სო ჰამ

სო ჰამ – მანტრა

მედიტირება მანტრაზე სოჰამ. თქვენ როგორი საქმიანობითაც არ უნდა იყოთ დაკავებული, თქვენ მუდმივად უნდა იაზრებდეთ მანტრაზე „სოჰამ“, რომელიც ყოველ ჩასუნთქვა ამოსუნთქვაზე გახსენებთ თქვენ დაბადებიდან თანდაყოლილი ღმრთიურების შესახებ. სწორედ იგივე პრინციპი აიხსნება ვედებში: „აჰამ ბრაჰმაასმი“ (მე ვარ ბრაჰმანი), დილიდან საღამომდე თქვენ მუდმივად უნდა შეახსენოთ თქვენს თავს იმის შესახებ, რომ თქვენ ჭეშმარიტად ხართ ბრაჰმანი, და არა უბრალოდ ადამიანის არსება, შექმნილი ხუთი ელემენტისგან (31).

* კითხვა: იმ ფაქტმა, რომ ჩვენი სუნთქვა წარმოთქვამს „სო-ჰამ“-ს 21600 ჯერ დღეში, ძალიან საგონებელში ჩააგდო ზოგიერთი, რადგან მათი აზრით, ისინი ვერ გრძნობენ, რომ სუნთქავენ ასეთი სიხშირით.
საი: 21600 სუნთქვა დღეში – ეს არის ჩევულებრივი ადამიანის ტიპიური, საშუალო სუნთქვის სიხშირე. ხანდახან დაძაბულობის ან სტრესის დროს სუნთქვა აჩქარდება. როცა ადამიანი მშვიდია ის შენელდება. ზოგიერთებს სუნთქვის საშუალო რიცხვი შეიძლება ჰქონდეთ 21600-ზე მეტი დღეში. გამოცდილმა იოგინმა შეიძლება გააკეთოს არა 15 სუნთქვა წუთში, არამედ 6-7. რამდენადაც ნელია სუნთქვა, იმდენად მეტად ხანგრძლივია სიცოცხლე. მაიმუნი, რომელსაც სიცოცხლე ძალიან ხანმოკლე აქვს, აკეთებს 40 სუნთქვას წუთში, ხანგრძლივად ცოცხალი გველი – მხოლოდ და მხოლოდ 3-4 სუნთქვას. (19, გვ.193).

* კითხვა: სვამი ამბობენ, რომ ადამიანები უშვებენ შეცდომას, ყოველ სუნთქვაზე  არ წარმოთქვამენ „სო-ჰამს“. ეს როგორ უნდა გაკეთდეს?
საი: „საჰ“ – ეს არის ის. „აჰამ“ – ეს მე ვარ. იოგინი „X“, რომელიც თქვენ ახსენეთ, ასწავლის „საა, საა…“-ს წარმოთქმას დღეღამეში 24 საათს. რამდენადაც „ჰამ“ არ წარმოითქმება, დაიშვება, რომ „მე“ პიროვნება უნდა გაქრეს. უკიდურესად რთულია ამის წარმოთქმა 24 საათის განმავლობაში, ძილში კი – თითქმის შეუძლებელია. იოგი „X“ ამბობს, რომ აკეთებს ამას, მაგრამ სინამდვილეში ეს ესე არ არის. რა აზრი აქვს ძალების დახარჯვას ასეთი რთული პრაქტიკის დაუფლებაზე, როგორიც ეს არის, როცა არის უფრო იოლი და ეფექტური საშუალება.

კითხვა: კარგი, სვამი, მაშინ თავი დავანებოთ იოგ „X“-ს, იმიტომ რომ მე ასე მინდა ვაკეთო, როგორც ბაბა ამბობს და შევისწავლო „სო-ჰამ“-ის წარმოთქმა ყოველ სუნთქვაზე. როგორი ტექნიკა არის აქ? საჭიროა თუ არა ამის წარმოთქმა ყოველ შესუნთქვასა და ამოსუნთქვაზე?
საი; სუნთქვა თავისით ყოველთვის ამბობს „სო-ჰამ“. წარმოთქმის პრაქტიკა მდგომარეობს იმაში, რომ წარმოითქმებოდეს „სო“ ყოველ შესუნთქვაზე, ხოლო „ჰამ“ – ყოველ ამოსუნთქვაზე. წარმოთქვით ეს აზრობრივად. ასეთი გამეორების მიზანი არის – ჭკუის შენარჩუნება მდგრად და მშვიდ მდგომარეობაში. რამდენიმე ხნის შემდეგ „სო-ჰამის“ წარმოთქმა დღის განმავლობაში ხდება ავტომატური. ღამით, ძილის დროს, ხმა ბუნებრივად იცვლება „ომ“-ზე.

კითხვა: საჭირო კი არის იფოქრო: „ის ვარ მე“?
საი: არა. ის, რაც ხმოვანებს, – ეს არის „სო-ჰამ“. ეს არ არის ინდური ან ამერიკული სიტყვათთანწყობა. ეს არის იმის ხმა, რასაც წარმოთქვამს სუნთქვა. რასაკვირველია სწორი იქნებოდა ასევე გვცოდნოდა ხმის მნიშვნელობაც.

კითხვა: სვამი ამბობს, რომ „სო-ჰამ“ – არის სუნთქვის ბუნებრივი ხმა. როცა მე უსმენ ჩემს სუნთქვას, მე მეჩვენება, რომ მესმის სუნთქვის ხმა, სწორედ ასეთი სახით.
საი: ხმა, გამავალი ცხვირით და პირით, შეერევა ჭკუასთან და შეიძლება მოგესმეს სხვადასხვანაირად. არსი იმაშია, რომ როცა ჭკუა უმოძრაოა, სუნთქვა კი სრულიად სპონტანური და ბუნებრივია, (ნესტოებით) სუნთქვის ხმა – ეს არის „სო-ჰამ“. პირით სუნთქვა მიდის კუჭში. (ხმების შერწყმის წესებით სანსკრიტში „საჰ+აჰამ“ – იძლევა „სო-ჰამ“-ს. – რუს. მთარგმნ. შენიშვნა) (19, გვ.135-136).

* ნათქვამია, რომ ჭეშმარიტება – ეს არის ღმერთი. ჭეშმარიტება და სამართლიანობა მსგავსია ადამიანის თვალებისა, და ის, ვინც არ მისდევს ჭეშმარიტებას და სამართლიანობას, ბრმა არის. ყველა წმინდა წერილების, უპანიშადების და ვედების საფუძველში დევს ეს ორი განუყოფელი პრინციპი. მათ გარეშე ვერ იარსებებს მსოფლიო. სიყვარული – ეს არის ის, რაც კვებავს ჭეშმარიტებას და უბიწოებას. სიყვარული – ეს არის ადამიანის ჭეშმარიტი სიმდიდრე, იქნება ის მდაბიო თუ მილიონერი. დედა ერთნაირად ექცევა თავის შვილებს და გადმოღვრის თავის სიყვარულს მათზე დამოუკიდებლად მათი სოციალური მდგომარეობისა. ამის მსგავსად, ღმერთი თანაბარად გასაჩუქრებთ თქვენ თავისი სიყვარულით. ღმერთი – ეს არის სიყვარულის ხორცშესხმა, ის იმყოფება თითოეულში სიყვარულის ფორმით, და მისი ჩაწვდომა შესაძლებელია მხოლოდ სიყვარულის დახმარებით.

ვედებში სიყვარულის ეს პრინციპი იწოდება ატმად. ჭეშმარიტება, სიყვარული და უბიწოება – არის ატმას სინონიმები. ვედებში ნათქვამია, რომ ატამავანი – ეს არის ის, ვინც დაჯილდოებულია ატმას პრინციპით. ატმას ასევე უწოდებენ ბრაჰმას. ვინ არის ბრაჰმა? წმინდა წერილებში მას აღწერენ როგორც მას, ვინც ჩნდება ლოტოსიდან, რომელიც დაიბადა ვიშნუს ჭიპიდან. ეს ბრაჰმა – არის „მე“ (აჰამ), მყოფი ყოველში. ამიტომ ბრაჰმას პრინციპი ნიშანდობლივია თითოეულისთვის, იქნება ის თეიური თუ ათეური. ეს ჭეშმარიტება დასტურდება მანტრით სოჰამ (მე ვარ ბრაჰმა). სუნთქვის პროცესი ისახება ადამიანის ჭიპში. დღის განმავლობაში ადამიანი აწარმოებს 21600 ჩასუნთქვა ამოსუნთქვას, რომლებიც მუდმივად ახსენებენ მას თავისი ღმრთიურების შესახებ. ღმრთიურების ძებნაში ადამიანი სწავლობს სხვადასხვა წმინდა წერილებს და ვედებს, ამ დროს იგნორირებს თავის შინაგან ხმას. თუმცა საჭიროა სწორედ მას უსმინო პირველ რიგში, რადგან ის არის ჭეშმარიტი დამრიგებელი და ღმერთი. ვედებში ღმერთი აღიწერება როგორც ამოგჰა, რამდენადაც ის უცვლელია, მუდმივია და არ ემორჩილება აღწერას. ღმერთს ასევე უწოდებენ სიდდჰას, რადგან ის ყოველთვის მზად არის შეასრულოს თავისი ერთგულების სურვილები. ღმერთი ყოველთვის აღვსილია მზადყოფნით უპასუხოს თავისი ერთგულების ლოცვებზე. მაგრამ ის არ გააკეთებს ამას, თუ ლოცვები არ მოდიან სუფთა გულიდან. როცა ადამიანი ლოცულობს გულითადად, ღმერთი აუცილებლად უპასუხებს. მას აქვს მხოლოდ ერთი სურვილი – ერთგულების კეთილდღეობა. რომ მოიპოვო მისი წყალობა, საჭიროა აზრების გაწმენდა (7, გვ.111-112).