მარტი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 1 მარტი.
ჩვენ რატომ უნდა ავირჩიოთ შეგნებულად კარგი კომპანია, და რა არის ასეთი არჩევანის ეფექტი ჭკუაზე? ბჰაგავანი გვიხსნის ჩვენ დღეს საინტერესო მაგალითით.
ჭკუა, ბუნებით, არის სავსებით სუფთა. ეს არის მხოლოდ ცუდი კომპანიის გავლენის გამო რომ იგი ხდება ცოდვილი! მაგალითად, თუ თქვენ გაახვევთ ჟასმინის ყვავილებს გაზეთში, იგი შეიძენს ჟასმინის ყვავილების სურნელს. იგივენაირად, თუ მასში პაკოდას (ინდურ ქონდარს) შეახვევთ, იგი გამოუშვებს პაკოდას სურნელს. გაზეთს თავის საკუთრივ არ აქვს რამე სუნი. რა ნივთიც არის მასში შეხვეული, იგი შეიძენს მის სურნელს. მსგავსად, თუ ჭკუა მიჰყვება კეთილშობილ გზას და თქვენ აკავშირებთ ჭკუას ყველაფერ კარგთან, მაშინ ჭკუაც გახდება კარგი. რა არის კეთილშობილი გზა? რამდენად კეთილშობილი გახდება ჭკუა როცა იგი არის დაკავშირებული წმინდა გრძნობებთან, კარგ აზრებთან, კეთილშობილ ქცევასთან, კარგ კომპანიასთან, სულიერ საქმიანობასთან, მორალურ ფასეულობებთან და უბიწო ქმედებებთან? მეორეს მხრივ, როცა იგი არის დაკავშირებული ცოდვილ ხარისხებთან, ცოდვილ აზრებთან, ბოროტ კომპანიასთან და ცუდ ქცევასთან, იგი ხდება უკიდურესად ცოდვილი. სინამდვილეში, იგი ხდება დემონიკი! არ არსებობს რამე კარგი ან ცუდი ჭკუაში თვით. მხოლოდ კარგი ან ცუდი გავლენების გამო ხდება იგი კარგი ან ცუდი. თუ თქვენ გსურთ თქვენი ჭკუა იყოს კარგი, თქვენ უნდა დააკავშიროთ საკუთარი თავი კარგ კომპანიასთან!
– ღმერთის საუბარი, 1996 წლის 23 ივნისი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 2 მარტი.
რა არის ადამიანის ტანის ჭეშმარიტი როლი და სწორად გამოყენება? ბჰაგავანი ნათლად გვიხსნის და გვხელმძღვანელობს ჩვენ დღეს.
ტანს არ აქვს დისკრიმინების ან ცოდნის რამე ძალა; მხოლოდ ჭკუას და გონებას აქვს დისკრიმინება (ვივეკა), ცოდნა და ძალა. დღეს ადამიანები არ იყენებენ ფუნდამენტურ დისკრიმინებას. მათ აქვთ მხოლოდ ეგოობა, ეგოობა და ეგოობა. ისინი იყენებენ თავიანთ გონებას მისაღწევად იმის რაც არის კარგი მათთვის მხოლოდ, საზოგადოების სიკეთეზე ყურადღების მიუქცევლად. ამ გზით, ისინი იყენებენ ტანს არასწორად. ისინი არ იყენებენ მას იმ გზის მისადევნად რასაც მიყავს განათლებამდე. თუ თქვენ ჩაყრით ხორბალს ფქვილის წისქვილში, თქვენ მიიღებთ ხორბლის ფქვილს. თუ თქვენ ჩაყარით ბრინჯს, თქვენ მიიღებთ ბრინჯის ფქვილს. მაგრამ თუ თქვენ ჩაყრით საჭმელს ტანში, მხოლოდ ფეკალური მასა გამოდის გარეთ. თუ თქვენ ინახავთ მწნილს ქილაში, ის ინახება გაუფუჭებლად ერთი წლის განმავლობაში. თუ თქვენ ჩადებთ მწნილს ტანში იგი დაიშლება მოკლე დროში. ტანის ბუნება არის ასეთი. მაგრამ ტანი აუცილებელია ადამიანისთვის მაღალი იდეალების მისაღწევად. ასე რომ, სიცოცხლის მიზნის მისაღწევად, ადამიანმა უნდა მიუძღვნას ტანი ღმერთს. ადამიანმა უნდა დააყენოს ტანი სწორ გზაზე და გაბრწყინდეს როგორც სამაგალითო ადამიანის არსება.
– ღმერთის საუბარი, 1997 წლის 26 აპრილი


ბაბა