ივნისი

1.06.20.
მსოფლიოში ყველას სურს გამარჯვება; არავის სურს დამარცხება. ყველა ითხოვს სიმდიდრეს; არავინ ითხოვს სიღარიბეს. მაგრამ როგორ უნდა იყოს მიღწეული გამარჯვება ან სიმდიდრე? ამაზე უნდა დაფიქრდეთ და აღმოაჩინოთ. და ჩვენ არ გვჭირდება დიდი ხნის ძებნა პასუხისთვის. სანჯაიამ, მაჰაბჰარატას თანახმად, საიდუმლოება გაამჟღავნა მეფე დჰრიტარაშტრასთვის: “იქ, სადაც არის კრიშნა, იოგის მბრძანებელი (იოგეშვარა), და არჯუნა, მშვილდის მფლობელი, იქ გამარჯვება არის უზრუნველყოფილი და სიმდიდრე მოიპოვება.” რატომ გვჭირდება უფრო მეტი ვიდრე ეს როგორც რჩევა? არ არის საჭირო გადატანა სამმაგი ბრძოლის – ფიზიკურის, აზრობრივის, გონებრივის – გამარჯვების მისაღწევად. არც სჭირდება ვინმეს აღშფოთდეს ან აღელდეს. არ არსებობს წუხილის საჭიროება სიმდიდრისა და კეთილდღეობისთვის. მიიღეთ თავშესაფარი ღმერთში და დაეუფლეთ სიმამაცის მშვილდს, ეს არის, გულის სუფთად შენახვა. ეს არის საკმარისი. გამარჯვება და სიმდიდრე თქვენი არის მუდმივად!
– ვიდია ვაჰინი, თავი 9.
2.06.20.
ადამიანმა უნდა მიაღწიოს ბევრ მიზანს ცხოვრების განმავლობაში. ამათგან ყველაზე მაღალი და ღირებული არის წყალობის ან ღმერთის სიყვარულის მოპოვება. ღმერთის სიყვარული ბოძებს დიდ სიბრძნეს რაც ადამიანს სჭირდება ურყევი შნაგანი მშვიდობის მისაღწევად. ყველა უნდა შეეცადოს ჰქონდეს ღმერთობის ჭეშმარიტი ბუნების გაგება. რასაკვირველია, ვინმეს არ შეუძლია, თვით დასაწყისშივე ჩაწვდეს არაცხად აბსოლუტურ ფენომენს. თავდაპირველად თქვენ უნდა მოიწონოთ ფორმა და რაღაც ატრიბუტები მათ მოსატანად თქვენს აღქმაში. შემდეგ, ნაბიჯ-ნაბიჯ, ეცადეთ სათუთად ატაროთ იგი გულში შიგნით, წარმოიდგინოთ თქვენი თავი ღმრთიური ენერგიის ჩამოსვლად. თქვენ არ შეგიძლიათ დარჩეთ ინდივიდუალურ მაძიებელად ვისაც უფლება აქვს განახორციელოს მიზანი მხოლოდ ამ ნაბიჯით. თქვენ ასევე უნდა კულტივიროთ მსახურების სული და დაკავდეთ კარგი საქმეებით რომლებიც იმსახურებს ხალხის მადლიერებას. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ თქვენ შეასრულოთ ცნობიერების დონის (ჩითთას) გაწმენდის ამოცანა და გახდეთ შესაფერისი კანდიდატი სულიერი გამარჯვებისთვის.
– ვიდია ვაჰინი, თავი 11.
3.06.20.
ხემ შეიძლება გაავრცელოს მისი ტოტები ფართოდ. მაგრამ ტოტებს შეუძლია გამოიტანოს ყვავილები რომლებიც ნაყოფს იძლევა მხოლოდ მაშინ როდესაც ფესვები წყალით იკვებება. ამის ნაცვლად, თუ წყალი დაესხმება ტოტებზე, ნაყოფსა და ყვავილებზე, როგორ შეძლებს ხე გაზრდასა და გავრცელებას? საზოგადოების მშვიდობისა და კეთლდღეობისთვის ფესვები არის ერთგულებისა და მიძღვნის ხარისხები. აქედან გამომდინარე საგანმანათლებლო სისტემამ ყურადღება უნდა მიაქციოს ადამიანებს შორის ამ ხარისხების წახალისებასა და გაძლიერებას. ადამიანებს ვინც იკავებს ავტორიტეტულ თანამდებობებს უწოდებენ ადიკარის (თანამდებობის პირებს). ამ სიტყვამ შეიძლება ასევე აღნიშნოს ყველაზე უარესი მტერი, ადჰიკა-არი! ჭეშმარიტმა ოფიციალურმა პირებმა წინდახედულად უნდა აიცილონ თავიდან ეს კურსი და გამოიყენონ თავიანთი პოზიციები მათი ზრუნვის ქვეშ მყოფი ადამიანების მსახურებისთვის. ძველი ხალხი უზენაეს ჭეშმარიტებას ეუფლებოდა მხოლოდ მას შემდეგ რაც პირადად განცდიდა მის ნამდვილობას. თანამედროვეები, მაინც,უარყოფენ მათ აღმოჩენებს. ეს არის ბარბარიზმის ზრდის მიზეზი ე.წ. ცივილიზებულ ქვეყნებში. ბევრს არ აქვს შეცნობილი ეს ფაქტი.
– ვიდია ვაჰინი, თავი 11.
4.06.20.
შეამცირეთ ზედმეტსიტყვაობა. უთხარით საკუთარ თავს, ”ოჰ, ენავ! შენ იცი კარგი გემო და შენ ხარ ადამიანის ტანის წმინდა ორგანო. ყოველთვის წარმოთქვი ღმერთის სახელი, როგორიცაა გოვინდა, დამოდარა და მადჰავა.” თვალი მხოლოდ ერთ ცოდვას სჩადის, ეს არის ცუდის ხედვა. ყური მხოლოდ ერთ ცოდვას სჩადის, ისმენს ცუდ რამეებს. მაინცდამაინც, ენას შეუძლია ჩაიდინოს ოთხი ცოდვა. იგი ლაპარაკობს სიცრუეს, აბრალებს სხვებს, ჰყვება ისტორიებს სხვებზე და ლაპარაკობს ძალიან ბევრს. წესით საკუთარი თავის დასაცავად ენის ამ ცოდვების ჩადენისგან, გადაწყვიტეთ დღეიდან ილაპარაკოთ ნაკლები. ზედმეტი ლაპარაკი ვნებს ადამიანის ჭკუას და ანგრევს მის მეხსიერებას. როდესაც თქვენ ბევრს ლაპარაკობთ, თქვენი ენერგია მცირდება და ადუნებს თქვენს ნერვებს. როდესაც თქვენი ნერვები დასუსტდება, თქვენ დაიღლებით და თქვენი ენა აღარ იქნება კონტროლს ქვეშ. იგი ასევე მოგიტანთ თქვენ ცუდ სახელს. თქვენი მეგობრები დაგიძახებენ მოსაწყენ ადამიანს როდესაც მათ მიუახლოვდებით. ამის გამო ჩვენი მამა-პაპა აძლევდა ასე დიდ მნიშვნელობას სიჩუმეს და იცავდა სიჩუმეს დროს დიდ პერიოდებზე.
– თავი 21, ზაფხულის თავსხმები 1978.
5.06.20.
ყოველ არსებას სწყურია ბედნიერება; არავინ იწყურებს უბედურებას. გარდა ამისა ყველა დაიმედებულია იმ ნივთების მიღებაზე რომლებსაც თვლიან მათთვის სიხარულის მიმნიჭებლად. ისინი ვინც იციან სად შეიძლება ადამიანმა მიიღოს სიხარული ძალიან ცოტანი არიან რიცხოვნობით. ბედნიერება არის სამი ტიპის. ერთი ტიპი არის შხამის ბუნების დასაწყისში მაგრამ მოგვიანებით იქცევა ნექტრად. ეს არის სუფთა (სატვური) ბედნიერება, რაც უზრუნველყოფილია ათმას ცნობიერების საშუალებით. უფრო სწორად, სიმშვიდის სადჰანა შინაგანი და გარეგანი გრძნობების კონტროლი და ა.შ., რომლებიც გასავლელია, სჩანს მძიმედ და არასასიამოვნოდ, და შეიცავს ბრძოლასა და ძალისხმევას. როდესაც ადამიანი წარმატებას აღწევს დაუძლეველ ჭკუაზე, ის აღწევს ათმას ცნობიერებას. ეს წარმატება შეიძლება დაგვირგვინდეს მხოლოდ მაშინ როდესაც ადამიანი გადაიტანს ბევრ მწარე გამოცდასა და უარყოფას. ნეტარება რომელსაც ადამიანი გამოიმუშავებს შემდგომში არის უმაღლესი სახეობის ბედნიერება. როგორც ყველა სულიერი დისციპლინის ნაყოფი, ადამიანი მკვიდრდება აღუშფოთველი ცნობიერების (ნირვიკალპა სამადჰის) სრულყოფილ სიმშვიდეში და ნეტარება რომლითაც ადამიანი ივსება არის აღუწერელი. ეს არის საამო, თანასწორი უკვდავების ნექტრის.
– ვიდია ვაჰინი, თავი 11.
6.06.20.
არსებობს ბედნიერების მეორე ტიპი: აღქმის გრძნობაზე გარეგანი ობიექტების გავლენის გამო, სიამოვნება მცდარად გაგებული როგორც ნექტარის გაღვიძება. მაგრამ, დროში, სიამოვნება მწარე და უსიამოვნო შხამად იქცევა. ეს არის ვნებიანი (რაჯასული) ბედნიერება. როდესაც ადამიანი კეთილად იღებს ამ ვნებიან გრძნობით სიამოვნებას, მისი ძალა, გაგება, გონიერება და ენთუზიაზმი მისწრაფების ოთხი მიზნის – დჰარმას, სიმდიდრის (არტას), მართალი სურვილის (კამას) და განთავისუფლების (მოკშას) – მისაღწევად სუსტდება, რადგან ადამიანის ინტერესი იკლებს. ბედნიერების მესამე ტიპი წარმოიქმნება უმეცრებისგან (თამასისგან). ეს აცდუნებს ინტელექტს თავიდან ბოლომდე. ის პოულობს კმაყოფილებას ძილში, სიბრაზესა და ნაკლებში, და ის იღებს ბედნიერებას მათგან. გონებაჩლუნგი (თამასური) ადამიანი უგულვებელყოფს იმ გზას, რომელსაც მიჰყავს ათმას ცნობიერებისკენ და ყურადღებას არ აქცევს მას ცხოვრების განმავლობაში.
– ვიდია ვაჰინი, თავი 11.
7.06.20.
ბამბუკებმა ტევრში რომლებიც იზრდება ხშირად ტყეში შეიძლება იხახუნონ ერთი მეორის საწინააღმდეგოდ და ამან შეიძლება გააჩნოს ცეცხლი. ცეცხლი რომელიც ასეა წარმოქმნილი ხდება სულ უფრო და უფრო დიდი როგორც ნიავის შედეგი. თანდათანობით ეს გახდება მთელი ტყის გამანადგურებელი ტყის დიდი ხანძარი. ასევე ზოგიერთი ადამიანი, როგორც მისი განათლების მიღწევის, ძალის, სიმდიდრის და თანამდებობის შედეგს მნიშვნელოვნად ინვითარებს ეგოს. ამ ეგოს გამო, ისინი უამრავ უბედურებას აყენებენ კეთილ ადამიანებს და სადჰაკებს თავიანთ გარშემო. გაფრთხილდით და შეამოწმეთ თქვენი ეგო ყოველდღე! სათნოების დასაცავად და დჰარმას ხელახლა დამკვიდრების მიზნით, ღმერთი იღებს ადამიანის ფორმას საუკუნიდან საუკუნეში. ავატარები დროდადრო ჩნდებიან მხოლოდ ადამიანთა დასახმარებლად, სამაგალითო ცხოვრების გატარებით და ჩვენებით როგორ გაატარონ კარგი ცხოვრება. გახსოვდეთ, რასაც კი ღმერთი აკეთებს, ეს არის ყოველთვის ჩვენი საკუთარი სიკეთისთვის. მისი ყველა მოქმედება განზრახულია ჩვენი სიკეთისთვის. აღიარეთ ეს ჭეშმარიტება და თავად მოიქეცით შესაბამისად.
– თავი 9, ზაფხულის თავსხმები 1978.
8.06.20.
ეს არის სიყვარულის გზა რასაც ჭეშმარიტი განათლება მიმართავს და ურჩევს ჭკუას და გონებას სუფთა (სათვიური) ბედნიერების გამომუშავებისკენ. რა თქმა უნდა, მისი უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ დაუღალავი ძალისხმევით. წმინდა წერილები აცხადებს, რომ ”ბედნიერებას ვერ შეიძენთ ბედნიერებით (ნა სუკჰათ ლაბჰიათე სუკჰამ))”. მხოლოდ უბედურების გადატანით შეიძლება ბედნიერების მოპოვება. ეს ჭეშმარიტება სულიერი განათლებით (ვიდიათი) უნდა იქნას ჩაწვეთებული. როდესაც ადამიანმა იცის ნეტარების (ანანდას) შესახებ რაც სუფთა ბედნიერებამ შეიძლება მისცეს, სულიერი განათლება ხდება ადვილი და სასიამოვნო. როგორც ადამიანად დაბადებულებმა, ყველა ძალისხმევა უნდა მიმართოთ უკვდავების ამ განათლების შეძენისთვის მიწიერ მატერიაზე ცენტრირებულ განათლებასთან ერთად, რადგან ეს უკვდავევის განათლება არის ის რასაც შეუძლია აღმოაჩნოს ათმა და ადამიანებს მისცეს შესაძლებლობა განცადონ უკვდავი ათმური ნეტარება (ათმა-ანანდა).
– ვიდია ვაჰინი, თავი 11.
9.06.20.
არსებობს ორი სახის ძირითადი რეფორმა (სამსკარა). ერთი დაფუძნებულია გუნებზე (კარგ ხარისხებზე), და მეორე დაფუძნებულია დოშებზე (დეფექტებზე). პირველი შედარებადია ხილის-მომტან ხის მორწყვასთან, მეორე კი შედარებადია სარკის ზედაპირიდან მტვრის მოშორებასთან. წყლისა და სასუქის მიცემა ხეხილისთვის (კარგი ხარისხის) ნაყოფის მისაღებად შეიძლება მოიხსენიებოდეს როგორც უპასანა კჰანდა (ასპექტი დაკავშირებული თაყვანისცემასთან). ეს გულისხმობს სუფთა უანგარო სიყვარულის შეთავაზებას ღმერთისადმი და ამგვარად მის ძებნას. ჩვენი ყოველდღიური შრომის როგორც ღმერთთან დაკავშირებულად მიჩნევა არის კარმა კჰანდას ასპექტი (კარმას გზის მიდევნა). ჩვენი ჭკუიდან უსუფთაობათა ამოღების პროცესი და ამრიგად ათმას დანახვა უპასანას და კარმა კჰანდას დახმარებით არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. ეს ქმნის ფორმას ათმასთვის და გვაძლევს ჩვენ რეალიზების ნეტარებას.
– თავი 11, ზაფხულის თავსხმები 1978.
10.06.20.
ისწავლეთ კარგი საქმეების კეთება ტანით; იფიქრეთ სიკეთეზე თქვენი ჭკუით. კულტივირეთ კარგი აზრები და შეასრულეთ კარგი საქმეები. ზოგჯერ, ადამიანები კითხულობენ: „დიახ, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ყველა გვიყვარდეს, მაგრამ რა უნდა გაკეთდეს იმ შემთხვევაში თუ სხვა ადამიანს ვძულვართ ჩვენ მათდამი ჩვენი ასე დიდი სიყვარულის მიუხედავად?“ თქვენ რატომ უნდა შეგაწუხოთ, უპასუხებენ თუ არა სხვები თქვენს სიყვარულს? თქვენი მოვალეობაა ხედოთ რომ გვერდზე არ გადაუხვიოთ სწორი გზიდან. თუ თქვენ ასევე გძულთ, თქვენ როგორ შეიძლება ამტკიცოთ რომ მაინც კარგი ხართ? შეეცადეთ თქვენი საუკეთესო გავლენა მოახდინოთ სხვებზე და გარდაქმნათ ისინი, მაგრამ ნუ გადაუხვევთ კარგად მყოფობიდან. მე მოგცემთ მაგალითს ჩემით როგორც საფუძველს: მე მიყვარს ყველა – მე მიყვარს ისინიც კი ვისაც მე არ ვუყვარვარ. მე არ ვკითხულობ მათ ვუყვარვარ მე თუ არა. ჩვენ უნდა ვხედოთ ჩვენი სიყვარული სუფთა არის თუ არა. სიძულვილს საერთოდ არ აქვს ადგილი ჩემში. ადამიანები ვისაც მე არ ვუნდივარ ასევე მოდიან ჩემთან როდესაც საჭიროება წარმოიქმნება და იხრებიან ჩემს წინაშე. ღრმად გამოსაკვლევად და ჭეშმარიტი სიყვარულის განსაცდელად, თქვენ უნდა უკუაგდოთ ყველა ფიზიკური განხილვა, და უნდა კულტივიროთ უნივერსალური ხედვა (ათმა დრიშთი).
– თავი 15, ზაფხულის თავსხმები 1978.
11.06.20.
თქვენ ხართ უფლის სათუთად საყვარელი შვილები. თქვენ ხართ ისე სუფთა და ისე წმინდა როგორც ჰაერი. არ დასაჯოთ საკუთარი თავი როგორც ცოდვილი. თქვენ ხართ ლომის ნაშიერები, არა ცხვრები. თქვენ აღებული გაქვთ დაბადება როგორც მარადიული ნეტარების მემკვიდრეებს. თქვენ ხართ უკვდავების პატარა ტალღები, არა ტანები შედგენილი მატერიისგან. მატერიალური საგნები აქ არის რომ გემსახუროთ თქვენ თქვენს განკარგულებაში: არა პირიქით. არ იფიქროთ, რომ წმინდა წერილები (ვედები) ადგენს შემაშინებელ წესებს, დებულებებსა და კანონებს. ყოველი წესი მოცემულია თქვენზე უფლის, როგორც კანონმდებლის მიერ. ყველა ელემენტი კოსმოსში, ყველა ნაწილაკი ყველგან, მოქმედებს ყოველ წამს როგორც ნაბრძანებია მის მიერ, გახსოვდეთ! არცერთი თაყვანისცემა არ შეიძლება იყოს უმაღლესი და უფრო სასარგებლო, ვიდრე ასეთი უფლის მსახურება. ადამიანმა უნდა შესთავაზოს სიყვარული მას, უფრო მეტი სიყვარული ვიდრე ვინმე ატარებს კიდევ რამის მიმართ ამ მსოფლიოში და შემდეგში. ის უნდა გიყვარდეთ როგორც ერთადერთი. გახსოვდეთ ის გაღმერთებული ასეთი სიყვარულით ყოველთვის.
– ვიდია ვაჰინი, თავი 11.
12.06.20.
ყველამ უნდა დაივიწყოს ორი რამ. პირველი, დაივიწყეთ რაც კი თქვენ დახმარება გააკეთეთ სხვებისთვის. მეორე, დაივიწყეთ რაც კი ზიანი გააკეთეს სხვებმა თქვენს მიმართ. იმიტომ რომ, თუ თქვენ გახსოვთ სხვების გაკეთებული ზიანი თქვენს მიმართ, თქვენ გეგმავთ შურისძიებას. თუ თქვენ ივიწყებთ, ზიანის გაკეთების აზრი არ წარმოიქმნება. თუ თქვენ იხსენებთ თქვენს მიერ გაწეულ დახმარებას, თქვენ ელოდებით მათგან დაბრუნებას. აქედან გამომდინარე, დაივიწყეთ ორივე! პირიქით, ყოველთვის გახსოვდეთ ეს ორი მარადიული ჭეშმარიტება! ”ღმერთი ერთია” და მეორე, ”სიკვდილი წინასწარ არის განსაზღვრული”. ჩვენ ვემზადებით როდესაც ჩვენ გვსურს ქორწინებაზე ან კინოში წასვლა. თუ თქვენ არ გსურთ ქორწინება, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ უარი. ანალოგიურად, თუ თქვენ არ გსურთ კინოში წასვლა, თქვენ შეგიძლიათ გადადოთ ეს შემდეგისთვის. მაგრამ ბოლო მოგზაურობა, მოგზაურობა თქვენს სიკვდილამდე, არ შეიძლება იყოს არც გაუქმებული და არც გადადებული. რა მომზადებას ვაკეთებთ ჩვენ საბოლოო მოგზაურობისთვის?
– თავი 15. ზაფხულის თავსხმები 1972.
13.06.20.
ლოტოსის ფოთოლი წყალქვეშ იბადება და იგი წყალზე ტივტივებს, მაგრამ იგი არ სველდება. მსგავსად, თქვენ უნდა იყოთ სამყაროში – მასში, მისით, მისთვის, მაგრამ არა მისგან. უმაღლესი განათლების განსაკუთრებული დამახასიათებელი ნიშანია თქვენი მომზადება ამ როლისთვის. ანუ, თქვენ ამგვარად უნდა იცხოვროთ დედამიწაზე ღმრთიურში ჩაძირული თქვენი გულით და მუშაობაში დაკავებული თქვენი ხელებით. სიყვარული არ უნდა გადაგვარდეს კომერციის საგანში. სიყვარული სრულდება თვით სიყვარულში. ინდოეთის დიდი ხალხის და სულიერი მასწავლებლების თვალსაზრისით, ადამიანი წინ მიდის არა სიცრუიდან ჭეშმარიტებამდე, არამედ ნაწილობრივ ჭეშმარიტიდან სრულ ჭეშმარიტამდე. თითოეულ ინდივიდუალურ ათმას შეიძლება ეწოდოს გარუდა ფრინველი, რომელიც ნავარდობს უფრო და უფრო მაღლა და, იკრებს ზებუნებრივ ძალას, საბოლოოდ აღწევს მზის ორბიტას უსაზღვრო ბრწყინვალებითა და სიდიადით.
– ვიდია ვაჰინი, თავი 13.
14.06.20.
მანამ სანამ ჩვენს გულებში არსებობს გაბრაზების და ეგოს გრძნობა, ჩვენ ვერ ვიქნებით შემძლე ვიგრძნოთ თავი კარგად ჩვენს ცხოვრებაში; ჩვენ ვიგრძნობთ ავად ყოფნას ჩვენს ჭკუაში. ბრაზი არის ყველაზე დიდი მტერი და სიმშვიდე არის დაცვა. ის ვინც შეპყრობილია ბრაზით იქნება შეძულებული ხალხის მიერ იმიტომ რომ ეს ადამიანი ჩაიდენს უამრავ ცუდ საქმეს. ზოგჯერ, ეგოც უერთდება ბრაზის გრძნობას. ცხოვრება სიამაყით, ეგოთი და სიბრაზით შეპყრობილი სიცოცხლით არის საზიანო. თუ ჩვენ უმიზნებთ ტრანსცენდენტულ რეალობას და ღმრთიურობას, ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ამ სიბრაზის უდიდესი ემოციის კონტროლს ქვეშ მოქცევა. მაშინ როცა დაკრძალვის სამგლოვიარო კოცონი ანადგურებს მკვდარს, ჩინტა, ან აღელვებული ჭკუა, ფერფლად აქცევს ცოცხალ ტანს. თუ ადამიანი შეპყრობილია სიამაყით, ეგოთი და ბრაზით ეს არის ცოცხალი სიკვდილი. ბრაზი გამოწვეულია სისუსტით. ეს არის არა ტანის სისუსტე არამედ ჭკუის. ჩვენი ჭკუისთვის ძალის მისაცემად და სისუსტის მოსაცილებლად ჩვენი ჭკუიდან, აუცილებელია მისი შევსება კარგი აზრებით, კარგი გრძნობებითა და კარგი იდეებით.
– თავი 17, ზაფხულის თავსხმები 1978.
15.06.20.
როდესაც სხვის დიდ შეცდომას წააწყდებით, უბრალოდ მიიჩნიეთ, რომ ეს არის უმნიშვნელო. მაშინ არ იქნებით კრიტიკული. დავუშვათ არსებობს პატარა შეცდომა თქვენში; შეეცადეთ გაადიდოთ იგი ისე რომ აღარასოდეს იფიქროთ მსგავსი შეცდომის კვლავ ჩადენა. ხედვით მასზე ამ მეთდით, თქვენ არასდროს გექნებათ შემთხვევა იყოთ ბრალეული კვლავ ისეთივე შეცდომის. მეორეს მხრივ, თუ თქვენ მალავთ თქვენს შეცდომას და ცდილობთ მიუთითოთ სხვების შეცდომებზე, ეს არ იქნება კარგი არც თქვენთვის, არც სხვებისთვის. ყოველთვის არ მიმართოთ სხვისი შეცდომების მითითებას. ასევე, თუ ვინმე მიგითითებთ შეცდომებზე თქვენში, თავმდაბლად მიიღეთ იგი, რადგან თქვენ, თქვენით, ვერ შეძლებთ იმის გარკვევას სად ხართ არასწორი. ძნელია თქვენი საკუთარი შეცდომების დადგენა, რადგან თქვენი ხედვა მიმართულია გარეთ, თქვენ ვერ შეძლებთ შეცდომის პოვნას თქვენს საკუთარ ბუნებაში.
– თავი 16, ზაფხულის თავსხმები 1978.
16.06.20.
როგორც რელიგიების ნაწილი, კრედოები და კულტები შეიძლება არსებობდეს როგორც ხის ტოტები. არავინ უნდა დაგმოს ესები როგორც არასწორი. ასევე, არც ერთმა შტომ არ უნდა იბრძოლოს მეორეს წინააღმდეგ ან იმეტოქეოს მეორესთან. როდესაც ეს მოხდება, ხე განადგურდება და ყველაფერი დასრულდება მარცხით. როდესაც კრედოები ასდევენ კონკურენტულ მეტოქეობას, რელიგია ჩანაგდება და მსოფლიო ინგრევა. მხოლოდ ერთი არსებობს; ბრძენი აღწერს მას მრავალი გზით (ეკამ სატ; ვიპრამ ბაჰუნტა ვადანტი). თითოეულ ჩვენგანს შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული იდეები ღმერთის ბუნებასა და დახასიათებებზე, ფორმასა და ატრიბუტებზე. ერთ ადამიანს შეიძლება სწამდეს ღმერთი როგორც ადამიანის ხარისხებისა და ფორმის მქონე. მეორეს შეიძლება სწამდეს ღმერთი, რომელსაც არ გააჩნია ადამიანური ფორმა და ნიშნები, მაგრამ მაინც გამოვლენილი ყველა ტანმოსილებაში. სხვას შეიძლება სწამდეს ღმერთი, როგორც მთლიანად უფორმო. ნამდვილი ჭეშმარიტებაა, ყველას აქვს რწმენა ღმერთში, საიდუმლოებით მოცულ ძალაში (შაკთიში), რაც არის ყველაფერის წყარო, საყრდენი და ყველაფრის საარსებო საშუალება, ძალა რომელიც მიეკუთვნება მთელ ქმნილებას!
– ვიდია ვაჰინი, თავი 13.
17.06.20.
ის, ვინც ამხელს საკუთარ თავს დღე და ღამე, როგორც უმნიშვნელოს და სუსტს, ვერასდროს მიაღწევს რაიმეს. ის ვინც ფიქრობს რომ არის ერთი უბედური და დაბალი, ხდება უბედური. ამის ნაცვლად, როდესაც თქვენ კულტივირებთ ცნობიერებას რომ თქვენ ხართ ღმერთის ნაპერწკალი, რომ თქვენ გაქვთ როგორც თქვენი სინამდვილე თვით ღმრთიურება, თქვენ შეგიძლიათ გახდეთ ნამდვილად ღმრთიური, და თქვენ შეძლებთ მბრძანებლობას ყველა ძალაზე. როგორც თქვენ გრძნობთ, თქვენ ამგვარად ხდებით (იად ბჰავამ, თათ ბჰავათი). ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენ როგორ გრძნობთ. ეს არის საფუძველი ყველაფრის რაც თქვენ ხართ. გქონდეთ რწმენა ათმაში. ამის არქონაში, თქვენ ხართ შემცირებული მონსტრამდე, ტკბებით მანკებითა და უზნეობით. თქვენმა მამებმა მოიპოვეს კეთილდღეობა, მშვიდობა და სიხარული და წარმატებით მიაღწიეს თავიანთ მიზნებს მხოლოდ ამ რწმენის საშუალებით. გახსოვდეთ, როცა თქვენ კარგავთ რწმენას, თქვენ უსათუოდ დაეცემით, რადგან რწმენა არის თვით სიცოცხლის სუნთქვა. რწმენა უზენაეს მეში არის ღმრთიური (შივა) პრინციპის გამოხატულება. რწმენა დაგაჯილდოვებთ ძალაუფლების ყველა ფორმით და გაგხდით სავსეს და სრულს (პურნას).
– თავი 14, ვიდია ვაჰინი.
18.06.20.
მინდვრებში მზარდ მოსავალს სწყურია წვიმა. იგი ხედავს ძლიერი წვიმის ღრუბლებს მოცურავეს ცაზე, მაგრამ მას არ ძალუძს ამ სიმაღლეზე ასვლა და სიცოცხლის მომცემი წვიმის დალევა; მას არ შეუძლია ღრუბლების მოტანა დაბლა მიწაზე. კაცობრიობა აგრეთვე შიშინებს ცხელ მზეში, ეგოსა და სიხარბის აუტანელ სითბოში. მას სჭირდება წყალობის წვიმა; მან იცის მხოლოდ შემდეგ ის შეიძლება აყვავდეს მშვიდობასა და სიხარულში. ისევე როგორც ღრუბლები ქმნიან წვეთებს და ეცემიან მინდვრებზე რომლებსაც ისინი ირჩევენ აღსაზრდელად, უფორმო აბსოლუტი ინდივიდუალიზებს თავის თავს, იძენს ფორმას და მოდის დაბლა კაცობრიობის შუაგულში გადარჩენისა და შენარჩუნებისთვის – დაბლა ჩამოსვლა კაცად (მანავად) ეს არის ღმერთის (მადჰავას) საიდუმლო, ღრუბელი იღებს შებრალებას მზეში პაპანაქებით ჩამომხმარ მოსავალზე. როგორც კი წვიმა მოდის მზეს აქვს თავისი სარგებლობა! ზუსტად ასევე, როდესაც ღმერთის წყალობა მოიპოვება, ეგო და სიხარბე შეიძლება დაიდოს სარგებლობაში არსებითად მოქცევით სადენად სასარგებლო არხებში.
– ღმერთის საუბარი, 1955 წლის 25 იანვარი.
19.06.20.
ათმა, თვით თავისი ბუნებით, არის თვითკმარი და სავსე. სხვა არავითარი სულიერი დისციპლინა არ არის საჭირო ამ მდგომარეობის შესაცნობად. სისუფთავე არის ჩვენი ბუნება; თვითკმარობა (პარიპურნათა) არის ასევე ჩვენი უზენაესი მეს ბუნება. სტუდენტებმა არ უნდა უგულვებელჰყონ ან დაივიწყონ ეს ფაქტი. რეალურმა განათლებამ უნდა გააღვიძოს ეს რწმენა და ჩანერგოს ამ სისრულის ცნობიერება ყოველ საქმიანობაში. ეს არის ძირითადი მიზანი, სწორი ტიპის განათლების დედაარსი. კიდევ ერთი ჭეშმარიტება უნდა იყოს დაჭერილი ჭკუაში, უფრო მეტად ვიდრე რაიმე კიდევ. ინდოელებისთვის (ბჰარათიებისთვის) რელიგია ნიშნავს გამოცდილებას, არაფერ ნაკლებს. ჩვენი პოზიცია არის რომ არცერთი მიღწევა არ არის ღირებული ვინმესგან ამის საკუთარი ძალისხმევით გამომუშავების გარეშე. ყველაფერი ძვირფასი უნდა იყოს კულტივირებული თვით თქვენს მიერ. ღმრთიური წყალობა უცდის ინდივიდუალის მისწრაფებას და სულიერ პრაქტიკას (სადჰანას). რელიგიის დოქტრინები და დირექტივები უნდა იქნას ათვისებული ნამდვილი გამოცდილების საშუალებით. ჭეშმარიტება უნდა იყოს ამოცნობილი; ეს არის ნამდვილი პირველი ნაბიჯი. ჩვენ რაც უფრო ადრე გავიგებთ ჭეშმარიტებას, მით უფრო მალე გაქრება რელიგიური კონფლიქტები და სარწმუნოებრივი უთანხმოებები.
– თავი 14, ვიდია ვაჰინი.
20.06.20.
თუმცა ადამიანის ტანი არის არამუდმივი, მასზე გულმოდგინედ უნდა იზრუნოთ, რადგან იგი სათუთად გულში ატარებს ღმრთიურ ათმას. ჯანსაღი და ძლიერი ტანის გარეშე, თქვენ ადვილად დაეცემით უამრავი დაავადების მსხვერპლად. თითოეულ ორგანოს აქვს საკუთარი სილამაზე, რომელიც უნდა წახალისდეს. სუსტი და არაჯანსაღი ტანი უძლურია რაიმე გადამწყვეტ მოქმედებაზე. სუფთა, კეთილშობილური და ამაღლებული იდეები შეიძლება წარმოიშვას მხოლოდ ძლიერი და ჯანმრთელი ტანიდან. ყველა რელიგია შეთანხმებულია ამ საკითხზე. თუმცა ტანი არის არამუდმივი, განსაკუთრებული ზრუნვა უნდა იყოს გაღებული მის სათანადოდ შესანარჩუნებლად რადგან იგი უზრუნველყოფს საცხოვრებელს მარადიული ათმასთვის. ღმრთაებრივი სული ანათებს ტანს, თუმცა ეს უკანასკნელი შედგენილია ხორცით, სისხლით, განავლით, შარდით და სხვა ბინძური სუნის მცემი და უსუფთაო ნივთებით. ათმა არ იზრდება ტანთან ერთად და არ იშლება ტანთან ერთად. ათმა პრინციპი არ ექვემდებარება ზრდას ან დაშლას. ის არის ყოველთვის სუფთა, ძვირფასი და უცვლელი.
– თავი 03, ზაფხულის თავსხმები 1990.
21.06.20.
ვედები აცხადებს: ”პატივი ეცით დედას როგორც ღმერთს, მამას როგორც ღმერთს, და მოძღვარს როგორც ღმერთს”. ყოველდღიურ არსებობაში, ისინი არიან ღმერთები ამსოფლიური მიზნებისთვის. ადამიანის ტანისთვის დედა, მამა და მოძღვარი მიჩნეული უნდა იყოს როგორც ღმრთაებრივი. მაგრამ სიცოცხლის მისადევნებლად, უზენაესი ღმრთაებრივი არის მხოლოდ ღმერთი. არსებობს კიდევ ერთი სანსკრიტის გამონათქვამი რომელიც მიემშვიდობება ღმერთს როგორც დედას, მამას, ნათესავს, მეგობარს, სიმდიდრეს, ცოდნას და ფაქტიურად ყველაფრის უზენაეს უფალს. ეს ნიშნავს, რომ სულიერი ცხოვრებისთვის ღმერთი არის ყველაფერი. დედა და მამა არიან სახლის მცხოვრებლები. მოძღვარიი ბინადრობს თავის აშრამში. მაგრამ ღმერთი არის გულის ბინადარი. მხოლოდ ღმერთს შეუძლია იცხოვროს გულში. მართალია რომ დედა, მამა და მოძღვარი არის ღმრთაებრივი, მაგრამ მათ არ აქვთ უფლება იცხოვრონ გულში. ისინი უნდა იყვნენ პატივცემული, თაყვანცემული და გაბედნიერებული. მხოლოდ ღმერთი იმსახურებს გაღმერთებას. ღმერთი არის უფრო ახლოს კაცთან ვიდრე მისი დედა, ახლოს ვიდრე მამაც კი. უარის თქმა ასეთ ღმერთზე არის საშინელი ცოდვა. ეს არის საის მიერ გამოცხადებული ჭეშმარიტება.
– ღმერთის საუბარი, 1998 წლის 6 მაისი.
22.06.20.
დჰიანის (მედიტირების) საშუალებით თქვენ ინვითარებთ ჯნანას (სიბრძნეს) და ჯაფამის (ღვთის სახელის წარმოთქმის) საშუალებით თქვენ ინვითარებთ ბჰაკთის (ერთგულებას), და ორივეს საშუალებით თქვენ ასუფთავებთ თქვენს გულს ეგოსგან. თქვენ შეგიძლიათ დააკავშიროთ თქვენი თავი ღმერთთან, სიყვარულის ჯაჭვით, სახელის წარმოთქმით, სიჩუმეში და მნიშვნელობისა და მისი ნიუანსების სრულყოფილი გაგებით. თითოეული “საი რამ, ჰარე კრიშნა ან ვითტალა” არის რგოლი; რაც უფრო მეტია რგოლები მით გრძელია ჯაჭვი, და უფრო მტკიცეა კავშირი. მაგრამ თითოეული რგოლი უნდა გამოიჭედოს კარგად დარბილებული ფოლადისგან. ერთი ყალბი რგოლი, სახელი წარმოთქმული სიზარმაცით ან უმნიშვნელოდ, გულგრილობით ან გაბრაზებით, გულისწყრომით ან ღვარძლით შეადგენს სუსტ რგოლს და ეს კავშირი არ იქნება შეკრული! ასევე იყავით, წინდახედული სხვის რწმენაში კრიჭაში არჩადგომაზე. არსებობს გზა თითოეული გულიდან ღმერთისკენ ვინც არის წყარო ყველა სიხარულის. თითოეული მათგანი მოვა მის საკუთარ დროში, მისი საკუთარი ტემპით, მისი საკუთარი დარწმუნებით, იმ გზით რომელსაც ღმერთი უჩვენებს მას როგორც მის საკუთარს.
– ღმერთის საუბარი, 1971 წლის 5 იანვარი.
23.06.20.
თქვენ შეიძლება დაეუფლოთ მილიარდობით სწავლის დარგს, მაგრამ თუ თქვენ არ განივითარეთ განჯაჭვულობის პატრონობა, ამ დაუფლებას შედეგი არ აქვს. სხვებთან გაზიარება და სხვებისადმი უანგაროდ სიყვარულით მსახურება არის სულიერი ცოდნის (ვიდიას) მთავარი წესი (სუთრა) – ეს არის მისი ნამდვილი გამოხატულება. სწორედ როგორც ხეები არ ჭამენ მათ ნაყოფს, არამედ სთავაზობენ მათ სხვებს საჭმელად, განჯაჭვულობის დამოკიდებულებით; სწორედ როგორც მდინარეები, დალევის გარეშე წყალის რომელსაც ესები ატარებენ, კლავენ წყურვილს და აცივებენ სიცხეს რომლებისგანაც სხვები იტანჯებიან; სწორედ როგორც ძროხები სთავაზობენ თავის რძეს, ძირითადად წარმოებულს თავისი ხბორებისთვის, სხვებისთვის გასაზიარებლად უარის თქმით (თიაგით) დაბადებული სიუხვის სულით; ასევე, მათ ვისაც შეძენილი აქვს სულიერი ცოდნა უნდა შესთავაზონ ეს სხვებს ნაკარნახევად მსახურების მოტივით და ეგოისტური ინტერესების მოსაზრების გარეშე. მხოლოდ ამით შეიძლება ვინმემ დაადასტუროს თავისი როგორც კეთილშობილის (საჯჯანას) სტატუსი.
– ვიდია ვაჰინი, თავი 15.
24.06.20.
იმიტირება ვერასოდეს გახდება კულტურა. თქვენ შეიძლება ატაროთ სამეფო სამოსი და ითამაშოთ ეს როლი, მაგრამ იმიტირებით შეგიძლიათ თქვენ გახდეთ მეფე? იმიტირება არის მხდალობის ნიშანი, ეს მიგიძღვებათ თქვენ დაბლა, ნაბიჯ-ნაბიჯ, საშინელ შედეგებში. მას არ შეუძლია წინსვლის წახალისება. ეცადეთ აამაღლოთ საკუთარი თავი, როგორც საკუთარი თავი. იამაყეთ რომ თქვენ ხართ ინდოელები (ბჰარატიები),ღმერთისთვის ძვირფასი შვილები, იამაყეთ თქვენი წინაპრებით. ჩვენ ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ სხვებისგან, თქვენ უნდა ისწავლოთ კარგი რამეები ყველასგან. მაინც, არასოდეს მიბაძოთ სხვებს და არ დააკოპიროთ სხვათა პოზა. ჩვენ ვთესავთ თესლს მიწაში. ჩვენ უზრუნველვყოფთ მას ნიადაგით, ნაკელითა და წყალით. თესლი ღივდება, ხდება ნერგი, და იზრდება უზარმაზარ ხედ. იგი არ ხდება ნიადაგი რაშიც ეს არის განთავსებული, არც ნაკელი რითაც იგი იკვებება, არც წყალი რასაც იგი იღებს. იგი მხოლოდ ითვისებს თითოეული მათგანიდან მას რითაც კი სარგებელს მიიღებს მათიდან. იგი იზრდება იმად რაც არსებითად არის, ანუ უზარმაზარ ხედ! შეგიძლიათ თქვენც გაიზარდოთ მსგავსად.
– ვიდია ვაჰინი, თავი 14.
25.06.20.
„ფოთოლი-თეფში რომელზეც სრული სადილი იყო მოტანილი იდება დაბლა იატაკზე. ფოთოლი-თეფში რომელზეც არაფერია განთავსებული ახტება მაღლა ქარის ყოველ დანიავებაზე.“ ასე ამბობს ანდაზა. ასევე, ადამიანი ვისაც აქვს დიდი განსწავლულობა და მრავალი უნარი გაატარებს მოკრძალებულ ცხოვრებას. მაგრამ ის ვისაც არ აქვს მიღებული ნამდვილი განათლება და ძალა რის მინიჭებაც მას შეუძლია ცხოვრობს პომპეზურობასა და სიამაყეში. ეს ადამიანი იბრძვის დეფექტების დასამალად სხვების ცოდნისგან. და, დასასრულს, ბრძოლები არ არის წარმატებული. ის ხვდება ორმაგ მარცხს – ის ვერ განცდის სულიერ ნეტარებას (ანანდას) და ის ვერ აზიარებს მას სხვებთან. საბოლოოდ, ის ხდება დაცინვის სამიზნე. ამიტომ, არ დართოთ ნება საჩვენებლად გამოფენის სურვილს რომ შევიდეს ჭკუაში; არ მისცეთ უფლება ეგოთიზმს მოახლოვდეს თქვენსკენ. იყავით თავმდაბალი და იყავით მაღალი იდეალების ერთგული. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ თქვენ ემსახუროთ მსოფლიო მშვიდობისა და კეთილდღეობის საქმეს.
– ვიდია ვაჰინი, თავი 15.
26.06.20.
კაცობრიობის ძირითადი ინტერესის დასახმარებლად, თქვენ უნდა კულტივიროთ სხვებისადმი მსახურების წმინდა გულის წადილი და გაზიარების პოზიცია. თუთიყუშის საუბარი, „მსახურება კაცისათვის არის მსახურება ღმერთისთვის (მანავა სევა არის მადჰავა სევა)“ არ ვრცელდება ყველა ადამიანზე; ისინი ვინც ამ აქსიომას ატრიალებენ არ კითხულობენ ვის უნდა ემსახურონ. მათ სურთ მხოლოდ მათი საკუთარი კუჭის შევსება; ამ მიზნით ისინი შემოფარგლავენ თავიანთ გონებრივ ჰორიზონტს მათი საკუთარი ხალხის აღზრდით. ამგვვარად ისინი ფლანგავენ მათ მიერ მიღებულ ძვირფას განათლებას. ავიწყდებათ ფაქტი რომ ღმერთი არის ყველა არსებაში ცხად ფორმაში. მსახურება გაწეული ნებისმიერი არსებისთვის არის მსახურება შეთავაზებული ღმერთისთვის. ეს უნდა იყოს განათლებულის მთავარი მიზანი. ადამიანი არის ღმერთი (ნარა არის ნარაიანა). ყოველი ცალკეული მოქმედება უნდა იყოს ამაღლებული ღმერთისთვის მსახურების მოქმედებამდე.
– თავი 15, ვიდია ვაჰინი.
27.06.20.
ნათქვამია ის რომ უფალს სურს რომ მისი ერთგულები გახდნენ უფრო ბედნიერები, მეტად კმაყოფილები და მამაცები ვიდრე დანარჩენი. ერთგულებამ ადამიანი ასე უნდა გახადოს, მაგრამ ყველა ერთგული ადამიანი არ კულტივირებს ამ სათნო თვისებებს საკმარისად ღრმად. ბევრმა გაუშვა ძვირფასი შესაძლებლობები ფუჭად! თუ მამა თითოეულ შვილს აძლევს ას ჰექტარ მიწას, ერთმა შეიძლება მას კარგად მოუაროს და მისგან ოქროს მოსავალი მოიწიოს: მეორეს შეუძლია დატოვოს უნაყოფოდ და თვით ჩაიძიროს სიღარიბეში. თითოეულის აღჭურვილობა მოტანილი წინა ცხოვრებიდან შეიძლება იყოს განსხვავებული, ამიტომ საქმის ამ მდგომარეობისთვის მამის დადანაშაულებას აზრი არ აქვს. ოჯახის შიგნითაც კი, ერთი ადამიანის სისხლი შეიძლება იყოს საბედისწერო, როცა გადაისხმება მეორე ადამიანში, ასე არ არის? ჩვეულებრივია სულიერი სიძლიერისთვის ნაკლები იყოს ერთში და მეტი მეორეში; ეს არის პროპორციული თითოეულის ძალისხმევის, ახლა და წარსულში. ღმერთის წყალობა არის უნაკლო როგორც სინათლე: ერთი ადამიანი კარგად იყენებს სინათლეს; მეორე ასრულებს ბოროტ გეგმას! გახადეთ სინათლე თქვენს შიგნით კაშკაშა!
– ღმერთის საუბარი, 1963 წლის 25 იანვარი.
28.06.20.
სულიერი ცოდნის (ვიდიას) მაძიებელ მოსწავლეს უნდა ჰქონდეს გულკეთილობა, თანაგრძნობა და სიყვარული ყველა ცოცხალი არსების მიმართ. გულკეთილობა ყველა ცოცხალი არსების მიმართ უნდა იყოს თვით სტუდენტების ბუნება. თუ ეს არ არის, სტუდენტი ხდება უხეში. ყველაფერზე კიდევ უფრო მეტად, სულიერება არის ცოცხალი არსებების მიმართ შემბრალებელი. თუ ადამიანი ატარებს მტრობას ნებისმიერი არსების წინააღმდეგ, მის განათლებას აზრი არ აქვს. რჩევას მოცემულს გიტაში გადმოსცემს ეს გზავნილი – ადვეშტა სარვა ბჰუთანამ – არ ატაროთ მტრული დამოკიდებულება რომელიმე ან ყველა არსების მიმართ. იგივე მანერით ბჰაგავად გიტა აფრთხილებს რომ ნებისმიერი შეურაცხყოფა ან დაზიანება ან თუნდაც უგულვებელყოფა მიმართული ნებისმიერი ცოცხალი არსების წინააღმდეგ, არის ქმედება რომელიც შეურაცხყოფს, აზიანებს ან უგულვებელჰყოფს ღმრთიურს (სარვა ჯივა ტირასკარამ კეშავამ პრათი გაკჩათი). უარყოფილი უნდა იქნეს ვიწრო ხედვა რომელიც შემოფარგლულია მხოლოდ ოჯახით ან საზოგადოებით. ამ გზით ნაჩვენები ერთნაირი თანაგრძნობა თვით გარდაიქმნება კეთილდღეობად ყველა მიმღებისთვის. ყველასთვის სიკეთის სურვილი არის მისი ნიშანი ვინც მოიპოვა სულიერი ცოდნა.
– თავი 16, ვიდია ვაჰინი.
29.06.20.
უფალი, ეს იყო ნათქვამი, ზოგს სჯის და ზოგს სწყალობს. ნება მიბოძეთ მე გითხრათ თქვენ, უფალი არ აკეთებს არც ერთს და არც მეორეს. ის არის როგორც ელექტრული დენი სადენში. იგი ატრიალებს ვენტილატორს და აგრილებს ადამიანის ცხოვრებას; იგი ოპერირებს ელექტრულ სკამზე და ამოკლებს ადამიანის სიცოცხლეს. მას არ აქვს ატმოსფეროს სითბოს შემცირების სურვილი; მას არ აქვს მკვლელობის სურვილი. უფლის წყალობა არის როგორც ქარი რომელიც უბერავს. დაახვიეთ თქვენი იალქნები და ნავი გადავა ძლივს და კოჭლობით სვლაზე; გაშალეთ ესები, და იგი მოძრაობს უფრო და უფრო სწრაფად. ეს არის როგორც სინათლე: ერთი ადამიანი კარგად იყენებს განათებას; მეორე ასრულებს ბოროტ გეგმას მისი დახმარებით. გქონდეთ „შინაგანი დღე“ (დაე სინათლემ ანათოს შიგნით როგორც ეს არის დღის განმავლობაში) მაგრამ „გარეგანი ღამე“ (დაე მსოფლიო გარეთ იყოს ბნელი თქვენთვის). ვედები გასწავლით თქვენ ამ ჭეშმარიტებას და გმატებთ ამ ბედის მისაღწევად საჭირო დისციპლინას.
– ღმერთის საუბარი, 1963 წლის 25 იანვარი.
30.06.20.
სხვების იდეები და გამოთქმები შეიძლება ხშირად იყოს პიროვნული, ან ამებმა შეიძლება გამოიწვიოს სიძულვილი ადამიანებს შორის. ჩვენ რატომ უნდა მივიღოთ ესები როგორც ჩვენი და ჩამოვაყალიბოთ ჩვენი გრძნობები შესაბამისად? ჩვენ არ უნდა ვეცადოთ ჩვენი გრძნობებისა და ქცევის ნიმუშების ფორმირებას ამ სხვების შესაბამისად. ჩვენ უარი არ უნდა ვთქვათ ჩვენს რწმენაზე, ჩვენს გამოცდილებასა და ჩვენს თანდაყოლილ სიწმინდეზე. ჩვენ შეიძლება ყოველთვის არ ვიცოდეთ ჩვენი რწმენის მიზეზები. იგი წარმოიშობა და ყალიბდება ჩვენი საკუთარი პირადი მოწონებითა და არმოწონებით, ჩვენი საკუთარი დომინანტური გრძნობებით. მაგრამ ჩვენ არ უნდა გავხდეთ სამიზნე სიბრაზის, სიძულვილისა და ეჭვიანობის და ბოროტი საქმეების რომლებშიც მათ მივყავართ. კულტივირეთ ფართო და მომცველი გრძნობები. მხოლოდ ამის შემდეგ ასპირანტი უფლებამოსილია შეიძინოს უმაღლესი სწავლება. მხოლოდ ამის შემდეგ თქვენ დაიმსახურებთ პატივისცემას საზოგადოებაში. მოშორდით ვიწრო, ეგოისტური აზრებიდან, გრძნობებიდან და გეგმებიდან.
– თავი 16, ვიდია ვაჰინი.

შრი სატია საი ბაბა