მარტი

1.03.2013
`გუ~ დაწერილი სიტყვაში გურუ ნიშნავს გუნათჰიითჰა – მას ვისაც აქვს გადაბიჯებული საზღვრები სამი ხარისხის: უმეცრების (თჰამასის), ვნების (რაჯასის) და სათნოების (სათჰვის) და დაწერილი `რუ~ ნიშნავს მას ვინც არის რუუპა ვარჯითჰა (ფორმის მიღმა). გურუ ანგრევს ილუზიას და ღვრის სინათლეს. მისი დასწრება არის მუდამ ცივი და დამამშვიდებელი. ის მოდის ადამიანების შესახსენებლად რომ მათ დაივიწყეს რომ მათ დაკარგეს ყველაზე ძვირფასი ნაწილი თავის შიგნით და ჯერ კიდევ არაფერი იციან მის შესახებ! ის არის მკურნალი ექიმი ავადმყოფობის რომელსაც მოაქვს განმეორებადი ტანჯვა დაბადებიდან და სიკვდილამდე. ის არის მცოდნე წამლობის რომელიც საჭიროა განსაკურნად. თუ თქვენ ჯერ კიდევ არ გყავთ ნაშოვნი ასეთი გურუ, ელოცეთ თვით უფალს გაჩვენოთ გზა და ის ყოველგვარ ეჭვს გარეშე მოვა თქვენს გადასარჩენად!
2.03.2013
ღმრთიურება არის ის რაც შთააგონებს, ამოქმედებს, ხელმძღვანელობს და ასრულებს ცხოვრებას ყოველი არსების, როგორი მარტივი ან რთულიც არ უნდა იყოს ის! ატომიდან მსოფლიომდე ყოველი ცალკეული ცოცხალი არსება მიედინება სწრაფად ნეტარების ზღვაში შესარწყმელად. არასდროს დაივიწყოთ რომ ყოველი თქვენთაგანი არის სათჰ-ჩითჰ-ანანდა სვარუპა (არსებობა-შეგნება-ნეტარების განხორციელება) – მხოლოდ თქვენ არ იცით ამის შესახებ და წარმოიდგენთ თქვენს თავს შემოსაზღვრულად ამ ფორმაში და მის შეზღუდვებში! ეს არის მითი რომელიც უნდა დაიმსხვრეს, იმიტომ რომ თქვენი ღმრთიური ცხოვრება დაიწყოს. ღმრთიური ცხოვრების გატარება მდგომარეობს ჭეშმარიტების, სიყვარულის და არაძალადობის (სათჰია, პრემა და აჰიმსას) პრაქტიკაში. რადგან ყველა არის იგივე ღმრთიური მე-ს ნაწილი, ყველა უნდა იყოს საყვარელი როგორც საკუთარი თავი, შიშისა და სიცრუის გარეშე. როდესაც ყველა არის ერთი ჩვენ რატომ უნდა დავაზიანოთ სხვა, ვინც არის ნაწილი იგივე ღმრთიური არსების?
3.03.2013
მსოფლიო არის აშენებული თვით გრძნობითი სამყაროს ქვიშის საძირკველზე. ადამიანები დღეს იტანჯებიან მსგავსად მაიმუნის რომელიც ვერ იღებს თავის ხელს ქოთნის ვიწრო ყელიდან იმიტომ რომ მას ჩაბოჭილი აქვს თავის მუჭაში მიწის თხილი, რომელსაც შეიცავს ქოთანი. მათ არ აქვთ მიდრეკილება თავისი დაჭერის გათავისუფლებისკენ ჩაბოჭილი სასიამოვნო საქმეებისგან, რომელიც მათ აქვთ დაპყრობილი მსოფლიოდან. როდესაც ადამიანები არ ათავსებენ რწმენას თავისში, მაგრამ მისდევენ მარტო თავიანთ გრძნობებს, საშიშროების სიგნალი მაღლდება! ადამიანები ჩაებღაუჭნენ ცრუ რწმენას რომ დაგროვება მატერიალური ქონების უზრუნველყოფს მათ სიხარულით და მშვიდობით. ღმრთიურ სიყვარულს მარტო შეუძლია მოგცეთ თქვენ მარადიული სიხარული. ღმრთიური სიყვარული მარტო მოგაცილებთ რისხვას, შურს და სიძულვილს.
4.03.2013
ყოველი ცდა ერთობის შესაცნობად ყოველგვარი მრავალსახეობის უკან არის ნაბიჯი ღმრთიური ცხოვრების გზაზე. თქვენ უნდა შედღვიბოთ რძე თუ გსურთ გამოყოთ და გამოავლინოთ კარაქი რომელიც არის მასში. ასევე განაგრძეთ ცხოვრება და გაწმენდა თქვენი აზრების და მოქმედებების იმისთვის რომ მიიღოთ ურყევი რწმენა. ღმრთიური ცხოვრება არ უშვებს უმნიშვნელო წიდას ხასიათში ან მცდარობას გონიერებაში. ადამიანებმა რომლებიც მიეძღვნენ ღმრთიურ სიცოცხლეს უნდა ყურადღება გაამახვილონ ამაზე მცნებით და პრაქტიკით. გაწმინდეთ ძირითადი მიზეზი მღელვარების, შიშის და უვიცობის, თუ ასეთი არის თქვენში. მაშინ თქვენი ჭეშმარიტი პიროვნება გაბრწყინდება ამ დროიდან. მღელვარება მოგცილდებათ რწმენით უფალში, რწმენით რომელიც გეუბნებათ თქვენ რომ რაც კი ხდება არის უკეთესობისკენ და რომ უფლის ნება უნდა შესრულდეს. დარდი წარმოიშვება ეგოურობიდან, გრძნობიდან რომ თქვენ არ იმსახურებთ მოპყრობას ასე ცუდად, რომ თქვენ ხართ მიტოვებული უმწეოდ. დარდი ქრება როდესაც ეგოურობა მიდის!
5.03.2013
თქვენ არც კი გჭირდებათ გიიტას და უპანიშადების წაკითხვა. თქვენ მოისმენთ გიიტას სპეციალურად განკუთვნილს თქვენთვის თუ თქვენ მოუხმობთ უფალს მყოფს თქვენს საკუთარ გულში. ის დაყენებულია იქ, როგორც თქვენი საკუთარი მეეტლე.. ჰკითხეთ მას და ის გიპასუხებთ. იქონიეთ უფლის ფორმა თქვენს წინ როდესაც თქვენ ჯდებით მშვიდად მედიტირების ადგილზე და გაქვთ მისი სახელი – ესე იგი, ნებისმიერი სახელი როდესაც თქვენ აკეთებთ ჯაფას (ღმრთიური სახელის გამეორებას). თუ თქვენ აკეთებთ ჯაფას, ფორმის გარეშე თქვენს წინ, ვინ იქნება პასუხის გამცემი? თქვენ არ შეგიძლიათ ილაპარაკოთ გაუთავებლად თქვენთვის. უფლის ფორმა რომელსაც თქვენ მოუხმობთ მოგისმენთ და გიპასუხებთ თქვენ. ყველა მღელვარება უნდა შეწყდეს ერთ დღეს, ასე არ არის? უფლის ფორმაზე მედიტირება და მისი სახელის გამეორება დანიშნულია თქვენი გონებრივი მღელვარების შეწყვეტისთვის.
6.03.2013
ერთხელ მე ვკითხე რამდენიმე ადამიანს ამგვარად, რა უნდათ რომ იყვნენ უფლის ხელში. ზოგმა თქვა რომ ლოტოსი, ზოგმა შანკჰა (ნიჟარა) და ზოგმა ჩაკრა (დისკო), მაგრამ არავინ არ ახსენა მურალი (ფლეიტა). მე გირჩევდით თქვენ ესწრაფოთ გახდეთ ფლეიტა, ვინაიდან მაშინ უფალი თვითონ მოვა თქვენთან და შეგარჩევთ თქვენ. მიაღწიეთ გულის სიცარიელეს მისი გადაქცევით ეგოს მოკლებულად. მაშინ უფალი ისუნთქებს თქვენი გავლით და შექმნის მომაჯადოებელ მუსიკას მთელი ქმნილების საამებლად. იყავით გულწრფელი, თქვენი საკუთარი რაიმე ნების გარეშე და შეაერთეთ თქვენი ნება ღმერთის ნებაში. ჩაისუნთქეთ მხოლოდ ღმერთის დაბერვა. ესე იგი ღმრთიური ცხოვრება, მიზანი რომელსაც თქვენ მთლიანად უნდა მიაღწიოთ.
7.03.2013
განვიხილოთ კინოს მაგალითი; ეკრანზე ჩვენ ვხედავთ მდინარეები წყალდიდობაში როგორ შთანთქავს მთლიანად მიმდებარე მიწებს. თუმცა სცენა სავსეა დამტბორავი წყლებით ეკრანი არ სველდება წყლის ერთი წვეთითაც კი. სხვა დროს იგივე ეკრანზე ჩვენ ვხედავთ ვულკანის ამოფრქვევას ცეცხლით, მაგრამ ეკრანი არ იწვება. ეკრანი რომელიც უზრუნველყოფს საფუძველს ყველა ამ სურათებისთვის არ ზიანდება ამ ნებისმიერით. ამის მსგავსად კაცის ცხოვრებაში, კარგი ან ცუდი, სიხარული ან დარდი, დაბადება ან სიკვდილი მოვა და წავა, მაგრამ ეს არ აზიანებს სულს (ატმას). სიცოცხლის კინოში, ეკრანი არის სული (ატმა). ის არის შივა, ის არის შანკარა, ის არის ღმრთიურება. როდესაც ადამიანი გაიგებს ამ პრინციპებს, ადამიანს ექნება შეძლება გაიგოს, ტკბობა და იპოვოს განხორციელება სიცოცხლეში.
8.03.2013
ყველაზე დიდი მნიშვნელობის მიზეზი მონობისთვის არის ჭკუისთვის ძალიან დიდი თავისუფლების მიცემა. მაგალითად, როდესაც ცხოველი დაბმული არის ბოძზე ის ვერ წავა სხვა ადგილზე. ის უძლური იქნება აჩვენოს რისხვა ან ძალადობა ან დააზიანოს რომელიმე ადამიანი. მაგრამ თუ ის არის გაშვებული, მაშინ მას შეუძლია გადაადგილდეს სხვადასხვა ველებზე, გაანადგუროს ნათესები და გამოიწვიოს დანაკარგი და ზიანი სხვებისთვის. ის ასევე შეიძლება სცემონ კიდეც მის მიერ მიყენებული ზიანისთვის. სწორედ ასევე თუ თქვენ შეაბრუნებთ თქვენს ჭკუას მსოფლიოს საგნებისკენ, ის დაეცემა ცხოველურ ან თუნდაც დემონურ ბუნებამდე. იგივე ჭკუას შეუძლია თქვენი ამაღლება ადამიანის დონიდან ღმრთიურ დონემდე. ამიტომ მართეთ თქვენი ჭკუა დისციპლინის გარკვეული წესების მიდევნებით. ასე მოქცევით თქვენ არ აცდებით გზიდან და შეძლებთ შეინარჩუნოთ კარგი სახელი და ატაროთ ბედნიერი და სასარგებლო ცხოვრება.
9.03.2013
თუ არსებობს ძირმაგარა სხეულზე, ჩვენ ვადებთ მალამოს მასზე და ვფარავთ სახვევით ვიდრე მთელი ჭრილობა არ განიკურნება. თუ თქვენ არ დაადებთ მალამოს და დაიხვევთ ბინტს ამ ძირმაგარის ირგვლივ, ეს შეიძლება გახდეს სეპტიკური და შეიძლება გამოიწვიოს დიდი ზიანი მოგვიანებით. ახლა და შემდეგ ჩვენ ვასუფთავებთ მას წყლით, ვადებთ მალამოს კვლავ და ვახვევთ მასზე ახალ ბინტს. იგივე სახით ჩვენს ცხოვრებაში არსებობს ძირმაგარა რომელიც ამოდის სხეულზე ფორმაში ‘მე, მე, მე..’. თუ თქვენ გსურთ ნამდვილად განკურნოთ ეს ძირმაგარა, თქვენ უნდა დაიბანოთ ის ყოველდღე სიყვარულის წყლით, დაადოთ მასზე რწმენის მალამო და დაახვიოთ მის ირგვლივ თავმდაბლობის ბინტი. თავმდაბლობის ბინტი, რწმენის მალამო და სიყვარულის წყალი განკურნავს ავადმყოფობას რომელმაც ამოხეთქა ამ ‘მე’-ს ძირმაგარით.
10.03.2013 შივარათჰრი
შივარათჰრი არის დღე როდესაც თქვენ უნდა დაამყაროთ მეგობრობა ჭკუასა და ღმერთს შორის. შივარათჰრი ამცნობს ადამიანს რომ ერთიდაიგივე ღმრთიურება არის ყოვლისმომცველი და ყველგან მყოფი. ნათქვამია რომ შივა ცხოვრობს კაილასში. მაგრამ სად არის კაილასა? კაილასა არის ჩვენი საკუთარი სიხარული და ნეტარება. ეს ნიშნავს რომ უფალი ცხოვრობს სიხარულის, ნეტარებისა და სიამოვნების კაილასაში. თუ თქვენ შეძლებთ განავითაროთ ეს სიხარულისა და სიამოვნების გრძნობა ჩვენს ცნობიერებაში, მაშინ თქვენი გული თავისთავად არის კაილასა სადაც შივა ცხოვრობს. როგორ შეუძლია ადამიანს ამ სიხარულის მიღება? სიხარული მოდის და რჩება თქვენთან მაშინ როდესაც თქვენ ანვითარებთ სისუფთავეს, სიმყარეს და სიწმინდეს. არ არსებობს სარგებლობა წელიწადში ერთჯერ შივარათჰრის თვალისდევნებაში. ყოველ წუთს, ყოველ დღე, ყოველ ღამე თქვენ უნდა იფიქროთ ღმრთიურებაზე და აკურთხოთ თქვენი დრო, იმიტომ რომ თვით დროის პრინციპი არის შივა.
11.03.2013
ერთი შეხედვით ყველა გვეჩვენება ერთგულად, მაგრამ ინდივიდები განსხვავებულად პასუხობენ სხვადასხვა გარემოებაზე. თუ თქვენ დადებთ რკინის ბურთულას და გამხმარ ფოთოლს გვერდი-გვერდ, როდესაც არ არის ქარი, ორივე იქნება Uურყევი და მყარი. მაგრამ როდესაც არის ნიავი მშრალი ფოთოლი მოხვდება მრავალი მილის მოშორებით. რკინის ბურთულა დარჩება მაგარი და უძრავი. თუ ადამიანს აქვს ჭეშმარიტი სიყვარული და მტკიცე რწმენა ღმერთში, ის იქნება რკინის ბურთულის მსგავსი, მყარი და მშვიდი. თუ ადამიანი გარბის შორს სირთულეებისა და პრობლემების გამო, ფარსია უწოდოთ ასეთ პიროვნებას ერთგული. თქვენ უნდა განავითაროთ სუფთა და მტკიცე სიყვარული და რწმენა.
12.03.2013
თქვენ არც კი გჭირდებათ გიიტას და უპანიშადების წაკითხვა. თქვენ მოისმენთ გიიტას სპეციალურად განკუთვნილს თქვენთვის თუ თქვენ მოუხმობთ უფალს მყოფს თქვენს საკუთარ გულში. ის დაყენებულია იქ, როგორც თქვენი საკუთარი მეეტლე.. ჰკითხეთ მას და ის გიპასუხებთ. იქონიეთ უფლის ფორმა თქვენს წინ როდესაც თქვენ ჯდებით მშვიდად მედიტირების ადგილზე და გაქვთ მისი სახელი – ესე იგი, ნებისმიერი სახელი როდესაც თქვენ აკეთებთ ჯაფას (ღმრთიური სახელის გამეორებას). თუ თქვენ აკეთებთ ჯაფას, ფორმის გარეშე თქვენს წინ, ვინ იქნება პასუხის გამცემი? თქვენ არ შეგიძლიათ ილაპარაკოთ გაუთავებლად თქვენთვის. უფლის ფორმა რომელსაც თქვენ მოუხმობთ მოგისმენთ და გიპასუხებთ თქვენ. ყველა მღელვარება უნდა შეწყდეს ერთ დღეს, ასე არ არის? უფლის ფორმაზე მედიტირება და მისი სახელის გამეორება დანიშნულია თქვენი გონებრივი მღელვარების შეწყვეტისთვის.
13.03.2013
მეზღვაური იყენებს თავის კომპასს სწორად სამოგზაუროდ დაბნელებული შტორმის ღრუბლებსა და გაცოფებულ ტალღებში. როდესაც ადამიანი არის შემუსვრული სასოწარკვეთილების ღრუბლების სიბნელით და ცოფდება დაუცხრომელი სურვილების შეცბუნებით, მას აგრეთვე, აქვს კომპასი რომელიც აჩვენებს მას მიმართულებას რომელიც მან უნდა აიღოს. ეს კომპასი არის საზოგადოება დანიშნული სულიერი დისციპლინის გავრცელებისთვის. ვიდრე ადამიანი არის მოხიბლული გარეგანი ბუნებით ის ვერ გაექცევა დარტყმებს სიხარულის და დარდის, მოგების და წაგების, ბედნიერების და უბედურების. მაგრამ თუ ის არის მოხიბლული ღმერთის დიდებით მის შიგნით ისევე როგორც ბუნების შიგნით, მას შეუძლია იყოს ამ ორობითობის მაღლა და მიღმა და იყოს სრულყოფილ სიმშვიდეში.
14.03.2013
უდიდესი დეფექტი დღეს არის არ არსებობა თვითგამოკვლევის (აათჰმა ვიჩარას), რომელიც არის ძირითადი მიზეზი ყველა მოუსვენრობის. თუ თქვენ ხართ დიდად მოწადინებული რომ იცოდეთ ჭეშმარიტება თქვენს შესახებ, თქვენ არასდროს არ ასცდებით გზიდან.. ყველა ქოთანი გაკეთებულია თიხისგან, ყველა სამკაული – ოქროსგან და ყველა სამოსელი – ქსოვილისგან. აქ, მიუხედავად იმისა რომ თქვენ ხედავთ ასე ბევრ მრავალფეროვნებას, არსებობს ერთობა. ყველას ძირითადი ნივთიერება არის უზენაესი მე (ბრაჰმანი). ეს არის თქვენი საფუძველიც აგრეთვე! ზუსტად ისე როგორც მდინარის დინება რეგულირდება მიწაყრილით და გადმოსული წყალი მიემართება ზღვისკენ, ასე აგრეთვე უპანიშადები არეგულირებს და ზღუდავს გრძნობებს, ჭკუას და გონებას, თქვენს დასახმარებლად რომ მიაღწიოთ ღმრთიურებას და ინდივიდის შერწყმას აბსოლუტში. რუკის ან მეგზური წიგნის დათვალიერება ვერ მოგცემთ თქვენ ფაქტიური მონახულების სიხარულის ნაწილსაც კი! წერილები არის მხოლოდ რუკა და მეგზური წიგნი. იმოქმედეთ შესაბამისად და განცადეთ ნეტარება.
15.03.2013
ღმერთის სახელის გამეორება (ჯაფამ) და მედიტირება (დჰიანა) არის საშუალება რომლითაც თქვენ შეგიძლიათ დააჩქროთ ღმრთიური წყალობის კონკრეტირება, სახელსა და ფორმაში რომლისთვისაც თქვენ იტანჯებით. უფალს აქვს და თავისზე იღებს ფორმას რომელსაც თქვენ ირჩევთ, სახელს რომელსაც თქვენ წარმოსახავთ და გზას რომელიც თქვენ გსურთ მისკენ რომ იყოს. ამიტომ არ შეცვალოთ სახელი და ფორმა თქვენი თაყვანისცემის შუა გზაზე; არამედ აირჩიეთ და გამყარდით ერთზე რომელიც მოგწონთ ყველაზე უფრო, როგორ სირთულესაც არ უნდა შეეჯახოთ თქვენ და როგორ დიდხანსაც არ უნდა მიიღოთ ის! ყველა მღელვარება უნდა შეწყდეს ერთ დღეს, ასე არ არის? დჰიანა ფორმის და ჯაფამ სახელის – ეს არის მხოლოდ საშუალება ამ ამოცანისთვის.
16.03.2013
თქვენ ყველა ხართ მომლოცველები, მიმავალი მიზნისკენ მოქმედებათა ამ ველზე (კარმაჯკშეტრაზე) – უბიწოების ველზე (დჰარმაკშეტრაზე). ლიტერატორი ადამიანები, პოეტები და მასწავლებლები ვინც მიგმართავთ თქვენ, ყველა არის მეგზური რომელიც გეხმარებათ გზაზე, მაგრამ გზა უნდა იყოს დაბიჯებული თქვენს მიერ ყოველ მის დუიმზე. `კავინ პურანაამ ანუსაასითჰარამ~ წერილები აცხადებს რომ კავი (პოეტი ან სწავლული ადამიანი) დებს სწორი ქცევის წესებს ადამიანთა წინაშე და აფრთხილებს მათ როდესაც ისინი სცდებიან გზიდან. ეს პიროვნებები უნდა იყვნენ ასევე ძალიან ფრთხილად რომ მათ თვითონ არ აებნეთ გზა მაშინ როდესაც ასწავლიან სწორ გზას. სწავლულები არიან ისინი ვისაც აქვს კეთილშობილური ხედვა, ვისი როლიც არის ღმერთის განმარტება სასარგებლოდ ყველასთვის ერთად და თითოეული ადამიანისთვის ცალ-ცალკე. ისინი არ უნდა გატაცდნენ უაზრო საუბრებით ან ნაკლებად მნიშნელოვენ თემებზე წერით.
17.03.2013
როდესაც თქვენ სწავლობთ ველოსიპედის ტარებას თქვენ ვერ მიიღებთ წონასწორობის დაცვის ჩვევას უცბადვე. თქვენ ბიძგს აძლევთ ველოსიპედით მოძრაობას უვნებელ და გაშლილ ადგილზე ერთ ფეხზე ხტომით და შეხტომით. იხრებით ხან ერთ და ხან მეორე მხარეს და ბევრს ცდილობთ რომ მიიღოთ წონასწორობა. ერთხელაც თქვენ იღებთ ჩვევას და თქვენ არასდროს აღარც კი ფიქრობთ ან წუხხართ წონასწორობის დაცვაზე. თქვენ ავტომატურად აკეთებთ საჭირო კორექტირებებს. ახლა თქვენ შეგიძლიათ გასეირნება ვიწრო ქუჩებსა და ბილიკებზე, და თუნდაც გავსებულ ხეივნებში – თქვენ მეტად აღარ გჭირდებათ ფართე, უვნებელი, ღია მოედნები! ამგვარადვე, მარტო პრაქტიკა მოგცემთ თქვენ აღჭურვას ღრმა კონცენტრირებით, რომელიც მოგეშველებათ თქვენ თუნდაც თქვენს ყველაზე ძნელ მდგომარეობაში. ამიტომ, თქვენ არ დადარდიანდეთ იმის გამო რომ თქვენ არ ხართ უნარიანი კონცენტრირდეთ ლოცვაზე ან მედიტირდეთ ხანგრძლივად. ეს არის მხოლოდ დასაწყისი!
18.03.2013
მერწმუნეთ მე თქვენი ბუნება არის სათჰ-ჩითჰ-ანანდა (არსებობა, ცნობიერება და აბსოლუტური ნეტარება). ეს არის მიზეზი რომ თქვენ იქცევით ისე როგორც იქცევით. თქვენ გსურთ რომ არსებობდეთ ყოველთვის; თქვენ ტკბებით სიცოცხლით და თავს არიდებთ ყოველგვარ საუბრებს თქვენი საკუთარი სიკვდილის შესახებ. ეს არის საკმარისი დამამტკიცებელი საბუთი დასკვნისთვის რომ თქვენ ხართ სინამდვილე არსში (სათჰ-სვარუპა). შემდეგ, კვლავ, თქვენ ხართ სავსე გაკვირვებით და ცნობისმოყვარეობით და სურვილით იცოდეთ სამყარო თქვენს ირგვლივ. თქვენ კითხულობთ განუწყვეტლივ რა, რატომ, როგორ და როდის ყველაფერზე ერთად და თითოეულზე ცალ-ცალკე. ეს არის კარნახი მოცემული შეგნებით (ჩითჰ). ბოლოს და ბოლოს თქვენ ყოველთვის ეძებთ სიხარულს და თავს არიდებთ მწუხარებას. ეს არის თქვენი ბუნება ასე მოქცევა, ვინაიდან თქვენ ხართ არსით ნეტარება. როდესაც ვინმე გეკითხებათ თქვენ, `როგორ ბრძანდებით?~ და თქვენ პასუხობთ, `სრულიად კარგად, გმადლობ,~ ის არ ჩერდება საკითხავად თქვენ რატომ ხართ კარგად. ეს არის მაშინ როდესაც თქვენ პასუხობთ რომ ხართ ცუდად, თქვენ უფრო შორს გეკითხებიან აღელვებით. `კარგად-მყოფობა~ არის ბუნებრივი; `ავადმყოფობა~ არაბუნებრივი! შფოთვა გამოწვეულია არაბუნებრივით. ასე რომ, არსში თქვენ ხართ ბედნიერება.
19.03.2013
თქვენ გაქვთ სრული თავისუფლება სახელისა და ფორმის არჩევაში რომელიც გაძლევთ საჭირო ხალისს. როდესაც თქვენ ჯდებით მედიტირებისთვის, მღერით სიმღერებს ღმერთის დიდებაზე, ისე რომ გაფანტული აზრების შეგროვება იყოს შესაძლებელი. შემდეგ თქვენი ფოკუსირება უფალზე ძლიერდება. მედიტირების დროს გონება ხშირად მირბის შემდეგ რაღაცაზე კიდევ, ის ადგება კიდევ სხვა გზას! თქვენ გაქვთ შემაერთებელი რომ შტეფსელის როზეტში ნამდვილად სწრაფად ჩაერთოთ თქვენი საყვარელი უფლის სახელისა და ფორმის გახსენებით. ნახავთ რომ უფლისკენ მიმართული აზრების ნაკადი არც კი წყდება. არ დაანებოთ ჭკუას რომ გავიდეს –ერთ მხარეს სახელის და მეორე მხარეს ფორმის ტყუპისცალი საზღვრების გარეთ! ამგვარად თქვენ შეგიძლიათ ადვილად მოათვინიეროთ თქვენი ჭკუა.
20.03.2013
თქვენ უნდა იყოთ თავმდაბალი მაგრამ ძლიერი რომ წინააღმდეგობა გაუწიოთ ცდუნებას. არ დანებდეთ როგორც მხდალი გრძნობების ეშმაკის ინსინუაციებს (შემპარველობას). არ დახარჯოთ მთელი თქვენი დრო მუშაობაში ინფორმაციის შესაგროვებლად და უნარების შესაძენად რომელიც მოგცემთ თქვენ შემოსავალს რომლითაც თქვენ შეძლებთ ცხოვრებას. ის უნდა ასევე გამოყენებული იყოს ხელოვნების შესაძენად რომელიც უზრუნველყოფს კმაყოფილად და დამშვიდებულად, თავშეკავებულად და მამაცურად ყოფნას. ასევე გაზარდეთ სურვილი მსოფლიოს და თქვენი საკუთარი თავის შესახებ ჭეშმარიტების ცოდნის მისაღებად. თქვენი სიტყვები უნდა იყოს ტკბილი როგორც თაფლი. თქვენი გული უნდა იყოს რბილი როგორც კარაქი. თქვენი ხედვა უნდა იყოს მსგავსი ლამპის რომელიც ანათებს, არა დამაბნელებელი. იყავით როგორც მსაჯი ფეხბურთის მოედანზე, დააკვირდით თამაშს, განსაჯეთ მისი მიმდინარეობა დადგენილი წესების შესაბამისად რომელიც ხელშეუხებელია ამა თუ იმ გუნდის წარმატებით ან მარცხით.
21.03.2013
ყურადღება მიაქციეთ თქვენს ფიზიკურ ჯანმრთელობას. დააკმაყოფილეთ ბუნების მოთხოვნილება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ გექნებათ თავბრუდახვევის გრძნობა და თქვენი თვალები შეიძლება დაიბინდოს ღონემიხდილობის გამო. მანქანას უნდა მიეცეს მისი საჭირო საწვავი, ასე არ არის? შეინარჩუნეთ თქვენი სხეული კარგ მდგომარეობაში როგორც უმაღლესი მიზნის მიღწევის ინსტრუმენტი. როგორ შეიძლება აზრები უფლის შესახებ განმტკიცდეს სუსტი აღნაგობის სხეულში? გზის სატკეპნი მარაგდება ნავთობის, ნახშირის და სხვა ტიპის საწვავით. მაგრამ რისთვის არის ის მომარაგებული და შენარჩუნებული კარგ მდგომარეობაში? იმისთვის რომ გაასწოროს და გააუმჯობესოს გზა, ასე არ არის? ასევე იყავით ფრთხილად რომ არ დაგავიწყდეთ ამ სხეულის მიზანი, მაშინაც კი როდესაც თქვენ ზრუნავთ მასზე. არასდროს დაგავიწყდეთ რომ თქვენ გაქვთ საჩუქრად მიღებული ეს სხეული, იმიტომ რომ თქვენ შეძლოთ უფლის შეცნობა და დაასრულოთ დაბადებისა და სიკვდილის ციკლი.
22.03.2013
თუ არა თქვენი დეპოზიტის რაოდენობა ბანკში, ბანკი როგორ ჩათვლის ღირსეულად ჩეკს რომელიც თქვენ გამოწერეთ? ასევე, ჰკითხეთ თქვენს თავს ‘მაქვს მე საკმარისი დეპოზიტი უფლისადმი ერთგულების, ახლობლებისადმი მსახურების და ჩემს სულიერ პრაქტიკაში რწმენის?’ თუ თქვენ ამას გააკეთებთ, მაშინ თქვენ აუცილებლად მიიზიდავთ უფლის წყალობას. ყოველთვის გახსოვდეთ და იყავით დარწმუნებული რომ თქვენ წყალობას მიიღებთ უფლის მისაღწევად თქვენი დაჟინების პირდაპირპროპორციულად. უზენაეს ღმრთიურებას აქვს და ინებებს მოცემას თქვენზე ბევრი უპირატესობის, რასაც თქვენ ვერ უარყოფთ. მე გაკურთხებთ თქვენ რომ თქვენ შეძლოთ გაზრდა სულ უფრო და უფრო მეტად უფლისადმი ერთგულებაში, რომელ სახელსა და ფორმაშიც ამოირჩევთ და მე გისურვებთ თქვენ მოიპოვოთ უფლის წყალობა ძალიან დიდი ზომით.
23.03.2013
სიცოცხლე არის მოკლე, დრო არის მსწრაფლმავალი: თქვენი სულიერი პრაქტიკა (სადჰანა) მიხოხავს კუს ნაბიჯებით. თქვენ როდის გადაწყვეტთ ცოტა უფრო სწრაფად სვლას? თქვენი სადჰანა არის მსგავსი პასუხის რომელსაც თქვენ წერთ გამოცდაზე. თუ თქვენ იღებთ ხუთ ან ექვს ბალს, გამომცდელი წაშლის თუნდაც ასე, გამოთქმით, `რა სარგებლობა არის ამ დაბალი ნიშნებით; ის რაც მიიღო სტუდენტმა არც აქეთ არის არც იქით~. თუ თქვენ იღებთ სადმე ახლოს გარდამავალ ნიშანს, მაშინ წყალობა გაძლევთ თქვენ ცოტა უფრო მეტს იმაზე რაზეც თქვენ შეიძლება აბარებთ, იმ პირობით რომ თქვენ ხართ ბეჯითი და კარგი ყოფა-ქცევის სტუდენტი. დააკავეთ თქვენი თავი კეთილ საქმეებში, კარგ კომპანიასა და კარგ აზრებში. გაამახვილეთ თქვენი ყურადღება მიზანზე.
24.03.2013
განათლების სისტემა, რომელიც ხელს უწყობს ზიზღის დამოკიდებულებას იმ სწავლების მიმართ რომელიც არ იძლევა ფულადი გამორჩენის ნაყოფს, დიდად პასუხისმგებელია დიდი წერილების და წმინდანების უგულებელყოფისთვის. მეორე მიზეზი არის საერთო დაკნინება ცხოვრების ზნეობრივ სტანდარტებში. როცა ყველა მისრიალებს ქვემოთ ქარაფშუტობის ადვილ გზაზე, ისინი ვინც რჩევას აძლევენ ამის წინააღმდეგ და აფრთხილებენ გარდაუვალი უბედურების შესახებ არიან უარყოფილნი და იცინიან მათზე. ჩაძირული სიამოვნებისა და იაფი დასვენების ძებნაში, ადამიანები ხდებიან ყრუ ძველების რჩევისა და ამაღლებულთა მოწოდების მიმართ. წერილები არის გადატვირთულ გზაჯვარედინებზე საგზაო მოძრაობის შუქნიშნების მსგავსი. თუ სიგნალები მოცილდება მოძრაობა გახდება ნელი და ძნელი, სავსე შემთხვევებითა და ქაოსით. ჩვენ არ შეგვიძლია ნების დართვა მათ მოსპობაზე. ჩვენ უნდა აღვადგინოთ ისინი კაცობრიობის კეთილდღეობისთვის.
25.03.2013
არ არსებობს სარგებლობა თქვენი კამათისა და ჩხუბისგან. გასინჯეთ, განცადეთ და შემდეგ თქვენ გეცოდინებათ ჭეშმარიტება. იყავით ჩუმად როდესაც თქვენ ხართ ჯერ კიდევ გაურკვეველი ან დაკავებული შეფასებაში. არ განაცხადოთ დარწმუნებამდე. რა თქმა უნდა თქვენ უნდა გადაყაროთ ყველაფერი ცუდი რაც არის თქვენში ვიდრე შეეცდებით საიდუმლოებათა შეფასებას. როდესაც რწმენა მოვა ძალიან მნიშვნელოვანია მისი გარშემორტყმა დისციპლინით და თვითკონტროლით. როგორც ნაზი ახალგაზრდა ნარგავი არის გარშემოკრული ღობით თხებისგან და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისგან დასაცავად; თქვენც ასევე უნდა დადგეთ შორს ცინიკოსებისა და სკეპტიკოსების ჭრელი ბრბოსგან. როდესაც თქვენი რწმენა გაიზრდება დიდ ხედ, თვით ეს მსხვილფეხა რქოსანი საქონელი რომელსაც სურდა ახალგაზრდა ნარგავის შეჭმა ახლა დაწვება და დაისვენებს იმ ხის ჩრდილში რომელიც განივრცო უამრავი ტოტებითა და ფოთლებით.
26.03.2013
კაურავებს ჰქონდათ ყველა ინსტრუმენტი გამარჯვებისთვის – სიმდიდრე, ტონობით იარაღი, თავიანთი მტრის სიძულვილი და ჰყავდათ მოკავშირეები. მიუხედავად ამისა ისინი განადგურდნენ ვინაიდან ისინი არასდროს არ აქცევდნენ ყურადღებას უბიწოების კეთილშობილურ ფასეულობას. ისინი არ აიარაღებდნენ თავის თავს უფლის წყალობით რომელიც არის მომარაგებული სიუხვით მათთვის ვინც მიაბიჯებს მორჩილებისა და მშვიდობის ბილიკზე. არც მიიღეს ღმრთიურება როგორც მათი მეეტლე – მათ ჩადეს თავისი რწმენა მომცრო ნივთებში! რაც ნამდვილად საჭიროა გამარჯვებისთვის ეს არის არა რესურსების უბრალო თავმოყრა, არამედ რწმენა და სიმტკიცე. ძლიერი ქარი ეხმარება ხის შტამბის გამაგრებას. ასევე უბედურებებმა უნდა გააღრმაოს თქვენი სიმამაცე, გაადიდოს თქვენი რწმენა და გააძლიეროს თქვენი სულიერი პრაქტიკა. მზიან ამინდში უზრუნველი დამოკიდებულება არის მისატევებელი. მაგრამ პირქუში ამინდის დროს სიფრთხილის ყველა ზომას აქვს დიდი მნიშვნელობა.
27.03.2013
იმ დროს როდესაც სწავლობ სხვა საგნებს, შენ უნდა შეისწავლო შანტის (მშვიდობის) საიდუმლოც ასევე. ეს ხელსაყრელი შემთხვევა არ უნდა გაუშვა ხელიდან რადგან ეს არის სიბრძნე რომელიც გადაგარჩენთ თქვენ. რადგან მშვიდობის გარეშე სიცოცხლე არის კოშმარი. განათლების ახლანდელი სისტემის მიზანია გაგხადოთ თქვენ ოჯახის მარჩენალი და მოქალაქე, მაგრამ ეს არ გაძლევთ თქვენ ბედნიერი ცხოვრების საიდუმლოს; სახელდობრ არარეალურსა და რეალურს შორის გარჩევას, რაც არის ნამდვილი სწავლება რომელიც თქვენ გჭირდებათ. ვივეკას (გარჩევის) განვითარება არის განათლების მთავარი მიზანი; სათნო ჩვევების ხელშეწყობა და დჰარმას (უბიწოების) განმტკიცება – აი ეს უნდა იყოს მიღწეული აგრეთვე; და არა შეძენა პეწის ან ჯენტლმენობის, ან დაგროვება ზოგადი ინფორმაციის და პრაქტიკა ჩვეულებრივი უნარების.
28.03.2013
როდესაც მმართველების მიერ დგება გეგმები ადამიანთა ასამაღლებლად და ქვეყნის ბავშვების გასაწვრთნელად, მე მინდა რომ ბჰარატას ძველი სიბრძნე იყოს კვლავ დაცული და გამოყენებული მეცნიერთა მიერ და იყოს კონსულტირებული. ეს დაიჭერს გემის ხერხემალს სწორად. მე მინდა რომ ცოდნა ხორცშესხმული უპანიშადებში გადმოცემული იყოს დაბლა ყველა ადამიანისათვის. ბჰაკტიმ ან ერთგულებაზე-მიმართულმა განათლებამ მიიღოს უპირატესობა ბჰუკტიზე ან ტკბობაზე-მიმართულ სწავლაზე რომელიც ჭარბობს დღეს მსოფლიოს ქვეყნების დიდ ნაწილში. ბჰაკტი არის მისწრაფება რომელიც გამახვილებთ თქვენ სულიერ დისციპლინაზე, რომელიც განიჭებთ თქვენ უზენაეს სიბრძნეს. გქონდეთ ორივე – რწმენაც და სიმტკიცეც – ამ დევნაში და თქვენ მოიგებთ.
29.03.2013
‘ილაპარაკეთ სიმართლე და მოიქეცით სათნოდ, სათჰიამ ვადა დჰარმამ ჩარა’ ამბობს წერილები. იქ ასევე გაცხადებულია სათჰიამ ნაასთჰი პარო გჰარმაჰა – არ არსებობს დჰარმა ან კანონი უფრო დიდი ვიდრე არის ჭეშმარიტება. აღსანიშნავია რომ ვედური მითითება არის `დჰარმამ ჩარა~ – იმოქმედეთ სათნოდ. საკმარისი არ არის თუ თქვენ იცით მის შესახებ, თქვენ უნდა განახორციელოთ ის, შეავსოთ ყოველი წამი აზრებით, სიტყვებით და საქმეებით რომლებიც ასახავს თქვენს ცნობიერებას ამ დჰარმის შესახებ. ასეთი ცხოვრება არის განმასხვავებელი ნიშანი ადამიანის, ვინც ფლობს ნამდვილად კეთილ ხასიათს. და ეს არის ის ხასიათი რომელსაც წერილები გადმოსცემს როგორც საუკეთესო შემკობას.
30.03.2013
იყავით უცვლელად ცნობიერებაში რომ თქვენ ხართ უკვდავი ატმა – წმინდა, სუფთა და ღმრთიური. ეს მოგცემთ თქვენ ურყევ სიმამაცეს და ძალას. მაშინ თქვენ განავითარებთ ორმხრივ სიყვარულსა და პატივისცემას. შეეგუეთ ყოველგვარ ადამიანებსა და აზრებს, ყველა დამოკიდებულებასა და განსაკუთრებულობას. სკოლა, თქვენი სახლი, თქვენი სამუშაო ადგილი და საზოგადოება – ყველა ეს არის შემწყნარებლობის საწვრთნელი მოედანი. თითოეულმა უნდა იცოდეს თავისი მოვალეობები და უფლებები. ყველა ურთიერთობა უნდა იყოს დაფუძნებული სიყვარულზე და არა შიშზე. მხოლოდ სიყვარულის ატმოსფეროს შეუძლია ბედნიერი თანამშრომლობისა და თანხმობის გარანტირება. უპირველეს ყოვლისა იყავით კეთილი, პატიოსანი და კარგი ყოფაქცევის. ეს გახდის თქვენს ხარისხებს და მიღწევებს უფრო სასურველს და ფასეულს.
31.03.2013
ცდუნება დჰარმას იგნორირებაზე იზრდება ეგოურობიდან და ყალბი ფასეულობების მიღებიდან. ქვედა სურვილების დაკმაყოფილების სურვილი არის ადჰარმას (ბიწიერების) ფესვი. ეს სურვილი გეუფლებათ თქვენ თანდათანობით, ეშმაკურად თავს გაჩვენებთ როგორც თქვენ გადასარჩენად მოსულ ამხანაგს, ან როგორც მსახურს მოსულს თქვენზე მოსავლელად, ან როგორც მრჩევლს მოსულს თქვენს გასაფრთხილებლად. სიბოროტეს აქვს ათასობით ეშმაკობა თქვენი გულის დასაპყრობად. თქვენ უნდა იყოთ ყოველთვის მზადყოფნაში ცდუნების წინააღმდეგ საბრძოლველად; თქვენ ხშირად ახსენებთ დჰარმას სხვებს როდესაც გსურთ გამოწუროთ მათგან რაიმე უპირატესობა. თქვენ უნდა გახსოვდეთ არა მხოლოდ უფლებებს ჩუქნის ეს დჰარმა არამედ ასევე ის აკისრებს მოვალეობებს.

სატია საი ბაბა