იანვარი

1.01.2013 ახალი წელი 2013
დღეს ჩვენ ვემშვიდობებით წასულ წელს და ვესალმებით ახალ წელს. ჩვენ ვლოცულობთ რომ ახალმა წყარომ მისცეს ყველა არსებას ხანგრძლივი სიცოცხლე, ჯანმრთელობა და სიკეთე. სასიამოვნო განცდები და არასასიამოვნო მოგონებები წასული წლის რაც შემორჩა ჭკუაში, მოიცავს ბევრ კარგ გაკვეთილს. როდესაც ადამიანი იხილავს წარსულ წელს თავისთვის მან უნდა შეძლოს გაგება რამდენი დრო დახარჯა ეგოურად და რამდენი მსახურებაში. კარგი არ არის ჩუმად ყოფნა როდესაც არსებობენ ადამიანები იგვლივ საზოგადოებაში რომლებიც დგანან გაჭირვების წინაშე. თუ საჭიროა თქვენ უარი უნდა თქვათ ჯაფასა (უფლის სახელის ხსენება) და სადჰანაზე (სულიერ პრაქტიკაზე), და წამოაყენოთ ასეთი ადამიანები მსახურებისა და მსხვერპლშეწირვის მეშვეობით. თქვენ უნდა იგრძნოთ რომ ჯანა სევა არის ჯანაარდჰანა სევა (ადამიანებისთვის მსახურება არის ღმერთისთვის მსახურება). ის ვინც ეძებს სიხარულს უნდა დაწვას ეგოურობა ჯნანას (სულიერი სიბრძნის) ცეცხლში.
2.01.2013
ღმერთს არ იზიდავს სწავლულობა, სიმდიდრე ან მატერიალური საკუთრება. ღმერთს იზიდავს მხოლოდ ერთგულება. მიეცით მას ყველა თქვენი საზრუნავი – ის მიიღებს ამ ყველას და აგავსებთ თქვენ სიხარულით. ღმერთს უყვარს ყოველი ერთგული. ის გიღებთ თქვენ ისეთს როგორიც ხართ. მან იცის ყველა ძნელი სიტუაცია, გამოცდა და მწუხარება რასაც თქვენ გადიხართ და თქვენი მისდამი ერთგულებაც, რაც თქვენ გაძლევთ ასე დიდ ბედნიერებას. ამის მიუხედავად, მარტო ერთგულება არ არის საკმარისი. რაც საჭიროა ეს არის ამ ღმრთაებრივი სიყვარულის რეგულირება სათნოებისა და მსახურების ფორმაში. არ აკრიტიკოთ სხვები, უმჯობესია გააკრიტიკოთ საკუთარი თავი. იქონიეთ უფლის სახელი თქვენს ენაზე და ფორმა თქვენი თვალების წინ. თუ თქვენ ჩამოყალიბდებით ასეთნაირად, ადგილი სადაც თქვენ ცხოვრობთ გახდება ყველაზე წმინდა. დაე ყველა თქვენი მოქმედება იყოს მიმართული მხოლოდ ამ გაწმენდისკენ თქვენს გულში. მე გაკურთხებთ თითოეულ და ყველა თქვენგანს წარმატებით, ამ კეთილშობილურ ძალისხმევაში!
3.01.2013
ვინაიდან კარმას შედეგი იჩენს შეუპოვრობას თქვენ ხართ ვალდებული დაიბადოთ კვლავ და კვლავ რომ დაასრულოთ იქიდან ხარჯვა. კარმას დაფა უნდა გაიწმინდოს და გასუფთავდეს ისე რომ თქვენი დაბადებისა და სიკვდილის ანგარიში მოწესრიგდეს და დაიხუროს ბალანსის გარეშე. უფლის სახელმა შეიძლება აანთოს სიყვარულის ნაპერწკალი თქვენში რომ დაანთოს სულიერი სიბრძნის ცეცხლი, რომელიც მეგზურობას გაუწევს თქვენს ჭკუას ამ მიზნის მიმართულებით. როგორც ხის ორი ტოტი ერთმანეთზე ხახუნით გარკვეული დროის შემდეგ გამოიმუშავებს საკმარის სითბოს ხეზე ცეცხლის მოსაკიდებლად, ასევე, უფლის სახელის უწყვეტი და გულწრფელი გამეორება ანთებს სიბრძნის ნაპერწკალს თქვენში. წმინდა ბჰაგავად გიიტა ამბობს ჯნანაგნი დაგდჰა კარმანამ -‘სიბრძნის ალი ფერფლად აქცევს ყველა მოქმედების შედეგს’; ეს ვეღარ მოქმედებს ადამიანზე ისევე როგორც თოკი რომელიც იქცვა ფერფლად მეტად ვეღარ მიაბამს.
4.01.2013
ყოველი გული არის დჰარმაკშეტრა (უბიწოების ბრძოლის ველი), სადაც არსებობს მუდმივი ბრძოლა სიკეთისა და ბოროტების ძალებს შორის. რის გამოც მთელი მსოფლიო არის დჰარმაკშეტრა. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყველა ცალკეული ბავშვი და დედა, თითოეული და ყოველი თქვენგანი იყოს დჰარმის (უბიწოების) ერთგული. წმინდა ბჰაგავად გიიტა იწყება სიტყვით ‘დჰარმაკშეტრა’ და ბოლო თავში ჩნდება ფრაზა `სარვა დჰარმან პარითჰიაჯია~, გამომხატველი აზრის ‘უარი თქვით ყველა დჰარმაზე’. მისი მნიშვნელობა არის რომ დჰარმის მეშვეობით, თქვენ უნდა გადალახოთ დჰარმის ზღვარი. რაც საჭიროა ეს არის მყარი პრაქტიკა. სწავლულობა და სიმდიდრე ხშირად არის ტვირთი, ეს ნამდვილად არის დაბრკოლება. იქონიეთ მხოლოდ სულიერ საკითხებზე ფიქრის პრაქტიკა.
5.01.2013
ცოტა გადაუხდელი ვალი მალე იღებს უზარმაზარ ზომას მაღალი საპროცენტო ნორმების მეშვეობით; კარმას (მოქმედებას), როგორი ბანალურიც არ უნდა იყოს, რომელიც შესრულებულია განზრახვით იქიდან ნაყოფის მიღების გულისთვის, მოჰყვება მომავალი დაბადებები ნაყოფის საჭმელად. წერილები რეკომენდირებენ რომ ადამიანმა გაწმინდოს კარმას ყველა ნარჩენი გაწმენდის სამი ნაბიჯის მეშვეობით: პირველი არის, მოქმედებების შესრულება უბიწოდ, სწორი გონებრივი დამოკიდებულებით (კარმა-ჯიჯნასა). შემდეგ მოდის ზნეობრივი ნორმების დაცვა საზოგადოების შესანახად წესიერებაში და ადამიანის გასათავისუფლებლად მოვალეობისა და ვალდებულებებისგან (დჰარმა-ჯიჯნასა). დასასრულს არის, უფლის სახელის გალობა (ნაამასმარანა) და მისი მიჩნევა ძირითად სულიერ პრაქტიკად (ბრაჰმა-ჯიჯნასა). აიღეთ ნებისმიერი სახელი უფლის რომელიც თქვენ მოგწონთ – გამწმენდი მნიშვნელობა, სამკურნალო ფასეულობა და სიტკბო არის ერთიდაიგივე. ნაამასმარანით თქვენ ჩაეფლობით ფიქრში ღმერთზე.
6.01.2013
ერთხელ განდეგილი შეხვდა ქოლერის ქალღმერთს გზაზე, სადაც ის უკან ბრუნდებოდა სოფლიდან რომელშიც შეათხელა მოსახლეობა. მან ჰკითხა მას რამდენი ადამიანი წაიყვანა. ქალღმერთმა უპასუხა `მხოლოდ ათი~. მაგრამ სინამდვილეში დაიღუპა ასი კაცი. ქალღმერთმა აუხსნა: `მე მოვკალი მხოლოდ ათი; დანარჩენები დაიხოცნენ შიშით!~ კაცი არის აატმასვარუპა (მეს-განხორციელება), ესე იგი, აბჰაიასვარუუპა (უშიშრობის განხორციელება). თუკი თქვენ გეცოდინებათ თქვენი ნამდვილი ბუნება, თქვენ ადგილს არ დაუთმობთ სისუსტეს და სიმხდალეს. კულტურის მთავარი მიზანია რომ განივითაროს გონებრივი სიმშვიდე და მამაცობა; გახადოს ყველა გრძნობა ყველასთან ახლობლობის შემგრძნობად. თქვენ დაიბადეთ ყვირილით ‘კოჰამ’ (ვინ ვარ მე?), თქვენს ბაგეებზე; როდესაც თქვენ წახვალთ თქვენ უნდა გამოაცხადოთ ‘სოჰამ’ (მე ვარ ის!), თქვენს მომღიმარ სახეზე.
7.01.2013
დღეს თქვენ ხართ თაგვის მსგავსი რომელიც დაჭერილია მრიდანგაში (ინდური დასარტყმელი ინსტრუმენტი). როდესაც დამკვრელი არტყამს მარჯვნიდან თაგვი გარბის მარცხნივ – თუ მარცხნიდან არის დარტყმა გარბის შეშინებული მარჯვნივ. ზუსტად ასე, თქვენ დარბიხართ ღმერთსა და სამყაროს შორის, უხალისოდ მირბიხართ ღმერთისკენ და ამავე დროს უკან იხევთ უარყოფისგან და იმედგაცრუებული ხართ დროებითი მიწიერი საქმიანობით. ნაამასმარანა (უფლის სახელის გამეორება) მიგაკრავთ ღმერთთან მტკიცედ. დაკარგული შვილი იბრუნებს სიხარულს როდესაც ის იპოვის თავის დედას – ზუსტად ასე თქვენ მიიღებთ სიხარულს მხოლოდ მაშინ როდესაც თქვენ იპოვით ღმერთს თქვენში და შეირწყმებით მასთან. ოკეანის წვეთი რომელიც ავიდა მაღლა ორთქლის სახით, გაერთიანდა დანაგროვთან რომელსაც ეწოდება ღრუბელი, ეცემა მიწაზე, მიედინება ხეობებში და ბოლოს აღწევს ოკეანეს. მიაღწიეთ მსგავსად ოკეანეს რომელიც თქვენ დაკარგული გაქვთ.
8.01.2013
წარსულის დიდმა ბრძენებმა, რომლებიც სავსე იყვნენ თავიანთი ახლობელი ადამიანების უზარმაზარი სიმპათიებით, დაწერეს ნორმები, წესები, შეზღუდვები და მიმართულებები ყოველდღიური ცხოვრებისა და ქცევისთვის ისე რომ ადამიანის ხელი და ტვინი, ინსტიქტები და იმპულსები არ შეტრიალდეს სხვის წინააღმდეგ, არამედ შეძლოს შეტრიალება ჭეშმარიტების, უბიწოების, მშვიდობისა და სიყვარულის იდეალებისკენ. მათ განაცხადეს რომ ყოველი მოქმედება უნდა იყოს აწონილი სასწორზე და მიღებული მხოლოდ მაშინ თუ ის წმენდს ემოციებსა და ვნებებს; ის უნდა იყოს გვერდზე გადაგდებული თუ ის რძეს ჭრის ან აჭუჭყიანებს მას. ბჰაავაშუდდჰი (გაწმენდა გონებრივი მიდრეკილების) უნდა იყოს ყველა მოქმედების ნაყოფი. კერპების თაყვანისცემა, რიტუალები, აღთქმები და მარხვები, დღესასწაულები და წმინდა დღეები – ყველა ეს არის განკუთვნილი ველურობის მოსათვინიერებლად და გასაწვრთნელად ადამიანის სწორ გზაზე სასიარულოდ თვითშეცნობისკენ.
9.01.2013
თქვენ გაქვთ უსაზღვრო უნარები დაფარული თქვენში, მომლოდინე რომ დაუკაკუნოთ და გამოიყენოთ. თქვენ გაქვთ მრავალი ტალანტი რომელიც უნდა გამოამჟღავნოთ. თქვენ გრძნობთ გულისწადილს რომ გიყვარდეთ ყველა ადამიანი, და გაანაწილოთ თქვენი სიხარული და მწუხარება ახლობელ ადამიანებთან; მეტის გასაგებად და თქვენი გონებრივი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ფარულად გაიხედეთ შიშის იქით და გაოცდებით რომ ბუნება აღიძვრება თქვენში. თქვენ ხართ შემძლე შეაგროვოთ ინფორმაცია ყოველგვარი საქმეების შესახებ მსოფლიოს ყველა მნახველებიდან, მაგრამ თქვენ არაფერი იცით იმის შესახებ რა ხდება თქვენი საკუთარი ჭკუის მნახველებში. თქვენ იცით ვინ არის ვინ ყველა დანარჩენს შორის, მაგრამ თქვენ არ იცით პასუხი უბრალო კითხვაზე `ვინ ვარ მე?~ ამის ცოდნის გარეშე, ადამიანები ყველგან მიდიან სხვების გამალებულ განსჯაზე, იარლიყის მიკვრაზე და ცილისწამებაზეც კი! თითოეულმა ადამიანმა უნდა ჰკითხოს თავის თავს და უნდა ეძებოს ადამიანის რეალობის ამ გამოცანის გასაღები.
10.01.2013
იყავით მოწყურებული და სერიოზული რომ იცოდეთ უფრო მეტი და მეტი უშფოთველი ბედნიერი ცხოვრების ხელოვნების შესახებ. ადამიანმა შეიძლება წინ წაიწიოს ნაბიჯ-ნაბიჯ და არსებობს საშიშროება დაბლა დაცურების ორ ნაბიჯზე მაშინ როდესაც თქვენ აიწევთ ერთზე. რასაც მნიშვნელობა აქვს ეს არის გადაწყვეტილება სიმაღლის მიღწევაზე, წინააღმდეგობა რომლითაც დაცურების ტენდენციას უნდა შეხვდეთ, არის წყურვილი ამაღლების, წინსვლის, დამარცხების უფრო დაბალი იმპულსების და ინსტინქტების. თუ თქვენ გექნებათ ეს, ძალის დაფარული წყარო აზვირთდება მაღლა შიგნით თქვენში; უფლის წყალობა გაასწორებს თქვენს გზას. დაიკავეთ იდეალი თქვენს წინ; გაუდექით გზას. მხოლოდ ის ვინც იყო იდეალებით არის პატივცემული და მადლიერებით გასახსენებელი, შთამომავლობისთვის.
11.01.2013
მიიღეთ წარუმატებლობა და გამარჯვება ცივად. ამის კეთება არის ძალიან ძნელი გონებრივი სამუშაო. სწრაფად სირბილში შეჯიბრისას, წაგებულები, როდესაც ისინი მორბიან ზურგს უკნიდან, ბიძგს აძლევენ მოგებულებს რომ ირბინონ უფრო სწრაფად. აქედან გამომდინარე, მოგებულები უნდა იყვნენ წაგებულების მადლიერნი თავიანთი გამარჯვებისთვის. მათ ვინც ვერ მოიგეთ, მე გთხოვთ თქვენ არ დაკარგოთ თქვენი თავდაჯერებულობა. არასდროს მისცეთ ძალიან დიდი მნიშვნელობა გამარჯვებას და დამარცხებას. ყოველი თქვენაგანი დაბადებული არის გაცილებით უფრო დიდი საქმეებისთვის ვიდრე არის მოგება ყოფითი სირბილების ან კონკურსების. თქვენი ბედი არ არის დამოკიდებული თამაშებსა და გამოცდებზე – ის უფრო მეტად დამოკიდებულია თქვენს ხასიათზე, თქვენი ნების ძალაზე და ღმერთის წყალობაზე.
12.02.2013
ყოველ არსებას სჭირდება სიყვარული, ყოველი არსება შეისუნთქავს და ამოისუნთქავს სიყვარულს. სიყვარული არის ნამდვილი სასიცოცხლო სუნთქვა; თითოეული და ყოველი თქვენგანი არის სიყვარულის ხორცშესხმა. სიყვარულმა არ იცის შიში. ამიტომ იგი არ საჭიროებს სიცრუეს მის მხარდასაჭერად. ეს არის მხოლოდ შიში, რაც აიძულებს ადამიანებს დაამახინჯონ ჭეშმარიტების სახე, რათა გახადონ იგი სასიამოვნო მათთვის ვისიც ეშინიათ. სიყვარული არ ეძებს ჯილდოს, სიყვარული თავისთავად არის ჯილდო. თუნდაც პატარა კვალი მოგების სიხარბის (ვიშვა ვასანა) გადააგვარებს სიყვარულს დახლზე ვაჭრობად. სიყვარული აშორებს მთლიანად ეგოურობას; ეგო არის დაძლეული, დავიწყებული და შეცვლილი მაშინ როდესაც არსებობს სიყვარული. როდესაც ასეთი სუფთა სიყვარული არის მიმართული უფლისკენ, მას ეწოდება ბჰაკტი (ერთგულება).
13.01.2013
ძალიან პატარა ნაწილაკზე დასაკვირვებლად შენ გჭირდება მიკროსკოპი; ძალიან დაშორებული ობიექტის დასანახად შენ გჭირდება ტელესკოპი. ეს არის იანტრები ან ინსტრუმენტები. ინსტრუმენტებს რომლებიც გეხმარება შენ დაინახო ბირთვი რომელსაც აქვს არსების ისეთი შეუთავსებელი ატრიბუტები როგორიც არის ყველაზე პატარაზე პატარა და ყველაზე დიდზე დიდი, ეწოდება მანტრები – ფორმულები რომლებიც გადაგარჩენენ შენ როდესაც მასზე მედიტირებ. მათ ასევე ეწოდებათ ტანტრები (ცერემონიები და რიტუალები) როდესაც მათი პრაქტიკული გამოყენება უნდა იყოს ხაზგასმული. რწმენა ამ მანტრების ქმედითობაში, აღწერილი პროცედურების სარგებლობაში, და ბირთვის არსებობაში – ყველა ეს არის აუცილებელი საბოლოო ცოდნის მოპოვებაში წარმატებისთვის; ისევე როგორც რწმენა ეფექტურობაში ინსტრუმენტის, პროცედურის სისწორე, და მასალის არსებობა როცა ადამიანი ეძებს უფრო მეტ ცოდნას ირგვლივ, არის აუცილებელი მეცნიერისთვის.
14.01.2013 მაკარ სანკრანტი
გაატარეთ თქვენი დრო ბუნების ბარაქიანობისა და მშვენიერების განჭვრეტაში რომელიც ვრცელდება თქვენს წინ მიწასა და ცაზე – მწვანე სივრცეები კულტურების, გრილი ნიავი რომლის დაბერვა გაკმაყოფილებთ და გახარებთ, ფერადი ღრუბლების პანორამა, ჩიტების მუსიკა და ა.შ. იგალობეთ უფლის დიდება როდესაც მიდიხართ გზაზე, მინდორში, მიწაყრილზე, ნაოსნობაში. არ ილაპარაკოთ ზიზღით სიყვარულის მთელი ამ სიცხადის შუაგულში; არ გაბრაზდეთ ამ მშვიდ არემარეზე; არ შეაწუხოთ ზეცა თქვენი ყვირილით და წყევლით. არ დააბინძუროთ ჰაერი შურისმაძიებლური კვეხნით. ნერგებს სჭირდება ნაკელი და წყალი რომ მოგცეთ უხვი მოსავალი. გათავისუფლებისთვის მისწრაფების პაწაწინა ახალგაზრდა არსებასაც ასევე სჭირდება შენგან – რომ გამოასწორო შენი ჩვევები, გაწმინდო შენი ქცევები და გაასუფთავო მანერები.
15.01.2013
ყოველმა ადამიანმა უნდა მიაღწიოს მოკშას (გათავისუფლებას), იმის მიუხედავად ვინმე ისწრაფის ამისთვის ახლა თუ არა. ეს არის გარდაუვალი დასასრული ბრძოლის, მიზანი რომლისკენაც ყველა მიდის. მაგრამ გეთაყვა არ შეგეშინდეთ გათავისუფლების ამ მიზნის მიღწევის. კარგით, როგორ ამზადებთ თქვენ თქვენთავს ამ მდგომარეობისთვის? პასუხი არის თვით ამ სიტყვა მოკშაში, თავისთავად. ეს არის თვითგანმარტებითი. ‘მო’ მიუთითებს მოჰას, რაც არის ილუზია ან შეცდომაში შეყვანა მიმზიდველი მაგრამ წარმავალი ხარახურით; და კშა დგას კშაიასთვის, გაუჩინარება ან ვარდნა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გათავისუფლების მისაღწევად ადამიანმა უნდა იქონიოს თავისი ჭკუის ფრენები შორს ამ მაცდუნებელი ცდუნებებიდან და ფოკუსირდეს გათავისუფლების მიმართულებით მიმავალ სწორ გზაზე.
16.01.2013
სუფთა სიყვარულს მარტო შეუძლია შეასრულოს წარმატებით პროექტები მსახურების და კეთილდღეობის. სიყვარული ქმნის სიმპათიას; სიყვარული აჩვენებს გზას სადაც სიძულვილი ქმნის სიძნელეებს. როდესაც ბავშვი სწავლობს სიარულს, სიყვარული არ უწყობს დაბრკოლებებს გზაზე. მეორე მხრივ ის ამხნევებს, ესალმება ყოველ ნაბიჯს წინ და წამოაყენებს ყოველი დაცემისას. სამწუხაროდ ბევრი სასარგებლო წამოწყება არის დადებული უნაყოფოდ მწვავე კრიტიკისა და უმიზნო უგულებელყოფის გამო. კეთილშობილური საქმეები უნდა შესრულდეს დიდი სიყვარულით. ჭეშმარიტ ერთგულებას მარტო შეუძლია გარდაქმნას ადამიანების გულები და მიიყვანოს ისინი ჭეშმარიტებისა და სწორი ქცევის გზაზე. მოხვეჭისთვის სიხარბის ნებისმიერი კვალი ამცირებს სიყვარულს. ბავშვი არის მთლიანად სიყვარული იმიტომ რომ მას არ აქვს მიბმულობა ყოფით ნივთებთან.
17.01.2013
სურვილი აღუძრავს ადამიანს ძლიერ წადილს საბდჰის (ხმის), სპარშის (შეხების), რუპის (ფორმის), რასის (გემოს), განდჰის (სუნის) – ხარისხების ხუთი ელემენტის, რითაც შედგენილია სხეული. ადამიანი ნაკარნახევი შიგნით წარმოდგენილი: სივრცის ელემენტით ეძებს ხმების სიტკბოს რომელიც აკმაყოფილებს ყურს; ჰაერის ელემენტით, დასდევს გლუვ და რბილ ნივთებს რაც სიამოვნებას გვრის კანს; ცეცხლის ელემენტით, კვალში მისდევს ნივთებს რაც არის თვალისთვის ლამაზი და მიმზიდველი; წყლის ელემენტით, უჩენს ადამიანს სურვილს საკვებისა და სასმელისთვის რაც დაგემოვნდება ენით; და მიწის ელემენტით, დაჟინებით მოუწოდებს ადამიანს რომ დააკმაყოფილოს ცხვირი სასიამოვნო სურნელების სიხარულის განცდით. ისევე როგორც მაღალი ტემპერატურა მზიდან არის კონტროლირებული, მოდულირებული და შემცირებული თქვენი სხეულის შიდა სისტემებით ხელსაყრელ 98,4 გრადუს (36,60ჩ) ტემპერატურამდე, თქვენ უნდა დაიჭიროთ თქვენი სტიქიური ვნებების ძალები ლაგამით და დასწიოთ დაბლა, ხელსაყრელი ცხოვრების დამაკმაყოფილებელ დონემდე.
18.01.2013
მიიღეთ ცხოვრების აწევები და დაშვებები როგორც ბუნებრივი. ეს არის დამახასიათებელი ნაერთებისა და კომპონენტების სამყაროსთვის. როდესაც ინახავთ მრავალძარღვას დაცარიელებულ ფოთოლს, მას აქვს მიდრეკილება ავიდეს ქარში მაღლა და იფრინოს. მაგრამ როდესაც თქვენ აწყობთ კერძებს მასზე, საკვები და ფოთოლი ხდება ურყევი. სწორედ ასე შეავსეთ თქვენი ჭკუა სათნოებით რწმენის, მყარი დისციპლინის, ღმრთისმოსაობის, და აღუშფოთებლობის – ეს არის სულიერი მენიუს ნივთები. მაშინ თქვენ არ დასუსტდებით ყოველი დარტყმისას. როდესაც თქვენ მიაღწევთ ჭეშმარიტ სიბრძნეს თქვენ ნახავთ რომ კარგი ბედი აღარ გაგახარებთ და არც ცუდი ბედი დაგადარდიანებთ მეტად. გმირი ეპყრობა ორივეს თანაბარი გულგრილობით. შრომა და შემოსავალი არის ნიავი და ქარიშხალი რასაც არ შეუძლია გავლენის მოხდენა ნეტარების ოკეანის სიღრმეებზე ჭეშმარიტი ერთგულის გულში.
19.01.2013
არმცოდნე თქვენი ღმრთიური სტატუსის თქვენ მხიარულობთ დაბალი დონის კომპანიაში, თქვენ ირჯებით და ოფლს იდენთ როგორც მონა ვნებების, რომლებიც გაგდებენ თქვენ სირცხვილში. იყავით მეფის მემკვიდრე, რაც თქვენ სინამდვილეში ხართ! იყავით მსგავსი ლოტოსის, რომელიც თუმცა იბადება ტბის ფსკერის ტალახში, თავისი სუფთა ნების ძალის მეშვეობით, იზრდება წყალს ზემოთ, რომ დაინახოს მზე და შთაგონებული იყოს მისი სხივებით. ლოტოსი უკუაგდებს წყალს, თუმცა ის დაიბადა და გაიზარდა ამ ელემენტში. ასევე თქვენც უნდა უარი თქვათ მიბმულობაზე ვნების ელემენტთან! რამდენ ხანს იჯდებით თქვენ კმაყოფილი უმნიშვნელო როლით ტაკიმასხარის ან გავლენის? რატომ ჩქმალავთ თქვენს ნამდვილ ტალანტებს ნებაყოფლობითი ნიღბის ქვეშ? გასვლა დღეს როლიდან ზერო (ნული) და საკუთარ თავზე აღება ჰეროს (გმირის) და ბრწყინვალების როლის! ეს არის თქვენი უფლება!
20.01.2013
სიჩუმე რომელსაც თქვენ ინარჩუნებთ ტაძრებსა და რელიგიურ შეკრებებზე უნდა წაიღოთ თან თქვენ სადაც კი წახვალთ. ის უნდა მიიღოთ როგორც გრძნობების კონტროლის სავარჯიშო. გრძნობები არის ყოველთვის გარეგანად ორიენტირებული. ენამ არ უნდა ილაპარაკოს ცუდი. თვალებმა არ უნდა ხედოს ცუდი. ყურებმა არ უნდა ეძებოს ცუდი. ღმერთის დასწრება ყოველ არსებაში ხდის ყველას წმინდად. ფიქრი სხვების მდაბიობაზე საბოლოო ჯამში არის ფიქრი ღმერთის მდაბიობაზე. თქვენ ყოველთვის უნდა განავითაროთ გრძნობა რომ ღმერთი არის მამა და თითოეული თქვენს ირგვლივ არის ძმა და და. ეს ძმობა არის უფრო ნამდვილი და სავალდებულო ვიდრე სისხლით ძმობა, რადგან აქ მამის ქონება რომლისთვისაც თქვენ იბრძვით შეიძლება გაიყოს ისე რომ სხვა არსების წილი არანაირად არ შემცირდეს. პუურმასია პუურნამაადააია პუუნამევაავასიშიათე – როდესაც სრული აკლდება სრულიდან, რაც დარჩება არის კვლავ სრული!
21.01.2013
დადგით რადიომიმღები, შეარჩიეთ ტალღის სიგრძის ადგილი რომლის წინადადებასაც თქვენ აძლევთ მოსასმენად და ააწყვეთ ის სწორად ამ ტალღის სიგრძეზე. შემდეგ თქვენ მოუსმენთ რადიო პროგრამებს ხმამაღლა და სუფთად, ეს ასე არ არის? თქვენი ყური გეტყვით თქვენ სიზუსტეს რომლითაც თქვენ აეწყვეთ. ამის მონათესავედ თქვენ უნდა შეხვიდეთ სულიერი დისციპლინის კურსში. ამოირჩიეთ მანტრა ან მაგიური ფორმულა უფლის რომელიც თქვენ მოგწონთ. იმედიტირეთ მასზე და იმეორეთ ის მუდმივად ზუსტად, მზრუნველობით და მუდმივი ყურადღებით; აეწყვეთ ღმერთის ხმაზე თქვენს შიგნით. არ მიაქციოთ ყურადღება წინააღმდეგობებს, რომლებიც გხვდებათ გზაზე, სატირისა და კრიტიკის ფორმაში, რომელსაც თქვენს ირგვლივ მყოფი ადამიანები გაძლევენ თავისუფლად. ისინი შეიძლება იყვნენ ექსპერტები მხოლოდ საზოგადოებრივი ცხოვრების ან გრძნობითი სიამოვნების ხანმოკლე წვრილმანებზე. დარჩით თქვენს პრაქტიკაზე – თქვენი საკუთარი გამოცდილება გეტყვით თქვენ სინამდვილეს და მნიშვნელობას ამ ექსპერიმენტის!
22.01.2013
ვინმემ შეიძლება იცოდეს ბჰაგავად გიიტას 700 ლექსი დედაარსით, მაგრამ მენდეთ მე, დრო რაც დაიხარჯა ზეპირად შესწავლასა და კითხვაში არის მთლიანად დაკარგული თუ ადამიანმა მტკიცედ არ იმოქმედა ერთი არჩეული ლექსის შესაბამისად მაინც. გადაწყვეტილება არ არის ის რასაც მნიშვნელობა აქვს; ეს არის გადამწყვეტობა. გადაწყვეტილება არის სწორედ სიტყვების მწკრივი. სინამდვილეში ეს სწავლება შეიძლება იყოს ხელისშემშლელიც კი რადგან ამ ცოდნამ შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს თავზე და აქციოს ადამიანი სიამაყით გაბერილად. ფასი შაქრის ლერწამზე დგინდება მასში შაქრის შემცველობის შესაბამისად. თქვენ აფასებთ ფორთოხლებს პროპორციაში წვენთან რასაც ეს შეიცავს, ასე არ არის? ასე აგრეთვე ადამიანი არის ღირსი პატივისცემის პროპორციულად თვითშეცნობის რასაც მიაღწია. მარტო ამ ცოდნას შეუძლია გაჩუქოთ სიმყარე, ძალღონე და ნამდვილი ბედნიერება.
23.01.2013
როდესაც მე ვიმღერე ბჰაჯანი ‘მანასა ბჰაჯარე…’ მე მოუწოდე ყველას, ვინც იტანჯება დაუსრულებელ წრეში დაბადების და სიკვდილის, გურუს ტერფების თაყვანისცემისკენ, გურუს რომელმაც განაცხადა თავისი თავი. ვინც მოვიდა კვლავ თავისთავზე ასაღებად ტვირთის მათი, ვინც ეძებს თავშესაფარს მასში. ეს იყო ყველაზე პირველი ჩემი გზავნილი კაცობრიობისთვის! მე ვთქვი, ‘თაყვანისმცემლობა თქვენს ჭკუაში’. მე არ მჭირდება თქვენი ყვავილები და ხილი, რომელსაც თქვენ ყიდულობთ პატარა ფასად. ეს ჭეშმარიტად არ არის თქვენი. მომეცით მე რაიმე რაც არის თქვენი, რაიმე რაც არის სუფთა, სასიამოვნო სურნელით სათნოებისა და უმანკოების, გარეცხილი მონანიების ცრემლებში. გირლიანდები, ხილი და ა.შ. არის თქვენი ერთგულების გამოფენა. ზოგიერთს შეუძლია თავს მისცეს ამის უფლება, ღარიბები გრძნობენ მწუხარებას რომ ეს არ შეუძლიათ. დააყენეთ უფალი თქვენს გულში და შესთავაზეთ მას ნაყოფი თქვენი მოქმედებების და ყვავილები თქვენი იდუმალი აზრების და გრძნობების. ეს არის თაყვანისცემა და გამოხატვა ერთგულების რაც ღმერთს უყვარს ყველაზე მეტად!
24.01.2013
ხშირად თქვენს უმეცრებაში, თქვენ გრძნობთ თავს პატარად, თქვენ გრძნობთ თავს საცოდავად, თქვენ გრძნობთ რომ ცოდვილი, გაუმაძღარი და ულმობელი ადამიანები არიან უფრო ბედნიერი ვიდრე თქვენ და ასე გაუმართლებლად. თქვენ ხართ ავად და გრძნობთ რომ ეს არის არასამართლიანი, რომ თქვენ ვინც ხართ ასე მართალი, ასე მოყვარული, ასე სათნო, უნდა იტანჯოთ. უბრალოდ დაფიქრდით ამაზე. არიან ისინი ისე ბედნიერი როგორც თქვენ წარმოიდგენთ და არის თქვენი პირობები ისე ცუდი, როგორც თქვენ ამას გამოსახავთ? გამოიკვლიეთ ზედმიწევნით და თქვენ გეცოდინებათ თქვენი ჭეშმარიტება. გარეგანი შესახედაობა არის ხშირად მსგავსი შხამიანი შეღებილი ქოთნის. ადამიანის გულმა რომელიც არ ერთგულებს სწორ ქცევას არ იცის სიმშვიდე – ეს არის ალბათ ისევე საცოდავი როგორც თქვენ თუ უფრო მეტად არა. ირწმუნეთ რომ სამართლიანობა არასდროს თამაშობს მუხთლად; ის უზრუნველგყოფთ უფრო დიდი სიხარულით ვიდრე ის შეიძლება მიიღოთ ყველა სხვა საშუალებით.
25.01.2013
ერთხელ კრიშნა და არჯუნა მიდიოდნენ ერთად ლამაზი გზით. შეხედა რა ფრინველს ცაზე, კრიშნამ ჰკითხა არჯუნას, `არის ეს მტრედი?~ არჯუნამ უპასუხა, `დიახ ეს არის მტრედი~. რამდენიმე წამის შემდეგ კრიშნამ ჰკითხა, `არჯუნა არის ეს ფრინველი არწივი?~ არჯუნამ უპასუხა, `დიახ კრიშნა, ეს არის არწივი~. რამდენიმე წამის შემდეგ კრიშნამ ჰკითხა, `არჯუნა ეს არ ჰგავს არწივს – ის ჰგავს ყვავს ჩემთვის. ასე არ არის?~ არჯუნამ უპასუხა, `დიახ კრიშნა, ეს არის ყვავი ეჭვის გარეშე!~ კრიშნამ გაიცინა და ისე გაკიცხა ის თანხმობისთვის ყველაფერთან რაც კი მან წინადადება მისცა. არჯუნამ უპასუხა, `კრიშნა შენი სიტყვები ჩემთვის უფრო მეტად ნდობის ღირსია ვიდრე ჩემი თვალების სიცხადე. როდესაც შენ ამბობ რაიმეს, შენ გაქვს ძალა გააკეთო ის ასე – იქნება ეს ყვავი, მტრედი თუ არწივი. აქედან გამომდინარე, თუ შენ თქვი ეს არის ყვავი, ეს ასეც იქნება!~ ბრმა რწმენა არის საიდუმლო სულიერი წარმატების. ყოველთვის გახსოვდეთ რომ უფალს უყვარს არა ერთგული არამედ ერთგულება.
26.01.2013
უფლის წყალობა არის როგორც წვიმა – სუფთა წყალი, დაცემული თანაბრად და თანმიმდევრულად ყველგან. ამის მიუხედავად იგივე წვიმის წყლის გემო იცვლება შესაბამისად ნიადაგის რომელზეც ის მიედინება, და ჭურჭლის რომელშიც ის არის მოთავსებული. ასევე უფლის სიტყვები არის ტკბილი ზოგიერთისთვის და მწარე სხვებისთვის. უფლის გზები არის იდუმალი. თქვენ არ იცით რეალური მიზეზები უფლის მოქმედებების უკან. თქვენ არ შეგიძლიათ გაიგოთ სხვა კაცის მოტივები რომელსაც თქვენსავით აქვს განზრახვები, სიმპათიები და ანტიპათიები მაგრამ მაინც როგორ ადვილად გამოგაქვთ გადაწყვეტილება მის მოტივებზე ვინც არის თქვენს დონეზე ძალიან მაღლა! როგორ თავისუფლად საუბრობთ და განსჯით რაღაცეებს, რომ ის არის ისე უცხო თქვენთვის როგორც ატმოსფერო თევზისთვის! თქვენ ყოველას უნდა გახსოვდეთ რომ ღმერთი არის თქვენი მუდმივი კომპანიონი და დარაჯი – იცხოვრეთ ამ მყარი რწმენით მასში, თაყვანი ეცით მას და მუდმივად ეძებეთ მისი ყოველთვის დამამშვიდებელი შემოქმედებითი დასწრება.
27.01.2013
იცხოვრეთ შთანთქმულმა რწმენით რომ თქვენ ხართ ღმრთიური მე (ატმა). ეს არის უდრეკი ბირთვი მარადიული რწმენის. ატმა ეს არის ის რაც ხედავს თქვენი თვალების მეშვეობით, ისმენს თქვენი ყურებით, მუშაობს თქვენი თითებით და დადის თქვენი ფეხებით. ეს ჭეშმარიტი ‘შენ’ არ აღფრთოვანდება ქებით და არ ჩაიფუშება გაკიცხვით. თუ ვინმე შარს გიდებთ თქვენ, გაიაზრეთ თქვენთვის: `კაცი ან ქალი სისაძაგლეს ამბობს განა ჩემს სხეულზე? მაშინ რატომ უნდა ავღელდე მე? ან არის შეურაცხყოფა არსებითად მიმართული ატმაზე? არაფერს შეუძლია იმოქმედოს მის სისუფთავეზე, ან დაჩრდილოს მისი დიდება. ასე რომ დარჩით მშვიდი და აუღელვებელი. `თქვენ შეიძლება იკითხოთ რა ხდება შეურაცხყოფის მძივების აკინძვის შემდეგ? მსგავსად ფოსტით გაგზავნილი წერილის რომლის მიღებაზეც უარი თქვა ადრესატმა, ისიც ბრუნდება უკან გამგზავნთან.
28.01.2013
თქვენ ხართ უფორმო (ნირააკაარამ) მოსული ადამიანის ფორმაში (ნარააკაარამ), უსაზღვრებო მოსული შემოსაზღვრულის როლში, უფორმო უსასრულობა ჩნდება როგორც ფორმით შევსებული უსასრულოდ პატარა, აბსოლუტი თავს აჩვენებს ფარდობითად, ატმა იქცევა ისე როგორც სხეული, მეტაფიზიკური მასკარადში მონაწილეობს როგორც უბრალოდ ფიზიკური. უნივერსალური მე არის ყველა არსების საფუძველი. ცა არსებობდა იმის წინ ვიდრე სახლები აშენდა მის ქვეშ; მან შეაღწია და გავრცელდა მათით რაღაცა ვადით; შემდეგ სახლები დაინგრევა და გახდება გროვებად და ყრილებად; მაგრამ ცა არ დაზიანდება ამით. ასევე, ატმა ავსებს სხეულს და არსებობს მაშინაც კი როდესაც სხეული გადაიქცევა ნეშტად.
29.01.2013
ყავის სახლის მესაკუთრე მიდის უახლოეს აფთიაქართან აბისთვის თავის ტკივილის სამკურნალოდ, როდესაც მეაფთიაქეს აქვს თავის ტკივილი ის მიდის ყავის სახლში ფინჯანი ყავისთვის რაზეც ის ფიქრობს რომ განკურნავს მას. განცდა განსხვავდება შესაბამისად ტემპერამენტის და ხასიათის რაც ადამიანმა გამოიმუშავა თაობების საქმიანობით ამ მსოფლიოში. ჯნაანი (ბრძენკაცი) ამბობს ‘სარვამ ბრაჰმა მაიამ’ (ყველაფერი არის ბრაჰმას ილუზია); მეორე, იოგი ამბობს ყველაფერი არის ენერგია; მესამე კი ვინც არის ერთგული, ამბობს ყველაფერი არის უფლის თამაში. თითოეული აცხადებს დაყრდნობით თავის განცდასა და პროგრესზე სულიერ გზაზე. არ იჩქაროთ ვინმეს მასხარად აგდება რადგან ყველა თქვენგანი არის მომლოცველი, მიმავალი ერთნაირი გზით.
30.01.2013
თქვენ მოხვედით მსოფლიოში თვით თქვენს შესაცნობად. თქვენ მოხვედით სრულად აღჭურვილი ამ ძალისხმევისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტით – ვივეკით, ვაირააგიით და ვიჩაკშანით (გამჭრიახობით, მიუბმელობით და სიმარჯვით); და განზრახვით რომ გაადიდოთ თქვენი სიყვარული, გაამდიდროთ თქვენი ემოციები და გააკეთილშობილოთ თქვენი მოქმედებები. მაგრამ თქვენ დაკარგეთ თქვენი გზა; თქვენ ხართ დაჭერილი ჭაობში და შეცბუნებული ხართ მირაჟებით და სიზმრებით რასაც თქვენ ღებულობთ როგორც სინამდვილეს; თქვენ სირბილით მიედევნებით ყალბ ფერებს და იაფფასიან შემცვლელებს. გახსოვდეთ რომ ყველაფერი დამორჩილებულია ამ უმაღლეს ამოცანაზე. სხეული უნდა იყოს დაპურებული და შენახული დაუავადებლად. რატომ? იმიტომ რომ ის შეიძლება გამოდგეს სულიერი დისციპლინისთვის. რისთვის არის სულიერი დისციპლინა? საკუთარი თავის შესახებ ჭეშმარიტების შესაცნობად. წმინდა არის ბაზისი უხეშისთვის; ღმრთიურება არის ბაზისი ადამიანისთვის.
31.01.2013
ღმერთი იზიდავს ინდივიდს თავისკენ. ურთიერთმიმზიდველობა არის ორთავეს ბუნება; ისინი არიან ზუსტად მსგავსი რკინის და მაგნიტის. მაგრამ თუ რკინა არის ჟანგიანი, დაფარული ტალახის ფენებით, მაგნიტი არის უძლური მიზიდვაზე. მოიცილეთ სიბინძურე, მაშინ თქვენ გაანათებთ წინ თქვენს ნამდვილ ბუნებაში და უფალი მიგიზიდავთ მისკენ. სულიერმა პრაქტიკამ (სადჰანამ) უნდა წარმოქმნას როგორც შინაგანი ასევე გარეგანი სისუფთავე. თქვენ ვერ გრძნობთ გამოცოცხლებას თუ თქვენ ატარებთ გაურეცხავ ტანსაცმელს ბანაობის შემდეგ. არც მაშინ გრძნობთ თქვენ სისუფთავეს თუ თქვენ ჩაიცვამთ გარეცხილ ტანსაცმელს, მაგრამ გამოტოვებთ ბანაობას. მაშასადამე ორივე არის საჭირო – ბააჰია (გარეგანი) და ბჰაავა (შინაგანი). განცდები და მწუხარებები არის საშუალება რომლითაც ეს გაწმენდა კეთდება. ისინი არის დიეტური და სხვა შეზღუდვების მსგავსი დანიშნული ნაამასმარანას (სახელის გამეორების) წამლის ეფექტის დამატებით.

სატია საი ბაბა