ივნისი

1.06.17.
ჩვენ უნდა მივცეთ ჩვენს თავს სულიერი მლოცვარობის შესაბამისი ფორმა. არსებობს ადამიანთა ოთხი კატეგორია: პრველი და საუკეთესო კატეგორია არიან ისინი ვინც ყურადღებას აქცევენ თავის საკუთარ ნაკლებს და სხვათა აღმატებულებას; მეორე კატეგორია შედგება იმათგან ვინც ხაზს უსვამს თავიანთ ოსტატობას ისევე როგორც სხვათა აღმატებულებას (საშუალო); მესამე კატეგორია (უარესი) არიან ისინი ვინც ყურადღებას აქცევს თავიანთ საკუთარ ოსტატობას და სხვათა ნაკლებს; და მეოთხე კატეგორია (ყველაზე უარესი) არიან ისინი ვინც წარმოადგენენ თავიანთ ნაკლებს როგორც აღმატებულებას და სხვათა ოსტატობას როგორც ნაკლს. ყოველმა თქვენგანმა უნდა აღმოაჩინოთ თქვენთვის რომელ კატეგორიას მიეკუთვნებით თქვენ. გახსოვდეთ ეს: თუ თქვენ გაქვთ ძლიერი სურვილი რომ გააცნობიეროთ სრული, წმინდა, ღმრთიური სიყვარული, მარადიული სული, უფალი (ბჰაგავანი), თქვენ უნდა მოამზადოთ თქვენი თავი პირველი და საუკეთესო ჯგუფისთვის. აღმოაჩნეთ თქვენი ნაკლები და დააკვირდით სხვათა აღმატებულებას. ეს არის ძალიან სასურველი სულიერი პრაქტიკა.
– ღმერთის საუბარი, 5 აპრილი, 1981.
2.06.17.
დღევანდელ განათლებას აქვს მხოლოდ არსებობის საშუალებები თავის სამიზნედ. ეს არის მუშაობაზე ორიენტირებული, არა ჭეშმარიტებაზე ორიენტირებული, არა ღმერთზე ორიენტირებული. სიცოცხლე გატარებული უნდა იყოს სიყვარულში, მშვიდობასა და ნეტარებაში. აქედან გამომდინარე, სკოლასა და კოლეჯშიც კი, ბიჭებმა და გოგონებმა უნდა იცოდნენ ყოველთვის მშვიდი, ყოველთვის ნეტარი და ყოველთვის მოსიყვარულე მარადიული სულის (ათმას) შესახებ. სხეული, გრძნობები, ჭკუა, აზრი და გონება ყველა არის არარეალური დროებითი არსებობის გაგებით. ცხოვრების დონის ამაღლება არ არის ისე მნიშვნელოვანი როგორც არის ცნობიერების დონის ამაღლება. განათლება დღეს პირველ პლანზე ეწევა ნივთების დაგროვებას. სინამდვილეში, უარის თქმა არის სწორედ აუცილებელი. უარის თქმა არ არის დაკარგვა; ეს არის ძალიან მომგებიანი, იმიტომ რომ თქვენ იღებთ სიხარულს ამის საშუალებით. უარის თქმა ნიშნავს თავისუფლებას; ეს არის დანებება ღმერთზე, სიყვარულსა და თავისუფლებაზე. ღმერთი შეიძლება გაცნობიერდეს მხოლოდ სიყვარულის გავრცელებით. სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა უნდა ატარონ სიცოცხლე დაბმული უბიწოებასა და სიბრძნეზე, და უნდა იყვნენ ბრწყინვალე მაგალითები უბრალოების, შემწყნარებლობისა და ურთიერთ მსახურების.
– ღმერთის საუბარი, 8 თებერვალი, 1987.
3.06.17.
გაათლებამ უნდა აიღოს თავის თავზე სრული პასუხისმგებლობა და უნდა მოახდინოს ზემოქმედება სტუდენტების მორალურ და სულიერ ცხოვრებაზე. მხოლოდ ტექნიკური ჩვევებისა და ყოფითი ინფორმაციის მიცემა არ არის საკმარისი; ზნეობრივი და სულიერი განათლება უნდა ავსებდეს მას. დღეს ადამიანები უდიდეს ყურადღებას უთმობენ მხოლოდ თავის ეგოურ ინტერესებს. ეს უნდა შეიცვალოს. თქვენი დამოკიდებულება უნდა იყოს არა ის რაც თქვენ შეიძლება მიიღოთ სხვებისგან, არამედ ის რაც თქვენ შეგიძლიათ მისცეთ სხვებს – მიაქციეთ ამას თქვენი ყურადღება! უარი უნდა ითქვას იდეაზე იმის შესახებ რომ ჩინებული ბუნგალო ძვირფასი ავეჯით, საუკეთესო სასადილო მაგიდით ან საზღვარგარეთიდან დახმარების მდიდარი ფუთით არის იდეალი რისთვისაც მუშაობენ. ეს იდეალი ამრავლებს ბოროტებას. შთააგონეთ ახალგაზრდებს დააყენონ თავიანთ იდეალად – ხელები მიძღვნილი მძიმე შრომაზე, თავები მიძღვნილი მსახურებაზე და გულები მიძღვნილი თანაგრძნობაზე. თქვენი მიზანი უნდა იყოს რომ არავინ არ იტანჯებოდეს თქვენი სიტყვებით ან საქმეებით მიყენებული ზიანით ან ტკივილით. ვინაიდან როდესაც სხვა არის დაზიანებული ჩვენს მიერ, სინამდვილეში რაც ხდება არის შეურაცხყოფა და დაზიანება ჩვენი საკუთარი ჭეშმარიტი ადამიანური ბუნების.
– ღმერთის საუბარი, 8 მარტი, 1981.
4.06.17.
როცა თქვენ უწოდებთ თქვენს თავს შრი სატია საი სევა დალის წევრს, თქვენ ყოველთვის უნდა გახსოვდეთ რომ თქვენ ემსახურებით უფალს. გაიხსენეთ როგორი სულით ემსახურებოდა ჰანუმანი შრი რამას. თქვენ არ უნდა იფიქროთ რომ რადგან ის იყო მაიმუნი მას აკლდა გონიერება ან სხვა ხარისხები. ის ასევე აღწერილი იყო როგორც ‘მშვიდი, სათნო და ძლიერი’. როდესაც დემონებმა ჰკითხეს ლანკას აშოკავანაში იმაზე თუ ვინ იყო ის და საიდან მოვიდა, უფალმა ჰანუმანმა უპასუხა, „მე ვარ რამას მსახური“. ის კი არ ამპარტავნობდა თავისი სახელოვნებით ან ცოდნით არამედ იყო კმაყოფილი თავისი თავის აღწერით უფლის თავმდაბალ და ერთგულ მსახურად. ატარეთ ჭკუაში აფორიზმი, „ კანკარად (ის ვინც მზად არის შეასრულოს უფლის ბრძანება) ყოფნის გარეშე თქვენ ვერ შეძლებთ გახდეთ სანკარა (ღმერთი).“ გარდაქმენით თქვენი ცხოვრება მსახურების მეშვეობით, მედიდურობისა და პირადი ინტერესებისთვის რაიმე ადგილის დათმობის გარეშე. გაამყარეთ თქვენს გულში გრძნობა რომ სადაც და როდესაც კი თქვენ მსახურებთ, თქვენ ემსახურებით მარტო ღმერთს. მხოლოდ შემდეგ, ახლობელ არსებათა მსახურება ხდება ღმერთისადმი მსახურების თანასწორი.
– ღმერთის საუბარი, 23 მარტი, 1989.
5.06.17.
განივითარეთ შემწყნარებლობის (კშამას) ხარისხი და თავი შეიკავეთ უხეშად მეტყველებიდან. თქვენ უნდა შეიგნოთ რომ თუ თქვენ უარს იტყვით მოთმინებასა და შემწყნარებლობაზე, თქვენ არ გექნებათ მშვიდობა. ვინმემ რაც არ უნდა გაგიკეთოთ თქვენ, არ შეწუხდეთ ამაზე. თქვენ რას კარგავთ მათი ცუდი ქცევის გამო? თუ თქვენ მიმართავთ სამაგიეროს გადახდას, თქვენ მხოლოდ გაიუარესებთ თქვენს მდგომარეობას! თქვენ არ იცით არც თქვენი ძალა, არც სისუსტე. შეხვდით ამ მდგომარეობებს მამაცურად და არ მისცეთ თქვენს თავს მათზე აღელვების ნება. თქვენ უნდა გაიმარჯვოთ სხვებზე თქვენი მოთმინებით. დაამშვიდეთ თქვენი სასიცოცხლო სუნთქვა და თქვენი იდეალი. თქვენ უხვად გაქვთ სიკეთის, მშვიდობისა და თანაგრძნობის ტკბილი ესენცია. უფლის წყალობით თქვენ თავისუფალი ხართ დარდისგან და ცუდი ხარისხებისგან – არ შეუშვათ ესენი! აღზარდეთ სიკეთისა და სიყვარულის სული. მოექეცით სიცოცხლეს როგორც თამაშს და გამოდით გამარჯვებული იდეალებით სავსე სიცოცხლის გატარებით. ეს არის ის გამარჯვება რასაც თქვენ უნდა მიაღწიოთ.
– ღმერთის საუბარი, 14 იანვარი, 1997.
6.06.17.
დაბადებული საზოგადოებაში, აღზრდილი საზოგადოებაში, განათლებული საზოგადოების მიერ და უთვალავი სარგებლობის მიმღები საზოგადოებიდან, რას აკეთებთ თქვენ საზოგადოებისთვის? სოციალური მსახურება განხილული უნდა იყოს როგორც მადლიერების გამოხატულება საზოგადოების მიმართ იმისთვის რაც მან გააკეთა ჩვენთვის. საზოგადოების გარეშე ჩვენ ვერ გადავრჩებით. ღმერთის მოცემული სხეული გამოყენებული უნდა იყოს დჰარმას (მიწერილი მოვალეობების) პრაქტიკისთვის. ქალებმა უნდა ჩათვალონ თავიანთი ყოველდღიური საშინაო ოპერაციები კონცენტრირებული სამუშაოს ფორმად. თუ ისინი არიან უძლური რომ დაესწრონ სათსანგს (სულიერ შეკრებას) საშინაო მოვალეობების გამო, მათ არ უნდა იგრძნონ თავი უბედურად. მოვალეობების შესრულება სახლში არის ისევე წმინდა როგორც სათსანგზე დასწრება. მხოლოდ თუ თქვენ ასრულებთ მოვალეობებს სახლში როგორც საჭიროა თქვენ შეძლებთ აღმოუჩინოთ საჭირო მსახურება გარეთ. ნებისმიერი სამუშაო რომელსაც თქვენ ასრულებთ სახლში, გვით იატაკს თუ ამზადებთ ჩაპათის, გარდაქმენით ეს სულიერი ვარჯიშების ფორმაში. ჩაატარეთ ყოველი მოქმედება ღმერთის სიყვარულით და მიუძღვენით ეს ღმერთს.
– ღმერთის საუბარი, 23 მარტი, 1989.
7.06.17.
დღეს ყვავის ცინიზმი და აპათია და ადამანები დაჭერილი არიან უაზრო დარდებში, დაუსრულებელ სურვილებსა და მიუღწევად ამბიციებში და არ აქვთ ჭკუის სიმშვიდე. ადამიანებს დავიწყებული აქვთ მათი ღმრთიური არსი. სულიერ შთაგონებას მარტო შეუძლია გაჩვენოთ სწორი გზა თითოეულს ვინც ფათურებს უმეცრების სიბნელესა და დაუმშვიდებლობაში. ღმრთურება არის თანდაყოლილი კაცობრიობაში. კაცობრიობამ უნდა აღმოაჩინოს მისი არსებითი ადამიანურობის ხარისხები. რა არის ადამიანურობა? არსებითად ეს ნიშნავს ერთიანობას აზრის, სიტყვის და საქმის. ნამდვილი ადამიანური ხარისხები შეიძლება გაიზარდოს მხოლოდ მოსიყვარულე გულში, ზუსტად ისე როგორც თესლი შეიძლება გაიზარდოს ნაყოფიერ ნიადაგში და არა ქვის ნაგლეჯზე. აქედან გამომდინარე ყოველმა თქვენგანმა უნდა განივითაროთ თანაგრძნობა და სიმშვიდე. ღმრთიურება არის ყველაფრის შემავსებელი და არის ყოველი არსების შიგნით და გარეთ. ყოველი თქვენგანი ხართ ღმერთის განსხეულება. ღმერთის მსგავსად თქვენ ხართ ასევე სიყვარულის განსხეულება. გაავრცელეთ თქვენი სიყვარული ყველასთან შეზღუდვის გარეშე და აქციეთ თქვენი სიცოცხლე მიზანმიმართლად და ღირსეულად!
– ღმერთის საუბარი, 24 მარტი, 1989.
8.06.17.
ღმერთი არის მთლიანად თავისუფალი პირადი ინტერესებიდან; რასაც კი ის აკეთებს არის განსაკუთრებულად უნაკლო და მხოლოდ მსოფლიოს კეთილდღეობისთვის. არ არსებობს არაფერი მისი ძალის გარეთ. ის არის შემქმნელი, მფარველი და დამშლელი. როდესაც ღმერთი ირჩევს მფარველობას, არავინ კითხულობს ის რატომ მფარველობს. მეორეს მხრივ, როდესაც ღმერთი არ მფარველობს, ადამიანები იძიებენ მის უმოქმედობას და როდესაც უფალი სჯის, ადამიანები კითხულობენ, „ღმერთი რატომ უნიშნავს სასჯელს?“ სინამდვილეში, ასეთი კითხვები მოტივირებულია ეგოურობითა და პირადი ინტერესებით. ღმერთის ყოველი მოქმედება არის სამართლიანი და უბიწო. თქვენი მოვალეობაა ელოცოთ ღმერთს და მოიპოვოთ მისი წყალობა. როდესაც საკკუბაის უნდოდა შეერთება პანდჰაპურში მიმავალ მლოცვარებთან, უფალმა კრიშნამ გადაწყვიტა ეჩვენებინა მსოფლიოსთვის მისი კარგი რაპუტაცია, და მოვალეობის შეგნება მისი ქმრისა და ქმრის ნათესავების მიმართ. ამიტომ კრიშნამ მიიღო მისი ფორმა და დაუქვემდებარა თავისი თავი ყველა სახის შევიწროვებას მისი დედამთილისგან, იმ დროს როდესაც ნამდვილი საკკუბაი იყო ბედნიერად შორს პანდჰაპურში. უფალი ყოველთვის მზად არის რომ დაუქვემდებაროს თავისი თავი ნებისმიერ სიძნელეს დჰარმას დასაცავად და გადმოღვაროს წყალობა თავის ერთგულებზე.
– ღმერთის საუბარი, 21 თებერვალი, 1988.
9.06.2017.
ჭეშმარიტი ადამიანის არსება არის ის ვინც შეხვდება ცხოვრების სირთულეებს მამაცობით და გადალახავს მათ. ამისთვის რაც მოითხოვება ეს არის სულის ძალა. სულის ძალის გარეშე, ყველა სხვა რამ არის უსარგებლო. რა სულიერ პრაქტიკასაც კი თქვენ შეიძლება აკეთებთ ან არ აკეთებთ, გაზარდეთ ყველაფრის სიყვარული. შესთავაზეთ ეს სიყვარული ყველას როგორც ღმრთიური მსხვერპლი. მხოლოდ სიყვარულის მეშვეობით შეიძლება წახალისდეს მსოფლიოს ერთიანობა. სახელდობრ სიყვარულის არ არსებობის გამო წარმოიქმნება ყველა სახის განსხვავება. სიყვარული არის ღმერთი. იცხოვრეთ სიყვარულში. გახადეთ ეს თქვენი ცხოვრების მმართველ პრინციპად. ღმერთის სიყვარულის განსხეულებანო! გახსოვდეთ ყოველთვის რომ ღმერთი ავსებს ყველაფერს კოსმოსში. ყველაფერი რასაც თქვენ განცდით არის ღმერთი. ყველაფერი რასაც თქვენ ხედავთ არის ღმერთი. რასაც თქვენ ჭამთ არის ღმერთი. ჰაერი რომელსაც თქვენ სუნთქავთ არის ღმერთი. თქვენ არ შეგიძლიათ ჰაერის დანახვა, თქვენ ვერ შეძლებთ მის ჩაბღაუჭებას. ამის მსგავსად თქვენ ვერ შეძლებთ ღმერთის დაჭერას. თვალებს არ შეუძლია მისი დანახვა. ის შეიძლება განცდილი იყოს მხოლოდ გულში. ის არის ჭკუის მიღმა.
– ღმერთის საუბარი, 24 მარტი, 1989.
10.06.17.
მოქმედების უპირატესობის აღიარებით, თქვენ უნდა თვალყური ადევნოთ რომ ყველაფერი რასაც თქვენ აკეთებთ იყოს სუფთა და წმინდა. მოქმედება არ არის შეზღუდული იმით რასაც თქვენ აკეთებთ თქვენი ხელებით. რასაც თქვენ ისმენთ, რასაც თქვენ ხედავთ, რასაც თქვენ ლაპარაკობთ და თუნდაც რასაც თქვენ ფიქრობთ – ეს ყველაფერი შეადგენს მოქმედებას. ეს ნიშნავს რომ საგნები რომლებსაც თქვენ ხედავთ, სიტყვები რომლებსაც თქვენ ისმენთ, აზრები რომლებსაც თქვენ ფიქრობთ და სიტყვები რომლებსაც თქვენ ლაპარაკობთ ყველა უნდა იყოს სუფთა. ყველაფერი რასაც თქვენ იღებთ თქვენი გრძნობის ხუთი ორგანოს მეშვეობით უნდა იყოს სასარგებლო და სუფთა! მხოლოდ მაშინ შეგიძლიათ თქვენ გქონდეთ ‘სათვური’ (სუფთა) ბუნება. ერთგულება არ უნდა იყოს შეზღუდული ბჰაჯანებით ან სვამის მოწყურების ჩვენებით. თქვენ ხართ თქვენი საკუთარი ბედის არქიტექტორი. აღავსეთ ყოველი თქვენი მოქმედება ერთგულებით. შეავსეთ ეს უბიწოებით და მიუძღვენით ეს ღმერთს. თუ თქვენ მისდევთ ამას, თქვენი სიცოცხლე ხდება ნაკურთხი და თქვენ არ გექნებათ მეორედ დაბადება საერთოდ. ეს არის ჩემი ლოცვა-კურთხევა ყველა თქვენს მიმართ.
– ღმერთის საუბარი, 21 თებერვალი, 1989.
11.06.17.
დუმილი არის გაცნობიერებულის ენა. აპრაქტიკეთ ზომიერება მეტყველებაში. ეს დაგეხმარებათ თქვენ მრავალმხრივ. ეს განავითარებს უპირობო სიყვარულს (პრემას), ვინაიდან ბევრი გაუგებრობა და უთანხმოება წარმოიქმნება დაუდევრად ნათქვამი სიტყვებისგან. როდესაც ფეხი დასრიალდება, მიყენებული ტკივილი შეიძლება განიკურნოს, მაგრამ როდესაც ენა დასრიალდება, ტკივილი რასაც ეს იწვევს სხვის გულში გააწამებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში. ენა პასუხისმგებელია ოთხ დიდ შეცდომაზე: სიცრუის თქმაზე, სკანდალიზებაზე, სხვათა ნაკლების გამოაშკარავებაზე, ჭარბსიტყვაობაზე. ესენი უნდა იყოს თავიდან აცილებული თუ გვინდა რომ იყოს მშვიდობა (შანთი) ადამიანებისთვის ისევე როგორც საზოგადოებისთვის. საყოველთაო ძმობის კავშირი გახდება მჭიდრო თუ ადამიანები ილაპარაკებენ ნაკლებს და ილაპარაკებენ ტკბილად. აქედან გამომდინარე, სულიერი ტექსტებით სიჩუმე მიწერილი იყო როგორც აღთქმა სულიერი მაძიებლებისთვის. თქვენ ყველა ხართ სულიერი მაძიებლები გზის სხვადასხვა ეტაპზე, ამიტომ ეს დისციპლინა არის ფასეული თქვენთვის „ასევე.
– ღმერთის საუბარი, 22 ივლისი, 1958.
12.06.17.
დღეს, ფიზიკური კომფორტი, ინდივიდუალური წარმატება და პირადი წინსვლა მიჩნეულია როგორც სასურველი მიზანი. თუმცა თითეული ზრუნავს მხოლოდ თავის თავზე, არავის შეუძლია იზოლირებულად ცხოვრება. დავუშვათ ადამიანი ზის სასადილო მაგიდასთან მდიდრული საკვების მომსახურებით. თუ ის მოისმენს ამ დროს რომ მისმა შვილმა მიიღო ტრამვა საგზაო შემთხვევისას, ის სასწრაფოდ არ წავა გზისკენ შიმშილსა და დელიკატურ საკვებზე ზრუნვის გარეშე? საყვარელი ადამიანის ძახილი არის უფრო ხმამაღალი ვიდრე რაიმე ძახილი შიგნიდან. ამ ფაქტის მიუხედავად, ადამიანები აგრძელებენ თავიანთი ეგოს რწმენას, განსაკუთრებულ ინდივიდუალურობაში. ოჯახი აუცილებელია ადამიანის პიროვნების ასაყვავებლად. ოჯახის ასაყვავებლად, მის შესანახად დაცულად და ბედნიერად საზოგადოება არის საჭირო. როდესაც საქმიანობა საზოგადოების დასაცავად ან შესანარჩუნებლად სრულდება სუსტად, ოჯახები მიდის დაშლისკენ და ინდივიდები იტაჯებიან! ამიტომ თქვენ უნდა გაუზიაროთ თქვენი ცოდნა, თანაგრძნობა და სიყვარული თითოეულს და ყველას.
– ღმერთის საუბარი, 4 თებერვალი, 1973.
13.06.17.
არ დაგავიწყდეთ სიყვარულის მახვილის შენახვა სიბრძნის შალითაში და თქვენი გრძნობების მკაცრი კონტროლი გარჩევითა და განდეგილობით. გარჩევა მეგზურობას გიწევთ თქვენ თქვენი საქმიანობისა და მეგობრების ბრძნულად ასარჩევად. ეს ნათელს ხდის თქვენთვის ფარდობით მნიშვნელობას საგნების და იდეალების. განდეგილობა გიცავთ თქვენ მიბმულობით გამოწვეული უსიამოვნებებისგან და შემოაქვს შემსუბუქების გრძნობა, აღფრთოვანების ან იმედგაცრუების დროს. განდეგილობას და გარჩევას თქვენს წინ უჭრავს მსოფლიოს არამუდმივობა და სინამდვილის ნეტარების მუდმივობა. უფლის წყალობა ყოველთვის მოედინება როგორც ელექტრული დენი მოდის სადენით. დააყენეთ ნათურა და თქვენი სახლი განათდება. ნათურა არის სულიერი ვარჯიში რომელსაც თქვენ ასრულებთ, სახლი არის თქვენი გული. მოდით ჩემთან სიხარულით; ჩაყვინთეთ ზღვაში და აღმოაჩინეთ მისი სიღრმე; არ არსებობს არავითარი სარგებელი ყვინთავდე ნაპირთან ახლოს და იფიცებოდე რომ ზღვა არის წყალმცირე და არ აქვს არავითარი მარგალიტი. ჩაყვინთეთ ღრმად და თქვენ აისრულებთ თქვენს სურვილს.
– ღმერთის საუბარი, 22 ივლისი, 1958.
14.06.17.
მოექეცით სხვებს იგივენაირად როგორც თქვენ მოგეწონებათ რომ ისინი თქვენ მოგექცნენ. არასოდეს იფიქროთ წარსულზე. როდესაც დარდი მოგეძალებათ თქვენ, არ გაიხსენოთ მსგავსი შემთხვევები თქვენი წარსულიდან და არ დაუმატოთ თქვენს დარდს; ამის ნაცვლად გაიხსენეთ ბედნიერი შემთხვევები! აიღეთ ნუგეში და ძალა ასეთი გახსენებებიდან და აწიეთ თქვენი თავი მწუხარების წყალის მოხეთქილ ტალღებზე მაღლა. ეძებეთ სინათლე ყოველთვის; იყავით სრული რწმენით და ენთუზიაზმით. არ მიეცეთ სასოწარკვეთას, რადგან ეს არასდროს მოგცემთ შედეგს. ეს მხოლოდ გააღრმავებს პრობლემებს, რადგან ეს აბნელებს გონებას და გძირავთ თქვენ ეჭვებში. აიღეთ სულიერი პრაქტიკის გზა ენთუზიაზმით. გადაუწყვეტელი, შემაჩერებელი ნაბიჯები არ მოიტანს ნაყოფს. ეს არის როგორც ტალახიანი ადგილის გაწმენდა წყალის ნაკადით. თუ წყალის ნაკადის დინება არის ნელი, ტალახი არ მოსცილდება. ნაკადი უნდა მიედინებოდეს სრულად და სწრაფად, წაიღოს ყველაფერი მის წინ, ამგვარად რომ შესაძლებელი იყოს ტალახის გაწმენდა.
– ღმერთის საუბარი, 2 აგვისტო, 1958.
15.06.17.
ყველაზე დიდი დაავადება არის მშვიდობის არქონა. ამიტომ ყველამ ვინც ზრუნავს კარგი ჯანმრთელობისთვის ყურადღება უნდა მიაქციოს თავის ემოციებს, გრძნობებს, და მოტივებს რომლებიც გაცოცხლებთ თქვენ. ისევე როგორც თქვენ აბარებთ ტანსაცმელს გასარეცხად, თქვენ უნდა გაწმინდოთ თქვენი ჭკუა ჭუჭყისგან კვლავ და კვლავ; წინააღმდეგ შემთხვევაში ჭუჭყი გროვდება რომ დაფორმირდეს ჩვევად, შემდეგ ძნელია მრეცხავისთვის და საზიანო ტანსაცმლისთვის. გაწმენდა უნდა იყოს ყოველდღიური პროცესი; თქვენ ყურადღება უნდა მიაქციოთ რომ ჭკუაზე არ დაედოს ჭუჭყი. ეს თქვენგან მოითხოვს თქვენს გადასვლას ისეთ კომპანიაში სადაც თავიდან აცილებულია სიცრუე, უსამართლობა, უდისციპლინობა, ულმობელობა და სიძულვილი რომლებიც აფორმირებს ჭუჭყს. ჭეშმარიტება, უბიწოება, მშვიდობა, არაძალადობა და სიყვარული – ესენი აფორმირებს სუფთა ელემენტებს. თუ თქვენ შეისუნთქავთ სუფთა ჰაერს სუფთა ელემენტებით, თქვენი ჭკუა იქნება თავისუფალი ავი ვირუსებისა და ბაცილებისგან, და თქვენ იქნებით გონებრივად ჯანმრთელი და ფიზიკურად ძლიერი.
– ღმერთის საუბარი, 21 სექტემბერი, 1960.
16.06.17.
დროდადრო თქვენ შეიძლება იგრძნოთ სისუსტე იმიტომ რომ თქვენ ეძლევით რისხვასა და მწუხარებას გაცილებით ადვილად ვიდრე სხვები. მე გთხოვთ თქვენ დამატებით ძალისხმევას ამ ორის გადასალახად. უფლის სახელის გამეორება არის საუკეთესო შხამსაწინააღმდეგო ამისთვის, და თუ მხოლოდ ყველა თქვენგანი მიიღებთ ამას, უფალი აჩქარდება თქვენს გადასარჩენად. არასოდეს გძულდეთ ვინმე და არ იგრძნოთ შური ვინმეს მიმართ. შეუნდეთ სხვა პიროვნებებს შეცდომები, მაგრამ მკაცრად ებრძოლეთ საკუთარს! უფლის სახელი ჩაგინერგავთ რწმენას რომ ყველაფერი არის ღმერთის ნება და გასწავლით რომ თქვენ არ გაქვთ ზეიმის ან იმედგაცრუების უფლება. როდესაც თქვენ მიდიხართ ექიმთან, თქვენ უნდა მიიღოთ გამოწერილი წამალი და უნდა მიყვეთ რჩევებსა და ინსტრუქციებს. აზრი არ აქვს ექიმის დადანაშაულებას თუ თქვენ არ ასრულებთ დანიშნულებას. როგორ უნდა განგკურნოთ თქვენ ექიმმა თუ თქვენ არ იღებთ წამლებს ან შეუპოვრობას იჩენთ დიეტის წესრიგის მიმართ? გააკეთეთ როგორც მე გეუბნებით, მოყევით ჩემს რჩევებს, და შემდეგ დააკვირდით შედეგებს.
– ღმერთის საუბარი, 2 აგვისტო, 1958.
17,06,17.
მსოფლიო არის ერთი უზარმაზარი საზოგადოება. ყოველი ინდივიდი მასში არის ამ საზოგადოების ნაწილი, დაკავშირებული მასთან სიყვარულით რაც იზიდავს ინდივიდს მეორესკენ რომ იყოს ნაცნობი და ნათესავი. ეს სიყვარული არსებობს ღრმად ყოველი ინდივიდის გულში. მხოლოდ ეს არის არაღიარებული, იგნორირებული, საეჭვო, უარყოფილი და სადაო. ეს არის საიდუმლო წყარო ყველა თანაგრძნობის და მსახურების; ეს ქმნის სურვილს ცხოვრების საზოგადოებაში და საზოგადოებისთვის. ეს არის უნივერსალური სიყვარული (ვიშვა პრემა) რომელიც მოედინება ღმერთის ერთი ნაპერწკლიდან ყველა ნაპერწკლისკენ. როცა თვალები ბრწყინავს განათებული უმაღლესი სიბრძნით, ჯნანით, ესენი ხედავს ყველაფერს როგორც ერთს. შემდეგ ინდივიდი აცნობიერებს – სარვამ ბრაჰმამაიამ ჯაგატ (ყველაფერი ავსებულია ღმრთიურებით ამ აშკარად ცვალებად და გარდაქმნად მსოფლიოში). ამ ერთის განსაცდელად როგორც დამსწრის ყველაფერში, ყოველ დროს, თქვენ უნდა განივითაროთ რწმენა და უნდა ადისციპლინიროთ თქვენი ჭკუა. თქვენმა ჭკუამ უნდა დაღვაროს მისი ფანტაზია და ნაკლოვანებები; შემდეგ თქვენ გაიგებთ და განცდით ჭეშმარიტებას.
– ღმერთის საუბარი, 4 თებერვალი, 1978.
18.06.17.
სიყვარულის განსხეულებანო! ღმერთი არ ელოდება თქვენგან რიტუალების შესრულებას ან წერილების შესწავლას. ყველაფერი რაც მას სურს თქვენგან არის რვა ტიპის ‘ყვავილი’. ყვავილი აჰიმსას (არაძალადობის) არის რვა ყვავილიდან პირველი რომელიც თქვენ უნდა შესთავაზოთ ღმერთს. არაძალადობა ნიშნავს ზიანის მიუყენებლობას ქმნილების ნებისმიერი არსებისთვის აზრებით, სიტყვებითა და საქმეებით. ექიმები ასრულებენ ოპერაციებს პაციენტებზე მათ განსაკურნად მათი ავადმყოფობებისგან. ოპერაციის განმავლობაში ექიმები ჭრიან სხეულს დანით. თქვენ ვერ უწოდებთ ამ მოქმედებას ძალადობას იმიტომ რომ ეს არის სასარგებლო პაციენტისთვის. ზოგიერთი ადამიანი ამტკიცებს რომ მცენარეულის დაჭრაც კი არის ძალადობა იმიტომ რომ მცენარეულს და ხეებს აქვთ სიცოცხლე თავისში. ეჭვი არ არის, მცენარეებს და ხეებს აქვთ სიცოცხლე, მაგრამ მათ არ აქვთ ჭკუა. ამის გამო ესენი არ იტანჯებიან რაიმე ტკივილისგან. ადამიანი ჭკუით განცდის ტკივილსა და სიამოვნებას. ჭკუით დაჯილდოებული არიან ადამიანები, ცხოველები, ფრინველები და მწერები, და არა ხეები და მცენარეები.
– ღმერთის საუბარი, 22 აგვისტო, 2000.
19.06.17.
დღეს ადამიანს აღებული აქვს ბევრი გზა სიბრძნის შესაძენად. მთელი ცოდნა რაც ადამიანს აქვს შეძენილი არ არის ჭეშმარიტი ცოდნა ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობით. სულის ცოდნა, ათმური ცოდნა არის ჭეშმარიტი ცოდნა. ეს არის ბრაჰმა ჯნანა (ღმერთის ცოდნა). მუშაობა, თაყვანისცემა და სიბრძნე – ყველა იწყება მსახურებით. მნიშვნელობა არ აქვს როგორი მსახურებაა ეს, თუ ეს სრულდება სიყვარულითა და ღმრთური გრძნობებით, ის ხდება თაყვანისცემა (უპასანა). რა არის სიბრძნე? ყველა მოქმედება დაკავშრებული ჩვენს გრძნობებთან, მატერიალური მსოფლიოს წარმავალ საგნებთან, მეტყველებს ჩვენს უმეცრებაზე. სიბრძნე იწყება როდესაც ჭკუა მიდის. უფიქრებო მდგომარეობა ორ ერთმანეთის მიმდევარ აზრს შორის არის ბრაჰმა ჯნანა. თქვენ არ ხართ ამ უფიქრებო ბრაჰმანის მდგომარეობის განცდის შემძლე და გატაცებული ხართ წარმავალი, ეფემერული, და წამიერი ნივთებით. ჭეშმარიტი სიბრძნე მოდის როდესაც ყველა აზრი ისპობა. ბჰაგავანის ფილოსოფია მოითხოვს რომ თქვენ აპრაქტიკოთ ერთობა მუშაობის, თაყვანისცემისა და სიბრძნის.
– ღმერთის საუბარი,14 მარტი, 1999.
20.06.17
შესთავაზეთ ღმერთს გრძნობების კონტროლის (ინდრია ნიგრაჰას) ყვავილი. ყველა სულიერი პრაქტიკა იქნება ფუჭი თუ თქვენ არ გექნებათ გრძნობების კონტროლი. გრძნობების კონტროლის უკმარისობა არის მთავარი მიზეზი ყველა არეულობისა და მღელვარების რასაც თქვენ იგებთ მსოფლიოში დღეს. თქვენ როგორ შეგიძლიათ აკონტროლოთ გრძნობები? ჯერ თქვენ უნდა განახორციელოთ კონტროლი ენაზე. თქვენ უნდა აკონტროლოთ თქვენი ენა რადგან მას ყოველთვის სწყურია სხვადასხვა სახის დელიკატესები. დაუსვით ეს კითხვა, „ოჰ ენავ, რამდენი ტომარა ბრინჯი, ხორბალი და ბოსტნეული გაქვს შენ შთანთქმული! რამდენი დელიკატესი გაქვს შენ მოხმარებული! ფუი შენ თუ შენ კვლავ ხარ დაუკმაყოფილებელი!“ ჭამეთ მხოლოდ თქვენი შიმშილის დასაკმაყოფილებლად და სხეულის შესამაგრებლად. არ მისცეთ ზედმეტი მნიშვნელობა გემოს. ამის მსგავსად უთხარით თქვენს თვალებს ხედოს ღმერთი ნაცვლად უღმრთო ნივთების ჭვრეტის ტელეხედვაზე ან მედიაზე. ასწავლეთ თქვენს ყურებს ისმინოს მოთხრობები უფლის შესახებ ფუჭი ყბედობის მოსმენის ნაცვლად.
– ღმერთის საუბარი, 22 აგვისტო, 2000.
21.06.17.
სიყვარულის განსხეულებანო! რატომ ეძებთ თქვენ ღმერთს როდესაც ის არის ყველგან? თქვენ ხართ ღმერთი! ყველა სულიერი პრაქტიკა (სადჰანა) იქნება ფუჭი თუ თქვენ არ იცით თქვენი ჭეშმარიტი პიროვნება. ჯერ გაიგეთ თქვენ ვინ ხართ! იმის ნაცვლად რომ ჰკითხოთ სხვებს, „ ვინ ხარ შენ?“ უკეთესია ჰკითხოთ თქვენს თავს „მე ვინ ვარ?“ თქვენ ამბობთ, „ეს არის ჩემი წიგნი!“ ვინ არის ეს ‘მე’? ეს გრძნობა ‘მე’, ‘ჩემი’ არის ილუზია (მაია). ეს ყველა არის ჭკუა. ეს ყველა არის უარყოფითი. თქვენ ხართ ამ მატერიალური მსოფლიოს მფლობელი. დაეუფლეთ თქვენს ჭკუას და იყავით საიდუმლო ლიდერი. თქვენ უნდა გამოიყენოთ ყველა ძალისხმევა რომ გაიგოთ თქვენი ჭეშმარიტი პიროვნება. რომ გაიგოთ თქვენი ჭეშმარიტი მე, ჯერ უარი თქვით სხეულთან მიჯაჭვულობაზე. როდესაც თქვენ ამბობთ, „ეს არის ჩემი ხელსახოცი“, ‘თქვენ’ ხართ გამოცალკევებული თქვენი ‘ხელსახოციდან’. ამის მსგავსად, როდესაც თქვენ ამბობთ, „ეს არის ჩემი სხეული, ჩემი ჭკუა“, არ ხართ თქვენ გამოცალკევებული სხეულიდან და ჭკუიდან? კითხვა რომელიც კვლავ რჩება არის, „ვინ ვარ მე“? ამის მუდმივი კვლევა მიგიყვანთ თქვენ თვითრეალიზებასთან.
– ღმერთის საუბარი, 14 მარტი, 1999.
22.06.17.
დაფიქრდით, რაიმე სარგებლობას მიიღებთ მოსმენით ჭორების და უსარგებლო ლაპარაკით უწმინდური რამეების შესახებ? არავითარს! სინამდვილეში თქვენ დააჭუჭყიანებთ თქვენს გულს ამ პროცესში. ყველაფერი რასაც თქვენ ხედავთ და ისმენთ იბეჭდება თქვენს გულზე. როდესაც თქვენი გული იქნება დაჭუჭყიანებული, თქვენი სიცოცხლე გახდება უაზრო. რამდენიმე ხნის უკან, როდესაც ველაპარაკე ერთგულებს ვისაკჰაპატამიდან, მე მივუთითე შემდეგ მაგლითზე: „ადამიანის გული არის კალმისტრის მსგავსი. ფერი სიტყვების რომელსაც თქვენ წერთ იქნება იგივე როგორიც არის მელნის ფერი კალმისტარში.“ ამიტომ ასწავლეთ თქვენს ყურებს ისმინოს მოთხრობები უფალზე ნაცვლად ფუჭი ჭორების მოსმენის. მხოლოდ მაშინ როცა თქვენ შეავსებთ თქვენს გულს უანგარო სიყვარულით, ყველაფერი რასაც თქვენ ფიქრობთ, ლაპარაკობთ და აკეთებთ ნაპკურები იქნება სიყვარულით. გახსოვდეთ ღმერთი გელოდებათ თქვენ რომ აავსოთ თქვენი გული სიყვარულით და ატაროთ წმინდა სიცოცხლე.
22 აგვისტო, 2000.
23.06.17.
დღეს მეცნიერება განვითარებულია მნიშვნელოვან ხარისხში! ადამიანის არსებებმა განახორციელეს კოსმოსური მოგზაურობა. ადამიანებს სურთ იცოდნენ რა არის კოსმოსში, ისინი არიან ცნობისმოყვარე იმის გასაგებად რა არის მთვარეზე და სურთ მოგზაურობა მზისკენაც კი. მაგრამ რა არის სარგებლობა? ჯერ აღიარეთ ღმრთიურება თქვენს შიგნით. გახსენით თქვენი გულის კარები. განავითარეთ სიყვარული მეტად და მეტად. გაიგეთ ჭეშმარიტება. განიცადეთ ღმერთი. იქ დევს ნეტარება. ძალიან ადვილია ღმერთის ცოდნა, მაგრამ ძალიან ცოტა იგებს ამას. თქვენ უნდა გამოიყენოთ ყველა ძალისხმევა თანდაყოლილი ღმრთიურების გასაგებად. ღმრთიურება თქვენში დაფარულია ეგოთი და რისხვით. აქედან გამომდინარე, არის ნათქვამი რომ ნამდვილი ცოდნა იწყება მხოლოდ მაშინ როდესაც მიჯაჭვულობა ისპობა (მოჰამ ჰიტვა პუნარ ვიდია). საიდან მოდის ეს მიჯაჭვულობა? გადაჭარბებული სურვილები იწვევს მიჯაჭვულობას. თქვენ განცდით ღმრთიურებას ყველგან როდესაც თქვენ გამოიკვლევთ სიღრმეს შიგნით!
– ღმერთის საუბარი, 14 მარტი, 1999.
24.06.17
მესამე ყვავილი რომელიც ღმერთს უყვარს არის თანაგრძნობა (დაია) ყველა ცოცხალი ქმნილების მიმართ. იცხოვრეთ მეგობრობით ყველასთან, მაგრამ არ გქონდეთ ზედმეტად დიდი კავშირები ადამიანებთან. მეოთხე განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი ყვავილი რომელიც ღმერთს უყვარს ძვირფასად ეს არის მოთმინება (კშამა). პანდავები დიდად დაიტანჯნენ კაურავების ხელით. მაგრამ დჰარმარაჯას არასოდეს დაუკარგავს მოთმინება. მოთმინების სათნოება იყო ის რაც ყოველთვის მოიპოვებდა პანდავებისთვის კრიშნას დაცვას და ხდიდა მათ იდეალად მთელი დანარჩენი მსოფლიოსთვის. ღმერთს უყვარს არაძალადობის, გრძნობების კონტროლის, თანაგრძნობის და მოთმინების (აჰიმსას, ინდრიიანიგრაჰას, დაიას და კშამას) მუდამ აყვავებული ყვავილების ძღვენი. ღმერთი იქნება ყოველთვის კმაყოფილი თქვენით და გაიღებს თქვენზე წყალობას მხოლოდ მაშინ როდესაც თქვენ შესთავაზებთ მას ‘ყვავილებს’ რომლებიც არის ძვირფასი მისთვის. არავითარი სარგებლობა არ მიიღება შეთავაზებიდან ყვავილების, რომლებიც ჭკნება და ლპება ყოველდღე.
– ღმერთის საუბარი, 22 აგვისტო, 2000.
25.06.17
ისლამ ნიშნავს ღმერთზე დანებებას. ეს ასწავლის რომ ღმერთის წყალობა შეიძლება მოიპოვო სამართლიანი და უბიწო ცხოვრებით, და არა სიმდიდრით, სწავლულობით ან ძალაუფლებით. ყველა, ვინც დანებებისა და ერთგულების სულით, ცხოვრობს საზოგადოებაში სიმშვიდით და ჰარმონიით, ნამდვილად არის ისლამის მიმდევარი. ისლამი მოითხოვს სრულ კოორდინირებას აზრს, სიტყვასა და საქმეს შორის. მუსლიმი წმინდა მამაკაცები და ბრძენები ხაზს უსვამდნენ რომ საჭიროა გამოვიკვლიოთ ‘მე’ რომელიც თვლის რომ ეს არის სხეული და ‘მე’ რომელიც ფიქრობს რომ ეს არის ჭკუა, და მივიდეთ დასკვნამდე რომ ნამდვილი ‘მე’ არის თვით მოწყურება საყოველთაო მე-ს, ღმერთის. რამაზანის თვის განმავლობაში, მარხვამ და ლოცვებმა უნდა გააღვიძოს და გამოამჟღავნოს ეს გაცნობიერება. მნიშვნელობა არ აქვს თქვენ რომელ რელიგიას მისდევთ, გახსოვდეთ რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა იყოს ერთობაზე, ჰარმონიასა და ერთსულოვნებაზე. აქედან გამომდინარე განივითარეთ სიყვარული, თანაგრძნობა და მოთმინება და გამოამჟღავნეთ ეს ჭეშმარიტება ყოველდღურ ცხოვრებაში. ეს არის გზავნილი რომელსაც მე გაძლევთ თქვენ ჩემი კურთხევით.
– ღმერთის საუბარი, 12 ივლისი, 1983.
26.06.17.
დღეს ჩვენ ვჭამთ საკვებს ისე როგორც ამას ვაკეთებდით მთელი ეს წლები. ჩვენ დღეს ვხედავთ იგივე სახეებს რომლებსაც ვხედავდით მთელი ეს დღეები. ვეკითხებით ჩვენ საკუთარ თავს, რატომ ვხედავთ იგივე სახეებს კვლავ და კვლავ? ჩვენ ვკვებავთ იგივე კუჭს, რომელიც ჩვენ გამოვკვებეთ გუშინ და იმის წინა დღეს. გვიკითხავს ჩვენ როდისმე ჩვენ რატომ უნდა ვკვებოთ იგივე კუჭი კვლავ დღეს? ჩვენ ადვილად ვიგებთ და ვაღიარებთ ამ ჩვეულებრივ ამოცანებს, მაგრამ რატომ ვფიქრობთ ჩვენ და ეჭვს ქვეშ ვაყენებთ ჩვენს ტრადიციებსა და ადათებს და ყოველ დღე ღმერთისადმი ლოცვის მოქმედებებსაც კი? ჩვენი წმინდა წერილები და ღმრთური მოთხრობები წარსულიდან არის ჩვენს სამეგზუროდ და დასაცავად. დრონი შეიძლება შეიცვალოს, მსოფლიო შეიძლება შეიცვალოს, ახალი ეპოქები შეიძლება მოვიდეს, მაგრამ ღმრთურება არის ერთი და იგივე, და არის არაცვალებადი. თქვენგან უმეტესობა ეძებს ნივთებს რომლებიც არის მუდმივად ცვალებადი. თქვენ რატომ არ ეძებთ ნივთებს რომლებიც არის მუდმივი და არაცვალებადი?
– ზაფხულის თავსხმები ბრინდავანში, 1977, თავი 1.
27.06.17.
კითხვა, „სად არსებობს ღმერთი,“ ხშირად წამოიწევა ახლა ადამიანების მიერ. ღმერთის სახელის უწყვეტად გამეორებით, პრაჰლადამ იცოდა რომ ღმერთი არის ყველგან! არასწორია მტკიცება რომ, „ის არის მხოლოდ აქ“ ან რომ „ის არ არის აქ“. ეს გაცნობიერება მარადიული ჭეშმარიტების შეიძლება გაცისკროვნდეს თქვენზე მხოლოდ ინტენსიური სულიერი პრაქტიკის (სადჰანას) შემდეგ. თქვენ შეიძლება ხედოთ ყველა სახის მიმზიდველი ნივთები მაღაზიის განყოფილებაში ან სავაჭრო ცენტრში; ესენი არ შეიძლება გახდეს თქვენი უბრალოდ მათი მოსურვებით ან მათი მოთხოვნით გამყიდველისგან. მხოლოდ ის ნივთები რომლებისთვისაც თქვენ გადაიხადეთ შეიძლება იყოს ნაშოვნი თქვენს მიერ. ამის მსგავსად თქვენ შეიძლება დაინტერესებული იყოთ ‘გაცნობიერებით’, მაგრამ თქვენთვის მის უზრუნველსაყოფად, თქვენ უნდა მზად იყოთ რომ გადაიხადოთ ფასი. გამხნევდით და გაიმარჯვეთ თქვენს შინაგან მტრებზე გულისთქმის, სიხარბის, სიძულვილის და სიამაყის და თქვენ უსათუოდ მიიღებთ უდაო ბატონობას თქვენს თავზე და მიაღწევთ მიზანს!
– ღმერთის საუბარი, 1 იანვარი, 1967.
28.06.17.
ახალგაზრდა ადამიანებო, სიმდიდრე რომელსაც თქვენ გამოიმუშავებთ, აყვავება რომელსაც თქვენ აღწევთ, დიდი სახლები რომლებსაც თქვენ აშენებთ არის ყველა წარმავალი და დროებითი. თუ თქვენ გინდათ გაატაროთ სიმშვიდისა და ბედნიერების სიცოცხლე მომავალში, ეს დამოკიდებულია იმ მოქმედებათა სახეზე რომელსაც თქვენ ასრულებთ აწმყოში. თქვენი ქცევა არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ თქვენს ცხოვრებაში; ეს დებს საძირკველს თქვენი მომავალი სიცოცხლისთვის. მხოლოდ მაშინ როდესაც თქვენ აფორმირებთ თქვენს ახლანდელ ქცევას სწორი გზის გაყოლებით, თქვენი მომავალი იქნება მშვიდი და ბედნიერი. თესლი რომელსაც თქვენ რგავთ დღეს, განსაზღვრავს იმ ხის სახეობას რომელიც გაიზრდება. თუ თქვენ პატივს სცემთ თქვენს მშობლებს დღეს, თქვენი შვილები პატივს გცემენ მომავალში. ამიტომ თუ თქვენ გინდათ იყოთ ახლოს ღმერთთან, ხედეთ კარგი, აკეთეთ კარგი და იყავით კარგი. ეს არის გზა – სამეფო გზა ახლოს მისასვლელად ღმერთთან, და ეს არის ძრითადი მოვალეობა ადამიანის ყოველი არსების.
– ზაფხულის თავსხმები ბრინდავანში, 1977, თავი 2.
29.06.17.
თქვენ კითხულობთ ჟურნალებსა და გაზეთებში ლაშქრობებზე, დაპყრობებსა და გამარჯვებებზე, და ა.შ., მაგრამ ეს ყველა არის მატერიალური დაპყრობები. გაილაშქრეთ თქვენი გრძნობების ცდუნებათა წინააღმდეგ; დაიპყრეთ თქვენი შინაგანი მტრები; გაიმარჯვეთ თქვენს ეგოზე. ეს არის გამარჯვება რისთვისაც თქვენ დაიმსახურებთ მილოცვას. დღე ხდება წმინდა მაშინ როდესაც თქვენ აკურთხებთ მას სადჰანით (სულიერი პრაქტიკით), არა სხვანაირად. სადჰანა შეიძლება გაიზარდოს მხოლოდ სიყვარულით განოყიერებულ მინდორზე. სიყვარული რომელიც თქვენ გაქვთ მატერიალური ობიექტების, სახელის, დიდების, ცოლის და შვილების მიმართ უნდა იყოს ნაკურთხი ჭარბი სიყვარულით ღმერთისადმი. დაამატეთ ორი კოვზი წყალი ორ ლიტრ რძეს; წყალს ექნება ფასი როგორც რძეს! ამჟამად თქვენი სადჰანა შეიძლება აღიწეროს როგორც ორი ლიტრი წყალის შერევა ორ კოვზ რძესთან! დაე ღმერთისადმი სიყვარულმა შეავსოს და აათრთოლოს თქვენი გული; მაშინ თქვენ ვერ შეძლებთ ვერავის შეძულებას; თქვენ ვერ შეძლებთ არაჯანმრთელი კონკურენციების აყოლას, და თქვენ ვერ იპოვით ბრალს ვერავისთან. თქვენი სიცოცხლე გახდება რბილი, ტკბილი და მშვიდი.
– ღმერთის საუბარი, 1 იანვარი, 1967.
30.06.17.
თქვენ უნდა განივითაროთ სურვილი და უნდა დაკავდეთ საქმეებით რომლებიც მიგიყვანთ თქვენ ახლოს ღმერთთან. ყველა სულიერ ძალისხმევას თავის მიზნად აქვს ღმერთის წყალობის მიზიდვა თავისზე. ამიტომ არის როდესაც თქვენ მიდიხართ ტაძარში და დგებით მთავარი საკურთხევლის წინ, თქვენ რეკავთ იქ ჩამოკიდებულ ზარს, ხმა აპყრობს უფლის ყურადღებას ახლა აქ მოსულ მთხოვნელზე. ზარის რეკვა თანხლებული უნდა იყოს წრფელი ლოცვით გულიდან. სულიერი ძალისხმევა არ უნდა გახდეს დადგენილი ფორმულების მექანიკური გამეორება ან მშრალი ფორმალობების შესრულება. მაია (ილუზია) არის ის რაც გაიძულებთ თქვენ მიიღოთ სახელი და ფორმა როგორც სინამდვილე. მიჯაჭვულობა წარმოშობილია ამ ილუზიიდან მხოლოდ. ეს მოქმედებს როგორც ფარდა დასაფარად რეალობის მთელი ამ სიმრავლის უკან. ის ვინც ატარებს მაიას როგორც სამოსელს არის მადჰავა (ღმერთი); ის ვინც იჯერებს მაიას სინამდვილეს არის მანავა (ადამიანი). სადჰანით ადამიანი შეიძლება გაექცეს მაიას ცდუნებას და გააცნობიეროს რომ ეს ყველაფერი არის სიცრუე, იმიტომ რომ ეს არ არსებობს მუდმივად ყველა დროსთვის.
– ღმერთის საუბარი, 14 იანვარი, 1967.

შრი სატია საი ბაბა