მარტი

1.03.2014
მედიტირების განმავლობაში უნდა ეცადოთ წელის დაჭერას სწორად და მყარად, წინ ან უკან ან გვერდზე მოღუნვის გარეშე. თუ თქვენ იღუნებით ან მოძრაობთ, ძლირმოქმედი ენერგიის (კუნდალინის) არასწორმა მიმართულებამ შეიძლება შემთხვევით შედეგი გამოიღოს გონებრივ აშლილობაში. ასევე ატარეთ თავისუფალი ტანსაცმელი. თქვენი თვალები უნდა კონცენტრირდეს ცხვირის წვერზე. თვალები უნდა იყოს ნახევრად გახელილი, ისე რომ თქვენ არც სხვა რამით დაკავდეთ და არც ჩაგეძინოთ. გაათავისუფლეთ თქვენი ჭკუა ცუდი აზრებიდან და შეავსეთ ის კარგით. ამის მისაღწევად თქვენ უნდა აკონტროლოთ თქვენი გრძნობები. თქვენი ყურები უნდა მომზადებული იყოს მხოლოდ კეთილშობილური და ამაღლებული იდეალების მოსმენაზე, და ბოროტი ლაპარაკის და ჭორების მოსმენის აცილებაზე. თქვენი თვალები უნდა იყოს აწყობილი ისე რომ ხედოს ღმრთიურება. მოუსვენარი ჭკუა უნდა შეიზღუდოს კონცენტრირებით ჩასუნთქვასა და ამოსუნთქვაზე მაშინ როდესაც განუწყვეტლივ მეორდება მანტრა ‘სო-ჰამ’ (მე ვარ ის). ამ პოზებისა და მოქმედებების მეშვეობით თქვენი სასიცოცხლო სუნთქვა კონტროლდება და ეს გარანტირებს რომ იოგას დიდი ძალა გამოვლინდება თქვენში.
– ღმრთიური საუბარი, ‘ჩემო ძვირფასო სტუდენტებო’, ტომი 2, თავი 5, 11 მარტი, 1984.
სატია საი ბაბა
2.03.2014
თუ რიყის ქვას ჩააგდებთ ტბორში პატარა ტალღოვნება აიღებს დასაბამს და გაგრძელდება მდინარის დასასრულის მიღწევამდე. თქვენ შეიძლება იყოთ ან არ იყოთ შემძლე რომ დაინახოთ, მაგრამ ტალღა იწყებს გავრცელებას სწორედ იმ წერტილიდან სადაც ქვა ხვდება წყალს. ანალოგიურად, თქვენი ჭკუის ტბაში, როდესაც თქვენ აგდებთ აზრის ქვას, აზრის ტალღის ტალღოვნება იწყებს გავრცელებას მთელ თქვენს სხეულში. იგივე ტალღა აირეკლება თქვენს თვალებში, ტვინში, ყურებში, გულში და ასევე ხელებსა და ფეხებში. ამიტომ თქვენ უნდა იყოთ ძალიან ფრთხილი სახეობასთან აზრების რასაც თქვენ აძლევთ გავრცელების ნებას თქვენს პიროვნებაში. როდესაც თქვენ მიიღებთ სუფთა აზრებს მაშინ თქვენი ყველა გრძნობები გაიწმინდება ამით. ყოველთვის როდესაც თქვენ მიიღებთ ცუდ აზრებს, თქვენი გრძნობები გაუკუღმართდება და ეს სწრაფად გავრცელდება თქვენს თვალებში, გულში და ტვინში. ყოველთვის იქონიეთ კარგი აზრები. თუ თქვენ ასე აკეთებთ თქვენი სხეული, გრძნობები და მოქმედებები იქნება გაწმენდილი.
– ღმრთიური საუბარი, ‘ჩემო ძვირფასო სტუდენტებო’, ტომი 2, 10 აპრილი, 2000.
სატია საი ბაბა
3.03.2014
მედიტირება არ არის ფორმის შერწყმა თქვენს ჭკუაში. ეს არის თქვენი ჭკუის შერწყმა ფორმასთან, იმგვარად რომ ჭკუა არ არსებობდეს. არსებობს სამი ეტაპი ამ პროცესში – ოოჰა (ფორმის შერწყმა), ბჰავა (ღმრთიურების განცდა) და ბოლოს საკშატკარა (გაცნობიერება). დაწყებით ეტაპზე, ერთგულები წარმოიდგენენ მათთვის საყვარელ ღმრთიურ ფორმას, ისე თითქოს მათ ნახეს უწინ. დროთა განმავლობაში ფორმა ქრება ჭკუიდან და ისინი იწყებენ ფორმის განცდას. ეს პროცესი მიმდინარეობს ხანგრძლივად და ნელა, ერთგული იწყებს უფლის ფორმის განცდას ფეხებიდან თავამდე. შტაბეჭდილებები გრძელდება უფრო ხანგრძლივად და იზრდება ღრმად და თანდათანობით, უფლის სახე რომელიც არის მყარად ჩანერგილი ხდება შინაგანი რეალობა. იმ დროს როდესაც წარმოსახვის ეტაპი იძლევა მხოლოდ დროებით სიხარულს, განცდის ეტაპის შედეგი არის მაძიებლის სრული იდენტიფიცირება უფალთან. ამგვარად, დროთა განმავლობაში, ღმრთიურების შეცნობა გადადის ღმრთიურებასთან ერთიანობაში (ბრაჰმავიდ ბრაჰმაივა ბჰავატი).
– ღმრთიური საუბარი, ტომი 2, თავი 5, 11 მარტი 1984.
სატია საი ბაბა
სატია საი ბაბა
4.03.2014
თქვენ ხშირად ამბობთ, `მე ვასრულებბ ყველა მოქმედებას ამ მსოფლიოში ღმერთის გულისთვის~. არის ეს რეალური? აკეთებთ თქვენ ყველა დავალებას ღმერთის გულისთვის, თუ ეს არის თქვენი საკუთარი თავისთვის? დაფიქრდით ამაზე. ყოველი ერთგული (სადჰაკა) აკეთებს მრავალ სხვადასხვა მოქმედებას, თავისი საკუთარი თავის გულისთვის და არა ღმერთის გულისთვის. მოსმენა, სიმღერა ღმერთის დიდების საგალობლების, მისი სახელის მღერა, ღმრთიური ტერფების მსახურება, მისალმება, თაყვანისცემა, ყმობა, მეგობრობა და თვითდანებება – ერთგულების ეს ცხრავე ფორმა არის თქვენი საკუთარი სიკეთისთვის და არა ღმერთის სასარგებლოდ. განვიხილოთ ეს მაგალითი. თქვენ ჭამთ ვაშლს. ეს არის ვაშლის სასარგებლოდ რომ თქვენ ჭამთ მას? არა. ეს არის თქვენი საკუთარი ჯანმრთელობისთვის! ანალოგიურად თქვენი მოქმედებები, თაყვანისცემა თუ მედიტირება არის მხოლოდ თქვენი საკუთარი ბედნიერებისა და კმაყოფილებისთვის. ერთადერთი რამ რისთვისაც ღმერთი ზრუნავს არის სისუფთავე და სიმტკიცე. სისუფთავე აზრებში, სიტყვებსა და მოქმედებებში არის ის ყველაფერი რასაც მნიშვნელობა აქვს ღმერთისთვის.
– ღმრთიური საუბარი, `ჩემო ძვირფასო სტუდენტებო~, ტომი 2, თავი 7, 10 აპრილი, 2000.
სატია საი ბაბა
5.03.2014
ლოცვა არის ჭკუისთვის, ისევე როგორც საკვები არის სხეულისთვის. ჯანსაღი საკვები აძლევს ჯანმრთელობასა და ძლიერებას სხეულს. ლოცვა ასუფთავებს თქვენ ჭკუას და აძლიერებს თქვენ სულს. თუ ბჰაჯანები სრულდება მოსაჩვენებელ მანერაში, ეგო იბერება. ახალგაზრდა ადამიანები გზას უნდა შეუდგნენ თამასიდან, უმეცრების სიბნელიდან, თაპასისკენ, სულიერი ასკეტობისკენ. იყავით დარწმუნებული მიღწევაში რასაც კი თქვენ აირჩევთ. აზრი არ აქვს მედიტირებას ორი დღის განმავლობაში და მესამე დღეს მიტოვებას. თუ თქვენ იწყებთ მედიტირების პრაქტიკას ეს უნდა გახდეს თქვენი ცხოვრების განუყრელი ნაწილი. თქვენ არ შეიძლება ივარაუდოთ რომ თქვენ მედიტირებთ თუ თქვენ უბრალოდ დახუჭავთ თვალებს. თქვენ უნდა წინ წაიწიოთ იმ დრომდე ვიდრე თქვენ არ იგრძნობთ ერთიანობას ღმერთთან რომელიც არის თქვენ გულში. მედიტირებასთან ერთად თქვენ უნდა შეიძინოთ ცოდნა და უნარი რომ გაატაროთ თქვენი ცხოვრება. თქვენ სადაც არ უნდა იყოთ ყოველთვის უნდა შეინარჩუნოთ იგივე დისციპლინა და ხასიათის ძალა.
– ღმრთიური საუბარი, `ჩემო ძვირფასო სტუდენტებო~, ტომი 2, თავი 5, 11 მარტი, 1984.
სატია საი ბაბა
6.03.2014
ერთერთ ისტორიაში, ბირბალი ეუბნება აკბარს, `ტკბილი საუბარი არის უტკბილესი რამ მსოფლიოში, ვერც რძე, ვერც თაფლი და ვერც ლერწმის შაქარი ვერ მივა ახლოს მასთან. ტკიბილი სიტყვები არის ძალიან ფასეული რამ; მისი მეშვეობით შეგვიძლია მოვიგოთ ადამიანის გული, მივცეთ მას დიდი სიხარული და კიდევ მივაღწიოთ მაღალ მდგომარეობას. როდესაც ყვავი დაგვჩხავის ჩვენ ვესვრით მას ქვას. მაშინ როდესაც გუგულები მღერიან ჩვენ პატივსვცემთ მათ. არც გუგული აპირებს ჩვენთვის გვირგვინის მოცემას და არც ყვავი ჩვენ დასჯას. როდესაც ადამიანის საუბარი არის კარგი, ადამიანი გამოიმუშავებს კარგ სახელს. მაშასადამე, ტკბილი სიტყვა არის უტკბილესი რამ მსოფლიოში.~ თქვენ უნდა ყოველთვის ილაპარაკოთ სხვებთან იმ მანერით რომელიც მისცემს მათ კმაყოფილებას და სიხარულს. ეს არის ყველა წერილების არსი. საკმარისი არ არის ვედების, წერილების და პურანების (ძველი სულიერი ტექსტების) მოსმენა, შესწავლა ან სიმღერა, თქვენ უნდა მისცეთ სიხარული და კმაყოფილება სხვა ადამიანებს.
– ღმრთიური საუბარი, `ჩემო ძვირფასო სტუდენტებო~, ტომი 3, თავი 3, 19 მარტი, 1998.
სატია საი ბაბა
7.03.2014
დრო და დრო თქვენ შეიძლება იგრძნოთ უკმაყოფილება თქვენი დაწერილი პასუხებით, მაშინაც კი თუ თქვენ დახარჯეთ ბევრი დრო წაკითხვაზე. რატომ? იმიტომ რომ როდესაც თქვენ ემზადებით გამოცდებისთვის, უბრალო წაკითხვა არ არის საკმარისი. თქვენ შეიძლება წაიკითხოთ სახლში და დარწმუნებული იყოთ კარგად დაწერაზე საგამოცდო დარბაზში, მაგრამ ეს არ მუშაობს. თქვენ სახლში უნდა ივარჯიშოთ იმაში რაც თქვენ უნდა გააკეთოთ საგამოცდო დარბაზში. აი ამიტომ თქვენ უნდა ხშირად ივარჯიშოთ პასუხების დაწერაში. ბევრ რამეს რასაც თქვენ ვერ იგებთ ნათლად კითხვის დროს, ხდება ადვილად გასაგები როდესაც თქვენ წერთ. თქვენ რამდენადაც მეტს წერთ და ვარჯიშობთ სახლში, მით უკეთესად გააკეთებთ საგამოცდო დარბაზში. მე კიდევ უნდა გაგიზიაროთ ერთი საიდუმლო თქვენი წარმატებისთვის: საგამოცდო დარბაზში, კითხვების ფურცლის აღების წინ თქვენ ჯერ უნდა ილოცოთ. აიღეთ საგამოცდო ბილეთი თქვენი ლოცვის შემდეგ. შემდეგ ნელა წაიკითხეთ კითხვების ფურცელი და ჯერ უპასუხეთ ადვილ კითხვებს და რთული კითხვები შემოინახეთ ბოლოსკენ.
– ღმრთიური საუბარი, ‘ჩემო ძვირფასო სტუდენტებო’, ტომი 3. თავი 1, ‘წარმატებები გამოცდებზე’.
სატია საი ბაბა
8.03.2014
ჩვენ ბევრს უწოდებთ ჩვენს მეგობარს. მაგრამ ვინ არის ჭეშმარიტი მეგობარი? იქამდე ვიდრე თქვენ გაქვთ ფული თქვენ ჯიბეში, ან თუ თქვენ მშობლებს აქვთ კარგი მდგომარეობა ყველა გესალმებათ `სალამი, სალამი~ და გექცევათ თქვენ კარგად. თუ რაიმე იცვლება და თქვენ არ გაქვთ ფული, არავინ გეტყვით თქვენ `კარგად იყავი!~ როდესაც გუბურა არის სავსე ყველა ბაყაყი მიდის იქ. თუ ის არის ცარიელი თქვენ ვერ იპოვით ვერცერთ ბაყაყს! თუმცა, ღმერთი არ არის ამის მსგავსი. მას აქვს ავზი რომელიც არის ყოველთვის სავსე უანგარო სიყვარულით. ყველა ვითარებაში მისი ავზი არის სავსე ნექტარივით ტკბილი სიყვარულით. ცვლილებები თქვენ პოზიციაში, ადგილში ან დროში ან მდგომარეობაში არაფერს ნიშნავს მისთვის. თქვენ რატომ უნდა უარყოთ ეს ჭეშმარიტი მეგობარი და რატომ უნდა იბრძოლოთ მისაღწევად მიწიერი, დროებითი და არაჭეშმარიტი მეგობრების, რომელთა მეგობრობა არის ეფემერული და გრძელდება მხოლოდ მოკლე დროის განმავლობაში? ილოცეთ რომ მოიპოვოთ მუდმივი მეგობრობა უფალთან.
– ღმრთიური საუბარი, ‘ჩემო ძვირფასო სტუდენტებო’, ტომი 2, თავი 7, 10 აპრილი, 2000.
სატია საი ბაბა
9.03.2014
ზოგიერთი სტუდენტის განზრახვაა როგორმე ჩააბაროს გამოცდები ან მიიღოს შესაძლებელია 60%. დაბალი დონის მიზანი არის დანაშაული. ვინ მოითმენს ან მიიღებს სამუშაოს რომელიც შესრულებულია 40% ან 50%? დაბალი ნიშნები მეტყველებს ცუდს თქვენს შესახებ – ამიტომ არასოდეს განიზრახოთ დაბალი, თქვენ უნდა უმიზნოთ მაღალს. თქვენ უნდა უმიზნოთ მაღალ 98%-ს, მაშინ თქვენ უეჭველად მიიღებთ 75%-ს. ‘წარმატება ბადებს წარმატებას’, ამიტომ ნებისმიერ გამოცდაში, დაიწყეთ პასუხის გაცემა ჯერ ადვილ კითხვებზე, სათანადოდ დანომრეთ და თვალყური ადევნეთ მათ. მაშინ თქვენ იგრძნობთ შიგნიდან მხარდაჭერას წერის გასაგრძელებლად, და ნელა შეძლებთ შეხებას თუნდაც ძნელ კითხვებზე ისევე კარგად. მეორე მხრივ, თუ თქვენ დაიწყებთ რთული კითხვებით, მაშინ თქვენ შეიძლება სწრაფად ჩავარდეთ დეპრესიაში დროის შეზღუდულობის გამო. დეპრესია იწვევს დაბნეულობას, რაც ბრუნდება მეხსიერების დაკარგვაში. შემდეგ, თუნდაც თქვენ იცოდეთ პასუხი, თქვენ ვერ შეძლებთ პასუხის სწორად გაცემას. ამიტომ რომ გქონდეთ სწორი ენთუზიაზმი თქვენ უნდა უპასუხოთ ჯერ ადვილ კითხვებს.
სატია საი ბაბა
– ‘ჩემო ძვირფასო სტუდენტებო’, ტომი 2, თავი 1.
10.03.2014
ყველა ნივთი ამ მსოფლიში გაქრება გარკვეული დროის შემდეგ. მხოლოდ ატმას პრინციპი არის საუკუნო. რა არის ატმას პრინციპი? ის რაც ავსებს სხეულს არის ატმა. თქვენ უნდა ეცადოთ თქვენი გონების გაფართოებას რითაც თქვენ შეძლებთ ღმრთიურ შეგნებასთან შერწყმას. მაგალითად, ავიღოთ რეზინის ბუშტი და გავბეროთ ის. ის იზრდება დიდად და დიდად. თანდათანობით როგორც იგი იზრდება ზომით, იგი ასევე თხელდება. რაღაც მომენტში იგი ისე თხელდება რომ შემდეგ იგი სკდება. სად ხვდება ჰაერი რომელიც ამ ბუშტში შევიდა? ის ერწყმის ჰაერთან რაც არის გარეთ, რაც არის წარმოდგენილი ყველგან. ასე სინდისიც ერწყმება შეგნებასთან რაც არის წარმოდგენილი ყველგან. ეს არის წოდებული როგორც გათავისუფლება, საბოლოო მიზანი ან ემანსიპაცია. თქვენ შეგიძლიათ მისცეთ მას მრავალი სახელი; ეს არ არის მნიშვნელოვანი. მიზანი არის მნიშვნელოვანი. თქვენ უნდა ეცადოთ მიღწევას ამ ერთობის შეგნებასთან და თქვენ შეძლებთ ამის მიღწევას სულიერების პრაქტიკით ყოველთვის მთელი თქვენი შეუპოვრობით.
სატია საი ბაბა
– ‘ჩემო ძვირფასო სტუდენტებო’, ტომი 2, თავი 7, 10 აპრილი, 2000.
11.03.2014
ბჰაგავად გიტაში, უფალი აცხადებს, `როდესაც კი უბიწოება (დჰარმა) ეცემა მე მოვდივარ მსოფლიოში. დჰარმა არასოდეს მოკვდება.~ ეს არის დჰარმას პრაქტიკა რაც სუსტდება ყოველდღიურად, არა თვით დჰარმა როგორც ასეთი. ბევრჯერ ღრუბლები ფარავს მზეს. ასეთ სცენარში ადამიანები დედამიწაზე შეიძლება ვერ ხედავდნენ მზეს. მაგრამ იმიტომ რომ ადამიანებს არ შეუძლიათ დანახვა, ეს ხომ არ ნიშნავს რომ მზე არ არის? არა. მზე არის! დროებით მზე დამალულია ღრუბლებით; აქედან გამომდინარე ადამიანები უძლური არიან დაინახონ იგი. ვერავინ შეძლებს თქვას რომ მზე მოკვდა, შეძლებს ვინმე? ანალოგიურად, ჭეშმარიტებას და დჰარმას აქვს მზის სხივმოსილება. ჭეშმარიტება არის მზე, დჰარმა არის მზის სხივმოსილება. ესენი არის ურთიერთდამოკიდებული როგორც მატერია და ენერგია. მატერია და ენერგია ვერ იქნება მათგან რომელიმეს გარეშე. ამის მსგავსად მზე და მისი კაშკაში არის ერთიმეორის ანარეკლი. სატია, მზე და დჰარმა, მისი ციალი გამოისყიდის მსოფლიოს.
სატია საი ბაბა
– ‘ჩემო ძვირფასო სტუდენტებო’, ტომი 3, თავი 2.
12.03.2014
აიღეთ წყლის ჭიქა, რომლის ფსკერზეც არის შაქარი. თუმცა შაქარი არის წყალში, იმ დრომდე ვიდრე ის რჩება ქვემოთ, წყალს არ ექნება ტკბილი გემო. მაგრამ თუ თქვენ აიღებთ კოვზს და შეურევთ შაქარს წყალთან, ახლა სიტკბო ავსებს მთელ ჭიქას. იგივე არის ჩვენ გულთან აგრეთვე. ჩვენი გული არის როგორც ფინჯანი. ატმას პრინციპი არის შაქარი და მიწიერი სურვილები არის უგემური წყალი ფინჯანში. თქვენ სვამთ ამ სამყაროს უგემურ წყალს და ამბობთ რომ აქ არ არის სიტკბო. მაგრამ როგორ შეგიძლიათ მიიღოთ გემო? მხოლოდ როდესაც თქვენ აიღებთ გონიერების კოვზს, მოათავსებთ მას გულის ფინჯანში და მოურევთ გარჩევით წარმავალსა და მარადიულს შორის, მაშინ სიტკბო აავსებს.
სატია საი ბაბა
– ‘ჩემო ძვირფასო სტუდენტებო’, ტომი 2, თავი 7, 10 აპრილი, 2000.
13.03.2014
რა არის ‘სწავლის’ მიზანი? თქვენ უნდა ისწავლოთ რომ გახდეთ ურყევი. როდესაც თქვენ გაქვთ ურყევი ჭკუა, თქვენ შეძლებთ წარმატებას. თქვენმა ჭკუამ არ უნდა იმოძრაოს საათის ქანქარასავით. დააკვირდით იმას რომ ღმრთიური სიყვარული თქვენს გულში არის ურყევი. განათლების მიზანი უნდა იყოს არა მარტო თეორიული ცოდნის შეძენა არამედ მისი პრაქტიკული გამოყენება თქვენ ცხოვრებაში. თქვენი განათლება უნდა იყოს სიცოცხლისთვის და არა უბრალოდ ცხოვრებისთვის. ფრინველები და ცხოველები ატარებენ სიცოცხლეს ‘სწავლის’ გარეშე, მაგრამ თქვენმა განათლებამ შედეგად უნდა მოიტანოს თქვენში ძლიერი და კარგი ხასიათის განვითარება. ამ სიცოცხლეში, ყველაზე მაღალი რაც თქვენ უნდა გქონდეთ არის ღმერთისკენ სწრაფვა. ბევრი ადამიანი აგროვებს ინფორმაციას გაზეთებიდან და სხვა წყაროებიდან, ცდილობს გამოარკვიოს რა მოხდა გერმანიაში, აშშ-სა და ა.შ. ეს არის კარგი საცოდნელად, მაგრამ არ არის მნიშვნელოვანი. განათლების მიზანი უნდა იყოს თქვენი ჭკუის კონცენტრირება მაღალ იდეალებზე და არა უბრალოდ ბიბლიოთეკად გადაქცევაზე რომელიც არის ყველა სახის ფაქტების კომგლომერატი.
სატია საი ბაბა
– ღმრთიური საუბარი, ‘ჩემო ძვირფასო სტუდენტებო’, ტომი 2, თავი 7, 10 აპრილი, 2000.
14.03.2014
თქვენ ხშირად გსურთ რომ თქვენ იყოთ მშვიდად. სინამდვილეში ყველა არსებას უნდა მშვიდად ყოფნა, მაგრამ ბევრს არ აქვს იგი. ისინი ხედავენ მხოლოდ ნაწილებს ყველგან. თქვენ საიდან მიიღებთ მშვიდობას? ის არის სწორედ აქ, თქვენს შიგნით. შეავსეთ თქვენი გული მთლიანად სიყვარულით – შემდეგ თქვენ შეერწყმებით თქვენს გულში წარმოდგენილ მშვიდობაში. არ იარსებებს მღელვარება. მღელვარებიდან თავისუფალი ჭკუა გაჩუქებთ მშვიდობას თქვენ. რა არის ჭეშმარიტება? ყველაფერი რაც მოდის მოსიყვარულე გულიდან არის ჭეშმარიტება. რა არის უბიწოება (დჰარმა)? ყველა მოქმედება რომელიც წარმოიქმნება თქვენი გულის ბირთვიდან, ყველა მოქმედება შესრულებული უანგარო სიყვარულით არის დჰარმა. ჰრუდ+დაია=ჰრუდაია. სიყვარულმა და თანაგრძნობამ უნდა გამსჭვალოს თქვენი გული. გქონდეთ რწმენა რომ თქვენი გული არის თქვენი ტაძარი და არ არსებობს უფრო დიდი ტაძარი ვიდრე ეს. სინამდვილეში ეს არის მუდმივი და სუფთა ადგილი უფლისთვის, მხოლოდ თქვენ უნდა შეინახოთ ეს ამ სახით.
სატია საი ბაბა
– ღმრთიური საუბარი, ‘ჩემო ძვირფასო სტუდენტებო’, ტომი 2, თავი 7, 10 აპრილი, 2000.
15.03.2014
არა მუშაობით ან სიმდიდრით ან შთამომავლობით, არამედ მხოლოდ მსხვერპლით შეუძლია ადამიანს უკვდავების მიღწევა. ყველა წერილები ხსნის მსხვერპლგაღების ფასეულობას. გაიგეთ მისი შინაგანი მნიშვნელობა და აპრაქტიკეთ ის. ერთგულება არ უნდა შემოიფარგლოს ტაძრების მონახულებით და იქ ღმერთის მისალმებით. ერთგულება არსებობს ყველგან. თქვენ სადაც არ უნდა იჯდეთ, თქვენ შეგიძლიათ წარმოთქვათ უფლის სახელი. არ არსებობს ადგილი სიყვარულის გარეშე, სიყვარული არსებობს ყველგან. ზოგს უყვარს თავისი დედა ან მამა, სხვას თავისი ცოლი ან შვილი. არსებობს კიდევ სხვა, ვისაც უყვარს ღმერთი. მარტო ღმერთის შეყვარება არის ჭეშმარიტი ერთგულება. მიწიერი ადამიანისადმი სიყვარული უკეთეს შემთხვევაში შეიძლება იყოს ეგოური – არ არსებობს ადამიანი ვისაც უყვარს სხვა ადამიანი ეგოური მოსაზრების გარეშე. მარტო ღმერთს უყვარხართ თქვენ უანგაროდ, სანაცვლოდ რაიმეს მოლოდინის გარეშე. აქედან გამომდინარე, განივითარეთ ღმერთში რწმენა და მისი ერთგულება.
სატია საი ბაბა
– ღმრთიური საუბარი, `ჩემო ძვირფასო სტუდენტებო~, ტომი 3, თავი 2, 19 მარტი, 1998.
16.03.2014
გაიატრი არის ყველა წერილების (ვედების) დედა. ის ესწრება ყველგან სადაც მის სახელს მღერიან. ის არის დიდად ძლევამოსილი. გაიატრი არის ის, ვინც კვებავს ინდივიდუალურ არსებას. ის ჩუქნის სუფთა აზრებს მათზე ვინც თაყვანსცემს მას. ის არის ყველა ქალღმერთის განხორციელება. გაიატრი არის ჩვენი ნამდვილი სუნთქვა, გაიატრი არის ჩვენი რწმენა არსებობაში. გაიატრის აქვს ხუთი სახე, ეს არის სიცოცხლის ხუთი პრინციპი. მას აქვს ცხრა აღწერილობა, ეს არის ‘ომ, ბჰურ, ბჰუვაჰ, სუვაჰ, ტატ, სავიტურ, ვარენიამ, ბჰარგო, დევასია’. დედა გაიატრი კვებავს და იცავს ყველა არსებას და ის კანალიზებს ჩვენს გრძნობებს სწორი მიმართულებით. ‘დჰიიმაჰი’ ნიშნავს მედიტირებას. ჩვენ ველოცებით მას რომ შთაგვაგონოს კეთილგონიერება. ‘დჰიიო იონაჰ პრაჩოდაიატ’ – ჩვენ ვევედრებით მას რომ გვაჩუქოს ყველაფერი რაც ჩვენ გვჭირდება. ამგვარად გაიატრი არის სრული ლოცვა დაცვის, კვებისა და ბოლოს გათავისუფლებითვის.
სატია საი ბაბა
– ‘ჩემო ძვირფასო სტუდენტებო’, ტომი 3, თავი 2, 19 მარტი, 1998.
17.03.2014
ღმერთი არ იმყოფება რომელიმე უცხო მიწაზე; არ ეძებოთ ის სადმე – ის ცხოვრობს თქვენს საკუთარ სხეულში. ზუსტად ასევე ცოდვა არ არსებობს რომელიმე გარეთა ადგილზე. ორივე ცოდვაც და დამსახურებაც არსებობს თქვენს მოქმედებებში. ამიტომ შეასრულეთ კარგი მოქმედებები და ილაპარაკეთ კეთილი სიტყვები. თუ თქვენი თავშალი ვარდება ძირს და ვინმე იღებს მას თქვენთვის, თქვენ ეუბნებით მას ‘გმადლობ’, ეს ასე არ არის? ამგვარადვე თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი ენა ღმერთისადმი თქვენი მადლიერების გამოსახატად. ღმერთმა გვაჩუქა ჩვენ ბევრი შესანიშნავი ნივთი. მაგალითად, როდესაც წვიმს, არსებობს ბევრი წყალი მდინარე არხების, მდინარეების, საცავების და ა.შ. გავლით. ბუნების ყველა ფორმა – მიწა, ბგერა, წყალი, ჰაერი და ცეცხლი არის ღმერთის ფორმა. თქვენ უნდა გამოუხატოთ მათ თქვენი უდიდესი მადლიერება. არასდროს დაივიწყოთ სიკეთე გაკეთებული თქვენთვის სხვების მიერ – იყავით მადლიერი ადამიანი.
– ღმრთიური საუბარი, ‘ჩემო ძვირფასო სტუდენტებო’, ტომი 2, თავი 7, 10 აპრილი, 2000.
18.03.2014
ზოგიერთი ადამიანი კითხულობს, `თუ ჩვენ მთელ დროს ვილოცებთ ღმერთზე, მაშინ ვინ შეასრულებს ჩვენს სამუშაოს? ჩვენ როგორ ვამოქმედებთ ჩვენს ოჯახს?~ მე გიჩვენებთ თქვენ ყველაზე ადვილ გზას – აკეთეთ თქვენი სამუშაო, ფიქრით, რომ ეს სამუშაო ასევე ეკუთვნის ღმერთს. არ დააკავოთ თქვენი ჭკუა ფიქრით რომ ეს არის ‘ჩემი სამუშაო’. იფიქრეთ რომ ყველა მოქმედებას რომელსაც თქვენ აკეთებთ, თქვენ ასრულებთ ღმერთისთვის. მსხვერპლად მიიტანეთ ყველაფერი მის ტერფებთან. ირწმუნეთ და უთხარით თქვენთავს, `რასაც კი მე ვაკეთებ, მე ვაკეთებ ღმერთისადმი სიყვარულით~. მაშინ თქვენ არ დაგჭირდებათ უარის თქმა რაიმეზე. პირისპირ დაუდექით ყველა გამოცდას და შეასრულეთ თქვენი სამუშაო სრული ერთგულებითა და მიძღვნით. როდესაც თქვენ შეასრულებთ ყველა თქვენს სამუშაოს როგორც ღმერთის სამუშაოს, მაშინ თქვენ მიიღებთ ჯილდოს უფლებას. არასდროს იფიქროთ, `ეს არის ჩემი სამუშაო და ის არის ღმერთის სამუშაო~; ასეთი ფიქრი ჩამოგართმევთ თქვენ ჯილდოს უფლებას. შეიგნეთ რომ ყველაფერი არის ღმერთის სამუშაო.
– ‘ჩემო ძვირფასო სტუდენტებო’, ტომი 3, თავი 2, 19 მარტი, 1998.
19.03.2014
შეხედეთ ლამაზ შენობას. ეს რამდენად არის მყარი? მას აქვს კედლები რაზეც ეყრდნობა. მაგრამ რაზე ეყრდნობა ეს კედლები? მათ ქვეშ არის საძირკველი. კედლებს აქვს მყარად დგომის შემძლეობა იმიტომ რომ საძირკველი არის მყარი. რა სარგებლობა აქვს კედლებს და საძირკველს სახურავის გარეშე? თქვენ შეძლებთ იცხოვროთ საბინადროში, მხოლოდ მაშინ როდესაც მას აქვს სახურავი. ზუსტად ასევე, ცხოვრების ბედნიერად გასატარებლად და თვითშეცნობის მისაღწევად თქვენ უნდა გქონდეთ თავდაჯერებულობა როგორც საძირკველი, თვითკმაყოფილება როგორც კედლები და თავგანწირვა როგორც სახურავი. ასე რომ უპირველეს ყოვლისა განივითარეთ თავდაჯერებულობა. სადაც არსებობს რწმენა, იქ არის სიყვარული. სადაც არსებობს სიყვარული, იქ არის მშვიდობა. სადაც არსებობს მშვიდობა, იქ არის ჭეშმარიტება. სადაც არსებობს ჭეშმარიტება, იქ არის ნეტარება. სადაც არსებობს ნეტარება, იქ არის ღმერთი. და სადაც არსებობს ღმერთი, იქ არის ყველაფერი. არასოდეს დაივიწყოთ ეს პრინციპი და განივითარეთ თავდაჯერებულობა.
– ღმრთიური საუბარი, ‘ჩემო ძვირფასო სტუდენტებო’, ტომი 1, თავი7, 10 აპრილი, 2000.
20.03.2014
გოპები ცხოვრობდნენ თავიანთი ცხოვრებით, აკეთებდნენ ყველაფერს, როგორც ღმერთის სამუშაოს. ისინი დგებოდნენ ადრე დილით, და მღეროდნენ კრიშნას სახელს მაშინაც კი როდესაც ისინი ასხამდნენ აჭრილ რძეს ქოთანში. შემდეგ როდესაც ისინი იწყებდნენ აჭრილი რძის შედღვებას, ისინი განუწყვეტლივ წარმოთქვამდნენ უფალ კრიშნას ბევრ სახელს. კრიშნას სახელის სიმღერა იყო როგორც შრუტი (მუსიკალური გამა), მათი წკრიალა ჟღარუნები ხდებოდა რიტმი, დღვების ხმა იყო ბიჯი, და რასაც ისინი წარმოთქვამდნენ ხდებოდა თაფლიანი სიმღერა. საიდან მოდიოდა კარაქი რომელსაც ისინი დღვებდნენ? ის მოდიოდა აჭრილი რძიდან, თუმცა ის არ იყო ხილული დასაწყისში. სწორედ ისე როგორც ადამიანს შეუძლია მიიღოს კარაქი რძიდან, ძალისხმევით თქვენც აგრეთვე ვინც მოხვედით ღმერთიდან უნდა შეირწყმეთ მასში. გაიგეთ ეს პრინციპი კარგად და თქვენ შეძლებთ მის განცდას ნებისმიერ და ყოველ ადგილზე, ყოველთვის.
– ღმრთიური საუბარი, `ჩემო ძვირფასო სტუდენტებო~, ტომი 3, თავი 2, 19 მარტი, 1998.
21.03.2014
დრო და დრო თქვენი ჭკუა ხდება მაიმუნი, შეშლილი მაიმუნი, დახტის და ეჯახება ყველაფერზე. ამ დროს შეიძლება ძნელი იყოს თქვენი ჭკუის გაკონტროლება. ასეთ მომენტებში, უთხარით თქვენ თავს, `მე არ ვარ მაიმუნი; მე ვარ ‘კაცობრიობის’ ნაწილი.~ თქვენ შინაგანად უნდა გქონდეთ გულკეთილობა და იგი უნდა გამოამჟღავნოთ თქვენ შიგნიდან. განავითარეთ სიყვარული და გულკეთილობა. ყოველმა თქვენგანმა უნდა დაიწყოს დღე სიყვარულით და უნდა დაასრულოს დღე სიყვარულით. ეს არის გზა ღმერთისკენ. ყოველთვის იყავით ბედნიერი. არ უნდა იყოს ვინმე აბუსალათინის ზეთის სახით. თქვენ უნდა ატაროთ ცხოვრება ბედნიერად და უნდა იყოთ მხიარული ყოველთვის. არა მხოლოდ თქვენს დაბადების დღეზე უნდა იყოთ თქვენ ბედნიერი, თქვენ უნდა ატაროთ თქვენი ცხოვრება ბედნიერებაში ყოველთვის. როდესაც თქვენ გაქვთ სიყვარული ღმერთისადმი, თქვენ არ გააკეთებთ იმას რაც ღმერთს არ მოეწონება. ამგვარად, თქვენი სიცოცხლე იქნება ყოველთვის ბედნიერი. მიყევით ღმერთს, იცხოვრეთ სიყვარულსა და ჭეშმარიტებაში. მიშინ თქვენ მიაღწევთ ჭეშმარიტ ბედნიერებას და დატკბებით ნეტარებით.
– ღმრთიური საუბარი, ‘ჩემო ძვირფასო სტუდენტებო’, ტომი1, თავი 7, 10 აპრილი, 2000.
22.03.2014
მთელი ხილული სამყარო არის კოსმიური უნივერსიტეტი. დაბადებისას, ადამიანები არიან ცხოველთა მონათესავეები. შემდეგ, მშობლები ასწავლიან შვილებს როგორ განივითარონ თავიანთი ადამიანური უნარები. თუ მშობლები სათანადოდ არ გადაწყვეტენ ამ ამოცანას ბავშვი რჩება ცხოველად. ძველი ბრძენები და წმინდანები გრძნობდნენ რომ მარტო ადამიანური ხარისხების განვითარება არ იყო საკმარისი, და ამიტომ მოფიქრებული ჰქონდათ კულტურული წვრთნის (სამსკარას) სისტემა ბავშვის სულიერი განვითარებისთვის. რა არის სამსკარა? ეს არის პრაქტიკის სისტემა რითაც ადამიანში არსებული ცუდი მიდრეკილებები ამოიძირკვება და კარგი მიდრეკილებები ინერგება. ეს არის დანიშნული გარეგანი ხედვის მიდრეკილებების (პრავრიტის) გარდასაქმნელად შინაგანი ხედვის (ნივრიტის) მიდრეკილებებში. სამსკარა ასევე ხელს უწყობს ადამიანური ხარისხების განვითარებას და ადამიანში ყველა ცხოველური ბუნების გადმონაშთის მოსპობას.
– ღმრთიური საუბარი, ‘ჩემო ძვირფასო სტუდენტებო’, ტომი 2, თავი 8, 1989.
23.03.2014
ჩვენ ვფიქრობთ რომ ჩვენ ვართ სუსტები. ასეთნაირად ფიქრი არის დიდი შეცდომა. ჩვენ არ ვართ სუსტები. არ არსებობს სხვა ვინმე ვინც არის ისე ძლევამოსილი როგორც ადამიანის არსებაა. ძლევამოსილად არსებობის მიუხედავად ადამიანებს ეშინიათ ბევრი რამის. ისინი არიან შეწუხებული ან შეშინებული თუნდაც პატარა ავადმყოფობებისგან. რათ არის ეს შიში? რატომ არის ადამიანი შეშინებული? ეს არის დაკავშირებული თანდაყოლილ შეცდომასთან. თუ არ არსებობს შეცდომა ან შეცდომის დაშვება, ვერ იარსებებს შიში. ეს შეცდომა არის ფიქრში და მოქმედებაში ისეთნაირად რომ ‘ჩვენ ვართ სხეული’ – ჩვენ არ ვართ ეს სხეული. სხეული, ჭკუა, გრძნობები და გონიერება არის ინსტრუმენტები და თქვენ ხართ პატრონი. დაეუფლეთ თქვენს ჭკუას და გახდით მისი მმართველი. გაერკვიეთ თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და გაიგეთ და განცადეთ ჭეშმარიტება. გახდით პატრონი, შემდეგ თქვენ შეძლებთ შერწყმას ყველაფერში და ღმრთიურების განცდას.
სატია საი ბაბა
– ‘ჩემო ძვირფასო სტუდენტებო’, ტომი 3, თავი 2, 19 მარტი, 1998.
24.03.2014
ვერავითარი ობიექტი ვერ იქნება სიამოვნების მომგვრელი ტრანსფორმირებისა და დაწმენდის პროცესის (სამსკარას) გავლის გარეშე. ავიღოთ მაგალითად პადდი. ეს პადდი რომელიც გაიზარდა და მოიმკა მინდორში ვერ იქნება მოხმარებული ამ სახით. მისგან უნდა გამოირჩეს ბრინჯი გალეწვითა და განიავებით. მას შემდეგ რაც პროცესი დასრულდება ბუნებრივი პადდის ფასეულობა მნიშვნელოვნად იზრდება. ტრანსფორმირების პროცესი აქცევს საგანს უფრო მეტად სასარგებლოდ და ფასეულად. სასარგებლო ღირებულება ბამბის როდესაც მოიქსოვა და გარდაიქმნა ქსოვილად არის მნიშვნელოვნად მაღალი, ტრანსფორმირების პროცესის მადლით. ავიღოთ ოქროს მაგალითი. კვლავ ადგილი აქვს მისი ფასეულობის მნიშვნელოვან ზრდას როდესაც ის ტრანსფორმირდება მბრწყინავ ყვითელ მეტალად, ოქროს ბუნებრივი მადნიდან. ასეთი მაგალითების არსებობისას, რამდენად უფრო აუცილებელია ეს ადამიანისთვის რომ იყოს ტრანსფორმირებული?
სატია საი ბაბა
– ღმრთიური საუბარი, ‘ჩემო ძვირფასო სტუდენტებო’, ტომი 2, თავი 8, 15 ივნისი, 1989.
25.03.2014
მანამ სანამ თქვენ იმყოფებით ამ მსოფლიოში თქვენ უნდა ასრულოთ თქვენი მოვალეობები გულწრფელად. თქვენ პატივი უნდა სცეთ თქვენს მშობლებს და მასწავლებლებს, უნდა იზრუნოთ თქვენს მეუღლესა და შვილებზე. ეს არის თქვენი მოვალეობები რომლებიც უნდა შესრულდეს გულწრფელად. ხანდახან თქვენ შეიძლება ეურჩოთ სხვებს ღმერთის გულისთვის. ამაში არ არის არაფერი არასწორი, იმ პირობით თუ თქვენ ნამდვილად გაქვთ დანერგილი თქვენი ნათესაობა ღმრთიურთან. მიირა, პრაჰლადა, ბჰარატა, ისინი ყველა მიაბიჯებდა ამ გზით და არ ემორჩილებოდა მიწიერ ბრძანებებს ნამდვილი სიყვარულით ღმერთისადმი, ღმერთის გულისთვის. როდესაც თქვენ გყავთ ღმერთი თქვენს მხარეს, ვინც გაძლევთ ყველაფერს, რატომ უნდა შეწუხდეთ თქვენ კიდევ სხვა მიწიერ ასპექტებზე? თუ თქვენ გაქვთ სურვილების დაკმაყოფილების ხე, თქვენ რატომ უნდა წახვიდეთ კიდევ სადმე? არასდროს არ თქვათ უარი ღმერთზე. თქვენ უნდა იყოთ მზად ყველაფრის გასაკეთებლად მისთვის. თქვენი ყურადღება და გულის მთელი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული ღმერთის მიღწევისკენ.
სატია საი ბაბა
– ღმრთიური საუბარი, ‘ჩემო ძვირფასო სტუდენტებო’, ტომი 3, თავი 2, 19 მარტი, 1998.
26.03.2014
ადამიანის არსებები არიან ძალიან ძვირფასი ობიექტები უფლის ქმნილებაში. ისინი არიან გაცილებით მეტად ფასეული ვიდრე მთელი სიმდიდრე მსოფლიოში. სინამდვილეში კაცი არის ის ვინც ანიჭებს ფასს ყველა ობიექტზე. მაგრამ ჩვენ გვავიწყდება ამის აღიარება იმიტომ რომ ადამიანები იხიბლებიან მსოფლიოს ყველა ხილული საგნებით რაც განიცდება გრძნობებით, და არიან მათში არსებული სულის არმცოდნე. ამ მსოფლიოში რაიმეს შესაცნობად სამი რამ არის აუცილებელი – პირველი, გრძნობების დაპატრონება; მეორე ჭკუაზე კონტროლი; და მესამე სხეულის იდეალური ჯანმრთელობის შენარჩუნება. როდესაც სამივე რეკვიზიტი არის წარმოდგენილი, თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ მიზანს. ჩადეთ სათანადო ძალისხმევა და მიაღწიეთ ბევრ სიკეთეს ძალით რომელსაც თქვენ უკვე ფლობთ! არ დაკარგოთ ძალა, არ მიეცეთ გრძნობით სიამოვნებებს თვითკონტროლის გარეშე. ამ სამი რამით თქვენ შეგიძლიათ შეისრულოთ ყველაფერი.
– ღმრთიური საუბარი, ‘ჩემო ძვირფასო სტუდენტებო’, ტომი 2, თავი 8, 15 იანვარი, 1989.
სატია საი ბაბა
27.03.2014
არსებობს განუზომელი ძალა და დიდი ენერგია ჩვენს შიგნით. დღეს ჩვენ გვაქვს მრავალი თანამგზავრი რომლებიც მოძრაობს კოსმოსში. ვინ შექმნა ეს? ისინი არიან ჩვენი მეცნიერები. მათ როგორ მიაღწიეს ამას? ეს არის ძალის გამო რომელიც უკვე ვლინდება მათში. ისინი მუშაობდნენ ბეჯითად და დამატებით განივითარეს ეს უნარი თავისში, და შემდეგ ძალა მიზნის მისაღწევად გამოვლინდა. ზუსტად ასე თუ თქვენ განივითარებთ ამ ძალას ბეჯითი შრომის მეშვეობით, თქვენც შეძლებთ დიდი რამეების მიღწევას. ყოველ არსებაში არის სრული ღმრთიური ძალა. როგორ შეგიძლიათ თქვენ ამ ძალის გამოყენება ღმერთის მისაღწევად? დავუშვათ არსებობს წყლის პატარა წვეთი. როდესაც ეს არის მცხუნვარე მზის ქვეშ, ეს მომენტალურად ორთქლდება. თუმცა, თუ თქვენ ჩაასხამთ რამდენიმე წვეთ წყალს ზღვაში ეს შეერწყმება და გახდება ერთიანი ოკეანესთან. სწორედ ასე, ადეკვატური ძალისხმევით, თუ თქვენ კარგავთ თქვენს ინდივიდუალურ იდენტურობას უზენაესში, მაშინ თქვენ აგრეთვე შეირწყმებით მასში და გახდებით ერთიანი მასთან.
– ღმრთიური საუბარი, ‘ჩემო ძვირფასო სტუდენტებო’, ტომი 3, თავი 2, 19 მარტი, 1989.
სატია საი ბაბა
28.03.2014
როდესაც იმყოფებიან უმწეო მდგომარეობაში ადამიანები მოუწოდებენ ღმერთს კვნესით `ოჰ ღმერთო, შენ რატომ ჩამაგდე მე ამგვარ ტანჯვაში, მღელვარებასა და საწუხარში, და მცდი მე ამ სახით?~ ღმერთი ჩვენ არ გვაძლევს რაიმე სიამოვნებას ან ტკივილს. თქვენ რასაც კი გადიხართ არის თქვენი საკუთარი შექმნილი. ღმერთი არის სწორი ფოსტალიონი; ის გადმოგცემთ ყველა კონვერტს რომლებიც თქვენზეა დამისამართებული. ის გაბარებთ ყველაფერს – ბარათს, ფულად გზავნილს ან კონვერტს რაც დანიშნულია თქვენთვის. როგორიც არ უნდა იყოს შედეგი ან როგორი შედეგიც არ უნდა დადგეს თქვენზე მას არაფერი აქვს საერთო ფოსტალიონთან. იგივენაირად, ყველაფერი რასაც თქვენ განცდით არის შედეგი თქვენი საკუთარი მოქმედების. ეს არ არის მოცემული ღმერთის მიერ. არსებობს რაღაც ფუძემდებლური სიამოვნების და ტკივილის ირგვლივ. ეს ჩვენ ვართ ვისაც დამსახურებული გვაქვს ეს განსაცდელი დაფუძნებული ჩვენს მოქმედებებზე ამ ცხოვრებაში არ რომელიმე წინა ცხოვრებაში. გაჭირვების ჟამს ელოცეთ ღმერთს უანგაროდ წმინდა და სუფთა გულით მისი ‘სპეციალური წყალობისთვის’ თქვენს დასაცავად და დასახმარებლად.
სატია საი ბაბა
– ღმრთიური საუბარი, ‘ჩემო ძვირფასო სტუდენტებო’, ტომი 3, თავი 3, 30 ივნისი, 1996.
29.03.2014
ერთ სანკარანტის დღეს, რუკმინი, სატიაბჰამა, ჯამბავანი, გოპი ქალები, და დრაუპადი მათ შორის იყვნენ უფალ კრიშნასთან, მხიარულად ღეჭავდნენ შაქრის ლერწამს. კრიშნამ იმისთვის რომ შეემოწმებინა ისინი მოაჩვენა თითქოს მან გაიჭრა თითი. ღმერთი ყოველთვის ცდის თავის ერთგულებს. გამოცდა არაფერია ღმერთის გემოს გარდა. თუ ერთგული არის წარმატებული გამოცდაში, ის (კაცი/ქალი) იღებს ღმერთის უხვ წყალობას. ღმერთი არ ატარებს გამოცდას სიძულვილის ან მტრობის ნიშნად; ის ყოველთვის აკეთებს ამას ინტენსიური სიყვარულით და თანაგრძნობით. როგორც კი კრიშნამ თითი გაიჭრა, იქიდან დაიწყო სისხლდენა. სატიაბჰამამ თხოვა მოსამსახურეს სწრაფად მოეტანა ქსოვილის ნაჭერი. რუკმინი გაიქცა თვითონ. დრაუპადიმ დაინახა ეს და დაუყოვნებლად მოხია ნაჭერი თავისი საკუთარი სარიდან და შეუხვია უფალ კრიშნას თითი სისხლდენის შესაჩერებლად. ამის დამნახავმა რუკმინიმ და სატიაბჰავამ დაიმორცხვეს რომ მათი სიყვარული და მოქმედება ვერ უტოლდებოდა დრაუპადის სიყვარულს. მოგვიანებით უფალმა კრიშნამ აჩვენა უსასრულო მადლი როდესაც დრაუპადის ეს ძალიან სჭირდებოდა.
– ღმრთიური საუბარი, ‘ჩემო ძვირფასო სტუდენტებო’, ტომი 2, თავი 3, 30 ივნისი, 1996.
30.03.2014
განსხვავება რამასა და რავანას შორის შეიძლება გაგებული იყოს სამ გასაღებ ასპექტში. რამა ამჟღავნებდა შემდეგ დამახასიათებელ ნიშნებს: ის ხარობდა მთელი სამყაროს კეთილდღეობით (სარვა ლოკა ჰითჰე რათაჰ). ის იყო სიბრძნის ხორცშესხმა (სარვა ჯნანა სამპანნაჰ). ის იყო სავსე ყველა სათნოებით (სარვე სამუდითჰა გუნაიჰი). თქვენ უნდა შეისწავლოთ და უნდა აპრაქტიკოთ ეს მნიშვნელოვანი გაკვეთილი ამ მსოფლიოს კეთილდღეობისთვის. უფალი რამა ხელს უწყობდა ყველას კეთილდღეობას ჭეშმარიტების დაცვით და სწორი ყოფაქცევის მაგალითის ჩვენებით. მისი ცხოვრებიდან, ჩვენც უნდა გავიგოთ სიმართლის მიდევნის უდიდესი მნიშვნელობა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ყველა თქვენგანს გაქვთ ბევრი ლაპარაკის მიდრეკილება. ჩვენ უნდა შევასრულოთ დაპირება რომელსაც ვიძლევით და უნდა ვიცხოვროთ იმით რასაც ვლაპარაკობთ ან ვქადაგებთ. თვითონ გაანალიზეთ თქვენში რამდენად ჭეშმარიტია თქვენი ლაპარაკი. ჭეშმარიტების გარეშე ლაპარაკს ფასი არ აქვს.
– ‘ჩემო ძვირფასო სტუდენტებო’, ტომი 2, თავი 8, 15 ივნისი, 1989.
სატია საი ბაბა
31.03.2014
სცენაზე არის მრავალი ლამპიონი. ერთი მიტრიალებულია მხახიობზე მეფის როლში. მეორე ფოკუსირებულია მათხოვარზე. მესამე კაცზე რომელიც კითხულობს რამაიანას. მეოთხე ბრძოლის სცენაზე. აქ, სინათლეები თუმცა ანათებს სხვადასხვა სცენებს, ეს რჩება ხელშეუხებელი მსახიობთა ყოფაქცევით; ეს ლამპიონები მოწმობს უბრალოდ მოქმედებებს მაგრამ მათ ბრალი არ ედებათ იმის გამო რასაც მსახიობები აკეთებენ. მარტო პერსონაჟები ზიანდებიან იმით რასაც აკეთებენ. ამის მსგავსად დრო არის მოწმე რასაც ყოველი ადამიანი აკეთებს. ეს დრო თანაბრად ხელმისაწვდომია ყველასთვის. თქვენი უპირველესი მოვალეობაა გამოიყენოთ სწორად ეს დრო. ამ მიზნისთვის საჭირო არ არის რომ თქვენ დაელოდოთ ახალი წლის დაწყებას. ყოველი წამი არის დროის გაცხადება. წამი არის საფუძველი წლისთვის. ამიტომ ყოველი წამი უნდა იყოს აღსავსე მიზანმიმართული მოქმედებებით.
– ღმრთიური საუბარი, 27 მარტი, 1990.

სატია საი ბაბა