1.12.2014
ღმერთისადმი ლოცვა მეტისმეტი პირმოთნეობით და თხოვნა წყალობის წარმოიქმნება გულგატეხილობის ტონიდან. მისი აღწერა როგორც ერთის, ვინც არის ბრაჰმას და სხვა ღმერთების ქება-დიდების ფარგლებს გარეთ, და მოყოლა აღუწერელი დიდების როგორ დაეხმარა ის ერთგულებს და შემდეგ შეკითხვის დასმა `ოჰ უფალო! შენ ლაპარაკობდი მათთან და მიეცი მათ ასე ბევრი! შენ რატომ არ მოხვედი ჩემს დასახმარებლად?~ სჩანს წარმოიქმნება შურიდან. მხოლოდ მაშინ როდესაც ღმერთი განიხილება როგორც მეგობარი და კომპანიონი ის არის ნასიამოვნები ყველაზე მეტად. როდესაც თქვენ მიმართავთ მას მსგავსად როგორც `ოჰ ჩემო ძვირფასო მეგობარო! ჩემო ერთადერთო შეყვარებულო! ჩემი გულის საყვარელო!~ თქვენ აძლევთ მას უდიდეს სიხარულს. თქვენ იყენებთ საქებარ სიტყვებს უცნობი ადამიანის მიმართ საჩვენებლად პატივისცემის და ყურადღების როგორც უცნობისთვის კაცი იქნება ის თუ ქალი. მაგრამ თქვენ მიემშვიდობებით ძველ მეგობარს მოურიდებლად და ახლობლობით. ამიტომ დაუახლოვდით ღმერთს როგორც თქვენს საყვარელ მეგობარს, ის მოვა თქვენს დასახმარებლად და შეასრულებს იმას რაც თქვენ გჭირდებათ.
– ღმრთიური საუბარი, 9 ოქტომბერი, 1989.
2.12.2014
ადამიანები იტანჯებიან იმიტომ რომ მათ აქვთ ყველა სახის არაკეთილგონივრული სურვილი და ისინი იტანჯებიან მათ შესასრულებლად და ისინი განიცდიან მარცხს. ისინი აძლევენ ძალიან დიდ მნიშვნელობას საგნობრივ სამყაროს. მხოლოდ მაშინ როდესაც მიბმულობა იზრდება ეს გტანჯავთ თქვენ ტკივილით და დარდით. თუ თქვენ შეხედავთ ბუნებასა და შექმნილ ობიექტებზე შინაგანი ხედვიდან მიღებული ალღოთი, მაშინ მიბმულობა გასხლტება გვერდზე, თუმცა ძალისხმევა დარჩება; თქვენ დაინახავთ კიდევ ყველაფერს უფრო ნათლად და ღმრთიურებით აღვსილი ვარვარებით და ბრწყინვალებით. დახუჭეთ თქვენი გარეგანი თვალები და გახსენით თქვენი შინაგანი თვალები – არსებითი ერთობის რა დიდებულ სურათს მიიღებთ თქვენ? ბუნებასთან მიბმულობას აქვს საზღვრები, მაგრამ მიბმულობას რომელსაც თქვენ ანვითარებთ უფალთან როდესაც თქვენ ახელთ თქვენს შინაგან თვალებს, არ აქვს საზღვარი. დატკბით ამ სინამდვილით და არა იმ ცრუ სურათით.
– ღმრთიური საუბარი, 2 თებერვალი, 1958.
3.12.2014
შედექით სადჰანას ამოცანაზე ახლავე; ეს არის გაკვეთილი რომელიც თქვენ უნდა ისწავლოთ აქ. წინააღმდეგ შემთხვევაში იატა (მომლოცველობა) მიგიყვანთ პატრას (საგნების და სუვენირების) დაგროვებასთან. ერთგულება არის რაღაც ტკბილი, დამამშვიდებელი, გამაცოცხლებელი და აღმდგენი. ამან უნდა მოგცეთ მოთმინება და მხნეობა. ერთგული არ აღშფოთდება თუ სხვა კურთხეულია მეტი წყალობით. ერთგული არის თავმდაბალი და ელოდება რდოს, იცის რომ იქ არის ძალა უფრო მაღალი რომელმაც იცის უფრო მეტი და ის არის სამართლიანი და მიუკერძოებელი. ამ ცოდნის სინათლეში, ერთგულები ატყობინებენ თავიანთ სირთულეებს და პრობლემებს მხოლოდ თავიანთ უფალს; ისინი თავს არ იმცირებენ მათზე ლაპარაკით ყველასთან ერთად და თითოეულთან ცალ-ცალკე, რადგან, ადამიანს, რომელიც არის ისევე უმწეო როგორც სხვა, რის გაკეთება შეუძლია მათ შესამსუბუქებლად? მხოლოდ ისინი იმსახურებენ ამრიტას (უკვდავების ნექტარს) ვისაც აქვს ბრმა რწმენა ღმერთში, ვინც ნებულობს მიმართვას მხოლოდ უფლთან და სხვა კიდევ არავისთან.
– ღმრთიური საუბარი, 28 დეკემბერი, 1960.
4.12.2014
სულიერი ტექსტების უბრალო კითხვა არ არის საკმარისი. თქვენ შეიძლება დაეუფლოთ ყველა განმარტებას და თქვენ შეიძლება იყოთ შემძლე იკამათოთ და განიხილოთ დიდ სწავლულებთან საკითხები ამ ტექსტების შესახებ; მაგრამ იმის პრაქტიკის ცდის გარეშე რასაც ეს ტექსტები გასწავლით, ეს არის დროის ფუჭად კარგვა. მე არასოდეს არ ვიწონებ წიგნიერებას; პრაქტიკა არის ის რასაც მე ვაფასებ. როდესაც თქვენ გამოდიხართ საგამოცდო დარბაზიდან თქვენ იცით გახვალთ თუ არა თქვენ, ასე არ არის? თქვენთვის შეგიძლიათ თვით განსაჯოთ როგორ უპასუხეთ თქვენ კარგად თუ ცუდად. ზუსტად ასევე სადჰანაში (სულიერ ძალისხმევაში) ან ქცევაში ან პრაქტიკაში ყოველ Yთქვენგანს შეუძლია განსაჯოს და დაადგინოს რა არის მარაგში წარმატება თუ წარუმატებლობა. მთვარე აირეკლება ქოთანში იმ პირობით თუ არის წყალი; სწორედ ასევე ღმერთი შეიძლება ნათლად დაინახოთ თქვენს გულში იმ შემთხვევაში თუ თქვენ გაქვთ სიყვარულის (პრემას) წყალი. როდესაც თქვენ ვერ ხედავთ უფალს არეკლილს თქვენს გულში, არ თქვათ რომ არ არსებობს უფალი. ეს იმის ნიშანია რომ არ არსებობს სიყვარული თქვენში.
– ღმრთიური საუბარი, 2 თებერვალი, 1958.
5.12.2014
კონფლიქტი პიროვნებებს შორის ვინც აღიარებს ღმერთს და ვინც უარყოფს მას, მათ შორის ვინც აცხადებს რომ ღმერთი შეიძლება იპოვო ამა თუ იმ ადგილას და ვინც ამტკიცებს რომ მას ვერ იპოვი ვერსად, არის დაუსრულებელი; ეს გრძელდება ათასწლეულობით. გახსოვდეთ რომ ზედმეტია გააღვიძო ადამიანი რომელსაც უკვე ღვიძავს და რომ ადვილი არის გააღვიძო ადამიანი რომელიც არის მძინარე. თქვენ რამდენიც არ უნდა ეცადოთ ვერ გააღვიძებთ ადამიანს, ვისაც არ უნდა გაღვიძება! მათ ვინც არ იცის შეიძლება ასწავლოთ იმის მარტივი ილუსტრაციებით რაც მათ არ იციან. მაგრამ ისინი ვინც იტანჯება ნახევარცოდნით და ამაყობს ამ შენაძენით არიან რაიმე შემდეგი განათლების მიღმა. თქვენი ორი თვალი გაძლევთ კოსმოსის თვალუწვდენელი სივრცის სურათს, მაგრამ ამ თვალებს არ შეუძლია დანახვა მთელი თქვენი სხეულის! ამისთვის თქვენ დაგჭირდებათ ორი სარკე – ერთი თქვენს წინ და ერთი თქვენს უკან. ზუსტად ასევე, რომ იცოდეთ თქვენი სინამდვილე, თქვენ გჭირდებათ სარკეები თვითდარწმუნების (ატმა-ვიშვას) და ღმრთიური წყალობის.
– ღმრთიური საუბარი, 23 ნოემბერი, 1976.
6.12.2014
კარგის და ცუდის გასარჩევად ადამიანმა უნდა მიმართოს წერილებს. ვედები წარმოიშვა თვით ღმრთიურებიდან და ‘მოსმენილი’ იყო ბრძენთა მიერ, რომლებიც აწყობილი იყვნენ ღმრთიურის ხმაზე, ვინც თავის მხრივ ასწავლიდნენ თავიანთ მოსწავლეებს. ვედების და მათში დაფარული სიბრძნის გავრცელების ეს პროცესი გრძელდება გურუთა და მოსწავლეთა ბევრი შთამომავლობის განმავლობაში ამ დრომდე. უპანიშადები, ბრაჰმა სუტრა და ბჰაგავად გიტა შეიცავს ვედების ნამდვილ არსს. ამიტომ ეს აღნიშნულია როგორც სულიერების შესახებ მეცნიერების ‘სამი ფუნდამენტალური ტექსტი (პრაშჰანა ტრაია)’. მარტო უმაღლესი ცოდნის შეძენას შეუძლია შეასრულოს ადამიანის სიცოცხლის მთავარი მიზანი; ის ხდის ადამიანს მცოდნედ რომ ის არის არა ინერტული უგრძნობი სხეული არამედ ჭეშმარიტება-შემეცნება-ნეტარება. როდესაც ეს ჭეშმარიტება ირიჟრაჟებს და განიცდება, თქვენ თავისუფლდებით უმეცრების ნისლიდან და ხდებით თავისუფალი თვით ამ სიცოცხლეში.
– სუტრა ვაჰინი, ‘აფორიზმების ნაკადი ბრაჰმას შესახებ’.
7.12.2014
იაგა (რიტუალური სამსხვერპლო ლოცვები) ნაბრძანებია ვედების კარმა კანდით (ნაწილებით რომლებიც ვრცლად გადმოსცემს მოქმედებებზე ან კარმაზე როგორც სულიერ გზაზე). ეს არის დროის განსაწმენდად და ადამიანის დაბადების მიზნის შესასრულებლად. უარყოფის და ერთგულების პრაქტიკა იაგას რიტუალის მეშვეობით ხელს უწყობს მიწიერ ბედნიერებას და ასევე სულიერ პროგრესს. ეს ზრდის მოწყალებას და საზოგადოებრივ ერთობას. მსხვერპლგაღების რიტუალი ახარებს ღმერთებს რომლებიც თავმჯდომარეობენ ბუნების ძალებზე და ასე მოყავთ წვიმა, რომელიც ეხმარება მოსავლის მოყვანას, და ზრდის საკვებს ადამიანისა და მხეცებისთვის. საქმიანობას რომელიც მოწყვეტილია სულიერი მიზნისგან და მოკლებულია პატივისცემასა და მორჩილებას მიჰყავს პატივმოყვარეობასთან და ავტორიტარიზმთან. ეს ხდის ადამიანს მედიდურად და სასტიკად; მაგრამ ინდოეთის ბრძენებმა დაადგინეს რომ ყველა საქმიანობა უნდა შესრულდეს როგორც იაგა, როგორც შეთავაზება ღმერთის დიდებისთვის, მადლიერებისა და მოწიწების, მორჩილებისა და სიწმინდის ატმოსფეროში. ყველა საქმიანობის მიზანი გააიდეალიზეს როგორც ყველა ცოცხალი არსების ბედნიერება და მშვიდობა.
– ღმრთიური საუბარი, 3 ოქტომბერი, 1970.
8.12.2014
კაივალია უპანიშადი აცხადებს: `არა მუშაობის საშუალებით, არა ადამიანური ძალის მეშვეობით, არა სიმდიდრის მეშვეობით, არამედ მარტო უარყოფით შეიძლება მიღწეული იყოს უკვდავება~. ‘სამუშაო’ მიმართული არის რიტუალებზე როგორიც არის მსხვერპლშეწირვა, აღთქმა, ქველმოქმედება, შეწირულობანი, მომლოცველობა და ა.შ. ასეთი მოქმედებების შედეგად, ადამიანი ვერ მიაღწევს გათავისუფლებას; ე.ი. ადამიანი ვერ მოშორდება უმეცრების ფარადს. ‘ადამაინის ძალაუფლება’ ნიშნავს ათვისებით შეძენას ძალაუფლების, სიმარჯვის და გონიერების რომლითაც შეიძლება მანიპულირება ადამიანების და საქმეების, დიდების და უზენაესობის, პირადი მომხიბვლელობის, ჯანმრთელობის და ბედნიერების, ან დიდი ოჯახის ბევრი ბავშვებით – ეს ვერ გაჩუქებთ გათავისუფლებას. ზემოთ ნახსენები სამუშაოები და შენაძენები მომართულია წარმატებისკენ მხოლოდ მაშინ როდესაც ადამიანს აქვს ‘სიმდიდრე’. მაგრამ უპანიშადა აცხადებს რომ სულიერი სიბრძნე დამოკიდებული არ არის სიმდიდრეზე. ამიტომ გათავისუფლება შეუძლებელია იყოს მოპოვებული სიმდიდრის მეშვეობით. უარის თქმას (ქონებაზე, უფლებებსა და მისთანებზე) შეუძლია მხოლოდ უკვდავების ჩუქება.
– სუტრა ვაჰინი, ‘აფორიზმების ნაკადი ბრაჰმას შესახებ’.
9.12.2014
დაიჭირეთ უფლის სახელი ყოველთვის გასხივოსნებულად თქვენს ენასა და ჭკუაზე. ეს დაიჭერს ჭკუის ახირებებს კონტროლს ქვეშ. როდესაც ლამპა აალებულია სიბნელე ვერ გაავრცელებს თავის ბოლს თქვენს ირგვლივ. როდესაც სიტყვა ბრაჰმანი (უზენაესი უნივერსალური სინამდვილე), ომ, ითქმება ბოლო ამოსუნთქვასთან ერთად ადამიანის სიკვდილისას, ის აღწევს ღმრთაებრივს. ბოლოს ომის წარმოსათქმელად, ისევე როგორც ყვავილი ყვავდება სიცოცხლის ლიანაზე, თქვენ უნდა იბინადროთ ომზე თქვენი მიმდინარე სიცოცხლის ყველა წლების განმავლობაში. გიტა მხარს უჭერს მედიტირების უწყვეტ პროცესს წმინდა პატარა ფორმულით: მამ ანუსტარა იუდჰია ჩა! `დამიჭირე მე შენს მეხსიერებაში და იბრძოლე!~ რეპლიკა შენთვის აქ არის, სიცოცხლის ბრძოლაში ჩაბმამდე ღმერთი ყოველ დროს გყავდეს შენს შეგნებაში როგორც მეეტლე. ეს არ არის უბრალოდ მიმართვა არჯუნასთვის, ეს არის მიწერილობა მთელი კაცობრიობისთვის.
ღმრთიური საუბარი, 9 ივნისი, 1970.
10.12.2014
ღმერთი იღებს მრავალრიცხოვან ფორმას და წარმოადგენს ბევრ საქმიანობას. სახელი ბჰაგავატა მიცემულია მათი განცდის აღწერისთვის, ვინც შეიცნო, ის, იმ ფორმებში და მათი ვინც კურთხეული არიან მისი წყალობით და არჩეული არიან როგორც მისი ინსტრუმენტები. დიდი ეპიკური პოემა წოდებული ბჰაგავატად არის წამალი რომელიც კურნავს ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ ავადმყოფობებს. ბჰაგავატათი ჩვენ ასევე ვგულისხმობთ მათ ვინც მიბმულია ღმერთთან, ისინი ვინც ეძებენ ღმერთის კომპანიონობას. ყოფნა ასეთ ბჰაგავატებს შორის ზრდის ადამიანის საკუთარ ერთგულებას. თუ თქვენ არ გაქვთ გემოვნება ღმერთი-მეურვის ფიქრისთვის, თქვენ ვერ მიიღებთ სიხარულს მისგან. ამ გემოს შესაქმნელად ბჰაგავატა გადმოსცემს მოთხრობებს სერიოზულ გამოკვლევებზე რომლებიც უკავშირდება ხორცშესხმებს. შემდეგ ადამიანი ინვითარებს წყურვილს ღმერთის გულისფანცქალის გამოწვევის განსაცდელად ცნობიერების ყველა დონის მეშვეობით. მარტო ის, ვისაც აქვს ეს ინტენსიური წყურვილი, შეიძლება იყოს ნამდვილი ბჰაგავატა.
ბჰაგავატა ვაჰინი, თავი 1, ‘ბჰაგავატა’.
11.12.2014
`მაან ანუსმარა – იარე მუდამ ჩემი ხსენებით~, თქვა უფალმა კრიშნამ! თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში არ გამოარჩიოთ ერთი მოქმედება როგორც ბჰაჯანი, მეორე როგორც ბჰოჯანი (ჭამა) და მესმე როგორც პუჯანი (ღმერთისადმი თაყვანისცემა) – ყველა მოქმედება არის ღმერთისადმი მისართმევი. საკვები რომელსაც თქვენ იღებთ არის მისი მოცემული და მოინელება მის მიერ, იმგვარად რომ ის იძლევა ძალას მისი სამუშაოს შესასრულებლად. ყოველი წუთი არის საყურადღებო რადგან ის იძლევა მას, ის იყენებს მას, ის ავსებს მას, ის აკეთებს მას და ის ასრულებს მას. როდესაც ის ავსებს მთლიანად თქვენს ყოველ სუნთქვას, თქვენ შეძლებთ მასში შერწყმის უზენაესი ამოცანის მიღწევას. თქვენ გაქვთ ეს ძლევამოსილება თქვენში; ღმრთიურების შეძენა შეუძლებელია სისუსტით. ხსოვნა შეიძლება გახდეს მუდმივად დაარსებული მხოლოდ მაშინ როდესაც თქვენ ხართ თავისუფალი ბოროტებისა და შურის ბორკილებიდან. იყავით ან-ასუია – სიამაყის და შურის, ღვარძლის და სიძულვილის, ეგოურობისა და პატივმოყვარეობის კვალის გარეშე. უფალი მუდმივად ცხოვრობს ბეჯითად სუფთად შენახულ გულში.
– ღმრთიური საუბარი, 9 ივნისი, 1970.
12.12.2014
დარდი მოქმედებს თქვენზე, რადგან თქვენ გრძნობთ რომ თქვენ დაიმსახურეთ სიხარული და ვერ შეიძინეთ იგი; მაგრამ არსებობს ერთი მიუკერძოებელი გამნაწილებელი სიხარულის და დარდის, ვინც გაძლევთ თქვენ იმას რაც თქვენ გჭირდებათ, უპირატესად იმაზე რაც თქვენ გსურთ. თქვენ შეიძლება გჭირდებათ ტრაგედიის ტონიკი თქვენს მისამართად გზაზე გამოჯანმრთელებისკენ. ერთადერთმა თანამგრძნობმა, მარადიულმა ყოვლისმცოდნე ღმერთმა, მან იცის უკეთესად. მიემშვიდობეთ ტრაგედიას და ბრძოლით გაიარეთ თქვენი გზა, აღჭურვილმა ღმრთიურის ხსოვნით. როგორც ყველა მდინარე მიიჩქარის ზღვისკენ, დაე თქვენმა ყველა წარმოდგენამ იაროს თავისი გზით ღმერთისკენ. პიესა არის მისი; როლები არის მისი ნაჩუქარი; როლის სიტყვები არის მისი დაწერილი; ის წყვეტს ჩაცმულობას და დეკორაციებს, ჟესტებს და ტონებს, შესვლას და გამოსვლას. თქვენ უნდა ითამაშოთ კარგად თქვენი როლი და როდესაც ფარდა დაეშვება უნდა მიიღოთ მისი მოწონება. თქვენი ეფექტურობით და ენთუზიაზმით დაიმსახურეთ უფლება ითამაშოთ უფრო და უფრო მაღალი როლები – ეს არის სიცოცხლის აზრი და მიზანი.
– ღმრთიური საუბარი, 9 ივნისი, 1970.
როდესაც ტანჯვები მოდის ტალღებად, ერთი მეორის მომდევნოდ, არ იყოთ როგორც მხდალი, დანაშაულის მტყორცნელი რაიმე გარეთა ძალაზე და არ განივითაროთ სიძულვილი უფლის მიმართ. გიხაროდეთ ნაპირი ახლოს არის და გადაიტანეთ ეს ტანჯვები მამაცად. – ბაბა
13.12.2014
ადამიანებს დავიწყებული აქვთ თავიანთი ნამდვილი ბუნება და მიიჩნევენ რომ ისინი არიან სხეულები, გრძნობები, და ა.შ. როდესაც ეს (ინსტრუმენტები) მოწყურებული არის საგნობრივ სიამოვნებაზე, ადამიანები უმეცრად არწმუნებენ თავის თავს რომ ეს სიამოვნება სურთ მათ! ამ მცდარი ცნების ქვეშ ისინი ცდილობენ ძლიერი სურვილების შესრულებას. მათ შეცდომაში შეყავთ თავისი თავი რომ მათ შეუძლიათ უზრუნველყონ ნეტარება (ანანდა) სხეულისა და გრძნობების დაკმაყოფილებით. რაც უნდა იყოს ისინი ჯილდოვდებიან გულგატეხილობით, მარცხით და კატასტროფით, და იმკიან სიამოვნებას და ტკივილს. თუმცა საგნობრივი სამყარო ჩანს რეალურად, ადამიანებმა უნდა ვიცოდეთ რომ ეს არის ჩვენი შეცდომა. როგორც შედეგი, ადამიანმა უარი უნდა თქვას სიამოვნების მიღების მწვავე დარდზე, საგნებიდან რომლებიც ჩნდება და მიიზიდავენ, ორივეგან აქაც და მომავალშიც. ცრუ ცოდნა (ა-ჯნანა) შეიძლება დაინგრეს მხოლოდ მაშინ როდესაც ადამიანმა იცის ატმას (ღმრთიური მე-ს) პრინციპი. როდესაც მცდარი ცოდნა ქრება, დარდი ნაწარმოები ადამიანის ჩახლართვით ცვალებადი მსოფლიოს (სამსარის) აწევებსა და დაშვებებში ასევე ისპობა.
– სუტრა ვაჰინი, `აფორიზმების ნაკადი ბრაჰმანის შესახებ~.
14.12.2014
არ მიებათ ძალიან სამყაროს და ძალიან არ ჩაიხლართოთ მის აბურდულ გორგლებში. დაიჭირეთ თქვენი ემოციები ყოველთვის ლაგამში. ტალღები აღელვებს მხოლოდ ზღვის ზედა ფენებს; ქვემოთ ის არის წყნარი. ზუსტად ასევე როდესაც თქვენ იძირებით თქვენს სიღრმეებში, თქვენ უნდა იყოთ თავისუფალი ტალღების მღელვარებისგან. იცოდეთ რომ საგნების დიდი ნაწილი არ არის ხანგრძლივი ფასეულობის და შეიძლება აქედან გამომდინარე გვერდზე გაიწიოს; მტკიცედ დაეუფლეთ ერთიან არსს მხოლოდ. გამოიყენეთ თქვენი გამჭრიახობა ხარახურის განსასხვავებლად განძიდან. პრანავა ჯაფა (გამეორება ომ სიტყვის და მისი მნიშვნელობის განჭვრეტა) დაგეხმარებათ შმაგი ტალღების დაწყნარებაში. გიტა ამტკიცებს რომ როდესაც სიტყვა ‘ომ’ (უზენაესი უნივერსალური სინამდვილე) წარმოითქმება მომაკვდავების მიერ მათ ბოლო ამოსუნთქვასთან ერთად, ისინი აღწევენ ღმრთიურებას. რომ იყოთ მისი წარმოთქმის შემძლე მაშინ, იბინადრეთ მის სიტკბოებასა და მნიშვნელობაზე მთელი თქვენი სიცოცხლის განმავლობაში, დღეიდან. მაშინ დასასრულის ომ რომელიც ამოვა თქვენი ბაგეებიდან იქნება შეთავაზება რომელიც შეერწყმება მასთან!
– ღმრთიური საუბარი, 9 ივნისი, 1970.
15.12.2014
თქვენ შიშობთ რომ ღმერთის შეცნობა არის ძალიან ძნელი, შეუძლებელიც კი. ეს არის ძალიან იოლი; მისი უბრალოება გაგრძნობინებთ თქვენ რომ უნდა არსებობდეს რაღაც დაფარული მახე. თქვენ არ აფასებთ უბრალო ნივთებს და ჩვევებს. მაგალითად, არ არსებობს რაიმე უფრო ადვილი როგორიც არის ჭეშმარიტების ლაპარაკი; მაგრამ რამდენი კიდებს ხელს ჭეშმარიტებას! თუ თქვენ სარისკოდ ცრუობთ, თქვენ უნდა გამოიგონოთ ახალი მოთხრობები მთელი ხაზის გასწვრივ და შეინახოთ მეხსიერებაში ყველა მოთხრობა და პიროვნება ვისთანაც თქვენ ხართ დაკავშირებული ამით. ყოველ მოწაფეს აქვს საათი თავის მაჯაზე. და თქვენ იხედებით საათზე სულ მცირე ასჯერ დღეში. კეთილი, ვისწავლოთ საათისგან დიდი გაკვეთილი. როდესაც თქვენ იხედებით საათზე გახსოვდეთ ხუთი ასო სიტყვა საათის (ჭAთჩH); თითოეული მოგცემთ კარგ გაკვეთილს ცხოვრებისთვის: ჭ გეუბნებათ თქვენ `ყურადღება მიაქციეთ თქვენს სიტყვებს~; A გაფრთხილებთ `ყურადღება მიაქციეთ თქვენს მოქმედებებს~; თ მიგანიშნებთ `ყურადღება მიაქციეთ თქვენს აზრებს~; ჩ გირჩევთ `ყურადღება მიაქციეთ თქვენს ხასიათს~; და H აცხადებს `ყურადღება მიაქციეთ თქვენს გულს~. როდესაც თქვენ რჩევას იღებთ თქვენი საათიდან აითვისეთ ეს გაკვეთილი რომელსაც საათი გაძლევთ. (ჭჰენ ყოუ წატცჰ ტჰე წატცჰ, რემემბერ ტჰე ფივე ლეტტერს ოფ ტჰე წორდ, ჭAთჩH; ეაცჰ ის გივინგ ყოუ ა ფინე ლესსონ ფორ ლიფე: ჭ ტელლს ყოუ ‘ჭატცჰ ყოურ ჭორდს’; A წარნს ყოუ ‘ჭატცჰ ყოურ Aცტიონ’; თ ინდიცატეს ‘ჭატცჰ ყოურ თჰოუგჰტს’; ჩ ადვისეს ‘ჭატცჰ ყოურ ჩჰარაცტერ’; ანდ H დეცლარეს ‘ჭატცჰ ყოურ Hეარტ.’ ჭჰენ ყოუ არე ცონსულტინგ ყოურ წატცჰ, იმბიბე ტჰის ლესსონ ტჰატ ტჰე წატცჰ ის იმპარტინგ.) თიმეს Nეწ ღომან
– ღმრთიური საუბარი, 13 მაისი, 1970.
15.12.2014
თქვენ შიშობთ რომ ღმერთის შეცნობა არის ძალიან ძნელი, შეუძლებელიც კი. ეს არის ძალიან იოლი; მისი უბრალოება გაგრძნობინებთ თქვენ რომ უნდა არსებობდეს რაღაც დაფარული მახე. თქვენ არ აფასებთ უბრალო ნივთებს და ჩვევებს. მაგალითად, არ არსებობს რაიმე უფრო ადვილი როგორიც არის ჭეშმარიტების ლაპარაკი; მაგრამ რამდენი კიდებს ხელს ჭეშმარიტებას! თუ თქვენ სარისკოდ ცრუობთ, თქვენ უნდა გამოიგონოთ ახალი მოთხრობები მთელი ხაზის გასწვრივ და შეინახოთ მეხსიერებაში ყველა მოთხრობა და პიროვნება ვისთანაც თქვენ ხართ დაკავშირებული ამით. ყოველ მოწაფეს აქვს საათი თავის მაჯაზე. და თქვენ იხედებით საათზე სულ მცირე ასჯერ დღეში. კეთილი, ვისწავლოთ საათისგან დიდი გაკვეთილი. როდესაც თქვენ იხედებით საათზე გახსოვდეთ ხუთი ასო სიტყვა საათის (<სპან სტყლე=”ფონტ-ფამილყ: თიმეს Nეწ ღომან; ცოლორ: ბლაცკ; ფონტ-სიზე: 12პტ;”>ჭAთჩH);<სპან სტყლე=”ფონტ-ფამილყ: LიტNუსხ; ცოლორ: ბლაცკ; ფონტ-სიზე: 12პტ;”> თითოეული მოგცემთ კარგ გაკვეთილს ცხოვრებისთვის: <სპან სტყლე=”ფონტ-ფამილყ: თიმეს Nეწ ღომან; ცოლორ: ბლაცკ; ფონტ-სიზე: 12პტ;”>ჭ<სპან სტყლე=”ფონტ-ფამილყ: LიტNუსხ; ცოლორ: ბლაცკ; ფონტ-სიზე: 12პტ;”> გეუბნებათ თქვენ `ყურადღება მიაქციეთ თქვენს სიტყვებს~;<სპან სტყლე=”ფონტ-ფამილყ: თიმეს Nეწ ღომან; ცოლორ: ბლაცკ; ფონტ-სიზე: 12პტ;”>A<სპან სტყლე=”ფონტ-ფამილყ: LიტNუსხ; ცოლორ: ბლაცკ; ფონტ-სიზე: 12პტ;”> გაფრთხილებთ `ყურადღება მიაქციეთ თქვენს მოქმედებებს~; <სპან სტყლე=”ფონტ-ფამილყ: თიმეს Nეწ ღომან; ცოლორ: ბლაცკ; ფონტ-სიზე: 12პტ;”>თ<სპან სტყლე=”ფონტ-ფამილყ: LიტNუსხ; ცოლორ: ბლაცკ; ფონტ-სიზე: 12პტ;”> მიგანიშნებთ `ყურადღება მიაქციეთ თქვენს აზრებს~; <სპან სტყლე=”ფონტ-ფამილყ: თიმეს Nეწ ღომან; ცოლორ: ბლაცკ; ფონტ-სიზე: 12პტ;”>ჩ<სპან სტყლე=”ფონტ-ფამილყ: LიტNუსხ; ცოლორ: ბლაცკ; ფონტ-სიზე: 12პტ;”> გირჩევთ `ყურადღება მიაქციოთ თქვენს ხასიათს~; და <სპან სტყლე=”ფონტ-ფამილყ: თიმეს Nეწ ღომან; ცოლორ: ბლაცკ; ფონტ-სიზე: 12პტ;”>H<სპან სტყლე=”ფონტ-ფამილყ: LიტNუსხ; ცოლორ: ბლაცკ; ფონტ-სიზე: 12პტ;”> აცხადებს `ყურადღება მიაქციეთ თქვენს გულს~. როდესაც თქვენ რჩევას იღებთ თქვენი საათიდან აითვისეთ ეს გაკვეთილი რომელსაც საათი გაძლევთ. <სპან სტყლე=”ფონტ-ფამილყ: თიმეს Nეწ ღომან; ცოლორ: ბლაცკ; ფონტ-სიზე: 12პტ;”>(ჭჰენ ყოუ წატცჰ ტჰე წატცჰ, რემემბერ ტჰე ფივე ლეტტერს ოფ ტჰე წორდ, ჭAთჩH; ეაცჰ ის გივინგ ყოუ ა ფინე ლესსონ ფორ ლიფე: ჭ ტელლს ყოუ ‘ჭატცჰ ყოურ ჭორდს’; A წარნს ყოუ ‘ჭატცჰ ყოურ Aცტიონ’; თ ინდიცატეს ‘ჭატცჰ ყოურ თჰოუგჰტს’; ჩ ადვისეს ‘ჭატცჰ ყოურ ჩჰარაცტერ’; ანდ H დეცლარეს ‘ჭატცჰ ყოურ Hეარტ.’ ჭჰენ ყოუ არე ცონსულტინგ ყოურ წატცჰ, იმბიბე ტჰის ლესსონ ტჰატ ტჰე წატცჰ ის იმპარტინგ.) <სპან სტყლე=”ფონტ-ფამილყ: LიტNუსხ; ცოლორ: ბლაცკ; ფონტ-სიზე: 12პტ;”>
– ღმრთიური საუბარი, 13 მაისი, 1970.
16.12.2014
ომ არის არსი და დედააზრი ღმრთიურების შესახებ ყველა სწავლების წერილებში; `ომ იტი ეკააკშარამ ბრაჰმა~, აცხადებს ვედები, აზრი, ერთი მარცვალი ომ, არის ბრაჰმანი, ღმრთიურება! ომ არის შედგენილი სამი ბგერისგან ა (აა), უ (უუ) და მ (მმ). ის უნდა გაიზარდოს კრეშენდოში ისე ნელა როგორც შესაძლებელია, და ისე თანდათანობით დაეშვას დაბლა, ვიდრე არ დარჩება სიჩუმის ექო არეკლილი თქვენი გულის ღრმულში. არ აიღოთ ეს ორ ეტაპად, მტკიცებით რომ თქვენი სუნთქვა ვერ გაძლებს ასე დიდხანს. გამოიჩინეთ შეუპოვრობა მანადე თქვენ ხართ შემძლე გამოიწვიოთ აღმავალი გავრცობა და დაღმავალი მრუდი და ჩუმი გაგრძელება. ეს ბგერები წარმოადგენს მღვიძარებას, სიზმრების ხილვას და ძილს და მეოთხეს ამ სამი სტადიის მიღმა. ეს წარმოადგენს ასევე თქვენი ინდივიდუალობის ყვავილს რომელიც მწიფდება ნაყოფად და გავსებთ თქვენ ტკბილი წვენით თქვენი შინაგანი არსიდან, და ამის შემდეგ საბოლოოდ გათავისუფლებთ.
– ღმრთიური საუბარი, 9 ივნისი, 1970.
17.12.2014
თქვენ უნდა იცოდეთ რომ დასასრული არ აქვს ღმერთის ინკარნირებას რომელშიც ღმერთი ნებივრობს. ის ძირს ჩამოვიდა უთვალავჯერ. ზოგჯერ ის მოდის მისი დიდების ნაწილით, ზოგჯერ ბრწყინვალების სრული აღჭურვილობით, ზოგჯერ განსაკუთრებული ამოცანით, ზოგჯერ გარდასაქმნელად დროის მთელი ერის ან სივრცის მთლიანი კონტინენტის. ღმერთი არის როგორც ელექტრული დენი რომელიც მიედინება სხვადასხვა გამოგონების გავლით და გამოხატავს თავის თავს ბევრ სხვადასხვა საქმიანობაში. ბრძენი ხედავს ერთ უცვლელ დენს; უმეცარი შეიგრძნობს რომ ეს ყველა არის განსხვავებული. წმინდა ბჰაგავატა საგულდაგულოდ შეიმუშავებს თავის მოთხრობას რომ გარდაქმნას კაცობრიობა. ბჰაგავატას შინაარსის საფუძველი არის დრამა დადგენილი ავატარის და ერთგულების მიერ ვინც არიან ხატად მის მიმართ. მისი მოსმენა ხელს უწყობს ღმერთის შეცნობას. ბევრ ბრძენს აქვს გამოხატული მისი ქმედითობა და განდიდებული აქვს ბჰაგავატა, რითაც ისინი დაეხმარნენ მის შემონახვას შთამომავლობისთვის.
– ბჰაგავატა ვაჰინი, თავი 1, ‘ბჰაგავატა’
18.12.2014
ბიბლიური ტექსტების კვინტესენცია არის ეს: გააცნობიერეთ რომ ღმრთიურის ან ბრაჰმანის შეცნობის მოპოვებას ვერ შეძლებთ ვერც ქონების დაგროვებით და ვერც სიმდიდრის გაცემით. ეს ვერ მიიღწევა ტექსტების კითხვითაც, ძალაუფლების გაზრდით, ხარისხების და დიპლომების შეძენით ან ბიბლიური მსხვერპლშეწირვებისა და რიტუალების შესრულებით. სხეული არის ჭიანჭველების ბუდე ჭკუით შიდა მხარეს როგორც ღრმა ფოსო. ჭკუას დაფარული აქვს გველი სახელწოდებით უმეცრება ან უვიცობა (ა-ჯნანა). გველის მოკვლა შეუძლებელია კმაყოფილებაზე ორიენტირებულ სამუშაოზე (კამია კარმაზე) დახმარებისთვის მიმართვით. სულიერი სიბრძნე (ჯნანა) არის ერთადერთი იარაღი რასაც შეუძლია მისი მოკვლა. სულიერი სიბრძნის მისაღწევად, თქვენ უნდა გქონდეთ ‘მყარი რწმენა’. შრადდჰავან ლაბჰატე ჯნანამ, ამბობს წერილები. რაც ნიშნავს, მარტო ის ადამიანი ვისაც აქვს მყარი და ურყევი რწმენა, შეძლებს უეჭველად სიბრძნის შოვნას.
– სუტრა ვაჰინი, `ბრაჰმანის შესახებ აფორიზმების ნაკადი~
19.12.2014
ჩვეულებრივ ადამიანები ყურადღებას აპყრობენ გრძნობით ობიექტებს, რადგან ისინი არიან ინსტინქტების მსხვერპლი. და ინსტინქტები მოდის სხეულთან ერთად და არა რაიმე მომზადებით. ბავშვი ეძებს რძეს დედისგან, არავითარი მომზადება არ არის საჭირო ამისთვის. მაშინ როდესაც ბავშვისთვის სასიარულოდ და სალაპარაკოდ გარკვეული სწავლა არის საჭირო, რადგან ეს მოქმედებები არის არა ავტომატური, არამედ სოციალურად ნაბიძგები, მაგალითით და სხვების მიბაძვით. სწავლება არის აუცილებელი თუნდაც სწორი მიდევნებისთვის გრძნობით სიამოვნებებზე, იმიტომ რომ ასეთი სიამოვნებების ველური და მოუმზადებელი ძებნა ხელს უწყობს რისხვას, სიძულვილს, შურს, ბოროტებას და პატივმოყვარეობას. გრძნობების გასაწვრთნელად მარგებელი მიმართულებით და მათ დასაჭერად კონტროლს ქვეშ, რასაკვირველია კარგი დისციპლინები, ისეთი როგორიც არის სახელის გამეორება, მედიტირება, მარხვულობა, თაყვანისცემა განთიადისას და დაბინდებისას და ა.შ. არის აუცილებელი. როდესაც ადამიანს თხოვენ ამგვარი სულიერი მოქმედების კეთებას, მას არ აქვს შინაგანი კარნახი საერთოდ. მაინც ადამიანმა უარი არ უნდა თქვას სასოწარკვეთილებაში. არავის არ აქვს გემო ასეთი პრაქტიკისთვის დასაწყისიდანვე, მაგრამ მუდმივი პრაქტიკა ქმნის პიკანტურობას.
– ბჰაგავატა ვაჰინი, თავი 1, ‘ბჰაგავატა’.
20.12.2014
ჩვილმა ბავშვმა არ იცის რძის გემო. მაგრამ მისი ყოველდღიური მიღებით ის ინვითარებს ღრმა მიბმულობას მის მიამრთ, ისეთს რომ როდესაც რძე უნდა მოცილდეს და ბრინჯი ჩაენაცვლოს, ის იწყებს პროტესტს. მაგრამ დედა იმედს არ კარგავს; ის იყოლიებს ბავშვს ყოველდღიურად მიიღოს მოხარშული ბრინჯი პატარა რაოდენობით, და ნელა, ბავშვი იწყებს ბრინჯის მოწონებას და უარს ამბობს რძეზე. რძე თუმცა ერთხელ იყო მისი ბუნებრივი საკვები, შეცვლილია ბრინჯით პრაქტიკის მეშვეობით იმდენად რომ თუ ბრინჯი არ არის ხელმისაწვდომი დღის განმავლობაში ბავშვი გრძნობს თავს საცოდავად. ზუსტად ასევე თუმცა გრძნობითი სიამოვნებები არის ‘ბუნებრივი’ დასაწყისში, პრაქტიკის და ბრძენთა მოსმენის მეშვეობით, ნელა ხდება ხელჩაკიდება მოსმენიდან და უფლის დიდების ჩამოთვლიდან მიღებულ სიხარულზე. დროთა განმავლობაში, მიწიერთა კომპანია, რომელიც ლაყბობს გრძნობების ან გრძნობითი საგნების შესახებ კარგავს მიზიდულობას; კომპანია რომელიც ხარობს უფლის სიყვარულში ხდება უტკბესი და შემდეგ იწყება ღმრთიურების გულწრფელად განცდა.
– ბჰაგავატა ვაჰინი, თავი 1, ‘ბჰაგავატა’.
21.12.14
აღტაცება უფლის შექებით არის განმასხვავებელი ნიშანი ნამდვილი კეთილის. თავი აარიდეთ ადამიანების კომპანიას რომლებიც მხიარულობენ გრძნობიერ საუბრებში. არჩიეთ თქვენი დროის გატარება ღმრთიურ კომპანიაში და დაკავდით უფლის საქმეებით. მხოლოდ ისინი ვინც მოქმედებენ ზემოაღნიშნულის თანახმად არიან ნამდვილად ღმერთის (ბჰაგავატები). წმინდა დარბაზებში, სალოცავებში, ტაძრებში, ან წმინდანთა განდეგილობის ადგილებში იკითხეთ მოთხრობები და დატკბით ისტორიებით კრიშნას (უფლის) დიდების შესახებ, ან იყავით სათნოთა და კეთილთა კომპანიაში – ეს არის წყარო დიდი შთაგონების და სიხარულის. თქვენ შეგიძლიათ დაუახლოვდეთ ღვთისმოსავ ადამიანებს, ემსახუროთ მათ, და უსმინოთ მათ თხრობას ღმერთის დიდების შესახებ. ასეთი სასარგებლო ლიტერატურის გემოს გასინჯვა არის დაგროვილი დამსახურების და ძალისხმევის შედეგი. მოსმენა საკმარისი იქნება დასაწყისში; მოგვიანებით, ისტორიები აღძრავს ინტერესს ღმერთის ბუნებისა და მახასიათებლების მიმართ, და მაძიებელი დაიწყებს ძებნას და იპოვის თავის გაცნობიერების გზას.
– ბჰაგავატა ვაჰინი, თავი 1, ‘ბჰაგავატა’.
22.12.2014
არ არსებობს იძულებითი წესი რომ ინკარნირებები უნდა მოხდეს მხოლოდ დედამიწაზე და ადამიანის ფორმაში. ნებისმიერი ადგილი და ნებისმიერი ფორმა შეიძლება იყოს არჩეული სრულიად თავისუფლად. რომელი ადგილი და ფორმაც ხელს უწყობს ერთგულის წყურვილის მიზნის შესრულებას, ის ადგილი და ფორმა შეირჩევა ღმერთის ნებით. ღმერთი არის დროისა და სივრცის საზღვრების ზემოთ და მიღმა. ის არის ყველა დახასიათების და ხარისხების მიღმა, და ვერანაირი ასეთის ჩამონათვალით ვერ შეძლებთ მის მთლიან აღწერას. მისთვის ყველა არსება არის თანასწორი. განსხვავება ადამიანს, მხეცს, ფრინველს, ჭიას, მწერს, და თუნდაც ღმრთაებას შორის არის მხოლოდ განსხვავება ‘ჭურჭლის’ (უპადჰის). მარტო ერთი ღმერთი ამოქმედებს ყველა ჭურჭელს და იწვევს შედეგების გამრავალფეროვნებას. ღმერთი აფასებს ერთობის, როგორც მოქმედებების ძირითადი მოტივის შეგნებას. ის არ აფასებს თვითარსებულ ერთ მოქმედებას მრავალფეროვნების გარეშე; მოქმედება უნდა იყოს ხელსაყრელი სხვადასხვა საჭიროებისთვის.
– ბჰაგავატა ვაჰინი, თავი 1, ‘ბჰაგავატა’.
23.12.2014
ადამიანებს სწამთ რომ ღმრთიური ინკარნირება ხდება მხოლოდ ბოროტთა დასასჯელად და უბიწოთა დასაცავად. მაგრამ ეს წარმოადგენს ამ ამოცანის მხოლოდ ერთ ასპექტს. ჩუქება მშვიდობის და სიხარულის, კმაყოფილების გრძნობის მაძიებლებისთვის რომლებსაც აქვთ დიდი ხნის მცდელობა – ესეც აგრეთვე არის მისი ამოცანა. ავატარი ან ინკარნირებული ფორმა, არის მხოლოდ მაძიებლის წყურვილის კონკრეტიზირება. ეს არის მაძიებელი მორწმუნე ერთგულების გამკვრივებული სიტკბოს ფორმა. უფორმო იღებს ფორმას ამ პრეტენდენტებისა და მაძიებლების გულისთვის. ისინი არიან პირველი მიზეზი. ძროხა გამოყოფს რძეს ხბოს გამოსაკვებად. ეს არის მთავარი ბენეფიციარი. მაგრამ როგორც ჩვენ ვხედავთ, სხვებიც ასევე სარგებლობას ნახულობენ ამ რძიდან. ზუსტად ასევე, თუმცა ერთგულები არიან პირველი მიზეზი და მათი სიხარული და გამოკვება არის ინკარნირების პირველი მიზანი, წარმოიშობა აგრეთვე სხვა შემთხვევითი ქველმოქმედებები, ისეთი როგორიც არის დჰარმას ხელშეწყობა, ცუდის დათრგუნვა და ბოროტთა რეფორმირება, გამოსწორება ან მოსპობა.
– ბჰაგავატა ვაჰინი, თავი 1, ‘ბჰაგავატა’.
24.12.2014
იესომ მსხვერპლად შესწირა მისი სიცოცხლე და გაიღო მისი სისხლი სიყვარულის და თანაგრძნობის წვეთ-წვეთად გადასასხმელად ადამაინის გულში, ამიტომ თქვენ ხართ ბედნიერი როდესაც სხვები არიან ბედნიერი და მწუხარე როდესაც სხვები არიან მწუხარე. ნება მომეცით მე მოგმართოთ თქვენ დღეს რომ უარი თქვათ, ამ წმინდა შემთხვევის პატივისცემაში, ორ ბოროტებაზე თქვენი ჭკუიდან: საკუთარი თავის ქებასა და სკანდალის ლაპარაკზე! უარი თქვათ მათზე! სანაცვლოდ შეითვისოთ ერთი ჩვევა: ჩვევა ტანჯულთათვის მოსიყვარულე მსახურების. თუ თქვენ ხარჯავთ მთელ თქვენ დროს და ენერგიას ყოფით კომფორტსა და გრძნობით სიამოვნებებში, თქვენ არცხვენთ ამ ადამიანურ არსებობას. არ დახარჯოთ თქვენი სიცოცხლე უბრალოდ ჭამაში ტკბობით; ჭამეთ იმდენი რამდენიც აუცილებელია სიცოცხლისთვის. შეინახეთ თქვენი სხეული როგორც ტაძარი სადაც ღმერთი ბინადრობს. შეინახეთ ის სუფთად, წმინდად და სურნელოვნად თანაგრძნობისა და სიყვარულის განვითარებით; დაე წმინდა აზრები, სიტყვები და საქმეები გამოვლინდეს თქვენგან. არ დააკნინოთ ეს დაბალი დონის, ტრივიალური და ეშმაკისეული გამოყენებით. თქვენ სადაც არ უნდა იყოთ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება დღეს!
– ღმრთიური საუბარი, 25 დეკემბერი, 1976.
25.12.2014 ქრისტეშობა
ორი ათასი წლის უკან როდესაც ვიწრო სიამაყემ და სქელმა უმეცრებამ დააჭუჭყიანა კაცობრიობა, იესო მოვიდა როგორც სიყვარულის და თანაგრძნობის განხორციელება და ცხოვრობდა ადამიანებს შორის, ატარებდა სიცოცხლის უმაღლეს იდეალებს. თქვენ ყურადღება უნდა მიაქციოთ გაკვეთილებს რომელსაც ის საგულდაგულოდ შეიმუშავებდა მისი სიცოცხლის სხვადასხვა ეტაპზე. მისი პირველი განცხადება იყო, `მე ვარ ღმერთის შიკრიკი~. დიახ, ყველა ადამიანმა უნდა მიიღოს ეს როლი და უნდა იცხოვროს როგორც ღმრთიური სიყვარულის და გულმოწყალების ნიმუშმა. იესომ იცოდა ის რასაც ღმერთი ინებებს მთლიანად. ამიტომ მაშინაც კი როდესაც ის იყო ჯვარზე, თუმცა ის იტანჯებოდა აგონიით ის არ იქცეოდა არაკეთილმოსურნედ ვინმეს მიმართ და სინამდვილეში მოუწოდებდა მათ უფალთან ერთად რომ ყველას მოპყრობოდნენ როგორც უფლის ნების ინსტრუმენტებს. `ყველა არის ერთი; იყავით ერთნაირად ყველასთან~. აპრაქტიკეთ ეს დამოკიდებულება თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მთვარე შეიძლება დაინახო მხოლოდ მთვარის სინათლის მეშვეობით. სწორედ ასევე ღმერთი რომელიც არის სიყვარული შეიძლება იხილო და შეიცნო მხოლოდ სიყვარულის მეშვეობით. სიყვარული არის ღმერთი, იცხოვრეთ სიყვარულში. ეს არის გზავნილი რომელსაც მე გაძლევთ თქვენ.
– ღმრთიური საუბარი, 24 დეკემბერი, 1980.
26.12.2014
ღმრთიური სიყვარულის განხორციელებანო! გულწრფელად მისდიეთ თქვენს რწმენას და ტრადიციებს. თქვენ სადაც არ უნდა იყოთ არ დაუთმოთ ადგილი რელიგიურ ან რაიმე სახის განსხვავებას. როდესაც ჩვენ გამოვიკვლევთ უთანხმოებისა და კონფლიქტების ძირითად მიზეზებს, თქვენ აღმოაჩენთ რომ ნამდვილი მიზეზი არის ეგოური ჭკუები, მატარებელი რელიგიური სამოსის ან რაიმე სხვა მიზეზის, და გამომწვევი კონფლიქტების ადამიანებს შორის. თუ თქვენ გსურთ ნამდვილი მშვიდობის გარანტირება მსოფლიოში, თქვენ უნდა ჩაეჭიდოთ ზნეობას (ნიიტის) როგორც თქვენი საზოგადოების (ჯაატის) წინამძღვარს. უფრო მნიშვნელოვანია კარგი გრძნობების გაფრთხილება ვიდრე რელიგიური შეხედულებების. ურთიერთ პატივისცემა (მამატა), თანასწორობის განწყობა (სამატა) და მოთმინება (კშამატა) არის ძირითადი ხარისხები რომელიც აუცილებელია ადამიანის ყოველი არსებისთვის. მხოლოდ ადამიანი ამ სამი ხარისხით შეიძლება ჩაითვალოს როგორც ნამდვილი ადამიანი. აქედან გამომდინარე ყველა თქვენგანმა უნდა გამოზარდოს ეს სამი წმინდა ხარისხი ბეჯითად. ამ ხარისხების გამოყენებით, უარი თქვით ყველა სახის განსხვავებაზე. მაშინ სიყვარული განვითარდება თქვენში. როდესაც სიყვარული გაიზრდება თქვენ გექნებათ ღმერთის პირდაპირი ხედვა.
– ღმრთიური საუბარი, 25 დეკემბერი, 1990.
27.12.2014
ექსპოზიციების მოსმენა ორატორისგან რომელსაც აქვს ჰქონდა მღელვარება ნამდვილი განცდის არის კურთხევა. მთხრობელის სახე იფურჩქნება სიხარულით, მისი თვალები ღვრის აღფრთოვანების ცრემლებს უფლის დიდების გააზრებისასაც კი. მსმენელები ადვილად იგებენ რომ მათი შთაგონება და სიხარულის განცდა ცრემლებად იღვრება მათი თვალებიდან. როდესაც თოთო ბავშვი იღიმება, ჩვილის ირგვლივ მყოფი ყველა იღიმება უნისონში. ზუსტად ასევე მათი სიტყვები ვინც გაჯერებულია ღმერთისადმი ერთგულებით გააჯერებს მსმენელთა გულებსაც აგრეთვე. მოსმენის ამ პროცესის განმავლობაში ჭუჭყით სავსე გული გარდაიქმნება სუფთა და განათებულ გულად რომელიც ანათებს ნამდვილი სინათლით და სიყვარულით. გრძნობების მიდევნის არასასიამოვნო სუნისთვის, გამახვილება ღმერთის დიდების მოსმენაზე არის ძვირფასი სადეზინფექციო საშუალება, ამის გარდა ეს თავისთავად სავსეა ტკბილი სურნელებით. მოსმენა ეფექტურად გაასუფთავებს თქვენ გულს.
– ბჰაგავატა ვაჰინი, თავი 1, ‘ბჰაგავატა’.
28.12.2014
გაწმენდილი და სუფთა გული არის უფლისთვის სამლოცველო ყველაზე მეტად შესაფერისი საკურთხეველი ან ადგილი. ამ სურნელოვან ფანჩატურში უფალი თვით დაამკვიდრებს თავის თავს. როდესაც უფალი დამკვიდრდება, ზუსტად ამ მომენტში სხვა შემთხვევაც მოხდება აგრეთვე. ჯგუფი ექვსი ნაკლის რომელიც ავსებდა ამ ადგილს, დაუყოვნებლივ დატოვებს მას რაიმე დამშვიდობების ან ფანფარების გარეშე. როდესაც ეს ნაკლები დატოვებს ცუდი მიდრეკილებების და ვულგარული დამოკიდებულების ცოდვილ ამალას, რომელიც მათზე ცხოვრობდა, ეს ამალა გატეხავს ბანაკს და გაუჩინარდება ისე რომ არ დატოვებს თავის მისამართსაც კი. მაშინ ადამიანი გაბრწყინდება მისი თანდაყოლილი ჭეშმარიტების და სიყვარულის (სატიას და პრემას) დიდმშვენიერებით. ის ადამიანი ეცდება თვითრეალიზებას დაბრკოლების გარეშე და ბოლოს წარმატებას მიაღწევს შერწყმაში უნივერსალურსა და სამარადისოსთან. გათავისუფლებული უმეცრების ან მაიას ხლართებიდან, ჭკუა თანდათანობით გაქრება. დიდი ხნის დაფარული საიდუმლო იქნება გახსნილი.
– ბჰაგავატა ვაჰინი, თავი 1, ‘ბჰაგავატა’.
29.12.2014
თითოეული ადამიანი უნდა მოექცეს ყველაფერს რაც კი მას ხდება როგორც საჩუქარს ღმერთიდან. სიამოვნებას და ტკივილს უნდა მოეპყროთ როგორც ღმერთის საჩუქარს. აქ, ამ პროცესში არის ერთადერთი სიხარული. ყოველდღიურ ცხოვრებაში თქვენ გაქვთ მიდრეკილება რომ განიხილოთ დანაკარგი ან მწუხარება როგორც უბედურებები. მაგრამ არაფერი არ ხდება მსოფლიოში მიზეზის გარეშე. შიმშილი არის მიზეზი ჭამისთვის. წყურვილი არის მიზეზი დალევისთვის. სიძნელეები არის მიზეზი დარდისთვის. თუ თქვენ გსურთ ხანგრძლივი ბედნიერების თანაბარი სიხარული, თქვენ უნდა აღმოაჩინოთ ასეთი ბედნიერების წყარო. ეს წყარო არის სიყვარული (პრემა). ამ მსოფლიოში არ არსებობს არაფერი სიყვარულზე უფრო დიდი. ყველაფერს აქვს ფასი. ფასი გადასახდელი ხანგრძლივი ბედნიერებისთვის არის ღმრთიური სიყვარული. უპირველესი სიმდიდრე ადამიანისთვის არის სიყვარული. თითოეული ადამიანი უნდა ეცადოს ამ სიმდიდრის შეძენას. ამ სიმდიდრით ყველას შეუძლია იხაროს მტკიცე ნეტარებით.
– ღმრთიური საუბარი, 22 იანვარი, 1998.
30.12.2014
ადამანის ასრების ბუნება არის სიყვარული (პრემა). თქვენ ვერ შეძლებთ ცოცხლად დარჩენას თუნდაც ერთი წამით როდესაც ჩამოგერთმევათ სიყვარული. ეს არის სიცოცხლის ნამდვილი სუნთქვა. როდესაც ექვსი ნაკლი რომლითაც თქვენ მიბმული იყავით ასე დიდი ხნის განმავლობაში, გაქრება, მხოლოდ სიყვარული გახდება თქვენი გულის ბინადარი; მაგრამ სიყვარულმა უნდა იპოვოს ობიექტი რომელიც უყვარს ადამიანს. ეს არ შეიძლება იყოს მარტოდ. მიმართეთ თქვენი სიყვარულით სავსე გული მუქი ლურჯი ღმრთიური ბავშვისკენ, მომხიბლავი უფლისკენ, ვინც არის განხორციელება სიყვარულის, სისუფთავის, მსახურების, მსხვერპლშეწირვის და უანგარობის. მაშინ აღარ იარსებებს თვალსაწიერი რაიმე სხვა მიბმულობის გასაზრდელად. დაე ულისადმი ეს სიყვარული ნაბიჯ-ნაბიჯ გახდეს ღრმა, სუფთა და უფრო თვით უარმყოფი; იქამდე ვიდრე ბოლოს აღარ იარსებებს სხვა საჭიროება აზრებისთვის და ინდივიდი იქნება გაერთიანებული უნივერსალურთან. როდესაც ვასუდევა, უფალი, შედის ადამიანის გულში, იქ დემონებს უკვე აღარ აქვთ ადგილი. სინათლე და სიბნელე ვერ თანაიარსებებს; სინათლე შლის სიბნელის ყოველ დუიმს.
– ბჰაგავატა ვაჰინი, თავი 1, ‘ბჰაგავატა’.
31.12.2014
საქებარია თუ ადამიანი იქცევა როგორც ადამიანის არსება. საქებია თუ ისინი იქცევიან როგორც ღმერთი, რაც ისინი არიან სინამდვილეში! მაგრამ მოქცევა დემონის ან მხეცის მსგავსად არის საზიზღარი ნამდვილად! რადგან, ადამიანები დიდხანს იყვნენ დაბადებული მინერალად, მოკვდა მინერალი; შემდეგ მათ ხელი შეუწყეს თავის დაბადებას ხედ და ხედ სიკვდილს. შემდგომ მათ იშოვეს ხელშეწყობით ცხოველად დაბადება და საბოლოოდ ამაღლდნენ ადამიანის არსების მდგომარეობაში. ეს ამაღლება ერთი საფეხურიდან მეორეზე უნდა იყოს გაცნობიერებული მეცნიერებით და სულიერი განცდით. ახლა აფსუს, ისინი დაბადებული არიან როგორც ადამიანები და კვდებიან როგორც ადამიანები. ეს არის უდუდესი სირცხვილი თუ ახლა ისინი დასრიალდნენ ცხოველში ან საზარელ კაციჭამიაში. ქება არის მართებული მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ისინი მაღლდებიან ღმრთიურებამდე. ეს არის ნამდვილი შესრულება ადამიანის ბედის. ამიტომ გადაწყვიტეთ დღეს რომ გაწყვიტოთ კავშირი ნაკლებთან, განივითაროთ მიბმულობა სათნოებასთან და გარდაქმნათ თქვენი გული თქვენი საყვარელი უფლის საკურთხევლად.
– ბჰაგავატა ვაჰინი, თავი 1, ‘ბჰაგავატა’.
სატია საი ბაბა