საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 1 ნოემბერი.
რა არის ერთი რამ რაშიც ჩვენ არასოდეს უნდა შეგვეპაროს ეჭვი ჩვენს ამ ურთიერთობაში ბჰაგავანთან? ის თვით გვახსენებს ჩვენ დღეს არა საეჭვო სიტყვებით.
განავითარეთ პრემა (ღმრთაებრივი სიყვარული) უფლისადმი, პარამა-პრემა (უზენაესი ღმრთაებრივი სიყვარული) რითაც ის არის ტანმოსილი. არასოდეს დატოვოთ ადგილი ეჭვებისა და ყოყმანისთვის, ან კითხვებისთვის უფლის სიყვარულის შემოწმებაზე. “ჩემი უსიამოვნებები არ მთავრდება, რატომ? რატომ არის ასე მან რატომ არ მითხრა მე? მან რატომ არ დამირეკა მე?”, თქვენ წუწუნებთ! არ იფიქროთ, რომ მე არ ვზრუნავ თქვენთვის ან რომ მე არ გიცნობთ თქვენ. მე შეიძლება არ ვილაპარაკო თქვენთან მაგრამ არ გქონდეთ შთაბეჭდილება რომ მე არ მაქვს სიყვარული. რასაც კი მე ვაკეთებ, ეს არის თქვენთვის, არა ჩემთვის. რადგან, რა არის ის, რასაც შეიძლება ეწოდოს ჩემი? მხოლოდ თქვენ. ასე რომ, არ შეირყეთ თქვენს ჭკუაში; არ მისცეთ რწმენას ნება დაკნინებაზე. ეს მხოლოდ დაემატება იმ მწუხარებას, რისგანაც თქვენ უკვე იტანჯებით. ჩაჭიდება სწრაფად – ეს უნდა იყოს თქვენი აღთქმა. ვინც გინდა იყოს თქვენი იშტა დევატა (რჩეული ღმრთაება) – ვიშნუ თუ რამა, შივა თუ ვენკათეშვარა – ჩაეჭიდეთ სწრაფად მას. არ დაკარგოთ კონტაქტი და კომპანია; რადგან, მხოლოდ მაშინ როცა ქვანახშირი არის კონტაქტში მღვივარ ნახშირთან იგი ასევე შეიძლება გახდეს მღვივარი ნახშირი. კულტივირეთ ჩემთან სიახლოვე გულში და თქვენ იქნებით დაჯილდოებული. მაშინ თქვენც მოიპოვებთ ნაწილს უზენაესი პრემასგან. ეს არის დიდი შანსი.
– ღმერთის საუბარი, 1964 წლის 10 ოქტომბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 2 ნოემბერი.
რა არის იგი ბუნება რაც მოიზიდავს ღმერთს ჩვენკენ? ბჰაგავანი სიყვარულით განმარტავს ასე რომ ჩვენ შევძლოთ ასეთი ბუნების განვითარება და მისი მადლის მოპოვება!
თითოეული ინდივიდი უნდა ეცადოს თავისი გულის ავსებას წმინდა ხარისხებით და თავისი გულის გარდაქმნას ნანდანავანად (ზეციურ კორომად). ჭეშმარიტად, როცა ჩვენ ვხედთ ბედნიერ ადამიანებს, ჩვენ უნდა ვიგრძნოთ ბედნიერები მათი ბედნიერების გამო. როცა ჩვენ ვხედთ ტანჯვასა და უბედურებას, ჩვენ უნდა ასევე გავიზიაროთ მათი ტანჯვა. თუ ჩვენ შევძლებთ ამ ხარისხების განვითარებას, ჩვენ ვაქცევთ ჩვენს გულს ნანდანავანად. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველა მცდელობა თანაგრძნობისა და სიკეთის წინ წამოსაწევად. ამას ჰქვია მაითრი (მოსიყვარულე-სიკეთე). თუ ჩვენ განვავითარებთ ამ კარგ ხარისხებს, ღმერთიც ასევე გაჩნდება ჩვენთან ახლოს მყოფად. ჩვენ ვართ ტკივილში თუ სიამოვნებაში, მწუხარებაში თუ უბედურებაში, ყოველ დროს ჩვენ უნდა განვავითაროთ ჩვენი გული ისეთნაირად რომ ჩვენ ვიყოთ პარამათმას პრემას (ღმერთის სიყვარულის) მიღების შემძლე. მეორეს მხრივ, თუ ჩვენ გვაქვს ისეთი ცუდი ხარისხები, როგორიცაა ცოდვის ჩადენის სურვილი, გვსურს მოსმენა იმის რაც ჩვენ არ უნდა ვისმინოთ, ვავნოთ და ზიანი მივაყენოთ სხვებს, მაშინ სამართლიანობა, სიკეთე და პატიოსნება არასოდეს დარჩება ჩვენთან სადმე ახლოს. ამიტომ, – ზაფხულის თავსხმები 1976, თავი 12.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 3 ნოემბერი.
ბჰაგავანი ხშირად იტყოდა რომ შინაგანი იმპულსების სისუფთავე არის ძალიან მნიშვნელოვანი სულიერი ასპირანტისთვის. როგორ აღწევს ადამიანი ამას? ბჰაგავანი სიყვარულით გვამცნობს ჩვენ დღეს.
როგორი უნდა განიწმინდოს ადამიანის შინაგანი იმპულსები? ეს ეხება ჭკუას, მეტყველებას და ტანს. ამ სამიდან, მეტყველება არის ყველაზე მნიშვნელოვანი. როგორ მიიღწევა მეტყველების სიწმინდე? ანუდვეგაკარამ ვაკიამ სატიამ პრიაჰითამ კა იათ, ამბობს გიტა. ყოველი სიტყვა რომელსაც თქვენ წარმოთქვამთ, უნდა იყოს ანუდვეგაკარამ (თავისუფალი მღელვარებისა და აჟიოტაჟის გამოწვევისგან). ეს უნდა იყოს სატიამ (ჭეშმარიტი) და პრიიამ (სასიამოვნო). არსებობს ოთხი ფაქტორი რომელიც განაპირობებს ენის დაბინძურებას. ერთია, სიცრუის წარმოთქმა; მეორე, ზედმეტი საუბარი; მესამე, სხვების წინააღმდეგ ამბების მიტანა; მეოთხე, სხვების შეურაცხყოფა ან კრიტიკა. ენა მიდრეკილია გატაცებაზე წყენინების ამ ოთხი ტიპით მეტყველებაში. საუბედუროდ, ამ კალის ეპოქაში, ეს ოთხივე მძვინვარებს. სიცრუე გახდა ყველგანმყოფი. ადამიანები თავისუფლად ერთვებიან სხვათა ცილისწამებაში. უაზრო ჭორაობა გრძელდება. ლაყბობისმოყვარულობით გატაცება ფართოდ გავრცელდა. მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანი გათავისუფლდება ამ ოთხი ბოროტი ტენდენციისგან, შეიძლება მისი მეტყველება გახდეს სუფთა და დაუბინძურებელი. აქედან გამომდინარე, უპირველესი ამოცანა არის ადამიანის მეტყველების განწმენდა.
– ღმერთის საუბარი, 1993 წლის 30 აგვისტო.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 4 ნოემბერი.
ჩვენ რატომ არ უნდა დავშორდეთ და ვიყოთ ფოკუსებულები ჩვენს მიზანსა და ცხოვრების აზრზე? ბჰაგავანი სიყვარულით და მტკიცედ გვამცნობს ჩვენ დღეს.
ცხოვრება არის ხანმოკლე თამაში სცენაზე. ეს ტანი არის ბუშტის მსგავსი. ჭკუა არის ყოველთვის მერყევი. გიტაში არჯუნა ეუბნება კრიშნას რომ ჭკუა, რომელიც არის მუდმივად მერყევი, არის ძნელად საკონტროლებელი. მიუხედავად ამისა, ადამიანი უნდა იყოს კონცენტრათებული თავის ნამდვილ დანიშნულებაზე. რა არის ეს დანიშნულება, მიზანი და ცხოვრების აზრი? ბჰაგავატამ და ბჰაგავად გიტამ ნათლჰყო ეს. ჩვენი დანიშნულება არის წყარო, რომლიდანაც ჩვენ მოვედით. სანამ ინდივიდი დაჭერილია პრაკრიტით (ფენომენალური მსოფლიოთი), მისი ჭკუა იქნება მერყევი და ცვალებადი. ვედური დეკლარაცია, “სოჰამ” (ის ვარ მე) დემონსტრათდება ჩასუნთქვით გაკეთებულით სუნთქვის დროს. როდესაც ამოისუნთქავთ და წარმოთქვმთ “აჰამ”, თქვენ უარს ამბობთ “მე”-ზე. “სო-ჰამ” აცხადებს ინდივიდისა და ღმრთაებრივის (“მე ვარ ის”) იდენტობას. ეს იდენტობა არ იქნება გაგებული მანამ, სანამ ადამიანი დაჭერილია მატერიალური სამყაროს საცეცებით.
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 11 თებერვალი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 5 ნოემბერი.
ჩვენ როგორ შეგვიძლია ვიცხოვროთ მსოფლიოში თავისუფალში მწუხარებისგან, ტკივილისა და ტანჯვისგან? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს ძალიან ძლიერი მაგალითით!
უფალი გაცხადდება თვით მხოლოდ მაშინ როცა სვეტი გაიხლიჩება, ლტოლვის მახვილით. ჰირანიაკაშიპუმ ეს გააკეთა და დაუყოვნებლივ უფალი გაჩნდა ამ სვეტიდან. ის არ იმალებოდა თვით იქ, შესაძლებლობის მომლოდინედ. ის არის ყველგან; და ამგვარად, ის იყო იქაც ასევე. გაკვეთილი რაც ჰირანიაკაშიპუმ ისწავლა იყო რომ დეჰა-თათვა (ტანის პრინციპი) უნდა გაიხლიჩოს, თუ დეჰი-თათვა (მაცხოვარი პრინციპი) უნდა თვით გამოავლინდეს. ანუ „მე ვარ-ტანი“ ცნობიერება უნდა წავიდეს, თუ „მე-ვარ-ტანმოსილი“ ცნობიერება უნდა გამოჩნდეს. სანამ თქვენ ხართ დეჰი (მე-ვარ-ტანმოსილი) ცნობიერებაში, ვერანაირი ტკივილი ან მწუხარება, სიამაყე ან ეგოიზმი ვერ დაგაზიანებთ თქვენ. ეს არის ზღვის წყალივით. აიღეთ მცირე რაოდენობით ზღვის წყალი და შეინახეთ ცალკე ბოთლში; იგი ამყრალდება რამდენიმე დღეში. მაგრამ, სანამ ის იყო ზღვაში, ვერაფერი შეძლებდა მის ამყრალებას. იყავით ზღვაში, როგორც მისი ნაწილი; არ განიცალკევოთ საკუთარი თავი, არ იდუალიზოთ საკუთარი თავი, არ შეიგნოთ რომ თქვენ ხართ დეჰა (ტანი), ცალკე დეჰიდან (‘მე’-დან).
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 29 იანვარი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 6 ნოემბერი.
რა არის ავატარების როლი და როგორ შეგვიძლია ჩვენ გამოვიყენოთ საუკეთესოდ ავატარების შესახებ სწავლის შესაძლებლობა? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს.
თუ თქვენ გსურთ იდეალური ადამიანური ცხოვრების გატარება, თქვენ უნდა მიჰყვეთ ავატარების (ღმრთაებრივის მოსვლების) მაგალითს. ავატარები შეიძლება მოვიდნენ ადამიანის ფორმით, მაგრამ თქვენ არ უნდა შეხვიდეთ შეცდომაში ამ ფენომენით. ავატარები შეიძლება გამოჩნდნენ ადამიანის ფორმით, მაგრამ თქვენ არ უნდა გააიგივოთ თქვენი თავი მათთან. ფიზიკური ფორმით, ორივე შეიძლება ჩანდეს ერთნაირად. მაგრამ არსებობს ფუნდამენტალი განსხვავება. თქვენ არ უნდა მიიღოთ შეცდომით ბამბის ნაყოფი მანგოდ. ღმერთი მოდის ადამიანური ფორმით რადგან კაცმა გადაუხვია უბიწოების გზიდან. კაცის გამოსასწორებლად და მის დასაბრუნებლად დჰარმაში, ღმერთმა უნდა მიიღოს ადამიანის ფორმა. ფრინველები, მხეცები და მწერები ატარებენ ცხოვრობებს თავიანთი სპეციფიკი ბუნების შესაბამისად. მათ არ სჭირდებათ ავატარები. დღეს, მხოლოდ კაცმა დათმო მთელი უბიწოება, დაივიწყა თავისი ღმრთაებრივი არსი და გააუარესა თავისი ადამიანობა. ადამიანის სარეფორმოდ ამ სიტუაციაში, ღმერთი უნდა მოვიდეს ადამიანის ფორმით. ავატარმა უნდა დაიცვას კარგი, გამოასწოროს შეცდომილი და დასაჯოს ბოროტი.
– ღმერთის საუბარი, 1996 წლის 20 მაისი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 7 ნოემბერი.
რა არის ის გზავნილი რის ჩვენზე მოსაცემადაც მოვიდა ბჰაგავანი და რა არის საუკეთესო გზა მის გასაზიარებლად ყველაზე? თავად ბჰაგავანი გვანათლებს ჩვენ დღეს.
თქვენი მიზანი უნდა იყოს ხედვაზე თვით-იგივე ღმერთის ყველა ფორმაში რასაც თაყვანს სცემენ, მის წარმოდგენაზე ყველა სახელით, უფრო მეტიც, გაცნობიერებაზე მისი ყოფნის როგორც ყოველი ცოცხალი არსების შინაგანი მოტივატორის, მატერიის ყველა ნაწილაკში. არ ჩავარდეთ ზოგის პატივმოყვარე კაცად და ზოგის უღირსად მიჩნევის შეცდომაში. საი არის ყველაში; ასე რომ, ყველა იმსახურებს თქვენს პატივისცემას და მსახურებას. გაავრცელეთ ეს სიმართლე; ეს არის ფუნქცია, რომელსაც მე ვაძლევ სევა სამითებს. თქვენ შეგიძლიათ დამაკვირდეთ მე და დააკვირდდეთ ჩემს საქმიანობას; შენიშნეთ მე როგორ ვერთგულებ უბიწოებას, მორალურ წესრიგს, ჭეშმარიტებას და საყოველთაო თანაგრძნობას. ეს არის ის რასაც მე გისურვებთ თქვენ ისწავლოთ ჩემგან. თქვენგან ბევრი ითხოვს „მესიჯს“ ჩემგან, მისაღებათ სამითში, რომლის წევრებიც თქვენ ხართ. კარგი, ჩემი ცხოვრება არის ჩემი გზავნილი. თქვენ იქნებით ჩემი მესიჯის ერთგული თუ თქვენ იცხოვრებთ ისე რომ თქვენი ცხოვრებები იქნება მტკიცებულება უზომო სიმშვიდის, გამბედაობის, თავდაჯერებულობისა და დიდი მოწადინების ემსახუროთ მათ ვინც არიან გაჭირვებაში, ასე შთაგაგონებთ თქვენ ჩემი ცხოვრება.
– ღმერთის საუბარი, 1968 წლის 17 მაისი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 8 ნოემბერი.
რომელი არის ღმერთის საუკეთესო სახელი და ფორმა მასზე საფიქრებლად? გლობალური აკჰანდა ბჰაჯანის წინა დღეს, როდესაც ჩვენ ვემზადებით მისი ქების საგალობლად, ბჰაგავანი ნათელჰყოფს ჩვენთვის.
კაცის მოვალეობაა განიწმინდოს დღეები და ღამეები სახელის შეუწყვეტელი სმარანით (გახსენებით). გაიხსენეთ სიხარულით, ლტოლვით. თუ თქვენ აკეთებთ ასე, ღმერთი ვალდებულია გამოჩნდეს თქენს წინაშე იმ ფორმითა და სახელით რომელიც თქვენ მიაკუთვნეთ მას, როგორც ყველაზე მშვენიერი და ყველაზე შესაფერისი! ღმერთი არის ყველა სახელი და ყველა ფორმა, ამ ყველაფრის ინტეგრება ჰარმონიულ ხიბლში! ღმერთები დანიშნული სხვადასხვა სარწმუნოებაში, თაყვანნაცემი სხვადასხვა ადამიანური საზოგადოების მიერ, ყველა არის ნაწილი ერთი ღმერთის რომელიც ნამდვილად არის. როგორც ტანი არის გრძნობებისა და ორგანოების ჰარმონიული შეერთება, ასევე ღმერთი არის ყველა ფორმისა და სახელის ჰარმონია რასაც კაცი აძლევს მას! მხოლოდ ისინი, ვინც არიან ღმერთის დიდებულების არმცოდნე დაჟინებით მოითხოვენ ერთ სახელს და ერთ ფორმას მისი თაყვანისმცემლობისთვის და რაც ყველაზე უარესია, გმობენ სხვების მიერ სხვა სახელებისა და ფორმების გამოყენებას! ვინაიდან თქვენ ყველა ხართ ასოცირებული სატია საის ორგანიზაციებთან, მე უნდა გაგაფრთხილოთ თქვენ ასეთ სულელურ სიჯიუტეზე. არ განაცხადოთ რომ თქვენ ხართ სექტა განსხვავებული და განცალკევებული მათგან, ვინც ღმერთს თაყვანს სცემს სხვა ფორმებითა და სახელებით. ამით თქვენ ზღუდავთ იმ ღმერთს რომელსაც თქვენ ადიდებთ.
– ღმერთის საუბარი, 1968 წლის 17 მაისი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 9 ნოემბერი.
რატომ არის სანკირტანამ ან ღმერთის სახელისა და დიდების სიმღერა საუკეთესო სადჰანა? გლობალური აკჰანდა ბჰაჯანის ხელსაყრელ დღეს, ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს და გვახალისებს ჩვენ!
დღევანდელი ეპოქა, ხშირად განსჯილი როგორც კალი იუგა (სიბნელის ეპოქა), ფაქტობრივად არის, ეპოქა რომელშიც ადამიანს შეუძლია მიაღწიოს განთავისუფლებას ყველაზე ადვილად. ეს არის გამოაშკარავებული ყველა წმინდა ტექსტში. მიზეზი, მათ თანახმად არის ის, რომ ადამიანი შეიძლება განთავისუფლდეს ახლა ნამა სანკირტანას სადჰანით – უფლის დიდების გალობით და სახელის გალობის მოსმენით. ერთგულების ცხრა საფეხურს შორის შრავანამ (სახელის გალობის მოსმენა) და კირტანამ (სახელის გალობა) იხსენება საუკეთესოდ. კირტანამ არის გალობა სახელების რომლებიც აღნიშნავს უფლის დიდებას და სანკირტანამ ნიშნავს “სახელების გალობას განუწყვეტლივ, ხმამაღლა, შეუსვენებისა და მერყეობის გარეშე”. მაშინ როცა კირტანა შეიძლება იყოს ერთი ინდივიდის მიერ და შეუძლია დაეხმაროს მის საკუთარ სულიერ პროგრესს, სანკირტანამ არის ადამიანთა ჯგუფის მიერ. მას შეუძლია დაეხმაროს განთავისუფლების პროცესს არა მხოლოდ ჯგუფის წევრებისთვის, არამედ ეს იქნება სასარგებლო მათთვისაც ვინც ისმენს, და მსმენელთა წრის გარეთაც კი; მთელ მსოფლიოს შეუძლია ისარგებლოს ამ ვიბრაციებით.
– ღმერთის საუბარი, 1982 წლის 26 იანვარი.
როდესაც ჩვენ ვძირავთ საკუთარ თავს გლობალურ აკჰანდა ბჰაჯანში, ბჰაგავანი გვახსენებს ჩვენ გალობის უბრალო სადჰანა როგორ შეიძლება გარდაიქმნას განმათავისუფლებელ გამოსყიდვად.
სიტყვა ნამას აქვს დიდი მნიშვნელობა რიცხვოლოგიურად. “ნა” არის ნულის ტოლი. “ა” უდრის ორს და “მა” უდრის ხუთს, სულ არის შვიდი, მიმთითებელი რომ ნამა სანკირტანამს წარმატებისთვის სჭირდება შვიდი ელემენტი: შრუთი, ლაია, რაგა, ტალა, ბჰავა, პრემა, სამჰითა. შვიდი აღნიშნავს შვიდ სვარას, შვიდ ბრძენს, კვირის შვიდ დღეს ცნობილს როგორც წმინდა საპთაჰა. სანკირტანამ უნდა შესრულდეს აქცენტით ტონზე, დროზე, მელოდიაზე, რიტმზე, დამოკიდებულებაზე, სიყვარულზე და უმაღლესი სიკეთის მიღწევაზე. ეს არ არის სიმღერა სიმღერისთვის. მელოდია უნდა ამოდიოდეს გულიდან, გაჯერებული უნდა იყოს ნამდვილი გრძნობით, უნდა იყოს გაჟღენთილი სიყვარულით და უნდა დაგავიწყოთ საკუთარი თავი, მაშინ ეს არის თაპასი ან მონანიება. ასეთი სანკირტანამ გადაარჩენს არა მხოლოდ ინდივიდს, არამედ მთელ მსოფლიოს. სიყვარულის ტანმოსილებო! მაშინაც კი, თუ თქვენ არ შეგიძლიათ გააკეთოთ მედიტება, წაკითხვა, იოგა ან იაჯნა, დააკავეთ საკუთარი თავი ღმერთის სახელის გალობით. უბრალო ადამიანიდან (პამარა) გაღვიძებულამდე (პარამაჰამსამდე), ნამასანკირტანა შეიძლება იყოს აღებული.
– ღმერთის საუბარი, 1982 წლის 26 იანვარი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 11 ნოემბერი.
როგორ შეგვიძლია ჩვენ გავხდეთ საის ნამდვილი მესინჯერები და ლიდერები საის არმიაში? ბჰაგავანი მტკიცედ და ნათლად გვიხსნის ჩვენ დღეს.
როგორ შეიძლება ადამიანმა ვისაც თავად არ შეუძლია ცურვა, ასწავლოს სხვებს ეს ხელოვნება? როგორ შეუძლია ადამიანს ვისი ბეღელიც ცარიელია, დაიღვაროს ქველმოქმედებით? შეიძინეთ ერთგულების, სიმტკიცისა და სიმშვიდის სიმდიდრე სანამ გაბედავთ სხვებს ურჩიოთ როგორ შეიძინონ ესები. ბჰარათამ (ინდოეთმა) განიცადა უგულვებელყოფა და უყურადღებობა როგორც შედეგი მასწავლებელთა ნიაღვრის ვინც არ ზრუნავენ პრაქტიკაზე რასაც ასწავლიან. მე ვიცი თქვენ გაქვთ ენთუზიაზმი გასატარებლად ჩემი გზავნილის ამ ქვეყნისა და სხვა ქვეყნების ხალხებს შორის. ნება მომეცით შეგახსენოთ თქვენ რომ საუკეთესო და ერთადერთი წარმატებული გზა რომლითაც თქვენ შეგიძლიათ ეს გააკეთოთ არის გზავნილის გადაცემა თქვენს საკუთარ ცხოვრებებში. თქვენი აზრები, სიტყვები და საქმეები უნდა იყოს გაჯერებული გზავნილით. შემდეგ, ესები გავრცელდება უძალისხმევოდ და ეფექტურად, და მსოფლიოს სახე გარდაიქმნება. თქვენ ხართ საის არმიის ოფიცრები. როგორ შეგიძლიათ თქვენ მიიყვანოთ ჯარისკაცები ბრძოლაში როცა თქვენ არ იცით ომის სირთულეები, როცა თქვენ თავად ხართ არაეფექტური ინსტრუმენტები? თქვენ შეგიძლიათ სცადოთ სხვების მიყვანა მხოლოდ დისციპლინების სრულყოფილებამდე პრაქტიკის შემდეგ. ეს ეხება ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროს. ანანდა (ნეტარება) და პრაშანტი (უზენაესი მშვიდობა) უნდა იყოს შეძენილი ჯერ თქვენს მიერ და შემდეგ შეიძლება აცნობოთ სხვებს.
– ღმერთის საუბარი, 1968 წლის 17 მაისი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 12 ნოემბერი.
საკმარისია თუ არა უფლის სახელების გალობა და მღერა მისი მადლის მოსაპოვებლად? როდესაც ჩვენ ვამთავრებთ კიდევ ერთ აკჰანდა ბჰაჯანს, ბჰაგავანი გვახსენებს ჩვენ როგორ დავასრულოთ ჩვენი ძალისხმევები.
უბრალოდ მანტრების გალობა ან ღმერთის სახელის გამეორება არ არის სასარგებლო. ჩვენ თვით უნდა დავკავდეთ ღმერთის საქმით, რაც მე არაერთხელ გითხარით. ჰანუმანმა მიაღწია ლანკას და დაუმეგობრდა ვიბჰიშანას. მათი საუბრის დროს ვიბჰიშანამ გამოხატა მწუხარება: „ჰანუმანთა, შენ ხარ ნამდვილად იღბლიანი. შენ განუწყვეტლივ ემსახურები რამას, რითაც იმსახურებ მის მადლს. მე ვიმეორებ რამას სახელს უკვე მრავალი წელია, მაგრამ მე ვერ მივიღე მისი დარშანი ჯერ კიდევ. ჰანუმანმა დაუსვა მას მშვენიერი კითხვები: „ვიბჰიშანა, შენ მღერი რამას სახელს, მაგრამ ჩართული ხარ შენ რამას საქმეში? რამასთვის მუშაობის გარეშე, როგორ შეიძლება შენ ელოდო წყალობას? უკვე მრავალი კვირაა რაც სიტა დევი ლანკაში ტყვედ მიიყვანეს. სიტასადმი მსახურება არ არის ღირებული მსახურება რამას მიმართ? შენ ოდესმე წახვედი აშოკას კორომში და ანუგეშე ის? შეხვდი შენ მას თუნდაც ერთხელ? გაეცანი შენ თვით მის სირთულეებს და გადადგი ნაბიჯები მისთვის კომფორტის უზრუნველსაყოფად? ჩემი ყოველი რომა (თმა) ამბობს რამა! მაგრამ მე არ ვჩერდები აქ. მე შევთავაზე ჩემი სიცოცხლე რამას. მე დაკავებული ვარ მისი ძვირფასი ქმედებებით, დღე და ღამე“. აქედან გამომდინარე, გაკვეთილი არის: რამას სახელი გულში, რამას სამუშაო ხელში (დილ მე რამ, ჰათ მე კამ). ეს არის ჩვენი სიცოცხლეების უფალზე შეთავაზების საშუალება.
– ღმერთის საუბარი, 1991 წლის 21 მაისი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 13 ნოემბერი.
ჩვენ რატომ უნდა გვქონდეს გამბედაობა და ვიყოთ ფოკუსებული ჩვენი რეალური მიზნის მიღწევაზე ამ ცხოვრებაში? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ და გვაკურთხებს ჩვენ თავისი დამარწმუნებელი სიტყვებით.
ზოგიერთი ფსიქიკური პაციენტის მსგავსად, არ იყოთ ყოველთვის შეწუხებული რამე პატარა დაავადებაზე ან სხვაზე. მამაცობის ქონა, ეს არის საუკეთესო ტონიკი. არ დანებდეთ სანამ თქვენ არ გექნებათ. ხანგრძლივი სიცოცხლე არ არის მნიშვნელოვანი; თუ თქვენ ცხოვრობთ და ცხოვრობთ, შეიძლება დადგეს დრო როცა თქვენ უნდა ელოცოთ უფალს წაგიყვანოთ თქვენ, თქვენს გასათავისუფლებლათ ტანჯვისგან. თქვენ შესაძლოა დაიწყოთ მისი დადანაშაულებაც კი თქვენი იგნორებისა და სხვა იღბლიანი ადამიანების სიკვდილით კურთხევისთვის! ყველა საშუალებით, იყავით დაკავშირებული წარმატებაზე ან წარუმატებლობაზე ცხოვრების რეალური მიზნის მიღწევაში. მაშინ თქვენ მიიღებთ იმდენ წლებს რამდენიც საჭიროა ამ სურვილის შესასრულებლად. წყურვილი, წყურვილი, ძლიერი წყურვილი და წარმატება არის თქვენი. დაიმახსოვრეთ, თქვენ ყველა განსაზღვრული ხართ მოპოვებაზე; ამიტომაც დაგიძახეს და გამოეხმაურეთ მოწოდებას ჩემთან მოსვლაზე. სხვა რა ამოცანა მაქვს მე წყალობის გადმოღვრის გარდა? მომექეცით მე არა როგორც ვინმეს შორს, არამედ როგორც თქვენთან ძალიან ახლოს. დაჟინებით მოითხოვეთ, მოითხოვეთ წყალობა ჩემგან; არ შემაქოთ, არ განმადიდოთ და ქედი არ მოიხაროთ. მოიტანეთ თქვენი გულები ჩემთან და მოიპოვეთ ჩემი გული. არავინ თქვენგან არ არის ჩემთვის უცხო. მომიტანეთ თქვენი დაპირებები და მე მოგცემთ ჩემს დაპირებას. მაგრამ ჯერ ნახეთ რომ თქვენი დაპირება არის ნამდვილი და გულწრფელი; ნახეთ, რომ თქვენი გული არის სუფთა; ეს საკმარისია.
– ღმერთის საუბარი, 1961 წლის 10 ოქტომბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 14 ნოემბერი.
რა როლი აქვთ მშობლებსა და მასწავლებლებს ამ ერის მომავალი ბედის ჩამოყალიბებაში? რადგან ჩვენ აღვნიშნავთ ბავშვთა დღეს ინდოეთში, ბჰაგავანი გვახსენებს ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვან დავალებას ჩვენს ხელებზე.
ახალგაზრდა მოსწავლეთა გულები თქვენ მიერ უნდა იყოს აღსვსებული ძლიერი კეთილი სურვილით, ასე რომ მათ შეძლონ ჩამოყალიბება ძლიერ და მტკიცე ინსტრუმენტებად მომავლის ინდოეთის ასამაღლებლად დიდებამდე რაც არის მისი შესაფერისი. გურუები (მასწავლებლები/მოძღვრები) უნდა იყვნენ მაგალითები რამაც შეიძლება შთააგონონ მოსწავლეები. მათ უნდა აპრაქტიკონ რასაც ისინი ქადაგებენ. როგორიც მასწავლებელი, ამგვარი მოსწავლე. როდესაც ონკანი შემობრუნდება, წყალი მოედინება დაბლა ზედა ავზიდან. ონკანის წყლის ხარისხი არის იგივე რაც წყლის ხარისხი ავზში. როდესაც გურუს გული სავსეა სიკეთით, უანგარობითა და სიყვარულით, მოსწავლეებიც ინებებენ გამოხატვას ამ სათნოებების მათ ყოველ მოქმედებაში. არსებობს, როგორც ამბობენ, 5000-ზე მეტი ბალა ვიკას გურუ. თუ თითოეული გამოასწორებს და გააუმჯობესებს ას ბავშვს, ერი ნამდვილად გარდაიქმნება. თქვენ უნდა შეამოწმოთ რა იქნა მიღწეული ბალა ვიკას გაჩენის შემდეგ. ეს კვლევა უნდა ჩატარდეს მუდმივად. როცა გურუ კულტივირებს სატვიკ (სუფთა) ბუნებას, სტუდენტები გაიზრდებიან სუფთა ბუნების ტანმოსილებად. გურუ უნდა იყოს ფხიზლად ასე რომ სიძულვილის, შურის და მსგავსი მანკიერების სარეველებმა არ გაიდგას ფესვი მათ საკუთარ გულში.
– ღმერთის საუბარი, 1979 წლის 20 ნოემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 15 ნოემბერი.
რომელია ყოველაფრის დამპყრობი იარაღი რაც ჩვენგან თითოეულს გვაქვს ჩვენს მფლობელობაში? ბჰაგავანი გვახსენებს დღეს როდესაც ჩვენ ვაკვირდებით გურუ ნანაკ ჯაიანტის.
სიყვარულის ძალა არის უსასრულო. მას შეუძლია ყველაფრის დაპყრობა. ერთხელ როცა უფალი ბუდდჰა მოგზაურობდა, მას დაუპირისპირდა დემონა, ვინც დაემუქრა მას მოკვლით. გაღიმებულმა, ბუდდჰამ თქვა: “შენ არ ხარ დემონი, შენ ხარ ღმრთაება! მე შენ მიყვარხარ თუმცა შენ იქცევი დემონივით.” ამ სასიყვარულო სიტყვების გაგონებაზე, დემონა გადაიქცა მტრედად და გაფრინდა. სიყვარულს შეუძლია შეცვალოს თუნდაც გამოუსწორებელი მტრის გული. ეს არის ხარისხი უნივერსალური სიყვარულის რაც უნდა იყოს კულტივირებული ყველას მიერ. არსებობენ ადამიანები ამღიარებლები სხვადასხვა სარწმუნოების მსოფლიოში – ქრისტიანები, მუსულმანები, ჰინდუსები, ზოროასტრიანები და ა.შ. მათ შორის არ უნდა იყოს განსხვავება ან უნდობლობა, რადგან მათგან ყველა მხარს უჭერს ჭეშმარიტებასა და დჰარმას. სწორედ სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანებს შორის ერთიანობის წახალისებისთვის დაიწყო გურუ ნანაკმა საზოგადო ბჰაჯანები რომლებიც წარმოქმნიან ჰარმონიისა და მშვიდობის ვიბრაციებს. დღეს, მსოფლიო დატანჯულია კონფლიქტებითა და ძალადობით. მშვიდობა და კეთილდღეობა შეიძლება წარმოიშვას მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანები მიბრუნდებიან სიყვარულისა და ზნეობის გზაზე, და გაატარებენ მიზანდასახულ ცხოვრებებს.
– ღმერთის საუბარი, 1986 წლის 25 დეკემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 16 ნოემბერი.
რა არის საიდუმლო ღმერთის მადლის მოსაზიდად? ეს რამდენად ადვილია ან რთული? ბჰაგავანი სიყვარულით შთაგვაგონებს ჩვენ დღეს წყვილი ლამაზი მაგალითით!
ღმრთაებრიობის მიღწევის საკითხი არის ბრძნული, მაგრამ ახსნა არის მოჩვენებითად მარტივი. არავითარი ძნელად აღსაქმელი სულიერი პრაქტიკა (სადჰანა) არ არის საჭირო. გაჯენდრა ათასობით წლის განმავლობაში იბრძოდა ნიანგთან! ძლიერად იბრძოდა, მაგრამ რა საფუძველზე? მისი ფიზიკური ძალით, მისი პირადი ეგოთი. სანამ თქვენ ეყრდნობით ტანის ეგოზე დაფუძნებულ ძალებზე, ინტელექტზე, ფულზე და ასე შემდეგ, თქვენ ვერასოდეს გაიმარჯვებთ. საბოლოოდ გაჯენდრა დაიღალა. მან გააცნობიერა თავისი სისულელე და წამოიძახა: „უფალო, მაპატიე მე! მე არავინ მყავს შენს გარდა! მოდი და მიშველე მე!” როცა ის დანებდა და თქვა – “არავინ შენ გარდა” – იგი გადაარჩინა. შეხედე არჯუნას. ის თავს იწონებდა თავისი ინტელექტითაც. ბჰაგავად გიტაში, მეორე თავის მერვე ლექსამდე, არჯუნამ დაბომბა კრიშნა კითხვების სეტყვად ცვენით! მაგრამ მან დახარჯა მთელი თავისი ფილოსოფია მოკლე დროში. ბოლოს და ბოლოს, რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ადამიანის ინტელექტი? საცოდავი თანამოძმე, ინტელექტუალური იდეების მისი დანაგროვი მთელი ცხოვრების განმავლობაში განადგურდა კრიშნას თანდასწრებით! ბოლოს, მან სიტყვაც ვეღარ წარმოთქვა და ხელებგაშლილი დაუდგა: „მე გავაკეთებ ისე როგორც შენ იტყვი (კარიშიე ვაჩანამ თავა). შემდეგ კრიშნამ დაარწმუნა ის: „კარგი! მოდი, ახლა მე გასწავლი შენ. ახლა შენ ხარ ჩემი ერთგული. ამ წუთიდან მე ვიზრუნებ შენზე.”
– ზაფხულის თავსხმები, 1991 წლის 21 მაისი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 17 ნოემბერი.
რა არის ბედნიერი და ჯანსაღი ცხოვრების საიდუმლო? ბჰაგავანი განმარტავს დღეს მარტივი სიტყვებით რომლებიც ანათლებს ჩვენს ჭკუებს.
იცხოვრეთ მუდამ მსახურად უფლის ვინც არის თქვენში, მაშინ თქვენ არ ცდუნდებით ცოდვით და არ ჩავარდებით ბოროტებაში. მიეჩვიეთ ღმერთის შუქზე ცხოვრებას. სწორედ ჩვევა რეაბილიტირებს დაცემულს. გქონდეთ აბსოლუტური თვითმინდობის (შარანაგათის) დამოკიდებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ბედი იქნება შარა-გათი (ისრის მოძრაობა). აი ამიტომ თქვა კრიშნამ: „დაე, შენი ჭკუა იყოს ჩემში (მანმანა ბჰავა)!“ თქვენ შეგიძლიათ ისეირნოთ თქვენი საკუთარი ჭკვიანი მანქანით, მაგრამ თქვენ ყოველდღიურად ანდობთ, სხვა აზრი არ არის, მანქანას და საკუთარ თავს და თქვენს ოჯახს თქვენი მძღოლის ჭკუის უნარსა და არსებობას! თუმცა, როცა გირჩევენ მიანდოთ თქვენი საქმეები უფალს, ილუზიის ძალა (მაიაშაკთი) ყოყმანობს და უარს ამბობს! იგი უარს ამბობს დანებდეს ღმრთაებრივ ძალაზე (მაჰაშაკთიზე). რას ვიტყვით ჩვენ ასეთ აბსურდ ამპარტავნებაზე? თუ თქვენ გაქვთ აბსოლუტური საკუთარი თვითდანებება, თქვენ იქნებით ყოველთვის კმაყოფილი და ყოველთვის ასე ბედნიერი და ჯანმრთელი!
– ღმერთის საუბარი, 1961 წლის 10 ოქტომბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 18 ნოემბერი.
რა არის საჭირო იმისათვის რომ გავხადოთ ჩვენი სადჰანა ჭეშმარიტად წარმატებული? ბჰაგავანი განგვიმარტავს და გვაკურთხებს ჩვენ დღეს.
ეს არის მხოლოდ მაშინ როცა ჩვენ ვხედთ სამყაროს როგორც ღმერთით გაჟღენთილს რომ ჩვენ ვიძენთ სიმაგრეს ბოროტ ძალებთან საბრძოლველად. ბევრ ადამიანს ვინც აკავებს თავის თავს ლოცვებითა და მლოცვარებით წლების განმავლობაში უკვირს მათ რატომ ვერ შეძლეს ღმერთის გაცნობიერება. არ არის საჭირო სვლა მსოფლიოს გარშემო ღმერთის საძებნელად. ღმერთი არის ჭეშმარიტი ერთგულის ძებნაში. ერთგული ვინც არის ღმერთის ყველგანმყოფობის შეგნებაში იპოვის მას ყველგან. მას უნდა ჰქონდეს მტკიცე რწმენა რომ არ არსებობს ადგილი სადაც ღმერთი არ იმყოფება. ეს არის ერთგულების ნამდვილი ნიშანი. მედიტებასა და ლოცვას აქვს ღირებულება, როგორც საკუთარი თავის განწმენდის საშუალებას. მაგრამ ამას არ მიჰყავს ღმერთის შეცნობამდე. ურყევი რწმენა ღმერთში ჩუქნის აუწერელ ნეტარებას. ადამიანმა არ უნდა მისცეს გზა ეჭვებს რომლებიც ძირს უთხრის რწმენას.
– ღმერთის საუბარი, 1986 წლის 25 დეკემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 19 ნოემბერი.
საზოგადოება რატომ უნდა სცემდეს თაყვანს ქალებს და ეპყრობოდეს მათ დიდი პატივისცემით? ბჰაგავანი სიყვარულით გვაძლევს ჩვენ დღეს ძვირფას აღთქმებს!
უძველესი დროიდან ღმრთაებრივის ქალური ასპექტი იყო თაყვანცემული სხვადასხვა გზით. ვედები აცხადებს რომ სადაც ქალები არიან პატივნაცემი და პატივცემული, იქ ღმრთაებრიობა იმყოფება მთელი თავისი ძალით. საუბედუროდ, დღეს კაცი მიიჩნევს ქალის პატივისცემას დამამცირებლად. ეს არის უკიდურესად არასწორი და არის უმეცრების ნიშანი. სთრიი (ქალი) არის გრიჰალაკშმი (სახლის კეთილდღეობის ქალღმერთი). მას მიესალმებიან როგორც დჰარმა-პათნის (სათნო მეუღლეს). მას უწოდებენ ილლალუს (ოჯახის ქალბატონს) და არდჰანგის (უკეთეს ნახევარს). ხალხი ხარობს მათზე ნაბოძებ წვრილმან ტიტულებზე. მაგრამ ქალებს ებოძათ უმაღლესი ტიტულები რომლებიც არის ძალაში ყველა დროსთვის. სახლი ქალის გარეშე არის ჯუნგლი. კაცებმა უნდა გააცნობიერონ ქალების მაღალი სტატუსი და პატივი და თაყვანი უნდა სცენ მათ შესაბამისად. მათ არ უნდა გახადონ ქალები მტირალი და ცრემლების მღვრელი. ოჯახი სადაც ქალი ცრემლებს ღვრის დაინგრევა. კაცებმა უნდა მისცენ საპატიო ადგილი ქალებს და გაატარონ ღირსეული ცხოვრება.
– ღმერთის საუბარი, 1995 წლის 19 ნოემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 20 ნოემბერი.
ჩვენი მოვალეობების შესრულება ოჯახსა და საზოგადოებაში რატომ უნდა ჩაითვალოს წმინდად და საღმრთოდ? როგორ დაგვეხმარება ეს ამ სულიერ გზაზე? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს.
სამუშაო შესრულებული სარგებელის მიღებაზე ზრუნვის ან სურვილის გარეშე, მხოლოდ სიყვარულით ან მოვალეობის გრძნობით, არის იოგა. ასეთი იოგა ანადგურებს ადამიანის ცხოველურ ბუნებას და გარდაქმნის მას ღმრთაებრივ არსებად. სხვების მსახურება, მათი მონათესავე არსებებად დანახვა დაეხმარება ადამიანის წინსვლას; ეს გადაარჩენს ადამიანს მიღწეული სულიერი საფეხურიდან ჩასრიალებისგან. უანგარო მსახურება (სევა) ბევრად უფრო სასარგებლოა, ვიდრე თუნდაც აღთქმა და თაყვანისცემა (პუჯა). მსახურება შლის ეგოიზმს დაფარულს თქვენში; იგი ხსნის გულს ფართოდ; იგი აყვავებს გულს. ამგვარად, სამუშაო გაკეთებული სურვილის გარეშე არის უმაღლესი იდეალი; და როდესაც სიცოცხლის სასახლე აშენებულია ამ საძირკველზე, უანგარო მსახურების ამ საფუძვლის წმინდა გავლენით, სათნოებები შეიკრიბება მასზე. მსახურება უნდა იყოს შინაგანი სიკეთის გარეგანი გამოხატულება. და, როცა ადამიანი ეწევა უანგარო მსახურებას უფრო მეტად და მეტად, მისი ცნობიერება ფართოვდება და ღრმავდება და მისი ათმიკ რეალობა არის უფრო ნათლად ცნობილი.
– ვიდია ვაჰინი, თავი 8.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 21 ნოემბერი.
როგორც წყლის პატარა წვეთები ქმნის დიდ ოკეანეს, შეუძლია პატარა მოქმედებებს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში შეკრება? ბჰაგავანი სიყვარულით და ცხადად გვანათლებს ჩვენ მისაყვანად გამარჯვებამდე.
კონკრეტულად რა არის კაცობრიობისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის საიდუმლო? სხვებისთვის მსახურების გაწევა მათგან სამაგიერო მსახურების მოლოდინის გარეშე. მოქმედება (კარმა) რომელიც აბამს არის უზარმაზარი სწრაფად მზარდი ხე. ცული რასაც შეუძლია მისი ფესვების მოჭრა, არის ეს: გააკეთეთ ყოველი მოქმედება როგორც თაყვანისცემის აქტი უფლის სადიდებლად. ეს არის ნამდვილი მსხვერპლი (იაჯნა), ყველაზე მნიშვნელოვანი რიტუალი. ეს მსხვერპლი ამაღლებს და ჩუქნის ცოდნას ბრაჰმანზე (ბრაჰმა-ვიდიას). ჩაინიშნეთ რომ უანგარო მსახურების გაკეთების ძლიერი სურვილი უნდა მიედინებოდეს ტანის ყველა ნერვში, აღწევდეს ყველა ძვალში და ააქტიურებდეს ყველა უჯრედს. ისინი ვინც საკუთარ თავს აკავებენ სულიერი დისციპლინით (სადჰანით) უნდა დაეუფლონ ამ დამოკიდებულებას მსახურების მიმართ. უანგარო მსახურება არის სიყვარულის გაფურჩქვნა, ყვავილი რომელიც ავსებს ჭკუას აღტაცებით. უვნებლობა არის იმ ყვავილის სურნელი. დაე თუნდაც თქვენი პატარა ქმედებები იყოს სურნელოვანი თანაგრძნობითა და პატივისცემით; დარწმუნებული იყავით, რომ თქვენი ხასიათი ამით დიდად გაანათებს.
– ვიდია ვაჰინი, თავი 8.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 22 ნოემბერი.
რა უნდა იყოს განათლების ჭეშმარიტი მიზანი? შრი სატია საის უმაღლესი სწავლების ინსტიტუტის 43-ე მოწვევის გამო, ბჰაგავანი იმეორებს და ასევე გვახსენებს ჩვენ მოწვევის სულიერ მიზანს.
განათლება დღეს მთავრდება ხარისხების მოპოვებით. ნამდვილმა განათლებამ უნდა მისცეს შესაძლებლობა ადამიანს გამოიყენოს მიღებული ცოდნა ცხოვრებისეული გამოწვევების განსაცდელად და ყველა ადამიანის გასაბედნიერებლად შეძლებისდაგვარად. საზოგადოებაში დაბადებულ ადამიანს აქვს ვალდებულება იმუშაოს საზოგადოების კეთილდღეობისა და წინსვლისთვის. განათლებიდან მიღებული ცოდნა დღეს გამოიყენება არასწორად მხოლოდ ადამიანების კომფორტებისა და გრძნობითი სიამოვნებების მისაღებად. ეს განათლება ემსახურებოდა გარკვეული სახის ინტელექტუალური შესაძლებლობებისა და ტექნიკური უნარების განვითარებას, მაგრამ სრულად ვერ წარმატდა კარგი ხარისხების გამომუშავებაში. საზოგადოება დღეს ჩაძირულია მატერიალიზმში მიწიერი სიამოვნებებით დაკავების გამო. მხოლოდ ინსტიტუტში აქ, ადამიანი შეიძლება იყოს კაცში თანდაყოლილი ღმრთაებრიობის ხაზგასმის მოწმე. ძველად, როდესაც მოსწავლეები ამთავრებდნენ სწავლას გურუს აშრამში და აპირებდნენ შესვლას გრიჰასთჰას (ოჯახის მეპატრონის) ცხოვრებაში, მოძღვარი აძლევდა მათ განშორების გზავნილს, ვარგისს მათ დირექტივად მათი მიწიერი და სულიერი სიკეთისთვის. ეს ცერემონია დღეს აღინიშნება როგორც მოწვევა.
– ღმერთის საუბარი, 1987 წლის 22 ნოემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 23 ნოემბერი.
როდესაც ჩვენ ვზეიმობთ ბჰაგავანის დაბადების 99-ე სასიხარულო დღეს, რა არის მისი ბუნების ასპექტი, რაზეც ჩვენ უნდა შევახსენოთ საკუთარ თავს და როგორ ვცდილობთ ჩვენ სვლას ამ მდგომარეობისკენ? ბჰაგავანი, სიყვარულის უფალი, შთაგვაგონებს ჩვენ თითოეულს დღეს!
ღმრთაებრივ ძალას არ აქვს არც დაბადება არც სიკვდილი. მე არ აღვფრთოვდები როცა მაქებენ ან ვდეპრესირდები როცა მადანაშაულებენ. მე ვეპყრობი ცხოვრების ამ ორმაგობებს სიმშვიდით. მე ვარ ბედნიერი სიამოვნებითაც და ტკივილითაც. ჩემში არსებობს მხოლოდ სიყვარული. ჩემი სიყვარული ცოცხლობს გაცემით, გაცემით და გაცემით. იგი არასოდეს იღებს. ეს არის განსხვავება ჩემს სიყვარულსა და მიწიერ სიყვარულს შორის რომელსაც სჯერა მარტო მიღების. აი ამიტომ ჩემი სიყვარული მუდმივად ფართოვდება. პატარა თესლი ხდება გიგანტური ხე, მრავალი ტოტითა და ნაყოფით. მათ ყველას აქვს თავისი წარმოშობა თესლში. მსგავსად სიყვარულიდან გაჩნდა ქმნილება. სიყვარული არის ღმერთი, იცხოვრეთ სიყვარულში. განივითარეთ სიყვარული. გიყვარდეთ ყველა მთელი გულით. მხოლოდ მაშინ როცა სიყვარული გამოვლინდება თქვენ მიაღწევთ თვითრეალიზებას. პირველ რიგში, განივითარეთ თავდაჯერებულობა. თავდაჯერებულობა არის საძირკველი. თვითკმაყოფილება არის კედელი. თავგანწირვა არის სახურავი. თვითრეალიზება არის სასახლე (სიცოცხლის). ყველაფერი შეიცავს თავისში უზენაეს მე-ს (ათმას). ამ ათმიკ პრინციპით, შეიძინეთ სულიერი ცოდნა. ძალა სულიერებაში არის უსაზღვრო. სიყვარულის ძალა ბევრად აღემატება ატომური ბომბის ძალას. იგი გარდაქმნის თუნდაც მათ ვისაც სძულთ. განივითარეთ ასეთი წმინდა სიყვარული.
– ღმერთის საუბარი, 1998 წლის 23 ნოემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 24 ნოემბერი.
რატომ არის სიყვარული ყველაზე ძლიერი იარაღი სამყაროში? მოდი ჩვენ მოვუსმინოთ ბჰაგავანს, სიყვარულის უფალს, ჩვენს შთამგონებელს ყველაზე საყვარლად დღეს.
ყველასთვის სასიცოცხლოდ ძალიან მნიშვნელოვანია სიყვარულის პრინციპის აღიარება და პრაქტიკა. სიყვარული ყოველთვის არსებობდა კარგსა და ცუდს შორის, ტყეში თუ სასახლეში, მიჯაჭვულობაში თუ განჯაჭვულობაში, როგორც ადამიანის ქცევაში ასევე მის მეტყველებაში, როგორც ჭკუაში ასევე მოქმედებაში. იგი არის ყოვლისმომცველი. დღეს მსოფლიოში ძალიან გავრცელებული ბოროტი ძალების გასანადგურებლად ყველაზე ძლიერი იარაღი არის სიყვარული. საუბედუროდ, კაცი არ მისდევს სწორ გზას წმინდა სიყვარულის მოსაპოვებლად. სიყვარული არის სიყვარულის თესლი. ეს ასევე არის ტოტები, ყვავილები და ნაყოფი. სიყვარულის ნაყოფით სატკბობად, ადამიანმა უნდა აპრაქტიკოს სიყვარული. სიყვარულის ნამდვილი ბუნების ცოდნის ძებნის ნაცვლად, კაცი დაკავებულია სიმდიდრისა და ძალაუფლების ძებნით. ეჭვგარეშეა, სიმდიდრე და ძალაუფლება არის საჭირო, მაგრამ მხოლოდ საზღვრებში. უკიდეგანო ოკეანე, როდესაც ის ადიდებს მის საზღვრებს, კიცხავენ მისი არასწორი ქცევისთვის. ადამიანის ტანი და ჭკუა იქნება ჯანმრთელი მხოლოდ როცა საკვების მოხმარება იქნება შეზღუდული. ჭარბი კვება იწვევს სხვადასხვა დარღვევას. ყველაფერი მსოფლიოში მართვადია მათთვის დაწესებული ზღვრებით. მაინც, სიყვარულს არ აქვს საზღვრები.
– ღმერთის საუბარი, 1996 წლის 23 ნოემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 25 ნოემბერი.
როცა ჩვენ ვიღებთ სულიერ განათლებას ჩვენი სწავლისა და სადჰანას მეშვეობით, როგორ უნდა გამოიხატოს თვით ეს სწავლულობა? ბჰაგავანი სიყვარულით გვმეგზურობს ჩვენ დღეს.
სულიერი სწავლება უბიძგებს ადამიანს საკუთარი ვიწრო ეგოს ჩასხმაზე მსხვერპლშეწირვის ცეცხლში და მის ადგილას აღზრდაზე საყოველთაო სიყვარულის, რაც არის საძირკველი სულიერი გამარჯვების ზედნაშენისთვის. სიყვარული, რომელმაც არ იცის საზღვრები, ასუფთავებს და წმენდს ჭკუას. დაე აზრები დაიცენტროს ღმერთთან, დაე გრძნობები და ემოციები იყოს წმინდა, დაე საქმიანობა იყოს უანგარო მსახურების გამოხატულება. დაე, ჭკუა, გული და ხელი იყოს ასე გაჯერებული სიკეთით. სულიერმა განათლებამ უნდა აიღოს სუბლიმაციის ეს ამოცანა. მან ჯერ უნდა ჩანერგოს მსახურების საიდუმლოება. სხვისთვის გაწეულმა მსახურებამ უნდა უბოძოს სრული სიხარული ყველანაირად. სულიერმა განათლებამ ხაზი უნდა გაუსვას რომ მსახურების სახელით, არ უნდა იყოს მიყენებული რამე ზიანი, ტკივილი ან მწუხარება სხვაზე. მსახურების გაწევისას, ადამიანის საკუთარი კმაყოფილებისთვის ამის გაკეთების დამოკიდებულებამ არ უნდა შელახოს იგი. მსახურება უნდა იყოს გაწეული როგორც თვით ცხოვრების პროცესის არსებითი ნაწილი. ეს არის სულიერი განათლების ნამდვილი ბირთვი.
– ვიდია ვაჰინი, თავი 8.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 26 ნოემბერი.
რა არის ის კრიტიკული ხარისხები გამომკვლევმა რაც უნდა კულტივიროს? ბჰაგავანი სიყვარულით გვმეგზურობს ჩვენ ასე რომ ჩვენ შევძლოთ განვითარება ამ ხარისხების და მოვემზადოთ.
მშვიდობა ალამაზებს ყოველ მოქმედებას; იგი არბილებს კაცობრიობის უმძიმეს ბირთვს; იგი მიგიყვანთ თქვენ უფლის ფეხქვეშ დასადებ სკამთან და მოიპოვებს თქვენთვის ღმერთის ხილვას. მან არ იცის განსხვავება; ეს არის ძალა რომელიც ამყარებს თანასწორობას. ეს არის სიყვარულის თაფლი სიცოცხლის მომხიბვლელ ყვავილში. ეს არის უპირველესი მოთხოვნილება იოგებისა და სულიერი ასპირანტებისთვის. მის მფლობელებს, მათ შეუძლიათ გააცნობიერონ რეალობა ხვალ, თუ არა დღეს. ისინი უნდა შეეგუონ გზაზე არსებულ ყველა დაბრკოლებას და მშვიდობა მისცემს მათ ამისთვის საჭირო ძალას. მხოლოდ მშვიდობით შეიძლება გაფართოვდეს ერთგულება და სულიერმა სიბრძნემ (ჯნანამ) გაიდგას ფესვი. მშვიდობიდან დაბადებული სიბრძნე არის ერთი და ერთადერთი საშუალება სრულფასოვანი ცხოვრების ან ცხოვრების რამაც არ იცის სიკვდილი. გამოკვლევა “ვინ ვარ მე?” წმენდს რეალიზების გზას. ასე რომ, ადამიანი უნდა დაელოდოს მოთმინებით და მშვიდად, რწმენის მოთავსებით უფლის მადლსა და სიბრძნეზე. ასეთი გამომკვლევი იქნება ყოველთვის წრფელი და მომნანიებელი. გამომკვლევი ხდება უშიშარი და შესაბამისად სავსე სიმშვიდით სხვა რწმენითაც: უფალი არის ყველგან, ცხადად დამსწრე.
– პრაშანტი ვაჰინი, თავი 5.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 27 ნოემბერი.
შეიძლება ჭეშმარიტება და უბიწოება იყოს აღდგენილი საზოგადოებაში? თუ ასეა, როგორ? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს.
დჰარმა (უბიწოება) ვერასოდეს განადგურდება. თუ ეს ექვემდებარება განადგურებას, მაშინ მას არ შეიძლება ეწოდოს დჰარმა საერთოდ. დროს გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ეს შეიძლება ჩანდეს გამქრალად კაცის მიერ მისი პრაქტიკის შემცირების გამო. როდესაც სქელი ღრუბლები ფარავს კაშკაშა მზეს, ადამიანებმა შეიძლება ვერ დაინახონ იგი გარკვეულ დროს. მაგრამ ვერაფერი შეძლებს ოდესმე მზის გაჩერებას ნათებიდან ან მისი შუქის გაჩერებას სამუდამოდ. იგივენაირად, სატიას (ჭეშმარიტების) მზე და დჰარმას მზის შუქი ვერასოდეს განადგურდება. სატია და დჰარმა არის ურთიერთდაკავშირებული და ურთიერთდამოკიდებული, როგორც ღმერთი და ბუნება, მატერია და ენერგია. ამიტომ, შეუძლებელია სატიას და დჰარმას გაცალკევება. სატია, ფაქტობრივად, არის საძირკველი რაზეც დჰარმას სასახლე დგას. საშიშროება ან რისკი არ შეიძლება იყოს დჰარმას სასახლეში, რომელიც აშნებულია სატიას საძირკველზე. სატია და დჰარმა არის ადამიანების ბუნებრივი ატრიბუტები. სატიას და დჰარმას კვებითა და პრაქტიკით, ადამიანმა თვით უნდა მიიღოს ნეტარება და გაუზიაროს იგი მსოფლიოს.
– ღმერთის საუბარი, 1976 წლის 24 ივლისი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 28 ნოემბერი.
რატომ არის კაცი საბრალოდ მგორავი უსიამოვნებებსა და მწუხარებაში? ბჰაგავანი ცხადად გვანათლებს ჩვენ დღეს და შთააგონებს ჩვენ წინსვლას გზაზე..
თესლი ღივდება და იზრდება მცენარედ და შემდეგ კი ხედ ტოტებით, ფოთლებით, ყვავილებითა და ა.შ. მთელი სამყაროს თესლი არის ჩაიტანია (სუფთა ცნობიერება). ეს არის სატ-ჩიტ-ანანდა. იგი იზრდება სრულ ყვავილად ადამიანში და ყვავის ცნობიერების ყვავილად. ასე ღმერთი ინკარნირდება კაცად. ამ ჭეშმარიტების გაგება არის ადამიანის ცხოვრების მიზანი. ეს არის ჭკუა რაც დგას ამ რეალიზების გზაზე. ჭკუა არის გაუკუღმართებული როცა იგი ცენტრდება ადამიანის ეგოზე (ტანის ცნობიერებაზე) მაგრამ როცა იგი მიმართულია ათმასკენ, იგი ხდება ამაღლებული. ეგოთი გაბერილი ადამიანი ივიწყებს ღმრთიურებას. ფიქრით ფიზიკურ პლანზე და ხედვით გარე მსოფლიოზე, კაცს არ ძალუძს გაიგოს მასში არსებული ღმრთაებრიობა. არასწორია ვიფიქროთ რომ სულიერებას არაფერი აქვს საერთო მიწიერ საკითხებთან. ფიზიკური სამყარო ასევე ასახავს ღმრთიურებას. იმის გამო რომ კაცი ივიწყებს თავის ჭეშმარიტ ღმრთაებრივ ბუნებას ის გორაობს უსიამოვნებებსა და მწუხარებაში. ის ასახავს მხოლოდ ცხოველურ ხარისხებს თავის ქმედებებში. მხოლოდ მაშინ როცა ადამიანი იკვლევს შიგნით, მას აქვს ღმრთაებრიობის გაცნობიერების შანსი.
– ღმერთის საუბარი, 1993 წლის 19 სექტემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 29 ნოემბერი.
რა პროგრესი უნდა გააკეთოს კაცმა, და რა არის ამის საშუალებები? ბჰაგავანი ნათლად და სიყვარულით გვასწავლის ჩვენ დღეს.
კარგი იდეები უნდა იქნას მიღებული და ცუდი თავიდან არიდებული. თითოეული იდეა უნდა იყოს გასამართლებული ვივეკას (სიბრძნის) უზენაეს სასამართლოში. და “გადაწყვეტილება” უნდა იყოს მოპყრობილი დაურღვევლად. სწორედ ამ კონტექსტში არის რომ ჩვენ შევახსენოთ საკუთარ თავს განდჰიჯის ლოცვის შესახებ, საბკო სანმათი დე ბჰაგავან – „ოჰ ღმერთო, უბოძე სწორი გაგება ყველას“. კვლავ, საზოგადოების ტბაში დაბადებულმა ინდივიდმა უნდა იცუროს და იტივტივოს მშვიდ წყლებში, და შეუერთდეს პროგრესის მდინარეს, შეირწყმეს მადლის ოკეანეში. კაცმა უნდა იაროს „მე“-ს პოზიციიდან „ჩვენ“-ის პოზიციისკენ; დღეს, ჩვენ ვხედავთ მხოლოდ ველურ ცეკვას ეგოთი-შეპყრობილი ინდივიდუალების ვისაც სძულთ საზოგადოება და იქცევიან ძალზე არასოციალურად. წყალი მიედინება უფრო მაღალი დონიდან უფრო დაბალი დონისკენ. უფლის მადლიც ასევე არის ამის მსგავსი. იგი მიედინება დაბლა მათკენ ვინც მოხრილია თავმდაბლობით. ასე რომ, უარი თქვით ეგოზე, დაძლიეთ ეჭვიანობა და კულტივირეთ სიყვარული. როგორ შეიძლება კაცი იყოს ჭეშმარიტად მშვიდი საკუთარ თავთან და სხვებთან, თუ ის არ ცდილობს ღმერთის მადლის მოპოვებას?
– ღმერთის საუბარი, 1973 წლის 30 მარტი.
2024 წლის 30 ნოემბერი.
რატომ არის რთული ავატარის ქმედებების განსჯა? ბჰაგავანი გულწრფელად განმარტავს მაგალითებით ეპიკებიდან.
კრიშნა იყო უზენაესი არსება და სარვაჯნა (ყოვლისმცოდნე). ის იყო ძალიან ახლოს დრაუპადთან. იმ დროს როცა ის განიცდიდა დამცირებას დურიოდჰანას სამეფო კარზე, ვინც ბრძანა მისი გაშიშვლება, კრიშნამ მიაწოდა უსასრულო სარი მისი ღირსების დასაცავად. ზოგიერთი ადამიანი კითხულობს კრიშნამ რატომ არ დასაჯა დურიოდჰანა ადგილზე, როცა ის ასეთ საშინელ დანაშაულს სჩადიოდა კეთილშობილი ქალის წინააგმდეგ, ვინც იყო ასე ერთგული მისთვის. ეჭვგარეშეა, დრაუპადი იყო კრიშნას უმაღლესი ერთგული და კრიშნას ასევე ჰქონდა ძალა, დაესაჯა დურიოდჰანა. მაგრამ ამ დრამაში კიდევ რამდენიმე მეტი სცენა უნდა ყოფილიყო დადგმული. დურიოდჰანა წინასწარ იყო განწირული მოსაკლავად ბჰიმას მიერ იმ ომში რომელიც ჯერ კიდევ არ იყო მოსული. ასე კრიშნა ვერ ჩაერია. კამსას სიცოცხლე იყო კრიშნას ხელში და რავანას სიცოცხლე რამას ხელში. რამაც და კრიშნაც არის ვიშნუს ფორმა. მაგრამ თითოეულს უნდა ეთამაშა თავისი კონკრეტული როლი მის ინკარნებაში. ყოველი ინკარნებისთვის არის გარკვეული განგება და წესრიგი რომლებსაც ავატარი არ დაარღვევს. უბრალო მოკვდავები ვერ შეძლებენ ღმრთაებრივის გზების გაგებას.
– ღმერთის საუბარი, 1993 წლის 19 სექტემბერი.
სატია საი ბაბა