 22 იანვარი, 1982.
5.07.2014
საზოგადოებაში სხვების აყვავება და სიხარული თქვენ უნდა განიხილოთ როგორც თქვენი საკუთარი. მხოლოდ მაშინ დაიმსახურებს ინდოეთი ან სხვა ნებისმიერი ქვეყანა აყვავებასა და გახარებას. თქვენი ბედნიერება დაკავშირებულია საზოგადოების ბედნიერებასთან. თქვენი ფიზიკური, ფსიქიური და ინტელექტუალური ძალა და ჩვევები მიძღვნილი უნდა იყოს არა მარტო თქვენს საკუთარ პროგრესზე, არამედ ასევე საზოგადოების პროგრესზეც. თქვენ უნდა ეცადოთ სარგებლობის მოტანას თქვენი თავისთვის და საზოგადოებისთვის ასეთი მსახურებით. გამოიყენეთ ძალა, ჩვევები და მსახურების სული ასეთი სამუშაოსთვის. მანქანა ჟანგდება თუ ის არ არის გამოყენებული; ადამიანის მანქანაც ჟანგდება თუ ის მუდმივად არ არის ჩართული მნიშვნელოვან საქმიანობაში. პულსი არ არის სწორი მაჩვენებელი თქვენი არსების სიცოცხლის; მუშაობა და მოქმედება არის დადასტურება და ფასეულობა ნამდვილი ცხოვრების. თქვენი როლი არის თქვენი ძალის გადატანა საქმიანობაში მოვალეობის გზაზე.
– ღმრთიური საუბარი, 22 იანვარი, 1982.
6.07.2014
ხშირად აცხადებენ რომ ცოდნა არის ძალა. არა! არა! ხასიათი არის ძალა. არაფერს შეუძლია გახდეს უფრო ძლევამოსილი დედამიწაზე ვიდრე არის ხასიათი. ქონება, სწავლულობა, მდგომარეობა, ავტორიტეტი და ა.შ. ეს ყველა არის მყიფე და არამდგრადი მის წინაშე. დღეს არ არსებობს არც წიგნების, არც გურუს ნაკლებობა. საგანმანათლებლო დაწესებულებები ავრცელებს ცოდნას ყველგან. ცოდნის მზე (ჯნანა ბჰასკარა) უხვად ღვრის თავის სხივებს ყველაზე ერთნაირად. მაგრამ ძნელად შეიძლება იპოვო ადამიანები ვინც შეიწოვა სიბრძნის ნექტარი ამგვარად შეთავაზებული და იმყოფება ექსტაზში რისი ჩუქებაც მას შეუძლია. მთების ქედი ვნების, რისხვის, სიძულვილის, შურისა და სიამაყის როგორც პიკები ფარავს მზის დიდებულებას. ქველმოქმედება, თანაგრძნობა, სიმტკიცე, სიმპათია, და მსხვერპლგაღება წარმოიქმნება ცნობიერების უმაღლეს დონეზე იმ დროს როდესაც საპირისპირო მიდრეკილებები იზრდება დაბალ დონეზე. გახსოვდეთ, ძლიერი სათნო ხასიათი შეუძლებელია მოიპოვო რაიმე წიგნიდან; ის მოიპოვება მხოლოდ პირადი ჩართულობით საზოგადოებასთან.
– ღმრთიური გამოსვლა, 22 იანვარი, 1982
7.07.2014
წერილები აცხადებს რომ სხეული არის ტაძარი და ღმერთი არის მასში მდგომი. ამიტომ განიხილეთ თქვენი სხეული როგორც ჭურჭელი საჭმლის მომზადებისთვის, მოცემული იჯარით სიცოცხლის ფესტივალის ჩასატარებლად. შეგვიძლია ჩვენ დაუბრუნოთ ის ღმერთს, მესაკუთრეს, გაუარესებულ მდგომარეობაში? განა ჩვენ არ უნდა დავბანოთ ის სუფთად და დავაბრუნოთ ის ნათელი და თავისუფალი ჟანგისა და მტვრისაგან? როდესაც სიცოცხლის ფესტივალი დაიწყო ჩვენ მივიღეთ ახალი და ნათელი სხეული მისგან, ბოროტებით უდანაშაულო. ახლა ჩვენ მივაყენეთ ჩაზნექვები, გაჟონვები და სხვა სახის დაზიანებების ნიშნები ჟინის, სიხარბის, სიძულვილის, რისხვისა და შურის მეშვეობით. არ დააბრუნოთ მისი საკუთრება ცუდ მდგომარეობაში. თქვენ უნდა დაუბრუნოთ ის მას ისე სუფთა როგორიც მან მოგცათ, რომ გახდეთ მისი წყალობის ღირსი. გახსოვდეთ თქვენი დაბადების მიზანი; და გამოიყენეთ თქვენი სრული პოტენციალი და უნარები მის მისაღწევად. ატარეთ ერთგულების გირლიანდა თქვენს კისერზე და გააჯერეთ თქვენი აზრები, სიტყვები და საქმეები ღმრთიური სიყვარულით.
– ღმრთიური გამოსვლა, 22 იანვარი 1982
8.07.2014
სიჩუმე არის პირველი ნაბიჯი სადჰანაში, რაც აადვილებს შემდეგ ნაბიჯს. ეს ხელს უწყობს თვითკონტროლს, ამცირებს შანსებს რისხვაზე, სიძულვილზე, ბოროტებაზე, სიხარბესა და სიამაყეზე. ამის გარდა თქვენ შეძლებთ მისი ნაბიჯების მოსმენას, მხოლოდ მაშინ როდესაც ჭკუა არის სიჩუმეში. სისუფთავე ხსნის კარებს ღმრთაებისკენ. შინაგანი და გარეგანი სისუფთავე არის აუცილებელი თქვენს გულში ღმერთის დასაყენებლად. მსახურება გიხსნით თქვენ აგონიიდან რომელშიც თქვენ ვარდებით მაშინ როდესაც ვინმე იტანჯება; ეს აფართოებს თქვენს ხედვას, ფართოვდება თქვენი აზროვნება და ღრმავდება თქვენი თანაგრძნობა. ყველა ტალღა ზღვაზე წარმოიქმნება იგივე ზღვისგან და ასევე ირწყმება მასში. სევა გასწავლით თქვენ რომ იყოთ მყარი ამ ცოდნაში. აპრაქტიკეთ სიყვარული. აპრაქტიკეთ სიძულვილის არქონა. არავინ ხედოთ ზემოდან ქვემოთ როგორც საშუალო, დაბალი ხარისხის ან უმნიშვნელო. ყველას აქვს თავისი გამოყოფილი როლი ყოვლისშემძლესგან შექმნილ დრამაში. არ აიგდოთ აბუჩად, არ შეურაცხყოთ და არ დაჭრათ ვინმე; ვინაიდან ის არის ყველა არსებაში და თქვენგან ვინმეს დამცირება ხდება მკრეხელობა.
– ღმრთიური გამოსვლა, 19 ივლისი, 1970.
9.07.2014
როდესაც იაჯნავალკიამ გადაწყიტა ტყეში წასვლა ასკეტურად საცხოვრებლად, მან მოიხმო თავისი ორი ცოლი თავის წინ და შესთავაზა ერთმანეთს შორის გაეყოთ ქონება რომელიც მას ჰქონდა გამომუშავებული. თავისი წილის მიღებამდე მაიტრეიამ ჰკითხა თავის ქმარს განა დაეხმარება მას სიმდიდრე ჭეშმარიტების გაცნობიერებასა და უკვდავების მიღწევაში. როდესაც მან გაიგო რომ ეს არ დაეხმარება და სინამდვილეში ეს იქნება უბრალოდ წინააღმდეგობა, მან უარი თქვა დატვირთულად ყოფნაზე. ნაჩიკეთამ უარი თქვა იმპერიის საჩუქრებზე, ქონებასა და წლების ჯანსაღ ცხოვრებაზე. პრაჰლადა ასწავლიდა იგივე გაკვეთილს თავის ბავშვობის მეგობრებს. ბუდდჰამ ამოხსნა ტანჯვის საიდუმლო მიბმულობაზე უარის თქმით, როგორც მის სადჰანაში პირველი ნაბიჯის გავლით. ყველა მათგანს ჰქონდა უსიტყვო რწმენა ღმერთის არსებობაში, მათი ცხოვრება ტრიალებდა ამ რწმენის ღერძზე.
– ღმრთიური გამოსვლა, 19 ივლისი 1970.
10.07.2014
გიტა სთავაზობს ადამიანს ფასეულ რჩევას დარდის ზღვის გადალახვაში დასახმარებლად. ატარეთ ყველა ცოცხალი არსების არმოშურნეობა (ადვეშთა სარვა ბჰუუტაანაამ), ყოველთვის იყავით დაკავებული ყველას კეთილდღეობის ხელშეწყობით (სარვა ბჰუუტა ჰიტე რატააჰ), და განიხილეთ მტერი და მეგობარი ერთნაირად (სამაჰ შატროუ ჩა მიტრე ჩა) – ეს არის სამკაულები რომელსაც მოიცავს გიტა, მანათობელი საშუალება უნივერსალური სიყვარულის განსავითარებლად. ამ განცხადების თანახმად არავის არ უნდა ჰქონდეს ცუდი გრძნობა ცოცხალი არსებების მთელი სამყაროს მიმართ, გიტა არის მოძღვრება ფასდაუდებელი გაკვეთილის რომ ღმრთიურება არის ყველა არსებასა და საგანში როგორც მოქმედი მანათობელი პრინციპი, რომელსაც ეწოდება ატმა. ვედური მტკიცებები ასევე ამკვიდრებს ამ ღრმა ჭეშმარიტებას. ყველაფერი შეფუთულია ღმერთში (იშაავასიამიდჰამ სარვამ); ყველა არსების შინაგანი ბირთვი არის ის (სარვა ბჰუუტა ანტარატმა).
– ღმრთიური საუბარი, 29 ივლისი, 1969.
11.07.2014
მწუხარება და სიხარული, ტკივილი და სიამოვნება მონაცვლეობს როგორც ბნელი და ნათელი ორკვირეული ღმერთის ბრძანებით, რომ ხელი შეუწყოს აღუშფოთვებლობას და წაიყვანოს ადამიანი სინამდვილისკენ ორივეს მიღმა. თუ თქვენ არ ცდილობთ თქვენს გარდაქმნას მაგრამ იწყებთ ღმერთის დადანაშაულებას თქვენი დარდისთვის, ეს არ არის სწორი! თქვენ ადანაშაულებთ ღმერთს იმიტომ რომ თქვენ გამოაცხადეთ თქვენი თავი ერთგულად ძალიან ადრე, და უხვად მოელით წყალობას. წყალობა არ შეიძლება მოთხოვნილი იყოს ამგვარად; ჯერ ღმერთმა უნდა მიგიღოთ თქვენ. გამოიყენეთ თქვენი გარჩევის ტალანტი რომ გაცრათ და გადაყაროთ ნაგავი უპირატესობის მიცემით ფასეულისთვის. დაკავდით უანგარო მსახურებაში; გათავისუფლდით ცუდი ადამიანებისგან და მოიპოვეთ კარგი და კეთილშობილი მეგობრები, რომლებიც გაგასუფთავებენ და განგკურნავენ თქვენ. ადამიანი მოხმარებადია დროთი; დროს ბატონ-პატრონია ღმერთი. ამიტომ თავი შეაფარეთ ღმერთში. ნება მიეცით ღმერთს იყოს თქვენი გურუ, თქვენი გზა, თქვენი უფალი.
– ღმრთიური საუბარი, 2 ივლისი, 1985.
12.07.2014 გურუ პუურნიმა
პუურნიმა ნიშნავს მოკაშკაშე სავსე მთვარეს. გურუ არის ადამიანი რომელიც აცილებს სიბნელესა და ილუზიას გულიდან და ანათებს მას უმაღლესი სიბრძნით. მთვარე და ჭკუა არის ურთიერთდაკავშირებული როგორც საგანი და გამოსახულება. ამ დღეს მთვარე არის სავსე, ნათელი და ცივი მისი სინათლე სასიამოვნო და მშვიდი; ჭკუის სინათლეც აგრეთვე უნდა იყოს სასიამოვნო და სუფთა. გრძნობითი სურვილები და მიწიერი საქმიანობები არის ღრუბლები, სქელი და მძიმე რომლებიც ფარავს თქვენს სიხარულს და მთვარის სინათლეს. დაე სიყვარულის ძლიერმა ქარმა გაფანტოს ღრუბლები შორს და გიბოძოთ თქვენ მთვარის სინათლის ცივი დიდება. როდესაც ერთგული ანათებს სავსედ, გულის ცა ხდება მშვენიერების თასი და სიცოცხლე გარდაიქმნება მშვენიერების ანანდის (ნეტარების) პროსპექტად. გულის ეს მშვენიერება, ეს ნეტარება სიცოცხლეში შეიძლება მოპოვებული იქნეს ჭკუის მეშვეობით, თუ ამ დღის გაკვეთილი იქნება დამახსოვრებული და გაცნობიერებული.
– ღმრთიური გამოსვლა, 29 ივლისი 1969.
13.07.2014
სიძულვილი ან ზიანის მიყენება სხვებზე ისევე ცუდია როგორც სიძულვილი და ზიანის მიყენება საკუთარ თავზე. მიზეზი არის იმაში რომ დამზიანებელი არის ისეთივე ცოცხალი არსება ღმერთით როგორც არსით, როგორიც არის დაზიანებული. მანამ, სანამ თქვენ არ შეიცნობთ თქვენს საკუთარ ღმრთიურებას (დევა-თათვას) თქვენ იქნებით თქვენი განცალკევებული ინდივიდუალურობის (ჯივა-თათვას) ცნობიერებაში – იმ დრომდე თქვენ გრძნობთ რომ თქვენ ხართ თქვენ და ღმერთი არის ღმერთი, თქვენ იბრძვით, ამ დამოკიდებულებითა და მიზნებით. ამას ეწოდება სადჰაკას მდგომარეობა. ამ მდგომარეობის განმავლობაში თქვენ უნდა ეცადოთ თქვენი თავის შემოსვას ხარისხებით სიყვარულის, ურთიერთგაგების და თანაგრძნობის. რადგან ამის გარეშე, იოგა და ჯნანა (სიბრძნე) ვერ იქნება დაცული. სიყვარული არის არსებითი, ეს არის ღმრთიური. თუ მისცემთ მოქმედებას შესაფერისობას ღმერთზე შესათავაზებლად და საკმარის სისუფთავეს მისი წყალობის მოსაპოვებლად, ეს იქნება სიყვარულის გამოვლინება. რაც უფრო მკაფიოა გამოვლინება, მით უფრო ახლოს ხართ თქვენ ღმერთთან.
– ღმრთიური გამოსვლა, 29 ივლისი 1969.
14.07.2014
ნება მიეცით ღმერთს იყოს თქვენი გურუ, თქვენი გზა, თქვენი უფალი. ეთაყვანეთ მას, დაემორჩილეთ მის ბრძანებებს, შესთავაზეთ მას თქვენი მადლიერი პატივისცემა, და დაიჭირეთ ის მყარად თქვენს მეხსიერებაში. ეს არის ერთადერთი გზა, და უადვილესი გზა მის შეასცნობად, როგორც თქვენი საკუთარი სინამდვილე. ეს სინამდვილე არის შეცნობადი ყველგან. ის ცხადდება თქვენში როდესაც თქვენ სერიოზულად ეძებთ მას. თქვენ შეგიძლიათ განცადოთ ის მაშინაც კი როდესაც თქვენ უანგაროდ ასრულებთ თქვენს მოვალეობას თქვენთვის და სხვებისთვის. მე უნდა გაჩვენოთ თქვენ დღეს ოთხი დირექტივა თქვენი სიცოცხლის განსაწმენდად და თქვენი ჭკუის გასასუფთავებლად, იმგვარად რომ თქვენ შეძლოთ დაკავშირება ღმერთთან თქვენს შიგნით. ეს არის: უარის თქმა ბოროტთა კომპანიაზე (თიაჯა დურჯანა სამსარგამ); მიმშვიდობება კეთილთა შორის ყოფნის შანსზე (ბჰაჯა სადჰუ სამაგამამ); კეთება კარგი საქმეების დღე და ღამე (კურუ პუნიამ აჰორაათრამ); ხსოვნა მუდმივი-არამუდმივის (სმარა ნითია-ანითიათამ))
– ღმრთიური საუბარი, 2 ივლისი 1985.
15.07.2014
სიყვარული (პრემა) შეუძლებელია იყოს დაზიანებული ან შეცვლილი კასტის, სარწმუნოების ან რელიგიის მოსაზრებებით; ის შეუძლებელია დალაქავდეს შურით, ბოროტებით ან სიძულვილით. დაიცავით სიყვარული ამ ბოროტებათა შხამისგან; შეეცადეთ დანერგოთ სიძულვილის-არმქონეობის და განსხვავება-განთავისუფლებულობის გრძნობები. ყველა რელიგიის ფესვი, ყველა წერილის არსი, ყველა გზის შეხვედრის ადგილი, ყველა ინდივიდის შთაგონება არის სიყვარულის პრინციპი (პრემა). ეს არის უმტკიცესი საძირკველი ადამიანის ყოველი არსების სიცოცხლის მისიისთვის. ეს არის სინათლე რომელიც უზრუნველყოფს მსოფლიო მშვიდობასა და აყვავებას. აავსეთ თქვენი ყველა სიტყვა სიყვარულით. სიტყვამ რომელიც გამოდის თქვენი ენიდან არ უნდა მიაყენოს დარტყმა როგორც დანამ, არც უნდა დაჭრას როგორც ისარმა, ან დაარტყას როგორც ჩაქუჩმა. ეს უნდა იყოს ტკბილი ნექტარის საფუძველი, რჩევა მანუგეშებელი სულიერი სიბრძნის (ვედანტური), და რბილი გზა ყვავილების; მან უნდა გადმოღვაროს მშვიდობა და სიხარული.
– ღმრთიური გამოსვლა, 2 ივლისი 1985.
16.07.2014
ბევრი თქვენგანი არ თვლის სატიას, დჰარმას, შანტის, პრემას და აჰიმსას (ჭეშმარიტების, უბიწოების, მშვიდობის, სიყვარულის და არაძალადობის) წმინდა ფასეულობებს როგორც შინაგან დენს რომელიც არის თქვენში. სინამდვილეში ეს აფორმირებს ადამიანის სიცოცხლის საბაზისო საფუძველს. საბაზისო საფუძვლის გარეშე, რაც უფრო მეტია ცოდნა რომელსაც თქვენ იძენთ, თქვენ უფრო მეტად და ხანგრძლივად რჩებით სულელად, თუ თქვენ არ ინვესტირებთ ძალისხმევას თქვენი ჭეშმარიტი ბუნების გასაცნობიერებლად. ჭეშმარიტება არის წარმოდგენილი და დაფარული ყოველ ადამიანში. ეს არის ძვირფასი საჩუქარი ღმერთისგან. აღიარებთ თუ არ აღიარებთ ამ ფაქტებს, მაშინაც კი თუ თქვენ განიხილავთ მათ როგორც შეუფერებელს, ეს ფაქტები რჩება. ამიტომ ამ მომენტიდან თქვენ უნდა დააყენოთ ჭეშმარიტება ღრმად თქვენს გულში. სიყვარული არის ბუნებრივი ნაყოფი ჭეშმარიტების განვითარების. თუ თქვენ იზრდებით ალალმართლობაში, მაშინ როგორც შედეგი, სიყვარული ყვავის თქვენს შიგნიდან. სატიასთან და პრემასთან ერთად მოდის აჰიმსა. ჭეშმარიტება მხარს უჭერს აჰიმსას ან არაძალადობას. თქვენ აღმოაჩენთ რომ არაძალადობის ფასეულობა ხშირად არ არის თითოეულ ადამიანში, იქ სადაც და მაშინ როდესაც სიყვარული არ არსებობს.
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 2, თავი 13, 7 ივნისი 2007.
17.07.2014
ისევე როგორც ყველა მდინარე შეირწყმება ოკეანესთან, ყველა განათლება დასრულდება სულიერი განათლებით. თქვენ უნდა განცადოთ მთლიანობის ამგვარობა და უნდა შეირწყმეთ ღმრთიურებასთან. ტრადიცია და ჭეშმარიტება არის განცალკევებულად არსებული სხვადასხვა ჯგუფებში და ერთი პიროვნების სხვების მიმართ ანტიპათიის ბოროტი სინდრომები მოსულია ცხოვრებაში. ამის მიუხედავად, არა მარტო წარსულში, აწმყოშიც კი არის ბევრი ადამიანი, ვინც იქცევა ტრადიციული წესების და სახელმძღვანელოების შესაბამისად სისუფთავით სიცოცხლეში საბოლოო მიზნის მისაღწევად. გათავისუფლების საშუალება კრიტა იუგაში იყო მედიტირება (დჰიანა), ტრეტა იუგაში თაყვანისცემის რიტუალისტური შესრულება (იაჯნა), დვაპარა იუგაში ეს იყო თაყვანისცემა (არჩანა), და ახლანდელ კალი იუგაში, ეს არის უფლის სახელის გალობა (ნაამასმარანა). რომელიმე ან ყველა ეს მეთოდი როდესაც მიდევნილია უაღრესი გულწრფელობით და ერთგულებით ეხმარება ადამიანს სიცოცხლის საბოლოო მიზნის მიღწევაში, რაც არის გათავისუფლება (მოკშა).
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 5, თავი 1, 25 დეკემბერი 1980.
18.07.2014
ღმერთი დაბლა ჩამოდის ადამიანებისთვის და ადამიანებს შორის სიყვარულით, თანაგრძნობით და მზრუნველობით, და შეირევა ინდივიდუალურ შემეცნებასთან (ჯიივა პრაჯნასთან) იმგვარად რომ ამ ღმრთიური შემეცნების (დევა პრაჯნას) მიღწევა იყოს შესაძლებელი. ასეთი იშვიათი საჩუქარი ინდივიდებზე არის როგორც შედეგი მრავალი კარგი საქმის წარსულ რამდენიმე ცხოვრებაში. გურუ არის ნამდვილად მსგავსი ღმერთის. გურუ ასწავლის იმისთვის რომ შექმნას ერთგულის ხასიათი, იმიტომ რომ მას კაცს თუ ქალს ჰქონდეს კარგი მომავალი. კარგი ერთგული/მოწაფე არის ის კაცი თუ ქალი, ვისაც აქვს თავისი გურუს მაქსიმალური ერთგულება და ნებდება თავისი ხელმძღვანელის ტერფებს. არჯუნა ანსახიერებს იდეალურ ერთგულს, ვინც დანებებულია თავის ხელმძღვანელს, უფალს და გურუს, შრი კრიშნას. არჯუნამ უთხრა კრიშნას, `მე გავაკეთებ რასაც კი შენ მეტყვი რომ გავაკეთო~. ეს არის კლასიკური აქტი, ნიმუში ღმერთზე მთლიანად მინდობის. დღეს სტუდენტებმა უნდა მისდიონ არჯუნას როგორც მათი როლის მოდელს და უნდა მიაღწიონ თავიანთი ცხოვრების მთლიანად მიძღვნას საზოგადოების მსახურებისა და კეთილდღეობისთვის.
– ღმრთიური საუბარი, 25 დეკემბერი 1980.
19.07.2014
სხეულები არის განსხვავებული და სახელები არის განსხვავებული, მაგრამ მობინადრე ან მე რომელიც წარმოდგენილია ყველაში არის ერთი და იგივე. როდესაც თქვენ გინდათ რომ დაუძახოთ ვინმეს, თქვენ ეძახით იმ კაცს ან ქალს მისი სახელით. თითოეულ თქვენგანს გაქვთ უნიკალური სახელი იდენტიფიცირების მიზნით; ის არ უნდა იყოს განხილული სხვა უფრო მეტი მნიშვნელობით. უფალმა კრიშნამ ნათლად განაცხადა ბჰაგავად გიტაში რომ თქვენ ხართ ღმრთიურების ხორცშესხმა. არ შემოფარგლოთ თქვენი თავი როგორც უბრალო ადამიანის არსება. დაე ვინმემ დაგიძახოთ რაიმე სახელით. ნამდვილი ჭეშმარიტება არის ის რომ თვით-იგივე უფალი არის წარმოდგენილი თქვენში და ყველაში. ღმერთი ბინადრობს ყველგან (იშავასიამ იდამ სარვამ) და ყველაში. ამიტომ გახსოვდეთ! თქვენ არა უბრალოდ წარმოადგენთ სახელს რომელსაც თქვენ გარქმევენ, არამედ ხართ ნამდვილად ღმრთიური – `მე ვარ მე~ არის თქვენი ნამდვილი სახელი! ღმერთი ცხოვრობს ყოველ თქვენგანში (იშვარაჰ სარვა ბჰუტანამ). ამიტომ აპრაქტიკეთ პრინციპი, `ყველა არის ერთი, მოექეცით ყველას ერთნაირად~.
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 2, თავი 13, 7 ივნისი 2007.
20.07.2014
ისევე როგორც დამუშავების დრო არის ყველაზე მნიშვნელოვანი გლეხისთვის, ახალგაზრდობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი დრო მოწაფისთვის. ფერმერი ელდება ხელსაყრელ დროს მისი თესლის დასათესად იმგვარად რომ მან შეძლოს უხვი მოსავლის მოწევა. დრო არის ძალიან კრიტიკული ელემენტი წარმატებული მოსავლისთვის. დამუშავების სეზონის განმავლობაში გლეხი ყურადღებას არ ამახვილებს საკვებზე, წყალსა და ძილზე, და მუშაობს მაგრად მთელი თავისი ფოკუსირებით კარგ მოსავალზე. მას სჯერა რომ მხოლოდ კარგი მოსავალი არის ყველა ბედნიერების წყარო. ზუსტად ასე, მოწაფისთვის (ვადჰიარტისთვის), მისი განათლების პერიოდი არის როგორც დამუშავების სეზონი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დრო და არის თვით საფუძველი მათი ცხოვრების. მათ უნდა მიუძღვნან მთელი თავისი დრო, შიმშილზე, წყურვილსა და ძილზე ან წაგებასა და მოგებაზე შეუშფოთებლობას და უნდა დაფოკუსირდნენ მხოლოდ თავიანთი კარგი ხასიათის აშენებაზე და მთლიანი და სრული ცოდნის მიღებაზე.
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 5, თავი 1, 25 დეკემბერი, 1980.
21.07.14
ყველა ძალიან ინტერესდება თავისი მომავლით. რა არის მომავალი? ის არის დაფუძნებული წარსულზე. არ იფიქროთ წარსულზე და არ იდარდოთ მომავალზე. წარსული არის წასული. რა სარგებლობა აქვს წარსულზე ფიქრს ან წუხილს რაიმეზე რაც არის მკვდარი და დაკარგული? უბრალოდ დაივიწყეთ ის! აწმყო არის ძალიან მნიშვნელოვანი. იცხოვრეთ მოცემულ მომენტში და მისდიეთ აწმყოს. ბევრჯერ თქვენ გრძნობთ რომ თქვენ იყავით ბედნიერი წარსულში და ახლა არ ხართ ბედნიერი. რამდენად ბედნიერი იყავით თქვენ მაშინ? შეიცვალა თქვენი დამოკიდებულება წარსულის შემდეგ? გასუფთავდა ჭუჭყი თქვენს ჭკუაში? დაიჯერეთ რომ თქვენ ხართ ბედნიერი ახლა, თქვენ გაქვთ საკმარისობა ყველაფერში. თქვენი ჭკუა სწორედ ახლა არის კურთხეული. თქვენ ყოველთვის უნდა `დაეხმაროთ და არასოდეს დააზიანოთ~. ბჰაგავანს სურს რომ დააფასოთ `აწმყოს~ მნიშვნელობა და იშრომოთ თქვენი წინსვლისთვის. იცხოვრეთ აწმყოში და იცხოვრეთ მოცემულ მომენტში.
– ღმრთიური საუბარი, 22 აგვისტო, 2007.
22.07.2014
მხოლოდ ღმერთი ფლობს ძალას რომ შექმნას რაიმე და ყველაფერი, როგორც მუდმივი ასევე არამუდმივი. ღმერთი არის ყველაფრის მცოდნე და ყველგანმყოფი. ის ქმნის ამ მსოფლიოს მისი ღმრთიური ნებით (სანკალპით). ღმერთი არის მთელი ქმნილების ბაზისი. ღმერთი არის ბაზისი ყველა ძვირფასეულობის; თუ არ არსებობს ოქრო, მაშინ არ იასებებს ძვირფასეულობა. თიხა არის ბაზისი ქოთნისთვის; თუ არ არსებობს თიხა, მაშინ არ არსებობს ქმნილება. ამის მსგავსად თუ არ არსებობს ღმერთი, მაშინ არ არსებობს ქმნილება. ღმერთი ყველგანარს, ყოვლისშემძლე და ყველგანმყოფი. ყველაფერი ჩვენს გარშემო არის ღმრთიური. ადამიანებმა თავიანთ უმეცრებაში დაივიწყეს ეს ღმრთიური პრინციპი (ატმა). იმისთვის რომ გამოიყვანონ ადამიანები მათი უმეცრებისა და სიხარბის ღრმა ძილიდან, დიდი ბრძენები და ღმრთიური ინკარნაციები ძირს ჩამოდიან დედამიწაზე. ყოველთვის როდესაც ეგო და სიამაყე ხდება ადამიანის არსებების მეორე ბუბება და უმეცრება მეფობს, უფრო მეტიც, როდესაც ადამიანების დემონური ბუნება ადის მწვერვალზე, ღმრთიური ინკარნაციები (ავატარები) ძირს ჩამოდიან დედამიწაზე, რომ აღადგინონ უბიწოება თავის ძველ დიდებაში.
– ღმრთიური საუბარი 25 დეკემბერი, 1980.
23.07.2014
ცხოველებიც კი რეაგირებენ თქვენი გრძნობების საფუძველზე. როგორიც არის გრძნობები ისეთი არის რეაქცია. ყოველი არსება მიდის ამ სამით: რეაქციით, არეკვლით და გამოძახილით. ეს არის მხოლოდ ცუდი მიდრეკილებები, ცუდი გრძნობები ადამიანებს შორის, რაც იწვევს ველურ რეაქციებს ცხოველებიდან. ორი ვაჟი დაბადებული ერთ ოჯახში მუდმივად იბრძვის. რა არის სიძულვილის მიზეზი? მათი საკუთარი ჭკუა არის პასუხისმგებელი მათ ტემპერამენტზე. არასოდეს იქონიოთ ცუდი ტემპერამენტი. თქვენ ყოველთვის უნდა დანერგოთ და განავითაროთ კეთილშობილური გრძნობები. ყოველ თქვენგანს აქვს კარგი აღზრდა, კარგი ოჯახი და კარგი განათლება. თქვენ უნდა შეინახოთ წესიერი სახელი, ღირსება და რეპუტაცია თქვენი ოჯახის და უნივერსიტეტის სადაც თქვენ სწავლობთ. კარგი სახელის გამოსამუშავებლად თქვენ უნდა გყავდეთ კარგი მეგობრები. `მითხარი მე ვინ არიან შენი მეგობრები და მე გეტყვი ვინ ხარ შენ~ არის ცნობილი ციტატა. როგორიც არის კომპანია ისეთი ხარ შენც. ამიტომ ყოველთვის ეძებეთ კარგი კომპანია და იყავით კარგ კომპანიაში – ეს არის თქვენი კარგი ბედი რომ გქონდეთ კარგი კომპანია და იყოთ კარგ კომპანიაში.
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 2, თავი 14, 22 აგვისტო 2007.
24.07.2014
იმ მომენტში როდესაც მოდის ცუდი აზრი, თქვენ უნდა ასწავლოთ თქვენს ჭკუას `ოჰ ჭკუავ შენ ხარ ადამიანური ფასეულობების გზაზე თუ ცხოველის გზაზე? ეს აზრი არის ცხოველის აზრი – შენ არ ხარ ცხოველი~. ავარჯიშეთ თქვენი ჭკუა ასეთი თქმით, `ოჰ ჭკუავ, ადამიანის არსების დანიშნულება არ არის ჭამა, ძილი და ტკბობითი სიამოვნება. გადაყარე ყველა ცხოველური ხარისხი, უარყავი ყველა წინანდელი ჩვევა და ძველი გზა. შენ უნდა მოშორდე ყველაფერ ცუდისგან~. თუ თქვენ ასე ასწავლით ჭკუას მისი სიჩქარე შემცირდება და აზრების დინება შეიცვლება. თქვენ თანმიმდევრულად უნდა ასწავლოთ ჭკუას მისი აზრების გარდაქმნა. ამ პროცესში იარსებებს სირთულეები. მაგრამ დაე ეს მოვიდეს – ის ვინც მძიმედ მუშაობს და განვლის ამ სიმძიმეებს უხვად დატკბება სიმშვიდით. ძალისხმევის გარეშე ვერ იარსებებს მოგება და კმაყოფილება. ამიტომ არ იდარდოთ სირთულეებზე.
– ღმრთიური საუბარი, 9 მარტი 1993.
25.07.2014
არსებობს რაიმე საგანი ამ მსოფლიოში ვინმე შემქმნელის გარეშე? განვიხილოთ ხმამაღლადმოლაპარაკე. მას აქვს ხმის მაუწყებლობის ძალა, უსაზღვროდ შორს რომელიმე ადამიანის ხმიდან და უნდა ავიყვანოთ ვინმე სათანადო ცოდნით და უნარებით რათა შეიმუშაოს და აწარმოოს ის. კაცი თუ ქალი შეიძლება იყოს გერმანიაში, შვეციაში ან იაპონიაში, და შესაძლოა იყოს თქვენთვის უხილავი! ამ ადამიანის გარეშე შეძლებს ეს ხმამაღლამოლაპარაკე მოსვლას არსებობაში? არა! ამის მსგავსად ყველაფრისთვის რითაც თქვენ ტკბებით ამ მსოფლიოში, არსებობს შემქმნელი. ვარსკვლავები რომლებიც კაშკაშებს, მზე და მთვარე რომლებიც ანათებს მსოფლიოს შექმნილია უზენაესი უსასრულო ძალით. ჩვენთვის აშკარაა რომ ჩვეულებრივ ადამიანს არ შეუძლია შექმნას ასეთი სუპერ ობიექტები და უზრუნველყოს რომ მათ მშვიდად იმუშაონ მომდევნო მილიარდობით წლები. წერილები (ვედები) აცხადებს ჩვენთვის რომ ეს უზენაესი ძალა არის აპრამეია (ვინმე აღწერის, მტკიცების და შეზღუდვების მიღმა). ამ მსოფლიოს ყველა არსების უპირველესი მიზანი უნდა იყოს ამ უსასრულო ძალის ძებნა და გაგება.
– ღმრთიური საუბარი 1 მარტი, 1981.
26.07.2014
მაღვიძარა საათი გვაღვიძებს ჩვენ საჭირო დროს განგაშის ზარის რეკვით. ანალოგიურად ძველი დროის დიდი ბრძენები აღვიძებდნენ ადამიანის არსებებს უმეცრების ძილიდან, მათი გაფრთხილებით შესაბამის დროს და სწორი მანერით. ისინი ხშირად იძლეოდნენ მძლავრ შეტყობინებებს, რაც აფრთხილებდა ყველას უარყოფის შესაჩერებლად და ყველგანდამსწრე ღმრთიურების გაცნობიერების დასაწყებად. ასეთი დიდი ბრძენების სიტყვებმა მუდმივად უნდა რეკოს თქვენს გულებში და უნდა გიხელმძღვანელოთ და გაგინათოთ სიცოცხლე. იესო ქრისტემ განაცხადა რომ ყველა არის ღმრთიურების განხორციელება ადამიანის ამ ფორმაში და ყოველი არსება არის ღმერთის მაცნე. მან აჩვენა თავისი ცხოვრებით რომ ამ სხეულის თითოეული უნცია სისხლის ბოლო წვეთამდე უნდა იყოს მიძღვნილი კაცობრიობის მსახურებისთვის. იესომ განაცხადა `გული სავსე სიყვარულითა და თანაგრძნობით არის უფლის ნამდვილი ტაძარი!~ თქვენი ჭეშმარიტი შეთავაზება ღმრთიური სიყვარულისთვის იქნება თქვენი სიცოცხლის მიძღვნა მათი სწავლების პრაქტიკაზე თქვენი სულით და გულით.
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 5, თავი 1, 25 დეკემბერი, 1980.
27.07.2014
როდესაც თქვენ მიდიხართ გზაზე საღამოს და უეცრად თქვენ დაინახავთ გრძელ მსხვილ თოკს დადებულს მიწაზე, ინსტიქტურად თქვენ ფიქრობთ რომ ეს არის გველი და გეუფლებათ შიში! სად არის ეს შიში საიდან მოდის? როგორ ჩნდება ის? შეიძლება გველი შეიცვალოს თოკად თქვენი შიშის გასაქრობად? არა! თოკი კვლავ არის თოკი, თქვენ შეცდომით იღებთ მას გველად! ჰალუცინაციის ეფექტი რომელიც თქვენ გაქვთ არის ყოფითი მსოფლმხედველობის შედეგი. გააცნობიერეთ რომ მთელი მსოფლიო არის ღმრთიურების (ბრაჰმანის) გაცხადება. თქვენი ხედვა დაბინდული არის უმეცრებით, ილუზიით და ჰალუცინაციით, რომლითაც მსოფლიო დაინახება როგორც მატერიალური საგნები და არა როგორც ღმრთიური ქმნილება. იცოდეთ ყველაფერი რასაც თქვენ ხედავთ სამყაროში და გგონიათ როგორც ნამდვილი სინამდვილეში არის არანამდვილი და ყალბი. სულიერი თვალსაზრისი ასუფთავებს თქვენს ხედვას, და განებებთ თქვენ განცადოთ ჭეშმარიტება როგორც ჭეშმარიტება და მოიშოროთ შიში.
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი5, თავი 1, 25 დეკემბერი, 1980.
28.07.2014
ჩვენ ჩვეულებრივ ვთვლით უშუალო აღქმას როგორც მტკიცებულების ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ტიპს. ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ჩვენი სხეული, ხელების რაოდენობა, ფეხები, თვალები რომელიც გვაქვს და ა.შ. ეს არის მტკიცებულების ერთი ტიპი. განვიხილოთ სხვა მაგალითი: ჩვენ ვადუღებთ რძეს. გაცხელების შემდეგ ჩვენ ვამატებთ გარკვეული რაოდენობის მაწვნის დედას ღამისთვის და გაღვიძებისას შემდეგ დილით ვნახავთ რომ მთელი რძე შედედდა (მაწვნად). ჩვენი თვალების მეშვეობით ჩვენ ვერ ვხედავთ გარდაქმნის პროცესს, ჩვენი საკუთარი მოქმედება გვაძლევს მტკიცებულებას და ჩვენ არ გვჭირდება კიდევ ვინმე იმაში დასარწმუნებლად რომ რძის შეცვლა მაწვნად ნამდვილად მოხდა თუმცა ცვლილების პროცესი არ იყო პირდაპირ ნანახი ჩვენი თვალით. სწორედ ასევე, თუმცა სული (ატმა) არის უხილავი, და ჩვენ არ შეგვიძლია მისი დანახვა, ჩვენ უნდა გვქონდეს რწმენა მის არსებობაში. ზოგიერთ დიდ ბრძენს და წმინდანს ჰქონდა ღმრთიურების უშუალო განცდა თავის ცხოვრებაში და გადმოსცა სწავლებები ჩვენთვის.
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 2, თავი 15, 1 მარტი, 1981.
29.07.2014
უმეცრებას აქვს ძალიან ძლიერი გავლენა ჭკუაზე. არჯუნამ უთხრა კრიშნას, `ჭკუა არის ძალიან ძლიერი, თუმცა მას აქვს მერყევი ბუნება.~ უფალმა კრიშნამ თქვა, `ფუტკარს აქვს ძალა გაბურღოს ხვრელი სხვადასხვა მაგარ ხეში. თუმცა როდესაც ის შედის ლოტოსში, თუ ლოტოსი ხურავს თავის ფურცლებს მაშინ თუნდაც მთელი თავისი შესაძლებლობებით, ფუტკარი ვერ გამოდის მის გარეთ. ამის მსგავსად როდესაც ჭკუა ერთხელ შევა უფლის ტერფების ლოტოსში ის ხდება უძლური და ნებდება~. როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ვინმეს მერყევი ჭკუა ის შეიძლება და უნდა გაკონტროლდეს სულიერი პრაქტიკით (სადჰანით). როდესაც იესო იყო სამსჭვალებით გაკრული ჯვარზე, მისი მიმდევრები იყვნენ ღრმა ტკივილში და დიდ მწუხარებაში. მან თქვა `ისევე როგორც ამ სხეულს ჰქონდა სამოსი, ეს სხეულიც არის სულის მოკაზმულობა, არ დამწუხრდეთ.~ ის ასწავლიდა მის მიმდევრებს, `არ დააზიანოთ არავინ, არ ავნოთ არავის, მოეპყრეთ ყველას ერთნაირად~. თითოეულმა უნდა აპრაქტიკოს ეს სწავლებები.
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 2, თავი 15, 1 მარტი, 1981.
30.07.2014
დასკვნა არის ერთი მეთოდი მტკიცების ან გაგების. ჩვენ ვხედავთ კვამლს შორს ბორცვზე. კვამლიდან რომელიც ამოდის ადვილად შეიძლება გაიშიფროს რომ იქ ბორცვზე სადმე უნდა იყოს ცეცხლი. თუმცა თქვენ ხედავთ მხოლოდ კვამლს, ჩვენ ვაკეთებთ დასკვნას `უხილავის~ არსებობის შესახებ იმის არსებობიდან რაც ჩანს. მტკიცების ამ ტიპს ეწოდება ანუმაანა პრამანა (დასკვნით მტკიცება). მტკიცების ეს მეთოდები – პირდაპირი ან დასკვნით მტკიცების გამოყენებადია მხოლოდ გარე მსოფლიოსთვის. ღმრთიური პრინციპის განსაზღვრისთვის, ადამიანი უნდა ენდოს მხოლოდ შაბდჰა პრამანას ან ვედებს. როდესაც ღმრთიურება არის აღწერილი როგორც ვინმე ატრიბუტების გარეშე, მარადიული, ყველგან მყოფი, სუფთა და თავისუფალი, თვითმნათი და ა.შ. – ყველა ეს დასახელება ვერ გახდის ბრაჰმანს ჩვენთვის ხილულს. თქვენ უნდა მისდიოთ სწავლებებს და უნდა გააცნობიეროთ ღმრთიურების არსებობა თქვენს შიგნით და თქვენს ირგვლივ.
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 2, თავი 15, 1 მარტი, 1981.
31.07.2014
ნაჰალიტები (ტერორისტები) არ არიან მხოლოდ ის ადამინები ვისაც უჭირავს იარაღი ან პისტოლეტი. ნებისმიერი ვინც აზიანებს სხვებს აზრებით, სიტყვებით და საქმეებით არის ნაჰალიტი. სამი მნიშვნელოვანი რამ რაზეც ყველა თქვენგანმა უნდა მიაპყროს ყურადღება არის თქვენი აზრი, სიტყვა და საქმე. როდესაც არსებობს აზრი, მას მოსდევს სიტყვა და შემდეგ სხეული მოქმედებს. აზრების არენაზე არასდროს იფიქროთ ცუდი სხვაზე. შემდეგ არის სიტყვა. არასდროს არ გამოიყენოთ უხეში სიტყვები, არ დაამციროთ სხვები და არასდროს ეცადოთ სხვების მოტყუებას თქვენი სიტყვებით. თუ ადამიანი დაჭრილი არის დანით ან ფისტოლეტით ის მოკვდება მაშინვე. მაგრამ თუ თქვენ დააზიანებთ ადამიანს თქვენი სიტყვებით იმ კაცს თუ ქალს ტკივილი ექნება მის სიკვდილამდე. არსებობს წამლები გარეგანი დაზიანებებისთვის, მაგრამ არც ერთ წამალს ან ექიმს არ შეუძლია განკურნოს სიტყვით მიყენებული ჭრილობა ან დაზიანება. ამიტომ ზიანი მიყენებული სიტყვებით უფრო საშიშია და სჭირდება დიდი დრო მის მოშუშებას. მხოლოდ სულიერ ხერხებს შეუძლია შეცვალოს დაზიანება მიყენებული აზრებით, სიტყვებით და საქმეებით.
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 5, თავი 2, 9 მარტი, 1993.

სატია საი ბაბა