ნოემბერი

1.11.18.
პატივი ეცით ცოდნას როგორც თქვენ პატივს სცემთ თქვენს მამას, გააღმერთეთ სიყვარული როგორც თქვენ აღმერთებთ თქვენს დედას, სიყვარულით დაუკავშირდით დჰარმას (უბიწოებას) თითქოს ეს არის თქვენი საკუთარი ძმა, მიჰყევით დაიას (თანაგრძნობას) თითქოს ეს არის თქვენი უძვირფასესი მეგობარი, გქონდეთ შანთამ (მშვიდობა) როგორც თქვენი საუკეთესო ნაწილი, და მიმართეთ საჰანას (სულიერ სიმტკიცეს) თითქოს ეს არის თქვენი ვაჟი. ესენი არის თქვენი ნაცნობები და ნათესავები. იმოძრავეთ მათთან ერთად, იცხოვრეთ მათთან, ნუ მიატოვებთ და ნუ უგულვებელყოფთ მათ. ცხოვრება ამ ნათესავებთან არის საუკეთესო მიწერილობა. ეს არის საუკეთესო ატმოსფერო დისციპლინისა და ჭკუის კონტროლისთვის საჭირო განჯაჭვულობის უზრუნველსაყოფად. უბრალოდ ლოცვა ვერ გააკეთებს. თქვენ უნდა გადაყლაპოთ და დააგემოვნოთ ლუკმა რომელიც ჩაიდება პირში; გამეორება კერძის სახელის არის უსარგებლო. დედა კვებავს სიყვარულით, მაგრამ შვილმა უნდა მიიღოს სიხარბითა და სიამოვნებით. მაშინ როდესაც მიწიერ დედას აქვს ასე დიდი სიყვარული, ვის შეუძლია შეაფასოს ყველა არსების დედის, ჯაგათჯანანის სიყვარული?
– ღმერთის საუბარი, 1964 წლის 9 ოქტომბერი.
2.11.18.
მართალი ვთქვათ, თქვენ ხართ სიყვარულის ტანმოსილება. დაე სიყვარულის ნაკადმა იდინოს ერთი გულიდან მეორესკენ. განიხილეთ სოყვარული როგორც თქვენი სიცოცხლე. ეს არის თქვენი მთავარი ვალდებულება. თქვენ შეიძლება ეძებოთ მსოფლიოს ნებისმიერ ადგილზე. თქვენ ვერ იპოვით რაიმეს სიყვარულზე უფრო დიდს. სიყვარული არის ღმრთიური მაგნიტური ძალა წარმოდგენილი ადამიანის არსებაში. ყველა წმინდა ეპოსს როგორიც არის რამაიანა, მაჰაბჰარათა და ბჰაგავად გიტა ქვედინებად გასდევს სიყვარული. სიყვარული არის მაგნიტური ძალა რომელსაც შეუძლია თუნდაც თქვენი უბოროტესი მტერი გარდაქმნას უძვირფასეს მეგობრად. განივითარეთ სიყვარული. ეს არის უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე თქვენი ამსოფლიური განათლება. სიყვარული არის სიცოცხლე. არა მარტო ეს, სიყვარული არის სინათლე. ეს ანათებს თქვენს გზას და გეხმარებათ თქვენ მიზნის მიღწევაში. თქვენი სიცოცხლის მოგზაურობა იქნება უსაფრთხო და დაცული მაშინ როდესაც თქვენ თან ატარებთ სიყვარულის სინათლეს. თქვენ ვერასოდეს იპოვით სიბნელეს. აავსეთ თქვენი გული სიყვარულით. სიყვარული არის ღმერთი. იცხოვრეთ სიყვარულში. ეს არის ის რაც თქვენ დღეს უნდა შეისწავლოთ.
– ღმერთის საუბარი, 2003 წლის 17 ოქტომბერი.
3.11.18.
თქვენ უნდა მოექცეთ თქვენს ახლობლებს როგორც თქვენს საკუთარ ძმებს. თქვენ მაშინ იმსახურებთ იყოთ წოდებული ადამიანის არსებად როცა კულტივირებთ ერთობის სულს. სადაც არ არის ერთობა, იქ თქვენ იპოვით მტრობასა და სიძულვილს. შედეგად, სიყვარულის პრინციპი იკარგება მთლიანად. უნდა იყოს ერთობა და სიყვარული არა მარტო ძმებში არამედ ქმარსა და ცოლს და მთელ ნათესაობას შორის ოჯახში. თქვენი უპირველესი მოვალეობაა უფლის სიყვარულის ყველასთან განაწილება. მხოლოდ მაშინ შეძლებთ თქვენ მნიშვნელობის გაცნობიერებას შესანიშნავი გამონათქვამის: „კაცთა ძმობა და ღმერთის მამობა“. მაგრამ, საუბედუროდ, ასეთი იდეალიზმი ვერ იძებნება დღეს. მაშინაც კი თუ თქვენ არ გჯერათ ღმერთის მამობა, კაცთა ძმობაში მაინც უნდა გქონდეთ რწმენა; აპრაქტიკეთ ეს და განცადეთ ნეტარება აქედან. ჩვენი ქვეყანა ბჰარათ დაიბრუნებს მის ძველ დიდებას როდესაც ჩვენ მივაღწევთ ამ ერთობას.
– ღმერთის საუბარი, 2003 წლის 17 ოქტომბერი.
4.11.18.
აზრი არ აქვს ტკბილად ლაპარაკს თუ არ არსებობბს სიტკბო თქვენს გულში. სიტკბო ლაპარაკში და სიმწარე გულში არ არის ადამიანის არსების ხარისხი. უნდა არსებობდეს სიტკბო თქვენს აზრებში, სიტყვებსა და საქმეებში. ეს არის ნამდვილი ნიშანი ადამიანის არსების. არსებობს სიყვარული თქვენში, მაგრამ თქვენ არ ხართ შემძლე გამოხატოთ ეს სათანადო სახით. თქვენ უნდა აავსოთ თქვენი სიცოცხლე უანგარო სიყვარულით. ამ მსოფლიოში არაფერია სიყვარულზე უმჯობესი. ადამიანის არსებები ითვლებიან ყველაზე წმინდად იმიტომ რომ მათ აქვთ სიყვარულის უნიკალური ხარისხი თავისში. მაგრამ თქვენ არ ხართ ადამიანად დაბადების ფასეულობის გაცნობიერების შემძლე. ღმერთი ინკარნირებს ადამიანის ფორმაში უანგარო სიყვარულის გზავნილის გასავრცელებლად. როცა თქვენ გექნებათ უანგარო სიყვარული თქვენს გულში, თქვენ შეძლებთ მთელი მსოფლიოს დაპყრობას.
– ღმერთის საუბარი, 2003 წლის 17 ოქტომბერი.
5.11.18.
თქვენ შეიძლება შეიძინეთ სხვადასხვა სახის ცოდნა და იმოგზაურეთ დედამიწის გარდიგარდმო. მაგრამ ყველა თქვენი ამსოფლიური მიღწევის მიუხედავად, თქვენ არ ხართ სიყვარულის პრინციპის გაგების შემძლე. როცა თქვენ გასინჯავთ უანგარო სიყვარულის გემოს, თქვენ დაინახავთ მსოფლიოს მის ნამდვილ ფორმაში. მაშასადამე, ნამდვილად გახდებით სიყვარულის ტანმოსილება. დაე სიყვარულმა იდინოს თქვენი გულიდან. ჩაძირეთ თქვენი თავი სიყვარულის ნაკადში. სიყვარულიდან ამოტივტივდება ჭეშმარიტება და უბიწოება. ილაპარაკეთ სიმართლე, აპრაქტიკეთ უბიწოება. ჭეშმარიტება და უბიწოება არის ორი სვეტი რაზეც ადამიანის სიცოცხლის სასახლე ეყრდნობა. გააღმერთეთ სიყვარული. იცხოვრეთ სიყვარულში. არ არსებობს უფრო დიდი განათლება ვიდრე ეს. გაიარეთ სიყვარულის გზა. იგემეთ სიყვარულის საკვები. საკმარისი არ არის თუ თქვენ უბრალოდ იგემებთ სიყვარულს, თქვენ ასევე უნდა შეითვისოთ და მოინელოთ იგი. მხოლოდ შემდეგ სიყვარულის არსი გავრცელდება თქვენი ტანის ყველა უჯრედში თქვენთვის განუზომელი ძალის და სიბრძნის მოცემით.
– ღმერთის საუბარი, 2003 წლის 17 ოქტომბერი.
6.11.18.
ადამიანის არსება არის ნარევი კაცის, მხეცის და ღმერთის, და გარდაუვალ ბრძოლაში ამ სამს შორის გავლენისთვის, თქვენ უნდა უზრუნველყოთ რომ ღმერთმა გაიმარჯვოს ჩახშობით უბრალო ადამიანის და მდაბიო მხეცის. ეს დიიპავალის დღესასწაული არის გამარჯვების მადლიერების გამოსახატად დემონურ მიდრეკილებებზე ადამიანში, რომლებმაც ჩაითრიეს ის დაბლა ღმრთიურებიდან. ნარაკა ნიშნავს ჯოჯოხეთს, და ნარაკასურა არის დემონი ვის სიკვდილსაც კრიშნახ ხელებით ვზეიმობთ ამ დღეს. ის არის განსახიერება ხასიათის ყველა შტრიხის რომელიც აბრკოლებს კაცის აღმავალ იმპულსებს. როგორ შეხვდა ის თავის დასასრულს? ის მოკვდა უფალ კრიშნას ხილვით. ეს დასრულება არის ნამდვილად საუცხოო. შეახსენეთ თქვენს თავს რომ თქვენ უნდა ეცადოთ დემონური ხარისხების დამსხვრევას სწორედ ამ სიცოცხლეში. ეს არის დიიპავალის ნამდვილი სულისკვეთება.
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 24 ოქტომბერი.
7.11.18.
სახლი (გრიჰა) სადაც უფლის სახელი არ ისმის არის ბნელი მღვიმე (გუჰა)! როცა თქვენ შედიხართ სახლში, როცა ტოვებთ მას, და იმ დროს როცა თქვენ ხართ მასში, ასურნელეთ ის, გაანათეთ ის და გაასუფთავეთ ის მისი სახელით. აანთეთ ის როგორც ლამპა ბინდში და მიემშიდობეთ მას განთიადზე როგორც თქვენ მიემშვიდობებით მზეს. ეს არის ნამდვილი დიიპავალი, ლამპების ფესტივალი. მყარად ირწმუნეთ რომ სახელი არის ნავი რომელიც დაგეხმარებათ თქვენ მიწიერი ცხოვრების ოკეანის გადალახვაში. სახელი არის უფრო ეფექტური ვიდრე ფორმის განჭვრეტა. ამ დიიპავალის დღეს, გადაწყვიტეთ აანთოთ ნამასმარანას (ღმერთის სახელის გალობის) ლამპა და მოათავსოთ იგი თქვენს ზღურბლზე, ტუჩებზე. კვებეთ ეს ერთგულების ზეთით, დაე სიმყარე იყოს პატრუქი. დაე ლამპამ გაანათოს თქვენი სიცოცხლის ყოველი წუთი. სახელის ბრწყინვალება განდევნის სიბნელეს თქვენს გარედან ისევე როგორც თქვენს შიგნიდან. თქვენ გაავრცელებთ სიხარულსა და მშვიდობას ყველას შორის ვინც მოვა ახლოს თქვენთან.
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 24 ოქტომბერი.
8.11.18.
დრაუპადის არ გაუგზავნია ეტლი უფალ კრიშნას მისაპატიჟებლად მისულიყო მის საშველად; მან წარმოთქვა უფლის სახელი თავის ძალიან ღრმა აგონიაში და უფალმა კრიშნამ მყისიერად უპასუხა, და გადაარჩინა ის გარდაუვალი სახელგატეხვისგან. თრეთა იუგაში, რამაიანას დროთა განმავლობაში, არქითექთორი ნალა და მისი მაიმუნები იყვნენ ლანკამდე ზღვაზე ხიდის მშენებლები; ქვარგვალები რომლებზეც მათ ჩააწერეს რამას წმინდა სახელი, ტივტივებდა წყალზე. მაგრამ მათ ნახეს რომ ქვარგვალები გაცურდა შორს ქარისა და ტალღების გამო. მათ ვერ დააფორმირეს მუდმივი ხიდი არმიის მასზე გადასასვლელად. ვინმე ბრძენმა ადამიანმა მისცა წინადადება, რომ დაეწერათ “რა” ერთ ქვაზე და “მა” მეორეზე და მათ აღმოაჩინეს რომ ეს ორი იკვრება მაგრად ერთად. ეს მუშაობს დღესაც და საუკუნოდაც აგრეთვე! იგალობეთ უფლის სახელი მუდმივად. ეს მოგემსახურებათ როგორც ხიდი თქვენსა და მას შორის; ეს დაგიჭერთ თქვენ ყურადღებაგამახვილებულად მასზე და მოიტანს თქვენზე მის უსაზღვრო წყალობას!
– ღმერთის საუბარი, 1964 წლის 9 ოქტომბერი.
9.11.18.
არ აღფრთოვანდეთ სიმდიდრით, მდგომარეობით, ავტორიტეტით ან გონიერებით რითაც თქვენ ხართ ბოძებული იმით. განიხილეთ ესენი როგორც მისი წყალობის ნიშანი, მსახურების შესაძლებლობა, პასუხისმგებლობის სიმბოლოები თქვენზე მოცემული ნდობაზე, იმიტომ რომ თქვენ შეძლოთ სარგებლობა მოუტანოთ სხვებს. არასოდეს ეძებოთ აღტაცება სხვების შეცდომებზე; მოიქეცით გულისხმიერებით სხვების უარყოფით მხარეებთან და შეცდომებთან. ყოველთვის ეძებეთ კარგი მათში, ისმინეთ მხოლოდ კარგი ახალი ამბები მათ შესახებ და არასოდეს დაუგდოთ ყური სკანდალს. გამოცალკევება გჩუქნით უშიშრობას და გაძლევთ ძალას და მამაცობას, რადგან, სურვილი არის ის რაც გასუსტებთ თქვენ და ქედს გახრევინებთ მათ წინაშე ვინც არის ხელისუფლებაში ან გავლენიანი. გამოცალკევება უზრუნველგყოფთ თქვენ თვითღირსებით, უნარით წინაღუდგეთ ჭორსა და ცილისწამებას. ზოგიერთი ტირის მარცხის ან იმედგაცრუების უმცირეს ნიშანზე. ეს არის საზიზღარი ქცევა. რატომ უნდა გქონდეთ თქვენ შიში და დარდი, უფლით დაყენებულით თქვენი გულის საკურთხეველში? ის არის ყველა არსებაში, ყოველ დროს. განა თქვენ არ იცით რომ ის იქ არის, გიცავთ თქვენ და გმეგზურობთ თქვენ?
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 24 ოქტომბერი.
10.11.18.
არსებობს ბჰაჯანების ორი სახეობა – ერთი არის კჰანდა ბჰაჯანი და მეორე არის აკჰანდა ბჰაჯანი. პირველი არის გარკვეული პეროდისთვის ჩატარებული მაგალითად დილას ან საღამოს, მეორეს მხრივ, აკჰანდა ბჰაჯანი გულისხმობს მუდმივ განჭვრეტას ღმერთზე დილის, საღამოს ან თუნდაც ღამის განმავლობაში. ეს არის მუდმივი განჭვრეტა ღმერთზე სამივე მდგომარეობის განმავლობაში – მღვიძარებაში, ძილში და ღრმა ძილში. ეს არის სარვადა სარვაკალეშუ სარვათრა ჰარიჩინტანამ – ფიქრი ღმერთზე მუდმივად ყოველ დროსა და ყოველ ადგილზე. ღმერთის სახელი არის უმაღლესად ძლევამოსილი. ღმერთის ცალკეული სახელებიდან თითოეულს აქვს მისთვის დამახასიათებელი ერთი ტიპის ძალა. თუ თქვენ გინდათ კარგად გამოიყენოთ ეს ძალა და მიიღოთ მისგან ხანგრძლივი სარგებლობა, თქვენ უნდა აპრაქტიკოთ აკჰანდა ბჰაჯანი. იმისთვის რომ მიაღწიოთ სიწმინდეს, საკმარისი არ არის თუ ღმრთიურის სახელის გალობა შემოიფარგლება განსაზღვრული პერიოდით. ეს უნდა იყოს უწყვეტი სულიერი ვარჯიში სიცოცხლის განმავლობაში. მხოლოდ შემდეგ აღიბეჭდება ღმრთიურის სახელი გულზე,
– ღმერთის საუბარი, 2007 წლის 13 ნოემბერი.
11.11.18.
თქვენ ხართ ძალიან იღბლიანი რომ მონაწილეობთ ამ (ყოველწლიურ გლობალურ) აკჰანდა ბჰაჯანში. არ დაკარგოთ უფლის სახელის სიყვარულით გალობის ეს დიდი შესაძლებლობა. მიირამ დალია ფინჯანი შხამი სახელით თავის ენაზე და ეს გადაიქცა ნექტრად. ბჰართრიჰარი დასტიროდა თავის ხვედრს, „უფალო, ეს სიამოვნებები მჭამენ მე; ესენი არ მანებებენ მე ჩემთავად ყოფნას. არა! მე უნდა განვითავისუფლო თავი მათი კლანჭებიდან. მე ვიპოვი თავშესაფარს მშვიდ ნეტარებაში, სიხარულის საგანძურში, უფალში. მე არ მოვინდომებ საგნებს (პადარტას); მე ვისწრაფებ უმაღლესი სიკეთისთვის (პარარტასთვის)“. ერთგულება და რწმენა იძლევა სულის ცოდნის საჩუქარს რაც არის უდიდესი პრიზი დაბადების, სიცოცხლის და სიკვდილის დიდი თავგადასავლებისთვის. ეცადეთ გაიხსენოთ ეს ფაქტი როდესაც გალობთ. თქვენ რაც გინდა აკეთოთ, თქვენ ვინც გინდა იყოთ, თქვენ რა სამუშაოც გინდა ასრულოთ, თქვენ უდაოდ იქნებით წარმატებული, იმ პირობით თუ თქვენ უარს არ იტყვით მისი სახელის უწყვეტად ერთგულებითა და სიყვარულით წარმოთქმაზე.
– ღმერთის საუბარი, 2007 წლის 13 ნოემბერი.
12.11.18.
სახელით როგორც თქვენი სიცოცხლის სუნთქვით თქვენ შეიძლება დაკავდეთ ყველა ცხოვრებისეულ მოქმედებაში, მარცხის უშიშრად. თუ თქვენ კარგად იყენებთ უფლის სახელის გალობას თქვენი სიცოცხლე იქნება ნაკურთხი. თქვენ რა სამუშაოც გინდა წამოიწყოთ, აკეთეთ ეს როგორც შეთავაზება ღმერთისადმი, მისი სახელის გალობით. მაშინაც კი როდესაც თქვენ დადიხართ, იფიქრეთ რომ ეს არის ღმერთი ვინც თქვენ გაიძულებთ სიარულს, რამდენადაც ღმრთიურება არის წარმოდგენილი წმინდა ფორმაში ყველა ატომსა და უჯრედში ამ სამყაროში. უუნარო ამ ჭეშმარიტების აღიარების, ადამიანი ფიქრობს, ‘მე მოვედი სასეირნოდ, მე ვისეირნე ასე ბევრი მილი და ა.შ.’ ასეთი საქციელი ხვდება ქვემოთ ფიზიკურ სამეფოში, არა სულიერში. ამიტომ რასაც კი თქვენ ფიქრობთ, ლაპარაკობთ ან აკეთებთ, აკეთეთ ეს საკადრისად, ყველა სამუშაოს განხილვით როგორც ღმერთის ბრძანება და ღმერთის სამუშაო. ამ დამოკიდებულებით იგალობეთ ნებისმიერი ღმრთიური სახელი გულითადად და აკურთხეთ თქვენი სიცოცხლე. მაშინ თქვენი წამოწყებული ყველა საქმიანობა იქნება წარმატებული.
– ღმერთის საუბარი, 2007 წლის 13 ნოემბერი.
13.11.18.
ზოგიერთი ამბობს რომ რაკი ეს არის კალი იუგა, მარტო სიცრუე შეძლებს წარმატების მიღწევას. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, პატიოსნება არის კვლავ საუკეთესო პოლიტიკა. ერთი სიცრუე უნდა იყოს ბოძშედგმული ასი სხვით; მაშინ როცა ალალმართლად ყოფნა არის ადვილი, უსაფრთხო და უბრალო. ძნელი საქმეა სიცრუის მტკიცება და ამიტომ ყოველთვის უსაფრთხოა იყო პირდაპირი და პატიოსანი. არ აიღოთ პირველი მცდარი ნაბიჯი და შემდეგ არ იყოთ გაძღოლილი, შემდეგზე და შემდეგზე, დაღუპვისკენ. ჭეშმარიტება არის ნამდვილი ბუნება და როდესაც თქვენ ხართ თავის თავადი, იქითკენ მოდის სიხარულის დიდი ნაკადი წყაროდ ამოსული თქვენს შიგნით. როდესაც თქვენ უარყოფთ და იტყუებთ საკუთარ თავს, სირცხვილი აბნელებს თქვენს ჭკუას და ბადებს შიშს. თქვენ იღებთ სიცრუის გზას გულისთქმის, სიხარბის, სიძულვილის და სიამაყის რაჯასური (ვნებიანი) ხარისხების გამო. კმაყოფილება, თავმდაბლობა, და განჯაჭვულობა – ესენი გიჭერენ თქვენ ჭეშმარიტების გზაზე. ჭეშმარიტება ყოველთვის იმარჯვებს; არ დაეჭვდეთ ამაში ოდნავ.
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 24 ოქტომბერი.
14.11,18.
ტკბილო და გულჩვილო ბიჭებო და გოგონებო! ჩვენ ჩვენს კულტურაში გვაქვს ოთხი მიწერილობა: „მათრუ დევო ბჰავა, პითრუ დევო ბჰავა, აჩარია დევო ბჰავა, ათითი დევო ბჰავა – პატივიეცი შენს დედას, მამას, მასწავლებელს და სტუმრებს როგორც ღმერთს“. მას შემდეგ რაც თქვენ შემოხვედით ამ მსოფლიოში, თქვენს დედას უყვარხათ თქვენ, გახალისებთ თქვენ თავისი საკუთარი სისხლით და თქვენთვის მუდმივად სურს კეთილდღეობა. ამიტომ თქვენ უპირველესად უნდა ისწავლოთ მისი პატივისცემა. თქვენი მამა გიცავთ თქვენ და ფიქრობს მუდმივად თქვენს მომავალზე, კეთილდღეობასა და აყვავებაზე. აქედან გამომდინარე თქვენ უნდა გამოავლინოთ სიმპათია მის მიმართ და პატივი უნდა სცეთ მას ასევე. დედა გაძლევთ თქვენ ტანს, მამა გიჩვენებთ მისი დაცვისა და აღზრდის ხერხებს, მაგრამ მასწავლებელი გაძლევთ შესაძლებლობას თქვენში გონიერების განსავითარებლად. სიცოცხლე შედგება არა უბრალოდ ჭამით. განათლება არის ის რაც გაჩვენებთ როგორ უნდა მოიქცეთ საზოგადოებაში. ამიტომ მასწავლებელი ვინც გაძლევთ თქვენ ამ ჩვევას უნდა იყოს პატივნაცემი. და საზოგადოება არის ადგილი სადაც ეს ყველაფერი შეიძლება გამოიყენოთ. შესაბამისად, სტუმრები განიხილებიან საზოგადოების წარმომადგენლებად, ჩვენ უნდა შევთავაზოთ მათ სათანადო ურთიერთობა და პატივისცემა.
– ღმერთის საუბარი, 1975 წლის 22 ნოემბერი.
15.11.18.
არ აღფრთოვანდეთ სიმდიდრით, მდგომარეობით, ავტორიტეტით, გონიერებით და ა.შ., რაც თქვენ შეიძლება გქონდეთ. განიხილეთ ესენი როგორც თქვენზე მოცემული ნდობაზე, იმიტომ რომ თქვენ შეძლოთ სხვებისთვის სარგებლობის მოტანა. ეს ყველა არის მისი წყალობის ნიშნები, მსახურების შესაძლებლობები, და პასუხისმგებლობის სიმბოლოები. მოექეცით თანაგრძნობით სხვების შეცდომებს. ეძებეთ კარგი სხვებში, ისმინეთ მხოლოდ კარგი ახალი ამბები მათ შესახებ და ყური არ მისცეთ სკანდალს. არსებობს კალიიას ეპიზოდი კრიშნა ავატარის დროს. მისი შინაგანი მნიშვნელობა არის: გველი კალიია და მისი ფავორიტები არის სურვილები რომლებიც დამალულია გულის სიღრმეში; ამ სიღრმეში უფალი ხტება, ან უფრო ზუსტად ღვრის თავის წყალობას და შხამი გამოიდევნება, და ადგილი ხდება სუფთა და უსაფრთხო. როდესაც კრიშნა ცეკვავს გველების კაპიუშონებზე, გველები თვინიერდებიან და ხდებიან უსაფრთხო. სურვილების გაქრობის გარეშე, შეუძლებელია გახდე ღმერთი. რა სარგებლობა აქვს გამეორებას შივოჰამ, შივოჰამ (მე ვარ შივა) როცა თქვენ არ ცდილობთ საკუთარი თავის აღჭურვას შივას ხარისხებით?
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 24 ოქტომბერი.
16.11.18.
შეწუხება საკუთარი კეთილდღეობით და ბედნიერებით არის დუალისტური მენტალობის უბედურება. ეს ბადებს უკმაყოფილებასა და დარდს. მიჯაჭვულობისა და ანტიპათიის გრძნობები ამდაბლებს ჭკუას. ჭკუა შეიძლება გასუფთავდეს მსახურების საშუალებით. გარეგანი შესრულება როგორიც არის დღეში რამდენიმეჯერ ბანაობა, ვიბჰუტის წასმა ყველაფერზე და მანტრების მექანიკური გალობა ვერ მოემსახურება ჭკუის გაწმენდას სიბინძურეებისგან. ეს არის მხოლოდ გარე სანახაობა, არაფერი სულიერით მათში. ტრანსცენდენტული ცოდნა, რომელიც დაეხმარება ადამიანის ამაღლებას ცხოველური დონიდან, შეიძლება მიიღოთ გულმოდგინე გამოკვლევით და მყარი რწმენით. ეს დღეს არის იგნორირებული. არაჭეშმარიტების აღქმით როგორც ჭეშმარიტება და მოპყრობით ჭეშმარიტებაზე როგორც არაჭეშმარიტზე, ადამიანები ჩაძირული არიან ეფემერული საგნების დაგროვაბაზე, მათი ჩათვლით როგორც მუდმივის. თქვენ უნდა გამოხვიდეთ ამ ვიწრო ღარიდან, თავიდან უნდა მოიშოროთ თქვენი ეგოისტური მიდრეკილებები და უნდა ისწავლოთ მთელი კაცობრიობის მიჩნევა ერთ ოჯახად. ეს არის ჭეშმარიტი მსახურება. დღეს ცოტას აქვს ასეთი დიდსულოვანი მიდგომა.
– ღმერთის საუბარი, 1987 წლის 19 ნოემბერი.
17.11.18.
სწორი დამოკიდებულების გარეშე მსახურება შესრულებული ქედმაღლობით არის მსახურების პაროდია. თავიდან მოიშორეთ ეგოურობა, რაც არის დუალიზმისა და მისი გამოჩეკილი დაპირისპირებების, სიხარულის და დარდის, მოწონების და დაწუნების, და ა.შ. მიზეზი. თქვენ თავი უნდა დააღწიოთ გრძნობებს ‘ჩემი’ და ‘შენი’. თუ თქვენი ჭკუა სავსეა სიძულვილით, შურით, წინასწრ ცუდი განწყობითა და გადახრებით, თქვენ ხართ უვარგისი მსახურების მოქმედებებით დასატვირთად. „აქტიურ მუშაკებს“ (საის მოძრაობაში) არ უნდა ჰქონდეთ მედიდურობის ან კვეხნის გრძნობა საქმიანობის შესრულების დროს. ისინი სინამდვილეში არიან საის ორგანიზაციის ხერხემლის ტვინი. როგორც მოქმედმა მუშაკმა თქვენ უნდა გაიგოთ ადამიანური ფასეულობების მნიშვნელობა და უნდა აპრაქტიკოთ ესენი თქვენს ცხოვრებაში. თქვენ მუდმივად უნდა ავარჯიშოთ თავი კარგ კაცად და კარგ ქალად გასახდომად, გამოსადეგად კეთილი ამოცანებისთვის. ყველა მოქმედი მუშაკი უნდა იყოს ფართო თვალთახედვის, მთლიანად თავისუფალი ეგოისტური საზრუნავებიდან, და ყველამ მათგან უნდა განივითაროს სიყვარული ყველას მიმართ. თქვენი მოქმედების წესი ღმრთიურების განსაცდელად უნდა იყოს ‘მსახურების შეთავაზება და სიყვარულის მიღება’.
– ღმერთის საუბარი, 1987 წლის 19 ნოემბერი.
18.11.18.
ადამიანის ტანი არის როგორც ეტლი და ათმა (სული) არის მეეტლე. ბევრ მილიონ ტანს სამყაროში შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული ფორმა და სახელი. მაგრამ ათმა (სული) არის ერთი და იგივე. აუცილებელია აღიარება ერთობის რომელიც საფუძვლად უდევს ხილულ ნაირსახეობას. მაგალითად შიმშილი საერთოა ყველასთვის, თუმცა საკვები რითაც იგი კმაყოფილდება შეიძლება იცვლებოდეს იმპერატორიდან მათხოვრამდე. ზუსტად ასევე, სიხარული და დარდი, დაბადება და სიკვდილი არის საერთო ყველას მიმართ. ათმა არის საერთო ყველასთვის. აღიარებით ამ ერთობის თქვენ უნდა დაკავდეთ მსახურებაში. მსახურება როგორც დჰარმას (უბიწო მოვალეობის) მოქმედება უნდა იყოს შეთავაზებული მათ მიერ ვინც არის სუფთა გულით, უანგარო და თანაბრადგანწყობილი ყველას მიმართ (სამათვა). მსახურების ყველა შესაძლებლობა მიჩნეული უნდა იყოს როგორც ღმერთისადმი შეთავაზება და მსახურების ყველა შესაძლებლობა მიღებული უნდა იყოს კეთილად როგორც ღმერთის საჩუქარი. როდესაც თქვენ მსახურებთ ამ სულისკვეთებით, საჭირო დროს, ეს მიგიყვანთ თვითრეალიზების მიღწევასთან.
– ღმერთის საუბარი, 1987 წლის 19 ნოემბერი.
19.11.18. ქალთა დღე
შეისწავლეთ ცხოვრება ჩვენი დიდი ქალების რომლებიც იყვნენ მოთმინების, სიმტკიცის, თანაგრძნობისა და მსხვერპლის მოდელ-როლები. ძველი დროდან მოყოლებული, თაყვანცემულია ღმრთიურების ქალური ასპექტი. ვედები აცხადებს: სადაც ქალი არის დაფასებული და პატივნაცემი, იქ ღმრთიურება წარმოდგენილია სრული ძალით. საუბედუროდ დღეს კაცი მიიჩნევს რომ ეს ქალთა პატივისცემა არის დამცირება. ეს არის არასწორი და არის უმეცრების ნიშანი. კაცმა უნდა დაუთმოს საპატიო ადგილი ქალს. ქალი არის აყვავების ქალღმერთი მისი ოჯახისთვის (გრიჰალაკშმი), სათნო მეუღლე (დჰარმაპათნი), დიასხალისი (ილლალუ), და საუკეთესო მეუღლე (არდჰანგი). ადამიანები თვალებით ჭამდნენ მათზე ნაბოძებ მცირე წოდებებს, მაგრამ ეს დიდი წოდებები ნაბოძები ქალებზე მოქმედებს ყველა დროსთვის. სახლი ქალის გარეშე არის ჯუნგლი. კაცმა არ უნდა აიძულოს ქალი რომ იტიროს და ცრემლი ღვაროს. ოჯახი სადაც ქალი ცრემლებს ღვრის დაინგრევა. ქალიც ასევე უნდა ეცადოს განივითაროს თანაგრძნობის, შებრალების, სიყვარულისა და მსხვერპლის ხარისხები. მათ უნდა შეცვალონ საკუთარი თავი და უნდა ემსახურონ კაცის და შვილების გარდაქმნას.
– ღმერთის საუბარი, 1995 წლის 19 ნოემბერი.
20.11.18.
დღეს ადამიანებს უნდათ ბედნიერად ცხოვრება მაგრამ არ უნდათ იდეალური სიცოცხლეების გატარება. მშობლები, მაგალითად, არ აძლევენ შვილებს კარგ მაგალითს. თანამედროვე ეპოქაში, მამა არ ასწავლის შვილს სწორად და შვილი ყურადღებას არ აქცევს დედის სიტყვებს. იქ სადაც არის რამდენიმე კარგი ბავშვი, რომლებიც ატარებენ რელიგიურ ცხოვრებას, მამები საყვედურით ეუბნებიან მათ, „თქვენ ხომ არ შეიშალეთ? მონაწილეობა არ მიიღოთ ბჰაჯანებში ან სოციალურ მსახურებაში.“ მშობლები რომლებიც იქცევიან ასეთნაირად არიან მსგავსები ჰირანიაკაშიპუს, ვინც ვერ იტანდა თავის ვაჟს რომელიც აღმერთებდა ჰარის. დღეს ჩვენ გვყავს დჰრითარაშთრას და ჰირანიაკაშიპუს მსგავსი ბევრი მშობელი, მაგრამ ცოტა ვინც ახალისებს თავიანთ შვილებს რომ დაიცვან უბიწოება. დღეს ბავშვებს არ სიამოვნებთ დამრიგებლური ნაშრომები როგორიც არის რამაიანა, მაჰაბჰარათა და ბჰაგავატამი. ისინი ხარჯავენ თავიანთ დროს ხარახურის კითხვაზე. მშობლებმა თვალი უნდა ადევნონ რომ შვილებმა არ იკითხონ ცუდი წიგნები. თუ ერი უნდა განვითარდეს, სრულყოფა უნდა დაიწყოს მშობლებით.
– ღმერთის საუბარი, 1995 წლის 19 ნოემბერი.
21.11.18.
განათლებამ უნდა გამოააშკარაოს გზა რომელიც შესაძლებლობას იძლევა კარზე დაუკაკუნოთ თქვენში უმოქმედო ღმრთიურების წყაროს, გაუხლართავად შექმნილი ობიექტების მასასთან. მან ხაზი უნდა გაუსვას სულიერ ტრანსფორმირებას როგორც უფრო ფუნდამენტალურს ვიდრე ზნეობრივ ამაღლებას. განათლებული ადამიანის ნამდვილი მიშანი არის მათი ერთნაირობის დამოკიდებულებაში ყველას მიმართ. მათ უნდა ხედონ საზოგადოება როგორც ღმრთიურების გაცხადება. განათლებას არ მიჰყავს ბუნებიდან უშუალოდ ყოვლისშემავსებელი ათმასკენ. მას მიჰყავხართ თქვენ ბუნების შესწავლისკენ, გაერთიანებით ათმიკურ მსოფლმხედველობასთან. როდესაც ბუნების ძალები დაქვემდებარებულია ვიწრო ეგოურობას, ესენი განგაცდევინებთ შიშს როგორც ჭირი. როდესაც ესენი თაყვანცემული არის როგორც ათმას გამომჟღავნება, ესენი ხდება თქვენთვის სასარგებლო. განათლება აღგჭურვავთ თქვენ ამ გამჭრიახობით. პროცესი რომლითაც თქვენ უარს ამბობთ თქვენს თავისუფლებაზე და მიეჯაჭვებით სურვილების ქსელთან ვერასოდეს იქნება განათლება. ჭეშმარიტი განათლება უნდა უმიზნებდეს მშვიდობასა და სტაბილურობას უწყვეტი მიწერილობითა და ქმნილებაში ერთობის პრაქტიკით.
– ღმერთის საუბარი, 1986 წლის 22 ნოემბერი.
22.11.18.
ძვირფასო სრუდენტებო, პირველ რიგში გაამხიარულეთ თქვენი სახლები თქვენი მშობლების გახარებით. არ იმედიდუროთ მათ მიმართ იმის გამო რომ რაღაც ისწავლეთ. რჩევები მიცემული გურუთა მიერ შეკრებებზე განდეგილობის ადგილებში იყო ერთი და იგივე – „დედა და დედასამშობლო არის უფრო მეტად პატივისცემის ღირსი ვიდრე ზეცანი. თქვენი მშობლები მსხვერპლად სწირავენ თავიანთ კეთილდღეობას და თუნდაც მოთხოვნილებებს იმისთვის რომ უზრუნველჰყონ თქვენი პროგრესი. თქვენი მოვალეობაა მათი პატივისცემა და გაბედნიერება. დააკავეთ თქვენი თავი მოქმედებებში რომლებსაც პატივს სცემენ სხვები და არა მოქმედებებში რომლებითაც თქვენ შერცხვებით. პატივი ეცით უფროსებს. გიყვარდეთ თქვენი სამშობლო.“ ისინი მოგიწოდებენ, „განიხილეთ დედა როგორც ღმერთი. განიხილეთ მამა როგორც ღმერთი. განიხილეთ მასწავლებელი როგორც ღმერთი. განიხილეთ სტუმარი როგორც ღმერთი.“ მისდიეთ ამ ოთხმაგ მოწოდებას სრული რწმენით მათ ნამდვილობაში, მიიღეთ ნეტარება აქედან და შთააგონეთ სხვებს თქვენი მაგალითით რათა საშობლომ შეძლოს პრორგესი და აყვავება. შეასრულეთ ეს ჩემი სურვილი, ჩემი კურთხევით.
– ღმერთის საუბარი, 1986 წლის 22 ნოემბერი.
23.11.18. ბჰაგავან შრი სატია საი ბაბას დაბადებიდან 93-ე ახალი წელი
რა არის ის რაც თქვენ შეგიძლიათ შესთავაზოთ უფალს, რომელიც არის ყოვლისშემძლე, ყველგანმყოფი და ყოვლისმცოდნე? უფალმა უზრუნველგყოთ თქვენ მთელი თავისი სიმდიდრით და ღმრთაებრივი შესაძლებლობებით. თქვენ ხართ მისი სიმდიდრის მემკვიდრეები. თქვენ უნდა აღმოაჩინოთ რა არის ეს სიმდიდრე. საის სიმდიდრე არაფერია სხვა წმინდა, უანგარო და უსაზღვრო სიყვარულის გარდა. თქვენ უნდა მიიღოთ ეს სიყვარული მემკვიდრეობით, უნდა აღივსოთ ამით და უნდა შესთავაზოთ იგი მსოფლიოს. ეს არის თქვენი უზენაესი პასუხისმგებლობა. ღმრთიურის ტანმოსილებო! სიყვარული არის უადვილესი გზა ღმრთიურების გასაცნობიერებლად. როგორც თქვენ შეგიძლიათ მთვარის დანახვა მთვარის სინათლით, ასევე ღმერთი, ვინც არის სიყვარულის განსახიერება, შეიძლება მიღწეული იყოს მხოლოდ სიყვარულის მეშვეობით. მიიჩნიეთ უანგარო სიყვარული თქვენს სასიცოცხლო სუნთქვად. სიყვარული იყო პირველი ხარისხი ქმნილების პროცესის წარმოქმნაში. ყველა სხვა ხარისხი მოვიდა მის შემდეგ. აქედან გამომდინარე, შეავსეთ თქვენი გული სუფთა უანგარო სიყვარულით და გატარეთ თქვენი ცხოვრება უანგარო სიყვარულით, როგორც საფუძვლით.
– ღმერთის საუბარი, 23 ნოემბერი, 1973.
24.11.18.
როდესაც თქვენი სინდისი გეუბნებათ, რომ რაღაც არასწორია, თავი უნდა შეიკავოთ მისი კეთებისგან. თქვენ ღალატობთ თქვენს ჭეშმარიტ ადამიანურობას როდესაც თქვენ არ მოქმედებთ თქვენი სინდისის კარნახით. როდესაც სიტყვები თანხმობაშია აზრებთან, ეს ხდება სატია (ჭშმარიტება). როდესაც ნათქვამი სიტყვა ხორციელდება მოქმედებაში, ეს ხდება დჰარმა (უბიწო მოქმედება). ორივეს, ჭეშმარიტების და უბიწო მოქმედების საფუძველი არის ანთარათმა (სინდისი), მკვიდრი სული. აზრებმა რომლებიც გამოსხივდება ანთარათმიდან ან სინდისიდან გამოხატულება უნდა ჰპოვოს ლაპარაკში. თუ შინაგანი გრძნობები განსხვავებულია იმისგან რაც ითქვა, შეიძლება სიტყვები განხილული იყოს როგორც ჭეშმარიტება ან არაჭეშმარიტება? ნათლად, ეს არის არაჭეშმარიტება. როდესაც ვინმეს მოქმედებები არ არის შესაბამისობაში მის სიტყვებთან, ეს არის ადჰარმა (ბიწიერება). ჭეშმარიტება და უბიწო მოქმედებები არის სინდისის სიღრმეებიდან კარნახის გამოხატვა.
– ღმერთის საუბარი, 1994 წლის 11 მარტი.
25.11.18.
თქვენ უნდა გქონდეთ ნაკლები ბარგი (სურვილები) ამ სიცოცხლის ხანგრძლივ მოგზაურობაში. აქედან გამომდინარე, ნათქვამია: “ნაკლები ბარგი მეტი კომფორტი მოგზაურობას ხდის სასიამოვნოს.” ასე რომ, ჭერი სურვილებზე არის ის, რაც თქვენ უნდა მიიღოთ დღეს. თქვენ ყოველდღიურად უნდა შეამოკლოთ თქვენი სურვილები. თქვენ ცდებით გაგებაში, რომ ბედნიერება მდგომარეობს სურვილების შესრულებაში. მაგრამ სინამდვილეში, ბედნიერება იწყება გამთენიისას, როდესაც სურვილები მთლიანად აღმოფხვრილია. როდესაც თქვენ ამცირებთ სურვილებს თქვენ პროგრესირებთ უარის თქმის მდგომარეობისკენ. თქვენ გაქვთ ბევრი სურვილი. რას იღებთ მათგან? თქვენ გარდაუვლად შეეჩეხებით მათ შედეგებს როდესაც თქვენ რაიმეს აცხადებთ თქვენად. როცა თქვენ აცხადებთ მიწის ნაკვეთს როგორც თქვენსას, შემდეგ თქვენ გიწევთ მოსავლის აღება. ეგოს და მიბმულობის ეს ინსტინქტი გაგდებთ თქვენ ტანჯვაში. არასოდეს დაივიწყოთ რომ თქვენ იქნებით ნეტარი მომენტში როცა თქვენ უარს იტყვით ეგოსა და მიბმულობაზე.
– ღმერთის საუბარი, 1999 წლის 14 მარტი.
26.11.18.
შეცვალეთ თქვენი ხედვის კუთხე. როდესაც აპრაქტიკებთ მსოფლიოს ხედვას ღმრთაების ყველგანმყოფობის თვალსაზრისით, თქვენ გარდაიქმნებით. თქვენ განცდით ღმრთაებრივის ძალას ქმნილებაში ყველაფერში. თქვენ ვერაფერს დამალავთ ღმერთისგან. ბევრი წარმოიდგენს, რომ სვამი ვერ ხედავს რასაც ისინი აკეთებენ. ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ სვამის აქვს უამრავი თვალი. თქვენი თვალებიც კი არის ღმრთიური. მაგრამ თქვენ არ იცით თქვენი ნამდვილი ბუნება. როდესაც თქვენ გაქვთ რწმენა საკუთარ თავში, თქვენ გექნებათ რწმენა ღმერთში. გაიგეთ რომ არ არსებობს არაფერი ღმერთის ძალის მიღმა. გიყვარდეთ ღმერთი ამ უზენაესი რწმენით. შემდეგ თქვენ მიზიდული იქნებით ღმერთისკენ. მას სჭირდება სისუფთავე. მაგნიტი ვერ შეძლებს ჟანგით დაფარული რკინის ნაჭრის მიზიდვას. ამის მსგავსად ღმერთი არ მიიზიდავს თავისკენ უწმინდურ ადამიანს. აქედან გამომდინარე, შეცვალეთ თქვენი გრძნობები და აზრები და განვითარეთ მყარი რწმენა რომ ღმერთი არის ყველაფერი.
– ღმერთის საუბარი, 1995 წლის 27 თებერნალი.
27.11.18.
ყველა საქმიანობა მსოფლიოში დღეს ფულის გარშემოა კონცენტირებული. სთხოვეთ ვინმეს იმღეროს სიმღერა ან შეასრულოს რაიმე სამუშაო თქვენთვის, ისინი დაუყოვნებლივ დაიწყებენ ვაჭრობას თქვენს მიერ თანხის გადახდაზე მათი მსახურებისთვის. ყველა საქმიანობა დღესდღეობით გახდა ბიზნესი, იმდენად რომ ეს ბიზნესი შევიდა სულიერების სფეროშიც ასევე. არ არის საჭიროება იყიდო ღმერთი ფულით რასაც, რა თქმა უნდა, თქვენ ვერ შეძლებთ. სინამდვილეში, თქვენ თვით ხართ ღმერთი. თქვენ დაჯილდოებული ხართ უზარმაზარი ღმრთიური ძალით. მაგრამ თქვენ უნდა დაიჭიროთ თქვენი ჭკუა მყარად. დაე მან არ იხტუნოს ერთი აზრიდან მეორეზე. თუ თქვენ დაწერთ სწორ პასუხებს თქვენს გამოცდებზე, თქვენ მიიღებთ სწორ ნიშნებს. თუ თქვენ გაქვთ კარგი ჭკუა, ყველაფერი იქნება კარგად. მაგრამ თუ თქვენში არის ცუდი აზრები, შედეგიც ასევე იქნება ცუდი. უპირველეს ყოვლისა გაიგეთ თქვენი ჭკუის ბუნება. თქვენ შეიძლება გაიგოთ ადამიანის სიცოცხლის საიდუმლო მხოლოდ მაშინ როდესაც თქვენ გაიგებთ თქვენს საკუთარ ჭკუას. იყავით კარგი, აკეთეთ კარგი, ხედეთ კარგი.. მაშინ ყველაფერი გახდება კარგი თქვენს ცხოვრებაში.
– ღმერთის საუბარი, 2006 წლის 2 მაისი.
28.11.18.
აჰიმსა (არაძალადობა) არ არის უბრალოდ თავის შეკავება ვინმეზე ზიანის ან ტრავმის მიყენებისგან. ეს ასევე გულისხმობს თავის შეკავებას საკუთარ თავზე ზიანის მიყენებისგან. როგორ შეგიძლიათ თქვენ ამის უზრუნველყოფა? მუდმივად განიხილეთ თქვენი ქცევა სწორია თუ არასწორი. მაგალითად, თქვენ უნდა განიხილოთ თქვენი სიტყვები იწვევს სხვების ტკივილს თუ არა. თქვენ უნდა ხედოთ თქვენი თვალსაზრისი დალაქავებული ხომ არ არის ბოროტი ემოციებით ან აზრებით. თქვენ არ უნდა ისმინოთ ბოროტი საუბრები. ეს ყველაფერი გაზიანებთ ჯერ თქვენ და შემდეგ სხვებს. როგორ უნდა განსაზღვროთ თქვენ რა არის ცუდი? კონსულტირებით თქვენს სინდისთან. ყოველთვის როდესაც თქვენ მოქმედებთ თქვენი სინდისის დიქტატის საწინააღმდეგოდ, ცუდი შედეგები მოდის. სინდისი თქვენში არის ღმრთიურის ფორმა თითოეულში. თქვენ რასაც გინდა აკეთებდეთ, თქვენი სინდისი გეუბნებათ არის ეს სწორი თუ არასწორი. სინდისის დირექტივის გასარკვევად, თქვენ უნდა დაელოდოთ რაღაც ხანს. მანამ სანამ თქვენ იტყვით რამეს, აპრაქტიკეთ წამით დაფიქრება იმაზე არის ეს სწორი თუ არასწორი და შემდეგ თქმა,
– ღმერთის საუბარი, 1996 წლის 18 იანვარი.
29.11.18.
ადი შანკარამ ხაზი გაუსვა დროს გატარების მნიშვნელობას კარგ კომპანიაში (სათსანგას). ის გვასწავლის რომ გათავისუფლებისთვის, სათსანგა არის პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი. აი პატარა მაგალითი: ხის ნახშირის შავი ნატეხი თუ მოთავსებულია მოგიზგიზე წითელი ცეცხლის ახლოს, არე რომლითაც ეს შავი ხის ნახშირი არის კონტაქტში მოკაშკაშე ცეცხლთან, იწყებს გავარვარებას. ამ ანალოგიაში, შავი ხის ნახშირი არის თქვენი უმეცრება. მოკაშკაშე წითელი ცეცხლი არის კარგი კომპანია. ამ ორის მიახლოებით, გაიფანტება მხოლოდ თქვენი უმეცრების ნაწილი რომელიც ექცევა კარგი კომპანიის ზემოქმედებაში. მაგრამ თუ თქვენ იყენებთ სადჰანას ან სულიერ პრაქტიკას როგორც დამნიავებელს კონტაქტის არის გასაზრდელად, მაშინ მთელი უმეცრების სფერო განათდება. ამდენად საკმარისი არ არის თუ თქვენ ხართ უბრალოდ კარგ კომპანიაში. თქვენ ასევე უნდა განივითაროთ სიყვარულის სადჰანა, და უნდა უყვარდეთ კარგ ადამიანებს. საჭიროა იყოთ ახლობელი და ძვირფასი კარგი ადამიანებისთვის.
– ზაფხულის თავსხმები ბრინდავანში, 1973 წლის 24 მაისი.
30.11.18.
დღეს სულიერი ვარჯიშები შეზღუდულია მოსმენით და არა პრაქტიკით. მოსმენა (შრავანამ) გახდა ასე პოპულარული, და მოსმენის შემდეგ, ადამიანები იკვეხნიან რომ მათ იციან ყველაფერი. ეს გადარეული მკვეხარება აღრმავებს უმეცრებას. თქვენ უნდა წახვიდეთ ფიქრებში იმაზე რაც მოისმინეთ. გააზრების შემდეგ უნდა აპრაქტიკოთ გაკვეთილები (ნიდიდჰიასანა). მხოლოდ შემდეგ მიაღწევთ თქვენ სიწმინდეს აზრებში, სიტყვებსა და საქმეებში. სულიერი მსოფლმხედველობის განსავითარებლად და მათ შთასაგონებლად სხვებში, თქვენ უნდა დაეუფლოთ გულის სიწმინდეს (ჩითთა სუდჰის). სულიერი სიბრძნე თენდება მხოლოდ მაშინ როდესაც არსებობს გულის სიწმინდე. ისევე როგორც სარეველების მოცილება, მიწის მოხვნა, თესლის დათესვა და მიწის მორწყვა არის საჭირო მოსავლის აღებამდე, ადამიანის გულის ველი უნდა გაიწმინდოს ცუდი აზრებისა და გრძნობებისგან, ღმრთიური სახელი უნდა დაითესოს, მოირწყას სიყვარულით და დამუშავდეს სულიერი პრაქტიკებით. მხოლოდ შემდეგ თქვენ ხართ უფლებამოსილი მოიმკათ ღმრთიური სიბრძნის (ჯნანას) მოსავლი.
– ღმერთის საუბარი, 1993 წლის 7 ოქტომბერი.

ბაბა