ჰისლოპი

 

შრი სათჰია საი ბაბა
ღმრთიურობის ძებნაში

ჯონ ს. ჰისლოპი


ეროვნული ყრილობა,
ახალი ზელანდია,
22-25 ოქტომბერი 1993 წელი, (3)


ორი გზა
ომ საი რამ! გუშინ ჩვენ ვერ დავამთავრეთ საუბარი სიბრძნის გზის შესახებ. როგორც მე უკვე ვახსენე, სვამი ამბობს, რომ თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ აბსოლუტური სიხარულით და თვითრეალიზების, ღმერთის შეცნობის თავისუფლებით. მაგრამ ეს ასე უბრალო არ არის, ეს „ძვირფასი სიამოვნებაა”, და მისთვის უნდა გადაიხადოთ მაღალი ფასი. ასე რომ, თუ თქვენ გინდათ მისი შეძენა, მაშინ უნდა გადაიხადოთ ან ერთგულებით ან სიბრძნით.

კნუტები და მაიმუნის ბავშვები
სვამი ადარებს ამ ორ გზას კატის კნუტისა და მაიმუნის ბავშვის სიცოცხლეს. კნუტს არ სჭირდება ბევრი ფიქრი, რადგან ის დედას მიჰყავს თავისთან ერთად საითაც ის თვითონ არ უნდა მიემართებოდეს. მაგრამ მაიმუნებს ყველაფერი აქვთ სხვანაირად. ბავშვმა, პრაქტიკულად დაბადებიდან, თვითონ უნდა დაიცვას თავისი თავი. ის მთელი ძალით უნდა ჩაეჭიდოს დედის ზურგს, თუ არ უნდა სიცოცხლის დაკარგვა. ამ შემთხვევაში, უსაფრთხოებაში გაზრდის პასუხისმგებლობა, აწევს თვით ბავშვს. ერთგულების გზა ედრება პატარა კნუტის სიცოცხლეს, როცა ღმერთი, იყვანს მათ და საბოლოო წერტილთან მიჰყავს საიმედოდ და უსაფრთხოდ, იმ დროს როცა სიბრძნის გზით სვლისას ყველაფერი უნდა გააკეთო თვითონ.
სვამი ამბობს, რომ დასაწყისში ეს ორი გზა დაშორუბულია ერთმანეთისგან. მაგალითად თუ ჩვენ გვაქვს წრე და ვიწყებთ პერიმეტრიდან ცენტრისკენ მიმავალი ორი ხაზის ხატვას, დასაწყისში მანძილი მათ შორის დიდია, მაგრამ ცენტრთან მიახლოების შესაბამისად ისინი ხდებიან ერთმანეთთან სულ უფრო ახლოს მყოფი და ბოლოს და ბოლოს ერთდებიან ცენტრალურ წერტილში. რაც უფრო ახლოსაა ცენტრი, მით მეტია მათ შორის ურთიერთქმედება.
და სვამი ამბობს, რომ მისმა ერთგულებმა დიდი ხანია დატოვეს საწყისი წერტილი, პერიმეტრი. თქვენ უკვე დაამთავრეთ საშუალო და უფროსი სკოლა და მოეწყვეთ უმაღლესში, და დადგა დრო სერიოზულად მოეკიდოთ სულიერ პრაქტიკას. საჭიროა ჩაფიქრება სიბრძნის გზის შესახებაც, ეს ორი გზა ხომ მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან, და ეს კავშირი მით უფრო ძლიერია, რამდენადაც თქვენ ახლოსა ხართ ღმერთთან.
სიბრძნის გზის დასაწყისი ეს არის კითხვა: „ვინ ვარ მე?” არაფრად არ ვარგა პასუხი: „მე ვარ სხეული”, ის ხომ მალევე გადაიქცევა ლპობად გვამად. თქვენ რა გინდოდათ გეთქვათ: „მე ეს გვამი ვარ?” ალბათ არა.
თუ თქვენ ეს ჯერ კიდევ არ გააკეთეთ, სხეულს აუცილებლად უნდა შეხედოთ ობიექტურად. სვამი ამბობს, რომ ფარდობა „მე” და სხეული მოგვაგონებს სხეულისა და ჩრდილის ფარდობას. თითოეულს აქვს ჩრდილი, განუყოფლად დაკავშირებული სხეულთან, არავის შეუძლია მისი მოცილება. მაგრამ სინამდვილეში თქვენ და ჩრდილი ცხოვრობთ სრულიად განსხვავებული სიცოცხლეებით. მაგალითად თქვენ მიდიხართ სწორ გზაზე, ჩრდილი კი მოეთრევა მტვერში, ტალახში, ნაგავში, მას შეიძლება გადაუაროს მანქანამ, ან პირიქით, ის ხვდება ყვავილნარში. და ეს ყველაფერი როგორ მოქმედებს სხეულზე? რაც არ უნდა შეემთხვეს ჩრდილს, განა სხეული რამენაირად იტანჯება ამისგან? არა.
ასეთნაირადვე „მე”-ს არ ეხება გავლენა იმისა, რაც მოსდის სხეულს. მე და არტურს პრაშანტი ნილაიამში გვიკეთებდნენ ქირურგიულ ოპერაციებს, და ამ დროს ჩვენ მოგვიწია შეგვეცნო ჩვენი ფიზიკური გარსების გარდაუვალი ბედი. მაგრამ თუ არ იქნები ძალიან ფხიზლად, მაშინ უნებლიედ იწყებ თავის ასოცირებას სხეულთან.
როგორღა უნდა გათავისუფლდე ამ ყალბი გაიგივებისგან? სიბრძნის გზაზე მიზანი არის აბსოლუტური ჭეშმარიტების შეცნობა. სვამი ამბობს, რომ გათავისუფლების გზა მთლიანად დამოუკიდებელია სამყაროსგან, მისი მატერიალური ფასეულობებისგან, ან მასში მცხოვრები ადამიანებისგან, ყველაფერ ამასთან მას არა აქვს მცირედი კავშირიც კი. ის დამოუკიდებელია ღმერთისგანაც კი. როცა აღწევ თვითრეალიზებას თვით ღმერთიც კი ქრება. მართლაც და თუ არ არის ძე, იკარგება საჭიროება დედაში.

უმაღლესი სკოლის კურსი
თავის ერთგულებს სვამი ეუბნება, რომ ახლა ისინი უკვე სწავლობენ უმაღლეს სკოლაში. და ჩვენ მეტი დრო უნდა დაუთმოთ უფრო მაღალი დონის დისციპლინებს, რომლებიც გვასწავლის, უშუალოდ როგორ მივიდეთ ატმასთან. ამას შეიძლება მიაღწიო უარყოფის გზით. როგორც მე გუშინ ვახსენე, ადი შამკარამ, დიდმა ბრძენმა თქვა, რომ გადარჩენის სამეფო დაპყრობილი იქნება თვითშეცნობით და უარყოფით. და პირველი, რისგანაც ჩვენთვის საჭიროა გამოყოფა, ეს იმისგან, რაზეც ყველაზე უფრო მეტად ვართ მიბმულები, ესე იგი საკუთარი სხეულისგან. უბრალოდ ჩვენ გვჭირდება ეს კარგად გავიაზროთ და მივიღოთ სვამის დარწმუნება იმაში, რომ ჩვენ არ ვართ სხეული.
სვამი ამბობს, რომ ახლა ჩვენ ვართ სავსე უმეცრებით. ჩვენ ვართ მსხვერპლი ჩვენი პირველდაბადებითი ცოდვისა, ესე იგი დარწმუნებულობისა იმაში, რომ ჩვენ ვართ ღმერთისგან განცალკევებით არსებული ინდივიდები. სწორედ ამისგან გვაწვება ჩვენ ყველა შესაძლო ტანჯვები.

უარყოფა
ჩვენს ახლანდელ მდგომარეობაში უნდა დავიწყოთ უარყოფის პრაქტიკიდან. რა არის უარყოფა? უპირველესად თქვენ უმზერთ როგორ მიდის სხეული, და ამბობთ: „აი მიდის სხეული. ეს რა მე ვარ?” შემდეგ თქვენ დასვით სხეული, და რამდენიმე ხნის გასვლის შემდეგ აწვენთ მას დასაძინებლად. შემდეგ დილას აყენებთ მას საწოლიდან. თქვენ დაკვირვებული ხართ და თავს ეკითხებით: „მაშ რა ხდება, განა მე რამდენადმე შევიცვალე? ვიგრძენი კი მე რაიმე ახალი? მე მივდიოდი – და მე ვარ, მე დავჯექი – და მე ვარ, მე დავწექი – და მე ვარ, მე ავდექი – და მე ვარ.”
ყველა ეს რამეები შეემთხვა სხეულს, მაგრამ თქვენი „მე” არანაირად არ შეიცვალა. ასე რომ საჭიროა დააკვირდე თავს და ისწავლო იმის დანახვა სინამდვილეში რა ხდება დღიდან დღემდე, დღიდან დღემდე.
უარყოფის პროცესი ინდურ ტერმინოლოგიაში იწოდება „ნეტი, ნეტი, ნეტი”, რაც თარგმანში ნიშნავს: „არა ის, არა ის, არა ის”. თუ თქვენ იქნებით დაკვირვებული მაშინ გაიგებთ, რომ თქვენ უბრალოდ ვერ იქნებით სხეული, იმიტომ რომ ყვალაფერი, რაც მას ემართება, არ ახდენს არავითარ გავლენას თქვენს „მე”-ზე.
მანამდეც და იმ დროსაც, როცა საშინელმა ავადმყოფობამ გატეხა არტურის სხეული და პრაქტიკულად მოსპო ის, მას ჰქონდა ეს შეგრძნება: „მე ვარ”. ახლა კი ის აქ არის, მღერის, ცეკვავს და კვლავ გრძნობს: „მე ვარ”. მაშ როგორ, არტურ, ეს შეგრძნება თუნდაც რამდენადმე შეიცვალა იმასთან შედარებით, რაც იყო შენს ავადმყოფობამდე? – არა. ავადმყოფობამდე, მის დროს და მის შემდეგ არსებობს ერთი უცვლელი „მე”, ასე რომ „მე”-მ, „მე ვარ” გრძნობამ არანაირად არ განიცადა უმძიმესი დაავადების გავლენა.
და ახლა არტურისთვის ადვილია „მე ვარ სხეული”-ს იდეის გადაგდება, იმიტომ რომ ის დარწმუნდა იმაში, რომ მისი „მე” არსებობდა როგორც დაავადებამდე, ასევე მის დროს და არსებობს ახლაც. ეს პირველი ნაბიჯია უარყოფის პროცესში _ დააკვირდე შენს სიცოცხლეს, – რათა გაიგო, მასში როგორ რეალიზდება ეს პრინციპი.

ვინ აკვირდება?
შემდეგი ნაბიჯი:„ვინ აკვირდება?” „მე” აგრძელებს არსებობას, მაგრამ ვინ იცის, რომ „მე” არსებობს? ამ „მე ვარ” გრძნობას ხომ უნდა ჰყავდეს მოწმე. ამ საფეხურზე იგებ, რომ ხარ არა „მე ვარ”, არამედ მოწმე იმისა, რომ „მე ვარ”.
შემდეგ მოდის „ნეტი, ნეტი, ნეტი” – „არა ის, არა ის, არა ის”. ამ ეტაპზე გვერდზე რჩება ეს „მე ვარ” შეგრძნებაც კი. სინამდვილეში დიდი ბრძენები ამბობენ, რომ არ არის მოწმეც, არის მხოლოდ დაკვირვების პროცესი.
ეს შეედრება სინათლეს ოთახში. ამ სიცოცხლეში ყველაფერი „ხდება”. მე გხედავთ თქვენ, თქვენ მხედავთ მე, თქვენ ხედავთ არტურს და უსმენთ მას. მაგრამ ის, რასაც არტური ლაპარაკობს, ახდენს თუნდაც მცირედ გავლენას სინათლეზე ამ ოთახში? და როცა ჩვენ შევისვენებთ და წავალთ ჩაის დასალევად, განა სინათლე ამისგან შეიცვლება? თქვენ სადაც არ უნდა წახვიდეთ, რაც არ უნდა აკეთოთ, განა სინათლე გახდება სხვანაირი? არა ეს იქნება ზუსტად ის განათება, რაც ადრე.
როგორც ძველად დიდი ბრძენები, ასევე საი მიგვითითებს, რომ ის „მე”, რომელიც აკვირდება ყველაფერს, ეს არის სინათლე. სინათლე, რომლის სხივებიც ანათებენ ჩვენი სიცოცხლის ყველა ობიექტებს.
რა თქმა უნდა ეს მხოლოდ სიტყვებია. შეიძლება ერთი წლის ან 10 წუთის შემდეგ თქვენ უკვე დაგავიწყდეთ ისინი.
მაგრამ ამის მიუხედავად, ერთად-ერთი ხერხი იყოთ სტუდენტი სვამის კოლეჯში არის ის, რომ დაიმახსოვროთ მისი მოძღვრება, იფიქროთ მის შესახებ და განახორციელოთ პრაქტიკაში. ამიტომ, როგორც მე გუშინ უკვე ვთქვი ყველა წმინდანი და ბრძენი ერთხმად ამტკიცებენ, რომ ერთგულთა გზაზე მთავარი წინააღმდეგობა ეს არის „იხილა, ისმინა და დაივიწყა”. ისინი ვერ ახერხებენ წარმატებით ჩაატარონ თვითანალიზის პროცესი, ჩაიძირნენ ძებნაში, პასუხის საპოვნელად კითხვაზე: „ვინ ვარ მე?”
უმეტესობა იმისა, რასაც წერს და ამბობს სვამი, გათვლილია ფართო პუბლიკაზე. რა თქმა უნდა მსმენელთა დონეებში არის დიდი განსხვავება. ამიტომ სვამის სჭირდება ილაპარაკოს ისე, რომ ყველამ შეძლოს მისი გაგება. მაგრამ თუ თქვენ ყურადღებით წაიკითხავთ დრო და დრო იპოვით წინადადებებს ან მთელ აბზაცებს, რომლების აზრიც განუზომლად ღრმაა და რომლებშიც მოთავსებულია სიცოცხლის და წუთისოფლის დაფარულობების გამოცნობები. და როცა თქვენ პოულობთ ასეთ ადგილებს იქონიეთ თქვენი ბლოკნოტი 4×6, ამოიწერეთ ისინი და დაუბრუნდით მათ კვლავ და კვლავ. მე გპირდებით თქვენ მიიღებთ ამისგან დიდ სარგებელს.

რა არის რეალური?
ჩვენ უმზერთ ჩვენს თავს და იბადება კითხვა: ჩვენში რა არის რეალური და რა წარმავალი? შემდეგ კი იბადება შემდეგი აზრი: როგორღა ვიყოთ გარემომცველ სამყაროსთან? მაინც რეალურია ის თუ არარეალური? თუმცა სვამი კი ამბობს, რომ სამყარო სიზმარია, ჩვენ არანაირად არ შეგვიძლია მისი იგნორირება.
თუ კი ამ სიზმარში ხვდები მანქანის ქვეშ, ღებულობ ძალიან სერიოზულ დასახიჩრებებს. არ ეწინააღმდეგება ეს ორი მტკიცება ერთმანეთს? სვამი ამას ასე ხსნის. ღამე ჩვენ გვძინავს და ვხედავთ სიზმარს. და ეს სიზმრები ჩვენთვის ისევე რეალურია, როგორც ეს ოთახი ახლა. ჩვენ აზრადაც არ მოგვდის, რომ სიზმრის სამყარო არარეალურია. ჩვენ სადღაც დავდივართ, ვხვდებით ადამიანებს, ვხედავთ შენობებს აშენებულს ათასობით წლის უკან, სალოცავად დავდივართ წმინდანების განსვენების ადგილებში. ვმუშაობთ ცათამბრჯენის ოფისში, დაოჯახებული ვართ, გვყავს შვილები. სიზმარი შეიძლება გრძელდებოდეს 5 ან 10 წუთი, მაგრამ ამ დროს ის თქვენთვის ისევე რეალურია, როგორც ახლა ჩვენი გარემოცველი სივრცე. ხდება ისეც, რომ ძილში თქვენ იცით, რომ გძინავთ.
მაშასადამე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ სიზმარში ეს არის სიზმრის ნაწილი. ჩვენ გადავწყვიტეთ გადავარჩინოთ კაცობრიობა. ჩვენ ვაპირებთ გავაკეთოთ სევა მდაბიოსთვის. ჩვენ ვაპირებთ წავიდეთ და დავეხმაროთ ერთ საწყალ ოჯახს სახლის შეღებვაში. ჩვენ ვაპირებთ წავიდეთ მონასტერში და მივუძღვნათ ჩვენი სიცოცხლე მედიტირებას.
ეს ყველაფერი სიზმრის ცალკეული ნაწილებია. ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს არის სხვადასხვა სურათების ხატვა ჩვენს წარმოდგენაში. ხომ ასეა? ყველაფერი, რაც ხდება ძილში, ყველაფერი, რასაც თქვენ ახდენთ თქვენი ძილის პერსონაჟად მყოფი, ეს მხოლოდ თქვენი ძილის ნაწილია. როგორღა შეიძლება გათავისუფლება სიცოცხლისგან, რომლითაც ჩვენ ვცხოვრობთ ძილში? უეჭველია, გზა მხოლოდ ერთია – გაღვიძება. ერთად-ერთი ფასეულობა, ერთად-ერთი რეალობა თქვენს ძილში არის გაღვიძება. განა ასე არ არის?
სწორედ ამის შესახებ გვეუბნება ჩვენ სვამი. ჩვენ ამას უკვე ნათლად ვაცნობიერებთ, და ახლა მე თქვენ არ გეუბნებით რაიმე ახალს, თქვენ უკვე მშვენივრად იცით ეს მოძღვრება ძილის შესახებ. მაგრამ სვამი ასევე გვეუბნება, რომ თუმცა ჩვენი სიცოცხლე ამ სამყაროში გრძელდება უფრო ხანგრძლივად, ვიდრე უბრალო სიძმარი, გაიფრენს 5 ან 10 წუთში, სიცოცხლე მისგან არაფრით არ განსხვავდება – ეს ზუსტად ისეთივე სიზმარია.
ღამის სიზმარი, – ეს ადამიანის სიზმარია, სიზმარი გამოვლინებით – ეს არის ჯივას სიზმარი. და რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ ჩვენ ამ ქვეყანაზე – ვსაქმიანობდეთ სევაში, საათობით ვიჯდეთ მედიტირებაში, ვიკრიბებოდეთ ერთად, როგორც ახლა, – ეს ყველაფერი მხოლოდ „სიზმარია გამოვლენით”. და ჩვენი მიზანია გავიღვიძოთ ძილისგან. სვამი ჩვენ მოგვიწოდებს, რომ ჩევნ გავიღვიძოთ და შევიცნოთ თავი, შევიცნოთ ჭეშმარიტებაც.

სამყარო – ეს არის მირაჟი
თქვენ შეიძლება იკითხოთ: რაღა არის ეს სამყარო? თუ მე წარმოსახვითი პერსონაჟი ვარ ამ გამოვლენილ გრძელ ძილში, მაშინ რაღაა ეს სამყარო, რომელშიც მე ვიმყოფები და რომელთანაც მუდმივად ვარ შეხებაში?
სვამის სიტყვებით, ეს სამყარო მსგავსია მირაჟისა. მირაჟის მსგავსად ის არ არის, ვიდრე დილით მზე არ ამოვა, მირაჟის მსგავსად ის იკარგება ღამის დადგომასთან ერთად.
მე შევეკითხე: „სვამი, შენ ამბობ ეს სამყარო ჰგავს სიზმარს. სიზმარი და მეტი არაფერი. მაგრამ ჩვენ გხედავთ მასში შენ, დაუღალავად მომუშავეს დღისით და ღამით. თუ ეს მთლიანად მხოლოდ სიზმარია, შენ რატომღა ხარ მასში, აკეთებ ასე ბევრ სხვადასხვა რამეებს?” სვამის პასუხი იყო მარტივი: „ჰისლოპ მე გეხმარებით თქვენ გაიღვიძოთ”. აი ერთად-ერთი მიზეზი. ის იმყოფება ჩვენს სიზმარში, რათა დაგვეხმაროს ჩვენ გავიღვიძოთ და შევიცნოთ ის, რაც გვევლინება ჩვენი ძილის საგნად, – ატმა, არეკლილი ჩვენი შემეცნების ეკრანზე იდეის: „მე ვარ სხეული, მე ვარ ეს, მე ვარ ის, მე რაღაც სხვა ვარ”, სახით”.

როგორ გავიღვიძოთ ძილისგან?
ჩვენ წარმოგვექმნება კითხვა: ჩვენ რაღა გავაკეთოთ? როგორ გავიღვიძოთ? ჩვენ ვამბობთ: სვამი მშვენიერია, რომ შენ გვიყვები ამ ძილზე და ამბობ, რომ შენ აქ ხარ იმისთვის, რომ დაგვეხმარო ჩვენ გავიღვიძოთ. მაგრამ სინამდვილეში ჩვენ როგორ უნდა გავიღვიძოთ? როგორიღაა ეს პროცესი?
ეს პროცესი ყოველგვარი ეჭვის გარეშე იწყება იქიდან, რომ ჩვენ ეჭვს ქვეშ ვაყენებთ ჩვენს დარწმუნებულობას იმაში, რომ ჩვენ ვართ სხეული. ერთხელ მექსიკაში მე რაღაც მიზეზის გამო დავკარგე გრძნობა და დავეცი. მოგვიანებით – ზუსტად არ ვიცი რამდენი ხნის შემდეგ, – მე შევამჩნიე, რომ ვდგევარ ჩემი სხეულის გვერდით და ზემოდან ქვემოთ დავყურებ მას, მწოლიარეს იატაკზე. მე თითქოს და უმზერდი კედელს, – სხეული იყო უსულო, უსიცოცხლო. შემდეგ მე დავბრუნდი სხეულში, და ის ისევ გახდა შეგრძნების მქონე. ასე, რომ მე თვითონ ჩემი საკუთარი განცდით, და არა მხოლოდ ლოგიკური განსჯების და საის მოძღვრების საფუძველზე ვიცი, რომ მე არ ვარ სხეული.
ასეთია საის ნებისმიერი ერთგულის მიზანი: უშუალოდ შეიცნოს რაშია არსი ნივთებისა.

თავისუფალი ნება
მართალია ჩვენ ვსწავლობთ საის, თუმცა ბოლო ჯამში საიც შეწყვეტს არსებობას. „არის კი საჭიროება დედაში, – ამბობს ის, – თუ არ არის არც ქალიშვილი, არც ვაჟიშვილი?” მაგრამ ამის და მიუხედავად, ჩვენ იძულებული ვართ გავაგრძელოთ სიზმრის ხილვა. ჩვენ უბრალოდ არა გვაქვს არჩევანი.
ჩვენ გვაქვს იდეა, რომ ჩვენ ვფლობთ ნების თავისუფლებას. მაგრამ, როცა ჩვენ ჩავიძინებთ ღამე, სად არის ის, ეს თავისუფლება? აქვს კი არსებობის უფლება მტკიცებას, რომ ჩვენ ძილშიც თავისუფლები ვართ ავირჩიოთ? არა. ძილს მივყავართ თავის კვალზე. სვამი ამბობს, რომ ძილში შეიძლება აისახოს მოვლენები წარსულიდან და წარსული ცხოვრებიდანაც კი, მაგრამ თავისუფალი ნება იქ არ არის. ამის მსგავსად, ჩვენი სიცოცხლის ამ გრძელ ძილში, თავის ნებაზე ასე რატომ ზრუნავენ? მიზანშეწონილი კი არის მასზე ლაპარაკი? არის კი ამაში თუნდაც რაიმე აზრი? მნიშვნელობა არა აქვს თქვენ თავისუფალი ხართ გადაწყვიტოთ რაიმე თვითონ თუ არა, ერთად-ერთი, რასაც ნამდვილად აქვს ფასი, – ეს ძილისგან გაღვიძება და იმის შეცნობაა, ვინ ხართ თქვენ სინამდვილეში.

დაიჯერეთ საის მოძღვრება
როგორღა გადავლახოთ შიშველი სკეპცისი და ვიპოვოთ სწორი მიდგომა ამ პრობლემისადმი? თქვენ ისმენთ, რასაც მე გეუბნებით და ფიქრობთ:  „ეს ხმოვანდება ასე უცნაურად… მე რატომ უნდა მივაქციო ყურადღება ამ უაზრო სიტყვებს? ჩემი ოჯახი, ჩემი მშობლები, ჩემი ბიზნესი, ყველა ჩემი უპირატესობა და ნაკლოვანებები – ის ამბობს, რომ ყველაფერი ეს სიზმარია…”
სვამი ამტკიცებს, რომ ამ მიწერლილობებს უნდა მიუდგე „მცირე რწმენის” პოზიციებიდან, ესე იგი გქონდეს თუნდაც მცირე რწმენა იმაში, რასაც ის ამბობს. თუ თქვენ დაიწყებთ მისი მოძღვრების ყურადღებით შესწავლას, მაშინ თქვენ იქ იპოვით ისეთივე სიტყვებს, რასაც ახლა მე თქვენ გეუბნებით.
სვამი გვიყვება ჩვენ, როგორ უნდა გავიღვიძოთ. მაგრამ დაწყება საჭიროა მცირე რწმენიდან მასში. ის ამბობს: „დამიჯერეთ მე თუნდაც იმდენად, რამდენადაც უჯერებთ ქუჩის კუთხეში შემხვედრ უცნობს, რომელსაც თქვენ ეკითხებით გზას. დაუჯერეთ სულ მცირედ იმას, რასაც მე თქვენ გეუბნებით და შემდეგ თქვენ თვითონ დარწმუნდებით ამაში”.
სამყარო მსგავსია მირაჟისა, და, როგორც თქვა შანკარამ, ის არ წარმოიქმნება აბსოლუტისგან და არსად ის არ მიდის. ეს ღმერთის ქმნილება, უბრალოდ სიზმარია, და მეტი არაფერი. ბოლოს და ბოლოს ჩვენ იძულებული ვართ შევხვდეთ ამ სიტუაციას პირისპირ და თავს ვკითხოთ: მართლაც სინამდვილეში სამყარო – ეს არის სიზმარი? და თუ დიახ, მაშინ მისგან როგორ უნდა გაიღვიძო? მე გულითადად იმედი მაქვს, რომ თითოეული თქვენგანი მოსინჯავს ამის გაკეთებას, გათავისუფლდება თავისი ტანჯვებისგან და მწუხრებისგან და იცნობს თავის ჭეშმარიტ ბედს, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ თქვენ განუყოფელი ხართ ღმერთისგან.

დასავლეთის ადამიანის
ხმელი გული

ახლა კი მოდი ვისაუბროთ ერთგულების გზაზე. სვამი ამბობს, რომ ორი გზიდან – სიბრძნისა და ერთგულებისა – ერთგულების გზა მსგავსია კატის კნუტის თავის დედისგან დამოკიდებულების.
ამ ორი გზიდან ჩემი გზა არის ერთგულების გზა. მე აგრეთვე ვცდილობ შევიცნო სიბრძნის გზა და გამოვიყენო ის, მაგრამ სულში მე ვიცი, რომ ვარ ერთგული.
როცა მე პირველად შევხვდი სვამის, მაშინ თავს ვთვლიდი ინტელექტუალად. მე ვარ კალიფორნიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და ამიტომ როგორც კი ჩემს გზაზე მხვდებოდა ინტელექტუალური ფასეულობის მქონე რაიმე, მე მაშინვე ვსინჯავდი მას საკუთარ თავზე. მე ჩემს თავს ვთვლიდი ე.წ. ჭკვიანად.
ადრე მე ვწუხდი, რომ მე მაქვს მშრალი ამერიკული გული, რომელშიც არ არის სიყვარულის ადგილი. მაგრამ საკმარისი იყო მე შემეხედა სვამიზე, მე გავიგე, რომ ვცდებოდი, რომ სინამდვილეში მე ინტელექტუალი კი არა, ერთგული ვარ.
ალბათ ჩემთვის უმჯობესია თქვენ ამის შესახებ მოგიყვეთ დაწვრილებით. იმ დროს პრაშანტი ნილაიამში იყო რამდენიმე უცხოელი – შეიძლება რვა ან მასთან მიახლოებული – და ინდოელები 50 კაცი. აშრამში იყო მხოლოდ ძველი შენობები, არავითარი ახალადაშენებული. ერთ შენობაში ცხოვრობდნენ ქალები, მეორეში კი მამაკაცები. იმის შემდეგ, რაც ჩვენ მოვეწყვეთ, ჩვენ იქვე გვითხრეს: „შეიკრიბეთ ყველა ერთ ოთახში. სვამი მოვა თქვენს სანახავად”. ჩვენ ყველა დავჯექით იქ, და შემოვიდა სვამი.
პირველად მის შესახებ ჩვენ გავიგეთ ინდრი დევასგან. ის ახლა ალბათ 95 წლისაა, მაგრამ ის აგრძელებს იოგას სწავლებას არგენტინაში. თვითონ ის არის ბელორუსიიდან. სწორედ მან გვითხრა, რომ ინდოეთში ცხოვრობს ადამიანი, შემძლე სიცოცხლის შეცვლისა ისე, რომ ის აღარ დაბრუნდება ძველ კალაპოტში არასდროს. რა თქმა უნდა ჩემში გათამაშდა ცნობისმოყვარეობა, რომელმაც მიმიყვანა კიდეც სვამისთან.
ჩემს ცოლს არ უნდოდა წამოსვლა, იმიტომ რომ არ უყვარს ინდოეთის კლიმატი. მაგრამ, როცა მანამდე ერთი წლით ადრე ჩვენ ვიმოგზაურეთ შვეიცარიაში, ვიღაცამ შემთხვევით უბიძგა ვიქტორიას, ის დაეცა და მოიტეხა ფეხი. ადგილობრივმა ექიმებმა მას დაადეს თაბაშირი – ჩვენ ვფიქრობდით, რომ შვეიცარიაში ამას ნამდვილად კარგად გააკეთებენ. მაგრამ, როცა უკვე ამერიკაში თაბაშირი მოხსნეს, აღმოჩნდა, რომ ფეხი გამრუდებულია და ექიმებმა თქვეს, რომ ახლა მას მოუწევს სიცოცხლის ბოლომდე იაროს ჯოხით. ასე რომ მას თუმცა არ უნდოდა წამოსვლა, მაგრამ იფიქრა: „თუ ამ ადამიანზე ამბობენ, რომ მას შეუძლია მთლიანად შეცვალოს ცხოვრება, შეიძლება მან შეძლოს ჩემი ფეხის განკურნებაც”.
სინამდვილეში ასეც მოხდა. სვამიმ უბრალოდ შეხედა მის ფეხს და თქვა: „ნუ შეწუხდები, ყველაფერი იქნება წესრიგში”. ერთი წლის განმავლობაში მისი ფეხი მთლიანად მოვიდა ნორმაში.
მაშ ასე სვამი შემოვიდა ოთახში და დაიწყო წინ და უკან სიარული, ისე მოხდენილად, ისე ლამაზად, თითქოს ცურავდა. მას ჰქონდა მბრწყინავი დიდი თვალები, სასიამოვნო ღიმილი და არაჩვეულებრივი ხმა, რამაც მთლიანად მომიცვა. მე დავკარგე სამყაროს შეგრძნება და ჩავიძირე ჩემში. და შემდეგ ჩემს გულში მე ვიგრძენი პატარა მოძრაობა თითქოს ფრთებგაშლით, შეფრთხიალდა პეპელა, და მეტი არაფერი. მე გავიგე, რომ ეს მოძრაობა იყო სიყვარული ჩემს გულში, ჩემს ამერიკულ ხმელ გულში.
მაშინ მე შევიცანი, რომ სვამი თვითონ შევიდა ჩემს გულში სიყვარულის სახით. მე ვკითხე თავს: „ვინ შეძლებს შევიდეს უცხო კაცის გულში დაუპატიჟებლად? ეს უნდა იყოს ღმერთი, მეტი ვერავინ”. ყველაზე პირველი მომენტიდან, როცა მე დავინახე სვამი, მე გავიგე, რომ ის ღმერთია. ეს იყო ჩემი უშუალო განცდა, და ახლა მე შეიძლება მელაპარაკოს ვინც გინდა და რაც გინდა – მე ჩემს შეხედულებას არ შევიცვლი არასდროს. მე ასე აღმოვაჩინე ჩემში, რომ მე ვარ ერთგული.

როგორ უნდა იპოვო შენი პირადი ღმერთი
სვამი კითხულობს: „რა არის ერთგულების გზა?” დასაწყისში ის ხსნის როგორ უნდა მოექცე სვამის. თქვენ გაგიგიათ, რომ მე მას ვუწოდებ ღმერთს? მაგრამ საერთოდ კი ღმერთი ეს რაღაც შორეულია. სვამის სიტყვების თანახმად, იმის მიზეზი, რომ ძველად ადამიანები ვერ შეიცნობდნენ ღმერთს, არის იმაში, რომ ისინი მას ათავსებდნენ დიდებულ კვარცხლბეკზე შორს, ძალიან შორს თავისგან და თვითონ უშლიდნენ ხელს თავის თავს შეეცნოთ ღმერთი, შეეცნოთ თავისი თავი.
სვამის უყვარს, რომ მას ექცეოდნენ, როგორც ახლობელ და მოსიყვარულე მეგობარს, რომელსაც ერთდროულად უნდა და შეუძლია კიდეც თქვენი დახმარება. დაე ის გახდეს თქვენი მეგობარი. ყოველ დღე ჩვენ დავდივართ მასთან ერთად ხელჩაკიდებული, როგორც გულითადი მეგობრები. მე ვკამათობ მასთან, ვლანძღავ მას, მუდმივად ვლაპარაკობ მასთან და არ ვწყვეტ მისი სახელის წარმოთქმას: „ომ საი რამ, ომ საი რამ”. მას უნდა, რომ მას ექცეოდნენ, როგორც უახლოეს და ძვირფას მეგობარს თქვენთვის, ადამიანისთვის, რომელიც ყოველთვის თქვენს გვერდითაა.
სვამის სიტყვების თანახმად, პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ერთგულების გზაზე არის – ის, რომ იპოვო და მიიღო შენთვის შენი პირადი ღმერთი. მე სულ ცოტა ხნის წინ გითხარით, რომ მას არ უყვარს, რომ მას ექცეოდნენ, როგორც ღმერთს. მაგრამ ამასთან ერთად ის რჩევას გაძლევთ თქვენ აირჩიოთ თქვენი პირადი ღმერთი. ამის გამო მე გამოვთქვამდი ეჭვებს: „სვამი, ღმერთი ხომ უპიროვნოა, იმიტომ რომ არსებობს ყოველთვის და ყველგან, ის ყველგანარსებული და ყოვლისმმართველია”. სვამი მპასუხობდა მე, რომ ეს სიმართლეა, მაგრამ როგორღა შეიძლება შეიცნო ღმერთი აბსტარქტული იდეის სახით? ამიტომ თქვენ მაინც უნდა აირჩიოთ პირადი ღმერთი და გიყვარდეთ ის მთელი გულით. უნდა შეიყვაროთ ის იმდენად ძლიერად, რომ დაიწყოთ მისი ხილვა ყველგან, საითაც არ გაიხედავთ. დაინახეთ ის ნებისმიერ ადამიანში. ასეთი სახით მოდიხარ ღმერთის შეცნობაში.

თანაბრად-ხედვა
როგორ შევისწავლოთ ღმერთში ახლობელი მეგობრის დანახვა? სვამი ამბობს, რომ ეს მიიღწევა თანაბრად-ხედვის დახმარებით. აი მე უმზერ ადამიანებს ამ ოთახში, და თითოეული მათგანი მეჩვენება განცალკევებულად მეორესგან. თითოეულს აქვს თავისი თვისებები, თითოეულს აქვს თავისი ისტორია. მაგრამ ის გვარწმუნებს ჩვენ, რომ თუ ჩვენ გვექნება მცირე რწმენაც კი და თქვენ დათანხმდებით თუნდაც მოსინჯოთ გაგება, რომ ყველაფერ ამის იქით იმალება ნამდვილი რეალობა, – თქვენ შეძლებთ ამის შეცნობას.
ღმერთი იმყოფება ყოველ ადამიანში – იმ გაგებით, რომ მართლაც ის არის ერთადერთი რეალობა. ყველაფერი დანარჩენი წარმავალი და ილუზორულია. არაფერი არ გრძელდება დიდხანს. ასე, რომ ერთად-ერთი რეალობა – ეს არის ღმერთი.

რატომ უნდა გეშინოდეს?
მე შევეკითხე სვამის: „შენ რას გულისხმობ, როცა ამბობ „მე აქ ვარ, მაშ რათ გეშინიათ?”. სვამიმ მიპასუხა: „მე ვარ ბირთვი, დამჭერი ნეიტრონებისა პოზიტრონებთან”. სხვა სიტყვებით, ის – ეს არის ძალა, ჩვენი გარდამქმნელი ენერგიიდან მასაში. ამიტომ ის ყოველთვის ჩვენთანაა.
თანაბრად-ხედვა ნიშნავს იმას, რომ ვისაც არ უნდა უმზერდეთ, თქვენ ლაპარაკობთ თქვენ თავზე, როცა მიმართავთ სვამის: „ძვირფასო ღმერთო, მე მიყვარხარ შენ!” საკმარისია თქვენ ეს წარმოთქვათ, რომ თქვენი გული გაცისკროვნდება სიხარულით. თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ ასე მოქცევა პირდაპირ ახლა. შეხედეთ თქვენს გვერდით მდგომ ადამიანს, და იმის შეცნობით, რომ ერთად-ერთი, რაც მასში რეალურია, ეს არის – ღმერთი, ჩუმად უთხარით: „ძვირფასო ღმერთო, მე შენ მიყვარხარ!” და თქვენ იგრძნობთ თქვენ როგორ გადაგავსებთ ბედნიერება.
სვამი ამბობს, რომ ეს არ ნიშნავს, რომ ნებისმიერ გარეშე ადამიანს თქვენ უნდა მოექცეთ ისე, თითქოს ის თქვენი საუკეთესო მეგობარია, და უცბადვე მიიწვიოთ ის თქვენთან სტუმრად. იმის ცოდნა, რომ ის ღმრთიურების ასპექტია, – ეს თქვენი ღმერთთან საიდუმლოა. ადამიანებს უნდა მოექცეთ მათი მოქმედებებისა და მდგომარეობის შესაბამისად. თუ ის მენაგვეა თქვენ ვალდებული არ ხართ მიიხმოთ ის სახლში და გადასცეთ მას ჩეკი წარმდგენისთვის. თქვენ ექცევით მას, როგორც მენაგვეს. მსახურს თქვენ ექცევით, როგორც მსახურს და ასე ექცევით ყველა სხვებს. მისდიეთ თანაბრად-ხედვის პრაქტიკას.

უსწრაფესი გზა ღმერთისაკენ
მინდა მოგითხროთ თქვენ იმის შესახებ თუ რას თვლის სვამი, ღმერთისკენ ყველაზე მარტივ, ყველაზე სწრაფ გზად. უმარტივესი ხერხი შეიცნო შენში ღმერთი – ეს არის ის, რომ შენს სულში მუდმივად გყავდეს სვამი. ეს რატომღაა ასე?
თქვენ, ინდური წერილებიდან, გახსოვთ ლეგენდა ორი მცველის შესახებ ზეცის კარიბჭესთან, რომლებმაც დაუშვეს რაღაცა შეცდომა და იყვნენ დასჯილები? მათ შესთავაზეს ან 18 ხელახლა დაბადება ღმერთის ერთგულებად, ან 2 – მისი მტრების სახით. ამის შემდეგ მათ შეეძლოთ დაბრუნებულიყვნენ ზეცაში. და თქვენ როგორ ფიქრობთ, მათ რა აირჩიეს? ორი სიცოცხლე მტრებად. თავის ერთ-ერთ ბოლო საუბარში სვამიმ თქვა: „ჩემი ერთგულები ფიქრობენ ჩემს შესახებ მხოლოდ იშვიათად, სამაგიეროდ მტრები – მუდმივად”.

ღმერთის სახელი
ასე, რომ უსწრაფესი გზა – კი არ არის სიბრძნის ან ერთგულების გზა, არამედ ის, როცა თქვენ მუდმივად თქვენს სულში გიჭირავთ ღმერთი. იცოცხლეთ ღმერთთან, იყავით ღმერთთან, არც ერთი წამით არ გამოცალკევდეთ ღმერთისგან. თქვენ იღვიძებთ და აი ის – დგას თქვენი საწოლის გვერდით. სვამი ხომ ყველგანარსებულია. წარმოიდგინეთ ის, ეს ხომ ასე მარტივია. ნებისმიერ დედას შეუძლია წარმოიდგინოს თავისი ვაჟი ან ქალი, თუნდაც ისინი არ იყვნენ მის გვერდით. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია წარმოიდგინოს თავისი მანქანა, თუმცა ახლა ის შესაძლებელია ოკლენდშიც იყოს. ასე, რომ ეს სრულიად არ არის ძნელი.
წარმოიდგინეთ სვამი. შექმენით შესახედაობა ჯერ მისი თავის და თმების, შემდეგ მისი სახის, კისრის, მხრების, მისი ფორთოხლისფერი გრძელი რობის. აი ის – დგას თქვენს გვერდით თქვენს ოთახში. ჩაკიდეთ მას ხელი და ასევე იარეთ მასთან ერთად მთელი დღე. და ეს ცარიელი სიტყვები არ არის. ნამდვილად ჩაკიდეთ მას ხელი, იგრძნობთ მის ხელს. თქვენ კიდევ ვერ აცნობიერებთ როგორი დიდი ძალის მქონეა ღმერთის დასწრება.

თქვენ ხართ ღმერთი
ღმერთის სახელის დაჭერა საკუთარ ჭკუაში, რატომღა ფლობს ასეთ დიდ ეფექტს? სვამი ამბობს: „მე თქვენში ვარ, თქვენ კი ჩემში”. სხვანაირად, რომ ვთქვათ, „მე ღმერთი ვარ, მაგრამ თქვენც ასევე ღმერთი ხართ. ერთად-ერთი განსხვავება კი მდგომარეობს იმაში, რომ მე ამას შევიცნობ თქვენ კი არა”. ის ფაქტი კი, რომ თქვენ ვერ შეიცნობთ ამას და ფიქრობთ, რომ თქვენ ხართ ჯონი ან ემილი, – ეს არის მააიია, ილუზია. ხომ ასეა, თუ თქვენ ღმერთი ხართ, ფიქრობდე, რომ ემილი ან ფილიპე ხარ ნიშნავს, რომ ეს ილუზიაა. ეს არ არის ჭეშმარიტება. თუ კი ვინმე გეკითხებათ თქვენ როგორ გეძახიან, მას როგორ უნდა უპასუხო? სვამის სიტყვებით: „მე მეძახიან ჯეკს” – ეს სწორი არ არის. სწორი პასუხი ასეთია „მე ვარ ღმერთი, ჯეკის როლის შემსრულებელი”. მსახიობი, ღმერთი, ჯეკის როლის შემსრულებელი. რა თქმა უნდა ეს სამართლიანია თითოეული ჩვენთაგანისთვისაც. როლი, რომელსაც ასრულებს მსახიობი ეს არის გამოგონილი, მაგრამ ადამიანები ღებულობენ ამას. ისინი მოდიან წარმოდგენაზე და მართალია მათ ესმით, რომ მსახიობები არ არიან ის პერსონაჟები, რომლებსაც ისინი განასახიერებენ, იცინიან და ტირიან ამ პიესის სხვადასხვა სცენებზე. ანუ ისინი ღებულობენ მააიიას. ასევე ჩვენც ვიმყოფებით მისი ზემოქმედების ქვეშ: ღმერთი არის იქ და ჩვენ ვართ აქ.
მე მჯერა სვამის და მისი სიტყვების იმის შესახებ, რომ მე ღმრთიური ვარ და არაფრით არ განვსხვავდები მისგან. და თუ მე მჯერა ეს, მაშინ როგორღა ვიყო იდეასთან, რომ მე ვარ ადამიანი? მე უმზერ ღმერთს, ღმრთიურებას როგორც მიმდინარე მომენტის რეალობას. მე არ ვაპროეცირებ მას მომავალზე და არ ვიხედები წარსულზე. სვამი ყოველთვის გვირჩევს ჩვენ ვიცხოვროთ აწმყოთი. აწმყოს ძალა უსაზღვროა. ნებისმიერი წარსული მომენტი არარეალურია, ეს მხოლოდ და მხოლოდ ხსოვნაა. მომავალიც არარეალურია, ის ხომ ჯერ არ ყოფილა. ერთადერთი რეალობა მთელს წუთისოფელში – ეს არის „ახლა”.
და ამ გაელვებაში, თქვენ ფლობთ შეუზღუდავ ძალაუფლებას ღმრთიურებაზე და წუთისოფელზე. წარმოიდგინეთ სვამი ყოველ დროს. წარმოთქვით მისი სახელი უკვე ახლა, თვით ამ გაელვებაში. მას შეუძლია მთლიანად გაფანტოს ყველა თქვენი აბნეულობა და ილუზიები. და თუ თქვენ გექნებათ რწმენა მასში და მის მოძღვრებაში, განახორციელებთ იმას, რაზეც დღეს ჩვენ გავამახვილეთ განსაკუთრებული ყურადღება, თქვენ შეძლებთ შეიცნოთ თქვენი ღმრთიურობა და მიხვიდეთ თვითრეალიზებასთან.

იმეორეთ მისი სახელი
მაშ ასე, ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ყველა ჩვენთვის ცნობილი ხერხები, რათა არც ერთი წამით არ მოვწყვიტოთ ჩვენი ყურადღება ღმერთისგან, განა ასე არ არის? თქვენ ხედავთ მას ყოველ ადამიანში, თქვენ მუდმივად ფიქრობთ მასზე. სვამი და აგრეთვე ძველი წმინდანები და ბრძენები გვირჩევენ ჩვენ მუდმივად ვიმეოროთ მისი სახელი – ეს არის საუკეთესო ხერხი მუდმივად მის დასატოვებლად ჩვენს სულში. ღმერთის სახელის გამეორება… სვამის ბევრჯერ გაუმეორებია, რომ სახელი განუყოფელია ფორმიდან. და თუ თქვენ წარმოთქვამთ სვამის სახელს, თქვენ წარმოიდგენთ მას, იმიტომ, რომ სახელი და ფორმა ერთიანია. შეიძლება შეარჩიო ნებისმიერი სახელი სათნო შენი გულისთვის. ეს შეიძლება იყოს იესო ქრისტე, ვიშნუ, რამა. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი სახელი.
მთავარია, რომ თქვენ ღებულობდეთ ამ სახელს, გიყვარდეთ ის და აგრძელებდეთ მის მუდმივად წარმოთქმას. მე მიყვარს სვამი, ამიტომ ვიყენებ მის სახელს: „ომ შრი საი რამ, ომ შრი საი რამ”. ის ტრიალებს ჩემში მუდმივად, ყოველ დროს. არასდროს არ ხდება ისე, რომ მე არ წარმოვთქვამ სვამის სახელს.
ასეთი პრაქტიკა დიდი ხანია შემოვიდა დასავლეთშიც. ქრისტემ დაარიგა თავისი მოწაფეები წარმოეთქვათ მისი სახელი, და მისი სიკვდილიდან 16 წლის შემდეგ იმ დროის მასწავლებლებმა დაიწყეს თავისი მიმდევრებისთვის იესოს ლოცვების სწავლება. ის იცოდა ყველა მორწმუნემ. ბევრი მათგანი გახდა ბერი და მოგზაურობდნენ ევროპის ტყეებში, მონასტრიდან მონასტერში, და ღმერთის სახელი მუდმივად იყო მათ ბაგეებზე: „მბრძანებელო იესო ქრისტე, შემიწყალე მე. მბრძანებელო იესო ქრისტე, შემიწყალე მე”. ამ ლოცვის მიზანი იყო ის, რომ ის ჩასახლებულიყო მათ გულში ისე, როგორც ჩემს გულში ცხოვრობს „ომ შრი საი რამ, ომ შრი საი რამ”. ზოგჯერ ისინი მას კითხულობდნენ თავიანთი ნაბიჯების რიტმის ქვეშ, ზოგჯერ თავისი გულისცემის ქვეშ.

პილიგრიმის გზა
XIX საუკუნის დასაწყისში რუსეთში ცხოვრობდა ბერი, საკმარისად განათლებული იმისთვის, რომ ეწარმოებინა დღიური. ის დახეტიალობდა რუსეთის ტყეებში, და მუდმივად იმეორებდა იესოს ლოცვას: „მბრძანებელო იესო ქრისტე, შემიწყალე მე. მბრძანებელო იესო ქრისტე, შემიწყალე მე”, და ამის მადლით მას შეემთხვა ბევრი საკვირველი სასწაული. მისი დღიური ხელში ჩაუვარდა ერთ ინგლისელს სახელად ფრენჩს, რომელმაც ის გამოსცა სახელწოდებით „პილიგრიმის გზა”. ადრე ამ წიგნის შოვნა იყო ძალიან ძნელი, მაგრამ ახლა მისი ყიდვა შეიძლება პრაქტიკულად ყველა მაღაზიაში. მე ვფიქრობ, მას შეუძლია დაგეხმაროთ თქვენ ღმერთის სახელის გამეორების ფასეულობის შეცნობაში.
დიდი მადლობა თქვენ, რომ მომისმინეთ მე.