დეკემბერი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2023 წლის 1 დეკემბერი.
ჩვენ როგორ უნდა ვაკონტროლოთ და მივმართოთ გრძნობათა და ჭკუის უნარები ასე რომ ჩვენ მივაღწიოთ მიზანს? ბჰაგავანი სიყვარულით ააშკარავებს დღეს.
ტანი არის ეტლი. ეტლი არის ბუდდჰის (ინტელექტის) პრინციპი. გრძნობები არის ცხენები. სადავეები, რომლებიც არეგულირებს და აკავებს ცხენებს, არის მანასი (ჭკუა). როდესაც ჭკუა ირყევა და დაეხეტება, არ აქვს მიზნის სტაბილურობა, ცხენები დარბიან უწესრიგოდ, საფრთხეს უქმნიან თვით მეეტლეს, ბუდჰისაც (ინტელექტსაც) კი. გრძნობებიდან მეტყველება არის მნიშვნელოვანი ფუნქცია და ემსახურება ჭკუის ახირებებს. ასე რომ, ადამიანმა უნდა გააკონტროლოს ჭკუა და არ დააბინძუროს იგი გრძნობითი სიამოვნების სიხარბით. ჭკუა არც უნდა იყოს გადატანილი „დიახ“ და „არა“-ს, მიღებისა და უარყოფის, გადაწყვეტილებისა და ყოყმანის ტალღებზე. ჭკუა უნდა მოქმედებდეს როგორც ბუდდჰის თანამოაზრე. მეტყველება ეხმარება ჭკუას და ჭკუა ეხმარება ინტელექტს – ეს არის პრაშანტის, უზენაესი მშვიდობის გამოხმობის გზა! და გაითვალისწინეთ ეს: ნელა და სტაბილურად ასწავლეთ ინტელექტს შეტრიალება ათმასკენ. მეტყველება ჭკუით, ჭკუა გონებით და გონება განათებული ათმით – ეს მიგაღწევინებთ თქვენ თქვენს ნამდვილ მიზანს!
– ღმერთის საუბარი, 1984 წლის 23 ნოემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2023 წლის 2 დეკემბერი.
ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ უზრუნველსაყოფად რომ ჩვენ ვიცხოვროთ სრულყოფილად? ბჰაგავანი სიყვარულით განმარტავს და გვაძლევს ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას.
კაცი არ ხდება სრულყოფილად ადამიანური უბრალოდ თავისი თავის გადაქცევით აყვავებულ მორალურ პიროვნებად. სულიერი პროგრესიც ასევე უნდა იყოს მიღწეული. ტანი, ჭკუა და სული – ეს სამი ერთად ქმნის კაცს. ცხოველი უპირველეს ყოვლისა დაკავშირებულია ტანთან. კაცი ამაღლდა მას შემდეგ, რაც ის აღიჭურვა ჭკუით. სულის კულტივირება აამაღლებს მას ღმრთაებრივში. სამივე არის გადაჯაჭვული და ურთიერთდამოკიდებული. თითოეული ხელს უწყობს მეორეს. ჭკუის გარეშე, ტანს არ შეუძლია გადაწყვიტილება გამოიტანოს რამე ნაბიჯზე. ჭკუა და ტანი უნდა დაემორჩილონ სულს და გააცნობიერონ ღმრთაებრივი ათმა. ჯანმრთელობა არის ძალიან მნიშვნელოვანი სრულად მოწესრიგებული ცხოვრებისთვის. ჯანმრთელობა ნიშნავს მთლიანობას, სისრულეს. გრძნობები და ჭკუა უნდა იყოს კონტროლირებული და დარეგულირებული, ასე რომ კაცმა მოიგოს სიცოცხლის ბრძოლა. თვითკონტროლი არის გრძნობის კონტროლი, ჭკუის კონტროლი. ამას სხვაგვარად სამსკრუთს (კულტურას) უწოდებენ. კულტურა უნდა იყოს გამოვლენილი ცხოვრების ყველა ასპექტში – სწავლაში, ჭამაში, ძილში, თამაშებში და ა.შ. კულტურა თვით გამოიხატვის როგორც დისციპლინა.
– ღმერთის საუბარი, 1984 წლის 23 მარტი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2023 წლის 3 დეკემბერი.
რას შეუძლია უზრუნველყოს ჩვენს მიერ შეთავაზებული მოვალეობების სასიკეთობა და ღირსეულობა? ბჰაგავანი სიყვარულით, ნათლად და მტკიცედ გვახსენებს ჩვენ დღეს.
თქვენ უნდა დარწმუნდეთ რომ ცხოვრება არის მიზანდასახული პროცესი. ასეთი რწმენის გარეშე ცხოვრება ხდება ველური და ფუჭი. ამით, თქვენ შეიძლება მიაღწიოთ ღმრთაებრივს. რწმენა გამოიწვევს მოწესრიგებულ და დისციპლინებულ ცხოვრებას. ერთხელ ფერმერს ბრალი წაუყენეს საბერძნეთის სასამართლოში ფალსიფიცირებისთვის რძის რასაც ყიდდა. მოსამართლემ დაადგინა რომ რძე ნამდვილად არ იყო სუფთა და აპირებდა სასჯელის გამოტანას, როდესაც ფერმერის უდანაშაულობის სერიოზულმა საჩივარმა აიძულა იგი შემდგომში გამოეძიებინა მისი ჩვევები. მან აღმოაჩინა, რომ ფერმერი თავის ძროხებს წველიდა ზოგიერთ დღეებში დილის 4 საათზე, ზოგიერთ დღეს დილის 6 საათზე და ზოგიერთ დღეებში, როდესაც დიდხანს ვერ იძინებდა, დილის 3 საათზეც კი. რძის ხარისხი იყო ნამოქმედები ამ არარეგულარობითა და ცვლილებებით წველაში. ფერმერი გააფრთხილეს და ურჩიეს დაეცვა რეგულარული დრო. მოვალეობის შესრულება საუკეთესოდ ხდება დისციპლინით.
– ღმერთის საუბარი, 1984 წლის 23 მარტი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2023 წლის 4 დეკემბერი.
რა არის ადამიანად დაბადების განსაკუთრებული საჩუქარი? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებსჩვენ ასე რომ ჩვენ შევძლოთ ამაზე დაფოკუსება და ამ შესაძლებლობის გამოყენება.
ადამიანი იტანჯება რადგან მას განვითარებული აქვს ცასავით ვრცელი შიმშილი, ნემსისებრ ვიწრო ყელით. მისი ყელი უნდა გახდეს დედამიწასავით ვრცელი; მისი გული უნდა აყვავდეს ფართოდ შანტისა და საჰანას მეშვეობით; ანუ სიმშვიდისა და სიმტკიცის მეშვეობით. მაშინ ადამიანის სურვილი სრული განუზავებელი ანანდასი (ნეტარებისა) შეიძლება იყოს მიღწეული. მას შემდეგ რაც არსება ადამიანად განვითარდა, მისთვის არ არსებობს რეციდივი ცხოვრების ქვედა ფორმებში; რადგან მხოლოდ ადამიანი არის ვივეკასა და ვიჩაკშანას (დისკრიმინაციისა და სიბრძნის) უნარიანი; როდესაც ის იტანჯება, ის წუხს, რატომ გახდა ტანჯვა მისი ხვედრი; ის ასკვნის, რომ მიზეზი არა ღმერთის ან სხვათა ახირებებში, არამედ საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ; თუ არა ახლანდელ ცხოვრებაში, მაშინ წინა ცხოვრებებში. კაცს მხოლოდ შეუძლია გააანალიზოს თავისი გონების რეაქციები და გრძნობები და გამოიტანოს აქედან დასკვნები.
– ღმერთის საუბარი, 1966 წლის 25 ოქტომბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2023 წლის 5 დეკემბერი.
რატომ არის მნიშვნელოვანი ღმერთთან სწორი ურთიერთობის დამყარება? ჩვენი მოსიყვარულე უფალი კეთილგანწყობით გვახსენებს ჩვენ საფუძვლებს მასთან ჩვენი მარადიული ურთიერთობისთვის.
თქვენ არ გჭირდებათ სირბილი ღმერთის საძებნელად, რადგან თქვენ თვით ხართ ღმერთი. ღმერთი ბინადრობს თქვენს გულში. ეს ყველაფერი მოცულია ღმერთის მიერ. ეს ყველაფერი არის ღმერთი. ყველა არსება არის ღმერთი. ის არის ყოვლისმომცველი მამოძრავებელი ძალა. გქონდეთ მტკიცე რწმენა ამ ფაქტში. როგორც ცეცხლი ასანთის ღეროში, ღმრთაება დაფარულია კაცში. ღეროში ცეცხლი აშკარავდება, როდესაც მას გაკრავენ კოლოფის გვერდზე. ასევე, როდესაც ჯივი (ინდივიდუალი) უკავშირდება დევას (ღმერთს), ჯნანას ალი აფრქვევს სიბრძნის შუქს. როგორ შეიძლება ადამიანმა დააგემოვნოს სიბრძნის გამოცდილება? რა ფორმით წარმოიქმნება იგი? ბრძენ ადამიანს არ სძულს ვინმე: ის არ ამცირებს, არ ადანაშაულებს და არ ვნებს ვინმეს. რა აის ის რაც გიბიძგებთ თქვენ გიყვარდეთ სხვა? ძლიერი სურვილი სიყვარულის და იყო საყვარელი არის თანდაყოლილი ყველაში. ასე რომ, როდესაც თქვენ უარყოფთ სიყვარულს ან როცა თქვენ გძულთ, თქვენ აზიანებთ არა მხოლოდ ადამიანს, არამედ უნივერსალურ პრინციპს, თვით ღმრთაებრივ ბუნებას.
– ღმერთის საუბარი, 1984 წლის 23 ნოემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2023 წლის 6 დეკემბერი.
რატომ და როგორ უნდა იყოს გული მომზადებული? ბჰაგავანი სიყვარულით განმარტავს დღეს რამდენიმე შესანიშნავი მაგალითის გამოყენებით.
ისევე როგორც ვერც ერთი თესლი ვერ გაღივდება წვიმის გარეშე და თესლის გარეშე ვერც ერთი წვიმა ვერ მოიტანს მოსავალს, ერთგულმა უნდა დათესოს ნამასმარანას (უფლის სახელის გალობის) თესლი და განივითაროს ერთგულება ღმრთიურიდან მადლის გადმოღვრის დახმარებით. ეს იყო გოპიკების ლოცვა კრიშნასადმი, რომ მას მოერწყა მათი მშრალი გულები თავისი ფლეიტიდან მომდინარე სიყვარულის ნაკადით. გოპიკები ევედრებოდნენ კრიშნას დაეკრა მის ფლეიტაზე ისე რომ ვედების არსი გამოდენილიყო მისგან როგორც მელოდიური მუსიკა. ყველა უნდა ეცადოს გადააქციოს თავისი ტანი ფლეიტად ღმრთაებრივისთვის რომ გახადოს თავისი მუსიკა მომდინარედ ამის გავლით. ტანი უნდა გაკეთდეს ასეთი მუსიკის შესაფერის ინსტრუმენტად. შემდეგ ის ხდება სხვების მიმართ მსახურების საშუალება. ღმერთის სიყვარულის საუკეთესო გზა არის გიყვარდეთ ყველა, ემსახურეთ ყველას. თქვენ უნდა ისწავლოთ თქვენი მტრის სიყვარულიც კი. მტრისადმი კეთილმა სიტყვამ თუნდაც შეიძლება გააქროს მისი სიძულვილი. სწორედ სიყვარულით უნდა დახვეწოს კაცმა თავისი ბუნება.
– ღმერთის საუბარი, 1997 წლის 23 სექტემბერი
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2023 წლის 7 დეკემბერი.
რა არის წმინდა ჭეშმარიტება რის გაგებასაც ჩვენ უნდა ვეცადოთ და რა გვაკავებს ჩვენ მისი გაგებიდან? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს და გვმოტივირებს ჩვენ დღეს.
უთვალავი ტალღა უზარმაზარ ოკეანეზე შეიცავს ისეთივე წყალს როგორსაც ოკეანე მიუხედავად მათი ფორმების. მსგავსად, თუმცა ადამიანებს აქვთ უამრავი სახელი და ფორმა, თითოეული არის ტალღა სათ-ჩით-ანანდას (არსება-ცნობიერება-ნეტარების) ოკეანეზე. ყოველი ადამიანი ინვესტირებულია უკვდავებით. ის არის სიყვარულის ტანმოსილება. საუბედუროდ, ის წარუმატებელია ამ სიყვარულის გაზიარებაში სხვებთან საზოგადოებაში. ამ მდგომარეობის ძირეული მიზეზი არის ფაქტი რომ ადამიანი განადგურებულია ეგოიზმითა და ანგარებით. მისი ყველა სიტყვა, აზრი და მოქმედება შთაგონებულია ანგარებით. ის გახდა თოჯინა ანგარების ხელში. მხოლოდ მაშინ, როცა ეს ანგარება აღმოიფხვრება, ადამიანი იქნება შემძლე გამოავლინოს თავისი შინაგანი ღმრთაებრიობა. ყოველი ინდივიდი არის ღმრთიურის ინკარნირება. მაგრამ ცოტანი ცდილობენ ამის გაგებას. ტანთან მიჯაჭვულობის განვითარებით და თავისი ღმრთაებრივი არსის დავიწყებით, კაცი ატარებს უაზრო არსებობას. ეგოიზმისგან თავის დასაღწევად, კაცმა უნდა დააკავოს საკუთარი თავი უანგარო მსახურებითა და ღმერთის სახელის გალობით.
– ღმერთის საუბარი, 1997 წლის 14 სექტემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2023 წლის 8 დეკემბერი.
რა არის საუკეთესო გზა მადლიერების გამოსახატად ღმერთისადმი ყველა იმ საჩუქრისთვის რასაც ის ჩვენ გვბოძებს? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს და გვმოტივირებს ჩვენ დღეს.
კაცი ატარებს თავის ცხოვრებას დედამიწაზე, დამოკიდებულია ორმხრივად ურთიერთდაკავშირებულ ხუთ ელემენტზე: ეთერზე, ჰაერზე, ცეცხლზე, წყალსა და მიწაზე. მსოფლიოში ყოველ საგანს, იქნება ეს ჩიტი, ცხვარი თუ სხვა რამ კიდევ, აქვს თავისი ფასი. მარტო კაცმა დაკარგა თავისი ფასი მიწიერ საქმეებში ჩართვის გამო. კაცს არ აქვს მადლიერება იმ ხუთი ელემენტის მიმართ, რომლებიც მას უამრავ ძვირფას სარგებელს ანიჭებს, როგორიცაა სინათლე, სითბო, ჰაერი და წყალი. კაცმა უნდა გადაიხადოს ფასი ამდენი მცირე სიმშვენიერისთვის როგორიცაა ელექტროენერგია და წყალი. მაგრამ რა ფასს იხდის ის მზის შუქზე, რომელიც ანათებს მსოფლიოს? ეს სინათლე არის ღმრთიურის საჩუქარი. რა ფასს იხდით თქვენ ნაზი ნიავისთვის ან ძლიერი თავსხმა წვიმისთვის? ღმერთი უფასოდ აწვდის კაცს ასეთ ძვირფას სიკეთეებს. რა მადლიერება უნდა აჩვენოს კაცმა ღმერთის მიმართ ამ ყველაფრისთვის? ხუთი ელემენტისადმი მადლიერების გამოვლენის ერთადერთი გზა არის სმარანა (უფლის სახელის განუწყვეტელი გალობა). ცხოვრებაში ამდენი ტრივიალური მსახურებისთვის ჩვენ გამოვთქვამთ მადლობას, მაგრამ რა მადლიერებას ვთავაზობთ ჩვენ ღმერთს ვინც არის მომწოდებელი ყველაზე ძვირფასი სიკეთეების ცხოვრებაში?
– ღმერთის საუბარი, 1997 წლის 14 სექტემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2023 წლის 9 დეკემბერი.
მზის ყოველი ჩასვლა და ამოსვლა ჩვენ რის შესახებ გვახსენებს? რას გვეუბნება ჩვენ ყოველი გასული წუთი? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს.
დროს უსაწყისო და უსასრულო დენაში, ღამე და დღე, ზაფხული და ზამთარი ტრიალებს უსასრულოდ. ცოცხალი არსებების ცხოვრების ვადა ყოველდღიურად მცირდება. იმ დროს როცა წინწაღებულია ამ ნიაღვრით კაცმა გასაოცრად არ იცის თავისი ბედის შესახებ; ის არასოდეს ფიქრობს თავის სწრაფად კლებად სასიცოცხლო დროზე; ის არის ბრმა თავის უმეცრებაში. სიმდიდრე და ქონება არის ხანმოკლე; ოფისი და უფლებამოსილება დროებითი; და სიცოცხლის სუნთქვა არის მბჟუტავი ალი ქარში. ახალგაზრდობა არის სამდღიანი სილამაზე. სიამოვნებები და წარმატებები არის მწუხარების ბოხჩა. ამის მცოდნე, თუ კაცი სიცოცხლის ამ შეზღუდულ ვადას წირავს უფლის მსახურებას, მაშინ, ის არის ნამდვილად კურთხეული. ეძებეთ თავშესაფარი უფლის ფეხებთან მანამ, სანამ სიცოცხლის სუნთქვა არ გაფრინდება ამ ტანის გალიიდან. ეს არის ღია გალია! ნებისმიერ მომენტში, ფრინველი შეიძლება გაფრინდეს გარე რეგიონებში. ეს არის ფაქტი.
– სატია საი ამბობს, ტომი 6, თავი 38.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2023 წლის 10 დეკემბერი.
ამ მსოფლიოში სადაც ყოველგვარი ქონება არის წარმავალი, როგორ შეიძლება ჩვენ ვიპოვოთ მუდმივი სიხარული? ბჰაგავანი სიყვარულით გვმეგზურობს და შთააგონებს ჩვენ დღეს.
სწორედ ფიზიკური ტანმოსილება რომელიც არის ასე საგულდაგულოდ ნაკვები დაბადებიდან, ფუჭდება და ქრება. მაშინ ჩვენ რა უნდა ვთქვათ მათზე ვინც გრძნობს რომ ეს სხვა რამეები არის „ჩემი“? მათი არის მხოლოდ შეშლილი ჭკუის ილუზია. ყველაფერი არის ცრუ, ყველაფერი არის დროებითი; ესები არის ციხეები ჰაერში, კონსტრუქციები სიზმარში. დაფიქრდით ამ ჭეშმარიტებაზე; მიუახლოვდით შრი ჰარის და განადიდეთ იგი; ამას მარტო შეუძლია ბოძება თქვენზე მუდმივი სიხარულის. ტანად წოდებული ოთახის შიგნით, მაგარ ყუთში წოდებულში სახელად გული, არის ჯნანას (სიბრძნის) ძვირფასი ქვა. ოთხი მზაკვარი ქურდი – კამა, კროდა, ლობა და ასუია – ვნება, რისხვა, სიხარბე და შური – ჩასაფრებულია მისი გაძარცვის მომლოდინედ. გაიღვიძეთ საშიშროებაზე სანამ გვიან არ არის; განამტკიცეთ საკუთარი თავი უნივერსალური მფარველის, უფლის მხარდაჭერით და შეინახეთ ძვირფასი ქვა ხელუხლებლად. ეს გაგხდით თქვენ მდიდარს პრემათი (სიყვარულით), მდიდარს შანტით (მშვიდობით).
– სატია საი ამბობს, ტომი 6, თავი 38.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2023 წლის 11 დეკემბერი.
ჩვენ როგორ უნდა წამოვიეყოთ ღმერთის სახელის გალობა? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს კლასიკური მაგალითებით ეპოსებიდან.
ღმერთისადმი თქვენი მადლიერების გამოხატვისას მისი სახელის გალობით, თქვენ უნდა გააკეთოთ გალობა თქვენი გულის სიღრმიდან და არა როგორც მუსიკალური წარმოდგენა. მაგალითად, რავანა მუდმივად იმეორებდა ხუთმარცვლიან შივა მანტრას, “ნამაჰ შივაიას”, მაგრამ ვერ მოიცილა თავისი ვერცერთი დემონური ხარისხი, რადგან წარმოთქმა ხდებოდა მექანიკურად. მეორე მხრივ, პრაჰლადჰა, თუმცა ის იყო რაკშასას შვილი, იმეორებდა ნარაიანას მანტრას, „ომ ნამო ნარაიანას“ განუწყვეტლივ მთელი გულით და სულით. ეს ემსახურებოდა მის გადარჩენას ყველა საშინელი განსაცდელისგან, რასაც მამამისი, ჰირანიაკაშიპუ აქვემდებარებდა მას. ის გამოვიდა ყველა განსაცდელიდან უვნებელი, თავისი თავის შემოვლებით უფლის სახელით გულში. წამების ყოველი ინსტრუმენტი იქცა უფლის ფორმად. უნდა აღინიშნოს, რომ უფლის სახელის მთელი გულით წარმოთქმა არის ჭეშმარიტი სმარანა (ჭვრეტა). სახელის გალობა არ უნდა მოხდეს სხვათა მოსაწონად ან საჩვენებლად. საკმარისია, თუ ადამიანი შემძლეა ასიამოვნოს უფალს. ამ პროცესში ადამიანი ხდება გაერთიანებული ღმრთაებრივთან.
– ღმერთის საუბარი, 1997 წლის 14 სექტემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2023 წლის 12 დეკემბერი.
ჩვენ როგორ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ცხოვრება ჩვენს სულიერ მისწრაფებებთან? ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის ჩვენ დღეს.
ქურდებს ვინც ძარცვავენ ადამიანის ძვირფას საგანძურებს, როგორიცაა მშვიდობა და კმაყოფილება, თანასწორობა და გამბედაობა, პატივს სცემენ როგორც ბატონებს! ნამდვილ ბატონებს ვინც უზრუნველყოფენ მშვიდობასა და ბედნიერებას, ეპყრობიან უპატივცემულოდ და ზიზღით! ქურდებს – ვნებას, ბრაზს, სიხარბეს, მიჯაჭვულობას, სიამაყეს და სიძულვილს – პატივს სცემენ, როგორც კეთილად მისაღებ სტუმრებს და ნამდვილ კეთილმსურველებს, როგორიცაა სიმშვიდე და თავმდაბლობა, ნაჩვენები აქვთ კარები! თქვენ გსურთ ტკბილი სასმელის დალევა, მაგრამ შაქრის ნაცვლად, თქვენ ფინჯანში ყრით მარილს, მარილს წარმოიდგენთ შაქარად. არ არის ეს კაცის მდგომარეობა, დღეს? მას სწყურია მშვიდობა, მაგრამ არ იცის როგორ მიაღწიოს მას! ის საშუალებები, რომლებსაც ის ირჩევს, არ მიიყვანს მას მოსალოდნელ დასასრულამდე! ჩემთან მოსულ ადამიანთა დიდი პროცენტი ითხოვს მოქშას (განთავისუფლებას) მწუხარების და სიხარულის, დაბადებისა და სიკვდილის მონობისგან. მაგრამ, როცა მე ვთავაზობ მათ კურთხევას მათი სურვილის აღსრულებით, ისინი არ გამოდიან წინ; მათ ურჩევნიათ ეს ჰქონდეთ, ათი ან ხუთი წლის შემდეგ. ასე რომ, მთელი წყურვილი და ლტოლვა არის მხოლოდ პოზა; ეს არის მოდური სლოგანი და მეტი არაფერი. კაცი უნდა იყოს გულწრფელი; მისი სიტყვა უნდა შეესაბამებოდეს მის გრძნობებს და მისი მოქმედება უნდა შეესაბამებოდეს მის სიტყვას. გადაწყვეტილება მიიღეთ ამის პრაქტიკაზე, დღეიდან მაინც.
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 15 თებერვალი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2023 წლის 13 დეკემბერი.
ჩვენ რატომ უნდა ვიყოთ უდრეკი ჩვენს სულიერ ძალისხმევაში სანამ ჩვენ ვიქნებით წარმატებული? ბჰაგავანი გვიხსნის და გვაჩვენებს ჩვენ თავისი გამამხნევებელი სიტყვებით დღეს.
მართლაც ტრაგიკულია სასოწარკვეთილებაში და გასაჭირში მებრძოლი უკვდავების შვილის დაცემის მოწმედ ყოფნა. თუ ყველა გამოიკვლევს ამას: „რა არის ჩემი კვალიფიკაცია? რა არის ჩემი პოზიცია?” მათ შეიძლება მალე გააცნობიერონ თავიანთი დაცემა. შეჭამს ვეფხვი, როგორი მშიერიც გინდა იყოს, ბატიბუტს ან მაიმუნის თხილს? დაისახეთ მიზანი, რომელზეც თქვენი შთამომავლობა გაძლევთ უფლებას; როგორ შეუძლია თუთიყუშს გასინჯოს მანგოს სიტკბო, თუ ის ბამბის ხის ნაყოფს კენკავს? დაე, თქვენი ძალისხმევა შეესაბამებოდეს მიზნის ღირსებას! არასოდეს შეანელოთ ძალისხმევა, რაც არ უნდა იყოს დაბრკოლება, რაც არ გინდა გრძელი იყოს მოგზაურობა! დაიმახსოვრეთ, მიზანი უფრო სწრაფად იქნება თქვენს სიახლოვეს ვიდრე ნაბიჯით მიახლოვდებით თქვენ მიზანთან! ღმერთს ისევე სურს თქვენი გადარჩენა როგორც თქვენ გსურთ გადარჩენა! ღმერთი არის პრემა. ის არის კარუნა (სიყვარული და თანაგრძნობა) ყველასთვის ვინც გზაზე ფართხალებს! მას ეძახიან ბჰაკტა-აბჰეესტა-პრადა (ის ვინც ასრულებს თავისი ყველა ერთგულის სურვილებს).
– ღმერთის საუბარი, 1966 წლის 7 სექტემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2023 წლის 14 დეკემბერი.
რა არის ჭეშმარიტი უარის თქმა, რომლის პრაქტიკებით ჩვენ შეგვიძლია მივუახლოვდეთ მიზანს? ბჰაგავანი გვიხსნის და შთააგონებს ჩვენ დღეს.
სიყვარულის ტანმოსილნო! თქვენი უპირველესი მიზანი დღეს უნდა იყოს სიყვარულის ძალის აღიარება. ღმერთი მკვიდრობს ყველას გულში როგორც ინკარნებული სიყვარული. ცხოვრების მიზანი არის ამ ჭეშმარიტების შეცნობა და სიყვარულის გაზიარება მათთან თქვენს ირგვლივ მყოფებთან. თითოეულმა ადამიანმა უნდა მიიჩნიოს თვითრეალიზება როგორც ცხოვრების მთავარი მიზანი და მთელი თავისი საქმიანობა უნდა მიუძღვნას თავისი თანამოძმეების მსახურებას, ყველაში მკვიდრი ღმერთის მუდმივი ხსენებით. ეს არის გზა ადამიანის სიცოცხლის გამოსასყიდად. უარის თქმა არის ძალიან არასწორად გაგებული ტერმინი. ეს არ არის უბრალოდ უარისთქმა ოჯახსა და ქონებაზე. ეს არის ნებისმიერი სახის მესაკუთრეობის გრძნობებზე სრული უარის თქმა, იქნება ეს დაკავშირებული ოჯახთან თუ სხვა სამრევლო მიჯაჭვულობასთან. ნამდვილი უარის თქმა ნიშნავს უარის თქმას რამეებზე მიჯაჭვულობის ყველა იდეაზე. სიყვარული შეიძლება გაჩნდეს მხოლოდ მაშინ როცა არსებობს ასეთი სრული განცალკევება. განიხილეთ ყველაფერი, როგორც ღმერთის გამოვლინება.
– ღმერთის საუბარი, 1997 წლის 14 სექტემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2023 წლის 15 დეკემბერი.
რა არის საუკეთესო გზა ერთიანობის დასამყარებლად საზოგადოებაში? ბჰაგავანი სიყვარულით გვმეგზურობს ჩვენ დღეს.
ჩაღვარეთ თქვენი ჭკუა სადჰანას ჭურჭელში და გაადნეთ იგი რომ თქვენ შეძლოთ ამით ღმერთის ჩამოყალიბება; მაშინ ჭკუის ყოველი ატომი გახდება ღმრთაებრივი ატომი. მსოფლიო ახლა ცხოვრობს ცალ-ცალკე, განყოფილებებად, რასის, რელიგიის, ფერის, აღმსარებლობის, კასტის და ა.შ. საფუძველზე. ისინი, ვინც ეჭვობენ ამ განყოფილებების ნამდვილობასა და მნიშვნელობას, თავად არიან განყოფილებაში, თავისით. ერთად დაგროვილი ლითონის ნაჭრები კვლავ ნაჭრებია; ესები არ გახდება ერთი. მსოფლიო გაერთიანებულია მხოლოდ გროვის ფორმით; იგი არ ყოფილა გამდნარი სიყვარულის ტიგელში და ჩამოყალიბებული ღმერთის ხატად. ყველა კაცის გული უნდა გაიწმინდოს სიძულვილისგან. მეტყველება და თხზულება ვერ მოიტანს კაცის ერთიანობას; შეიძლება თუ არა ოკეანე გაცხელდეს, როცა ტყეები ალმოდებულია ცეცხლით? ანანდა (ნეტარება), რომელსაც თქვენ იღებთ, როცა თქვენ ხართ კარგი და აკეთებთ სიკეთეს, უნდა იყოს საკმარისი შთაგონება, საკმარისი ჯილდო. წინააღმდეგობა გაუწიეთ მანკიერებაში ჩავარდნის ყველა ცდუნებას, მოერიდეთ არასწორი გზებით სიარულს და თავი დაიჭირეთ შორს ბოროტი კომპანიისგან.
– ღმერთის საუბარი, 1966 წლის 22 ოქტომბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2023 წლის 16 დეკემბერი.
როგორ შეგვიძლია ჩვენ დავრჩეთ მშვიდად ქებისა და დადანაშაულების მიმართ? ბჰაგავანი სიყვარულით გვმეგზურობს ჩვენ დღეს პრაქტიკული რჩევით!
თანამედროვე მსოფლიოში ქება და დადანაშაულება, აღტაცება და დამცირება გახდა ჩვეულებრივი. კაცი აღფრთოვანებულია ქებით ან ჩაფუშულია დადანაშაულებით ან კრიტიკით. შექებით აღფრთოვანება და დადანაშაულების გამო წუხილი ასახავს ადამიანის სისუსტეს. სიმშვიდის შენარჩუნება სიამოვნებასა და ტკივილში ან ქებასა და დადანაშაულებაში ძნელი წინადადებაა. ადამიანი შეიძლება დაინტერესდეს, როგორ არის შესაძლებელი ასეთი სიმშვიდის შენარჩუნება. თქვენ უნდა იკითხოთ, ვინ არის ის ვინც აკრიტიკებს და ვინ არის ის გაკრიტიკებული. თუ თქვენ თვლით რომ ეს არის ტანი რაც გაკრიტიკებულია, მაშინ არ არის საჭირო ინერვიულოთ, რადგან იცით, რომ ტანი არის ეფემერული და განწირულია დასაღუპად ერთ დღეს ან მეორე დღეს. ეს არის კონტეინერი ჭუჭყიანი მასალის როგორიცაა შარდი, ფეკალური ნივთიერებები და ა.შ. რატომ უნდა იმოქმედოს თქვენზე ამან? შენ არ ხარ ტანი. თუ ეს არის ათმა რაც გაკრიტიკებულია, იგივე ათმა არის ორივეში – გამკრიტიკებელშიც და გაკრიტიკებულშიც. ამიტომ ეს ნიშნავს რომ ადამიანი აკრიტიკებს საკუთარ თავს! ქებაც და დადანაშაულებაც მხოლოდ ტანს ეხება. თუ თქვენ უპასუხებთ მასზე, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით მის შინაარსს. თუ თქვენ არ მიიღებთ მას, ის უკან უბრუნდება გამომგზავნს.
– ღმერთის საუბარი, 1998 წლის 25 აპრილი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2023 წლის 17 დეკემბერი.
სამხრეთ ინდოეთში, დჰანურ მასას ამ პერიოდის განმავლობაში, ხალხი იღებს სულიერ პრაქტიკას. რა უნდა გვახსოვდეს ჩვენ როცა ჩვენ ვიღებთ ასეთ სადჰანას? ბჰაგავანი სიყვარულით გვმეგზურობს ჩვენ დღეს.
მინდობით სიტყვების პირდაპირ მნიშვნელობაზე, ხალხი ელოდება კონკრეტულ წმინდა დღეებს, იკლებს საკვებს და უწოდებს მას “მარხვას”, იკრთობს ღამის ძილს და უწოდებს მას “ფხიზლობას”! სანსკრიტში, მარხვას ჰქვია უპავასა. ეს ნიშნავს ბევრად უფრო მნიშვნელოვანს, ვიდრე საჭმლის მოკლებაა! ეს ნიშნავს (უპა-ახლოს; ვასა-ცხოვრებას) თანაცხოვრებას, ან ახლოს ცხოვრებას. ვისთან ერთად? ვისთან ახლოს? ახლოს და ერთად ღმერთთან! უპავასა ნიშნავს უფლის განუწყვეტელ მუდმივ დასწრებაში ცხოვრებას, ღმრთაებრივის გახსენების (ნამასმარანას) მეშვეობით – ეს არის ნამდვილი მარხვა, იმარხულეთ მის მიმართ! სიფხიზლე (იაგარანა) ნიშნავს მღვიძარების შენარჩუნებას, გრძნობათა ძილის გაკრთობას და სიყვარულის სინათლის სრულყოფილად შეცნობას, რაც არის ღმრთაებრივი! ეს ნიშნავს თვლემისა და სიზარმაცის მოშორებას, და ღრმად კონცენტრირებას მედიტირებასა და სადჰანაში! შეხედეთ სანსკრიტულ სიტყვას გულისთვის: ჰრუდაიამ. ეს ნიშნავს, ჰრუდჰი-აიამ, ანუ „ღმრთაებრივი გული“, ანუ ადგილი, სადაც ის ცხოვრობს, სადაც არის დაბინავებული! ღმერთის მუდმივი დასწრების სიფხიზლისა და პრაქტიკის საშუალებით, თქვენ უნდა დააბინავოთ ის თქვენს გულში და ხედოთ ის, როგორც დაბინავებული ყველა სხვა არსებაშიც!
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 15 თებერვალი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2023 წლის 18 დეკემბერი.
რა უნდა ვაკეთოთ ჩვენ რომ ღმერთი გავხადოთ ჩვენს მეგობრად ცხოვრებისთვის და დასატკბობად მისი მუდმივი კომპანიით? ბჰაგავანი ააშკარავებს ის როგორ აჯამებს დღეს არჯუნას ძირითად ხარისხებს რამაც მისცა მას კურთხევა.
არჯუნამ უთხრა კრიშნას: „მე მოვედი ამ ბრძოლის ველზე მამაცი ადამიანი (დჰიირა). ახლა გავხდი გაჭირვებული კაცი (დჰიინა). მაგრამ მე ვარ ინსტრუმენტი შენს ხელებში.” არჯუნა იყო ღმრთაებრივი ცნობიერების ტანმოსილება. ის არ იყო, როგორც ის წარმოიდგენდა, თიხით სავსე ტანი! ის იყო გაჟღენთილი ღმრთაებრივი ცნობიერებით, არა მიწიერი ინერციით! ოღონდ მან არ იცოდა! ყველა შედის იმ კომპანიაში, რომელსაც იმსახურებს, ასე არ არის? კომპანიიდან თქვენ შეგიძლიათ განსაჯოთ ადამიანი. ჰოდა, არჯუნას ჰყავდა თავად უფალი კომპანიისთვის! არჯუნას ჰქონდა რწმენა საკონცენტრატოდ გიტას სწავლებაზე ბრძოლის ველის შუაგულში, ბრძოლის წინა დღეს რომელიც გადაწყვეტდა მისი გვარეულობის ბედს! მას ჰქონდა საკმარისი ერთგულება კრიშნას ძალდასატანებლად ეჩვენებინა მისთვის ღმერთის კოსმიური ფორმა (ვირათ-სვარუპა)! მას ჰქონდა თავმდაბლობა გამოსაცხადებლად რომ მას ურჩევნია მათხოვრობა ვიდრე თავისი ნათესავებისა და ახლობლების მოკვლა. მას ასევე ჰქონდა თავმდაბლობა დაცემულიყო კრშნას ფეხებთან როცა ის ვეღარ ხვდებოდა როგორ უნდა მოქცეულიყო! განავითარეთ ეს ხარისხები, თქვენც ასევე მიიღებთ უფლის კომპანიას!
– ღმერთის საუბარი, 1963 წლის 7 სექტემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2023 წლის 19 დეკემბერი.
რა არის ის რაც ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჭკუის ბუნების შესახებ და რატომ? ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის ჩვენ დღეს..
ჭკუა არის საკვირველება, მისი ხრიკები კიდევ უფრო გასაოცარია. მას არ აქვს გარკვეული ფორმა ან გარეგნობა. ის იღებს სახეს ან ფორმას ნივთის რომელშიც იგი არის ჩართული. ხეტიალი სურვილიდან სურვილზე, ერთი სურვილიდან მეორეზე გადაფრენა, არის მისი ბუნება. აი ამიტომაც იგი არის დაკარგვისა და მწუხარების, აღტაცებისა და დეპრესიის მიზეზი. მისი ეფექტი არის როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი. კაცისთვის საყურადღებოა იცოდეს ჭკუის მახასიათებლები და მისი დაუფლების გზები თავისი საკუთარი საბოლოო სარგებლისთვის. ჭკუა მიდრეკილია გამოცდილების შეგროვებასა და მეხსიერებაში შენახვაზე. მან არ იცის უარის თქმის ხელოვნება. არაფერი დაივიწყება ჭკუის მიერ. შედეგად, მწუხარება, შფოთვა და უბედურება აგრძელებს დუღილს მასში. თუ მხოლოდ ჭკუას შეიძლება ასწავლონ ტიაგა (მსხვერპლგაღება), ადამიანი შეძლებს გახდეს იოგი (სულიერად მშვიდი ადამიანი).
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 8 იანვარი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2023 წლის 20 დეკემბერი.
რა არის ის საჩუქარი რაც ჩვენ უნდა დავუბრუნოთ ბუნებას და საზოგადოებას? ჩვენ როგორ მოვამზადოთ ეს საჩუქარი? ბჰაგავანი სიყვარულით გვატარებს ჩვენ ეტლით დღეს.
ადამიანის ტანის ხე პოულობს მის სრულყოფილებას როცა იგი იძლევა სიყვარულს (პრემას). ეს ტკბილი საჩუქარი არის მიზეზი რამაც გაზარდა და არის აღზრდილი. მან თავისი ნივთიერება მიწიდან და მზიდან გამოიტანა. რას იძლევა ის ბუნებისგან და ადამიანთა საზოგადოებისგან მიღებული საჩუქრების სანაცვლოდ? სიყვარულს! წმინდანთა და ბრძენთა გამოცდილებიდან თქვენ შეგიძლიათ გააცნობიეროთ, რომ გარე სამყაროდან მიღებული სიხარული არის უსასრულოდ მცირე როცა ვადარებთ სულიერი დისციპლინის შედეგად მოპოვებულ ნეტარებას. ამ ნეტარების მოსაპოვებლად, განცალკევებით სავსე სულიერი ძალისხმევა არის აუცილებელი. როდესაც ბურღილი კეთდება დედამიწიდან წყლის ამოსაღებად, მილი უნდა იყოს დაცლილი ჰაერისგან ასე რომ წყალმა შეძლოს მაღლა აწევა. თუ ჰაერი შედის, წყალი ვერ ამოდის. ასევე, დარწმუნდით, რომ ამქვეყნიური საგნებისადმი მიჯაჭვულობა არ აფუჭებს თქვენს სულიერ ძალისხმევას. სიყვარული ვერ ამოჩქეფს თუ გრძნობითი სიამოვნებები და პირადი სიამაყე შეეჭრება ჭკუას.
– ღმერთის საუბარი, 1963 წლის 8 დეკემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2023 წლის 21 დეკემბერი.
რა მნიშვნელოვანი გაკვეთილები უნდა ვისწავლოთ სახელგანთქმული რუკმინი-კალიანამისგან? ბჰაგავანი საყვარლად და თანაგრძნობით შთააგონებს ჩვენ დღეს.
რუკმინი არის ინდივიდუალური მე (ჯივა), და კრიშნა, უზენაესი მე (პარამათმა). ის (რუკმინი) იტანჯებოდა წესებითა და შეზღუდვებით ძალად თავსმოხვეულით ობიექტური მსოფლიოს მიერ; ეგოიზმი იყო მისი ძმა, მიწიერება კი მამა. მაგრამ მისი კარგი საქციელის გამო, მისი ჭკუა დასვენებული იყო ღმერთზე. ასე რომ მან დაგეგმა მეთოდი ღმერთთან მისაღწევად. რუკმინის ლოცვა, მონანიება, ლტოლვა და სიმტკიცე დაჯილდოვდა. მისგან საუკუნოვანი კარგი ქცევის კოდექსის შესრულებამ საბოლოოდ გადაარჩინა ის, რადგან ის წავიდა თაყვანსაცემად უნივერსალური დედა ქალღმერთის (გაური პუჯასთვის) ქორწინების რიტუალამდე. ამ ტაძარში ის იყო ჩაძირული ღმერთის თაყვანისცემაში და ვალდებულებებისგან განთავისუფლდა ღმერთის მიერ ვინც ელოდა! სულმა ინაღვლა და გაიმარჯვა. ისინი შეხვდნენ სულის სამეფოში! ეს არ არის ჩვეულებრივი ქორწინება, თუმცა ადამიანები, რომლებიც ამის შესახებ წერენ და აღწერენ მას ღმრთაებრივ ისტორიებში, საუბრობენ მასზე, როგორც ჯიუტი გოგოსა და ახალგაზრდის, უდარდელი ყოყოჩობის რომანტიკულ თავგადასავალზე! ეს არის იმის შერწყმა ამასთან (ტატ, ღმრთეების, ტვამ, ინდივიდთან).
– ღმერთის საუბარი, 1963 წლის 28 ოქტომბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2023 წლის 22 დეკემბერი.
რატომ არის მნიშვნელოვანი ჭკუის დამშვიდება დროდადრო, და როგორ მიაღწევს ადამიანი ამას? ბჰაგავანი სიყვარულით გვმეგზურობს ჩვენ დღეს.
საათი, ყველა გაცხადებით, წიკწიკებს განუწყვეტლივ. მაგრამ ეს ნამდვილად არ არის ასე. იგი არ არის უწყვეტი, რადგან ადამიანმა შეიძლება შეამჩნიოს, არის მოკლე პაუზა ერთ ტიკსა და მეორეს შორის. ეს არის დასვენების ინტერვალი. მაგრამ ჭკუას არ აქვს თუნდაც ეს მოკლე ინტერვალი ერთ აზრსა და მეორეს შორის. და აზრების უწყვეტ თანმიმდევრობაში არ არსებობს წესრიგი ან ურთიერთობა. ამას ემატება არეულობა და საზრუნველი. ეს არის კაცში ცუდი ჯანმრთელობის მთავარი წყარო. ჩვენ ამჟამად ვგეგმავთ და ვემზადებით ფიზიკური დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის და ჩვენ ვიცით რომ მანქანებსაც კი სჭირდებათ დასვენების საათები! მაგრამ ჩვენ უგულებელვყოფილი გვაქვს ჭკუის დასვენების უზრუნველყოფის მოვალეობა. დჰიანა (მედიტირება) არის დასვენების პერიოდის სახელი, რომელსაც ჩვენ ვუზრუნველყოფთ დაკავებული და თავქეიფა ჭკუისთვის.
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 8 იანვარი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2023 წლის 23 დეკემბერი.
როგორ შეგვიძლია ჩვენ მოვაქციოთ ჩვენი გულები ზეცაში, უზენაესის სამყოფელში? ვაიკუნტა ეკადასის წმინდა დღესასწაულზე ბჰაგავანი სიყვარულით გვმეგზურობს ჩვენ!
დღეს ვიშნუს ზოგიერთ ტაძარში სპეციალური კარი, წოდებული ვაიკუნთა-დვარად, და ადამიანებს შეუძლიათ მისით გასვლა ყოფნაში. ვაიკუნთა-დვარა არის სამოთხის კარიბჭე, ანუ კარიბჭე თვითრეალიზებისკენ. ამ სამოთხის კარიბჭე მხოლოდ იქ არ არის; ის გაიხსნება თქვენს თვალწინ, სადაც კი თქვენ ხართ. დააკაკუნეთ და ის გაიხსნება. ვიშნუ ნიშნავს სარვა ვიაპი (ის, ვინც არის ყველგან). ასე რომ, მისი რეზიდენცია ვაიკუნთა (სამოთხე) უნდა იყოს ყველგან. თქვენ შეიძლება მოიპოვოთ შესვლა, დარტყმით თქვენს ტუჩებზე სწორი პაროლით. თქვენი გული შეიძლება გახდეს ვაიკუნთა, თუ თქვენ განწმენდთ მას და გაასუფთავებთ მას და ანებებთ ღმერთს გაცხადდეს მასში. ვაიკუნთა ნიშნავს, “ადგილს სადაც არ არის მწუხარების ჩრდილი”. როცა ღმერთი ცხადდება თქვენს გულში, ყველაფერი არის სავსე და თავისუფალი. ძროხა აქცევს ბალახს და ბურღულს ტკბილ ძალის მომცემ რძედ და უხვად აძლევს მას თავის პატრონს. განავითარეთ ეს ხარისხი, ეს ძალა, რომ გადააქციოთ თქვენს მიერ მოხმარებული საკვები ყველასთვის თანაგრძნობის ტკბილ აზრებად, სიტყვებად და საქმეებად.
– ღმერთის საუბარი, 1968 წლის 11 იანვარი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2023 წლის 24 დეკემბერი.
როცა ჩვენ ვემზადებით იესო ქრისტეს დაბადების აღნიშვნითვის, რა არის მთავარი გზავნილი რაზეც ჩვენ უნდა ჩავფიქრდეთ? ბჰაგავანი სიყვარულით გვხელმძღვანელობს ჩვენ დღეს.
ღმერთი არის მარადიული ძალა, ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნე. ის არის მიზეზი და შედეგი – მექოთნე, თიხა და ქოთანი. ღმერთის გარეშე არ შეიძლება იყოს სამყარო. მან მოისურვა და სამყარო მოხდა. ეს არის მისი თამაში, მისი ძალის გამოვლინება. კაცი ტანთმოსავს მის ნებას, მის ძალას, მის სიბრძნეს. მაგრამ, ის არის ამ დიდების არმცოდნე. უმეცრების ღრუბელი უფარავს ჭეშმარიტებას. ღმერთი აგზავნის ბრძენებს, წმინდანებსა და წინასწარმეტყველებს ჭეშმარიტების გასახსნელად და თავად ჩნდება როგორც ავატარი (ღმრთაებრივი ინკარნაცია) მის გასაღვიძებლად და გასათავისუფლებლად. ორი ათასი წლის წინათ, როდესაც ვიწრო სიამაყე და სქელი უმეცრება ბილწავდა კაცობრიობას, იესო მოვიდა, როგორც სიყვარულისა და თანაგრძნობის ტანმოსილება და ცხოვრობდა კაცთა შორის, გადმოსცემდა ცხოვრების უმაღლეს იდეალებს. თქვენ ყურადღება უნდა მიაქციოთ იმ გაკვეთილებს, რომლებიც მან გულმოდგინედ დაამუშავა თავისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე. “მე ვარ ღმერთის მოციქული”, – განაცხადა მან პირველ ეტაპზე. დიახ! თითოეულმა ინდივიდმა უნდა მიიღოს ეს როლი და იცხოვროს როგორც ღმრთიური სიყვარულისა და ქველმოქმედების მაგალითმა!
– ღმერთის საუბარი, 1980 წლის 24 დეკემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2023 წლის 25 დეკემბერი.
როგორ უნდა აღინიშნოს ისეთი წმინდა ზეიმი როგორიცაა შობა? ბჰაგავანი გულმოდგინედ მოგვიწოდებს ჩვენგან თითოეულს დღეს.
უფრო მეტად სასარგებლო ვიდრე დიადთა პატივისცემა არის მათი სიყვარულის პრაქტიკა. დიდება, განდიდება და ქება აღმართავს მათ მიუწვდომელ კვარცხლბეკზე. სიყვარული აკავშირებს ერთ გულს მეორესთან. მადლიერებამ შთაგონებისა და მიღებული ინსტრუქციისთვის უნდა შეაკავშიროს გულები სიყვარულით. შობის აღნიშვნა არ უნდა დასრულდეს ხოტბის შესხმით, თვალწარმტაცი სურათებით, ხელოვნური ხეებითა და სანტა კლაუსით. ეს უნდა იყოს ნაპკურები გადაწყვეტილებით პრაქტიკაზე რამდენიმე გაკვეთილის რომელიც იესომ გვასწავლა ჩვენ. ნამდვილი პირველი საჭიროება არის რწმენა ღმერთში და ჩვენს ღმრთაებრივ ბუნებაში. იესოს გული იყო სუფთა და მშვიდი. აქედან გამომდინარე, მას პატივს სცემენ, როგორც წმინდას. ჩვენ უნდა გავხადოთ ჩვენი გული წმინდა, ასე რომ ჩვენ გავერთიანდეთ იესოში ან იესო შეირწყმეს ჩვენში. როცა ჩვენ ვერთიანდებით, მას ეწოდება ბჰაკტი; იესოს გაღვიძება ჩვენში არის ჯნანას (ცოდნის) გზა! იესო იყო ღმერთის მაცნე; მაგრამ გაითვალისწინეთ ეს: „თქვენ ყველანი ასევე ხართ ღმერთის მაცნეები“. იესო არ იყო ღმერთის ერთადერთი ძე; თქვენ ყველა ხართ მისი შვილები. იესო და მისი მამა ერთია. თქვენ და ღმერთიც ერთი ხართ და ეს უნდა იცოდეთ!
– ღმერთის საუბარი, 1982 წლის 25 დეკემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2023 წლის 26 დეკემბერი.
ჩვენ როგორ უნდა შევხედოთ ბედნიერებისა და მწუხარების მომენტებს რომლებიც მოდის ჩვენამდე ცხოვრებაში? ბჰაგავანი სიყვარულით შეგვახსენებს ჩვენ დღეს თვითდასაკვირვებლად და ცხოვრებისადმი ჩვენი მიდგომის გარდასაქმნელად.
სიყვარულის ტანმოსილებო! ბუნება გჩუქნით სიცხისა და სიცივის, სიხარულის და მწუხარების მსგავსებს. ერთ სეზონში სიცივე არის ყველაზე კეთილსასურველი როგორც კომფორტის წყარო. სხვა სეზონში სითბო მიიღება იგივენაირად კეთილად. ორივე აძლევს კომფორტს კაცს როცა მას ეს სჭირდება. ამიტომ სიცხეც და სიცივეც ორივე კეთილად უნდა იყოს მიღებული კაცის მიერ. ორივე ხელს უწყობს ადამიანის კომფორტს და კმაყოფილებას. დრო, სივრცე და გარემოება (გადა)წყვეტს მათ გამოყენებას და ღირებულებას! ამ გარდაუვალი ფაქტის მიღების ეს მიდგომა გაცხადებული და შეაქებულია გიტაში როგორც სიწყნარე და სიმშვიდე. სამათვამ იოგამ უდაჩიატე – ამბობს გიტა. სიმშვიდე, თანაბარგანწყობილება, სიმყარე – ამას ეწოდება იოგა! ბედნიერება და უბედურება, წარმატება და წარუმატებლობა, დაბრკოლებები და ხლართები, ცილისწამება და შეურაცხყოფა, ქება და კრიტიკა ერთმანეთშია გადაჭდობილი; ესები არ შეიძლება განცდილი იყოს ცალკე. მაგრამ კაცი აღფრთოვანებულია მოგებით და დათრგუნული ზარალით. როცა აქებენ, ის აღფრთოვანებულია; როცა კიცხავენ, ის თავს ქინდრავს. მაგრამ კაცს უნდა ახსოვდეს რომ ეს მხოლოდ ისეთი ფენომენებია როგორიცაა სიცხე და სიცივე. ეს არის რეცეპტი გონებრივი სიმშვიდისა და სოციალური უშფოთველობისთვის.
– ღმერთის საუბარი, 1982 წლის 25 დეკემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2023 წლის 27 დეკემბერი.
რა ყვავილებს ეძებს ღმერთი ენთუზიაზმით თავისი ყოველი ერთგულისგან? ბჰაგავანი სიყვარულით განმარტავს და საუბრობს ოთხ ასეთ ყვავილზე.
ყვავილები ჭკნება და ფუჭდება მალე. რაც ღმერთს უფრო მეტად უყვარს არის ყვავილები აყვავებული კაცის საკუთარ სიცოცხლის ხეზე, ნაკვები და აღზრდილი მისივე უნარითა და გულწრფელობით. ესები არის მისი სათნოების ყვავილები გაზრდილი მისი გულის ბაღში. მათგან, აჰიმსა, არაძალადობის სათნოება, არის უპირველესი. ეს მოიცავს ბევრად მეტს, ვიდრე არის თავის შეკავება ცოცხალი არსებების დაზიანებისგან. ადამიანმა თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი ცოცხალი არსებისთვის ტკივილის მიყენებისგან არა მხოლოდ საქმით, არამედ თუნდაც სიტყვებით და აზრებით. ადამიანმა არ უნდა მიიიღოს რამე იდეა სხვის დაზიანებაზე ან სხვის დამცირებაზე! მეორე ყვავილი არის ინდრია ნიგრაჰამ (გრძნობების დაუფლება). ადამიანი არ უნდა დარბოდეს გრძნობადი სიამოვნებისა და გრძნობითი სიხარულის სადევნად. მესამე ყვავილი არის სარვა ბჰუუტა დაია (თანაგრძნობა ყველა არსების და ყველაფრის მიმართ), რადგან, “ეს ყველაფერი არის ღმერთი”. მეოთხე ყვავილი არის კშამა – შემწყნარებლობა, სიმტკიცე. კშამა წმინდა წერილებში იდენტიფებულია ჭეშმარიტებასთან, უბიწოესთან, ცოდნასთან, მსხვერპლთან. და სიხარულთან.კშამას გარეშე კაცი ვერ იქნება ბედნიერი თუნდაც კშანას (წამის) განმავლობაში. ეს ხელს უწყობს ღმრთაებრივ ხარისხებს. ეს ააშკარავებს შინაგან ღმთაებრიობას. ადამიანმა უნდა შეასრულოს სადჰანა მის საშოვნელად და მასში საკუთარი თავის დასამკვიდრებლად.
– ღმერთის საუბარი, 1981 წლის 6 ოქტომბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2023 წლის 28 დეკემბერი.
ჩვენ რატომ უნდა განვავითაროთ და შევთავაზოთ ნამდვილი მშვიდობა ღმრთაებრივის ლოტოსის ფეხებზე? ბჰაგავანი განმარტავს, თუ როგორ შეიძლება “შანთი”, რვა ყვავილიდან მეხუთე, კულტივირდეს.
მეხუთე ყვავილი არის შანთი (შინაგანი სიმშვიდე). შანთი არ ნიშნავს რომ ადამიანმა საერთოდ არ უნდა ირეაგიროს, რაც კი სხვებმა შეიძლება თქვან ან როგორაც კი შეიძლება შეურაცხყონ! ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი ქვასავით უნდა ჩუმად იყოს. ეს გულისხმობს ყველა გრძნობისა და ყველა ვნების მბრძანებლობას! შინაგანი სიმშვიდე უნდა გახდეს ადამიანის ბუნება. შანთის აქვს განცალკევება ძირითად ხარისხად! ზღვა, რომელსაც უყვარს შეკრება და ფლობა, არის დაბლა; ღრუბელი, რომელსაც უყვარს უარის თქმა და დანებება არის მაღლა ცაში. შანთი ადამიანს აჯილდოებს მშვიდი ჭკუითა და მტკიცე ხედვით. შანთისთვის ლოცვა ჩვეულებრივ სამჯერ მეორდება. “ომ, შანთი, შანთი, შანთიჰი”, რადგან მშვიდობისთვის ლოცულობენ ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ პლანში. კაცმა არ უნდა მიიყვანოს თავისი სისხლი ადუღებამდე და ის არ უნდა დაემორჩილოს არც შიშს. სულიერი სიმშვიდე მაგალითით ახსნილია უპანიშადური ტექსტების იმპერატორის, ჯანაკას მიერ. ის ცნობილი იყო როგორც ვიდჰეჰა (ტანის გარეშე), არა იმიტომ, რომ უტანო იყო, არამედ იმიტომ, რომ ცხოვრობდა ტანისა და მისი საჭიროებების სრულ დავიწყებაში! მან დაინახა, მოისმინა და ისაუბრა მხოლოდ ცნობიერების ღმრთაებრივი პლანიდან!
– ღმერთის საუბარი, 1981 წლის 6 ოქტომბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2023 წლის 29 დეკემბერი.
ჩვენ ვართ მზად უფლის მოხმობისთვის? რას ეძებს უფალი? ბჰაგავანი სიყვარულით და მიმზიდველად ხაზავს ჩვენთვის დღეს.
ბიბლიაში, ნათქვამია რომ „ერთგული ეძებს ღმერთს“. დაფიქრდით ამაზე! ერთგულები ეძებენ ღმერთს, თუ ღმერთი ეძებს თავის ერთგულებს? ღმერთი არის ყველგან, ყოველ დროს! მას არ სჭირდება იყოს ძებნილი სადმე, ნებისმიერ დროს. მაგრამ, ღმერთმა უნდა ეძებოს ისინი ვინც არიან მისი ნამდვილი ერთგულები! რა სახის ერთგულს ეძებს ღმერთი? ის ეძებს გულწრფელ, ნამდვილ, უანგარო, მტკიცე ერთგულს. გარდა ამისა, ის ეძებს იდეალურ ძეს ან ასულს ვინც შეიძლება იყოს მიჩნეული კაცობრიობის წინაშე როგორც მაგალითი და შთაგონება. ასეთი ადამიანები ძალიან გაიშვიათდნენ დღეს. ისინი თავის თავს უწოდებენ ერთგულებს მაგრამ ისინი ქვითინებენ და ტირიან, როცა ისინი ვალდებული არიან ნამდვილად იყვნენ მხიარულნი! ისინი ხალისობენ როცა მათ აქვთ ყველა მიზეზი საქვითინოდ და სატირლად! ასე რომ, უფალი ამბობს: „მე ვეძებ, მე ვეძებ, ისევ ვეძებ. მე ვეძებდი წარსულში, მე ვეძებ და ვეძებ ახლა, კაცს ჭეშმარიტ მცოდნეს და დამცველს თავისი დჰარმის“!
– ღმერთის საუბარი, 1982 წლის 25 დეკემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2023 წლის 30 დეკემბერი.
ბჰაგავანმა აღწერა ჩვენ როგორ უნდა შევთავაზოთ არაძალადობის, გრძნობის კონტროლის, თანაგრძნობის, სიმტკიცისა და მშვიდობის ყვავილები. ახლა ის საუბრობს კიდევ სამ ყვავილზე რომლებიც უნდა შევთავაზოთ მას.
მეექვსე ყვავილი არის თაპასი (ასკეტობა). თაპასი არ ნიშნავს ცოლ-შვილის მიტოვებას და გაქცევას ტყის მარტოობაში. ნამდვილი ასკეტობა არის ზუსტი კოორდინაცია ადამიანის აზრს, სიტყვასა და საქმეს შორის. ბოროტი კაცი ამას ვერასოდეს მიაღწევს; ის იქცევა მოტყუებით საკუთარი თავის მიმართ. როდესაც კაცი წარმატდება ამ ტაპასში, მის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს ისეთი ძალა ექნება რომ რასაც ის იტყვის გარდაიქმნება მანტრებად. შემდეგ, ჩვენ გვაქვს მეშვიდე ყვავილი, დჰიანა (მედიტირება). დღეს მოდაშია დჰიანას იმდენი სისტემა და მეთოდი, რამდენი თმაც არის ჩემს თავზე. ყველა აღწერს მას საკუთარი კაპრიზისა და ფანტაზიის მიხედვით. მშვიდად ჯდომა და მათი ემოციებისა და გრძნობების ღმერთისთვის გადაცემა არ არის დჰიანა. მათ თავიანთი ემოციები, სურვილები და გრძნობები ღმერთის დახმარებით უნდა გადააქციონ ღმრთაებრივ ხარისხებად. მათ არ უნდა ჩამოიყვანონ ღმერთი მათ დონეზე; მათ უნდა აამაღლონ თავისი თავი ღმერთის დონეზე. მერვე ყვავილი არის სატიამ (ჭეშმარიტება), ის, რაც არის უცვლელი დროთა განმავლობაში. მხოლოდ ღმრთაებრივი რჩება უცვლელი წარსულიდან, აწმყოს გავლით მომავალში. როცა ეს ყვავილი თქვენს გულში აყვავდება, იგი დაგაჯილდოვებთ თქვენ მარადიული სურნელით.
– ღმერთის საუბარი, 1981 წლის 6 ოქტომბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2023 წლის 31 დეკემბერი.
როცა ჩვენ ვემზადებით კიდევ ერთი ახალი წლის მისაღებად, ჩვენ რას უნდა მოვეპყროთ ყურადღებით ამ წლის მისით შესავსებად? ბჰაგავანი სიყვარულით გვმეგზურობს ჩვენ დღეს.
მეექვსე ყვავილი არის თაპასი (ასკეტობა). თაპასი არ ნიშნავს ცოლ-შვილის მიტოვებას და გაქცევას ტყის მარტოობაში. ნამდვილი ასკეტობა არის ზუსტი კოორდინაცია ადამიანის აზრს, სიტყვასა და საქმეს შორის. ბოროტი კაცი ამას ვერასოდეს მიაღწევს; ის იქცევა მოტყუებით საკუთარი თავის მიმართ. როდესაც კაცი წარმატდება ამ ტაპასში, მის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს ისეთი ძალა ექნება რომ რასაც ის იტყვის გარდაიქმნება მანტრებად. შემდეგ, ჩვენ გვაქვს მეშვიდე ყვავილი, დჰიანა (მედიტირება). დღეს მოდაშია დჰიანას იმდენი სისტემა და მეთოდი, რამდენი თმაც არის ჩემს თავზე. ყველა აღწერს მას საკუთარი კაპრიზისა და ფანტაზიის მიხედვით. მშვიდად ჯდომა და მათი ემოციებისა და გრძნობების ღმერთისთვის გადაცემა არ არის დჰიანა. მათ თავიანთი ემოციები, სურვილები და გრძნობები ღმერთის დახმარებით უნდა გადააქციონ ღმრთაებრივ ხარისხებად. მათ არ უნდა ჩამოიყვანონ ღმერთი მათ დონეზე; მათ უნდა აამაღლონ თავისი თავი ღმერთის დონეზე. მერვე ყვავილი არის სატიამ (ჭეშმარიტება), ის, რაც არის უცვლელი დროთა განმავლობაში. მხოლოდ ღმრთაებრივი რჩება უცვლელი წარსულიდან, აწმყოს გავლით მომავალში. როცა ეს ყვავილი თქვენს გულში აყვავდება, იგი დაგაჯილდოვებთ თქვენ მარადიული სურნელით.
– ღმერთის საუბარი, 1999 წლის 18 მარტი.

სატია საი ბაბა