თებერვალი

1.02.18.
მსხვერპლის სული არის ძირითადი წინაპირობა ყოველი სევაკისთვის (მსახურისთვის). მსხვერპლის გრძნობის შთაგონების გარეშე, თქვენი სევა იქნება ფარისევლობა, ცარიელი რიტუალი. თქვენ ატარებთ სევადალის ხელსახვევს თქვენი ტანის სამოსზე, მხოლოდ მის მალე მოსაცილებლად! როდესაც თქვენ იხსნით ყელსახვევს, თქვენ გრძნობთ შვებას რომ თქვენ განთავისუფლდით სიყვარულის და მსახურების მოვალეობისგან. ასე კეთებისას, თქვენ დრამაში თამაშობთ მხოლოდ ყელსახვევის მოხვევის და მისი მოხსნის დროებით როლს. ღრმად და ნათლად გაითავისეთ მსხვერპლის სული თქვენს გულში. ღმერთი არის სიყვარული და შეიძლება მოიპოვოთ მხოლოდ სიყვარულის კულტივირებითა და ხორცშესხმით. მისი დაჭერა შეუძლებელია ნებისმიერი ხრიკით; ის იძლევა წყალობას მხოლოდ მაშინ როდესაც მის ბრძანებებს მისდევენ – ბრძანებებს ყველას სიყვარულსა და ყველას მსახურებაზე. როდესაც თქვენ ამას აკეთებთ, თქვენ ემსახურებით საკუთარ თავს ყველაზე მეტად – საკუთარ თავს ვინც გიყვართ ყველაზე მეტად! ვინაიდან ღმერთის წყალობა გფუთავთ თქვენ მაშინ, და თქვენ ძლიერდებით ყველა ადრინდელი განცდის ზემოთ.
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 26 ივნისი.
2.02.18.
ადამიანად დაბადება არის ყველაზე უკეთილშობილესი, თქვენი საკუთარი პროგრესითი ევოლუციის უთვალავი საუკუნის საბოლოო პროდუქტი. ჰკითხეთ საკუთარ თავს ეს: თქვენ შეგნებულად ცდილობთ იცხოვროთ პრინციპების თანახმად ამ ძვირფასი საჩუქრის რომელიც თქვენ მოიპოვეთ? ამიერიდან, ცხოვრების ყოველი დღე აქციეთ სიყვარულის უწყვეტ შეთავაზებად, მსგავსად ზეთის ლამპის, რომელიც ლევს თავის თავს არემარეს განათებით. ატარეთ ღმერთის მოხალისის უხილავი ნიშანი ნებისმიერ დროს და ყველა ადგილას. მოხარეთ ტანი, გაასწორეთ გრძნობები, და შეწყვიტეთ ჭკუა – ეს არის ‘უკვდავების შვილის’ სტატუსის მიღების პროცესი, რაც უპანიშადებს აქვს რეზერვირებული თქვენთვის. ღმერთი არის სიტკბოს განსახიერება. მიაღწიეთ მას მისთვის სიტკბოს შეთავაზებით რითაც მას ჰყევხართ თქვენ დაჯილდოებული. გაჭეჭყეთ ლერწამი მსახურების ქარხანაში, მოხარშეთ ეს მონანიების ქვაბში, გააუფერულეთ ეს ყველა გრძნობითი მგზნებარე სურვილისგან გაწმენდით, და შესთავაზეთ მას შემბრალებელი სიყვარულის დაკრისტალებული შაქარი.
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 26 ივნისი.
3.02.18.
ამჟამად, საერთო აქსესუარი ყველა ქალის ჩანთაში და კაცის ჯიბეში არის სარკე და სავარცხელი. თქვენ გეშინიათ რომ თქვენი მომხიბვლელობა საფრთხეშია მაშინ როდესაც თქვენი თმები ოდნავ აწეწილია, ან როდესაც თქვენი სახე აჩვენებს პუდრის ლაქებს; ამიტომ თქვენ ცდილობთ შეასწოროთ შესახედაობა დაუყოვნებლივ. იმ დროს როდესაც ასე ნაღვლობთ ამ სწრაფად გაუარესებადი პირადი მომხიბვლელობით, რამდენად მეტად უნდა ინაღვლოთ თქვენ სინამდვილეში შურისა და სიძულვილის მტვერზე, პატივმოყვარეობასა და ბოროტებაზე რაც ბილწავს თქვენს ჭკუასა და გულებს? იქონიეთ სარკე და სავარცხელი ამ დანიშნულებისთვისაც! იქონიეთ სარკე ბჰაკთის (ერთგულების) და სავარცხელი ჯნანის (სიბრძნის) იმის შესაფასებლად ესენი არის თუ არა სუფთა და ნათელი. ჯნანის სავარცხელი, გამომუშავებული დისკრიმინირებით ასწორებს პრობლემებს, ხსნის კვანძებს და საშუალებას გაძლევთ თქვენ აკონტროლოთ და კალაპოტში ჩააყენოთ თქვენი გრძნობები და ემოციები რომლებიც ველურად გაფანტულია ყველა მიმართულებით. თქვენ რასაც გინდა აკეთებდეთ, სადაც გინდა იყოთ, გახსოვდეთ რომ მე ვარ თქვენთან და თქვენში. ეს დაგიცავთ თქვენ პატივმოყვარეობისა და ცოდვისგან
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 26 ივნისი.
4.02.18.
სახლი ავსებული უნდა იყოს სიყვარულით, მსხვერპლით რასაც სიყვარული მოიცავს, სიხარულით რასაც სიყვარული ასხივებს და მშვიდობით რასაც სიყვარული ანიჭებს. ნებისმიერი აგურის და კირდუღაბის ნაგებობა სადაც მშობლები და შვილები ატარებენ თავის ცხოვრებას არ შეიძლება იყოს სახლი თუ შვილებს არ ენაღვლებათ იგი, და მშობლები ვერ პოულობენ სიმშვიდეს მასში. სახლი არის ტაძარი სადაც ოჯახი, რომლის თითოეული წევრი არის მოძრავი ტაძარი, არის აღზრდილი და კვებით უზრუნველყოფილი. დედა არის ღმერთის ამ სახლის მღვდელმთავარი. თავმდაბლობა არის საკმეველი რომლითაც სახლი არის სავსე. პატივისცემა არის ლამპა რომელიც ანათებს, სიყვარულით როგორ ზეთით და რწმენით როგორც პატრუქით. გაატარეთ თქვენი სიცოცხლის წლები მათი მიძღვნით ასეთი თაყვანისცემისთვის სახლებში რომლებშიც თქვენ ცხოვრობთ. მე გაკურთხებთ თქვენ რომ თქვენი რწმენისა და ძალის მეშვეობით, თქვენმა ერთგულებამ და ღვაწლმოსილებამ შეძლოს გაზრდა.
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 26 ივნისი.
5.02.18.
ერთი დისციპლინა რასაც ყოველმა თქვენგანმა უნდა მიაქციოს ყურადღება არის გრძნობების კონტროლი; თუ თქვენ მიუშვებთ მათ სადავეს ესენი ჩაგითრევენ თქვენ უბედურებაში. განათლებამ უნდა გარდაგქმნათ თქვენ მონარქად თქვენი ტალანტების რომლებიც არის თქვენი ინსტრუმენტები ცოდნის შესაძენად. თვალები, ყურები და ენა არის ველური ცხენები. შეისწავლეთ მედიტირების (დჰიანას) ხელოვნება რითაც გრძნობები შეიძლება გაკონტროლდეს და მიემართოს შიგნით გრძნობებისა და ემოციების დაუფლებისკენ. თქვენ უნდა ისწავლოთ ასევე როგორ აიცილოთ თავიდან სიძულვილი, სიბოროტე, სიხარბე, რისხვა, სიამაყე და სხვა წინააღმდეგობები რომლებიც მოდის შინაგანი მშვიდობის გზაზე. საკმარისი არ არის თუ თქვენი სახლის ბიუჯეტი არის ბალანსირებული, თქვენ უნდა შეისწავლოთ და გქონდეთ ხელოვნება ბალანსირებული მსოფლმხედველობის, რომელზეც არ მოქმედებს გამარჯვების აღნიშვნა და სირთულეები, მოგება ან წაგება, გამარჯვება ან დამარცხება. ეს ბალანსი შეიძლება მიღებული იყოს მხოლოდ იმედითა და რწმენით შიგნით მაცხოვარ ღმერთში.
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 26 ივნისი.
6.02.18.
უფალი დაკშინამურტი მარტო მიდიოდა ზღვის განიერ სანაპიროზე, ჩაძირული ღრმა მედიტირებაში. მან შორ მანძილზე დაინახა ხმელი ტოტი ტალღის თხემზე გარდამავალი ერთიდან მეორე ტალღაზე, ჩაღრმავებიდან თხემისკენ, თხემიდან ჩაღრმავებისკენ, მანამ სანამ იგი გამოტანილი არ იქნა სანაპიროს ქვიშაზე. ის იყო გაოცებული ეგოიზმით ოკეანის რომელიც არ აძლევდა თავშესაფარს თუნდაც პატარა ტოტს. იგრძნო რა მისი რეაქცია, ოკეანემ განუცხადა, სიტყვებით რომ მას შეძლებოდა გაგება, „ჩემი არც ეგოიზმია არც რისხვა; ეს არის მხოლოდ თვითგადარჩენის მოვალეობა. მე არ უნდა დავუშვა უმნიშვნელო ლაქა ჩემი სიდიადის გასაფუჭებლად. თუ მე ნებას მივცემ ამ ტოტს გააფუჭოს ჩემი დიდებულება, ეს იქნება პირველი ნაბიჯი ჩემს მოსასპობად“. შემდეგ დაშკინამურტმა შემნატვრელი ღიმილით გამოხატა ძლიერი ოკეანის სიფხიზლე. მან აღწერა ეს შემთხვევა როგორც დიდი გაკვეთილი სულიერ მისწრაფებაში. სურვილის უმცირესი ტოტი, თუ ეს ვარდება ჭკუაში, დაუყოვნებლად უნდა იყოს სუფთა წყალიდან მაღლა ამოტანილი და გადატყორცნილი. ეს იყო გაკვეთილი სასწავლებლად.
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 26 ივნისი.
7.02.18.
სიყვარული არის არსებითი. სიყვარული არის ღმრთიური. რომ წარმოვადგინოთ მოქმედება შესაფერისად ღმერთისთვის შესათავაზებლად და საკმარისად სუფთა მისი წყალობის მოსაპოვებლად, ეს უნდა იყოს სიყვარულის გამომჟღავნება. დაიცავით სიყვარული ბოროტებით მოშხამვიდან. ესწრაფეთ სიყვარულის კულტივირებას რომელიც თავისუფალია სიძულვილისგან და ყველა სახის ცუდი გავლენისგან. ყველა რელიგიის ძირი, ყველა წმინდა წერილის შინაარსი, ყველა გზის პაემანის ადგილი, და ყველა ადამიანის შთაგონება არის სიყვარულის (პრემას) პრინციპი. ეს არის მყარი ფუნდამენტი ადამიანის სიცოცხლის მისიისთვის. ეს არის სინათლე რომელიც უზრუნველყოფს მსოფლიო მშვიდობას და მსოფლიო აყვავებას. აღავსეთ თქვენი ყოველი სიტყვა და ყოველი მოქმედება სიყვარულით. სიტყვა რომელიც გამოდის თქვენი ენიდან არ უნდა იყოს დანის დარტყმის მსგავსი, არც უნდა დაჭრას როგორც ისარმა, არც უნდა დაკრას როგორც ჩაქუჩმა. ეს დაფუძნებული უნდა იყოს ტკბილ ნექტარზე, ვედანტური სიბრძნის დამამშვიდებელ რჩევაზე, და აყვავების წყნარ გზაზე; მან უნდა გადმოღვაროს მშვიდობა და სიხარული.
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 29 ივლისი.
8.02.18.
უფრო მეტად მანათობელი ვიდრე მზე, უფრო თეთრი და უფრო სუფთა ვიდრე თოვლი, უფრო წმინდა ვიდრე ზეცანი სივრცეში, უზენაესი უფალი (პარამათმა) ბინადრობს ყველაფერში, მსჭვალავს მთელ კოსმოსს, კაშკაშებს ყოველ ატომში. თქვენ ხართ ამ ბრაჰმანში (ღმრთიურებაში), და ეს ბრაჰმანი არის თქვენში. თქვენ ხართ ეს ბრაჰმანი, და ეს ბრაჰმანი არის ის ვინც თქვენ ხართ. რა უფრო დიდი ჭეშმარიტება შემიძლია მე მოვიტანო თქვენამდე? პირველი ამოცანა რომელსაც მე გთხოვთ რომ შეასრულოთ არის თქვენში ღმრთურების გაცნობიერების განვითარება. მომდევნო ეტაპი არის გაცნობიერება ჭეშმარიტების რომ ღმრთიურება რაც არის თვით თქვენში იგივე ესწრება ყველა სხვაში. თქვენ უნდა აღიაროთ რომ ფარდა ან ბარიერი რომელიც გაჩვენებთ მას გამოყოფილად სხვებისგან წარმოშობილია ილუზიით და ყველა ძალისხმევა უნდა გააკეთოთ მის მოსაცილებლად. მხოლოდ მაშინ იქნება ყველა ცოცხალი ნივთის ერთიანობის განცდა შესაძლებელი რასაც აცხადებს სრუთები ან ვედები. აჰამ ევა იდამ სარვამ – მე ვარ სინამდვილეში ეს ყველაფერი.
– ღმერთის საუბარი, 1988 წლის 16 თებერვალი.
9.02.18.
რა სარგებელია უპანიშადების ან გიტას შესწავლა თუ მას თან არ ახლავს ტრანსფორმირება ჩვენს აზრებში ან ცხოვრების წესში? თქვენ უნდა გამოიკვლიოთ საით მიჰყავხართ თქვენ ყველა თქვენს სულიერ პრაქტიკას. უნდა არსებობდეს შეცვლის სურვილი და პროგრესი შეგნების უმაღლესი მდგომარეობისკენ. სინამდვილეში ყველა ხართ სატ-ჩიტ-ანანდას (ჭეშმარიტება-შეგნება-ნეტარების) განსახიერება! თქვენი ნამდვილი ‘მე’ არსებობს ყველა მდგომარეობაში მღვიძარების, ძილის და ღრმა ძილის. მაგრამ ძილში და ღრმა ძილში თქვენ არ შეიგრძნებთ თქვენს ტანს. არსება რომელიც ესწრება ყველა ამ მდგომარეობაში არ განიცდის ცვლილებას. თქვენ უნდა ეცადოთ ამ ‘მე’-ს ბუნების გაგებას. თქვენ შეიძლება მიიჩნიოთ ეს უკიდურესად ძნელად, მაგრამ თუ თქვენ გაქვთ ერთგულება და შეუპოვრობა ეს იქნება საკმაოდ ადვილი. არ არსებობს მსოფლიოში არაფერი უფრო ადვილი ვდრე სულიერი გზაა. მაგრამ როდესაც არ არის სერიოზულობა, ეს გეჩვენებათ ძნელად. ამიტომ გიტა აცხადებს შრადდჰავამ ლაბჰატე ჯნანამ (სერიოზული მაძიებელი იძენს უზენაეს სიბრძნეს).
– ღმერთის საუბარი, 1988 წლის 16 თებერვალი.
10.02.18.
ადამიანთა უმეტესობა დღეს განიცდის ნაკლებობას სიყვარულში და ასე ნეტარებაშიც აგრეთვე. როდესაც ადამიანები ქმნიან კონფლიქტურ ჯგუფებს და შეთქმულებას იღებენ ერთი მეორის მოსპობაზე, როგორ შეძლებს სიხარული და მშვიდობა მათში ყოფნას? ძველი მითები ლაპარაკობს ღმერთებსა და დემონებს შორის და ადამიანებსა და რაკშასებს (დემონებს) შორის გამანადგურებელ ომებზე. მაგრამ ისტორია დღეს წერს ომებს რაკშასებს შორის რომლებიც თავს უწოდებენ ‘ადამიანს’. რატომ? იმიტომ რომ სიყვარული არის მიმართლი ეგოურ მიზნებზე. მსხვერპლი და გულმოწყალება ლოლიაობაშია თვითგანდიდების გულისთვის. ადამიანები იღებენ მონაწილეობას სოციალურ მსახურებაში მხოლოდ საკუთარი თავის რეკლამირებისათვის. როგორ შეიძლება ტკბილი შიგთავსი იყოს მოხმარებული მაშინ როდესაც ბოთლი მჭიდროდ არის დახშული ორი საცობით – პომპეზურობის და პირადი რეკლამის? მოიცილეთ ეს საცობები უანგარობის ხრახნით. უანგარო სიყვარული გულისხმობს გაგებას, და შესაბამისად, სიმპათიას და თანაგრძნობას. ესენი ჩუქნის ანანდას (ღმრთიურ ნეტარებას). ბედნიერების, მშვიდობის, და სიხარულის განსაცდელად თქვენ უნდა ანებოთ სიყვარულის და მსხვერპლის თანდაყოლილ სათნოებებს გამოსვლა თქვენს შიგნიდან და ამით განწმენდა თქვენი სიცოცხლეების.
– ღმერთის საუბარი, 1984 წლის 29 თებერვალი.
11.02.18.
კარგია ღმერთის მიმართ სიყავრული და თაყვანისცემა ფასეული ნაყოფის მიღების აზრით აქ ან შემდგომში, მაგრამ რამდენადაც არაფერი არსებობს უფრო ფასეული ვიდრე ღმერთი, ვედები გვირჩევს ჩვენ სიყვარულს ღმერთის მიმართ სურვილების შეუგრძნობლად ჩვენს ჭკუებში. გიყვარდეთ სიყვარულის გულისთვის; გიყვარდეთ ღმერთი, რამდენადაც რაც მას შეუძლია მოგცეთ არის ნაკლები ვიდრე თვით ის, გიყვარდეთ ის მარტოდ, არავითარი სხვა სურვილით ან თხოვნით. ერთხელ დრაუპადიმ ჰკითხა დჰარმარაჯას გაძევებაში ყოფნისას, „მეფევ! შენ ხარ უეჭველად უკეთესი მათ შორის ვინც მისდევს დჰარმას ურყევად; როგორ შეიძლებოდა ასეთი საშინელი უბედურება შენ შეგმთხვეოდა? ის დათრგუნული იყო დარდით. დჰარმაჯამ უპასუხა, „შეხედე ამ ჰიმალაის ქედს. როგორ საუცხოო, დიდებული, მშვენიერი და ამაღლებულია იგი! ეს არის ისეთი დიდებული ფენომენი რომ მე მიყვარს იგი უსაზღვროდ. იგი არაფერს მომცემს მე, მაგრამ ჩემი ბუნებაა მიყვარდეს ლამაზი და ამაღლებული. განსახიერება ამ ამაღლებული სილამაზის არის ღმერთი. ის არის მხოლოდ არსება რომელიც ღირს გიყვარდეს. აი ამიტომ მიყვარს მე ის. მე არ მსურს რაიმე სარგებელი მისგან. მე არ ველოცები მას რაიმე სიკეთისთვის. დაე მან მამყოფოს მე იქ სადაც მას უყვარს რომ მე მამყოფოს. უმაღლესი საჩუქარი ჩემი სიყვარულისთვის არის მისი სიყვარული, დრაუპადი!“
– სატია საი ვაჰინი, თავი 1, „უმაღლესი სინამდვილე“.
12.02.18.
არცერთი ცოცხალი არსება, ადამიანის გარდა, არ არის დაჯილდოებული გონებით და გარჩევის უნარით, ამაღლებული ამ ხარისხამდე, იმიტომ რომ მას ჰქონდეს ათმას (ღმრთიური მეს) ვიზუალირების შესაძლებლობა. ამიტომ არის კაცობრიობა გამოცხადებული ქმნილების გვირგვინად და ამიტომ აცხადებს წერილები (სასთრები) რომ ადამიანად დაბადების შანსი არის იშვიათი ნაწილი კარგი ბედის. ადამიანებს აქვთ კვალიფიკაცია რაც საჭიროა ქმნილების მიზეზის მოსაძებნად; მათ აქვთ მათში სურვილი და უნარი. ბევრმა დიდმა ადამიანმა თავისი გონება მიმართა ყველგანმყოფი უფლის (ათმას) აღმოჩენისკენ და მიაღწია წარმატებას ამ ღმრთიური პრინციპის ვიზუალირებაში. მაინც, მილიონობით ადამიანს შორის სამყაროში, მხოლოდ ცოტამ შეძლო უნივერსალური ათმას ან საერთო მეს ვიზუალირება. სიცოცხლის პროცესის მიზანი და აზრი არის უზენაესი უფლის (ათმას) მიღწევა.
– სატია საი ვაჰინი, თავი 1, „უმაღლესი სინამდვილე“.
13.02.18. შივარათრი
ადამიანის ბუნება არის პროგრესული და რეგრესული მახასიათებლების ნარევი. ადამიანმა უნდა ჩაინიშნოს ეს და წაახალისოს პირველი, მეორეს გამოკლებით. უარყოფის, განაწილების, და დათმობის ნება არის ძვირფასი სათნოება. ცნობისმოყვარეობა, მისწრაფება ცოდნისკენ, არის მეორე ხარისხი რაც გამოყენებული უნდა იყოს რეალობის გასაგებად რომელიც გვეჩვენება როგორც ბევრი და წუთიერი. ეს ცოდნა შეიძლება მიღწეული იყოს მხოლოდ მაშინ როდესაც შეგნება გასუფთავდება ღმერთის წყალობით. წმინდა დღეები ისეთი როგორიც არის შივარათრი, ჩანიშნულია მხოლოდ შთაბეჭდილებისთვის თქვენს ჭკუაზე, თქვენს ვალდებულებაზე შთაბეჭდილება მოახდინოთ ‘სწრაფად’ თქვენს გრძნობებზე და ‘ფხიზლად’ თქვენს გონებაზე და დაიჭიროთ შორს წამბილწველი ბიძგებისა და მიდრეკილებებისგან. თუნდაც აზრით რომ თქვენ ვერ ისარგებლეთ პუჯიდან ან ლაფიდან (ლოცვებიდან და განჭვრეტიდან) არ უნდა წაბილწოთ თქვენი რწმენა. სულიერი პრაქტიკების მიდევნა არის თქვენი მოვალეობა, თქვენი უშინაგანესი სურვილი და ნამდვილი სამუშაო. დაუტოვეთ დანარჩენი ღმერთის ნებას. ეს უნდა იყოს თქვენი გადაწყვეტილება წმინდა შივარათრიზე.
– ღმერთის საუბარი, 1984 წლის 29 თებერვალი.
14.02.18.
ათმას პრინციპის და მისი გულწრფელად მოსიყვარულე რწმენის განვითარება – ეს არის ნამდვილი თაყვანისცემა. ათმა არის ერთი და მხოლოდ ერთი საყვარელი კაცობრიობისთვის. შეიგრძნეთ რომ ეს არის უფრო მეტად საყვარელი ვიდრე ნებისმიერი ობიექტი აქ თუ შემდეგში – ეს არის ნამდვილი თაყვანისცემა რის შეთავაზებაც ადამიანს შეუძლია ღმერთის მიმართ. ეს არის რასაც ვედები გვასწავლის. ვედები არ გვასწავლის საშინლად ხისტი წესების და შეზღუდვების აღიარებას; ესენი არ იჭერს ადამიანს საპყრობილე სახლის წინ სადაც ადამიანი ჩაკეტილია მიზეზისა და შედეგის ბარიერებით. ესენი გვასწავლის რომ არსებობს ერთი ვინც უზენაესია ამ ყველა წესის და შეზღუდვის უკან; ერთი ვინც არის ყველა ობიექტის ბირთვი, ენერგიის ყოველი ერთეული, და ყოველი ნაწილაკი თუ ატომი; და ერთი ვისი ბრძანებებითაც მარტო ხუთი ელემენტი – ეთერი, ჰაერი, ცეცხლი, წყალი და მიწა მოქმედებს. გიყვარდეთ ის, გააღმერთეთ ის, თაყვანი ეცით მას, ამბობს ვედები. ეს არის სიყვარულის დიდი ფილოსოფია როგორც დამუშავებულია ვედებში.
– სატია საი ვაჰინი, თავი 1, „უმაღლესი სინამდვილე“.
15.02.18.
თქვენ შეიძლება დაეჭვდეთ, შეუძლია კი პატარა სიტყვას როგორიც არის რამა, საი ან კრიშნა გადაგიყვანოთ თქვენ ყოფითი ცხოვრების უსაზღვრო ოკეანეზე. ადამიანები გადაკვეთენ უზარმაზარ ოკეანეს პაწაწინა ტივზე, მათ შეუძლიათ სიარული ბნელ ჯუნგლებში პატარა ლამპით თავიანთ ხელებში. სახელს, პრანავა (ომ) რომელიც არის უფრო პატარა, აქვს უზარმაზარი შესაძლებლობები. ტივი საჭირო არ არის იყოს ისევე დიდი როგორიც ზღვაა. უფლის სახელის წარმოთქმა არის მიწისქვეშა წყალის საპოვნელად ბურღის მოქმედების მსგავსი, ეს არის მსგავსი დარტყმითი საჭრისის რამაც უნდა გაათავისუფლოს მარმარილოში დაპატიმრებული ღმერთის გამოსახულება. გატეხეთ შეფუთვა და უფალი გამოჩნდება, გაახურეთ სვეტი, როგორც პრაჰლადამ სთხოვა თავის მამა ჰირანიაკასიპუს ამის გაკეთება, და უფალი ვინც არის ყველგანმყოფი გააცხადებს თავის თავს. ყოველი დედა ასწავლის თავის ქალიშვილს შედღვიბოს და გამოიყვანოს კარაქი დასანახად დაფარული რძეში. ამის მსგავსად სულიერ სფეროში, ისწავლეთ იოგებისგან ვინც მოიპოვა და შესთავაზა ეს ახალი კარაქი (ნავანიითამ) კრიშნას მისი სახელის წარმოთქმით.
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 13 იანვარი.
16.02.18.
მოიცილეთ ყველა უარყოფითი გრძნობა. განივითარეთ უფრო და უფრო მეტი დადებითი აზრი. გასავლელ გზაზე შეიძლება ვინმემ გაკრიტიკოთ თქვენ, ეს არის ტრანსფორმირების შესაძლებლობა თქვენთვის! იფიქრეთ ასე, „ჩემმა მშობლებმა მომცეს ერთი სახელი, მეგობრებმა მეორე სახელი და სხვებმა მომცეს მე მეტსახელი! ამ ტანს აქვს ბევრი სახელი, სულ ეს არის!“ გახდებით თქვენ ცუდი თუ ვინმე გიწოდებთ ცუდს? არა! თუ ისინი ცუდს დაგიძახებენ შეეცადეთ გათავისუფლდეთ ცუდი ხარისხებიდან, თუ ესენი არის თქვენში. თუ ვინმე მიგითითებთ შეცდომებზე, ეცადეთ გაათავისუფლოთ თქვენი თავი ამ შეცდომებისგან თუ ესენი არსებობს თქვენში – სულ ეს არის!“ მოეკიდეთ კრიტიკას მოხდენილად. სიყვარულის განსახიერებანო! ამ კალი იუგას პერიოდში, როდესაც სურვილები არ სრულდება, ადამანები იწყებენ ღმერთის დადანაშაულებასაც კი! არ გძულდეთ ვინმე და არ დაადანაშაულოთ ვინმე, იმდენად რამდენადაც შესაძლებელია, გიყვარდეთ ყველა და თუ ეს შეუძლებელია, უკიდურეს არ შეიძულოთ ვინმე. ბჰაგავანს უნდა რომ ყველამ განივითაროთ ერთიანობისა და ერთობის სული.
– ღმერთის საუბარი, 2000 წლის 23 ნოემბერი.
17.02.18.
არსებობს ბევრი, შეიძლება იყოს რამოდენიმე ლაკჰი ან კრორი, ვინც თავის თავს უწოდებს საის ერთგულს. საის ერთი ერთგული მაინც თუ გააპრაქტიკებს მსხვერპლს და ჭეშმარიტებას, მთელი მსოფლიო გახდება საუკეთესო ადგილი. ჭეშმარიტება და მსხვერპლის სული არის ორი ძირითადი პრინციპი რაც აუცილებელია მსოფლიოს შესაცვლელად. ჭეშმარიტება წმენდს გულს, და მსხვერპლის სულს მივყავართ ჩვენ ამქვეყნიურის უარყოფასთან. ამ ორის მეშვეობით, ადამიანს შეუძლია გამოცდილებით გაიგოს მნიშვნელობა განცხადების, ანთაე ბაჰისჩა თათ სარვამ ვიაფია ნარაიანა სთითაჰა – უფალი ავსებს მთელ სივრცეს, შიგნით და გარეთ. ამ ჭეშმარიტი ცოდნის არქონის გამო ადამიანები გატაცებული არიან მიწიერი და წარმავალი ნივთებით დაბადებიდან სიკვდილამდე. მაშ როგორ შეძლებენ ისინი თავის გამოსყიდვას და გათავისუფლების მიღწევას? ყოველ ადამიანს უნდა უყვარდეს ღმერთი თავისი სიცოცხლის გამოსასყიდად. თქვენ დაჯილდოებული ხართ ტანით მხოლოდ უბიწოების საპრაქტიკოდ. არ გაატაროთ უსარგებლო სიცოცხლე.
– ღმერთის საუბარი, 1997 წლის 8 მარტი.
18.02.18.
თქვენ შეიძლება გქონდეთ საუკეთესო ბოსტნეული, თქვენ შეიძლება იყოთ ძალიან ნიჭიერი მზარეული, მაგრამ სპილენძის ჭურჭელი რომელშიც თქვენ ამზადებთ ბოსტნეულის სუფს თუ არ არის მოკალული, კერძი რომელსაც თქვენ მოამზადებთ იქნება ძალიან შხამიანი! ამიტომ ‘მოკალეთ’ თქვენი გული სატიით, დჰარმით, შანთით და პრემით (ჭეშმარიტებით, უბიწოებით, მშვიდობით და სიყვარულით), მაშინ გახდება იგი ვარგისი წმინდა სახელის გამეორებისთვის, აგრეთვე მედიტირებისთვის, რელიგიური აღთქმებისთვის, მლოცვარობისთვის, რიტუალური თაყვანისცემისა და სხვა კერძებისთვის რომლებსაც თქვენ მოამზადებთ მასში. ადამიანის მიდრეკილებებისა და ხასიათის რეფორმა არის ძნელი ამოცანა. თქვენ შეიძლება შეისწავლოთ სულიერი პრაქტიკის ყველა სახელმძღვანელო, ყველა წმინდა წერილი, და მათზე საათობით იკითხოთ ლექციებიც, მაგრამ თქვენ დასრიალდებით შეცდომაში როდესაც თქვენ მოპირდაპირედ ცდუნება დაგიდგებათ. გული შეიძლება ჩანდეს როგორც მიწა რომელიც არის გადამხმარი და თავისუფალი ბოროტების ნებისმიერი მოსავლიდან, მაგრამ როგორც კი პირველი კოკისპირული წვიმა დაეცემა, თესლები და ფესვები ნიადაგის ქვეშ შეცვლის სიცარიელეს სიმწვანის ხალიჩით. ამიტომ არის ადამიანური ფასეულობები ასე აუცილებელი.
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 13 იანვარი.
19.02.18.
ელოცეთ ღმერთს და მიიღეთ მისგან მისი წყალობის მაგნიტი და შესთავაზეთ მსოფლიოს მისი ელექტრული ენერგიის ძალა. ეს არის ენერგია რომლის მობილიზებაც შეუძლია თითოეულს საერთო სიკეთისთვის. ეს არის ყოვლისშემძლე რადგანაც ეს არის ღმრთიური. ეს არის თქვენში. რა დასანანია რომ ადამიანებმა არ იციან ეს და თავს გრძნობენ უძლურად! ყველა ენერგია და ყველა ნეტარება არის ჩვენში. უმეცრების გამოა რომ ადამიანები მიმართავენ ყველა სახის უსარგებლო და არასაჭირო საქმეებს. გქონდეთ სრული რწმენა თქვენს სულიერ ძალაში (ათმა-შაკთში). გააღმერთეთ თქვენი რწმენის ჭეშმარიტება, სხვების კრიტიკის გარეშე. გახსენით თქვენი გულები და დახურეთ თქვენი პირები. დღეს ადამიანები აკეთებენ ზუსტად საწინააღმდეგოს. აპრაქტიკეთ სიჩუმე, რამდენადაც შესაძლებელია. ვინც ბევრს ლაპარაკობს ცოტას აკეთებს. ის ვინც საქმიანობს ცოტას ლაპარაკობს. თქვენ რასაც გინდა აკეთებდეთ იქონიეთ უფლის სახელი თქვენს ბაგეებზე და რწმენა ღმერთში თქვენს გულში. ამით მუშაობა გარდაიქმნება თაყვანისცემაში.
– ღმერთის საუბარი, 1997 წლის 8 მარტი.
20.02.18.
დამნახველმა არ უნდა მიაბას თავისი თავი დანახულს; ეს არის გზა გათავისუფლებისკენ. გრძნობების კონტაქტი ობიექტებთან აღვიძებს სურვილს და მიბმულობას, ამას მიჰყავს ძალისხმევასთან და ერთერთთან ან აღტაცებასთან ან იმედგაცრუებასთან. შემდეგ არის დაკარგვის შიში ან წარუმატებლობის დარდი და რეაქციების ჯაჭვი გრძელდება. ბევრი გაღებული კარებით და ფანჯრით ყველა ქარისთვის რომელიც უბერავს, როგორ შეძლებს ლამპის ალი მასში არსებობას? ეს ლამპა არის ჭკუა, რომელიც უნდა ენთოს მუდმივად შეუხებელი მსოფლიოს გარე დუალური მოთხოვნებით. უფალზე მთლიანად მინდობა არის ერთადერთი გზა ფანჯრების და კარების დასახურად, ვინაიდან, შემდეგ, სარანაგათში (ღმერთზე სრულ დანებებაში), თქვენ ხართ ეგოს მოწყვეტილი და ამიტომ თქვენ არ გარტყამთ სიხარული ან დარდი. სრული მინდობა თქვენ საშუალებას გაძლევთ დაეყრდნოთ უფლის წყალობას თქვენს კარიერაში ყველა კრიზისის შეხვედრისას და გაძლევთ თქვენ გმირულ და კარგ მომზადებას სიცოცხლის ბრძოლებისთვის.
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 13 იანვარი.
21.02.18.
ადამიანები იღებენ სიმდიდრეს და სხვადასხვა ხარისხებს, მაგრამ სად არის დეფექტი? ბევრი ფიქრობს რომ სიმდიდრე იწვევს ყველა ბოროტებას და ხარისხი არის მავნე. არა, ეს ორივე უმწიკვლოა. წყალი არის სუფთა და ტკბილი, მაგრამ როდესაც შენახულია წითელი ფერის ბოთლში, წყალი გვეჩვენება როგორც წითელი და როდესაც შენახულია იისფერ ბოთლში, ის გვეჩვენება იისფრად. საიდან გამოჩნდა ფერები? ინდივიდი არის ბოთლი; ცუდი ან კარგი არის ინდივიდის ატრიბუტების ანარეკლი. თუ ინდივიდი არის რაჯასური ან ვნებიანი, მაშინ სიმდიდრე და განათლება ხდება უსარგებლო. თუ ინდივიდი არის სათვური ან კეთილი ბუნების, მაშინ ქცევა და განათლება გახდება კეთილშობილური აგრეთვე. მაშასადამე, გული უნდა იყოს სუფთა. ამ კონტექსტში ნათქვამია: ჩითთა სუდდჰი ლენი შივა ფუჯა იეთიკი? – რა სარგებლობა აქვს შივას (ღმერთის) თაყვანისცემას გულის სისუფთავის გარეშე? ათმა სუდდჰი ლენი აჩარამადიიელა? – რა სარგებლობა აქვს რიტუალს ინდივიდის სისუფთავის გარეშე? პათრა სუდდჰი ლენი პაკამელა? – როგორ მოამზადებს ვინმე სუფთა და გემრიელ საჭმელს ჭურჭლის სისუფთავის გარეშე?
– ღმერთის საუბარი, 1992 წლის 4 აპრილი.
22.02.18.
მე ვარ დაჟინებული დისციპლინის ხუთ პუნქტზე რამაც უნდა გარდაქმნას თქვენი სახლები და სოფლები პრაშანტი ნილაიამებად. ‘სიჩუმე’ არის პიველი ნაბიჯი რომელიც აადვილებს შემდეგ ნაბიჯებს; ეს ახალისებს თვითკონტროლს და ამცირებს რისხვის, სიძულვილის, სიბოროტის, სიხარბის და სიამაყის შანსებს. ამის გარდა, თქვენ შეგიძლიათ ისმინოთ ღმერთის ნაბიჯები როდესაც ჭკუაში მეფობს სიჩუმე. ‘სისუფთავე’ არის ღმრთისმოსაობისკენ გასასვლელი კარები. შინაგანი და გარეგანი სისუფავე არის აუცილებელი თქვენს გულში ღმერთის დასაყენებლად. მსახურება აფართოებს თქვენს ხედვას, ავრცელებს გაცნობიერებულობას და აღრმავებს თანაგრძნობას. ყველა არის ტალღა ერთსა და იმავე ზღვაზე. მსახურება გასწავლით თქვენ სიმყარეს ამ ცოდნაში. ‘სიყვარული’ – არ იანგარიშოთ ან აწონოთ რეაქცია, შედეგი ან ჯილდო. სიყვარული უხმობს; სიყვარული პასუხობს. სიყვარული არის ღმერთი, იცხოვრეთ სიყვარულით. ‘არა-სიძულვილი’ ყველას მიმართ – არც ერთი არსება არ უნდა იყოს დანახული ზემოდან ქვემოთ როგორც დაბლა მდგომი, უმნიშვნელო ან მსხვერპლად გასაღები. ყოველ თქვენგანს გაქვთ გამოყოფილი თქვენი როლი ყოვლისშემძლის მიერ შექმნილ დრამაში. არ დაამციროთ, არ შეურაცხყოთ ან არ დააზიანოთ ნებისმიერი არსება რადგან, ის არის ყველა არსებაში და თქვენგან დამცირება გახდება მკრეხელობა.
– ღმერთის საუბარი, 1970 წლის 19 ივლისი.
23.02.18.
თითქმის ყველა საქმიანობა არის მოტივირებული პირადი ინტერესებით. ეს თვითინტერესების დამოკიდებულება არის საწინააღმდეგო ღმრთიურების რაც თანდაყოლილია ადამიანში. ამ ღმრთიურების გაცნობიერების გარეშე როგორ მიაღწევს ვინმე მშვიდობას შინაგანად ან გარეთ მსოფლიოში? არ არსებობს უფრო დიდი ხარისხი ვიდრე უანგარო სიყვარული, რომელიც თავს იჩენს სხვების მსახურებაში. სწორად გაიგეთ კავშირი კარმასა და კარმა იოგას შორის. ჩვეულებრივ მოქმედება (კარმა) შესრულებული სურვილებთან მიჯაჭვულობით იწვევს მონობას. მაგრამ სურვილს მოკლებული უანგარო მოქმედება ხდება კარმაიოგა. ჩვენი სიცოცხლე უნდა გახდეს ერთიანი ღმრთიური ურთიერთობა (იოგა) და არა როგა (დაავადება). დღეს ბევრი თქვენი მოქმედება შედეგდება როგაში იმიტომ რომ თქვენ ხართ ჩათრეული გრძნობით სიამოვნებებში. ამ დაავადებიდან გათავისუფლება შეიძლება მიღებული იყოს სულიერი გზით. სულიერი გზა არ არის უბრალოდ ბჰაჯანების გალობა ან ჰიმნების ჩაბულბულება. ესენი არის უბრალოდ კარგი საქმეები. მხოლოდ ის მოქმედებები რომლებიც სრულდება როგორც მთლიანად შეთავაზება ღმერთისადმი შეიძლება ჩაითვალოს როგორც სულიერი.
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 6 აპრილი.
24.02.18.
თქვენ იღებთ განდიდებას გამოქანდაკებული ქვის კერპის თაყვანისცემის დროს ტაძარში. რამდენად მეტად განდიდდებით თქვენ თქვენს შორის კაცების და ქალების გულტაძრებში მაცხოვარი თვით იგივე ღმერთის თაყვანისცემის დროს! და არა მარტო ადამიანის აღნაგობაში; ღმერთი ცხოვრობს ყოველ ფრინველში, მხეცში, ხეში, კენჭსა და მტვრის ნაწილაკში! გახსოვდეთ, ღმერთის წყალობის მიღება შეუძლებელია მხოლოდ მისი დიდების უბრალო გამეორებით! იმეორეთ თქვენი არჩეული უფლის სახელი მისი სუფთა მნიშვნელობის შარავანდედით თქვენს ჭკუაში და გაჟღენთვით თქვენს მოქმედებებსა და გრძნობებში. ამერიკელები, რომლებიც დღეს გალობდნენ ბჰაჯანებს ყურადღებას აქცევდნენ მათ მელოდიასა და მათ რიტმს, მათ ასევე გაიგეს ყოველი საგალობლის მნიშვნელობა და გალობდნენ თავიანთი გულებიდან, პატივისცემით მათი სულის ბჰა-ვა (გრძნობებით), რა-გა (მელოდიით) და ტა-ლა (რიტმით) – ბჰა-რა-ტა – რაც უფლებას აძლევს მათ იწოდებოდნენ ბჰარათებად! ‘ბჰარათის’ კულტურა აგებულია ‘რათიზე’ (მიჯაჭვულობაზე) ბჰაგავანთან; ამიტომ ნებისმიერი პიროვნება, დამოუკიდებლად მისი რასის, ვინც მიჯაჭვულია უფალზე არის ბჰარათია!
– ღმერთის საუბარი, 1970 წლის 19 ივლისი.
25.02.18.
დააკვირდით თანაბარი ჭკუით წარმატებას და წარუმატებლობას, ბედნიერებასა და მწუხარებას, წაგებასა და მოგებას. ესენი არის ბუნების პროდუქტები მსგავსი სიცხის და სიცივის, ზაფხულის და ზამთრის. მათ აქვს თავისი მიზნები სამსახურის გასაწევად. ამის მსგავსად ცხოვრების აწევ დაწევებს აქვს გაკვეთილები ჩვენს სასწავლებლად. სინამდვილეში, წინააღმდეგობების გარეშე ცხოვრებაში, ჩვენ არ ვიქნებით ღმრთიურების განცდის შემძლე. სიბნელის გარეშე ჩვენ ვერ დავაფასებთ სინათლეს. სიძნელეების განცდის გარეშე, ჩვენ არ ვიქნებით საერთო სასარგებლო შედეგებით სიამოვნების განცდის შემძლე. სწორედ ჭკუის სიმშვიდის ნაკლებობა გვაიძულებს ჩვენ რომ ვეძებოთ საშუალებები მუდმივი მშვიდობის მისაღებად. წერილებს (უპანიშადებს) დეკლარირებული აქვს რომ მხოლოდ უარყოფით შეიძლება უკვდავების მიღწევა. თქვენ უნდა ისწავლოთ ნამდვილი უარყოფის პრაქტიკა თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში იმიტომ რომ თქვენ შეძლოთ მუდმივი მშვიდობისა და ნეტარების საიდუმლოს აღმოჩენა.
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 6 აპრილი
26.02 18.
ყველა არის ღმერთის შვილი და თანაბრად აქვს უფლება უფლის სიყვარულზე. მაშინ რატომ არის განსხვავება კაცსა და ქალს შორის? რატომ არ არსებობს თანასწორობა ან ერთსახოვნება? ეს არის ადამიანების გონებრივ შემადგენლობაში განსხვავებების გამო. თუ ადამიანის ჭკუა არის დაჭუჭყიანებული, მისი მოქმედებებიც იქნება უსუფთაო. როდესაც ჭკუა და შეგნება დამახინჯებულია ეგოიზმით, ადამიანის ქცევაც არის ასევე შერყვნილი. როდესაც ესენი შეტრიალებულია ღმერთისკენ, კარგი საქმეები მოსდევს ბუნებრივად. თქვენი ჭკუა არის მიზეზი კარგი და ცუდი საქმეების. აქედან გამომდინარე, რის მიღწევაც თქვენ გინდათ, თქვენ უნდა ეცადოთ აღგზნებისა და მღელვარების გარეშე. სიბრძნე ან სულიერი ცოდნა (ჯნანა) მიჩნეულია როგორც ძირითადი რეკვიზიტი ყოველი ადამიანის არსებისთვის. მაგრამ რაც ნამდვილად ძირითადია ეს არის ადამიანის ქცევა – უბიწო ქცევა. თქვენი ქცევა განსაზღვრავს თქვენს ხარისხებს და ხარისხები, თავის მხრივ, განსაზღვრავს თქვენს ქცევას!
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 8 აპრილი.
27.02.18.
თქვენ არ ხართ განათლებული თუ ყველაფერი რაც თქვენ გაქვთ მიღწეული არის უამრავი წიგნის შესწავლა. ტანი და ჭკუა განათებული უნდა იყოს სიყვარულის სინათლით რომელიც უნდა წარმომავლობდეს სულის და მისი არსებითი ღმრთიურების გაცნობიერებიდან. რამდენადაც განათლებას დღეს საქმე აქვს მხოლოდ სხეულთან და ჭკუასთან და დაუკავშირებელია სულთან, ქვეყნის ახალგაზრდობა იქით და აქეთ მიაქვს ქარის ძლიერ დაბერვას როგორც უფესვებო მცენარეულობა. ათმანის გაცნობიერება აჯილდოებს ურყევი ძალითა და მამაცობით. ვედები ასწავლის ამ გაცნობიერების მიღებას და მის გამოყენებას ცხოვრების გამოწვევებთან შესახვედრად. მარტო ამას შეუძლია დააგვირგვინოს განათლება წარმატებით. მარტო ამას შეუძლია გააძლიეროს ახალგაზრდობა მწუხარებისა და მღელვარების პრობლემების დასახვედრად. კოლეჯებმა უნდა ასწავლოს არა მხოლოდ გარკვეული საგნები, არამედ სუბიექტ-ობიექტის ურთიერთობაც აგრეთვე. პროცესი რომლითაც ადამიანს შეუძლია გადალახოს ეს ორობითობა და შეიცნოს ერთობა ასევე უნდა იყოს მიწოდებული განათლების სრულყოფისთვის.
– ღმერთის საუბარი, 1974 წლის 31 იანვარი.
28.02.18.
ბრძენმა ვიასამ დაწერა თვრამეტი პურანი (წმინდა წერილები დაფუძნებული მითოლოგიურ მოთხრობებზე), მაგრამ არსებობს ვინმე ვისაც აქვს დრო რომ მთლიანად გაიაროს ეს ყველა? ადამიანები აცხადებენ რომ მათ არ აქვთ დრო – დრო წმინდა წერილების წასაკითხად ან ვრატას (თაყვანისმცემლების) დასაკვირვებლად ან მსახურებისთვის რადგან მათ აქვთ სამუშაო დაკავშირებული ოფისთან, ბიზნესთან ან განათლებასთან და ა.შ. ამ მობოდიშებიდან ბევრი არ არის ჭეშმარიტი. პიროვნება ბრუნდება ოფისიდან და ისვენებს სავარძელში და ამბობს რომ ის არის დაღლილი. სავარძელში ჯდომით ის ისვენებს? არა, ის უმზერს ტელევიზიას! ის არ არის დაღლილი ტელევიზიის საცქერად ან სათამაშოდ ან მეგობრებთან სასაუბროდ? გულწრფელად რომ ვთქვათ თუ ადამიანს უნდა ღმერთზე ფიქრი, არის ბევრი დრო. ყველა თქვენგანს აქვს საკმარისი დრო მაგრამ არ იყენებთ და კარგავთ მას. ჭეშმარიტი ადამიანური ფასეულობა არის დროს ეფექტური გამოყენება. ყველა თქვენგანი ხართ ღმერთის განსახიერება. არ დააზიანოთ, არ მოატყუოთ და არ ატკინოთ სხვებს ან თქვენს საკუთარ მეს. არ არსებობს ერთგულების ფორმა უფრო მაღალი ვიდრე განვითარება ამ წმინდა ხარისხების.
– ღმერთის საუბარი, 1997 წლის 8 აპრილი.

სატია საი ბაბა