ათი პრინციპი
(ათი ნაბიჯი ღმრთიურებისკენ)
1. გიყვარდეთ თქვენი სამშობლო და ემსახურეთ მას. არ ისაუბროთ უკეთურად სხვა ერებზე და არ დათესოთ ეროვნული მტრობა;
2. თანაბრად ეცით პატივი ყველა რელიგიებს; მათგან თითოეული არის გზა ერთიანი ღმერთისკენ;
3. გიყვარდეთ ყველა; შეიცანით რომ კაცობრიობა არის ერთიანი ოჯახი;
4. შეინახეთ თქვენი საბინადრო სისუფთავეში, ეს უზრუნველყოფს ჯანმრთელობას და ბედნიერებას თქვენთვის და მთელი საზოგადოებისთვის;
5. არ ჩაყაროთ მონეტები მდაბიოთა გამოწვდილ ხელებში, დაეხმარეთ მათ თავიანთ თავში რწმენის შეძენაში. უზრუნველყავით უქონლები და ავადმყოფები თავშესაფრითა და საკვებით, აჩუქეთ მათ სიყვარული და მზრუნველობა;
6. არასოდეს არ აიღოთ და არ მისცეთ ქრთამი;
7. შეეცადეთ მთლიანად მოშორდეთ ეჭვიანობისგან, სიძულვილისგან და შურისგან;
8. არ იყოთ დამოკიდებული სხვებისგან თქვენი პირადი საჭიროებების დაკმაყოფილებაში, აკეთეთ ყველაფერი თქვენთვითონ. ვიდრე მოემსახურებით სხვებს ისწავლეთ საკუთარი თავის მომსახურება;
9. დაიცავით სახელმწიფოს ყველა კანონები. იყავით სანიმუშო მოქალაქე;
10. ეთაყვანეთ ღმერთს, ზურგი შეაქციეთ ცოდვას.
