ოქტომბერი

01.10.2015
როდესაც ეგოურობის, შიშის თუ სიხარბის ტალღებს მიჰყავს ადამიანი განმარტოებაში სახლის, მარტოობაში ტყის ან კიდევ სადმე სხვა ადგილის, შეუძლებელია გაქცევა ტანჯვებისგან. თუმცა ყოველდღიურ პრაქტიკაში, როდესაც ადამიანის მოქმედებები არის მოტივირებული ატმას რეალობის ძირითადი პრინციპით, ყოველი მოქმედება ხდება დჰარმას (უბიწოების) ბეჭდით დამოწმებული. მეორე მხრივ, როდესაც მოქმედებები არის მოტივირებული გამორჩენითა და ანგარებით დჰარმა გადაიქცევა პსევდო დჰარმად. ამიტომ შეცდომა არის თუნდაც გრძნობა ‘ის არის მეგობარი’ ან ‘ის არის მტერი’. ეს შეცდომა უნდა იყოს უარყოფილი. მხოლოდ უფალი, სიყვარულის განხორციელება არის მუდმივი მეგობარი, ნათესავი, ამხანაგი, ხელმძღვანელი და დამცველი. იცოდეთ ეს და იცხოვრეთ ამ ცოდნით. ეს არის დჰარმა აშენებული გაგების არსზე, ეს არის ცხოვრება აშენებული დჰარმას ძირითად პრინციპზე.
– დჰარმა ვაჰინი, თავი 2.
2.10.2015
სინამდვილეში, ჭეშმარიტება უნდა ცეკვავდეს თქვენს ენაზე. ვიდრე თქვენ იტყვით რაიმეს, თქვენ უნდა გაარკვიოთ არის ეს ჭეშმარიტება თუ არა. ‘ჭეშმარიტება არის ერთი, არა ორი.’ თუ არსებობს დუალობა, ეს არ შეიძლება იყოს ჭეშმარიტი. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ მხოლოდ ჭეშმარიტება რომელიც ცხადდება ჩვენი გულიდან. მთელი მსოფლიო წარმოშობილია ჭეშმარიტებიდან და ყველაფერი შეირწყმება ჭეშმარიტებაში. ცაზე მოძრავი ღრუბლები ზოგჯერ ფარავს მზეს. ღრუბლების მოშორება არის შეუძლებელი. ესენი უბრალოდ მოდის და მიდის. მას შემდეგ რაც ღრუბლები მოშორდება მზე არის მთლიანად ხილული. ამის მსგავსად მხოლოდ მაშინ როდესაც გაურკვევლობის ბნელი ღრუბლები ჩვენს გულში გადაიწმინდება, ჭეშმარიტება მჟღავნდება. ხუთი ადამიანური ფასეულობა არ არის დამოუკიდებელი ერთიმოეორესგან. ესენი მჭიდროდ მისდევს ერთმანეთს. ეს ხარისხები არის ღმერთის ნაჩუქარი კაცობრიობისთვის. ადამიანის ყველა არსებამ უნდა გამოავლინოს ეს ხუთი ადამიანური ფასეულობა მათი პრაქტიკით. ხუთი ადამიანური ფასეულობა არ არის დამოუკიდებელი ერთიმოეორესგან. ესენი მჭიდროდ მისდევს ერთმანეთს. ეს ხარისხები არის ღმერთის ნაჩუქარი კაცობრიობისთვის. ადამიანის ყველა არსებამ უნდა გამოავლინოს ეს ხუთი ადამიანური ფასეულობა მათი პრაქტიკით.
– ღმრთიური საუბარი, 29 სექტემბერი, 2006.
3.10.2015
რატომ ჩივით რომ მიწა არ ჩანს მაშინ როდესაც თქვენი მზერა მთლიანად ყოველთვის დაფიქსირებულია ცაზე? უთვალთვალეთ მიწას და შეხედეთ წყლის სივრცეს რომელიც ირეკლავს ცას – მაშინ თქვენ შეძლებთ ერთდროულად დანახვას მაღლა ცის და დაბლა მიწის. ზუსტად ასევე ჭეშმარიტების კანონის (სატია დჰარმას) თაყვანსაცემად, თქვენს ყოველ მოქმედებაში, თქვენ უნდა დაინახოთ ღმრთიურის (ატმას) დიდების ანარეკლი; შემდეგ უფალთან ეს მიბმულობა გადააქცევს თქვენს მიბმულობას მსოფლიოსთან სუფთა შეთავაზებად. ჭეშმარიტების კანონის თაყვანისცემა ნამდვილად არის იმანენტური ატმიური პრინციპის პრაქტიკა. სისუფთავის მიზანი არ უნდა შეიცვალოს ან შემცირდეს; საფუძვლები უნდა შენარჩუნდეს დაუზიანებლად. უბიწოება (დჰარმა) არ არის დამოკიდებული სხვადასხვა სახელებსა და ფორმებზე რომლებიც მათ გამოყენებას ზღუდავს; ამიტომ ეს არ არის ძირითადი. დჰარმა დამოკიდებულია უფრო მეტად მოტივებსა და გრძნობებზე რომლებიც მიმართავს და კანალიზებს თქვენს ყოველ მოქმედებას.
– დჰარმა ვაჰინი, თავი 2.
4.10.2015
როდესაც ადამიანები ჩივიან რომ მათ არ შეუძლიათ კონცენტრირება, მე მეცინება, რადგან ავტომობილის მძღოლიც კი არის კონცენტრირების ხელოვნების ოსტატი. ტაქსის მძღოლი ყურადღებას არ აქცევს მეგობრულ საუბარს უკან მჯდომისგან ან რადიო გადაცემაზე. ის უმზერს გზას წინ ერთმხრივმიმართული გულისყურით. თუ თქვენ გაქვთ სერიოზულობა და რწმენა (შრადჰა) ბრძოლის ნახევარზე მეტი მოგებულია. აი რატომ ეკითხება კრიშნა არჯუნას, “შენ მოსმენილი გაქვს რაც მე უნდა გითხრა ერთმხრივ გამახვილებულ ყურადღებაზე?” არჯუნამ დაპირისპირებული არმიების ქარცეცხლშიც კი ბრძოლის ველზე, დაადასტურა რომ მან მოისმინა უფლის სიტყვები ძლიერი კონცენტრირებით. აპრაქტიკეთ კონცენტრირება და ეს გაგიწევთ თქვენ კარგ სამსახურს. აგრეთვე, არ აურიოთ ტექნიკა მიზნის მიღწევისთვის; არ დაკარგოთ თქვენი გზა სწავლულობის აბურდულ გორგალში. სწავლულობას და სწავლას მნიშვნელობა აქვს მხოლოდ ჭკუის გასაწვრთნელად, მის შესატრიალებლად ქმნილებიდან შემქმნელისკენ.
– ღმრთიური საუბარი, 22 იანვარი, 1960.
5.10.2015
ადამიანი ვერ გაექცევა მღელვარებას მანამ სანამ დარჩება პრინციპული უმეცრება; უბრალოდ საქმიანობის შეცვლა ნაკარნახევი უფრო მეტი კომფორტის სურვილით ან ზოგიერთი წარმავალი მსგავსი რამეების დაკმაყოფილების საჭიროებით არ მოგცემთ მუდმივ კმაყოფილებას. ეს არის ბნელ ოთახში ავეჯის უბრალო გადაწყობით სიტუაციის გაუმჯობესების იმედის ქონის მსგავსი. ამის ნაცვლად თუ ნათურა იქნება ანთებული, ოთახში სიარული გახდება ადვილი თუნდაც ავეჯის გადაწყობის გარეშე. საერთოდ არ არსებობს ავეჯთან ჩარევის საჭიროება. ასევე, ამ მსოფლიოში, ძნელია იარო სიმართლით, სწორად და მშვიდად ამა თუ იმ დაბრკოლებასთან პირისპირ შეჯახების გარეშე. მაშინ თქვენ როგორ მიაღწევთ წარმატებას? აანთეთ სულიერი სიბრძნის (ჯნანას) ნათურა! დაე მან დაგანახოთ სინამდვილე! ეს გადაგიჭრით ყველა სირთულეს. თქვენ შეიძლება ამტკიცოთ რომ ცხოვრობთ დჰარმას შესაბამისად, მაგრამ თქვენ მიგიციათ შეფასება თუ სრულდება თქვენი მოქმედებები ღმრთიურისადმი მიძღვნის სულით? თუ ასეა, ესენი უეჭველად იქნება ‘დჰარმას’ ბეჭედდასმული.
– დჰარმა ვაჰინი, თავი 3.
6.10.2015
ეგოიზმი და სიხარბე კვლავ ძალიან არის გავრცელებული; სიძულვილი არ მცირდება და შური ჭამს ყველაზე მნიშვნელოვან ორგანოებს საზოგადოებაში. არ არსებობს უკმარისობა სულიერი წიგნების რომლებიც გეტყვით თქვენ როგორ გათავისუფლდეთ დარდისგან. ყველა საღმრთო და წმინდა წიგნი გიტას, ბჰაგავატას და რამაიანას ჩათვლით მისაწვდომია ყველა ენაზე ძალიან დაბალ ფასებში და წიგნების უმეტესობა იყიდება დღეში ათას ცალზე მეტი, მაგრამ არ არსებობს არავითარი მაჩვენებელი რომ ესენი არის წაკითხული და შეთვისებული. პირით სუნთქვამ უნდა მოგვცეს მინიშნება მიღებულ საკვებზე, ასე არ არის? მაგრამ ამ წიგნების მკითხველთა, ჩვევებმა, ქცევამ, ხასიათმა ვერ განიცადა რაიმე ცვლილება უკეთესობისკენ. აქედან გამომდინარე ყოველმა თქვენგანმა უნდა შეამოწმოს საკუთარი გონიერება და უნდა შეაფასოს რამდენად გამოიყენება გარჩევა და ყოფითი ცოდნა საკუთარი თავის განდეგილობით (ვაირაგიით) შესამოსად, ისე რომ თქვენ არ დაიტანჯოთ მიბმულობით ნივთებზე რომლებიც თანდათან გაუჩინარდება.
– დჰარმა ვაჰინი, თავი 2.
7.10.2015
ზოგიერთ ჭკვიან ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს ეს ეჭვი და წამოჭრას საკითხი: “შეგვიძლია ჩვენ მოვკლათ და დავჭრათ უფლის სახელით, მოქმედების მისთვის მიძღვნით?” კეთილი, როგორ შეუძლია ადამიანს მიიღოს ყველა საქმიანობის უფლისადმი მიძღვნის დამოკიდებულება ამავე დროს აზრებში, სიტყვებსა და საქმეებში სისუფთავის გარეშე ყოფნით? სიყვარული, აღუშფოთველობა, პატიოსნება, არაძალადობა – ესენი არის უფლის მსახურის თანმდევი სათნოებები. როგორ შეიძლება ულმობლობა და უგულობა თანაარსებობდეს ამ სათნოებებთან? იმისთვის რომ ჰქონდეს თავგამოდება, თავგანწირვის სული, და მსოფლმხედველობისთვის საჭირო სულიერი სიმაღლე, ადამიანმა ჯერ უნდა მოიპოვოს ოთხი მახასიათებელი ჭეშმარიტების, მშვიდობის, სიყვარულის და არაძალადობის (სატია, შანტი, პრემა და აჰიმსა). ამ ოთხ სათნოებას მოკლებული ვერავინ შეძლებს მის ტერფებთან ღირსეულად შესაწირი რაიმე საქმის გაკეთებას.
– დჰარმა ვაჰინი, თავი 3.
8.10.2015
სიხარული არის თქვენი უფლება მონიჭებული დაბადებისთანავე; მშვიდობა არის თქვენი შინაგანი ბუნება. უფალი არის თქვენი დასაყრდენი და მარჩენალი. არ გადააგდოთ ის; არ გადაუხვიოთ რწმენის გზიდან ბოროტებით შეთხზული და ღვარძლით გავრცელებული ისტორიებით. აიღეთ ღმერთის სახელი; ეს შეიძლება იყოს ერთი მის ურიცხვ სახელთაგან რომელიც ყველაზე უფრო მიმზიდველია თქვენთვის და ასევე აირჩიეთ ფორმა შესაფერისი ამ სახელისთვის, და შემდეგ დაიწყეთ მისი გამეორება ამიერიდანვე – ეს არის სამეფო გზა სიხარულის და მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ეს გასწავლით თქვენ ძმობის გრძნობას და თანამოძმეთა მიმართ მტრობის ამოძირკვას. როდესაც თქვენ თესავთ თესლს მინდორში, ესენი შეიძლება შეჭამოს ჭიანჭველებმა ან გადაირეცხოს წვიმით ან წაიღოს ჩიტებმა ან მოსპოს მავნებლებმა, მაინც ზოგიერთი თესლი გადაურჩება ამ ყველაფერს და იზრდება როგორც ძლიერი და მაგარი აღმონაცენი. ამის მსგავსად თქვენ უნდა გააკეთოთ ყველაფერი ამ დაბადების უპირატესობის მისადევნად და უნდა ეცადოთ დაბრუნებას უფალში.
– ღმრთიური საუბარი, 23 ნოემბერი 1960
9.10.2015
ადამიანები ყველგან დეგრადირებენ თავს თავისი მარადიულობის შვილის (ამრიტა-პუტრას) სტატუსიდან იმისკენ რაც არის ამაოების შვილი (ანრიტა-პუტრა)! თავის ხელში უჭირავთ ნექტარი, ისინი სვამენ გრძნობითი სიამოვნების შხამს. უგულვებელყოფენ რა სამყაროს ფუნდამენტალური ღმრთიური სინამდვილის განჭვრეტის სიხარულს, ისინი ხლართავენ თავის თავს გარეგანი ხილული საგნობრივი მსოფლიოს მორთულობაში. ეს უკვდავი დჰარმა (ამრიტა-დჰარმა) აღწერილია უპანიშადებში, და რამდენადაც გიტა არის უპანიშადების ბირთვი, იგივე არის ხაზგასმული გიტაშიც. გიტა ასწავლის არჯუნას რომ განივითაროს გარკვეული ხარისხები რომლებიც დაეხმარება ათმა დჰარმას (უბიწოების, რომელიც მოდის ჭეშმარიტი მედან) პრაქტიკაში. ესენი არის მოხაზული მე-12 თავის 13-20 ლექსებში. სიცოცხლის დჰარმული (უბიწოების) გზა არის თვით სუნთქვა; ეს არის თვითრეალიზების გზა. ისინი ვინც მიდიან ამ გზით არიან ძალიან ძვირფასები ღმერთისთვის.
– დჰარმა ვაჰინი, თავი3.
10.10.2015
როგორ საოცარია ეს! თქვენ შეიძლება გაიღოთ უმაღლესი სისუფთავის მსხვერპლი თქვენი შესრულებით ან ვედური რიტუალების მცოდნე სწავლულების მეშვეობით. თქვენ შეიძლება მოინახულოთ და ქებით მოიხსენიოთ სხვადასხვა სალოცავის სიწმინდე და შთააგონოთ სხვებსაც იმოგზაურონ მათ მოსანახულებლად. ამის მსგავსად თქვენ შეიძლება დაეუფლოთ უმაღლეს წერილებს და ასწავლოთ ეს ბევრს და გახადოთ ისინი ექსპერტებად. მაგრამ თქვენგან რამდენი ხართ წარმატებული თქვენი საკუთარი სხეულის, გრძნობების და ჟინიანი ჭკუის დაუფლებაში და მათ შებრუნებაში შიგნით მარადიული და უცვლელი სიმშვიდის მოსაპოვებლად? თქვენ იტვირთებით სხვადასხვა განზრახვის, მიზნის და დასასრულის მქონე საქმეებით. მაგრამ მცდელობა აქროლდება იაჯნაში (მსხვერპლის რიტუალში) მხოლოდ მაშინ თუ განზრახვა, მიზანი ან დასასრული არის ღმერთის ქება-დიდების შესხმა. ღმერთი არის იაჯნა, რადგან ის არის მიზანი. მისი წყალობა არის ჯილდო. მისი ქმნილება გამოიყენება მის დასამშვიდებლად; ის არის შემსრულებელი ისევე როგორც მიმღები. ყოველი მოქმედება სადაც მკეთებლის ეგო არ არის გამომზეურებული, ხდება ღმრთიური შეთავაზება.
– ღმრთიური საუბარი, 2 ოქტომბერი, 1981.
11.10.2015
ერთი მნიშვნელოვანი ლექსი გიტაში (თავი 12, ლექსი 20) ამბობს: ისინი ვინც პატივს სცემენ დჰარმას გზას უკვდავებისკენ და სრული რწმენით მთლიანად ასაქმებენ თავიანთ თავს რომ გამხადონ მე მათ საბოლოო მიზნად, არიან უაღრესად ძვირფასები ჩემთვის. რა დიდ იდეას გადმოსცემს ეს ლექსი! უფალი ნათლად აცხადებს მასში რომ ისინი ვისაც აქვთ ეს ხარისხები, ეს არიან, ისინი ვინც მიენდო მას როგორც საბოლოო მიზანს და მიება მას მიზანმიმართულად – ისენი არიან მისი უძვირფასესი და უახლობლესნი. ყურადღება მიაქციეთ აქ გამოყენებულ ფრაზას ‘უბიწო გზა უკვდავებისკენ’ (დჰარმა ამრიტამ). დაფიქრდით ამაზე და ამოიღეთ მისგან შთაგონება. უფლის წყალობის ნექტარს იმსახურებენ მხოლოდ ისინი ვინც მისდევენ უფლის დჰარმას. უბრალო ადამიანები თვლიან რომ მათ აქვთ უფლისადმი ერთგულება, მაგრამ ისინი არ იკვლევენ აქვს თუ არა უფალს სიყვარული მათ მიმართ. ადამიანები რომლებსაც სწყურიათ უფლის სიყვარულის აღმოჩენა არიან იშვიათზე იშვიათი. ეს ნამდვილად არის სულიერი წარმატების ჭეშმარიტი საზომი.
– დჰარმა ვაჰინი, თავი 3.
12.10.2015
იგივე პიროვნება არის მეფე თავისი ქვეშევრდომებისთვის, ვაჟიშვილი თავისი მშობლებისთვის, მტერი თავისი მტრებისთვის, ქმარი თავისი ცოლისთვის, და მამა თავისი ვაჟიშვილისთვის. ის თამაშობს ბევრ როლს. ამის მიუხედავად, თუ თქვენ შეეკითხებით მას ის ვინ არის, ის იქნება შემცდარი თუ ის დაგისახელებთ ამ კავშირებს როგორც მის განმასხვავებელ ნიშანს, რადგან ეს კავშირები ეხება ფიზიკურ კავშირებს ან საქმიანობას. ესენი აღნიშნავს ფიზიკურ ნათესაობას ან პროფესიონალურ კავშირებს; ეს არის სახელები მიბმული დროებით სტატუსებზე. ის ასევე ვერ გიპასუხებთ რომ არის თავი, ფეხები, ხელები და ა.შ., რადგან ესენი არის მხოლოდ ნაწილები ფიზიკური ფორმის. ის არის მეტად ნამდვილი ვიდრე ყველა ნაწილი, და სინამდვილეში არის ყველა სახელის და ფორმის ფარგლებს გარეთ რომლებიც არის ყალბი რომლებიც ფარავს ძირითად ბრაჰმანს; ეს ცნობილია როგორც “მე”. დაფიქრდით ამ არსებაზე კარგად და აღმოაჩინეთ სინამდვილეში ეს “მე” ვინ არის. როცა თქვენი საკუთარი არსება არის ასე ძნელი გასაანალიზებლად და გასაგებად, როგორ შეგიძლიათ თქვენ გამოიტანოთ დასკვნა სხვა პირებზე რაიმე სიზუსტით?
– დჰარმა ვაჰინი, თავი 3.
13.10.2015
ადამიანები მიმართავენ გურუს მისაღებად მანტრის (მისტიური ძლევამოსილი ფორმულის რომ მათ გაიმეორონ ის თავისი სულიერი ამაღლებისთვის); სხვები ეძებენ ექიმბაშებს და წმინდა ბერებს, რომ მიიღონ იანტრები (ეზოთერიული თილისმანები ბოროტი ძალების ასაცილებლად); კიდევ სხვანი სწავლობენ ტანტრებს (საიდუმლო რიტუალებს ზეადამიანური ძალების მიღწევისთვის) მეცნიერებისგან (პანდიტებისგან). მაგრამ ეს ყველაფერი არის გაფლანგული ძალისხმევა. ადამიანმა სხეული უნდა მიიღოს როგორც ტეტანტრა, მისი საკუთარი სუნთქვა როგორც მანტრა და გული როგორც იანტრა. საჭირო არ არის მათი ძებნა საკუთარი თავის გარეთ. მაშინ როდესაც თქვენგან გამოსული ყველა სიტყვა არის ტკბილი, თქვენი სუნთქვა ხდება რიგ ვედა. მაშინ როდესაც თქვენ ზღუდავთ რასაც თქვენ ისმენთ და უპირატესობას აძლევთ მხოლოდ ტკბილ საუბარს, ყველაფერი რასაც თქვენ ისმენთ ხდება სამა განა (სამა ვედას შესრულება). მაშინ როდესაც თქვენ აკეთებთ ტკბილ საქმეებს, ყველაფერი რასაც თქვენ აკეთებთ არის იაჯურ ჰომა (რიტუალური მსხვერპლშეწირვა). მაშინ თქვენ შეასრულებთ ყოველდღე ვედა პურუშა იაჯნას, იაჯნას რომელიც ამშვიდებს უკეთილშობილეს და უზენაეს ვედურ სულს!
– ღმრთიური საუბარი, 2 ოქტომბერი, 1981.
14.10.2015
დჰარმა არის მორალური გზა, რომელიც არის სინათლე; სინათლე არის ნეტარება (ანანდა). წერილები გადმოსცემს რომ დჰარმა არის სულიერი სიბრძნის (ჯნანას) არსი. დჰარმა არის დახასიათებული სიწმინდით, მშვიდობით, ჭეშმარიტებით და მამაცობით. დჰარმა არის იოგა (გაერთიანება); ეს არის ჭეშმარიტება (სატია). მისი ატრიბუტები არის სამართლიანობა, გრძნობების კონტროლი, ღირსების გრძნობა, სიყვარული, კეთილშობილება, სიკეთე, მედიტირება, სიმპატია და არაძალადობა. მას მიჰყავხართ თქვენ საყოველთაო სიყვარულსა და ერთობაზე. ეს არის უმაღლესი დისციპლინა და ყველაზე სარგებლიანი. ყველა ეს ‘გამხელა’ იწყება დჰარმადან; ეს არის სტაბილიზებული ჭეშმარიტებით (სატიათი). ჭეშმარიტება არის განუყოფელი დჰარმადან. ჭეშმარიტება არის სამყაროს კანონი, რომელიც აიძულებს მზეს და მთვარეს ბრუნვას მათ ორბიტებზე. დჰარმა არის კურსი, გზა, კანონი. სადაც კი არსებობს ზნეობის პატივისცემა, თქვენ შეძლებთ ჭეშმარიტების კანონის (სატია-დჰარმას) დანახვას მოქმედებაში. ბჰაგავატაში ასევე ნათქვამია, “იქ, სადაც არის დჰარმა, იქ არის კრიშნა; იქ სადაც არის ორივე დჰარმა და კრიშნა, იქ არის გამარჯვება.”
– დჰარმა ვაჰინი, თავი 3.
15.10.2015
კრიშნა ამბობს გიტაში, “ყველა იაჯნაში, მე ვარ შემსრულებელი, შემწირველი, მომხმარებელი და მიმღები”. ეს არის იმის მიზეზი რომ იაჯნაში მთავარი წმინდანი იწოდება სახელით ბრაჰმა. მან უნდა წაიყვანოს დანარჩენი მერიტუალეები თავის ცოლთან ერთად თავის მხარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი უფლებამოსილებები არის შეუფერებელი. ცოლი წარმოადგენს რწმენას (შრადდჰას). რწმენის გარეშე, ქება-დიდება არის ცარიელი, თაყვანისცემა არის ხელოვნური და მხვერპლგაღება არის უნაყოფო ვარჯიში. ნამდვილად რომ ვთქვათ, გული არის საზეიმო ალტარი, სხეული არის ცეცხლის ადგილი, თმები არის წმინდა ბალახები (დარბჰა), მოწადინებები არის საწვავი ჩხირები ცეცხლის საკვებად, სურვილი არის ერბო ჩასხმული ცეცხლში მის გადასაქცევად მწველ ალად, რისხვა არის სამსხვერპლო ცხოველი, და ცეცხლი არის თაფასი (მონანიება) რომელსაც ჩვენ ვასრულებთ. ზოგჯერ ადამიანები განმარტავენ თაფასს როგორც ასკეტურ პრაქტიკას თავზე დგომის მსგავსს. ეს არ არის სწორი; თაფასი არ არის ფიზიკური გამრუდება. ეს არის სრული და სწორი კოორდინირება სიტყვის, აზრის და საქმის. მაშინ როდესაც ეს მიიღწევა, ღმრთიური დიდმშვენიერება მჟღავნდება.
– ღმრთიური საუბარი, 2 ოქტომბერი, 1981.
16.10.2015
ხუთი იაჯნა არის გამოწერილი როგორც სავალდებულო ადამიანის არსებისთვის: 1. მოღვაწეობა მიძღვნილი წერილების შესწავლაზე (რიში იაჯნა); 2. საქმიანობა მიძღვნილი მშობლებზე რომლებმაც დაგბადეს, აღგზარდეს და გმეგზურობენ თქვენ (პიტრ იაჯნა); 3. მოქმედებები შესრულებული როგორც მოწიწებული პატივისცემა ღმერთის მიმართ, ვინც დაგაჯილდოვათ თქვენ ჭკუით, გონებით, მეხსიერებით და ცნობიერებით, და ვინც არის ჩვეულებრივ თქვენს ყოველ უჯრედში როგორც რასა, სასიცოცხლო ენერგია (რასო ვაი საჰ). ნამდვილად, ამ ინსტრუმენტების სწორად გამოყენება რომლებიც ღმერთმა თქვენ მოგცათ არის დევა იაჯნა; 4. მეოთხე არის სტუმრის გაღმერთება. ყველა უნდა მიემშვიდობოს სტუმრების მიღების შანსს და მოექცეს მათ სიყვარულით, და ასიამოვნოს მათ გულწრფელი სტუმართმოყვარეობით თითქოს იყვნენ ღმერთის გამოგზავნილნი, თითქოს იყვნენ ნათესავები და ახლობლები ან უცხოელები (ათიტი იაჯნა); 5. ბოლო იაჯნა (ბჰუთა იაჯნა) არის უანგარო მოქმედებები შესრულებული ხეებთან, მცენარეებთან, ცხოველებთან, ფრინველებთან და შინაურ ცხოველებთან როგორიც არის კატა და ძაღლი, ურთიერთობის დროს. გახსოვდეთ თქვენს მიერ მზის ამოსვლიდან ძილის მოგვრამდე ყოველი მოქმედების როგორც იაჯნას გაკეთება!
– ღმრთიური საუბარი, 2 ოქტომბერი, 1981.
17.10.2015
ჩვეულებრივ ადამიანები იწევენ გრძნობითი ობიექტებისკენ, იმიტომ რომ ისინი არიან ინსტინქტების მსხვერპლნი. ინსტინქტები ადვილად პოულობს გრძნობით საგნებს – ესენი მოდის სხეულთან ერთად და არ არის მიღებული რაიმე შესწავლით. ჩვილი ბავშვი ეძებს რძეს დედის მკერდიდან და ახლად დაბადებული ხბო, ბუნებრივად ბუდობს ცურთან. მაგრამ ჩვილმა რომ დაიწყოს სიარული ან ლაპარაკი ზოგიერთი წვრთნა არის საჭირო, იმიტომ რომ ეს მოქმედებები არის თითოეული სოციალურად ნაკარნახევი ან შეისწავლება მაგალითით ან მოიკრიფება სხვისი მიბაძვით. წვრთნა არის აუცილებელი თუნდაც სათანადო გრძნობითი სიამოვნებების სადევნად, ვინაიდან ასეთი სიამოვნების წინდაუხედავი გაუწვრთნელი ძებნა ხელს უწყობს ბრაზს, სიძულვილს, შურს, ბოროტებას და პატივმოყვარეობას. აქედან გამომდინარე, გრძნობების საწვრთნელად მარგებელი ხაზის გასწვრივ და მათ დასაჭერად კონტროლს ქვეშ, გარკვეული კარგი დისციპლინები როგორიც არის უფლის სახელის სხენება (ჯაფა), მედიტირება (დჰიანა), მარხვები (უპასანა), თაყვანისცემა გამთენიისას და შებინდებისას და ა.შ. არის აუცილებელი. თუმცა თავიდან გრძნობითი სიამოვნებები არის ‘ბუნებრივი’, მუდმივი პრაქტიკით, წვრთნით და ბრძენთა მოსმენით უდიდესი და მარადიული ნეტარება მიღებული ღმრთიური თაყვანისცემით ნელ-ნელა იქნება ხელჩაჭიდებული.
– ბჰაგავატა ვაჰინი, თავი 1.
18.10.2015
ჯნანა იაჯნა არის სპეციალურად რეკომენდებული წერილებით ყველასთვის. ჯნანა არ ნიშნავს უბრალოდ ცოდნას მიღებულს სწავლულებისგან ან წიგნებიდან, არამედ მუდმივად მოქცევას ამ ცოდნის შესაბამისად. ცოდნა ვერასოდეს მომწიფდება სიბრძნედ იმდენ ხანს ვიდრე ეგო გამოიჩენს შეუპოვარ წადილს შედეგებისთვის მისი სურვილების დასაკმაყოფილებლად. როდესაც ეგო ქრება, ცოდნა ანათებს როგორც სიბრძნე. როდესაც იაჯნა არის შესრულებული მარტო მსოფლიოს მშვიდობისა და აყვავებისთვის (ლოკა-კალიან), ეს აღწევს ღმერთს. ჯნანა გამოავლენს რომ ყოველ მსხვერპლში, ღმერთი არის მოკარნახე, სულის ჩამდგმელი, მსხვერპლის გამღები, მსხვერპლი, მიღწეული პროდუქტი და პროდუქტის მიმღები. ღმერთი არის მომხმარებელი ყოველი წმინდა შეთავაზების (იაჯნაბჰუკი); ის არის იაჯნას მცველი (იაჯნა-ბჰრიტი) და მისი შემსრულებელი (იაჯნა კრიტი). ის არის ყველაფერი; მხოლოდ მაშინ, როდესაც ის არის ყველაფერი, ხდება მოქმედება ნამდვილი იაჯნა. თუ ამ დამოკიდებულებით იქნება გაჟღენთილი ყოველი საქმიანობა, ის განწმენდს თქვენი ცხოვრების ყოველ მომენტს და აქცევს მას იაჯნად.
– ღმრთიური საუბარი, 2 ოქტომბერი, 1981.
19.10.2015
როდესაც ადამიანებს თხოვენ სულიერად მარგებელი მოქმედებების გაკეთებას, დასაწყისში არავის არ აქვს რაიმე შინაგანი სურვილი. ჯერ კიდევ ხელი არ ჩაიქნიოთ იმედზე. სანამ გემო ფესვებს გაიდგამს მკაცრად მისდიეთ სწავლებებს. ეს გემო არის სწავლების შედეგი. არავის არ აქვს ის თავიდანვე, მაგრამ მუდმივი პრაქტიკა შექმნის გემოს. ჩვილმა არ იცის რძის გემო. რძის ყოველდღიურად მიღებით, ის იწყებს მის მოწონებას; სინამდვილეში გემო ხდება მისთვის ისე ძვირფასი, რომ როდესაც რძეზე უარი უნდა ათქმევინონ ბრინჯით შესაცვლელად, ის იწყებს პროტესტს. მაგრამ დედა არ კარგავს იმედს; ის არწმუნებს შვილს ყოველდღიურად მიიღოს მომზადებული ბრინჯის მცირე რაოდენობა, და დროთა განმავლობაში ბავშვი იწყებს ბრინჯის მოწონებას და ბოლოს უარს ამბობს რძეზე. რძე, მისი ბუნებრივი საკვები, ახლა შეიცვალა ბრინჯით კვლავ ბუნებრივით. ახლა ნამდვილად თუ ბრინჯი არ იქნება მისთვის ხელმისაწვდომი ერთ დღესაც კი, ბავშვი ხდება საცოდავი. ამის მსგავსად მუდმივი პრაქტიკით, სურვილი მიწიერი და გრძნობითი ობიექტებისა და საქმეებისთვის შესუსტდება და კარგი კომპანია (სათსანგი) გაბატონდება.
– ბჰაგავატა ვაჰინი, თავი 1.
20.10.2015
თავისში წმინდა ღმრთიურების დასწრების გულმავიწყობით, ადამიანები იწყებენ ღმერთის ძებნას. ავატარები (განხორციელებები) არის ორი სახის: ამსაავატარი და პურნაავატარი. ყველა ადამიანის არსება არის ამსაავატარი (ღმრთიურის ნაწილობრივი განხორციელება). მამაივაამსო ჯიივალოკე ჯიივაბჰუტაჰ სანათანაჰ (ამ ცოცხალი არსებების მსოფლიოში, ეს არის ჩემი მარადიული მე რომელიც ხდება ჯივი, ინდივიდუალური სული) ამბობს კრიშნა გიტაში. ეს ნაწილობრივი განხორციელებები, მოხვედრილი მაიაში ინვითარებენ ეგოიზმს და მესაკუთრეობას და ატარებენ ამქვეყნიურ ცხოვრებას. თუმცა, პურნაავატარები (ღმრთიურის სრული განხორციელებანი), იმორჩილებენ და სცილდებიან მაიას, უმჟღავნებენ მსოფლიოს თავიანთ სრულ ღმრთიურებას თავიანთი ცხოვრებით. პურნაავატარი შეიძლება მოიქცეს ვითარებათა შესაბამისად, თითქოს ემორჩილება მაიას, მაგრამ სინამდვილეში ის არის მისგან თავისუფალი ყოველ დროში. მაგრამ ზოგიერთი თავისი საკუთარი შეზღუდულობის გამო ვერ იგებს ამ ჭეშმარიტებას, მის მოქმედებებს მიაწერს მცდარ მოტივებს. ამაში ისინი ასახავენ თავიანთ საკუთარ გრძნობებს.
– ღმრთიური საუბარი, 14 აგვისტო, 1990.
21.10.15
ქალღმერთი დურგა წარმოადგენს ბუნების ძალას (პრაკრიტი-შაკტის) და ქალღმერთი ლაკშმი წარმოადგენს აზრის ძალას (სანკალპა-შაკტის). ქალღმერთი სარასვატი წარმოადგენს მეტყველების ძალას (ვაკ-შაკტის). ამ სამი ძალის შესაძენად არის რომ თაყვანისცემის სხვადასხვა ფორმა სრულდება ნავარატრის ფესტივალის განმავლობაში. მაგრამ ლოცვები მარტო არ არის საკმარისი. ლოცვები გამოიცემა ბაგეებით, მაგრამ ეს უნდა გამოდიოდეს გულიდან. გული (ჰრიდაია) სიმბოლირებს რძის ოკეანეს (კშიირასაგარას) რომლიდანაც წარმოიშვა დედა ლაკშმი. როდესაც ქალღმერთი ლაკშმი წარმოიშობა, მეტყველების სისუფთავე მოსდევს კვალში. რასაც კი თქვენ ლაპარაკობთ უნდა შეესაბამებოდეს ჭეშმარიტებას. განდგომა (ვაირაგია) არ არის ოჯახის კერის და სახლის მიტოვება და ტყეში განმარტოების მოყვარულობა. ეს ნიშნავს ღმრთიური აზრების განვითარებას და ამქვეყნიური გრძნობების შემცირებას. როდესაც ხდება ეს ბალანსირებული განვითარება მაშინ თქვენ იძენთ პრაკრიტი-შაკტის (კონტროლს ბუნების ძალებზე). როდესაც ეს ძალები არის დაცული, თქვენი გონების ძალა, მშვიდობა და ნეტარება იზრდება.
– ღმრთიური საუბარი, 4 ოქტომბერი, 1992.
22.10.2015 ვიჯაიადაშმი
შეხედეთ ველური მხეცების მომთვინიერებლებს. მათ მოჰყავთ ვეფხვი, ყველაზე სასტიკი ცხოველებიდან, როგორც კატა ცირკის რგოლში და აიძულებენ მას გააკეთოს ნახტომი ცეცხლის რკალის გავლით, შესვრიპოს რძე ჭურჭლიდან ან იჯდეს პირისპირ თხასთან სკამზე! ისინი ათვინიერებენ რომ იგი გახდეს მოკრძალებული სათამაშო! თუ სასტიკი ვეფხვი შეიძლება იყოს დამორჩილებული, შეიძლება თქვენ ვერ მიაღწიოთ წარმატებას თქვენი ჭკუის მძვინვარე ბინადრებთან? თქვენ შეგიძლიათ! ეს გზავნილი თქვენ უნდა შეითვისოთ როდესაც თქვენ ზეიმობთ პირველადი ენერგიის გამარჯვებას! ამ დღეს ენერგიის (პარაშაკტის) ქალღმერთმა, იმანენტურმა მიკროკოსმში და მაკროკოსმში მოსპო ყველა ბოროტი ძალა (ასურა). ეს იგივე ენერგია წარმოდგენილია თქვენში როგორც მთვლემარე სულიერი ენერგია (კუნდალინი შაკტი), რომელსაც როდესაც იღვიძებს, შეუძლია დაშალოს, ცუდი მიდრეკილებები თქვენს ჭკუაში; ამიტომ სისტემატიური სადჰანის საშუალებით დაუკაკუნეთ შინაგან რესურსებს, რითაც ღმერთმა თქვენ უზრუნველგყოთ და აამაღლეთ თქვენი თავი უფრო სუფთა და უფრო ბედნიერ სამეფომდე.
– ღმრთიური საუბარი, 4 ოქტომბერი, 1967.
23.10.2015
როდესაც ადამიანის ჭკუა არის დაუხსნელი ცხოვრების აწევებსა და დაშვებებზე, მაგრამ უნარი აქვს შეინარჩუნოს სიმშვიდე ყველა ვითარებაში, მაშინ ფიზიკური ჯანმრთელობაც კი შეიძლება იყოს გარანტირებული. გონებრივი სიმტკიცე უნდა იყოს როგორც ცა რომელიც არ ატარებს არავითარ ნიშანს მასში მფრინავი ფრინველების, თვითმფრინავების ან ღრუბლების. ავადმყოფობა გამოწვეულია უფრო ჭკუის ცუდი კვებით ვიდრე სხეულის. ექიმები ლაპარაკობენ ვიტამინების დეფიციტზე, მე ვუწოდებ ამას ვიტამინ ღ-ს დეფიციტს, და მე ვიძლევი ღმერთის სახელის გამეორების როკომენდაციას ღმერთის დიდების და წყალობის თანხლებით. ეს ვიტამინი ღ არის წამალი რომელიც არის საჭირო. რეგულირებული ცხოვრება და ჩვევები არის მკურნალობის ორი მესამედი, მაშინ როდესაც წამალი არის ერთი მესამედი. თქვენ უნდა გახსნათ სიყვარულის, მორჩილების, მიუბმელობის და კმაყოფილების ღმრთიური ხარისხები. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ გახდებით ველურ მხეცზე უფრო უარესი და ფაქტიურად უფრო მეტად საშინელი.
– ღმრთიური საუბარი, 27 სექტემბერი, 1965.
24.10.2015
ზუსტად ისე როგორც თქვენ ჩამოწერილი გაქვთ კვალიფიკაციის მინიმუმი ყოველი პროფესიისთვის, კვალიფიკაციის მინიმუმი წყალობისთვის არის ეგოიზმის დათმობა, გრძნობებზე კონტროლი, და რეგულირებული კვება და დასვენება (აჰარა და ვიჰარა). ადამიანი არის გაკეთებული ან გაფუჭებული კომპანიით რომელშიც იმყოფება. ცუდი ადამიანი რომელიც ხვდება კარგ კომპანიაში, შემძლეა გადაღვაროს თავისი ბოროტება სწრაფად და ძლიერად გაბრწყინდეს სათნოებაში. კარგი ადამიანი ცუდ კომპანიაში ჩავარდნის შემთხვევაში დაძლეულია ვერაგული ზეგავლენით და სრიალდება დაბლა ბოროტებაში. პატარა დაძლეულია უფრო დიდით. მჟავე ხაჭოს წვეთი გარდაქმნის რძეს, ჭრის მას, გამოყოფს კარაქს და გადააქცევს მას შრატში. წმინდა წიგნები არის იგივენაირად ფასეული ასეთი გარდაქმნის პროცესისთვის, მაგრამ ეს წიგნები უნდა წაიკითხოთ და დაფიქრდეთ მათზე, და მათი გაკვეთილები უნდა ჩადოთ ყოველდღიურ პრაქტიკაში. გაიატრი მანტრა არის ვედური ლოცვა უზენაესი გონიერების მიმართ რომელიც მუდმივად არის სამყაროში მთხოვნელთა გონების ასანთებად.
– ღმრთიური საუბარი, 27 სექტემბერი, 1965.
25.10.2015
თავდაჭერილობა არის აუცილებელი ქალისთვის. თავდაჭერილობის ზღვრების გადაბიჯება არის მისი შინაგანი დჰარმის საწინააღმდეგო; მისი საზღვრების გადაკვეთა იწვევს ბევრ უბედურებას, მათ შორის სპობს თვით ქალურობის დიდებას. თავდაჭერილობის გარეშე, ქალი მოკლებულია სილამაზეს და კულტურას. თავდაჭერილობის არ ქონა ხდის ქალის ცხოვრებას სიცარიელედ, როგორი მდიდარიც არ უნდა იყოს სხვა ცოდნაში. თავდაჭერილობა ეწევა მას დიადი წმინდანობის სიმაღლეებზე. თავდაჭერილობა არის ნარევი შემდეგი ხარისხების – თავმდაბლობის, აზრისა და მანერების სისუფთავის, თვინიერების, უმაღლეს იდეალებზე დანებების, მგრძნობიარობის და ხასიათის სიტკბოს. ეს არის ყველაზე ფასდაუდებელი სამკაული ქალისთვის. მისი თანდაყოლილი წესიერების გრძნობით, თავდაჭერილი ქალი ყოველთვის რჩება საზღვრებში. ის ავტომატურად ხდება მცოდნე რომელი ქცევა არის სწორი და რომელი არასწორი. თავდაჭერილობა არის ჭეშმარიტი გამოცდა ქალის დიდებულების. თავდაჭერილი ქალი გამოიჩენს მხოლოდ სათნო საქმეების და ქცევების ერთგულებას, მას ექნება ავტორიტეტი სახლში და გარეთ, საზოგადოებასა და მსოფლიოში.
– დჰარმა ვაჰინი, თავი 4.
26.10.2015
ამ დღეებში სათნოება ხდება იშვიათი ყველა დონეზე – ინდივიდში, ოჯახში, საზოგადოებასა და სახელმწიფოში, და კიდევ ცხოვრების ყველა სფეროში – ეკონომიკურში, პოლიტიკურში და ‘სულიერშიც’ კი. სიცოცხლე უნდა დაიხარჯოს დაგროვებასა და დაცვაში სათნოების, არა ქონების. ისმინეთ წარსულის დიდი მორალური გმირების ისტორიები და წადით მათზე ფიქრებში, იმიტომ რომ მათი იდეალები შეიძლება აღიბეჭდოს თქვენს გულებზე. არსებობს კიდევ დაკნინება დისციპლინაში, რაც არის ნიადაგი რაზეც სათნოება იზრდება. თითოეული უნდა იყოს პატივცემული როგორიც არ უნდა იყოს მათი სტატუსი, ეკონომიკური პირობრბი ან სულიერი განვითარება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ იარსებებს მშვიდობა და ბედნიერება ცხოვრებაში. ეს პატივისცემა შეიძლება იყოს აღძრული მხოლოდ რწმენით რომ იგივე ნამდვილი მე (ათმა) რომელიც არის თქვენში თამაშობს სხვა ადამიანის როლს. დაინახეთ ეს ღმრთიურება (ათმა) სხვებში; იგრძენით რომ მათაც აქვთ შიმშილი, წყურვილი, ნაღვლობა და სურვილები როგორც თქვენ გაქვთ, განივითარეთ თანაგრძნობა და მგზნებარე სიყვარული რომ ემსახუროთ ყველას და იყოთ სასარგებლო ყველასთვის.
– ღმრთიური საუბარი, 22 თებერვალი, 1968.
27.10.2015
ზოგიერთმა შეიძლება იკითხოს, “ქალები რომლებმაც გადაყლაპეს თავდაჭერილობის ყველა სინდისის ქეჯნა არიან პატივცემული დღეს! ისინი გაბღენძილნი დადიან ყველგან აწეული თავით და მსოფლიო პატივს სცემს მათ არანაკლებად. როგორ არის ეს ასე თუ თავდაჭერილობა არის ძალიან მნიშვნელოვანი?” მე არ მჭირდება ჩემი შეტყობინება დღევანდელი მსოფლიოს ამ საქმიანობაზე. მე არ მაქვს ჩემი ურთიერთობა მათთან. მათ შეიძლება მიიღონ თავისებური ღირსება და პატივისცემა, მაგრამ პატივისცემა არ არის უფლებამოსილი ან დამსახურებული. როდესაც ღირსება არის შეთავაზებული დაუმსახურებლად ეს არის შეურაცხყოფის ტოლფასი; მისი შეთავაზების მიღება არის თვით საჩუქრის დამცირება. ეს არის არა ღირსება არამედ ფარისევლობა რაც გათვლილია თავხედობაზე ეგოისტობით და გაუმაძღრობით. თავმდაბალ ქალს არასოდეს მოსწყურდება ღირსება და ქება. მისი ყურადღება ყოველთვის იქნება საზღვრებზე რომლებიც მან არ უნდა დაარღვიოს. ღირსება და ქება მოდის მასთან უთხოვნელად და შეუმჩნევლად. თაფლს ყვავილში ან ლოტოსში არ სწყურია ფუტკრები; სწორედ ასე არის ურთიერთობა კულტურულ ქალთან რომელმაც იცის თავისი საზღვრები და რომ პატივისცემას ის იწვევს და იმსახურებს.
– დჰარმა ვაჰინი, თავი 4.
28.10.2015
თქვენ მოგეცათ ძვირფასი შესაძლებლობა მოგესმინათ ღმერთის საუბრები და მითითებები, ისინი აღიბეჭდა თქვენს გულებზე; ბევრი თქვენი საუბარი ცენტრირებულია ჩემზე ან ჩემს ღმრთიურ თამაშებზე (ლიილებზე) და დიდებაზე (მაჰიმაზე). ჩემი რჩევა თქვენთვის არის: გამოიყენეთ ეს თაყვანისცემა თქვენს ცხოვრებაში. დაე თქვენმა კომპანიონებმა ნახონ როგორ დისციპლინირებული ხართ თქვენ, როგორ გულწრფელად ემორჩილებით თქვენს მშობლებს, და როგორ ღრმად პატივს სცემთ თქვენს მასწავლებლებს. იყავით სინათლე, გამომსხივებელი სათნოების და თვითკონტროლის სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ თქვენ, სწორედ ასე საქებრად როგორც თქვენ აკეთებთ ჩემს ღმრთიურ დასწრებაში. არ დასრიალდეთ უკან უდისციპლინობაში, ცუდ მანერებში, უპასუხისმგებლობასა და ბოროტ ჩვევებში. არ დაიჩივლოთ საკვებზე; ჭამეთ კმაყოფილებით რასაც კი თქვენ იღებთ. არ გააპროტესტოთ ნებისმიერი დავალება რომელიც თქვენმა მშობლებმა შესაძლებელია განგისაზღვრონ თქვენ. დათანხმდით სიხარულით და შეასრულეთ ის. როდესაც მათ სურთ რომ თქვენ მოუაროთ მათ, გააკეთეთ ეს ბედნიერად, საზრიანად, და კმაყოფილების გრძნობით რომ თქვენ მიიღეთ შანსი. იცხოვრეთ სადაც არ უნდა იყოს მაგრამ იმგვარად რომ მე შევძლო უფრო და უფრო მეტი ჩემი წყალობის გადმოღვრა თქვენზე.
– ღმრთიური საუბარი, 22 თებერვალი, 1968.
29.10.2015
გქონდეთ მაღალი მიზნები ცხოვრებაში. დააყენეთ თქვენს წინაშე დიდი კაცების და დიდი ქალების მაგალითები, რომლებიც ფიგურირებდნენ ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიოს ისტორიაში. აიღეთ გაკვეთილი მათი მსხვერპლისა და გმირობის ცხოვრებიდან. თქვენ გჭირდებათ სიმტკიცე პირისპირ შესახვედრად ცხოვრების გამოწვევებთან რომლებიც სავსეა აწევებით და დაშვებებით, წარმატებებითა და წარუმატებლობებით, და სიხარულითა და დარდით. ამ გამოწვევებს უნდა შეხვდეთ რწმენით ღმერთში. ჭკუა არ უნდა დაუშვათ მერყეობასა და ხტუნვაზე ერთიდან მეორე რამეზე. მყარი ჭკუა არის ჭეშმარიტად განათლებული ადამიანის ნიშანი. ცხოვრება უნდა იმართებოდეს წესებით. თვითკონტროლი არის აუცილებელი უბიწო ცხოვრების გასატარებლად. ჩვენი კულტურა ყოველთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ყველას კეთილდღეობას. თქვენ არ უნდა შეიმუსროთ სირთულეებით რომლებსაც თქვენ შეიძლება შეხვდეთ ცხოვრებაში. ეს ყველა არის წარმავალი, ესენი მოდის და მიდის. გამძლე ნეტარების წყარო არის თქვენში. არ დაუთმოთ ნების სისუსტეებს.
– ღმრთიური საუბარი, 21 იანვარი, 1988.
30.10.2015
პატივისცემის და ღირსების დახვავება ადამიანზე რომელიც არ მისდევს ათმურ დჰარმას (მისი მე-თი მართვად უბიწოებას) არის მსგავსი დეკორაციების დახვავების სხეულზე რომელსაც არ აქვს სიცოცხლე თავისში. სულს რომელმაც დატოვა სხეული არ შეუძლია სარგებლობა გვამის პატივისცემით. სწორედ ასეა შემთხვევა ადამიანთან მიმართებაშ რომელმაც არ იცის სინამდვილე და ცხოვრების მიზანი მაგრამ შემკობილია სახელისა და დიდების გვირგვინით. თავდაჯერილი ქალი არ ინტერესდება ასეთი უაზრო ნაგვისა და ზიზილ-პიპილებისთვის. ეს დახასიათება არის რაც აძლევს მას ტიტულს ‘სახლის ლაკშმი’. ქალი არის როგორც ოჯახის ასევე რელიგიის პრაქტიკის საყრდენი. ის ნერგავს და ზრდის რელიგიურ რწმენას. ქალს აქვს ბუნებრივი მიდრეკილება რწმენისა და სულიერი ძალისხმევისკენ. ქალს ერთგულებით, რწმენით და თავმდაბლობით ხშირად მიჰყავს კაცი გზაზე ღმერთისკენ და წმინდა სათნოებათა პრაქტიკასთან.
– დჰარმა ვაჰინი. თავი 4.
31.10.2015
ღმრთიური წყალობის მიღების საშუალება არის ბჰაკტი (ერთგულება), პრაპატი (დანებება), ნიიამა (ეთიკური დისციპლინა), ვიჩარანა (გამოკვლევა) და დიიკშა (გადაწყვეტილება). როდესაც თქვენ გაქვთ წარმატება ამ გამოცდებში, თქვენ განცდით ღმრთიურის წყალობას. ერთგულება უნდა გაცხადდეს ყოველ მოქმედებაში. ყველაფერი გაკეთებული ღმერთის სიყვარულიდან და როგორც შეთაზება ღმერთისადმი, ხდება ერთგულება. ერთგული არის სავსე სიყვარულით და უნაწილებს სიყვარულს სხვებს. თაყვანისცემის ცხრა სხვადასხვა ფორმა დანიშნულია მხოლოდ ერთგულების კულტივირებისთვის. მაგრამ ამ ყველას მიზანი არის ღმერთთან ერთობის განცდა. პრაპატი ნიშნავს მთლიან მინდობას – ყველაფრის ღმერთისთვის შეთავაზებას. ეგოს გრძნობა აცალკევებს ინდივიდს ღმერთისგან. როდესაც ადამიანი სთავაზობს ყველაფერს ღმერთს, ეგოს ბარიერი შორდება. ყველა დაავადებიდან რომლისკენაც ადამიანს აქვს მიდრეკილება, დაავადება რომელიც მოდის აჰამკარადან (ეგოდან) არის ძალიან მომაკვდინებელი. პანაცეა ამ დაავადებისთვის არის მხოლოდ ღმერთის ნებაზე დანებება.
– ღმრთიური საუბარი, 21 იანვარი, 1988.

ბაბა

კომენტარის დატოვება