დეკემბერი

1.12.19.
როდესაც ლამპა ინთება მეორედან, სადაც იყო მხოლოდ ერთი არის ორი! პირველმა არ შეაჩერა კაშკაშა ნათება. თქვენ შეგიძლიათ მილიონი ლამპა აანთოთ ერთიდან; მაინც, პირველი არ მოიჭირვებს! სიყვარულიც არის ამის მსგავსი. გააზიარეთ იგი მილიონთან, იგი კვლავ ისეთივე ნათელი იქნება, როგორც ეს იყო მარტო. როდესაც თითოეული ოჯახი ქუჩაზე რამდენიმე ლამპას ანთებს და ათავსებს კარებზე, პარაპეტის კედელზე, კარიბჭესთან, ვერანდაზე და ა.შ., რა არის ეფექტი? ქალაქი ავსებულია შუქით, მოსახლეობა ბედნიერია, ბავშვები ცეკვავენ სიხარულით და ცა კაშკაშებს მიწიერი სიხარულის ნათებით. შუქი გაიზარდა შერევით სინათლის სხვა წყაროებთან! მას არ აქვს საზღვრები, არც წინასწარ ცუდად განწყობები, არც ფავორიტები! ეს არის სინათლისა და სიყვარულის გაკვეთილი; გაზიარება, გაფართოება, გულში ჩაკვრა, გავრცელება, სიყვარულის ერთ უსაზღვრო დინებაში უარის თქმა ჩემია და შენიას, მისია და მათიას, კასტისა და კრედოს შეზღუდულობაზე. ეს არის მთელი სულიერი სადჰანის კულმინაცია!
– ღმერთის საუბარი, 1970 წლის 29 ოქტომბერი.
2.12.19.
თქვენ შეგიძლიათ სწრაფად ჩაეჭიდოთ ღმერთს ან ჯნანის ან ბჰაკთის ან კარმა მარგას (ან ცოდნის ან თაყვანისცემის ან საქმიანობის გზის) მეშვეობით. თქვენ შეიძლება იმგზავროთ პირველი, მეორე ან მესამე კლასით მატარებელში; მანძილი არის იგივე. ჯნანა აგრძელებს დაშვებას რომ ღმერთი არის იმანენტური და ტრანსცენდენტული. ბჰაკთის სწამს რომ ღმერთი არის შემქმნელი, დამცველი და დამშლელი, რომ ის უნდა იყოს თაყვანცემული და დაკმაყოფილებული ისეთი საქმეებით რაც მას დააფასებს, რომ ღმერთი არის ბატონი და თქვენ პრივილეგირებული ხართ ემსახუროთ. კარმა იღებს მესამე კატეგორიას – ბუნება! ადამიანმა უნდა გამოიყენოს ბუნება, იცხოვროს ბუნებაში, იცხოვროს ბუნებით, ყოველთვის მიუძღვნას საკუთარი საქმიანობა ღმერთის შემდგომ დიდებას, დაუმორჩილოს საკუთარი თავი თაყვანისმცემლურ საქმიანობას, დაუინტერესებლად საქმიანობის ნაყოფებით, რადგან ესენი არის ღმერთის ხელში. სამი ფერი – ჯნანა, ბჰაკთი და კარმა განსხვავებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ღმერთის თეთრი შუქი გადის ადამიანის გონებისა და ჭკუის პრიზმაში. გააქტიურეთ ესენი საქმეში, ესენი არის მხოლოდ ერთი სხივის ნაწილები.
– ღმერთის საუბარი, 1970 წლის 29 ოქტომბერი.
3.12.19.
სიყვარული პირველად დედის კალთაში იხსნება. სიყვარულის თვალები თავისთავად მიპყრობილია დედის მოალერსე სახეზე. ეს შემდეგ ვრცელდება მამამისის, ძმების და დების, ნაცნობებისა და ნათესავების, მეგობრისა და თანაგუნდელის, რეგიონის და ენის, მსოფლიოს და მისი შემქმნელის მიმართ. “მე“ რომელიც ცხოვრობს ტანში მსგავსია ლომის გამოქვაბულში. ეს არის ტყის მონარქი; მაგრამ იგი ზღუდავს თავის თავს კლდოვანი იატაკის რამდენიმე კვადრატული ფუტით. დაე იგი გამოვიდეს გარეთ, უარი თქვას უმნიშვნელო სამფლობელოზე. მანამ სანამ თქვენ კეტავთ საკუთარ თავს ტან-ცნობიერებაში (მე ვარ ტანი), თქვენ ხართ ლომი რომელიც სევდიანობს დაობებულ გამოქვაბულში! არ იგრძნო, დეჰოსმი (მე ვარ სხეული). იყვირე ბრაჰმასმი! (მე ვარ ბრაჰმანი) – მე ვარ ეს ყველაფერი და უფრო მეტიც, მე ვარ ყველაფერი ეს რაც არის, იყო და იქნება. შემდეგ სიპატარავე, დრო, სივრცე, ეგო – ყველა გაიქცევა შენი გულიდან! შენ იქნები სიყვარული, სიყვარული, სიყვარული და სხვა არაფერი. ანუ, შენ იქნები ღმერთი, ერთიანთან ერთიანი.
– ღმერთის საუბარი, 1970 წლის 29 ოქტომბერი.
4.12.19.
ადამიანის სიცოცხლე უეჭველად ყველაზე მაღალია ევოლუციაში და მასზე მნიშვნელობის მისაცემად აუცილებელია წმინდა და სუფთა სულიერი მცდელობა და ძალისხმევა. ცხოვრების ამ წესისთვის, ხასიათი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ხასიათი უკვდავჰყოფს ცხოვრებას; იგი ცოცხლობს სიკვდილზე მეტხანსაც კი. ზოგი ამბობს, რომ ცოდნა ძალაა, მაგრამ ეს ასე არ არის. ხასიათი არის ძალა. ცოდნის შეძენაც კი მოითხოვს კარგ ხასიათს. ამიტომ ყველა უნდა ესწრაფოს მიღწევას უნაკლო ხასიათის, ბოროტების რაიმე კვალის გარეშე. ბუდა, იესო ქრისტე, შანკარაჩარია და ვივეკანანდა, ისევე როგორც დიდი ბრძენები, წმინდანები და უფლის ერთგულები, დღემდე საუნჯედ არიან ხალხის მეხსიერებაში! რა ხარისხმა გახადა ისინი ყველა დროსთვის სრულიად დასამახსოვრებელი? ეს არის მათი ხასიათი! ხასიათის გარეშე სიმდიდრე, განათლება და სოციალური სტატუსი უსარგებლოა. ხასიათი არის ყვავილის სურნელი; ეს აძლევს მნიშვნელობას და ღირებულებას. შეიძლება პოეტები, მხატვრები, მსახიობები და მეცნიერები იყვნენ დიდები, თითოეული საკუთარ სფეროში, მაგრამ ხასიათის გარეშე, მათ ვერ ექნებათ ხანგრძლივობა საზოგადოებაში.
– პრემა ვაჰინი, თავი 1.
5.12.19.
განივითარეთ რწმენა ათმას პრინციპში და გიყვარდეთ ეს გულწრფელად – ეს არის ჭეშმარიტი თაყვანისცემა. ათმა არის ერთი და მხოლოდ საყვარელი ერთი კაცობრიობისთვის. იგრძენი რომ ის არის უფრო საყვარელი ვიდრე ნებისმიერი საგანი აქ და აქასშემდეგ – ეს არის ნამდვილი თაყვანისცემა, რაც ღმერთს შეიძლება შესთავაზოთ. ყველამ უნდა იცხოვროს სამყაროში სადაც ის დაიბადა ლოტოსის ფოთლის მსგავსად, რომელიც თუმცა იბადება წყალში, მასზე ტივტივებს მისგან შეუხებლად ან მისით დაუსველებლად. რასაკვირველია, კარგია გვიყვარდეთ და თაყვანისცეთ ღმერთს იმისთვის, რომ მოიპოვოთ რაიმე ძვირფასი ნაყოფი აქაც და აქასშემდგომშიც, მაგრამ ვინაიდან არ არსებობს ნაყოფი ან ობიექტი ღმერთზე უფრო ძვირფასი ან ღმერთზე უფრო ღირებული, ვედები გვირჩევს ჩვენ გვიყვარდეს ღმერთი ჩვენს ჭკუაში სურვილის შეუხებლად. გიყვარდეთ, ვინაიდან თქვენ უნდა გიყვარდეთ სიყვარულის გულისთვის; გიყვარდეთ ღმერთი, ვინაიდან რაც გინდა მან მოგცეთ არის ნაკლები ვიდრე ის თავად; გიყვარდეთ ის მხოლოდ, სხვა სურვილის ან მოთხოვნილების გარეშე.
– სატია საი ვაჰინი, თავი 1.
6.12.19.
სრულყოფილი ხასიათი გრძელდება ადამიანის სიცოცხლის ბოლომდე, არ წყდება მთელი საუკუნეები; ეს არის უკვდავი და ასოცირდება ათმასთან. ასეთი უკვდავი ხარისხებია – თანაგრძნობა, სიკეთე, სიყვარული, სულგრძელობა,, პატიოსნება და მოთმინება. ჩვევები ფორმირდება მხოლოდ იმ საქმეების გამო რითაც ჩვენ ვართ გატაცებული. ეს ჩვევები აყალიბებს ინტელექტს. ყველაფერი, რასაც ჩვენ ვქსოვთ ჩვენს წარმოსახვაში, ჩვენს მისწრაფებებსა და საქმეებში, ტოვებს წარუშლელ ანაბეჭდს ჭკუაზე. მათ გამო, ადამიანი ქმნის მსოფლიოს თავის საკუთარ აღქმას. ადამიანის აწმყო მდგომარეობა მისი წარსული დაბადების შედეგია. ეს ჩვევები აყალიბებს ადამიანის ხასიათს. როგორიც გინდა იყოს ბუნება, მხოლოდ წარმოსახვისა და პრაქტიკის პროცესის შესაბამისად, იგი შეიძლება შეიცვალოს. ცუდი ადამიანი ასე არ დარჩება ყოველთვის. განა ანგულიმალა, ბანდიტი, არ გადაიქცა კარგ ადამიანად მხოლოდ ბუდდჰას დარშანით? ქურდი რატნაკარა არ გახდა ვალმიკი, ბრძენი? ადამიანს აქვს მის შიგნით უნარი შეცვალოს თავისი ბოროტი მიდრეკილებები და ჩვევები. უანგარო მსახურება, უარის თქმა, ერთგულება, ლოცვა, გამოკვლევა – ეს მისცემს ახალი სვაბჰავას – ქცევის შთაგონების შესაძლებლობას.
– პრემა ვაჰინი, თავი 1.
7.12.19.
ბრძოლას სხეულის იდენტიფიცირების მიდრეკილების წინააღმდეგ და ღმერთის წყალობის მოსაპოვებლად, საფუძვლად უნდა დაედოს ისეთი სულიერი სავარჯიშოები, როგორიცაა ფილოსოფიური მოკვლევა (თათვა ვიჩარანა), ჭკუისა და გრძნობების კონტროლი (სამა-დამა) და სხვა ექვსჯერადი სულიერი დისციპლინა (შათ-სამპათთი). მათი პრაქტიკა უზრუნველყოფს ცნობიერების განწმენდას; შემდეგ ის გახდება როგორც სუფთა სარკე რომელსაც შეუძლია ნებისმიერი ობიექტის არეკვლა, და ათმა ნათლად გამოჩნდება. უმაღლესი სიბრძნის (ჟნანა-სიდდჰის) მისაღწევად ცნობიერების განწმენდა (ჩითთა-სუდდჰი) არის სამეფო გზა. სისუფთავისთვის გულში, ეს არის ადვილი მისაღწევი. ეს არის საბოლოო სინამდვილისთვის (პარამართასთვის) ბჰარათიას ძებნის ცენტრასლური ჭეშმარიტება. ეს არის სწავლების ნამდვილი სასიცოცხლო სუნთქვა.
– სატია საი ვაჰინი, თავი 1.
8.12.19.
როგორიც არის ჩვენი ხედვა, ასეთია ქმნილებაც. არ იცვლება ქმნილების ფერი იმ სათვალეების ფერის საფუძველზე რომელსაც ჩვენ ვატარებთ? იყვნენ და ახლაც არიან დიდი მასწავლებლები რომლებიც უჩვენებენ კაცს იმ დიდ სიმაღლეებს რის მიღწევაც მას შეუძლია, და ასევე ააშკარავებენ იმ დიდ ძალას რომელიც დაფარულია ადამიანის ტანში. კაცის ჭკუა ხშირად იკარგება ხეტიალში გარეთა რამეებზე, სხვების კრიტიკასა და მსგავს ასეთ ქმედებებზე. როდესაც ვინმე დაკავებულია სხვებში ნაკლების დანახვით, ის როგორ მიაღწევს ეკაგრათას ან ერთ-მიზანგამახვილებას? დაუსვით საკუთარ თავს ეს შეკითხვა: როდესაც ბევრმა სახელოვანმა და დიდებულმა, ვისაც აქვთ ფიზიკური სხეულები ისეთივე როგორიც მე მაქვს, მიაღწია ასეთ ამაღლებულ სტატუსს, რატომ უნდა იყოს ჩემი პოზიცია რამეთი ნაკლები? რას ვიღებ მე სხვების შეცდომების პოვნით? მე საკუთარ თავში უნდა მოვიძიო საკუთარი შეცდომები და უნდა დავიჭირო ჭკუა კონტროლში – ამ მყარი გადაწყვეტილების მიღება არის პირველი ნაბიჯი სულიერ პრაქტიკაში.
– პრემა ვაჰინი, თავი 3.
9.12.19.
საკუთარ თავზე უნდა აიღოთ საქმიანობა, რაც არის რამედ მსოფლიოს სასარგებლო. იარეთ სოფლებში და დაეხმარეთ მათ დაიცვან სისუფთავე. ასწავლეთ სოფლის ქალებს ბავშვთა ჯანმრთელობის, ბავშვზე ზრუნვისა და ბავშვის მომზადების ძირითადი პრინციპები. როდესაც ჯანმრთელობა ირყევა, ადამიანი ხდება გულგატეხილი და სასოწარკვეთილიც კი. როდესაც ჯანმრთელობა გაბატონებულია, სიცოცხლისუნარიანობა ავსებს ორივეს ჭკუასაც და ტანსაც. მოსიყვარულე მსახურების პროცესით, თქვენ შეიძლება გახდეთ დიდი სიხარულის მფარველები. არ ჩათვალოთ მსახურების რაიმე მოქმედება დამამცირებლად. მაგალითად, ქუჩების დაგვა არ არის თქვენი ღირსების ქვევით. თქვენ არ გვით თქვენი სახლის იატაკს? თქვენ არ წმენდთ და არ რეცხავთ ჭუჭყს? როდესაც თქვენ ასრულებთ ამგვარ დავალებებს, სოფლის მცხოვრებნიც სიამოვნებით იზიარებენ მათ. რატომ უნდა იყო დარცხვენილი კარგად მყოფი? დაცინვა რაც თქვენზე შეიძლება იყოს ნატყორცნი იყო ბევრი წმინდანის ჯილდო. ეს მალე გაქრება.
– ღმერთის საუბარი, 1982 წლის 1 დეკემბერი, ანანტაპურ კამპუსი.
10.12.19.
ადამიანებს აქვთ რწმენა მეცნიერების მიერ პლანეტარული დისტანციებისა და ზომის გაანგარიშების მიღებულ შედეგებში. მაგრამ ისინი მერყეობენ როდესაც პირისპირ დგებიან დასკვნებთან რაზეც მივიდნენ მკვლევარები ვისაც სულის შინაგან სივრცესა და შინაგან რეგიონებში სვლით აქვს ნანახი და ნაჩვენები, განცდილი და სიამოვნებით მიღებული ჭეშმარიტებები. უგუნური თავნებობა არის ის რაც აიძულებს ადამიანებს გამოიჩინონ ერთგულება რწმენისადმი რაც მათ აღიარებული აქვთ როგორც უდაო. როგორც გადმოცემაშია ნათქვამი, ”საიდუმლო ცეცხლი შეიძლება დაიჭირო ხელისგულში და ცას შეიძლება დაუკავშირდე როგორც კონკრეტულ არსებას; მაგრამ ვინმე ვერასოდეს შეძლებს ჩლუნგი და ჯიუტი ადამიანის ჭკუის გასუფთავებას“. ვინაიდან ვინმემ შეიძლება გააღვიძოს ადამიანი ვისაც სძნავს; ვინმემ შეიძლება აიძულოს ადამიანი ვინც მძინარე არ არის ადგეს და იაროს; მაგრამ ვინმე ვერასოდეს შეძლებს გააღვიძოს თანამოძმე ვინც თავს აჩვენებს მძინარედ. ცოდნის სინათლის ჯიუტად თავის არიდება არის ცოდვა სულიერების წინააღმდეგ. ჩვენი სტუდენტები უნდა მიემშვიდობნენ სინათლეს ყოველ დროს და ყოველი მხრიდან.
– ღმერთის საუბარი, 1982 წლის 1 დეკემბერი, ანანტაპურ კამპუსი.
11.12.19.
კაცი დიდხანს არ ცხოვრობს. თუმცა ცხოვრების ამ მოკლე პერიოდში მას აქვს უნარი განცადოს ღმრთიური ნეტარება. ორი ადამიანი შესაძლოა გამოჩნდეს თითქოსდა შექმნილი ერთი და იმავე ფორმით. მათი კიდურები შეიძლება შესახედავად იყოს ერთნაირი. ამის მიუხედავად, ერთი შეიძლება აღმოჩნდეს ანგელოზი, მეორე კი – მხეცი. რა არის ამის მიზეზი? შეხედეთ მათ ქცევას, ძნელია დაიჯერო, რომ ორივე მათგანი ერთსა და იმავე საზოგადოებას მიეკუთვნება. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში ადამიანისთვის მნიშვნელოვანია ქცევა. თითეულ და ყოველ წამს, ადამიანის ცხოვრება შეიძლება ზედაპირულად მარტივი ჩანდეს, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის; არსებობს დიდი მნიშვნელობა დაფარული მასში. მთელი ცხოვრება არის დიდი მსხვერპლის ან იაჯნა კარმას უდიდესი მოქმედება. თუ ძილი, რომლითაც ტკბები დღის ყველა განსაცდელის უფლისთვის დანებების სულით შეთავაზების შემდეგ, არ არის სამადჰი მაშინ ეს კიდევ რა არის? „მე ვარ ტანი“ ყოვლისმომცველი რწმენის გამო, კაცი, გარჩევის გარეშე, იკვლევს სხვადასხვა გზებს თავისი ფიზიკური არსებობის ასამაღლებლად. აქედან გამომდინარე, დღე და ღამე ტანზე ფიქრის ნაცვლად, შეინახეთ იგი მხოლოდ ყველა ცოცხალი არსების თრიკარანა სუდჰით – აზროვნების, სიტყვისა და საქმის სისუფთავით მსახურების მიზნისთვის, ამგვარად რომ თქვენ შეძლოთ უმაღლესი მე-ს გაცნობიერება, რადგან თქვენ ხართ არა სხეული არამედ ათმა.
– პრემა ვაჰინი, თავი 4.
12.12.19.
ბავშვების სიყვარული არ არის არასწორი. მაგრამ მშობლებმა უნდა ისწავლონ როგორ უყვარდეთ ისინი. როდესაც კი ბავშვები გზას სცდებიან, შეგნებულად თუ შეუგნებლად, მშობლებმა უნდა იჩქარონ მათი შეცდომების გამოსწორება და სწორ გზაზე მიყვანა. მშობლების ვალდებულებები არ მთავრდება საკვების, სკოლაში სწავლის და ამსოფლიური საქმეების ცოდნის უზრუნველყოფით. ბავშვებს ასევე უნდა მიეწოდოთ სწორი ფასეულობები. ისინი არ უნდა აიძულონ იფიქრონ რომ სიმდიდრის შეძენა არის ცხოვრების ყველაფერი და ყველაფრის ბოლო. სიმდიდრე არ ახლავს თან ვინმეს, როდესაც ისინი ტოვებენ მსოფლიოს. სიმდიდრე არის აუცილებელი მხოლოდ არსებითი საჭიროების შესახვედრად. ძალიან დიდი სიმდიდრე არის უხერხული ზომაზე დიდი ფეხსაცმლის მსგავსად. მისი ძალიან სიცოტავე შეიძლება იყოს მტკივნეული, მჭიდროდ მორგებული ფეხსაცმლის მსგავსად. ამიტომ სასურველია მხოლოდ იმ ოდენობის სიმდიდრის ქონა რაც ადეკვატურია ადამიანის ძირითადი საჭიროებისთვის. სავალალოა რომ ფულის გაგიჟებით დევნისას ადამიანები ივიწყებენ ან თმობენ ადამიანურ სათნოებებს.
– ღმერთის საუბარი, 1984 წლის 5 თებერვალი.
13.12.19.
თათ თვამ ასი – შენ ხარ ათმას ტანმოსილება. ეს არის ყველაზე მაღალი და უწმინდესი მაჰავაკია ან ღმრთიური აქსიომა. თქვენ ხართ ის ურყევი ნაყოფი და მისი შინაგანი არსება. თქვენ ხართ ეს ათმა თათვა, ათმური პრინციპი რომელიც ტანიდან განსხვავდება და უნაკლოა. მხოლოდ ამ ათმური პრინციპის გულისთვის მოგეცათ თქვენ ეს ტანი. თქვენ, ათმა, ყოველთვის ხართ მუდმივი. თქვენ მოხვედით ტანით როგორც მანქანით თქვენი თავის გასანადგურებლად? ნამდვილად არა. თქვენ აქ ხართ ტანზე უფლებამოსილების განხორციელებლად მსოფლიოს კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის. ტანი გამოყენებული უნდა იყოს ამ მაჰათ თათვა – დიდი მიზნისთვის. ეს ტანი განკუთვნილია მოქმედებათა შესასრულებლად; ეს არის უბრალოდ იარაღი და ინსტრუმენტი ნაბოძები ღმერთის მიერ. როგორც კი განზრახულ მიზანს მოემსახურება, იგი მეტად აღარ არის საჭირო. მანამ სანამ არ გააცნობიერებთ საკუთარ ჭეშმარიტ მეს, ტანი უნდა დაიცვათ ყველა საშუალებით.
– პრემა ვაჰინი, თავი 4.
14.12.19.
როდესაც დარმაჯამ წააგო თავისი დიდი იმპერია თავის მტრებთან და ცხოვრობდა ჰიმალაის ქედებს შორის გამოქვაბულში თავის მეუღლე დრაუპადისთან, ქალმა ერთ დღეს ჰკითხა მას: „უფალო! შენ უდავოდ მოწინავე ხარ მათ შორის ვინც უბიწოების გზას (დჰარმას) ურყევად მიჰყვება; რატომ შეგემთხვა შენ ეს საშინელი უბედურება? ” ის მოცული იყო მწუხარებით. დარმაჯამ უპასუხა: ”დრაუპადი! არ იდარდო. შეხედე ჰიმალაის ამ განფენილობას. რა ჩინებული და ბრწყინვალეა იგი! რა ლამაზი და ამაღლებული! ეს ისეთი ბრწყინვალე ფენომენია რაც მე უსასრულოდ მიყვარს. ამ დიადი სილამაზის ტანმოსილება არის ღმერთი. მთებს არ სჭირდება ჩემთვის რაიმეს ჩუქება, მაგრამ მე უბრალოდ მიყვარს ეს მთები და მათი შემქმნელი მათი სილამაზისთვის. მე არ მსურს რაიმე წყალობა, არც ვილოცებ რაიმე კეთილდღეობისთვის. ჩემი სიყვარულის უმაღლესი ჯილდო არის მისი (უფლის) სიყვარული, დრაუპადი! დაე, მან მამყოფოს იქ სადაც მას უყვარს ჩემი ყოფნა. ” ამგვარად, დჰარმაჯამ აუხსნა რომ სიყვარული უნდა იყოს ღმრთიური, სპონტანური და უნდა პრაქტიკდებოდეს შესაბამისად!
– სატია საი ვაჰინი, თავი 1.
15.12.19.
განათლება განხილული უნდა იყოს წმინდა პროცესად და მოსამზადებლად საზოგადოების უანგარო მსახურებისთვის. მსოფლიოში უამრავი ადამიანია ვინც იტანჯება სხვადასხვა ფიზიკური და სხვა უნარშეზღუდულობით. განათლებული პირების მოვალეობაა ემსახურონ და დაეხმარონ მათ მათი ტანჯვის მაქსიმალურად შესაძლებელი ზომით შემცირებაში. ეს არის ღმრთიურისადმი მსახურების საუკეთესო ფორმა. არსებობს დაბინძურება და უსუფთაობა ჰაერში, წყალსა და ბევრ სხვა ნივთებში ჩვენს ირგვლივ. თქვენ უნდა გამოიყენოთ თქვენი შეძენილი ცოდნა იმის გასასუფთავებლად რაც უსუფთაოა. საზოგადოებისთვის მსახურება უნდა გახდეს განათლების მთავარი მიზანი. საის სტუდენტებმა თავიანთი ცოდნა უნდა მიუძღვნან არა მხოლოდ ცხოვრებისთვის გამომუშავებას, არამედ თავიანთი ნიჭისა და ენერგიის გამოყენებას ცხოვრების ნებისმიერ სვლაში სადაც ისინი შეიძლება იყვნენ დაკავებულნი საზოგადოებისთვის მსახურების გაწევაზე მათთვის გახსნილი ყველა გზით.
– ღმერთის საუბარი, 1984 წლის 5 თებერვალი.

ბაბა