აპრილი

1.04.21.
წევრები სჩანს დაბნეულები არიან სატია საის ორგანიზაციის სრულიად ინდოეთის მეათე კონფერენციაზე მიღებული ამ „ჭერი სურვილებზე“ პროგრამის ჭეშმარიტ მნიშვნელობაზე. ტერმინში „ჭერი სურვილებზე“ არის ოთხი კომპონენტი. ესებია – ზედმეტი საუბრის შეზღუდვა, ზედმეტი სურვილებისა და ხარჯვის შეზღუდვა, საკვების მოხმარების კონტროლი და კონტროლი ენერგიის ხარჯვაზე. ადამიანს სჭირდება რაღაც აუცილებელი საქონელი თავის საარსებოდ და ის არ უნდა ისწრაფოდეს მეტისთვის. ამასთან დაკავშირებით ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ გაკვეთილი ბუნებისგან. მხოლოდ თუ ჰაერი არის მისაწვდომი საკმარისი რაოდენობით ეს არის კომფორტული და კარგი. თუ ეს ზედმეტია და არის ძლიერი ქარი, თქვენ იგრძნობთ არაკომფორტულობას. როდესაც თქვენ ხართ მწყურვალე, თქვენ შეგიძლიათ მოიხმაროთ მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის წყალი. თქვენ ვერ მოიხმართ განგას მთელ წყალს! ჩვენ ვიღებთ მხოლოდ იმდენს რამდენიც საჭიროა ტანისამოსის საარსებოდ.
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 19 იანვარი.
2.04.21.
არსებობს ორი თვალსაზრისი რომლებიც იბრძვის მიღებისთვის თქვენს მიერ – პარამარტიკა და ვიავაჰარიკა – სულიერი და ამსოფლიური, სინამდვილე-დაარსებული და მოჩვენება-დაარსებული. წარმოიდგინეთ თქვენ ხედავთ გველს გამოჩენილს გზაზე. სინამდვილეში, ეს არის მხოლოდ თოკის მონაჭერი. მაგრამ იგი სჩანს როგორც გველი და თქვენ გეუფლებათ ტერორის გრძნობა. თქვენი ტერორი არ ცვლის თოკს გველად! როდესაც თქვენ იყენებთ სინათლეს ლამპიდან, თქვენ აღმოაჩენთ რომ ეს თოკი იყო ყოველთვის თოკი! სამყარო არის ის რაც სჩანს; რეალობა არის ღმერთი, ბრაჰმანი. როდესაც სიბრძნის შუქი ანათებს, ჭეშმარიტება ვლინდება! სამყარო შეფუთულია ღმრთაებრივით; ეს არის მისი სამოსი! იესომ იცოდა რომ ღმერთი ნებობს ყველაფერს. ასე რომ ჯვარზეც კი, როდესაც ის იტანჯებოდა ტკივილით, ის არ იქცეოდა არაკეთლმოსურნედ ვინმეს მიმართ და ის უქადაგებდა მასთან მყოფებს მოპყრობოდნენ ყველას როგორც უფლის ნების ინსტრუმენტებს. “ყველა ერთია; იყავით ერთნაირად ყველასთან”. აპრაქტიკეთ ეს დამოკიდებულება თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
– ღმერთის საუბარი, 1980 წლის 24 დეკემბერი.
3.04.21.
ღმრთიური არის ფუძე – და ასევე არის ზედნაშენი. მძივები არის ბევრი, მაგრამ კრიალოსნის სიმი დამაკავშირებელი და შემაერთებელი არის ერთი. ასევეა მთელი ცოცხალი არსებების მსოფლიოსთვის; ღმერთი, მუდმივი, ყველგანმყოფი, უმაღლესი ღმრთიური ცნობიერება (პარაბრაჰმანი), არის საფუძველი. “მე ვარ ღმერთი (სოჰამ)”, “ის ვარ მე”, “მე ვარ ის” – ყველა ეს აქსიომა მიუთითებს იმაზე, რომ ისინიც კი, ვინც დიფერენცირებენ თავს სახელებისა და ფორმების მიხედვით არიან სინამდვილეში თვით ღმერთი. წყლისგან დაბადებული ბუშტი დაცურავს მასში და სკდება რომ შეერთდეს მასთან. ყველა ხილვადი ობიექტური მსოფლიო ჰგავს ბუშტებს გამოსხივებულს ღმრთაებრივის ვრცელი ოკეანედან, ბრაჰმანიდან. ესები არის წყალზე და შენარჩუნდება წყალით. როგორ შეიძლება კიდევ ესები წარმოიშვას და არსებობდეს? დასასრულს, ესები ირწყმება და ქრება წყალში. წყალი ერთია; ბუშტები უხვადაა. წყალი ნამდვილია; ბუშტები არის გამოჩენები. წყალი არის საფუძველი; ბუშტები არის იმავეს მაცდუნებელი ფორმები მიჩეჩებული მასზე.
– სუტრა ვაჰინი, თავი 2.
4.04.21.
როდესაც იესო იყო ჯვარცმული, მან მოისმინა ციური ხმა: ”ყველა ერთია, ჩემო ძვირფასო ვაჟო, იყავი ყველას მიმართ ერთნაირად”. როდესაც დედა მარიამი ცრემლებს ღვრიდა, იესომ უთხრა მას, „სიკვდილი არის სიცოცხლის სამოსი“. სიკვდილი არის ტანსაცმლის გამოცვლის მსგავსი. იპოვით თქვენ ვინმეს მტარებელს ყოველდღე ერთი და იგივე ტანსაცმლის? როგორც თქვენ იცვლით თქვენს ტანსაცმელს ყოველდღე, ასევე თქვენ იცვლით თქვენს ტანისამოსს დაბადებიდან დაბადებამდე. ტანისამოსს აქვს სიკვდილი, მაგრამ არა სიცოცხლის პრინციპს – სული არის უკვდავი და არა-ორსახოვანი! „სულის არა-დუალისტური ბუნების გაცნობიერება იყო ნამდვილი სიბრძნე“, თქვა იესომ! რომაელებმა მიმართეს იესოს, როგორც “პერსონა”, რაც ნიშნავს “სიწმინდის ადამიანს”. ინგლისური სიტყვა “პერსონა” მიღებულია აქედან. ეს ნიშნავს რომ ღმრთიურება არის ყველაში. ამიტომ მე მოგმართავთ თქვენ როგორც ღმრთაებრიობის განსახიერებას. მე და თქვენ ერთი ვართ. ყველაში არის ღმრთიური სული. თვით მეს ეწოდება „პერსონა“. არ არსებობს სიცოცხლის პრინციპი ღმრთიურობის გარეშე!
– ღმერთის საუბარი, 2001 წლის 25 დეკემბერი.
5.04.21.
თითოეულს აქვს მისი საკუთარი დჰარმა ან თანდაყოლილი ვალდებულება, ინდივიდუალობა ან სიყვარულის მახასიათებლები. ეს წესი თანაბრად ვრცელდება ბალახის ფოთლებსა და ვარსკვლავებზე. კოსმოსი არ არის ერთი უწყვეტი ნაკადი. ის დაჟინებით პროგრესირებს თვისებებისა და გარემოებების მთლიანობის მიღწევისკენ. ადამიანმა ასევე შეიძლება გარდაქმნას საკუთარი თავი დღევანდელი სტატუსიდან თვითძალიხმევითა და დისკრიმინაციით. კოსმოსის გამჟღენთელი ზნეობრივი ძალები უდაოდ დაეხმარება ჩვენს წარმატებას. მაგრამ ადამიანები ძალიან ჩაფლულები არიან ყოვლისმომცველ მცდარობაში ამის უპირატესობის მისაღებად და თვით ასამაღლებლად. მათ არ იციან მსოფლიოში მშვიდობისა და ჰარმონიის გზა. მათ არ შეუძლიათ დაეუფლონ კარგს და თავიდან აიცილონ ცუდი. მათ არ შეუძლიათ თვით დადგომა დჰარმულ გზაზე. „ის“ საიდანაც გაცხადებული კოსმოსი გამოსხივდება, მისი მოძრავი და უძრავი ყოფიერებით; „ის“ რომელიც კარნახობს, ხელს უწყობს და ახალისებს მათ პროგრესს; „ის“ ვისშიც ისინი ბოლოს ირწყმებიან – იცოდეთ „ის“ როგორც ბრაჰმანი.
– სუტრა ვაჰინი, თავი 2.
6.04.21.
უარი თქვით ტანისამოსთან მიჯაჭვულობაზე. მხოლოდ შემდეგ შეიძლება თქვენ განავითაროთ მიერთება ათმასთან. რადგან თქვენ დაჯილდოებული ხართ ფიზიკური ტანისამოსით, თქვენ უნდა შეასრულოთ თქვენი მოვალეობა გულმოდგინედ. ამასთან, ნუ მოტყუვდებით იმ გრძნობით, რომ ეს არის მუდმივი. ყველა ფიზიკური ურთიერთკავშირი არის როგორც გადამვლელი ღრუბლები და ექვემდებარება ცვლილებას. მხოლოდ ჭეშმარიტება არის ის რაც არ განიცდის ცვლილებას. დედას ჰყავს ოთხი ვაჟი. პირველი ვაჟი სთხოვს მას წითელი ფერის წვენს, მეორე მწვანე ფერის წვენს, მესამე შავი ფერის წვენს და მეოთხე თეთრი ფერის წვენს. მაშინ რას აკეთებს დედა? როგორც გონიერი დედა, იგი იმავე წვენს ასხამს წითელ, მწვანე, შავ და თეთრი ფერის ჭიქებში ვაჟების დასაკმაყოფილებლად. ჩვენი ტანისამოსები არის მსგავსი ამ ჭიქების. ჩვენ არ უნდა ვიაროთ განსხვავებებით ტანისამოსებში. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ სულის იგივეობა მათში. ფინჯნები და ფერები შეიძლება იყოს განსხვავებული მაგრამ წვენი (ათმა) არის იგივე ყველაში.
– ღმერთის საუბარი, 2001 წლის 25 დეკემბერი.
7.04.21.
განვიხილოთ, რა ხდება, როდესაც ადამიანი ხედავს ხის ხმელ ჯირკს ღამით: ისინი შეშინებული არიან ეს არის მოჩვენება ან უცნაური ადამიანი. ეს არ არის არც ერთი, არც მეორე, თუმცა აღიქმება როგორც ერთერთი. მიზეზი ამ არასწორი აღქმისთვის არის “სიბნელე”. სიბნელე ადებს რამეზე სხვა ნივთს რაც იქ არ არის. იგივენაირად, სიბნელე რომელიც ვრცელდება ყალბი აღქმის (მაიას) საშუალებით ფარავს და წარმოადგენს ძნელად შესამჩნევად ძირითად მიზეზს, ბრაჰმანს, და ადებს მასზე კოსმოსს, როგორც აღქმად რეალობას. ეს შემცდენელი ხედვა სწორდება გაღვიძებული ცნობიერებით და გარდაიქმნება უნივერსალური სიყვარულის (პრემას) ხედვად. კოსმოსს რომლის ნაწილია დედამიწა და რომლითაც ჩვენ ვართ ტანმოსილი, თვით ბრაჰმანი აქვს თავის მთავარ მიზეზად, ისევე როგორც ჯირკი არის მოჩვენების ძირითადი მიზეზი.
– სუტრა ვაჰინი, თავი 2.
8.04.21.
ჩაებით სუფთა საქმეებში სუფთა გულით და მიიღეთ კარგი სახელი. რაც თქვენ უნდა შემომთავაზოთ მე არის თქვენს მიერ მიღებული კარგი სახელი. ეს არის თქვენი მადლიერების უმაღლესი გამოხატულება. ნუ მოიტანთ ცუდ სახელს თქვენი საქციელით გარე მსოფლიოში. მას არ აქვს დიდი მნიშვნელობა თუ თქვენ მარცხს განიცდით კარგი სახელის მოტანაში, მაგრამ არც ერთ ვითარებაში არ უნდა გამოიმუშავოთ ცუდი სახელი. მაშინაც კი თუ ვერ მოახერხებთ იყოთ სხვებისთვის სასარგებლო, არ გამოიწვიოთ ზიანი მათთვის. მოსწავლეებმა ეს უნდა ატარონ ჭკუით. არა მარტო სტუდენტებმა, არამედ ყველა სულიერმა მაძიებელმა უნდა შეინახოს თავის გულში მადლიერებით მისთვის სხვების მიერ გაკეთებული სიკეთე და ყოველთვის ახსოვდეს ნებისმიერი ფორმა რომლითაც დახმარება იყო გაწეული მისთვის. მხოლოდ მათ ვინც ასეთ მადლიერ ცხოვრებას ეწევა შეეძლებათ სიმშვიდისა და ბედნიერების მიღწევა თავიანთ ცხოვრებაში.
– ღმერთის საუბარი, 1991 წლის 25 დეკემბერი.
9.04.21.
კოსმოსი არის დიდებული საოცრება, უწყვეტი განცვიფრების წყარო. ეს არ შეიძლება მხოლოდ ანცვიფრებდეს ვინმეს როგორც უზენაესი საოცრება! როდესაც ობიექტი უნდა გაკეთდეს, ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ გვჭირდება ვიღაც უნარით, ინტელექტითა და ძალით მის გასაკეთელად. შემქმნელის გარეშე, უმნიშვნელო რაიმე შეუძლებელია გაკეთდეს. ამიტომ, როგორ შეიძლებოდა ეს ხილული ობიექტები – მზე, მთვარე, ვარსკვლავები და თანავარსკვლავედები გადაადგილებულიყვნენ და მოქცეულიყვნენ როგორც ისინი ამას აკეთებენ დიზაინერის, შემქმნელის, მბრძანებლის გარეშე? შეუძლიათ მათ დანებდნენ რაიმე ჩვეულებრივ ძალას? არა! ასეთი ძლიერი შესაძლებლობებით წინასწარ ჩაფიქრებულ და დამზადებულ ობიექტებზე დაკვირვების შემდეგ, გონიერ ადამიანებს ადვილად შეუძლიათ დაადგინონ, თუ რამდენად განუზომელი უნდა იყოს თვით შემქმნელის ძალა. შეხედეთ საოცარ მრავალფეროვნებას ქმნილებაში. არც ერთი რამ არ არის ისეთივე როგორც მეორე; არცერთი პირი არ ემსგავსება მეორეს. ეს შეიძლება იყოს მხოლოდ თამაში (ლიილა) ფენომენის უსაზღვრო დიდებით – ღმერთის. ყველას შეუძლია გაიგოს რომ არა მცირე ენერგია შეიძლება იყოს წყარო. საიდუმლოების საფუძველზე რომელიც თანდაყოლილია ქმნილებაში, ადამიანმა ადვილად შეიძლება გამოიცნოს ყოვლისშემძლე ძალა, რომელმაც შექმნა იგი.
– სუტრა ვაჰინი, თავი 2.
10.04.21.
ბრაჰმანის შეცნობისკენ მისწრაფების წინასწარ კვალიფიკაციათა შორის, პირველი არის დისკრიმინაცია (ვივეკა) წარამავალსა და მარადიულს შორის – სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღმოჩენა რომ ათმა მარტო არის დროს მიღმა და რომ ყველა ობიექტი აღქმადი გრძნობებით არის მხოლოდ წარმავალი. როგორც ხანგრძლივი გამოკვლევის შედეგი, ადამიანმა უნდა მიიღს ეს ურყევი რწმენა და დამკვიდრეს მასში. მეორე კვალიფიკაცია არის უარის თქმა სურვილისგან ისიამოვნოს, აქ და შემდგომში, საკუთარი ქმედებების ნაყოფით. ეს ასევე ცნობილია როგორც არამიჯაჭვულობა (ვაირაგია). ადამიანმა უნდა იმსჯელოს და გააცნობიეროს წარმავლობა სიხარულისა და მწუხარების, რომლებიც არის ჭკუის დამზიანებელი დამაბინძურებლები. ის დარწმუნდება, მაშინ, რომ ყველაფერი დაჭერილია დინებაში; ესები ყველა წამიერია, ესები იწვევს მხოლოდ დარდს. ვაირაგია არ გულისხმობს უარის თქმას კერაზე, ცოლსა და შვილზე და ტყეებში თავის შაფარებას. იგი მოიცავს მხოლოდ მსოფლიოს ცოდნას როგორც წარმავალის და, როგორც შედეგს ამ ცნობიერების, “მე” და “ჩემი” გრძნობების უკუგდებას.
– სუტრა ვაჰინი, თავი 1.
11.04.21.
ურთიერთპატივისცემა შეიძლება აშენდეს რწმენაზე, რომ ყველა არის ღმერთის შვილი და ყველა არის ღმრთაებრივი. შემდეგ ამის საფუძველზე, შეიძლება არსებობდეს თანამშრომლობა და ენთუზიაზმი მუშაობისთვის. მაშინ ყველა გააკეთებს თავის საუკეთესოს, თავისი მოვალეობისა და პასუხისმგებლობის ცოდნით. ქვეყნის მომავალი დამოკიდებულია ახალგაზრდობის უნარსა და გულწრფელობაზე. ამიტომ, აუცილებელი ენთუზიაზმი და წახალისება უნდა წარმოიქმნას ახალგაზრდებს შორის. ყველა ჩემი იმედი დაყრდნობილია სტუდენტებზე, ახალგაზრდებზე. ისინი არიან ძალიან ძვირფასები ჩემთვის. ისინი არიან უდანაშაულოები! ეს არის მშობელი და სკოლა რომელიც დამნაშავეა ყველა თავნებობისა და ძალადობის გამო. მათ მიჰყავთ ისინი არასწორი მიმართულებით. ნაცვლად თქვენი თავების შევსების ფაქტებითა და ციფრებით, აავსეთ თქვენი გული სიყვარულითა და სინათლით. გქონდეთ მტკიცე რწმენა ღმრთიური მე-ს (ათმას), რაც არის თქვენი რეალობა, უდიდეს ძალებში. გქონდეთ რწმენა ღმერთის წყალობაში, რაც თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ლოცვით.
– ღმერთის საუბარი, 1975 წლის 5 იანვარი.
12.04.21.
მესამე კვალიფიკაცია (ვივეკასა და ვაირაგიას გარდა), მესამე კვალიფიკაცია, მისწრაფება ბრაჰმანის ცოდნისკენ შედგება ექვსი სათნოებისაგან: ჭკუის კონტროლი, ტანისამოსისა და გრძნობის კონტროლი, გრძნობითი საგნებიდან მოშორება, შემწყნარებლობა, ურყევი რწმენა და სიმშვიდე (სამა, დამა, უფარათი, თითიკშა, სრადდჰა და სამა-დანა). ჭკუის კონტროლი (სამა) მისაღწევად არის ძალიან ძნელი. ჭკუამ შეიძლება გამოიწვიოს მონობა, მაგრამ მას ასევე შეუძლია გაჩუქოთ განთავისუფლება. ეს არის ვნებიანი (რაჯასული) და უმეცარი (თამასური) დამოკიდებულებების ნაერთი. იგი არის იოლად დაბინძურებული. იგი სიამოვნებს ნივთების რეალური ბუნების დამალვაში და შესხმაში მათზე ფორმებისა და ღირებულებების რომლებიც მას სურს. ასე რომ, ჭკუის საქმიანობა უნდა იყოს დარეგულირებული. ჭკუას აქვს ორი მახასიათებელი. პირველი, იგი მირბის უმწეოდ გრძნობების კვალდაკვალ. რომელ გრძნობასაც ჭკუა მიჰყვება, იგი არის უბედურების მიმპატიჟებელი. როდესაც წყლის ქოთანი ცარიელდება, ჩვენ არ გვჭირდება დასკვნა რომ მან ათი ხვრელით გაჟონა; ერთი ხვრელი საკმარისია მის დასაცლელად. ასევე, თუ ერთი გრძნობაც კი არ არის კონტროლს ქვეშ, იგი ჩავარდება ტყვეობაში. ამიტომ, ყველა გრძნობა უნდა იყოს დაძლეული ჭკუის კონტროლის მისაღწევად!
– სუტრა ვაჰინი, თავი 1.
13.04.21. უგადი
უგადის დღესასწაული არის ყოველწლიური შეხსენება კაცის ვალდებულების გამოხატოს მადლიერება ღმრთიურისადმი ღმერთისგან მიღებული ყველა სიკეთისთვის. ჩვენ ვუწოდებთ ახალ წელს სამვათსარას რადგან ეს ნიშნავს ღმრთიურის ყველგანმყოფობას (დროსა და სივრცეში). სამვათსარა არ ნიშნავს მხოლოდ პერიოდს (წლის) შედგენილს წუთების, საათების, დღეებისა და თვეებისგან. ყოველი მომენტი არის სამვათსარა, რადგან წამის, წუთის და ა.შ. გარეშე ვერ იქნება წელი. თუ წელი უნდა იყოს ნაკურთხი, ყველა მომენტი უნდა იყოს ნაკურთხი. ყოველი წამი შეადგენს წელიწადს. ეს არ არის ახალი წელი რასაც მნიშვნელობა აქვს. ყოველი ახალი წამი არის მნიშვნელოვანი. ამის გამო, თქვენ უნდა შეავსოთ ყოველი წამი წმინდა აზრებით, სუფთა გრძნობებითა და სუფთა მოქმედებებით. ყოველ წამს თქვენ უნდა ეცადოთ თავი დააღწიოთ ცუდ აზრებს და შეავსოთ თქვენი ჭკუა კარგი აზრებით.
– ღმერთის საუბარი, 1989 წლის 7 აპრილი.
14.04.21. თამილის ახალი წელი
სიყვარულის ტანითშემოსილნო! ახალ წელს არ მოაქვს ჭეშმარიტებისა და უბიწოების ახალი პრინციპები. ესები არის უცვლელი და მარადიული. როდესაც ესები გაპრაქტიკდება, მთელი მსოფლიო გახდება მზრუნველი. ამის გამო ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ეს ორი პრინციპი. კაცისთვის ჭეშმარიტება და უბიწოება არის მისი ორი თვალი. მართლაც, ეს არის მისი ნამდვილი ცხოვრებისეული პრინციპები. მან შეიძლება განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, მან შეიძლება აკეთოს ნებისმიერი სამუშაო ან ბიზნესი, მაგრამ მან უნდა გახადოს ჭეშმარიტება და უბიწოება ყველა მისი მცდელობის ქვედინებად. კაცი უნდა წავიდეს ახალ გზაზე. წლები დატრიალდა, მაგრამ კაცმა უარი არ თქვა თავის ძველ და უმნიშვნელო გრძნობებზე. მან უნდა განწმინდოს თავისი გული. კაცობრიობა აყვავდება მხოლოდ მაშინ როდესაც მოხდება გულის ტრანსფორმირება. მხოლოდ ახალი ტანსაცმლის ჩაცმა არ არის საკმარისი, კაცმა უნდა შეცვალოს თავისი ხასიათი და ქცევა. მისი ქმედება უნდა ეფუძნებოდეს ჭეშმარიტებასა და უბიწოებას.
– ღმერთის საუბარი, 2003 წლის 14 აპრილი.
15.04.21.ვიშუ
სათანადოდ იზრუნეთ თქვენს სხეულზე და ყოველთვის იფიქრეთ უანგარო, სუფთა და მყარ ათმურ პრინციპზე. თქვენ ხართ საზოგადოების წევრი. თქვენი კეთილდღეობა დამოკიდებულია საზოგადოების კეთილდღეობაზე. ასე რომ, ისწრაფეთ თითეულის და ყველას კეთილდღეობისთვის. დაე ყველა არსება ყველა მსოფლიოში იყოს ბედნიერი! თავიდან აიცილეთ ვიწრო აზროვნება; განივითარეთ განიერი გრძნობები ნეტარების განსაცდელად. სიყვარულის ტანითშემოსილნო! ახალ წელს თავისთან მოაქვს რაღაც კარგი შედეგიც. ახალი წელი არ იზეიმება მხოლოდ გემრიელი კერძების დასაგემოვნებლად. თქვენ უნდა გაითავისოთ წმინდა გრძნობები და გადაწყვიტოთ ნაყოფიერი ცხოვრების გატარება. მსოფლიოს კარგი და ცუდი დამოკიდებულია თქვენს ქცევაზე, რაც თავის მხრივ დამოკიდებულია თქვენს აზრებზე. ამიტომ განავითარეთ კარგი აზრები. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ კეთილშობილი ცხოვრების გატარებას. შექმენით იდეალი თქვენი თანამემამულეებისთვის. მიეცით მათ ბედნიერება. გამოიჩინეთ თანაგრძნობა მათ მიმართ. ესაუბრეთ მათ სიყვარულით. ეს შესაძლებელია როდესაც თქვენ შეიძენთ ღმრთიურ სიყვარულს. ამიტომ შეეცადეთ გახდეთ ღმრთიური სიყვარულის მიმღებები. იგალობეთ მისი სახელი გულითადად!
– ღმერთის საუბარი, 2001 წლის 26 მარტი.
16.04.21.
განათლების ერთ-ერთი მიზანი არის ჭკუისა და სულის კულტურა. ეს ძალიან ჰგავს აგრიკულტურას (სოფლის მეურნეობას), რომელიც უზრუნველყოფს საკვებს და ტანსაცმელს. ჩვენ გვსურს დჰანია (მარცვლეული) ტანისამოსის შესანარჩუნებლად; ჩვენ გვაქვს დჰიანას (მედიტირების) საჭიროება სულის შესანარჩუნებლად. სოფლის მეურნეობაში, თქვენ ამზადებთ ნიადაგს, თესავთ თესლს, კვებავთ მცენარეებს სასუქებით და იღებთ მოსავალს. “გულის კულტურაში” ჩვენ უნდა მოვხნათ ჰრუდჰაია-კშეთრა (გულის ველი), მოვაცილოთ სარეველები და ველური ამონაყარი, და დავთესოთ თესლი. სარეველები არის მავნე ტენდენციები, დამოკიდებულებები და ჩვევები; სასუქები არის ერთგულება და მიძღვნა. წყალი ნერგის ზრდის დასახმარებლად არის სიყვარულის ხარისხი. თესლები არის ღმერთის სახელები, რომლებიც ინახება განწმენდილ გულში. მოსავალი რომელიც არის ჯილდო მთელი ამ სულიერი დისციპლინის არის სიბრძნე. გულის კულტურა იყო სანატანა დჰარმას მიზანი და მისწრაფება, ინდოეთის უძველესი რელიგია. ეს აუცილებელია ბედნიერი, კმაყოფილი და მშვიდი ცხოვრებისთვის.
– ღმერთის საუბარი, 1975 წლის 5 იანვარი.
17.04.21.
ისევე როგორც ადამიანები გამოწურავენ წვენს ბოჭკოვანი ლერწმისგან და მხოლოდ სიტკბოს სვამენ, ისევე როგორც ფუტკარი შეისრუტავს თაფლს ყვავილში მისი სიმეტრიისა და ფერისგან დამოუკიდებლად, ისევე, როგორც ჩრჩილი მიფრინავს ალის სიკაშკაშისკენ, სითბოს და გარდაუვალი კატასტროფის უგულებელყოფით, ასევე სულიერი მაძიებელი (სადჰაკა) უნდა ცდილობდეს შეთვისებას სინაზის, სიბრალულისა და თანაგრძნობის ემოციის გამოხატვის რომლითაც რამაიანა არის გაჯერებული, ყურადღების მიუქცევლად სხვა თემებზე. როდესაც ხილს შევჭამთ, ჩვენ გადავყრით კანს, თესლებს და ბოჭკოს. ეს არის ბუნების ძირითადი თვისება რომ ხილს აქვს ეს კომპონენტები! ამის მიუხედავად, არავინ არ ჭამს მათ იმ გამართლებით რომ გადაიხადა მათთვის! ასევე, რამას ხილში, რომელსაც რამაიანა ჰქვია, დემონების, გოლიათებისა და მსგავსთა (რაკშასების) მოთხრობები ქმნიან ქერქს; ამ ცუდი ადამიანების ბოროტი საქმეები არის ძალიან ძნელადმოსანელებელი თესლები; გრძნობითი და ამსოფლიური აღწერილობები და მოვლენები არც თუ ისე გემრიელი ბოჭკოვანი ნივთიერებებია – ესები ყველა გარსებია წვნიანი საკვებისთვის.
– რამა კატა რასავაჰინი, თავი 1, „რამა – პრინცი და პრინციპი“.
18.04.21.
ღმერთი, როდესაც წარმოდგენილია ფორმით დჰარმას დასაცავად, იქცევა ადამიანურად. მას უნდა! ვინაიდან, მან უნდა აჩვენოს იდეალური ცხოვრება ადამიანების წინაშე და ხალხს გადასცეს სიხარულისა და მშვიდობის გამოცდილება. მისი მოძრაობები და სათამაშო საქმიანობა შეიძლება გამოჩნდეს ჩვეულებრივი და უინტერესო ზოგიერთი თვალისთვის. მაგრამ თითოეული იქნება სილამაზის, სიმართლის, სიკეთის, სიხარულისა და ამაღლების გამოხატულება. თითოეული მოხიბლავს მსოფლიოს თავისი მიმზიდველობით და განწმენდს გულებს რომლებიც ფიქრობს მასზე. თითეული გადალახავს ჭკუის ყველა მღელვარებას, გახსნის ილუზიის ფარდას, და შეავსებს ცნობიერებას სიტკბოთი. არაფერი შეიძლება იყოს ჩვეულებრივი და უინტერესო ავატარის კარიერაში. რაც კი არის ხილული და მიღებული როგორც ეს ბუნება არის ნამდვილად ზეადამიანური, ზებუნებრივი, მაღალი პატივისცემის ღირსი! მოთხრობა რამას შესახებ არ არის ინდივიდუალის ისტორია; ეს არის მოთხრობა სამყაროს შესახებ! რამა არის ძირითადი უნივერსალის განსახიერება ყველა არსებაში. ის არის ყველაში, ყველა დროს, ყველა სივრცეში!
– რამა კატა რასავაჰინი, თავი 1, „რამა – პრინცი და პრინციპი“.
19.04.21.
რამიანას ზეპირად წარმოთქმამ და ამ ლექსების ახსნა-განმარტებების მოსმენამ პიროვნებები უნდა გარდაქმნას დჰარმას ტანმოსილებად. მათი ყოველი სიტყვა, აზრი და საქმე უნდა გამოხატავდეს მაგალითით ამ იდეალს. შრადდჰა (მყარი რწმენა) რამაში, რამაიანასა და საკუთარ თავში არის არსებითი წარმატებისთვის. რა მიზნით? რომ გახდე კარგი და დაეხმარო სხვებს თავიანთი სიკეთის გაფურჩქვნაში. იყავით მთლიანად ადამიანური ადამიანური ფასეულობებით გაფართოვებულით უმაღლესი ხარისხით და წაახალისეთ ეს თვისებები საზოგადოებაში სხვების დასახმარებლად. განწმინდეთ ტანი წმინდა საქმიანობის მეშვეობით. განწმინდეთ მეტყველება ჭეშმარიტების, სიყვარულისა და თანაგრძნობის ერთგულებით. გაწმინდეთ ჭკუა არდამორჩილებით გრძნობების ძახილსა და სურვილებზე რომლებიც მათ წარმოშვეს. ტრაგიკული სიმართლეა ის რომ სწავლული ხალხი არ იღებს რაიმე მორალურ პასუხისმგებლობას ახლა. მსოფლიო გახვეულია შიშში, რადგან ადამიანებს, რომელთა აზრები, სიტყვები და საქმეები გაფუჭებულია არაადამიანური მოტივებით მოპოვებული აქვთ კონტროლი მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე. გრძნობები აწოდებს მასალას ჭკუას. ჭკუა არის ეგოს თანმდევი პროდუქტი. ეგო არის ათმას ანარეკლი. ათმა არის პარამათმას ტალღა. თითოეული უნდა მიჰყვეთ ეგოს მის სულიერ წყაროებამდე, და უნდა წარმართოთ ცხოვრება ამ მემკვიდრეობის ხაზებზე.
– ღმერთის საუბარი, 1986 წლის 18 აპრილი.
20.04.21.
რამა არის უმაღლესი ნიმუში იმის როგორ უნდა მოიქცნენ ადამიანები მსოფლიოში, როგორ უნდა მართავდნენ ქვეყანას, და როგორ უნდა იყოს დაცული ადამიანთა პატიოსნება და ზნეობა. დიდსულოვანი მოქმედებები, იდეალური ხარისხები და წმინდა აზრები არის ხასიათის ძირითადი საფუძველი. რამა არის ამ სამი ატრიბუტის ნამდვილი ტანმოსილება. თითოეულმა ადამიანმა უნდა ასევე განივითაროს წმინდა აზრები, სწორი მოქმედებები და კარგი ხარისხები. რამამ აჩვენა თავისი სიტყვებით, აზრებით და ქმედებებით ასეთი ცხოვრებით როგორ შეიძლება იყოს ნაცხოვრები. რამა მოქმედებდა უძველესი მითითებით: “ილაპარაკე სიმართლე. იმოქმედე უბიწოდ”. მკაცრი სიტყვებისგან თავის არიდებით, რამა ასიამოვნებდა ყველას თავისი ტკბილი მეტყველებით. ის დაუპირისპირდა მკაცრ სიტყვებს სხვებისგან თავისი სიმშვიდით, მოთმინებით, სიტკბოთი და ღიმილით. ის არასდროს ერეოდა სხვების საქმეებში, არასდროს იღებდა ცნობებს მათი შეცდომების შესახებ, არასდროს დასცინოდა და არასდროს აყენებდა ტკივილს სხვებს იმით როგორც ის ელაპარაკებოდა მათ. ყველასთვის აუცილებელია მისდიოს მაგალითებს დადგენილს რამას მიერ და კულტივიროს მისი მრავალი კეთილშობილი ხარისხი და ასრულოს უბიწო მოქმედებები.
– ღმერთის საუბარი, 1995 წლის 9 აპრილი.
21.04.21. რამანავამი
ამ დღეს, შრი რამას დაბადება აღინიშნება ყველა ქვეყანაში. რამას ჰქონდა თავისი საქმე, სიტყვა და აზრი, რაც არის ტანი, მეტყველება და ჭკუა, მუდამ სუფთა და მთლიანად უნაკლო. დიახაც რომ ვთქვათ, პატივი უნდა სცეთ რამას ისტორიას, როგორც ღრმა ალეგორიას. ყველა მოქმედება და მოქმედი პირი ამ მოთხრობაში იპყრობს ყურადღებას და იბეჭდება მეხსიერებაში, რადგან ალეგორია არის პირადი თითოეული ჩვენგანისთვის. მაგალითად, განვიხილოთ დასარათჰა. ის წარმოადგენს ადამიანის ტანს აღქმის ხუთი შეგრძნებით და მოქმედების ხუთი გრძნობის ორგანოთი. მას ჰყავს სამი ცოლი – სამი გუნა ან განწყობა: სატვა, რაჯასი და თამასი – სახელად კაუსალია, სუმითრა და კაიკეიი. მას ჰყავს ოთხი ვაჟი, რომლებიც საკუთარ თავში განასახიერებენ ადამიანის ცხოვრების ოთხ მიზანს – დჰარმას, არტას, კამასა და მოკშას. რამა არის დჰარმას (ზნეობის, სათნოების, უბიწოების) ნამდვილი განსახიერება. სხვა სამი მიზანი შეიძლება მიღწეულ იყოს მხოლოდ დჰარმას მუდმივი დაცვით. ჩვენ ვხვდებით, ამიტომ, ძმებს ლაკშმანას, ბჰარატასა და შატრუღნას რამას ნაბიჯების მიმდევრად.
– ღმერთის საუბარი, 1986 წლის 18 აპრილი.
22.04.21.
ჭეშმარიტება არის ღმერთი. უპანიშადები აცხადებს: ღმერთი არის ყველა სიტკბო (რასოვაისაჰ). ეს ნიშნავს რომ ღმერთი არის წარმოდგენილი წმინდა ფორმით ყველგან, მსგავსად შაქარის შაქარის ლერწამში და კარაქის რძეში. თუმცა რთულია ღმერთის პირდაპირი აღქმა, მისი ყოფნა შეიძლება განვცადოთ მრავალი ხერხით. სიტკბო შაქარში, სიმჟავე ლაიმის ნაყოფში, სიმწარე მარგოზას ფოთოლში – ეს ყოველივე ადასტურებს ღმრთიურის არსებობას. როდესაც თქვენ ხედავთ მთას ან ჩანჩქერს ან ტყეს, გრძნობთ ბედნიერებას. ყველა ეს აცხადებს ღმრთიურის ყოფნას. სინათლე ანათებს, ვარსკვლავები ციმციმებს, მზე გიზგიზებს და პლანეტები ბრუნავს მათ ორბიტებში. ყველა ეს მოვლენა არის ღმრთიურის მანიფესტაცია. ალის ბუნების გაგებით, თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ ცეცხლის ბუნება. წყლის წვეთის გამოკვლევით თქვენ იცით განგის ბუნება. ასევე მანვათვამის (კაცობრიობის ნამდვილი ბუნების) გაგებით, თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ დაივათვამ (ღმრთაებრიობა)!
– ღმერთის საუბარი, 1995 წლის 23 ნოემბერი.
23.04.21.
არაფერს შეუძლია ისე ბევრი აანანდას (ნეტარების) მინიჭება, როგორც სათნოებას, არც სიმდიდრეს, არც მატერიალურ ძალას, არც დიდებას და არც სწავლულობას. უმაღლესი სათნოება არის სიმდაბლე, ღმერთისადმი დანებება. ხალხი ამბობს მათზე ვისაც არავინ ჰყავს მათზე მზრუნველი როგორც “ობოლი” (ანათა), მაგრამ ღმერთი ზრუნავს ყველაზე. ასე რომ არავინ შეიძლება იყოს ობოლი. ღმერთი მარტო არის ობოლი (ანათა ნიშნავს მასაც “ვისაც არ ჰყავს მბრძანებელი”), ვინაიდან ვის შეუძლია თქვას რომ ის არის ღმერთის მეურვე? მიუძღვენით თქვენი აზრი, სიტყვა და საქმე ღმერთს. ნუ მოეპყრობით თქვენს ზოგიერთ საქმიანობას როგორც ღმერთისთვის გაკეთებულს და სხვას როგორც გაკეთებულს საკუთარი თავისთვის. ეს ორივე არის როგორც პულსის მარცვლის ორ ნახევარი. მცენარე მარცვლის შუაგულიდან ამოდის, იღებს კვებას თანაბრად ორივე ნახევრიდან. მკვირცხლი და ინერტული, ცოცხალი და არაცოცხალი, მოძრავი და არამოძრავი ყველა არის ღმერთი. გააძლიერეთ ეს რწმენა და იცხოვრეთ ამ რწმენაში. ეს არის დანიშნულება საუკუნო ბრაჰმანანდასთვის (უზენაესი ნეტარებისთვის)!
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 23 ნოემბერი.
24.04.21. არადჰანა მაჰოთსავამ
შთანთქეთ სიყვარული თქვენს გულში. ვისაც კი თქვენ წააწყდებით, ისაუბრეთ მასთან სიყვარულით. ყველა ვინც არის სიძნელეში მიიზიდეთ თქვენთან ახლოს. მაშინ ღმერთი გადმოღვრის თავის სიყვარულს თქვენზე. თქვენ როგორ შეგიძლიათ მიიღოთ ღმერთის სიყვარული თუ თქვენ არ გიყვართ თქვენი თანამოძმე? თუ თქვენ გინდათ გახდეთ ღმერთის სიყვარულის ღირსი, მაშინ უპირველესად და უმთავრესად თქვენ უნდა გახდეთ თქვენი თანამოძმეების სიყვარულის ღირსეულნი. ღმერთი დაგეხმარებათ თქვენ თუ თქვენ დაეხმარებით სხვებს. დაეხმარეთ მუდამ, არასოდეს დააზიანოთ. არასდროს არავის მიაყენოთ ტანჯვა. გიყვარდეთ ყველა. გაატარეთ თქვენი ცხოვრება გულის სიკეთით. თქვენი გული უნდა დნებოდეს სიყვარულით და სიყვარული უნდა მიედინებოდეს მასში. სიყვარულის ტანმოსილებო, განავითარეთ სიყვარული თქვენში უფრო და უფრო მატად. ეს არის ღმრთაებრიობის ასპექტი. სწორედ ამაზე მიუთითებს უფალი კრიშნა რომ ყველა არსება არის მისი ღმრთაებრიობის ასპექტი. ჩემო ძვირფასებო! თქვენ არ განსხვავდებით ჩემგან; მე თქვენში ვარ და თქვენ ხართ ჩემში!
– ღმერთის საუბარი, 2007 წლის 27 იანვარი.
25.04.21.
ისაუბრეთ ალერსიანად და ტკბილად ვინმეს დაზიანების გარეშე. არ სტყორცნოთ მრისხანე მზერა. ჩვენ უნდა გამოვხატოთ ჩვენი სიყვარული საუბრის დროს. სიყვარული არის უზენაესი ძალა. ამიტომ, მოუწოდეთ ყველას სიყვარულით და უთხარით: “მოდი, ძმაო, მოდი”. ჰკითხეთ მას მისი სირთულეების შესახებ: ”გაქვს შენ ფინანსური ან ჯანმრთელობის პრობლემა?” მისი პრობლემების დაწვრილებით გაგების შემდეგ, აღმოუჩინეთ მას საჭირო დახმარება. არის ზოგიერთი ვინც მარტოხელა ცხოვრებას ეწევა რადგან ისინი არიან მამის, დედის, ნათესავების ან მეგობრების გარეშე. ჩვენ უნდა შევთავაზოთ მათ ძმური სიყვარული. ჩვენ უნდა გავამხნევოთ ისინი სიტყვებით: „მე ვარ როგორც შენი ძმა“, და სიყვარულით ვუთხრათ მათ: „ძვირფასო, შენ არ გყავს უფროსი და უმცროსი და? მე ვარ შენი უფროსი და; მე ვარ შენი უმცროსი და. ” საუბრისას მათთან ამ ინტიმური გზით, ჩვენ მათ უნდა მივცეთ გამბედაობა და გავუწიოთ დახმარება. თქვენ ხართ ერთი დედის შვილები, ნამდვილად. ეს დედა არის ღმერთი. მიჰყევით პრინციპს: კაცის ძმობა და ღმერთის მამობა.
– ღმერთის საუბარი, 2007 წლის 27 იანვარი.
26.04.21.
როდესაც ვინმე შეურაცხგყოფთ ან გაძაგებთ თქვენ ან იგნორირებას გიკეთებთ თქვენ, მიიღეთ ეს ღიმილით. ”ეს არის მსოფლიოს წესი; ეს არის უმადური, უზრდელი! ისინი მიკეთებენ მე კარგს, ჩემი ძალა გამოცდაზეა, მე არ უნდა დავნებდე სიბრაზეს ან წყენას”, უთხარი საკუთარ თავს ასეთი გამამხნევებელი რამეები, და იყავი მშვიდი, შენს ტუჩებზე ტრიუმფის ღიმილით! არსებობდა მათხოვარი ვინც იყო შეურაცხყოფილი ბოროტი ახალგაზრდა კაცების ბანდის მიერ. მან თქვა: „გააგრძელეთ! ასიამოვნეთ საკუთარი თავი! მე ვხედავ რომ ძალიან ბედნიერი ხართ ამ შანსის გამო. ეს არის ზუსტად ის რაც მე მსურს შენთვის.” როდესაც თქვენ არ იღებთ შეურაცხყოფას თქვენზე ნატყორცნს ვინმესგან, ეს უკან ბრუნდება ადამიანთან ვინც მასში გათამამდა. რეგისტრირებული წერილი რომელსაც არ მიიღებენ, უბრუნდება გამგზავნს! ნუ დააზიანებთ თქვენს გონებრივ სიმშვიდეს, წერილის მიღებითა და შინაარსის წაკითხვით. უარი თქვით მის მიღებაზე. თქვენ გაქვთ შეცდომის დამშვებთა გამოსწორების შანსიც; მაგრამ როდესაც ამას მიიღებთ, თქვენ უერთდებით ბოროტების მკეთებლებს. ასე რომ, გაფრთხილდით!
– ღმერთის საუბარი, 1973 წლის აპრილი.
27.04.21.
ახალგაზრდები დაჯილდოებული არიან ჯანმრთელი ტანით, ძლიერი ჭკუითა და მახვილი გონებით, აქვთ ღრმა აზროვნების უნარი, მაგრამ ისინი მათ არასწორად იყენებენ. ღმერთზე ფიქრის და მათი კიდურების სწორად გამოყენების ნაცვლად, ისინი არასწორად იყენებენ თავიანთ გრძნობებს. ეს არის დიდი შეცდომა. ამ ასაკში, თქვენ უნდა ჩადოთ სხეულის, ჭკუისა და გონების ძალა სწორ სარგებლობაში. რა არის სწორი სარგებლობა? ეს ნიშნავს, ნაბიჯების გადადგმას წმინდა ბილიკზე. უბრალოდ იმიტომ რომ ჩვენ ვართ დაჯილდოებული თვალებით, არ არის საჭირო ყველაფრის დანახვა. შეეცადეთ დაინახოთ ყველაფერი კარგი. არ ისმინოთ თქვენი ყურებით სხვების კრიტიკა ან ყველაფერი რაც არ არის საჭირო. სხვისი კრიტიკის მოსმენა და ყოველივე ბოროტების დანახვა არის დიდი ცოდვა. ჩვენ ვიძენთ ბოროტებას მხოლოდ მაშინ როდესაც ვხედავთ ბოროტებას. ჩვენ არ ვცდილობთ კარგი სიტყვების მოსმენას ჩვენი ყურებით; ამის ნაცვლად, ჩვენ ვუსმენთ ბოროტ საუბარს. სურდასი იყო ბრმა. მაგრამ ის მუდმივად გალობდა კრიშნას სახელს. აქედან გამომდინარე, კრიშნამ მისცა მას დარშანი და დაგვირგვინება ცხოვრებაში.
– ღმერთის საუბარი, 2007 წლის 27 იანვარი.
28.04.21.
როდესაც თქვენ დგეხართ სხვის წინაშე, მისი გამოსახულება არის თქვენს თვალში, და თქვენი გამოსახულება არის მისში; თქვენ არ დაკვირვებიხართ ამას? შენ ხართ ჩემში, მე ვარ შენში – ეს არის ჭეშმარიტება რასაც ეს ფენომენი აცხადებს. როდესაც თქვენ გაქვთ რწმენა ამაში და როცა თქვენ კულტივირებთ სიყვარულს, თავმდაბლობას, ცხოვრებისადმი პატივისცემას და ტოლერანტობას, თქვენ ხართ სწორ გზაზე. როდესაც თქვენ არ ხართ ამ გზაზე, თქვენ უდაოდ რჩებით გარეთ, როდესაც საქმე ეხება ღმრთიური წყალობის გაზიარებას. ტანი არის ღმერთის ტაძარი, არა? კეთილი, რას აკეთებს მღვდელი ტაძარში ყოველდღე? ჯერ, ის წმენდს ნივთებს და წმინდა ჭურჭლებს საკურთხეველში. ის გვის ოთახს და რეცხავს საკურთხეველს. გრძნობები ინსტრუმენტებია ღმერთის თაყვანისცემისთვის შიგნით; ესები უნდა გაიწმინდოს და ბეჯითად იყოს შენახული სუფთად ჭუჭყისაგან. შინაგანი სისუფთავე არის ღმრთისმოსაობა. ეს შესაძლებელია მხოლოდ გრძნობების კონტროლისა და ჭკუის კონტროლის საშუალებით; ან რაც შეადგენს იგივე სადჰანას – ყველა სურვილისა და საქმიანობის მიძღვნას ღმერთისთვის.
– ღმერთის საუბარი, 1973 წლის აპრილი.
29.04.21.
ღმერთმა მოგვცა ჩვენ ადამიანად დაბადება ერთიმეორის გამოსაკვებად და აღსაზრდელად. რისთვის არის ნათესაობები მსგავსი ძმების და დების? არა უბრალოდ საკუთრებისა და სიმდიდრის გაყოფის მიზნით. ეს ნათესაობები არის სიყვარულის განვითარების და მისი ერთიმეორესთან გაზიარების მიზნით. ნამდვილი ნათესავები არიან ისინი ვინც უზიარებს სიყვარულს ერთიმეორეს. ამსოფლიური ნათესაობები უსიყვარულოდ არის უსარგებლო. ვინც არის ჯანმრთელი და ღონიერი უნდა დაიცვას სუსტი და უმწეო. როდესაც ხედავთ ვინმეს გასაჭირში, გამოიჩინეთ სიკეთე მის მიმართ და შეეცადეთ შეამშრალოთ მისი ცრემლები. ეს არის ნამდვილი თანაგრძნობა. ეს თანაგრძნობა არის უბიწობა; ეს არის სიყვარული. როდესაც ჩვენ ვაფართოვებთ ჩვენს სიყვარულს, ჩვენ შეგვიძლია ბედნიერება მივცეთ მთელ მსოფლიოს. ამიტომ, განავითარეთ სიყვარული. თუ თქვენ შეგხვდებათ ღარიბი კაცი, ავადმყოფი ადამიანი ან ის, ვინც პრობლემებს განიცდის, მიეცით მათ რაც კი დახმარება თქვენ შეგიძლიათ. როდესაც თქვენ დახმარებას გაუწევთ ასეთ ადამიანებს, ღმერთი გადმოღვრის თავის სიყვარულს თქვენზე.
– ღმერთის საუბარი, 2007 წლის 27 იანვარი.
30.04.21.
გქონდეთ მოთმინება; თქვენს სიჩქარეში ისიამოვნოთ იაფი სიხარულით, ნუ ჩავარდებით უსამართლო საქმეებში. გქონდეთ რწმენა რომ ღმერთი შეგმატებთ თქვენ ყველა იმ სიხარულს რაც თქვენ გსურთ და რასაც იმსახურებთ. ადამიანები თხოვენ კაცებს დახმარებას; ისინი იშვერენ თავიანთ ხელებს სხვისკენ და თხოვნით მიმართავენ “დეჰი” (მიეცით). მაგრამ, ”დეჰი” ასევე ნიშნავს, მას ვინც ცხოვრობს დეჰაში (ტანში), ე.ი. ღმერთს! ასე რომ, ნუ დაამცირებთ ამ დეჰის სხვების წინაშე დეჰის ძახებით. სთხოვეთ მას; უთხარით დეჰი დეჰის; ის გიპასუხებთ დიდსულოვნად და მოწყალედ. საკვები ნაშოვნი უპატიოსნო საშუალებებით და ტანსაცმელი ნაშოვნი სიცრუის საშუალებით, მხოლოდ დაგაზიანებთ თქვენ. არ იფიქროთ რომ სიიოლე და კომფორტი არის მთავარი რამ ცხოვრებაში. იმედგაცრუება, ავადმყოფობა და გაჭირვება არის ყველას ხვედრი, იქნება ის მდიდარი თუ ღარიბი, განათლებული თუ გაუნათლებელი, ახალგაზრდა თუ მოხუცი. დაე თქვენი სუფთა და შეუბღალავი გულები იყოს დაუჭუჭყიანებული სიცრუითა და მცდარობით. არ დასვაროთ თქვენი ენა მისი გამოყენებით ბინძური სიტყვების წარმოსათქმელად. წარმოთქვით ღმერთის სახელი; ის მოქმედებს როგორც ნაპერწკალი რომელიც წვავს ფერფლად ბამბის დიდ გროვას.
– ღმერთის საუბარი, 1973 წლის აპრილი.

სატია საი ბაბა