1.10.2013
განივითარეთ რწმენა საკუთარ თავში იმიტომ რომ თქვენ შეძლოთ დაუდგეთ კლდესავით შეუპოვრად უარყოფითი წყლის მოზღვავების დაწოლას. ეს რწმენა გადაგალახვინებთ თქვენ გარე სამყაროს ცვალებად ვითარებებს. დაიჭირეთ მიუბმელობის (ვაირაგიას) ალი პატარა ჩხირებთან იმ დრომდე ვიდრე ის იქცევა დიდ კოცონად; მიესალმეთ დისკრიმინაციის (ვივეკას) ყველა შანსს. აიღეთ უფლის სახელი და იმეორეთ ის ყოველთვის. უმღერეთ უფალს რწმენით და ენთუზიაზმით. დაე მთელმა გარემომ არეკლოს ერთგულება რომელიც თქვენ ჩადეთ თითოეულ სახელში რომელსაც თქვენ მღერით. უფლის სახელი ხელს უწყობს ამხანაგობას და აარსებს თანხმობას; ის აწყნარებს ყველა ქარიშხალს და ჩუქნის მშვიდობას. გახდით ყვავილი, გამოეცით სევას (უანგარო მსახურების) და პრემას (სიყვარულის) სურნელება; შემდეგ თქვენ იპოვით ადგილს გირლიანდაში, რომელიც ამკობს უფალს.
– ღმრთიური საუბარი, 10 ივლისი, 1959.
2.10.2013
ზუსტად რა არის ჭეშმარიტება? ეს არის აღწერა ‘დანახული ნივთის’ როგორც ადამიანი ხედავს მას, ყოველგვარი განდიდების ან დადაბლების გარეშე? არა. თუ, მოთხრობა მომხდარი შემთხვევის იგივე სიტყვებით როგორც ადამიანმა მოისმინა ეს მონათხრობი? არა. ჭეშმარიტება ამაღლებს; ის მფლობელობს იდეალების გარეთ; ის შთააგონებს პიროვნებას და საზოგადოებას. ეს არის სინათლე რომელიც უნათებს ადამიანს გზას ღმერთისკენ. სიცოცხლე შთაგონებული ჭეშმარიტებით ადამიანს აძლევს შესაძლებლობას იცხოვროს როგორც ადამიანმა – არ დააქვეითოს თავისი თავი დაბალი სახეობის სტატუსამდე. არსებობს ღმერთი ყველგან და არ არსებობს მეორე არსება. ღმერთი არის ჭეშმარიტება, მხოლოდ ჭეშმარიტება. ღმერთი არის ყველა საგანსა თუ საქმეში, როგორც ბაზისი, როგორც გონება და გონებრივი უნარი, როგორც ღმრთიური სინათლის წყარო, როგორც ატმა. ჭეშმარიტება არის ერთი ამაღლებული ცნობიერება, ერთი ღმრთიური ენერგია რომელიც ამოქმედებს ყველა ცოცხალ არსებას, უფრო მეტიც, მატერიის ყოველ ნაწილაკს.
– ღმრთიური საუბარი, 8 დეკემბერი, 1979.
3.10.2013
დღეს, იმ დროს როდესაც მეცნიერება აკეთებს დიდ ნაბიჯებს ზნეობრივად ადამიანები ეშვებიან დაბლა. ეგოურობა და პირადი ინტერესები დომინირებს ბევრიდან ყოველ ცალკეულ საქმიანობაში. სურვილების უსაზღვრო გავრცელება არის ადამიანთა სიღარიბისა და დაღუპვის ძირითადი მიზეზი. თუ თქვენ მისდევთ ორ მთავარ პრინციპს, თქვენ შეძლებთ ადამიანის სიცოცხლის მიზნის მიღწევას: სარვა ჯივა ნამასკაარამ კეშავამ პრატი გაჩატი – პატივისცემა გამოჩენილი ნებისმიერი არსებისადმი აღწევს ღმერთს. სარვა ჯივა ტირასკაარამ კეშავამ პრატი გაჩატი – შეურაცხყოფა ნებისმიერი არსების აღწევს ღმერთს. გაიგეთ და შეითვისეთ უფლის ყველგან დასწრება. გიიტაში კრიშნა აცხადებს რომ თქვენი საქმიანობის ნაყოფის მსხვერპლად შეწირვა არის საუკეთესო და უადვილესი გზა ღმერთის შესაცნობად. მსხვერპლად შეწირვა (ტიაგა) არის გათავისუფლების მიღწევის ერთადერთი საშუალება. ემსახურეთ საზოგადოებას, დაეხმარეთ ღარიბებს და ხიფათში ჩავარდნილ გაჭირვებულებს, გამოამჟღავნეთ თანაგრძნობის ადამიანური ხარისხი.
– ღმრთიური საუბარი, 4 სექტემბერი, 1994.
4.10.2013
ლოცვა არის რელიგიის ნამდვილი სუნთქვა; რადგან მას მიყავს ადამიანი და ღმერთი სულ უფრო ახლოს ერთმანეთთან. მედიტირება (დჰიანა) არის პროცესი მოსმენის ციური სიმღერის, კრიშნას ფლეიტის, მელოდიაზე დაცქვეტილი გონების ყურებით. მსგავსად როგორც ყოველდღე თქვენ დაკავებული ხართ ვარჯიშით და მოიხმართ ტონიკებს, ანგარიშობთ მიღებულ კალორიებს და ვიტამინებს, უთმობთ განსაკუთრებულ ყურადღებას საკვები პროდუქტების კვებით ღირებულებას, ასევე ყურადღება მიაქციეთ შთაბეჭდილებათა მიღებას ჭკუაში, ეს ასუსტებს თუ აძლიერებს, უმატებს თუ არა ეს ჭკუას წინააღმდეგობის ძალას – სიხარბის, შურის, სიძულვილის, სიამაყის, სიბოროტის და ა.შ. ვირუსების წინააღმდეგ. იკვებეთ მსახურების კეთილი მოქმედებებით, ღმრთიური აზრებით და სვით სიყვარულის წვენი (პრემა რასა), იმიტომ რომ მან შეძლოს დაბანვა, და კარგად შეთვისება. შემდეგ თქვენ შეძლებთ გაბრწყინებას გონებრივი ჯანმრთელობით, ბედნიერებით და სარგებლობის მოტანით.
5.10.2013
მიიჩნიეთ თქვენს ძირითად მოვალეობად თქვენი დედის პატივისცემა როგორც ღმრთაებრივის და ემსახურეთ მას. თუ თქვენ არ შეგიძლიათ პატივი სცეთ თქვენს დედას, ვინც გატარათ ცხრა თვის განმავლობაში, მოგიყვანათ თქვენ მსოფლიოში და ზრუნავდა თქვენთვის, თქვენ კიდევ ვის სცემთ პატივს? დედობრივი სიყვარული არის მონათესავე იმ შემქმნელის, ვინც აპროექტებს და მფარველობს ამ უსაზღვრებო კოსმოსს უთვალავი ხერხით. თქვენ შეიძლება აირჩიოთ თაყვანსაცემად ღმრთიურება ქალღმერთის ფორმაში. სხვამ შეიძლება თაყვანი სცეს ღმერთს და გააღმერთოს სხვა ფორმაში. თქვენ მხედველობაში უნდა მიიღოთ რომ ფორმები რომელშიც ღმერთი თაყვანცემულია სხვების მიერ არის ისევე მნიშვნელოვანი როგორც თქვენი არჩეული ღმრთაება. თუ, ამის საწინააღმდეგოდ თქვენ აკრიტიკებთ ან ჩრდილს აყენებთ ღმრთაებებს თაყვანცემულს სხვების მიერ, თქვენ ჩადიხართ სამწუხარო ცოდვას. ამის მსგავსად პატივი ეცით და გამოუვლინეთ იგივე დამოკიდებულება ყველა დედას (ქალს) როგორც თქვენს საკუთარ დედას.
6.10.2013
არჯუნა შევიდა ბრძოლის ველზე, მთლიანად აღჭურვილი და ფანატიკური სიმტკიცით თავისი მტრების გასანადგურებლად. მაგრამ როდესაც ის იდგა ბრძოლის ველზე ეტლში რომელსაც მართავდა უფალი კრიშნა, მან თქვა ‘ჩემი მასწავლებლები’, ‘ჩემი პაპა’, ‘ჩემი ნათესავები’ და ‘ჩემი ბიძაშვილები’. ის იმდენად შევიდა ამ ‘მე’ და ‘ჩემის’ გრძნობებში რომ დააგდო მშვილდი და მოინდომა უკან დაბრუნება, საცოდავმა და დამარცხებულმა. ‘მე’-ს ნამდვილად არაფერი აქვს საერთო მიწიერ ფლობასთან, მაგრამ უმეცრებაში მყოფი ის აიგივებდა თავის თავს მიწიერ ნათესავებთან. ეს არის მოჰა (უმეცრება) რომლისგანაც ის იყო დაცული ბჰაგავად გიიტას მეშვეობით. იყავით დაურღვეველი ორობითობით, ეს არის გაკვეთილი. დაე დამარცხებამ ან წარმატებამ გავლენა არ მოახდინოს თქვენს შინაგან მყუდროებაზე.. ხედეთ თქვენი თავი როგორც თქვენი მე, დაუკავშირებელი სხვებთან ან საგნობრივ სამყაროსთან. როდესაც თქვენ იცით თქვენი ჭეშმარიტი მე, თქვენ ხართ თავისუფალი: ეს არის მოკშა.
– ღმრთიური საუბარი, 6 ოქტომბერი, 1970.
7.10.2013
ასვლა ადამიანის ფორმამდე თქვენთვის ყველასთვის გახდა შესაძლებელი; მაგრამ თქვენ ნამდვილად გახდებით ცხოველებს შორის ამ მაღალი სტატუსის ღირსი, მხოლოდ საბოლოოდ ღმრთიურებასთან შერწყმით. ეს მიზანი აქვს დასახული ევოლუციის ხანგრძლივ მოგზაურობას მას შემდეგ რაც სიცოცხლე დაიწყო დედამიწაზე როგორც ამება წყალში. რწმენა ამ მიზანში და მყარი სვლა მისკენ არის იმის ნიშანი რომ ადამიანი გაცნობიერებულია პასუხისმგებლობაში ადამიანის არსებად ყოფნის შესახებ. ღმრთიურების მოწოდება ექოს იძლევა ყველა გულში; ის იწვევს რეაქციას შიშის, პატივისცემის, აღელვების, სიყვარულის და მსხვერპლად შეწირვის – ყველა ინგრადიენტს ერთგულების (ბჰაკტის). მას გადაჰყავს თავისი თავი თაყვანისცემის, ქების, გაღმერთებისა და რიტუალების მოქმედებაში. ამ საშუალებით ჭკუა ხდება გაჯერებული ღმრთიური აზრებით და გადაკეთდება ღმრთიურ ყალიბად, იმ დრომდე, ვიდრე ნეტარების (ანანდას) დენა არ შესუსტდება.
– ღმრთიური საუბარი, 6 ოქტომბერი, 1979.
8.10.2013
მანტრა ნიშნავს იმას რაც გადაარჩენს როდესაც მედიტირებენ მასზე. ღმერთის ნებისმიერ ერთ სახელს მისი უთვალავი სახელიდან, შეუძლია ემსახუროს ამ მიზანს. სახელი არის როგორც წვეტიანი ჯოხი, რომლითაც შეიძლება მოათვინიერო სპილო ჩვეულებაში მოხაროს თავისი მუხლები და ასწიოს ხე თავის ეშვებზე. გათავისუფლება (მოკშა) არ არის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, ან საუცხოო ტურისტული სახლი. ეს არის უბრალოდ გაცნობიერება თქვენს საკუთარ სინამდვილეში და უარყოფა ყველა დანარჩენი საწინააღმდეგო კონცეფციის. თქვენ შეგიძლიათ შეიცნოთ თქვენი მე სწრაფად და ნათლად თუ თქვენ გაწმენდთ თქვენს გულს მანტრით ან ღმერთის დიდების გალობით. ორთავე დაგასაჩუქრებთ თქვენ ამ სიკეთით. იმღერეთ გულიდან შეგნებით მნიშვნელობის ფენების რაც თითოეულ სიტყვას გააჩნია. ეს არის ყველაზე საიმედო გზები რომ გყავდეთ ღმერთი მყარად დასმული თქვენი გულების ტახტებზე და ის გადაარჩენს თქვენს სიცოცხლეებს.
– ღმრთიური საუბარი, 6 ოქტომბერი, 1970
9.10.2013
უზენაესი შაკთი აცხადებს თავის თავს დურგას, ლაკშმის და სარასვატის ფორმაში. დურგა გვჩუქნის ჩვენ ენერგიას – ფიზიკურს, გონებრივს და სულიერს. ლაკშმი გვაჯილდოებს ჩვენ სიმდიდრით – არა მარტო ფულადი არამედ გონებრივი სიმდიდრით, სიმდიდერით ხასიათის, სიკეთისა და ჯანმრთელობის. ჯანმრთელობა არის ასევე სიმდიდრე! სარასვატი გვჩუქნის ჩვენ გონებას, უნარს გონებრივი გამოკვლევისთვის და გარჩევის ძალას. მაშასადამე, ნავარატრის (ცხრა ღამის) დღესასწაული აღინიშნება იმისთვის რომ გაცხადდეს მსოფლიოში ღმრთიური დედის ძალა. ადამიანის საკუთარი დედა არის შეერთება ყველა ამ ღმრთიური არსების. ის უზრუნველგყოფთ თქვენ ენერგიით, სიმდიდრით და გონებით. მას მუდმივად სურს თქვენი წინსვლა ცხოვრებაში და მაშასადამე წარმოადგენს სამივე ქალღმერთს. თავისი დედის აღიარებით როგორც ყველა ღმრთიური ძალის ნამდვილი განხორციელების, ადამიანმა უნდა აჩვენოს პატივისცემა მისდამი და მოეპყროს მას სიყვარულით. ეს არის ჭეშმარიტი გზავნილი რომელსაც ნავარატრის ზეიმი გვაძლევს ჩვენ.
– ღმრთიური საუბარი, 14 ოქტომბერი, 1988.
10.10.2013
მატერიალურ სამყაროში მცხოვრები ადამიანისთვის გრძნობითი სიამოვნება არის უკიდურესი აღფრთოვანების წყარო. როგორც არ უნდა იყოს, გრძნობები არის დროებითი, და აქედან გამომდინარე გჩუქნით მხოლოდ წარმავალ სიხარულს. სიყვითლით დაავადებული ადამიანისთვის ყველაფერს აქვს ყვითელი ფერი და მწარე გემო. ასევე, გრძნობებს სავსეს ავადმყოფობით არ შეუძლია ჭეშმარიტი ბედნიერების მოცემა. ვინაიდან არ არსებობს ადამიანი სურვილის გარეშე, და რთულია სურვილის გარეშე ცხოვრება ამ მსოფლიოში, უფალი კრიშნა გამოვიდა შესანიშნავი გადაწყვეტილებით. მან თქვა, “შეასრულეთ ყველა მოქმედება უფლის სიამოვნებისთვის, მოქმედების ნაყოფზე გახედვის გარეშე.” მიაგეთ პატივი მოვალეობას და მიუძღვენით ყველა მოქმედება ღმრთიურებას. დარწმუნდით რომ თქვენ ასრულებთ ყველა მოქმედებას თქვენი სინდისის შესაბამისად და შემდეგ თქვენი გული გათავისუფლდება ყველა ლაქისგან. ასეთი მოქმედება კვალიფიცირდება რომ გახდეს ანაპეკშა, აქტი დაულაქავებელი სურვილით.
– ღმრთიური საუბარი, 10 ოქტომბერი, 1997.
11.10.2013
გარეგანი სისუფთავე მოკლებული შინაგან სისუფთავეს სხვა არაფერია თუ არა უპატიოსნება. შინაგანი სისუფთავე არის უფრო არსებითი ვიდრე გარეგანი სისუფთავე. თუმცა ფინჯანი შეიძლება იყოს სუფთა და მიმზიდველი გარედან, ჩვენ ვერ დავლევთ წყალს ამ ფინჯნით თუ ეს არის უსუფთაო შიგნით მხარეს. საკვები მომზადებული სპილენძის ჭურჭელში გამოყოფს შხამებს, თუ ჭურჭელს არ აქვს ვერცხლის ფენა შიგნით. აქედან გამომდინარე დაიცავით შინაგანი სისუფთავე ზედმიწევნითი ზრუნვით. ეცადეთ დარჩეთ თავისუფალი დაავადებებისგან სიძულვილის, ცუდი აზრების და ბიწიერი პრაქტიკის. ღმერთმა საჩუქრად მოგცათ თქვენ ეს ადამიანის სხეული სრულყოფილების მისაღწევად თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და მისაღწევად სიახლოვის ღმრთიურებასთან. განავითარეთ სულიერება, შეიძინეთ სულიერი შტრიხები, მიაღწიეთ სიახლოვეს ღმრთიურებასთან და შეერწყმეთ მასში. ეს უნდა იყოს თქვენი მყარი გადაწყვეტილება. თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ ამას თქვენი სხეულის განწმენდით წმინდა მოქმედებებით, თქვენს ბოლო ამოსუნთქვამდე.
– ღმრთიური საუბარი, 10 ოქტომბერი, 1997.
12.10.2013
მანთრების (მისტიკური ფორმულების) წმინდა ეფექტი, ხსენებული ვედებში, შეუძლებელია დანახული ან მოსმენილი იყოს შეგრძნებით; ეს შეიძლება განცდილი იყოს შიგნით და შინაგანი შეგნების, ანთჰაჰკარანას მეშვეობით. ამ მანთრების ხმას აქვს ძალა გარდაქმნას იმპულსები და მიდრეკილებები. სიტყვა მანთრა ნიშნავს ‘იმას რაც იცავს როდესაც გადმოიცემა ჭკუაში’. მანტრას გამეორება მუდმივად ჭკუაში ახლოს არ გაიკარებს სულელურ საუბრებს, უმიზნო ლაპარაკს, მიზანმოკლებულ ჭორებს და სკანდალებს. ილაპარაკეთ მხოლოდ მაშინ როდესაც ლაპარაკი არის ძალიან არსებითი და ილაპარაკეთ ისე ცოტა როგორც აუცილებელია. ილაპარაკეთ ტკბილად და რაიმე დათქმებისა ან ეშმაკობაში ჯობნის გარეშე. მე მსურს რომ ყველა იყოთ დარწმუნებული ვედებისა და შასტრების (წერილების) ამ სწავლებათა უპირატესობაში.
– ღმრთიური საუბარი, 21 მარტი, 1967.
13.10.2013
ანდჰასიინა (მიუბმელობა აღნიშნული უარყოფით) არის მდგომარეობა რომელიც არის არც დაუზარებლობა არც გულგრილობა. ის ნიშნავს განდგომას კარგისგან ისევე როგორც ცუდისგან. მე აგიხსნით ამას ილუსტრირებით: როდესაც ეკალი შეგერჭობათ თქვენ ფეხში, თქვენ იყენებთ მეორე ეკალს პირველის ამისაძრობად. ამის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ გადააგდოთ ორივე ეკალი. თქვენ არ უნდა დაიტოვოთ თქვენთან მეორე ეკალი თუმცა ის დაგეხმარათ თქვენ პირველი ეკლის ამოძრობაში. აი ასე თქვენ თანდათანობით უნდა თქვათ უარი კარგზე და ცუდზე. ჩვენ თანდათანობით უნდა შევამციროთ ჩვენი კავშირი სამყაროსთან. ყველაზე მნიშვნელოვანია არ შეხვიდეთ საქმიანობაში რომელიც გამოიწვევს უსარგებლო კავშირებს, რადგან ეს ზიანს მოუტანს ადამიანის კეთილდღეობას.
– ღმრთიური საუბარი, 10 ოქტომბერი, 1997.
14.10.2013
თქვენ უარი უნდა თქვათ მიბმულობაზე, სიძულვილსა და ეგოზე. აი ეს მიბმულობისა და ეგოს ხარისხებია ის რასაც შეაქვს არევ-დარევა ადამიანებში და აგდებს მათ ილუზიის ჭაობში. ეგოს მიყავს მოჩვენებითთან და მოჩვენებითი აძლიერებს ეგოს. ადამიანი ვერ შეძლებს ღმრთიური ნეტარების განცდას იმდენ ხანს რამდენსაც ის იქნება ეგოს გავლენაში. უფალი კრიშნა უხსნის არჯუნას გიიტაში, “ეგო, მიბმულობა და მოჩვენებითობა არის რაჯასური ხარისხი (ვნებითი ტემპერამენტი). ეს სამი არის ძალიან საშიში და ეს იწვევს უბედურებას! თუ ვინმე ანვითარებს ამ ჩვეულებას ის ატყუებს არა სხვას არამედ თავის თავს!” გადაწყვიტეთ და მიაღწიეთ გამარჯვებას თქვენს ეგოზე. მყარი რწმენით, გააკეთეთ ინტენსიური ძალისხმევა რომ მოიშოროთ ცუდი ხარისხები. მე გლოცავთ თქვენ რომ განახორციელოთ თქვენი მრწამსი წარმატებით და მიაღწიოთ გამარჯვებას უაღრესად ადვილად!
– ღმრთიური საუბარი, 10 ოქტომბერი, 1997.
15.10.2013
ყოველი თქვენგანი უნდა იყოს შეგუებული ღმრთიურ გეგმასთან. ისწრაფეთ გაიგოთ მისი მთავარი პრინციპი და აღიჭურვეთ ამოცანისთვის რომელიც მან თქვენ გაგინაწილათ. მიეცით თქვენი გული მთლიანად ცხოვრებაში თქვენზე დაკისრებულ მოვალეობას. იყავით ყოველთვის ყურადღებიანი თქვენს საკუთარ ბუნებასა და ვალდებულებაზე (სვადჰარმაზე) და დაკავდით ამოცანებში რომელსაც თქვენი როლი მოითხოვს. ღმრთიურების მისაღწევად, თქვენ უნდა ახვიდეთ ცხოველის მდგომარეობიდან ადამიანის მდგომარეობამდე და ადამიანის დონიდან ღმრთიურ დონეზე. ამ ასვლას სიმძიმეს აძლევს თქვენს ირგვლივ ყოველთვის არსებული ცალკეული ძალები, მზადმყოფი თქვენს დაბლა ჩასათრევად. თუ მანქანის ძრავი დაჭუჭყიანებული ან გაცვეთილია, იქნება ღმუილი და ხვნეშა როცა ის შეუდგება ციცაბო აღმართს. მეორე მხრივ თუ ის არის კარგად მოვლილი, თავისუფალი ტანჯვის შემგრძნობინებელი მტვრიდან და ჭუჭყიდან, მაშინ ის ავა სიმაღლეებზე ძალიან ადვილად.
– ღმრთიური საუბარი, 15 ოქტომბერი, 1964.
16.10.2013
ლოცვა და მონანიება არის ორი დისციპლინა რომლითაც შეიძლება გაასუფთაო ჭკუა ეგოურობისა და სიძულვილისგან; წმინდა ტიაგარაჯა იყო იმის შესანიშნავი მაგალითი ეს როგორ შეიძლება გააკეთო. მისი სიმღერები არის ერთგულების სუფთა სურნელოვანი ყვავილები. ის უმღეროდა აღგზნებით რაამას დიდებას კეთილდღეობასთან ერთად ადამიანის ისევე როგორც სამყაროს სანახაობის. ის იყო ყოველთვის დაკავებული მისი სიტყვებისა და საქმეების განხილვის პროცესით და აფასებდა მათ ერთგულების სასინჯი ქვით. როგორც ფუტკარი თაფლის ძებნაში ხეტიალობს ყვავილების მოსანახად, როგორც ლიანა ეკრობა მყარად და ნაზად ხეზე ასვლისას რომ არ ჩამოვარდეს, როგორც ნაკადული მირბის მდინარისკენ და მდინარე მიიჩქარის ზღვისკენ, წმინდა ტიაგარაჯა დარდობდა უფალ რაამასთვის. უფალმა რაამამ მისცა მას პირადი აუდიენცია (დარშანი) და მივიდა მის გადასარჩენად რამოდენიმეჯერ. ერთგულების მეშვეობით, ტიაგარაჯამ უზრუნველყო რომ მას განეცადა უფლის მუდმივი დასწრება და ყოველთვის რჩებოდა მშვიდობასა და სიხარულში.
– ღმრთიური საუბარი, 11 ივლისი 1957.
17.10.2013
ისევე როგორც მიწისქვეშა წყალი არის ყველა ხის საარსებო საშუალება, ატმა არის ადამიანის ყველა ნეტარების განცდისქვეშა წყარო. ჭაბურღილის თხრის პროცესი მიწისქვეშა წყლის ამოსაღებად ზედაპირის ჰორიზონტზე მოიცავს მუდმივ დარტყმებს, თხრას და ძლიერ დარტყმებს მილის საშუალებით რომელიც იჭერს და მიმართავს ბურღს. ადამიანებმა რომლებიც ბურღავენ უნდა იზრუნონ გარანტიის მისაღებად რომ ჰაერი არ შევა მილში, რადგან შემდეგ ბურღვის პროცესი ხდება წარუმატებელი. ბოლოს თქვენ დიდი ძალისხმევით მოგყავთ წყალი ზედაპირის დონეზე იმისთვის რომ მოიხმაროს ადამიანმა. ასევე თქვენ უნდა დაიწყოთ უფლის სახელის გამეორება (ჯაფამ) ძალიან დიდი მზრუნველობით იმაზე რომ მიწიერ ობიექტებთან მიბმულობას (ვიშაია ვასანას) არ დართოთ პროცესში შემოსვლისა და მასში ჩარევის ნება.
– ღმრთიური საუბარი, 16 ოქტომბერი 1964.
18.10.2013
ყოველი არსება ეძებს დასვენებას (რესტ), მაგრამ მტვერი (დუსტ) გრძნობების ძლიერი წადილის გროვდება ჭკუაზე და წარმოქმნის ჟანგს (რუსტ) და ემუქრება მას ‘აფეთქებით’ (‘ბურსტ’)! თქვენს ჭკუაში ჟანგის მოსაცილებლად, ისმინეთ სულიერი კომპოზიციები ისეთი დიდი წმინდანების როგორიც არის ტიაგარაჯა. გვერდზე გადადეთ რამდენიმე ხანს თქვენი ცინიკურობა და ისმინეთ წარმტაცი მელოდიები და შეითვისეთ მათი არსი. სულიერი კულტურის და ჭკუის კონტროლის მეცნიერება იყო დამუშავებული, პრაქტიკდებოდა და სრულყოფილდებოდა ათასობით, ათასწლეულებში. ინდოეთის კულტურამ გადაიტანა წლების დარტყმები და ტაიფუნთა რისხვები ამ მეთოდების გამოყენებით. იმღერეთ და ისმინეთ დიდი წმინდანების კომპოზიციები მათ ტრადიციულ ფორმაში. არ განიხილოთ ეს ღმრთიური კომპოზიციები როგორც უბრალო პაატალუ (სიმღერები), ეს არის ნამდვილი მოოტალუ (ბოხჩები) ძვირფასი ქვების, რამაც უნდა წაგიყვანოთ თქვენ ბაატალუზე (გზაზე) ღმრთიურებისკენ.
– ღმრთიური საუბარი, 11 ივლისი, 1957.
19.10.2013
სიბრძნის გზა არის გაცილებით ადვილი ვიდრე ერთგულების გზა რადგან ის მოდის ელვისებურად მათთან ვისაც შეუძლია უბრალოდ იჯდეს რამდენიმე წუთის განმავლობაში და აანალიზებდეს თავის თავს. მანქანა მოძრაობს თავისი ოთხი ბორბლით და პიროვნება რომელიც მართავს მას, არის შიგნით და არა გარეთ; მძღოლი მანქანის შიგნით მართავს ძრავის სიჩქარეს, მუხრუჭებს და აქსელერატორს. ასევე დაე თქვენი გონება, ჭკუა და გრძნობები იმართებოდეს შიგნიდან. ჩაჯექით სვალოკიას მატარებელში – უფლის სახელის მუდმივი გახსენების. ეს წაგიყვანთ თქვენ შემდეგ სადგურამდე, სამიიპია – უფლისკენ სიახლოვის და თავაზიანობის. შემდეგი გაჩერება იქნება საარუპა, სადაც თქვენ შეიძენთ და გამოიმუშავებთ ღმრთიურ ატრიბუტებს, და დასასრულს თქვენ მიაღწევთ ბოლო სადგურს რომელიც არის სააიუჯია, სადაც თქვენ შეერწყმებით ღმრთიურთან და განცდით თქვენს თავს მხოლოდ როგორც ტალღას ოკეანეში (პარამათჰმა).
– ღმრთიური საუბარი, 16 ოქტომბერი, 1964.
20.10.2013
ადამიანები იტანჯებიან ორი ტიპის უბედურებისგან ფიზიკური და გონებრივი. ფიზიკური ავადმყოფობები გამოწვეულია დაკარგვით წონასწორობის სამი ზნის უნარის ვატას, პითთჰას და სლეშმას (ჰაერის, ნაღველის და ლორწოს) და გონებრივი დაავადებები გამოწვეულია დაკარგვით წონასწორობის სამი ხარისხის სიმშვიდის, ვნების და ინერციის (სათთვა, რაჯასი და თამასი). ერთი უნიკალური ფაქტი ამ ორი ტიპის ავადმყოფობის არის ის რომ სათნოების განვითარება კურნავს ორივე დაავადებას. ფიზიკური ჯანმრთელობა და გონებრივი ჯანმრთელობა არის ურთიერთდაკავშირებული. ფიზიკური ჯანმრთელობა არის საწინდარი გონებრივი ჯანმრთელობის და კარგი გონებრივი ჯანმრთელობა უზრუნველყოფს ფიზიკურ კეთილდღეობას. დამოკიდებულება დიდსულოვნების, სულის სიმტკიცე დარდის და დანაკარგის არსებობისას, ენთუზიაზმის სული კარგის გასაკეთებლად, ყოფნა მსახურებაში ადამიანის საუკეთესო შესაძლებლობებში – ეს უმაგრებს ჯანმრთელობას როგორც გონებას ისევე სხეულს. ნამდვილი სიხარული მიღებული მსახურებით რეაგირებას ახდენს სხეულზე და თქვენ გათავისუფლებთ დაავადებებიდან.
– ღმრთიური საუბარი, 9 სექტემბერი, 1959.
21.10.13
სიამოვნება რომელსაც ადამიანი იღებს ფიზიკური, აზრობრივი და ინტელექტუალური საქმიანობით არის წარმავალი. კარგ მოქმედებებს შეუძლია ზეცით დასაჩუქრება მაგრამ ეს არის დროებითი საცხოვრებელი საიდანაც ადამიანმა უნდა იმოგზაუროს სიცოცხლის კვლავ გასატარებლად ქვემოთ დედამიწაზე. ეს არის მონათესავე იმის რომ იყო არჩეული მნიშვნელოვან მაგრამ მოკლევადიან საზოგადოებრივ თანამდებობაზე. ადამიანი შეიძლება გათბეს სიამაყისა და დიდების მზით თანამდებობის ვადის განმავლობაში, ხმის მიმცემთა მადლით რომლებმაც საარჩევნო ბიულეტინები ჩააგდეს მის სასარგებლოდ. ამის მიუხედავად, მაშინ როდესაც ვადა დასრულდება, ადამიანი ხდება კვლავ ჩვეულებრივი პიროვნება! თამაში ახლა იწყება მთლიანად თავიდან კვლავ გამეორებით პოპულარული სლოგანების უფრო პოპულარულად გასახდომად და არჩევნების მოსაგებად ხმის მიცემის სათხოვნელად. თქვენ უნდა იმოგზაუროთ მისაღწევად ბოლო პუნქტის სადაც კვდება უმეცრება და იბადება სიბრძნე, რასაც მიჰყავს დაბადებისა და სიკვდილს ციკლის აღარ განმეორებასთან. ჭკუა არის ნოყიერი ნიადაგი უმეცრებისთვის. არ ეძებოთ უფრო მეტი და მეტი კომფორტი და მოხერხებულობა (სუკჰამ), ამის ნაცვლად ეძებეთ სიბრძნე.
– ღმრთიური საუბარი, 16 ოქტომბერი, 1964.
22.10.2013
მეტი ნაწილი სოფლის მეურნეების საზრდოობს თავის გადარჩენის იმედით. იმედი აგულიანებს მათ იმ დროს როდესაც ისინი ხნავენ, თესავენ, უვლიან და ნაკელს უყრიან ნათესებს რომელსაც ისინი ზრდიან. ეს იმედი უნდა გახდეს გონებრივი ჩვეულება არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის დროს, არამედ როგორც ყოველდღიური ნაწილი თითოეული ადამიანის ცხოვრებაში, მთელ მრავალფეროვან საქმიანობაში. არასოდეს მისცეთ რაიმე შანსი ამ საძაგელ შემთხვევებს, სასოწარკვეთილების, რომ შეჭამოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმიანობა და ძალისხმევა. იმედის დაკარგვა არის ცოდვა ღმერთის წინააღმდეგ. როდესაც ის არის თქვენს შიგნით, თქვენ რატომ კარგავთ იმედს? აი ამიტომ უფალი ამბობს. “რატომ გეშინია როდესაც მე აქ ვარ?” იყავით ყოველთვის გახარებული, ოპტიმისტი და მამაცი. იცოდეთ რომ ყველაზე ძლიერი კავშირი თქვენსა და ღმრთიურებას შორის არის მაშინ როდესაც მამაცობის და იმედის მაცოცხლებელი წყალი მიედინაბა თქვენს გულში.
– ღმრთიური საუბარი, 9 სექტენბერი, 1959.
23.10.2013
როგორ უნდა მოსპო ჭკუა? ეს არის ადვილი თუ თქვენ იცით ეს რა არის. ჭკუა გატენილია სურვილებით მსგავსად ფეხბურთის რომელიც გაბერილია ჰაერით. უჩხვლიტეთ მას და ის ვერ იმოძრავებს ერთი ადგილიდან მეორეზე. კვადრატულ მინდორზე რომელიც ივსება წყლით სარწყავი არხიდან, წყალი მოჩანს კვადრატის ფორმაში. თუ მინდორი არის წრიული ან სამკუთხედი, მაშინ წყლის ფენა იქნება შესაბამისი ფორმის. ჭკუაც იღებს ადამიანის სურვილების ფორმას. ავიღოთ სხვა მაგალითი – ჭკუა არის მსგავსი ქსოვილის ნაჭრის, ქსელის და მისაქსელის ქმნილება სურვილების ნართით. სტრუქტურა, ფერი, გამძლეობა, შეხების გრძნობა და ბრწყინვა ქსოვილის დამოკიდებულია სურვილზე რომელიც წარმოქმნის ქსელს და მისაქსელს. ამოიღეთ ნართი ერთი მეორის მიყოლებით და ქსოვილი ავტომატურად გაქრება. ეს არის ჭკუის მოსპობის ტექნიკა (მანო ნასანამ). ბრძენი ადამიანი სპობს გონების ყველა კვალს.
– ღმრთიური საუბარი, 16 ოქტომბერი, 1964.
24.10.2013
ყველაზე დიდი ინსტრუმენტი რითაც წარმატება შეიძლება იყოს უზრუნველყოფილი ყველა თქვენი ძალისხმევისთვის არის ერთგულება. ეს გაჩუქებთ თქვენ ჯანმრთელობას, სიმდიდრეს და აყვავებას აგრეთვე. ეს ასევე აღმოფხვრის სიძულვილს და უთანხმოებას, და მოგცემთ თქვენ უფრო მეტ ძალას. ერთგული ადამიანი გააკეთებს ყველა მოქმედებას როგორც უფლის თაყვანისცემას, და ამგვარად მოქმედება შესრულდება ეფექტურად რაიმე სიმულიაციისა და არაგულითადობის გარეშე. ეს ასევე მოიტანს უფლის წყალობას, ამგვარად ერთგული შეძლებს მეტის გაკეთებას და დატკბება დიდი ჯანმრთელობითა და გონებრივი ბედნიერებით. თუ ყოველი თქვენთაგანი გაერთიანდება და იმღერებს უფლის დიდებას, ეს წარმოშობს უდიდეს ჰარმონიას და სოციალურ თანხმობას, ვიდრე ათასობით ადამიანის ყვირილი და ერთიმეორის საწინააღმდეგო შეძახილები. ღმრთიური სიყვარული დატბორავს სივრცეს და გაანაყოფიერებს ყველა თქვენს ძალისხმევას თუ ყველა თქვენთაგანი იმღერებს უფლის სახელს ერთად უნისონში. გააკეთეთ ეს რამოდენიმე ხანს და თქვენ თვითონ გახდებით მოსიყვარულე და მშვიდი ატმოსფეროს მოწმე.
– ღმრთიური საუბარი, 9 სექტემბერი, 1959.
25.10.2013
დედას უჭირავს ბავშვი რომელსაც დაჭუჭყიანებული აქვს პერანგი და აცმევს მას ახალს. სიკვდილი არის დაჭუჭყიანებული პერანგის მოცილება და ახლის ჩაცმა. დაე ღმრთიურმა დედამ შეასრულოს მისი ნება, ისურვეთ ბავშვობა მის ხელებში. გქონდეთ სრული რწმენა მის სიყვარულსა და სიბრძნეში. იყავით ინსტრუმენტი; ჩაძირეთ თქვენი ნება უფლის ნებაში. ეს ნება დაგიცავთ თქვენ შეწუხებისა და ტკივილისგან. არ დაკარგოთ თქვენი ჭკუა როდესაც ხედავთ ადამიანებს რომლებიც გზას ასცდნენ. ეს იქნება მსგავსი დაგუბებული წუმპის დანახვის შემდეგ დასკვნის გაკეთების რომ წვიმის წყალი იყო ჭუჭყიანი. წვიმის წყალი არის სუფთა; ეს არის ნიადაგი, რაც მას აჭუჭყიანებს. ასევე იყავით ფრთხილად, არ განსაჯოთ ვინმე. ეს უტოლდება ღმერთის საჯაროდ დაგმობას. უნდა იცოდეთ ღმერთის შესახებ თქვენში და ღმერთის შესახებ ყველაში კიდევ. თუ თქვენ ამას გააკეთებთ, არ იარსებებს არაფერი მსგავსი იმ სიხარულისა და მშვიდობის რომლითაც თქვენ დაჯილდოვდებით. მე გაკურთხებთ თქვენ რომ თქვენ მიაღწიოთ ამ ნეტარებას.
– ღმრთიური საუბარი, 16 ოქტომბერი, 1964.
26.10.2013
მოსვლის (ავატარის) ჭეშმარიტების შესაცნობად პრეტენდენტმა უნდა გააუმჯობესოს ჭკუა ისე როგორც გლეხი ამზადებს მინდორს. გლეხი ასუფთავებს ეკლიან ბუჩქნარს, ველურ მხოხავებს, და გაუხშოებულ ფესვებს მინდვრიდან. შემდეგ ის ხნავს მიწას, რწყავს მას, და თესავს თესლს. თესლზე ამოსულ მცენარეებს და ნაზ ნარგავებს შემდეგ იცავს პარაზიტებისგან. თხებისგან და მსხვილფეხა რქოსანი პირუტვისგან მოსპობის აღსაკვეთად ის აღმართავს ღობეს. ზუსტად ასე მაძიებელმა უნდა მოიცილოს გულიდან ეგოურობა, სიამაყე და სიხარბე. ჭეშმარიტება, უფლის სახელის გამეორება და მედიტირება მიმართეთ მოსახნავად და მოსასწორებლად. სიყვარული არის წყალი რომელიც უნდა მიედინებოდეს თქვენი გულის მინდორში რომ გახადოს ის ნაყოფიერი, რბილი და მდიდარი. უფლის სახელი არის თესლი და ერთგულება არის აღმონაცენი. დაიცავით ნათესი კამას და კროდჰას (სურვილისა და რისხვის) მსხვილფეხა რქოსანი საქონლისგან დისციპლინის ღობით. შემდეგ თქვენ მოიმკით ნეტარებას მოსავლად.
– ღმრთიური საუბარი, 23 ნოემბერი, 1964.
27.10.2013
ზოგჯენ შურის და სიძულვილის ღრუბელი მოდის რომ დააბნელოს ურთიერთობები. ეს არის პირველ რიგში გამოწვეული შიშით; შიშით რომელიც იწვევს გაბრაზებას. გამოჩენა ერთგულებისა და მორჩილების და მათ შედეგად წარმოქმნილი სიბრძნე გააქრობს შიშს და გაბრაზებას. გაბრაზება გიფუჭებთ ჯანმრთელობას და ხასიათს, და გაფლანგვინებთ დროს. არასდროს დართოთ მას თავისუფალი თამაშის ნება. იმის მსგავსად როგორც თქვენ ამუშავებთ მინდორს, თქვენ უნდა დაამუშაოთ მინდვრები გრძნობების, მოტივების, სურვილებისა და აღძვრების. ადამიანები ხშირად იშლებიან იმიტომ რომ ვერ იტანენ სხვის აყვავებას. ადამიანთა უმეტესობა ცდილობს სხვების დანგრევას. ეჭვიანობა არის მთავარი მიზეზი ნგრევის და ის იბადება სწორედ მეტისმეტი მნიშვნელობის მიცემით სხეულზე, გრძნობებსა და საგნებზე რომლებიც სიამოვნებას ანიჭებს გრძნობებს. განივითარეთ ურთიერთდახმარების სული. ხედეთ საგნები სათანადო ხედში; მიეცით ყველაფერს მისი ფასი და არა მეტი.
– ღმრთიური საუბარი, 9 სექტემბერი, 1959.
28.10.2013
თქვენ გექნებათ რწმენა ღმერთში როდესაც თქვენ თქვენთვის აღმოაჩენთ ჭეშმარიტებას რომ ამ სამყაროს უნდა ჰყავდეს შემქმნელი და მფარველი ვინც მართავს სანახაობას. ამ იდეის მყარად დასაუფლებლად თქვენი გული უნდა იყოს სუფთა და თქვენი ჭკუა უნდა იყოს ნათელი. ამის მისაღწევად, თქვენთვის სულიერად ნაბოძები მოვალეობების (კარმას) შესრულება გულწრფელად არის ძალიან არსებითი. წერილებში დეტალურად არის აღწერილი ადამიანის მოვალეობათა შესრულების მეთოდები. ვედების ასი ნაწილიდან 80 არის მიძღვნილი მოვალეობებისთვის (კარმასთვის), 16 თაყვანისცემისთვის და 4 სიბრძნისთვის (ჯნანასთვის). სიბრძნე არის ბოლო პუნქტი მოგზაურობაში. კარმა უნდა შესრულდეს იმისთვის რომ აღიზარდოს თქვენი იმპულსები და გაიწვრთნას თქვენი გრძნობები. შემდეგ თქვენ განავითარებთ დამოკიდებულებას უპასანის, მორჩილების დიდი უცნობის წინაშე, და ბოლოს, თქვენ შეიცნობთ რომ სინამდვილე ხართ მხოლოდ თქვენ, რაც არის იგივე რაც ის.
– ღმრთიური საუბარი, 23 ნოემბერი, 1964.
29.10.2013
ცხოვრებაში არსებობს დიდი რამეები რაც ჩუქნის სიხარულს და მშვიდობას – ეცადეთ ხელში ჩაიგდოთ ეს. თითოეულ და ყოველ თქვენთაგანს მოპოვებული გაქვთ სიხარულში ცხოვრების და ამ დიდი რამეების ფლობის უფლება – არავის შეუძლია წაიღოს ეს თქვენი მფლობელობიდან. დააფიქსირეთ თქვენი ყურადღება მარადიულ ფასეულობებზე, და მაშინ თქვენ არ იქნებით მოცული თქვენი ფეხების ვნების სიამოვნებით ან მძვინვარების შეტევით. წარსულში ბრძენები და წმინდანები აკონტროლებდნენ თავიანთი ჭკუის ახირებებს და ცხოვრობდნენ მშვიდობასა და ნეტარებაში. თქვენც აგრეთვე უნდა უზრუნველყოთ რომ უფლის ტაძარი თქვენს იდუმალ გულში არ იყოს წალეკილი ვნებიანი სურვილებისა და სიბრაზის (კამას და კროდჰას) ქვიშით. როდესაც ყველა ცხოვრობს ამ წესით, საზოგადოება ხდება იდეალურად ერთიანი.
– ღმრთიური საუბარი, 9 სექტემბერი, 1959.
30.10.2013
ყოველთვის გახსოვდეთ რომ მხოლოდ ისინი, სრულყოფილებებით არიან პატივცემულნი და მოგონებული მადლიერებით შთამომავლობისთვის. ჩვენ პატივს ვცემთ რაამას და ვეთაყვანებით მას იმ დროს როდესაც თავს ვარიდებთ მოსხენიებას რავანას ხელსაყრელ შემთხვევებზე. რატომ? ხასიათის გამო რომელსაც ისინი აჩვენებენ. ამგვარად თქვენ უნდა გადაწყვიტოთ და წინ წაიწიოთ ნაბიჯ-ნაბიჯ ძლიერი ხასიათის მშენებლობაში. გაცნობიერდით ქვმოთ ორ ნაბიჯზე დასრიალების საშიშროებაში იმ დროს როდესაც ადიხართ ერთზე – თქვენ შეგიძლიათ წინააღმდეგობის გაწევა დაბლა დასრიალებაზე! თუ თქვენ გაქვთ გადაწყვეტილი ასვლა და წყურვილი ამაღლების, წინსვლის და დამარცხების თქვენი დაბალი იმპულსებისა და ინსტინქტების, მაშინ ძალის დამალული წყარო გადიდდება თქვენს შიგნით. უფლის წყალობა გაავაკებს თქვენს გზას. დაიჭირეთ სრულყოფილება თქვენს წინ და დაიძარით წინ!
– ღმრთიური საუბარი, 25 ნოემბერი, 1959.
31.10.2013
ვინმემ შეიძლება ამტკიცოს რომ მემკვიდრეობა (კარმა) წინა დაბადებების გაგტანჯავს ამ დაბადებაში და რომ ვერავრითარი წყალობა ვერ დაგიხსნის შენ მისგან. აშკარად ვინმემ მიგითითა შენ რომ დაიჯერო ასე. ყოვლისშემძლის წყალობამ არ იცის საზღვრები და შეზღუდვები! მე გარწმუნებთ თქვენ, თქვენ არ უნდა იტანჯოთ კარმით როგორც ასეთით. როდესაც მწვავე ტკივილი გაწამებთ თქვენ, ექიმი გაძლევთ თქვენ ტკივილის მკვლელ ინექციას და თქვენ ვერ გრძნობთ ტკივილს, თუმცა ის არსებობს სხეულში. ღმერთის წყალობა არის როგორც ტკივილის მკვლელი. ვერაფერი შეძლებს უფლის წყალობის გზაზე დადგომას. თუ თქვენ მოიპოვებთ მის წყალობას, თქვენ არ გექნებათ ტკივილის შეგრძნება, თუმცა თქვენ მიდიხართ კარმის გავლით. როგორც ვადაგასული წამალი არის არაეფექტური, ზუსტად ასე, კარმას ეფექტი შემდეგ გადაიქცევა უეფექტოდ, ან ძალადაკარგულად.
– ღმრთიური საუბარი, 23 ნოემბერი, 1964.
-
ბოლო ჩანაწერები
ბოლო კომენტარები
არქივები
კატეგორიები
მეტა